Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ხუთ წელიწადში 11 ათასმა ირანელმა მიიღო ბინადრობის უფლება

Posted by iberiana on თებერვალი 17, 2020


ბოლო ხუთ წელიწადში 11 ათასმა ირანელმა იყიდა ბინა და მიიღო მოკლევადიანი ბინადრობის უფლება

მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ განაცხადა:

„დავინტერესდი ოფიციაულური მონაცემებით, რომელი ქვეყნის მოქალაქეებმა მიიღეს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვები და რამდენია მათი ოდენობა.

2015 წლიდან (როცა დაიწყო მოკლევადიანი ნებართვების გაცემა) დღემდე პირველ ადგილზე არის ირანი. ირანის მოქალაქეებზე გაცემულია 10 991, თითქმის 11 000 მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. ეს რას ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ 11 000 საცხოვრებლი სახლი, ბინა არის გაყიდული ირანის მოქალაქეებზე. შეიძლება ეს მაჩვენებლი კიდევ უფრო მეტი იყოს, რადგან შეიძლება ირანის სხვა მოქალაქეებმაც შეიძინეს ბინა, თუმცა, ჯერჯერობით, გადმოსვლას არ ჩქარობენ.

მეორე ადგილზე არის რუსეთი, სულ რაღაც 693 ნებართვაა გაცემული. მესამეზეა უკრაინა – 225 ბინადრობის ნებართვაა გაცემული.

იცით, რომ 2018 წელს დეპუტატებმა ივლიანე წულაიამ და გოჩა ენუქიძემ წარადგინეს კანონპროექტი, რომლის თანახმად, იმისთვის, რომ უცხოელმა ერთწლიანი ბინადრობის მოწმობა აიღოს, უნდა შეიძინოს უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 ათასი დოლარის ეკვივალენტს ლარში, ნაცვლად 35 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტისა. ისინი ამბობდნენ, რომ ეს იყო სტაბილურობის და უსაფრთხოების საკითხი. თუმცა, არა ერთხელ აღმინიშნავს, რომ ეს იყო სამშენებლო კომპანიების ლობისტური კანონპრექტი. კანონპროექტის მიხედვით: ახალ ჩამოსულ მიგრანტს 100 ათასის ზემოთ სთავაზობდნენ ბინადრობის ნებართვებს. გარდა ამისა, ვისაც 35 ათასიდან 100 ათასამდე ღირებულების ბინა ჰქონდა შეძენილი, ამ კანონის მიღების შემდეგ ვალდებული იყვნენ, ეყიდათ 100 ათას დოლარზე ზევით ღირებულების ბინა. ეს კანონი უკვე მოქმედებს. ადრე, თუ 35 ათასი დოლარის სანაცვლოდ შესაძლებელი იყო მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვება, ახლა უკვე, 2019 წლიდან შესაძლებელია 100 ათას დოლარზე ზევით. ისინი ამბობდნენ, რომ წესები გამკაცრდა. თუმცა, ოფიციალური მონაცემები, რომელიცაა იუსტიციის სახლიდან და მივიღეთ 1 კვირის წინ გვეუბნება სხვა რამეს. თუ ირანის მოქალაქეებზე 2018 წელს გაცემული იყო 4 643 ბინადრობის ნებართვა, 2019 წელს 5 652. ტემპი ზრდადია“, – განაცხადა ტომარაძემ.

მისივე თქმით, საკუთრების შეძენის საფუძველზე უცხოელებისთვის მოკლევადიანი ბინადრობის უფლების მიცემა უნდა აიკრძალოს.

„ჯერ კიდევ 2018 წელს დავწერე კანონპროექტი, რომ აკრძალულიყო მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების გაცემა. რომ განვამრტო – ეს არის უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემა საკუთრების შეძენის სანაცვლოდ. ფაქტობრივად, ჩვენი სახელმწიფო ყიდის ბინადრობის ნებართვებს. ეს არის 2014 წელს მიღებული კანონი.

მინდა, ვთქვა, რომ ბინადრობის გაცემის 10 სახე არსებობს, მათ შორის ერთერთია საკუთრების შეძენის საფუძველზე მიღებული ბინადრობის ნებართვები უცხოელებზე. სხვა სახეობის ნებართვებია: სასწავლო, სამუშაო, საინვესტიციო და ა.შ. ერთერთი მათაგნია ბინადრობის უფლების მიღება ოჯახის გაერთიანების მიზნით. რას ნიშნავს ეს: ვინც ბინადრობის უფლებას მიიღებს, მას შეუძლია ნათესავთა ფართო წრის ჩამოყვანა. როგორ განიმარტება ეს კანონით, ვინ შედიან ნათესავებში: ბებია, ბაბუა, შვილიშვილი, შვილი, და, ძმა, ქმარი, ცოლი. გაგაცანით მონაცემები, რომ დაახლოებით 11 000 ბინაა გაყიდული. ანუ, სიტყვაზე რომ ვთქვათ, ამ 11 000-დან, აქ ჩამოსული ადამიანების რაოდენობა შეიძლება იქცეს 100 ათასამდე. დინამიკა ზრდადია. რამდენიმე წლის შემდეგ სავალალო სურათი გვექნება, ამის არგათვალისწინება ყოვლად დაუშვებელია.

ჩვენ ვიცით, რომ დემოგრაფიული პრობლემები გვაქვს, ასევე ჩვენი ქვეყნიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გასულია და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. უცხოელების მასიურად ჩამოსვლა და დაფუძნება ჩვენს ქვეყანაში გამოიწვევდა ეთნო-კულტურული ბალანსის ცვლილებას ჩვენს ქვეყანაში და თუ ასე გაგრძელდება მკვიდრი მოსახლეობა დავრჩებით უმცირესობაში. ეს არის პირდაპირ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი. ამ საკითხს უნდა მივუდგეთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ტომარაძემ.

თამუნა შეყილაძე
kvira.ge

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s