Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

 ქუთაისში მზის ენერგიის პანელების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა 

Posted by iberiana on თებერვალი 22, 2020


 ქუთაისში, ევროპაში ყველაზე დიდი მზის ენერგიის პანელების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა 

გერმანული ბრენდი „ეი სოლარი” (www.ae-solar.com) უკვე მესამე წელია, რაც წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში. ახლახანს კი ოფიციალურად გახსნა ევროპაში ყველაზე დიდი ქარხანა, რომელიც მზის პანელებს აწარმოებს და ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს. მისი წლიური მოცულობაა 500 მეგავატი. ამჟამად, კომპანიის საერთო ჯამური წარმადობა აღემატება 1 გიგავატს.

ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა კომპანიისათვის ხელსაყრელი სტრატეგიული ლოკაციაა. სწორედ ამ ქარხნიდან ის აწვდის უმაღლესი ხარისხის მზის პანელებს 70მდე ქვეყანას. ამჟამად დასაქმებული ჰყავს 150 ადგილობრივი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი (ა.ს. სხვა ინფორმაციით იგეგმება 300-მდე ადამიანის დასაქმება). სამომავლოდ კი მეტი სამუშაო ადგილის დამატებას ჰპირდება ადგილობრივ ბაზარს. „ეი სოლარის” მიზანია მუდმივად გააფართოვოს თავისი საქმიანობის სპექტრი.

„ეი სოლარის” გლობალური გაყიდვებისა და მარკეტინგის ქსელი საბოლოო მომხმარებლებს ხელმისაწვდომ განახლებად ენერგიას აწვდის და კომპანიის ბრენდის ძირითად მახასიათებლებს წარმოაჩენს: სტაბილურობას, გამძლეობასა და სანდოობას. წამყვან ადგილობრივ კომპანიებთან პარტნიორობით „ეი სოლარი” მუშაობს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებაზეც.

„ეი სოლარი” მუშაობს წარმოების მოცულობის გაზრდაზე; საერთაშორისო გაყიდვების ოფისი, რომელიც თბილისში ფუნქციონირებს, სრულ უზრუნველყოფას სთავაზობს ჩვენს მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

„ეი სოლარი” ატარებს ინტენსიურ ტრენინგებს, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე – ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია მზის ენერგიაზე მომუშავე პანელების წარმოებით.საინსტალაციო კომპანიებს მიეწოდებათ სრული ტექნიკური ინსტრუქცია და დახმარება – საჭიროებისამებრ. „ეი სოლარის” მიერ საქართველოში განხორციელებული თითოეული ინსტალაცია შესრულებულია ადგილობრივი პერსონალის მიერ. „ – აცხადებენ კომპანიაში.

www.kvira.ge

8 Responses to “ ქუთაისში მზის ენერგიის პანელების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა ”

  1. მარიკა said

    განარჯობა. მაინტერესებს მუხიანში 50 კვადრატზე განთავსებული მზის პანელების ფასი თავის მონტაჟით რა ეღირება და თუ არ არის მზიანი ამინდი, მაშინ ინტენსიობა მოწოდებული კვატების რამდენად ვარდება ? მადლობა .

    Like

  2. Mamuka said

    440 kvadrati ra damijdeba

    Like

  3. Nukri Baratashvili said

    1984 წელს, დავამთავრე; ქ. თბილისის სამხ. აკადემია. ჩემი დიპლომის თემა გახლდათ;”საცხოვრებელი რაიონი, მდ. “ვერეს” ხეობაში, მზის ენერგიის გამოყენებით”! – ბატ. ალექსანდრე(ალიკა) ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, რომელმაც; “სული შთაბერა” ამ თემატიკას და დამავალა, რომ ამ თემის გარშემო, მაქსიმალურად შემესწავლა ყოველივე!. პარალელურად, ამავე წელს, გამოაცხადა “იუნესკომ” – კონკურსი, დასათაურებით:”მომავლის საცხ. სახლი”. “ცუკუბა – 84”. ჩემი სადიპლომო თემაც, შემატანინა ბატ. ა. ჯაფარიძემ(ვისი მადლიერიც ვიქნები, სანამ პირში სული მიდგას! ის, არა მარტო არქიტექტურის გამო მიყვარს, არამედ მან, საერთოდ ცხოვრება; სულ სხვა გადმოსახედიდან დამანახა)და 1 ადგილიც დავიმსახურეთ!. წარმომიდგენია!; დღეს, რომ ამგვარ წარმატებას მიაღწიოს – 4-მა არქიტექტორმა! ჩემი; ტატო კობაიძე!, ჯგუფელი, ძმაკაცი და ჩემის აზრით, ის გენიოსი იყო!… აცხონოს მისი სული ღმერთმა და ჩემი ალიკა ჯაფარიძე;- ჩემი “ცხოვრების მასწავლებელი”!!!.

    იმ, პერიოდში, ანუ 1984 წელს, ერთ სართულიანი სახლის, მზის ენერგიით(ცხელი წყლით. ელექტრონით, სხვა, უფრო რთული სისტემა იყო) დაკმაყოფილება ხდებოდა; გადახურვის 70% უნდა ყოფილიყო “მზის ელემენტები, სამხრეთის დახრით, ხოლო ენერგია; მიწის ქვეშ აკუმულირდებოდა!. ეს – 1984 წელს და დღეს; წარმომიდგენია, როგორი პროგრესი განიცადა!!!. კრამიტების ფორმას აძლევენ და რა ფერსაც შეუკვეთავ, არანაირ პრობლემას, აღარ წარმოადგენს. მაშინ, როცა; იმ დროს, აუცილებლად – შავი ფერის უნდა ყოფილიყო, რადგან; მოგეხსენებათ, – შავი ფერი, ყველაზე კარგად შთანთქავს სითბოს!. დღეს-კი – ეს პრობლემაც, მოხსნილი ყოფილა იაპონიაშიც და სხვაგანაც!!!.

    Like

  4. ხათუნა said

    კითხვაზე რატომ არავინ გვპასუხობს?
    სად შეუძლია მოსახლეობას ამ პანელების შეძენა და ვინ ამონტაჟებს. ჩვენ თუ ვერ მოვიხმარეთ რაში მაინტერესებს მარტო სხვა ქვეყნებში იმპორტი.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s