Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

კონსტანტინე გამსახურდია – ვიცოდეთ ჩვენი უახლესი ისტორია

Posted by iberiana on მარტი 6, 2020


d8f3c691f4bbd1a908bd154aca7547f8კონსტანტინე გამსახურდია – ვიცოდეთ ჩვენი უახლესი ისტორია

ინფორმაცია არმიის გენერლის, შურალიოვის (Владимир Шуралев) გარდაცვალებაზე ჩვენთვის იმდენად საინტერესოა, რამდენადაც უკავშირდება ჩვენი უახლესი ისტორიის იმ მონაკვეთს, როდესაც იბადებოდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და ყალიბდებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალები. შურალიოვი, იმჟამად სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მას შემდეგ, რაც “გეკაჩეპემ” სსრკ-ს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 1991 წლის აგვისტოს 19-ში ჩამოფრინდა თბილისში და შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას. ამ შეხვედრას მოყვა მომავალი პუტჩისტების, უკვე ტყეში ყაჩაღად გავარდნისთვის გამზადებული თენგიზების (სიგუა-კიტოვანი) დეზინფორმატიული ნაკადი – რომ მოღალატე პრეზიდენტმა გვარდია “გეკაჩეპეს” ბრძანებით დათმო და დაშალა. (სხვათა შორის ისინი “ჟურავლიოვად” მოიხსენიებდნენ შურალიოვს) სიგუა ხალხს შეპირდა თვით მოსკოვური ხუნტის თავმჯდომარის, “იანაევის საიდუმლო ოქმებს“, რომელიც სიონის ბრძენთა ოქმებზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო – მათში ასახული უნდა ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას და მოსკოვური გეკაჩეპეს შეთქმულება საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს და კაცობრიობის წინააღმდეგ.

სინამდვილეში ამ შეხვედრისას საუბარი წარიმართა ეროვნულ გვარდიაზე, რამდენადაც სსრკ-ს კონსტიტუციის მიხედვით რესპუბლიკას არ ქონდა უფლება ყოლოდა საკუთარი შეიარაღებული ძალები. გენერალთან შეხვედრაზე უარს ან მასთან დისკუსიას, რომ “ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ და ფეხზე გვკიდია, თქვენ რას იფიქრებთ”, აზრი არ ჰქონდა და ამავე დროს ძალიან საშიშიც იყო – ასეთ შემთხვევაში პირველი, ვისაც მაღალი ალბათობით დაარტყამდნენ სსრკ-ს შეიარაღებული ძალები ჰაერიდანაც და მიწიდანაც, ეს საქართველოს ეროვნული გვარდია იყო. პრეზიდენტმა ამ სტუმარს აჩვენა საბუთი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული გვარდია იურიდიულად რესპუბლიკის შინაგანი ჯარი იყო, რასაც სსრკ-ს კონსტიტუცია არ კრძალავდა. გენერალი და მისი გამომგზავნელები მიხვდნენ, რომ აქ დისკუსია უადგილო იყო. ეს საკითხი დელიკატურად მოგვარდა, პარალელურად კი საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, სადაც მოუწოდა ცივილიზებულ სამყაროს, დაეცვათ არჩეული ხელისუფლებები რესპუბლიკებში ამ ახალი, გაუგებარი ორგანოსგან.

საკითხი დიპლომატიურად გადაწყდა, მოსკოვურმა ხუნტამ კი 2-3 დღეში არსებობა შეწყვიტა, თუმცა არც დეზინფორმაციულმა ნაკადმა და ლანძღვამ დაახანა საქართველოს ხელისუფლების და პრეზიდენტის მისამართით. კრიტიკის თემა იყო მიუღებელი კომპრომისი მოსკოვთან და გვარდიის დაშლა. თუ წარმოვიდგენთ, რომ მოვლენები სხვა მხრივ განვითარდებოდა, და საბჭოთა არმია დარტყმას განახორციელებდა ჩვენი ახალწვეულების მიმართ, კრიტიკა და ლანძღვა მაშინ გენახათ – “დაგვღუპე შენი რადიკალიზმით”, “შეაწყვიტე ჩვენი ბიჭები რუსებს როგორც 9 აპრილს”, “პოლიტიკა არ გესმით, თქვენ მხოლოდ მიტინგები იცით” და ა.შ. მოკლედ თუ ქუდი გახურავთ, შემოგედავებიან, რატომ გახურავთო. თუ არ გახურავთ – მაშინ რატომ არ გახურავთო.

…კარგი იქნებოდა ვინმე ჩასულიყო ამ შურალიოვთან და ეკითხა, რაზე იყო საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, მაგრამ ეს არავის მოუვიდა თავში აზრად. ჩვენ ხომ ჩვენს ისტორიას პატივს არ ვცემთ. ახლა კი გვიანია.

6.03.2020

 

One Response to “კონსტანტინე გამსახურდია – ვიცოდეთ ჩვენი უახლესი ისტორია”

  1. ბიმო said

    ჯერ ე.წ .ოპოზიცია,კიტოვანი და სიგუა იძახდნენ ზვიად გამსახურდიამ გვარდია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუქვემდებარაო აგვისტოს მოსკოვის პუტჩის დროსო და იმიტომ გამოაცხადა გვარდიამ დაუმორჩილებლობა გავიდაო შავნაბადაზე .. ახლა რუსული კაგებეს ნაფტალინიან ჭორებს იმეორებს მამრაძე და სხვები .. სინამდვილე კი ასეთია :

    საქართველოს რესპუბლიკის კანონი # 375. საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ.
    საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
    1) საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიქმნას შინაგანი ჯარების ეროვნული გვარდია;
    2) შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩამოყალიბდეს მთავარი სამმართველო, რომლის უფროსი იმავდროულად იქნება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
    3) შინაგან ჯარებს, ეროვნულ გვარდიას, მეთაურობს სარდალი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.
    კანონი შედგება ცხრა პუნქტისაგან და ძალაში შედის 1990 წლის 20 დეკემბრიდან.

    საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეჩერებულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ სსრ კავშირის კანონის მოქმედება (1990 წ. 15 ნოემბერი), მიღებულ იქნა დადგენილება “შინაგან ჯარებში-ეროვნულ გვარდიაში გაწვევის დროებითი ვალდებულების შესახებ” (1991 წ. 29 იანვარი).

    ანუ გვარდია ისედაც იყო შინაგან ჯარებში და ემორჩილებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს …

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s