Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

პრეზიდენტმა ექიმი და მეცნიერი თენგიზ ცერცვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

Posted by iberiana on მარტი 18, 2020


tsertsvadze

პრეზიდენტმა ექიმი და მეცნიერი თენგიზ ცერცვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

სახელმწიფო ჯილდო თენგიზ ცერცვაძეს სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თენგიზ ცერცვაძის საიუბილეო საღამოზე გადასცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა:

,,ბატონო თენგიზ, თქვენი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე უზარმაზარია. თქვენ დაბადებული ხართ ექიმად. თქვენს მსგავსად ბევრი ქართველი იბადება ექიმად და ბევრ წარმატებას აღწევს, რადგან მე ღრმად მჯერა, რომ საქართველო რჩება მედეას ქვეყნად, ქვეყნად, რომელიც გენეტიკურად მიდრეკილია ექიმობისა და მეცნიერებისკენ. თქვენ ამის ნათელი მაგალითი ხართ. თქვენ, თქვენი მოღვაწეობით მსოფლიოს ორი, ძალიან მძიმე დაავადება დაამარცხეთ. ეს ძალიან დიდი მიღწევა და გამარჯვებაა მსოფლიოსა და ჩვენი პატარა ქვეყნისათვის.

მინდა მივმართო საზოგადოებას და მიმაჩნია, რომ საზოგადოების მხრიდან თქვენთვის ყველაზე დიდი მადლობის გამოხატულება იქნება ის, რომ ეს გზა ბოლომდე გავიაროთ – ჰეპატიტის დამარცხებამდე.

ეს ნიშნავს იმას, რომ ყველამ გაიაროს ტესტირება და ჩაატაროს მკურნალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უფასოდაა შესაძლებელი.
ნუ გავუშვებთ ამ არაჩვეულებრივ შანსს ხელიდან და ნუ ვიტყვით მასზე უარს! ეს იქნება ჩემი თხოვნა და დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს.

ბატონო თენგიზ, თქვენ ხართ ის, რაც დღეს ამ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება – მაგალითი. მაგალითი, არა მხოლოდ მეცნიერების და პროფესიული წარმატების, რაც თავისთავად ძალიან დიდი რამაა, არამედ, მაგალითი ადამიანობის, ღირსების, მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გაატარო შენი ცხოვრება, აიღო ინიციატივა, (რაც ზოგჯერ ასე გვიჭირს) იყო მასზე პასუხისმგებელი და ბოლომდე მიიყვანო დაწყებული საქმე. ეს არის ალბათ ის, რაც ჩვენ ახალგაზრდობას, ჩვენ ზოგჯერ უიმედო საზოგადოებას ყველაზე უფრო სჭირდება. ძალიან დიდი მადლობა ამ მაგალითისათვის.

დღეს, როცა თქვენ გიყურებთ, თქვენში ვხედავთ ახალ წარმატებებს და გვეძლევა ახალი იმედი იმისა, რომ ეს პატარა ქვეყანა მართლაც ძალიან ძლიერია, შეუძლია იყოს ძალიან ნიჭიერი და ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწიოს”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

თენგიზ ცერცვაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსათვის და აღნიშნა, რომ მისთვის ეს დაფასება უდიდესი პატივია.

,,მინდა დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ თქვენი ამ უმაღლეს პოსტზე მუშაობის შედარებით მცირე პერიოდში მოახერხეთ, რომ ძალიან დამაჯერებლად გეჩვენებინათ, თუ როგორი წარმატებული შეიძლება იყოს პრეზიდენტის მისია საპარლამენტო რესპუბლიკაში. ეს ყველაფერი თქვენი გამოცდილებისა და უდიდესი ავტორიტეტის და ძალიან მაღალი პოლიტიკური კლასის დამსახურებაა.

ჩვენ ყველას გვინდა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად ჩადგეს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების რიგებში”, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
7.03.2020

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s