Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

Posted by iberiana on მარტი 30, 2020


საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, იმუშავებს მხოლოდ აფთიაქები

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, 31 მარტს,  დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კარანტინის გამოცხადება გამოწვეულია იმით, რომ COVID-19 ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ საქართველოში მიაღწია 100 ადამიანს.

  • სრულიად იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. გადაადგილება დაშვებულია კერძო ტრანსპორტით და ტაქსით (მხოლოდ 3 მგზავრი).
  • იკრძალება სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს 2 მეტრიანი დაცილება.
  • აკრძალულია 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში ან სამედიცინო დაწესებულებაში.
  • ნებისმიერ მოქალაქეს ქალაქში გადაადგილების დროს უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 
  • 31 მარტიდან  იმოქმედებს კომენდანტის საათი 21:00-დან დილის 6 საათამდე. კომენდანტის საათის დროს იზღუდება ტრანსპორტით გადაადგილება და იმუშავებენ მხოლოდ აფთიაქები.
  • ყველა რეგიონში შეიქმნება შტაბები, რომლებიც გაუწევენ კოორდინაციას და მომსახურებას ყველა საწარმოს, რომლებიც გააგრძელებენ ფუნქციონირებას.
  • შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი 144, რომელიც იქნება უფასო, რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას.

იხ.სრულად:

საქართველოს მთავრობის დადგენილება №204

2020 წლის 30 მარტი. ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s