Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ვერძეული – აქცია დაახლოებით 10 საათიდან გახდა ძალადობრივი

Posted by iberiana on ივნისი 2, 2020


ვერძული[1]

ვერძეული – აქცია დაახლოებით 10 საათიდან გახდა ძალადობრივი

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული 20-21 ივნისის მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“დიდი ხანია, ცხოვრებას საშინლად მირთულებს სიმართლის მიკროსკოპული სიზუსტით დადგენის მოთხოვნილება და სამართლიანობის ხაზების უზუსტესად გავლების სურვილი, მაგრამ ეს ღირსეული ბრძოლისთვის საჭირო და აუცილებელი მგონია.

20 ივნისი უმძიმე დღე იყო ამ ქვეყნისთვის, რომელმაც ძველი ტრავმების და მეხსიერების გაცოცხლებასთან ერთად, ამ ქვეყანაში ახალი მსხვერპლები და უმძიმესი ისტორიები შექმნა. შინაგან საქმეთა მინისტრს, დღეს თუ არა ხვალ, მოუწევს პასუხისმგებლობის აღება აქციის დაშლის მძიმე შედეგებზე.

თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის სამართლიანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, არ არის საჭირო ნახევარი სიმართლით ილაპარაკო. თვალი დახუჭო პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე, რომელიც მოხდა და მოხდა არაერთხელ 20-21 ივნისს. არ გჭირდება თვალი დახუჭო და ენა ვერ მოიბრუნო იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებზე, რომლებმაც სიტუაციის დეესკალაციისთვის არაფერი გააკეთეს და პირიქით, საშიშად გამოიყენეს შეკრებილი ხალხის ემოცია.

– დიახ, აქცია დაახლოებით 10 საათიდან გახდა ძალადობრივი და ამას არ სჭირდება უკლებლივ ყველა დემონსტრანტის ჩართვა კრიმინალურ ქმედებებში. დემონსტრანტთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, 10 საათიდან 12 საათამდე მონაკვეთში, პრაქტიკულად უწყვეტად, ფიზიკურად უტევდა პოლიციას, ართმევდა აღჭურვილობას, იტაცებდა კორდონიდან პოლიციელებს;

პოლიტიკოსების ნაწილის როლი 20 ივნისის აქციაზე იყო დესტრუქციული, უპასუხისმგებლო და სამარცხვინო. ნიკა მელიას გავრცელებული ვიდეო, რომელშიც თითქოს შოკისმომგვრელი სიმშვიდე ჩანს, ჯერ ერთი, არ ფარავს იმ პერიმეტრს, სადაც ზუსტად ამ დროს პოლიციასთან შეტაკება გრძელდება და მეორე, არ ცვლის იმ როლს, რომელიც ნიკა მელიამ ამ აქციაზე მანამდე ითამაშა.

არცერთი მნიშვნელობის და სიმძიმის ბრძოლაში არ არის ზედმეტი დარჩე ადეკვატური და სამართლიანი.

12 ივლისი 2019

P.S. ამ განცხადების შემდეგ ქალბატონი სოფო აღარ არის (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი, 2019 წლის 30 სექტემბრიდან სწავლა გააგრძელა ლონდონის ერთერთ უნივერსიტეტში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s