Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

სტივ ჰედლი – პირადად ვნახე, ჯორჯ ბუშმა სააკაშვილს მკერდზე თითი მიადო და უთხრა, რუსეთი არ გაეღიზიანებინა

Posted by iberiana on ივლისი 13, 2020


სტივ ჰედლი – პირადად ვნახე, ჯორჯ ბუშმა სააკაშვილს მკერდზე თითი მიადო და უთხრა, რუსეთი არ გაეღიზიანებინა

S, Hedley

ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯორჯ ბუშის ყოფილი მრჩეველი სტივ ჰედლი 2008 წლის ომს და ომამდე, თეთრ სახლში ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა იხსენებს.

სტივ ჰედლი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთი სააკაშვილის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი დამშვიდება, რათა ისეთი რამ არ გაეკეთებინა რასაც მოგვიანებით ინანებდა.

მსიივე თქმით, “პრეზიდენტმა ბუშმა ორი რამის გაკეთება სცად – მკაფიოდ გამოეხატა საქართველოსა და მისი პრეზიდენტისადმი პერსონალური მხარდაჭერა, ასევე, ერჩია მისთვის, არ მოეხდინა რუსეთის პროვოცირება, რადგან საქართველო რუსეთის ინტერვენციას თავს ვერ გაართმევდა”.

„ბუშთან ერთად 2005 წელს საქართველოში ვიყავი. დიდებული დღე იყო, შთაგონების მომცემი. მახსოვს ომამდე სააკაშვილის ვიზიტი თეთრ სახლში და ბუშთან შეხვედრა ოვალურ კაბინეტში. შეხვედრის შემდეგ მედიასთან პრეზიდენტმა ბუშმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა. როცა მედია ოთახიდან გავიდა და შეხვედრა მთავრდებოდა, პრეზიდენტი ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა – რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ, მე რუსეთისგან ვერ დაგიცავ გეოგრაფიის გამო”, – აცხადებს სტივ ჰედლი.

ავტორი – ლაშა მიქაძე

27.07.2018

დატოვე კომენტარი