Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♥ კოლხეთი და იბერია – KOLKHIBERIA

იაკობ გოგებაშვილი – ბურჯი ეროვნებისა

თუმცა უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც ვხედავთ ჩვენს ცხოვრებაში იმას, რომ ერთის უცხო ენის მაგივრად ჩვილს ბავშვს ასწავლიან ორსა და სამს უცხო ენას ერთად. ეს გახლავთ ორკეცი და სამკეცი უკუღმართობა, რომელსაც მოსდევს სწორედ საშინელი შედეგი ბავშვის გონებისა და ხასიათისათვის. იშვიათი ნიჭის ბავშვი უნდა იყოს, რომ გაუძლოს ამ უკიდურესს უგუნურებასა და არ გატუტუცდეს. ამ შემთხვევაში ენები ერთმანეთს ხელს უშლიან, ერთი ენა მეორეს არ აცლის მოკიდოს ფესვები ბავშვის ბუნებაში, შეუხორცდეს იმის მეხსიერებას და გონებას…

“ბავშვს ჯერ დედა-ენა უნდა ასწავლო და მერე უცხო ენა, ერთი – მეორის შემდეგ. თუ ერთს დროს დააწყებინე ორივე ენის სწავლება, ბავშვს გონებას დაუბნევ”, ამბობს პედაგოგთა მამათმთავარი კომენიუსი…

https://iberiana.wordpress.com/about/gogebashvili/

               

ქართველების გენეალოგია

უკანასკნელი ათეული წლების მანძილზე ჩვენი ცოდნა საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის მოსახლეობის უძველესი ისტორიის შესახებ მნიშვნელოვნად გამდიდრდა და გაღრმავდა. ბევრი რამ ახალი მოგვცა ფართო მასშტაბით წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა. დიდად დაწინაურდა აგრეთვე ამ მხარეების ძველისძველი მოსახლეობის ენებისა და ისტორიის კვლევა-ძიება. ამჟამად შესაძლებელია უფრო კონკრეტულად, მასალების უფრო ფართო წრის (საისტორიო წყაროები, ენობრივი მონაცემები, მატერიალური კულტურის ფაქტები) მოშველიებით ვიმსჯელოთ ქართველთა წარმომავლობისა და ქართველი ხალხის ეთნიკური განვითარების ძირითადი ეტაპების შესახებ…

https://iberiana.wordpress.com/about/genealogia/

                   

გიორგი ქავთარაძე – ტერმინ “არიან-ქართლის” განმარტებისათვის

ქართველთა წარმომავლობის საკითხთან მიმართებაში უაღრესად საყურადღებოა ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორ II-ის (ძვ. წ. 605-562 წწ.) მიერ აფრიკისა (ლიბიისა) და პირენეს ნახევარკუნძულის (იბერიის) დალაშქვრისა და იქიდან წამოყვანილი /გვ. 71/ ტყვეების პონტოს გადაღმა მდებარე იბერიაში, ანუ კავკასიაში დასახლების შესახებ არსებული ცნობა, რომელიც, თვით კლასიკური ხანის მწერალთა მითითების თანახმად, მიეწერებოდა ისტორიკოსს, გეოგრაფოსსა და დიპლომატს მეგასთენეს (დაახლ. ძვ.წ. 350-290 წწ.). ეს ცნობა შემონახულია ევსები კესარიელის (დაახლ. 263-339 წწ.) თხზულებებში. კერძოდ, მის ‘სახარებისადმი წინამომზადებაში”, ნათქვამია:

”ვპოვე მე აგრეთვე აბიდენოსის თხზულებაში ”ასურელთა შესახებ” ნაბუქოდონოსორზე შემდეგი: მეგასთენე ამბობს, რომ ნაბუქოდონოსორი ჰერაკლეზე უფრო ძლევამოსილი იყო, ლიბიასა და იბერიაზე გაილაშქრა, დაეუფლა და მათი ნაწილი პონტოს მარჯვნივ დაასახლა”…

https://iberiana.wordpress.com/about/kartli/

                      

რუსუდან დაუშვილი – საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები 1860-1920-იან წლებში

1860-იანი წლებიდან, თერგდალეულთა მოღვაწეობისა და ეროვნული თვითშეგნების ზრდასთან ერთად, ქართული საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ამერიკის დაწინაურებისა და სწრაფი პროგრესის საიდუმლომ. ეს აისახა კიდეც მაშინდელ ჟურნალ-გაზეთებში. ამერიკაზე პირველი თხზულება 1863 წელს დაბეჭდა ილია ჭავჭავაძემ თავის ჟურნალში “საქართველოს მოამბე”. ესაა კირილე ლორთქიფანიძის კომპილაციური სტატია ზანგ მონათა მდგომარეობაზე ამერიკის სამხრეთ შტატებში და მათ გასათავისუფლებლად ჩრდილოელთა ბრძოლაზე. ქართულმა საზოგადოებამ და პრესამ (“საქართველოს მოამბე”, “ივერია”, “დროება”, “კრებული”) დიდი ყურადღება მიაქცია ამერიკის განვითარების მიზეზებს, განსაკუთრებით იმ საკითხებს, რომელთა გადაჭრაც კოლონიურ მდგომარეობაში მყოფ საქართველოს საკუთარი ძალებით შეეძლო.

რაც შეეხება საქართველოს შესახებ ამერიკელთა ცნობებს _ პირველად XIX საუკუნის II ნახევარში ჩნდება, როდესაც უ. სმითი და ჰ.ჯ. დუაითი ხმელთაშუა ზღვის აუზსა და მცირე აზიაში მოგზაურობის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდნენ და თბილისი აღწერეს.

https://iberiana.wordpress.com/about/georgia-usa/

               

გიორგი ქავთარაძე – წარმართული იბერიის ღვთაებათა არსისათვის

იბერიის სამეფოს წარმართული პანთეონის რაობის დადგენა წინაისტორიული ხანის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. საქართველოს არც ერთ სხვა მხარეში არ ჩანს ისე მკვეთრად ძველი-წინაქრისტიანული და ახალი, ქრისტიანული სამყაროს დაპირისპირება და ამავე დროს შერწყმა-დაახლოება, როგორც ქართლის სადედაქალაქო მხარეში – არმაზციხე-მცხეთაში.

იბერიის სამეფოს საკვანძო სტრატეგიული მდებარეობა, ამიერკავკასიის შუაგულში და ამავე დროს _ კავკასიონის გადასალახავი უმთავრესი უღელტეხილის – “კავკასიის კარის”, იგივე დარიალის პირისპირ მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა გარე სამყაროს მუდმივ დაინტერესებას აქ მიმდინარე მოვლენებით. დარიალის ეფექტური კონტროლის აუცილებლობა კიმერიელებისა და სკვითების, ანუ ბიბლიის ენით რომ ვთქვათ აპოკალიფსისური გოგისა და მაგოგის “უწმინდური” ტომების, ახლო აღმოსავლეთში შემოსევის შემდეგდროინდელი ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენდა. შესაბამისად, იბერიის სამეფო, და კერძოდ მცხეთა-არმაზი, წარმოადგენდა არა მხოლოდ ამიერკავკასიისა და აღმოსავლეთ ანატოლიის, არამედ მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთულ-ახლოაღმოსავლური ოიკუმენეს ჩრდილო-აღმოსავლურ ფორპოსტს; ამ ფორპოსტის ძირითადი ფუნქცია ცივილიზებული სამყაროს დაცვა იყო ჩრდილოეთიდან, იმიერკავკასიის სტეპებიდან გადმოდენილი ნომადების შემოსევებისგან.

https://iberiana.wordpress.com/about/iberia-2/

                         

ЗАБЫТЫЙ ГЕНОЦИД СВАНОВ НА СЕВЕРНОМ КАВКАЗЕ

В Никоновской летописи за 1563 г. повествуется: “И Темгрюк (Темрюк Идаров.— С. Б.) со государевыми людьми недругом своим недружбу довел и в свою волю их привел, а воевал Шепшуковы улусы… И воевали землю их одиннадцать дней, и взяли кабаков мшанских и сонских сто шестьдесят четыре, и людей многих побили и в полон имали”. Комментируя термин “сонские”, Е.Н. Кушева пишет: “Документы конца XVI и XVII вв. дают материал для определения Сонских кабаков. “Соны” русских источников — это сваны, для которых русские приняли грузинскую форму их названия; но термин Сонская земля употреблялся тогда в более широком смысле… Отсюда название перевальных путей из Кабарды в Грузию “Сонскими щелями”. Как видно, Соны (Сонэ), Суаны — это грузинская форма этнонима сван, распространенная и среди адыгов.

Б.Д. Газиков убедительно показывает, что сонами/санами в осетинском фольклоре назывался народ, живший на территории Осетии до прихода сюда иранцев.

https://iberiana.wordpress.com/about/swan/

                               

 

          

გელა ქოქიაშვილი – რას გვიამბობს არმაზციხე

მამამთავარ ქართლოსის მიძინების შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა, და აი, ლეონტი მროველი, სპარსელების რომელიღაც მატიანეზე დაყრდნობით, ნისლში გახვეულ ამბავს მოგვითხრობს: ბიბლიური მოსეს ცხოვრებამდე კარგა ხნით ადრე ნებროთიან-სპარსელ გმირს – აფრიდონს აღმოსავლეთიდან ჩვენს ქვეყანაში დიდძალი ლაშქრით გამოუგზავნია და ერისთავად დაუდგენია ვინმე არდამი. სწორედ მას შემოურტყავს პირველად დუღაბიანი გალავანი მთა-ქართლისათვის და იგი ცხვირით მტკვრამდე ჩამოუგრძელებია.

…”ცხვირს” მივაღწიე და მცხეთას თავზე წავადექი. აქ, მთაქართლის აღმოსავლეთ კეხზე, სადაც ახლა ჯვარია აღმართული, ათასწლეულების წინ კერპები იდგა… ამ მიდამოებში მრავალი არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობდა. მკვლევარებმა ზოგიერთი უძველესი ნაგებობის ნაშთი სახილველად დაგვიტოვეს, ნაწილს მიწა წააყარეს, ნაწილი კი თავისით “დაიმალა”. ასე მაგალითად, დღეს თვალი აღარ შეევლება მთის წვერზე ოროკოებად ამომავალ საფეხურებს, რომლითაც ოქროსა და ვერცხლის ფირფიტებით დაფარულ არმაზის, გაცის და გას კერპებთან ამოდიოდნენ ქურუმები.

https://iberiana.wordpress.com/about/armaztsikhe/

                   

ეკა სალაღაია – რაჭის რომელმა შეძლებულმა და გავლენიანმა ერისთავმა ააშენა დედათა მონასტერი იერუსალიმში

მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოსა და მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისისთვის იმერეთის სამეფოში ძალიან სწრაფად ხდებოდა მეფეების შეცვლა. ამის მიზეზს, რა თქმა უნდა, სუსტი სამეფო ხელისუფლება წარმოადგენდა. მკვეთრად იცვლება ვითარება, როდესაც სამეფო ტახტზე სოლომონ პირველი ადის. ამ პერიოდისთვის იმერეთის მეფესთან ყველაზე ცნობილ დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენდა რაჭის ერისთავი როსტომი. თუ როგორ განვითარდა და დასრულდა ურთიერთობა ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, ამას ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე გვიამბობს.

მიხეილ ბახტაძე: მეთხუთმეტე საუკუნეში საქართველო დაიშალა იმერეთის, ქართლისა და კახეთის სამეფოებად. მათგან, სამეფო ხელისუფლება ყველაზე სუსტი იმერეთში იყო, რის შედეგადაც, საკმაოდ მცირე დროში, იმერეთის სამეფოს ჯერ ოდიშის სამთავრო გამოეყო, შემდეგ – გურიის. ამას ემატებოდა ისიც, რომ ძალიან გაძლიერდნენ ფეოდალები და მათი მონარქთან დაპირისპირების ფონზე, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოსა და მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრისთვის იმერეთის სამეფოში უამრავი მეფე გამოიცვალა. მეფესთან დაპირისპირებულ ერთ-ერთ ცნობილ მხარეს წარმოადგენდა ჩხეტიძეთა (ჩხეიძეთა) საგვარეულო.

https://iberiana.wordpress.com/about/racha-2/

                      

ალექსანდრე წურწუმია – კავკასიაში რუსეთის გეოსტრატეგიის სათავეები

გეოპოლიტიკის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის ფორმირება XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის მიჯნაზე მიმდინარეობდა. მის სათავეებთან მდგომი პირები თავიანთ თეორიათა შექმნისას დიდ ყურადღებას უთმობდნენ ისტორიულ პროცესებს, მოვლენათა განმაპირობებელ ფაქტორებს, მათ საფუძველზე აგებდნენ და ამყარებდნენ თავიანთ მოსაზრებებს. ამ მხრივ, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ინგლისელი გეოპოლიტიკოსის ჰელფორდ მაკინდერის მიერ 1904 წელს გამოქვეყნებული სტატია ,,ისტორიის გეოგრაფიული ღერძი,,. აგრეთვე ამერიკელი გეოპოლიტიკოსის ალფრედ მეჰენის ნაშრომები: “საზღვაო ძალები ისტორიაში (1660-1783)” გამოქვეყნებული 1890 წელს და 1892 წელს გამოცემული ,,საზღვაო ძალის გავლენა საფრანგეთის რევოლუციასა და იმპერიაზე,,.

სწორედ გეოპოლიტიკურ თეორიათა ჭრილში გვსურს განვიხილოთ ზოგიერთი პროცესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა XVIII საუკუნეში. ამ პერიოდში კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში გადაიკვეთა სამი უძლიერესი სახელმწიფოს – ირანის, თურქეთისა და რუსეთის ინტერესები. რა თქმა უნდა, რუსეთის გამოჩენა მწვავედ იქნა აღქმული, როგორც ირანის, ასევე თურქეთის მიერ, რომელთაც განაწილებული ჰქონდათ რეგიონში გავლენის სფეროები. ამ სამი სახელმწიფოს დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა საქართველო.

https://iberiana.wordpress.com/caucasus/geostrategia/

                 

V. Silogava, R. Shengelia – Tao-Klardjeti

The book contains two parts – in the first part is presented the history of five eparchies of Tao-Klardjeti and the second part contains photo album? in which there are presented most know churches and other architeetural monuments. There are discussed diferent issues not only about these monuments, but about other issues from the history of South Georgia in endnotes and enclosures.

the book is belonged not only for specialists – for historians, philologists and etc, but for the society which is interested ancient Georgian culture.

https://iberiana.wordpress.com/about/tao-klardjeti/

                

შოთა ვადაჭკორია – დამოუკიდებელი საქართველო და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა 1918-1921 წლებში

დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთერთი ურთულესი სფერო საბჭოთა რუსეთთან ურთიერთობა იყო. ქართველ პოლიტიკოსებს კარგად ესმოდათ, რუსული ორიენტაცია ქვეყნის დაღუპვას რომ მოასწავებდა, ამიტომ, პრიორიტეტს დასავლურ ორიენტაციას ანიჭებდნენ. მიუხედავად ამისა, ურთიერთთანამშრომლობისა და თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ქართული რესპუბლიკა რუსეთთან თანამშრომლობისთვისაც მზად იყო, თუმცა საბჭოთა რუსეთი, იმპერიაში შემავალ ყოველ ერს კვლავ თავის შემადგენელ ნაწილად მოიაზრებდა.

ამის შესახებ გაბრიელ ხუნდაძე∗ საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წლის აგვისტოს სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნავდა: “ყველა იმ ერს, რომელმაც ისარგებლა ერთა თვითგამორკვევის პრინციპით და ბოლშევიკური მთავრობა არ იცნო, ბოლშევიკებმა ომი გამოუცხადეს. ტროცკიმ წინადადება მისცა ადმირალ საბლინს∗ ფლოტი საბრძოლველად გაემზადებინა და სევასტოპოლიდან გაელაშქრა ჩხენკელის∗ მთავრობის წინააღმდეგ. ამას ბოლშევიკები არ ეძახიან ერთა თვითგამორკვევის წინააღმდეგ გალაშქრებას.” როგორც ვხედავთ, დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყება, საბჭოთა რუსეთის ხელისუფალთა დღის წესრიგში იდგა.

https://iberiana.wordpress.com/about/vadachkori/

                         

Гурам Мархулия: Краснодарский Край – историческая территория Грузии

Очередное кощунственное заявление министра иностранных дел России господина С.Лаврова вызвало возмущение грузинской общественности. Российское информационное агентство ИА REGNUM передает жалкий стон российского Министра: “Россию печалит, что западные спонсоры Саакашвили не сделали выводы из грузино-юго-осетинской войны. МИД России опечален тем, что западные спонсоры президента Грузии Михаила Саакашвили не сделали выводов из войны в августе 2008 года.

“Если западные спонсоры нынешнего режима, которые, мы надеялись, должны были бы сделать выводы из августа 2008 года, продолжают содействовать восстановлению грузинской армии как ни в чем не бывало, нас это печалит”, – заявил Лавров.”

Мы приведем некоторые исторические факты о принадлежности т.н Краснодарского Края Грузии, чтобы правительству России и русскому народу было понятно, что не только Абхазети, но и почти весь т.н. Краснодарский Край принадлежал Грузинскому государству. Мы даже не будем касаться древней истории Грузии, а приведем научные материалы касательно всего лишь 1918 года, когда этот древний уголок Грузии вновь был возвращен в пределы грузинского государства.

https://iberiana.wordpress.com/caucasus/krasnodar/

                     

უცხოელების თვალით დანახული საქართველო

„მიწიერი სამოთხის – საქართველოს ლაღ მკვიდრთა შუბლზე წარსული ძნელბედობა კაეშნის ღრუბლად წვება, მაგრამ სახე ებადრებათ დიდების დღეთა გახსენებაზე, რაც ყოველ ნაბიჯში იცნობა. ქართველი უფრო მხიარულად გამოიყურება, ვიდრე მისი რომელიმე კავკასიელი თანამოძმე… მაგრამ რა დაღვრემილი გამოხედვაც უნდა ჰქონდეს, ქართველი კაცი მაინც მშვენიერია გარეგნულად და მის გამოხედვას სავსებით ეხამება მისი ჩაცმულობა“.

“საქართველოს უმთავრესი მიმზიდველი ძალა არის ქართველების ღირსება! ქართველი მარტო სახით კი არ არის სასიამოვნო სანახავი, ეს ხალხი მართლა საყვარელი რამ ხალხია… ვისაც უნდა გულიდან გადაიყაროს ჯავრი, დაღვრემილება, მელანქოლია და მიზანთროპია, იმაზე უკეთეს წამალს ვერ იშოვნის, რომ წავიდეს და იცხოვროს ამ მხიარულ, გულგახსნილ, ხელ-გაშლილ, პატიოსან და გულუბრყვილო ხალხს შორის!”

https://iberiana.wordpress.com/about/saqartvelo/

                   

ასტერიოს არგირიუ – ქართველი იმპერატორი აღმოსავლეთის მართლმადიდებელი იმპერიის აღორძინებისათვის

კირილე ლავრიოტისის, რომელიც წარმოშობით ქ. პატრადან იყო, აპოკალიფსის ეკზეგეზას (განმარტებას) სამი განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანი აქვს: ეს არის ყველაზე ვრცელი მართლმადიდებლური კომენტარი, რომელიც არსებობს ბერძნულ ენაზე; მისი ავტორი წარმოჩნდება, როგორც წმიდათა ათასწლოვანი მეფობის ყველაზე დარწმუნებული დამცველი, რომლის სრულ აღწერასაც იგი ახორციელებს; ეს არის ერთადერთი ეკზეგეზა, რომელიც აიგივებს ფილადელფიის ეკლესიას იბერიის ეკლესიასთან.

«გლახაკი მეფე, რჩეული ღვთისა», რომელიც მოვა დამონებული მართლმადიდებელი ერების მუსულმანური და პაპისტური ტირანიისაგან გასათავისუფლებლად, იქნება წარმოშობით ქართველი. 1821 წელს კირილე ვერ დაწერდა ამ მოვლენებისადმი მიძღვნილ ოც გვერდს (§1871-1892), უფრო ადრე, 1817 წელს, რომ არ შეედგინა ორმოცდაათ გვერდიანი ტექსტი (§882-957) __ ფილადელფიის ეპისკოპოსისადმი ეპისტოლეს განმარტება, სადაც იგი ნათლად და კატეგორიულად აიგივებს ფილადალფიის ეკლესიას იბერიის ეკლესიასთან. წარმოდგენილ მოხსენებაში ჩვენი ინტერესი მიმართულია ამ ორი საკითხის შესწავლისადმი: ფილადელფიის ეკლესიის გაიგივება საქართველოს ეკლესიასთან და გლახაკი მეფის გაიგივება საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელთან.

https://iberiana.wordpress.com/about/argiriu/

               

Николай Дурново – СУДЬБЫ ГРУЗИНСКОЙ ЦЕРКВИ

Что Грузинская Церковь до самаго 1811 г. пользовалась автокефалией и с X века имела во главе своей патриархов-католикосов, об этом спорить могут одни только невежды, будь-то иерархи, иереи или простецы.

Помириться с безправием своей Церкви грузины не только не могут, но и не смеют, раз они считают себя православными и желают, чтобы Церковь их руководствовалась священными канонами.

Каждая автокефальная Церковь может, конечно, лишиться автокефалии, но не иначе как в силу решений собора своих иерархов. Иверская Церковь автокефалии не была лишена, ибо до сего дня не состоялось определения Собора Грузинских иерархов о соединении их Церкви с Российской. В силу этого она и сейчас должна признаваться автокефальною.

https://iberiana.wordpress.com/about/durnovo/

                                   

ოთარ ცეცხლაძე – სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგიური თავისებურებანი და პოპულაციურ – გენეტიკური სტრუქტურა

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ანთროპოლოგიური შესწავლა გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო ა. ნათიშვილის, მ. აბდუშელიშვილისა და გ. ჯანბერიძის მიერ. კვლევის შედეგად ქართულ მოსახლეობაში სამი ანთროპოლოგიური ტიპი გამოიყო: კოლხური, იბერიული და კავკასიონის, რომელთა შორის პირველი და მეორე ახლო მორფო-გენეტიკური კავშირით ხასიათდება ურთიერთის მიმართ, ხოლო მესამე – კავკასიონის, უფრო მეტად განსხვავდება ორივესაგან.

დღემდე შეუსწავლელი იყო იმერხევლების ანთროპოლოგიაც. ჩვენი კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მათი ანთროპოლოგიური იერი, მიუხედავად ქართულ ეთნოსთან ხანგრძლივი დაშორებისა, სომატოლოგიურად შენარჩუნებულია. ეს ფაქტი მნიშვნელოვანი დასტურია ანთროპოლოგიური ნიშნების მდგრადობისა და ამ ნიშნების გამოყენების სანდოობისა ეთნოგენეტიკურ კვლევებში.

https://iberiana.wordpress.com/about/tsetskhladze/

              

ear-ring detailВ IV в. до н. э., после того как жившие здесь племена освободились от персидского господства, на территории Картли возникло крупное политическое объединение грузинских племен, власть которого распространялась на значительную часть современной Восточной Грузии. Постепенно в этом крае все больше возрастает роль мцхетского района. В Мцхета скрещивались дороги из Западной Грузии, Месхети, Армении, Азербайджана и Северного Кавказа. Через Мцхета проходил также большой торговый путь, который, через черноморские порты, вел из Индии к бассейну Средиземного моря.

https://iberiana.wordpress.com/about/kolkhiberia/

                        

Деятельность грузинских шестидесятников – ТЕРГДАЛЕУЛНИ

Грузинское прогрессивное идейное течений 60-х гг., которое являлось идеологическим выражением борьбы грузинского крестьянства и городской мелкой буржуазии против царизма и помещиков, следуя по пути общерусского освободительного движения, имело свои национальные специфические особенности и задачи.

B идеологии тергдалеулни тесно переплетались задачи социального и национального освобождения грузинского народа. Они старались разрешить обе эти задачи, однако выдвигали на первый план национальный вопрос. Руководители тергдалеулни говорили: «сначала дайте нам жить, а уже потом научите разбогатеть». Это означало, что освобождение Грузии от национального угнетения они считали наиболее жизненным вопросом для грузинского народа. Все остальные задачи, в том числе и вопрос о взаимоотношениях между дворянством и крестьянством, они собирались разрешить после осуществления национального освобождения.

https://iberiana.wordpress.com/about/tergdaleulni/

                                                            

Petre BagrationiЛИЦА КАВКАЗСКОЙ НАЦИОНАЛЬНОСТИ.

ИМИ ГОРДИЛАСЬ И РОССИЯ

В сражениях Отечественной войны 1812 г. участвовали 13 грузинских генералов: братья Багратионы, Иашвили, Панчулидзе, Джавахишвили, Симон Гангеблидзе, Антон Шаликашвили, Павле Бибилури, Александр Кутайсов и другие.

Полк грузинских гренадеров один из самых древних в русской армии. Основан в 1700 году. Этот полк принимал участие в Северной войне (1700-1721гг), персидских походах (1796г), русско-иранской войне (1726-1728гг), русско-турецкой войне (1828-1829гг), (1877-1878гг), крымской войне (1853-1856гг), отличился киуриук-дарских боях. Был расформирован в 1918 году.

https://iberiana.wordpress.com/about/gruzini/

                       

Л. В. Урушадзе – Страна волшебницы Медеи

Связи стран Восточного Черноморья с Западом уходят в глубь веков. Одной из таких стран было объединение древнекартвельских племен, которое греки именовали вначале как Эя (Αία) или Колхида (Κολχίς), а позднее – Лазика (Λαζική).

Упомянутые древнейшие связи нашли свое отражение как в мифах и сказаниях, так и в литературе и искусстве античной эпохи. В мифологию греков Колхида (по-грузински Kolxeti) была включена в глубокой древности и явилась местом действия различных легендарных событий.

Страна хранителя золотого руна, грозного царя Ээта и его дочери волшебницы Медеи Колхида сыграла значительную роль в истории греческого, а впоследствии и римского народа. В диалоге “Федон” сказано: “земля чрезвычайно велика, и мы населяем только небольшую часть её от Фасиса до Геркулесовых столпов” (μέγρι Ήρακλείων στηλων άπό Φάσιδος), т. е. от берегов Риони до Гибралтарского пролива1. Признание автором диалога, Платоном, Фасиса (нынешней реки Риони) одной из границ древнейшего культурного мира не было случайным. Древнегреческие и римские авторы не представляли себе собственную национальную историю без учета в этой истории роли и места Колхиды и её племён.

https://iberiana.wordpress.com/about/medea-2/

В.В. Шувалов – Морская держава Миноса

В середине II тыс. до н. э. греки и другие народы, населявшие Эгейский регион, оказались объединены в рамках Критской морской державы. Она явилась основанием культурного единства региона и первым шагом на пути к формированию греческой классической цивилизации. Впервые в истории была предпринята попытка построения империи с опорой на флот, в которой во главу угла была поставлена морская политика. От державы Миноса сохранились скудные сведения, хотя упоминания о ней часто встречаются в античной литературе. В рассказах древних авторов исторические реалии минойской эпохи подчас трудно отделить от мифа. Поэтому среди современных историков до сих пор не утихают споры вокруг проблемы минойской талассократии. Учитывая это, мы намерены еще раз затронуть данную тему.

https://iberiana.wordpress.com/about/shuvalov/

Троянские связи Колхиды. Золото древней Колхиды

Чеканный золотой медальон с композицией «Схватка зверей». Этот мотив был широко распространен в иранском и греческом искусстве, однако в грузинском златокузнечестве он принял своеобразный характер. Золотое украшение и массивная золотая скульптурка обнаженного юноши в шлеме, украшенном схематическим изображением солнца. В эпоху бронзового века народы, жившие на Кавказе, поставляли в другие районы древнего мира золото и оружие. Археологические раскопки, проведенные в Грузии, доказывают, что уже в бронзовом веке страны Передней Азии были тесно связаны с Кавказом.

В 1961 году экспедицией Нины Хоштария вблизи колхидского города Вани было обнаружено погребение, в котором нашли более тысячи золотых изделий. Это открытие вместе с другими, сделанными тогда же, как бы подвело черту под спорами о реальности существования страны Золотого Руна античных мифов и преданий. Отныне уже нельзя было сомневаться, что эта страна существовала и была именно такой, какой рисовалась по древним текстам: могучее, богатое, золотообильное царство с многочисленными и многолюдными городами.

https://iberiana.wordpress.com/about/ea/

ДИАОХИ И КОЛХА

Грузинские племена уже несколько тысяч лет назад представляли собой самостоятельную языковую группу. Мегрело-чанские племена были расселены в районе юго-восточного и восточного побережья Черного моря. По соседству с ними на востоке жили карты. Нагорные и часть низменных районов Западной Грузии населяли сваны.

На территории Грузии с древнейших времен проживали также и другие племена. В числе их были, по-видимому, близкородственные грузинам племена — предки современных северокавказских народов.

https://iberiana.wordpress.com/about/diaokhi-kolkha/

ნიკო ჯავახიშვილი – გრიგოლ I – უკანასკნელი ქართველი მეფე

ნაშრომში დასაბუთებულია, რომ უკანასკნელი ქართველი მეფე იყო ბაგრატიონთა ათასწლოვანი სამეფო დინასტიის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი, ქართლ-კახეთის სახელოვანი მეფის ერეკლე II-ის შვილთაშვილი, იოანე ბატონიშვილის ვაჟი _ გრიგოლ I (1789-1830), რომელიც თავდაუზოგავად იბრძოდა კახეთის 1812 წლის აჯანყების დროს აღდგენილი ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისათვის.

სახელოვან წინაპართა ღირსეული შთამომავალი _ მეფე გრიგოლი ჩვენგან ჯერაც არ არის სათანადოდ დაფასებული, არადა სამშობლოს აღდგენა-გამოხსნისათვის თავდადებით მებრძოლი ბაგრატოვანი მონარქი ამას უდავოდ იმსახურებს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, სრულიად გამართლებული იქნება, რომ ეს ქართველი მონარქი ამიერიდან გრიგოლ I-ის სახელით მოვიხსენიოთ. მან ბაგრატოვან ხელმწიფეთა ნუსხაში თავისი კუთვნილი ადგილი უნდა დაიკავოს.

https://iberiana.wordpress.com/about/grigol1/

ვაჟა კიკნაძე – ილია ჭავჭავაძე და მე-19 საუკუნის სამღვდელოება

ილია ჭავჭავაძემ თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით ღრმა კვალი დაამჩნია ქართული კულტურის, ლიტერატურის, ისტორიის, ყოფის, ეკონომიკის, აზროვნების მრავალ მხარეს.

ილიას მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებდა მე-19 ს. მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის გამორჩეულ ქართველ თუ უცხოელ სასულიერო მოღვაწეებთანაც. კერძოდ, ეპისკოპოსებთან: გაბრიელთან (ქიქოძე), ალექსანდრესთან (ოქროპირიძე), კირიონთან (საძაგლიშვილი), პეტრესთან (კონჭოშვილი) და ა. შ. სამწუხაროდ, ილიას მათთან ურთიერთობების ამსახველი მასალები საკმაოდ მწირი და ხშირად ფრაგმენტულია; ჩვენი მიზანია გამოვავლინოთ ან ახლებურად წარმოვაჩინოთ ილია მართლის ურთიერთობა მისი ეპოქის სამღვდელოებასთან. ცხადია, ეს ურთიერთობები ბევრად უფრო მეტი დატვირთვის შემცველია, ვიდრე დიდი ქართველი მწერლისა და მოაზროვნის უბრალო ადამიანური კონტაქტები გამორჩეულ ქართველ თუ რუს საეკლესიო პირებთან. ილიას კონტაქტები სამღვდელოებასთან უნდა განვიხილოთ როგორც საერთო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შემადგენელი კომპონენტი, შემაგრებული პირადი ურთიერთობების ძალით.

https://iberiana.wordpress.com/about/kiknadze-ilia/

                        

კობა ჭუმბურიძე – ცნობები უძველესი წყაროებიდან

უძველეს ისტორიულ წყაროებში მრავალი საინტერესო ცნობა მოიპოვება ჩვენი ერის შესახებ. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმ ფრაგმენტებს, რომლებიც საბრძოლო ხელოვნების თვალსაზრისითაა საინტერესო:

დავიწყოთ იმით, რომ, ჩვენი მიწა ერთ-ერთი პირველი კერა ყოფილა ადამიანის მოდგმისა. ამის დასტურია დმანისში ნაპოვნი უძველესი ევროპელი ჰომინიდი, რომელიც აქ 1,8 მილიონი წლის წინ სახლობდა. იქნებ სწორედ მისი შთამომავალი გამრავლდა და განეფინა ხმელთაშუა ზღვიდან სპარსეთის ყურემდე, ხოლო მოგვიანებით, მცირეოდენ აჭრელებული, რიგ მიზეზთა გამო, ისევ საწყის წერტილში შეიკუმშა და ქართულ ეთნოსად იწყო დადგინება.

https://iberiana.wordpress.com/about/k-chumburidze/

                        

ენდრიუ ანდერსენი – დნობადი საქართველო: ტერიტორიული ცვლილებები საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისა და განმტკიცების წლებში

არავისთვის საიდუმლო არ არის ის, რომ კომუნისტური იმპერიების სსრკ-სა და იუგოსლავიის დაშლას XX საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში თან სდევდა სისხლისმღვრელი სასაზღვრო კონფლიქტები და ეთნიკური ომები, რომელთა უმრავლესობა დღესაც არ დასრულებულა. მოცემული მასალის სტრუქტურა და მოცულობა საშუალებას არ გვაძლევს დავწეროთ იმის შესახებ, თუ რომელი ძალების მიერ და რა მიზნით იქნა ეს ომები და კონფლიქტები პროვოცირებული. ამის შესახებ საკმაოდ ბევრი დაიწერა და ბევრიც დაიწერება. ჩვენც დავტოვებთ „მინდვრების იქით“ პროპაგანდისტული არგუმენტებისა და მითების მთელს სპექტრს, რომლებიც გამოყენებულ იქნა კონფლიქტების გაღვივებისათვის თანამდეროვე იარაღის ძალაზე, მოსყიდვისა და კორუფციის არანაკლებ დამანგრეველი ძალის დამატებით.

https://iberiana.wordpress.com/about/saqartvelo21-44/

                            

ივანე ჯავახიშვილი – სომეხ-ქართველთა სარწმუნოებრივი განხეთქილება VII საუკუნეში

VII ს. დამდეგს აღმ. საქართველოს სარწმუნოებრივ სფეროში ისეთი ცვლილება მოხდა, რომელსაც ქართველი ერის მთელი მერმინდელი ისტორიისათვის უაღრესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ცვლილებამ ორი მეზობელი ერი ერთმანეთს დააშორა და მათი განვითარების გზები გაჰყარა. ძველ დროსვე ეს ამბავი ქართველი და სომეხი ისტორიკოსების ცნობისმოყვარეობას იპყრობდა და კვლევა-ძიების საგნად იქცა. ქართულად მეცხრე საუკუნის ცნობილ ქართველ მოღვაწეს არსენ დიდ კათალიკოსს დაუწერია „განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა“, რომლის ტექსტი თ. ჟორდანიამ გამოაქვეყნა1, ხოლო თვით ეს თხზულება განხილულია ჩემ მონოგრაფიამი „ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები“2.

https://iberiana.wordpress.com/about/i-javakhishvili/gankhetqileba/

                       

Беларусь и Грузия – общая судьба

Казалось бы, что может связывать судьбу двух государств, двух народов, отстоящих друг от друга на расстоянии в несколько тысяч километров, одно из которых почти в центре Европы, а другое уже и в Азии? Далеко они расходятся и в исторической последовательности возникновения на карте мира, трудно сблизить эти народы, отстоящие друг от друга на дороге тысячелетий. Другие и разные были у них времена, другие языки, другие песни, другое солнце…

https://iberiana.wordpress.com/about/belorus-georgia/

                   

Cергей Константинов – ПОЧЕМУ В 1921 ГОДУ ГРУЗИЯ ЛИШИЛАСЬ НЕЗАВИСИМОСТИ? В этом были виновны прежде всего ее недальновидные политики

< style=”text-align: justify;”>Двадцать пятого февраля 1921 г. красноармейцы 11-й армии и отряды грузинских большевиков без особых затруднений вошли в Тифлис. Окончательно советская власть в Грузии была установлена во второй половине марта 1921 г. Думается, нет необходимости подробно рассказывать о том, как негативно относятся к этому событию в постсоветской Грузии. Да и раньше, еще более чем за год до распада СССР, в ноябре 1990 г. депутаты Верховного Совета Грузинской ССР признали советизацию Грузии актом насильственной ликвидации суверенного грузинского государства.

https://iberiana.wordpress.com/about/s-konstantinov/

                    

სამსონ ფირცხალავა – სამაჰმადიანო საქართველო ან ძველი მესხეთი

იშვიათად შეხვდებით დღეს ქართველს, რომ აჭარის სახელი არ გაეგონოს. სოფლელს თუ ქალაქელს პირზე აკერია სიტყვა აჭარელი; ყველანი ლაპარაკობენ გამაჰმადიანებულ მოძმეების შესახებ…

მაგრამ რა არის სამაჰმადიანო საქართველო?… აჭარა მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია იმ დიდებული მესხეთისა, რომელიც ოსმალეთმა დაიპყრო მე-17 საუკ. და თან და თან თითქმის ერთიან გაამაჰმადიანა, და რომლის უმთავრესი შემადგენელი ნაწილებია: ახალციხე, ჯავახეთი, ქობულეთი, აჭარა, შავშეთი, ერუშეთი, ლივანა, ჭანეთი, ტაო, კლარჯეთი და კოლა… მესხეთი საქართველოს საუკეთესო მხარეა და მესხეთის სახელი შუქურ ვარსკვლავად ბრწყინავს ჩვენი სამშობლოს ისტორიაში და როდესაც აჭარას მოვიგონებთ და აჭარელთა გაჭირვებას განვიცდით, შეუძლებელია არ გაგვიცხოველდეს მოგონება მესხეთის დანარჩენ ნაწილებისა, რომელთა ბედი უკანასკნელ სამი საუკუნის განმავლობაში გაცილებით უფრო სატირალი იყო, ვიდრე კერძოდ აჭარისა.

არც ერთს პროვინციას არ მიუძღვის სამშობლოს წინაშე იმდენი სამსახური, რამდენიც მესხეთს, მაგრამ ისტორიამ თითქოს სწორედ ამისთვის არგუნა მესხეთს უმეტესი სატანჯველი. რომაელების, სპარსელების, ბიზანტიელების, არაბების და ოსმალების ბატონობის ტვირთი ყველაზე მეტად მესხებს დააწვათ კისერზე. გალაღებულ მტრის ამოწვდილ ხმალს ყველაზე უწინ მესხი მიეგებებოდა. ქართველ ჯარს წინამებრძოლებად მესხები უდგნენ თავში. ხოლო გაცილებით უფრო შესანიშნავია მესხეთის კულტურული მნიშვნელობა. საქართველოს რომ მესხეთი ჩამოვაშოროთ, საქართველოს ისტორიიდან რომ მესხთა სახელი ამოვშალოთ, ამ ისტორიას მოაკლდებოდა საუკეთესო ფურცლები. საქართველო უმესხეთოდ თითქმის არაფერი იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში განახევრდებოდა მისი პოლიტიკური და კულტურული ძალა და შემოქმედება…

https://iberiana.wordpress.com/about/pirtskhalava-meskheti/

                      

სამსონ ფირცხალავა – მაჰმადიანი ქართველები საქართველოს გარედ

ჩემს წინა წერილებში შევეხე საქართველოს საზღვრებში მცხოვრებ გამაჰმადიანებულ ქართველებს, მოკლედ მოვიგონე მათი წარსული და აწმყო ბედი; მაგრამ მაჰმადის რჯულის ქართველები საქართველოს გარედაც სცხოვრობენ, ყველანი სამშობლოდან არიან გარდახვეწილნი ნებით და უნებურად სხვა და სხვა დროს და მათი მდგომარეობა უფრო სატირალი და უნუგეშოა, ვიდრე საქართველოში მყოფ მაჰმადიან ქართველებისა, რომელთაც ასე თუ ისე მაინც მიწვდებათ მოძმეების იმედიანი სიტყვა. სამშობლოს მოწყვეტილ ქართველთა რიცხვი არც ისე მცირეა, რომ მათი ცხოვრება, ეროვნული შეგნება არ იყოს ჩვენთვის ყურადსაღები და დასაფიქრებელი. მაჰმადიანი ქართველები საქართველოს გარედ სცხოვრობენ შორეულ სპარსეთში და შავისა და მარმარილოს ზღვების პირად ოსმალეთში…

https://iberiana.wordpress.com/about/pirtskhalava-sparseti/

                       

ზურაბ რატიანი – წყაროთა ღაღადი ანუ პირიქითა საქართველო

ცნობილია, რომ პირიქითა ხევსურეთი კავკასიონის მთავარ, ანუ წყალგამყოფ ქედს გადაღმა მდებარე ხევსურეთის ნაწილს ჰქვია, რომელიც არდოტის, შატილისა და არხოტის ხეობებისაგან შედგება. ასევე ცნობილია, რომ ძველი წანარეთი, ანუ აწინდელი ხევი ძირითადად თერგის, თრუსოსა და სნოსწყლის ხეობებს მოიცავს და ასევე ვავკასიონის მთავარ ქედს გადაღმა მდებარეობს. იგივე ითქმის თუშეთზეც, მის ნაწილსაც მთავარი ქედის ჩრდილოეთის ფერდობები უჭირავს. ამდენად, პირიქითა საქართველო ნიშნავს კავკასიონის მთავარ ქედს გადაღმა მდებარე საქართველოს, ანუ ქვეყნის იმ ნაწილს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს. ასე რომ დღესაც კი, ასეული და ათასეული წლების განმავლობაში ურიცხვ მტერთაგან ნაჯიჯგნი საქართველო არის არა მხოლოდ ამიერკავკასიის, არამედ აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყანაც. უფრო ზუსტად, საქართველო არის კავკასიის ქვეყანა, რომლის უმეტესი ნაწილი ამიერკავკასიაში მდვბარეობს, ხოლო უმცირესი ნაწილი — ჩრდილოეთ კავვასიაში. მის შესაბამისად ქვეყნის უმეტესი ნაწილი არის პირაქეთა საქართველო, ხოლო უმცირესი — პირიქითა საქართველო. ასეა დღეს, მაგრამ როგორ იყო უწინ, მრავალი საუკუნის წინათ?

https://iberiana.wordpress.com/about/ratiani/

                

Правда о Георгиевском трактате – договор России с Грузией

Георгиевский трактат, “это в сущности военный договор, по которому Россия и Грузия обязались защищать свои границы от нападения. Договор заключен Россией с Грузией, как с независимым и суверенным государством. Россия обязалась сохранить в целости не только все грузинские земли, но и присоединить к ним ранее отторгнутые. Всякие изменения в договоре могли быть произведены только с обоюдного согласия”.

Акт 1783г. превратил Грузию в вассальное государство. Это типично, для политики России того времени, и нынешнего не правда ли? “объединение”: ее “покровительство” основывалось на подчинении.

https://iberiana.wordpress.com/about/traktat/

                                

ივანე ჯავახიშვილი  –  “საქართველოს საზღვრები”

თითქოს თვით ბუნებას შეუქმნია ქართველ ერისათვის ბუმბერაზი დარაჯი კავკასიონის მთავარი უღელტეხილი ჩრდილოეთით და მაღალი მთების ზღუდე სამხრეთით, დასავლეთით კი მის ტერიტორიას შავი ზღვის, ხოლო აღმოსავლეთით მდინარეების ზოლი აქვს შემოვლებული. ამ მხრივ საქართველო ერთს საუცხოვოდ გარემოზღუდვილს ქვეყანას წარმოადგენს. სხვათა შორის ამ პირობების წყალობითაც შესძლო ქართველმა ერმა თავი ხანგრძლივ ისტორიულ არსებობის დროს მრავალ, ხშირად თავისზე გაცილებით უფრო ძლიერი მტრების მოგერიება და თავისი ეროვნების დაცვა. ეს გარემოება საქართველოს მტრებსაც ესმოდათ და ამიტომ არა-ერთხელ ყოფილა, რომ ჩვენი ქვეყნის ამა თუ იმ მონაპირე კუთხის დაჭერა და ჩამოშორება უცდიათ. მაგრამ საქართველოს პოლიტიკურ მოდვაწეებსა და მთავრობასაც თავისი სახელმწიფოს ამ ბუნებრივ სამზღვრების დაცვის უაღრესი მნიშვნელობა ჩვენი ერის არსებობისათვის მშვენიერად ჰქონდათ გათვალისწინებული და ამის გამო მტრების ყოველს ამგვარს განზრახვასა და წადილს მედგარს წინააღმდეგობას უწევდენ.

https://iberiana.wordpress.com/about/i-javakhishvili/saqartvelos-sazrvrebi/

 

Pages

 

კავშირი “იბერიანა”

http://iberiana.webs.com/apps/links/

Association “IBERIANA”

http://iberiana.webs.com/

iberiana21@yahoo.com

 

 

4 Responses to “♥ კოლხეთი და იბერია – KOLKHIBERIA”

  1. ვინ არიან მეგრელები და რა არის მეგრული ენა

    საქართველოში ყველა სფეროში იმხელა უსამართლობაა გამეფებული რომ მე ხშირად მიხდება იმ დარგებზე საუბარი რომლის სპეციალისტიც არ ვარ, იქნება ეს ენათმეცნიერება, ისტორია, პოლიტოლოგია თუ სამართალმცოდნეობა. თუმცა საქართველოში ხშირად არასპეციალისტებმა “სპეციალისტებზე” მეტი ვიცით, ან მათზე მეტი სინდისი გაგვაჩნია საიმისოდ, რომ სიმრთლე ვთქვთ.
    “მეგრელი” შედარებით ახალი ეთნონიმია. ძველად ამ ხალის თვისახელი იყო ჭანი-იგივე ზანი,წანი,ცანი ფორმებით. ლაზთა ერთერთ თვითსახელად დღემდე არსებობს ჭანიც. ლაზი ჩემის აზრით საზღვაო ტრმინია(ლასტი, ლასუა, ანუ წყალზე სვლა) და ლაზებად მოიხსენიებოდნენ მეზღვაური ჭანები. ასევე მესხებიც გაიგივებულნი არიან ჭანებთან და შესაძლოა რაღაც ეტაპზე სწორედ ჭანი იყო ქართველური მოდგმის საერთო სახელი.
    ტერმინი “მეგრელი” მომდინარეობს ეგრისიდან. ტერმინი “ეგრისის” პროტოტიპად კი მეგრული მგლის სახელი “გერი” უნდა მივიჩნიოთ (ე-გერისი, ანუ მგლის ქვეყანა). მგლის კულტი და საკუთარი ქვეყნის მგლის ქვეყანაგ წოდება პროტოქართველურ ტრადიციაში დასტურდება. ბერძნული სახელწოდებებიც “ეგეოს” – “ეგროს” ასევე ეგრისიდან იღებს სათავეს. აქედანვე იღებს სათავეს სახელი გეორგოს და გეორგიაც. მომთადარე ბერძნებისთვის მიწაზე დამკვიდრება და მიწათმოქმედების ათვისება სწორედ იქ მოხდა, სადაც ცხოვრობდა ის ხალხი, ვინც თავიანთ ქვეყავას გერის ქვეყნად მოიხსენიებდა და ამდენად ბერძნებისთვის “გეოს” საერთოდ მიწის ცნებად იქცა. არც საბერძნეთის დღევანდელი სახელიც “გრეცია” არ არის შემთხვევითი.
    “გრ” ძირი შეიმჩნევა თარგამოსშიც.
    მე ვფიქრობ, რომ ტერმინი “იბერიაც” ეგრისიდან მომდინარეობს -ეგერ-ებერ-იბერ. იბერია ბერძნულ-რომაული ფორმაა და არც ქართველები და არც ბასკები თავისთავს და ქვეყანას ესე არ მოიხსენიებდნენ.
    თუმცა გერმანულად “ბერ” დათვს ნიშნავს -ძველად კი მგელის მნიშვნელობაც უნდა ქონოდა. თვითონ სტყვა “გერ-მანი” შესაძნოა შედგებოდეს მეგრული “გერ” და სვანური მარ-მან ძირებისგან. ძველი გერმანელები კელტური ტომი იყო(დღევანდელი გერმანელები მთლად მათი შთამომავლები ვერ არიან). არსებობს ცნება “კელტ-იბერიაც”. “კელტ” შესაძლოა “ქართ”-ის ვარიანტი იყოს. კელტების ერთ ნაწილს კი გალებს ეძახდნენ -ესეც შესაძლოა “მარგალ”-თან იყოს ახლოს.
    ტერმინი ეგვიპტეც შეიძლება დაკავშირებული იყოს “ეგრ”-თან, მითუმეტეს რომ ბერძნები კოლხებს და ეგვიპტელებს აიგივებდნენ. ასევე ეგვიპტის ერთერთ სახელად დასტურდება მეგრულფუძიანი ტოპონიმი “ფალია”.
    ბერძნები ასევე კოლხურ ტომებად მოიხსენიებდენ პელაზგებს,ლაზებს, მესხებს, იბერიელებს და ა.შ…
    არქეოლოგიური მასალებით მტკიცდება რომ კოლხური კულტურა ვრცელდება აღმოსავლედ საქართველოზეც, დღევანდელ აზერბაიჯანზეც, სომხეთზეც და ჩრდილო კავკასიაზეც. მტკვარი-არაქსის კულტურაც რომ ძველკოლხურია არც ესაა საჩურჩულო და როგორც ჩანს ესეც კი მცირე ჩამონათვალია.
    “კოლხ”ფუძის წინარექართულ შესატყვიასდაც მიმაჩნია “ქორთ”-“ქართ” ფუძე, თავისი ბრუნვებით: კარდ, ქალდ, ხალდ, ხათ და ა.შ…
    ამდენად ტერმინები “კოლხი” და “იბერი” ქართველური ფუძის გაბერძნებულ-გალათინურებული ფორმებს უფრო გავს, რომლებიც ასეთი ფორმით დაბრუნდნენ ქართულ სამყაროში.
    “ქართ” თავისმხრივ არის უძველესი ტოპონიმი, რომელიც გვხვდება მთელს ხმელთაშუაზღვის და წინააზია-მესოპოტალიის ტერითორიაზე, მაგალითად “კარდუნია” შუამდინარეთში. “ქართ” დასტურდება კრეტაზეც. კორსიკაც შესაძლოა “ქორთ”-დან იყოს ნაწარმოები. ასევე ეტრუსკული სახელი შემორჩა ქალაქ კორთონას-ვარაუდობენ რომ ადრე ერქვა ქართონა და აკავშირებებ კართაგენის ეტიმოლოგიასთან(ქართა-გენი). კორტონე დღეს იტალიურად ნიშნავს შიდა ეზოს(იტალიური ეზო). აღვნიშნავ რომ ქართი-ქართილი მეგრულად ნიშნავს შემორაგვულს(მთებითაც), ასევე ნიშნავს შეერთებასაც-გაერთიანებასაც. ამასთანავე ქართამი მეგრულად ნიშნავს გვირგვინოსანსაც(გავიხსენოთ მცხეთის მეფეები ქართამ I, II).
    ასე რომ “ქართ” ყველგან მხოლოდ ტოპონიმია და არა ეთნონიმი -თუმცა ტოპონიმებიდან იშვება ხოლმე ეთნონიმებიც. მართლაც ქართის ტომი დაველ წყაროებში არ დასტურდება, და ამდენად არც ქართული ენა. ქართული ენაც და დამწერლობაც შეიქმნა ქართლში ქრისტიანობის გამოცხადების შემდეგ. ხოლო ახალ საეკლესიო ენას საფუძვლად უდევს ძირითადად მეგრული, ანუ ის ენა, რომელზეც მანამდე მეტყველებდა ქართლის ძირითადი მოსახლეობა.
    ენათმეცნიერებმა იციან რომ ძველქართულში ბევრი სიტყვა ხელოვნურადაა შექმნილი, ბევრი სიტყვა კი მეგრულია. დიახ, არც მეტი არც ნაკლები აღმოსავლეთ საქართველოშიც ძირითადი სამეტყველო ენა მეგრული იყო ქრისტიანობის გამოცხადებამდე და ახალი საეკლესიო ენის, ანუ ქართულის გავრცელებამდე. ხოლო ამავე პერიოდისთვის მთელ დღევანდელ დასავლეთ საქართველოს ჯერკიდევ ეგრისი, ანუ სამეგრელო ერქვა, მანამ სანამ, მას მისსავე მეფემ აფხაზეთი არ შეარქვა: ,,ხოლო დაჯდა რა ესე ლეონ მეფედ და იპყრა ყოველი ეგრისი, არღარა უწოდა ეგრისი, არამედ აფხაზეთი”. აფხაზეთი მეგრულად მხარს ნიშნავს და გვიან ჩამოსახლებულ აფსუებთან კავშირი არააქვს.
    ცნობილი ფაქტია რომ მსოფლიოში ქრისტიანობას არაერთ ქვეყანაში მიეძღვნა ახალი ენა და დამწერლობაც. მაგალითად სლავიანური ენაც და დამწერლობაც ეკლესიის წიაღში შეიქმნა და კირილიცას მეორენაირად ბულგარულ საეკლესიო დამწერლობასაც ეძახიან. ახალლათინური ალფაბეტებიც და ენებიც უპირველესყოვლისა ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბდა. ასევე გერმანიკული ენებიც. სომხური და ალბანური დამწერლობებიც ქრისტიანობის გამოცხადების შენგედ შექმნეს.
    მე დარწმუნებული ვარ რომ ძველქართული ენა და ასომთავრულიც ქრისტიანობის შემოსვლას მიეძღვნა.
    მეცნიერთა აზრით ქართულ ასომთავრულ დამწერლობას საფუძვლად დაედო ბერძნული და არამეული -არამეული კი ფინიკიურის განშტოებაა. საერთოდ დამწერლობა ბერძნებმა გადაიღეს პელაზგებისგან(პელაზგი და ფინიკიელი ერთიდაიგივეა), ხოლო რომაელებმა ეტრუსკებისგან და იგივე ბერძნებისგან.
    ასერომ ქართულ ასომთავრულს საფუძვლად დაედო უძველესი ქართველური ტრადიციები, რამეთუ საერთოდ დამწერლობა, როგორცესეთი ქართველური მოდგმის შექმნილია.
    თანამედროვე ქართველმა ენათმეცნიერებმა კი გამოიგონეს ისეთი ტერმინები როგორიცაა პროტოქართული, პროტოიბერიული, პროტოკოლხური და კიდევ რას მოიფიქრებენ ვინ იცის, ოღონდ მეგრული არ ახსენონ. რატომ თქვე დედა დალოცვილებო? იმ ენას, რომლითაც იშიფრება ეტრუსკულის, პელაზგულის და ა.შ. ეტიმოლოგიები და ენობრივი ფორმები, დღეს ქვია მეგრული და რატომ გინდათ მანდამაინც სხა რამე სახელი გამოუგონოთ?
    მეგრელებისადმი ნიჰილისტურ-სარკაზმული განწყობის გამო ბევრ ქართველ ენათმეცნიერს მეგრულის გაგონებაც არ უნდა -ეს დაახლოებით იგივეა რომ საკუთარი ძმის ზიზღით დედაც შეიძულო.
    როგორც ჩანს ეს ხალხი დღესაც მზადაა ისევ ხუთგზის ააოხროს სამეგრელო და საერთოდ გაწყვიტოს მეგრელები. საიდან მოვიდა მაინც ასეთი ბიოლოგიური ზიზღი ამ უძველესი “პროტოქართული” მეგრული ენისა და მეგრელებისადმი, როგორც ჭეშმარიტად ქართული გენეტიკის მატარებელი ხალხისადმი?
    მე ამ ზიზღის პირველწყაროდ ეგრისის დიდ ომს მივიჩნევ, როცა სპარსელებს დაპყრობილი ქონდათ აღმოსავლეთ საქართველო და მოსახლეობას ასპარსელებდნენ და ეგრისელებს აზიზღებდნენ. შემდეგ იმავე სპარსელებს გორგსალმა-მგლისთავა მეფემ, ეგრისის ერთგულმა მცველმა, არაეთი მარცხი აგემა. მოგვიანებით აფხაზეთად წოდებულ ეგრისში ვერც არაბებმა და მონღოლებმა ვერ მოიკიდეს ფეხი. სამაგიეროდ აღმოსავლეთ საქართველოში უხვად დათესეს ეგრელთა სიძულვილი დამორჩილებულ ქართველთაშორის. “ტრადიცია” რუსებმაც გააგრძელეს, რადგან უწყოდნენ რომ ქართული ენისა და სულის უძვენესი ძარღვი სწორედ სამეგრელოშია შენახული.
    მიუხედავად ზოგიერთ ვაიქართველთა ასეთი აგრესიული განწყობისა, ზოგიერთმა მათზე გულნატკენმა მეგრელმა, მაინც არ უნდა თქვას ასეთი სისულელე: მე ქართველი არავარო.
    ენათმეცნიერებს კი ვეტყოდი: მეგრული ენის იგნორირებით ჩიხში შედის არამცთუ ქართული ენის და საქართველოს ეტიმოლოგიის საფუძვლების ძიება, არამედ ბევრი უძველესი ენის და საერთოდ ენის წარმოშობის საფუძვლების ძიებაც. ასე რომ ქართველო ენათმეცნიერებო დასძლიეთ ტრადიციული ნიჰილიზმი მეგრულის მიმრთ და დადექით კეთილსინდისიერი მეცნიერების გზაზე!

    Like

    • ბატონო ბაკურ თუ ქართული ახალი ენაა და წარმოიშვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო ენად გამოცხადების დროს ფარნავაზი რა ენაზე ლაპარაკობდა შემთხვევით ? ან ფარსმან ქველი ? ეხლა მეზარება მოვიძიო ინფორმაცია როგორ დასტურდება რომ ჯერ იყო ძველი ქართული ენა რომლისგან გაიყო ჯერ სვანური მერე მეგრულ ლაზური ასე რომ არანაირი მეგრული ენა არ არსებობს მეგრული არის დიალექტი ქართული ენის და ამხელა ცოდნის ადამიანი არ უნდა იყო ექსტრემისტი და ცოტა განათლება მიგერო ამ მხრივ ჯობდა ….. მეგრულ და სვანურ ენაში არის შემონახული ის ძველი სიტყვა მარგალიტები რომელიც ხსნის ბევრ საიდუმლოს და კიდევ მეგრელები არ ცხოვრობდნენ კოლხეთის დაბლობზე და ფაზისი სულაც არ იყო მანდ არამედ უფრო ქვევით შეგიძლია წაიკითხო მეუფე ანანიას ნაშრომები ….. სად ნახე აღმოსავლეთში მეგრელების სიძულვილი გეშლება რაღაც მე მიყვარ მეგრელი და სვანი კუთხის ხალხი იმიტომ რომ ჩვენი ცოცხლალი წარსულია და კიდევ გეტყვი შენზე უკეთ იცოდნენ ეგრისელებმა ქართული ენის ფასი იმიტომ მეგრულ დიალეკტზე ერთისაბუთი ერთი ფრესკა არაა ….. გისურვებ ცოდნის გაღრმავებას ამ მხრივ

      Like

  2. Gurji said

    სეპარატისტებო! ზვიადის ნაშრომს: ”ქებაი და დიდებაი ქართული ენისაი” გაეცანით, და მერე იჭიკჭიკეთ.

    Like

  3. Gurji said

    Древнеримские источники античного периода в пространстве сегоднящего Сочи, Сухуми, Очамчире, Гали фиксируют Сванов, а южнее и вглубь к востоку – Месхов. Так, Плиний пишет: «Река Хоби протекает по суанским областям. … Суани знают способ добычи золота, хотя и не ведут культурную жизнь. … Река Хоби начало берет c гор Мосхов». Широко известна информация Страбона о том, как местное сванское население собирает золото с помощью мохнатых шкур. По мнению автора, отсюда произошла легенда о золотом руне. Г. Джонстон совместно с Марри, утверждал, что в древнейшем мире существовал первичный язык, а именно Баско-Кавказо-Дравидский язык – основа всех языков. (Н. Марр, Этапы развития Яфетической теории, изд. ЛГУ, 1933, 133. См. также Ив. Джавахишвили, Иберо-Кавказские Языки, Тб. 1925, стр. 122-155). На всём протяжении Колхэти к югу и юго-востоку Черного Моря за Колхами располагались древнегрузинские племена приблизительно в следующем чередовании: бидзеры, халибы, кабатоки (включая тибаренов), затем: мосини, макроны, филеры, амазонки. После халибов, по утверждению Ив. Джавахишвили, до Котиора (современный город Орду) жили тибарены, а по соседству с тибарены названы мосини (чаны) и макроны (мегрели). Причём, по свидетельству В. Флакка, мосини и макроны жили высоко в горах. После ослабления Колхского Царства племена Мегрелов и Чанов постепенно начинают заселять территории населённые Колами, Месхами и Сванами (на территории сегоднящей Мегрелии и Абхазии), и частично ассимилируются с ними. Однако, топонимика в основном остаётся прежней. В. Гумбольдт, как известно, обосновал идею о том, что: «Следы и останки древнейшей цивилизации Эускар-Алароидов сохранились на Кавказе в лице грузин и на Пиренеях в лице басков». В след за В. Гумболтом, Н. Марр более углублённо и на документальном материале доказал, что «Яфетяне-Ибери заполняли бассейн Средиземного Моря, а Шумерское, Милоское, Пелазгское, Этрусское культуры ими же созданы. … Более того, прото грузинский, т.е. яфетовый язык это единый, глоттогонический феномен, общая основа происшедших от него языков, которые произошли в результате его дифференциации. Марр, при этом ссылается на Фр. Мюллера, который обосновал идею о том, что Кавказские языки представляют остаток одной, ранее самой сильной и значительной семьи языков, которые были распространены на всём Кавказе и далеко юга Кавказа до появления там семитских, арийских и позже урало-алтайских племён. Именно поэтому упоминаются в библии Мосохи (Месхи) и Тубали (Ибери) сыновьями Яфета. Более того, по утверждению Марра в Яфетовых языках грузинский занимает такую же центральное место, которое Арабский занимает в семитских языках». სოცალურ ქსელებში რაც კი ამ თემაზე ავანტიურისტებმა ხმაური წამოიწყეს, ერთი კუთხის ზოგიერთი წარმომადგენლისაგან განსხვავებით, სვანები და თუშები რატომ არ ხმაურობენ? არადა მეგრული გაცილებით ახლოა ქართულთან ვიდრე სვანური და თუშური!!!
    დოკუმენტურ წყაროებზე და გამოჩენილ მეცნიერთა ნაშრომებზე მიუთითებლობას შარლატანიზმი ქვია! და მახსენდება დიდი კონსტანტინე ბატონის სიტყვები: ’როცა ერს ამოდენა . . .”.

    Like

Leave a reply to Gurji კომენტარის გაუქმება