Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ილია ჭავჭავაძე

  ♥ კოლხეთი და იბერია – KOLKHIBERIA

ილია ჭავჭავაძე

 (1837-1907)

Ilia Chavchavadze

 

 

***

ილია ჭავჭავაძის თხზულებანი

თარგმნილი მარჯორი და ოლივერ უორდროპების მიერ

Ilia  Chavchavadze  works

TRANSLATED BY  MARJORY AND OLIVER 

 

ყველასათვის კარგადაა ცნობილი მარჯორი და ოლივერ უორდროპების განსაკუთრებული ყურადღება ქართული სულიერი კულტურისადმი. მათ არა ერთი და ორი ლიტერატურული ძეგლი თარგმნეს და მრავლისმცოდნე ინგლისელ მკითხველს წარმოდენა შეუქმნეს დიდი ტრადიციების მქონე ქართულ ლიტერატურაზე. შემთხვევით არ იყო უორდროპთა სულიერი სიახლოვე ჩვენი ერის ისეთ დიდ შვილთან, როგორიც ილია ჭავჭავაძე იყო. ეს გულწრფელი სიახლოვე ჩვენი დიდი მწერლის მთელი რიგი მხატვრული ნაწაროებების მათ მიერ შესრულებული ინგლისური თარგმანებითაც დადასტურდა. სიყვარულითა და მოწიწებითაა შესრულებული ილიასეულ თხზულებათა უორდროპისეული თარგმანები. დღემდე მკითხველი საზოგადოებისათვის ცნობილი იყო ილიას «განდეგილის» მარჯორ უორდროპისეული ინგლისური თარგმანი (ლონდონი, 1895 წ.). უკანასკნელ ხანს (1981,1984 წწ.) გურამ შარაძის მიერ ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში დაცული მთელი რიგი თარგმანების გამოლენამ ნათელი მოჰფინა უორდროპისეული თარგმანების უფრო ვრცელ მასშტაბებს. წინამდებარე წიგნში წარმოდგენილი ნიმუშებიდან «განდეგილის» გარდა, პირველად ხდება ხელმისაწვდომი მკითხველი საზოგადოებისათვის «მგზავრის წერილები», «კაცია ადამიანი?!» (ფრაგმენტები), «გლახის ნაამბობის» რამდენიმე თავი, ილიას «ავტობიოგრაფია», ხოლო ილიას პოეტური მემკვიდრეობიდან «გაზაფხული», «მძინარე ქალი», «ელეგია», «ვაი მას, ვისაც ვაძლევდი მსხვეპლად», ნაწყვეტი «აჩრდილიდან» («არაგვს»), «ბაზალეთის ტბა» (შემოკლებული ვარიანტი).

აღნიშნულ თარგმანთა ტექსტების გამოსაცემად მომზადებულია ოქსფორდში დაცული ავტოგრაფების მიხედვით, რომელთა ქსეროასლები ინგლისიდან ჩამოიტანა და გამოსაცემად გადმოგვცა გ. შარაძემ. «განდეგილის» ტექსტი ქვეყნდება 1895 წელს ლონდონში განხორციელებული პუბლიკაციის მიხედვით, რომელიც დღეს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს.

ყველაზე დიდი ღირსება ამ თარგმანებისა ჩვენთვის, ალბათ, მაინც მათი შინაგანი სითბო და სიყვარულია, რომელსაც არასოდეს დაივიწყებს მადლიერი ქართველი ერი.

ია ფოფხაძე

*** 

 ***

შენიშვნები

«ავტობიოგრაფია», თარგმანი ოლივერ უორდროპისა. ავტოგრაფი (14 გვ.), დაცულია ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპთა ფონდში (ქვემოთ შემოკლებით: ოქსფორდში); (იხ. გ. შარაძე, ბედნიერებისა და სათნოების სანუჯე, თბ., 1984, გვ. 339-340; მისივე, საქართველოს მზე და სიყვარული ალბიონის კუნძულზე, თბ., 1986, გვ. 142).

«მგზავრის წერილები», თარგმანი მარჯორი უორდროპისა; ავტოგრაფი (44გვ.) და მანქანაზე გადაბეჭდილი ცალი (35 გვ.) დაცულია ოქსფორდში (იხ.ლ. თაქთაქიშვილი-ურუშაძე, მარჯორი უორდროპი, თბ., 1965, გვ. 74-79; გ. შარაძე, ბედნიერებსა და სათნოების საუნჯე, თბ., 1984, გვ. 339; მისივე, საქართველოს მზე და სიყვარული ალბიონის კუნძულზე, თბ., გვ. 141-142). იბეჭდება პირველად.

«გლახის ნაამბობი» (ფრაგმენტები), თარგმანი მრაჯორი უორდროპისა. ავტოგრაფი (5 გვ.) და მანქანაზე გადაბეჭდილი ცალ *გვ.) დაცულია ოქსფორდში (იხ. გ. შარაძე, დას. ნაშრ., გვ. 339; მისივე, დას. ნაშრ; გვ. 142). იბეჭდება პირველად.

«კაცია-ადამიანი ?!» (ფრაგმენტები), თარგმანი მარჯორი უორდროპისა, 1900 წელი, ავტოგრაფი (16 გვ.) და მანქანაზე გადაბეჭდილი ცალი (21 გვ.) დაცულია ოქსფორდში ( იხ.გ. შარაძე, დას. ნაშრ., გვ. 339 მისივე, დას. ნაშრ. გვ. 142). იბეჭდება პირველად.

«განდეგილი» თარგმანი მრაჯორი უორდროპისა; ავტოგრაფი დაცულია ოქსოფრდში. ჩასმულია ძვირფას მოთეთრო ხავერდის ყდაში, რომელზედაც ვარდისფერი ძაფით მარჯორის ხელით ინგლისურად ამოქარგულია «განდეგილი» და თავისი ინიციალები» მ. უ». საცავ ფურცელზე აქვს მიძღვნა-წარწერა: «ოლივერ უორდროპს მისი მოსიყვარულე დის მარჯორი უორდროპისაგან. ქერჩი, 10 ოქტომბერი, 1895»  (დაწვრილებით იხ. გ. შარაძე, ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე, თბ., 1984, გვ. 340). წინამდებარე ტექსტი იბეჭდება 1895 წლის გამოცემის მიხედვით “The Hermit A Legend by Prince Ilia Chavchavadze, translated from by Marjori Wardrop”, London, 1895.

«ელეგია», თარგმანი მარჯორი უორდროპისა, 1893 წლის 4 აპრილი. ავტოგრაფი დაცულია ოქსფორდში (იხ. გ. შრარაძე, დას. ნაშრ., გვ. 143) იბეჭდება პირველად.

«გაზაფხული», თარგმანი მარჯორი უორდროპისა, 1894 წლის 19 აგვისტო, ავტოგრაფი დაცლია ოქსფორდში (იხ. გ. შარაძე, დას. ნაშრ. გვ. 143). იბეჭდება პირველად.

«ჩვენო არაგვო…» (ფრაგმენტი პოემა «აჩრდილიდან»), თარგმანი მარჯორი უორდროპისა, 1893 წლის 4 აპრილი, ავტოგრაფი დაცულია ოქსფორდში. (იხ. გ. შარაძე, დას. ნაშრ., გვ. 143). იბეჭდება პირველად.

«მძინარე ქალი», თარგმანი მარჯორი უორდროპისა, 1895 წლის 13 მარტი, (ავტოგრაფი დაცულია ოქსფორდში (იხ. გ. შარაძე, დას. ნაშრ. გვ. 143). იბეჭდება პირველად.

«ვაი, მას ვისაც ვაძლევდი მსხვერპლად»…, თარგმანი მარჯორი უორდროპისა, 1895 წლის 13 მარტი, ავტოგრაფი დაცულია ოქსორდში (იხ. გ. შარაძე, დას. ნაშრ. გვ. 143). იბეჭდება პირველად.

«ბაზალეთის ტბა» (პირველი ოთხი სტროფი), თარგმანი მარჯორი უორდროპისა, ავტოგრაფი დაცულია ოქსფორდში (იხ. გ. შარაძე, დას. ნაშრ. გვ. 143) იებეჭდება პირველად.

 

 

 

 

 

 

 

One Response to “• ილია ჭავჭავაძე”

  1. Интересное замечание.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s