Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•საქართველოს მოსახლეობა

საქართველოს ძირითადი მოსახლეობა

 

აფხაზები საქართველოში

ანტიკური ბერძნული წყაროები ცალსახად მიუთითებენ, რომ ძვ. წ. I ათასწლეულში თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია დასავლეთ საქართველოს სამეფოს კოლხეთის ნაწილს შეადგენდა, რომელიც დასახლებული იყო ქართველი ტომებით (კორაქსი, კოლსი, კოლხები და სხვ.), ხოლო ქალაქები დიოსკურია (დღევანდელი სოხუმი) და პიტიუნტი ან პიტიუსი (დღევანდელი ბიჭვინთა) კოლხებით დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობდა.

მოგვიანებით, ძვ. წ. I და II საუკუნეებში აფშილები და აბაზგები, რომლებსაც ზოგიერთი მკვლევარი თანამედროვე აფხაზების წინაპრებად მიიჩნევს, პირველად მოიხსენიებიან როგორც ზემოაღნიშნული ტერიტორიის მცხოვრებნი. აფშილები, მართლაც, ერთ-ერთი დასავლეთ ქართველური ტომია. რაც შეეხება აბაზგებს, არ არსებობს მყარი საფუძველი მივაკუთვნოთ ისინი თანამედროვე აფხაზების უშუალო წინაპრებს, მიუხედავად ეთნონიმების “აბაზგისა” და “აფხაზის” აშკარა მსგავსების. უკვე IV საუკუნიდან ეს ტომები, მისიმიანებთან (სვანური წარმოშობის ტომი) ერთად ცხოვრობდნენ ლაზიკის/ეგრისის სამეფოში, რომელიც დაარსდა ანტიკური კოლხეთის ტერიტორიაზე. IV-V საუკუნეების განმავლობაში ყველა ამ ტომთა გაერთიანება იმ კულტურული გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რომლებმაც მიიღეს ქრისტიანობა IV საუკუნის დასაწყისში.

ზოგიერთი აფხაზი მეცნიერი (ზ.ანჩაბაძე) წინ სწევს იმ ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც აფხაზთა საერისთავოს ეთნიკურ საფუძველს შეადგენდა `აფხაზთა გაერთიანებული ეთნოსი, რომელიც წარმოიშვა ცალკე აფხაზური ტომებისა და მცირე ერების კონსოლიდაციის შედეგად~. ამ ჰიპოთეზამ წინააღმდეგობა გამოიწვია სხვა მკვლევართა მხრიდან (ნ.ბერძენიშვილი, ე.ხოშტარია-ბროსე). აკადემიკოსი დ.მუსხელიშვილი არ ეთანხმება არც ერთ მათგანს, ვინაიდან ადრეული ფეოდალური ეპოქა არ იძლეოდა რაიმე ობიექტურ პირობებს ან რაიმე წინაპირობებს აფხაზთა ტომებისათვის რათა გაერთიანებულიყვნენ ერად. ამ ტომებს არ გააჩნდათ არანაირი სახელმწიფოებრივი ტრადიცია, სახელმწიფოში სადაც ლაპარაკობენ და წერენ საკუთარ ენაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ არ გააჩნდათ ის აუცილებელი მინიმალური კომპონენტები, რომლებიც წარმოადგენდნენ ტომების ცალკე ერებად გარდაქმნის სათანადო საფუძვლებს. პირიქით, იმ პერიოდში არსებობდა ყველა პირობა რათა ეს ტომები გაერთიანებული ყოფილიყვნენ ცალკე მყოფ ქართველ ხალხთან.

ამრიგად, არც ანტიკურ და არც ადრე ფეოდალურ ეპოქაში აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ყოფილა და აფხაზ ტომებს არასდროს ჰქონიათ თავიანთი საკუთარი სახელმწიფო. აფხაზეთი იყო ქართული სახელმწიფოებრივი ფორმირების განუყოფელი ნაწილი, პირველად კოლხეთის, შემდეგ ლაზიკის (ეგრისის), მოგვიანებით ე.წ. აფხაზეთის სამეფოს და ბოლოს, X საუკუნის ბოლოს იგი იქცა გაერთიანებული საქართველოს ნაწილი და გვიან შუა საუკუნებამდე იგი რჩებოდა მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულად როგორც სხვა საერისთავოები. აფხაზთა მონაწილეობამ ქართველი ერის კონსოლიდაციის პროცესში თავისი დიდი წვლილი შეიტანა აფხაზური ტომების ქართულ ეთნოსთან ინტეგრაციაში.

რაც შეეხება მოსახლეობის პრობლემატიკას, აფხაზთა სამეფოში ქართული ეთნოსი დიდ უმრავლესობას შეადგენდა, ხოლო აფხაზები და აფშილები – თუ არ ჩავთვლით არაქართულ ეთნოსს – წარმოადგენდნენ ამ მოსახლეობის უმრავლესობას. ჩრდილო-კავკასიური ტომების არსებობა, კერძოდ ჯიქების ნაწილის, შესაძლოა ვივარაუდოთ აფხაზთა სამეფოში. ეს სიტუაცია, როგორც ჩანს, ძირითადად არსებობდა შუა საუკუნეების განმავლობაში, გარდა მოგვიანებით ჩრდილო კავკასიიდან აფსუების ტალღის იმიგრაციისა. ამას ადასტურებს XIX საუკუნის მოსახლეობის აღწერის მონაცემები.

1800 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით საქართველოში ცხოვრობდა 52,0 ათასი აბხაზი; 1832 წელს – 56,6; 1865 წელს – 60,0.

1886 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით აფხაზეთში (იმდროინდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სოხუმის ოლქში) ცხოვრობდა 68,773 კაცი, მათ შორის იყო 34,806 ქართველი და 28,320 აფხაზი.

ამის შემდგომ, 1926 წელს აფხაზეთის მოსახლეობა შეადგენდა 201,016, მათ შორის ქართველები – 67,494; აფხაზები – 55,918; სომხები – 25,677; რუსები – 12,553; ბერძნები – 14,045 და სხვა ეროვნების წარმომადგენლები.

1939 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქართველთა და აფხაზთა რაოდენობა შედარებით გაიზარდა. ამ დროისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა შეადგენდა 311,900, მათ შორის ქართველები – 91,900; აფხაზები – 56,200; რუსები – 60,200; სომხები – 49,700.

1959 წლის მოსახლეობის აღწერის შესაბამისად აფხაზეთში სულ ცხოვრობდა 404,700 კაცი, მათ შორის ქართველები – 158,200; აფხაზები – 61,200; რუსები – 86,700; სომხები – 64,400 და სხვ.

1970 წლის აღწერამ აჩვენა, რომ აფხაზეთის მოსახლეობა იყო 487,040, მათ შორის ქართველი – 199,600; აფხაზი -77,300; რუსი – 92,900; სომეხი – 74,900.

1989 წლის მოსახლეობის აღწერით აფხაზეთში ცხოვრობდა 239,9 ქართველი და 93,3 აფხაზი; რუსი – 74,9; სომეხი – 76,5.

2002 წელს ჩატარებული საქართველოს მოსახლეობის აღწერას აფხაზეთის შიგნით მცხოვრებთა მონაცემები არ გააჩნია, თუმცა მან აჩვენა, რომ აფხაზეთის გარეთ საქართველოში (კოდორის ხეობის ჩათვლით) ცხოვრობდა 3,527 აფხაზი.

წყაროები:

_ მ. ლორთქიფანიძე, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, თბილისი 1994, გვ.202;
_ ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისი 1996, გვ. 78-112, 282-302;
_ საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემები, თბილისი 2002, ტ.I-II.

 

  

ოსები საქართველოში

 

ქართული წყაროები ხშირად მოიხსენიებენ ალანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ კავკასიის ჩრდილოეთით, ოსების ან ოვსების სახელით. ამ წყაროებში მათი ხშირად ხსენება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს სახელმწიფოს დასაბამიდანვე მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა ალანებთან. ეს დიდი ტომობრივი ჯგუფი, რომელიც მიეკუთვნება ირანელთა ჩრდილო შტოს, ჩვ.წ. 50 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა არალის ტბასა და კავკასიას შორის მდებარე ტერიტორიაზე. ევროპაში ჰუნების შეჭრის შემდეგ ზოგიერთი ალანური ტომი დასავლეთში გადავიდა, დანარჩენები კი კავკასიაში დარჩნენ. ამრიგად, ოსები არიან ირანული მოდგმის ანტიკური ალანური ტომების შთამომავლები. ზოგიერთი მათგანი ქრისტიანული სარწმუნოებისაა, ხოლო ნაწილი (ჩრდილო ოსეთის ცენტრალურ რაიონებში) მუსლიმანებია.

XIII საუკუნის მეორე ნახევარში ალან-ოსებმა სცადეს ძალით დასახლება საქართველოში, მაგრამ საქართველოს მეფე გიორგი V დაამარცხა ისინი და განდევნა ქვეყნიდან.

XVII საუკუნეში ქართველი წარჩინებულები დაინტერესებული იყვნენ ჩრდილო კავკასიიდან შეეძინათ ოსი მოსამსახურეები. სწორედ იმ დროს ოსებმა ლეგალურად დაიწყეს მიგრაცია ჩრდილო საქართველოს მთიან ნაწილებში. მოგვიანებით, არაგვის, ქსნისა და რაჭის სამთავროებში, სამაჩაბლოსა და საწერეთლოს ზოგიერთ ტერიტორიებზე ნაწილობრივ ბინადრობდა ოსური მოსახლეობა.

ამრიგად, XVIII საუკუნის დასასრულს საქართველოში ოსურმა მოსახლეობამ მიაღწია 5,000 ოჯახს. ასე შეიქმნა ძველ ქართულ მიწებზე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსთა ეთნიკური მასივი, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია `შიდა ოსების~ ან კიდევ “არაგვის, ქსნის, ლიახვისა და სამაჩაბლოს ოსების” სახელით.

ქართველებისათვის ყოველთვის მიუღებელი იყო და არის ტერმინი “სამხრეთ ოსეთი”, ვინაიდან მასში ჩანს ჩრდილო ოსეთთან შეერთების მოთხოვნა, რომელიც რუსეთის ფედერაციას განეკუთვნება. XIX საუკუნეში ტერმინი `სამხრეთ ოსეთი~ გამოიყენებოდა კულტურული და გეოგრაფიული მნიშვნელობით, მაგრამ ამ მხარემ ეს ადმინისტრაციული სტატუსი კომუნისტური მმართველობის შედეგად მიიღო. იმის მიუხედავად რომ უკანასკნელ რამდენიმე საუკუნეში ამ რეგიონის სოფლის მოსახლეობის უმეტესობას ოსები წარმოადგენდნენ, ქართველები მას მიიჩნევდნენ თავიანთ ისტორიულ პროვინციად და უწოდებენ შიდა ქართლს ან სამაჩაბლოს, ან კიდევ ცხინვალის რეგიონს.

1918 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილი გახდა და ჩრდილო ოსეთი ჩამოყალიბდა როგორც თერგის საბჭოთა რესპუბლიკა. საქართველოს რესპუბლიკაში სამხრეთ ოსეთის მხარე შეიქმნა 1922 წლის 20 აპრილს.

რაც შეეხება მოსახლეობის პრობლემას, 1800 წლისათვის საქართველოში ცხოვრობდა 29,300 ოსი, ხოლო 1832 წელს – 32,300. 1886 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით საქართველოში იყო 71,000 ოსი, ხოლო 1897 წელს – 81,500.

XX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ოსი მოსახლეობის რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. 1926 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქვეყანაში ცხოვრობდა 113,298 ოსი. საქართველოში ოსთა ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა აგრეთვე გასული საუკუნის 30-40-60-70-80-იან წლებში. 1939 წელს მათი რიცხვი იყო 148,680; 1959 წელს – 141,200; 1970 წელს – 150,200; 1979 წელს – 160,500; 1989 წელს 164,100.

1989 წელს ე.წ. “პერესტროიკის” პირობებსა და ქართული ნაციონალიზმის ზრდის შიშით სამხრეთ ოსებმა მოითხოვეს ჩრდილო ოსეთთან გაერთიანება. მომდევნო წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის ავტონომია გააუქმა, დააწესა მმართველობა პრესაზე და აკრძალა დემონსტრაციები. 100.000-ზე მეტი ოსი წავიდა საქართველოდან და სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილო ოსეთში. ეს ომი დამთავრდა 1992 წლის ივლისში, როდესაც მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე და ოსი, ქართველი და რუსი მშვიდობის დამცველი ჯარები განლაგდნენ ამ რეგიონში.

მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით 2002 წელს საქართველოში ცხოვრობდა 38,028 ოსი, მათ შორის 10,268 ცხოვრობდა თბილისში.

წყაროები:

– ზ.ვანეევი, ისტორიული ცნობები ალან-ოსთა შესახებ, სტალინირი 1941, გვ.45-69;
– ვ.ითონიშვილი, ქართულ-ოსური ურთიერთობის ისტორიიდან, თბილისი 1995, გვ.13-14;
– ვ.ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისი 1996, გვ.282-302;
– საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემები, თბილისი 2002, ტ.I-II.

 

 

ქისტები საქართველოში

 

ქისტები, საქართველოსა და მის მოსაზღვრედ ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ ვეინახთა სახელწოდებაა. ისინი ლაპარაკობენ ჩაჩნურ-ინგუშური ენების ქისტურ დიალექტზე.

ქისტების საქართველოში (კახეთში) გადმოსახლება დაიწყო XVII საუკუნიდან და XIX საუკუნის 60 -იან წლებამდე გაგრძელდა. მათი ეროვნული ნიშნებია: ენა, სარწმუნოება (ისლამი), მატერიალური კულტურის ელემენტები ძირითადად შენარჩუნებული აქვთ კომპაქტურ დასახლებებში – პანკისის ხეობის სოფლებში. ქისტები მშობლიურ ენასთან ერთად ფლობენ ქართულ ენას. პანკისის ხეობის ქისტური მოსახლეობის ყოფაში ძლიერ იგრძნობა ქართული მატერიალური კულტურის გავლენა. ისინი განათლებას ქართულ ენაზე იღებენ. ზოგ ოჯახში ლაპარაკობენ ქისტური დიალექტისა და ქართულის შერევით მიღებულ ჟარგონზე. მისდევენ სოფლის მეურნეობის ადგილობრივად გავრცელებულ სახეებს, ასევე ტრადიციულ ხელოსნობას, საფენი და წამოსასხამი ნაბდების, ქუდების დამზადებას და ა.შ.

ცნობილია, რომ პანკისის საერისთავო ძველი კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული იყო და მოიცავდა პანკისის ხეობას, ალვანის ველსა და თუშეთს. ცენტრი – პანკისის ციხე. პანკისის ციხე შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა აღმოსავლეთ საქართველოში. ვარაუდობენ, რომ პანკისის ციხის ნაშთია პანკისის ხეობაში სალაწნისა და მაღრანის ხევების მთაზე (ახმეტის რაიონი) შემორჩენილი ნანგრევები.

წყაროებში პანკისის ერისთავი პირველად XI საუკუნის შუა წლებში მოიხსენება. ვახუშტი ბაგრატიონი კახეთის სამ სამთავროს ასახელებს. სწორედ მესამე საერისთავოდ მეცნიერის მიერ დასახელებულია საერისთავო `პანკისისა ანუ მარილისისა და მისცა ჰერეთის საზღურის ზეითი კავკასიამდე და კახეთის მთამდე დუშეთითურთ~.

მდინარე ალაზნის ვიწრო ხეობაში ერთმანეთთან ახლოს განლაგებულია ხეობის ზემოთ დასახლებულ მცხოვრებთა სოფლები. ქისტები დასახლდნენ იქ დაახლოებით 120 წლის წინათ. ისინი გადმოვიდნენ კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებიდან და შეადგენენ ჩეჩნების განაყოფს. მათ უკავიათ მდ. ალაზნის გასწვრივ სამი დიდი სოფელი: დუი-სოფელი, ჯოყოლა და ომალო, 60-დან 120 კომლამდე თითოეულში და სამი ახალშენი: ხოროჯა, ჩხატანა და ქართაბუდე, 6-დან 12 კომლამდე თითოეულში. ამ ეროვნების დანარჩენი ნაწილი ცხოვრობს ყოფილი თიანეთის მაზრის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მთიელთა რესპუბლიკის საზღვართან.

პანკისის ხეობაში ქისტების სოფლები განლაგებულია ისეთნაირად, რომ მათ უკავიათ გასასვლელი ხეობიდან ველისაკენ. ქისტები მისდევენ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას, სისხლის აღება და შუასაუკუნეების სხვა ჩვეულებები მათში არსებობს დღესაც, ისინი ადრე იყვნენ მაჰმადიანები, შემდეგ გადავიდნენ ქრისტიანობაზე.

2002 წლის მოსახლეობის აღწერით საქართველოში ცხოვრობდა 7,110 ქისტი.

წყაროები:

– გ. შენგელია, რა მამულები გვქონია აქეთ, ჟურნ. “პოლიტიკა”, 2001, #3, გვ.60-61;
– საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები, თბილისი 2002, ტ. I-II.
 

 

ქურთები საქართველოში

 

ქურთების საკუთარი სახელწოდებაა ქურდი, კურმანჯი. ქურთები წინა აზიის ერთ-ერთი უძველესი ეთნოსია. ძირითადად ცხოვრობენ ირანში, თურქეთში, სირიაში, ერაყში (ქურთისტანის ტერიტორიაზე), ლიბანში, ავღანეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, თურქმენეთში. 1978 წლის მონაცემებით, ქურთები 10 280 ათასს შეადგენდნენ. აქედან ყოფილ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა 116 ათასი, საქართველოში – 26 ათასი კაცი. მათი ენაა ქურთული, რომელიც განეკუთვნება ირანული ენის დასავლურ შტოს და გამოიყოფა ორი ძირითადი დიალექტი: კურმანჯი (ჩრდილო-დასავლური) და სორანი (სამხრეთ-აღმოსავლური). ქურთები ძირითადად სუნიტი მუსლიმანები არიან, მცირე ნაწილი შიიტები, იეზიდები, ალი-ილაჰები და სხვა.

1514 წელს ქურთისტანი გაინაწილა თურქეთმა და ირანმა, ხოლო პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წწ.) შემდეგ გაიყო 4 სახელმწიფოს შორის (თურქეთი, ირანი, ერაყი და სირია). ამ დაყოფამ ქურთი ერი ჩაგრული უმცირესობის მდგომარეობაში ჩააყენა. XIX საუკუნეში ქურთების ნაწილმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო.

საქართველოში, კერძოდ მესხეთში, ცალკეული ქურთული მომთაბარე ტომები XVI საუკუნეში გაჩნდა. XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან ქართლ-კახეთის სამეფოს გაერთიანებისა და გაძლიერების კვალდაკვალ თბილისში ჩამოდიოდნენ იეზიდ ქურთთა დელეგაციები, რომლებიც იმედოვნებდნენ ოსმალეთში განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს ერეკლე მეორის მხარდაჭერას.

ქურთები თბილისში გამოჩნდნენ XIX საუკუნის მეორე ნახევარში. პირველად ერთი ქურთი, როგორც თბილისის მცხოვრები, დაფიქსირებულია 1876 წელს, 1886 წელს – 3, 1899 წელს 464 ქურთია აღწერილი.

საერთოდ, ქურთების ძირითადი მასა საქართველოში დასახლდა 1918-1920 წლებში, მას შემდეგ, რაც თურქებმა დაიწყეს მათი რელიგიურ-პოლიტიკური შევიწროება. ქურთები გადმოსახლდნენ ვანიდან და ყარსიდან.

XX საუკუნის 20-იან წლებში საქართველოში ქურთების რაოდენობა 10,217 სულს უდრიდა. თბილისში ქურთების გამოჩენასთან ერთად გაჩნდა ახალი იეზიდების კონფესია, რომელიც დასახელებულ წლებში 1,5 ათას კაცს ითვლიდა. 1926 წლის აღწერით, თბილისში ცხოვრობდა 458 ქურთი, მათგან 258 მამაკაცი და 200 ქალი. ამავე აღწერით, თბილისში იეზიდი იყო 2,044 სული, აქედან 1,157 მამაკაცი და 887 ქალი.

ამავე პერიოდში აფხაზეთში ცხოვრობდა 22 ქურთი, აჭარაში – 3,295 და ე.წ. `სამხრეთ ოსეთში~ – 1 ქურთი.

1926 წელს თურქეთიდან ქურთების საკმაოდ დიდი რაოდენობა ცდილობდა ამიერკავკასიაში შემოსვლას. ხელისუფლება საცხოვრებელი ტერიტორიის სიმცირის გამო შეუძლებლად თვლიდა ქურთების ტომის – ბრუკის მიღებას უახლოესი წლების მანძილზე. თუმცა იმავე წლის ნოემბერში თურქეთიდან ლტოლვილ ქურთებს უფლება მიეცათ დასახლებულიყვნენ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე, რისთვისაც სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 100 ათასი მანეთი.

აღნიშნულ პერიოდში ირანიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩამოვიდა ქურთების 400 ოჯახი. თითოეულ ოჯახზე საჭირო იყო 700 მანეთის გამოყოფა.

ადრე ერევნის გუბერნიაში სოფელ სურმალის მცხოვრები იეზიდების 12 ოჯახი, რომლებიც XX საუკუნის 20-იან წლებში კახეთში ცხოვრობდნენ, 1926 წლის თებერვალში თხოულობდა ერევნის გუბერნიის სოფელ კაზიმირში გადასახლებას. ისინი აღნიშნავდნენ, რომ დასახელებულ სოფელში მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ტალინი ეწოდებოდა, არავინ ცხოვრობდა და თავისუფალი იყო. იეზიდების ოჯახები შეადგენდნენ 69 სულს. ჰყავდათ 13 ხარი, 18 ძროხა, 112 ცხვარი და 2 ცხენი. დოკუმენტებიდან არ ჩანს რა შედეგი მოჰყვა მათ თხოვნას.

1930 წლის მონაცემებით, უკვე იხსენებიან ცალკე ქურთები და ცალკე იეზიდები. ქურთების დიდი ნაწილი ცხოვრობს თბილისში, მცირე – სოფლად, ძირითადად კახეთში. რელიგიური კუთვნილების მიხედვით, საქართველოს ქურთები იეზიდები არიან. მათი წარმოდგენით, იეზიდობა ეროვნული ვინაობის გამომხატველია.

თბილისში ქურთები ცხოვრობდნენ კომპაქტურად, უბნებად, ხარფუხის გაგრძელებაზე – ორთაჭალაში, ბერძნების უბნის გვერდით, ასევე გაფანტულად – საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

1959 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერის მონაცემებით აქ ცხოვრობდა 16,2 ათასი ქურთი; 1970 წელს – 20,7; 1979 წელს – 25,7; 1989 წელს – 33,3.

ბოლო 2002 წლის საქართველიოს მოსახლეობის აღწერით აქ ცხოვრობდა 18,329 ქურთი, მათ შორის თბილისში 17,116.

წყაროები:

– ა. სონღულაშვილი, ნარკვევები საქართველოს უახლესი ისტორიიდან, თბილისი 2001, გვ. 101-103;
– ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისი 1996, გვ. 290.
– საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები, თბილისი 2002, ტ. I-II.

 

 

აზერბაიჯანელები საქართველოში

 

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების წინაპრები თითქმის მთლიანად სპარსეთიდან და თურქეთიდან მოვიდნენ გვიან ფეოდალურ ეპოქაში. მათი ჩამოსახლება გარეშე აგრესიული ძალების სამხედრო-პოლიტიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი და მიზნად ისახავდა საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი პროვინციების კოლონიზაციას. საქართველოზე გამუდმებული თავდასხმების შედეგად ირანელი და თურქი დამპყრობლები ხშირად მიმართავდნენ თურქული ტომების ჩამოსახლებას იმ მიწებზე, რომლებიც მანამდე ქართველ მოსახლეობას ეკავა. ახალი დასახლებანი თანდათან იკავებდნენ გაუკაცრიელებულ ქართულ სოფლებს. ამ სოფლების მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილი მტერს შეეწირა უთანასწორო ბრძოლაში ან ტყვედ იქნა წაყვანილი უცხოეთში; გადარჩენილნი კი იძულებული იყვნენ თავი შეეფარებინათ სამშობლოს სხვა კუთხეებში.

ერთ-ერთი ასეთი ფაქტის შესახებ მოგვითხრობს ვახუშტი ბაგრატიონი: როდესაც შაჰ-აბასმა წაართვა აღჯაყალად წოდებული ციხე (თეთრი ციხე) მეფე გიორგის (1600-1605 წწ.), `მან მოიყვანა ელნი ბორჩალუ და დასხნა აქა, და ამით ეწოდა ბორჩალუ~. იმავ შაჰ-აბასმა XVII საუკუნის პირველ მეოთხედში ათეული ათასობით ქართველი გადაასახლა კახეთიდან სპარსეთში. სხვადასხვა ხასიათის სამხედრო-პოლიტიკური აქციების შედეგად იშვიათი როდი იყო საქართველოს ტერიტორიაზე არაქართველთა ჩამოსახლების შემთხვევები. მოსულთა ნაწილი ითქვიფებოდა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობაში და განიცდიდა ასიმილაციას, ნაწილი კი ინარჩუნებდა თავის ეროვნებას.

დანარჩენი არაქართველი მოსახლეობისაგან, აზერბაიჯანელებს შორის XIX-XXსს. არ ჰქონია ადგილი მნიშვნელოვან მიგრაციას. მხოლოდ უკანასკნელ ხანებში მიდის მათი ახალგაზრდობა მეზობელი აზერბაიჯანის ქალაქებში (უპირატესად ბაქოში) უმაღლესი განათლების მისაღებად. აზერბაიჯანელი მოსახლეობა შედარებით ნელა იმატებდა რევოლუციამდელ პერიოდში და ომამდელი ხუთწლედების მანძილზე. რაც შეეხება გასული საუკუნის მეორე ნახევარს, ამ პერიოდში კი აზერბაიჯანელების რაოდენობა ძალზე დაჩქარებულად იზრდება, უსწრებს რა მატების ტემპებით საქართველოს მოსახლეობის ყველა დანარჩენ ეთნიკურ ჯგუფს. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელთა რიცხოვნობა იზრდება მთლიანად ბუნებრივი მატების შედეგად. ამ მაჩვენებლით ისინი ბევრად უსწრებენ წინ საშუალო რესპუბლიკურ მონაცემს. საკმარისია აღინიშნოს, რომ 20 წლის მანძილზე (1959-1979წწ.) საქართველოს მთელი მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 24%-ით, აზერბაიჯანელების კი 66%-ით, ანუ მათი საშუალო წლიური ზრდა შეადგენდა 2,66%-ს. ეს მაშინ, როცა აღნიშნულ პერიოდში გარე მიგრაციულ პროცესებს აზერბაიჯანელებს შორის, მართალია სუსტად გამოსახული, მაგრამ მაინც უარყოფითი სალდო ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ არ ხდება აზერბაიჯანელების ასიმილაცია სხვა ხალხებთან.

რუსებისა და სომხებისაგან განსხვავებით, საქართველოში დამკვიდრებული აზერბაიჯანელების მეტი ნაწილი სოფლად ცხოვრობს. 1970 წელს რესპუბლიკის ქალაქებში ცხოვრობდა მათი საერთო რაოდენობის 18,2%. 1979წ. თბილისში ცხოვრობდა 12,9 ათასი აზერბაიჯანელი, რუსთავში – 7,4 ათასი. აზერბაიჯანელები შეადგენდნენ ქვემო ქართლის სოფლის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს (მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის რაიონებში). მათი განსახლების მეორე არეალია კახეთი – საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის რაიონების ტერიტორია. აზერბაიჯანული სოფლები არსებობს შიდა ქართლში – კასპის, მცხეთის და ქარელის რაიონებში, აგრეთვე თრიალეთში და თეთრიწყაროს რაიონში. რესპუბლიკის დანარჩენ რეგიონებში აზერბაიჯანელების რაოდენობა შედარებით უმნიშვნელოა.

დამახასიათებელია, რომ საქართველოში ბევრად მეტია მათი რაოდენობა, ვინც დედაენად აზერბაიჯანულს აღიარებს, ვიდრე თვით ამ ეროვნების მოსახლეობა. თურქეთიდან ჩამოსახლებული დაახლოებით 27 ათასი ბერძენი დედაენად თვლის აზერბაიჯანულს. თურქების გარემოცვაში ხანგრძლივი დროის მანძილზე ცხოვრების შედეგად ბერძნების ამ ნაწილმა, რომლებსაც ურუმებს უწოდებდნენ და ამჟამად თრიალეთში ცხოვრობენ, დაკარგა თავისი ენა და შეითვისა აზერბნაიჯანული.

1865 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერის მიხედვით აქ ცხოვრობდა 51,5 აზერბაიჯანელი; 1886 წელს – 62,6; 1897 წელს – 81,1.

ამის შემდეგ ჩვენ გაგვაჩნია 1926 წლის აღწერის მონაცემები, რომლის მიხედვით საქართველოში იყო 143,951 აზერბაიჯანელი; 1939 წლის აღწერით კი 187,621; 1959 წელს – 153,6; 1970 წელს – 217,8; 1979 – 255,7; 1989 წელს – 307,5.

ბოლო 2002 წლის აღწერით საქართველოში ცხოვრობდა 284,761 აზერბაიჯანელი, მათ შორის თბილისში – 10,942.

წყაროები:

– ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა XVIII-XIX საუკუნეებში, თბილისი 1984, გვ.231-232;
– ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისი 1996, გვ. 112-290;
– საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები, თბილისი 2002, ტ. I-II.
 

 

სომხები საქართველოში

 

როგორც ისტორიოგრაფიიდანაა ცნობილი, საქართველოში სომხების დასახლება ძირითადად XVI საუკუნიდან იწყება. ეს ის პერიოდია, როცა მტრისაგან შევიწროებული სომხობა სამშობლოს ტოვებდა და უცხო ქვეყნებში აფარებდა თავს. ამასთან დაკავშირებით აკად. ივ. ჯავახიშვილი წერდა: “საქართველო სომხებისათვის ყველაზე უფრო მახლობელი ქვეყანა …იყო, სადაც მათ თავისუფლად შეეძლოთ ცხოვრება, – საქართველოში არასდროს არც ეროვნული, არც სარწმუნეობრივი დევნა არ ყოფილა, – და თანაც საქართველოში შემოხიზნულ სომხებს სულ უფრო მეტი იმედი ჰქონდათ, რომ თუ გარემოება მათთვის ხელსაყრელად შეიცვლებოდა, იქითგან თავიანთ სამშობლოში ადვილად დაბრუნებულიყვნენ… სრულებით ბუნებრივია, რომ ისინი სახლდებოდნენ განსაკუთრებით იმ კუთხეში, რომელიც სომხეთის მოსაზღვრე იყო და სადაც თავისუფალი სამოსახლო ადგილი მოიპოვებოდა. ამიტომ არც გასაკვირველია, რომ ისინი შემოიხიზნებოდნენ ხოლმე სწორედ ქვემო ქართლში.” იმავე ივ. ჯავახიშვილის მონაცემებით, თურქთა და ლეკთა შემოსევების შედეგად, სომხური მოსახლეობა ამ ადგილბიდან აყრილა. ასეთი აოხრების შემდეგ, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ამიერკავკასიაში სომეხთა საერთო რაოდენობა 17000 ოჯახამდე შემცირებულა. მისივე თქმით, ქვემო ქართლში, კერძოთ ლორეში, რუსეთის ხელისუფალთა დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, ერეკლე მეფეს უკაცრიელ ადგილებში მხოლოდ მელიქ აბო და მისი ყმები დაუსახლებია.

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრებში სომეხთა კომპაქტური დასახლება XIX საუკუნის დამდეგიდან ჩნდება. კერძოდ 1829-1831 წლებში, როდესაც რუსეთის ხელისუფალთა ინიციატივით, არზრუმის საფაშოდან ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში 34 ათასი სომეხი ჩამოასახლეს, ხოლო 5 ათასი ბორჩალოს მაზრის იმ ნაწილში, რომელიც დღევანდელი საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებში შედის. რაც შეეხება სომეხთა საქართველოში მასობრივ ჩამოსახლებას, იგი რუსეთის ხელისუფალთა გამიზნულ ანტიქართულ საქმიანობასთანაა დაკავშირებული. ერევნის სახანოდან 1804 წელს თბილისში სომეხ ჩამოსახლებულთა რიცხვი – 2000 კაცს უდრიდა. 1807-1808 წლებში, თბილისის გუბერნიასა და ავლაბარში – 338 სომხური ოჯახი (1906 სული) ჩამოასახლეს, ხოლო მთავარმართებელ ტორმასოვის დროს 1809-1811 წლებში ყარაბაღიდან – 428 ოჯახი (2140 სული) ბოლნისში ჩამოასახლეს. ყარსის, ერზრუმის და ბაიაზეთის ვიალიეთებიდან 1829 წელს – 14000 ოჯახი. რუსეთის ხელისუფალთა შემწეობით, საქართველოში სომეხთა ჩამოსახლებების შედეგად, მათი მატების დინამიური პროცესი შემდეგ სურათს იძლევა: 1865 წელს საქართველოში ცხოვრობდა – 122,6 ათასი სომეხი, 1886 წელს – 172,9 ათასი, 1897 წელს მისი რაოდენობა – 197,0 ათასამდე გაიზარდა. 1897-1902 წლებში საქართველოში 55 ათასი სომეხი ჩამოასახლეს. აღნიშნული პროცესებიდან გამომდინარე, თბილისში სომხების რაოდენობა 46,7 ათასიდან 124,9 ათასამდე გაიზარდა, რომელთაგან 68 ათასი ახლად მოსული იყო.

საქართველოს ტერიტორიაზე სომეხთა ჩამოსახლების ეს პროცესი, წინასწარ გამიზნულ პოლიტიკას წარმოადგენდა და შემთხვევითობით არ იყო განპირობებული. სომხური მოსახლეობის საზღვრისპირა რაიონებში კომპაქტურად დასახლება, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით ანექსიას ითვალისწინებდა. ქართველთა მოდგმის დასამხობად XIX საუკუნიდან დაწყებული ეს შეფარვითი პროცესი, XX საუკუნეშიაც მძლავრობდა. ამ ფაქტებთან მიმართებაში ქართველი პოლიტიკოსები დუმდნენ, ხოლო რუსეთის ხელისუფლების მესვეურებთან ერთად, სომხური ბურჟუაზია ქართველთა საწინააღმდეგო საქმეს აკეთებდა. ამის შესანიშნავ მაგალითს თურქეთის მიერ 1915-1916 წლებში დარბეული სომხების დიდი ნაწილის (100 ათასი კაცი) საქართველოს ტერიტორიაზე განსახლების ფაქტები წარმოადგენს. ისიც საყურადღებოა, რომ თურქეთისაგან 1918 წელს დევნილი სომხური მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აფარებდა თავს და რესპუბლიკას მძიმე ტვირთად აწვა.

ამის შემდეგ ჩვენ გაგვაჩნია 1926 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერის მონაცემები, რომლის მიხედვით აქ ცხოვრობდა 307,018 სომეხი; 1939 წლის აღწერით კი – 414,182; 1959 წელს – 442,9; 1970 წელს – 452,3; 1979 წელს – 448,0; 1989 წელს – 437,2.

მოსახლეობის უკანასკნელი აღწერის მიხედვით, რომელიც საქართველოში ჩატარდა 2002 წელს, სომეხთა რაოდენობა აქ იყო 248,929 და მათ შორის 82,586 ცხოვრობდა თბილისში.

წყაროები:

– გ. მაისურაძე, საქართველოს სომხური მოსახლეობის ისტორიის საკითხები (IV-XVIII სს.), თბილისი 1999;
– შ. ვადაჭკორია, საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები, თბილისი 2003, გვ. 289-290;
– შ. თეთვაძე, ო. თეთვაძე, სომხები საქართველოში, თბილისი 1998;
– ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისი 1996, გვ. 112-290;
– საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები, თბილისი 2002, ტ. I-II.

 

ბერძნები საქართველოში

 

ბერძენთა მნიშვნელოვანი მოსახლეობის არსებობა საქართველოში თითქოს რამდენადმე აგრძელებს ბერძნულ-ქართული ურთიერთობების იმ ტრადიციას, რომელიც თავისი წარმოშობით უხსოვარ დროებამდე ადის და ალბათ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა კონტაქტების ისტორიაში თავისი ხანგრძლივობითა და ინტენსიურობით სრულიად განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს.

მაგრამ საქართველოს ბერძნული მოსახლეობის აბსოლუტურ უმეტესობას ვერ მივიჩნევთ ვერც საქართველოში მოსულ უძველეს ბერძენ კოლონისტთა უშუალო შთამომავლებად, ვერც ბიზანტიელ მისიონერთა და ოსტატთა მემკვიდრეებად. ისინი ჩვენში ძირითადად XIX-XX საუკუნეების განმავლობაში გადმოსახლდნენ იმ რეგიონებიდან, სადაც ე.წ. პონტოს ანუ პონტოელი ბერძნები მოსახლეობდნენ.

პონტოელ ბერძნებს ელინთა შორის მეტად გამორჩეული ადგილი უჭირავთ. მათ პონტოელები ეწოდებათ იმიტომ, რომ ისინი უკვე ანტიკური ხანიდან მოყოლებული მოსახლეობდნენ კომპაქტურ მასებად თურქეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შავიზღვისპირა რაიონში – პონტოში – ვიდრე XIX-XX საუკუნეებამდე. მათ ეჭირათ მრავალრიცხოვანი დასახლებები აღმოსავლეთით რიზეს და დასავლეთით გირუსუნს შორის. ამ არეალის ყველაზე ცნობილი ცენტრები იყო ტრაპიზონი, ოენოე, სამსუნი (ძვ. ამისოსი) და გუმუშხანე (ძვ. არგირუპოლისი). როგორც სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, თავის დროზე ყოფილა 102 ელინოფონური დასახლება პონტოს რაიონში. მართალია, ამავე რეგიონში სხვა ხალხებიც მოსახლეობდნენ, პირველ რიგში კი ქართველურენოვანი ტომები, უპირატესად ლაზები, რომელნიც ამ ტერიტორიაზე ჭეშმარიტ ავტოხთონებად გვევლინებიან, მაგრამ ოტომანთა იმპერიის საბუთების მიხედვით ბერძნულენოვანი მოსახლეობა პონტოს რეგიონში ყველაზე მრავალრიცხოვანი ყოფილა.

უახლესი მონაცემებით პონტოს ე.წ. ბერძნულენოვანი მოსახლეობა ჯერ კიდევ 1922 წლამდე დაახლოებით 700,000 ყოფილა. ეს მაშინ, როდესაც დანარჩენი 500,000 უკვე გადასახლებული იყო თურქეთიდან ძირითადად რუსეთსა და საქართველოში, ასევე აშშ-ში XIX საუკუნის განმავლობაში, ხოლო 257,000-მდე პონტოელი ბერძენი დაიღუპა მათი დევნის პერიოდში თურქეთში. ლოზანაში 1923 წლის 30 იანვარს თურქეთსა და საბერძნეთს შორის დადებული ხელშეკრულების შემდგომ, 400,000-მდე პონტოელი ბერძენი აიყარა პონტოს რეგიონიდან და გადასახლდა. მათი უმეტესობა დამკვიდრდა მაკედონიაში.

საკმაოდ დამოუკიდებელი პოზიცია უჭირავს პონტოურ დიალექტს თანამედროვე ბერძნულის დიალექტშა შორის. ზოგნი მას ცალკე ენადაც კი განიხილავენ. მან ძველი ბერძნულის ზოგიერთი ისეთი ნიშანი დაიტოვა, რომელიც დღეს ბერძნულ დიალექტებში აღარ გვხვდება.

პონტოელი ბერძნები, როგორც აღვნიშნეთ, მოსახლეობდნენ იმ რეგიონებში, სადაც მათ ისტორიულად ურთიერთობა ჰქონდათ სხვადასხვა ხალხებთან, პირველ რიგში კი ქართველურ ტომებთან. ამ ურთიერთობების შედეგი უნდა იყოს არა მარტო ცალკეული ენობრივი ელემენტები, რომელნიც, ერთის მხრივ, თურქეთის ლაზური მოსახლეობის ენაში პონტოური დიალექტის გავლენის კვალს ასახავენ და, მეორეს მხრივ, პონტოურში ქართველურისას, არამედ მოსახლეობის შერევის პროცესიც. როგორც ჩანს, მართლმადიდებლობა ამ რეგიონებში ძირითადად ბერძნულმა მოსახლეობამ შეინარჩუნა და ამდენად სარწმუნოების არშეცვლა მრავალი ქართველისათვის თავის თავის ბერძნად აღიარებას ნიშნავდა, მეორეს მხრივ კი, იმ ბერძენთაგან, რომელთაც დათმეს თავისი სარწმუნოება, არცთუ ცოტა შეერია ალბათ ამ რეგიონის გამაჰმადიანებულ ქართულენოვან მოსახლეობას. ასე რომ, უკვე თურქეთის ტერიტორიაზე პონტოელ ბერძენთა და ქართველთა მჭიდრო ურთიერთობას საკმაოდ მყარი საფუძველი უნდა ჰქონოდა ჩაყრილი. ეს ძველი კონტაქტები განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს და ალბათ მომავალში მათ პონტოს დიალექტის და თურქეთში მცხოვრებ ქართულენოვან ტომთა მეტყველების შემსწავლელებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ. ასევე საინტერესოა იმ კონტაქტთა შესწავლა, რომლებიც პონტოელ ბერძნებს ჰქონდათ შავისღვისპირეთში მცხოვრებ სხვა ხალხებთანაც – სლავური, სკვითურ-ალანური თუ სხვა მოდგმისა. მათთან ურთიერთობამ საკმაოდ მნიშვნელოვანი კვალი დატოვვა პონტოს დიალექტის ფორმირების პროცესში.

პონტოელი ბერძნების ის მასა, რომელიც საქართველოში გადმოსახლდა და რომელმაც მის სხვადასხვა რეგიონში დაიდო ბინა, არ ყოფილა თავიდანვე ერთგვაროვანი. საქათველოს ბერძნების დაყოფა შეიძლება ორ ძირითად ჯგუფად: ელინოფონურ, ანუ ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე და თურქულენოვან ჯგუფად. თავის მხრივ, არც ბერძნულის პონტოური დიალექტი არის საქართველოში ერთგვაროვანი და იგი გვიჩვენებს სხვადასხვა რეგიონში მეტნაკლებად მნიშვნელოვან განსხვავებებს.

საქართველოში მცხოვრები პონტოს დიალექტზე მოლაპარაკე ბერძნები თავის თავს უწოდებენ – რომეოს (იშვიათად – გრეკოს ან ელლინოს), ხოლო თურქულენოვანთა სახელწოდებაა ურუმი. როგორც ერთი, ისე მეორე სახელწოდება წარმოსდგება ტერმინიდან რომი. როგორც ცნობილია, ბერძნულ ტრადიციაში, რომის იმპერიის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბერძნებს, მათ შორის ბიზანტიური ეპოქისასაც, ეწოდებათ რომაელები. რომეოს წარმოსდგება სწორედ ამ სახელწოდებისაგან, ხოლო ურუმი კი წაროადგენს, ალბათ, აღნიშნული ტერმინის არტიკლიანი ფორმის თურქულენოვანი ტრანსფორმაციის შედეგს. ქართველები უწოდებენ პონტოელებს ისევე როგორც მათ ბიზანტიელ წინაპრებს, ბერძნებს, რუსები – გრეკê-ს სომხები – კუინ-ს, ხოლო აზერბაიჯანელები – რუმ-ს.

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში ბერძნების პირველი დასახლებების გაჩენა შავი ზღვის სანაპიროების ინტენსიურ ბერძნულ კოლონიზაციას უკავშირდება და ბერძნული მოსახლეობა საქართველოში ანატოლიიდანაა გადმოსახლებული. ბერძნების მცირე ჯგუფი საქართველოში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოსახლდა, როცა მეფე ერეკლე II ინიციატივით ჩვენში დაიწყო ვერცხლის და ტყვიის მოპოვება; მაშინ მოიწვიეს ანატოლიიდან ამ საქმის მცოდნე ბერძენი ოსტატები. არსებული ცნობებით, გიუმიუშხანიდან მოსული ბერძნების 800-მდე ოჯახი ჩასახლებულა 1763 წელს ახტალის მიდამოებში. მათი ჩამომავლები არიან მარნეულის რაიონის სოფელ ოფრეთში მცხოვრები ბერძნები. უფრო მოგვიანებით (1813 წ.) თურქეთიდან მოსული ბერძნების 120 ოჯახი დასახლდა ქართველების ყოფილ სოფელ წინწყაროში (თეთრიწყაროს რაიონი). 1830 წელს თრიალეთში დასახლდა კვლავ თურქეთიდან მოსული 7 ათასამდე ბერძენი, რომლებმაც ქართველების ყოფილ ნასახლარზე 18 სოფელი შექმნეს.

XIX საუკუნის შუა წლებში ბერძნები ჩამოსახლდნენ ზღვისპირა აჭარაში, აგრეთვე სოფელ ირაგაში (თეთრიწყაროს რაიონი) და ციხისჯვარში (ბორჯომის რაიონი). გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ბერძნები მასიურად ჩასახლდნენ აფხაზეთში, უმთავრესად სოხუმის მახლობელ სოფლებში. ეს ბერძნებიც თურქეთიდან იყვნენ მოსული და ძირითადად თამბაქოს გაშენებას მისდევდნენ. იმავე საუკუნის მიწურულში ბერძნების საერთო რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 40 ათასს შეადგენდა. მაშინ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე საქართველოს ქალაქებში ცხოვრობდა (თბილისში, ბათუმში, სოხუმში და სხვ.).

საქართველოს მოსახლეობის 1800 წლის აღწერის მიხედვით აქ ცხოვრობდა 0,5 ათასი ბერძენი; 1832 წელს – 7,0; 1865 წელს – 12,0; 1886 წელს – 28,8; 1897 წელს – 38,5.

ამის შემდეგ ჩვენ გაგვაჩნია 1926 წლის აღწერის მონაცემები, რომლის მიხედვით საქართველოში ცხოვრობდა 54,054 ბერძენი; 1939 წლის აღწერით კი 84,960; 1959 წელს – 72,9; 1970 – 89,2; 1979 წელს – 95,1; 1989 წელს – 100,3.

ბოლო 2002 წლის აღწერის მონაცემებით საქრთველოში ცხოვრობდა 15,166 ბერძენი, მათ შორის თბილისში – 3,792.

წყაროები:

– ბერძნები საქართველოში (კოლექტიური მონოგრაფია, რედაქტორი რ. გორდეზიანი), თბილისი 1990, გვ. 5-8;
– ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა XVIII-XIX საუკუნეებში, თბილისი 1984, გვ.233;
– ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისი 1996, გვ. 79-290;
– საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები, თბილისი

 

ებრაელები საქართველოში

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ებრაელები განდევნილ იქნენ თავიანთი ისტორიული სამშობლოს უდიდესი ნაწილიდან და განსახლდნენ სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ცხოვრობდნენ განადგურებისა და ასიმილაციის მუდმივი შიშით, მაგრამ ასეთ საფრთხეს არასდროს ჰქონია ადგილი საქართველოში. ანტიკური დროიდან ამ ქვეყანაში ეს ორი ხალხი ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს ურთიერთპატივისცემით, ერთიანი გაგებით და ა.შ.

ლეგენდის მიხედვით, რომელიც შემოგვინახა ქართულმა საისტორიო წყარომ “ქართლის ცხოვრებამ” (ქართველთა წმინდა წიგნი), როდესაც იერუსალიმიდან საქართველოში ჩამოვიდნენ ელჩები ქრისტეს მოსალოდნელი დასჯის ცნობით, ორი ქართველი ებრაელი ელიოზ კარსნელი და ლონგინოზ მცხეთელი გაემგზავრნენ იერუსალიმს. ელიოზის დედა შეევედრა თავის შვილს არ მიეღო მონაწილეობა ამ ეშმაკისეულ საქმეში, რომელიც დანაშაულად ჩაითვლებოდა. როდესაც იერუსალიმში ქრისტე ჯვარს აცვეს, ლონგინოზის დედამ იგრძნო ეს ამბავი და გარდაიცვალა. ქართველი ებრაელები დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში და თან ჩამოიტანეს ღმერთის ტანსაცმელი (ტუნიკი). ელიოზის დამ იგი გულში ჩაიკრა და მაშინვე გარდაიცვალა. თქმულების მიხედვით, ეს ღმერთის მოსასხამი დამარხულია ელიოზის დასთან ერთად მცხეთის წმინდა მიწაში.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ – მცხეთაში მომხდარი ამბის გამო – ქართველები არ მიიჩნევენ ებრაელებს ქრისტეს ჯვარცმაში მონაწილეებად. ამან და აგრეთვე ქართველი ხალხის შემწყნარებლობამ სხვა რელიგიებისა და ერების მიმართ განაპირობა, რომ ებრაელები საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ.

ებრაელები ქართველებს იცნობენ ანტიკური ხანიდან და პირიქით. ცნობილია, რომ საქართველოს შესწავლა იერუსალიმში ჩაისახა XII საუკუნეში, ხოლო ებრაული პრობლემატიკის შესწავლას საქართველოში ძველი ტრადიციები გააჩნია.

ქართული წყაროები ბიზანტიის იმპერიიდან ებრაელთა დასავლეთ საქართველოში ჩამოსვლას VI საუკუნეს მიაკუთვნებენ, ხოლო ებრაელთა უფრო ფართო მიგრაციას 3,000 კაცის რაოდენობით ადგილი ჰქონდა აღმოსავლეთ საქართველოში. ძველი ქართული საისტორიო ნაწარმოებები ებრაელთა პირველი ტალღის გამოჩენას უკავშირებენ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობასა და განადგურებას. “ქართლის ცხოვრების” მიხედვით, ამ მეფემ დაანგრია და გაანდაგურა იერუსალიმი და სწორედ მის მიერ დევნილი ებრაელები მოვიდნენ ქართლში. იერუსალიმის დაცემა მოხდა ძვ.წ. 586 წელს და ეს ის დროა, როდესაც ებრაელი დევნილები შემოვიდნენ ქართლში. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ იმიგრანტებმა მიმართეს მცხეთის გამგებელს მიეცა მათთვის დასახლების უფლება, რისთვისაც შესაბამის თანხას გადაიხდიდნენ. მცხეთის გამგებელმა გაუწოდა დახმარების ხელი ამ უმწეო ლტოლვილებს და “გამოჰყო მათთვის მდინარე არაგვის სანაპიროს ნაწილი, რომელსაც ერქვა ზანავი და გახდა მათი მიწა”. მოგვიანებით ეს ებრაელები გადავიდნენ ამ ადგილიდან სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში, რომლებიც სავაჭრო ცენტრებს წარმოადგენდნენ. მოქცევაი ქართლის ქრონიკა ებრაელთა ამ დასახლებას მცხეთაში ათარიღებს ძვ.წ. 169 წლით.

ეჭვს არ იწვევს, რომ ელინისტურ ეპოქაში ქართლის ქალაქებში მცხეთასა და ურბნისში უკვე არსებობდა “ებრაული რეგიონები”, სადაც ებრაული მოსახლეობა ცხოვრობდა. ეს ის ადგილები იყო სადაც მათი ეთნიკური და რელიგიური კომუნები მდებარეობდა. ანტიკური დროიდან მოყოლებული იქ ებრაელები ინარჩუნებდნენ თავიანთ საკულტო ცენტრებს, ეგრეთ წოდებულ “ებრაულ საკურთხევლებს”, რომლებიც გამოიყენებოდა როგორც პირველი სინაგოგები. შესაძლოა მღვდელი აბიატარი, რომელიც მოიხსენიება წმინდა ნინოს ცხოვრებაში, ქრისტიანული სარწმუნოების მიღებამდე იყო ამ “ებრაული საკურთხევლის” მსახური და იუდაიზმის მიმდევარი. ძველი ებრაული კომუნების არსებობის კვალი შეინიშნება ქართლში აღმოჩენილ ებრაულ ეპიგრაფიკულ ძეგლებში.

აშკარაა, რომ საქართველოში მცხოვრებმა ებრაულმა მოსახლეობამ თავიდანვე ისწავლა ქართული ენა, აითვისა აგრეთვე ქართული ხალხური რიტუალები, ადგილობრივი ხალხური ჩვევები და ტრადიციები. ამავე დროს ისინი რჩებოდნენ ლოიალურად განწყობილი იუდაიზმისადმი. ებრაელები შრომობდნენ და იბრძოდნენ ქართველთა მხარდამხარ, ვინაიდან საქართველო მათ მეორე სამშობლოდ გადაიქცა. ამიტომ ისინი მოღვაწეობდნენ და ზრუნავდნენ ქვეყნის განვითარებისა და მომავლისათვის ისევე როგორც ქართველები. ქართველებსა და ებრაელებს ჰქონდათ ერთნაირი უფლებები და სამართლებრივი თანაფარდობა, რომლებიც მათ შორის არასოდეს დარღვეულა.

1800 წელს საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მიხედვით აქ ცხოვრობდა 3,3 ათასი ებრაელი; 1832 წელს – 4,0; 1865 წელს – 7,8; 1886 წელს – 11,7; 1897 წელს – 17,2; 1926 წელს – 30,115; 1939 წელს – 42,480; 1959 წელს – 51,6; 1970 წელს – 55,4; 1979 წელს – 28,3; 1989 წელს – 24,8.

1897 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით 6,407 ებრაელი თავის მშობლიურ ენად ქართულს მიიჩნევდა. 1926 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით კი საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა 21,471 ქართველი ებრაელი.

1959 წლის მოსახლეობის აღწერის შესაბამისად 35,673 ებრაელი თავის მშობლიურ ენად თვლიდა ქართულს. 1959 და 1970 წლების მოსახლეობის აღწერების მონაცემების მიხედვით საბჭოთა კავშირში მცხოვრები ქართველი ებრაელების რიცხვმა 1970 წელს მიაღწია 43,000. მათგან დაახლოებით 70% მომდევნო დეკადაში ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად.

1979 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით 10,000 ებრაელი თავის მშობლიურ ენად ქართულს მიიჩნევდა. იყვნენ ისეთი ქართველი ებრაელებიც, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს როგორც ქართველებმა და არა ებრაელებმა, მაგრამ მათი რიცხვის დადგენა ვერ ხერხდება. ქართველი ებრაელები უმეტესად ცხოვრობდნენ თბილისში, ქუთაისში, კულაშში, ცხინვალში, გორში, ონში, საჩხერეში, სენაკში, ზუგდიდში, აგრეთვე საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში. იხ. ‘ქართველ ებრაელთა გვარები’.

საბჭოური აღწერის მიხედვით 1979 წელს იყო 28,300 ებრაელი, ხოლო 1989 წელს – 24,800. ამ უკანასკნელიდან 14,300 იყო ქართველი ებრაელი რომლებმაც შეინარჩუნეს თავიანთი ეთნიკური და რელიგიური თავისებურებები იმის მიუხედავად, რომ საუბრობდნენ თავიანთ მასპინძლების ენაზე. 1991 წლის ბოლოსათვის საქართველოში ცხოვრობდა 21,700 ებრაელი.

1989 წელს ემიგრაციაში წავიდა 488 ებრაელი. 1990 წელს ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად 1,603 ებრაელი, მათ შორის თბილისიდან – 911. ეკონომიკურად და სოციალურად ქართველი ებრაელები კარგად იყვნენ ინტეგრირებული საქართველოს მოსახლეობასთან. სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში მცხოვრებ ებრაელებთან შედარებით ქართველი ებრაელები ნაკლებად იყვნენ დაინტერესებული ემიგრაციაში წასასვლელად.

1993 წლის დასასრულისათვის საქართველოში ცხოვრობდა 14,500 ებრაელი. საქართველოდან ისრაელში ებრაელთა იმიგრაცია იყო მაღალი: 1992 წელს საქართველოდან ისრაელში წავიდა – 2,595 კაცი, ხოლო 1993 წელს – 3,750. ებრაელთა იმიგრაციამ საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში შეადგინა 1992 წელს 305 კაცი, ხოლო 1993 წელს – 345.

წყაროები:

_ მ.ლორთქიფანიძე, საქართველოს ისტორიის ნარკვევები (ინგლისურად); თბილისი 1994, გვ.3-4;
_ რ.მეტრეველი, ებრაელები საქართველოში, თბილისი 2002, გვ.26-31;

 

გერმანელები საქართველოში

 

გერმანელი და ქართველი ხალხის ურთიერთობა განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც საქართველოში XIX საუკუნის 10-იანი წლებიდან რუსეთის ცარიზმის ინიციატივით გერმანელი კოლონისტები დამკვიდრდნენ.

თავად რუსეთში გერმანელების მოსვლას ხელი შეუწყო 1762-63-64 წლებში გამოქვეყნებულმა მანიფესტებმა, რომელთა მიხედვითაც უცხოელებს იწვევდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან. 1764 წელს სამხრეთ ვოლგაზე აღმოცენდა პირველი გერმანული დასახლებები. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებიც – ფრანგები, შვეიცარიელები, ჰოლანდიელები, რომლებიც, გერმანიიდან გადმოსახლებულებთან ერთად, უკვე ამ დროიდან ითვლებიან ვოლგისპირელ გერმანელებად. მეფის ხელისუფლების წყალობით გერმანელები რუსეთში ჩამოსახლებისთანავე პრივილეგიებით სარგებლობდნენ. მათზე არ გაავრცელეს ბატონყმური ურთიერთობა, ე.ი. არცერთი გერმანელი საბატონო გლეხი არ გამხდარა, ხოლო სამხედრო ვალდებულებებისაგან გაანთავისუფლეს ასი წელი. რუსეთის ტერიტორიაზე გერმანელების ჩამოსახლება პერიოდულად მიმდინარეობდა XIX საუკუნის 70-იან წლებამდე.

XIX საუკუნის დასაწყისში გერმანიაში აღმოცენდა სექტანტური მოძრაობა, ე.წ. “სეპარატიზმი”. ხელისუფლების დევნამ სექტანტები აიძულა გადასახლებულიყვნენ ამერიკასა და რუსეთში. აღნიშნული მოძრაობა უფრო მეტად შესამჩნევი გახდა ვიურტემბერგში, ბავარიასა და შვეიცარიაში, რასაც ხელი შეუწყო იმ დროს ცნობილი მქადაგებლების – ბენგელისა და შტილინგის – გავლენამ. ისინი წინასწარმეტყველებდნენ სამყაროს დასასრულის მოახლოებას და არწმუნებდნენ “სეპარატისტებს” თავის გადარჩენა სამშობლოს გარეთ, კავკასიაში, არარატის მთასთან ახლოს ეძებნათ. შეშინებულმა სექტანტებმა კავკასიაში გამოგზავნეს “განსაკუთრებული მზვერავები” ადგილის დასათვალიერებლად და კოლონიზაციისათვის ხელსაყრელი გარემოს შესარჩევად. რუსეთის ხელისუფლება დათანხმდა გერმანელების ჩამოსახლებას მათთვის სასურველ ადგილზე.

როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მთავარმართებელ ციციანოვის დროს დაიწყო საქართველოს კოლონიზაცია. ამ წლებში ჩამოასახლეს შავიზღვისპირელი და დონელი კაზაკები მდინარე ენგურზე, ხოლო ჩეხი სექტანტები – იმერეთში.

ამიერკავკასიაში, კერძოდ საქართველოში, გერმანელთა კოლონიზაციას ცარიზმი ხელს უწყობდა პოლიტიკური და ეკონომიკური მოსაზრებებით. ეკონომიკური პოზიცია იგივე იყო, რაც რუსეთის იმპერიის სხვა კუთხეების კოლონიზაციისა: დაუსახლებელი ადგილების ათვისება და ეკონომიკის გამოცოცხლება. ცარიზმის პოლიტიკური თვალსაზრისი იმაში გამოიხატებოდა, რომ საქართველოს კოლონიზაციით თავისი დასაყრდენი გაეჩინა ადგილობრივ მოსახლეობაში.

კოლონისტთა პირველი ჯგუფი 31 ოჯახის (181 სულის) შემადგენლობით თბილისში ჩამოვიდა 1817 წლის 21 სექტემბერს. ეს კოლონისტები დაასახლეს სართიჭალის მახლობლად, კოლონიას ეწოდა მარიენფელდი. 1818 წელს ჩვენს დედაქალაქს გერმანელთა დიდი ტალღა მოაწვა (500 კოლონისტი გერმანელის ოჯახი). ისინი თბილისის გუბერნიის სხვადასხვა ადგილას დაასახლეს. მთავრობამ მათ მოსაწყობად ერთდროულად გაიღო 65 ათასი მანეთი ოქროთი. თითოეულ კოლონისტ მუშა მამაკაცზე უნდა გამოეყოთ 35 დესეტინა სახნავი საუკეთესო ადგილებში ჰავით და სასმელი წყლით. გარდა ამისა, მკვიდრ მოსახლეობას აიძულებდნენ მიწები დაეხნათ და საშენი მასალა მიეწოდებინათ ჩამოსახლებული ახალმოშენეთათვის.

1819 წლის ბოლოს ამიერკავკასიაში სულ რვა კოლონია შეიქმნა, აქედან ექვსი საქართველოში განლაგდა. ესენი იყო:
1. მარიენფელდი 31 ოჯახით, კახეთის გზატკეცილზე (სართიჭალაში);
2. თბილისის კოლონია – ქალაქის მაშინდელ გარეუბან კუკიაზე (ახლანდელი დავით აღმაშენებლის გამზირის ტერიტორია) – 51 ოჯახით. 1852 წელს ეს კოლონია, რომელიც ხელოსნებისაგან შედგებოდა, ქალაქს მიეკუთვნა, ხოლო 1861 წლიდან კოლონისტების სარგებლობაში არსებული მიწები სრულ საკუთრებაში გადაეცათ;
3. ალექსანდერსდორფი – 23 ოჯახი (დაერქვა ალექსანდრე I-ის საპატივცემულოდ), მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, თბილისიდან ჩრდილოეთით, 6 ვერსის დაშორებით; დიდუბის სახაზინო მიწებზე (ახლანდელი სამტრედიის ქუჩის მიდამოები);
4. პეტერსდორფი – 17 ოჯახით (სახელწოდება მიიღო პეტრე I-ის პატივსაცემად). ეს კოლონია დაარსდა მარიენფელდის მახლობლად;
5. ელიზავეტალი – 65 ოჯახით (სამხრეთში – დღევანდელი ასურეთი). სახელწოდება მიიღო დასახლების ადგილის არჩევის დღესთან დაკავშირებით (1818 წ. ნოემბერი ახალი სტილით);
6. ეკატერინენფელდი – 116 ოჯახით (სახელწოდება მიიღო ვიუტენბერგის დედოფლის ეკატერინე პავლეს ასულის საპატივცემულოდ). ეს კოლონია მდებარეობდა ბორჩალოს მაზრაში, ბოლნისთან, თბილისიდან 60 ვერსის მანძილზე.

ჩამოსახლებული “სეპარატისტების” დიდი ნაწილი სწორედ ეკატერინენფილდში დამკვიდრდა, ეს ტერიტორია ამავე დროს შერჩეულ იქნა სექტანტების ხელმძღვანელთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. ამის გამო ეკატერინენფელდის კოლონიამ დაარსების დღიდანვე ყველაზე საპატიო ადგილი დაიკავა კავკასიაში არსებულ კოლონიათა შორის და ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში დიდ როლს თამაშობდა კავკასიელ კოლონისტთა ცხოვრებაში.

გერმანიიდან ჩამოსულთა გარდა საქართველოში, მოგვიანებით, სხვადასხვა ტერიტორიიდან მოდიოდნენ კოლონისტები. 1842 წელს რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულა გერმანელთა 10 ოჯახი. მათ კურორტი აბასთუმანი მოწონებიათ, მაგრამ, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობების გამო, 1 ოჯახი რუსეთში დაბრუნებულა, 18 ოჯახს მარიენფელდთან ახლოს 370 დესეტინა აუღია. მთავრობამ მათ მატერიალური დახმარება აღმოუჩინა. ამ დასახლებას მარეიდენტალი უწოდეს. ერთი კომლი ბოლნისში მისულა და ეკატერინენფელდელ გერმანელებს შეხიზვნია.

1884 წელს სოხუმის მახლობლად რუსეთიდან გადმოასახლეს კოლონისტები, რომლებმაც აქ შექმნეს ორი კოლონია: ნაიდორფი (53 მცხოვრებით) და გნადენბერგი (26 მცხოვრებით).

1848 წლამდე გერმანელ კოლონისტთა დასახლებები ჩვენში იწოდებოდნენ `საქართველოს გერმანულ კოლონიებად~, ხოლო აღნიშნული წლიდან მათ `ამიერკავკასიის გერმანული კოლონიების~ სახელწოდება მიიღეს.

საქართველოს მოსახლეობის 1865 წლის აღწერის მიხედვით აქ ცხოვრობდა 4,2 ათასი გერმანელი; 1886 წელს – 5,5; 1897 წელს – 7,4.

ამის შემდეგ ჩვენ გაგვაჩნია 1922 წლის მონაცემები, რომლის მიხედვით საქართველოში ცხოვრობდა 2,457 გერმანელი; 1926 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერის მიხედვით კი აქ ცხოვრობდა 3,156 გერმანელი.

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელები ოფიციალურად გაასახლეს საქართველოდან.

წყაროები:

– ა. სონღულაშვილი, გერმანელები საქართველოში, თბილისი 1995, გვ. 4-7, 36-39;
– გ. მანჯგალაძე, გერმანელი კოლონისტები საქართველოში, თბილისი 1974;
– ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისი 1996, გვ. 112.

 

უკრაინელები და ბელორუსები საქართველოში

 

რუსების, უკრაინელების და ბელორუსების ჩამოსახლება საქართველოში დაახლოებით ერთნაირ პირობებში მიმდინარეობდა. მათი დამკვიდრება ჩვენში დაიწყო XIX საუკუნის დასაწყისიდან, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ. თავდაპირველად თბილისში და რიგ სხვა ქალაქში განლაგდნენ სამხედრო ნაწილები. დასაწყისში ძირითადად სამხედრო პირები განაგებდნენ ადმინისტრაციულ დაწესებულებებს, შემდგომში კი შეიქმნა სამოქალაქო მმართველობა რუსული პერსონალით. XIX საუკუნის მანძილზე და XX საუკუნის დასაწყისში რუსების, უკრაინელების და ბელორუსების საქართველოში ჩამოსახლების გზები შემდეგნაირად წარმოგვიდგება.

აქ მოდიოდნენ სამხედრო და სამოქალაქო მოხელეები, რომელთა მეტი ნაწილი დამკვიდრდა უპირატესად საქალაქო დასახლებებში. კაპიტალიზმის პერიოდში საკმაოდ ხშირი იყო რუსებისა და უკრაინელების სტიქიური ინდივიდუალური ჩასახლებანი – მოსახლეობის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების – კულტურის მოღვაწეების, მუშების, ვაჭრების, გლეხების და სხვ. მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები, ლიტერატორები, მეცნიერები, მსახიობები და ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლები. ბევრად გაძლიერდა რუსების, უკრაინელების ჩამოსახლება საქართველოში ომამდელი ხუთწლედების მანძილზე, როცა მაღალი ტემპებით ვითარდებოდა რესპუბლიკის სახალხო მეურნეობა და დიდად გაიზარდა მოთხოვნილება მუშახელზე. აღსანიშნავია, რომ რევოლუციამდელ პერიოდში ჩამოსახლებულ რუსებს შორის დიდად ჭარბობდნენ გლეხები და საზოგადოების პრივილეგიური ფენის წარმომადგენლები, საბჭოთა პერიოდში კი მათი ძირითადი ნაწილი მრეწველობისა და მშენებლობის მუშაკებისაგან შედგებოდა; ამასთან დაკავშირებით მოსულთა უმეტესობა ქალაქებში სახლდებოდა; 1970 წლის მონაცემებით საქართველოში მცხოვრები რუსებისა და უკრაინელების 82,8% ცხოვრობდა ქალაქებში.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა გარე მიგრაციული პროცესების მიმართულება. პირველ რიგში ეს შეეხება რუსებს, უკრაინელებსა და ბელორუსებს. უკანასკნელი ათეული წლების მანძილზე რესპუბლიკაში მცირდება მათი როგორც აბსოლუტური, ისე ფარდობითი რაოდენობა. 20 წლის განმავლობაში (1959-1979 წწ.) ერთად აღებული რუსებისა და უკრაინელების რაოდენობა შემცირდა 43,5 ათასით ანუ 9,5%-ით; იმავე პერიოდში მათი ხვედრითი წონა საქართველოს მთელ მოსახლეობაში შემცირდა 11,3-დან 8,3%-მდე. მაგრამ თუ ავიღებთ ხანგრძლივ პერიოდს – საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებიდან ჩვენი საუკუნის 80-იან წლებამდე (1926-1979 წწ.), ერთად აღებული რუსებისა და უკრაინელების რაოდენობა საქართველოში გადიდდა 110,4 ათასიდან 416,6 ათასამდე ანუ თითქმის ოთხჯერ.

ყველაზე მეტი რაოდენობით რუსები და უკრაინელები ცხოვრობდნენ თბილისში. 1979 წლის აღწერით დედაქალაქში იყო 129,1 ათასი რუსი და 12,6 ათასი უკრაინელი. შესაბამისი მაჩვენებლები სხვა მნიშვნელოვან ქალაქებში ასეთია (ათასობით): რუსთავში – 23,1 და 4,4; ქუთაისში – 12,9 და 1,5; სოხუმში 28,6 და 3,7; ბათუმში – 24,8 და 3,6; ფოთში – 11,5 და 1,7.

2002 წლის აღწერით კი საქართველოში ცხოვრობდა 67,671 რუსი და 7,039 უკრაინელი.

წყაროები:

– ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა XVIII-XIX საუკუნეებში, თბილისი 1984, გვ.229-231;
– ნ. ზაქარაიძე, სლავური მოსახლეობის რიცხოვნობის დინამიკა და სტრუქტურა საქართველოში (XIX-XX სს.), ჟურნ. “დემოგრაფია”, 2001, 1 (3), გვ. 114-119;
– საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები, თბილისი 2002, ტ. I-II.

 

Русские в Грузии

(Краткий историко – демографический обзор)

 

Время зараждения русско – грузинских взаитмосвязей следует отнести к Х-ХI векам, когда прослеживаются встречи грузин и русских, наблюдаются контакты, которые носили культурный и экономический (торговый) характер.

Грузинский историк ХI века Сумбат Давидович сообщает, что в 1021 – 1023 годах русские отряды появились на территорию Грузии, а анонимный автор грузинской летописи XI века рассказывает о пребывании здесь в 1047 – 1053 годах трех тысяч варяжских воинов, которые приняли участие в междоусобной войне двух грузинских князей.

Сближению двух государств всегда способствовали заключавшиеся с этой целью браки.

В древних русских летописях говорится о женитбе Киевского великого князя Изяслава (1154 г.) на дочери царя Грузии – Деметре I (1125 – 1156 гг.). Как известно, большое значение придавали в Грузии избранию мужа прославленной царице Тамар. Этот вопрос обсуждался в Грузии в 1185 году и наиболее приемлемой кандидатурой оказался сын великого Владимирского князя Андрея Боголюбского Юрий (Георгий).

В 1587 г. Кахетинский царь Александр предпринимает важний шаг, вступает в вассальние отношения с русским государством. Со своей стороны Москва присылает ему «жалованную грамоту» с золотой печатью, в которой обещает оказать кахетинскому царству покровительство. Отныне начинаются регулярные дипломатические и культурные сношения между двумя государствами.

Русские дипломаты, духовные лица, купцы, путешественники, побывавшие в XVI – XVII веках в Грузии с официальными поручениями или личной инициативе, описывали различные стороны ее жизни в своих «постатейных списках»», донесениях и путевых очерках.

Как выясняется, в XVI – XVII веках в Грузию прибыло для восстановленья «благолепия в церквах» 10 иконописцев, 4 плотника и 1 оконичный мастер. Известны также их имена. Мастера приезжали из Масквы со своими материалами и орудиями производства («снастью») и вели реставрационные и другие работы во многих местах Грузии. Большенство русских художников, прибывших в Грузию в 1589 – 1637 годах, навсегда осталось здесь.

В 1783 году Грузини и Русские подписали «дружественный трактат» в Георгевской крепости. В ноябре эого года в Грузии прибыло, как это было предусмотрено в секретной части трактата, два русских батальона.

Усилиями русских и грузинских деятелей в самом конце XVIII века в Тбилиси был создан русский любительский театр.

Грузия почти одновременно познакомилась с «двумя Россиями». В первые же десяетилетия XIX века сюда приезжали не только представители официальной Росси – генералы и чиновники, несшие с собой социальный и национальный гнет, но и подлинные представители русской нации – выдающиеся русские писатели и учиеные, воины и революционеры, передавые деятели культуры. Здесь в качестве ссыльних или служащих и гостей побывали десятки видных декабристов и великие русские поеты – Грибоедов, Пушкин, Лермонтов и др. Среди сосланных в Грузию декабристов было немало писателей и журналистов: братья Бестужевы, Одоевский, Корнилович, Лачинов, Сухоруков, Веденянин, Норов, Оржицкий, Бурцов, Кривцов. К ним следует добавить имена декабристов-мемуаристов: Гангеблова, Лорера, Пущина, Розена, Беляева, Цебринова и других.

Kак известно, в начале XIX века российский взгляд, ищущий превосходство над империями Турций и Персии, которые в это время серьезно были ослаблены, был направлен на юг. Поэтому российское правительство внимательно обсуждало вопрос о создании колонии в Грузии. Сначала они решили организовать там военные поселения из демобилизованных российских солдат. Таким образом, с 1837 года такие поселения были основаны в Тбилиси, Цалке, Коджори, Манглиси, Тетри Цкаро, Ахалцихе и других регионах, где находились военные организации. Русским колонистам – жителям дали земли, оказали финансовую помощь и т.п. Позднее эти поселения превратились в деревни.

В 1820-е годы царское правительство переселило в Грузию сектантов, около 25 тысяч человек из донских казаков на побережье Черного моря, для изолирования их ,,еретической инфекции” от православной России.

В 1825 году царское правительство выселило одну группу российских сектантов (около 300 скопцов) в Западную Грузию около реки Риони, в деревню Марани, а другую группу направило в деревню Кодори.

20 октября 1830 года царь Николай I выносит постановление, чтобы всех раскольников, распространяющих свое учение и агитирующих против церкви, духовенства и православия (духоборы, молокане, субботники), отдавать в солдаты в Кавказский корпус, а неспособных к военной службе и женщин выселить в Закавказские провинции.

Правда, малое количество россиян переселилось в Грузию до 1830 года, но это постановление открыло дорогу для таких актов в еще больших масштабах. В 1830-1840 годы десятки тысяч сектантов покинули Россию и направились в Грузию. Эти переселения осуществлялись в трех формах: насильно по приказу правительства или суда; добровольно по закону и незаконным путем с помощью тайных побегов. Переселенцы приезжали из разных провинций России: Тамбова, Воронежа, Оренбурга, Саратова, Самары, Астрахани, Северного Кавказа и Донского региона. Кроме крестьян, которые составляли большинство переселенцев, в состав колонистов входили также купцы, мещане и др.

Среди переселенцев в Грузию самое большое количество насчитывали духоборы из Мелитопольской области. Около 5000 духоборов были переселены в Грузию между 1841-1845 годами. Для духоборов, ссылаемых в Грузию, царское правительство выбрало Джавахети, Ахалкалакский уезд, где и образовались следующие деревни: Родионовка, Ефремовка, Орловка, Спасское (Дубровка), Троицкое и Богдановка.

Уже в 1886 г. число духоборов в Джавахети достигло до 6,6 тысячи человек и увеличилось до 8 тысяч в последующие годы. Однако, в 1899 году благодаря поддержке мирового сообщества и великого писателя Льва Толстого они (7370 человек) переправились в Канаду. По данным переписи населения Грузии в 1989 году их количество составляет здесь 3,1 тысяч человек.

В 1833 году длинный вагон поезда двинулся из России в Грузию, на котором ездили россииские молокане и стремились встречать здесь своего бога. Они шли на новую землю с восторгом и весельем, пели псалмы и духовные песни. Их первая большая часть поселилась в Восточной Грузии, а именно в районах Сигнаги и Сагареджо, где в деревнях Красногорск и Ульяновка молокане насчитывали 1365 человек. Они также проживали в Тбилиси, где их число в 1902 году достигло 11,3 тысяч человек.

Переселяли духоборов, субботников и других сектантов в Грузию как арестантов, ненужных в центральных провинциях России.

После 1860-70 годов в России к особоопасным сектам причислили штундистов, баптистов и патковитов, потому что их теология пришла из-за пределов России. Они тоже приехали в Грузию, и вот как характеризовал баптистов в 1880 году Экзарх Грузии: ,,Баптисты-огромные враги России и союзники протестантской Германии”.

Число русского населения в Грузии (включая сектантов, военных, гражданских и др.) постепенно увеличилось со второй половины XIX века. В январе 1856 года в губерниях Тбилиси и Кутаиси существовали 21 русские деревни, где проживало около 6000 русских. По переписи населения Грузии 1897 года число русских в Грузии составляло около 98 тысяч человек. Примечательно, что 74,3 процентов русского населения в Грузии проживало в Тбилисской губернии.

Тенденции увеличения русского населения в Грузии заметны также в 20-30-50-ых годах прошлого столетия. По данным переписи населения Грузии 1926 года их число достигло 96085, в 1939г. – 307998 и т.д. Но в 1979 году и 1989 году их число уменьшается. Этот процесс уменьшения особо остро возник после распада Советского Союза, потому что значительное число русских вернулось на свою историческую родину.

По данным последней переписи населения Грузии в 2002 году число русских составляет 67671 и почти половина из них – 32580 человек – живет в Тбилиси.

ЛИТЕРАТУРА:

— П.Гугушвили, Экономическое развитие Грузии и Закавказья в XIX-XXвв., т.I, Тбилиси 1949, сс. 612-647;

— Очерки истории Грузии, т.V, Тбилиси 1970, сс.121-124.

— В. Джаошвили, Население Грузии, Тбилиси 1996, сс. 223-283

— К.Капанадзе, История русского населения в Грузии, жур. ,,Клио”, 2000, сс.184-193;

— Н.Закариадзе, Динамика и структура численности славянского населения в Грузии (XIX-XX вв.), жур. ,,Демография”, 1(3), 2001, сс.114-119.

— Основные результаты переписи населения Грузии, Тбилиси, 2002, т.I-II.

— Летопись дружбы, (сост. В.Шадури, Т.Бебутов), т.I, Тбилиси 1961.

 

ქართველები

 

საქართველოს თანამედროვე ტერიტორია და მის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მიწები უძველესი დროიდან იყო დასახლებული მონათესავე ქართველური ტომებით. მათ შორის ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად ათასეული წლების წინათ ჩამოყალიბდა ქართველი ხალხი. თავისი ენით ქართველები იბერიულ-კავკასიურ ხალხებს ეკუთვნიან. თანამედროვე ქართული ენის შექმნაში ძველქართულთან ერთად მონაწილეობდნენ მეგრული (ზანური) და სვანური ენები, რომლებიც ქართველურ ენობრივ ჯგუფს ქმნიან. მონათესავე ტომების ერთ ხალხად გაერთიანებაში უდიდესი როლი შეასრულეს ძველი წელთაღრიცხვის VIII-VII და IV-III საუკუნეებში ჩამოყალიბებულმა ქართულმა სახელმწიფოებმა – კოლხეთმა და იბერიამ. ანგარიში უნდა გავუწიოთ იმ ფაქტსაც, რომ ძველი წელთაღრიცხვის XII-VIII საუკუნეებში დაიაენი-დიაუხის აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნიც არსებობდა. პოლიტიკურმა კონსოლიდაციამ დააჩქარა ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის განვითარება და ქართველი ერის ჩამოყალიბების პროცესი. ქართველი ერის ჩამოყალიბებას ბევრად შეუწყო ხელი IV საუკუნეში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის აღიარებამ, ქართული ქრისტიანული დამწერლობის შემოღებამ და უფრო გვიან (X ს.) ყველა ქართული სამეფო-სამთავროს გაერთიანების გზით ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს შექმნამ.

იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს უშუალო ანუ პირდაპირი წყარო საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ ძველი ეპოქისათვის, რიგ ისტორიულ გამოკვლევაში სხვადასხვა არაპირდაპირ მონაცემებზე დაყრდნობით გამოთქმულია ორი ძირითადი მოსაზრება. პირველი მათგანი დაფუძნებულია იმ ფაქტზე, რომ XIII საუკუნის შუა წლებში, მონღოლების გამოთვლით, ქართველებს უნდა გამოეყვანათ ლაშქარში 90 ათასი კაცი, რადგან 9 სრული შეძლების კომლზე ერთი მეომრის გამოყვანა ევალებოდათო; ამ ჰიპოთეზის თანახმად მაშინდელი საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონი სულითაა განსაზღვრული. მეორე მოსაზრება იმავე მონღოლების მიერ ქართველთა ლაშქარში გაწვევის მონაცემებს ეყრდნობა, მაგრამ ორჯერ უფრო ნაკლები მაჩვენებლით განსაზღვრავს XIII საუკუნის შუა წლების საქართველოს მოსახლეობას.

XIII საუკუნის მეორე მეოთხედიდან შექმნილი მძიმე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება საქართველოში გრძელდებოდა საუკუნეების მანძილზე და განაპირობებდა მოსახლეობის თანდათან კლებას, დროდადრო კი იწვევდა მოსახლეობის კატასტროფულ შემცირებას. საკმაოდ არახელსაყრელი დემოგრაფიული სიტუაცია შეიქმნა XVIII საუკუნის პირველ ნახევარშიც, როცა თურქეთისა და სპარსეთის აგრესიული ძალების შემოსევებმა და ქვეყნის შიგა აშლილობამ გამოიწვია დიდი მსხვერპლი მოსახლეობაში და სამხრეთის რიგი პროვინციის გაუკაცრიელება. ამის შედეგად 1770-იან წლებამდე კვლავ გრძელდებოდა მოსახლეობის აბსოლუტური რიცხოვნობის კლება. ამ დროისათვის საქართველოს მოსახლეობა მინიმუმამდე იყო შემცირებული და არ აღემატებოდა 750-770 ათასს (თანამედროვე საზღვრებში), რაც შეადგენდა მსოფლიოს მთელი მოსახლეობის 0,08%-ს.

გვიანი შუა საუკუნეების მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა პირობებმა არა მარტო შეაჩერა ქართველი ერის მატერიალური და სულიერი კულტურის შემდგომი აღმავლობა, არამედ უაღრესად უარყოფითად იმოქმედა ქვეყნის დემოგრაფიულ ვითარებაზე, რის შედეგადაც რეალური საფრთხე შეექმნა თვით ერის ფიზიკურ არსებობას.

XIX საუკუნეში თუმცა დაიწყო ქართველების აბსოლუტური რაოდენობის მატება, მაგრამ ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა არაქართველთა გაძლიერებულ ჩამოსახლებას საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში, რამაც გამოიწვია ძირითადი აბორიგენული მოსახლეობის ფარდობითი რაოდენობის თანდათან კლება. ამ მხრივ კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა შეიქმნა ჩვენი საუკუნის პირველ ნახევარში. ჯერ იყო და, 900-იან წწ. მოხდა სომხების მასიური ჩამოსახლებანი, შემდეგ კი ორი მსოფლიო ომს შუა პერიოდი აღინიშნა ახალი მკვეთრად დაქვეითებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ჩვენი ძირითადი მოსახლეობის ბუნებრივი ზრდა მაღალ დონეზე იდგა, 1939 წ. ქართველებზე მოდიოდა რესპუბლიკის მთელი მოსახლეობის 61,4%. არც მანამდე და არც შემდგომში, მოსახლეობის საყოველთაო აღწერებს არ დაუდგენიათ ქართველების ასეთი მცირე ხვედრითი წონა მთელ მოსახლეობაში.

გასული საუკუნის შუა წლები გვევლინება ქართველი მოსახლეობის ფარდობითი რაოდენობის დინამიკაში თავისებური გარდატეხის პერიოდად: თუ მანამდე მთელი საუკუნე-ნახევრის მანძილზე ქართველების ხვედრითი წონა მცირდებოდა, შემდგომში უკვე მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა იცვლება სხვა მიმართულებით – მაღლდება ქართველების ფარდობითი რაოდენობა (იხ. ცხრილი).

ქართველების რიცხოვნობის დინამიკა საქართველოში 1800-2002 წლებში.

წლები ქართველი მოსახლეობის რაოდენობა (ათასობით) ქართველთა ხვედრითი წონა მთელ მოსახლეობაში (%)
1800 წ.—-622,6 ათასი—- 79,4 %
1832 წ.—-677,1 ათასი—-75,9%
1865 წ.—-950,6 ათასი—-73,8%
1886 წ.—-1188,1 ათასი—-72,4 %
1897 წ.—-1331,3 ათასი—-69,4 %
1926 წ.—-1788,2 ათასი—-66,8%
1939 წ.—-2173,6 ათასი—-61,4 %
1959 წ.—-2600,6 ათასი—-64,3%
1970 წ.—-3130,7 ათასი—-66,8 %
1979 წ.—-3433,0 ათასი—-68,8%
1989 წ.—-3787,4 ათასი—-70,1%
2002 წ.—-3661,1 ათასი—-83,8 %

XIX საუკუნის დასაწყისიდან ქართველების რაოდენობის გაორკეცებას საქართველოს თანამედროვე საზღვრებში დასჭირდა 90 წელი. XX საუკუნეში ბოლო გაორკეცება მოხდა 60 წლის მანძილზე (1930-1990 წწ.) სხვანაირად რომ ვთქვათ, ქართველების რიცხვი წინა საუკუნეში ერთნახევარჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე XIX საუკუნეში; ეს მაშინ, როცა XX საუკუნის მანძილზე ჩვენი ერის რიცხოვნობის ზრდა ბევრად შეაფერხა ორმა მსოფლიო ომმა, აგრეთვე 20-იანი და 30-იანი წწ. სისხლიანმა რეპრესიებმა. მთლიანად 190წ. მანძილზე (1800-1990 წწ.) ქართველების რიცხოვნობა დღევანდელი საქართველოს ფარგლებში გაიზარდა 6,2-ჯერ. მსოფლიოს მთელი მოსახლეობა იმავე პერიოდში გაიზარდა 952 მლნ-დან 5,4 მლრდ-მდე, ანუ 5,7-ჯერ. უნდა აღინიშნოს, რომ XIX საუკუნის დასაწყისიდან მთელი 140წ. მანძილზე ქართველების რიცხვი საქართველოში უფრო სწრაფად იმატებდა, ვიდრე მსოფლიოს მთელი მოსახლეობა. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში კი შებრუნებული მდგომარეობაა, რაც გამოწვეულია ჩვენი დიდი დანაკარგებით მეორე მსოფლიო ომში, აგრეთვე ომისშემდგომ პერიოდში საშუალოდ მსოფლიოს მთელი მოსახლეობის მეტად დაჩქარებული მატებით და ქართველების ნელი ზრდით. ზოგადად უნდა ითქვას, რომ 190 წლის მანძილზე ქართველების მატება უფრო თანაბარი იყო მსოფლიოს მოსახლეობასთან შედარებით. ქართველებში და მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ჩვენს რესპუბლიკაში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და ქურთებს, არ ყოფილა გამოსახული ის “დემოგრაფიული აფეთქება”, რომელსაც ადგილი აქვს მსოფლიოში (ძირითადად განვითარებად ქვეყნებში) XX საუკუნის მეორე ნახევარში.

საქართველოს მთელი მოსახლეობის რიცხოვნობის დინამიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ გარე მიგრაციული პროცესები, მაგრამ ამ უკანასკნელთა როლი შედარებით უმნიშვნელოა საკუთრივ ქართველების რაოდენობის ცვლილებაში. ქართველების მატებაში გადამწყვეტია ბუნებრივი მატება, გარე მიგრაციული პროცესები კი ამცირებენ მატების ტემპებს, რადგან წასულთა რიცხვი სჭარბობს მოსულთა რაოდენობას. რაც შეეხება არაქართველებს, მათი ძირითადი ნაწილის გამრავლებას მეორე მსოფლიო ომამდე ხელს უწყობდნენ გარე მიგრაციები, ხოლო 50-იან წწ. მდგომარეობა სიმეტრიულად შეიცვალა: ყოველწლიურად არაქართველთაგან მეტი მიდის რესპუბლიკიდან, ვიდრე მოდის, ანუ მექანიკური გადაადგილება ამცირებს მათი მატების ტემპს.

ცხრილიდან ნათლად ჩანს პირველი და მეორე მსოფლიო ომების უარყოფითი გავლენა ქართველი მოსახლეობის გამრავლებაზე. თუ მხედველობაში არ მივიღებთ გასული საუკუნის პირველ მესამედს, როდესაც მოსახლეობის მატების ხელშემწყობი პირობები ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი, ყველაზე დაბალი ქართველების მატება იმ ისტორიულ მონაკვეთებშია, რომლებიც მოიცავენ ომის წლებს. რაც შეეხება დანარჩენ ისტორიულ პერიოდებს, ქართველების საშუალო წლიური მატების ტემპი ახლოს დგას ბუნებრივ მატებასთან. ამ მხრივ გამონაკლისია ბოლო 1970-80-იანი წლები როდესაც ქართველების ბუნებრივ მატებას მნიშვნელოვნად ჭარბობს ფაქტობრივი მატება. აქ მხედველობაშია მისაღები შემდეგი გარემოებანი: მიმდინარეობდა არაქართველების ერთი ნაწილის ბუნებრივი ასიმილაცია ქართველებთან; ბევრმა ქართველმა XVIII-XIX საუკუნეებში მიიღო გრიგორიანული სარწმუნოება და იწერებოდა სომხად, ბოლო წლებში კი მათმა ნაწილმა აღიდგინა თავისი ეროვნება.

ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ძირითად ხალხებთან შედარებით, ქართველები ყველაზე მეტად არიან თავმოყრილი თავის სამშობლოში. 1989 წ. მთელ საბჭოთა კავშირში მცხოვრები ქართველების 95,1% დამკვიდრებული იყო საქართველოში. 30-იანი წლებიდან დაწყებული, ბევრად უფრო სწრაფად იმატებდა ქართველების რიცხვი სხვა რესპუბლიკებში, ვიდრე საქართველოში.

1926-1989 წლებში ქართველების რაოდენობა საქართველოში გადიდდა 2,1-ჯერ, სსრკ-ის დანარჩენ რესპუბლიკებში კი 5,8-ჯერ. ეს მაშინ, როცა სხვა რესპუბლიკებში დამკვიდრებული ქართველების ნაწილი განიცდის ასიმილაციას, ანუ იცვლის თავის ეროვნულ კუთვნილებას. ცხადია, ადგილი ჰქონდა აღნიშნულ წლებში ქართველების ნაწილის წასვლას სხვა რესპუბლიკებში. უკანასკნელი წლების მანძილზე ათეული ათასობით ქართველი გადავიდა სხვა რესპუბლიკებში. ომამდელ წლებში წასულთა რიცხვი შედარებით მცირე იყო, თანდათან იზრდებოდა ომისშემდგომ პერიოდში და მაქსიმუმს მიაღწია 70-80-იან წწ. მეზობელ რესპუბლიკებში სოფლად ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე – საინგილოში, აგრეთვე სოფელ პლასტუნკაში – სოჭის მახლობლად. საინგილო ყოფილი აღმოსავლეთ კახეთის ტერიტორიაა და ინგილოები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობაა, პლასტუნკაში კი რაჭველები ჩასახლდნენ XIX საუკუნის მიწურულში. რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქებში მრავალჯერ მეტი ქართველი ცხოვრობს, ვიდრე სოფლად. ქართველების საკმაოდ მოზრდილი კოლონიებია ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებში – ვლადიკავკაზში, ნალჩიკში და კისლოვოდსკში. ვლადიკავკაზში ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყეს ჩასახლება მოხევეებმა, ორ დანარჩენ ქალაქშიც უკვე კარგა ხანია დამკვიდრდნენ ზემო რაჭის ქართველები.

საქართველოს ფარგლებს გარეთ, ყოფილი სსრ კავშირის სხვა რესპუბლიკებში 1989 წ. მონაცემებით ქართველები ცხოვრობენ ყველაზე მეტი რაოდენობით (ათასობით): რუსეთის ფედერაციაში – 130,7; უკრაინაში – 23,5; აზერბაიჯანში – 14,2; ყაზახეთში – 9,5; უზბეკეთში – 4,7; ბელორუსიაში – 2,8. დანარჩენი რესპუბლიკებიდან კი თითოეულში ცხოვრობს დაახლოებით ათასი ქართველი. ბევრი ქართველია მოსკოვში, პეტერბურგში, კიევში, ხარკოვში, აგრეთვე დონბასის და ურალის ქალაქებში. დასახელებულ ქალაქებში მცხოვრებ ქართველებს შორის ბოლო დრომდე ჭარბობდა ინტელიგენცია და სტუდენტობა. განსაკუთრებით გახშირდა ქართველების წასვლა რუსეთში და ზოგ სხვა ქვეყანაში 1991-წლიდან დღემდე.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ თურქეთსა და ირანში. დღევანდელი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ყოფილი ქართული პროვინციები – ტაო-კლარჯეთი, შავშეთი, არტანუჯი, კოლა, ბასიანი და სხვ. უძველესი დროიდან დასახლებული იყო ქართველებით. XVI საუკუნიდან, ამ პროვინციების თურქების მიერ დაპყრობის შემდეგ, მათ ძალდატანებით მიიღეს ისლამი; შემდგომში ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა ადგილებში ჩაასახლეს. ყოველივე ამის შედეგად ქართველების უმეტესობამ განიცადა ასიმილაცია თურქებთან და დაჰკარგა დედაენა. ამის მიუხედავად, ქართველების ნაწილმა თურქეთში დღემდე შეიუნარჩუნა ქართული ენა და ზნე-ჩვეულებანი. საქართველოს მოსაზღვრე შავი ზღვის სანაპირო ზოლში თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს აგრეთვე ქართველური მოდგმის ხალხი – ლაზები. ზოგიერთი მონაცემებით მათი რაოდენობა გასული საუკუნის შუა წლებში შეადგენდა 300 ათასს.

თურქეთში ქართველების განსახლების საკმაოდ ვრცელი ტერიტორია წარმოადგენს ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის გავრცელების არეალს. ჩვენ დრომდე შემორჩა იქ ქართული არქიტექტურის კლასიკური პერიოდის შესანიშნავი ძეგლები: ტაძრები – ხახული, ოპიზა, ოშკი, ბანა და სხვ. ასევე ციხეების, ხიდების ნანგრევები. იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი მსოფლიო ომის წლებში და შემდგომ პერიოდში ბევრი ქართველი ჩასახლდა დასავლეთ ანატოლიაში, ქართველთა დასახლებები გაჩნდა ბურსის, სინოპისა და სხვა ქალაქების მიდამოებში.

ირანში, მხოლოდ ფერეიდანის პროვინციაში, მეორე მსოფლიო ომამდელ პერიოდში ქართველები შეადგენდნენ 10 ათასზე მეტს. ქართველები ცხოვრობენ აგრეთვე ირანის პროვინციების – გილიანის, მაზანდერანის, აზერბაიჯანის სოფლებში, ომის შემდგომ პერიოდში ბევრი ფერეიდნელი ქართველი ჩასახლდა ირანის ქალაქებში, მათ შორის თეირანში (რამდენიმე ოჯახი საქართველოშიც ჩამოვიდა).

1921 წ. სამშობლოდან ლტოლვილმა ქართველებმა საფრანგეთში შექმნეს კოლონია. მომდევნო წლებში მათ მიემატა ახალგაზრდა ემიგრანტები, რომლებმაც სწავლის მიზნით თუ პოლიტიკური მოტივით დატოვეს საქართველო.

მეორე მსოფლიო ომის წლებში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი ჯარისკაცები მოხვდნენ დასავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანაში. ბევრი მათგანი იბრძოდა პარტიზანულ რაზმებში ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ. ცნობილია, თუ როგორ დაიღუპა ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე 1945 წ. გაზაფხულზე გერმანელთა წინააღმდეგ აჯანყების შედეგად 500-ზე მეტი ქართველი ტყვე-ჯარისკაცი.

ომისშემდგომ პერიოდში ქართველების ნაწილი ევროპიდან ამერიკაში გადასახლდა. იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში არ არსებობს ჩვენ თანამემამულეთა კომპაქტური დასახლება, იქ მცხოვრებ ქართველებს ადგილობრივ ხალხებთან ასიმილაცია მოელით.

განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქაში ქართველი ერის ჩამოყალიბება და პოლიტიკური კონსოლიდაცია ქვეყნის ცალკე ნაწილების შეკავშირებასაც ნიშნავდა. ამავე დროს უძველესი დროიდან არსებული ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები კვლავ ინარჩუნებენ ტრადიციულად დამკვიდრებულ ეთნოგრაფიულ თავისებურებებს, რაც მატერიალური და სულიერი კულტურის არაერთ ელემენტში აისახებოდა. ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები დღესაც განაგრძობენ თავის არსებობას, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში, როცა გაძლიერდა მოსახლეობის მობილურობა, ურბანიზაცია შეიჭრა ცხოვრების მრავალ სფეროში, წინსვლა განხორციელდა განათლების, კულტურისა და მეცნიერების საქმეში, იმდენად გათანაბრდა საქართველოს ცალკეული რეგიონების ეთნოგრაფიული თავისებურებანი, რომ მინიმუმამდე შემცირდა მანამდე მათ შორის არსებული სხვაობანი. დღეს არსებული ყველა ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინცია წარმოადგენს ერთიანი ეროვნული სხეულის შემადგენელს, მათი საერთო ნიშნები მრავალჯერ უფრო მძლავრადაა გამოსახული, ვიდრე ეთნოგრაფიული ჯგუფების ყოფითი თუ სხვა თავისებურებანი.

წყაროები:

_ პ.გუგუშვილი, საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX სს. ტ.I, თბილისი 1949, გვ. 456-611;
_ ქართული სახელმწიფოებრიობის სათავეებთან, თბ., 2001. (სამეცნიერო დისკუსიის მასალები);
_ ვ.ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა XVIII-XX საუკუნეებში, თბილისი 1984;
_ ვ.ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა. თბილისი, 1996 გვ. 297-305.
– საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები, თბილისი 2002, ტ. I-II.

 

 “დესპანი

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s