Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ე. ანდერსენი – დნობადი საქართველო

 

 

ენდრიუ ანდერსენი

პოლიტოლოგიისა და ისტორიის პროფესორი

კალგარის უნივერსიტეტის სამხედრო-სტრატეგიული
კვლევების ცენტრის კავკასიის სპეციალისტი

 

 

დნობადი საქართველო: ტერიტორიული ცვლილებები საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისა და განმტკიცების წლებში

შესავლის ნაცვლად

არავისთვის საიდუმლო არ არის ის, რომ კომუნისტური იმპერიების სსრკ-სა და იუგოსლავიის დაშლას XX საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში თან სდევდა სისხლისმღვრელი სასაზღვრო კონფლიქტები და ეთნიკური ომები, რომელთა უმრავლესობა დღესაც არ დასრულებულა. მოცემული მასალის სტრუქტურა და მოცულობა საშუალებას არ გვაძლევს დავწეროთ იმის შესახებ, თუ რომელი ძალების მიერ და რა მიზნით იქნა ეს ომები და კონფლიქტები პროვოცირებული. ამის შესახებ საკმაოდ ბევრი დაიწერა და ბევრიც დაიწერება. ჩვენც დავტოვებთ „მინდვრების იქით“ პროპაგანდისტული არგუმენტებისა და მითების მთელს სპექტრს, რომლებიც გამოყენებულ იქნა კონფლიქტების გაღვივებისათვის თანამდეროვე იარაღის ძალაზე, მოსყიდვისა და კორუფციის არანაკლებ დამანგრეველი ძალის დამატებით.

აქ ჩვენ გვსურდა შევჩერებულიყავით „იმპერიალისტ-პატრიოტთა“ პროპაგანდის ერთ-ერთ არგუმენტზე, რომელიც მომდინარეობს ყოფილი მეტროპოლიიდან, რომლის თანახმადაც თითქმის ნებისმიერი ახლად წარმოქმნილი სახელმწიფოების ტერიტორია ფორმირებული იყო მეტროპოლიის ძალისხმევითა და „საჩუქრებით“. თუ ჩვენ მასებს ვაიძულებთ მოცემული თვალსაზრისი ფაქტად აღიარონ, მაშინ ჩნდება შესაძლებლობა ტერიტორიული გადაკეთების „დასაბუთებისა“ და ახალი სახელმწიფოების   ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მოთხოვნის „უსაფუძვლობისა“, რომლებიც ვითარდებიან „ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებიდან“. იურიდიულად განათლებული მოქალაქეებისათვის თვალნათელია, რომ რეჟიმის ან მთავრობის  ცვლილება ამა თუ იმ ქვეყანაში არ წარმოადგენს მისი ტერიტორიის შეცვლის ან მისი წინამორბედი მთავრობის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების გაუქმების საფუძველს. ერთია მხოლოდ, რომ საზოგადოების ძირითადი მასა არ ფლობს იურიდიულ ცოდნას, რომელიც საკმარისია ზემოთთქმულის გასაგებად და სავსებით შეუძლია ახლადწარმოქმნილი სახელმწიფოების საზღვრების გარდაქმნის იდეის მიღება, როგორც ლეგალურად დასაბუთებულის.

90-ანი წლების დასასრულს „ისტორიული სამართლიანობის აღდგენის“ მიზნით აგრესიის მსხვერპლი გახდა ბევრი „ახლადწარმოქმნილი“ (თავს უფლება დავრთოთ, ეს სიტყვა ჩავსვათ ბრჭყალებში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მრავალი ახლადწარმოქმნილი“ მეტროპოლიაზე დიდი ხნით ადრე არსებობდა, და მათი დამოუკიდებლობის პერიოდი გრძელდებოდა არასრული 50 წლებიდან არასრულ ორას წლებამდის, რაც განსვენებული პრინცის ვ. კ. რომანოვ-ჰოენზოლნერის გამონათქვამით არის „მხოლოდ ინტერმეცო ისტორიის სიმფონიაში“). უფრო ნათელი მაგალითის სამსახურის გაწევა შეუძლიათ ლიტვას, ხორვატიას, ბოსნიასა და საქართველოს. ლიტვაში პროვოცირებულმა მხარეებმა შეძლეს საკმარისი თავშეკავების, პრაგრატიზმის, ჰუმანურობისა და პოლიტიკური სიბრძნის გამოჩენა, ეთნიკური კონფლიქტების განვითარების არ დაშვება. ხორვატიამ თავი ვერ დააღწია გამანადგურებელ ომს და ტერიტორიის მესამედის დროებით დაკარგვას. ხორვატიის ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილ იქნა მხოლოდ 1996 წელს ევროპის დიდი სახელმწიფოების ძალისხმევით (კერძოდ გერმანიის).

ამან კი მაინც ვერ იხსნა ხორვატია ათასობით ადამიანის სიცოცხლის დაკარგვისაგან, მილიარდობით ზარალისაგან, ევროპული ცივილიზაციის ულამაზესი  ძველი ქალაქ-მუზეუმების დაბომბვისა და ნგრევისაგან (ხორვატიის ქალაქების ბარბაროსული დაბომბვები ხორციელდებოდა სერბეთ-იუგოსლავიის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ ნატოს საჰაერო შეტევამდე გაცილებით ადრე 1991-1993 წლებში).

ბოსნია, როგორც ერთიანი სახემწიფო ლიკვიდირებულ იქნა მაშინვე, როგორც კი დაიბადა. ეს მიწა გახდა ეთნიკური ნიშნის მიხედვით მასიური მკვლელობებისა და უპრეცედენტო ნგრევების არენა. დღეს ბოსნია არსებობს გაეროს საერთაშორისო კონტიგენტის განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ და საქმის არსით წარმოადგენს საერთაშორისო პროტექტორატს.

საქართველოს დაშლის პირველდაწყებითი გეგმა პრაქტიკულად ასი პროცენტით განხორციელდა (საერთაშორისო თანამეგობრობის სრული თვითჩამოცილებით). დღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დე ფაქტოდ მოწყვეტილია საქართველოდან, და განსაზღვრულ ძალებს გამოაქვთ ამ სახელმწიფოს შემდგომი დაშლის გეგმები. ანტიქართული პოლიტიკური დაჯგუფებები და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რუსეთის საინფორმაციო საშუალებები არ წყვეტენ იმ იდეების გათამაშებას, რომ საქართელო ყოფილი საქართველოს სსრ-ს საზღვრებში რუსეთის მიერ იყო ფორმირებული (ან სსრკ-ს, რაც ამ ჯგუფების მსოფლმხედველობით ერთი და იგივე იყო) და ამგვარად – უნდა დაიშალოს „იმპერიიდან წასვლის“ შედეგად. წინამდებარე ესსეში ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ და ჩამოვთვალოთ ტერიტორიული ცვლილებები, რომლებიც განიცადა საქართველომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისა და განმტკიცებისას (ან იმპრიაში დაბრუნებისას) 1921-დან 1936 წლამდის. წინამდებარე ტექსტის ფარგლებიდან არ გამოდის ამა თუ იმ საზღვრის „ისტორიული სამართლიანობის“ ან „ისტორიული უსამართლობის“ ანალიზი. მათ შორის და იმიტომ, რომ „ისტორიული სამართლიანობის“ ობიექტური განსაზღვრისას საჭირო იქნებოდა კრიტერიუმების გამომუშავება. დღეს კი ამისათვის ვერც ისტორიკოსებმა და ვერც პოლიტიკოსებმა ვერ მოიცალეს.

წინამდებარე ტექსტის ავტორს მიაჩნია აუცილებლობად ხაზი გაუსვას იმას, რომ ის არ წარმოადგენს არცერთი ეთნოსის წარმომადგენელს, რომელთა ინტერესები პირდაპირ თუ ირიბად განიხილება ტექსტში. თუ წინამდებარე ტექსტი რომელიმეს პატრიოტულ გრძნობებს შეურაცყოფას მიაყენებს, ავტორი ითხოვს იმის გათვალისწინებას, რომ ეს სრულიად უნებლიედ ხდება და იმთავითვე ითხოვს გულწრფელ ბოდიშს.

ტექსტის დამატებად ავტორის მიერ შექმნილია ორი ფერადი რუკა, რომლებშიც მოცემულია ტერიტორიების ცვლილებები მოცემულ დროში.

 

საქართველოს ტერიტორიული ფორმირება (1918 წლის ნოემბერი – 1920 წლის ოქტომბერი)

დამოუკიდებელმა საქართველომ, რომელიც გამოცხადდა 1918 წლის 26 მაისს, 1918 ნოემბრიდან – I მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ და კავკასიიდან თურქეთისა და გერმანიის ჯარების გაყვანით (რუსეთის ჯარები ევაკუირებული იქნენ ჯერ კიდევ იმავე წლის თებერვალში) მიიღო  თავისი ტერიტორიის დამოუკიდებლად ფორმირების და კონსოლიდაციის შესაძლებლობა. საქართველოს ტერიტორიული ფორმირება ხორციელდებოდა თბილისში მენშევიკური მთავრობის ძალისმიერი აქციებისა და პოლიტიკური მანიპულაციების კომბინაციების გზით, „გამარჯვებული სახელმწიფოების“ – დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ს ხელმძღვანელობისა და მფარველობის ქვეშ. მოცემულ პერიოდში ტერიტორიის ფორმირება არ გამოირჩეოდა ორიგინალობით: ომის შემდგომ პერიოდში აღმოსავლეთ ევროპის და ახლო აღმოსავლეთის როგორც ახალი, ასევე „არც მთლად ახალი“ სახელმწიფოები (გამარჯვებული სახელმწიფოების გამონაკლისით) ტერიტორიების გაფართოებას ანხორციელებდნენ მეზობელი სახელმწიფოების ან დროებითად უმართავი, „უპატრონო“ ტერიტორიების ხარჯზე.

შესაძლებელ კითხვაზე იმის შესახებ, რომ როგორ უთავსდებოდა „გამარჯვებულ სახელმწიფოთა“ და საბჭოთა რუსეთის მიერ დეკლარილებულ პრინციპებს ეთნიკური ჯგუფების თვითგამორკვევის პრინციპი, შეიძლება გაეცეს ცალსახა პასუხი: სრულიად არა. რამდენიმე რეფერენდუმი, რომლებიც ჩატარდა იმ პერიოდში სადაო ტერიტორიაზე ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაში, წარმოადგენს უფრო გამონაკლისს, ვიდრე წესს. მაგრამ ეს დასახელებული რეფერენდუმებიც კი ჩატარებულ იქნენ პროცესუალური ნორმების უხეში დარღვევით და ყოველთვის არ გამოხატავდნენ მოსახლეობის ინტერესსა და აზრს.

საზღვრები, რომლებიც მხედველობაში იქნა მიღებული და განმტკიცებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფორმირებისას მითითებულ პერიოდში, ყოველთვის არ ემთხვეოდა ეთნიკურ საზღვრებს, რაც ტიპიური იყო ევროპის და ახლო აღმოსავლეთის საზღვრებისათვის. ამა თუ იმ ტერიტორიის საქართველოს მმართველობაში გადასვლისას მოსახლეობა ან მიესალმებოდა (შემთხვევებში, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობას  ქართველები შეადგენდნენ) ან კიდევ ეკიდებოდნენ ენთუზიაზმის გარეშე, მაგრამ სრულიად შემწყნარებლურად (მაგალითად რუსებით, სომხებით, ოსებით, და აზერბაიჯანელ-თათრებით დასახლებულ მრავალ ტერიტორიაზე). რიგ შემთხვევებში მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებას ხვდებოდა მტრულად – პარტიზანული ბრძოლების ტაქტიკაზე გადასვლამდის (მესხეთის, ტაოს და აფხაზეთის არაქართული მოსახლეობის ნაწილი). ერთი კია, რომ მტრული რეაქცია მრავალ შემთხვევაში პროვოცირებული იყო გარედან – თურქეთის, რსფსრ-ს და სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების – თეთრი გვარდიის აგენტების მიერ.

როგორც უკვე ითქვა, მოცემული ტექსტის ფარგლებს გარეთ ვტოვებთ კითხვას საქართველოს საზღვრების „ისტორიული სამართლიანობის“ შესახებ, რომლებიც ფორმირებული იყო 1920 წლის ოქტომბრისათვის, თუმც როგორც ეტყობა აღნიშვნად ღირს, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) საზღვრები არა მხოლოდ არ გამოსულა ქართული სახელმწიფოების მნიშვნელოვანი გაფართოების პერიოდის საზღვრებიდან (XII-საუკუნის დასასრული და XIII საუკუნის დასაწყისი), არამედ არც კი მიახლოებია ამ საზღვრებს.

1920 წლის ნოებრის შუა რიცხვებში საქართველოს მთავრობა მეტნაკლები ეფექტურობით აკონტროლებდა შემდეგ ტერიტორიებს:

1. ყოფილ თბილისის გუბერნიას, ზაქათალის ოლქის ჩათვლით (დღეს ეს არის აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთის ოთხი რაიონი – ალიაბადის, ბელაქანის, ზაქათალისა და კახის) და ყოფილი ბორჩალოს მაზრის ლორეს მხარე (აწინდელი სომხეთის ნაწილი).

2. ყოფილ ქუთაისის გუბერნიას, სოხუმის ოლქის ჩათვლით (ტერიტორიულად თითქმის დღევანდელი აფხაზეთის შემადგენლობით) და ბათუმის ოლქს (ტერიტორიულად თითმის სრული თანამედროვე აჭარის შემადგენლობით, თანამედროვე თურქეთის ჩურუყის ვილაიეთით და რიზეს ვილაიეთის ნაწილით);

3. ყოფილი ყარსის ოლქის არდაგანის მხარეზე სომხეთისათვის დათმობილი გელის და  ჩირდირის ნაწილის გარეშე  (ამჟამად შედის თურქეთის ყარსის ვილაიეთში); საქართველო აცხადებდა პრეტენზიას აგრეთვე ყოფილი ყარსის ოლქის ოლთისის მხარეზე  (ისტორიული ტაოს პროვინცია), მაგრამ მათი დაუფლება მაინც ვერ შეძლო.

ზემოთდასახელებული ტერიტორიები იმყოფებოდა ოფიციალურად საქართველოს შემადგენლობაში. მათი სტატუსი გამყარებული იყო მთელი რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, რომლებიც ხელმოწერილი იყო ევროპული სახელმწიფოების შუამდგომლობით – უპირველესად დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის.

იმავე დროს, ზემოთნახსენები ტერიტორიების ოფიციალური სტატუსი უარყოფილ იქნა მეზობლების სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ.

სომხეთი (ე.წ. არარატის რესპუბლიკა) პრეტენზიას აცხადებდა ყარსის ოლქის არდაგანის მთელს მხარეზე, აგრეთვე ყოფილი თბილისის გუბერნიის ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრებზე. სომეხთა მოთხოვნების მოტივაცია მომდინარეობდა იქიდან, რომ ისტორიის განსაზღვრულ მომენტებში (XIII საუკუნემდის) არდაგანის მხარის ტერიტორიები, როგორც თანაბრად ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრებისა ისტორიულად შედიოდნენ სომხური სახელმწიფოების ტერიტორიებში. ეს სინამდვილეს მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება, რამდენადაც ადრეული შუასაუკუნეების პერიოდში მოცემული ტერიტორიები რეგულარულად გადადიოდნენ  ხელიდან ხელში და პერიოდულად შორდებოდნენ, როგორც სომხურ, ასევე ქართულ სახელმწიფოებს. XVI საუკუნის პირველი ნახევრის დასაწყისიდან კი ბორჩალოს მაზრის ტერიტორია არ გამოსულა ქართლის სამეფოს საზღვრებიდან და 1801 წელს აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენ ნაწილთან ერთად შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.

რაც შეეხება არდაგანისა და ახალქალაქის მხარეებს, ისინი ჯერ კიდევ XVI საუკუნის შუახანებში საბოლოოდ დაიპყრო თურქეთმა საქართველოსაგან. ეთნიკური თვალსაზრისით პრეტენზიები იმით იქნა გამართლებული, რომ 1919 წლისათვის სომხები მისი მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ. ამავე დროს სომხეთის პრეტენზიები ბორჩალოს მაზრაზე, და აგრეთვე არდაგანის მხარეზე ეთნიკურად სრულიად გაუმართლებელი იყო, რამდენადაც იქ მოსახლეობის უმრავლესობას თურქულენოვანი თათრები (აზერბაიჯანელები), აგრეთვე გერმანელები და რუსები შეადგენდნენ (ბორჩალოს მაზრა). როგორც სომხები, ასევე ქართველები ორსავე მაზრაში წარმოადგენდნენ ეთნიკურ უმცირესობას. 1918 წლის დასასრულისათვის და 1919 წლის დასაწყისისათვის მცდელობები მისი სომხეთთან მიერთებისა სომხეთისათვის დასრულდა წარუმატებლობით. სადავო ტერიტორიების დიდი ნაწილი დარჩა საქართველოს კონტროლის ქვეშ და ერთადერთ რეალურ შედეგს ამ ბრძოლისას წარმოადგენდა ეთნიკური დაძაბულობა, ორ ქრისტიანულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაუარესება და სატრანსპორტო კავშირის დაკეტვა სომხეთსა და მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საქართველოს პორტ ბათუმს შორის. 1918 წლის იანვარში სომხეთ-საქართველოს კონფლიქტის ესკალაცია დასრულდა მოლაპარაკებებით კავკასიაში დიდი ბრიტანეთის კომისსიონერის შუამდგომლობით. ამ მოლაპარაკებების შედეგად მხარეები დათანმხდნენ სომხეთისათვის ბორჩალოს მაზრის ლორეს მხარის სამხრეთი ნაწილის გადაცემას და დასახელებული მხარის ჩრდილოეთის ტერიტორიაზე სომხეთ-საქართველოს კონდომინიუმის დამყარებას. ბორჩალოს მაზრის მთელი დანარჩენი ტერიტორია და ახალქალაქის მაზრა უდაოდ იქნა აღიარებული საქართველოს ტერიტორიებად და სომხეთის მთავრობამ, მართალია მცირე ხნით, მოხსნა მასზედ პრეტენზიები. სომხეთის ნაციონალისტური წრეები კი უარს არ ამბობდნენ საქართველოსგან ამ ტერიტორიების დაპყრობის იდეებზე. მათ შორის ყველაზე რადიკალურები იჟინებდნენ ქართლის მიწების ანექსიას მდინარე მტკვარამდის, თბილისის ჩათვლით, რამდენადაც მათი თვალსაწიერიდან „ნამდვილ საქართველოს“ მხოლოდ დასავლეთ საქართველო წარმოადგენდა, აგრეთვე სერიოზულად იმედოვნებდნენ „სომხური კორიდორის გაჭრას“ შავ ზღვაზე ბათუმის დაპყრობით. სომეხი ნაციონალისტების ეს გეგმები ცხოვრებაში განუხორციელებელი დარჩა, თუმც ხელს უწყობდენ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაციებას და კონფლიქტის ორთავე მხარის პრესტიჟის დაცემას ანტანტის თვალში. 1919-1920 წწ. საქართველოს ხელმძღვანელების არაერთი მცდელობა, საბოლოოდ შეთანხმებულიყვნენ სომხეთთან სადაო ტერიტორიებზე, პრაქტიკულად უშედეგო აღმოჩნდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე ლორეს კონდომინიუმის იდეა. 1920 წლის ზაფხულის დასაწყისში სომხეთ-თურქეთის ომის გაჩაღებამ და სომხეთის თურქეთისა და საბჭოთა ჯარების მიერ დაპყრობამ ამავე წლის ნოემბერში გამოიწვია მთელი ლორეს მხარის ანექსია საქართველოს მიერ.

აზერბაიჯანის მთავრობა პრეტენზიებს აცხადებდა ზაქათალის მხარეზე, იმ მოტივაციით, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში ეს ტერიტორია ნომინალურად ექვემდებარებოდა ირანს, როგორც იმ დროისათვის მთელი აზერბაიჯანული მიწები წარმოადგენდა ირანის სახელმწიფოს ნაწილს. აზრბაიჯანის პრეტენზიები არ ატარებდნენ იმდენად ჯიუტ ხასიათს, როგორც სომხური და არ გამოუწვევიათ საბრძოლო შეჯახებები.

 ომ წაგებული თურქეთი იძულებული გახდა გაეყვანა მისი ჯარები კავკასიიდან, დასტოვა მხოლოდ მოხალისეთა კორპუსი მის მეგობარ აზერბაიჯანში (სარდალი ენვერ–ფაშა) და აგრეთვე რამოდენიმე ირრეგულირებული რაზმი ყარსის ოლქში, სადაც ადგილობრივი მარიონეტებით განხორციელდა „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის“ შექმნის წარუმატებელი მცდელობა (მცდელობა დასრულდა თითქმის მთელი ოლქის სომხეთისა და საქართველოს ჯარების მიერ ადგილობრივი ბეგების ხელისუფლების შენარჩუნებით მხოლოდ ოლთისის მხარეში). თურქეთის ნაციონალისტები და სამხედროები არ ეშვებოდნენ კავკასიაში ტერიტორიული ექსპანსიის იდეას. მათი თვალსაზრისიდან საქართველოსადმი მინიმალური მოთხოვნები შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ საზღვრების გადაწევა 1913 წლის ხაზიდან 1828 წლის ხაზზე. ამ შემთხვევაში თურქეთი დაიბრუნებდა არა მარტო ყარსის ოლქს და ბათუმის მხარეს, რომელიც დაკარგა 1818 წელს, არამედ მესხეთ ჯავახეთს (თბილისის გუბერნიის ახალქალაქის და ახალციხის მაზრებს). უფრო რადიკალური თურქი ნაციანალისტები მიიჩნევდნენ მთელი საქართველოს დაპყრობასა და ანექსიას. მხოლოდღა 1921 წლის მარტამდის ორთავე მხარე თავს არიდებდა შეიარაღებულ კონფლიქტს, ამავდროულად ემზადებოდნენ შესაძლო ომისათვის. სევრის ხელშეკრულების პირობებით, რომელიც ხელმოწერილ იქნა 1920 წლის 10 აგვისტოს საქართველოს წარმომადგენლების არყოფნით, და შესაბამისად ამერიკის პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის მეტად დაგვიანებული დამატებებით, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა სევრეში დაგეგმილ საქართველოს საზღვრებს უნდა გადასცემოდა აღმოსავლეთ ლაზისტანის ტერიტორია ქალაქებით რიზე, ათინა და ხოფა. მოცემული პროექტი არ იქნა რეალიზებული. საქართველომ არც კი სცადა აღმოსავლეთ ლაზისტანზე კონტროლის დამყარება, რამდენადაც კემალ ათათურქის მთავრობის უართან კავშირში მოეხდინა სევრის ხელშეკრულების რატიფიცირება, მსგავსი მცდელობები ნიჩნავდა საქართველოს ჩათრევას საშიშ და გაუთვალისწინებელი შედეგების ომში ქემალისტურ თურქეთთან. ამგავრ ავანტიურაზე წასვლა ვერ გაბედა ჟორდანიას წასვლამ სომხეთთან კავშირშიც კი, რომელმაც 1920 წლის სექტემბერში შეეცადა თავისი ჯარები გადაეადგილებინა სევრსის ხელშეკრულებით მისთვის გადაცემულ თურქეთის ტერიტორიებზე (ისტორიულად ეს ტერიტორიები უმრავლესობით უდაოდ იყო სომხური, მაგრამ სევრის ხელშეკრულების მომენტში ისინი იმყოფებოდნენ ქემალისტების და 1915-1917 წლის გენოციდის შედეგად დასახლებულ იქნა მხოლოდ თურქებითა და ქურთებით),  ეფექტური კონტროლის ქვეშ.

1918 წლის ზაფხულიდან 1919 წლის ბოლომდის საქართველო ჩათრეულ იქნა სამხრეთ რუსეთის სამხედრო ძალებთან სასაზღვრო ომში. სრსძ-ის ხელმძღვანელობამ (უპირველეს ყოვლისა გენერლები დენიკინი და ალექსეევი), როგორც სხვა და რუსეთის თეთრების მოძრაობის ხელმძღვანელობის უმრავლესობა, უკიდურესად კრიტიკულად უდგებოდნენ დაქცეული იმპერიის ყოფილი პროვინციების სახელმწიფოებრიობის მოპოვების იდეას. შეურიგებლობა „ახალიწარმონაქმნების“ მიმართ იწვევდა მრავალრიცხოვან კონფლიქტებს, რომლებიც ასუსტებდა თეთრ მოძრაობას და საბოლოო ანგარიშში განაპირობებდა მის კრახს. სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და საქართველოს შორის კონფლიქტი დაკავშირებული იყო არა იმდენად დენიკინის მიერ საქართველოს სახელმწიფოს არ ცნობასთან, არამედ შავი ზღვის გუბერნიის სოჭის მხარეზე ბატონობასთან. 1918 წლის ზაფხულში საქართველოს ჯარებმა (სარდალი გენ. მაზნიაშვილი) დაიკავეს შავიზღვის გუბერნიის მნიშვნელოვანი ნაწილი ტერიტორიიის და მოსახლეობის ქაოსისაგან და ანარქიისაგან დაცვის საბაბით (შავიზღვის გუბერნია ნამდვილად იმყოფებოდა ამ მდგომარეობაში იქ თეთრგვარდიელთა ძალების მისვლამდის). საქართველოს მთავრობა ცდილობდა აგრეთვე მისი ინტერესებისათვის შავი ზღვის გუბერნიაში მიეცა ისტორიული საფუძვლები, იხსენებდა რა იმის შესახებ, რომ დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის დროს სოჭისა და ნაწილობრი ტუაფსეს მხარის ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში შედიიოდა. მოგვიანებით სოჭის ტერიტორია რამდენიმე ხნის მანძილზე იმყოფებოდა იმერეთის სამეფოს და აფხაზეთის სამთავროს კონტროლის ქვეშ, სანამ ის არ დაიპყრეს თურქებმა და ადიღებმა XVII საუკუნეში. კონფლიქტი დენიკინის ჯარებსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის ატარებდა გაჭიანურებულ ხასიათს. საქართველოს ჯარების სამხრეთ-დასავლეთით წაწევისას მათ მიერ დაკავებული იქნა ქალაქი ტუაფსე, 1919 წლის გამნავლობაში კი შეჯახებები ხდებოდა სოჭის მხარის ტერიტორიაზე სოხუმის მხარის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში. ქალაქები სოჭი და გაგრა რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში. წითელი არმიის მიერ სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების განადგურების მომენტისათვის (1919 წლის თებერვალი-მარტი) საქართველოს ჯარების პოზიციები იმყოფებოდა სოჭისა და სოხუმის მხარეების საზღვრიდან რამდენიმე ვერსით დასავლეთით და გადიოდა მდინარე ფსოუზე, რომელზედაც ამ დროიდან გაივლო რუსეთ საქართველოს საზღვარი აფხაზეთის უბანზე.

 

საქართველოს ტერიტორიული ცვლილებები საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ (1921-1944)

1921 წლის თებერვალში წითელი არმია ომის გამოუცხადებლად შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, რსფსრ-სა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დადებული ხელშეკრულების დარღვევით. პრაქტიკულად, ერთდროულად დაიწყო ქემალისტური თურქეთის ჯარების შეტევა სამხრეთ დასავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან.

1921 წლის 19 მარტს დაეცა საქართველოს ჯარებისა და სახალხო მოლაშქრეების  ორგანიზებული წინააღმდეგობის უკანასკნელი კერები, რომელმაც მიიყვანა ამიერკავკასიის დაპყრობის საბჭოურ-თურქული სამხედრო ოპერაციების სერიების დამამთავრებელ ხაზამდის. საქართველოს დიდი ნაწილი აღმოჩნდა პრომოსკოვური მარიონეტული ე. წ. „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ მთავრობის იურისდიქციის ქვეშ, რომელიც სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების შესახედაობით უსიტყვოდ  ემორჩილებოდა საკავშირო კომინისტური პარტიის (ბ) ცკ-ს დირექტივებს კრემლიდან.  ყოფილი სოხუმის მხარის ოკრუგის (აფხაზეთი-სამურზაყანო) ტერიტორიაზე შეიქმნა ცალკეული „აფხაზეთის საბჭოთა რესპუბლიკა“, რომელიც ფაქტიურად არ ემორჩილებოდა თბილისის საბჭოთა ხელისუფლებას. თბილისის იურისდიქციიდან გამოყვანილ იქნა აგრეთვე ფშავ-ხევსურეთის ჩრდილოეთ ნაწილი და გადაეცა რუსეთის ფედერაციის მთიელთა ასსრ-ს შემადგენლობას (მოტივირება უცნობია ავტორისათვის). საბჭოთა ადმინისტრაციას დაქვემდებარებული ტერიტორიები მთლიანად იყო ოკუპირებული წითელი არმიის და საკავშირო ჩკ-ს ნაწილების მიერ, რომელიც მოსახლეობაში აწარმოებდა წმენდას. აჭარის სამხრეთი (ართვინის, შავშეთ-იმერხევის და ნაწილობრივ ბათუმიის მხარის გონიოს სექტორი),  აგრეთვე მთლიანად არდაგანის მხარე მოექცა თურქეთის ოკუპაციის ზონაში და იყვნენ ანექსირებული ქემალისტური თურქეთის მიერ ჯერ კიდევ 1922 წლის მოსკოვის ხელშეკრულებამდის, რომლის მიხედვითაც საბჭოთა და თურქეთის ჯარების გამიჯვნის ხაზი გახდა საქართველოს ახალი საზღვარი, უფრო სწორად თურქეთ-სსრკს, რომელიც ჩამოყალიბდა მოსკოვის ხელშეკრულების შემდეგ რამდენიმე კვირაში.

საქართველოს ტერიტორიების „კორექტირება” მეზობლების სასარგებლოდ გრძელდებოდა 1921 წლის მარტის შემდეგ, რომელიც დაიწყო საქართველოს სსრ-ს სსრკ-ს შემადგენლობაში ფორმალური შესვლით 1922 წელში (ამიერკავკასიის ფედერაციის შემადგენლობაში, რომელიც თავისი არსით წარმოსდგებოდა სამი საბჭოთა რესპუბლიკიდან: აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს სსრ). 1921 წლის ნოემბერში საქართველოს მოსწყვიტეს ლორეს (ალავედის) სექტორის ბორჩალოს მაზრა და გადაეცა სომხეთს (რომელიც თავის მხრივ იძულებული იყო აზერბაიჯანისთვის დაეთმო თავისი ტერიტორიის დიდი ნაწილი), 1922 წლის მარტის დასაწყისში კი ამიერკავკასიის საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ბიუროს ცკ-ს საქართველოს შემადგენლობიდან გამოიყვანეს ყოფილი თბილისის გუბერნიის ზაქათალის ოლქის ოთხი რაიონი და გადაეცა აზერბაიჯანს. აზერბაიჯანს გადაეცა აგრეთვე ნაწილი მცირედ დასახლებული და ნახევრადუდაბნო ტერიტორია მტკვარსა და იორს შორის. ეს ტერიტორია ადრე შედიოდა თბილისის გუბერნიაში, იწყებოდა სოფელ ყარა თალადან (დღესაც ეს სოფელი საქართველოს შემადგენლობაში იმყოფება, აზერბაიჯანის საზღვარზე, და როგორც სჩანს სხვა, ქართულ სახელს ატარებს) და მთავრდებოდა  სოფელ პოილუთი,  (საბჭოთა ჯარების საქართველოში შეჭრის პირველ დღეებში 1921 წლის თებერვალში ამ ადგილზე მიმდინარეობდა გააფრთებული ბრძოლები სტრატეგიული პოილის ხიდისათვის). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ისტორიის პირველი საუკუნეებიდან რუსეთის იმპერიის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს ანექსიამდე 1801 წელს, ეს ტერიტორია არასდროს გასულა კახეთის საზღვრებიდან.

ავტორს გაუგებლად წარმოუდგება აფხაზეთის ასსრ-ს ფორმალური სტატუსი, რომელიც 1921 წლის საბჭოთა პერიოდის უმრავლესი წყაროების მიხედვით ხელშეკრულების საფუძველზე შევიდა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში, ამავე დროს ზოგიერთი წყარო ამ მოვლენას ათარიღებს 1931 წლით. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა აღიარება, რომ არაუგვიანეს 1931 წლისა აფხაზეთი (სამურზაყანოსთან ერთად) დაუბრუნდა საქართველოს, რომლის შემადგენლობაშიც ის იმყოფებოდა 1921 წლის რუსეთ-თურქეთის აგრესიის დასაწყისამდის. სსრკ-ს შემადგენლობაში შემდეგშიც იყო საქართველოს ტერიტორიის საზღვრების გადაკეთების სხვა მცდელობები, რომელიც უპირველესად გამოიხატებოდა საქართველოს სსრ-სათვის ყარაჩაის, ბალყარეთის და სამხრეთ ჩეჩნეთის ნაწილის გადაცემით, მეორე მსოფლიო ომის დასასრულისათვის ამ ხალხების დეპორტაციის შემდეგ, დასახელებული ტერიტორიები კი სტალინის სიკვდილის შემდეგ და ამ ხალხების ნაწილობრივი რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ ჩამოსცილდა საქართველოს.

არსებობს სხვადასხვა მოსაზრება ამგვარი ტერიტორიული გადაკეთების მიზეზების შესახებ, რომლებიც სასურველია დარჩეს წარმოდგენილი ესსეს მიღმა. მოცემულ კონტექსტში არ წამოადგენს უმთავარესს, რომ ეს გაკეთდა საქართველოსთან როგორც „გამარჯვებულ ქვეყანასთან“ მიმართებაში ან კიდევ ქართველი ბოლშევიკების სრულიად საეჭვო „იდეალიზმის“ ძალისხმევით, რომელიც კონტრასტულია მათი თურქი და სომეხი კოლეგების აშკარა პრაგმატიზმთან მიმართებაში.

უმთავრესს წარმოადგენს მხოლოდ ის რომ, XX საუკუნის 80-იანი წლების დასასრულისათვის  საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ბრძოლის დასაწყისისათვის საქართველოს სსრ-ს ეკავა გაცილებით ნაკლები ტერიტორია, ვიდრე საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას რუსეთისა და თურქეთის მიერ მისი დაპყრობის წინ.

საქართველოს დანაწევრება გრძელდებოდა დამოუკიდებლობის მოპოვების გარიჟრაჟზეც (აფხაზეთის, „სამხრეთ ოსეთის“/სამაჩაბლოს ჩამოშორებით, პროვოკაციებით არაქართული და შერეული მოსახლეობით დასახლებულ სხვა რაიონებში), მაგრამ ეს პერიოდი სცილდება მოცემული ესსეს ფარგლებს.

ენდრიუ ანდერსენი.

 

მთარგმნელის შენიშვნა:

კანადელი ავტორის, ბატონ ენდრიუ ანდერსენის ესსეს ჩვენ აქ დავუმატებდით ამონარიდს ბატონ ლევან ურუშაძის წიგნიდან „ბოლშევიზმ-მენშევიზმი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921)“. ბატონ ლევან ურუშაძეს თავის ნაშრომში მოყვანილი აქვს ამონარიდები ცნობილი ქართველი მეცნიერისა და მოღვაწის, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის ალექსანდრე მანველიშვილის ნაშრომიდან „საქართველოს საზღვრები“, რომელშიც მოცემულია საქართველოს სიძულვილით გახრწნილი ქართველი ბოლშევიკების წყალობით ჩვენი სამშობლოს ძირძველი მიწების (კვადრატული კილომეტრობით) გაჩუქება-გაფეშქაშება ჩვენი „კეთილისმყოფელი მეზობლებისადმი“.

„მოსკოვმა გარეშეთათვის მოსაჩვენებლად, ე. წ. ამიერკავკასიის მთავრობებს 13 ოქტომბერს 1921 წ. ქალაქ ყარსში ახალი ხელშეკრულება დაადებინა, რაც არსებითად მოსკოვის აღნიშნული ხელშეკრულების დადასტურება იყო.

1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსის ხელშეკრულება ოსმალეთს უთმობს ყველა იმ ადგილა, რაც მოიპოვა ძველმა რუსეთმა 1829 წლის ადრიანოპოლის ზავის შემდეგ, ბათუმის გამოკლებით…

ეს მხარე, რომელიც ბოლშევიკებმა ოსმალეთს გადასცეს შეიცავს:

ართვისნის ოლქს  –  3339 კვ. კმ         მოსახლეობა  –  61.000

ფოცხოვის ოლქს   –   588 კვ. კმ           მოსახლეობა  –  18.000

არტაანის ოლქს    –  5137 კვ. კმ          მოსახლეობა   – 56.000

ოლთისის ოლქს   –  3051 კვ. კმ          მოსახლეობა  –  32.000

_____________________________________________

სულ:                        12.115 კვ. კმ        მოსახლეობა   – 164.000

გარდა აღნიშნული მხარეებისა, ბოლშევიკებმა გააჩუქეს საქართველოს ადგილები აღმოსავლეთითაც და სამხრეთ-აღმოსავლეთითაც. შახელდობრ, ბორჩალოს მაზრის ნაწილი 3.812 კვ. კმ და ზაქათალის ოლქი (დღევანდელი ზაქათალის, კახის და ბელაქნის რაიონების ტერიტორიები აზერბაიჟანში – ლ. უ.) 3.564 კვ. კმ.

ამგვარად, ბოლშევიკებმა თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს დაუთმეს  საქართველოს ტერიტორიის 19.416 კვ. კილომეტრის ტერიტორია“.

აღსანიშნავია ის, რომ მსჯელობისას ავტორი ეყრდნობა 1916 წლის სტატისტიკურ მონაცემებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ა. მანველიშვილის მიერ დასახელებულ ტერიტორიებს უნდა დაემატოს  შავიზღვისპირეთის ის მიწები, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ დაისაკუთრა ქართველ ბოლშევიკთა „მარჯვე ქმედების“ წყალობით.“ (ლ. ურუშაძე, დასახელებული ნაშრომი გვ. 27-28).

1991-1992 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ქართველთმოძულე შევარდნაძემ თავისი სავარძლის სანაცვლოდ რუსეთს უფეშქაშა აფხაზეთი და შიდა ქართლი, რომელიც საბოლოდ „გააფორმა“ მისმა სულიერმა ტახტის მემკვიდრემ მ. სააკაშვილმა:

აფხაზეთი          – 8.600 კვ. კმ

შიდა ქართლი  – 3.885 კვ კმ

ამრიგად, ბოლო ასწლეულში გასხვისებულ-მიტაცებული  ტერიტორიებია:

თურქეთს           – 12.115 კვ. კმ

სომხეთს             –  3.812 კვ. კმ

აზერბაიჯანს    – 3.564 კვ. კმ

აფხაზეთი          – 8.600 კვ. კმ

შიდა ქართლი   – 3.885 კვ. კმ

______________________

                       31. 976 კვ. კმ.

ამას უნდა დაემატოს სოჭის ოლქი და დღესამომდის ჩვენი მეზობლების მიერ გადმოჩოჩებული სასაზღვრო ხაზს მიღმა დარჩენილი ქართული მიწები.

შაგრენის ტყვავივით ასე მცირდება ოდესღაც დიდი საქართველო.

მთარგმნელი ალ. სანდუხაძე

 

  Э. Андерсен – «ТАЮЩАЯ ГРУЗИЯ»: ТЕРРИТОРИАЛЬНЫЕ ИЗМЕНЕНИЯ В ГОДЫ УСТАНОВЛЕНИЯ И  ЗАКРЕПЛЕНИЯ СОВЕТСКОЙ ВЛАСТИ (1921-1944)

7 Responses to “• ე. ანდერსენი – დნობადი საქართველო”

  1. jaba melkadze said

    სოჭის ოლქს რაც შეეხება, რამდენადაც ჩემი განათლება ასე, თუ ისე მაძლევს საშუალებას, ესაა ისტორიული ჩერქეზეთი (უბიხეთი, ჯიქეთი), არც არდაგანი და ლორე უნდა იყოს ქართული მიწები… აი დანარჩენი ტერიტორიები კი უდაოდ პანქართულია (ჰერეთი, აფხაზეთი, შავშეთი, ტაო, კლარჯეთი, ლაზეთი, მტკვარ-ოირშორისი უდაბნო)… მართლაც რომ თოვლივით დნება საქართველო, თან აფრიკაში ჩატანილი თოვლივით!

    Like

    • iberiana said

      ზ. რატიანი – პირიქითა საქართველო https://iberiana.wordpress.com/about/ratiani/

      Краснодарский Край – историческая территория Грузии

      •Россия присваивает

      Like

    • gega said

      Jaba Melkadze ლორე იმდენადვე არაქართული მიწაა რამდენადაც ქართულია …… ეს ტერიტორია საუკუნეების მანძილზე (დაახლოებით IX-X სს-დან.) წარმოადგენდა ხან საქართველოს ხან სომხეთის საკუთრებას ……. თუმცა ისიც აღსანიშნავია რომ 12 საუკუნიდან სომხეთმა შეწყვიტა თავისი არსებობა როგორც პოლიტიკურმა ერთეულმა …. ასე რომ ლორე მაინც უფრო ქართული მიწაა ვიდრე არაქართული ……..

      Like

    • რატი said

      სოჭზე და ლორეზე ძალიან ცდებით. სხვა მიწებზეც,. ძირძველი ქართული მიწები იყო. თუმცა მივტიროდეთ დაკარგულს, მაშინ როცა არსებულს ვერ ვუვლით, სასაცილოა. რაც გვაქვს იმას მივხედოთ და ისტორია ვისწავლოთ პარალელურად. კარგია ვიცოდეთ რაც იყო ჩვენი მაგრამ რაც ახლაა ჩვენი იმას მოვუაროთ ჯერ

      Like

  2. nesre said

    მაგ რუკას თუ დავხედავთ ოლთისის ოლქის მხარე ანუ ამიერტაოს და ისტორიული ოლთისის ნაწილი, აგრეთვე ალტანიის ოლქის ნაწილი (ისტორიული კოლა) წყვეტილი თეთრი ხაზით რატომ არის გამოყოფილი (მითვლილია თურქეთზე), მაგაზე უფრო დეტალური ინფორმაცია გაქვთ? რამდენდაც ვიცი ანტანტის მიერ არ იკო ეგ მიწები აღიარებული საქართველოს საკუთრებად ანუ ვვგულისხმობ დოკუმენტალურად თუ შუძლია ვინმეს ამის ახსნა?

    Like

  3. ამ ავტორმა ბევრი იშრომა ამ სტატიისთვის,თუმცა მან დაუდევრად ერთი შეცდომა დაუშვა, სააკაშვილს არ გადაუცია რუსეთისთვის შიდა ქართლი და აფხაზეთი,ვფიქრობ რომ დიდი სისულელეა,საერთოდ ამ სტატიის ავტორს თუ ახსოვს როგორ ბომბავდნენ რუსები და ოსი სეპარატისტები ცხინვალს და რუსეთი ომისთვის ემზადებოდა.

    Like

დატოვე კომენტარი