Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•საქართველოს ეთნიკური შემადგენლობის დინამიკა

♥ კოლხეთი და იბერია – KOLKHIBERIA

 

ბიძინა სავანელი, პროფესორი

საქართველოს ეთნიკური შემადგენლობის დინამიკა რეგიონების მიხედვით დავით აღმაშენებლიდან საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს სრულ ოკუპაციამდე

 

ქართული და უცხოური წყაროების რეტროსპექტული მიმოხილვა I  საუკუნის ცნობილი ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი შიდა ქართლს შუა იბერიის სახელწოდებით მოიხსენიებს. III საუკუნის უსახელო სომხური გეოგრაფის მიხედვით, შიდა ქართლის სახელწოდება ზენა სოფელი იყო. საერთოდ კი ქართლი (ადრე იბერია) მოიცავდა ტერიტორიას “თბილისიდგან და არაგვიდგან ვიდრე ტასისკარამდე და ფარავნამდე”. თემურ ლენგის შემოსევამდე არსებული ყველა წყარო ამ სივრცეში კომპაქტურად დასახლებულ არც ერთ არაქართველ ეთნოსს არ მოიხსენიებს.

ჯერ კიდევ ლეონტი მროველს “ქართლის ცხოვრებაში” მოხსენებული ჰყავს ერისთავი სახელად ჯავახოსი, რომელმაც მამისგან – მცხეთოსისგან – დაიმტკიცა მიწა-წყალი “ფარავნიდან ვიდრე თავამდე მტკვრისა”.

XI საუკუნის ისტორიკოსი ჯუანშერი ნაშრომში “ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა” (უნდა იკითხებოდეს: “ცხოვრება მგლისთავა ლომისა”: გურჯი (მგელი), ასლან (ლომი), იხ. პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის ნაშრომები), მიუთითებს, რომ ვახტანგ გორგასალმა თავის შვილებს თავისი მიწა-წყალი წუნდიდან სომხითამდე უანდერძა”.

შუა საუკუნეების იტალიელი მისიონერები, ევროპელი თუ არაევროპელი მოგზაურები შიდა ქართლის ჩრდილოეთ საზღვრად კავკასიონის ქედს მიუთითებენ.

არმენები (გვიანდელი სომხები) პირველად საქართველოს ტერიტორიაზე XII საუკუნეში მაშინ ჩნდებიან, როდესაც დავით აღმაშენებელმა 1122 წელს თბილისის აღების შემდეგ ლტოლვილი სომხები თბილისსა და გორში ჩაასახლა. ამ ფაქტს სომეხი ისტორიკოსი მათეოს ურხაეცი (XII საუკუნე) ადასტურებს.

სომხების მეორე დიდი ნაკადი საქართველოს ტერიტორიაზე XIII საუკუნეში მაშინ სახლდება, როდესაც მონღოლების მიერ ყარსიდან აყრილი სომხები ქვემო ქართლში სახლდებიან. ამ ფაქტს აღწერს XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსი კირაკოს განძაკეცი.

სომხების მესამე დიდი ნაკადი საქართველოს ტერიტორიაზე XIII საუკუნეში მაშინ სახლდება, როდესაც სასტიკი შიმშილის გამო სომხები, როგორც ამას სომეხი ისტორიკოსი თოვმა მეწოფეცი აღწერს, ზამთრის ჟამს არარატის მიმდებარე ტერიტორიიდან აიყარნენ და საქართველოსკენ გასწიეს.

სომხების მეოთხე დიდი ტალღა იბრაჰიმ ფაშის სახელთან არის დაკავშირებული, რომელმაც 1723 წელს განჯიდან თბილისში 3 000 სომეხი ჩაასახლა.

სომხების მეხუთე დიდი ნაკადი პასკევიჩის სახელთან არის დაკავშირებული, რომელმაც 1829 წელს თურქეთიდან დღევანდელი ახალქალაქის რაიონში სომხების ჩამოსახლებას ორგანიზაცია გაუწია.

პარალელურად თურქეთი აგრძელებს დასუსტებული საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. ამ მხრივ, უცხოურ წყაროდ გამოდგება თურქეთის მიერ XII საუკუნეში დაპყრობილი საქართველოს ტერიტორიის ის ნაწილი, რომელსაც თავად თურქებმა გურჯისტანის ვილაიეთი უწოდეს. გურჯისტანის ვილაიეთში შემავალი რაიონები ჩამოთვლილია 1595 წელს შედგენილ “გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში”. ესენია: ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონები, და არტაანის და ოლთისის ოლქები. გურჯისტანის ვილაიეთში სულ 1160 სოფელია დასახელებული.

“გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში” დაკონკრეტებულია ყოველი სოფლის თითოეული კომლის უფროსის სახელი, რაც საშუალებას გვაძლევს ამ სოფლებში მცხოვრებთა ეთნიკური ვინაობა დავადგინოთ. მაგალითად, სოფელ სხვილში ფიგურირებს ასეთი სახელები: პაპუნა, ლომინა, ბეჟანა, გროგოლა, მახარა, კვირიკე, აღდგომელა, წამალა, შიშია და ა.შ. ახალქალაქის სოფლებში: აბულში, აზავრეთში, ვარევანში, ბურნაშეთში,, ტურცხში, ქართვამში მოიხსენიება შემდეგი სახელები: ბერო, ბეჟანი, დემეტრე, მამუკა, თევდორე, მერაბი, საბა, იასონი, ჯიმშერი, ირემა, ზოსიმე, ლაშქარა, იმედა და ა.შ.

რაც შეეხება საქართველოს ჩრდილო საზღვარს, მის შესახებ ცნობას სომხური საისტორიო მწერლობის მამა მოვსეს ხორენაცი იძლევა. იგი გუგარენს და კლარჯეთს ქართულ მხარედ მოიხსენიებს რა, წმინდა ნინოს მარშრუტს შემდეგნაირად აღწერს: “შემდგომ ნეტარი ნინო წავიდა იქიდან, რათა თავისი ადვილგასაგები საუბრით ქართველთა ქვეყნის სხვა კუთხებიც დაემოძღვრა… მან სახარება იქადაგა კლარჯეთიდან ვიდრე ალანთა კარამდე და კასპიის კარებამდე”.

XI საუკუნის ბოლოს და XII საუკუნის დამდეგს ქართლის სამეფოს დასუსტების გამო “იწყება ოვსთა ოხრებად, ხოცად და რბევად და ტყვევნად ქართლისა”. (“ქართლის ცხოვრება”, ტ. II, გვ. 296).

მეფე დავით აღმაშენებლის და მის შემდგომ უახლეს პერიოდში ოსთა აქტიურობა არ ჩანს. მხოლოდ XIII საუკუნის ბოლოს მონღოლთა ლაშქარს დამხმარე ძალად ოსები შემოჰყვნენ, და როგორც ვახუშტი აღნიშნავს, “ამიერიდან დაიწყო მტერობა ოსებსა და ქართველებს შორის”, ვიდრე გიორგი ბრწყინვალემდე, რომელმაც მონღოლებთან ერთად შემოსეული ოსები განდევნა. როგორც მემატიანე გვატყობინებს გიორგი ბრწყინვალემ “შემუსრა კავკასიაში მყოფნი, ურჩნი მოსრა და დაიმორჩილა, და მოხარკე ჰყვნა ყოველი იგინი და დამშვიდდა ქართლი ოვსთაგან, ვინათგან გზანი ყოველნი თვით დაიპყრა”. (“ქართლის ცხოვრება”, ტ. II, გვ. 256). ამის შემდეგ, ოსები მთელი ორი საუკუნე ამ სივრცეში არ მოიხსენიებიან.

XII საუკუნის მიწურულს რუსეთი იწყებს ჩრდილო-კავკასიელი ხალხების შევიწროებას და მათ შორის კონფლიქტების პროვოცირებას, რის გამოც კავკასიის ქედის სამხრეთ ფერდობებზე მასობრივად სახლდებიან აბზუები, ოსები და ლეკები. კერძოდ, ოსები თანდათანობით სახლდებიან ქსნის ერისთავების, მაჩაბლების, ამილახვრების და ციციშვილების კუთვნილი მამულების ჩრდილოეთში როგორც ხიზნები. ამის გამო, უკვე XIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ჩნდება ტერმინი “სამხრეთელი ოსი”. ოსებისგან განსხვავებით, აბზუებს თავისი სახელი არ შეუნარჩუნებიათ, რადგან ისინი მასობრივად შეერივნენ ადგილობრივ მოსხებს იგივე მესხებს, რის შედეგადაც მოხდა სახელების “მოსხის” და “აბზუას” შეუღლება და მივიღეთ ეთნონიმი ა-მასხი, მოგვინებით ა-ბასხი, აბხასი, და ბოლოს აფხაზი (თუმცა ოსებთან შედარებით, მესხების და აბზუების ასიმილაციის პროცესი უფრო ადრეულ ხანიდან იღებს სათავეს. იხ. ნიკო მარი, ისტორიჭ ტერმინა “აბხაზ”, მ.,ლ., 1938, ს. 44-52).

დროის ამ მონაკვეთში, ცხინვალის რაიონში, და თავად ცხინვალში, ოსი საერთოდ არ მოიხსენიება. 1914 წელს რუსეთის იმპერიაში ჩატარებული კამერალური აღწერის თანახმად მხოლოდ ჯავის რაიონის მთიან ნაწილში 28 ოსი ოჯახი მოიხსენიება.

მდგომარეობა მკვეთრად იცვლება 1922 წლიდან. 1922 წლის დასაწყისში სტალინი მოსკოვიდან საქართველოს ბოლშევიკების თავკაცს ბუდუ მდივანს ურეკავს და აცნობებს, რომ გადაწყდა ოსებისთვის ავტონომიური ოლქის შექმნა და მათთვის დედაქალაქის შერჩევას ავალებს. 1922 წლის ზაფხულში სტალინი განმეორებით ურეკავს ბუდუ მდივანს და უმოქმედობას საყვედურობს. ბუდუ მდივანი ატყობინებს, რომ “დედაქალაქის შერჩევა სჭირს, რადგან ოსები ძირითადად მთებში ცხოვრობენ. ერთადერთი მსხვილი დასახლებული პუნქტი ცხინვალია, მაგრამ იქ თითო-ოროლა ოსური ოჯახი თუ მოინახება”. მიუხედავად ამისა, სამხრეთ ოსეთის ოლქი მაინც შეიქმნა(!ძ
შემდგომი პერიოდი მოიცავს ოსების მასობრივ და ინტენსიურ ჩასახლებას ცხინვალის რაიონიდან დაწყებული ბორჯომის მთელ ხეობაში ვიდრე ბაკურიანამდე ჩათვლით.

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s