Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● შუმერები

შუმერები

 

შუმერები არიან უძველესი და უპირველესი დედამიწის ცივილიზებული ხალხი, რომლებმაც გაანათლეს კაცობრიობა, ისინი არიან ცივილიზაციის სათავე.

მათ ასწავლეს კაცობრიობას:
წერა-კითხვა, ჯერ ლურსმული  და შემდეგ ანბანური.
ხაზი და ხაზობრივი ცივილიზაცია (გეომეტრია)
რიცხვები – მათი აზრი და შინაარსი (მათემატიკა)
ასტრონომია

კაცობრიობის პირველი ღვთაებათა პანთეონი, სამყაროს ატსრონომიული სალოცავები, რომელთაგანაც ისწავლა ლოცვა დედამიწის ხალხმა.
დიდი  ღმერთის, ერთის, სამყაროს შემოქმედის ხატება, აზრი და შინაარსი.
მზისა და მთვარის კალენდარი წამების სიზუსტით, რა სიზუსტის კალენდარიც თანამედროვე მსოფლიომ არ იცის და არცა აქვს, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ.
ისინი წერენ და იწყებენ სამყაროს და კაცობრიობის ისტორიას:
– “სამყაროს გაჩენა” – აღწერენ პირველად ხმელეთის ამოსვლას პირველქმნილი ოკეანედან დედამიწაზე.
– “წარღვნა”
– “მეორედ მოსვლა”
– “კაცობრიობის ახალი წლის პირველი დღე”.
მსოფლიოს შუმეროლოგებმა ეს ყველაფერი წაიკითხეს შუმერული თიხის წიგნებზე.

შუმერები ისტორიას ცისა და მიწის გაჩენით იწყებენ. გასაოცარია საიდან იცოდნენ ეს ისტორია? რა თვალი უყურებდა მაშინ დედამიწას, როცა ცა და მიწა ნაწილდებოდა? როცა სულ წყლით იყო დაფარული მიწა და ხმელეთი ჯერ არ იყო?
ასევე საოცარია, აუხსნელია, ქართული ასომთავრულის – შუმერების ანბანის შექმნაც, საიდან? როგორ? რისი ნაწილია ანბანში შეფარული ეს უზარმაზარი სიბრძნე – სამყარო!

დედამიწის დაბადების ისტორია და ანბანის შინაარსი ერთი ფუძისანი არიან, ერთ საძირკველზე დგანან. საოცარია ისიც, რომ ამ ორ შემთხვევას  – დედამიწის შექმნის ისტორიას და ანბანს ერთი და იგივე ღვთაებები ჰყავთ.

მსოფლიოს მეცნიერებმა შუმერების გზა-კვალს დედამიწაზე ვერ მიაგნეს და გამოაცხადეს, რომ ენა მკვდარია და ხალხი გადაშენებული. ასე დაასრულა მსოფლიოს უდიდესმა შუმეროლოგიის კოჰორტამ კვლევა შუმერების შესახებ – ფრანსუა ტიურო-დანაუენმა, არნო პიობელმა, ადამ ფოლკენშტეინმა და ფრანსუა ნოას კრამერმა – მიუხედავად მათგან ბრწყინვალედ წაკითხული შუმერული ისტორიისა.
1996 წლის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან დაარსებულმა “მსოფლიო ანბანური კვლევის სამეცნიერო ცენტრი ‘შუმერი” თავისი ახალი მეცნიერული აღმოჩენებით აცხადებს, რომ ენაც ცოცხალია და ხალხიც, რაც დაადასტურა სამყაროსეული შინაარსის მქონე, კაცობრიობის პირველმა საოცრებამ – ანბანმა. რაც ანბანმა გააცხადა ამის გაცხადება არ შეეძლოთ რაც კი მეცნიერები ყოფილან დასაბამიდან დღემდე დედამიწაზე  და ეს ანბანი ქართული ასომთავრული, რომელიც შუმერების ანბანად აცხადებს თავს, რომელიც ოცდათხუთმეტნიშნაა და ოცდათხუთმეტივე ასო ნიშანს შუმერული სახელები ჰქვია, რომელიც შუმერების ყველა ცივილიზაციის სათავეა. ეს კი არ იცის მსოფლიომ.

ესაა ის ანბანი, რომელშიც შეფარულია ყველა ის სიბრძნე, რითაც მოძღვრავდნენ შუმერები მსოფლიოს, ყველა ცივილიზაციის სათავე, სამყაროს ცივილიზაციის პირველი მემკვიდრე დედამიწაზე.
ეს ანბანი კი ქართველი ხალხის დედა ენაა და ეს დედობა კი ამტკიცებს შუმერებისა და ქართველების მამა-შვილობას, ეს შვილები კი დღევანდელი ქართველი ხალხი და საქართველოა – თავისი ენით, ანბანით, მთელი თავისი კულტურული მემკვიდრეობით – პირდაპირი შვილები შუმერებისა.

რადგანაც მსოფლიოს მეცნიერებმა, შუმეროლოგებმა, აღმოსავლეთმცოდნეებმა, სემიტოლოგებმა, ძველი მსოფლიოს ისტორიკოსებმა ვერ მიაგნეს და არ იციან სათავე შუმერების ცივილიზაციისა. მინდა საქართველოში დავაარსო მსოფლიო განათლების ცენტრი, უნივერსიტეტი – მეცნიერებათა აკადემიით, რადგანაც ანბანში ის ცივილიზაციაა, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა სწავლობდეს და არკვევდეს, ხოლო დედამიწის ამ დაკარგული ისტორიის მიგნება და აღდგენა სულ სხვა გზაზე აყენებს კაცობრიობის აზროვნებასა და ისტორიას!
საუკუნეები ეძებდა მთელი მსოფლიო ამ ცივილიზაციას და ვერ მიაგნეს. დაინტერესებული ხალხი აქ მოვა სასწავლებლად – ძირითადად მეცნიერები.

რაც მთავარია:
ეს აღმოჩენა ქართველი ხალხის მილიონობით – ერთთესლა, ერთსისხლა და ერთხორცა ნათესავებს ნახულობს მცირე აზიაში – ხეთები, კაბადოკიელები, ჭანები, ლაზები, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში –  საფრანგეთიასა და ესპანეთის ბასკები, რელიგიური ომიდან ამოყავს საქართველო, რაც ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზაკვალია!

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული

 მსოფლიო ანბანური კვლევის სამეცნიერო ცენტრი “სუმერის”

 პრეზიდენტი   ზურაბ ქაფიანიძე

ვიცე-პრეზიდენტი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

 დოქტორი, პროფესორი  თეიმურაზ მიბჩუანი

 

ქართული ასომთავრული 

 

 

36 Responses to “● შუმერები”

  1. giorgi said

    გამარჯობათ, ღმერთმა გაგაძლიეროთ;
    ძალიან საინტერესოა, უზომოდ მაინტერესებს ეგ ნაშრომი და სად შევიძინო გთხოვთ მითხრათ… რამოდენიმე წიგნის მაღაზიაში ვიყავი, მაგრამ უშედეგოდ, ხელცარიელი გამოვედი…
    მართალია სულ რამოდენიმე თვეა რაც ქართული ანბანით დავინტერესდი და პატარიძის და სხვა შეხედულებები წავიკითხე, თუმცა რაც თქვენს ნაშრომზე გამიგია ეგ უაღრესად საინტერესო იქნება… გთხოვთ მითხრათ, სად შევიძინო ნაშრომი, წინასწარ გიხდით მადლობას.

    Like

    • natia said

      მოგესალმებით!!!!
      მაინტერესებს, სად უნდა შევიძინოთ ეს ნაშრომი!!!!!

      Like

      • iberiana said

        დიდი და პატარა წიგნები შეგიძლიათ შეიძინოთ კოსტავას 24-ში მდებარე კაფე “ჩირაღდანში”.

        ინგლისური ვარიანტის პირველ ნაწილს შეგიძლიათ გაეცნოთ მისამართზე:

        http://geoalphabet.webs.com/sumer-1.htm

        Like

  2. გამარჯობათ, ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა და დიდი იმედებით ველოდები თქვენს წარმატებეს და საერთაშორისო აღიარებას ამ დიდ საქმეში.

    Like

  3. Gtxovt Tsikitxot! said

    მთელმა მსოფლიომ რომ გაიგოს ქართულ ანბანზე და მის მსგავსებაზე შუმერულთან, პრობლემები ზუსტად მაშინ გაჩნდება! სომხები დაიწყებენ იმის დადასტურებას,რომ ანბანი მესრობ მაშტოცმა (იმ ვიღაც ცინგლიანმა სომეხმა) შექმნა და საბოლოოდ თავის თავს გაასაღებენ შუმერებად!

    Like

    • lizi said

      ჯერ კიდობანი იპოვონ და მერე იბლატაონ 🙂

      Like

    • გორდა said

      ეგ რო დადასტურდეთ მაშინვე ხელფეხი შეეკვრებათ სომხებს და აღიარებენ რომ კორიუნი ტყუოდა მესროპის და ქართული ანბანის კავშირის შესახებ.. ასე რომ იმდეი უნდა ვიქონიოთ რომ ასე იქნება

      Like

      • მარი said

        კორიუნის ნაშრომში ასეთი რამ არ ეწერა. დამტკოცებულია ის ფაქტი, რომ ქართული და კავკასიის ალბანური ენების მასზე მიწერა XIII საუკუნეში იქნა ჩამატებული. უფრო მეტიც, თავად სომხური ანბანის დამწერიც კი არაა მაშტოცი. მის დროს 7 ასო-ბგერა იქნა მიმატებული. სომეხი, რა სომეხია სულ მისკენ რომ არ იფხანოს. არქეოლოგია და მეცნიერული კვლევა საბოლოოდ ახდის ფარდას მაგათ ტყუილებს.

        Like

  4. bachana said

    ქაფიანიძე-მიბჩუანის თეორია ყოველგვარ არგუმნეტაციასაა მოკლებული. ამბობენ,რომ შუმერებს ლურსმულის გარდა ჰქონდათ კიდევ ერთი საიდუმლო ანბანი და ეს იყო ასმოთავრულიო. არცერთ ლურსმულ ტექსტში არაა ამის შEსახებ საუბარი და საიდან მიაგნო ქაფიანიძემ ეს კაცმა არ იცის!!! მიბჩუანს დასახელებული აქვს ორასამდე სვანური სიტყვა,რომელიც ძალიან ჰგავს შუმერულს სიტყვებს,მაგრამ უნდა აღინიშნოს,რომ მათი უმრავლესობა სემანტიკურად განსხვავებულია. სიტყვების მსგავსებით იმის მტკიცება რომ ჩვენ შუმერები ვართ უბრალოდ სისულელეა!

    Like

  5. baskonia said

    საქრთველოსთვის დიდი დანაკარგია ზურაბ ქაფიანიძის გარდაცვალება. იგი ნამდვილი ჭეშმარიტი პატრიოტი იყო, მის დაუსრულებელ საქმეს იმედია ვინმე დაასრულებს, ვუცხადებ სამძიმარს მის ოჯახს და მთელ საქართველოს.

    Like

  6. ragac ar mgonia rom aq dawerili informacia swori iyos
    amiyom mainteresebs saidan aris aq arsebulki informacia amowerili?

    Like

  7. irakli said

    შუმერები ირანსა თუ ერაყში ცხოვრობდნენ

    Like

  8. badri said

    მკვლევარი როცა რაღაცას იკვლევს, მან უნდა გაითვალისწინოს სამეცნიელო ნაშრომები , რომელიც ფაქტებზეა დაყრდნობილი და სწორ თანამიმდევრულ მსვლელობას ასახავს როგორც ქრონოლოგიურად ისე თავისებურებების აღწერით. როგორც გინდ პატრიოტი იყოს ადამიანი, სისწორე უფრო მთავარია. ერთი გამოცანით მეორე გამოცანის ამოცნობა წარმოუდგენელია. ქართული ასომთავრულის დაკავშირება პირდაპირ შუმერულ პიქტოგრამებსთან ცოტა უხერხულია. იქნებ თვითონ ქართველთა წინაპრებს (იბერებს და კოლხებს) ჰქონდათ ხატოვანი (პიქტოგრაფიული) დამწერლობის ნიშნები?, რომელიც შეიძლება უძველესი დროის კულტურის ხალხებსთან (მათ შორის შუმერულთან) არსებულ დამწერლობის ნიშნებთანაც კავშირში იყო. ამ ორი ადამიანის პატივისცემის მიუხედავად ძნელია ასეთი გზით სწორი მეცნიერული ვერსის მიღება. ისე როგორც დღევანდელი ხალხური ენით 3700 წლის უკანდელი კრეტული ფესტოს დისკის ამოკითხვა, ყოველგვარი გრამატიკული კანონზომიერების არგათვალისწინება და წინასწარმოფიქრებული ვერსის წარდგენა ქართველი და უცხოელი საზოგადოების წინაშე. პატივისცემით ბ.მ.

    Like

  9. levani said

    mogesalmebit, ubralod minda gtxovot rom, roca aset sadavo temebze debt informacias, ase gadachrit nu ityvit rames, es sheidzleba garkveuli mklevarebis mosazreba iyos titqos shemrebi da qartvelebi ertni arian an rame amdagvari, istorias kargad rom gadaxedot, sheidzleba itqvas rom sheudzlebelia nadmvili shumerebi qartul miwa wyalze mosuliyven… garkveuli kavshiri qonda kavkasielebs da shumerebs magram ase gadachrit nu ityvit. mitumetes anbanze? bodishi magram shumerebs anbani sad qondat?

    Like

  10. Giorgi Da said

    იბერიანა, შენი შიზოფრენიკი ფაშისტი დედას შევეცი, რამდენიც 24-ე ასო ასომთავრულში (“ქ”) სვასტიკით არ იწერებოდა და არ იწერება.

    Like

  11. teona said

    martla magaria

    Like

  12. lizi said

    შუმერები არ მოსულან იბერიაში, ისინი აქედან წავიდნენ და გარკვეული ცოდნა გაიტანეს შუამდინარეთში. მათ მარტო ისტორიით ვერ გამოიკვლევ. რელიგიის და ფილოსოფიის დიდი ცოდნაა საჭირო, რომ გაითავისო, რამდენად დიადი ერის წარმომადგენელი ხარ. ჩვენ უკანასკნელი ცივილიზაციის გამგრძელებლები ვართ. ჩვენში არ ვგულისხმობ დღევანდელ გვარიშვილობას. ქართველი – სულის უმაღლესი რანგია. სული – ღვთაებრივი შემეცნებაა და არა კონკრეტული რელიგიის ატრიბუტი.
    ის, რაც რთულია
    მამით (ნება) დართულია,
    ძით (გზა) მორთულია,
    სულში (წმიდაში) ჩართულია
    და ეს ყველაფერი . . .
    ქ ა რ თ უ ლ ი ა

    Like

    • dato said

      გაიხარეთ კაია რომ თქვენნაირი ქართველები შემორჩნენ ამ ბედკრულ საქართველოს, ასე გააგრძელეთ ყველამ და საბოლოოდ დიდ შედეგამდე მიხვალთ და ერთხელ და სამუდამოდ აღიარონ საქართველო და არა ამერიკის და სხვა ქვეყნების 100–200 წლიანი ისტორიით.

      Like

  13. Ika said

    შუმერებს ქონდათ ცოდნა სამყაროს პირველ კაცზე; ანუ ადამზე და ნახევარ ღმერთად აცხადებდნენ. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ, ადამ-ევა პირდაპირ შუამრდინარეთში გააჩინდა ღმერთმა. საიდან უნდა ქონოდათ წინააღმდეგ შემთხვევაში ცოდნაა? ანუ ქართველები არსაიდან მოსული ხალხი არ ვართ, არც აფრიკაში არ წარმოშვებულა ადამიანი. და შუმერების გარდა ქართველური ტომები იყვნენ; პელასგები, (საერძნეთის მკვიდრნი ბერძნებიც ამბობენ) ეტრუსკებიც, კოლხებიც კოლხები და ა.შ. რა ცივილიზაცია შექმნეს იბერებმა. ფარაონებიც კავკასიურ გენებს ატარებდნენ, ფარაონების გენს ატარებს ევროპა. ბრიტანელები პირდაპირ წერენ ბრიტანელთა წინაპრები იყვნენ კავკასიელი პიქტებიო, რომელნიც დაიპყრეს მოსულმა კელტებმაო.
    თუმცა გამოჩნდებიან ეხლა პროტესტანები და დაიწყებენ; შუმერები სომხები იყვნენ! ასე და ისეო, ქართულს არ ენათესავებაო და მრავალი. შუმერების ენა პირდაპირ ქართულ ენას ენათესავება და დეშიფრირება ხდება, შუმერული სიტყვებისა. იგივე ”ჰარალე” ქართულად არაფერია, მარა შუმერულად ღვთაების სახელი მგონი.

    Like

    • მარი said

      ჰარალე — ქართულ მითოლოგიაში მოსავლისა და ნაყოფიერების ღმერთია. აქედან მომდინარეობს სიმღერის ტექსტი „ჰარი, ჰარალე“. ურარტუელებთანაა კავშირში ქართული არალეს კულტი და სახელი.

      Like

  14. ia said

    სხვათაშორის, შუმერული მითოლოგია ძალიან გავს პელასგურ მითოლოგიას და ასევე სკანდინავიურ მითოლოგიებსაც. მათაც ქონდათ ცოდნა სამყაროს პირველ ადამიანზე. ძალიან გასახარია რომ ბერძნები რაღაც გაზეთის სტატიაში წერდნენ, რომ კოლხები იყვნენ საბერძნეთის პირველი მკვიდრნიო, სანამ ელინები მოვიდოდნენო. რაც შეეხება სკანდინავიას, მათ არ ესიამოვნათ რომ ვიკინგების შთამომავლები გაუუქმეს მითოლოგიებმა. ეს ნიშნავს რომ კავკასიიდან წასულები არიან პელასგებიც, სკანდინავიელებიც თუმცა ახლა გამოვლენ და დაიწყებენ სომხები ხომ არ ვართ ესეო და ისეო. კი ბატონო! არავის ვუთხრათ და განვავითაროთ მარქსისტების თეორია; რომ ქართველი როგორც ერი ჩამოყალიბდა და შეიქმნა 20 საუკუნეში, მანამ არ არსებობდა. რომ სპარსელები და სხვა დამპყრობლების შთამომავლები ვართ.

    Like

  15. ერეკლე საბანაძე said

    ცოტა რთული დასაჯერებელია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება.

    შუმერები: ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ხალხი პირველი დამწერლობით და ასევე სწრაფი განვითარებით.ისინი წინ იყვნენ ქრონოლოგიურად ეგვიპტეზე და სხვა უძველეს კულტურებამდეც.შუმერები საოცარი სისწრაფით განვითარდნენ იმ დონეზე რასაც შემდეგი ცივილიზაციები ათასობით წელი უნდებოდნენ.მათ იცოდნენ ფიზიკა, მათემატიკა და სხვა მეცნიერებები რასაც განვითარება გვიანდელ საუკუნეებში მოყვა.ისტორიულ თუ სხვა მეცნიერულ ლიტერაურაში მოცემულია რომ კოპერნიკმა დაადგინა მზის გარშემო პლანეტბის მოძრაობის ფაქტი 1543 წელს.მაგრამ შუმერებს ამის შესახებ ინფორმაცია 5000-ზე მეტი წლის წინ ჰქონდათ, რაც მათ კალენდარებში და ნახატებში ჩანს.ისინი ხედავდნენ პლანეტებს და იცოდნენ ჩვენი მზის სისტემის შესახებ.საიდან? არ ჰქონდათ ტელესკოპი არ ჰქონდათ არანაერი გამადიდებელი შუშები მაგრამ ისინი ვარსკვლავებისგან არჩევდნენ პლანეტებს, რომელსაც დღესაც ვერავინ დაინახავთ შეუიარაღებელი თვალით.პირველი ტელესკოპი გალილეო გალილეიმ გააკეთა 1609 წელს.შუმერების ნაწერებში შემორჩენილია ორი პლანეტის შესახებ ინფორმაცია, ესენია-ურანი და ნეპტუნი.შუმერები ასახელებდნენ მათ როგორც ცისფერ და მწვანე ტყუპებად.მათ იცოდნენ ფერიც.ეს ფაქტი კი თანამედროვე მეცნიერებმა მხოლოდ 1986 წელს დაადგინეს კოსმოსური ხომალდების გაშვების შემდეგ რომ ისინი ცისფერი და მწვანე იყო.შუმერების ნაწერებში აღმოჩენილია ისტორია თუ საიდან დაადგინეს ესენი.იქ წერია რომ ეს მათ გადასცა ანუნაკ-იმ.ანუნაკი კი მათ ენაზე იშიფრება როგორც “რაც ციდან დაეშვა”.საოცარია ისიც რომ მათ აქვთ უამრავი ქანდაკებისმაგვარი ფიგურა, სადაც აღბეჭდილია დნმ-ს ფორმა (5000წლის წინანდელი).აქ მარტო ამ უჯრედების დანახვა კი არა ისაა უცნაური რომ მათ რაღაც მაინც იცოდნენ გენეტიკაზე.ეს ფიგურები შინაარსობრივად კავშირში იყო გენთან.დნმ_ს ფორმა კი 20-ე საუკუნეში დაადგინეს.

    ”ციტატა”, დღეს ჩვენ გვასწავლიან წიგნები იკითხეთო.

    Like

  16. I would like to have it in English. -can you possibly mail me the data regarding the above reproduced inlay – so similar to the Ur standart, yet not the same?

    Like

  17. tamo said

    სალამი. ძალიან მაინტერესებს ეს თემა. სად შემიძლია ამ წიგნის შეძენა?

    Like

  18. nana1987 said

    mec dzalian minda da mainteresebs martlac kaia

    Like

  19. nana said

    Bolomde minda gaverkbio chemi eris istoriul pesvebshi…

    Like

  20. Giorgi said

    Wakitxuli maq istroia iwyeba shumerodan avtroia noa krameria albat mashin ar icoda amis shesaxeb adrindeli wignia …

    Like

  21. მიხეილ said

    შუმერები იყვნენ წარღვნის შემდეგ გამრავლებული ხალხი, ერთ ენაზე მოსაუბრე და ერთი ერი. როგორც ეს ერი ასევე ეს ენა გაქრა, უფრო სწორად დაიშალა სხვადასხვა ერებად და სხვადასხვა ენებზე მოსაუბრე ხალხად. აქედან ერთერთი ტომი წამოვიდა ჩრდილოეთით და დამკვიდრდა კავკასიონზე. ყველა ხალხი შუმერების შთამომავალი ვართ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ ეს ხალხი საიდანღაც მართლაც მივიდნენ იმ ტერიტორიაზე, ე.ი. რა ადგილიც დატოვეს იქ სავარაუდოდ რაღაც ნაწილი დარჩებოდა. ნოეს კიდობანი არარატის მთაზე გაჩერდა, მანდ საცხოვრებლად ვერ დარჩებოდა რათქმაუნდა, ნოემ პირველად დაწურა ყურძენი და დააყყენა ღვინო, ყურძნის სამშობლო საქართველოა, ნოე სავარაუდოდ სწორედ საქართველოში უნდა დასახლებულიყო ამ ლოგიკით, აქ დაიწყო ახალი ადამიანის მოდგმის გამრავლება, რომლის ნაწილიც გადავიდა სამხრეთით, ესენი იყვნენ შუმერები, ანუ შუმერები წავიდნენ სწორედ საქართველოდან!!!

    Like

  22. Zurab said

    Gamarjobat minda gtxovot erti raxac sad shevidzino eg yvela shumeruli da qartuli nashromebi romel maxaziashi cinascar gixdit did madlobas

    Like

  23. Gamarjobat minda gtxovot erti raxac sad shevidzino eg yvela shumeruli da qartuli nashromebi romel maxaziashi cinascar gixdit did madlobas

    Like

  24. ზურა said

    მე ვარ ქაეთველი
    და ვარ
    კავკასიელი
    არც ევროპელი
    არც აზიელი.

    Like

დატოვე კომენტარი