Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● აფხაზეთის კოშმარი

აფხაზეთის კოშმარი

14 მაისი – გუდაუთის სამხედრო ბაზაზე რამოდენიმე რუსი ჯარისკაცი დათვრა, სასმელი შემოაკლდათ, დაქოქეს ვილისი და გუდაუთელი აფხაზის ოჯახს ესტუმრენ. ზაურ ნივიჯბა ღვინოსა და არაყს ყიდის სახლიდან. იმ დროს შინ არ იყო. მისმა მეუღლემ მომხდურებს 10 ლიტრი ღვინო და 3 ლიტრი არაყი მისცა. ჯარისკაცებმა იცოტავეს, სახლში შეცვივდნენ და მთვრალებმა იქაურობა მილეწ-მოლეწეს. ცხადია იმ სასმელის გარდა ოჯახიდან კიდე 50 ლიტრი არაყი და 200 ლიტრი ღვინო წამოიღეს. 62 წლის ჟენია ნავიჟბა კი ორმა ჯარისკაცმა ავტომატის კონდახითა და წიხლებით სცემა. ხმაზე მეზობლებიც გამოცვივდნენ, ამ დროს რუსები მანქანაში სხდებოდნენ და ავტომატის ჯერი მიუშვეს ხალხისკენ ფეხებთან მათ გასაფანტად. ერთი ტყვია 12 წლის ალიკ აგირბას მუცელში, ღვიძლში მოხვდა და საავადმყოფოში იმავე დღეს გარდაიცვალა. ჟენია ნავიჟბა კი ადგილზე დაიღუპა. მას კისრის მალა ჰქონდა გადატეხილი და თავის ქალაზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა

22 მაისი – გუდაუთაში, სოფელ აბგარხუკში ასევე მთვრალი ჯარისკაცები ბესლან ხაშიგამ შინ მიიწვია და გაუმასპინძლდა. როცა ეს ექვსი ჯარისკაცი გამოთვრა. ქალები მოუნდათ და მასპინძელს მეძავების მოყვანა უბრძანეს. ბესლანმა შორს დაიჭირა. სუტინიორი კი არ ვარო. ჯარისკაცებმა ბესლანს ხელფეხი შეუკრეს პირში ჩვარი ჩასჩარეს და ბოსელში შეაგდეს. მერე მის ცოლ-შვილს მიხედეს. მეუღლე ნელი ხაშიგა რიგრიგობით გააუპატიურეს. მთვრალებს გაახსენდათ რომ მის ოჯახში პატარა გოგონაც იმყოფებოდა და დაიწყეს მისი ძებნა. სხვენიდან 14 წლის ნაილი ხაშიგა ჩამოათრიეს და ისიც რიგრიგობით გააუპატიურეს. წასვლისას ბესლანს ბოსელში შესძახეს: მადლობა გვითხარით რომ ამ ამბებს არ გაყურებინეთო. ამ ექვსი მოძალადიდან ერთ ერთის გვარია ბორტონიკოვი მეორისა საველიევი.

27 მაისი – ისევე გუდაუთა, სოფელი კულანურხვა. სოფლის ერთადერთი მაღაზიას რუსები დაესხნენ თავს, ავტომატის ჯერით გატეხეს კლიტე და მთელი სურსათი და სასმელი ურალში ჩატვირთეს. როცა ატეხილ ხმაურზე მაღაზიის მეპატრონეები სხვებთან ერთად ადგილზე მიცვივდნენ სულ ავტომატის კონდახებით ცემეს თუმცა მათ მეზობლები და ნათესავები გამოესარჩლენ, იარაღი მათ ხელშიც გაჩნდა. შედეგად მოკლულია შვიდიდან 3 რუსის ჯარისკაცი – იარცევი, ვაილოვი და ჩეჩენი ჯაბარაევი. გუდაუთელთაგან 7 მკვდარია. მათ შორის მაღაზიის მეპატრონეები ბჟიჟბა და ღურწკაია. დილით რუსმა სამხედროებმა გუდაუთის მილიციასთან ერთად 12 გუდაუთელი დააპატიმრეს. მათ შორის ღურწკაიას ორი ვაჟი და ბჟიჟბას სიმამრი. ცხადია მთავარ დამნაშავეთაგან, რუსი ჯარისკაცებიდან არავინ დასჯილა

1 ივნისი – სოხუმი, ეშერა. 14 წლის ეკა მარღანია ორმა რუსმა ჯარისკაცმა გზიდან ვილისით გაიტაცა. ტყეში გააუპატიურეს, მაგრამ სანამ გოგონას ერთ ერთი მოძალადე აკავებდა, მან მანქანიდან საკუთარ ძმასთან დარეკვა მოახერხა, რამდენიმე სიტყვის თქმა მოასწრო. სწორედ ეს გახდა გოგონას მოკვლის მიზეზი. ის კალაშნიკოვის ჯერით დაცხრილეს. გოგონას 18 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. არტიომ მოივა და ანდრე ზარაზოვი დააკავეს. ჩვენებები ჩამოართვეს, მაგრამ ერთ კვირაში გამოუშვეს და სოხუმიდან სამხედრო სამსახურის დასასრულებლად რუსეთში გადაიყვანეს. მარღანიები დღემდე ამაოდ ეძებენ სამართალს.

14 ივნისი – სოხუმი აჩადარა. მთვრალი რუსი ჯარისკაცები ბესო ბესელიას საკუთარ სახლთან აუხირდნენ. ან არაყი მოგვეცი ან ფულიო. ბესელია რუსებს არ შეეპუა. მაგრამ, როცა იარაღი შეაყენეს, შინ შევარდა. ერთი ჯარისკაცი ეზოში შეჰყვა და სახლში ლიმონკა შეუგდო, კარი კი გამოიხურა. 27 წლის ბესო ბესელია მისი მეუღლე და ორი წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალნენ. მისი 9 წლის შვილი და 56 წლის მამა მრავლობითი ჭრილობის მიუხედავად, გარდაიცვალნენ.

14 ივნისი – ოჩამჩირე, ჯეყმური. სამმა მთვრალმა რუსმა ჯარისკაცმა და ერთმა ოფიცერმა – კაპიტანმა, საკუთარ სახლში გააუპატიურეს რძალ-მული 19 წლის ლანა ბაძაღუა და 24 წლის ნია. სახლში გოგონების მეტი არავინ იმყოფებოდა. სამხედროებმა წყურვილის მომიზეზებით შეაღწიეს სახლში. გოგონები სარდაფში ჩაათრიეს და ასე აისრულეს რიგრიგობით საწადელი. მერე მათ პირი აუკრეს, ხელები გაუკრეს და 6 საათის მანძილზე სარდაფში გამოამწყვდიეს. ლანა ბაძაღუა ამჟამად სოხუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს.

30 ივნისი – ოჩამჩირე, მერხეული. ლავრენტი ბერიას მშობლიურ სოფელში 62 წლის ლიზა დარასელია გააუპატიურეს. მოხუც ქალს მაშინ მიუსწრეს, როცა მაღაზიას კეტავდა, სადაც გამყიდვლად მუშაობდა. საწყობში შეათრიეს და.. როცა დარასელიას ახლობლები რუს ოფიცრებს საჩივრად მიადგნენ, მოკლედ მოუჭრეს: მეგონა მადლობას მეტყოდით ჩვენმა ბიჭებმა 62 წლის ქალს ახალგაზრდობა გაახსენებინეს, თქვენ კიდე ჩივიხართო.

18 ივნისი – ტყვარჩელი, თხინა. ლეონიდ კრივჩაკმა და ვოვა ბონდარჩუკმა, რომლებიც აფხაზურ ოჯახში ქორწილში იყვნენ მიწვეული არც მეტი არც ნაკრები პატარძალზე გაიწიეს. თარბების ოჯახში ფეხქვეშ გაიგდეს ორივე რუსი ჯარისკაცი და ცემა ტყეპით გამოათრიეს ოჯახიდან. მეორე დღეს 20-მდე შეიარაღებული რუსი მიადგა თარბებს, დაახლოებით 60-მდე კაცი სცემეს. ხოლო ნეფე – რუსლან თარბა ადგილზე მოკლეს. წამოსვილსას მოკლეს რაულ თარბაც. რუსლანის მამაც. რომელმაც ავტომატის ამოღება ვერ მოასწრო, ეზოდან გამოვარდა და რუსებზე შურისძიებას აპირებდა.. მას 6 კაცი ესროდა. 108 ტყვია აქვს მოხვედრილი.

4 ივლისი – სოხუმი, შროშა. რუსმა ჯარისკაცებმა მოკლეს პეტრე ალასანია, რომელმაც საკუთარი მაღაზიიდან სამი ბოთლი არაყი აჩუქა რუსებს. არადა ეს ამ 4 კაციანი ბანდის მეასე ვიზიტი მაინც იყო. ალასანიას პატარა მაღაზიაში ლამის ყოველდღიურად 2-3 ბოთლ არაყსა და ხშირად სიგარეტს სძალავდნენ. ბოლოს ყელში ამოუვიდა ალასანიას და სიცოცხლის ფასად დაუჯდა ღირსების და ქონების დაცვა

5 ივლისი – გუდაუთა, პრიმორსკოე. თემურ ბუთბა მხოლოდ იმის გამო მოკლეს, რომ 20 წლის ბიჭმა უარი თქვა რუს ჯარისკაცებთან ერთად ანაშის მოწევაზე. მას საკუთარ უბანში მანქანაში ესროლეს და დაჭრილი გადმოაგდეს.

14 ივლისი – სოხუმი, ამბარიხუწა. რუსის ჯარის ჩეჩენმა მებრძოლებმა ავტომატები მიჰყიდეს სერგო ბეწვაიას, დილით კი გამოფხიზლებულები შინ მიადგნენ და ავტომატების დაბრუნება სთხოვეს. ბეწვაიამ მათი საფასურის, 8000 რუბლის, დაბრუნება სთხოვა. კამათში ბეწვაიას მეუღლე და მისი მეგობარი ჩაერივნენ. საქმე შინ, ოჯახში ირჩეოდა. ჩეჩნებმა ბევრი არ ალაპარაკეს აფხაზები – ოჯახის უფროს ბებუთით ყელი გამოჭრეს. ორი ქალი კი იგივე ბებუთით მოკლეს. ავტომატი იპოვეს და შიგნიდან გამოცვივდნენ. ამ დროს ეზოში უამრავი ხალხი ტრიალებდა მაგრამ ჩეჩნების შიშით მეზობლებმა მიხმარება ვერ გაბედეს. ხალხის დანახვაზე გაღიზიანებულმა ჩეჩნებმა ჰაერში დაიწყეს სროლა უმისამართოდ. ერთი ტყვია 4 წლის გოგონას მოხვდა რომელიც 5-6 სახლით იქით საკუთარი სახლის ჭიშკართან იდგა. ბავშვი დედას ხელში ჩააკვდა ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც არ აღძრულა.

 

“პრაიმტაიმი”

2 დეკემბერი  2009

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s