Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● სუდეტური ტრაგედია და საქართველოს ავტონომიების პრობლემა

 

 

ენდრიუ ანდერსენი

პოლიტოლოგიისა და ისტორიის პროფესორი

კალგარის უნივერსიტეტის სამხედრო-სტრატეგიული
კვლევების ცენტრის კავკასიის სპეციალისტი

 

 

სუდეტური ტრაგედია და საქართველოს ავტონომიების პრობლემა:
 გვასწავლის-კი რამეს ისტორია?

“დაეცე კვანტის დადებით სირცხვილი არ არის.
სირცხვილია – დაეცე, და ადგე ცარიელი ხელებით“
იაპონური ხალხური სიბრძნე

ხები, ტეპლიცე, ლიბერეცი……სუდეტის ძველი ქალაქები, ჩეხეთის ტყეები და გერმანიისა და ავსტრიის მოსაზღვრე სხვა ოლქები,  გაერთიანებულნი საერთო სახელწოდებით „ჩეხეთის საზღვრისპირეთი“.. გოთიკა და ბაროკო.. ქალაქური ნატიფი არქიტექტურა… გლეხთა სახლების მეტრობით სისქის კედლები… ზოგიერთი მათგანი სამასწელზე მეტი ხნისაა…

უკვე სამოც წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩეხეთის საზღვრისპირეთის ამშენებელი ხალხის შთამომავლები გაყრილ იქნენ იმ მიწიდან, რომელიც ააღორძინეს მათმა წინაპრებმა. მაგრამ დღესაც, ტურისტის დაკვირვებული ხედვა გვერდს ვერ უვლის ამ მხარისათვის დამახასიათებელ ზოგიერთ გაუკაცრიელებულ ადგილს. აქ დღეს სხვა ხალხი ცხოვრობს. არა! არა! რა თქმა უნდა არა „უცხონი“, რამეთუ აქ – ჩეხეთია, მათი ძირძველი მიწა, მაგრამ თითქმის ყველა ისინი ან მათი მშობლები მოვიდნენ აქ შიდა ჩეხეთის, სლოვაკეთის და იმიერკარპატების უღარიბესი რაიონებიდან 1945 წელის შემდეგ. ჩეხები, სლოვალები, უკრაინელები, ბოშები, უნგრელები… ამ მიწას შეუჩვეველი ახალი ადამიანები…

როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? ვინ არის დამნაშავე? იყო კი შესაძლებელი სხვანაირად მომხდარიყო?

მცირედი ისტორიები……

ჩეხეთის საზღვრისპირეთის მიწები შედიოდა ჩეხეთის შემადგენლობაში მისი სახელმწიფოებრიობის აღმოცენებიდანვე (IX საუკუნის დასასრული). ერთია კი, აქ ძველთაგანვე XI საუკუნიდან ცხოვრობდნენ გერმანელები. XIV საკუკუნის მიწურულიდან გერმანულ ეთნიკურმა უმცირესობამ შეადგინა საზღვრისპირეთის აბსოლუტური უმრავლესობა.

ჭირვეული ქალბატონი ისტორია ფლობს ცვალებად ხასიათს. XVII საუკუნე ხასიათდება ჩეხეთის სახელმწიფოებრიობის დაცემით და ყველა ჩეხური მიწის ავსტრიის მრავალეთნიკურ იმპერიაში შესვლით. ავსტრიის შემადგელობაში რამოდენიმე საუკუნოვანმა ყოფნამ (1867 წლიდან გარდაიქმნა ავსტრო-უნგრეთად) არ მოახდინა გავლენა ჩეხეთის ტერიტორიულ მთლიანობაზე, ჩეხეთის ტახტის მიწები არ შეცვლილა და საზღვრისპირეთის გერმანელები აგრძელებდნენ იქ ცხოვრებას, სადაც მათი წინარე თაობები ცხოვრობდნენ, მშვიდობიანად მეზობლობდნენ რა ჩეხებთან, არ აღრეულან მათთან, მეტწილად იმის გამო, რომ ავსტრია გერმანულენოვანი სახელმწიფო იყო.

საზღვრისპირეთში პირველი სერიოზული ეთნიკური პრობლემები დაიწყო 1918 წლიდან, როდესაც დაცემული ავსტრო-უნგრეთის ტერიტორიაზე აღმოცენდა რამოდენიმე სახელმწიფო, მათ შორის ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკა და გერმანული ავსტრიის რესპუბლიკა (მოგვიანებით – გამარჯვებულ სახელმწიფოთა მიერ გერმანიასთან შეერთების აკრძალვით – უბრალოდ ავსტრია). სახელდობრ მაშინ, უკანასკნელი რაიხსტაგის ჩეხეთის საზღვრისპირეთის გერმანული მოსახლეობის უმრავლესობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საზღვრისპირეთს არ სურს ჩეხეთსლოვაკეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში ყოფნა და სურს შეუერთდეს იმას, რაც ავსტრიიდან დარჩა ან კიდევ გერმანიას. ამის შემდგომ სუდეტის მთებსა და ჩეხეთის მთებში გაისმა პირველი სროლები და დაიღვარა პირველი სისხლი. სეპარატისტული ამბოხი იქნა ჩახშობილი ახლად ჩამოყალიბებული ჩეხოსლოვაკეთის არმიის მიერ ანტანტის სრული მხარდაჭერით, სენ-ჟერმენის პაქტმა დაამტკიცა სრულიად ჩეხეთის, საზღვრისპირეთის ჩათვლით, შესვლა ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში.

სისხლი შემდგომაც იღვრებოდა, უკვე ოციან და ოცდაათიან წლებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთის სახელმწიფოს მთავრობის მიერ დეკლარირებისა და აგრეთვე  რესპუბლიკის გერმანელ მცხოვრებთათვის ფართო ეთნო-კულტურული ავტონომიის მინიჭებისა, ურთიერთობა გერმანელებსა და ჩეხებს შორის სრულიად დაძაბული ხდებოდა. განათლებისა და კულტურის სფეროში ავტონომიამ მიიყვანა იქამდის, რომ ჩეხეთის გერმანული და ჩეხური წარმომავლობის მაცხოვრებლები დადიოდნენ სხვადასხვა სკოლებში, კითხულობდნენ სხვადასხვა გაზეთებს, ერთმანეთის ენები ცუდად ესმოდათ, ნაკლებად ურთიერთობდნენ, ზოგჯერ კი სულაც არ ურთიერთობდნენ ერთმანეთში საყოფაცხოვრებო დონეზე – სხვა სიტყვებით, საზღვრისპირეთის სათემო-ტომურ სეგრეგაციამდე.
სოციალურ-ეკონომიკურმა სიტუაციამ ვერ უზრუნველყო საზოგადოებათშორისი ურთიერთობების დათბობა: ჩეხეთის მთავრობის მიერ „ზედმეტი მიწების“ კონფისკაციამ გერმანელ მემამულეთაგან და შეძლებული გლეხობიდან, 30-იანი წლების „დიდმა დეპრესიამ“, საზღვრისპირეთის მრავალ გერმანელ მეშახტეთა და ინდუსტრიულ მუშათა სამუშაოს დაკარგვამ, რესპუბლიკის მთავრობის მიერ სასაზღვრო სატყეო სავარგულების ნაწილის კონფისკაციამ, ტყეების გაჩეხვამ სასაზღვრო სიმაგრეების ნაგებობებისა და სამხედრო ბაზებისათვის და ბოლოს – ტრადიციულ გერმანულ სოფლებსა და ქალაქებში ჩეხი სამხედროების, პოლიციელების, ჩინოვნიკების და ჩეხი მუშების ჩასახლებამ.

ჩეხებსა და გერმანელებს შორის კონფლიქტები არცთუ იშვიათად ღებულობდა ძალმომრეობის ხასიათს, და გადადიოდა მუშტი-კრივში, პოლიციურ ხელკეტებში, აგრეთვე, თუმცა არა ხშირად – ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში. გვიან სწორედ ამ ერთეულ გასროლებსა და ცემას გერმანიის ნაცისტური ხელმძღვანელობა ახასიათებს, როგორც „გერმანელი ხალხის გენოციდს“ ჩეხოსლოვაკეთის რესპუბლიკაში.

კატასტროფა

1933 წლის პირველ ოქტომბერს გერმანიაში ხელისუფლებაში ახლადმოსული ნაცისტების მხარდაჭერით ადგილობრივი გერმანული ახალგაზრდული სპორტულ-ნაციონალისტური გაერთიანების ლიდერმა კონდრად გენლეინმა შექმნა სუდეტ-გერმანული სამამულო ფრონტი, მოგვიანებით სუდეტ-გერმანულ პარტიად გადაკეთებული.

სარგებლობდა რა მზარდი პოლულარობით ჩეხეთის საზღვრისპირეთში მცხოვრებ უკმაყოფილო გერმანულ მოსახლეობას შორის და ჰიტრელური გერმანიის აქტიური მხარდაჭერით, რომელიც სცდილობდა ტერიტორიულ გაფართოებას, ულტრა-ნაციონალისტების ახალმა პარტიამ აიღო ჩეხეთსლოვაკეთის მთავრობასთან მხოლოდ კონფრონტაციის და ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობიდან გამოსვლის კურსი. კომპრომისის ყველა მცდელობა ოფიციალური პრაღის მხრიდან შესაბამისად იქნა უარყოფილი, ჩეხოსლოვაკიის არმიისა და ჟანდარმერიის ძალის გამოყენებას კი 1938 წლის არეულობების დროს ჰიტლერელებმა უპასუხეს „თავისუფლების კორპუსის“ ფორმირებითა და დანაშაულებრივი პარტიზანული მოქმედებებით.

იყო კი შესაძლებელი გერმანული საკითხის გადაჭრა ჩეხური დემოკრატიის ფარგლებში მოლაპარაკებების გზით? ნათელია, რომ კი. მაგრამ ჩეხეთის გერმანელების უმრავლესობამ საკუთარი ბედი გადასცა გენლეინსა და ჰიტლერს, დაუჯერეს რა უკანასკნელის განცხადებას იმის შესახებ, რომ ისინი – გერმანულის რეიხის მოქალაქეები არიან და რომ მრავალმილიონიანი გერმანია თითოეული მათგანის უკან დგას. ამგვარად იქნა ასეთი შესაძლებლობა აცილებული.

შეეძლო კი ჩეხეთს ჩაეხშო სეპარატისტული მოძრაობა სუდეტში და საზღვრისპირეთის სხვა რაიონებში? ესEნამდვილად შესაძლებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელები ჩეხოსლოვაკეთის მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მეორენი იყვნენ (მათ სლოვაკებიც კი ჩამორჩებოდნენ). ყოველშემთხვევაში, პრაღას შეეძლო ემოქმედა „შოლტისა და თაფლაკვერის“ მეთოდით, მაგრამ 1938 წელისათვის მკვეთრად შეიცვალა საერთაშორისო ვითარება. ყოფილი გამარჯვებული სახელმწიფოები, რომლებმაც 1918 წელში საზღვრისპირეთი გადასცეს ჩეხოსლოვაკიას, ახლა მზად იყვნენ გერმანიისგან მშვიდობის გამოთხოვის იმედით – ყველაფერზე წასასვლელად.

სახელდობრ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის შეთანხმებული პოზიციით, ჩეხოსლოვაკიას მიეწერა წასულიყო გერმანიასთან დათმობაზე ეთნიკური პრინციპით „საზღვრის კორექტირებით“. ევროპის წამყვანი სახელმწიფოების გადაწყვეტილება ჩეხოსლოვაკიის დანაწევრების შესახებ ოფიციალურად გაფორმდა 1938 წლის 29 სექტემბრის მიუნხენის შეთანხმებით, რომლის ხელმოწერაზე ჩეხოსლოვაკიის წარმომადგენლები არც კი იყვნენ მიწვეულნი.

ნოემბრის დასასრულისათვის გერმანიამ მოახდინა საზღვრისპირეთის ევაკუაცია, ჩამოერთვა რა დიდი ტერიტორია, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, სასაზღვრო სიმაგრეები – როგორც ბუნებრივი (მთიანი მასივების) ასევე აშენებული – და ინდუსტრიული საწარმოები. სატრანსპორტო მაგისტრალების მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდა ახალი საზღვრებით გადაჭრილი, ან მათ ახლოს. საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო უმალ გადაიქცა არაცხოვრებისუნარიან ნარჩენად და ნახევარ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ მისი ნარჩენები გადაყლაპულ იქნენ ჰიტლერული გერმანიის მიერ და გადაიქცნენ პროტექტორატად.

ასე იწყებოდა მეორე მსოფლიო ომი. ხუთ წელზე მეტი ხნის შემდეგ ის დასრულდა აგრესორი სახელმწიფოების გერმანიისა და იტალიის დამარცხებით, და საზღვრისპირეთი კვლავ გადაეცა ჩეხოსლოვაკიას. 1945-46 წლებში ჩეხოსლოვაკეთის მთავრობა, შიშობდა რა ეთნიკური ექსცესების განმეორებას, განახორციელა სუდეტისა და ჩეხეთის საზღვრისპირეთის სხვა რაიონების ეთნიკური წმენდა, გაასახლა რა იქიდან თითქმის სამი მილიონი გერმანელი და გერმანული წარმოშობის პირები. რასაც თან ახლდა შეურაცხყოფა, ცემა-ტყეპა, ზოგჯერ დეპორტირებულთა მკვლელობებიც.  გერმანელებს ჩამოერთვათ ჩეხეთის მოქალაქეობა და მთელი ქონება.
ადგილობრივი მოსახლეობისაგან განწმენდილი ჩეხური მიწები დასახლებულ იქნენ ახალი ადამიანებით, შედეგები კი დღემდე გვახსენებენ თავს აურაცხელი სასამართლო პროცესებით, სახელმწიფოებრივი დავებით ევროკავშირის შიგნით და ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანების გულებში აკვიატებული აზრებით.

ნახევარი საუკუნის შემდეგ

ისტორია მეორდება. განსაკუთრებით, როდესაც ადამიანები მისგან გაკვეთილებს არ ღებულობენ. დღეს, სამოცი წლის შემდეგ, ჩვენ გავხდით მოწმენი მოვლენების მსგავსი განვითარებისა, მაგრამ არა სუდეტში და ჩეხეთის ტყეში, არამედ საქართველოს რუსეთთან მოსაზღვრე ოლქებში: აფხაზეთსა და შიდა ქართლში/ “სამხრეთ ოსეთში“. ამ მხარეებში ტრაგედია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა დაიღვარა მრავალთა სისხლი, დაიმსხვრა მრავალთა ბედი და მიყენებულია უზარმაზარი მატერიალური ზარალი. ჯერ კიდევ შესაძლებელია სრული კატასტროფის შეჩერების მცდელობა.

მაგრამ სანამ ორი დასახელებული ტერიტორია, წარმოადგენს რა საქართველოს ნაწილებს ფორმალურად მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ხელისუფლების კონტროლს ჩამოშორებულნი, იმართებიან ეთნოკრატიული რეჟიმებისაგან, რომელთა ერთადერთ პრაქტიკულ მიზანს წარმოადგენს – არ იყვნენ საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში.
ორივე რეჟიმი არსებობს მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რუსული „სამშვიდობოების“ (უფრო საოკუპაციო) ყოფნისა და რუსეთის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის წყალობით. ერთმა ამ რეჟიმთაგანმა (აფხაზურმა) განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა. ასიათასობით მცხოვრები იძულებული გახდა დაეტოვებინა დე ფაქტოდ საქართველოსგან ჩამოცილებული ორივე ტერიტორია და იქცნენ დევნილებად.

ისევ მცირე ისტორია

ერთიანი ქართული სახელმწიფო წარმოიშვა თითქმის ათასი წლის წინ, გაერთიანდა რა ერთი გვირგვინის ქვეშ ხუთი დამოუკიდებელი სამეფო. ტერიტორიულად ის გაცილებით დიდი იყო, რაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ საქართველოს სსრ-დ იწოდებოდა, მოგვიანებით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის არც თუ უბრალო ისტორიის ნემსის ყუნწში გაძრომით, ხან ფართოფდებოდა ზღვიდან ზღვამდე, ხან კიდე ვიწროვდებოდა და იშლებოდა დამოუკიდებელ ქართულ სახელმწოფოებად. ამ ასწლეულების მანძილზე,  მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთის იმპერიის მიერ მის შთანთქმამდე,  დღევანდელი შიდა ქართლის (ე.წ. „სამხრეთ ოსეთის) ტერიტორია არ აღმოჩენილა საქართველოს საზღვრებს გარეთ.

საჭიროა აღინიშნოს, რომ არც 1801 წლამდე და არც მას შემდეგ ე.წ. „სამხრეთი ოსეთი“ არასდროს არსებობდა როგორც ადმინისტრაციული ერთეულიც კი და დანაწილებული იყო რამოდენიმე ფეოდალურ სამფლობელოდ (რომელთა დასახელებაც ქართველთმოძულეებს უსაშველოდ აცოფებთ), რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ კი მისი დღევანდელი ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის გორისა და დუშეთის მაზრებში და ნაწილობრივ ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრაში.

ოსები საქართველოს ტერიტორიაზე სახლდებოდნენ დროის სხვადასხვა პერიოდებში, დაწყებული შუასაუკუნეებიდან დამთავრებული საბჭოთა ხელისუფლების პირველი ათწლეულებით. თავიდან მათ იწვევდნენ ქართველი მეფეები და დედოფლები დაქირავებულების ხარისხში. შემდეგ ისინი გადმოდიოდნენ დიდი კავკასიონიდან, ყაბარდოელი ფეოდალების თვითნებობისაგან, სისხლიანი შურისძიებისაგან თავის დასაღწევად ან უბრალოდ უკეთესი ხვედრის და უფრო ნაყოფიერი მიწების საძებნელად. ბევრი ოსი ასიმილირდა, შეერწყა რა ქართველ ხალხს. ზოგიერთმა შეინარჩუნეს თავიანთი წეს-ჩვეულებები, ენა და კულტურა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ქართველების მხარდამხარ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, იყოფდნენ რა მათთან ერთად მიწას, წარმატებებსა და სიძნელეებს.

რადმენადმე რთულად ვითარდებოდა სიტუაცია აფხაზეთის გარშემო. თუ დღეს შესაძლებელია საკმაო სიზუსტით თქმა იმის შესახებ, როდის და როგორ გამოჩნდნენ საქართველოში ოსები, აფსუების წინაპრების (ეთნიკური ჯგუფი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ერთადერთ უფლებაზე იწოდებოდნენ აფხაზებად) კავკასიის სამხრეთით გამოჩენის გამო ისტორიკოსებს, ლინგვისტებსა და არქეოლოგებს შორის არ არის ერთსულოვნება.

სრულიად შორდებიან ერთმანეთს მეცნიერული ჰიპოთეზები მათი ეთნიკური წარმოშობის შესახებ. პირველი სახელმწიფო აფხაზეთის სახელწოდებით (უფრო სწორად ეგრის-აფხაზეთი) წარმოიშვა დასავლეთ საქართველოში ახალი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში, როდესაც ბიზანტიელმა ახრონტმა (გუბერნატორი) ლეონმა გამოაცხადა მის რწმუნებულებაში მყოფი ტერიტორია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და თავის თავი კი – მეფედ.

ახალი სახელმწიფო, რომელიც მოიცავდა მთლიანად დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას და კრასნოდარის მხარის ნაწილს, ოფიციალურ ენებად ითვლებოდა ქართული და ბერძნული, ეკლესიურად ექვემდებარებოდა მცხეთის საკათალიკოსოს (საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესიის მეთაურს), წარმოადგენდა იმ დროისათვის არსებული ქართულის სახელმწიფოებიდან ერთერთს.

X-IX საუკენეთა მიჯნაზე ეგრის-აფხაზეთი შევიდა საქართველოს გაერთიანებული სახელმწიფოს შემადგენლობაში. სადაც პრაქტიკულად უწყვეტად იმყოფებოდა ოთხი საუკუნის განმავლობაში – ფეოდალური დაქუცმაცების დასაწყისამდე. XV საუკუნის დასასრულს აფხაზეთი აღმოჩნდება იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში (ერთერთი სამ სამეფოდან, რომლებადაც დაიშალა საქართველო), ხოლო ასი წლის შემდეგ იქცევა ნახევრად დამოუკიდებელ სამთავროდ, რომელშიც შესამჩნევად ძლიერდება თურქული გავლენა.

XIX საუკუნის პირველ ნახევარში აფხაზეთი იზიარებს თავის ბედს დანარჩენ ქართულ სახელმწიფოებთან ერთად: რუსეთის იმპერია ახდენს მის ანექსიას, რომელშიც სამთავრო გადაკეთდა ოლქად, შემდეგში კი შევიდა ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში.

1864-67 წლებში რუსი იმპერატორის ბრძანებით  აფსუა-მუსულმანების მნიშვნელოვანი ნაწილი, ამასთანავე გათურქებული ქართველები დეპორტირებულ იქნენ თურქეთში. ეს პროცესი ცნობილია, როგორც „მუხაჯირობა“,  რომელმაც ქართულ საზოგადოებაში გამოიწვია პროტესტი.  ზოგიერთი საეკლესიო პირი კი ჩადის აფხაზეთში და ცდილობს აფსუების გადარჩენას დეპორტაციიდან მასიური ნათლობებით. მთელი ქართული საზოგადოების გადამწყვეტი ქმედების წყალობით, იმპერიული ადმინისტრაცია  ვერ ახერხებს აფსუების, როგორც ეთნოსისა აფხაზეთის ტერიტორიაზე სრულ ლიკვიდაციას. მაგრამ ამავე დროს აფხაზეთის ტერიტორია აქტიურად სახლდება რუსეთის იმპერიის სხვადასხვა რეგიონებიდან გამოსულებით, აგრეთვე თურქეთიდან ლტოლვილი სომხებითა და ბერძნებით, რამაც უფრო მეტად გაართულა ეთნიკური შემადგენლობა ისედაც მრავალეთნიკური აფხაზეთისა (აფსუა, ქართველ-მეგრელნი, ქართველ-სვანები, ბერძნები და იტალიელები – ეს კიდევ არ არის სრული ჩამონათვალი ეთნიკური ჯგუფებისა, რომლებიც მოსახლეობდნენ აფხაზეთში ათასი წლის განმავლობაში) პოლიეთნიკური შემადგენლობა.

XIX – XX საუკენეთა მიჯნა ხასიათდება აფხაზეთის გაძლიერებული რუსიფიკაციით და რუსეთის ადმინისტრაციის სწრაფვით ერთმანეთს დაუპირისპირონ მხარის ქართული და არაქართული მოსახლეობის ინტერესები. საერთო ჯამში, სხვადასხვა თემები სრულიად მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, მაგრამ მათ შორის თანდათან იზრდება გაუცხოება და ნაწილობრივი დაძაბულობა. 

კატასტროფისკენ მიმავალ გზებზე

პირველი მსოფლიო ომის დასასრული (1914-1918) და რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალება (შემოდგომით 1917) კარდინალურად ცვლიან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის, ნაწილობრივ კავკასიაში პოლიტიკურ რუკას. რუსეთის და ოსმალეთის იმპერიების „უკანა კარების“ შეპირისპირების ადგილზე მიმდინარეობდა კავკასიის შედარებით მშვიდი რეგიონის გამალებული „ბალკანიზება“.  რეგიონებში იბადებიან მცირე და საშუალო სახელმწიფოები, ზოგიერთი საპნის ბუშტებივით სკდებიან, (მუხანისა და არაქსის რესპუბლიკები, სამხრეთ დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკა და სხვ.) სხვები აღმოჩნდებიან უფრო სტაბილურები (აზერბაიჯანი, სასომხეთი, საქართველო). 

ახალი სახელმწიფოების საშინაო საქმეებში და ერთმანეთთან ურთიერთობებში ერევიან უფრო ძლიერი მოთამაშეები: გერმანიის იმპერია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, საბჭოთა რუსეთი და სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების ადმინისტრაცია (სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების ადმინისტრაციული ზონები, რომლებიც ცნობილია როგორც გენერალ ანტონ დენიკინის მეთაურობით თეთრი არმიის განლაგების ზონა), რომლებიც იყენებდნენ და ამძაფრებდნენ არსებულ რეგიონალურ პრობლემებს საკუთარი ინერესებისათვის. 

საქართველოს ეთნიკური უმცირესობები, მათ შორის აფსუა-აფხაზები და ოსები, აღნიშნულ პერიოდში აღმოჩნდნენ პაიკებად სხვის პოლიტიკურ თამაშებში.

1918 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში აქტიურდებიან თურქეთის აგენტები, აგრეთვე რუსეთის ბოლშევიკების ემისრები. ერთნიც და მეორენიც ესწრაფვოდნენ, დაეთესად უკმაკოფილება რეგიონში საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის ფაქტის გამო და საბოლოო ჯამში მოეწყვიტათ ეს ტერიტორია დანარჩენი საქართველოსგან. აფხაზეთის ზოგიერთ რაიონში დაიწყო პრო-ბოლშევიკური აჯანყებები, ზღვიდან კი თურქეთმა გადასვა დესანტი.

თითოეულს ამ მხარეებიდან, რომლებიც იწვევდნენ დესტაბილიზაციას, გააჩნდათ მკვეთრად გამოხატული გეოპოლიტიკური ინტერესები.  თურქეთის მთავრობა (ჯერ კიდევ მაშინ ოფიციალურად ოსმალეთის იმპერია) და აგრეთვე პანთურქული და პანისლამისტური წრეები ესწრაფოდნენ დაუფლებოდნენ მუსულმანური უმრავლესობით დასახლებულ ჩრდილოეთ კავკასიას, რომლისთვისაც აფხაზეთის ტერიტორია და ნავსადგურები იყო ერთ-ერთი გასასვლელი შავ ზღვასა და თურქეთში. ბოლშევიკებისათვის აფხაზეთი იყო ხელსაყრელი პლაცდარმი ამიერკავკასიისა და საქართველოს შემდგომი დაუფლებისათვის.
საქართველოს დანაწევრების გეგმები კი არ გამოუვიდათ. თბილისში ჩამოსულმა აფხაზეთის წარმომადგენლებმა (ვ. შარვაშიძე, ა. ემხვარი, რ. კაკუბა, გ. ტუმანოვი, ვ. გურჯუა და სხვები) მხარი დაუჭირეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიულ ერთიანობას, ქართულმა ჯარებმა და სახალხო მოლაშქრეებმა შესძლეს 1918 წლის ბოლოსათვის აეღოთ აფხაზეთის მთელი ტერიტორია სტაბილური კონტროლის ქვეშ. აფხაზეთი იქნა გამოცხადებული საქართველოს განუყოფელ ნაწილად, მხარისათვის ფართო ავტონომიის მინიჭებითა  და აფხაზეთის საკითხების სპეციალური სამინისტროს შექმნით. 

1918 წლის შემოდგომით აფხაზეთის საზღვრებთან გააქტიურდნენ სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალები („თეთრი არმია“). „თეთრი მოძრაობის“ ანტიბოლშევიკური ლიდერები, რომლებიც ებღაუჭებოდნენ „ერთიანი და განუყოფელი რუსეთის“ პრინციპს და არ სცნობდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ესწრაფვოდნენ აფხაზეთის ტერიტორიის დაუფლებას, საქართველოში შემდგომი შეჭრისათვის, ბოლშევიკებზე გამარჯვების შემდეგ.  

სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების აგენტები ესწრაფვოდნენ ეთამაშათ „აფხაზეთის ხალხის ერუვნული თვისთგამორკვევის“ იდეაზე და ეწეოდნენ ანტიქართულ აგიტაციას მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებში. საზოგადოებრივი აზრის შემზადებას შედეგად სასაზღვრო კონფლიქტი მოჰყვა, რომელიც მალე დიდი ბრიტანეთის წამომადგენლობის შუამავლობით იქნა გადაჭრილი.  

1919 წლის იანვრიდან ისევ გააქტიურდნენ ბოლშევიკები, რომელთა სრული გამარჯვება რუსეთის სამხრეთში მხოლოდ დროის საკითხს წარმოადგენდა.  შეიარაღებული პროვოკაციების და ლოკალური ამბოხებების მოსახლეობის დეზორიენტირებულ და დეზინფორმირებულ ნაწილში ბოლშევიკური ლოზუნგის ქვეშ „ერთა თვითგამორკვევის უფლებების შესახებ“, მალევე გადაიზარდა წითელი არმიის ღია აგრესიად საქართველოს წინააღმდეგ 1921 წლის თებერვალ-მარტში, ქვეყნის საბოლოო გაყოფით საბჭოთა რუსეთსა და ქემალისტურ თურქეთს შორის და მისი ტერიტორიის დიდი ნაწილის გასაბჭოებაში.

ოსებით დასახლებულ შიდა ქართლის რაიონებში სიტუაცია რამდენადმე სხვანაირი იყო, ვიდრე აფხაზეთში, იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ იქ ამოქმედებული იყო მხოლოდ ერთი „შინაგანი მოთამაშე“ – საბჭოთა რუსეთი, ოსებით დასახლებული საქართველოს რაიონების სტრატეგიული მნიშვნელობით, როგორც ხელსაყრელი პლაცდარმი ქვეყნის ორად გასახლეჩად და თბილისის დასაუფლებლად. მცირე მიწიან ოსურ მოსახლეობაში საბჭოთა რუსეთთან მისაერთებლად ბოლშევიკებმა გააჩაღეს ფართო აგიტაცია და 1918 – 1920 წლებში მოაწყვეს გლეხთა აჯანყებების სერიები, რომლებიც შემდგომში წარმოდგენილი იყო როგორც „ოსი ხალხის განმათავისუფლებელი ბრძოლა ქართული იმპერიალიზმისა და შოვინიზმის წინააღმდეგ“, ხოლო ქართული ჯარების მიერ ამბოხებების ჩახშობის შემდეგ, რომელთა მეთაურობაში იყო არცთუ მცირე ეთნიკური ოსი, შემდგომში მიიღო იარლიყი „ოსთა გენოციდი საქართველოში“ (რატომღაც სწორედ მრავლობით რიცხვში – ე.ა.).  

XX საუკუნის კიდევ ერთი კატასტროფა

საბჭოთა რუსეთის მირ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შედეგი იყო ფსევდოსუვერენული საქართველოს სსრ-ს გამოცხადება, რომელიც ერთი წლის შემდეგ შევიდა სსრკ-ში – ბოლშევიკური დროშის ქვეშ ხელახლად შექმნილი რუსეთის იმპერიის მსგავსში.

საქართველოს ჩამოაჭრეს რიგი ტერიტორიები, მაგრამ აფხაზეთი და ოსებით დასახლებეული გორის, დუშეთის, რაჭის მაზრები დატოვებულ იქნენ მის შემადგენლობაში ავტონომიის ხარისხში. ბოლშევიკურმა ხელმძღვანელობამ ვერ გარისკა წასულიყო საქართველოს მთლიან დანაწევრებაზე, ეშინოდა რა მასიური სახალხო გამოსვლებისა. საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში ე.წ აფხაზეთის ასსრ-სა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დატოვება იძლეოდა მათი ამოქმედების შესაძლებლობას, როგორც „შენელებული მოქმედების ნაღმებისა“ საქართველოს დაკარგული სახელმწიფოებრიობის დაბრუნების მცდელობისას. 
სწორედ ამ მიზნით სსრკ-ს ცენტრალური ხელისუფალნი ეწეოდნენ ავტონომიების აქტიურ რუსიფიცირებას, და აგრეთვე ამზადებდნენ ანტიქართული მიმართულების პარტიულ-ბიუროკრატიულ კადრებს.  

„შენელებული მოქმედების ნაღმები“ დეტონირებულნი იქნენ გასული საუკუნის 80-90-იან წლებში საყოველთაო კრიზისისა და სსრკ-ს დაცემის მომენტში. 

ჯერ კიდევ 80 წლებში საბჭოთა სპეცსამსახურების თანადგომით აფხაზეთის, „სამხრეთ-ოსეთის“/შიდა ქართლის და ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიებზე შექმილ იქნა მთელი რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა (კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია, ადამონ ნიხასი და სხვა), სხვა დანარჩენთა შორის დასახულ ამოცანათა ხარისხში დაპირისპირებებისა და განზრახვების ესკალაციისათვის, რომლებიც არსებობდნენ ქართულ საზოგადოებასა და ავტონომიების მოსახლეობის აქტიურ ნაწილს შორის, მათი გადაყვანა კონფლიქტების ფაზაში და საბოლოო ანგარიშში – ავტონომიების ტერიტორიების ჩამოშორება დანარჩენი საქართველოდან, სადაც ძალას იკრებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.  

„შეუქცევადობის ათვლის წერტილიდან“, მოსკოვთან კავშირების სრული გაწყვეტის დასაწყისი, საქართველოსთვის იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, როდესას საბჭოთა არმიის და სსრკ-ს შინაგაან საქმეთა სამინისტროს ჯარების ნაწილები თავს დაესხნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, დახოცეს რა სულ მცირე 20 ადამიანი (მათ შორის რამოდენიმე ქალი და გოგონა) და დაჭრეს სამასზე მეტი დემონსტრანტი. სამი თვის შემდეგ საქართველოს გადაუარა მანიფესტაციების ტალღამ სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის აღდგენის მოთხოვნით – საქართველოს სსრკ-დან ოფიციალური გამოყოფით. 1990 წლის 25 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა ავტონომიის სუვერენიტეტი და მისი გამოსვლა საქართველოს სსრ-დან. ოცდაექვსი დღის შემდეგ აფხაზეთის მაგალითს მიჰყვა სამხრეთ ოსეთის ავტნომიური ოლქი. ავტონომიების საკანომდებლო ორგანოების ეს გადაწყვეტილებები და მათი კონსტიტუციური გაუქმება საქართველოს უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, საფუძვლად დაედო „დეკლარაციების ომს“, რომელსაც მალევე მოჰყვა ძალმომრეობის ტალღები და სისხლი. აფხაზეთში ეთნიკური სიძულვილის ნიადაგზე პირველად სისხლი დაიღვარა „დეკლარაციების ომამდე“ ერთი წლით ადრე – 1989 წლის ივლისის შუა რიცხვებში, როდესაც სოხუმში თბილისის უნივერსიტეტის ფილიალის გახსნის მცდელობისას გამძინვარებულმა აფსუების ბრბომ მოკლა თხუთმეტზე მეტი ქართველი.

1990 წლის მეორე ნახევარში დაპირისპირება ავტონომიებსა  და დანარჩენ საქართველოს შორის კვლავ მატულობდა. საბოლოდ, 1990 წლის დეკემბერში საქართველოს უზენაესმა საბჭომ მორიგი „დამოუკიდებლობის დეკლარაციის“ პასუხად გააუქმა ოსეთის ავტონომია. ძალმომრეობის ცალკეული ექცესები ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიის ტერიტორიაზე გადაიზარდა სრულიად მასშტაბურ სამხედრო მოქმედებებში. 1991 წლის გაზაფხულზე და შემოდგომაზე ყოფილი სამხრეთ ოსეთის მთლიან ტერიტორიაზე მიმდინარეობდა გაჩაღებული ომები, რომელშიც კონფლიქტის ოსურ მხარეს აქტიურად ეხმარებოდნენ რუსეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და სსრკ-ს შსს-ს ცალკეული ქვედანაყოფები. ამასთანავე სსრკ-ს შეიარაღებული ძალები ამარაგებდა ოს ბოევიკებს და მოხალისეებს შეიარაღებით, ტყვია-წამლით, მედიკამენტებითა და ტანსაცმლით. გაჩაღებული სამხედრო მოქმედებების დროს 1991 წლის მარტში, როდესაც საქართველო საკავშირო რეფერენდუმს სსრკ-ს შენარჩუნებისთვის ბოიკოტირებდა, აფხაზეთმა და „სამხეთ ოსეთმა“ არამარტო მიიღეს რეფერენდუმში მონაწილეობა, არამედ ხმა მისცეს სსრკ-ს შენარჩუნებას. 

მცირე ხნის შესვენების შემდეგ, 1992 წლის თებერვალში განახლდა სამხედრო ოპერაციები, ამჯერად უკვე არა საბჭოთა, არამედ რუსეთის შეიარაღებული ძალების აქტიური მონაწილეობით (სსრკ-საბოლოოდ დაიშალა 1991 წლის დეკემბერში) და ოთხი თვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ე. შევარდნაძემ და რუსეთის პრეზიდენტმა ბ. ელცინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. კონფლიქტი, რომელმაც შეიწირა ათასამდე ადამიანი და მშობლიური ადგილებიდან ასათასამდე ოსი და ასიათასობით ქართველი დევნილით, გადავიდა „გაყინვის“ სტადიაში, რომელიც არ აწყობდა არც ქართულ და არც ოსურ მხარეებს. ყოფილი ავტონომიის უდიდესი ნაწილი არმოჩნდა ქართული იურისდიქციის მიღმა, ფაქტიურად რუსული ოკუპაციის ქვეშ, მაგრამ მისი თვითგამოცხადებული „დამოუკიდებლობა“ არ იქნა აღიარებული პლანეტის არცერთი სახელმწიფოს მიერ.  

1992 წლის აგვისტოში საომარი ოპერაციები დაიწყო აფხაზეთშიც. ქართულ ხელისუფალთა ცდა განემტკიცებინათ თავისი ხელისუფლება ამ ავტონომიაში მასში შეზღუდული სამხედრო კონტიგენტის შეყვანით წააწყდა აქტიურ წინააღმდეგობას ადრევე მომზადებული, რუსების მიერ  შეიარაღებული და გაწვრთნილი აფსუა ბოევიკების სპეცნაზის, აგრეთვე „მოხალისე კონფედერანტების“ მხრიდან, რომლებიც ჯერ კიდევ ადრევე იყო ჩრდილოეთ კავკასიაში შეკრებილი „მოხალისე კაზაკებით“ და დაქირავებულებით, გადაბირებულებით მთელი რუსეთიდან. აფხაზმა ბოევიკებმა და მათმა მოკავშირეებმა პირველებმა გახსნეს ცეცხლი, მაგრამ განიცადეს მარცხი, ცუდად ეკიპირებულ და ორგანიზებულ ქართული ჯარებისგან, რომლებმაც აგვისტოს ბოლოს კონტროლის ქვეშ აიღეს აფხაზეთის დიდი ნაწილი და გავიდნენ რუსეთ-საქართველოს საზღვართან მდინარე ფსოუს რაიონში. მაშინ საქმეში ჩაერთნენ (თუმც არაოფიციალურად) რუსეთის ფედერალური არმიის და ფლოტის ნაწილები, რომელებიც განთავსებულნი იყვნენ აფხაზეთში, იყენებდენ რა მძიმე არტილერიას, ავიაციას და შემდეგ მათ შეიარაღებაში არსებულ სიახლეებს. ავტონომიაში გადასროლილი იყვნენ დამატებითი ძალები ჩეჩნეთიდან (იმდროისათვის ნაკლებად ცნობილი შამილ ბასაევის ხელმძღვანელობით), აგრეთვე მოხალისეები თურქეთიდან (მეტწილად მუხაჯირული წარმომავლობის) და აგრეთვე დაქირავებულები არაბული ქვეყნებიდან. სამხედრო მოქმედებებში დადგა გარდატეხა. მაგრამ მიუხედავად ანტიქართული ძალების ჭარბობისა და საქართველოში იმ დროისათვის გაჩაღებული სამოქალაქო ომისა, პრაქტიკულად მაშველი ძალის გარეშე დარჩენილმა ქართველმა ჯარისკაცებმა და ადგილობრივმა მებრძოლებმა შესძლეს დიდი ხნით პოზიციების დაცვა და მხოლოდ მაშინ დაკარგეს კონტროლი აფხაზეთის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქებზე, როდესაც რუსეთის მხრიდან მრავალგზის დაირღვა მორიგება და მოლაპარაკებები (1992 წლის 3 სექტემბრის და 1993 წლის 30 სექტემბრის პერიოდში ანტიქართული ძალები სულ მცირე სამჯერ გადავიდა შეტევაზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართული მხარე განიარაღდა და გადასცა რუსეთის მხარეს მძიმე არტილერია და ტანკები).

1993 წლის ოქტომბრის დასაწყისში ანტიქართული „აფხაზური“ რეჟიმი დამყარდა აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე, და ეს კონფლიქტი „სამხრეთ-ოსურის“ მსგავსად გადავიდა „გაყინულ“ სტადიაში. 

აფხაზურმა კონფლიქტმა შეიწირა 30 000 სიცოცხლე და მისი 300 000 მაცხოვრებელი (ქართველები, სომხები, რუსები, ბერძნები, ებრაელები, ესტონელები, გერმანელები) იქცა დევნილად, რომლებიც მოკლებული იყო საცხოვრისს და სხვა საკუთრებებს. 1992-93 წლებში აფხაზეთის ომის მსვლელობისას განხორციელდა აგრეთვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არნახული ხოლოკოსტი ავტომიაში მცხოვრები ქართული მოსახლეობისა. მოკლულ იქნა ათასობით ადამიანი, წამებით, მხეცობის გაყინული სულითა და უკუღმართობის ელემენტებით (მათ შორის კანიბალიზმის). განსაკუთრებული გულმოდგინებით ნადგურდებოდნენ მოსახლეობის უმაღლესი განათლების ჯგუფების წარმომადგენლები (დოქტორები და მეცნიერებათა კანდიდატები, ექიმები, ინჟინრები, მწერლები, მსახიობები, მხატვრები…). აფხაზეთი გადიქცა არავისგან აღიარებულ და არვინ უწყის ვისგან მართულ „მეკობრეთა რესპუბლიკად“, რომელიც ფორმალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე.

ამგვარად, 1993 წლის დასასრულს საქართველოს სხეულიდან „ამოგლეჯილ იქნა ორი ნაწილი“: ოსური და აფხაზური ავტონომია.
ჩეხური რესპუბლიკის მსგავსად 1938 წლის მიუნხენის გარიგებისა, საქართველოს რესპუბლიკამ დაჰკარგა ტერიტორიის კომპაქტურობა. მისი მნიშვნელოვანი ქალაქი და სატრანსპორტო მაგისტრალები აღმოჩნდნენ რუსული მხრისაგან ადვილად დასარტყმელი, და მათი დაცვა გაძნელდა.                                                                                                           

დასავლეთის, ნაწილობრივ კლინტონის ამერიკის ადმინისტრაციიის რეაქცია საქართველოს ლიდერის, შევარდნაძის დახმარებისთვის სასოწარკვეთილ ვედრებაზე (აწ მათთვის კარგად ცნობილი მისი წინანდელი სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის წამყვანი როლი) სრულად გვახსენებდა 1938 წლის ჩემბერლენისეულ რეაქციის ნიმუშს, რომელიც გამოხატულ იქნა დეპეშაში ვაშინგტონიდან, იძლეოდა რა, ინსტრუქციას „აკი თქვენ შეგიძლიათ მოლაპარაკებების გამართვა, და აწარმოეთ ის…“.   

დასავლეთელი დემოკრატები თამაშობდნენ რა ელცინის რეჟიმთან, ამჯობინეს მიეცათ მისთვის კარტ-ბლანში საქართველოში, რომელმაც ქართულ ინტელექტუალურ სამყაროში შექმნა აზრი იმ დროისათვის განხორციელებულ რაღაც „ელცინ-ქრისტეფორის პაქტისა“, მსგავსი სავალალოდ ცნობილი „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისა“.  

სრულიად ნათელია, რომ ამაში მეტწილად აქტიური როლი ითამაშა რუსეთის ხელმძღვანელობამ. რა იყო მიზეზები რუსეთის მიერ ხმელთაშუაზღვისპირეთის პატარა ქვეყნის მიზანდასახული „ლიბანიზაციისა“? ამას სხვადასხვაგვარი ახსნა აქვს, რომლებიც სცილდება მოცემული პუბლიკაციის ჩარჩოებს. საინტერესოა მხოლოდ იმ ფაქტის აღნიშვნა, იქნებ ახლა სტაბილური და გაერთიანებული საქართველო სათავეში პროამერიკული ადმინისტრაციით შეძლოს, თუნდაც თეორიულად, რუსეთის სტრატეგიული ინტერესების გამოწვევა, რადგან მაშინდელი 1991-93 წლების საქართველო, თუმც სსრკ-ს შემადგენლობიდან გამოსული ჯერ არ ცდილობდა საბჭოთა ინტერესთა სფეროდან გამოსვლას, და მისი საზოგადოება არ იყო სრულიად მიდრეკილი და მზად აღექვა ჩრდილოეთი როგორც მტერი. 

რამდენადმე ცნობილია მოტივი ჩეჩენი და სხვა ჩრდილოკავკასიური სეპარატისტებისა, რომლებმაც ორგანიზება გაუკეთეს თავიანთი „კონფედერანტების“ მონაწილეობას საქართველოს წინააღმდეგ ომში და ქართული მოსახლეობის განადგურებაში. 

         
როგორც 1918 წელში, ერთადერთი შანსით, რამდენადმე წარმატებული ბრძოლით, ჩრდილო კავკასიაში ისლამური ფედერაციის შექმნისას აფხაზეთით შესაძლებელი იქნებოდა შავ ზღვაზე გასასვლელის დაუფლება. შემდგომში, როგორც კი ნათელი გახდა, რომ „ჩრდილოკავკასიური ხალიფატის“ პროექტი ჩაიშალა, ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამ მასხადოვის სახით „ბოდიში მოიხადა ქართველი ხალხის წინაშე დაშვებული შეცდომებისათვის“.

საინტერესოა აგრეთვე მათი ინტერესების მოტივებიც, ვინც აფხაზეთში გააგზავნა არაბი დაქირავებულები, ჩააგონეს რა მითი იმის შესახებ, რომ თითქოს „ქრისტიანი ქართველები ხოცავდნენ მუსულმანებს“. ზოგიერთი რუსი ჟურნალისტის აზრით (მარკელოვი, ხოლოდოვი და სხვა) ეს დაკავშირებული იყო არაბი „მენავთობე შეიხების“ სწრაფვასთან – არ დაეშვათ ახალი სატრანსპორტო კორიდორის გახსნა, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა ცენტრალური აზიის ნავთობის დასავლურ ბაზრობებზე შესვლა. 

შემდეგ კი რა? დასკვნა:

უკვე თხუთმეტი წელი გავიდა იმ მომენტიდან, როცა საქართველოს ავტონომიების ისედაც გადაუჭრელი კონფლიქტები დანარჩენ საქართველოსთან გადავიდნენ „გაყინვის სტადიაში“.

საქართველო „დარჩა“ ჩეხეთის 1938 წლის შემოდგომისა და 1939 წლის გაზაფხულის შორის მდგომარეობაში (როცა მისი ნარჩენები ჯერ კიდევ არ იყო საბოლოოდ ნაცისტური გერმანიის მიერ გადაყლაპულნი). მისი ავტონომიებიც „დარჩნენ“ აგრეთვე 1938 წლის 3 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს შორის სუდეტისა და ჩეხეთის საზღვრისპირეთის სხვა რაიონების მდგომარეობაში: მიუხედავად საქართველოს ამბოხებული ავტონომიების ოფიციალური „წელშიმოხრილი“ ხელისუფლებებისა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მიღებისა და რუსეთის პარლამენტის უმრავლესობის მიერ მათი სწრაფვის მხარდაჭერისა, ისინი აქამომდე არ არიან მიღებული რუსეთის შემადგენლობაში (რუსეთი – საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყანა, ხოლო მისი ლიდერები ელცინი და მისი მემკვიდრე პუტინი არ იყვნენ მზად ღიად დაერღვიათ  მსოფლიოს პოლიტიკაში დღემდე გაბატონებული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი). 

ამასთანავე, ბოლო ათწლეულების რუსეთის გამოჩენილმა პოლიტიკოსებმა (ელცინი, ხასბულატოვი, რუცკოი, ბაბურინი, ჟირინოვსკი, ლუჟკოვი და სხვა) მრავალგზის გამოხატეს რეგიონებში ანტიქართული განწყობილებები. დღემდე ორივე ავტონომია დე-ფაქტოდ ოკუპირებულია რუსეთის ჯარებით. რუსეთის ხელისუფლებმა აფხაზეთისა და  სამხრეთ ოსეთის/შიდა ქართლის მსურველ მოსახლეობას დაურიგა პრაქტიკულად ყველას რუსეთის ფედერაციის პასპორტები. რუსულ პრესაში, გაზეთების, ჟურნალებისა და ტელევიზიის ჩათვლით, ჭარბადაა რეგიონის ისტორიის გაყალბებული მასალები, რომლებიც ამახინჯებენ გეოგრაფიულ სახელებს („სუხუმ“, „ცხინვალ“ დ. სხვ.) და ქართული ავტონომიების მაცხოვრებლებს უქმნიან ყალბ შტაბეჭდილებას იმის შესახებ, რომ მათი ტერიტორია დე-ფაქტოდ რუსეთის ტერიტორიას წარმოადგენს. რუსი ინვესტორები, მიუხედავად თბილისის გაფრთხილებისა, აწარმოებენ უძრავი ქონების უკანონო შესყიდვებს (განსაკუთრებით აფხაზეთის ზღვისპირეთში).   

რაც შეეხება საქართველოს სააკაშვილის ახლანდელი ადმინისტრაციის მცდელობას (მსგავსად მისი წინამორბედი შევარდნაძის რეჟიმისა) მოლაპარაკების გზით გადაწყვიტოს საკითხი ავტონომიების სტატუსის, საქართველოს შემადგენლობაში დარჩენისა და გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შესახებ, ავტონომიების ხელმძღვანელები ცდილობენ (მსგავსად ჩეხეთის საზღვრისპირა გერმანელების პანგერმანული მოძრაობისა 1938 წელს) ნებისმიერი მოლაპარაკება მიზანმიმართულად შეიყვანონ ჩიხში, შეგნებულად შეუსრულებადი პირობების წამოყენებით.

ცხოვრება კი გრძელდება: იცვლება საქართველო, იცვლება რუსეთი, იცვლება მსოფლიოში ძალთა განლაგება… იზოლირებული ავტონომიები კი სულ უფრო იძირებიან სტაგნაციისა და დაცემის უძირო მორევში.  

რას შეიძლება მოველოდეთ ახლო მომავალში საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებზე გაჭიანურებული „პოსტ-მიუნხენური“ სიტუაციიდან? 

რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ავტონომიების ოფიციალური შესვლა თითქმის შეუძლებელია. და თუ ეს მოხდება როგორ პირობებშიც არ უნდა იყოს, მაშინ რუსეთს სავსებით შეუძლია მიიღოს სამხრეთის საზღვრებზე მტრულად განწყობილი მეზობელი, რომელიც იოცნებებს რევანშზე და მხარს დაუჭერს საქართველოსთან მოსაზღვრე ფეთქებადსაშიშ ჩრდილოეთ კავკასიის ნებისმიერ ანტირუსულ აქციებს. ან კიდევ – თუ განვიხილავთ საქართველოს უფრო მეტად პესიმისტურ სიუჟეტს, ჩამოჭრილ და გეოპოლიტიკურად დამოუკიდებელი არსებობისთვის უუნარო საქართველოს ნაჭერი შეიძლება აღმოჩნდეს უფრო ძლიერი სამხრეთული სახელმწიფოების მსხვერპლი, რომლებიც შესაძლებელია არ დასჯერდნენ საქართველოს გადაყლაპვას და პანთურქული და პანისლამისტური გეგმების შესაბამისად წაიწიონ ჩრდილოეთისკენ.                

მხოლოდღა, საქართველოს დღევანდელი ტენდენციების გათვალისწინებით: ეკონომიკის გამოცოცხლება, ამერიკის, თურქეთისა და დასავლეთ ევროპელთა დახმარებით მაღალპროფესიონალური თავდაცვის ძალების შექმნა, რომლებიც არსებობენ არაღიარებული რეჟიმების არარეალური ამბიციების ფონზე, აკონტროლებენ რა ქართული ავტონომიების ნაწილს, გამორიცხული არ არის საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის  აღდგენისათვის ძალის ვარიანტიც. ამ შემთხვევაში რა მოუვათ ავტონომიების ანტიქართულად განწყობილ მოსახლეობას?    

დღეს ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ნათელია, რომ დღევანდელ პირობებში საქართველოს ხელმძღვანელობა არ წავა „ბეშენის დეკრეტის“ მსგავს რამეზე („არაკეთილსაიმედო მოსახლეობის“ მასიური დეპორტაცია, როგორც ეს მოხდა საზღვრისპირეთის აღორძინებული ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში დაბრუნებისას). ამ შემთხვევაში კი გარდაუვალია ლტოლვილთა ტალღა საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში, უფრორე კი – „რეპატრიანტების“ (რადგანაც აფხაზებისა და ცხინვალელი ოსების უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან), რომელიც მოიტანს ტერიტორიის დაცლას და რუსეთში ისედაც არსებული ეთიკური კონფლიქტების მეტად დაძაბვას და ამ სახელმწიფოს სლავიანურ მოსახლეობაში უამისოდაც არსებულ, შორს წასულ „ანტიკავკასიური“ განწყობილების გაძლიერებას.    

თუმცა, საქართველოს ავტონომიების დეპოპულაციის პროცესი ახლაც ხდება. საქართველოს იურისდიქციის მიღმა პერიოდში (დაახლოებით 15 წელი) „სამხერეთ ოსეთის“ /შიდა ქართლის მოსახლეობა ოფიციალური მონაცემებით 30 000 კაცით შემცირდა (ეს მისი ომამდელი მოსახლეობის 30%-ია). ამ პერიოდისათვის აფხაზეთის მოსახლეობაში აფსუების (რომლებიც არასდროს არ წარმოადგენდნენ მხარის მოსახლეობის უმრავლესობას 1992-93 წლის ქართველების ჰოლოსტოკამდე) რიცხვი 95 ათასიდან 54 ათასამდე შემცირდა (ე.ი. თითქმის განახევრდა). ამ ნამდვილად კატასტროფული ტენდენციების ძირითადი მიზეზები არის მიგრაცია რუსეთსა და დასავლეთში, შობადობის შემცირება, მაღალი სიკვდილიანობა, უმეტესწილად  ნარკოტიკების და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებით, გამოწვეული ეკონომიკის დაცემითა და გაყინული „კონფლიქტების“ ცხელ სტადიაში გადასვლის შიშით.   

ბოლოს, შესასძლებელია კიდევ ერთი ვარიანტი: საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიების მშვიდობიანი დაბრუნება, ავტონომიების ეთნიკური ჯგუფებისათვის მტკიცე კონსტიტუციური გარანტიებით, დანაშაულობებში და უახლესი ისტორიის მძიმე ტვირთის ეტაპობრივად გაგრძელებაში ბრალეული პირების დასჯით. მაგრამ მზად არის კი ავტონომიების მოსახლეობა იმისათვის, რომ იქნებ ამ უკანასკნელ შესაძლებლობაში არ დაუშვას გამოუსწორებელი რამ? 

შექმნილი სიტუაციის თვალის დევნებისას, უნებურად ისმება კითხვა: გვასწავლის კი ისტორია? გვაქვს კი ჩვენ (ადამიანებს) უნარი წარსულის შეცდომებიდან გამოცდილების გამოტანისა? თუნდაც უახლესი წარსულიდან? ნუთუ, მაგალითად, სუდეტელი გერმანელების მთლად უახლესი წარსულის ტრაგედია არ წარმოადგენს გაკვეთილს მათთვის, ვინც დღეს ასე შემართებით ცდილობს გაიმეოროს მათი შეცდომები და თავის თავს და სხვებსაც უბიძგებს მათი მძიმე ბედის განმეორებისათვის?
პასუხი იცის მხოლოდ ისტორიამ, რომელიც არ დააყოვნებს მის გაცემას ახლო მომავალში.

                                                                                                                    2006 წელი

მთარგმნელისაგან

პატივცემული კანადელი მეცნიერის ბატონ ენდრიუ ანდერსენის ზემოთ მოყვანილი წერილიდან ნათლად სჩანს და გასაგებია გერმანელებისა და გერმანულ ენოვანი სახელმწიფოების ლოიალობა, გადახრები და გულშემატკივრობა საქართველოში „ჩაგრული“ ოსი სეპარატისტების მიმართ, რადგან მსგავსი რამ მათმა თანამემამულეებმა ჩაიდინეს და განახორციელეს ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში ჩეხეთის სახელმწიფოს მიმართ.

და საერთოდ უნდა ვთქვათ სიმართლე, თუნდაც ის მწარე და გულზე მოსახვედრი იყოს ჩვენი დასავლეთელი „მეგობრებისათვის“ – რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, ეს მათ გუშინ სხვას დაატეხეს თავს, თუმცა რატომ გუშინ? დღესაც, მაგალითი სახეზეა – მართლმადიდებლური ქვეყნის – იუგოსლავიის დანაწევრება – ასეთივე კრიმინალური სეპარატიზმის წაქეზება – ბუნებაში არასდროს არსებული, კოსოვოს სახელმწიფოს შექმნა და მისი აღიარება.

დასავლეთი ჩვენსგან მოითხოვს დემოკრატიული პრინციპების დაცვას, შემწყნარებლობას და ასე შემდეგ, მაგრამ აკეთებენ კი თვით კი ამას?

 
„დემოკრატიის“ ეტალონად ქცეულ სახელმწიფოებში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობებს არ აძლევენ ორენოვანი საგზაო ფირნიშების დადგმის უფლებასაც კი, ჩვენგან კი ყველაფერს მოითხოვენ. იქნებ ღირდეს ამაზე დაფიქრება და მათთვის საკადრისი პასუხის გაცემაც? 
გვეყოს გადამთიელთა მიმართ მონური მორჩილება და ქედის წახრა, ჩვენ თუ ჩვენი კუთვნილი ხმამაღლა და სამართლიანად არ მოვითხოვეთ ისე არვინ მოგვართმევს მას სინზე დადებულს!

 

ალ. სანდუხაძე
18 ნოემბერი, 2009 წ.

  

8 Responses to “● სუდეტური ტრაგედია და საქართველოს ავტონომიების პრობლემა”

  1. reme said

    I learned alot by reading your article. Keep up with good posts.
    Yups, its so realistic.Thanks for your great post.
    I was very encouraged to find this site. The reason being that this is such an informative post. I wanted to thank you for this detailed read of the subject. I definitely savored every little bit of it and I submitted your site to some of the biggest social networks so others can find your blog.

    Like

  2. Radde said

    Top site you have here, i dont agree with all the observations but i think its right what you are saying.

    Like

  3. joss said

    Thanks, i totally agree with this…

    Like

  4. Inga Burnstein said

    The blog was fully fantastic legion nice info and Inspiration, we have a tendency to got it that we have a tendency to all would like thanks a lot.

    Like

  5. Jong Sensor said

    Where is the contact page because i cant seem to find it, maybe the blog owner might want to make it more easier to view.

    Like

  6. Adrian Botea said

    Merely wanna admit that this is very helpful , Thanks for taking your time to write this. web designer

    Like

  7. giorgia said

    sircxvilia komentarebi inglisurad weria da qartulebi ar weria

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s