Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● ჯვაროსნული ლაშქრობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ

 ლილი ძაგანია
ისტორიკოსი და ფილოლოგი,

გუდაუთის საღამო სკოლის დირექტორი

ჯვაროსნული ლაშქრობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ

 

დაიწყო ომი აფხაზეთში.

ამბობენ, რომ ომის მიზეზი იყო 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის მიერ ტანკების შეყვანა აფხაზეთში. მაგრამ, თუ გავაანალიზებთ აღნიშნულ თარიღამდე მოვლენათა განვითარებას, ქვეყნის საშინაო და საგარეო ვითარებათა გათვალისწინებით, საომარ მოქმედებათა დაწყება-გამწვავება მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში ხელისუფლებისათვის (შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების კომიტეტი, თავდაცვის უწყება, მინისტრთა საბჭო…), თუ როგორი განწყობა ვითარდებოდა აფხაზეთში (შიდა ქართლში – ეგრეთ წოდებულ “სამხრეთ ოსეთში” და  ა.შ) ქართველებისადმი, არალეგალურად და ლეგალური საშუალებებით მრავალი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი აქტიურად 60-70-იან წლებიდან.  

მათი იდეოლოგიური თუ პოლიტიკური წინამძღოლების “მოღვაწეობიდან” გამომდინარე, იგრძნობოდა სწრაფვა, ყოველმხრივი მზადება, გადამწყვეტი ნაბიჯი გადაედგათ, რათა ქართველები განედევნათ აფხაზეთიდან გარეშე ძალების დახმარებით (რუსეთის იმპერიის, ჩრდ. კავკასიელთა ნაწილის დეზინფორმაციით, თურქეთის ორაზროვანი პოლიტიკით ქართველებისადმი).

 წინასწარ დასახული პროგრამით,  გეგმაზომიერად განხორციელდა საკადრო ცვლილებები ყველა სფეროში. პარტიის რიგებში, თუ დადგებოდა საკითხი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნისა, აფსუა პიროვნებას იღებდნენ წესდების ყოველგვარი დარღვევით, უპრობლემოდ. აკვნიდან დაწყებული, აფსუა (თუნდაც ოსი და ა.შ) იზრდებოდა იმ შეგნებით, რომ ის ერთადერთი კანონიერი აბორიგენია აფხაზეთისა, მას ეკუთვნის ყველანაირი უფლებამოსილება, არ აგებს პასუხს ქართველის შევიწროებისათვის, რადგან ქართველი მოაზრებული ჰყავდათ როგორც “ოკუპანტი”, “მჩაგვრელი”, “გენოციდის განმახორციელებელი”…

ისტორიის გაყალბების საფუძველზე (რაშიც აფსუა იდეოლოგებისთვის ფაქტიურედ არავითარი ოფიციალური პრინციპული გაბათილება-წინააღმდეგობა არ გაუწევიათ ქართველ ისტორიკოსებს, ხელისუფლებას) ქართველის სახით, ჩამოუყალიბდათ აფსუების არაერთ თაობას, მტრის ხატი! ხოლო ქართული ოფიციალური მხარის მხრივ, ინერგებოდა მოსახლეობაში სიყვარული, ძმობა, ნათესაობა აფხაზებსა (აფსუებს) და ქართველებს შორის. ესეც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ ამ ომის წინაშე მოუმზადებელი აღმოჩნდა ქართველი მოსახლეობა, როგორც ზნეობრივად ისე მატერიალურად.

ვინ წარმოიდგენდა ყოველივე იმას რაც მოხდა!

ჯვაროსნულმა ომმა გაანადგურა უიარაღო, უმწეოდ დარჩენილი მშვიდობიანი ქართული მოსახლეობა, მოწყვიტა ის დედა-სამშობლოს.

ომის მიზეზი მრავალია, მაგრამ ამ მიზეზთა შორის ხომ არის მთავარი? მთავარი კი მდგომარეობს იმაში, რომ სამთავრობო დონეზე ოფიციალურად არასოდეს არ განხილულა და დღესაც კი ერთმნიშვნელოვნად არ წყდება ძირეული საკითხი: ვის ეკუთვნის აფხაზეთის მიწა-წყალი    – აფსუას თუ ქართველს? რა წარმომავლობისაა აფსუა, რა მიმართებაშია ის საქართველოსთან?

ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსი ასე მსჯელობს: “მე ხომ მაქვს ამის თაობაზე დაწერილი ნაშრომი, განა ეს საკმარისი არ არის?”

დიახ, არაერთ ჩვენ ისტორიკოს-მკვლევარს აქვს გაცემული პასუხი ზემოთხსენებულ კითხვაზე ნარკვევებში, სტატიებში, რადიო-სატელევიზიო გამოსვლებში, მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოს ფარგლებში ცალკეული ინდივიდუალური პუბლიკაციის სახით, თან არასაკმარისად. დღემდე არ ჩატარებულა არც რესპუბლიკური, არც საერთაშორისო მეცნიერულ-თეორიული კონფერენცია, სიმპოზიუმი გამოქვეყნებული ნაშრომთა განზოგადოებით, ერთი მთლიანი პლატფორმის განსაზღვრით: “ვინ ვინ არის” და ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, ვინ საიდან მოვიდა და მოსულს ვინ დახვდა, გაირკვეს ვინ ვის ეცილება ამ მიწებს და რისთვის დაიღვარა ამდენი სისხლი? (ოთარ გობეჯიშვილი “ახალი თაობა” – 15.04.98 წ.).

განა ამ მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიების ინიციატორი არ უნდა ყოფილიყო პირველ რიგში მეცნიერებათა აკადემია? რომლისთვისაც მისაწვდომია, მთავრობას წარუდგინოს დასკვნა აფხაზეთის აბორიგენი მოსახლეობის თაობაზე. საქართველოში მცხოვრებმა ყველა მისმა მოქალაქემ გარკვევით უნდა იცოდეს ვინ რა “გორისაა” და რა კონსტიტუციური უფლებებით არის ის აღჭურვილი ამ ქვეყანაში, რომელმაც მას შეუქმნა ცხოვრების ყველა პირობა.

საქართველო, როგორც ვიცით მრავალეროვანი სახელმწიფოა, მასში თანცხოვრობენ სხვადასხვა ხალხის ეთნიკური წარმომადგენლები. ძირითადი და განმსაზღვრელი აბორიგენი მოსახლეობაა – ქართველობა. რაც შეეეხება დაყოფას მოსხლეობისა ქართველ ხალხად და “აფხაზ”  ხალხად – ეს ხომ არასწორია. განა საქართველოში შეიძლება არსებობდეს “აფხაზი ერი” (თუ ჩავდებთ მასში აფსუას ცნებას). აფხაზი ხომ იგივე ქართველია, ხოლო აფსუა – ჩერქეზულ-ადიღეური ნაციონალობის განშტოებაა საქართველოში. ერის ცნებიდან გამომდინარე, შეიძლება აფხაზურ ერად ჩაითვალოს რამდენიმე ადიღეურ-ჩერქეზული, თურქული გვარების ჯგუფი (არძინბა, ძიაფშიფა, ბაღაფში, ჩაბაღურხვა, ერინბა, წკუია, შამბა, ჯიკირბა, შინკუბა, გრივაფშბა, ცარგუშ, ცუგბა, ოზგანი)? ხომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ე.წ. “აფხაზი”  ხალხის უმრავლესობას შეადგენენ ქართველები (90%-ზე მეტი): გვაზავა, კუპრავა, მარღანია, ნარმანია, სიჭინავა, ბაგათელია, კორტავა, ძიძარია, გულია, ქუთელია, ბიგვავა, ჯუღელია, ლაკერბაია, კვარაცხელია, აბაშიძე,  ფაღავა, ქარდავა და ასე უსასრულოდ…
ამ ომმა ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირა ერთი გვარისა და ტომის ადამიანები, როგორც ბრმა იარაღი უცხო ტომის ხელში.

პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე  სიტყვით გამოსულმა ქალბატონმა ადა მარშანიამ დასვა კითხვა: “ხალხო, გამაგებინეთ ვინ ვარ მე ეროვნებით?”

დღემდე ამ კითხვაზე პასუხი საპარლამენტო დონეზე არ გაცემულა!!!

გაზეთში “ახალი 7 დღე” (20-26.04.2001) ბატონმა გურამ ყორანაშვილმა გამოაქვეყნა სტატია “მეცნიერებათა აკადემიის ცხოვრების მცირე ქრონიკა” (50-იანი წლებიდან დღემდე). ამ ქრონიკიდან ვერ გაეცნობით მასალას, რომელიც ასახავს ქართველ ისტორიკოსთა კვლევა-ძიების განზოგადებას, ქართველი ერისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს მიეცეს მეცნიერული და პოლიტიკური შეფასება. აკადემიამ, რამდენადაც ვიცით, არც ერთხელ არ მიმართა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას და მთავრობას პროტესტით იმის გამო, რომ ასე ხელაღებით მიაყენეს უდიდესი ზიანი საქართველოს, ქართველ ერს; რომ   იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გამოყენებით იქნა დახოცილი მშვიდობიანი ქართული მოსახლეობა; გადაუწვეს სახლ-კარი, დაუნიავეს ქონება, გამოაძევეს საცხოვრებელი ადგილიდან, გაამათხოვრეს, დააკნინეს და წაართვეს დედა-ენა; რომ  აფსუა სეპარატისტ-დამპყრობლებმა რუსეთის ხელისუფლების ხელშეწყობით დაამყარეს აფხაზეთში ფაშისტური რეჟიმი.

რატომ სდუმს ჩვენი პარლამენტი? ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლება? რატომ ვერ ვპოულობთ ან არ ვიყენებთ მრავალ საშუალებას, რათა მსოფლიო საზოგადოების წინაშე ავხადოთ ფარდა რუსეთის მთავრობის რეაქციულ პოლიტიკას ქართველი ხალხისადმი, ვაიძულოთ ის, წერტილი დაუსვას ჩვენს დამცირებას. რატომ ჭიანურდება აფსუა სეპარატისტ-დამპყრობელთა, როგორც სამხედრო დამნაშავეთა, ქართველთა ეთნიკური წმენდის, გენოციდის მომწყობთა სასამართლო? როდის მიეცემა შეფასება უცხო ეთნიკური მოსახლეობის – აფსუების მიერ ჯვაროსნული ლაშქრობის განხორციელებას ქართველთა წინააღმდეგ კაცთმოძულე ფაშისტური მეთოდებით.

მეცნიერებათა აკადემიამ არამარტო საჯაროდ უნდა განაცხადოს რუსეთისა და მსოფლიო საზოგადოების წინაშე საქართველოს ისტორიული სიმართლის შესახებ, არამედ ამავე დროს ღრმა ანალიზი გააკეთოს, თუ რა შედეგი მოჰყვა რუსეთის მიერ აფსუა სეპარატისტების (ასევე ოსების…) ოსტატურად გამოყენებას ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

სანამ არ იქნება განცხადებული, რომ საქართველოს აბორიგენ მოსახლეობას არ წარმოადგენენ აფსუები, განა აზრი აქვს რაიმე მათ სტატუსზე საკითხის განხილვას პარლამენტში? გამოდის, რომ ჩვენივე ნებით ვუკანონებთ აფსუა მოძალადე-სეპარატისტებს ქართულ მიწა-წყალს?

 ♦   ♦   ♦

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას

თავს უფლებას მივცემ, მოგმართოთ კითხვით: გრძნობთ თუ არა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია პასუხისმგებლობას საკუთარი ერის წინაშე იმასთან დაკავშირებით, რომ დღემდე ნათლად და გამოკვეთილად არ გაქვთ ნათქვამი თქვენი სიტყვა მსოფლიო საზოგადოების წინაშე საქართველოს ისტორიულად ჩამოყალიბებული ტერიტორიული სტრუქტურის შესახებ, ამ ქვეყნისათვის განმსაზღვრელი ეთნიკურად ძირითადი ქართველი მოსახლეობის წარმოშობისა და განვითარების (ჩამოყალიბების) შესახებ, რომ საქართველო ესაა ქვეყანა, რომელსაც გააჩნია თავისი სასიცოცხლო სივრცე, საკუთარი მიწა-წყალი, ხელშეუხებელი ყველა ჯურის უცხო ეთნიკური ჯგუფებისაგან, რომლებსაც ქართველმა კაცმა სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებისა გამო, მისცა საშუალება დასახლებულიყო ქართულ მიწაზე, გამრავლებულიყო იმ ზომამდე, რომ გარეშე ტომთა ნაშიერები გვეცილებიან ჩვენს მიწა-წყალს, ულმობლად გვიძირკვავენ კერებს, ერეკებიან და ანადგურებენ ყოველივე ქართულს ქართულ ქვეყანაში.

განა აქსიომა არაა ისტორიული სიმართლის ობიექტურ არგუმენტირებულ ჩამოყალიბებაზე რომაა დამოკიდებული ერისა და მისი ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკის სტრატეგია და ტაქტიკა?

თქვენ თქვენი უპრინციპობით ხელფეხს უბორკავთ ხელისუფლებას, იმოქმედოს ქართული სახელმწიფოს სამართლებრივ და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესების შესაბამისად, რაც ქართველ ადამიანს მისი ყოფნა-არყოფნის ფასად უჯდება. ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში და რა მდგომარეობაშიც ვართ დღეს ჩავარდნილი, მომავალი – აწმყოდან გამომდინარე – არაფერ კარგს არ უქადის ჩვენს ერს (მე არ მესმის ასეთ უსუსურ გამოთქმათა აზრი: ისტორია ყველაფერს გაარკვევს, ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს; ბევრი რამ ვიცი, ბევრი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ დრო მოვა, როცა სიმართლეს ვიტყვი…). ის, რაც მოხდა და დღეს ხდება თანამედროვე თაობამ უნდა გაარკვიოს, ჩვენ ყველანი მოვალენი ვართ, სწორედ დღეს შევაჯამოთ: რა მოხდა, რატომ მოხდა და როგორ ვუშველოთ სასწრაფოდ ხალხს, ქვეყანას, დღეს!

ამ უმნიშვნელოვანეს და გადაუდებელ საქმეში ხომ ისტორიკოსები არიან მოვალენი, მეცნიერული ღრმა ანალიზის საფუძველზე იმოქმედონ.

არაერთი წერილი, ნარკვევია გამოქვეყნებული მასმედიაში (ბატონების: თ. მიბჩუანის, თევზაძის, გობეჯიშვილის, გასვიანის, ჩხიკვაძის, ფუტკარაძის…) აფხაზეთის, აფხაზებისა და აფსუათა თაობაზე, სადაც გვიმტკიცებენ, რომ აფხაზი ქართველია, აფსუა კი ჩერქეზულ-ადიღეურის მოდგმაა; დროთა განმავლობაში ქართველთა უყურადღებობისა და ტოლერანტობის გამო, თან მუდმივი ბრძოლის გამო თავგადასარჩენად გარეშე მტრებისაგან, შინაური ქიშპობის, ფეოდალური დაქსაქსულობის, ერთიანი მმართველობის არ არსებობის გამო, ვერ ხორციელდებოდა (განა დღესაც იგივე არ ხდება?) სახელმწიფო კონტროლი სასაზღვრო მხარეებში: ვინ გადმოდიოდა ჩრდ. კავკასიის მხრიდან აფხაზეთის მთიან ადგილებში, სტიქიურად სახლდებოდა, მკვიდრდებოდა და მრავლდებოდა. გაჩნდა აფსუათა (და არა მხოლოდ მათი) კომპაქტური დასახლებანი მთაში, შემდეგ კი უფრო მოგვიანებით ბარში. აფსუას ცნება გაიგივებულ იქნა აფხაზის ცნებასთან. აფსუამ მიითვისა, მიისაკუთრა აფხაზობა (ქართველის ცნების ამოგდებით). ეს ისტორიული ქურდობა, ყაჩაღობა გადამთიელებს შერჩათ ისევ ქართველთა წყალობით. რის საფუძველზე და რა უფლებით შევარჩინეთ აქამდე აფსუებს აფხაზობა? ისინი ხომ აფხაზები არ არიან! რატომ უწოდებთ აფსუას აფხაზს? ერთმანეთში ისეა არეული ეს სხვადასხვა ცნებები, რომ თვითონ ჩვენ, ქართველები და ჩვენი მაღალი თანამდებობის პირები ხმარობენ გამოთქმებს: აფხაზური მხარე, სეპარატისტული აფხაზეთი, აფხაზეთის ლიდერი არძინბა (ბატონ ვ. ლორთქიფანიძის გამოსვლებიდან და სამწუხაროდ არა მარტო მისი). აფხაზი აფსუა, სოხუმის მთავრობა და ა.შ.

გეკითხებით პატივცემულო აკადემიავ, განა საკმარისია საქართველოს ისტორიის აფხაზეთის საკითხში ცალკეულ ისტორიკოსთა დაგვიანებული გამოსვლებით შემოვიფარგლოთ? როგორც ყველა ოჯახს აქვს თავისი საცხოვრებელი ფართის გეგმა, დამტკიცებული სათანადო სახელისუფლებო კანონმდებლობით, მსგავსად ამისა, ხომ ყოველ ქვეყანას აქვს იურიდიული საბუთი-რუკა-სახელმწიფოებრივი სივრცის განმსაზღვრელი, მასში საუკუნეთა განმავლობაში მცხოვრები ძირითადი ანუ აბორიგენი მოსახლეობის და ე.წ. შემდგომ ჩამოსახლებული სხვა ეროვნებათა აღნიშვნით.

რატომ მისცა ჩვენმა მეცნიერებათა აკადემიამ უფლება აფსუებს, ოსებს (და კიდევ სხვებს) წარმატებით განეხორციელებინათ წლების განმავლობაში სიყალბის გავრცელება, თავისი ბოროტმოქმედული გამიზნული აქტიური მოქმედებით შეცდომაში შეეყვანათ მსოფლიო საზოგადოება (მათ შორის პირველ რიგში რუსეთის). რუსეთის დახმარებით ჯერ შეფარვით, მერე კი თავხედურად, აშკარად, პირატულად (როგორც სჩვევიათ მეკობრეებს) წაგვართვეს ჩვენი ადგილსაცხოვრებელი, მოგვიწყვეს სისხლისღვრა, შეუბრალებლად, უმოწყალოდ გაგვიჟლიტეს მოსახლეობა. ამ ომში, წინასწარ შედგენილი სიებით, მეთოდურად განახორციელეს ქუჩების, დასახლებული პუნქტების   ქართველებისაგან  ეთნიკური წმენდა  გაგრისა და განსაკუთრებით სოხუმის დაცემის შემდეგ. უფრო თამამად ამ ოპერაციის განხორციელებას შეუდგნენ მას შემდეგ, რაც ფსოუზე და მერე ენგურზე ჩადგა რუსეთის ე.წ. “სამშვიდობო ჯარები”. საზღვრების გადაკეტვით გათამამებულმა აფსუებმა ვაკუუმში მოხვედრილი, დაუცველად დარჩენილ ქართველ მშვიდობიან მოსახლეობას დაერივნენ, როგორც ქორი წიწილას. ხელთ ჩაიგდეს ქართველთა სახლ-კარი, ქონება. ვაი იმ ქართველებს, ვინც ორსართულიანი სახლების, კეთილმოწყობილი ბინების პატრონები იყვნენ. ბევრი მათგანი თავისსავე საწოლში ჩახოცეს, აწამეს, მათი საცვლების ამარა გვამები სად მიაგდეს – ვინ იცის. იმავე ღამეს იკავებდნენ სახლებს დიდი ზარ-ზეიმით, წვებოდნენ დახოცილთა ჯერ  კიდევ თბილ ლოგინებში, ეჯიბრებოდნენ აფსუები ერთმანეთს ქართველთა ქონების მიტაცებაში. თითო აფსუამ დაიკავა ერთდროულად რამოდენიმე ბინა სხვადასხვა ადგილას: პიცუნდაში, უფრო სწორედ ბიჭვინთაში, გაგრის, გუდაუთის, სოხუმის, ეშერისა და სხვა დასახლებებში.

აფსუათა ყაჩაღობას, მოროდიორობას არ აქვს საზღვარი.  მათი ბუნაგები ქალაქად და განსაკუთრებით სოფლად გადატენილია ქართველების საკუთრებით: მანქანებით, ავეჯით, ჭურჭელით, კულტურულ-საყოფაცხოვრებო ნივთებით, ტანსაცმლით. განძეულობით; ნაწილი გატანილი აქვთ ე.წ. ველურ ბაზარზე, გახსნილი აქვთ კომერციული მაღაზიები, ნაწილი გაიტანეს და გაჩაღებული აქვთ ვაჭრობა რუსეთში. ჩეჩენთა, ადიღე-ყაბარდო-ბალყარელთა და კაზაკთა მიერ ქართველების ნაძარცვი საქონლით გადატენილი მანქანები (მსუბუქი, სატვირთო, სამგზავრო) გაუყენეს ჩრდ. კავკასიის გზას ფსოუზე გავლით. აფსუები ქართველთა სახლკარებს და ბინებს იკავებდნენ არა მარტო თვითნებურად, სტიქიურად, არამედ მათ შორის სეპარატისტ-დამპყრობთა ადმინისტრაციის მიერ ოფიციალურად დარიგდა და განაწილდა ქართველთა ბინები. არძინბას სპეციალური ბრძანების საფუძველზე გამოცემული ნებართვით პირველ რიგში აკმაყოფილებდნენ აფხაზეთის ომის მონაწილეებს, ომში დაღუპულთა ნათესავებს, თავიანთ ნაცნობ-მეგობრებს. ერთი აფსუა ქალი მაღლა ხელებგაშლილი იძახდა: “Сейчас грузинские дома на выбор”. ბერძნები ნიშნის მოგებით ეხმაურებოდნენ: “კარგი იყო, როცა ბერიას დროს ჩვენს სახლებში ჩაასახლეს ქართველები და ეხლა ხომ დადგა მათი ჯერიო!” არძინბამ, ოზგანმა, ს. შამბამ და მათმა დამქაშმა თანამზრახველ-სეპარატისტთა ხროვამ წმინდა წყლის ფაშისტური რეჟიმი დაამყარეს: ქართველთა მიმართ შექმნეს საყოველთაო განკიცხვის ატმოსფერო. ორ ქართველს არ აქვს უფლება ქუჩაში შეხვდეს ერთმანეთს  და დაილაპარაკოს “ძაღლის” ენაზე. დაწესებულებებიდან გაყარეს ქართველები, სოფლად დარჩენილ   მცირერიცხოვან ქართველობას (უმეტესად ქალებს) ამუშავებენ როგორც მონებს. საომარი მოქმედებების დროს ჩაგდებული სოფლებიდან და სხვა დასახლებული უბნებიდან უამრავი მსხვილფეხა საქონელი დახოცეს და ამ გზითაც გაისქელეს ჯიბეები. გაძარცულია და გაპარტახებული ყველა სამრეწველო და საკურორტო დაწესებულება, მითვისებულია მიწები; ქართველებს ჩამოართვეს ტელეფონები და დაიდგეს თავად. ყოველ კვირას აწარმოებენ ქართველთა და მათ საკარმიდამოების აღრიცხვას. სპეციალური ნებართვის გარეშე ქართველს არა აქვს უფლება იმოგზაუროს, მაგალითად გაგრიდან სოხუმში; ავტობუსებს აკონტროლებენ მკაცრად. თუ დაგჭირდა სოხუმში ან ენგურზე გადასვლა, კეთილი ინებე და აიღე ნებართვა კგბ-სა და მილიციაში, გადაიხადე ფული.

ყოველ ქართველზე დადგენილია მეთვალყურეობა: სად მიდიხარ, ვისთან ლაპარაკობ და ა.შ. სხვა ეროვნების მოსახლეობის ფონზე, ქართველი საცოდავია, დამცირებული, ღირსებააყრილი, სიკვდილის საფრთხის მოლოდინშია დღეც და ღამეც. აფსუა ბიჭები  (სხვათაშორის ზოგი დედით ქართველი) ტრაბახობდა: “Хоть сто грузин убью,  я за это не отвечаю! Всех Грузин перестрелю, кто  меня увидит?” აფსუა ფაშისტ დამპყრობელ ხელმძღვანელთა მიერ ხორციელდება აფსუა მოსახლეობის ხელით ამოცანა – არცერთი ქართველი აფხაზეთის მიწაზე! მათ თვალწინ აშკარა თუ ფარული წაქეზებით მოხდა და ხდება ქართველთა მკვლელობები, რადგან განმკითხავი არავინ არის. ერთხელ ერთ-ერთმა შეძრწუნებულმა მოქალაქემ მიმართა “მშვიდობისმყოფელთა” მე-5 სადესანტო ბრიგადის (რომელიც იყო და არის რუსეთის და სეპარატისტთა სამხედრო არსენალი საქართველოს წინააღმდეგ) პოლკის უფროსის მოადგილეს: უშველეთ ხალხს, ვერ ხედავთ როგორ ხოცავენ მათ? პასუხი იყო ასეთი: “Нас поставили на Энгури, остальное нас  не касается. Мы не имеем права вмешиваться”. აფსუა ხელისუფლებმა ყველგან შეცვალეს ქართული ტოპონიმიკა აფსუურით. განადგურებულია ქართველთა კუთვნილი სახლ-კარის, ბინების საბუთები. დაწვეს ქართული სკოლა, ქართული წიგნები. თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: სოფლებიდან წამოსული შავებში ჩაცმული თავსაფრებით შუბლწაკრული აფსუა ქალები დაძრწიან ქუჩა-ქუჩა, გაფაციცებით ეძებენ ქართველთა სახლებსა და ბინებს კითხვა-კითხვით: “А где Грузинский  дом?”  ერთი 15 წლის აფსუა მოზარდის თქმით: “A что, мы берем свое!”

განსაკუთრებული სისასტიკით ამ ომში ყოველივე ქართულისადმი გამოირჩევიან გააფსუებული ე.წ. ქართველები გვაზავა, გობეჩია, სიჭინავა, კვარაცხელია, კუპრავა, ნარმანია, ვეკუა, ახალაია, ქარდავა, ლაკერბაია (გადაკეთებული “ლაკრბა”-დ), აბაშიძე … მსგავს გვართა რაოდენობა უამრავია – ესენი შეადგენენ აფსუათა 90%-ს, თუ მეტს არა. ეს გადაგვარებული “ქართველები” თავგამეტებით დებენ აფსუობაზე თავს.

ომამდე და განსაკუთრებით კი ომის დროს ბევრმა ე.წ ქართველმა გამოიცვალა ეროვნება, რაშიც ფულიც გადაიხადა (ე.წ. “პოშლინა”). ერთმა ახალგაზრდამ, გვარად ღურწკაიამ, გადაიხადა 1000 რუბლი ამ მიზნით. ზოგს დედა ჰყავდა რუსი, უკრაინელი, ბერძენი და გადაიკეთეს საბუთები დედის გვარზე.

ქართველთა ნაწილის გადაგვარება, არაქართული მოსახლეობის გულგრილი დამოკიდებულება ქართველების მდგომარეობისადმი, თვით ქართველთა საგრძნობი მასის ინდიფერენტულობა თანამოძმეთა ეროვნული ღირსების შელახვისადმი, ყოველივე იმისადმი, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა და სადღეისოდ რაც გვჭირს, აიხსნება ძირითადად იმით, რომ ეროვნული იდეოლოგია ჩვენს საზოგადოებაში იყო და არის შეზღუდული, მაშინ, როდესაც აფსუა მოღვაწეებმა ლეგალურად და არალეგალურად ყველანაირი არხით შექმნეს თავისი აფსუური იდეოლოგია. ამ იდეოლოგიით აღზარდეს დედის რძესთან ერთად აფსუათა არაერთი თაობის დიდი და პატარა. ომის დროს მათი ერთ-ერთი დევიზი იყო: “Каждый грузин отвечает за всю нацию”.

თქვენ, პატივცემულო მეცნიერებათა აკადემიავ, არასოდეს დაგიცავთ საქართველოს ისტორიული სიმართლე სახელმწიფო დონეზე, ემორჩილებოდით ცკ-ს დადგენილებათა არგამწვავების პოლიტიკას, “ზემოდან” მითითებებს ვერ ან არ უწევდით წინააღმდეგობას, ვერ ან არ გამოიჩინეთ მეცნიერული და ადამიანური ვაჟკაცობა გებრძოლათ სიმართლისათვის. დღემდე გრძელდება მარჩიელობა აფხაზი და აფსუას ცნებების გარკვევის ირგვლივ. ერთ-ერთი სავალალო შედეგია ის, რომ არ აღზარდეთ ქართული მოსახლეობა და საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნებები ქართული სახელმწიფოებრივი სულისკვეთებით. აბა რომელი რუსი ან სხვა ეროვნების წარმომადგენელი თვლის თავს საქართველოს მოქალაქედ, გრძნობს თუ არა რაიმე პასუხისმგებლობას, გულთან ახლოს მიაქვს თუ არა ამ ქვეყნის ავ-კარგი? რუსულენოვანმა მოსახლეობამ ერთხელ მაინც თუ ამოიღო საპროტესტო ხმა რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ, რომელმაც განახორციელა სამხედრო თავდასხმა ჩვენს ხალხზე. ომის დაწყებამდე ერთი რუსი ქალბატონი იძახდა: “Что эти Грузины хотят? Пусть убираются в свою  Грузию!”

მათ თვალწინ ჩადენილია აფსუა სეპარატისტ-დამპყრობთა მიერ ქართველთა ულმობელი აწიოკება. დღესაც სდუმან, რადგან თვლიან, ეს მათ არ ეხებათ. აბა შეადარეთ ამერიკის ან საფრანგეთის მოქალაქეობის მინიჭების წესი და ამ წესისადმი მიმართება – პასუხისმგებლობა ყველა ამერიკელი ან ფრანგი მოქალაქისა ეროვნული წარმომავლობის მიუხედავად!

როდესაც დადგა საკითხი ქართული ენის, როგორც სახელმწიფოებრივი ენის დანერგვისა საზოგადოებაში, რუსი  თუ სხვა ეროვნების წარმომადგენლები აღშფოთებას გამოთქვამდნენ: რა ვალდებული ვართ ვისწავლოთ ქართული ენაო. ქართული ენის სწავლება არაქართულ სკოლებში იყო შემოღებული ნებაყოფლობით საწყისებზე. ე.წ. “აფხაზურ” სკოლებში ხომ საერთოდ იყო ამოღებული სასწავლო პროგრამებიდან. გაზეთები გამოდიოდა მხოლოდ რუსულ-აფსუურ ენაზე. ქართული გადაცემები ტელევიზიაში – გააუქმეს.

ქართული ისტორიული ძეგლები, მათ შორის საეკლესიო, ნადგურდებოდა. მაგალითად: ჯერ კიდევ ომამდე, ახალი ათონის ერთ-ერთ მთიან სოფელ ანუხვაში VII საუკუნის ეკლესია იქნა ტურბაზად გადაკეთებული, სეპარატისტ ოზგანის ხელშეკრულებით რუსეთის თუ უკრაინის ერთ-ერთ სამშენებლო ორგანიზაციასთან. ქართველ ისტორიკოს-არქეოლოგებს აუკრძალეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. კინოფილმიც კი გადაიღეს: “Наследник” (“მემკვიდრე”) – გეცოდინებათ ალბათ მისი შინაარსი. რა ხანია ისინი არ უშვებდნენ აფხაზეთში ქართველ ისტორიკოსებს, არქეოლოგებს.

 საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში უძველესი ხანა, საიდანაც სათავეს იღებს ქართველი ერის ჩამოყალიბების პროცესი, მისი ეთნიკური თვითმყოფადობა ძუნწად და ბუნდოვნად არის წარმოდგენილი. გაუგებარია იმ მრავალრიცხოვან წინაპარ ტომთაგან, რომელმაც ვერ გაუძლო ან გაუძლო საუკუნეთა გამოცდას, ამ ტომთა დაყოფის ან შერწყმის პროცესი როგორ განვითარდა. ხშირად ვკითხულობთ: კოლხეთის მოსახლეობას შეადგენდნენ ლაზ-მეგრელები, აფშილ-აფხაზები, სვანები. მეგრელებსა და სვანებს აქვთ თავისი დიალექტი, მაგრამ აფშილ-აფხაზების ეთნიკური ნიშნების არსი რაში მდგომარეობს?

საქართველოს ისტორია არასოდეს ისწავლებოდა სათანადო დონეზე ჩვენი განათლების სისტემის ყველა რგოლში. აიღეთ თუნდაც ის ფაქტი, რომ არაქართულ სასწავლო დაწესებულებებში საქართველოს ისტორია ისწავლებოდა სინქრონულად სსრკ-ს ისტორიასთან ერთად; საათების სიმცირის და მასწავლებელთა უპასუხისმგებლობის გამო (მათ ფაქტიურად არც ჰქონდათ საშუალება ნორმალურად ესწავლებინათ). საქართველოს ისტორია ფორმალურად ირიცხებოდა სასწავლო პროგრამებში. აქედან გამომდინარე, არავითარი ინტერესი და პატივისცემა მისადმი, ბუნებრივია,  არ ინერგებოდა არაქართულ მოსახლეობაში. რუსულ ენაზე შექმნილი სახელმძღვანელოები იყო უფერულ-უგემოვნოდ აკინძული  მცირე ზომის წიგნები, მძიმე ენით ნათარგმნი, ძნელად დასამახსოვრებელი ლექსიკით, ისტორიული მოვლენები გადმოცემული იყო  მოკლედ და გაუგებრად. ქართული ლიტერატურის სწავლებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ყოველივე ეს კარგად გამოიყენეს ჩვენმა მტრებმა თავის ანტიქართულ იდეოლოგიურ მუშაობაში. ჯერ ერთი: გეგმაზომიერად “ქმნიდნენ” აფხაზეთის ისტორიას, ბეჭდავდნენ და მაშტაბურად ავრცელებდნენ ნარკვევებს, საგაზეთო სტატიებს, როგორც საკუთრივ აფხაზეთში, ისე რუსეთსა თუ საზღვარგარეთ. ჰქონდათ და აქვთ განუწყვეტელი კავშირი, მისვლა-მოსვლა რუსეთში, საზღვარგარეთ, ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში. მათ თადარიგი დაიჭირეს არა მარტო იდეოლოგიურ სფეროში, არამედ განახორციელეს პრაქტიკულ-ორგანიზაციული სამუშაო აფსუა მოსახლეობის მოსამზადებლად ომისათვის ქართველთა წინააღმდეგ. თავისი დაუღალავი მიზანმიმართული მუშაობის შედეგად მიაღწიეს კიდეც იმას, რომ დიდსა თუ პატარას, განათლებულს თუ გაუნათლებელს ჩაუნერგეს ფანატიზმამდე გარკვეული მსოფლმხედველობა: აფხაზეთი – ეს მათი ერთადერთი სამშობლოა, ქართველები კი დამპყრობლები. ამ “ჭეშმარიტებამ” შეკრა ისინი ერთი მებრძოლი სულით, სიამაყით აღსავსე პატრიოტული შემართებით. ყოველთვის გვესმოდა მათგან, პირველ რიგში ახალგაზრდებისგან: “Я абхаз! Апсны это страна  души!” წლების განმავლობაში ისინი მოამზადეს გადამწყვეტი ომისათვის “სამშობლოს”განთავისუფლების მიზნით ქართველი “ოკუპანტებისგან!”

ომი რომ დაიწყო, ბაგრატ შინკუბამ მიმართა აფსუებს: “ქართველები ყოველთვის გვჩაგრავდნენ ჩვენ, წაგვართვეს ჩვენი მიწა-წყალი. გვეყო მათგან დამცირების და აწიოკების მოთმენა. ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვიბრძოლოთ საბოლოო დამოუკიდებლობისათვის”. აფსუას საბრძოლო დევიზია: “Хоть один абхаз останется – будем до конца защищать свою свободу, свою землю от грузинских захватчиков! Ни одного грузина не оставим в живых … всех перережем!” აფსუა ქალები (რომლებიც სხვათაშორის გამოირჩევიან თავისი აგრესიულობით) პურის რიგებში, ხალხმრავალ ადგილებში გაცოფებული გაიძახოდნენ: “Этих грузин живыми надо сжигать!  Вот мы их приютили,  пригрели,  выкормили, а они наших убивают, землю отнимают!” არძინბამ არაერთხელ ყველას გასაგონად გამოაცხადა: “Пусть, сунутся…  сюда…грузины, получат по заслугам.  Мы каждую семью вооружили. По одному нашему кличу все встанут как  один на борьбу против грузин-завоевателей!”

სერგეი შამბამ (ეს აფსუა გებელსი) და მისთანებმა გონება და სული მოუწამლეს აფსუა მოსახლეობას. განსაკუთრებით ამ მხრივ დიდი ღვაწლი მიუძღვის გაზეთ “ბზიფ”-ს, რომლის რედაქტორი და “აიდგილარას” ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო ანატოლი ვოზბა (მან თავი მოიკლა ომის დროს. თუ რატომ, ამას აფსუები მალავენ). ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, აფსუა “ინტელიგენციის” წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავდნენ: “Почему эти  грузины не хотят успокоиться и понять, что мы не братья а соседи?!”  აფსუა იდეოლოგებმა ერთ-ერთ სამოქმედო დებულებად გაიხადეს: “Oдин грузин  отвечает за всю нацию!” როცა ომი დაიწყეს საქართველოს წინააღმდეგ, საყვედურობდნენ ქართველებს: “რატომ არ დაგვიდექით და ჩვენთან მხარდამხარ არ იბრძვით ქართველ ოკუპანტთა წინააღმდეგ?!” ნაწილი ქართველებისა, როგორც მოგეხსენებათ, მართლაც იბრძოდა მათ მხარეს თავის შვილებთან ერთად. მათთან ერთად ებრძოდნენ ქართველებს ადგილობრივი რუსები, ბერძნები, განსაკუთრებულ აქტიურობას იჩენდნენ სომხები – დაუნდობელი მტერი ქართველებისა. აფსუათა მარჯვენა ხელი იყო ვინმე ტოპოლიანი. მას სპეციალური დაცვაც ჰყავს. სოფლის თავყრილობებზე რაზმავდნენ და აგულიანებდნენ სომეხ მოსახლეობას.

 ჯერ კიდევ 50-იან წლებში (ი.ბ. სტალინის გარდაცვალების შემდეგ) თუ კი დაიბეჭდებოდა რაიმე მასალა აფხაზთა, როგორც ქართველთა შესახებ, ეს იწვევდა აფსუათა მხრივ მწვავე რეაქციას. მახსოვს, 1958 წ. ჟურნალში ‘მნათობი” დაიბეჭდა სტატია ამ საკითხთან დაკავშირებით (საქ. ცკ. მდივანი იყო ვ. მჟავანაძე), რომელმაც გამოიწვია აფსუების საპროტესტო გამოსვლები. საქართველოს ცკ. ბიუროს დადგენილებით ტაბუ დაედო ყოველგვარ პუბლიკაციას, სამეცნიერო კვლევით მუშაობას. საქართველოს ხელისუფლება და მეცნიერებათა აკადემია მაშინვე იხევდნენ უკან. აფსუათა დემაგოგიური გამოხტომები წლების განმავლობაში რჩებოდა უპასუხოდ (უფრო სწორედ – მხარდაჭერით), უსამართლო დათმობებით.

ჩვენი ხელისუფლება და იდეოლოგები ყოველთვის გვინერგავდნენ და ახლაც განაგრძობენ იმ ხაზს,  რომ აფსუები ჩვენი “ძმებია”. რომელ “ძმობაზეა” ლაპარაკი, როდესაც ეს “ზმა” ცეცხლითა და მახვილით დაერია ქართველებს. რუსეთის ხელმძღვანელობისა და სხვათა დახმარებით ყველა ღონეს ხმარობს, რათა ქართული კერა მოიშალოს აფხაზეთში. რამდენი დრო დასჭირდება (თუ დადგა ეს დრო) ისევ, რომ აღდგეს ქართული მოსახლეობა, ქართული სული, აღორძინდეს ქართული კერა აფსუების მიერ ბარბაროსულად აოხრებულ აფხაზეთში? (განსაკუთრებით ამ მხრივ საყურადღებოა გუდაუთის რაიონი).

მტკიცებამ იმისა, რომ აფსუა “ძმაა” ქართველისა (თავისთავად ეს ჰუმანური პოზიციაა), პრაქტიკულად ქართული მოსახლეობის მორალური განიარაღება გამოიწვია. ამ მიდგომის ტოლფასია ის, რაც გრძელდება დღეს. სხვანაირად როგორ უნდა გავიგოთ, ამასწინათ  ტელევიზიით  გადმოცემული “მოამბის”  რეპორტაჟი სოხუმიდან. კომენტატორი გვარწმუნებს, რომ სოხუმში აფსუა მოსახლეობის მდგომარეობა უფრო მძიმეა, ვიდრე ლტოლვილებისა! ეს იყო ისეთი ტონით გადმოცემული, რომ ჩვენ, ლტოლვილებს და საერთოდ საქართველოს მოსახლეობას ისღა დაგვრჩენია, რომ სამძიმრის დეპეშები გავუგზავნოთ ქართველთა ბინებში მოკალათებულ აფსუებს, რომლებსაც არ აკმაყოფილებს თავიანთი სახლ-კარი სოფლებში. სოხუმში მყოფ “საცოდავ” აფსუას მართლაც უჭირს” – მან ერთდროულად უნდა უპატრონოს ხელში ჩაგდებულ ქართველთა ბინებს არა მარტო სოხუმში, არამედ პიცუნდაში (ბიჭვინთაში), გაგრაში, კოლხიდაში, განთიადში, გუდაუთაში და კიდევ ვინ იცის სად! “მოამბის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნოტაცია წამიკითხა: “იცით ქალბატონო, საწყალ აფხაზებს გონება აურიეს. მე ვარ ნამყოფი აფხაზეთში და ვიცი მათი  გამოუვალი მდგომარეობაო”. მე მგონი კომენტარი აქ ზედმეტია. მსგავსი ჩაგონებითა და ცრუ ჰუმანური მიდგომით აიხსნება ალბათ ის, რომ ქართველმა ადამიანმა დაკარგა ბრძოლისუნარიანობა. მისი ზომბირების შედეგია, რომ ის იჩენს უნებისყოფობას, სილაჩრეს, საბრძოლო უუნარობას, ვერ აიღო თავის თავზე სითამამე, გასცეს მტერს საკადრისი პასუხი.

 აგვიხსენით, ბატონო მეცნიერებო, რატომ ვერ იცავს ქართველი თავის კერას? განა თქვენთვის არ იყო ცნობილი, რომ აფსუა ხელმძღვანელებმა, თქვენმა “კოლეგებმა”, რომლებსაც თქვენ ზრდიდით, ხელს უწყობდით სამეცნიერო კარიერის შექმნაში, ერთ მუჭად შეკრეს დიდი და პატარა აფსუები. ჩვენი ხალხი კი დარჩა სულიერად მოუმზადებელი, დაქსაქსული, უიარაღო, უპატრონო, სათანადოდ ვერ შეაფასა, თუ რა საფრთხე ელოდა. განა თქვენს თვალწინ არ იმარაგებდნენ აფსუები (ახლაც განა არ არიან სომხები შეიარაღებულნი აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში?) იარაღს, სწავლობდნენ და გადიოდნენ სამხედრო წვრთნას, გაიჩინეს მოკავშირეები. მტერი იარაღდებოდა, ყოველმხრივ თადარიგს იჩენდა, ქართველთა უმრავლესობა კი გართული იყო სიმდიდრის დაგროვებით (ვისთვის?!), მატერიალური მდგომარეობის ამაღლებით, კარიერით. ყველანაირ პირობებს და შეღავათებს უქმნიდნენ აფსუებს, რუსებს, სომხებს, ოსებს და კიდევ ვინ იცის ვის! დღესაც თურმე  ცხვირს ვერ ყოფს ქართული ხელისუფლება ახმეტის რაიონში.

ვის დაედო ცოდვად ქართველთა ამდენი მსხვერპლი, მტერს რომ შეეწირა უთანასწორო ბრძოლაში მრავალი ჩვენი მოქალაქე, ქალი, ბავშვი, კაცი, ვაჟკაცები. სამარცხვინოდ რომ დავმარცხდით, საუბედუროდ რა სავალალო მდგომარეობაშია ჩავარდნილი მუხლდაჩოქილი ჩვენი ხალხი!

ბატონებო, წუწუნებთ სახსრები არა გვაქვს, რათა მსოფლიო საზოგადოებას ვაუწყოთ ისტორიული სიმართლე, იმიტომაც წავაგეთო აფსუებთან ინფორმაციული ომიო. არა გვაქვს საშუალება მოვიწვიოთ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმიო … ქალბატონმა დოდონა კიზირიამ სამართლიანად გამოთქვა თავისი აღშფოთება, როდესაც მოიწვიეთ თბილისში ქართველი ემიგრანტები, გამართეთ მდიდრული პურ-მარილი, დროსტარება, ლხინი, ექსკურსიები – ამასთან დაკავშირებით რამდენი თანხა დაიხარჯა უმიზნოდ?! იმის მაგივრად, რომ ქართველ ღირსებააყრილ დევნილებთან მიგეყვანათ ისინი, გემსჯელათ საქართველოს მთლიანობის საწინააღმდეგოდ გაჩაღებულ თანამედროვე ომზე, დაგესახათ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა შველა ხალხს, ქვეყანას.

აბა შეადარეთ თქვენი ინერტულობა აფსუა, ოს, თუნდაც სომეხ ცრუ მეცნიერთა აქტიურ მოქმედებას, მათ ხომ წლები უქმად არ დაკარგეს, თავისი “სიმართლე” გაიტანეს და გააქვთ ყველგან. ეს ომი მათ ხომ საფუძვლიანად მოამზადეს წინასწარ იდეოლოგიურად, დღესაც როგორ მარჯვედ იყენებენ აგიტაციის და პროპაგანდის ყველანაირ საშუალებას. თქვენ ალბათ არ კითხულობდით და არც ახლა კითხულობთ მათ გაზეთებს (გარდა ცალკეული გამონაკლისისა), არ უყურებთ მათ ტელეგადაცემებს, არ უსმენთ მათ რადიომაუწყებლობას. ისინი შესაშური ოსტატობით იყენებენ მოსახლეობის ფსიქოლოგიური დამუშავების მრავალნაირ მეთოდს. ქართულ ენაზე ანხორციელებენ რადიოგადაცემებს, რადიოთი და ტელევიზიით გამოჰყავთ ვაიქართველები (რა თქმა უნდა მათი დაშინების მეთოდით), რომელთაც ათქმევინებენ, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო ცალკე სახელმწიფო … ქართველ “ფაშისტთა” მხეცური ნამოქმედარის ყოველდღიური ჩვენებებით მოსახლეობაში აღვივებენ ზიზღს, სიძულვილს, აღშფოთებას. აბა, როგორი სანახავია ლატას თავზე ჩამოგდებული ვერტმფრენის მგზავრთა – ქალების, ბავშვების დარუჯულ-დამწვარ გვამთა ყოველდღიური ჩვენება და მათი გუდაუთის პარკში დასაფლავების ცერემონიალის ან დაღუპულ აფსუა ბოევიკების წამებით დამახინჯებული სხეულების აფიშირება ტელევიზიით, რადიოთი, გაზეთებით.

აფსუა-სეპარატისტები უკვე რამდენი წელია განსაკუთრებული სისასტიკით სდევნიან, ხოცავენ, ძარცვავენ, აუპატიურებენ, ცოცხლად მარხავენ, წვავენ ქართველობას. ამ საშინელებათა შესახებ ჩვენი საინფორმაციო ინსტიტუტები იშვიათად, მონოტონური ხმით თუ გვამცნობენ: ამდენი და ამდენი ქართველი მოკლეს, N რაოდენობის სახლები გადაწვეს, 16 წლის გოგონა აფხაზმა (უნდა ითქვას აფსუა) ბოევიკებმა გააუპატიურეს და შიშველი გადმოაგდეს მანქანიდან გალის ბაზართანო … თანაც მხედველობაშია მისაღები, რომ ამ მწირ ინფორმაციას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ღებულობს, რადგან რადიო, ტელევიზია, გაზეთები რაიონებში ფაქტიურად არ არის, ქალაქში გაზეთებს იძენს უმცირესობა, რადიო-გადაცემები გადატვირთულია არაფრისმთქმელი ინფორმაციითა და უგემოვნო მუსიკით, ხოლო სატელევიზიო არხები დაკავებულია ბოევიკური და  პორნოგრაფიული ფილმებით.

ეროვნული იდეოლოგიის უმოქმედობის გამო და ძალიან გართულებული საყოფაცხოვრებო მდგომარეობის სიდუხჭირით გაწამებული საზოგადოება გულგრილია თავის თანამოძმეთა მიმართ, მწვავედ არ განიცდის ერის ტრაგედიას, არ გამოხატავს მასობრივ აღშფოთებას, რასაც ჩვენს თავზე ატრიალებს გათავხედებული მტერი. მართლაც, როგორ გვჭირდება ჩვენებური ლევიტანი!

რატომ პრინციპულად არ აყენებთ საკითხს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის, იუნესკოს, გაეროს წინაშე საქართველოს ისტორიის სიმართლის თაობაზე?

 რატომ არ აგებინებთ სამართლებრივ პასუხს აფსუა თუ სხვა ფალსიფიკატორებს?

როდემდე უნდა ვუხაროთ თავი მონურად რუსულ იმპერიულ შოვინიზმს?

 მახსოვს მოსკოვში ქართულ სახლში ერთ-ერთი შეხვედრის დროს (როდესაც გამწვავდა ვითარება ე.რ. “სამხრეთ ოსეთში?) ოსი ქალბატონი როგორ თავხედურად გვიტევდა ქართულ მხარეს, გვადანაშაულებდა ოსი ხალხის “ჩაგვრაში”, იქ დამსწრე ბატონი მულიანოვი, დიდად რომ მოაქვს თავი, ცივი, გაყინული, საყვედურით სავსე, განმკიცხავი მიმიკით უყურებდა იქ მყოფ ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, მხარი დაუჭირა საქართველოს წინააღმდეგ ცილისწამებით აღსავსე გამოხტომებს. რუსეთის ისტორიკოს და სახელმწიფო დუმის მოღვაწეთა შორის ვინმეს თუ აქვს ერთი  განცხადება მაინც გაკეთებული საქართველოს სიმართლის მხარდასაჭერად? რუსეთის პრეზიდენტს, მთავრობის პირველ პირს, საგარეო საქმეთა უწყებას (მაშინაც კი, როდესაც მას ეროვნებით ქართველი ხელმძღვანელი ჰყავდა) ოფიციალურად არ გამოუხატავს თავისი პოზიცია ქართველი ერის სასარგებლოდ, არ დაუგმია აფსუა და სხვა სეპარატისტთა დანაშაული, ამიტომაცაა, რომ რუსეთის სამხედრო მანქანა და მასმედია მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ – თუნდაც ბატონი პრიმაკოვის, საქართველოში დაბადებული და აღზრდილი პიროვნების საქციელს რა გამართლება აქვს? მისი აგრესიული, ამბიციური უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოს მიმართ (დავიჯეროთ, რომ მან არ იცის ჩვენი ქვეყნის ისტორია? მაშინ რა უფლებით უკავია ასეთი მაღალი თანამდებობა?). გაუგებარია ქართველ ემიგრანტთა, აგრეთვე თურქეთში ქართველთა სათვისტომოს ნეიტრალური დამოკიდებულება იმ საფრთხისადმი, რომელმაც უფსკრულის წინაშე დააყენა მათი ისტორიული სამშობლო.

 მაგრამ რა ხდება თვით საქართველოში? განა გაკვირვებას და აღშფოთებას არ იწვევს ზოგიერთი ქართველი “მოღვაწის” მიერ მასმედიაში გამოქვეყნებული თვითნებური “გენიალური” მონახაზები აფხაზეთის ტერიტორიული დაყოფის შესახებ ეთნიკური ნიშნით?! მაშინ, როდესაც ბოლოსდაბოლოს უნდა დაისვას საკითხი გარკვევით და კატეგორიულად, ოფიციალურად აფსუა იწოდებოდეს არა აფხაზად, არამედ აფსუად. ის აფსუაა და არა აფხაზი, რომ “აფხაზი” არ არსებობს, როგორც ცალკე დამოუკიდებელი  ეროვნება, რომ აფსუა ისეთივე მდგმური ჩამოსახლებაა, როგორც რუსი, ბერძენი, ოსი, სომეხი … მას არავითარი ავტონომია არ ეკუთვნის (განა აფსურდი არ არის აფხაზეთში ორი ენის სახელმწიფო ენად ცნობა). მათი წაქეზებითა და სახელმწიფო ხელისუფლების სისუსტის გამო კომპაქტურად დასახლებული სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც ითხოვენ ავტონომიას. მოდით მაშინ გერმანიაშიც შექმნან თურქებმა, ალბანელებმა ავტონომიები, ან ყირგიზეთში რუსებმა …

ერთ-ერთ გაზეთში (“შანსი” 17.1998 წ. N056) ვკითხულობთ: “აფხაზეთი უნდა იყოს ავტონომიური წესით დაკავშირებული დანარჩენ საქართველოსთან, მაგრამ აფხაზეთის შინაგან მოწყობაში უნდა იყოს განსხვავებული ქართველებით დასახლებული სივრცე და აფსუებით დასახლებული სივრცე და ორივეს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ იქ არ ჩატარდება ისეთი დემოგრაფიული ზომები, რომელიც იქნება საშიში, კერძოდ, სადაც აფსუების საცხოვრებელი სივრცეა, იქ იმიგრაცია არ უნდა შეიძლებოდეს ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის გარეშე”. ამას ისედაც ანხორციელებდნენ აფსუა ხელმძღვანელები ყოველთვის: ქართველს უფლება არ ჰქონდა მიეყიდა ბინა სხვა ეროვნებაზე, თუ არა აფსუაზე: ქართველს უფლება არ ჰქონდა, თუნდაც დიდი ქრთამის ფასად აეღო ნაკვეთი სახლის ასაშენებლად ან ეყიდა ბინა; როდესაც სამეგრელოში მოხდა სტიქიური უბედურება და მრავალი ქართული ოჯახი დარჩა უსახლკაროდ, აფსუა ხელმძღვანელებმა სათოფედ არ მიიკარეს გაჭირვებასი ჩავარდნილი ქართველობა.  ლ.პ. ბერიამ პრაქტიკულად ერთადერთმა გაატარა ღონისძიება, რომლის შედეგად შეიქმნა, უფრო სწორად, აღდგენილ იქნა ქართული დასახლება აფხაზეთში, ნაწილობრივ მაინც. მაგალითად: გუდაუთის რაიონის სოფ. ოთხარაში, ჯირხვაში, აბღარხუკსი, პრიმორსკოეში, ლიხნში და დურიპში. შეიქმნა კომპაქტური ქართული მოსახლეობა ახალსოფელში, სადაც ქართველ ოჯახთა მარჯვენით აყვავდა და დამშვენდა მრავალდარგოვანი მეურნეობა. შურმა და მტრობამ დაუბრმავა თვალები აფსუა იდეოლოგებს. განა ამას შეეგუებოდნენ მათი ბოროტი გულები?! აფსუებს დაკავებული ჰქონდათ განუსაზღვრელი რაოდენობით მიწა-წყალი, რომელსაც ფაქტობრივად არც ამუშავებდნენ. ქართველებს კი მიჩენილი ჰქონდათ ნორმით დადგენილი მიწის ნაკვეთი, სადაც არცერთი მტკაველი არ იყო უმიზნოდ დაკარგული. ქართველებმა განავითარეს სოფლის მეურნეობის ყველა დარგი. სკოლები ჰქონდათ სანიმუშო. დღეს ხომ ყველაფერი მიწასთანაა გასწორებული.

 ისევ ვუბრუნდებით ზემოთ აღნიშნულ წერილში მოცემულ პროექტს, რომლის ავტორისთვის ეტყობა არ არის ცნობილი აფხაზეთში რაიონების, ქალაქების, დაბების, სოფლების ეთნიკური დასახლების სტრუქტურა ომამდე. მაგ. გაგრის რაიონი: აქ რამდენიმე სოფელი ჩამოყალიბდა სომხური მონომოსახლოებით, ცალკე ქართველებით, ესტონელებით, რუსებით, თვით გაგრაში, ბიჭვინთაში და სხვა პუნქტებში ცხოვრობდა შერეული მოსახლეობა. გუდაუთის რაიონში აფსუებით დასახლებული სოფლებია დურიაში, ლიხნი, კალდახვარა, ანუხვა, ჯირხვის უმეტესი ნაწილი, მუგუძირვა, ხოპი, აჭანდარა, აბღარხუკი; სუფთა სომხური სოფლებია: აგარაკი, ფსირცხა, პრიმორსკოეს ნაწილი, მწარა. შერეული მოსახლეობაა გუდაუთაში, ააცში, ახალ ათონში, სოფ. პრიმორსკოეში, ბომბორაში. მსგავსი მდგომარეობაა აფხაზეთის სხვა რაიონებშიც.

როგორ წარმოვიდგინოთ ამ პროექტის თანახმად კომპაქტურად აფსუებით და კომპაქტურად ქართველებით დასახლებული სივრცეები? მათში  ჩასახლება-არჩასახლება ეთნიკური ნიშნის მიხედვით და მათი ერთმანეთისგან ადმინისტრაციულად გამოყოფა? (სხვათაშორის მაგონდება სტუდენტობის დროს გავრცელებული ანეგდოტი ქ. კასრაძისა: ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს. ერთს ეცვა ძველი ტანსაცმელი ჩაკერებული ახალი ნაჭრებით. მეორე ეუბნება: შიგა და შიგ მომილოცავსო. პირველმა უპასუხა: დღეგამოშვებით იცოცხლეო!)

საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქე უნდა სარგებლობდეს თანაბარი კონსტიტუციური უფლებებით. ის უნდა ფასდებოდეს არა ეროვნული მიკერძოებით, არამედ ადამიანური და საქმიანი ღირსებებით (ეს ჭეშმარიტება ძველია). მაგრამ უნდა იქნას გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ქართველისათვის ერთადერთი სამშობლოა საქართველო, ხოლო მასში მცხოვრებ სხვა ეროვნებებს აქვთ თავისი ისტორიული სამშობლო, საიდანაც მოდის მისი ძირი და ფესვი: აფსუასათვის ჩერქეზ-ადიღეა, სომეხისათვის – სომხეთი, რუსისათვის – რუსეთი და ა.შ. ყველა მათგანს გააჩნია თავისი ფსიქოლოგია, ტრადიცია, მაგ. აფსუების ადათ-წესია: რძალს უფლება არა აქვს დაელაპარაკოს მამამთილს, დედას არ აქვს უფლება ქმარს უწოდოს ქმარი, არამედ უნდა თქვას: ” хозяин…” ან ქმარმა ცოლს: ” моя хозяйка”.  სიძე-პატარძალს არა აქვს უფლება დაჯდეს საქორწილო სუფრასთან, პატარძალი ჰყავთ სახეჩამოფარებული ცალკე სენაკში, ხოლო სიძე დადის ეზოში საქორწილო სუფრისგან შორს. სხვა წესებიც აქვთ განსხვავებული  ქართველებისაგან. აფსუები არც მალავენ, რომ ისინი ჩერქეზ-ადიღელთა მოდგმისანი არიან. მათი ენები ხომ ტყუპისცალივით ჰგავს ერთმანეთს. აფსუას გენი მაგნიტივით იზიდავს თავისი ისტორიული სამშობლოსაკენ. რა უფლებით მოგვიწყვეს ეთნიკური წმენდა, გენოციდი? გასაგებია: რათა გაზარდონ თავიანთი სასიცოცხლო სივრცე აფხაზეთის მიტაცებით. მადა ჭამაში მოდისო – ნათქვამია. მაგრამ რამ გააგიჟა და გამოასულელა რუსი პოლიტიკოსები? თავისი ბოროტი ქმედებით ხელი რომ შეუწყვეს, ვის? ხოლო საქართველოსადმი აგრესია ხომ თვითონ უბრუნდებათ ბუმერანგივით! რატომ უბნელებენ გონებას რუს მოსახლეობას? ამიტომ საქართველო, როგორც  ყველა ნორმალური სახელმწიფო, უნდა იყოს ერთიანი მონოლითური გეოგრაფიული და პოლიტიკური სტრუქტურა.

აფსუათა ცინიზმს საზღვარი არ აქვს: საქართველოს უყენებენ პრეტენზიას გაღმა-გამოღმის შემოდავების წესით, ულტიმატუმების ენით გველაპარაკებიან. ჩვენს მხარეს უყენებენ, როგორც ცნობილია, ასეთ პირობას: აფხაზეთში დააბრუნებენ მას, ვისაც იარაღი არ უხმარია მათ წინააღმდეგ და მიიღებენ აფხაზურ ანუ აფსუურ მოქალაქეობას. ხოლო ქართული მხარე ყოველთვის იძულებულია თავი იმართლოს, რატომ გამოვიყურებით დამნაშავის, მტყუანის ამპლუაში?

ქვა იწვის ქართველთა ცოდვით. როგორ შეიძლება მშვიდად იძინონ ქართველმა “პატრიოტებმა”  – რესპუბლიკის ხელმძღვანელებმა, ისტორიკოსებმა და არ ეშინოდათ იმ ცოდვისა, რომელიც ძირითადად მათი მიზეზით დაატყდა თავს ქართველ მოსახლეობას. ერთნი ცხოვრობენ ფუფუნებაში ერისა და ქვეყნის დოვლათის მითვისების ხარჯზე. წლების განმავლობაში სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირთა უპასუხისმგებლობის შედეგია, რომ საქართველოს ასიათასობით მოქალაქე სიღარიბის ჭაობშია ჩაფლული. რა შეედრება ასეთ უბედურებას, ტრაგედიას: გადმოგაგდონ შენი სახლკარიდან შიშველ-ტიტველი, განწირული  ხარ იარსებო უსახსროდ, სიბინძურეში სულს ღაფავდე, “ცხოვრობდე” ბოსელში, ღია ცის ქვეშ, ლოგინად გაიხადო ფიცარი და იატაკი, დაგიხოცონ შენი ახლობები. როგორ უნდა დაივიწყო აოხრებული, გადამწვარი, გაძარცვული კერა, ცოცხლად დამწვარი ადამიანები, დედა თავის მკერდში ჩახუტებული გაყინულ მკვდარ შვილთან ერთად გადავარდნილი კლდიდან სვანეთის გოლგოთას გზაზე ან ის გარეწრები, რომლებმაც გაძარცვეს და უკანასკნელი წაართვეს სიცივით გაყინულ თანამოძმეებს, იმის მაგივრად, რომ დახმარებოდნენ სიკვდილს გამოქცეულებს. მათ შორის ხომ ქალები, ბავშვები, მოხუცები, სნეულები იყვნენ. გარეშე მტერს გამოქცეულთ წინ დაუხვდათ უფრო მეტად ულმობელი შინაური მტერი: რომელმა ერთმა მათგანმა აგო საქვეყნოდ პასუხი? რატომაა ფაქტიურად მიჩქმალური ეს საზიზღრობა? რა შემაძრწუნებელი სურათი აისახა ისტორიაში ამავე დროს: ე.წ. “მეომრებმა” – რიგითმა და მეთაურებმა ფარ-ხმალი დაყარეს და მშვიდობიანი მოსახლეობის წინ გაიქცნენ და უშველეს თავს, ან რატომ განაიარაღეს თავისი თავი (რაშიც დოლარებიც გადაიხადეს), ხოლო სოხუმში დარჩენილი უმცირესობა შიშველი ხელებით ებრძოდა მტერს?!

დღეს საქართველოს წინაშე დამნაშავეთა ძირითადად ასეთი კატეგორიებია: გარეშე მტერი – რუსეთის სამხედრო ძალა, რუსეთის მთავრობა, რუსი ისტორიკოსები, რუსეთის მასმედია მათი ხელშეწყობით გათავხედებული წაქეზებული აფსუა ბარბაროსები, ჩრდ. კავკასიის კონფედერანტები, ჩეჩნები, კაზაკები, სომხები, და რაც მთავარია მეორე მხრივ ქართული მხარე: ყველას კარგად მოგეხსენებათ ვის რა “ღვაწლი” მიუძღვის თავისი სამშობლოს გაუბედურებაში. რა იწერება მატიანეში?

გაზეთში “ლიტ-საქართველო” (18-25/IX-98 წ.) ბატ. ედიშერ ხოშტარია-ბროსე სტატიაში: “ეთნოკომფლიქტები და საინფორმაციო ომი” აანალიზებს რა ჩვენი სასტიკი დამარცხების ერთ-ერთ მიზეზს, აღნიშნავს, რომ მეცნიერთა ძალისხმევას უნდა მიეცეს ორგანიზებული ხასიათი სახელმწიფო დონეზე, რათა ის, რაც შეეხება საქართველოს ისტორიას, კერძოდ კი მისი ტერიტორიალური და ეთნიკური ორგანული შემადგენლობის ნათელი და კონკრეტული მონაცემები არ იყოს ვინმესთვის საეჭვო და საკამათო. ამ სტატიიდან ჩანს, თუ რამდენი ოფიციალური ინსტიტუტი  გააჩნია თურმე საქართველოს და რუსეთს, მათ შორის: საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი, ისტორიის ინსტიტუტი, რუსეთის სამეცნიერო დაწესებულებები, დუმის გეოპოლიტიკის კომიტეტი, მეცნიერებათა აკადემიის ერთაშორის ურთიერთობის კვლევის ცენტრი, ინტერნეტი და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი სათანადო სამტავრობო დაწესებულებები და საინფორმაციო სამსახურებია, სადაც ადრე და ადრე უნდა ყოფილიყო თავმოყრილი “პოზიციურად დაწერილი, დოკუმენტებზე  დამყარებული გამოცემები. განა იმაზე არ უნდა ვიზრუნოთ, რომ საჭირო ინფორმაციამ მომავალში(?!) მაინც მიაღწიოს თვით აფხაზურ (უნდა იყოს აფსუურ) მოსახლეობამდეც, რომელიც მოწამლულია სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. ამის გარეშე როგორღა წარმოგვიდგენია ქართველთა და აფხაზთა (თუ აფსუათა) დიალოგი და თანაცხოვრება?” ეს მართლაც ურთულესი ამოცანაა. გინდაც რომ აღდგეს საქართველოს კონსტიტუცია სამაჩაბლოში, აფხაზეთში. ამ აღდგენას ექნება ფორმალური ხასიათი. სეპარატისტი ოსები და აფსუები არ გაახარებენ ქართველს, რადგან მათი გონება, მათი მსოფლმხედველობა ანტიქართულია. ომამდე დაკარგულ დროს ვერ დავიბრუნებთ, მაგრამ ამჟამად განა რამე გაკეთდა ან კეთდება იმისათვის, რომ საქართველოს ისტორიკოსებს შეესრულებინათ თავისი მოვალეობა ჩვენი ხალხისა და მისი ისტორიის წინაშე: დაედგინათ “ვინ ვინ არის და ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, ვინ საიდან მოვიდა და მოსულს ვინ დახვდა, გაირკვეს ვინ ვის  ეცილება ამ მიწებს და რისთვის დაიღვარა ამდენი სისხლი” (გულიკო ბალახაძის ინტერვიუდან ბატ. ოთ. გობეჯიშვილთან, გაზ “ახ. თაობა”, 15.04.98 წ.). საოცარი და გაუგებარია, რომ საქართველო სახელმწიფოა, გააჩნია ისტორიულ პრობლემებზე მომუშავე მეცნიერთა სოლიდური რაოდენობა და ის უძლური აღმოჩნდა თითზე ჩამოსათვლელი აფსუა ცრუ მეცნიერთა წინაშე, რატომ არ არიან ისტორიული სიმართლის გამყალბებელი აფსუა იდეოლოგები სამართალში მიცემულნი? ქურდი ხომ ქურდია და პასუხი არ  უნდა აგოს კანონის წინაშე? ეს ქურდობა და მითვისება სათავისო სხვა ერის ისტორიისა, რომელსაც მოჰყვა ტერიტორიის წართმევა, ხალხის მკვლელობა, მატერიალურ და კულტურულ ფასეულობათა განადგურება, მითვისება, ეკონომიკის მოშლა, ადამიანების მონებად – მძევლებად გადაქცევა, ფაშისტური რეჟიმის დამყარება. აფსუა სეპარატისტებს უდიდესი დანაშაული აქვთ ჩადენილი აფსუა მოსახლეობის წინაშეც, რადგან აფსუა წინამძღვართა მეშვეობით არიან ყელამდე გასვრილი ქართველთა სისხლში, გადაიქცნენ მაროდიორებად, ყაჩაღებად, ნარკომანებად, ინვალიდებად, სულიერად გადაგვარებულებად, რადგან ფანატიკურად, ბიოლოგიური ზიზღით არიან გაჟღენთილი ქართველთა მიმართ; მიუხედავად იმისა, რომ ქართველებთან ურთიერთობის წყალობით განვითარების მაღალ დონეზე არიან თავის ჩრდ. კავკასიელ ძმებთან შედარებით, მათი ცნობიერება შემოფარგლულია ვიწრო აგრესიული შოვინიზმით.

სამწუხაროდ და საუბედუროდ, რაც საქართველოს თავზე დატრიალდა, მე ვთვლი, რომ პირველ რიგში იმ ადამიანების სინდისზეა, რომლებიც თავს ისტორიკოს-მეცნიერებად თვლიდნენ და თვლიან; თქვენი პასუხისმგებლობა ძალზე დიდია და საკვირველია, დღესაც რას და ვის ელოდებით? ყველაფერს აბრალებთ უსახსრობას? მერე და ისევ მეცნიერებს არ ეკუთვნით გაანგარიშება იმისა, თუ რატომ ჭიანურდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის რეანიმაცია, რატომ ღრმავდება ჩვენი საზოგადოების პირველ რიგში მისი ზედა ფენის სულიერი დაკნინება? ჩვენ ხომ გვესმის, რომ ძალა ერთობაშია. ხალხის მასას ხომ აღზრდა, დარაზმვა, გაერთიანება სჭირდება, მისი შრომის დაფასებაა აუცილებლად საჭირო. ყოველმა ადამიანმა ხომ უნდა იგრძნოს თავისი საჭიროება საზოგადოებისათვის, აზრი მიეცეს მის შრომას, ყოფას. როდემდე იქნება ციხეები გადატენილი ქართველი  მამაკაცებით ძარცვის, გაუპატიურების, ნარკოტიკებით ვაჭრობის, მკვლელობათა გამო. ქართველ ახალგაზრდა ქალთა გარკვეული ნაწილი ეწევა ამორალურ ცხოვრებას, მისი ცხოვრება ხომ სცილდება ქართული ტრადიციის ეთიკისა და ზნეობის ნორმებს.

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის რეანიმაცია და განვითარება ხომ შეუძლებელია შრომის ნაყოფიერების ზრდის გარეშე, თავის მხრივ ხომ კანონზომიერებაა, რომ მისი ზრდა არ მიიღწევა, თუ მშრომელი ადამიანი არ არის დაინტერესებული თავისი შრომის შედეგით და მისი სამართლიანი ანაზღაურებით, შრომის სამართლიან ანაზღაურებას ადგილი არ ჰქონდა არც საბჭოური სისტემის დროს და არც დღევანდელ გარდამავალ პერიოდში განსაკუთრებით. მოქალაქეს, რომელსაც არა აქვს არავითარი საშუალება უზრუნველყოს, მოაწყოს თავისი ყოფა ხელფასით, ცხოვრება აწვება უმძიმეს ტვირთად. აქედან გამომდინარე, ადამიანი იძულებულია ეძებოს არასამართლებრივი გზით გამოსავალი. ცხოვრებაში გაბატონებულია მგლის კანონი … ამიტომ ერთადერთი გამოსავალია: სახელმწიფომ (თუ მას უნდა გადარცეს) დააწესოს ხელფასი, რომლითაც საშუალო დონეზე მაინც შეძლებს ოჯახი არსებობას. ეს პირველ რიგში გამოიწვევს შრომის შედეგით დაინტერესებას, პასუხისმგებლობის ამაღლებას, მოქალაქეობრივი შეგნების გამომუშავებას, მატერიალური დოვლათის სწრაფ ზრდას – შოთა რუსთაველის შეგონება დევიზად უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს: “რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია”.

იჩქარეთ, პატივცემულო ბატონო მეცნიერებო! დრო არ ითმენს: ყოველი დღე გაჩანაგებით ემუქრება ქართველს.

გთხოვთ, სასწრაფოდ მოიწვიოთ ქართველ ისტორიკოსთა სამეცნიერო-თეორიული კონფერენცია, გააკეთოთ ოფიციალური განცხადება, როგორც რუსეთის მთავრობის, ისე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მისამართით. ნუ მივედ-მოვედებით ღობე-ყორეს, ნუ გავხდით ჩვენი სამშობლოს, ჩვენი მიწა-წყლის, ჩვენი ერის ცხოვრების წესის განმსაზღვრელ ძალად იმ ხალხს, იმ ქვეყნებს, რომლებსაც ბოლოს და ბოლოს არა აქვთ არავითარი უფლება თავს მოგვახვიონ ჩვენთვის უცხო , უსამართლო ნება. ჩვენი თავის პატრონი ჩვენ უნდა ვიყოთ და პასუხი ვაგოთ ქართველი ერის ღირსების წინაშე.

 

 

68 Responses to “● ჯვაროსნული ლაშქრობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ”

  1. Teimuraz Gumberidze said

    აფხაზი ხომ იგივე ქართველია,ხოლო აფსუა-ჩერქეზულ-ადიღეური ნაციონალობის განშტოებაა საქართველოში.
    საყოველთაოდ ცნობილია, რომ ე.წ. ,,აფხაზი,, ხალხის უმრავლესობას შეადგენენ ქართველები.

    Like

  2. natroshvili said

    dzalian sainteresoa da tu srulad wavikitxav didad madlobeli davrchebi,gmadlobt,

    Like

  3. miyvars nichieroba vitarca suli qartvelisa!.

    Like

  4. Badri said

    ჯერ-ჯერობით რაც წავიკითხე პოლიტიკური ვერაფერი ვნახე, ეს ჩვენი ცხოვრება და რეალობაა. ჩემს საიტზე იკრძალება მხოლოდ პოლიტიკური შეფასებების და მოწოდებების გაკეთება. ეს კი ჯერ-ჯერობით რაც წავიკითხე საქართველოს უახლესი ისტორიაა.

    Like

  5. Teimuraz Gumberidze said

    История Грузии, насчитывет много веков и на протяжении всей эпохи существования Колхов и Иберов, произошло много трагических событий,
    которые могли способствовать исчезновению этого древнего народа с лица земли!
    эдинственным, что спасло наш народ от исчезновения, является вера в Бога и любовь к людям, доброта и милосердие, которое характеризуют наш народ
    все, что описывается в этой работе, является еще одним доказательством попытки, сломить наш народ!
    уверен, те качества, которые даровал нам господь, еще раз помогут нашему народу преодолеть все эти преграды и востановить доверие и любовь между братскими народам Грузинов и Абхазов
    С НЕТЕРПЕНИЕМ БУДЕМ ЖДАТЬ ПРОДОЛЖЕНИЯ ИНТЕРЕСНОГО АНАЛИЗА ПРОИСЩЕДШИХ РЕАЛЬНЫХ ФАКТОВ

    Like

  6. Teimuraz Gumberidze said

    ძვირფასო ფორუმის მონაწილენო
    ეს თემა, არის ანალიზი იმ მოვლენების, რაც წინ უძღოდა დატრიალებულ ტრაგედიას,
    რომელმაც მოუტანა უმძიმესი შედეგები როგორც ჩვენს ხალხს, ასევე სხვა ეროვნების ადამიანებს,ვინც ჩვენს სამშობლოში ცხოვრობს და იცხოვრებს მომავალში
    ნურავის ნუ ექნება იმის ილუზია, რომ ეს განსაზღვრულია ვინმეს შესაძულებლად ან მოსაძირკვად
    თემა რთულია და საჭიროებს ყურადღებით შესწავლას და გაანალიზებას
    ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმოუდგენელია ამ ხალხის და ეროვნებების გარეშე
    ამიტომ, წარსულ შეცდომებს შესწავლა სჭირდება და სათანადო დასკვნების დადება
    იმ ადამიანების მიერ, ვინც სათავეში უდგას ჩვენი შვილების განათლებას და აღზრდას, ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის
    გთხოვთ ვიყოთ ობიექტურები და სამართლიანები, როგორც საკუთარი თავის მიმართ, ისე სხვა ეროვნების ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოში ცხოვრობს
    ისტორიული უკუღმართობა უნდა გამოსწორდეს და აღარ განმეორდეს
    სხვანაირად მომავალი არ გვიწერია და არსებული მდგომარეობა, ამის მაჩვენებელია
    რაც სავალალოა და საგანგაშო

    ვისაუბროთ ამის გამომწვევ მიზეზებზე და ვეძიოთ საუკეთესო და მისაღები გამოსავალი

    Like

  7. Yasser said

    I’m just normal person even I’m not russian but what I saw at the 11/4/2009 in brussels
    had rock my world
    I saw small number of people (mybee 20 or 25) have hard talk
    first jump to mine mybee it was about them hard live here!!!!!!!!!!
    but when I asked I was shocked !!!!!!!!
    I was thinking that only us in africa fighting for freedoom
    but I find out there alot like us looking for simpel right………….freedoom
    viva …………abchasia……….viva……….goergia
    as long there is greet people like this ledy who wright this master pics.
    and the people I saw at this day
    your freedoom and our freedoom will never be dead …………….say it loed ………no more Slavery ………….we are free

    Like

  8. Kato said

    თემურ!
    ვფიქრობ ეს ფრიად ყურდსაღები სტატიაა, და საერთოდ, დროული იქნება ინფორმაციულ ომს უფრო სერიოზულად მივუდგეთ, ვიდრე აქამდე….

    პატივისცემით,

    კატო ვაჩნაძე

    Like

  9. Teimuraz Dzagania said

    Kalbatono Kato

    dro didi xania rac mosulia
    ra mizezebi akovnebs es aris gasarkvevi da satkmeli

    Like

  10. AFXAZI said

    http://www.amsi.ge/istoria/div/VIVAT_HISTORIA.pdf

    Like

    • iberiana said

      დიდი მადლობა მოწოდებული სტატიისთვის. აუცილებლად გამოვიყენებთ, რათა უფრო მეტი ადამიანი გაეცნოს სიმართლეს, რომელიც ერთია – აფხაზი ქართველია, აფსუა კი უცხოტომელი, რომელმაც მიითვისა ჩვენი ისტორია და ტერიტორია.

      Like

  11. lasha said

    http://shuster.kanalukraina.tv/video/3325_kak_ukraine_sberech_nezavisimost?_anons/

    მოუსმინეთ ამას ბოლომდე

    Like

  12. Lasha said

    http://shuster.kanalukraina.tv/video/33 … st?_anons/

    ამ გადაცემის მნახველმა, როგორ უნდა იამაყოს, რომ ქვეყანას საერთოდ პრეზიდენტი ყავს, ან პრეზიდენტის ინსტიტუტი არსებობს საქართველოში?

    შევარდნაძე, გენიოსია ბოროტებაში, ინტრიგებში,
    ასეთი უვარგისი ეკზემპლარი რატომ შემოგვაჩეჩა?
    ეს არის საინტერესო, რა აქვს ამ კოსმოპოლიტს ჩაფიქრებული?
    რატომ არავინ არ ამბობს, არ კითხულობს?
    უყურეთ ბოლომდე და უკრაინის გასაჭირი, როგორც ლანგარზე ისე ჩანს!
    ეს საზოგადოება დასტირის ჩვენს ყოფას და საკუთარის შველის გზებს ეძებს

    ვინ არის ამ კაცის გარემოცვა ? ვინ უმზადებს გამოსვლებს?
    თუ, თვითონაა რეჟისორიც და შემსრულებელიც?

    Like

  13. Temuri said

    გირგვლიანის მკვლელობა არის წყალგამყოფი, წინა საქართველოსა და შემდეგ საქართველოს შორის, რამაც ცხინვალის დაბომბვამდე მიგვიყვანა. გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის მკვლელობა რომ არ შეგვერჩინა, ცხინვალის დაბომბვა და ტერიტორიების დაკარგვა არ მოხდებოდა. 2002-ში მე დავინახე ამ ხელისუფლების შიგნით რა ხდებოდა (და არა მარტო მე), ვლაპარაკობდი, მაგრამ ჩემი არ სჯეროდათ, ხალხს გიჟი ვეგონე, მაგრამ გირგვლიანის მკვლელობამ, ვისაც ყურები და თვალები ჰქონდა, რეალობა შეატყობინა, სააკაშვილის რეჟიმის მანკიერი სახე ბუნებრივად გამოაჩინა, მაგრამ ცხინვალმა ყველაფერი ბოლომდე გამოააშკარავა. ცხინვალი ფაქტობრივად ბოლო ლურსმანი იყო, აი, ამ კუბოზე, რამაც ფაქტობრივად, მმართველი ძალის ლეგიტიმური უფლება, იყოს ხელისუფლებაში, დაასამარა.

    Like

  14. abchas said

    ვუსმენდით საუბარს უცნობის გადაცემაში , გათახსირებული და ტვინ ნაღრძობი თუთბერიძის და რამიშვილის გესლიანი გამოხტომის გამო, უწმინდესის მისამართით
    მე არ შემიძლია ამას აღშფოთება დავარქვა, რაც თვითოეულმა ჩვენგანმა განიცადა

    ეს, ვითომ ადამიანები, არიან ,,живые трупы,,!!!
    ცოცხალი ლეშები!

    მერწმუნეთ, რომ არც ერთ ქართველს და არც ერთ სხვა ეროვნების ადამიანს , ვისთანაც აქ, ევროპაში ურთიერთობა და მეგობრობა გვაქვს , არ გამოეპარა ეს უმსგავსობა და მკრეხელობა
    ძალიან დიდი აღშფოთება და გულისტკენა არის ყველა ამ ადამიანის გულში და სულში

    გარწმუნებთ, რომ ეს არის ამ უღმერთოების აგონია!

    მერე რა ეშველებათ,როდესაც მათ ფეხებ ქვეშ მიწა დაიწყებს წვას და დასამალი არ ექნებათ არსად?
    ეს კოლბაში გამოზრდილი უცხო სხეულები ჩვენი ქვეყნის ორგანიზმში,
    ზიზღის ღირსიც არ არიან
    მაგრამ, როდემდე უნდა ვითმინოთ ეს საზიზღრობა?
    ღმერთი მოწყალეა და ყველას თავისას მიუზღვავს
    დიდი პატივისცემით , მოწიწებით და რწმენით, გვინდა ჩვენ ქვეყანას,
    ჩვენ უწმინდეს და უნეტარეს პატრიარქს, ქართველი ხალხს ვუთხრათ, რომ ვერანაირი ძალა ვერ შეარყევს იმ დიდ სიყვარულს და თავდადებას, რომელიც ქართველებში ჯერ კიდევ არსებობს და იარსებებს!

    არ უნდა ეპატიოთ !
    და არც ვაპატიებთ!!!

    Like

  15. Temuri said

    რაღა უნდა მიყო, მტერო, მაშინც ვტირი, როცა ვმღერი, აქეთ _ თათრის ყურანიმგლეჯს, იქით _ რუსის ხიშტის წვერი. გულში ბოღმა ჩამისახლდა, ჟამი ესემექცა ფარსად, მე რომ გოგო შევიყვარე, თათრის ფაშის დგება ხასად. მე რომბიჭი ძმად ვიგულე, მტრის ტაბლასთან მოყვრად მჯდარი, აქეთ მკლავს და აქეთმპარავს, ვაი, ჩვენი ცოდვის ბრალი. და მახელებს გრძნეული ხმა, ტაძრისყოველ ლოდზე ბზარი, გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი. დასარჩოსთვის ქუჩაში მდგარს, სახეში სცემს ქარი, მტვერი და ნათლობის ჯვრებითვაჭრობს ჩემი გაძარცული ერი. რაღა უნდა მიყო, მტერო, მაშინც ვტირი, როცავმღერი, აქეთ _ თათრის ყურანი მგლეჯს, იქით _ რუსის ხიშტის წვერი.

    Like

  16. Temuri said

    http://boqlomi.blogspot.com/2009/12/video_21.html

    Like

  17. AFXAZI said

    უბედურება დაიწყო გამყიდველმა შევარდნაძემ, რომელმაც იმპერიის დავალება შეასრულა და გააქცია “ყვავილების მსროლელი” გამსახურდია, რომ დაგეგმილი ომით წაეკიდებინა ხალხები ერთმანეთს (დაყავი და იბატონე), ამაში დიდი წვლილი მის ნათლიას, ილია მეორეს მიუძღვის, როცა იუდა შევარდნაძე გიორგად მოგვინათლა და საქართველოს მართველად გამოაცხადა, როცა საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი და მთავრობა ჰყავდა.

    მიუსია რა საქართველოს ეშმაკის მხედრიონი და გაწყვიტა ერი, შემდეგ დაგეგმილი ომი დაიწყო და აფსუას ხელით გაწყვიტეს აფხაზური მოსახლეობა, რომელიც გამსახურდიას გაძევებას აპროტესტებდა (მან დაარეგულირა ურთიერთობა სოხუმის ტელევიზიით აფხაზურად გამოსვლისას). აფხაზების დიდი ნაწილი აიძულა ამ პოლიტიკამ აფსუების მხარეზე გადასულიყვნენ და დღემდე ხმას ვერ იღებენ.

    სანამ გამყიდველებს არ მოიშორებს ერი, არაფერი არ გვეშველება, კიდევ უარესს გვიმზადებს ღმერთი ქრისტესა და ერის გამყიდველთა პატივისცემისთვის,… და “რჯულის კანონის” უგულვებელყოფისათვის …

    Like

  18. Temuri said

    სანამ გამყიდველებს არ მოიშორებს ერი, არაფერი არ გვეშველება, კიდევ უარესს გვიმზადებს ღმერთი ქრისტესა და ერის გამყიდველთა პატივისცემისთვის,… და “რჯულის კანონის” უგულვებელყოფისათვის …
    —-
    100% !!!!!!!!!
    —————–

    Сегодня сочельник и надо у всех просить прошение.
    бог открыл окно на небе и спросил уменясегодня какое твое самое большое желание?
    Я ответил: боже,хорошо смотри за тем, кто читает сейчас это письмо,его семьей и друзьями- они этого заслуживают. Я их очень люблю. Любовь бога, как океан.Можно увидеть начало, но конец – никогда ‘
    сейчас это письмо начнет свое действие.
    Ангелы существуют, это правда.
    Но иногда у них отсутствуют крылья,
    и мы называем их друзьями!!!

    Like

  19. China and Russia put the blame on some screwed up experiments of US for the earthquake that happened in Haiti.
    Chinese and Russian Military scientists, these reports say, are concurring with Canadian researcher, and former Asia-Pacific Bureau Chief of Forbes Magazine, Benjamin Fulford, who in a very disturbing video released from his Japanese offices to the American public, details how the United States attacked China by the firing of a 90 Million Volt Shockwave from the Americans High Frequency Active Auroral Research Program (HAARP) facilities in Alaska
    If we can recollect a previous news when US blamed Russia for the earthquake in Georgio. What do you guys think? Is it really possible to create an earthquake by humans?
    I came across this article about Haiti Earthquake in some blog it seems very interesting, but conspiracy theories have always been there.

    Like

  20. abchas said

    Абхазы и русские не могут поделить имущество грузин

    В признанной Россией Абхазии всё больше возрастает напряжённость между абхазами и русскими, которая в ближайшем будущем, возможно, перерастёт в серьёзное противостояние.

    Одним из факторов разногласий является жилищная проблема, которая уже приобрела скандальный характер. Об этом свидетельствует статья российской журналистки Марины Перевозкиной, заглавие которой точно отображает действительность: «Абхазия обрела независимость от… РФ»…

    http://kavkasia.ge/index.php?action=more&a…05&lang=rus

    ——————–

    Абхазия(Апсны)- это часть единной ГРУЗИИ. Мы любим Абхазию!
    Если есть что-то вечное, то это не для нас!

    http://www.antisochi.org

    Like

  21. Temuri said

    +

    ,,,მაგრამ ჩვენზე არავინ იზრუნა, თქვენი თვალით ხედავთ, რომ აქ არაფერია გაკეთებული. ვერ გაძღა ამათი მუცლები, ჩვენ ხარჯზე ითბობენ ხელს და არაადამიანურ პირობებში ცხოვრებას გვაიძულებენ! მე, რადაც უნდა დამიჯდეს, მივაწვდენ სააკაშვილს ხმას და ვეტყვი ყველაფერს, რაც აქ ხდება. გადაიღეთ ფოტოები, დაბეჭდეთ და დაგვეხმარეთ, სიმართლე მივაწვდინოთ პრეზიდენტს და საზოგადოებას“, – მთხოვა ქალბატონმა ელეონორა უბირიამ.,,
    —————————————————
    არც არასდროს დახმარებია ეს და ის მთავრობა
    ან რომელ მთავრობაზეა ლაპარაკი და იმედი?
    ედუარდასი და მიხილოსი?
    ეს ხომ ერთი და იგივეა!
    თვითონ ჩვენი ბრალია ჯერ ცხონებულ ნადარეიშვილს დავდევდით კუდში
    ეხლა ვიღას დავდევთ, კაციშვილმა არ იცის
    შეეზიზღებათ ჟურნალისტიც და ცხოვრებაც
    ძაღლს არ აგდებენ ერთი ადგილიდან იმდენჯერ, რაც აფხაზეთიდან ლტოლვილებმა გადაიტანეს
    რატომ ითმენენ ?
    იქაც, ასე ვითმენდით შევარდნაძის დაკანონებულ სისტემას და აქაც ვითმინოთ
    ხმა, არავის არა აქვს ამოსაღები, იმიტომ რომ ხმალი დავკარგეთ!!!
    საკუთარ ჯვარს, დაცვა უნდა

    Like

  22. a.sanduchadse said

    აბა, რა მაგრად ტეხავს, როცა არ იცი ვის გაეკიდო და დარბიხარ ქანცის გაწყვეტამდის. ხან “იმედისმომცემ” შევარდნაძეს გაეკიდნენ, ხან ვარდოსან მიშას, ახლა ამ გაურკვეველი ვინაობისა და წარმომავლობის ოპოს დასდევენ, პატრიარქს ხომ სდიეს და სდიეს, ისე იმანაც ბევრი ირბინა აქეთ შევა “განათლა”, იქით გრაჩოვი, აქეთ ჯაბას ულოცავდა დაბღადღების დღეს, იქით მიშას ლოცავს და აკურთხებს, საქართველოს ჯვარის მტვირთველს უწოდებს და ჯავარსაც სჩუქნის, ამოიღებ ხმას და რუტუნა კონსერვატორების რისხვა არ აგცდება. მოკლედ რა უნდა ჰქნან აღარ იციან, არა და ამასობაში შაგრენის ტვავივით იქცა საქართველო. ვაი ჩვენს პატრონს!

    ერთია, სამართალს და სამართლიანობას ვერ/არ გავეკიდეთ ბოლომდის, ახლაც ჭირის დღესავით გვძულს მისკენ გახედვა!
    ირბინეთ! ირბინეთ! ირბინეთ!
    იქნებ ხეირიანი სირბილი ისწავლოთ და მიშასაც გაასწროთ სირბილში. მაგრამ, ვაითუ სარბენი ადგილიც კი აღარ დაგვიტოვოს საქართველოში.

    Like

  23. ana said

    როგორ ფიქრობთ, როცა მთავრობის წარმომადგენლები კითხვებზე არ პასუხობენ რა უფროა, აღსარება, დუმილით თუ ღრმად თავი ქვიშაში?! პირადად ჩემს წინაშე ორივე ერთად..

    მე მათ კითხვები გავუგზავნე, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთი მინისტრის მოადგილე შემეხმიანა, თუ ჩემთვის მისაღები იქნებოდა შევხვედროდი..ისიც პასუხების ვადის გასვლის შემდეგ..მაგრამ რა თქმა უმდა არ შევხვედრივარ..აქვს რო რამე მნიშვნელობა მხოლოს მასთან შეხვედრას….

    ხომ არ დადგა დრო როცა ახალგაზრდები უფრო უნდა გავაქტიურდეთ? ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა ამოიღოს ვიგაცამ ხმა.. ოღონდ არა ისე, როგორც ამას უკვე აკეთებენ.. იმედი მაქვს ახალგაზრდა მეცნიერთა აკადემიას გაუჩნდება ამის სურვილი..

    Like

  24. კატეხიზმო: ანტიეროვნული ძალების მიზნები აფხაზეთის ომში

    აფხაზეთში შევარდნაძისა და მისი ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიული ელიტის მიერ პროვოცირებული და გაჩაღებული ომი შემდეგ მიზნებს ისახავდა:

    ა) შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების უმთავრესი პირობის – რუსეთისათვის აფხაზეთის გადაცემის აღსრულება

    ბ) აფხაზეთში ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგობის ცენტრის (აგრეთვე შეიარაღებული ძალის) ომში ჩათრევით მოსპობა (შესრულდა ომის მეორე ეტაპზე)

    გ) სამეგრელოში ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგობის ცენტრის (აგრეთვე შეიარაღებული ძალის) ომში ჩათრევით მოსპობა (ვერ შესრულდა აფხაზეთის ომის პერიოდში აუცილებელი გახდა ბალტინის საექსპედიციო კორპუსისა და ძერჟინსკის დივიზიის გამოყენება)

    დ) კიტოვან-სიგუას „გვარდიის“ ომში მოსპობა და ამითი სიგუა-კიტოვანის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად განხორციელდა ომის პირველ ეტაპზე)

    ე) ჯაბა იოსელიანის „მხედრიონის“ ომში მოსპობა და ამითი ჯ.იოსელიანის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად დასრულდა ომის მეორე ეტაპზე)

    ვ) გია ყარყარაშვილის შეიარაღებული დაჯგუფების მოსპობა და ამითი ყარყარაშვილის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად დასრულდა ომის მეორე ეტაპზე, ხოლო შემდეგ ყარყარაშვილზე ტერაქტით)

    ზ) შინაგანი პოლიტიკური, და – რაც არსებითია – სოციალური დაძაბულობის გადატანა გარეგან სფეროზე – პროვოცირებულ „საქართველო-აფხაზეთის“ ომზე, საომარ ისტერიაზე (არსებითწილად ეს მიზქანი მიღწეული იქნა)

    ამ მიზნების შესრულებით შევარდნაძის ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიულმა ელიტამ გაინაღდა საქართველოზე 13 წლიანი განუყოფელი ბატონობა და განუკითხავობის ვითარებაში ერის სასტიკი ძარცვის პირობები.
    ________________

    არც ერთ პოლიტიკურ ძალას ქართველი ხალხისათვის აფხაზეთში ომის მზადებისა და მიმდინარეობის პერიოდში არ გაუმხელია სიმართლე, გარდა ეროვნული ხელისუფლებისა.

    მეორე მხრივ რუსეთისა და შევარდნაძის არსებული გეგმა არაერთხელ და წინგამსწრებად იქნა მხილებული ეროვნული ხელისუფლების მიერ:
    ________________

    საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს

    ”… ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას… უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ… ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე… საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია… ეს არის რეალობა და მე გთხოვთ, გაახილოთ თვალი და გაუმართოთ თვალი აი, ამ რეალობას…”
    ________________

    1992 წლის 19 აპრილს კარგა ხნით ადრე აფხაზეთში ომის დაწყებამდე პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდია „ღია წერილში ედუარდ შევარდნაძეს“ ამხელდა შევარდნაძის ხუნტის მიერ აფხაზეთში ომისა და ეთნოკონფლიქტის გაჩაღების მცდელობას:

    „თქვენ ხედავთ, რომ საქართველოს მხოლოდ ,,მხედრიონისა” და ,,გვარდიის” ხელით ვერ იმორჩილებთ და ამიტომ, ფართოდ ჩააბით სამხედრო ოპერაციაში სნგ-ს ჯარები, რომლებიც დღეს ხუნტის ჯარებთან ერთად დაბანაკებულნი არიან სოფ. რუხთან და ლამობენ აფხაზეთში შეჭრას, რათა იქ გააჩაღონ ახალი ეთნოკონფლიქტი. 23 მარტს (1992 წ)… ასე, რომ თქვენ საქართველოში იწყებთ მეორე ავღანეთის ომს და ნუ გგონიათ, მსოფლიო ბრმა იყოს და ვერ ხედავდეს ამას.“
    ________________

    მიუხედავად პრეზიდენტის ამ მცდელობისა, ვერ მოხერხდა აფხაზეთში ომის თავიდან აცილება. ზვიად გამსახურდია იმავე დღეს, 14 აგვისტოს გამოეხმაურა სისხლიანი კონფლიქტის დაწყებას:

    ”მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელ მსოფლიო საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს დაიცვან გენოციდისაგან მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა, საკადრისი პასუხი გასცენ შევარდნაძის დამსჯელ ბანდებს და ამხილონ მისი მტაცებლური პოლიტიკა გენოციდისა და ძარცვა-გლეჯისა.”
    ________________

    ზ.გამსახურდიას არც მოსკოვში 1992 წლის 3 სექტემბერს გამართული სამმხრივი შეხვედრა დარჩენია ყურადღების გარეშე:

    ”3 სექტემბერს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა ბ.ელცინს, ე.შევარდნაძესა და ვ.არძინბას შორის, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, არავითარი შედეგი არ მოუტანა არც საქართველოს და არც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. …მე დარწმუნებული ვარ, რომ სანამ არსებობს შევარდნაძის სისხლიანი, ფაშისტური რეჟიმი, აფხაზეთში კონფლიქტი უფრო გამწვავდება და მიიღებს უმძაფრეს ფორმებს”.
    ________________

    განსაკუთრებით მწვავე იყო ზ.გამსახურდიას რეაქცია ე.წ. სამმხრივი ხელშეკრულების მიმართ, რომლის საფუძველზე სოხუმიდან გაყვანილ იქნა ქართული ჯარი და ფაქტობრივად დაუცველი დატოვეს ქართული მოსახლეობა. 1993 წლის 20 ივლისის მიმართვაში ქართველი ერისადმი, აფხაზეთში დისლოცირებული ყველა ქართველი მეომრისადმი პრეზიდენტი აღნიშნავს:

    ”უკანასკნელ ხანებში სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ე. შევარდნაძის დიპლომატიური თამაში აფხაზეთის პრობლემის გარშემო მიზნას ისახავს კაპიტულაციას აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინაშე.

    მზადდება ე.წ. “ცხინვალის ვარიანტი”, სამშვიდობო ძალების შემოყვანა კონფლიქტის ზონაში და სოხუმის ჩაბარება, რასაც დაჟინებით მოითხოვს შევარდნაძისაგან რუსული და აფხაზური მხარე.

    ე. შევარდნაძე ბუნდოვნად საუბრობს აფხაზეთის რაღაც “დემილიტარიზაციაზე”, კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარების გაყვანაზე, რაც არარეალურია და შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მტრის მიერ გადამწყვეტი სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებისათვის. ჯერ კიდევ ელცინ-შევარდნაძის შეხვედრისას დაიგეგმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა, რაც ნიშნავს სოხუმის ჩაბარებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბ.პასტუხოვის მიერ შემოთავაზებული ე.წ. “სამმხრივი ხელშეკრულების” გეგმაც სწორედ ამას ითვალისწინებს.

    სოხუმიდან ქართული ჯარის გაყვანა ნიშნავს ქართველი მოსახლეობის გაყვანას, ვინაიდან შეიარაღებული ძალების 90 პროცენტს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს. სოხუმის ჩაბარებას მთელი აფხაზეთის ჩაბარება მოჰყვება, ხოლო ყოველივე ამას-ქართული მოსახლეობის არნახული გენოციდი და დეპორტაცია.

    მე მოვუწოდებ აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ყველა ქართველ მებრძოლსა და მეთაურს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას: არ დაემორჩილოთ ე. შევარდნაძისა და მისი კომუნისტური ხუნტის ბრძანებებს, არ დათმოთ აფხაზეთის ძირძველი ქართული მიწის არც ერთი გოჯი, არ ჩაბააროთ მტერს უკვე მოპოვებული პოზიციები. აღადგინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, გახსოვდეთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის!”
    ________________

    ეროვნული ხელიდუფლების მხილება, რომ აფხაზეთის „გაყიდვა“ შევარდნაძის ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიული ელიტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს შეადგენდა – დაფიქსირებულია უცხოელი დამკვირვებლების მიერაც, კერთოდ:

    “გოლცი: – შევარდნაძის[!] ხალხმა გაილაშქრა აფხაზეთზე და გზადაგზა მძარცველობდნენ. ეს იყო კიტოვანი, შემდეგ მხედრიონი. ამან პრობლემები საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთის მთავრობას შორის გადაზარდა ჯერ ჩვეულებრივ ომში და შემდეგ უარესშიც – ომში, რომელშიც ორივე მხრივ დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა [გვ. 8]”.

    “გოლცი: – დღეს შევარდნაძისათვის სამწუხარო და არსებითი მისი გადარჩენისათვის ისაა, რომ ყოველივე, რაც მოხდა 1992 წლის შემდგომ, პუტჩის შემდგომ, იყო გამსახურდიას მხარის წინასწარმეტყველების აღსრულება. მე არ დავეთანხმებოდი მათ წინასწარმეტყველებას, მაგრამ ყველაფერი ახდა. ისინი ამბობდნენ, რომ გამსახურდია დაამხეს იმისათვის რათა ისევ დაებრუნებინათ შევარდნაძე თბილისში. შევარდნაძის მომხრეები ამას უარყოფდნენ. მაგრამ, სამი თვის შემდეგ შევარდნაძე მართლაც დაბრუნდა თბილისში. თუ თქვენ გამსახურდიას მომხრეებს დაელაპარაკებით დღეს ან დაელაპარაკებოდით თუნდაც ერთი თვის წინ – მათი წინასწარმეტყველება იყო, რომ შევარდნაძის მიზანი იყო სოხუმის მიყიდვა[!] აფხაზებისათვის, მისი რუსებისათვის ჩაბარება და საქართველოს იძულება შესულიყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების კავშირში… ყველაფერი ეს მართლაც მოხდა. მე არ ვეთანხმები საქართველოს წინააღმდეგ ‘დიდი შეთქმულების’ იდეას, მაგრამ ფაქტები კიდევ ერთხელ წითელ ხაზად გასდევენ ყველაფერს… [გვ. 8]”.

    იხ.: Washington, DC და ყოვლისმძლევი ძალაყინი
    ________________

    დასკვნა: ეროვნული ხელისუფლების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნაციონალისტური ისტერიის გაჩაღებით შევარდნაძის ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიული ელიტამ საკუთარი ვიწრო-კლანური ანგარებითი მიზნების განსახორციელებლად ქართველი ხალხი ჩააბა წინასწარ „გაყიდულ“, ყოვლად უიმედო, განწირულ ომში! მეტიც – შევარდნაძის ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიული ელიტამ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ ამ ომში საქართველო დამარცხებულიყო.
    ________________

    აღნიშნულ თემაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი:

    ლეგიტიმური ხელისუფლების ზუგდიდში ჩასვლისა და იქ უზენაესი საბჭოს სესიის გამართვის შემდეგ დაიწყო ინტენსიური მოლაპარაკებები ანუ „ბობოყვათის შეთანხმება“ – უზენაეს საბჭოსა და პარლამენტს შორის ეროვნული შერიგების თაობაზე. ბობოყვათის მოლაპარაკებები დიდი წარმატებით მიმდინარეობდა და იმ მომენტში საქართველო დიდი და სასიკეთო გარდატეხის წინაში იდგა!

    ეს აფხაზეთში ომის განახლების ერთ-ერთი დამაჩქარებელი ფაქტორი გახდა!

    აფხაზეთში ომის დაწყების წინ – დაახლოებით 1-2 კვირით ადრე შევარდნაძემ შეაჩერა „პარლამენტის“ უფლებამოსილებანი და აბსოლუტური დიქტატორის უფლებები ჩაიგდო ხელთ!

    Like

  25. კატეხიზმო: ეროვნული ხელისუფლება და აფხაზეთი აფხაზეთის საკითხი და ეროვნული ხელისუფლება კრემლის მიერ ხდებოდა აფხაზი სეპარატისტების წაქეზება და მდგომარეობის დაძაბვა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებაში “აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ” ვკითხულობთ: ”აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ფაქტობრივად დამთავრდა 1990 წლის 25 თებერვალს. … მიუხედავად ამისა, აფხაზეთის ასსრ უზენაეს საბჭოს არ გაუგრძელებია ვადა, არ მიუღია აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონი და შესაბამისად, არც აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნები დაუნიშნავს. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადგენს: წინადადება მიეცეს აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს: აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნები ჩატარდეს არა უგვიანეს 1991 წლის 1 ოქტომბრისა; აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 75-ე მუხლის შესაბამისად გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების ვადა წ.წ. 15 მარტამდე. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით ავტონომიურ რესპუბლიკათა სახელმწიფო ორგანოების ვადა განსაზღვრულია ხუთი წლით, ხოლო აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო ექვს წელზე მეტია მოქმედებს, ამ დადგენილების პირველი მუხლის შეუსრულებლობა გამოიწვევს აფხაზეთის ასსრ რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ახლანდელი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას” (1991 წლის 25 თებერვალი). არსებული დაძაბული მდგომარეობის განმუხტვას ისახავდა მიზნად ზვიად გამსახურდიას “მიმართვა აფხაზი ხალხისადმი”: ”ძვირფასო თანამემამულენო! აფხაზთა და ქართველთა ძმობა უხსოვარი დროიდან იწყება… ჩვენ ერთ მიწა-წყალზე ვცხოვრობდით მუდამ და ურთიერთის ჭირ-ვარამს ვიზიარებდით… ჩვენ მრავალი იმპერიის შემოტევას გავუძელით, ჩვენი ძმობა და მეგობრობა ვერ შეარყიეს ვერც რომაელებმა, ვერც ბიზანტიელებმა, ვერც არაბებმა, ვერც თურქებმა და ვერც სხვებმა. მაგრამ აი, XIX-XX საუკუნეებში ჩვენ დაგვიპირისპირდა იმპერიათა შორის უვერაგესი და უბოროტესი-რუსეთის იმპერია, რომელმაც არნახული უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხს… მიზნად დაისახა ჩვენი ხალხების სრული ასიმილაცია და მოსპობა. მან დაინახა, რომ ამას ვერც განახორციელებდა მხოლოდ რეპრესიებითა და გენოციდით, ამიტომ გამოიყენა ყველა იმპერიის ნაცადი ხერხი-“გათიშე და იბატონე” და ყოველგვარ ღონეს ხმარობდა აფხაზი და ქართველი ხალხების ურთიერთდასაპირისპირებლად… დღევანდელმა მოდერნიზებულმა კომუნისტურმა იმპერიამ, საუბედუროდ, მიაღწია ამას თავისი აგენტურის მეშვებობით, რაც, მისი გეგმით, დასაწყისი უნდა გახდეს კავკასიის ბალკანიზაციისა და ლიბანიზაციისა, რათა ცენტრმა შეინარჩუნოს თავისი პოზიციები და ჰეგემონია კავკასიაში. …მოგიწოდებთ: ნუ აჰყვებით პროკომუნისტებს-ჩვენი ისტორიული მტრების აგენტებსა და პროვოკატორებს. ბოიკოტი გამოუცხადეთ 17 მარტის საბჭოთა რეფერენდუმს და მონაწილეობა მიიღეთ საქართველოს რესპუბლიკის 31 მარტის რეფერენდუმში, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან. დამოუკიდებელი საქართველო თქვენ გაცილებით მეტს მოგცემთ, ვიდრე მოდერნიზებული საბჭოთა იმპერია, რომლის მიზანი არის ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია. თვითმყოფად საქართველოში იარსებებს ჭეშმარიტად თვითმყოფადი აფხაზეთი, ჭეშმარიტი თვითმმართველობით, როგორც მას ჰქონდა აფხაზთა და ქართველთა ერთიანი სამეფოს არსებობის დროს საუკუნეთა განმავლობაში. გაუმარჯოს ჩვენს ისტორიულ ძმობას, ერთობასა და დამოუკიდებლობას! გვფარავდეს ღმერთი სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა!” (1991 წლის 12 მარტი) სამწუხაროდ, კრემლის მიერ წაქეზებული სეპარატისტული ძალები აფხაზეთში აგრძელებდნენ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს. აი, რას წერდა ზვიად გამსახურდია ვლადისლავ არძინბას: ”საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1990 წლის 11 დეკემბრის კანონით საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე შეწყდა საბჭოების უფლებამოსილება, ხოლო 1991 წლის 29 იანვარს საერთოდ გაუქმდა ადგილობრივი საბჭოების სისტემა. საქართველოს რესპუბლიკისა და აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო ვალდებული იყო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოეყვანა აფხაზეთის ასსრ კონსტიტუცია, რაც შეუწყნარებლად ჭიანურდება და მრავალი უხერხულობის მიზეზად შეიძლება იქცეს… …თქვენ პირადად, ბატონო ვლადისლავ, და მთლიანად აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, სისტემატურად უგულვებელყოფთ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას და სხვა და სხვა თანამდებობის პირებს აფხაზეთში უმზადებთ ნიადაგს სახელმწიფო დანაშაულის ჩასადენად. თქვენი ასეთი საქციელი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც თანამდებობის ბოროტად გამოყენება, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ამით თქვენ საფრთხეს უქმნით მოქალაქეთა მშვიდობიან ცხოვრებას, აღვივებთ ეროვნულ შუღლს, იწვევთ ყოვლად გაუმართლებელ დაპირისპირებას ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის, უხეშად არღვევთ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას… …ერთა შორის ჭიდილში გამარჯვებული არ არსებობს. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, გაითვალისწინეთ ისტორიის გაკვეთილები და, როგორც საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრმა, მონაწილეობა მიიღეთ მის მუშაობაში, რაც მთავარია, შეუსაბამეთ თქვენი პოლიტიკა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას, რომლის იურისდიქციის ქვეშაც ბრძანდებით” (1991 წლის 29 მარტი). მიუხედავად კრემლის იმპერიული ძალების წინააღმდეგობისა, ქართული და აფხაზური მხარის ორმხრივი კონსენსუნსის საფუძველზე მაინც მოხერხდა მდგომარეობის ნორმალიზება-მიღებულ იქნა საარჩევნო კანონი, რომელიც გარკვეული კვოტების პრინციპს ითვალისწინებდა. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში იქნებოდა 65 დეპუტატი, მათ შორის-28 აფხაზი ეროვნებისა, 26-ქართველი და 11-სხვა დანარჩენი ეროვნების დეპუტატი. მიღწეული შეთანხმების თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე-ქართველი და რაც მთავარია, აფხაზეთის ასს რესპუბლიკის მოქმედ კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება (გარდა საპროცედუროსი) უნდა მიღებულიყო ხმების 2/3-ით, რომლის მოსაგროვებლად (44 ხმა) აუცილებელი ხდებოდა ქართული და აფხაზური მხარის დეპუტატთა ურთიერთკომპრომისი. ასე უსისხლოდ და სხვა მძაფრი დაპირისპირების განვითარების გარეშე მოხერხდა აფხაზური პრობლემის მოგვარება. ბრძოლა აფხაზეთისათვის პუტჩის შემდგომ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს გულისტკივილითა და დიდი საშიშროების მოლოდინის ხედვით ქართველ ხალხს ამცნო თუ რას უპირებდნენ საქართველოს ისინი, ვინც გეგმავდნენ და ამზადებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას – პუტჩს: ”… მე მინდა ძალზე გულწრფელად საუბარი თქვენთან და ქართველ ერთად… ჩემი ეს გამოსვლა არ გეგონოთ ულტიმატუმი, ან რაღაც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანის განცხადება. ეს არის რეალობა, რასაც მე თქვენ ახლა მოგახსენებთ… მე მივცემ პირუთვნელ შეფასებას შექნილ სიტუაციას და იმ მოსალოდნელ შედეგებზე გესაუბრბით, რაც შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას, ვინაიდან გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე, ვიდრე ყოველ თქვენგანს… სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით: … ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ… ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება-შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეირაღებული ბანდის ხელში… მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზები, კომუნიკაციები… საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია… საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას… … ეს არ არის მუქარა… ეს არ არის გადაჭარბება და ეს არ არის ჩემი პიროვნების, ვთქვათ, თავზე მოხვევა თქვენთვის, ანდა სურვილი, რომ მაინც და მაინც მე დავრჩე ამ პოსტზე, ჩემო ბატონებო. ეს არის რეალობა და მე გთხოვთ, გაახილოთ თვალი და გაუმართოთ თვალი აი, ამ რეალობას…” მიუხედავად დევნილობაში ყოფნისა, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს მოვლენათა განვითარებას აფხაზეთში. იგი წინასწარ აფრთხილებდა საქართველოს მოსახლეობას, საერთაშორისო საზოგადოებას, რათა არ დაეშვათ აფხაზეთში ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, რაც მიგვიყვანდა სისხლისღვრამდე. 1992 წლის 19 აპრილს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდია „ღია წერილში ედუარდ შევარდნაძეს“ ამხელდა შევარდნაძის ხუნტის მიერ აფხაზეთში ომისა და ეთნოკონფლიქტის გაჩაღების მცდელობას: „თქვენ ხედავთ, რომ საქართველოს მხოლოდ ,,მხედრიონისა” და ,,გვარდიის” ხელით ვერ იმორჩილებთ და ამიტომ, ფართოდ ჩააბით სამხედრო ოპერაციაში სნგ-ს ჯარები, რომლებიც დღეს ხუნტის ჯარებთან ერთად დაბანაკებულნი არიან სოფ. რუხთან და ლამობენ აფხაზეთში შეჭრას, რათა იქ გააჩაღონ ახალი ეთნოკონფლიქტი. 23 მარტს (1992 წ), სამტრედიის სადგურზე ეშელონიდან გადმოტვირთეს თქვენი ,,გვარდიის” ჯავშანტრანსპორტიორები, რუსი ჯარისკაცებით სავსე, რომელნიც გაემართნენ ცხენისწყლის ხიდისკენ სადამსჯელო ოპერაციის ჩასატარებლად. სნგ-გს სამხედრო ვერტმფრენები თავს დასტრიალებენ წალენჯიხასა და ცელავენ ყველას, ვინც საეჭვოდ მიაჩნიათ. მათ მიერ განადგურებულია მშვენიერი კურურტი სქური. ასე, რომ თქვენ საქართველოში იწყებთ მეორე ავღანეთის ომს და ნუ გგონიათ, მსოფლიო ბრმა იყოს და ვერ ხედავდეს ამას.“ 1992 წლის 14 მაისის მიმართვაში აფხაზეთის მოსახლეობისადმი იგი აღნიშნავდა: ”მოგმართავთ როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს, ვინაიდან საფრთხეშია ჩვენი საუკუნოვანი ძმობა. იმპერიულმა ნეოკომუნისტურმა კრიმინალურმა ხუნტამ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ აფხაზეთში კვლავ გაღვივდეს ეთნოკონფლიქტი, მან მოსკოვის დავალებით “გააუქმა” საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია, რომელშიც ჩაწერილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი, რამაც საბაბი მისცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს გაეძლიერებინა სეპარატისტული კურსი და ქართული ეროვნების კადრების დისკრიმინაცია, ვინაიდან მისი აზრით საქართველოს ახალი კონსტიტუცია აღარ არსებობს, ძველში კი საერთოდ არ არის ნახსენები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა… პროვოკატორებს სურთ იარაღის ძალით გადაჭრა ამ პრობლემებისა, რაც ყოვლად დაუშვებელია. მოგიწოდებთ მშვიდობისაკენ, გაერთიანებისაკენ, ყველა სადავო პრობლემის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისაკენ. მე მოვუწოდებ აფხაზ მოსახლეობას იმოქმედოს პარლამენტზე, რათა მან შეწყვიტოს ანტიქართული პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთში გარდაუვალი იქნება სისხლის ღვრა”. მიუხედავად ამისა, როგორც ხუნტა, ისე აფხაზი სეპარატისტები აგრძელებდნენ თავიანთ ანტისახალხო ქმედებებს. ამასთან დაკავშირებით ბატონი ზვიად გამსახურდია 1992 წლის 24 ივლისს აკეთებს ასეთ განცხადებას: ”ა.წ. 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სესიამ მიიღო რიგი ანტიკონსტიტუციური აქტები, გამოცხადდა აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედების შეწყვეტა, აღდგენილ იქნა აფხაზეთის სსრ 1925 წლის კონსტიტუცია, რაც საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის გასვლას ნიშნავს. სესია უფლებამოსილი არ იყო ასეთი აქტების მიღებისა, რადგან დარბაზში არ იყო კვორუმი, ანუ კვალიფიცირებული უმრავლესობა-დეპუტატების ორი მესამედი, რომელიც აუცილებელია კონსტიტუციური შესწორებებისათვის, ან კონსტიტუციის მოქმედების შეჩერებისას. ამგვარი მოქმედება გამართლებულ იქნა იმით, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუცია შეჩერებულია, ხოლო ძველ კონსტიტუციაში აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო, საერთოდ არ მოიხსენიება. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია მოქმედებს და საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების გადაწყვეტილება მისი შეჩერების შესახებ უფლებამოსილი არ არის. აღდგენა 1925 წლის კონსტიტუციისა, სადაც ლაპარაკია პროლეტარიატის დიქტატურაზე, კომუნიზმის იდეალებზე, ნიშნავს საბჭოთა კომუნისტური წყობის აღდგენას აფხაზეთში, რაც, იოლად რომ ვთქვათ, წარმოადგენს ანაქრონიზმს და ეწინააღმდეგება მსოფლიო ისტორიის განვითარებას, რასაც შეიძლება მოჰყვეს უაღრესად უარყოფითი შედეგები, დაპირისპირება და კონფლიქტი ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყველა ზემოთნახსენები აქტი მოკლებულია კონსტიტუციურ საფუძველს და არა აქვს იურიდიული ძალა. საკითხი აფხაზეთის სტატუსის შესახებ უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, საქართველოს კანონიერ ხელისუფლებასთან შეთანხმებით.” მიუხედავად პრეზიდენტის ამ მცდელობისა, ვერ მოხერხდა აფხაზეთში ომის თავიდან აცილება. ზვიად გამსახურდია იმავე დღეს, 14 აგვისტოს გამოეხმაურა სისხლიანი კონფლიქტის დაწყებას: ”მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელ მსოფლიო საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს დაიცვან გენოციდისაგან მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა, საკადრისი პასუხი გასცენ შევარდნაძის დამსჯელ ბანდებს და ამხილონ მისი მტაცებლური პოლიტიკა გენოციდისა და ძარცვა-გლეჯისა.” ამასთან მან 21 აგვისტოს მიმართა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ვლადისლავ არძინბას: “აფხაზეთში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისათვის, აფხაზი ხალხის გენოციდისაგან გადასარჩენად გთავაზობთ სასწრაფოდ მოიწვიოთ პარლამენტის სესია და გააუქმოთ გადაწყვეტილება კონსტიტუციის აღდგენის შესახებ, აღადგინოთ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი და 1978 წლის კონსტიტუცია”. ბატონ ზვიადს არც მოსკოვში 3 სექტემბერს გამართული სამმხრივი შეხვედრა დარჩენია ყურადღების გარეშე: ”3 სექტემბერს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა ბ. ელცინს, ე. შევარდნაძესა და ვ. არძინბას შორის, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, არავითარი შედეგი არ მოუტანა არც საქართველოს და არც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.” თავის განცხადებას პრეზიდენტი ასე ამთავრებს: ”მე დარწმუნებული ვარ, რომ სანამ არსებობს შევარდნაძის სისხლიანი, ფაშისტური რეჟიმი, აფხაზეთში კონფლიქტი უფრო გამწვავდება და მიიღებს უმძაფრეს ფორმებს”. განსაკუთრებით მწვავე იყო ზვიად გამსახურდიას რეაქცია ე.წ. სამმხრივი ხელშეკრულების მიმართ, რომლის საფუძველზე სოხუმიდან გაყვანილ იქნა ქართული ჯარი და ფაქტობრივად დაუცველი დატოვეს ქართული მოსახლეობა. 1993 წლის 20 ივლისის იმმართვაში ქართველი ერისადმი, აფხაზეთში დისლოცირებული ყველა ქართველი მეომრისადმი პრეზიდენტი აღნიშნავს: ”უკანასკნელ ხანებში სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ე. შევარდნაძის დიპლომატიური თამაში აფხაზეთის პრობლემის გარშემო მიზნას ისახავს კაპიტულაციას აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინაშე. მზადდება ე.წ. “ცხინვალის ვარიანტი”, სამშვიდობო ძალების შემოყვანა კონფლიქტის ზონაში და სოხუმის ჩაბარება, რასაც დაჟინებით მოითხოვს შევარდნაძისაგან რუსული და აფხაზური მხარე. ე. შევარდნაძე ბუნდოვნად საუბრობს აფხაზეთის რაღაც “დემილიტარიზაციაზე”, კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარების გაყვანაზე, რაც არარეალურია და შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მტრის მიერ გადამწყვეტი სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებისათვის. ჯერ კიდევ ელცინ-შევარდნაძის შეხვედრისას დაიგეგმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა, რაც ნიშნავს სოხუმის ჩაბარებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბ. პასტუხოვის მიერ შემოთავაზებული ე.წ. “სამმხრივი ხელშეკრულების” გეგმაც სწორედ ამას ითვალისწინებს. სოხუმიდან ქართული ჯარის გაყვანა ნიშნავს ქართველი მოსახლეობის გაყვანას, ვინაიდან შეიარაღებული ძალების 90 პროცენტს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს. სოხუმის ჩაბარებას მთელი აფხაზეთის ჩაბარება მოჰყვება, ხოლო ყოველივე ამას-ქართული მოსახლეობის არნახული გენოციდი და დეპორტაცია. მე მოვუწოდებ აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ყველა ქართველ მებრძოლსა და მეთაურს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას: არ დაემორჩილოთ ე.შევარდნაძისა და მისი კომუნისტური ხუნტის ბრძანებებს, არ დათმოთ აფხაზეთის ძირძველი ქართული მიწის არც ერთი გოჯი, არ ჩაბააროთ მტერს უკვე მოპოვებული პოზიციები. აღადგინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, გახსოვდეთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის! ღმერთი და სამართალი ჩვენთან არის, ჩვენ გავიმარჯვებთ!” მოვლენათა ასეთმა განვითარებამ განაპირობა ის, რომ, მიუხედავად მის წინაშე მდგარი წინააღმდეგობისა და საშიშროებისა, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ჩამოვიდა სამშობლოში, რათა არ დაეშვა აფხაზეთის წინასწარ დაგეგმილი ჩაბარება. ჩამოსვლის მეორე დღეს, 25 სექტემბერს, მან ასე მიმართა ქართველ ერს: ”ძვირფასო თანამემამულენო! ძმანო და დანო! მე, საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი, დავუბრუნდი სამშობლოს და განვაგრძობ ერის წინაშე ჩემი მოვალეობის შესრულებას. მე ვხედავ საქართველოს უმძიმეს მდგომარეობას, მე არ შემეძლო ასეთ დროს ვყოფილიყავი საქართველოს გარეთ, მე ჩამოვედი არა მხოლოდ იმიტომ, რომ შევასრულო ჩემი თანამდებობრივი მოვალეობა, არამედ იმისათვის, რომ სათავეში ჩავუდგე ეროვნული ხსნის მოძრაობას. ძმანო და დანო! ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და ასეთ დროს დიდი დაფიქრება და პასუხისმგებლობა გვმართებს. მე ჩემოვედი არა იმისათვის, რომ გავაჩაღო სამოქალაქო ომი ან დავსაჯო ვინმე, არამედ ჩემი მიზანია ერის გამთლიანება და ეროვნული შერიგება, და თუ მოწინააღმდეგე მხარე შეიგნებს თავის შეცდომებს, შეინანებს თავის დანაშაულს ერის წინაშე, მე მზად ვარ მათაც გავუწოდო ხელი. თუ უკანონო ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას და გადადგება, მე მზად ვარ უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით დავნიშნო ახალი არჩევნები, ყველას მიეცემა ხელშეუხებლობის გარანტია სათანადო პირობების გათვალისწინებით. ალბათ, მრავალ თქვენგანს სურს შეიტყოს, თუ რად დაგვიანდა ჩემი ჩამოსვლა; იმის გამო, მეგობრებო, რომ მქონდა უამრავი დაბრკოლება, რომელთა დაძლევაც ვერ ხერხდებოდა, მაგრამ აი, დადგა ჟამი და ბოლოს მივაღწიე იმას, რომ დღეს თქვენთან ვარ. დღეს საქართველო უნდა დაირაზმოს ერის ხსნისათვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის, ჩვენი ეკონომიკის აღდგენისათვის, ქართული სულის აღორძინებისათვის. გაუმარჯოს ჩვენს ბრძოლას საქართველოს გადასარჩენად! გილოცავთ კანონიერი ხელისუფლების აღდგენას” ხედავდა რა, რომ ფრონტზე იყო კატასტროფული მდგომარეობა, რომ ხორციელდებოდა მზაკვრული გეგმა სოხუმის ჩაბარებისა, რომ ე.შევარდნაძის ყოფნა სოხუმში, პირიქით, ხელს უშლიდა სოხუმის დამცველებს, არ იყო სამხედრო ნაწილებს შორის ურთიერთთანხმობა, რაც იწვევდა პანიკას და ჯარისკაცების დემორალიზებას, ზვიად გამსახურდიამ აიღო ინიციატივა გაერთიანებულიყვნენ კანონიერი ხელისუფლებისა და ფაქტობრივი ხელისუფლების ძალები. ამ გზით იგი ?; სექტემბერს მიდის ოჩამჩირის 24-ე ბრიგადის შტაბში. ხუნტის გენერლებს ზვიად გამსახუდრიამ განუცხადა: „… დაარწმუნეთ თქვენ თქვენი მხარე, ვინც აქა ხართ მათი წარმომადგენლები, რომ ჩვენ მზად ვართ ამისათვის (ძალების გაერთიანებისთვის. – რედ.) და გავაერთიანოთ ყველაფერი, ტექნიკური რესურსები, ყველაფერი უნდა გაერთიანდეს და წავიდეს ერთად მოქმედება, ბრძოლა… თქვენ ხომ იცით, ავღანეთის ომი ათი-თერთმეტი წელიწადი რატომ გაგრძელდა? იმიტომ რომ იქ იბრძოდნენ სხვადასხვა დაჯგუფებები, რომლებსაც ერთმანეთში ჰქონდათ ჩხუბი. აი, ეს იყო ძირითადი. არ ჰქონდათ ერთიანი ფრონტი, არ ჰქონდათ ერთიანი ხელმძღვანელობა. იქ ყველა ხელმძღვანელი იყო, ყველას თავისი ჯგუფი ეკუთვნოდა… ერთიანი ეროვნული არმიის სტრუქტურაში უნდა გაერთიანდეს ყველა. სხვა გამოსავალი ჩვენ არა გვაქვს. აი, სოხუმის წაგება ამის შედეგია… ე.შევარდნაძემ მოაწერა ხელი პირდაპირ სოხუმის ჩაბარებას. მითხარით ვინმემ, არა ვარ ამაში სწორი? მოაწერა ხელი თუ არა მან, რომ ყველა შეიარაღებული ქართული ძალა გამოყვანილი ყოფილიყო სოხუმიდან? მოაწერა თუ არა ხელი რომ მთელი ტექნიკა გაყვანილი ყოფილიყო აფხაზეთიდან? მოაწერა თუ არა ხელი, არძინბა დაბრუნებულიყო სოხუმში?.. ჰოდა, რაზეც მაგან ხელი მოაწერა, ის შესრულდა… იძახის (ე. შევარდნაძე- რედ.), რომ აი, ესენი, ოჩამჩირის ფრონტი, არ მომეხმარაო, არ შემოვიდნენ დროზეო და მოღალატეები არიანო… თვითონ არის მოღალატე, მაგან ჩააბარა სოხუმი და ახლა არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩააბაროს ოჩამჩირის რაიონი. მაგას ამის ნებას არ მივცემთ. სოხუმსაც დავიბრუნებთ, თუ ჩვენ ერთად ვიქნებით… აი, გეუბნებით მე თვენ, არ მოვშორდები აქაურობას, სულ აქ ვიქნებით ახლა დღე და ღამე.. ჩემზე ავრცელებს ე. შევარდნაძე ჭორებს… იძახისო, რომ არ წახვიდეთ, არ იომოთ აფხაზეთშიო, წავიდეთ, თბილისი ავიღოთო (ხმა: აფხაზეთი თუ დავკარგეთ, თბილისი რად გვინდა…). ჰო, რად გვინდა… მთელი ძალები ჰყავს მაგას სამტრედიაში და ფოთში, მთელი ტექნიკა იქა ჰყავს… და დავიცვათ ქუთაისი, დავიცვათ თბილისიო. ვინ ესხმის, რად გვინდა ჩვენ ახლა იქით წასვლა. შავნაბადას ბატალიონი ფოთში უყენია. მე როგორც კი ჩამოვედი ზუგდიდში, პირველ დღესვე მოვიდა იმ შავნაბადას ბატალიონის მეთაური და კომენდანტი და აი, ახლავე წავალთო აფხაზეთში. რატომ არ წამოვიდა? შევარდნაძეს უნდა ჩააბაროს მთელი აფხაზეთი, როგორც სოხუმი. ამას აკეთებს შეგნებულად. გაგრაში რა გააკეთეს? გაგრაში იგივე არ იყო? გაგრის ჩაბარების დღეს ჩაბარდა სოხუმი, იმიტომ, რომ გახსნილია რუსეთის საზღვარი, ზურგი ღიაა, ე. ი. აფხაზების მთელი ზურგი არის რუსეთი. ამოდენა ზურგი გაუხსნა აფხაზებს ამ გაგრის ჩაბარებით.სოხუმი იმ დღეს იყო ჩაბარებული, გვიკვირს რამე?… სოხუმში ვითომ მშვიდობა დამყარდა, ყველა ჩავიდა… ყველა ჩავიდა სოხუმში… ხაფანგში გააბა ხალხი… სანამ ყველას არ გავიყვან არ გავალო, ე. ი. ყველა ქართველი უნდა გაიყვანოს აფხაზეთიდან. ეს არის მაგის მიზანი (ხმა: უკვე თბილისშია). უკვე თბილისშია არა? ხომ ხედავთ. ახლა ზეიმი იქნება თბილისში – დაგვიბრუნდა მეთაური, ეროვნული გმირი, ე. ი. ჩააბარა სოხუმი და გმირი გახდა… შეიძლება ახლა მოვიდა ბრძანება – გაიყვანეთ ტექნიკა და გადიწო არაფერი არ დაუთმოთ, არ დაემორჩილოთ თბილისიდან ბრძანებას. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ფრონტით უნდა ვიბრძოლოთ აფხაზეთის დასაცავად. მოკლედ, ამაზე უნდა შევთანხმდეთ: ერთიანი შტაბი, ერთიანი მოქმედება, ერთიანი გეგმა…„ ოჩამჩირიდან მობრუნებულ პრეზიდენტს გალში დახვდა სახელდახელოდ შეკრებილი მოსახლეობა, რომელსაც მან გააცნო ფაქტობრივი ხელისუფლების გენერლებთან ოჩამჩირის შტაბში მიღწეული შეთანხმების დეტალები, თავისი ჩამოსვლის მიზნები: „მე მინდა დეტალურად გვესაუბროთ. მე მინდა დავიწყო თავიდან. საქართველოში საქართველოდან ჩემი ჩამოსვლის პირველი დღიდან, მართალია, დაგვიანდა ეს ჩამოსვლა, მეგობრებო, ალბათ თქვენ ყველას გაინტერესებთ, რატომ დაგვიანდა. იმიტომ, რომ მე მქონდა უამრავი დაბრკოლება და ვერ ვახერხებდი გამოღწევას იმ ქვეყნიდან, რომელიც აგრეთვე თვითონ არის ბლოკადაში მოქცეული. მაგრამ ბოლოს მაინც მივაღწიე, მოვახერხე და დღეს თქვენთან ვარ, მოგობრებო. პირველივე დღიდან, პირველივე დღიდან, პირველივე მიტინგიდან, რომელიც ჩავატარე ზუგდიდში, მე მოვუწოდებ ხალხს, მე მოვუწოდებ ქართველ ერს არ დათმონ აფხაზეთის ძირძველი კუთხე, არ დათმონ მამა-პაპათა საფლავები, გაერთიანდნენ კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ძალების გარშემო და ერთიანი ძალისხმევით დავიბრუნოთ ის, რასაც გვართმევენ მოღალატენი, ჩვენი სამშობლოს გამყიდველები, ჩვენი სამშობლოს მტრებთან ალიანსში მყოფი მოღალატეები. მეგობრებო! ხუნტა თესავს პანიკას, იგი ცდილობს ჭორებით, ათასგვარი ცრუ ხმების გავრცელებით, დაამახინჯოს ჩვენი პოზიცია აფხაზეთის მიმართ, დაამახინჯოს კანონიერი ხელისუფლების პოზიცია. ვაფრთხილებ უკანონო ხელისუფლებას, თუ რაიმე დაბრკოლება იქნება, კატასტროფულ შედეგებს მოგვიტანს ეს. ასე რომ , მეგობრებო, გთხოვთ, ამოგვიდგეთ მხარში, ყველას გთხოვთ, ამოგვიდგეთ მხარში, ყველას, ყველას გთხოვთ, მთელი რაიონის მოსახლეობას, ქალაქის მოსახლეობას; უნდა მოხდეს ერთი რამ: მე ვიცი, რომ აქ გარდა იმისა, რომ არის ჩვენი ბატალიონი, არის სამურზაყანოს ჯგუფი, რომელიც აგრეთვე კარგად იბრძვის დღეს იქ. მოსახლეობას აუცილებლად, თავშემონახულ კარგ ვაჯკაცებს აუცილებლად ექნებათ იარაღი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იქმნება სახალხო ლაშქარი. ამ ლაშქარში უნდა შემოვიდეს ყველა, ვინც თავის თავს ქართველად თვლის და ვინც კაცად თვლის, ყველა უნდა შემოვიდეს ამ ლაშქარში და სასურველია რომ მოხვიდეთ თქვენივე იარაღით. ჩვენ იარაღს კიდე ვიშოვით, მაგრამ გვჭირდება, თქვენივე იარაღით მოდით, ჩაეწერეთ ლაშქარში, რომელიც დადგება საქართველოს სადარაჯოზე, დადგება ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე, დადგება ჩვენი მშვენიერი კუთხის სადარაჯოზე და ამ ბრძოლას გამარჯვებით მიიყვანს ჩვენი ძლევამოსილი მხედრობის ხელმძღვანელობით„. ზვიად გამსახურდიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აფხაზეთში მებრძოლი ყველა სამხედრო ძალა გაერთიანებულიყო და ერთიანი ფრონტით ებრძოლა აფხაზეთის გადასარჩენად. სამწუხაროდ და საუბედუროდ, შევარდნაძემ და მისმა დაქვემდებარებულმა სამხედრო ნაწილმა კვლავ ღალატის გზა აირჩიეს და თვითნებურად დატოვეს ფრონტის ხაზი. კანონიერი ეროვნული გვარდიის ნაწილები ვაჟკაცურად იბრძოდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგის რიცხობრივი უპირატესობის გამო იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. LikeLike
  26. კატეხიზმო: „აპარტეიდი“ აფხაზეთის უზენაეს საბჭოში

    ზოგი ანტიეროვნულად განწყობილი პირი ეროვნული ხელისუფლების შეცდომად აცხადებს იმას, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დაწესებული იქნა ქვოტები ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით და აფხაზებს რიცხვობრივი უპირატესობა მიეცათ ქართველებთან შედარებით – ამას დამცინავად „ქართველების აპარტეიდს“ უწოდებენ.

    ამ საკითხის განხილვისას გასათვალიწინებელია შემდეგი:

    დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარი საქართველოს შესაჩერებლად, კრემლის მიერ ხდებოდა ოსი და აფხაზი სეპარატისტების წაქეზება და მდგომარეობის დაძაბვა როგორც “სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში” ასევე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც, ამიტომ ეროვნული ხელისუფლება დიდი ყურადღებითა და გაგებით ეკიდებოდა აფხაზი ეთნიკური უმცირესობის ინტერესებს, არ აძლევდა ექსტრემისტულ ძალებს საშუალებას ბრალი დაედოთ ეროვნული ხელისუფლებისათვის აფხაზების შევიწროებაში.

    ქართული და აფხაზური მხარის ორმხრივი კონსენსუსის საფუძველზე მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზება და ნორმალიზება – მიღებულ იქნა საარჩევნო კანონი, რომელიც გარკვეული კვოტების პრინციპს ითვალისწინებდა. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საჭოში იქნებოდა 65 დეპუტატი, მათ შორის 28 აფხაზი ეროვნების, 26 – ქართველი და 11 – სხვა დანარჩენი ეროვნების დეპუტატი. მიღწეული შეთანხმების თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იქნებოდა აფხაზური დეპუტაციის წარმომადგენელი, მისი პირველი მოადგილე – ქართული დეპუტაციის; მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე – ქართველი და, რაც მთავარია, აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება (გარდა ნაკლებმნიშვნელოვანი – საპროცედუროსი) უნდა მიღებულიყო ხმების 2/3-ით, რომლის მოსაგროვებლად (44 ხმა) აუცილებელი ხდებოდა ქართული და აფხაზური მხარის დეპუტატთა ურთიერთკომპრომისი.

    ამრიგად – მხოლოდ საპროცედურო საკითხების გადაწყვეტა შეიძლებოდა ხმათა 50+1 % -ით. დანარჩენში აბფაზურ და მასთან ალიანში მყოფ არაქართულ დეპუტაციას სჭირდებოდა 2/3. აფხაზეთის უზენაეს საბჭოში 100% დასწრებაც რომ ჰქონოდათ აფხაზურ და არაქართულ დეპუტაციას, 57%-ზე მეტი მაინც ვერ გროვდებოდნენ. ამიტომ აფხაზური და არაქართული დეპუტაცია იმ შემთხვევაშიც კი – თუ ქართულის წინააღმდეგ პრინციპულად დაირაზმებოდა 2/3 – ს მაინც ვერ შეაგროვებდა.

    ასე უსისხლოდ და სხვა მძაფრი დაპირისპირების განვითარების გარეშე მოხერხდა კრემლის მიერ გამწვავებული აფხაზური პრობლემის მოგვარება – პოლიტიკურ პროცესში.

    აფხაზეთის ზემოთმითითებული წესით დაკომპლექტებული უზენაესი საბჭო არ გამხდარა საქართველოსათვის რაიმე პრობლემის წყარო – არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ამ პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ რაიმე ზიანი მოუტანა საქართველოს ინტერესებს. პირიქით – ეს გახდა აფხაზეთში შედარებითი სტაბილიურობის მტკიცე საფუძველი.

    პირიქით – ენტიეროვნული ძალების მიერ მოწყობილი პუტჩის შემდგომაც კი (არაფერი რომ ვთქვათ პუტჩისწინა პერიოდზე) აფხაზეთი და კერძოდ სოხუმი ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდამჭერთა ძირითადი თავშესაფარი გახდა და ანტიეროვნული ძალები სწორედ ამიტომ გახდნენ იძულებულნი აფხაზეთში საომარი მოქმედებები წამოეწყოთ.

    საყურადღებო:
    ანტიეროვნული ძალების პუტჩის შემდგომ, როდესაც საქართველოში ხელისულება ხელთ ჩაიგდო კრიმინალურმა „სამხედრო საბჭომ“ – მან გააუქმა საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია და სანაცვლოდ შემოიღო საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია – რომელშიც არ არსებობდა აფხაზეთის ავტონომიის ცნება. ამ მოღალატურმა ნაბიჯმა კანონგარეშე დააყენა აფხაზეთის უზენაესი საბჭო და გახდა აფხაზეთში პოლიტიკური მდგომარეობის უკიდურესი დაძაბვისა და შემდგომ ომის დაწყების მიხეხი და საბაბი.

    ___________________________________________________

    საკითხის „ვარდოსნული“ გაგრძელება…

    საქართველოს ნეოპუტჩისტური, ანტიეროვნული ხელისუფლება კი გაცილებით მეტ უფლებებს სთავაზობს აფხაზ სეპარატისტებს საქართველოს პარლამენტში და საქართველოს მთავრობაში…

    სააკაშვილი აფხაზეთის მიმართ ახალი სამშვიდობო ინიციატივებით გამოდის
    სივილ ჯორჯია / სივილ ჯორჯია, თბილისი / 2008-03-28 19:22:13
    http://www.civil.ge/geo/article.php?id=17888

    «”ჩვენ ვთავაზობთ მათ საქართველოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს და ჩვენ ვთავაზობთ მათ ვეტოს უფლებას ყველა იმ ცენტრალურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება მათ კონსტიტუციურ სტატუსს ან შეეხება მომავალში მათ კონსტიტუციურ სტატუსს, მათ კულტურის, ენის და ზოგადად ეთნიკური ჯგუფის გადარჩენის და განვითარებისთვის ყველა მნიშვნელოვან წინაპირობას. ჩვენ ვთავაზობთ ამაზე მათ ვეტოს უფლებას იმასთან ერთად, რომ მათ ექნებათ საქართველოს პარლამენტში და ყველა ორგანოში ექნებათ გარანტირებული წარმომადგენლობა,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ეს არის უჩვეულო ნაბიჯი. ჩვენ მზად ვართ რომ ეს ნაბიჯი უახლოეს კვირებში გადავდგათ. თუ მოლაპარაკებები დაიწყება ხვალ, მზად ვართ, რომ მოლაპარაკებები დავასრულოთ და კონსტიტუციური საკითხები ერთად გადავწყვიტოთ”.»

    ზვიად გამსახურდიასა და ეროვნულ ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და აკრიტიკებენ იმისათვის, რომ მათ აფხაზებს აფხაზეთის პარლამენტში მისცეს გარანტირებული წამომადგენლობა და გარკვეული პრივილეგიები აფხაზეთის მთავრობაში…

    ___________________

    საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აფხაზ და ოს მოსახლეობას სამშვიდობო ინიციატივით მიმართა
    29 აპრილი 2008 / 23:00
    http://www.president.gov.ge/?l=G&id=2597

    კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც აფხაზეთთან მიმართებაში გულისხმობს:

    ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღებას აფხაზებისათვის, რომელსაც ექნება აფხაზეთთან დაკავშირებით ყველა საკონსტიტუციო საკითხზე ვეტოს უფლება;

    გარანტირებულ წარმომადგენლობას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში;

    საერთაშორისო გარანტიებს აფხაზეთისადმი, რათა უზრუნველყოფილ იქნას ფართო ფედერალიზმი და შეუზღუდავი ავტონომია;

    Like

  27. კი, მაგრამ, ამას რა ვუყოთ?:

    _____________________

    საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს გულისტკივილითა და დიდი საშიშროების მოლოდინის ხედვით ქართველ ხალხს ამცნო თუ რას უპირებდნენ საქართველოს ისინი, ვინც გეგმავდნენ და ამზადებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას – პუტჩს:

    ”… მე მინდა ძალზე გულწრფელად საუბარი თქვენთან და ქართველ ერთან… ჩემი ეს გამოსვლა არ გეგონოთ ულტიმატუმი, ან რაღაც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანის განცხადება. ეს არის რეალობა, რასაც მე თქვენ ახლა მოგახსენებთ… მე მივცემ პირუთვნელ შეფასებას შექნილ სიტუაციას და იმ მოსალოდნელ შედეგებზე გესაუბრბით, რაც შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას, ვინაიდან გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე, ვიდრე ყოველ თქვენგანს…

    სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით:

    … ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ… ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება-შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეირაღებული ბანდის ხელში… მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზები, კომუნიკაციები… საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია… საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას…

    … ეს არ არის მუქარა… ეს არ არის გადაჭარბება და ეს არ არის ჩემი პიროვნების, ვთქვათ, თავზე მოხვევა თქვენთვის, ანდა სურვილი, რომ მაინც და მაინც მე დავრჩე ამ პოსტზე, ჩემო ბატონებო. ეს არის რეალობა და მე გთხოვთ, გაახილოთ თვალი და გაუმართოთ თვალი აი, ამ რეალობას…”

    მიუხედავად დევნილობაში ყოფნისა, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს მოვლენათა განვითარებას აფხაზეთში. იგი წინასწარ აფრთხილებდა საქართველოს მოსახლეობას, საერთაშორისო საზოგადოებას, რათა არ დაეშვათ აფხაზეთში ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, რაც მიგვიყვანდა სისხლისღვრამდე.

    1992 წლის 19 აპრილს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდია „ღია წერილში ედუარდ შევარდნაძეს“ ამხელდა შევარდნაძის ხუნტის მიერ აფხაზეთში ომისა და ეთნოკონფლიქტის გაჩაღების მცდელობას:

    „თქვენ ხედავთ, რომ საქართველოს მხოლოდ ,,მხედრიონისა” და ,,გვარდიის” ხელით ვერ იმორჩილებთ და ამიტომ, ფართოდ ჩააბით სამხედრო ოპერაციაში სნგ-ს ჯარები, რომლებიც დღეს ხუნტის ჯარებთან ერთად დაბანაკებულნი არიან სოფ. რუხთან და ლამობენ აფხაზეთში შეჭრას, რათა იქ გააჩაღონ ახალი ეთნოკონფლიქტი. 23 მარტს (1992 წ), სამტრედიის სადგურზე ეშელონიდან გადმოტვირთეს თქვენი ,,გვარდიის” ჯავშანტრანსპორტიორები, რუსი ჯარისკაცებით სავსე, რომელნიც გაემართნენ ცხენისწყლის ხიდისკენ სადამსჯელო ოპერაციის ჩასატარებლად. სნგ-გს სამხედრო ვერტმფრენები თავს დასტრიალებენ წალენჯიხასა და ცელავენ ყველას, ვინც საეჭვოდ მიაჩნიათ. მათ მიერ განადგურებულია მშვენიერი კურურტი სქური. ასე, რომ თქვენ საქართველოში იწყებთ მეორე ავღანეთის ომს და ნუ გგონიათ, მსოფლიო ბრმა იყოს და ვერ ხედავდეს ამას.“

    1992 წლის 14 მაისის მიმართვაში აფხაზეთის მოსახლეობისადმი იგი აღნიშნავდა:

    ”მოგმართავთ როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს, ვინაიდან საფრთხეშია ჩვენი საუკუნოვანი ძმობა. იმპერიულმა ნეოკომუნისტურმა კრიმინალურმა ხუნტამ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ აფხაზეთში კვლავ გაღვივდეს ეთნოკონფლიქტი, მან მოსკოვის დავალებით “გააუქმა” საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია, რომელშიც ჩაწერილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი, რამაც საბაბი მისცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს გაეძლიერებინა სეპარატისტული კურსი და ქართული ეროვნების კადრების დისკრიმინაცია, ვინაიდან მისი აზრით საქართველოს ახალი კონსტიტუცია აღარ არსებობს, ძველში კი საერთოდ არ არის ნახსენები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა…

    პროვოკატორებს სურთ იარაღის ძალით გადაჭრა ამ პრობლემებისა, რაც ყოვლად დაუშვებელია. მოგიწოდებთ მშვიდობისაკენ, გაერთიანებისაკენ, ყველა სადავო პრობლემის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისაკენ. მე მოვუწოდებ აფხაზ მოსახლეობას იმოქმედოს პარლამენტზე, რათა მან შეწყვიტოს ანტიქართული პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთში გარდაუვალი იქნება სისხლის ღვრა”.

    მიუხედავად ამისა, როგორც ხუნტა, ისე აფხაზი სეპარატისტები აგრძელებდნენ თავიანთ ანტისახალხო ქმედებებს. ამასთან დაკავშირებით ბატონი ზვიად გამსახურდია 1992 წლის 24 ივლისს აკეთებს ასეთ განცხადებას:

    ”ა.წ. 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სესიამ მიიღო რიგი ანტიკონსტიტუციური აქტები, გამოცხადდა აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედების შეწყვეტა, აღდგენილ იქნა აფხაზეთის სსრ 1925 წლის კონსტიტუცია, რაც საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის გასვლას ნიშნავს.

    სესია უფლებამოსილი არ იყო ასეთი აქტების მიღებისა, რადგან დარბაზში არ იყო კვორუმი, ანუ კვალიფიცირებული უმრავლესობა-დეპუტატების ორი მესამედი, რომელიც აუცილებელია კონსტიტუციური შესწორებებისათვის, ან კონსტიტუციის მოქმედების შეჩერებისას.

    ამგვარი მოქმედება გამართლებულ იქნა იმით, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუცია შეჩერებულია, ხოლო ძველ კონსტიტუციაში აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო, საერთოდ არ მოიხსენიება. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია მოქმედებს და საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების გადაწყვეტილება მისი შეჩერების შესახებ უფლებამოსილი არ არის.

    აღდგენა 1925 წლის კონსტიტუციისა, სადაც ლაპარაკია პროლეტარიატის დიქტატურაზე, კომუნიზმის იდეალებზე, ნიშნავს საბჭოთა კომუნისტური წყობის აღდგენას აფხაზეთში, რაც, იოლად რომ ვთქვათ, წარმოადგენს ანაქრონიზმს და ეწინააღმდეგება მსოფლიო ისტორიის განვითარებას, რასაც შეიძლება მოჰყვეს უაღრესად უარყოფითი შედეგები, დაპირისპირება და კონფლიქტი ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყველა ზემოთნახსენები აქტი მოკლებულია კონსტიტუციურ საფუძველს და არა აქვს იურიდიული ძალა.

    საკითხი აფხაზეთის სტატუსის შესახებ უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, საქართველოს კანონიერ ხელისუფლებასთან შეთანხმებით.”

    მიუხედავად პრეზიდენტის ამ მცდელობისა, ვერ მოხერხდა აფხაზეთში ომის თავიდან აცილება. ზვიად გამსახურდია იმავე დღეს, 14 აგვისტოს გამოეხმაურა სისხლიანი კონფლიქტის დაწყებას:

    ”მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელ მსოფლიო საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს დაიცვან გენოციდისაგან მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა, საკადრისი პასუხი გასცენ შევარდნაძის დამსჯელ ბანდებს და ამხილონ მისი მტაცებლური პოლიტიკა გენოციდისა და ძარცვა-გლეჯისა.”

    ამასთან მან 21 აგვისტოს მიმართა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ვლადისლავ არძინბას:

    “აფხაზეთში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისათვის, აფხაზი ხალხის გენოციდისაგან გადასარჩენად გთავაზობთ სასწრაფოდ მოიწვიოთ პარლამენტის სესია და გააუქმოთ გადაწყვეტილება კონსტიტუციის აღდგენის შესახებ, აღადგინოთ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი და 1978 წლის კონსტიტუცია”.

    ბატონ ზვიადს არც მოსკოვში 3 სექტემბერს გამართული სამმხრივი შეხვედრა დარჩენია ყურადღების გარეშე:

    ”3 სექტემბერს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა ბ. ელცინს, ე. შევარდნაძესა და ვ. არძინბას შორის, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, არავითარი შედეგი არ მოუტანა არც საქართველოს და არც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.”

    თავის განცხადებას პრეზიდენტი ასე ამთავრებს:

    ”მე დარწმუნებული ვარ, რომ სანამ არსებობს შევარდნაძის სისხლიანი, ფაშისტური რეჟიმი, აფხაზეთში კონფლიქტი უფრო გამწვავდება და მიიღებს უმძაფრეს ფორმებს”.

    განსაკუთრებით მწვავე იყო ზვიად გამსახურდიას რეაქცია ე.წ. სამმხრივი ხელშეკრულების მიმართ, რომლის საფუძველზე სოხუმიდან გაყვანილ იქნა ქართული ჯარი და ფაქტობრივად დაუცველი დატოვეს ქართული მოსახლეობა. 1993 წლის 20 ივლისის იმმართვაში ქართველი ერისადმი, აფხაზეთში დისლოცირებული ყველა ქართველი მეომრისადმი პრეზიდენტი აღნიშნავს:

    ”უკანასკნელ ხანებში სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ე. შევარდნაძის დიპლომატიური თამაში აფხაზეთის პრობლემის გარშემო მიზნას ისახავს კაპიტულაციას აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინაშე.

    მზადდება ე.წ. “ცხინვალის ვარიანტი”, სამშვიდობო ძალების შემოყვანა კონფლიქტის ზონაში და სოხუმის ჩაბარება, რასაც დაჟინებით მოითხოვს შევარდნაძისაგან რუსული და აფხაზური მხარე.

    ე. შევარდნაძე ბუნდოვნად საუბრობს აფხაზეთის რაღაც “დემილიტარიზაციაზე”, კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარების გაყვანაზე, რაც არარეალურია და შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მტრის მიერ გადამწყვეტი სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებისათვის. ჯერ კიდევ ელცინ-შევარდნაძის შეხვედრისას დაიგეგმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა, რაც ნიშნავს სოხუმის ჩაბარებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბ. პასტუხოვის მიერ შემოთავაზებული ე.წ. “სამმხრივი ხელშეკრულების” გეგმაც სწორედ ამას ითვალისწინებს.

    სოხუმიდან ქართული ჯარის გაყვანა ნიშნავს ქართველი მოსახლეობის გაყვანას, ვინაიდან შეიარაღებული ძალების 90 პროცენტს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს. სოხუმის ჩაბარებას მთელი აფხაზეთის ჩაბარება მოჰყვება, ხოლო ყოველივე ამას-ქართული მოსახლეობის არნახული გენოციდი და დეპორტაცია.

    მე მოვუწოდებ აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ყველა ქართველ მებრძოლსა და მეთაურს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას: არ დაემორჩილოთ ე.შევარდნაძისა და მისი კომუნისტური ხუნტის ბრძანებებს, არ დათმოთ აფხაზეთის ძირძველი ქართული მიწის არც ერთი გოჯი, არ ჩაბააროთ მტერს უკვე მოპოვებული პოზიციები. აღადგინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, გახსოვდეთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის!

    ღმერთი და სამართალი ჩვენთან არის, ჩვენ გავიმარჯვებთ!”

    მოვლენათა ასეთმა განვითარებამ განაპირობა ის, რომ, მიუხედავად მის წინაშე მდგარი წინააღმდეგობისა და საშიშროებისა, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ჩამოვიდა სამშობლოში, რათა არ დაეშვა აფხაზეთის წინასწარ დაგეგმილი ჩაბარება. ჩამოსვლის მეორე დღეს, 25 სექტემბერს, მან ასე მიმართა ქართველ ერს:

    ”ძვირფასო თანამემამულენო!

    ძმანო და დანო!

    მე, საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი, დავუბრუნდი სამშობლოს და განვაგრძობ ერის წინაშე ჩემი მოვალეობის შესრულებას. მე ვხედავ საქართველოს უმძიმეს მდგომარეობას, მე არ შემეძლო ასეთ დროს ვყოფილიყავი საქართველოს გარეთ, მე ჩამოვედი არა მხოლოდ იმიტომ, რომ შევასრულო ჩემი თანამდებობრივი მოვალეობა, არამედ იმისათვის, რომ სათავეში ჩავუდგე ეროვნული ხსნის მოძრაობას.

    ძმანო და დანო! ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და ასეთ დროს დიდი დაფიქრება და პასუხისმგებლობა გვმართებს. მე ჩემოვედი არა იმისათვის, რომ გავაჩაღო სამოქალაქო ომი ან დავსაჯო ვინმე, არამედ ჩემი მიზანია ერის გამთლიანება და ეროვნული შერიგება, და თუ მოწინააღმდეგე მხარე შეიგნებს თავის შეცდომებს, შეინანებს თავის დანაშაულს ერის წინაშე, მე მზად ვარ მათაც გავუწოდო ხელი.

    თუ უკანონო ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას და გადადგება, მე მზად ვარ უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით დავნიშნო ახალი არჩევნები, ყველას მიეცემა ხელშეუხებლობის გარანტია სათანადო პირობების გათვალისწინებით.

    ალბათ, მრავალ თქვენგანს სურს შეიტყოს, თუ რად დაგვიანდა ჩემი ჩამოსვლა; იმის გამო, მეგობრებო, რომ მქონდა უამრავი დაბრკოლება, რომელთა დაძლევაც ვერ ხერხდებოდა, მაგრამ აი, დადგა ჟამი და ბოლოს მივაღწიე იმას, რომ დღეს თქვენთან ვარ.

    დღეს საქართველო უნდა დაირაზმოს ერის ხსნისათვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის, ჩვენი ეკონომიკის აღდგენისათვის, ქართული სულის აღორძინებისათვის.

    გაუმარჯოს ჩვენს ბრძოლას საქართველოს გადასარჩენად!

    გილოცავთ კანონიერი ხელისუფლების აღდგენას”

    ხედავდა რა, რომ ფრონტზე იყო კატასტროფული მდგომარეობა, რომ ხორციელდებოდა მზაკვრული გეგმა სოხუმის ჩაბარებისა, რომ ე.შევარდნაძის ყოფნა სოხუმში, პირიქით, ხელს უშლიდა სოხუმის დამცველებს, არ იყო სამხედრო ნაწილებს შორის ურთიერთთანხმობა, რაც იწვევდა პანიკას და ჯარისკაცების დემორალიზებას, ზვიად გამსახურდიამ აიღო ინიციატივა გაერთიანებულიყვნენ კანონიერი ხელისუფლებისა და ფაქტობრივი ხელისუფლების ძალები. ამ გზით იგი ?; სექტემბერს მიდის ოჩამჩირის 24-ე ბრიგადის შტაბში. ხუნტის გენერლებს ზვიად გამსახუდრიამ განუცხადა:

    „… დაარწმუნეთ თქვენ თქვენი მხარე, ვინც აქა ხართ მათი წარმომადგენლები, რომ ჩვენ მზად ვართ ამისათვის (ძალების გაერთიანებისთვის. – რედ.) და გავაერთიანოთ ყველაფერი, ტექნიკური რესურსები, ყველაფერი უნდა გაერთიანდეს და წავიდეს ერთად მოქმედება, ბრძოლა…

    თქვენ ხომ იცით, ავღანეთის ომი ათი-თერთმეტი წელიწადი რატომ გაგრძელდა? იმიტომ რომ იქ იბრძოდნენ სხვადასხვა დაჯგუფებები, რომლებსაც ერთმანეთში ჰქონდათ ჩხუბი. აი, ეს იყო ძირითადი. არ ჰქონდათ ერთიანი ფრონტი, არ ჰქონდათ ერთიანი ხელმძღვანელობა. იქ ყველა ხელმძღვანელი იყო, ყველას თავისი ჯგუფი ეკუთვნოდა…

    ერთიანი ეროვნული არმიის სტრუქტურაში უნდა გაერთიანდეს ყველა. სხვა გამოსავალი ჩვენ არა გვაქვს. აი, სოხუმის წაგება ამის შედეგია… ე.შევარდნაძემ მოაწერა ხელი პირდაპირ სოხუმის ჩაბარებას. მითხარით ვინმემ, არა ვარ ამაში სწორი? მოაწერა ხელი თუ არა მან, რომ ყველა შეიარაღებული ქართული ძალა გამოყვანილი ყოფილიყო სოხუმიდან? მოაწერა თუ არა ხელი რომ მთელი ტექნიკა გაყვანილი ყოფილიყო აფხაზეთიდან? მოაწერა თუ არა ხელი, არძინბა დაბრუნებულიყო სოხუმში?..

    ჰოდა, რაზეც მაგან ხელი მოაწერა, ის შესრულდა… იძახის (ე. შევარდნაძე- რედ.), რომ აი, ესენი, ოჩამჩირის ფრონტი, არ მომეხმარაო, არ შემოვიდნენ დროზეო და მოღალატეები არიანო… თვითონ არის მოღალატე, მაგან ჩააბარა სოხუმი და ახლა არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩააბაროს ოჩამჩირის რაიონი. მაგას ამის ნებას არ მივცემთ. სოხუმსაც დავიბრუნებთ, თუ ჩვენ ერთად ვიქნებით… აი, გეუბნებით მე თვენ, არ მოვშორდები აქაურობას, სულ აქ ვიქნებით ახლა დღე და ღამე..

    ჩემზე ავრცელებს ე. შევარდნაძე ჭორებს… იძახისო, რომ არ წახვიდეთ, არ იომოთ აფხაზეთშიო, წავიდეთ, თბილისი ავიღოთო (ხმა: აფხაზეთი თუ დავკარგეთ, თბილისი რად გვინდა…). ჰო, რად გვინდა… მთელი ძალები ჰყავს მაგას სამტრედიაში და ფოთში, მთელი ტექნიკა იქა ჰყავს… და დავიცვათ ქუთაისი, დავიცვათ თბილისიო. ვინ ესხმის, რად გვინდა ჩვენ ახლა იქით წასვლა. შავნაბადას ბატალიონი ფოთში უყენია. მე როგორც კი ჩამოვედი ზუგდიდში, პირველ დღესვე მოვიდა იმ შავნაბადას ბატალიონის მეთაური და კომენდანტი და აი, ახლავე წავალთო აფხაზეთში. რატომ არ წამოვიდა? შევარდნაძეს უნდა ჩააბაროს მთელი აფხაზეთი, როგორც სოხუმი. ამას აკეთებს შეგნებულად.

    გაგრაში რა გააკეთეს? გაგრაში იგივე არ იყო? გაგრის ჩაბარების დღეს ჩაბარდა სოხუმი, იმიტომ, რომ გახსნილია რუსეთის საზღვარი, ზურგი ღიაა, ე. ი. აფხაზების მთელი ზურგი არის რუსეთი. ამოდენა ზურგი გაუხსნა აფხაზებს ამ გაგრის ჩაბარებით.სოხუმი იმ დღეს იყო ჩაბარებული, გვიკვირს რამე?…

    სოხუმში ვითომ მშვიდობა დამყარდა, ყველა ჩავიდა… ყველა ჩავიდა სოხუმში… ხაფანგში გააბა ხალხი… სანამ ყველას არ გავიყვან არ გავალო, ე. ი. ყველა ქართველი უნდა გაიყვანოს აფხაზეთიდან. ეს არის მაგის მიზანი (ხმა: უკვე თბილისშია). უკვე თბილისშია არა? ხომ ხედავთ. ახლა ზეიმი იქნება თბილისში – დაგვიბრუნდა მეთაური, ეროვნული გმირი, ე. ი. ჩააბარა სოხუმი და გმირი გახდა… შეიძლება ახლა მოვიდა ბრძანება – გაიყვანეთ ტექნიკა და გადიწო არაფერი არ დაუთმოთ, არ დაემორჩილოთ თბილისიდან ბრძანებას. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ფრონტით უნდა ვიბრძოლოთ აფხაზეთის დასაცავად.

    მოკლედ, ამაზე უნდა შევთანხმდეთ: ერთიანი შტაბი, ერთიანი მოქმედება, ერთიანი გეგმა…„

    ოჩამჩირიდან მობრუნებულ პრეზიდენტს გალში დახვდა სახელდახელოდ შეკრებილი მოსახლეობა, რომელსაც მან გააცნო ფაქტობრივი ხელისუფლების გენერლებთან ოჩამჩირის შტაბში მიღწეული შეთანხმების დეტალები, თავისი ჩამოსვლის მიზნები:

    „მე მინდა დეტალურად გესაუბროთ. მე მინდა დავიწყო თავიდან. საქართველოში საქართველოდან ჩემი ჩამოსვლის პირველი დღიდან, მართალია, დაგვიანდა ეს ჩამოსვლა, მეგობრებო, ალბათ თქვენ ყველას გაინტერესებთ, რატომ დაგვიანდა. იმიტომ, რომ მე მქონდა უამრავი დაბრკოლება და ვერ ვახერხებდი გამოღწევას იმ ქვეყნიდან, რომელიც აგრეთვე თვითონ არის ბლოკადაში მოქცეული. მაგრამ ბოლოს მაინც მივაღწიე, მოვახერხე და დღეს თქვენთან ვარ, მოგობრებო. პირველივე დღიდან, პირველივე დღიდან, პირველივე მიტინგიდან, რომელიც ჩავატარე ზუგდიდში, მე მოვუწოდებ ხალხს, მე მოვუწოდებ ქართველ ერს არ დათმონ აფხაზეთის ძირძველი კუთხე, არ დათმონ მამა-პაპათა საფლავები, გაერთიანდნენ კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ძალების გარშემო და ერთიანი ძალისხმევით დავიბრუნოთ ის, რასაც გვართმევენ მოღალატენი, ჩვენი სამშობლოს გამყიდველები, ჩვენი სამშობლოს მტრებთან ალიანსში მყოფი მოღალატეები.

    მეგობრებო! ხუნტა თესავს პანიკას, იგი ცდილობს ჭორებით, ათასგვარი ცრუ ხმების გავრცელებით, დაამახინჯოს ჩვენი პოზიცია აფხაზეთის მიმართ, დაამახინჯოს კანონიერი ხელისუფლების პოზიცია. ვაფრთხილებ უკანონო ხელისუფლებას, თუ რაიმე დაბრკოლება იქნება, კატასტროფულ შედეგებს მოგვიტანს ეს. ასე რომ , მეგობრებო, გთხოვთ, ამოგვიდგეთ მხარში, ყველას გთხოვთ, ამოგვიდგეთ მხარში, ყველას, ყველას გთხოვთ, მთელი რაიონის მოსახლეობას, ქალაქის მოსახლეობას; უნდა მოხდეს ერთი რამ: მე ვიცი, რომ აქ გარდა იმისა, რომ არის ჩვენი ბატალიონი, არის სამურზაყანოს ჯგუფი, რომელიც აგრეთვე კარგად იბრძვის დღეს იქ. მოსახლეობას აუცილებლად, თავშემონახულ კარგ ვაჯკაცებს აუცილებლად ექნებათ იარაღი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იქმნება სახალხო ლაშქარი. ამ ლაშქარში უნდა შემოვიდეს ყველა, ვინც თავის თავს ქართველად თვლის და ვინც კაცად თვლის, ყველა უნდა შემოვიდეს ამ ლაშქარში და სასურველია რომ მოხვიდეთ თქვენივე იარაღით. ჩვენ იარაღს კიდე ვიშოვით, მაგრამ გვჭირდება, თქვენივე იარაღით მოდით, ჩაეწერეთ ლაშქარში, რომელიც დადგება საქართველოს სადარაჯოზე, დადგება ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე, დადგება ჩვენი მშვენიერი კუთხის სადარაჯოზე და ამ ბრძოლას გამარჯვებით მიიყვანს ჩვენი ძლევამოსილი მხედრობის ხელმძღვანელობით„.

    ზვიად გამსახურდიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აფხაზეთში მებრძოლი ყველა სამხედრო ძალა გაერთიანებულიყო და ერთიანი ფრონტით ებრძოლა აფხაზეთის გადასარჩენად. სამწუხაროდ და საუბედუროდ, შევარდნაძემ და მისმა დაქვემდებარებულმა სამხედრო ნაწილმა კვლავ ღალატის გზა აირჩიეს და თვითნებურად დატოვეს ფრონტის ხაზი. კანონიერი ეროვნული გვარდიის ნაწილები ვაჟკაცურად იბრძოდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგის რიცხობრივი უპირატესობის გამო იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ.

    _______________________

    http://bpg.sytes.net/simartle/default.asp?bpgpid=15&pg=1

    Like

  28. a.sanduxaZe said

    და მაგ სიტყვების ავტორი – მერაბ მამარდაშვილი არ ყოფილა არასდროს ქართველი.

    იყო მანქურთი, საკუთარი ერის ნების წიააღმდეგ ამხედრებული კგბ-ს ფილოსოფოსი!

    Like

    • ლომისა said

      ამბობენ, მამარდაშვილსაც „ფარაჯანოვის სინდრომი“ სჭირდაო!

      Like

  29. a.sanduxaZe said

    საინტერესოა, მოსახლეობის რომელ ნაწილშია ეს ნება, იქნებ ოპოზიციად წოდებულ მიშას სათადარიგო ბორბლებში და ვიაგრებში?

    ან იქნებ ჩვენი “სახელოვანი და დიდებული ოპოზიციის იმ ნაწილში, რომელიც ჩოხებში გამოჯგიმული თავის თავს ეროვნულნიადაგზე მდგომად რომ მიიჩნევს, გუშინ ნატო, ნატოს რომ გაიძახოდა და დღეს მოსპახანში ძუნძულით არაქათი რომ გამოლევიათ?

    Like

  30. მეგრელი said

    ამ სტატიის ავტორმა რა ადვილად ჩამოაქვეითა მეგრული ქართულის დიალექტად, სასაცილოა!!!

    ის, რაც ასეთი რამისკენ უბიძგებს ქართველს, არის სწორედ ის, რის გამოც არ უნდათ აფხაზებს ჩვენთან ცხოვრება… და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხერხით იბრძოლებენ, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა ქართველი დამპყრობლების მიმართ.

    Like

    • iberiana said

      ქართული ენა შექმნა მეგრელმაც, კახელმაც, სვანმაც… ესაა საერთო ენა და საერთო კულტურა, რომლის ფონზე ყველა სხვა ზეპირი მეტყველება არის ამ საერთო ქართული ენის განშტოება – დიალექტი

      მოვუსმინოთ გამსახურდიებს, სახოკიებს, ამბროსი ხელაიას… ყველა ეს დიდი ქართველი თვლიდა, რომ მეგრელის დედაენაა ქართული და მეგრული მისი კილოა.

      120 წელია მეგრულს ცალკე ენად ამკვიდრებენ ქართველი ერის დამშლელები!

      გირჩევთ გაეცნოთ პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის შრომებს:

      Like

  31. badri gogia said

    დღეს ის დროა, როცა კალმის სიმართლე კი არ ხნავს მინდორს, არამედ თოფის წსამლის სიმართლე. მტერს უნდა გააერთიანებინო საქართველო.

    Like

  32. a.sanduxaZe said

    რომელ მტერს, რუსეთს?

    Like

  33. Really nice post u have here. It would be nice to read a bit more about such topic. Thanks for giving such information.

    Like

  34. zurabi said

    ეს ისტორიაა,რომელიც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ იმაზე არ ვამბობთ, რომ მსოფლიო პოლიტიკის ნაწილი ვიყავით, ვართ და ამ გლობალური პოლიტიკის მსხვერპლი აღმოვჩნდით. განა მარტო ჩვენ? სერბია? ყარაბაღი? დნესტრისპირეთი? ჩეჩნეთი? თავის დროზე კვიპროსი? განა კუვეიტი ერაყის არ იყო? დაუსრულებლდ ჩამოთვლა შეიძლება. ეხლა ყირგიზეთი!!! სადაა დასავლეთი? სადაა ამერიკა?
    ის რაც მოხდა ჩვენთან უდიდესი ტრაგედიაა, ტარაგედია მტრების მიერ შემზადებული, სამწუხროდ ჩვენის დახმარებით განხორციელებული, ისტორიის სწორად შეფასება აუცილებელია, მაგრამ ყველაფრის სხვაზე გადაბრალება გამარჯვებამდე ვერ მიგვიყვანს, აგრესია უნდა ჩავაცხროთ და გონივრულად მოქცევა გვმართებს,
    ჩვენ ასხლეტილი ქვა მოგვხვდა და არა პირდაპირ ნასროლი. ბევრი რამე შეგვეშალა… უნდა ვაღიაროთ და გამოვასწოროთ…

    Like

  35. Teimuraz Gumberidze said

    “ხოლო, როდესაც ლოცულობ, ნუ ემსგავსები თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ; უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როდესაც ლოცულობ – შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე მამის შენის მიმართ ფარულად; და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად”.

    Like

  36. If you’re in the market for great deals on Second Hand Furniture in Australia have a look through our site. We have plenty of more tips for you to save money and have the best return on your investment.

    Like

  37. Tarzan said

    Hello this is my first thread on iberiana.wordpress.com. Has anyone ever studied with a PUA also known as an pick up artist to seduce ladies you met with internet dating?

    Like

  38. Хочу выразить слова благодарности создателю. Так держать. Господа проблема действительно актуальна. Но есть еще одно решение.

    Like

  39. nukri said

    გაოცებული დავრჩი ამ სტატიის წაკითხვით…იმდენად ღრმად და სრულყოფილად არის აღწერილი ყველაფერი, ამ შესანიშნავ ქართველ პატრიოტ ქალბატონისაგან, რომ შეკითხვებიც კი აღარ იბადება…უბრალოდ გულისტკივილით ეშვები ღრმა ფიქრებში და უსასოოთ გრძნობ თავს, რადგანაც პრაქტიკულად არაფრის შეცვლა არ შეგიძლია… სამწუხაროდ ბოროტება მეტად ქმედითია…

    “Все говорят: нет правды на земле.

    Но правды нет — и выше. Для меня

    Так это ясно, как простая гамма.”

    მახსოვს ვუყურე აფხაზეთიდან ქართველების ფეხით გადმოხვეწვას სვანეთში, სულ ვქვითინებდი და ეხლაც მეტირება ხოლმე…რა გადაიტანა ამ უბედურმა ხალხმა…
    ადამიანები ამბობენ რომ დრო ყველაფერს კურნავს.. – არა, დრო არ კურნავს…არსებობს ცხოვრებაში ისეთი ტრაგედიები_რომლის დავიწყება შეუძლებელია!
    ძალიან მძიმე ხვედრი ერგო საქართველოს, პოსტსაბჭოთა სივრცეში. ყველაზე ნიჭიერი, განათლებული, ლამაზი, უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონე ერი _ყველაზე მეტად დაიჩაგრა…ისედაც ერთი ციცქნა საქართველო, თითქმის ნაკუწ-ნაკუწ დანაწევრდა… გამრთელება კი ძალიან ძნელია… გლობალური წინააღმდეგობების გამო.
    ასეთი შესანიშნავი სტატია კი სასურველია რომ სრულყოფილად გადაითარგმნოს რუსულად და არა მარტო… უნდა წაიკითხოს ხალხმა, გავრცელდეს ფორუმებზე, და გახდეს პასუხად, უამრავი შეკითხვებისა (თუნდაც რუსებისაგან): ვინ არის სინამდვილეში დამნაშავე აფხაზეთის პრობლემებში და ვინ არის ოკუპანტი… (მეც შევეცდები ამ სტატიის გავრცელებას)

    Like

  40. a.sanduxaZe said

    ბატონო ნუკრი, ასეთები, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ ვართ მიტომ ჩაგვყარეს ამ დღეში, აბა ბოგანოსა და მაწანწალა ერს ვინ რას ერჩის?

    Like

  41. Archil Geguchadze said

    ნამდვილად, ყველაფერი 70-იან წლებში დაიწყო, მე სტუდენტი ვიყავი და ყველაფერს ვამჩნევდი… თანაც, ვისაც გვატყობდნენ, რომ ბრიყვები არ ვიყავით და ვხვდებოდით თუ რა ხდებოდა, თანაც არ მოგვწონდა – “გვასტუკებდნენ” და ა.შ და ა.შ…

    დაბოლოს, გამყიდველმა შევარდნაძემ შეასრულა იმპერიის დავალება და პუტჩისტებს გააქცევინა კანონიერი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის მის ილია II-ს, როცა ედუარდ შევარდნაძე გიორგად “მონათლა” და საქართველოს მმართველად გამოაცხადა.

    Like

  42. Если бы не ваш сайт то не знал бы что делать, грамотные статьи и комменты делают Ваш портал незаменимым. Спасибо! В признательности к этому сайту опубликую несколько ваших статей на сайте- [url=http://evolutiontechnical.com/]научно технические открытия [/url] и поставлю на ссылку на Ваши работы.

    Like

  43. Вот свежие киноленты что я нашла в на сайтах из рабочих

    Like

  44. ELILAALULTFAW said

    Простите, пожалуйста

    Like

  45. Alexanerz said

    Well that is really interesting, thanks for sharing that!

    Like

  46. Seotons – Entreprise de Creation site internet

    Like

  47. Simoneffh said

    Hello. I am Simon. I am brand new here. Thanks

    Like

  48. khatuna damchidze said

    ada marshanias sheudzlia amoigos mamamisis interviu, romelic mis gardacvalebamde ramdenime tvit adre gavida da miigebs pasuxs kitxvaze-vin aris. mamamisma ganacxada, rom chven erti patara afxazi eri varto.afxazia da ra qnas.

    Like

  49. temur cremlebi momdis imdenad gulshi chamcdomi da sizutit aris yvelaperi dacerili …. vkitxulob da isev tavidan minda cavikitxo, titoeul sityvas chavcde da araperi gamomrches, imdenad sapuzvlianad sizutit aqus axcerili da dacerili kitxvac axar gebadeba arc erti.. , bednieri var rom am usayvarlesi sulit xorcamde patrioti qalbatonis statia mexirsa da cavikitxe.. gmadlob temur, uxrmesi madloba rom pativi mergo da cavikitxe..

    Like

  50. teimuraz said

    ვინ დათვალოს ქვეყანაზე ქართლის ცრემლი გაღებული,
    ვინ ისმინოს დედის დარდი თუნდაც ერთხელ გაგებული,
    ვინ გაიგოს ცხოვრების გზა როგორ არის დაგებული,
    ვინ დათვალოს მსოფლიოში ქართველები გაფანტული.
    სამშობლოსგან მოშორებით როგორ უძგერთ იმათ გული,
    და სამშობლოს მონატრებით როგორ დნება მათი სული,
    ვინ უმღეროთ იმათ ნანა,ან სად ნახონ იმათ ლელო,
    ან ვინ უთხრათ გაზაფხულზე,როგორია საქართველო?
    ერთი წამით ვინ ანახოს,როგორია მთა და მდელო,
    ან ვინ უთხრათ მათ გულისთვის სად ლოცულობს საქართველო,
    ვინ გაიგებს სათითაოდ საით წავა მათი გზები,
    ვინ გააქროს მათი დარდი,ან ვინ მისცეს იმედები?
    ვინ დათვალოს თვალზე ცრემლი,ან მათ გულში ნაპრალები,
    ვინ დათვალოს მსოფლიოში გაფანტული ქართველები.

    Like

  51. aaaa said

    ძალიან საინტერესო, ამაღელვებელი სტატიაა! ჩემი აზრით, აფხაზთა და ქართველთა ურთიერთობის საკითხს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. საინტერესოა მეცნიერთა აზრიც! ამავდროულად, ჩვენი მომავალი ურთიერთობა ხომ დღეს-დღეობით უმნიშვნელოვანესია! სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ყოველი სიტყვა თუ ფრაზა მრავალჯერ გააზრებული და გაანალიზებული უნდა იყოს!ჩვენ ერთნი ვართ, ერთი წარმომავლობა გვაქვს! უარი ვუთხრათ ფაშიზმს, ომს, სისხლისღვრას! მშვიდობა ყველას!

    Like

    • qartveli said

      ძალიან საინტერესო, ამაღელვებელი სტატიაა! ჩემი აზრით, აფხაზთა და ქართველთა ურთიერთობის საკითხს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. საინტერესოა მეცნიერთა აზრიც! ამავდროულად, ჩვენი მომავალი ურთიერთობა ხომ დღეს-დღეობით უმნიშვნელოვანესია! სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ყოველი სიტყვა თუ ფრაზა მრავალჯერ გააზრებული და გაანალიზებული უნდა იყოს!ჩვენ ერთნი ვართ, ერთი წარმომავლობა გვაქვს! უარი ვუთხრათ ფაშიზმს, ომს, სისხლისღვრას! მშვიდობა ყველას!

      Like

  52. qartveli said

    დიდი მადლობა ბატონო თეიმურაზ!

    Like

  53. ბატონო თეიმურაზ!
    წავიკითხე და ძალიან მომეწონა. დიდი მადლობა დედათქვენს.
    ფრიდონ დოჩია, ჟურნალისტი აფხაზეთიდან

    Like

  54. qeTevan said

    ქალბატონო ლილი, დიდო ქალბატონო! ვის მიმართავთ ახლა თქვენ თუ იცით?!?! არა ოდიდგან, მაგრამ საბჭოთა მემკვიდროებამ ქართველ მეცნიერთა აკადემიაში სამუდამო ბუდე დაიგო, არასდროს საქართველოს სასიკეთოს არ იტყოდნენ, არ დაწერდნენ და არ გააკეთებდნენ, სამწუხაროდ ამისი მოწმენი ვართ დღესაც. საერთოდაც არაა დაწერილი, აღწერილ–შესწავლილი ეს საქართველოს ისტორიისათვის ეს დრო, ამიტომაც მოგმართავთ, იქნებ ერთიანი თანამშრომლობით შემქმნათ შესაბამისი წყარო, მე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, როგორც ინერნეტსკოლა ,,ერუდიტის” დირექტორი.

    Like

  55. zurabi said

    abxazebi dasagupavad ganwiruli etnosia, mat es codva ar sherchebat. mat elit ubixebis da shafsugebis bedi. dabrmavebulebma sidzulvilit tavis tavs gamoutanes sasikvdilo ganacheni. rusebi mat rogorc etnoss mospoben ramodenime taobashi ( axla is dro ar aris, rogorc cherqezebs mouwyes “vandea” da gawyvites ert dgeshi, torem igives gaaketebdnen ) iset socialurad autanel pirobebs sheuqmnian, aidzuleben rusetis centralur regionebshi gadasaxlebas da mat adgilas rusebi dasaxldebian. “sabiranie zemel”-is politika aris rusuli imreriis arsebobis gaxangzlivebis mtavari qvakutxedi, amis gareshe ruseti rogorc ertiani “derjava” ver iarsebebs. atwleulebis mandzilze kremlis siyalbis politikam abxazur etnosshi warmoshva qartvelta sidzulvili, am sidzulvilma abxazebi moswyvita tavis sasicocxlo areals tavis fesvebs da gaxada mtris marioneti da iaragi rac am codvil xalxis uechveli gadashenebis winmswrebia…

    Like

  56. zurabi said

    ” ცრუ ჰუმანური მიდგომით აიხსნება ალბათ ის, რომ ქართველმა ადამიანმა დაკარგა ბრძოლისუნარიანობა. მისი ზომბირების შედეგია, რომ ის იჩენს უნებისყოფობას, სილაჩრეს, საბრძოლო უუნარობას, ვერ აიღო თავის თავზე სითამამე, გასცეს მტერს საკადრისი პასუხი.” cheshmaritad martali sityvebia…

    Like

    • alina bagishvili said

      bagapshi araa apsua . geshlebat ,apxazi shuasaukuneebshi nishnavda megrels , apxazeti egriss.ar unda daikargos kolxetis saxelmcipos arseboba , kolxeti , egrisi apxazeti es ertia.

      Like

  57. dina said

    statia dzireulad asaxavs mtels istorias qartvel mecnierta tu politikosta uniatobas, chven movaxerxet da dzirdzvel mxares sxva xalxis miwa vuwodet, movaxerxet da qartvelebs sxva erovnebis migeba vamjobinebinet nagd qartvelobas, da bevri sxva codvebi, chven movaxerxet avuxdinet imperias ocneba da vacuhqet chvenive sisxlit morwyuli miwa mters, r o d e m d e? vikitxot da viwuwunot upuloba uupleboba da yvelaze mtavari uniatoba …

    Like

  58. Iren said

    “უკვე რამდენჯერ დაგვიგლიჯეს ვაჟას არწივი
    და ჩაილაგეს ჯიბეებში ქვეყნის ნაწილი,” (( – ნ.ომიაძე

    Like

  59. ზაალი said

    იბერიანა, ქართული ენა შექმნა მეგრელმა, სვანმა კახელმა კი არა. წარმართული კოლხური ენის გაქრისტიანება მოხდა, ისევ კოლხი მამების მიერ ტაო-კლარჯეთში. ქართველთა დასაბამიერი ენა იყო ზანური. ჩიქობავას სახელდებით ხოლო შანიძის თვალსაზრისით კოლხური. ტარიელ ფუტკარაძის შრომები დამღუპველია ჩვენი ერისთვის. ეს ტიპიური ქართული შოვინიზმია. მეგრული ენა გახლავთ იმ კოლხურის უშუალო და პირდაპირი გაგრძელება. ამას უვლის გვერდს თქვენი გურუ ფუტკარაძე. ქართველ ერს აქვს სამი ენა, როგორც სამება და მას ნუ ჩაკლავთ თქვენი იდიოტური თეორიებით.. მთელი დასავლეთ-აღმოსავლეთი საქართველო მოფენილია ზანური ტოპონიმებით, დღეს ისინი მხოლოდ მეგრული ენით იშიფრებიან.ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქართველთა ენა დასაბამიერი იყო ზანური, იგივე კოლხური. ამ ენას ებრძვით თქვენ. და იცით საერთოდ, რომ ქართული ენა რატომ დაშორდა ზანურს? იმიტომ რომ მასში ბარბარიზმების კონგლომერატმა მოიყარა თავი. რამდენ რამეს ვიტყოდი, მაგრამ სურვილიც დამეკარგა ამ უნიჭობისთან ბრძოლისა. თქვენ აყალიბებთ ტიპიურ ქართულ ფაშიზმს. ვის რას გიშლით მეგრული,, სვანური ენა. თქვენ ქართულს სალიტერატურო ენას მაცოცხლებელ წყაროებს უსპობთ,. ვერ აცნობიერებთ ასევე იმას, თუ რას ნიშნავს აკვნის ენის შეგინება.. აქ რომ მანიპილირებთ მეგრელი საზოგადო მოღვაწეებით, გაიხსენეთ ის რა პერიოდში თქვეს მათ, მაშინ რუსეთის პოლიტიკის გასანეიტრალებლად ითქვა ის ყოველი.. მეგრელმა კაცმა საკუთარ ენას დიალექტი უწოდა, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ რუსეთისგან გადაერჩინა მაშინ საქართველო და თავისი ენა. თქვენ კი როგორ უხდით მას, იმის მაგივრად, რომ ეს, მადლიერებას ბადებდეს თქვენში, მშობლიურ ენას უკლავთ მეგრელს. დღესაც იგივე მეთოდებით გინდათ, მეგრელმა რომ აღიაროს თავისი ენის დიალექტობა. რაც ამჯერად არ მოხდება, რადგან ეს პირველ რიგში ჭეშმარიტების უარყოფაა. თანაც ის საგანძურია ჩვენი კულტურისა. მეგრული, რომელსაც აქვს 90 წმნისწინი(,ქართულში 14-ია), ზმნის დამოუკიდებელი კატეგორია, ქცევა ასპექტი, გზისობა, ინვერსიული ზმნები. დამოუკიდებელი სინტაქსი. როგორ უნდა იყოს რომელიმე ენის დიალექტი. უნდა მივუდგეთ მხოლოდ გრამატიკული პრინციპით, პოლიტიკის გარეშე. მეგრულ ენაში არის მილიონობით ლექსიკა ის ამ მხრივ საოცარი ენაა, მას ანალოგიც არ ეძებნება. ამდენად ენას, რომელსაც აქვს ამ სიმდიდრის ლექსიკა ის ვერანაირად გამოეყოფოდა 150 ათას ლექსიკურ ერთეულს. ამდენია ქართული ენის ლექსიკა. ყოველთვის უდიდეს ეყოფა უმცირესი.. ან რა რიტორიკაა, და მბრძანებლური ტონი, რომ ვინც მეგრულს ენას აღიარებს საქართველოს დამშლელია. მაშინ ავდექეთ და საფლავიდან ამოვთხაროთ ყველა დიდი მეცნიერი, ვინც მეგრულის ენობას ამტკიცებდა. მაგ შანიძე, ჩიქობავა, თოფურია, ნიკო მარი, ყიფშიძე, ცაგარელი,,თაყაიშვილი, ჯავახიშვილი, ინგოროყვა, ძიძიგური. ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგვდის ამ კორიფეებთან? თანამედროვენი გინდათ? კი ბატონო, გამყრელიძე, უთურგაიძე, და მთელი ენათმეცნიერების წამყვანი ფლაგმანი. რამდენი უნდა ჩამოვთვალო. კინკილა ფსევდო მეცნიერი ფუტკარაძე დარჩა. თავისი ნაპლაგიატორი, სათაურუთ ,,ქართველები” რომელიც ცნობილ ინგლისელ ქართველოლოგს მოპარა დევიდ ლენგს.. მოკლედ, საწერის მეტი რაა, არ მქონდა ამის სურვილიც, მაგრამ ამ ფსევდოპატრიოტიზმმა და ნეოფაშისტურმა იდეებმა ჩვენ ყოველთვის დაგვაზარალა და დღესაც იგივეს ვაწყდებით. ავიმაღლოთ შეგნება.თორემ მეგრელებისადმი ეს ბოღმა და სიძულვილი კარგს არავის მოუტანს. სირცხვილია, რაც ქართულში ზანურის წილია ის, რომ მოშორდეს ქართულს, შეგვრჩება კარგი კონგლომერატი ბარბარიზმებისა.. მოდის ლაზარე, და ის იქნება ქართულის მეგრულისა და სვანურის ზეობა. რომლთა დედო ენა გახლდათ კოლხური. ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ მე ვადგენ ჩემი ენა რომელია, მე რომელსაც მივიჩნევ ისაა ჩემი. მშობლიურია ჩემთვის ქარტულიც მეგრულიც და სვანურიც. აი ამ შეგნებაზე დაბლა მე კოლხი კაცი, არასდროს დავალ სხვებს კიდე ჯვარი გწერიათ. მაგრამ არავის მივცემ უფლებას ჩემი ენა შემიგინოს თავისი პოლიტიკური ზრახვების გნსახორციელებლად.
    გიგა ათენა ქიგემიდვი სი.
    ვეგმად მუთუნით.

    Like

  60. Teimuraz Gumberidze said

    ვინ დათვალოს ქვეყანაზე ქართლის ცრემლი გაღებული,
    ვინ ისმინოს დედის დარდი თუნდაც ერთხელ გაგებული,
    ვინ გაიგოს ცხოვრების გზა როგორ არის დაგებული,
    ვინ დათვალოს მსოფლიოში ქართველები გაფანტული.
    სამშობლოსგან მოშორებით როგორ უძგერთ იმათ გული,
    და სამშობლოს მონატრებით როგორ დნება მათი სული,
    ვინ უმღეროთ იმათ ნანა,ან სად ნახონ იმათ ლელო,
    ან ვინ უთხრათ გაზაფხულზე,როგორია საქართველო?
    ერთი წამით ვინ ანახოს,როგორია მთა და მდელო,
    ან ვინ უთხრათ მათ გულისთვის სად ლოცულობს საქართველო,
    ვინ გაიგებს სათითაოდ საით წავა მათი გზები,
    ვინ გააქროს მათი დარდი,ან ვინ მისცეს იმედები?
    ვინ დათვალოს თვალზე ცრემლი,ან მათ გულში ნაპრალები,
    ვინ დათვალოს მსოფლიოში გაფანტული ქართველები.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s