Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ზ. პაპასქირი – მითი

ზურაბ პაპასქირი

 მითი ქართველთა მხრიდან აფხაზი ხალხის ეთნოკულტურული ინდივიდუალობის მოშლის ე.წ. “მცდელობის” შესახებ XX საუკუნის 30-იანი წლების მიწურულსა და 40-იან წლებში

აფხაზური სეპარატიზმის იდეოლოგთა ანტიქართულ კამპანიაში საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე “მაკომპრომეტირებელ” თემად დღემდე რჩება XX საუკუნის 30-იანი წლების მიწურულსა და 40-იანი წლების შუა ხანებში გატარებული პოლიტიკა კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში. კერძოდ, სეპარატისტები საქართველოს ხელისუფლებას აბრალებენ აფხაზი ხალხის ეთნოკულტურული ინდივიდუალობის მოშლის მცდელობას აფხაზური დამწერლობის ქართულ ანბანზე გადაყვანისა და აფხაზური ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ლიკვიდაციის გზით. აფხაზური სეპარატიზმის ლიდერები ყოველმხრივ ცდილობენ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით დამწერლობისა და განათლების სფეროში 30-იანი წლების მიწურულიდან გატარებული ნოვაციები ადგილობრივ ინიციატივად წარმოაჩინონ და ყოველივე ეს აფხაზი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ თბილისის ხრიკებად მონათლონ. არადა, საქმე სულ სხვაგვარადაა. 1936 წლის 5 დეკემბერს სრულიად საკავშირო საბჭოების VIII ყრილობაზე დამტკიცებულმა სსრ კავშირის ახალმა კონსტიტუციამ, როგორც ცნობილია, გარკვეულწილად შეაჯამა ერთიანი საკავშირო სოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში განვლილი გზა.   ახალმა კონსტიტუციამ რიგი არსებითი ხასიათის ცვლილებები შეიტანა ქვეყნის ფედერაციულ მოწყობაში, კერძოდ, გაუქმდა ე.წ. “ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა” და მისი სუბიექტები _ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები _ უშუალოდ შევიდნენ სსრ კავშირის შემადგენლობაში. ამავე დროს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს ხელმძღვანელობამ გადადგა ნაბიჯები ე.წ. “მოკავშირე რესპუბლიკების” სახელმწიფოებრივი სტატუსის ასამაღლებლად. პარტიისა და საბჭოთა მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებათაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია სპეციალური გადაწყვეტილება ე.წ. “მცირე ერების”, ანუ ავტონომიური რესპუბლიკების ხალხების დამწერლობათა შესაბამისი მოკავშირე რესპუბლიკის სახელმწიფო ენის დამწერლობის შრიფტზე გადაყვანის შესახებ. უკანასკნელ პერიოდში ისტორიოგრაფიაში გაჩნდა ნაშრომები, რომლებშიც მოცემულია დამწერლობის რეფორმის გატარებასთან დაკავშირებული საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოებისა და საბჭოთა მთავრობის ოფიციალური დოკუმენტების საკმაოდ ამომწურავი ანალიზი. ამ მხრივ ჩვენ საგანგებოდ გვინდა გამოვყოთ ამჟამად მოსკოვში მოღვაწე სოხუმელი ისტორიკოსის, საბჭოთა პერიოდის აფხაზეთის ისტორიის ცნობილი მკვლევრის გრიგოლ ლეჟავას პუბლიკაციები, რომლებშიც სათანადო დოკუმენტური მასალის ანალიზის საფუძველზე ნაჩვენებია სსრ კავშირის მასშტაბით (და არა მხოლოდ აფხაზეთში) გატარებული “მცირე ერების” დამწერლობათა რეფორმის არსი და გამოაშკარავებულია აფხაზ სეპარატისტთა მხრიდან თბილისისთვის წაყენებული დემაგოგიური ბრალდებების სრული აბსურდულობა.  

 გ. ლეჟავას ეს ნაშრომები განსაკუთრებით ფასეულია იმის გამო, რომ ისინი გამოქვეყნებულია რუსული ნაციონალისტურ-შოვინისტური განწყობილებებით ცნობილი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოლოგიის ინსტიტუტის გრიფით (სწორედ ეს ნაშრომები დაედო საფუძვლად სადოქტორო დისერტაციას, რომელიც გ. ლეჟავამ დაიცვა იმავე ინსტიტუტში). ეს გარემოება და აგრეთვე ისიც, რომ ბ-ნი გ. ლეჟავა მაინცდამაინც არასოდეს გამოირჩეოდა “ანტიაფხაზური მიკერძოებით” (ის ათეული წლების განმავლობაში ფაქტობრივად უპრობლემოდ მუშაობდა აფხაზური სეპარატიზმის “ბუნაგში” _ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში და აფხაზებისთვის სრულიად მისაღები პიროვნება იყო), მისეულ ანალიზს კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის. 

 

მართლაც, დიდი დაფიქრება არ სჭირდება იმას, რომ ლათინურ ანბანზე გაწყობილი აფხაზური დამწერლობის ქართულ შრიფტზე გადაყვანა ნამდვილად არ იყო საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების კერძო ინიციატივა. ის მთლიანად გამომდინარეობდა კრემლის საერთო პოლიტიკიდან, რომლის ერთადერთ მიზანს ამ შემთხვევაში წარმოადგენდა რსფსრ-ის ტერიტორიაზე მცხოვრები ათეულობით “მცირე ერების” დამწერლობათა უნიფიცირება სლავურ-რუსული გრაფიკის საფუძველზე და ამ გზით მათი შემდგომი გარუსებისათვის ხელსაყრელი ფონის შექმნა.  

როგორც ცნობილია, 1922 წელს სსრ კავშირში (მათ შორის, რსფსრ-ში) მცხოვრები “მცირე ერებისა” და ხალხების დამწერლობები გადაიყვანეს ლათინურ ანბანზე. ეს, რასაკვირველია, რამდენადმე აბრკოლებდა ამ ხალხების მოქცევას რუსული წიგნიერების არეალში, რაც ძირეულად ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის იმპერიულ ზრახვებს. 1936 წლისათვის, როდესაც ძირითადად დასრულდა საერთო საკავშირო სახელმწიფოს ფედერაციული მოწყობის პროცესი, კრემლმა საჭიროდ ჩათვალა 1922 წელს დაშვებული “ხარვეზის” აღმოფხვრა და შეუდგა “მცირე ერების” დამწერლობათა რეფორმის გატარებას. ასე (1936 წლიდან) დაიწყო და საბოლოოდ 1941 წელს დასრულდა ლათინურ შრიფტზე გაწყობილი დამწერლობების მასობრივი გადაყვანა სლავურ-რუსულ ანბანზე _ ე.წ. “კირილიცაზე”.1  უნდა აღინიშნოს, რომ გარეგნულად ეს არ გამოიყურებოდა  რუსიფიკატორული პოლიტიკის გამოვლინებად, რადგან ოფიციალურად “მცირე ერების” დამწერლობა თითქოს გადაჰყავდათ შესაბამისი მოკავშირე რესპუბლიკის სახელმწიფო ენის ალფაბეტზე, მაგრამ სინამდვილეში რუსულ “კირილიცაზე” დამწერლობების გადაყვანა ხდებოდა ფაქტობრივად მთელი სსრ კავშირის მასშტაბით. ამ მხრივ, ერთადერთი გამონაკლისი იყო საქართველოს სსრ და არა იმიტომ, რომ სსრ კავშირის სათავეში მაშინ ქართველი იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი) იდგა. ამის მიზეზი სრულიად ბანალურია: იმ მოკავშირე რესპუბლიკებს (რსფსრ, საქართველოს სსრ, აზერბაიჯანის სსრ, უზბეკეთის სსრ) შორის, რომელთა შემადგენლობაში ავტონომიური ერთეულები ფიგურირებდნენ, მხოლოდ საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო ენას _ ქართულს გააჩნდა თავისი ორიგინალური (სხვათა შორის, მსოფლიოში არსებულ 14 ალფაბეტს შორის ერთ-ერთი) ანბანი (ცნობილია ასევე, რომ თვით უზბეკური და აზერბაიჯანული დამწერლობებიც გადაიყვანეს “კირილიცაზე”). აი, რატომ გახდა საჭირო აფხაზური დამწერლობის ლათინური შრიფტის ქართულით შეცვლა. იმავე პერიოდში ანალოგიური რეფორმა გატარდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქშიც, სადაც ოსური დამწერლობა ასევე გადაიყვანეს ლათინურიდან ქართულ ალფაბეტზე. და ეს მაშინ, როდესაც რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტიურ რესპუბლიკაში შემავალ ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ოსური დამწერლობის ლათინური შრიფტი შეცვალეს “კირილიცით”, ე. ი. ერთი და იგივე ენას, ენას ერთი და იმავე ოსი ხალხისა, რომელიც სსრ კავშირის ფედერაციის ორი სხვადასხვა სუბიექტის (ოფიციალურად სხვადასხვა “სახელმწიფოს”) ტერიტორიაზე ცხოვრობდა, ერთდროულად ორი დამწერლობა აღმოაჩნდა: ერთი ქართულ ანბანზე გაწყობილი, ხოლო მეორე _ “კირილიცაზე”. როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია. 

 აფხაზური დამწერლობის რეფორმის მომზადება დაიწყო 1937 წელს, მას მერე, რაც საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის ორგანიზაციის XV კონფერენციამ მიზანშეწონილად ჩათვალა აფხაზური დამწერლობის გადაყვანა ქართულ ანბანზე. პარტიის ამ გადაწყვეტილებით “აღფრთოვანებულმა” აფხაზური ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა _ ა. ხაშბამ, დ. ჩაგავამ და მ. ხაშბამ გაზეთ „Советская Абхазия“-ში (1937 წლის 17 ივნისი) გამოაქვეყნეს სტატია „Об абхазском алфавите“, რომელშიც დაასაბუთეს აფხაზური დამწერლობისათვის ლათინური ალფაბეტის უვარგისობა და მოიწონეს პარტიული კონფერენციის გადაწყვეტილება ლათინური შრიფტის ქართულით შეცვლის თაობაზე. კიდევ უფრო შორს წავიდა აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი დიმიტრი გულია, რომელმაც „Советская Абхазия“-ს 11 ივლისის (1937 წ.) ნომერში გამოაქვეყნა წერილი ამავე თემაზე. მასში დ. გულია, მთლიანობაში იწონებდა რა ა. ხაშბას, დ. ჩაგავასა და მ. ხაშბას პუბლიკაციაში ჩამოყალიბებულ დებულებებს, განსაკუთრებით ხაზს უსვამდა იმას, რომ „это мероприятие, безусловно, будет способствовать укреплению и росту всей абхазской культуры, ибо грузинский алфавит является наиболее подходящим для более полного и совершенного обозначения звуков абхазского языка“.2 მოგვიანებით, აფხაზური დამწერლობის რეფორმის საკითხს გამოეხმაურა კიდევ ერთი ცნობილი აფხაზი მოღვაწე მიხეილ დელბა, რომელმაც 1938 წლის 23 მარტს გაზეთ „Советская Абхазия“-ში გამოაქვეყნა წერილი სათაურით: „Об изучении нового абхазского алфавита“. ამ პუბლიკაციაში ავტორი გამოხატავდა ღრმა რწმენას, რომ „Новый алфавит должен привести увязке алфавита с орфографией и полному соответствию с языком, с полиграфбазой, облегчит и закрепит усвоение алфавита трудящимися абхазами и будет способствовать снижению неграмотности и т.п.“3 

 უაღრესად საინტერესო მასალა აფხაზური დამწერლობის რეფორმის მომზადების შესახებ აღმოჩნდა გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, აფხაზური ენის შესანიშნავი მცოდნის, აკად. სიმონ ჯანაშიას პირად არქივში. აღნიშნული მასალა გამოაქვეყნა ცნობილმა ფილოლოგმა, აფხაზური ენის მკვლევარმა, პროფ. თეიმურაზ გვანცელაძემ. ეს არის 1937 წლის 4-5 დეკემბერს სოხუმში, ნიკო მარის სახელობის აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტში ჩატარებული თათბირის ოქმები. ამ მასალიდან ირკვევა, რომ საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის ორგანიზაციის XV კონფერენციის გადაწყვეტილების შესაბამისად, 4-5 დეკემბერს შედგა სამუშაო თათბირი მეცნიერ-სპეციალისტებისა და აფხაზური კულტურის მოღვაწეთა მონაწილეობით. თათბირის 33 მონაწილიდან 8 ქართველი მეცნიერი იყო, 4 _ რუსი, ხოლო დანარჩენი 21 _ აფხაზი. ქართველი მეცნიერებიდან თათბირის მუშაობაში მონაწილეობდნენ იმ დროისათვის უკვე აღიარებული ქართველოლოგები და კავკასიოლოგები: აკაკი შანიძე, ვარლამ თოფურია, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ჯანაშია (ყველა თბილისიდან), აგრეთვე სოხუმელი მეცნიერები: ნიკანდრო ბასილაია, სერგო აქირთავა (ისინი თ. გვანცელაძეს შეცდომით აფხაზები ჰგონია) და ბაგრატ ჯანაშია. თბილისიდან ჩასულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა პეტრე შარია _ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი მუშაკი. რუსი მეცნიერებიდან მონაწილეობდნენ: ა. გრენი, ი. ტიშჩენკო, ზ. მორინა, ა. ფადეევი. აფხაზებს წარმოადგენდა მთელი აფხაზური სამეცნიერო ელიტა: სემიონ ბასარია, ხუხუტი ბღაჟბა, ნიკოლოზ გერია, დიმიტრი გულია, გიორგი გულია, მიხეილ დელბა, ბაგრატ კაცია, ნოკოლოზ პატეიფა, გიორგი შაკირბაი, კონსტანტინე შაყრილი, პლატონ შაყრილი, გიორგი ძიძარია, კონსტანტინე ძიძარია, ანდრია ჭოჭუა, მუშნი ხაშბა, ნ. კოკოსკერია, ვ. მაანი, ვ. ხარაზია და სხვ.5

განსახილველად წარმოდგენილი იყო 4 პროექტი: 1) აკაკი შანიძის პროექტი, 2) სიმონ ჯანაშიას პროექტი, 3) დიმიტრი გულიას პროექტი და 4) დიმიტრი გულიას, ანდრია ჭოჭუას და მუშნი ხაშბას ერთობლივი პროექტი. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ: დიმიტრი გულია (თავმჯდომარე), აკაკი შანიძე, სიმონ ჯანაშია, პლატონ შაყრილი, 4 და არა _ 6, როგორც ამას წერს თ. გვანცელაძე. მუშნი ხაშბა, ვ. ხარაზია, ვ. მაანი. კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი ვარიანტები (მე-4 ვარიანტის გამოკლებით) და მიიღო ერთიანი პროექტი. ეს პროექტი დამტკიცებდა 5 დეკემბერს დასკვნით სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ძიძარია6.

 აფხაზმა მეცნიერებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ანბანის რეფორმის ირგვლივ გამართულ დებატებში. უფრო მეტიც, სწორედ ისინი იყვნენ ტონის მიმცემნი თათბირზე. სხდომებზე სიტყვით გამოსული თათბირის 16 მონაწილიდან 11 აფხაზი იყო. მათ შორის ერთ-ერთი _ მუშნი ხაშბა გამოვიდა ექვსჯერ, დიმიტრი გულია _ ოთხჯერ და ა.შ.7

მიუხედავად იმისა, რომ თათბირის მონაწილე აფხაზ მოღვაწეთა შორის არცთუ ცოტანი იყვნენ ისინიც, რომელთაც ყოველთვის აღიზიანებდათ ქართულ-აფხაზური ერთობის ნებისმიერი გამოვლენა (მაგალითად, სემიონ ბასარია, კონსტანტინე და პლატონ შაყრილები და ა.შ.), არც ერთ მათგანს სიტყვა არ დასცდენია აფხაზური დამწერლობის ქართულ ანბანზე გადაყვანის იდეის საწინააღმდეგოდ. რასაკვირველია, არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ამ შემ- თხვევაში მათი დუმილი იმ პერიოდში აფხაზეთში არსებული საერთო- პოლიტიკური კონიუნქტურით იყო გამოწვეული, მაგრამ ეს პრინციპულად არაფერს ცვლის. ფაქტი ფაქტად რჩება: აფხაზური დამწერლობის ლათინური ანბანიდან ქართულზე გადაყვანა (1938წ.) მოხდა იმდროინდელი აფხაზური ინტელექტუალური ელიტის ერთსულოვანი დასტურით.

 აქ, ბუნებრივია, არ შეიძლება არ დაისვას კითხვა _ რამდენად იყო შესაძლებელი ამგვარი რეფორმის გატარება უფრო ადრე, ნესტორ ლაკობას მმართველობის პერიოდში. ამ კითხვაზე პასუხი რომ გავცეთ, საჭიროა მოკლედ გავეცნოთ პირველი აფხაზი ბოლშევიკის საქმიანობას XX საუკუნის 20-30-იანი წლების I ნახევარში.

 ნესტორ ლაკობა, როგორც ცნობილია, ძველი რევოლუციონერი იყო. ის 19 წლის ასაკში შევიდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (რსდმპ) რიგებში. ეს მოხდა ბათუმში 1912 წელს. 1917-1921 წლებში ნ. ლაკობა აქტიურად იბრძოდა აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად, თუმცა ეს მას ხელს არ უშლიდა, დროდადრო ეთანამშრომლა ხელისუფლებასთანაც, რომელსაც ამ პერიოდში აფხაზეთის სახალხო საბჭო განასახიერებდა. მაგალითად, ცნობილია, რომ ის, მენშევიკური მთავრობის დავალებით, ერთხანს ასრულებდა ოჩამჩირის კომისრის მოვალეობას8.

  საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ნ. ლაკობა გახდა აფხაზეთის რევკომის წევრი, მაგრამ ამ დროს ის თავისი გავლენით აფხაზ ბოლშევიკებში მხოლოდ მეორე კაცი იყო, აფხაზ ბოლშევიკთა ლიდერად კი რევკომის თავმჯდომარე ეფრემ ეშბა ითვლებოდა. სწორედ ე. ეშბა იქნა არჩეული (სხვათა შორის, ნ. ლაკობას წინადადებით) აფხაზეთის ცაკის (ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის) _ ადგილობრივი უმაღლესი ორგანოს თავმჯდომარედ, ხოლო ნ. ლაკობა დაინიშნა სახალხო კომისართა საბჭოს (მთავრობის) თავმჯდომარედ. ეს ნ. ლაკობას ეშმაკური სვლა იყო. ისარგებლა რა იმით, რომ ქვეყნის ლიდერად ითვლებოდა ვ. ლენინი, რომელსაც ოფიციალურად არა ცაკის თავმჯდომარის, არამედ სახალხო კომისართა საბჭოს (მთავრობის) თავმჯდომარის პოსტი ეკავა, ნ. ლაკობამ მაშინვე ხელთ იგდო ინიციატივა და ფაქტობრივად აფხაზეთში პირველი პირი გახდა. მალე ე. ეშბამ საერთოდ დატოვა აფხაზეთი _ ის გადაიყვანეს თბილისში, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის (იდეოლოგიის დარგში) თანამდებობაზე, რის შემდეგაც ნ. ლაკობა აფხაზეთის სრულ ბატონ-პატრონად იქცა. ის არაფრად აგდებდა არც ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს და არც ადგილობრივ პარტიულ ხელმძღვანელობას _ საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტს, რომლის სათავეში იმ პერიოდში (20-იან წლებში), როგორც წესი, ქართველი ბოლშევიკები იდგნენ. 

 ნესტორ ლაკობას ამგვარმა ქედმაღლურმა დამოკიდებულებამ აფხაზეთის უმაღლესი პარტიული ორგანოს მიმართ გააღიზიანა საოლქო კომიტეტის ხელმძღვანელობა, რომელმაც, როგორც ჩანს, ამის შესახებ (1929წ.) აცნობა მოსკოვს. მაგრამ სკკპ(ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა, პირადად ი. სტალინმა ფაქტობრივად დაიცვა ნ. ლაკობა, თუმცა ამავე დროს არც მის შეცდომებზე დაუხუჭავს თვალი. ი. სტალინის თქმით, აფხაზეთის საოლქო კომიტეტი არ ითვალისწინებდა „специфических особенностей абхазского уклада, сбиваясь иногда на политику механического перенесения русских образцов социалистического строительства на абхазскую почву… Ошибка тов. Лакоба, _ აღნიშნავდა სსკპ ცკ-ს გენერალური მდივანი, _ состоит в том, что он а) несмотря на свой старый большевистский опыт, сбивается иногда в своей работе на политику опоры на все слои абхазского населения (это не большевистская политика) и б) находит возможным иногда не подчиняться решения обкома (это тоже не большевистская политика)… Я думаю, _ что т. Лакоба может и должен освободиться от своих ошибок. Я думаю, что обком должен помочь т. Лакобе в этом деле, а тов. Лакоба должен признать без оговорок руководящую роль обкома во всех делах абхазской жизни“._ ასკვნიდა ი. სტალინი,  მაგრამ ნ. ლაკობა ი. სტალინის ამ შენიშვნის შემდეგაც აგრძელებდა პარტიის საოლქო კომიტეტის იგნორირებას. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც ნესტორ ლაკობა 1930 წელს გახდა აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკი) თავმჯდომარე და ერთდროულად მოექცა აფხაზეთის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში (სახალხო კომისართა საბჭო გაუქმდა და მთავრობის ფუნქცია ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს დაეკისრა), ის პარტიის საოლქო კომიტეტს საერთოდ არაფრად აგდებდა.  

 

ცნობილია, რომ თვით პარტიის საოლქო კომიტეტის ბიუროს სხდომები ტარდებოდა არა საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის კაბინეტში, არამედ ნ. ლაკობას აპარტამენტებში. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი პარტიული ინსტანციის ამ დამამცირებელი პრაქტიკის წინააღმდეგ პირველმა გაილაშქრა ალექსი აგრბამ, რომელიც ლავრენტი ბერიას რეკომენდაციით 1936 წლის იანვარში აირჩიეს საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად. ა. აგრბამ აიძულა ნ. ლაკობა, გამოცხადებულიყო ბიუროს სხდომებზე საოლქო კომიტეტში, თუმცა უნდა ითქვას, რომ ნ. ლაკობა სისტემატიურად აგვიანებდა ამ სხდომებზე მისვლას10. ა. აგრბა ამაზეც არ შეჩერდა და საოლქო კომიტეტის ბიუროს სპეციალური გადაწყვეტილებით აუკრძალა ბიუროს წევრებს სოხუმიდან გასვლა ბიუროსთან (ანუ პირველ მდივანთან) შეთანხმების გარეშე. ამ გადაწყვეტილებამ ნ. ლაკობა მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა 1936 წლის ზაფხულში, როდესაც ის ვერ დახვდა მიუსერაში დასასვენებლად ჩამოსულ ი. სტალინს. კითხვაზე, თუ რატომ არ დახვდა მას ნ. ლაკობა, აფხაზეთის ლიდერმა ითხოვა ი. სტალინისთვის გადაეცათ, რომ ის „по-прежнему рад и счастлив встретить его, но… лишен этой возможности, так как будучи коммунистом дисциплинарным… не может нарушить постановление бюро обкома и выехать из Сухуми“.11 

ი. სტალინმა გულთან ახლოს მიიტანა თავისი უახლოესი მეგობრისა და თანამებრძოლის ეს “ჩივილი” და უბრძანა ლ. ბერიას დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ჭირვეული მდივანი. მართლაც, ა. აგრბა გაიწვიეს თბილისში, თუმცა, მოგვიანებით, 1937 წლის დამდეგს ის კვლავ დააბრუნეს აფხაზეთში ამჯერად უკვე თვით ნ. ლაკობას თანამდებობაზე _ აფხაზეთის ცაკის თავმჯდომარედ12. დღეს უკვე არავითარ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ნ. ლაკობა დიდხანს რჩებოდა ი. სტალინის ფავორიტად. 

როგორც ირკვევა, ი. სტალინმა 1935 წელს აფხაზეთის ლიდერს მოსკოვში გადასვლა და იქ მაღალი პოსტის დაკავება შესთავაზა. არის მოსაზრება (ს. ლაკობა), რომ მას შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი გ. იაგოდა უნდა შეეცვალა, მაგრამ ნ. ლაკობამ თითქოს “თავაზიანი” უარი განაცხადა ამ შემოთავაზებაზე, რითაც, როგორც ჩანს, გაანაწყენა ი. სტალინი. ნ. ლაკობას უარი, ყოფილიყო უფრო ახლოს ბელადთან, შეიძლება აიხსნას მხოლოდ ერთი რამით _ ის ბოლომდე არ ენდობოდა ი. სტალინს. რაც შეეხება აფხაზი ისტორიკოსის ს. ლაკობას მცდელობას, ეს უარი ახსნას იმით, თითქოს აფხაზი ბოლშევიკების ნაცად წინამძღოლს ჰქონდა ერთი სერიოზული “ნაკლი” _ _ „он не был палачом“,13 ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. 

მას მერე, რაც ნათელი მოეფინა 20-30-იანი წლების წითელი ტერორის ხასიათსა და მასშტაბებს, არა გვგონია ს. ლაკობა იმდენად გულუბრყვილო იყოს, რომ სერიოზულად ილაპარაკოს როგორც საკავშირო, ისე ადგილობრივი მასშტაბის პარტიულ ხელმძღვანელთა ჰუმანურობასა და კაცთმოყვარეობაზე. ბოლოს და ბოლოს, დროა, ყველამ შეიგნოს, რომ ეს იყო სისხლსმოწყურებული ფანატიკოსების ეპოქა, რომლებიც არაფერზე უკან არ იხევდნენ “კაცობრიობის საყოველთაო კეთილდღეობის” მისაღწევად. რასაკვირველია, ასეთ ვი- თარებაში ვერც ნ. ლაკობა და ვერც სხვა ვინმე ვერ იქნებოდნენ ანგელოზები, რასაც ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ თავიანთ გზაზე ისინი არ ინდობდნენ და უმოწყალოდ ხოცავდნენ ყოფილ თანამებრძოლებს. ამავე დროს, მართლაც არ არის გამორიცხული (როგორც ამას ფიქრობს ს. ლაკობა), რომ არა მარტო საქართველოს პარტიულ ლიდერს, ლავრენტი ბერიას, არამედ თვით ი. სტალინსაც უკვე აღიზიანებდა ნ. ლაკობას მცდელობები, როგორმე მოეპოვებინა მაქსიმალური სუვერენიტეტი თბილისისგან და საერთოდ გამოეყვანა აფხაზეთის ასსრ საქართველოს სსრ-ის შემადგენლობიდან. ამასთან დაკავშირებით უთუოდ საყურადღებოა ს. ლაკობას მიერ მოყვანილი ცალკეული ფაქტები, რომლებიც რამდენადმე ადასტურებენ იმას, რომ 1935-1936 წლებში სსრ კავშირის ახალი კონსტიტუციის მიღების წინ (რომელმაც, როგორც ცნობილია, შეცვალა საქართველოს სსრ-ის სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი სტატუსი) ნ. ლაკობა ცდილობდა, აფხაზეთის ასსრ რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შეეყვანა14. ასევე სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს ს. ლაკობა, როდესაც აღნიშნავს, რომ ნესტორ ლაკობას მმართველობის პერიოდში (იგულისხმება XX საუკუნის 30-იანი წლების პირველი ნახევარი) „Абхазская автономная республика, в силу его  (ე. ი. ნ. ლაკობას _ ზ.პ.) авторитета и близости к вождю, была фактически на положении союзной республики“.15 

 ყოველივე ზემოაღნიშნული, აგრეთვე ზოგიერთი სხვა ფაქტი პირველი აფხაზი ბოლშევიკის ცხოვრებიდან, რომელთა ფარ- თო რეკლამირებას გაურბიან ჩვენი ოპონენტები, ნათლად ადასტურებენ, რომ ნესტორ ლაკობამ აფხაზეთში ნამდვილად შექმნა ნაციონალისტურ-სეპარატისტული რეჟიმი, რომლის საბოლოო მიზანი იყო აფხაზეთის დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტა და მისი რსფსრ-სათვის მიერთება. ეს რომ ნამდვილად ასე იყო, აშკარად ჩანს თუნდაც ნ. ლაკობასა და მისი გარემოცვის პოლიტიკიდან განათლების და მეცნიერების სფეროში. ამ თვალსაზრისით არ შეიძლება ყურადღება არ მიიქციოს XXს. 20-იან წლებ- ში აფხაზეთში შექმნილმა სამეცნიერო პროდუქციამ. ასე, მაგალითად, აფხაზეთის სსრ-ის განათლების სახალხო კომისარიატის დავალებით, თავისი სეპარატისტული შეხედულებებით ცნობილმა აფხაზმა მოღვაწემ სემიონ ბასარიამ დაწერა აფხაზეთის ისტორიისა და გეოგრაფიის ერთგვარი სახელმძღვანელო: „Абхазия в географическом, этнографическом и экономическом отношении“, რომელიც გამოქვეყნდა სოხუმში 1923 წელს. ამ წიგნში აფხაზეთი წარმოდგენილი იყო როგორც დანარჩენი საქართველოსაგან მთლიანად მოწყვეტილი ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა თავისი “ნაციონალური” ორათასწლოვანი ისტორია. ამავე დროს, აფხაზეთი ცხადდებოდა მხოლოდ აფხაზების სამშობლოდ. უფრო შორს მიდიოდა არანაკლებ ცნობილი სეპარატისტი მოღვაწე სემიონ აშხაცავა, რომელმაც 1925 წელს გამოაქვეყნა ნარკვევი _ „Пути развития абхазской истории“. მასში ს. ხაცავამ აფხაზეთი არა მარტო დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ გაერთიანებად (უძველესი დროიდან) გამოაცხადა თავისი საკუთარი (დანარჩენი საქართველოსაგან მოწყვეტილი) ისტორიით, არამედ ქართველებს საერთოდ წაართვა თავისი ისტორია და ის აფხაზი ხალხის კუთვნილებად გაასაღა. აფხაზ ხალხს მიაწერა საერთო ქართული ქრისტიანული ცივილიზაციის და თვით ქარ- თული დამწერლობის შექმნა, რომელიც შემდგომ თითქოს მიითვისეს ქართველებმა. ამავე პერიოდში, სეპარატისტულად განწყობილ აფხაზ მოღვაწეებს მხარში ამოუდგნენ მათი რუსი “თანამოძმენი”. პირველ რიგში, ეს იყო კ. კუდრიავცევი, რომელმაც 1926 წელს სოხუმში გამოსცა: „Сборник материалов по истории Абхазии“. მასში აფხაზეთის ისტორია ასევე გადმოცემული იყო საქართველოს ისტორიისაგან მოწყვეტით. ყოველივე ეს მიმართული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ _ შეექმნათ ერთგვარი ისტორიოგრაფიული საფუძველი, რომელიც გაამართლებდა დანარჩენი საქართველოსაგან დამოუკიდებელი აფხაზური ნაციონალური სახელმწიფოს არსებობას. სწორედ ამგვარი “ისტორიოგრაფიული დასაბუთებით” შეიარაღებულმა ნესტორ ლაკობამ და მისმა თანამზრახველებმა განახორციელეს “კონსტიტუციური გადატრიალება” აფხაზეთში 1925 წელს. მაგრამ აფხაზეთის ბოლშევიკურ ხელმძღვანელობას სულაც არ აკმაყოფილებდა ისტორიოგრაფიულ ასპარეზზე მოპოვებული “მიღწევები” და ის პარალელურად თანმიმდევრულ ძირგამომთხრელ მუშაობას ეწეოდა სხვა მიმართულებითაც. ცხადია, ასეთი გამოკვე- თილი ნაციონალისტური კონიუნქტურის პირობებში წარმოუდგენელი იყო აფხაზური დამწერლობის ქართულ ანბანზე გადაყვანა16. 

 

 მიუხედავად იმისა, რომ აფხაზ ბოლშევიკთა აღიარებული თავკაცი ყოველნაირად ცდილობდა და საკმაოდ წარმატებითაც ახერხებდა კიდეც ავტონომიურ რესპუბლიკაში ანტიქართული კონიუნქტურის შექმნასა და აფხაზეთის აფხაზების “სახელმწიფოდ” გადაქცევას, ვერ ვიტყვით, რომ მას შინაგანად მაინცდამაინც გულთან ახლოს მიჰქონდა თავის თანამემამულეთა ეროვნული სატკივარი და განსაკუთრებულ ზრუნვას ამჟღავნებდა აფხაზური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მიმართ. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ნ. ლაკობას ნიჰილისტური და რამდენადმე ცინიკური დამოკი16 და მაინც, რამდენად საფუძვლიანია თანამედროვე აფხაზური სეპარატიზმის მესვეურთა მტკიცება იმის შესახებ, რომ აფხაზური დამწერლობის ქართულ ანბანზე გადაყვანა თითქოს გამიზნული იყო აფხაზთა ეთნოიდენტურობის მოსასპობად. მთელი კატეგორიულობით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ეს არის სეპარატისტების კიდევ ერთი მონაჭორი და წინასწარ განზრახული სიცრუე, რომელიც მთლიანად მიმართულია აფხაზურ მოსახლეობაში ანტიქართული განწყობილებების გასაღვივებლად. ამასთან დაკავ- შირებით ურიგო არ იქნებოდა, გაგვეხსენებინა, რომ თვით რუსეთის კავკასიის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებიც კი, რომლებიც, თავის დროზე, უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას აფხაზური ანბანის შექმნაში, იძულებულნი იყვნენ ეღიარებინათ ქართული ანბანის უპირატესობა სლავურ-რუსულ “კირილიცასთან” შედარებით. ამის დასტურია თუნდაც ცნობილი კავკასიოლოგის, ენათმეცნიერისა და ეთნოგრაფის, გენერალ პეტრე უსლარის მიერ მოცემული ქართული ანბანის შეფასება. ის ხაზდებულება აფხაზური ენისადმი. აი, რას ამბობდა ის აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობაზე (1931წ. 6 თებერვალი) გამოსვლისას: “Институт абхазского языка и литературы. Когда он организовывался, то я говорил, это слишком громкое название и боюсь, что дело останется только в названии. Какого черта нужно заниматься исследованием абхазского языка, когда надо передать на этом языке то, что он не может дать, от него не возьмешь больше того, что он в состоянии дать. Если в абхазском языке нет ГПУ, то пиши прямо ГПУ, но когда начинаешь придумывать для абхазского языка всякую чепуху, начинаешь переводить непереводимое спрашивается: кому это надо? Начинаются профессорские переводы абхазских пословиц, поговорок на русский язык – получается искажение смысла, абсурд, глупость. Всё это называется „научной“ работой или научноисследовательским делом. Абхазский язык сам по себе прост, – он не терпит профессорских упражнений. Неужели этого до сих пор не поймут „научные“ работники абхазского языка. Или ещё так. Всё время занимаются тем, что хотят доказать, что абхазская литература существовала ещё до Адама. Не было её в истории и поставьте точку…”, 1997, გვ. 503) 

 

როგორც ვხედავთ, აფხაზეთის მაშინდელ კომუნისტურ ხელმძღვანელობას სულაც არ აწუხებდა აფხაზური ლიტერატურული ენის ბედიღბალი და მეცნიერ-სპეციალისტთა მონდომებას, დაეხვეწათ მშობლიური ენა, დაცინვით სრულიად უსაგნო „профессорские упражнения“-ს, აბსურდსა და სისულელეს უწოდებდა. 17 2. საისტორიო ძიებანი გასმით აღნიშნავდა, რომ ქართული ანბანი იყო ყველაზე დახვეწილი “из всех существуюших алфавитов”  და რომ მხოლოდ ეს ანბანი გამოდგება საფუძვლად „для общей азбуки всех кавказских языков, чуждых до сих пор грамотности“. 

მაგრამ მაშინ ამ იდეის რეალიზაციისაგან რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ თავი შეიკავა მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებებით, რასაც აღიარებდა კიდეც პ. უსლარი:  „Если мы позаимствуем у грузин не только систему азбуки, но и начертания букв, 

 _ წერდა კავკასიის რუსული ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი მოხელე, _ то совершенно произвольно создадим затруднения, которые тем будут ошутительнее, чем более русская грамотность распространится по Кавказу“. არადა, „Туземная грамота, პ. უსლარის აზრით, მიმართული უნდა ყოფილიყო მხოლოდ იქითკენ, რომ облегчить для них изучение русского языка“.17“.  

  

ამ მიმართულებით კიდევ უფრო შორს მიდიოდა მეორე ცნობილი რუსი მოღვაწე ევგენი ვეიდენბაუმი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ აფხაზური დამწერლობის შექმნის მთავარი მიზანი იყო ქართული ენისა და დამწერლობის შევიწროება: – обречен, конечно, на исчезновение в более или менее близком будушем. Вопрос в том: какой язык заменит его?.. Очевидно, роль проводника в население культурных идей и понятии должен был бы играть не грузинский, а русский язык… поэтому учреждение абхазской письменности должно быть не целью само по себе, а только средством к ослаблению, путем церкви и школы, потребности в грузинском языке и постепенной замене его государственным. Упустив это из виду мы рискуем создать, сверх грузинской и прочих автономии, еще и автономию абхазскую“.18

 ერთი სიტყვით, დიდი დაფიქრება არაა საჭირო იმის მისახვედრად, თუ რომელი ანბანი უფრო შესაფერისი იქნებოდა მეცნიერული თვალსაზრისით აფხაზური დამწერლობისათვის და რომელი ანბანის შემოტანა ისახავდა მიზნად აფხაზი ხალხის „обезличивание“-ს. სამწუხაროა მხოლოდ, რომ ამ სიმართლეს დღემდე საგულდაგულოდ უმალავენ თავიანთ თანამემამულეებს თანამედროვე აფხაზური სეპარატიზმის იდეოლოგები. ანბანთან ერთად თანამედროვე აფხაზური სეპარატიზმის მესვეურთა იდეოლოგიურ არსენალში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ყბადაღებულ თემას ე.წ. “აფხაზური ეროვნული სკოლების” მოშლისა და მათი ქართულ სკოლებად გადაკეთების შესახებ. სეპარატისტთა მტკიცებით, ეს რეფორმა მიზნად ისახავდა აფხაზ- თა ისტორიული თვითმყოფადობისა და ეთნიკური ინდივიდუალურობის ამოძირკვას და მათ გაქართველებას. ამ შემთხვევაში იგულისხმება აფხაზეთის ასსრ-ის და საქართველოს სსრ-ის უმაღლესი პარტიული ინსტანციების მიერ 1945 წლის 13 მარტსა და 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებები: „О мероприятиях по улучшению качества учебно-воспитательной работы в школах Абхазской АССР“.19

მართლაც, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების საფუძველზე 1945-1946 სასწავლო წლიდან ე.წ. “აფხაზური სკოლებში” სწავლება გადაიყვანეს ქართულ ენაზე. უნდა აღინიშნოს, რომ რუსული სკოლებისთვის ხელი არავის უხლია და ისინი ჩვეულებრივ განაგრძობდნენ ფუნქციონირებას. რეფორმა შეეხო მხოლოდ ე.წ. “აფხაზურ სკოლებს”. ამასთან, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს სკოლები აფხაზური მხოლოდ პირობით იყო, ვინაიდან, როგორც ცნობილია, სწავლება აფხაზურ ენაზე მხოლოდ დაწყებით (I-IV) კლასებში იყო, ხოლო V-X კლასებში სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. ანუ ეს სკოლები ფაქტობრივად რუსული სკოლები იყო. შედეგად, აფხაზთა მთელ თაობებს არ ჰქონდა საშუალება შეესწავლათ რესპუბლიკის _ საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო ენა. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ეს იყო განათლების სფეროში ცარიზმის იმპერიული პოლიტიკის გაგრძელება. ამ პოლიტიკის უმთავრესი მიზანი კი მრავალსაუკუნოვანი ქართულ-აფხაზური ისტორიულ-კულტურული ერთობის მოშლა და აფხაზთა გარუსება იყო.

 ამავე დროს, მთელი კატეგორიულობით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ 1945 წელს აფხაზეთში გატარებული სასკოლო რეფორმა სულაც არ იყო საქართველოს სსრ-ის ცენტრალური ხელისუფლების თვითშემოქმედება, როგორც ამას გაჰკივიან სეპარატისტთა იდეოლოგები. ამჯერადაც საქართველოს სსრ-ისა და აფხაზეთს ასსრ-ის პარტიული სტრუქტურები უბრალოდ ასრულებდნენ კრემლის მითითებებს. უფრო მეტიც, ირკვევა, რომ თბილისი და სოხუმი კარგა ხნის მანძილზე რამდენადმე ეურჩებოდნენ მოსკოვს და თავს იკავებდნენ სასკოლო რეფორმის გატარებისაგან. ამ უკანასკნელ ხანს, ჩვენ მიერ ნახსენებმა სოხუმელმა ისტორიკოსმა გრიგოლ ლეჟავამ სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) ცენტრალური კომიტეტის ზოგიერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომლიდანაც სრულიად ნათლად ჩანს, თუ საიდან მოდიოდა ე.წ. “სასკოლო რეფორმის” გატარების ინიციატივა. ასე, ჯერ კიდევ 1937-1938 წლებში სკკპ(ბ) ცკ-მა მიიღო შემდეგი დადგენილებები: 1) „О ликвидации и преобразовании исскуственно созданных районов и сельсоветов и связанной с этим реорганизацией национальных школ“ და  2) „Об объязательном изучении русского языка в школах национальных республик и областей“. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სკკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის ორგბიუროს 1938 წლის 24 იანვრის დადგენილება (მოწონებული სკკპ ცკ პოლიტბიუროს მიერ ჯერ კიდევ 1937 წლის 17 დეკემბერს), რომელ- შიც მოცემული იყო რეკომენდაცია:  a) „Реорганизовать особые национальные школы (немецкие, финские, польские, латышские, эстонские, греческие, ижорские и т.д.) в советские (igulisxmeba rusuli _ z.p.) школы обычного типа, а также ликвидировать существующие при обычных советских школах особые национальные отделения; b) Необходимо особые национальные школы реорганизовать путем перевода их на учебные и программы советских школ обычного типа, с преподованием или на языке соответствующей республики или на русском; g) Наркомам просвещения союзных республик лично утвердить сроки, а также порядок реорганизации каждой особой национальной школы, закончив всю работу к началу учебного года“  (ანუ 1938 წლის 1 აგვისტომდე _ ზ.პ.)20.

 როგორც ვხედავთ, ქვეყნის უმაღლესი პარტიული ორგანოს დადგენილებაში ერთნიშნად იყო მითითებული, რომ მოკავშირე რესპუბლიკების (მათ შორის, ბუნებრივია, საქართველოს) განათლების სახალხო კომისრებს (ანუ მინისტრებს _ ზ.პ.) უნდა დაესრულებინათ ეროვნული სკოლების რეორგანიზაცია 1938-1939 სასწავლო წლის დაწყებისათვის. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაშინ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა თავი შეიკავა სკკპ(ბ) ცკ-ის ამ დავალების შესრულებისაგან. იმ პერიოდში აფხაზეთში არსებული ვითარების გასარკვევად, გ. ლეჟავას მოჰყავს უაღრესად მნიშვნელოვანი მასალა, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტს 1938 წელს გადაწყვეტილი ჰქონია სკკპ(ბ) ცკ-ის ზემოთ ნახსენები დადგენილების ცხოვრებაში გატარება, მაგრამ ამის წინააღმდეგ კატეგორიულად გამოსულა აფხაზეთის ასსრ-ის განათლების მაშინდელი სახალხო კომისარი, ქართველი იასონ დარსანია, რომელიც შეწინა

 

 ———————

 1 თ. გვანცელაძე. აფხაზური დამწერლობის ქართულ გრაფიკაზე გადაყვანის ისტორიისათვის. _ ბედია (ცოტნე დადიანის სახელობის სოხუმის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის ლიტერატურულ- პუბლიცისტური ჟურნალი), #6-7. თბ., 2000, გვ. 83. 

 2 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией. М., 1997, gv. 125.

 3 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией, gv. 126.

 4 თ. გვანცელაძე. აფხაზური დამწერლობის.., გვ. 87.

 5 თ. გვანცელაძე. აფხაზური დამწერლობის.., გვ. 87.

 6 თ. გვანცელაძე. აფხაზური დამწერლობის.., გვ. 88-89.

 7 თ. გვანცელაძე. აფხაზური დამწერლობის.., გვ. 88. 10

 8 А. Ментешашвили. Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии. Тб., 1998, gv. 61.

 9 С. Лакоба. Очерки политической истории Абхазии. Сухуми, 1990, gv. 112.

 10 С. Лакоба. Очерки политической истории Абхазии, gv. 131.

 11 С. Лакоба. Очерки политической истории Абхазии, gv. 131-132.

 12 С. Лакоба. Очерки политической истории Абхазии, gv. 132.

 13 С. Лакоба. Очерки.., gv. 122. xazgasma Cvenia _ z.p. 

 14 С. Лакоба. Очерки.., gv. 123.         

 

15 С. Лакоба. Очерки.., gv. 118. xazgasma Cvenia _ z.p. 

16 Д. Гамахария, Б. Гогия. Абхазия – историческая область Грузии. Тб., 1997, gv. 503

17 Г. Жоржолиани. Исторические и политические корни конфликта в Абхазии/Грузия. Тб., 2000, gv. 36.

 18 Г. Жоржолиани. Исторические и политические корни.., gv. 36.

 19 С. Лакоба. Очерки политической истории Абхазии.., gv. 93.

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s