Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ფარნავაზ I-ის მონეტები

♥ დამწერლობა – Geo Alphabet

 

Parnavaz (Pharnabazus) I’s Coins

 

  

 

ნათელა ფოფხაძე

 

 ფარნავაზ I ქართველთა მეფის მონეტები

  

ფარნავაზ I ქართველთა მეფის ზეობის ხანა დაემთხვა ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობითი, უსამართლო ომების ხანას. ამ ომებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა, მრავალი ადამიანი დასახიჩრდა. იმ მკვლევარებს ვუჭერ მხარს, რომლებიც ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობით პოლიტიკას გმობენ, მის მიმართ „დიდი მეფის» სახელის, განსაზღვრების შეუფერებლობას აღიარებენ. ალექსანდრეს შეჭრას ქარდიას ანუ საქართველოს სახელმწიფოში ფარნავაზ მეფე მედგრად შეეწინააღმდეგა, საგანგებოდ მოემზადა, ჯარისკაცებისათვის გასამრჯელოდ დიდძალი ვერცხლის ათგრამიანი ფული-მონეტები გამოუშვა მიმოქცევაში. მკვლევართა ცნობით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფული ფარნავაზმა ქალაქ თარსოში//ტარსიში იქვე მდებარე ვერცხლის საბადოდან დაამზადებინა. საისტორიო რუკებზე ქალაქი თარსო აღბეჭდილია ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს მახლობლად _ ჩრდილოეთით. ფარნავაზ პირველის სახელმწიფო იმ მხარესაც მოიცავდა და ილიონის (ტროას) მხარესაც. ფარნავაზ პირველმა უხელმძღვანელა ჯარს თავდამსხმელი ალექსანდრე მაკედონელის ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ამჟამინდელ ქალაქ კონსტანტინეპოლის//სტამბოლის სამხრეთით მიმდებარე სრუტეებში _ ზღვაზე მოხდა და გაიმარჯვა, დაამარცხა ალექსანდრე მაკედონელი, ფლოტი მოუსპო. ალექსანდრე იძულებული გახდა ახალი გემების აგებაზე ეზრუნა. ფარნავაზ მეფე ემხრობოდა პარსაიას// (ასე უწოდებდა თავის თავს ემეგრული//ლურსმნული დამწერლობით აღბეჭდილ წარწერებში) //პარსის//ფარსის მეფეს დარივუშს ალექსანდრე მაკედონელის წინააღმდეგ. დარიავუშ (ემეგრული ლურსმნული დამწერლობით) //დარივუშ მეფის ხელმძღვანელობით ჯარი აღმოსავლეთში შეება ალექსანდრეს ჯარს და, სამწუხაროდ, დამარცხდა. დარივუშის სახე დამარცხებისას აღბეჭდა თვითმხილველმა ხელოვანმა ნახატზე. ის ცხენზეა ამხედრებული, შეწუხებულია და მის მზერაში სასოწარკვეთილება გამოსჭვივის. ერთი შეხედვით, გარეგნობით, სახის ნაკვთების მოყვანილობით, დარივუშ მეფეს ქართველს, ქართული მოდგმის პიროვნებას ვამგვანებ. დარივუშ მედ (მედეთელი) _ ასე იხსენიება ის ინგლისურენოვან გამოკვლევებში. 

 ფარნავაზ მეფემ ორჯერ უხელმძღვანელა ჯარს ომში აფრიკის კონტინენტზე-ნილოსის აუზის ქვემო წელში. მეორედ ომისას ნილოსის ადიდებითა და მიმდებარე მხარის დატბორვით ფარნავაზის ხელქვეითი მებრძოლი ჯარი ძლიერ დაზარალდა. ამის შემდგომ ლათინურად და ელინურად ნაწერ ისტორიებში ფარნავაზის ბედის შესახებ ცნობები არ მოიპოვებაო, აღნიშნავენ უცხოელი ამჟამინდელი მკვლევარები. 

 

 ახლა იშვიათია ერი, რომელსაც ძვ.წ.-ით მეოთხე საუკუნეში თავისი ეროვნული ფულის არსებობით თავმოწონება შეუძლია. ამ იშვიათ ერთა რიცხვს ქართველები მიეკუთვნებიან. არქეოლოგებმა კარგა ხნის წინ გაამდიდრეს საზოგადოების ცოდნა ფარნავაზ I მეფის მონეტების მოპოვებით მიწის წიაღიდან. საისტორიო წიგნებში, ნუმიზმატიკურ ცნობარებში არაერთხელ გამოქვეყნდა ფარნავაზის მონეტების სურათები. მათზე აღბეჭდილია თვით ფარნავაზი, მისი სახის გასწვრივ კი ქართული ასომთავრული ანბანით წარწერა, რომელსაც ერთ-ერთ მონეტაზე ენათმეცნიერი, ბატონი გოჩა ასათიანი, კითხულობს ასე: „კეი~ი ფ~ზ». ამ დაქარაგმებული, შეკვეცილი წარწერის გამოტოვებული ასოების აღდგენით, მისი აზრით, წერია: „კეისარი ფარნავაზი». 

  ვეთანხმები, ზოგ იმჟამინდელ მონეტაზე ფარნავაზის იგივე სურათია, მაგრამ ქართული ანბანით სხვა სიტყვებია აღბეჭდილი. ფარნავაზ მეფის ზეობიდან სამი-ოთხი საუკუნის შემდგომ შედგენილი, მსოფლიოს ელინური და ლათინურენოვანი ისტორიების თანახმად, ეს ფარნავაზი ჯერ პარსის//პერსიის ხელისუფლის მეგობარი სატრაპი იყო. შემდგომში შესძლო გამეფება. ემეგრული//ლურსმნული დამწერლობით აღბეჭდილ დედან ტექსტებში წერია სიტყვა «ლუგალ-უქქინ» [მეფე-ხელისუფალი; «ლუგალ» მეფეა] და არ წერია «სატრაპი», რომელიც იხსენიება ლათინურენოვან მოგვიანო ხანის აღწერებში. მეტად საყურადღებოა, თუ რომელი დამწერლობა იყო მის სახელმწიფოში აღიარებული. სწორედ ამ დიდი საკითხის დადგენაში გადამწყვეტია მის მიერვე გამოშვებული ფულის _ ვერცხლის მონეტებზე ქართული წარწერების არსებობა. ამით დგინდება, რომ ფარნავაზ პირველის ქვეყანაში სახელმწიფო დამწერლობა იყო ქართული, კერძოდ, ქართული ასომთავრული. მასში ორმოცი ასო-ნიშანია. მეორე დასკვნაც აშკარაა: ფარნავაზის ქვეყანაში სახელმწიფო ენა იყო ქართული. 

 თვალს ახარებს ამჟამინდელი ქართულწარწერიანი ფულის ნიშნები. სასურველია, ფარნავაზ I მეფის ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი მონეტის ერთი ან ორივე მხარის („შუბლის» და „ზურგის» ანუ „წაღმა» და „უკუღმა» მხარის) რაიმე სახით აღბეჭდვა ერთ-ერთ ამჟამინდელ ფულზე, ვთქვათ, ლითონის //მეტალის ერთლარიან ახალ მონეტაზე. აუცილებელია ფარნავაზ პირველის სახელმწიფო მოღვაწეობის 24 საუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნა თბილისში, ქუთაისში, ცხუმში, ბათუმში, თელავში და, შეძლებისდაგვარად, სხვა კერებში, სადაც ქართველები მოსახლეობენ. 

 საზოგადოებას განსაკუთრებით ახარებს ხოლმე ღია ცის ქვეშ უფასოდ გამართული ზეიმები, ფესტივალები სასიმღერო, საცეკვაო ქართული ანსამბლების მონაწილეობით, მამულიშვილურ თემაზე დაწერილი ქართული ლექსების მხატვრული კითხვით, ქართული ჭიდაობით, ხარების ანუ კუროების დაჭიდებით ანუ ღონისძიებით, რომელსაც ძველთაგანვე ეწოდება „კურული». «კურო» სანაშენედ შერჩეული ჯიშიანი ხარის აღმნიშვნელი ქართული სიტყვაა. 

 ქართულ ენაზე დაწერილ ტექსტში _ „ცხოვრება ქართველთა მეფეთა მათთა» _ ფარნავაზ I ძვ.წ. IV საუკუნეში მოღვაწედ განიხილება. ქართველთა მეფე გიორგი XIII-ის ვაჟის, ვახტანგის მიერ რუსულ ენაზე დაწერილ საქართველოს მოკლე მიმოხილვაში დასახელებულია ფარნავაზის ზეობის წელი _ ძვ.წ. 360 წ. ეს მონაცემი ემთხვევა ელინურ და ლათინურ ენებზე I_II საუკუნეებში შედგენილი რამდენიმე ავტორის მონაცემებს. კერძოდ, ფარნავაზ პირველის ხელისუფლად დანიშვნის თარიღად მითითებულია ძვ.წ. 413_387 წწ. ფარნავაზის დაბადება სახელდება ძვ.წ. 435 წელს, გამეფება _ ძვ.წ. 387 წელს. ლათინურ წყაროში მისი ქვეყანა სახელდებულია „კარდია»-დ, რაც, უეჭველად, ქართი ანუ საქართველოა. ლათინურენოვან წყაროებში მისი ქვეყანაა ხმელთაშუა ზღვის დასავლეთი სანაპიროც მიმდებარე კუნძულით „ლეზბოს» (იქნებ „ლაზებისა» ეწოდებოდა და შემდგომში დაერქვა „ლეზბოს»). ამ კუნძულის დედაქალაქს, მთავარ ქალაქს „კარდია»//ქარდია//ქართი ეწოდებოდაო, წერენ უცხოელები. მათივე ცნობით, ფარნავაზი როგორღაც წარმოშობით ენათესავებოდა პარსაიას//პარსის//პერსიის მეფეს დარივუშ III-ს კოდომანეს. ფარნავაზის მეუღლე იყო პარსაიას//პარსის//პერსიის მეფის ართოხერხე II-ის ასული _ აპამეა. მისი სახელი _ «აპამეა» _ მიენიჭა ვრცელ მხარეს. ზოგი ლათინურენოვანი ავტორი ოთხიოდ საუკუნის შემდგომ, ფარნავაზს ჰელესპონტის ფრიგიის სატრაპად, შემდგომში _ მის მეფედ ასახელებს. ჰელესპონტის სახელით აღნიშნულია დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები და მიმდებარე „მარმარილოს» ზღვა. ფრიგია რომაელების მიერ საუკუნეთა შემდგომ შერქმეული სახელწოდებაა ამ სრუტეთა აღმოსავლეთით მიმდებარე მიწა-წყლისა. იმავე ლათინურენოვანი ისტორიკოსების ცნობით, ამ მხარეს, მეორენაირად, «ქარდია» ეწოდებოდა, რაც ჩვენებურად, ქართულად კარდი, კარდიეთი, ქართი, საქართველოა. ფარნავაზ I-ის მამის სახელია ფარნაკე. იმავე საუკუნეში კარდიას ანუ ქართის მეფედ იგივე ლათინი ავტორები ასახელებენ ევმენე//ეუმენე//ომენე ქართს//ქართველს, აქებენ მის გამჭრიახობას, პატიოსნებას. მისი შვილი იყო მითრადათა, რომელიც გამეფდა მითრადათა პირველის სახელით. მითრადათა I-ის შვილთაშვილები, მათი მემკვიდრეები იყვნენ მომდევნო მეფეები _ მითრადათას სახელით ცნობილნი, მათ შორის ბრწყინავს მითრადათა VI-ის სახელი. მას სიცოცხლეშივე შეარქვეს „დიდი» მისმა მტრებმა _ უცხოელებმაც კი. მასზე წიგნები გამოაქვეყნეს გიორგი გოზალიშვილმა, ლევან სანიკიძემ, ლევან გოთუამ. განსაკუთრებით მომწონს ლევან გოთუას წიგნი მითრადათა დიდზე. მისი კარდიული //ქართული წარმომავლობიდან გამომდინარე, ბუნებრივია მის მონეტაზე ქართული „მხედრული» და „ნუსხა-ხუცური» ასოებით აღბეჭდილი წარწერა _ «დევ». ამ ქარაგმის ანუ შემოკლებული წარწერის წაკითხვა, ჩემი აზრით, ასე შეიძლება: დ[ათა] ევ[პატორი]. 

 ფარნავაზ I-ის, მითრადათა ევპატორის მოღვაწეობის შესაცნობად აუცილებელია ქართველთა სახელმწიფოს, ქართი//ქართველი ერის შესახებ მანამდე აღბეჭდილი არქეოლოგიური მონაცემების გათვალისწინება. 

 განსაკუთრებით საყურადღებოა მდინარე ნილოსის ქვემო წელში მდებარე ქალაქ ტანის მიდამოში 1963 წელს საფრანგეთიდან წარგზავნილი არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი იქაური ფარაონის საფლავის ქვა იეროგლიფური წარწერითა და ძალაუფლების სიმბოლოს _ ქორის გამოსახულებით: ორივე თათში კეთილდღეობის სიმბოლო აქვს ჩაბღუჯული (თითოში _ თითო). ეს სიმბოლო მიაგავს ქართულ ასომთავრულ „»-ს, რომელიც, თავისთავად, გამოსახავს მზეს ჰორიზონტის ხაზზე, რაც აღნიშნავს ახალი წლის პირველი დღის დადგომის მომენტს _ იქაური კალენდრის საფუძველზე. ამ ფილაზე კვეთილობა ძვ.წ. 1020-იან წლებშია შესრულებული ფარაონის სახელისა და თარიღის მიხედვით. იმ წლებში ქართის//ქართუს//საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ქალაქი იყო ბაბილი//ბაბილონი, რომელიც შუამდინარეთის, მესოპოტამიის სახელით შემდგომში ცნობილ მხარეში მდებარეობს. ბაბილში მდებარე სასახლეში ცხოვრობდა ქართის მეფე, სახელად ნაბუ-კოდორ I. მან სახელი გაითქვა სახელმწიფო აღმშენებლობით, კულტურის გაფურჩქვნაზე ზრუნვით და იმდენად კარგი სახელი დაიმკვიდრა, რომ ძვ.წ. 604 წელს გამეფებულ მეფე ნაბუ-კოდორ II-ს თავის დროზე მშობლებმა-მეფემ და დედოფალმა სწორედ პირველი ნაბუ-კოდორ მეფის პატივსაცემად დაარქვეს მისი სახელი, რითაც დაბადებიდანვე იზრუნეს თავისი ქვეყნისადმი ერთგულების, თავდადების ნიშნით მის აღზრდაზე. მან მშობლების იმედი გაამართლა და ნაბუ-კოდორ „დიადის» სახელი დაიმკვიდრა. 19 წლისა თავისი ვრცელი სახელმწიფოს ჯარს მეთაურობდა; ალაგმა რამდენიმე წლის წინ მის დასავლეთ ნაწილში ტერორისტული გზით დამკვიდრებული უცხოელები და განდევნა; ნილოსის ქვემო წელში მდებარე ძირძველი, მისი წინაპრების კუთვნილი მიწა-წყალიც დაიბრუნა. ნაბუკოდორ დიდის ყმაწვილობისა და მოწიფულობის დროინდელმა ორმა სურათმა დღემდე მოაღწია და მრავალჯერ გამოქვეყნდა. რადგან ქართის სახელმწიფო იყო ნაბუკოდორ II-ის მეფობისას ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით მიმდებარე მხარეც, უნდა დავეთანხმოთ იმ ფაქტორს, რომ ძვ.წ. IVს-ში ფარნავაზ I, ძვ.წ. I ს-ში მითრადათა დიდიც იმ ძველქართულ მხარეებს სამართლიანად ფლობდნენ, მართავდნენ და უცხოტომელი ტერორისტებისათვის მათ დათმობას არ აპირებდნენ. 

 კიდევ უფრო წინათ, ძვ.წ. XI ს-ში, ქართველთა ყოფნას მდინარე ნილოსის ქვემო წელში არსებულ ქალაქ ტანაში მოწმობს ფრანგი არქეოლოგის მიერ 1963 წელს იქვე აღმოჩენილი ზემოხსენებული მეფის საფლავის ქვაზე ქორის თათში ჩაბღუჯული ქართული ასომთავრული „დ»-ს ქვემოთ ქართული „მხედრული» ანბანით მიწერილი სიტყვის „იბერ» არსებობა. ამით მისმა შემქმნელმა საზოგადოებას მიანიშნა, განუმარტა, რომ თათში ჩაბღუჯული გამოსახულება იბერთა ანბანით წერია. ასევე ძველია გამომწვარ თიხაზე აღბეჭდილი, მეფე-ქალის შესაფერად, დარბაისლურად შემოსილი, გვირგვინოსანი კოლხი მედეას გამოსახულება. ხელთ უპყრია არა თვალ-მარგალიტით მოოჭვილი მდიდრული, არამედ მწიფე მტევნებით დახუნძლული ვაზის რტოს უბრალო კვერთხი; კაბის შუა წელზე კი ქართული მხედრული ასოებით სიყვარულით ამოუქარგავს თავისი ქვეყნის სახელი _ «აიია». 

 უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ძველი სახელწოდებაა „ქართი». სიტყვა „ქართი» ჩვენიანებმა შექმნეს ორი სიტყვის: „ქიანა ართი»-ს შერწყმით. ორივე სიტყვა მეგრულია. ქიანა-ქვეყანას, მიწა-წყალს, სახელმწიფოს ნიშნავს, „ართი» არის ერთი, ერთიანი, ანუ ის, რისი მთლიანობის მოშლაც მიუტევებელი დანაშაულია. 

 ჩვენს უძველეს დამწერლობას (ლურსმნულს) მისი შემქმნელი ჩვენიანები „ემეგრ»-ულს უწოდებდნენ წერილობით მრავალჯერ აღბეჭდილ ტექსტებში. ასეა ეს განმარტებული ბრიტანეთის, კოლუმბიისა და სხვა ენციკლოპედიებშიც, ლურსმნული დამწერლობის სახელმძღვანელოებში. ზემო თქმულის გათვალისწინებით სავსებით გარკვეულია, რომ ქართის სამეფო ჯერ კიდევ წარღვნამდე შექმნეს მეგრელებმა ანუ ეგრებმა და პირველი ცნობილი მეფე იყო სახელად ალული; შემდგომში ათმა იმეფა მიმდევრობით, რასაც მოჰყვა მერეხი (ძლიერი წვიმა სეტყვით) და იმ კუთხის დატბორვა, სადაც იყო ქალაქი ერეხი. «ერეხელი ვარ, ერეხელი, მერეხელი, ამისთანა საარიკო»… _ ომახიანი სიმღერით იხსენებენ იმ სტიქიურ მოვლენას ჩვენიანები. ეს სიმღერა _ «ერეხელი» _ ზუგდიდის გუნდმა შეასრულა სსრკ-ს დედაქალაქის _ მოსკოვის უდიდეს დარბაზში 1937 წელს საქართველოს რესპუბლიკის საზეიმო ორკვირიანი ღონისძიების მსვლელობისას. მშვენივრად მღერიან მას ბიჭუნების გუნდ «მართვეს»//(არწივის ბარტყები) ათი წლის წინანდელი წევრები. სასურველია ამ ძველთაძველი ქართული//მეგრული//კოლხური სიმღერის ხშირად გადაცემა რადიო-ტელევიზიით, დადგმა ცეკვითა და სიმღერით ჩვენი სათანადო ანსამბლების მიერ. ეგრი „ჯვარს» ნიშნავს შუმერულში ანუ ძველ მეგრულში. სინამდვილის გათვალისწინებით, ჩვენი სახელმწიფოს ძველი სახელწოდებაა „ქართი» და არა „საქართველო». სასურველია ამჟამად პრესაში ამ ძველი სახელწოდების აღდგენა და დამკვიდრება, რათა აღარ დაგვჭირდეს იმის ახსნა-განმარტება, რომ ამჟამინდელი საქართველო ხუთი-ექვსი ათასი წლის წინ (შესაძლოა, უფრო წინათაც) დაარსებული სამეფო „ქართი»-ს გამგრძელებელი პოლიტიკური რეალობაა. 

 წინა წერილებში განვიხილეთ, რომ „ლურსმნული» ანუ მეგრული//ეგრული დამწერლობით მოღწეულია ჩვენი მეფის, სახელად ური-ენგურის შესახებ ტექსტები, ასევე, მისი ბიუსტები, მთლიანი ქანდაკებები, მის სიცოცხლეშივე მის სამეფო კარზე შექმნილები. ამ მეფეს კეთილი, ქართული სახე აქვს. მან გაიყვანა სარწყავი არხები, ააგო დიდი ტაძრები. ეს სასიკეთო საქმიანობა განაგრძეს მისმა მემკვიდრეებმა. ამ მეფემ შექმნა წერილობით მსოფლიოში დღეისათვის ცნობილი უძველესი – პირველი წესების, კანონების კრებული. შემდგომში ის კიდევ მეტად გააუმჯობესა მისმა ერთ-ერთმა შვილთაშვილმა – მეფე ჰამურაპმა//ჰამურაბმა. ურ-ენგური ძვ.წ. 2000-ან წლებში ზეობდა. მის მომდევნო პოლიტიკოსებზე სიტყვას ამჟამად აღარ გავაგრძელებთ. გაკვრით შეგახსენებთ, რომ „მთიანი ქართის» ანუ მითანის ქვეყნის მეფე რატის ასულია თათუ, რომელიც 14 წლისა გაათხოვეს ძვ.წ. XIVს-ის შუა წლებში ქვეყანა გიმეთის (შემდგომში ეგვიპტე რომ უწოდეს) ფარაონ ექნ-ამონზე. მან გამეფების მეხუთე წლისთავზე ქართების სარწმუნოება „ათენა» (გამთენებელი) შემოიღო თავის ვრცელ სახელმწიფოში, თავადაც „ათენას მიმდევარი» _ ექნ-ათენა დაირქვა, ცოლს თათუს, სადედოფლო სახელით, ნეფერტიტი-ამონას _ სახელი გადაარქვა და ნეფერტიტი-ათენა უწოდა, შვიდ შვილსაც თავიდანვე სახელებში „ათენა» ჩაურთო; ანქი-სე-პა-ათენა, მერი-ათენა, ვაჟს-თუთა-ანქი-ათენა უწოდა. შემდგომში ვაჟი გაფარაონდა და საზოგადოების ზემოქმედებით, წლების შემდეგ, „ათენას» ნაცვლად „თუთა-ანქი-ამონი» დაირქვა. ეს სახელი ჩვენში, სამწუხაროდ, ტუტან-ხამონის სახით არის ცნობილი-რუსული ენის გავლენით. „თუთა» მთვარეა მეგრულში და გიმეთურშიც (ძველ ეგვიპტურში), „ან» _ ცაა, „ქი» _ მიწაა. „გიმე» მეგრულში ქვემოს ნიშნავს და მართლაც მიესადაგება „გიმეთის» სახელწოდებას, რადგან ის ნილოსის სწორედ ქვემო წელში მდებარეობდა. ქართული/მეგრული და გიმეთური//ეგვიპტური მრავალი საერთო სიტყვის, ცნების მსგავსი ასო-ნიშნების არსებობას ბატონმა ლადო ალფენიძემ წიგნი მიუძღვნა, რომელსაც „სფინქსის ღიმილი» უწოდა. ის ძალიან საინტერესოა.

უნდა გვახსოვდეს, რომ გადმოცემით ქართის//საქართველოს მეფე აია//აიეტი და ფარსის//პერსიის//სპარსეთის დამაარსებელი მეფე პერსე ძმები იყვნენ. ამით შთამომავლობას გადაეცემოდა ცოდნა ქართებისა და პერსების//ფარსელების//სპარსების ათასწლეულების წინათ ნათესაობის შესახებ. დიდი ხნის წინ პერსიას ერქვა „მედია»//მედეთი _ იქ ქართველი ქალის მედეას, მის შემდგომ კი მისი ვაჟის-სახელად „მედე»-ს მეფობისას შერქმეული სახელი. მანამდე ქართველთა ერთ-ერთი ტბის (ამჟამინდელი სახელწოდებით, კასპიის ტბის) ირგვლივ მიმდებარე მიწა-წყალს ერქვა „არია» ანუ „არიელების ქვეყანა». მკვლევართა განმარტებით, ცნება „არია» დაკავშირებულია „არ»-ძირთან, ფუძესთან და ნიშნავს „მიწათმოქმედების გამომგონებელს», „მიწათმოქმედებასთან სისხლხორცეულად მიჯაჭვულ ერს». იმავეს ნიშნავს ჩვენი ერის სხვა სახელწოდებები: „გეორგები» (გე-მიწაა, დორგი-დარგვაა მეგრულში), ივირ-ქი, „ივირ ქიანა» („ივირ» მიწათმოქმედებაა სუანურში); მათესალა//მათუსალა (მთესველი//მიწათმოქმედი ერი, აქედან _ თესალონია _ ქვეყნის სახელი); მახაჩქალი (ჩრდილო-დასავლეთ კასპიისპირეთში. «ხაჩქვა», თოხვნაა მეგრულში); მარგიანა (კასპიის ანუ მედეთის ტბის აღმოსავლეთით). სიტყვა მარგიანას ძირია «მარგალი», რაც ნიშნავს მეგრელს.

 ქართველი ერის და ქართული დამწერლობის, ქართული კულტურის, ქართული ცივილიზაციის წარმოშობისა და განვითარების მთელი რიგი საკითხების გაშუქებისას გასათვალისწინებელია XX საუკუნეში, როგორც საქართველოს სახელმწიფოს ამჟამინდელ მიწა-წყალზე, ისე მის ფარგლებს გარეთ-ძველ საქართველოში, ისტორიულ მიწა-წყალზე მიკვლეული ათასობით ნივთიერი საბუთი, რაც ზოგი საკითხის სხვაგვარად დასმასა და გადაჭრას მოითხოვს, ვიდრე ეს საბჭოურ, სსრკ-ის ჟამინდელ მეცნიერებაში იყო განმარტებული. მაგალითად, 1950-იან წლებში დაბეჭდილი სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემის ათტომეულ „ვსემირნაია ისტორიაში» მრავალი მოსაზრება განგებ მახინჯდებოდა, კერძოდ, ქართველი ერის წარმოშობისა და მისი კულტურის მომცველი ვრცელი მიწა-წყლის მიფუჩეჩება-მიჩქმალვასთან დაკავშირებით. რომელიმე ერის წარმოშობის საკითხზე მსჯელობისას ითვალისწინებენ ხოლმე ამ ერის სახელწოდებების აღბეჭდვას სხვადასხვა ენოვან წყაროებში, თუნდაც, ამ ერს თვითონ დამწერლობა არც კი გააჩნდეს. მაგალითად, ჩაჩან//ჩეჩენ ეთნოსზე მსჯელობისას, საბჭოთა ისტორიკოსები ეფუძნებოდნენ ერთ-ერთ გვიანდელ ქართულ ტექსტში სიტყვა „დურძუკის» „ძურძუკის» მოხსენიებას კავკასიონის ქედისა და მისი ჩრდილოეთი წინამთების იქით-ჩრდილოეთით მოსახლეთა ერთი მცირე ნაწილის მიმართ. ყურადღებას მივაპყრობ იმ ფაქტს, რომ „ძუკუ», „ძუკუები» ქართველების ერთ-ერთი შინაურული სახელწოდებაა და ნებისმიერ არაქართველთა მიმართ ცნება დურძუკის გამოყენება გაუმართებლად, უსაფუძვლოდ მიმაჩნია. 

 ქართუელი//ქართი ერის//ეთნოსის წარმოშობის თარიღზე მსჯელობისას, ჩვეულებრივ, აღიარებულია, რომ ის ადამიანის წარმოშობის პირველ ჟამსვე არსებობდა იქვე, სადაც შემდგომში თავისი ეროვნული სახელმწიფო წარმონაქმნები ჩამოაყალიბა. 

 ზემოხსენებული სხვადასხვაენოვანი წერილობითი ცნობები „ინტერნეტით» მოვიპოვე. საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინტერნეტი მკითხველებისათვის ხელმისაწვდომი გახდა 1994_95 წლებიდან. ოდნავ ადრე დამკვიდრდა ინტერნეტი მისი შემქმნელების ქვეყნის _ აშშ-ის საჯარო ბიბლიოთეკებში. 

 მადლობით მსურს მოვიხსენიო ის უცხოელები და საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც მკითხველებს ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალება მოგვცეს. ამავე ბიბლიოთეკაში არის ხელმისაწვდომი „ებსკო»-ს საინტერნეტო მასალა, რომელიც გაწმენდილია ზედმეტი მასალისაგან და მხოლოდ მაღალხარისხოვან სამეცნიერო ლიტერატურას გვაწვდის მის მომხმარებლებს. მადლობით მოვიხსენიებ ამავე ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებულ ა. დიუმას სახელობის ფრანგულენოვანი ლიტერატურის ცენტრის, ა. ჰუმბოლდტის სახელობის გერმანულენოვანი ლიტერატურის ცენტრისა და ელექტრონული რესურსების ცენტრის თანამშრომლებს; მათაც აქვთ ინტერნეტი და უფლებას გვაძლევენ ბიბლიოთეკის მკითხველებს, ხშირად ვისარგებლოთ ინტერნეტითა და მათი კვალიფიციური რჩევებით. ზემოთხსენებული საინტერნეტო ცენტრების მაღალი დონის თანამშრომლების თანადგომის გარეშე ვერ შევძლებდი იმ მრავალენოვანი ზღვა მასალის მოძიებას, მოპოვებას, წაკითხვას, ანალიზს, რაც აუცილებელი იყო გამოკვლევისა და ჩვენი სხვა საყურადღებო ნაშრომების მომზადებისას. 

14 ივლისი, 2006 წელი . 

 

 

http://darbr.webs.com/farnavazis_moneta.htm 

 

***

ნათელა ფოფხაძე

 

ორი ცნობა ბერძნული წყაროდან და მათი ინტერპრეტაცია (იბერო-ხალიბები, აფსილები)

 

საერთაშორისო საზოგადოების – “ევროპის კომისია” – თაოსნობითა და მხარდაჭერით 1999 წელს შეიქმნა და ინტერნეტით ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა გამოკვლევა “ევროპაში მდებარე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები”. საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინის, არმენიის შესახებ მასალა მომზადდა თვით რესპუბლიკებში, ბოლოს გაერთიანდა და გამოსაქვეყნებლად მომზადდა ერევანში. ყველა რესპუბლიკის მასალა იწყებოდა ისტორიის მიმოხილვით და ეყრდნობოდა ბერძნული და ლათინურენოვანი წყაროების ინტერპრეტაციას. მასალა გვიჩვენეს 1999 წელს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის – ,,ტელემატიკა კავკასიაში” მონაწილეებს. იქვე გამოითქვა საყვედური საისტორიო მასალის შემდგენლების მიმართ ზოგი საკითხის შეუსაბამოდ წარმოდგენის გამო. საქართველოზე მასალა დაეყრდნო როინ მეტრეველის ინგლისურენოვან წიგნს საქართველოზე. იქვე, კონფერენციაზე გადაწყდა ახალი საინტერნეტო კრებულის მომზადება. სიმართლე ერთი შეიძლება იყოს.

ჩემი ინიციატივით, ბუნდოვანი საკითხების გარკვევაში შესაძლო წვლილის შესატანად, გულდასმით-შეძლებისდაგვარად ღრმად ვიკვლიე ცნობები ქართველებისა და მისი მეზობლების შესახებ. ხელახლა ვიკვლიე ბიზანტიური ხანის ტექსტების ინგლისური, ფრანგული თარგმანები ნაწყვეტების ბერძნულ და ლათინურ დედანთან (პუბლიკაციასთან, მაგრამ არა ხელით ნაწერთან) შეჯერებით. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სპეციალურ ლიტერატურაში მივიწყებულია რამდენიმე ერთობ საყურადღებო ცნობა ქართველების შესახებ. მაგალითად, მესამე საუკუნეში გეორგების – სხვა წყაროებით, ივერიელი ხალიბების – ფართოდ განსახლების შესახებ, თუნდაც, მაგალითად, მდინარე ჩრდილოეთ ჰიფანის აუზში;- მოსხებისა/მოსხი ქართველებისა – მდინარე ‘რა’-ს ქვემო წელში/ამჟამინდელი სახელწოდებით თუ ვიტყვით, ქვედა ვოლგისპირეთში. ‘იბერონ ხალიპიდეს’ ანუ ივერიელი ხალიბების სახელით, მესამე საუკუნეში, ჰიპანის აუზის მოსახლეობად ბერძნული წყაროს ცნობას ყურადღება მიაპყრეს რამდენიმე წლის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა და გამოაქვეყნეს საერთაშორისო ორგანიზაცია “ევროპის კომისიის” მიერ მხარდაჭერილი სხვა პროექტის მასალაში, რომელიც ინგლისურ ენაზე 1996 წლიდან ხელმისაწვდომია ინტერნეტით. ამერიკელი მკვლევარი ვარაუდობს, რომ მესამე საუკუნეში ბერძნულ ენაზე არსებულ გეოგრაფიულ აღწერაში მდინარე ჰიფანის (დნეპრის) აუზში ‘იბერონ ხალიპიდები, ალბათ, იყვნენ იბერიელები-ესპანელი იბერიელები და ამჟამინდელი ესპანელების წინაპრებად მიიჩნევს მათ. მიმაჩნია, რომ მის ვარაუდს ეწინააღმდეგება ის, რომ მანამდე, კერძოდ პირველ საუკუნეში, სანდოდ აღიარებული ისტორიკოსები სტრაბონი და პომპონიუს მელა ხსენებული მდინარის აუზშიც და უფრო აღმოსავლეთით მიმდებარე ვრცელ მხარეშიც, კერძოდ, მდინარე დონის სამხრეთით, სადაც ერთ დიდ მდინარეს ამჟამადაც ქართველებისათვის სანუკვარი სახელი “აია/ეა” ეწოდება, ძირითად მოსახლეობად ასახელებენ ქართველებს. ქართველი მეფის გიორგი ერეკლე მეორის ძის ოჯახის აზრი ხსენებული საკითხისადმი გათვალისწინებულია და აღბეჭდილია რუსი მკვლევარისა და სასულიერო პირის – მიტროპოლიტ ევგენი ბოლხოვიტდინოვის 1804 წლის გამოკვლევაში ქართველებზე, რომელიც მთლიანად ითარგმნა და გამოქვეყნდა გერმანულ ენაზეც, სადაც რუსულში მეხუთე, ხოლო გერმანულ თარგმანში მეცხრე გვერდზე, შავით თეთრზე წერია, რომ ძირძველი საქართველო ჩრდილოეთით იყო დონის აუზის ჩათვლით. ხსენებულ მიდამოში ძველ დროში შექმნილი კულტურის ძეგლების გარკვეული ნაწილი აუცილებლად იღაღადებს მათ შემქმნელ ერზე – ქართველებზე. არა მარტო ბიზანტიური ხანის, არამედ მანამდელი ბერძნული და ლათინურენოვანი საისტორიო-კულტურული ხასიათის ცნობების გააზრებისას ზოგი გაუგებარი სიტყვა, სახელწოდება ადვილად გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ ლურსმნული დამწერლობით აღბეჭდილი მასალის მონაცემებს. მაგალითად, საყურადღებოდ მიმაჩნია, რომ შუმერულში ‘აფსინ’ არის ‘ხნული’. აქედან კი შესაძლებლად მიმაჩნია ბიზანტიური და ქართულენოვანი წყაროების ‘აფსილის’ გააზრება ‘მხვნელ-მთესველების’ ანუ გეორგიანების/ქართველების მოდგმად.

 

2007

 

***

ნათელა  ფოფხაძე

 

 სად, როდის ვიწოდეთ ქართველები   გეორგებად  თავდაპირველად

  

აია, კოლხეთი, იბერია//ივერია, სუანია, მარგალია//სამარგალო//სამეგრელო, ქარდუ//ქარდუნია, ლაზია, პელაზგია, გეორგია–ამ მთავარი სახელებით იხსენიებიან ქართველთა სამკვიდრო არეები და მათ შესაბამისად იხსენიებიან ქართი//ქართველი ერის წარმომადგენლები ათასწლეულთა მანძილზე წერილობით აღბეჭდილ მასალაში. 

 უძველესი დამწერლობით, კერძოდ, ლურსმანულით საქართველო იხსენიება  აია, კოლა//კოლა–ბა//კოლხითი, ქარდუ, ქარდუნია სახელწოდებებით, ხოლო რაც შეეხება სიტყვებს გეორგია, გეორგი, გეორგიელი– ამ დამწერლობით აღბეჭდილ მასალებში არ შემხვედრია. უნდა ითქვას, რომ ლურსმანული დამწერლობის ათასობით წარწერა ან ვრცელი ტექსტი  ჯერ ამოკითხული არც არის.

ძველი მოსახლეობა გეორგებად პირველად იხსენიება პირველ საუკუნეში სტრაბონის მიერ ელინურ ენაზე შედგენილ მსოფლიოს გეოგრაფიულ აღწერაში. იმ ვრცელ ნაშრომს „გეოგრაფია“ ეწოდება და დედანის ენიდან – ელინურიდან თარგმნილია მთლიანად ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ ენებზე, ხოლო ქართულ ენაზე – ნაწილობრივ.  ვრცელი ნაწყვეტები ელინურიდან ქართულ ენაზე თარგმნა თინა სიმონის ასულმა ყაუხჩიშვილმა. სტრაბონის ამ ნაშრომიდან ნაწყვეტებს ადრეც მოიხმობდნენ ქართველი მკვლევარები: ვახუშტი ბატონიშვილი, ერეკლე მეორის ოჯახის წევრები, მომდევნო ხანის ქართველი მკვლევარები: მიხეილ თამარაშვილი, მოსე ჯანაშვილი, ივანე ჯავახიშვილი და სხვანი. გეორგებად, სხვანაირად, იბერებად, ხალიბებად, იბეროხალიბებად პირველ, მეორე, მესამე საუკუნეებში იხსენიება მდინარე ხიუფანის//ჰიუფანის აუზის მოსახლეობა; ხსენებული მხარე ამჟამად შეესატყვისება მდინარე დნეპრისა და მის დასავლეთით მიმდებარე მდინარე ბუგის აუზებს. 

 ამ მხარესთან ერთად, გეორგებად იწოდებიან პირველ საუკუნეში სტრაბონის მიერ იწოდებიან  ნახევარკუნძულ აიას (ამჟამინდელი სახელით თუ ვიტყვით, ყირიმი)  და ჩრდილოეთ კასპიისპირეთის მოსახლეობა. მათ მახლობლად ჩრდილოეთ კავკასიაში მოიხსენიებიან კოლხები, სუანები, მოსხები. 

პირველ საუკუნეში  სტრაბონის მიერ  შედგენილ მსოფლიოს ამ ვრცელ აღწერაში იხსენიება ასევე კოლხების ზღვა. ეს ის ზღვაა, რომელსაც ამჟამად  „შავი“ ეწოდება ქართულ და სხვა ენებზე. სტრაბონის მომდევნო ხანაში საქმიანობდნენ რომის იმპერიის დიდმოხელეები გაიოზ პლინიუს უფროსი და პლინიუს უმცროსი – პლინიუს უფროსის ადრე დაობლებული დისწული, რომელიც თავადვე აღზარდა. მოგვიანებით ის ვრცელი მხარეების მმართველი გახდა, მათ შორის, ნახევარკუნძულ აიასი (ყირიმის). პლინიუს უმცროსი ნახევარკუნძულ აიას//ქერსონის//ყირიმის მმართველების მიერ შედგენილ საბუთებს თავისი სახელმწიფო საბეჭდავით დაამოწმებდა ხოლმე; ამავე მმართველებს ზედამხედველობდა კიდეც. ის გახდა ბიძის – პლინიუს უფროსის მრავალათასგვერდიანი გამოკვლევის პატრონი, მეურვე, რედაქტორი, გამომქვეყნებელი. უნდა ვიცოდეთ, რომ  პლინიუს უფროსმაც ახსენა გეორგები ჩრდილოეთ კავკასიაში თავის მრავალტომიან ენციკლოპედიაში, რომელშიც მოცემულია იმდროინდელი მსოფლიოს აღწერა. სიტყვა ენციკლოპედია პირველად მან შემოიღო, აქედან დამკვიდრდა და გავრცელდა საყოველთაოდ. პლინიუსის მრავალტომეულს „ნატურალის ჰისტორია“ ანუ ბუნების, სამყაროს ისტორია ეწოდება. პლინიუს უფროსი ვახუშტი ბატონიშვილმა „პლინი სტოიკ“–ად მოიხსენია: „იტყვის პლინი სტოიკი“–წერდა ბატონიშვილი ვახუშტი მეთვრამეტე საუკუნეში შედგენილი თავისი გეოგრაფიული ნაშრომის შესავალშივე.

პირველ საუკუნეში საქმიანობდა პლინიუსის თანამედროვე რომაელი დიდმოხელე პომპონიუს მელა. მსოფლიოს მისეულ აღწერაში ჩემი ყურადღება მიიქცია ჩრდილოეთ კასპიისპირეთში გეორგი სახელწოდებით მოსახლეობის მოხსენიებამ.

პირველ საუკუნეში მოღვაწე რომაელი დიდმოხელის – ტაციტუსის მიერ შედგენილ მსოფლიოს გეოგრაფიულ აღწერაშიც იხსენიებიან გეორგები//გეორგიელები ჩრდილოეთ კავკასიაშიცა და ჩრდილოეთ კასპიისპირეთშიც. პირველი საუკუნის მოღვაწეების: სტრაბონის, გაიოზ პლინიუს უფროსის, პომპონიუს მელას, ტაციტის//ტაციტუსის მიერ შედგენილ მსოფლიოს აღწერებში გეორგები იხსენიებიან კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მდებარე მხარეში ანუ ჩრდილოეთ კავკასიაში.  იქაური კულტურული ნაშთები მომავალში უსათუოდ დაადასტურებენ კოლხი ქართველების ძველთაგანვე ამ მხარეებშიც განსახლებასაც. უნდა ვიცოდეთ, რომ ამჟამად გეორგებად ქართველების მოხსენიება უცხოურ ენებზე აკნინებს, ამცრობს აია– კოლხი, სუანი, მარგალი, ქართი, ლაზი, ჭანი, მესხი და სხვა სახელებით „გეორგებად“ მოხსენიებაზე რამდენიმე ათასწლეულით ადრე ცნობილ ერთიანი ქართველი ერის მრავალათასწლოვან წარსულს. აიაქართიბერიად, აიაკოლხიბერიად ან აიასუანგეორგიად ჩვენი ერისა და მისი სახელმწიფოს მოხსენიება უფრო წარმოაჩენს მისი ერის კულტურისა და ისტორიის მთავარ ბირთვს, ხერხემალს და მრავალათასწლოვან სახელმწიფოებრიობას სამეფო ეროვნული ხელისუფლების სახით. 

 1257 წლამდე საფრანგეთის, იტალიის და სხვა დასავლური სახელმწიფოების ხელისუფლებს მიაჩნდათ, რომ კასპიის ტბა („ზღვა“) ჩრდილოეთით უერთდებოდა ოკეანეს. ეს ვარაუდი საფრანგეთის მეფის წარგზავნილმა ბერმა იოანემ ქალაქ რუბრუკვისში დაბადებულმა) გაასწორა, როდესაც იერუსალიმიდან ჩავიდა მონღოლ მმართველთან ყარა–ყორუმში, უკან კი დაბრუნდა შუა საქართველოზე გამოვლით.

 

12 Responses to “• ფარნავაზ I-ის მონეტები”

  1. kevana said

    აუფ… რამდენი შეცდომაა 😐

    “ფარნავაზ პირველმა უხელმძღვანელა ჯარს თავდამსხმელი ალექსანდრე მაკედონელის ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში,” – ა? და სად დასტურდება რომ ალექსანდრემ ილაშქრა საქართველოში? და ქართული წყაროებით რომ ფარნავაზი მაკედონელის თანამედროვე არ იყო?

    “ეგრი „ჯვარს» ნიშნავს შუმერულში ანუ ძველ მეგრულში.” აი ამაზე კი უკვე მივხვდი რა დაცურებულია კრამიტი… 😐 ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ასეთი ზღაპრები რა საჭიროა?

    ფსევდო მეცნიერებაა მოკლედ რა.. 😐

    პ.ს. ვუაბშე ადამ და ევა ქართველები იყვნენ, არ იცოდით?

    Like

  2. a. sanduxaZe said

    ფარნავაზი — იბერიის პირველი მეფე. ძვ. წ. III საუკუნეში. მას ტრადიციისამებრ უკავშირებენ ქართული დამწერლობის შექმნას. საქართველოს პირველი გამაერთიანებელი; ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი.

    ფარნავაზიანთა დინასტიის ფუძემდებელი, იყო ”მცხეთის მამასახლისთა” შთამომავალი. ძვ. წ. 329 წელს აუჯანყდა იბერიის სპარსელ სატრაპ მითრანეს [საჭიროებს წყაროს მითითებას] და იბერიას დამოუკიდებლობა მოუპოვა. 328 წელს იგი ესტუმრა შუა აზიაში მყოფ ალექსანდრე მაკედონელს და თავისი მეფობის ლეგიტიმაცია მოახერხა.[საჭიროებს წყაროს მითითებას] დაახლ. ძვ.წ.320 წლისთვის ფარნავაზმა დაიმორჩილა კოლხეთის სამეფო და პირველად ისტორიაში გააერთიანა საქართველო. ფარნავაზს მიეწერება რიგი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებისა, კერძოდ: მან დაყო საქართველო სამთავროებად (ეგრისის, არგვეთის, ოძრხის, კლარჯეთის, წუნდის, სამშვილდის, ხუნანის, კახეთის და ქართლის სასპასპეტო); ჩაატარა რელიგიური რეფორმა (არმაზის კერპის აღმართვა) და ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადა. ფარნავაზსვე მიეწერება ქართული დამწერლობის შექმნაც. ფარნავაზმა 65 წელი იმეფა და დაახლ. ძვ.წ.264 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შემდეგ გამეფდა მისი ძე საურმაგი.
    ————

    ფარნავაზი იყო ქართლის მეფე, რომელმაც შექმნა ერთიანი სამეფო, დაამკვიდრა ქართული ანბანი, დააარსა ქალაქი მცხეთა, საფუძველი ჩაუყარა ფარნავაზიანთა დინასტიას და სხვ. იგი იყო ქართლის მამასახლისის, სამარას ძმისწული, მამით ქართლოსიანი, დედით – სპარსელი. ფარნავაზის მეფობის თარიღის ზუსტი განსაზღვრა ძნელია. სამეფო ტახტი მას ძველი წელთაღრიცხვის III საუკნის 90–80–იან წლებში უნდა დაეკავებინა.[საჭიროებს წყაროს მითითებას]ძვ. წ. 334 წელს მცირე აზიაში ალექსანდრე მაკედონელის კარგად ორგანიზებული არმია გამოჩნდა. „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით, ალექსანდრე მაკედონელმა ქართლში ციხე–ქალაქები დაიკავა და თავად ნასტაკისში გამაგრდა. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ კი აღნიშნავს, რომ ალექსანდრეს თან ახლდა აზო, არიან ქართლის მეფის ძე. ალექსანდრემ მას უბოძა სატახტო ქალაქი მცხეთა და სამეფოს საზღვრად ჰერეთი და ეგრისის წყალნი დაადგინა. ბერძენთა ლაშქრით გულმოცემულმა აზომ მოკლა ქართლის მამასახლისი სამარა[საჭიროებს წყაროს მითითებას], ხოლო მისი ძმისწული ფარნავაზი დედამ კავკასიის მთებში გადამალა. ცნობილია, რომ ალექსანდრე მაკედონელს სინამდვილეში ქართლი არ დაულაშქრავს, მაგრამ მისი მხარდაჭერით კავკასია ერთ–ერთი ქართველური გაერთიანების [საჭიროებს წყაროს მითითებას], არიან–ქართლის ხელმძღვანელმა, აზონმა მართლაც დალაშქრა და მას შემდეგ, რაც ციხე–ქალაქი სარკინე აიღო, ქართველური მოდგმის გაერთიანებებს შორის ქიშპობა დასრულდა. ქართლში მაკედონელთა მიერ აღზევებულმა აზონმა ხელთ იგდო ძალაუფლება, ცალკეულ წარჩინებულთა მიმართ უმკაცრესი ღონისძიებები გაატარა და მმართველობის ახალი ფორმები შემოიღო. აზონის ხელისუფლებას ასი ათასი კაცი იცავდა.

    აზონს დაუპირისპირდა მცხეთელი წარჩინებული ფარნავაზი თავისი მომხრეებით. ამ დაპირისპირებას აზონის ხელისუფლების დამხობა მოჰყვა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ფარნავაზმა დიღმის ტყეში ნადირობისას განძი იპოვა. ამ განძს დებთან ერთად ხუთი ღამე ფარულად ეზიდებოდა და საიმედო ადგილზე შეინახა. ნაპოვნი განძით იგი აზონთან ბრძოლისათვის მოემზადა: აღჭურვა ლაშქარი და დაიქირავა ჩრდილოკავკასიელი მთიელები, თუმცა ძალები მაინც არათანაბარი იყო, ამიტომ ფარნავაზი დაუკავშირდა დასავლეთ საქართველოს მმართველს ქუჯის და მათ ერთობლივად შეუტიეს აზონს. ბრძოლა რამდენიმე ეტაპად წარიმართა. ბოლოს, დამარცხებულმა აზონმა კლარჯეთში, მდ. ჭოროხისა და მტკვრის სათავეებისკენ[საჭიროებს წყაროს მითითებას] დაიხია და იქ თავის სამემკვიდრეო მამულში[საჭიროებს წყაროს მითითებას] გამაგრდა. „ქართლის ცხოვრებაში“ აღნიშნულია, რომ გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ქალაქ არტაანთან. ფარნავაზმა სძლია აზოს, რომელიც ბრძოლის დროს დაიღუპა.

    გამარჯვებულმა ფარნავაზმა დაიწყო სახელმწიფო რეფორმების გატარება. ქართლი დაიყო ადმინისტრაციულ ერთეულებად – საერისთავოებად. ერისთავებს ევალებოდათ საერისთავოში ჯარის შეკრება და მისი სარდლობა, ხარკის აკრეფა, სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხის გადაწყვეტა. სულ შეიქმნა რვა საერისთავო. მათ რიცხვში შედიოდა ეგრისიც, რომელსაც ქუჯი განაგებდა. სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინცია – შიდა ქართლი, დაექვემდებარა სპასპეტს. სპასპეტი მეფის შემდეგ მეორე პირი იყო სამეფოში და ერისთავებიც პირადად მას ემორჩილებოდნენ.

    ქუჯის, ნიშნად იმ დიდი დამსახურებისა, რომელიც მას მიუძღოდა ფარნავაზის წინაშე და ალბათ, ეგრისის მტკიცედ შემოერთების მიზნითაც, ქართლის მეფე ფარნავაზმა ცოლად მიათხოვა თავისი და. მეორე და ოვსთა ხელმწიფემ ითხოვა, თავად კი ცოლად ჩრდილოკავკასიელი (დურძუკი) ქალი მოიყვანა.

    ფარნავაზმა შემოიღო ახალი კერპი: „ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელისა ზედა თვისისა. ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქვა“. არმაზი საერთო ქართული უზენაესი ღვთაება გახდა, ამასთანავე ფარნავაზმა შეინარჩუნა აზოს მიერ მოტანილი კერპები – გაცი და გაიმი.

    XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი ფარნავაზს მიაწერს ქართული ანბანის შექმნასა და ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას: „ამან განავრცო ენა ქართული და არღა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“. მანამდე ქართლში ექვს ენაზე საუბრობდა ხალხი: ქართულ, სომხურ, ებრაულ, ბერძნულ, ხაზარულ და ასურულ ენებზე. ფარნავაზმა ააგო არმაზის ციხე და მცხეთას გალავანი შემოარტყა. გამეფდა 27 წლის ასაკში და მეფობდა 65 წლის მანძილზე. მემატიანე შემდეგი სიტყვებით აღწერს მის მოღვაწეობას: „მეფობდა ნებიერ, და ყოველნი დღენი მისნი რაი დაჯდა, მშვიდობით დაყვნა და აღაშენა და განავსო ქართლი… იყო განსვენება და სიხარული ყოველსა ქართლსა ზედა…მოკვდა ფარნავაზ და დაფლეს წინაშე არმაზის კერპისა.“ ფარნავაზის სიკვდილის შემდეგ ქართლში სამეფო დინასტია მისმა შვილმა საურმაგმა გააგრძელა.

    Like

    • vova lukava said

      შეგიძლიათ მიუთითონ , რომელ წყაროშო (მროველის გარდა) წერია ,რომ ფარნავაზი იყო ქართლის მეფე? საერთოდ ფარნავაზის დროს თუ იყო ქართლი საერთოდ, მიუთითედ რომელი პირვეწყარო წერს ამაზე?

      Like

      • vova lukava said

        წყარო. ექვთიმე თაყაიშვილი. ,, როდის შეიცვალა იბერთა სახელმწიფო ქართველთა სახელმწიფოდ?” 1948 წელი ჟურნალი მნათობი # 8 /

        Like

  3. a. sanduxaZe said

    ალექსანდრე დიდი, მაკედონელი (ბერძნ.: Μέγας Αλέξανδρος; ივლისი, დ. 20 ივლისი, ძვ. წ. 356, პელა — გ. 11 ივნისი, ძვ. წ. 323), ასევე ალექსანდრე III, მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვდილამდე დაიპყრო რა თითქმის მთელი იმ დროისთვის ცნობილი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის,გუსტავუს აოდლფუსის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამეხდრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.
    ————
    გამოდის, რომ ფარნავაზს და მაკედონელს ერთ ეპოქაში უცხოვრიათ. უფრო დაწვრილებით მოგვიანებით.

    Like

  4. irakli said

    რახარუხია რა რა იცოდნენ ვივ ვინ იყო მაშინ

    Like

  5. Tornike said

    ვაი და ფსევდო მეცნიერება ჰავია ამას… ასომთავრული არა იხვის ტოლმა, გარკვევით წერია არამეულად “პრნბზი” (არც თუ იშვიათი სახელი იყო იმ დროისათვის და არანაირად არ ეხება ეს მონეტა ფარნავაზ მეფეს) ისე ძალიან მაინტერესებს სად ჯანდაბაში ამოიკითხეს აქ “კეი~ი ფ~ზ”. ჯერ იმ დროინდელი ანბანები შეისწავლეთ სანამ ასეთ შრომებს დადებდეთ…

    Like

  6. rama said

    ქალბტონო ნათელა, დაანებეთ თავი საქართველოს ისტორიის გადამეგრელებას. ინტერნეტი იმისთვის კი არაა, რომ რაც თავში მოგივა ის დაბეჭდო. ფარნავაზის გამეგრელება არ გეყო და შუმერებიც გაამეგრელე. თქვენი მტკიცებულებები სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. სომხურ მტკიცებულებებს რას უშვები?, ისინიც იგივეს ამტკიცებენ. ისე მაგრად ჰგევხართ ერთმანეთს სხვისის მითვისებაში. =D

    Like

    • vova lukava said

      ბოდიშის მოხდით. ,,ერთი შტოს ქართლურად მოსაუბრე შეადგენენ (ქართლელნი, კახელნი, ფშავ-ხევსურნი მესხები, აწინდელი იმერლები და გურულები), მეორეს იბერელნი ეკუთვნიან, ანუ მეგრელ-ლაზ-ჭანები, ხოლო მესამეს სვანები” ივანე ჯავახიშვილი , ქართველი ერის ისტორია. 1908 წელი. გვერდი 19. ძველ ბერძენი ისტორიკოსი და სამხედრო მიღვაწე იოსებ ფლავიუსი თავის ,, იუდავურ სიძველეებში” წერს რომ იბერები არიან თუბალის შთამომავლები , ხოლო როგორც ვიცი ქართები თარგამოსის რომელიც იაფეტის სხვა შვილისგან . ქართა – მეგრული სიტყვაა, დღესაც ხმარობენ სოფლებში. ნიშნავს წრეწილს , შემოღობილადგილს , რამდენად ეს დაკავშირებულია ქართებთან არ ვიცი. ისტორიის პროფანაცია კი ქართველი-ისტორიკოსებისთვის (დღევანდელი) სპორტის ოლიმპიურ სახეობად იქცა. მხოლოდ კაბადოკიის მკვიდრთ მოსახლებთან დაკავშირებით ეყოფა. არადა არ ამბობენ ვინ იყვნენ კაბადოკიელები. ეგ რომ ითქვას , ხომ დაიქცა ქვეყანა. წმინდა ნინო -ჭანი ხომ საერთოდ მიუღებელი. (წყარო გაზეთი ერთობა 1920 წელი. # 167 გვ 3. მოსე ჯანაშვილი. ,, საქართველოს ორი კედრი ჭანეთი და საინგილო. )

      Like

  7. Heraclius said

    ერთი ამ მეგრელების ნაბოდვარი რაღაცეები მორჩეს სომხებთან ერთად დროზე! გათავისუფლდეს საქართველო ამ ავადმყოფურად მოაზროვნე ადამიანებისაგან. ყველა მეგრელს არ ვგულისხმობ. კარგი-ცუდები ყველგან არიან. რომელნიც საქართველო, ქართულ კულტურას, ენა-დამწერლობას გვირგვინს ატეხენ.. ცოტაც მოითმინეთ! და ყური არასოდეს ათხოვოთ!

    Like

    • კოდევ კარგი დაამატეთ ყველას არ ვგულისხმობო! მეგრრლების როლი ქართული კულტურის წინაშე ძალაინ დიდია და დასაფასებელი! ასე ტქმა ციტა უხერხულია მაინც! ბევრი ბოდავს დღეს მეგრელების გარდა!

      Like

დატოვე კომენტარი