Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ასომთავრული

Mankind’s First Alphabet

 

asomTavruli – Zveli qarTul-Sumeruli anbani

Asomtavruli – old Georgian-Sumerian alphabet (284 BC)

mxedruli – Tanamedrove qarTuli anbani

Mkhedruli – contemporary Georgian alphabet

The Sumerian clay tablet
depicting “ki” dating from 5000 B.C.
Mankind’s first calendar with the picturesof the four sources of life – the air, the water, the earth, four cardinal points, twelve months
The Sumerian clay tablet
depicting “ki” dating from 5000 B.C.
 

              

“Ki” dating from 2000
B.C.
Georgia
“Ki” dating from 2000
B.C.
Racha  Georgia,

 Download Asomtavruli

Download Mkhedruli

 

See olso: http://en.wikipedia.org/wiki/Georgian_language

 

კაცობრიობის პირველი დამწერლობა, შუმერების ანბანი – ქართული ასომთავრული

(ძველი აღმოსავლეთის სამყაროსეულ ცივილიზაციათა სათავე)

მიმართვა მსოფლიოს
მეცნიერებს, აღმოსავლეთმცოდნეებს, მკვლევარებს, არქეოლოგებს,
ანბანთმცოდნეებს, იუნესკოს

აღმოჩენილია შუმერების ანბანი,

დედამიწაზე სამყაროსეული ცივილიზაციის პირველი მკვიდრი, აღმოსავლეთის უძველეს ცივილიზაციათა სათავე.

აღმოჩენილია ანბანის რიცხვითი ფორმულა, რომელიც საოცარი ზეწესრიგით განაგებს ასოთა მოხაზულობას, რიცხვებს, მათემატიკას, გეომეტრიას, ასტრონომიას.

ანბანის ხაზობრივი სისტემის შესახებ პირდაპირ მოუწოდებდა დიდი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი:
“ჯერ ქართული ანბანის უძველესი მოხაზულობა და მისი თანდათანი განვითარება შესწავლილიარ იყო და მაინც ისეთი რთული საკითხების გადაწყვეტას ლამობდნენ, როგორიც ქართული ანბანის სადაურობაა … ვისაც ქართული ანბანის წარმოშობისა და სადაურობის საკითხი საგანგებოდ განხილული ჰქონდა, ამ საკითხის გადასაწყვეტად ან შესაფერისად აღჭურვილი არ იყოარც ქართულისა და არც სხვა ერთა დამწერლობის გრაფიკული განვითარების ცოდნით”. ჩვენმა მიგნებულმა ფორმულამ ჩვენი ანბანის ხაზობრივი სისტემა – ამოცნობილია მსოფლიო შუმეროლოგიისათვის ამოუცნობი ძვ.წ. 5000 წლის შუმერული თიხის ფირფიტები და ბეჭდები.

ამ ანბანშია სამყაროსეული ღვთაებათა პანთეონი – საკრებულო, რომლისგანაც შეიქმნა დედამიწაზე კაცთა მოდგმის ყველა რელიგიური მიმდინარეობა.

ქართული ასომთავრული ანბანი შუმერების ანბანია!

შუმერების ანბანში მთვარე და მზე ასო-ნიშნებადაა: ა – ასო-ნიშანს “ანი”, მთვარის უძველესი სახელი ჰქვია, დ – ასონიშანს “დონი” ჰქვია, მზეა, ოღონდ უწიგნურმა უძველესმა ხალხებმა სიტყვებად გადაიღეს, სიტყვა “მთვარეს” კი ვერ წერდნენ, პირდაპირ მთვარეს ხატავდნენ, ასევე – მზეს, ასოები არ იცოდნენ. ვერ წერდნენ და ხატავდნენ. ასე შექმნა გაუნათლებელმა მსოფლიომ ხატოვანი დამწერლობა, რომელსაც დღევანდელი კაცობრიობა და მისი მეცნიერები დასაწყის პირველდამწერლობად მიიჩნევენ. ეს რომ ასე
არ არის და ჩვენი აღმოჩენაა სწორი, ამას ადასტურებენ ძვ.წ. 5600 წლის შუმერული თიხის ფირფიტები, ჭურჭელი, თიხის და რკინის ბეჭდები, სარკოფაგთა წარწერები, ამავე დროს შუმერული ანბანის ასო-ნიშნები, რომლებიც მსოფლიოს მეცნიერებს ასოებად კი არა, სიტყვებად მიაჩნიათ.

ჩვენი აღმოჩენები საოცარი სიზუსტით ეუღლება უდიდესი ამერიკელი მეცნიერის სემიუელ ნ. კრამერის კვლევას, მის ნააზრევს, რომელიც გადმოცემულია წიგნში “ისტორია იწყება შუმერიდან“, ჩვენ კი ვაცხადებთ, რომ ანბანი იწყება შუმერიდან და დღემდე ვერც
ერთმა მეცნიერმა მსოფლიოში ვერ შეძლო დაემტკიცებინა ეს, იმიტომ, რომ ქართული ასომთავრულით, იგივე შუმერების ანბანით, არავის არასოდეს არ გადაუსინჯავს შუმერთა სიძველეები; მათ მიწაზე გაჩენისთანავე ჩამოჰყვათ ანბანი, იმ რკინასავით, რომელიც დედამიწაზე არ მოიპოვება, სამყაროსეული ლითონია, სახელად “ამუთუმ” ჰქვია და 5-ჯერ ოქროზე და 40-ჯერ ვერცხლზე ძვირია.

შუმერების ანბანი უნდა აღმდგარიყო და აღსდგა იმ ხაზობრივი ფორმულით, რომელიც შეინახეს საკართველოს კავკასიონის მთის საცავებმა და ანკარის სიძველეთა მუზეუმში დაცულმა ხეთების უძველესმა ფერადმა თიხამ, რომელსაც ინგლისელი მეცნიერი
მელარტი ძვ.წ. 6500-5600 წლებით ათარიღებს და 900 წლით ასწრებს ჩვენეულ დათარიღებას, 5600 წელს, მაგრამ ეს ჩვენს მიგნებას უფრო აძლიერებს, 5600 წელი კი ზუსტად ემთხვევა.

მსოფლიოს მეცნიერთაგან ასაკობრივ და ხაზობრივ ასეთ დამთხვევას ვერავინ დაიქადნის.

აქ, კავკასიონის მთის საცავებში, გადარჩა სამყაროსეული ცივილიზაციის ის უდიდესი კულტურა, რაც მთელ აღმოსავლეთში რელიგიამ დამარხა. ეს უძველესი კულტურა საქართველოში ქრისტიანობამ გაანადგურა, მთელ მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში კი მაჰმადიანურმა მოსპო იგი.

თავდაპირველ უძველეს შუმერულ სიტყვებს საოცარი სიზუსტით ხსნის საქართველოში შემონახული ენები: მეგრული, სვანური და თავად ქართული (ეს ენები და ხალხი, მკვდარი და წაშლილი რომ ჰგონიათ მსოფლიოს მეცნიერებს, აქ, საქართველოში, შემონახული და ცოცხალია).

ჩვენი გამოკვლევების მიხედვით სულ სხვა სახეს იღებს მსოფლიოს ხალხთა ანბანური გავრცელების ცხრილი.

ანბანში რომ სამყაროსეული ცივილიზაციაა, მტკიცდება მისი მზისა და მთვარის კალენდარით, რომელიც დედამიწის ოთხ
დროს წამების სიზუსტით ანგარიშობს და ისეთი სიზუსტითაა გააწიებული, რომლის მსგავსი თანამედროვე კაცობრიობამაც არ იცის.

და ბოლოს: შუმერების ანბანი – ქართული ასომთავრული, მზისა და მთვარის ანბანად წოდებული, სამყაროსეული ცივილიზაციის ფორმულით არის შედგენილი და დედამიწაზე ადამის მოდგმის განათლების სათავეა. ამ ანბანური განათლების საიდუმლოებათა
ამოცნობა, გაგება და მიგნება სულ სხვა გზაზე აყენებს კაცობრიობის ისტორიას და აზროვნებას.

შუმერების – იგივე ქართული ასომთავრული – ანბანი აღმოსავლეთის ყველა უძველეს ცივილიზაციათა სათავეა, რომლის გაცნობა მსოფლიოს აღმოსავლეთმცოდნეებს აძლევს საშუალებას ახსნან ჯერ ამოუხსნელი ყველა საიდუმლოება, რითაც სავსეა კაცთა მოდგმის დღემდე ბოლომდე ამოუცნობი პირველი სიძველეები.

ჩვენი აღმოჩენები ითხოვს თავიდან გადავხედოთ მთელ არქეოლოგიურ მასალას, რაც კი კაცობრიობას დედამიწის სიღრმეებში უპოვნია შუმერების შესახებ.

ისტორიის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი

თეიმურაზ მიბჩუანი

ზურაბ ქაფიანიძე

 

 http://iberiana.webs.com/geoalphabet_ge.htm

 

იხ. აგრეთვე:

შუმერები

ნათელა ფოფხაძე – ფარნავაზ I ქართველთა მეფის მონეტები

 

 

15 Responses to “• ასომთავრული”

  1. Sifari said

    ნუ მოუყვებით ამ “ანბანის” შესახებ მთელ მსოფლიოს,..ის დამალული ტყუილ-უბრალოდ არ იყო.
    ნუ მისცემთ ამ “ანბანს” დასავლეთელ, რუს და სხვა ერებს, მათი წინაპრები მას გაშმაგებული ეძებდენ..
    ამ “ანბანს” თავისი დრო აქვს, იმ დროს და დღეს ელოდება ის და ნუ ხელყოფთ მას.
    ისინი (შუმერების ღმერთები) ვინც ამ “ანბანს” იყნებდნენ, მოვიდნენ შუმერში სხვა სამყაროდან. თუ როგორ იყენებდნენ ისინი ამ “ანბანს” ..ამაზე მე აქ არაფერს დავწერ. ასომთავრული ანბანი არ არის, და მას სემიტები, არიელები, ბერძნები, სომხები და ასურელები, რუსები ყველგან ეძებდნენ. ისინი ეძებდნენ აი ამ, თქვენს მიერ საქვეყნოდ გამოფენილ ბიქილებს, ისინი ეძებდნენ იმ საიდუმლო ფორმულებსა და კოდებს, რომლებსაც შუმერების ღმერთები იყენებდნენ. ბატონო ზურაბ ქაფიანიძე და სხვა “ასომთავრულის” ისტორიკოსებო, შეინახეთ ქართული ეროვნული საიდუმლო და ნუ გამოაფენთ მას მათ საჯიჯგნად, ვინც აგერ 4000 წელია ეძებს “დაფარულ ენას”. ნუ გადათარგმნით დაუფიქრებლად ყველაფერს რაც კი ხელში ჩაგივარდებათ ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად..
    არ გადაუთარგმნოთ მსოფლიოს ძველი შუმერული-ქართული საიდუმლო!
    შეინახეთ ქართული ანბანი და მოაშორეთ ის ინტერნეტიდან! მას დიდი საიდუმლო ფუნქცია აქვს! ..დიდი მნიშვნელობა აქვს.
    ამ ანბანს და მის საიდუმლოს გაშმაგებული ეძებენ დასავლეთელი და აზიელი უღმერთოები, შამანები, ოკულტისთები, ასტროლოგები და ბევრი ის ვისაც ქრისტეს სახელის გაგონებაზე ბრაზი, ზიზღი იპყრობს და ეცინება.
    შეინახეთ ეროვნული საიდუმლო დაფარულად, ისე როგორც ის თქვენამდე მოვიდა!

    Like

    • N said

      გამარჯობათ. თქვენმა კომენტარმა დამაინტერესა. მინდა ქართულ ანბანზე მეტი წავიკითხო. მასალები ხომ არ გაქვთ რომ გამიზიაროთ? სადოქტორო თემაზე ვფიქრობ, და შესაძლოა სწორედ ეს თემა ავირჩიო.
      მადლობელი ვიქნები თუ გამომეხმაურებით.
      proff.nino.bakuradze@gmail.com.

      Like

      • lizi said

        არ არსებობს დაფარული რაც არ გაცხადდება 🙂
        აუშვით ლაზარე, დაე იაროს !

        Like

      • lizi said

        რას დაგვაკლებს მასონი, როცა ჩვენ გვაქვს მამის-ონი 🙂
        მრავალი ჟამის ერი ვართ (მრავალჟამიერი) და ახალ ცაზე და ახალ მიწაზე ისევ ჩვენ გავაგრძელებთ კაცობრიობის აკვანის რწევას.

        Like

    • RU said

      უკაცრავად საფარი საიდ რადგან, მხოლოდ ქართველი ერის მტრებს არ სურთ ამის გამომზიურება ! რატომ ?, იმიტომ რომ აქამდე მსოფლიოს უმალავდნენ ისტორიულ სიმართლეს და ყველა ქართულ დამსახურებას თავად მიიწერდნენ ! დიახაც მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს და გაიდის ქრთველთა წარსული ! ქართველთა მტერთ არ უნდა მივცეთ მანიპულირების საშუალება !!!

      Like

  2. ალექსანდრე said

    შესაძლოა თქვენ მართალი ბრძანდებით და ხელაღებით ყველაფრის თქმა, გაშიფრვა, სწვლება ამ ბარბაროსებისათვის არც შეიძლება. მაგრამ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ეს ცოდნა!

    Like

  3. baskonia said

    xvtishoblis rcheuli qveyanaa. saqartvelo puris da gvinis samshobloa.ieso qristem daloca, gvino da puri. anu daloca is miwa sadac, ari vazis samsoblo, daudzvelesi xorblis samsoblo. shumerebit daiwyo da saqartveloshi dasruldeba. ogont neta ………………………….

    Like

  4. mari ivanidze said

    rac dasapari iyo qartul anbanshi is isedac dafarul ars odidgan. magram rogor sheidzleba chumad viyo, roca aseti genialuri ena rogoric qartulia, xan gadavarusulet nebit tu unebliet, axla gadavainglisuret. amas gmerti ar gvapaiebs, tu droze gons ar movalt. ra pasuxs vadzlevt qristes, romlis mosvas ase velodebit..xom ar gvaviwydeba rom qartuli enit unda emcnos kacobriobas meored mosvla. vin mogvca an enis gadaketebis, damaxinjebis,dakninebis ufleba???

    Like

  5. Like

  6. Ferari said

    Vfiqrob araris gadasamali da gadasachqmali,axla iseti taoba modis arc ician saertod zveli asomtavruli anbani,interesic araaqvs zogs icodnen,skolashi iswavleboda adre saqartvelos istoriis wignidan vici,zalian maintersebda sul,yoveltvis mifiqria ratom ar sheidzleba dgesac ase vwerdet da vkitxulobdet,exla xom mxolod eklesiebshi shemorcha asomtavruli kitxva da wignebi.ra saidumloa aseti rom unda daimalos?codnas tvinidan ver washli da veravin wagvartmevs rac chvenia!

    Like

  7. Davit said

    Ar vıcı sheızleba meshleba magram am sıtyvebıs amokıtxva shevzelı tıtqos//
    Msxmelı amıss epıs pda mama deda iosia siamen///
    Meore abzacıs bolodan

    Like

  8. აკაკი კალანდაძე said

    ძალიან დიდი შეცდომა მოხდა როდესაც ასომთავრული და ანბანის ასოები გააძევეს. მათი დახმარებით უფრო სრულყოფილად ჩაიწერებოდა ნებისმიერი სიტყვა–განსაკუთრებით უცხო ენაზე წარმოთქმული. უკან უნდა დავაბრუნოთ !!! (მაგის დროც მოვა ადრე თუ გვიან)

    Like

  9. niali said

    ჯ –ს მერე ორი ასო–გრაფემა სად გააქრეთ?! იმათში დეცს მთელი სამყაროს ერთი – ერთობა……. !

    Like

დატოვე კომენტარი