Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ფარული ნიშნები

დამწერლობა – Geo Alphabet

 

***

გიორგი გიგაური

 

ფარული ნიშნების – სკრიპტოგრამების შესახებ

 

წინასიტყვაობა

საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილი სკრიპტოგრაფიული (ფარული) ნიშნების საერთო ხასიათია: მონუმენტალურობა, სისტემურობა, სრული სახეები. მათი კოსმოგონიური ხასიათი წააგავს ქართული დედაბოძის ორნამენტების სიმბოლოებს და ქართულ ენაში შემონახულ მითოლოგიას. საკულტო მსახურების დროს გამოსაყენებელი საბეჭდავის „საჭვრეთი“ სიმბოლოები და ფარული ნიშნები ურთიერთკავშირში ჩანან.

თემა „ფარული ნიშნები (სკრიპტები) და ასომთავრული“ აყენებს საკითხს ძვ. ქართული დამწერლობის შესახებ, რომ ფარული ნიშნები იყო დამწერლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. ხალხურ მითოლოგიურ გადმოცემებში და გამომსახველობაში იყო „ღვთაებრივი“ ასტრალურ-კოსმოგონიური სიმბოლოები, რომელთა მსგავსი იეროგლიფების შესაძლო დამოკიდებულება ასომთავრულის ასოებთან გამოსარკვევია.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მატერიალური კულტურის ძეგლებზე შემორჩენილია ქვებზე ამოკვეთილი ნიშნები. 2009 წლის მონაცემებით ფიქსირებულია 160 ასეთი ამოუცნობი ნიშნების შემცველი ქვა. აქედან ხევსურეთის 11 სოფლის ტერიტორიაზე -60 ცალი ნიშნიანი ქვა, 74-ქვა თუშეთის ტერიტორიაზე, თრუსოს ხეობაში -25 ქვა, 4-ქვა ფშავში. ნიშნების საერთო რაოდენობა 500 ერთეულამდეა. ნიშნები გეომეტრიული ხაზოვანია. გეომეტრიულ ფიგურებში ჩართულია პეტროგლიფების და ასომთავრული ასოების მსგავსი ნიშნები. ფარული ნიშნები მონუმენტური, ჩამოყალიბებულია. ნიშნიანი ქვების ზომები მერყეობს 100-30 სმ. ფარგლებში. ნიშნების ზომები ძირითადად 8 სმ- დან 20 სმ-ია. ნიშნები ქვაზე ამოჭრით, ამოტვიფრითაა შესრულებული. ჩანს რომ ქვები მეორადი მოხმარებისაა. ისინი ჩაყოლებულია ჯვარ-სალოცავებისა და ციხე-კოშკების კედლებში. ნიშნების ამოჭრის დრო დაუდგენელია (ციხე-კოშკები თარიღდება მე-16-17 საუკუნეებით). 

ფარული ნიშნების შეკრების და დახარისხების შედეგად ჩანს სისტემის არსებობა. ნიშნები მეორდება სხვადასხვა ხელწერით და სხვადასხვა სოფელში. ძირითად ჯგუფში 40 ნიშანია. ამ ნიშნებიდან 17-18 მეორდება. თვითოეულ ქვაზე მაქსიმუმ 20 ნიშანია გაფანტულად ამოტვიფრული. ნიშნებში ჭარბობს კოსმოგონიური ხასიათის სიმბოლოები. ფარული ნიშნები მოიპოვება იმ რეგიონში, სადაც შემორჩენილია ზოგად ქართული ხასიათის გეომეტრიული ორნამენტიკა. ანალოგიური ფარული ნიშნების ერთეულები გვხვდება საქართველოს სხვა რეგიონებში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში და კახეთში; საქართველოს მოსაზღვრე მაღალმთიან ინგუშეთში და არღუნის ხეობის მოსაზღვრე რეგიონში (სოფლებში: ბერკინო, ფახიე, ოშნი), მათ ადგილობრივები ,,ჯვრიან ქვებს“ უწოდებენ. აღნიშნულთან ზოგადი მსგავსება შეიმჩნევა შუამდინარეთულ წინალურსმულ, კრეტულ, იბერიულ და ეგვიპტის გაუშიფრავ ხაზოვან ნიშნებთან. ქ. კახუნის (ძვ.წ. 25-ე საუკ.) და ქ. გურობას (ძვ.წ. მე-12 საუკ.) ფარულ ნიშნებთან. ნიშნები ლოკალურია და სავარაუდოდ, საკრალური, საინფორმაციო ხასიათისაა. სკრიპტოგრამები, რომლებიც საქართველოს მთამ შემოინახა, ტრადიციათა უწყვეტობის გამო, ატარებს ქართულ გადმოცემებში აღწერილ წარმოდგენათა ნაკვალევს. მათი კოსმოგონიური მახასიათებლები წააგავს ქართული დედაბოძის გეომეტრიული ორნამენტების სიმბოლოებს.

ისტორიკოსი, პალეოგრაფი, პროფესორი გიორგი ოთხმეზური ,,წერაქვული“ ფარული ნიშნების შესახებ:

საქართველოს მთიანეთში შემორჩენილი ფარული ნიშნების (სკრიპტების) მნიშვნელობის გარკვევა, მათი მიმართება ძვ. აღმოსავლეთის და კრეტა-მიკენის კულტურის მატარებელი ხალხების მსგავს ნიშნებთან და აგრეთვე ძველი ქართული დამწერლობის (ასომთავრული, ნუსხა-ხუცური) ასო ნიშნებთან. აღსანიშნავია რომ მსგავსი ნიშნები შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე, მცირე რაოდენობით ხელნაწერებსა და ხატებზე, საცხოვრებელ სახლებზე, გეომეტრიული ფიგურებისა და ორნამენტების სახით.

აღსანიშნავია რომ სკრიპტოგრამების კვლევას საქართველოში პრაქტიკულად არავითარი ტრადიცია არ გააჩნია.

 

***

აშკარად ჩანს მსგავსება კრეტულ და იბერიულ და საქართველოს მთიანეთში დაფიქსირებულ ფარულ ნიშნებს შორის. მართალია საკამათოა თვალსაზრისი ქართულ ანბანის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ ისიც თვალსაჩინოა რომ ძვ. ქართული ზოგიერთი გრაფემა მნიშვნელოვან მსგავსებას ამჟღავნებს კრეტულ ,,ა“ და ,,ბ“ ხაზოვან და იბერიულ ნიშნებთან.

როგორც ცნობილია მთა ბევრად უფრო მყარად ინახავს ტრადიციებს და ამიტომ არ უნდა იყოს გასაკვირი, სწორეთ საქართველოს მთიანეთში ამ უძველესი ნიშნების შემორჩენა.

ჩემი აზრით საქართველოს მთიან რეგიონში მიკვლეული ,,წერაქვული“ ფარული ნიშნები კიდევ ერთი დადასტურებაა, ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებული თვალსაზრისი ჩვენი წინაპრების და ძველი აღმოსავლეთის ხალხების ნათესაური კავშირის შესახებ.

წარმოდგენილი მასალა, არის ქართულ ისტორიოგრაფიაში სკრიპტოგრაფიული დამწერლობის შესწავლის პირველი მცდელობა. მის შესწავლას შეუძლია ბევრ საკამათო თუ გაურკვეველ საკითხს მოჰფინოს ნათელი.

 

***

 

ფარული ნიშნები (სკრიპტები) და ასომთავრული

სტატიის რეცენზენტი: პროფესორი გიორგი ოთხმეზური

‘’ისტორია იმდენად წარსულისთვის არ იწერება
რამდენადაც აწმყოსთვის’’
ვაჟა ფშაველა

მსოფლიოს ხალხთა დამწერლობის შესახებ ბევრი სამეცნიერო ნაშრომი არსებობს. ყველაზე ძველი დამწერლობის ტექსტი შუამდინარეთულია – ლურსმული დამწერლობის ნიმუში, რომელიც იკითხება. ი. გელბის განმარტებით ,,დამწერლობა ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით წარმოადგენს ვიზუალურ ინტერკომუნიკაციურ სისტემას, ზოგჯერ ნიშნების გამოსახულებით საგნებზე, ზოგჯერ კი ფორმების ან საგნების ფერებით პირობითი გამოყენებით’’ [I. Gelb. “Hittete hierogluphic Monuments Chteago’’. 1936, p. 37.].

არქაული დამწერლობა შეიქმნა მესოპოტამიაში, ინდოეთში, ეგვიპტეში და ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებში. ჯ. მაიერზის აზრით კრეტული და ადრეშუმერული ნიშნები იჩენენ საოცარ მსგავსებას, მათვე ემსგავსებიან პროტოელამური ნიშნები. დიდად ემსგავსებიან ერთმანეთს ეგეოსური და ხეთურ-ლუვიური იეროგლიფური დამწერლობის ნიშნებიც. ი. გელბი წერდა: ‘’ყველგან ძველ მსოფლიოში დამწერლობის შექმნა თან სდევს ცივილიზაციის გაჩენას. დამწერლობის შემოღება ქრონოლოგიურად ემთხვევა სახელმწიფოს შექმნას, დიდ ძვრებს ხელოსნობაში, ვაჭრობაში, წარმოებაში, მეტალურგიაში, სატრანსპორტო გზების და საშუალებების განვითარებასთან ერთად. გეოგრაფიურლი, სოციალური, ეკონომიური, ფაქტორების ერთობა, რომელსაც მივყავართ ცივილიზაციის შექმნისკენ’’ [I. Gelb. “Hittete hierogluphic Monuments Chteago’’. 1936, p. 29.]. ე.ი. ცივილიზაცია ვერ იარსებებს დამწერლობის გარეშე. შუამდინარეთში დამწერლობა შეიქმნა სატაძრო მეურნეობის და მართველობის განვითარებასთან ერთად. დამწერლობის შემქმნელი იყო კულტურული იდეის მატარებელი ქურუმობა. დამწერლობის წარმოშობის სხვადასხვა თეორიები მას შემდეგ წარმოიშვა, რაც შეიქმნა შედარებითი ენათმეცნიერება. დამწერლობის თავდაპირველ დედნად ლურსმული დამწერლობის მიჩნევა ჯერ კიდევ XX საუკუნის დაწყისში დაიწყეს: დელიჩის, გომელის და უედელის კვლევების მიხედვით. ასირიული შტოდან ა. დეეკის მიხედვით. კვიპროსული სილაბური შტოდან ა. სეისის მიხედვით და სხვა. დამწერლობის წარმოშობის სხვა თეორია არაინდოევროპული ენების მხრიდან სხვადასხვა მკვლევარების მიერ იქნა მიჩნეული. ფინიკიური მარცვლოვანი დამწერლობის წარმომშობ დედნად მიჩნეულ იქნა კრეტული და იბერიული ნიშნები. არტურ ევანსის და მის კვალზე რამდენიმე მკვლევარის: რეინაკის, დიუსოს მიერ განვითარებულ იქნა თეორია, რომ კრეტიდან დამწერლობის ნიშნები გატანილ იქნა ფილისტიმელების და სემიტური ენების მიერ. კრეტულმა თეორიამ მოიპოვა აღიარება ასევე სხვა მკვლევარების მხრიდანაც: ა. დეიეტი, ი. სუნდვალი, შაპუტეს და ბულგარელი მეცნიერის ვ. გიორგიევის ჩათვლით. ეგვიპტურ-კრეტულ- ჩრდილოსემიტური ნიშნების სახელით თეორია დაუკავშირეს დამწერლობის წარმოშობას. თუმცა დ. დირინგერის ნაშრომში, მსოფლიოს დამწერლობის შესახებ [Д.Дирингер. Алфавит. М. 1963] ზემოთაღნიშნული თეორია მიჩნეულია საეჭვოდ, მას მოჰყავს საბუთი, რომ ისტორიაში მოცემული ცნობებით, ფილისტიმელებმა პალესტინის ნაპირების დაპყრობა მოახდინეს ძვ.წ. 1220 წ. როცა რამდენიმე საუკუნით ადრე, ისტორია დამწერლობის შესახებ უკვე არსებობდა. თვლიან, რომ დ. დირინგერის მოსაზრება არადამაჯერებლად გამოიყურება, რადგან ფინიკიური ნიშნების და კრეტული ნიშნების მოხაზულობა და დასახელება ემთხვევა ერთმანეთს.

ე. ფეტერი დამწერლობის სისტემურ ნიშნებთან დაკავშირებით ბევრ თამამ და საინტერესო აზრს გამოთქვამს. აპენინის ნახევარკუნძულზე წერტილოვანი ნიშნებით მონიშნულ 3000 წლიან სკრიპტებს ეტყობათ: ‘’უფრო ძველი უცნობი ნიშნების გავლენა ანუ წინარე ეტრუსკულის’’ ე. ფეტერი, ‘’მაგის გარდა გვხვდება სიტყვა ორი გვერდითი წერტილით. გამომდინარე აქედან ფეტერი გამოთქვამს აზრს, რომ სიტყვა წერტილის გარეშე ნიშნავს ღია მარცვალს, ხოლო – წერტილი კი დახურულ მარცვალს. ასეთ შემთხვევაში წერტილი ისმებოდა ან ნიშნის შიგნით თანხმოვნისთვის, რომლითაც მთავრდებოდა მარცვალი, ან ნიშნის შიგნით ხმოვნისთვის, რომლითაც იწყებოდა მარცვალი. ასეთი წერტილები გვხვდება იშვიათად ჩრდილო ეტრუსკულში და პიცენურ წარწერებში. აქედან შეიძლება ითქვას, რომ წერტილოვანი სისტემა მომდინარეობს მარცვლოვანი დამწერლობის მოთხოვნილებისაგან, ჯერ კიდევ სანამ ფინიკიური და ძველბერძნული დამწერლობა შემოვიდოდა. ძველი ადრეეტრუსკული ხალხი სარგებლობდა მარცვლოვანი დამწერლობით, თუმცა ამის დამამტკიცებელ სხვა საბუთს არ ვფლობთ, რომელიც დაამტკიცებდა უფრო ძველი დამწერლობის სისტემის არსებობას’’ [G.GBionamichi. Study Etrusk 1941].

ჩრდილო ეტრუსკული დამწერლობის შესახებ ფეტერის თეორია და საქართველოს მთიანეთში მოპოვებული ნიშნების კვლევა ერთნაირ აზრს ანვითარებს. საქართველოს მთაში შემორჩენილი ნიშნები, რომ ადრევე მისულიყო ევროპელი კრიპტოგრაფების და პალეოგრაფების ყურამდე, წერის ნიშნების წარმოშობა – განვითარების შესახებ, დღეს ალბათ სხვა თეორია იქნებოდა დამკვიდრებული საზოგადოებაში. წერტილოვანი სისტემა რომელიც მთელი არქაულობით არის ფარულ ნიშნებში (წერაქვულ დამწერლობაში) ქართულ ენასთან ახლობლობას ამტკიცებს: წერტილი, წერა, ჭრა, ნაჭრელა, ამოწერვა, წერაქვი, ბედისწერა, წერამწერელი, სერნაწრიანი, ნიში და ნიშანი და სხვა [“ქართული წერაქვის სახელწოდების გამო”. გაზეთი ლიტ. საქ. 16 მარტი 2007 წ. 6გვ.].

ძველებურ ხაზოვან ნიშნებში წერტილოვანი სისტემა ქმნის შთაბეჭდილებას რომ ფინიკიურ დამწერლობამდე ამ ნიშნების მფლობელებს ბგერითი დამწერლობის მოთხოვნილება უკვე ქონდათ. დამწერლობის განვითარება რამოდენიმე სტადიას ითვლის: პიქტოგრაფიულ-იეროგლიფურ, იდეოგრამულ-ლოგოგრამულ, სილაბურ-მარცლოვან და მარცლოვან ასო ბგერით ნიშნების. მიჩნეულია რომ პიქტორგაფიული (ხატოვანი) იეროგლიფური არქაული ნიშნები საკულტო მსახურთა და ქურუმთა იდეოლოგიას ემსახურებოდა, ჯგუფს რომელსაც ფარული ნიშნები უნდა სცოდნოდა საპატიოდ თვლიდნენ, რადგან: “საკრალური ნიშნების ამოჭრა ღვთაებრივ სამსახურად მიიჩნეოდა” [ი. სულგულაძე „ქართილი ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა“ 1986].

ნიშანდობლივია, რომ არქაული ნიშნები გამოირჩევიან რთული გრაფიკული მოხაზულობით, როცა საერო დამწერლობაში გადადის იგი იწყებს გამარტივებას, ხდება სადა, ადვილად დასაწერი: “ეს თეორია ერთადერთია და დღესაც ინარჩუნებს მართებულობას”. [ჯ. ჩედვიქი. “მიკენური სამყარო”].

ქართულ იბერიული ხალხთა საცხოვრებელი ტერიტორია ბევრ საინტერესო არქეოლოგიურ მონაპოვარს მოიცავს. აქ მოპოვებულ კულტურულ ნივთიერ საგნებს ეტყობა განვითარების თავისებური ხასიათი. ჯერ კიდევ მტკვარ-არაქსული III-ათას. ძვ. წ. კერამიკა და მათზე გეომეტრიული ნიშნები აჩვენებს, რომ არსებობდა ამ რეგიონში ინფორმაციის გადაცემის მცდელობა. გეომეტრიული ორნამენტიკა, რომელიც ადრე შუა საუკუნეების ძეგლებზე და ხატების მორთულობაში გვხდება უფლებას გვაძლევს გამოვთქვათ ვარაუდი, რომ მიბაძვა ხდებოდა გეომეტრიული, კუთხოვანი ხასიათის არქაული ნიშნებიდან. მრგლოვანი ასომთავრულის დამკვიდრების თანდათან იცვლება მორთულობის ხასიათიც – მკაცრი სტატიური ხაზებიდან გადადის მრგლოვან პლასტიკურ ხაზებში. დამწერლობის ნიშნების გავლენა მორთულობაზე საყოველთაოდ ცნობილი და დამტკიცებული აზრია. ტრადიციის უწყვეტობის მიხედვით ფარული ნიშნები (სკრიპტები) რომელიც ხევსურეთში და თუშეთში შემორჩა მსგავსებას იჩენს ასომთავრულ ასოებთან: მონუმენტური მოხაზულობით, კოსმოგონიური წარმოშობის ბიძგით, კუთხოვან წინამრგლოვან ნიშნებთან მსგავსებით. “ასომთავრულის არქაულ მოხაზულობად მიჩნეულია სწორედ კუთხოვანი ნიშნები” [ივ. ჯავახიშვილი “ქართული პალეოგრაფია” 1949.].

დიდი მეცნიერი და ქართული პალეოგრაფის მამამთავარი ივ. ჯავახიშვილი როცა იწყებს ქართულ პალეოგრაფიაში კვლევას მართებულ მითითებებს იძლევა. მთვარის და მზის კალენდრის მონაცვლეობა ძველ ქართულ – იბერიულ – კოლხურ წარსულში დადასტურებულია. ეტიმოლოგიური, პალეოგრაფიული, ეთნოგრაფიული კვლევები ბევრ მინიშნებებს იძლევა. აკ. ივ. ჯავახიშვილი შენიშნავს ‘’ასომთავრულში არსებობს არქაული ნიშნები, რომლებიც გამომდინარეა მთვარის ფაზების სიმბოლოებიდან’’. თავდაპირველ საწერ მასალასაც ასე განიხილავს: ‘’მაგარ მასალაზე გამოყვანილი წარწერები ორნაირად იყვნენ ასრულებულნი ან შთაწერილნი ამოჭრილი ასოებით, როდესაც ასოთა მოხაზულობა ჩაღრმავებითა და ამოჭრით იყო გამოყვანილი’’ ივ. ჯავახიშვილი ‘’ქართული პალეოგრაფია’’ გვ. 40. იქვე ‘’აღსანიშნავია, რომ ყველა ერის დამწერლობის უძველეს საფუძვლად კუთხოვანი დამწერლობა იყო’’ გვ. 121. თვით ასოთა მოყვანილობას ასე ახასიათებს ‘’ქართული დამწერლობის ხუცურ – ასომთავრულ ,,“ და ,,“ მოხაზულობას უძველესი სახე აქვს დაცული. ქან-ის შემდეგ ქართულ ანბანში ისეთი ბგერათწყობა იწყება, რომელთა მსგავსი ღან-ის გარდა, არც სემიანთ (სემიტურს) და არც ბერძნებს ჰქონდათ და მარტო ქართული ენის დამახასიათებელია’’ გვ. 226. საინტერესო შედარებაა ასევე: ‘’ქართული სან-ის და დორიელთა ამავე ასოს თავდაპირველი სახელის იგივეობა ცხადი ხდება’’. ‘’ქართველებმა ამ ასოს სახელი სან დორიელებისგან შეითვისეს, ცხადია ამგვარი შეთვისება ისეთ დროს უნდა ვიგულისხმოთ, როდესაც თვით დორიელნი ხმარობდნენ: წიგნებში ხომ არ დაუწყებდნენ ძებნას ქართველები იმ ასოსთვის სახელის მონახვას? ეს გარემოებაც ქართული ანბანის სიძველის მაჩვენებელი უნდა იყოს’’. გვ. 232. დასკვნის აზრიც ასეთია: ‘’ქართული უძველესი ანბანის ბერძნულიდან წარმოშობის აზრი უსაფუძვლოდ და შეუძლებლად გვეჩვენება’’. გვ. 233. ‘’ქართულ დამწერლობას მახლობლობა აღმოსავლეთის სხვა დამწერლობათა შორის სრული მსგავსებით ნათესაობის ან დედნობის გამომამჟღავნებელი არ მოეპოვება’’, იმავე გამოკვლევის გვ. 233.

დღევანდელი გადასახედიდან ანბანის მწკრივთა რიგს ფინიკიურსა და არამეულს როცა ამსგავსებენ სწორი შენიშვნაა, თუმცა ჩვენ არ ვიცით ფინიკიურმა თვითონ მოიგონა ასეთი მწკრივი თუ მათაც აღებული აქვთ წინარე დამწერლობიდან. ‘’წერის ნიშნების წლოვანებას ქიმიკოსი ან ფიზიკოსი კი არ ადგენს სინამდვილეში, არამედ პალეოგრაფი, რომელსაც ცოდნა და თვალი აქვს გამახვილებული მოხაზულობის ხელოვნებაზე’’ მ. ვენტრისი [М.Вентрис.ДЖ.Чедвик. Дешифровка Линейного письма В. Перевод Г.Вариновой 1976.М]. შესაძლოა ასომთავრულის ნიშნებმა სხვა გზა გაიარა გამარტივება მოქნილობის მისაღწევად, ხოლო ფინიკიურ – ბერძნულმა ხაზმა სხვა გზა.

“წერაქვული” ფარული ნიშნების მოხაზულობა აშკარად ფინიკიურსა და კრეტულზეც ძველებულ იერს ამჟღავნებს. ნიშნები რელიგიური იდეის გამომხატველად სჩანან და ინახავენ თავდაპირველი ინფორმაციის ნაკვალევს, ამ თვალსაზრისით ისინი მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროს წარმოადგენენ უძველესი შეხედულებების შესწავლისათვის. მათი იდეური სამყარო მსგავს კულტურულ – ისტორიულ გარემოში ნაკლებად იცვლებოდა, რაც ერთგვარად ხელშემწყობ პირობებს იქმნიდა: ორნამენტებით მკვიდრი გარემო და ჯვართმსახურების კონსერვატიულობა.

გასათვალისწინებელია ერთი გარემოება, “ქართული პალეოგრაფია” [ივ. ჯავახიშვილი “ქართული პალეოგრაფია” 1949.] როცა იწერებოდა მაშინ ჯერ კიდევ არ იყო კრეტულ და იბერიულ ნიშნებზე სამეცნიერული ნაშრომები. ძირითადი კვლევები XX საუკუნის 40-50-იან წლებში ჩატარდა. არამეულის და ფინიკიურის ძირი დამწერლობების მოძიება შუამდინარეთულ, კრეტულ და იბერიულ ხაზოვან ნიშნებში გვიან დაიწყეს. ამ დამწერლობიდან სამეცნიერო დონეზე დამუშავებული და წაკითხულია მხოლოდ კრეტული ,,В” ხაზოვანი დამწერლობა. (ძვ. წ. XIV ს.). დანარჩენის წაკითხვა ვერსიების დონეზე რჩება. კრეტის ძველ მოსახლეობაზე „კლასიკურ პერიოდშიც კი ისტორიკოსები არც თუ იშვიათად იხსენებენ სხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხებს, მაგალითად პელაზგებს და ამასთანავე ძვ.წ. IV საუკუნეშიც კი კრეტის აღმოსავლეთ ნაწილში წარწერები კეთდებოდა არაბერძნულ ენაზე.” [ჯ. ჩედვიქი “მიკენური სამყარო” გვ. 42], რაც შეეხება იბერიულ დამწერლობას იგი აღმოაჩინეს XX საუკუნის 30-იან წლების ბოლოს. თავდაპირველად მიიჩნიეს, რომ ფინიკიურიდან გამომდინარეობდა, მაგრამ კრეტული იდეოგრამების ამოცნობის შემდეგ გააერთიანეს კრეტული და იბერიული ნიშნების (დაახლოებითი მსგავსების) ჯგუფში. იბერიული დამწერლობის წაკითხვას შეეცადნენ მ. გომეს მორენო და პ. ვილაგრესი. 1942 წ.

როდესაც მთაში ნაპოვნი სკრიპტები შეიკრიბა გარკვეული რაოდენობით, აღმოჩნდა, რომ გეომეტრიულ ორნამენტებთან საერთო გენეზისისას გვანან. ხევსურული გეომეტრიული ორნამენტების თავისებურებების შესახებ ბევრი ნაშრომებია, მათ შორის არიან ცნობილი ავტორები გ. ჩიტაია, ვ. ბარდაველიძე, ი. სურგულაძე. ყველა მკვლევარი აღიარებს ერთს, რომ ‘’ეს ორნამენტები საქართველოში ძველთაგანვე იყო გავრცელებული”.

ჩვენ შევადარეთ გეომეტრიული ორნამენტების მოხაზულობა და დასახელება ხმელთაშუაზღვისპირეთის ცნობილ ხაზოვან ნიშნებს, კრეტა – იბერიულ – კვიპროსულ ნიშნებს. უნდა ითქვას, რომ მსგავსება არამარტო მოხაზულობაში, არამედ დასახელების მხრივაცაა. აღნიშნულის გამო, უპრიანია აზრი, რომ ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია. გეომეტრიულ კუთხოვან ორნამენტებს შემორჩენილი აქვს დასახელება. მსგავსებაა მათ შორის, როგორიცაა: ‘’კეხა’’ და ‘’კე’’, ‘’ბორჯღალა’’ და ‘’ბო’’, ‘’ქისტურა’’ და ‘’კი’’, ‘’მარტუღელა’’ და ‘’მ’’, ‘’უღელა’’ და ‘’უ’’. მიახლოებითი მსგავსებაა ‘’კიმხა’’ და ‘’კო’’, ‘’რქაგირგოლა’’ და ‘’გი’’, ‘’მგზავრა’’ და ‘’გე’’, ‘’უნაგირა’’ და ‘’გი’’, ‘’კუერანი’’ და ‘’კუ’’.

ამ მსგავსებაზე რაიმეს თქმა ძნელია. ვინც კი შეუდგება ფარული ნიშნების საშუალებით სიუჟეტურ წაკითხვას ყველაფერი გასათვალისწინებელია. კრეტული და იბერიული ნიშნების დასახელებები შედარებით უფრო გასაგებად აღწერილი აქვს დ. დირინგერს მსოფლიოს ხალხთა დამწერლობების შესახებ (Алфавит) ქვესათაურებში; კრეტა – კვიპროსულ – იბერიული ნიშნები. გვ. 96. სურ. 42, 101, 118, 201.

გეომეტრიული ორნამენტები აღწერილია ს. მაკალათიას ‘’ხევსურეთი’’ გვ.70, ი. სულგულაძის ‘’ქართული გეომეტრიული ორნამენტიკის სიმბოლიკა’’, ვ. ბარდაველიძის ,,ხევსურული ორნამენტიკა’’ და სხვა. ამ შემთხევაში ორნამენტებს და ფარულ ნიშნებს დიფერენცირებულად უნდა მიდგომა და ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ ერთი აზრი ჩამოყალიბდება და გაირკვევა. წერის ნიშნების განვითარება შუამდინარეთულ, კავკასიურ, მცირეაზიულ, ეგეოსურ არეალში უკვე ახლებურად გააზრებას მოითხოვს. ასომთავრულის დალაგებული მწკრივი და მოხაზულობანი მიანიშნებს სხვა წარმომავლობის ძირს შედარებით სომხურ-ალბანურ დამწერლობით ასონიშნებთან. სამართლიანად შენიშნავს აკ. ივ. ჯავახიშვილი. ფარული ნიშნების გამოჩენის შემდეგ ასომთავრულის ისტორია მთლიანად შეიძლება შეიცვალოს. ამჯერად მთავარია გაირკვეს თუ რა კავშირია ასომთავრულს და ფარულ ნიშნებს შორის. საქმეს ართულებს მწირი ინფორმაცია. რელიგიაში განვითარების საფეხურზე გადასვლამ ძველებური დამწერლობის ნიმუშები ამოიღო ცხოვრებიდან, როგორც არა სასურველი სხვა მსოფლმხედველობიდან გამომდინარე. ჯვრის მდგრადი გამოსახულებებიდან ჩანს, რომ სკრიპტები ჯვართმსახურების საკულტო იდეოლოგიას ემსახურებოდა. რამდენიმე მეცნიერის მოსაზრებით ასომთავრულზე წინა დროის ფარული ნიშნები საქართველოს ბარში გაანადგურა არაქართული წარმართული სარწმუნოებების მოძრაობამ. (ქრისტიანობის წინა პერიოდი, ზოროასტრიზმი, გაცი-გაიმი, ზადენი და სხვა).

ისტორიის უკუღმართობამ მრავალი ძეგლი გაანადგურა, მაგრამ შემორჩა შუა საუკუნეების დროინდელი ისეთი ასომთავრული წყობა და უცხო ნიშნები, რომელთა ახსნა რთულია. ძველი ნიშნები თვით მკაცრმა შუა საუკუნეებმაც ვერ ამოშალა ხალხის მეხსიერებიდან. ძველი სკრიპტების გამოსახვა უცდიათ სხვადასხვა სტელის ბაზისებზე და ასომთავრულთანაც. დავით გარეჯი; სოფ. წებელდის ეკლესიის საამშენებლო წარწერა და სხვა. ხევსურეთში და თუშეთში შემორჩენილ ფარულ ნიშნებთან მსგავსებას პოულობს VIII_IX-ს ქრისტიანულ ხატებში და წიგნებში დაფიქსირებული უცნობი სიმბოლოები. მაგ: IX საუკუნის ადიშის ოთხთავის ერთ-ერთ გვერდზე ორ სვეტად ჩამოწერილი ნიშნები ე.წ. “სიმბოლოები” [რ. შმელინგი. “ქართულ ხელნაწერთა წიგნების მხატრული გაფორმება” IX_XI ს. ტაბ. 3 სურ. 2], ასევე XI საუკუნის წმინდა გიორგის ჭედური ხატი “ხიდისთავის წმინდა გიორგი” ფეხზე მდგომი ფიგურა ხელში მახვილით. ტრადიციული ხატწერისთვის მოსასხამით და ორნამენტებით. ამ ორნამენტებს შორის კერძოდ მოსასხამის კალთის არშიაზე შემოვლებულ გაფორმებასა და ზედა ასეთივე ორნამენტებს შორის დატოვებულია ადგილი, სადაც სიმბოლოებია ჩაჭრეთილი. სიმბოლო ნიშნები წარმოშობით ორნამენტებს ნამდვილად არ გავს, იგი გაკეთებულია გავლენით და რადგან ოქრომქანდაკებელმა წმინდა გიორგის მოსასხამზე ამოჭედა ფაქტია, რომ ისინი საკრალურად მიიჩნია. კვადრატი დიაგონალებზე ჩახატული ჯვრით. ჯვრის მხრებს შორის წერტილებია ჩაჭრეთილი. ასევე სამკუთხედები წერტილებით. წერტილები ნიშნების გარეთაც არის გაკეთებული. მსგავსი ნიშნებია საქართველოს მთაში დაფიქსირებული. მკაცრ სისტემურ ქრისტიანულ გამომსახველობაში რახან სიმბოლოები დეკორად მაინც შემორჩენილია, ეს უთუოდ მიმანიშნებელია ასომთავრულის წინარე კუთხოვანი ნიშნების გამოძახილის.

წერაქულ დამწერლობაში, “სკრიპტებში”, შეიმჩნევა განმეორადობა რის გამოც შეიძლება კანონზომიერებაზე (სისტემა) საუბარი. ნიშნები ადგილობრივი წარმოშობისაა თუ შემოტანილია მცირე აზიიდან ან შუამდინარეთიდან, სადაც ასევე ისტორიაში პროქართველურ ენებზე მოსაუბრე ხალხი მოიაზრებოდა. უმეტესი ფარული ნიშნები თავდაპირველი მოხაზულობით უფრო მეტად შუამდინარეთულ იეროგლიფურ სიმბოლოებს გავს, მაგრამ განსხვავდება საინტერესო კუთხით. როგორც ცნობილ შუამდინარეთულ, ეგეოსურ და ეგვიპტურ ნიშნებში გვხვდება ეკონომიურად განვითარებული რეგიონის ატრიბუტები: გუთანი, საზიდარი, ჭურჭელი, თევზი, თასი, ცული, დანა, და სხვა. როგორც ჩანს, ყოველდღიური ყოფის საგნები დამწერლობით სისტემაში სტილიზებულ სიმბოლოებად გადასულა. საქართველოს მთაში შემორჩენილ ნიშნებში მსგავსი არაფერია. სამაგიეროდ ჩანან: ბორჯღალი, მნათობები სხივებით, მზე, წრე, წერტილები, ხაზები, ჯვრიანი წრეები, კლაკნილი, კომეტის ტიპები, სპირალები, ორმაგი წრეები, სამკუთხედი და ზევიდან დანახული დასახლებული ადგილის სიმბოლოები უჯრიანი კვადრატები და სხვა. იქმნება აზრი რომ სკრიპტები კოსმოგონიური წარმოდგენების საფუძველზე წარმოიშვა. დავუშვათ, რომ ადგილობრივი წარმოშობისაა, მაგრამ აუხსნელია საიდან გვანან ერთმანეთს საქართველოს მთიანეთის ფარული ნიშნები შუამდინარეთის წინა ლურსმული და შედარებით გამარტივებული მოხაზულობის კრეტული და იბერიული ხაზოვანი ნიშნები. დამწერლობით ნიშნებში ცნობილია რომ ისტორიის დიდ მონაკვეთზე სტილისტური მსგავსება შეიმჩნევა მაგ: ინგლისელი ორიენტალისტის ა. ვაისმენის მოსაზრებით სიმბოლიკა ,,გუთანი” რომელიც შუამდინარეთში ძვ. წ. 3500 წლით თარიღდება, წარსულიდან მოჰყვება დამწერლობის ნიშნებს და ფინიკიურ თუ ბერძნულ ანბანშიც აირეკლება. ჩვენთან სიმბოლო გუთანის (ქართულად ერქვანის) არარსებობა გაურკვეველია. სავარაუდოა, რომ ჩვენ წინაპრებს სასიცოცხლო მოხმარების საგნები მეორე ხარისხოვნად მიუჩნევიათ კოსმოგონიურ წარმოდგენებთან შედარებით, რაც ინტერესს აღძრავს და ღრმა შესწავლას მოითხოვს.

ჩვენამდე მოღწეული საქართველოს მთიანეთის წერაქული დამწერლობა უცნაურ გამოცანას გავს. გაურკვეველია ერთი ნივთმტკიცება რომელიც ხევსურეთში სოფელ ხახმატშია. ერთ-ერთ ოჯახში (შ. ალუდაური) შემორჩენილია ძველებური მასიური ხის კიდობანი ზედ ამოჭრილია შვიდი ხაზოვანი ნიშანი. 7 ნიშნიდან სამი სიმბოლო გაფუჭებულია ხოლო 4 ნიშანი კიდევ გაირჩევა. კიდობანი საშუალო ზომისაა და ადგილობრივი ნახელავია. საინტერესოა: რა ინფორმაცია დაიტანეს ზედ და როგორ მოაღწია შუასაუკუნეებამდე ძველებური ნიშნების ცოდნამ? ნაკლებ სავარაუდოა მიბაძვით იყოს მხოლოდ გაკეთებული. როგორც ჩანს ამ რეგიონში მთელი რიგი ფაქტორების ურთიერთდამთხვევამ ფარულ ნიშნებს იდეალური გარემო შეუქმნა და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა უზრუნველყო. ვფიქრობთ ნიშნიანი ხის ნაკეთობა ცალკე შესასწავლია. სამწუხაროდ ადრევე არ დაიწყო ამ ნიშნიანი ქვების მოძიება და ფიქსირება, ამიტომ ბევრი დაკარგულად ჩაითვლება.

ხალხური მეხსიერება შეიძლება წარმოუდგენლად ძველ დროს იმახსოვრებდეს. რაღაც მნიშვნელოვანმა მოვლენამ რომელიც უხსოვარ დროს ადამიანზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა, დაილექა მეხსიერებაში და საყოველთაო კუთნილება გახდა. ასეთი ზეგავლენის კვალს შეიძლება მიეწეროს გეომეტრიული პირამიდული ფორმაც. ამ ფორმამ ღვთაებრივი საკრალური დატვირთვა შემოინახა მსოფლიოს ხალხებში. შუამდინარეთში, ეგვიპტეში, ცენტრალურ ამერიკაში, ჩინეთში და კავკასიაში. თუშეთში და ფშავ ხევსურეთში შემორჩენილი პირამიდულ სახურავიანი ნიშები ამის დასტურია. “პრაქტიკული მოსაზრებით ახსნილი ეს ფორმა არ გამორიცხავს საკრალურ დატვირთვასაც” (ვ. ბარდაველიძე “აღმოს. საქართველოს მთიან. ტრად. საკულტო ძეგლები. თუშეთი 1983 წელი”), მათი ფორმა აკლდამებზე და კოშკებზეც გადავიდა. იგივე ფორმა თავისი გვირგვინული წყობით ახლობელია ქართული დარბაზის არქიტექტურასთანაც.

მეხსიერებას შემოუნახავს ძველებური სახით ფარული ნიშნებიც. ერთი ნიშანი რომელიც სავარაუდოდ სალოცავს ანუ ჯვარს მიანიშნებს მეორდება ისეთ კონტექსტში და ისეთ გარემოში, რითაც იმსახურებს განსაკუთრებულ შინაარს. ადგილობრივ ხალხში შემორჩენილი ქვების დასახელებისა და მოხაზულობის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება რამდენიმე ნიშნის ამოცნობა. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე ნიშნის რაობა ემთხვევა ასომთავრულის მოხაზულობას გამარტივებამდელს, ასეთი ნიშნებია: ხარი და , (ხქ), ბორჯღალი და , ფარი ან საფარველი და, ქვეყანა და, ჯვარნი და , მაგალითად კვადრატი დიგონალზე ჩახატული ჯვრით გვხვდება გუდანის ჯვარში. ეს სიმბოლო ნიშანი ადამიანის ფიგურის წინ არის ამოტვიფრული. ადამიანის ფიგურაზე სამჯერ დიდი მოცულობით, ხაზი აქვს გასმული მის განსაკუთრებულ შინაარსს. ქვაზე ერთ ხაზზე ოთხი ნიშანია ამოჭრილი: კვადრატი ჯვრით, ადამიანის ფიგურა ხმლით ორი წერტილით, მნათობის ნიშანი და ხელის მტევნის (მარცხენა) გამოსახულება. მთლიანი იდეოგრამის გაშიფვრა ძნელია მაგრამ კვადრატი დიაგონალებზე ჩახატული ჯვრით მეორდება სხვაგანაც. სოფ. ზენ კისტანის ქვაზე კვეთილობა მრავალ მხრივ საინტერესოა. ქვა ადგილობრივი წარმოშობისაა, ზომით ერთი მეტრი სიგრძის 40 სმ სიგანის 25 სმ სისქის. სიბრტყეზე ამოჭრილია გაფანტულად ნიშან-სიმბოლოები 19 ერთეული. იქმნება შთაბეჭდილებ,ა რომ გვიანდელი პერიოდისაა. ხატოვან-იეროგლიფური ნიშნების საშუალებით ზედ დაპირისპირების ამბავის გადმოცემა უცდიათ. დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჯვარი ფიგურირებს. ერთი ჯვარი ქრისტიანული ჯვარია მეორე ტიპიური ადგილობრივი ფოთლოვანი ჯვარია. გუდანის ჯვართ ქვის მსგავსი ნიშანი აქაც ამოუჭრიათ, ჩანს რომ ეს ნიშანი სალოცავი ჯვართ სიმბოლოა. იგივე ნიშანი სოფ. უკანახოს ჯვართ ფასადზეა ამოჭრილი კვადრატი ჯვრით. თუ კარგად დავაკვირდებით ეს ნიშანი ასომთავრული-ს არქაულ ნიშანს მოგვაგონებს. ჩარჩოში ჩასმული ფარული ნიშნებია: სხივმოსილი ნახევარწრე, წრე და ჯვარი. ასეთი ფიგურებიდან ანუ რთულიდან გამარტივებისკენ მსვლელობა შესამჩნევია. (ასო ნიშნებთან “”, “”, “”) კვადრატი დიაგონალებზე ჩახატული ჯვრით რომ ,,ჯვართ” ნიშნავს ამას მოწმობს პირამიდულ სახურავიანი ნიშებიც. ზედხედიდან დანახული შენობის ფორმა ემთხვევა სიმბოლოს. ქართულ-სთან დაკავშირებით ამგვარ აზრს გვთავაზობს აკ. ივ. ჯავახიშვილი: „ეგების ასომთავრული „ჯან”-ის მოხაზულობა უძველესი სახის შემნახველი იყოს. მაგრამ აქაც ჯერ ჰიპოთეზის გზით არაფრის თქმა არ შეიძლება და მომავალი იმედია მკვლევარს უფრო მეტ მასალას მისცემს. შესაძლოა -ს წარმოშობისთვის მექანიკური თეორიაც კი იყოს გამოყენებული, მაგრამ საიდან გაჩნდა -ს ზედა გასწვრივი ხაზი, ამ თეორიის თვალსაზრისი გაუგებარი იქნებოდა“ [ივ. ჯავახიშვილი „ქართული პალეოგრაფია“ 1949, გვ. 231 ].

ხევსურეთის სოფ. ზემო კისტანის ლოკალური ხასიათის ნიშნებში კიდევ სხვაც საინტერესოა. კვადრატი დიაგონალზე ჩახატული ჯვრით გაერთიანებულია ერთად სიმბოლოში, რომელიც ხელსაწყო გონიოს მსგავსია. ამ სიმბოლოს ორნაირი ჯვარი ადგას, ერთი ფოთლოვანი ჯვარია მეორე ჩვეულებრივი მცირე ჯვარი. სიმბოლოების ამ ჯგუფს უპირისპირდება მარჯვნიდან სხვა სიმბოლოების ჯგუფი სადაც წამყვანია ქრისტიანული ბოლოებგაშლილი ჯვარი წრეში. “გონიოს” მსგავსი იეროგლიფი შიდა სივრცით ცნობილია ლუვიურ იეროგლიფების ჯგუფში სახელწოდებით „ნაგებობა“ [„ლუვიური – იეროგლიფების სამყაროში“ ნ. ხაზარაძე 2006 წ. გვ. 32.], მსგავსი ნიშანი არ ჩანს ხმელთაშუაზღვისპირეთის ხაზოვან ნიშნებში და არც წინა აზიურ ნიშნებში. ასევე ცნობილია რომ ლუვიური იეროგლიფური დამწერლობა გამოიყენებოდა თაბალების და მუშქების ქვეყანაშიც მცირე აზიაში ძვ. წ. XVI-XIII ს. ამ დამწერლობის უძველესი ნიმუში ქიცუვანთას მეფე ისფუთახსუს საბეჭდავმა შემოგვინახა პ. მერიჯი [„Manuale Di Eteo Geroglifico. 1975.] მომავალში ვინც დაინტერესდება ფარული ნიშნების ისტორიით, ამ იეროგლიფის გრაფიკული მსგავსებაც შეიძლება დაეხმაროს.

ზევიდან დანახული დასახლებული ადგილის სქემატური ნიშანია მეორე ნაირი კვადრატები ჩახატული უჯრედებით, ზოგან ოთხი წერტილია, ზოგან სამი. რვა უჯრიანი, ექვს უჯრიანი, ოთხ უჯრიანი კვადრატები. კრიპტოგრაფების და პალეოგრაფების თვალთახედვის მიღმა დარჩენილი ნიშნიანი ქვები ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა უძველესმა ნიშნებმა გამარტივება განიცადეს და საერო დამწერლობა ჩამოყალიბდა. როგორც ავღნიშნეთ წერაქულ დამწერლობაში კრიპტებში ფიქსირდება სხვა ნიშნებიც რომლებიც მეორდებიან და ქვეყნის აღნიშვნის შინაარსის მატარებელს გვანან. მსგავსი ნიშანი შუამდინარეთში დასახლებულ მიწას აღნიშნავს. საუბარია ოთხკუთხედში ჩახატულ უჯრედებზე. უჯრიანი კვადრატი (სვასტიკასთან) ბოლოებ შეხრილ ჯვართან გვერდზე არსად ჩანს რითაც ბადებს აზრს, რომ ეს ორი ნიშანი ერთი და იგივე შინაარსის სახეცვლილებებია, ხოლო უჯრიანი კვადრატი და წრეში ჩამჯდარი ჯვარი გვერდ-გვერდითაა. (შატილის ქვები) ე. ი. სხვადასხვა სახელწოდების ჩანან. ფარული ნიშნები საკულტო მსახურების ტექსტების ნაკვალევს მოგვაგონებენ მაგ: ,,ჯვარო ნათელო, ნათლისაო“, [ს. მაკალათია “ხევსურეთი”] ,,ცეცხლის ბურთვაიანო“, ,,კოპალავ ცეცხლის ლახტიანო“ და გეომეტრიული ,,ფიგურები“ როგორიცაა: ჯვარი წრეში და წრეს ცალმხრივი ხუთი სხივი, ჯვართან წრეები სხივებით. ფარული ნიშნები, რომელიც საქართველოს მთამ შემოინახა, ტრადიციის მიხედვით ატარებს ქართული ენის გადმოცემებში აღწერილ წარმოდგენათა ნაკვალევს. თავდაპირველი საკრალური, რთული ფიგურების გამარტივებული მოხაზულობა დაფუძნებული ჩანს მსგავსებაზე, ე. ი. აქ საუბარია გრაფიკულიდან გამომდინარე შინაარსზე, ხოლო ეს გრაფიკული მოხაზულობა მსგავსებას იჩენს ობიექტურ ფორმებთან ,,ჯვართ’’ ფორმა, ხის, ფარის გამოსახულება და სხვა. ამ საკითხს თუ კი შორიდან შევხედავთ სირთულე ერთი მხრიდან არაა მარტო. მთელი პრობლემა გახლავთ ის რომ ამ განხრით არავინ არ დაინტერესებულა. სკრიპტოგრაფიული კვლევის გამოცდილება ჩვენთან არ მოიძებნება. ჩვენ ვხემძღვანელობთ ისტორიკოსების, პალეოგრაფების, ეთნოგრაფების, ენათმეცნიერების, იბეროლოგების, უცხოელი პალეოგრაფების და სკრიპტოგრაფების შრომების მიხედვით. სკრიპტებსა და ასომთავრულს შორის შეიძლება საერთო მოტივების მონახვა. მხატვრული და გამომსახველობითი ფორმები, როგორც ერთგან ისე მეორეგან საერთო გეომეტრიული ფიგურებია: ჯვარი, წრე, ვერტიკალური ხაზი, კვადრატი. ფარული ნიშნების გამარტივება ასომთავრულისთვის რა პრინციპით მოხდა? რაიმე ისტორიულ მოვლენას ხომ არ ქონდა ადგილი? ამგვარი კითხვების აქტუალობას ქართულ მატიანეში აღწერილი ისტორიული პერიოდი ამტკიცებს. როგორც ვიცით ანბანის შექმნა მიეწერება ფარნავაზ მეფეს “და მან შექმნა მწიგნობრობა ქართული” [“ქართლის ცხოვრება” I]. მატიანეში ჩაწერილი ზოგადი ფრაზა ბევრჯერ გამხდარა მსჯელობის საგანი. ივ. ჯავახიშვილი, პ. ინგოროყვა და სხვა მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ფარნავაზ მეფემ ადრე არსებული ძველი დამწერლობის ნიშნები გამოიყენა ქართული ანბანის შესაქმნელად. “ლ. მროველის თხზულებაში გვხვდება ცნობა ქართული ანბანის გამოგონების დროისა და შემდგენლის პიროვნების შესახებ. მას ქართული მწიგნობრობა ფარნავაზ მეფის შემოღებულად მიაჩნია [“ქართლის ცხოვრება” I]. საყურადღებოა, რომ მეთერთმეტე საუკუნის ქართველ ისტორიკოსს ქართული ანბანი ქრისტეს წინადროინდელ აღმოჩენად ჰქონია წარმოდგენილი” [“ქართ. პალეოგრაფია” ივ. ჯავახიშვილი 1949, გვ. 194] იქვე ე.ი “ქართული ანბანის შემომღებელი და მომპოვებელი იყოო”. მიუხედავად აღნიშნულისა, მოგვიანებით, ზოგიერთებმა მიიჩნიეს, რომ ბერძნულიდან აღებული ნიშნებით და მთვარის სიმბოლური ნიშნებით შეიქმნა ანბანი. ისტორიულად ქართველ ხალხს თუ კი ჰქონდა ფარული ნიშნები (სკრიპტები), საეჭვოა სხვა ხალხის დამწერლობიდან აეღოთ ნიმუშები. მეფე ფარნავაზის ცხოვრებისეული პერიოდია კავკასიის მთებში შეფარება და მძლევამოსილი მოსვლა. “კავკასიას მუნ იზრდებოდა” [ქართლის ცხოვრება გვ. 55.] უფლისწული, რომელიც იძულებული გახდა გახიზნულიყო მისთვის საიმედო ადგილას, ჩამოდის მთიდან გაძლიერებული და პოლიტიკურად კონსოლიდირებული. პოულობს გამოქვაბულში შენახულ განძს, აერთიანებს აღმოსავლეთ და დასავლეთ ქართველურ თემებს, შემოაქვს საერისთაოებით მოწყობილი სახელმწიფო წყობილება, ატარებს რეფორმას და შემოაქვს დამწერლობა. გამოდის რომ საქართველოს ძველ ისტორიაში მეფე ფარნავაზია პირველი პიროვნება, რომელმაც ერთიანობის თესლი ჩააგდო მონათესავე თემების ცნობიერებაში. ფარნავაზთან და ანბანთან დაკავშირებით ერთის თქმა შეიძლება, ანბანისთვის ნიშნების აღება მოხდა ისეთი ჯგუფიდან და ისეთ დროს, რომელიც იყო ცოცხალი და ფუნქციონირებადი. მცირე აზიაში ამნაირი ცოცხალი, მონუმენტური ნიშნები ისტორიულად ფარნავაზის პერიოდში არ ფიქსირდება, მაშინ რჩება ისევ საქართველოს მთიანეთის ძველი საკულტო ყოფის არსებობა [ი. სულგულაძე „ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა“ 1986]. (ღვთაებრივი ასტრალურ-კოსმოგონიური, ნიშან-სიმბოლოები).

საქართველოს ტერიტორიაზე შეკრების და დახარისხების შემდეგ გამოჩნდა ძირითადი 40-მდე ნიშანი, აქედან კრეტულთან და იბერიულთან მსგავსებაშია 30-ზე მეტი ნიშანი. მსგავსებაა ასევე ასომთავრულ ასოებსა და იბერიულ ხაზოვან ნიშნებში. ჩვენ არ ვამბობთ ასომთავრულთან მკვეთრად გამოხატულ გრაფიკაზე, თუმცა ზოგიერთი ნიშნის ზუსტი გამეორებაც შეიმჩნევა, ძირითადად კონსტრუქციული ჩონჩხის მსგავსებებია იბერიულ ხაზოვანთან: ბი და ბ, გი და გ, კე და კ, ტე და თ, ე და ე, გე და იოტა, რი და ფ, დი და ხ, კრეტულ “A” ხაზოვანთან გარეგნულად მსგავსია შემდეგი ასოები: ს, ვ, ქ, პ, ჟ, ღ, შ, ჩ, ჯ, ძ, წ. კრეტული “A” ხაზოვანი გაუშიფრავია, ,,В“ ხაზოვანი დამწერლობის გაშიფვრა მოხდა 1952-1956 წლებში, მ. ვენტრისის, ჯ. ჩედრიკის მიერ.

დაშვება, რომ რაც კრეტულში და იბერიულში ნიშანთა სახელწოდებებია საქართველოშიც ფარული ნიშნები ანალოგიური სახელწოდების იქნებოდა, არ იქნება სწორი. მხოლოდ მიახლოვებაზე შეიძლება საუბარი იმ დონემდე რასაც პროიბერიული ერთნაირი წინაინდოევროპული ენების ფონეტიკური მსგავსება სწვდებოდა [თ. გამყრელიძე. “ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები” თბილისი 1984], (აქ გეომეტრიული ორნამენტის სახელწოდებებიც გასათვალისწინებელია).

ზემოთ აღნიშნულიდანაც ჩანს, რომ ასომთავრულის დახვეწილი ასოები შექმნილია არა ალალბედზე ან ფანტაზიით, არამედ ძველი ნიშნების მიხედვით, უფრო საყურადღებოა ,,“-ს შემდეგი მწკრივის ასოების მონუმენტური მოხაზულობა, რადგან მსგავსი ფონემის ასოები არც ბერძნულში, არც არამეულში და არც ფინიკიურში არ არსებობდა. შემორჩენილ ფარულ ნიშნებში არის კიდევ იდეოგრამები, რომლებიც არც შუა მდინარეთში არც კრეტულ და არც იბერიულში არ გვხვდება: მრავალ უჯრიანი კვადრატები წერტილებით, ბორჯღალი წრიანი შუაგულით, ჯვრიანი წრე ცალმხრივი ხუთი სხივით, ორმაგი სპირალი, ჯვარი ორი ჯვრით და წერტილებით. ჩვენი აზრით მეფე ფარნავაზი იცნობდა ამ ნიშნებსაც, იგი შეხვდებოდა იმ საკულტო მსახურთაც, რომელთაც იცოდნენ ფარული ნიშნების წაკითხვა “არა უწიგნურნი იყვნენ ქურუმნი” – ქართული მატიანე [“ქართლის ცხოვრება” I ].

დასკვნა:

1. ფარული ნიშნები სკრიპტები, საკულტო მსახურთა და ქურუმთა ცოდნის ნაკვალევია, მათი ცოდნა ზოგან მოღწეულია შუა საუკუნეებამდე (ხახმატში ძველებურ ხის კიდობანზე ამოჭრილი ნიშნები). საფიქრებელია, რომ მეფე ფარნავაზის ეპოქაშიც იარსებებდა ფარული ნიშნები;

2. მეფე ფარნავაზის მთაში ყოფნის პერიოდი, საკულტო ფარული ნიშნების ფუნქციონირების პერიოდი და ასომთავრულის შექმნის ისტორიული ცნობა ერთმანეთს ემთხვევა;

3. ასომთავრულის ასოების ძირითადი კონსტრუქციული (ჩონჩხის) აგებულება აღებული ჩანს პროიბერიული ხაზოვანი ფარული ნიშნებიდან, რომელსაც ფლობდა გამორჩეული ქართველი ქურუმობა, ხუცესობა. ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ ბერძნულის და არამეული ასოების გარკვეული გავლენაც არ გამოირციხება.

საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილი ფარული ნიშნები სერიოზულ კვლევას მოითხოვს.

ბიბლიოგრაფია:

1. ი. ჯავახიშვილი ქართული პალეოგრაფია 1949.
2. ქართლის ცხოვრება I
3. თ. გამყრელიძე. ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები. თბილისი 1984 აღმოსავლეთის დამწერლობის ძეგლები.
4. თ. ოჩიაური. მითოლოგიური გადმოცემები აღმოს. საქართველოს მთიანეთში. თბ. 1967.
5. ი. სურგულაძე ქართილი ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა. თბ.1986
6. ვ. ბარდაველიძე. გ. ჩიტაია. ქართლი ხალხური ორნამენტი. თბ. 1939
7. ს. მაკალათია ხევსურეთი. თბილისი 1984.
8. М.Вентрис. Дж.Чедвик. Дешифровка линейного письма В. Перевод Г.Вариновой. М. (Кембридж 1956 )
9. ნ. ხაზარაძე. ლუვიური იეროგლიფების სამყაროში. 2006
10. რ. პატარიძე. ქართული ასომთავრული. 2006
11. I. Gelb. Hittete hierogluphic Monuments Chteago. 1936
12. p. Meriggi. Manuale Die Eteo Geroglifico. parte II.
13. A. Parrot. Archeo logie mesopotaminne. Paris. 1953
14. E. Laroche. Lashieroglyphes hittetes. 1960
15. Г, Комороци. Символике дерева в искустве Древнего двуречых. М. 1967
16. В. Куряндсий. Таины жрелцов, М 2001.
17. В. Домокош. Древни восток (у начал истории писмености) 1979.
18. Э. Клод. Эволуциа писмености, 1940
19. Н, Дъяконова. Таини древних писмености, 1952.
20. А. Оппенхейм. Древнаия Месоротамя, м 1980
21. Н. Флутнер. Култура и искуства двухречя и соседний стран. М 1958
22. В. Истрин Возникновение и развитие рисма, м 1965
23. В. Драчук Сарматские знаки. М 1974
24. В.С. Драчук Системы знаков северного причерноморья. М 1975
25. И. Дунаевская. Язик хетских иероглифов. М. 1969
26. П. Арсанукоев. Чеченские Петроглифи. М. 2000.
27. З. Косудовский Когда солнце вило вогом. М 1982
28. Х. Магомедов. Лезгинское народное зодчества. М 1969

***

George Gigauri

The “secret signs” (scripts) and “asomtavruli”

Summary

Scriptographic signs, found in Georgia, represent the comment character: monumentality, systematicness prospect nature. Their cosmogonical character resembless the symbols of ornaments of Georgian mother pillar mythology preserved in Georgian language. It’s seems secret signs and “typing” symbols used in ceremony of serving of sults are intercommunicational. Theme “secret signs” (scripts) and “asomtavruli” arise a question about Georgian writing, that these secret signs were the main basis of writing. There were astral-cosmogonical symbols in folk mythology and expressions and hieroghyphs of the ancient Georgian writing alike to these symbols became the models of “Asomtavruli”.

It’s seems that signs saved in the territory of Georgia functioned in the middle centuries.

***

Георгий Гигаури

Сктытые символы (скрипты) и Асомтаврули

Резюме

В статье предпринята попытка систематизировать сохранившейся на территории Грузии криптографические (скрытие) символы и даётся их общая характеристика (монументальные, астральные, систематические виды). Космогенический характер скриптов похожи на грузинские основополагающие орнаментальные символы и на сохранившийся в грузинском языке мифологизмы. Во время проведеня куьтовых церемоний печатные символы и скритые символы (скрипты) могут быть взаимосвязанны.

Статья ,,Сктытые символы (скрипты) и Асомтаврули“ ставит вопрос о связи древнегрузинской письменности и скрытих символов. В грузинских мифологических преданях и извояниях немало астрально-космогонических символов.

Функционирование скрытых символов на территории Грузии явно доходило до средних веков.

http://sveticxovelijournal.ge/view.php?id=38

***

“ხევსურების ქვის” პიქტოგრამა

ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში მომუშავე ავტორი _ აპოლონიოს როდოსელი გვაწვდის პირველ წერილობით ცნობას იმის თაობაზე, რომ ძველ სამყაროში რუკები მართლაც არსებობდა.

ეს ცნობა _ კოლხებს ეხება. “არგონავტიკაში” იგი წერს, რომ როდესაც ბერძნებმა კოლხეთში იმოგზაურეს, იმ დროს კოლხებს შენახული ჰქონიათ თავიანთი წინაპრების მიერ ნაწერი კვირბები (ანუ რუკები), რომლებზედაც დედამიწის ირგვლივ სამოგზაუროდ ზღვის და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი იყო ნაჩვენები. როგორც ჩანს, კოლხეთში არსებული ეს “ნაწერი” რუკები, ძალიან ძველი იყო, რადგან კოლხები მათ წინაპართა დანატოვარ რელიკვიებად მიიჩნევდნენ და საგანგებოდ ინახავდნენ.

აპოლონიოს როდოსელი ძვ. წ. III საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი კალიმაქეს მოწაფე იყო და ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა. რადგან მისი “არგონავტიკა” სწორედ ნავიგაციის თემაზე შექმნილი ნაწარმოებია, რომელშიც დაწვრილებით არის გადმოცემული არგონავტების მარშრუტში შემავალი ყველა გეოგრაფიულ პუნქტი, სრუტე, ნავსადგური, მდინარე თუ ზღვა, ამიტომაც საფიქრებელია, რომ მას ალექსანდრიის ბიბლიოთეკის უძველესი არქივები და იქ დაცული ძველი რუკები, კარგად ექნებოდა შესწავლილი.
და რადგანაც კვირბები საქართველოს ტერიტორიაზეა ცნობილი, ისინი სადღაც უნდა იყოს შემონახული.

კოლხები მაღალ კოშკებში ცხოვრობდნენ, ეს ტრადიცია შემონახულია კავკასიონის მთებში – სვანეთში, ხევსურეთში, თუშეთში და ამიტომ ნაწერებიც იქ უნდა ვეძებოთ. (თანაც კიბელას მთავარი სიმბოლო – ქვის მაღალი კოშკია, რომელიც მას თავზე ადგას).

მართლაც. რამდენიმე წლის წინ ხევსურეთში ნაპოვნი იქნა უძველესი პიქტოგრამული ნიშნებით დაფარული ქვის ფილები, რომელთა უმეტესობა სწორედ კოშკებშია ჩაშენებული.

ერთ-ერთ ქვაზე ძალიან საინტერესო კომპოზიციაა გამოსახული. ეს არის აფრიანი ხომალდი, რომელიც ერთმანეთში ჩახატული წრეებით შედგენილი ფიგურისკენ მიცურავს, მის ზემოთ ხელის მტევანია გამოსახული, რომლიხ წინაც მხედრის ფიგურა ხატია, ეს მხედარი თითქოს წინ მიუძღვის ხომალდს.


რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ნახატი? რადგანაც აქ შესაქმის აქტის და ღვთაებრივი ძალის, ნების გამომხატველი ხელი ხატია, უნდა ვიფიქროთ, რომ კომპოზიცია კოსმიურ სფეროს ეხება, და რაოდენ საინტერესოა, რომ სამხრეთ ნახევარსფეროში მართლაც არსებობს ხომალდის საკმაოდ მოზრდილი თანავარსკვლავედი, რომელიც ყველა ძველ ნახატზე აფრიანი ხომალდის სახით არის დახატული, ასევე ძალიან საინტერესოა, რომ მის წინ კენტავრის (ძველად მხედარს ეძახდნენ) თანავარსკვლავედი მდებარეობს, რომელიც მართლაც წინ მიუძღვის ხომალდს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ეს თანავარსკვლავედი სამხრეთ ნახევარსფეროს პოლუსთან არის განთავსებული და პოლუსის მიმართულებით მოძრაობს, ანუ რა გამოდის? ჩვენ ვიპოვეთ კოსმიური რუკის ნაწილი, რომელზეც “პოლუსისკენ” ანუ “ცენტრისკენ” მოძრავი ხომალდია მოცემული? მაგრამ ხომალდი ხომ მეზღვაური კორიბანტების მთავარი სიმბოლო იყო, ისევე როგორც ხელი – დაქტილების? ნუთუ ჩვენ კორიბანტების ძველი რუკა აღმოვაჩინეთ?

მითოლოგიური გადმოცემებით ამ ხომალდს მეორენაირად “კიდობანი” ჰქვია და იგი ბიბლიური ნოეს და ბაბილონელი ქსისუთროსის (იგიევე დევკალიონის) კიდობანს განასახიერებს, რომლის საშუალებითაც გადარჩა ადამიანთა მოდგმა წარღვნის დროს, მაგრამ წარწერიანი ქვის სვეტებიც ხომ წარღვნისგან ცოდნის გადასარჩენად აღმართეს ლამეხის შვილებმა? ეს ქვის წარწერებიც ხომ თავისებურ კიდობნებს განასახიერებდნენ?

კიდობნის სიმბოლო ძალიან საინტერესო დატვირთვას იძენს დოგონების მითოლოგიაში, ამ ინფორმაციის თანახმად ზეციური კიდობანი გააკეთა ჰომოს იპოსტასმა, რომელიც იყო გმირი – ცივილიზატორი, მან მოიტანა თან არა მარტო ყველა საგანი, არამედ თან მოიყვანა ცოცხალი არსებები, ასევე ყველა ხელობა, პირველ რიგში სამჭედლო საქმე, ზეციური სამჭედლოდან მან წამოიღო მზის ნაწილი გახურებული ნაკვერჩხალის სახით და ეს წინაპარი დაეშვა ცისარტყელას მეშვეობით დედამიწაზე და თან მოიტანა სამყაროსეული ახალი სისტემა, ლოგოსის სახით.

(ხევსურულ ტანსაცმელზე იგივე ორნამენტებია, რაც ქვებზეა მოცემული დამწერლობის ნიშნების სახით, ანუ მოქსოვილ ტანსაცმელზე რაღაც ინფორმაციაა გადმოცემული. ტანსაცმელზე “ლოგოსი” – პარალელი დოგონებთან)

სამხრეთ პოლუსი სიმბოლურად ცეცხლს, აქედან გამომდინარე მზე, სიცხეს შეესატყვისება, მაშინ როცა ჩრდილო პოლუსი სიცივის, წყლის სიმბოლოა, (ისევ კვირბის – კერის მოდელი) ამდენად კიდობნით მზის ნაწილის მოტანა სიმბოლურად სამხრეთ ნახევარსფეროდან ხომ არ ხდება? თანაც კირჩხიბის ზოდიაქო ზუსტად ამ პოლუსის აღმნიშვნელია, რადგან მასზე მოდის ზაფხულის მზებუდობა, ანუ ქვაზე გამოსახული ხომალდი, ხომ არ არის კირჩხიბ-კაბირების კიდობანი, რომელიც მზისკენ – ზაფხულის მზებუდობისკენ მიცურავს? მაგრამ ეს სამხრეთი პოლუსი ხომ ასევე ერთ-ერთი კვირბის შესატყვისია სოლომონის ტაძრის ორი ბოძიდან?

ეგვიპტეში კი ეს კოსმიური ხომალდი ოსირისის და ისისის საკუთრებად არის მიჩნეული, რადგან მასთან ძალიან ახლოს მდებარეობს ისისის შესატყვისი სირიუსის ვარსკვლავი (ძაღლის თანავარსკვლავედში) და ოსირისის შესატყვისი ორიონის თანავარსკვლავედი.. დოგონებიც ხომ ამბობენ რომ მათი წინაპარი ამფიბიები სირიუსიდან კიდობნით დაეშვნენ? ნუთუ ეს მართლაც მათი ჰომოს კიდობანია?

ელენე ქურდაძე

იოჰან ჰეველიუსი. ჰიდრას და არგოს თანავარსკვლავედები.

ელენე ქურდაძის სტატიაში მოხსენებული თანავარსკვლავედი ასტრონომიაში “არგოს” სახელითაა ცნობილი, რაც კიდევ უფრო აკონკრეტებს ფარსმის (თუშეთი) პეტროგლიფზე გამოსახული ხომალდის რაობას. იგი ძველი ბერძნებისათვის ცნობილ იმ 48 თანავარსკვლავედში შედიოდა, რომელიც პტოლომეის “ალმაგესტეში” აქვს ჩამოთვლილი. წინათ ეს თანავარსკვლავედი ცის სამხრეთ ნახევარსფეროს უდიდეს ნაწილს მოიცავდა. მოგვიანებით XVIII საუკუნეში ასტრონომებმა ის ძალიან დიდად მიიჩნიეს და 3 ცალკეულ ნაწილად დაყვეს.

არგოს თანავარსკვლავედის თავზე ცაზე განლაგებულია ჰიდრას თანავარსკვლავედი, რომლელსაც შუაში ზურგზე თასის თანავარსკვლავედი ადგას, ხოლო კუდზე ყორანი აზის. უძველეს დროში ქურუმები ფლობდნენ ასტრონომიულ ცოდნას, რომელსაც საიდუმლოდ ინახავდნენ და მხოლოდ განდობილებს გადასცემდნენ. ძველი ეგვიპტელი ქურუმები ამბობდნენ, რომ რაც ხდება დედამიწაზე ის ასახულია ცაზე და პირიქით. ჩვენ შეგვიძლია ჰიდრას თანავარსკვლავედი შევადაროთ ხომლის კლდის მასივს, რადგანაც ხომლი ასევე თანავარსკვლავედს ნიშნავს. ამ კლდეზეა მიჯაჭვული ტიტანი, პრომეთე, რომელმაც ღმერთებს ცოდნის ცეცხლი მოსტაცა და ადამიანებს გადასცა. ეს თასი კი გრაალია – ოქროს საწმისი, რომლის დასაუფლებლადაც მოვიდნენ არგონავტები კოლხეთში. სწორედ მას იცავს ხომლის გაწოლილი გველეშაპი. ხომლის კუდზე დამჯდარი ყორანის თანავარსკვლავედი კი იმ ყორანის სიმბოლოა, რომელიც ღვიძლს უკორტნის ხვამლის კლდეზე მიჯაჭვულ გმირს.

დ. გოგუაძე

 

***

 

ბასკების რიცხვითი სისტემა

ბასკებს ჩვენსავით ოცობითი რიცხვითი სისტემა აქვთ.

ეს არის რიცხვითი სისტემის მაგალითი, რომელსაც იყენებდა ბასკი მეწისქვილე.

***

გიორგი გიგაური

განსაკუთრებული ნიშანი წერაქვულ დამწერლობაში

(სკრიპტოგრამები)

საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილი სკრიპტოგრამების შესახებ გამოქვეყნებულია რამდენიმე წერილი. კვლევის პირველი ნაბიჯია ჩვენი მონოგრაფია “ფარული ნიშნები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში”. სახელდება “ფარული ნიშნები” სკრიპტოგრამების მისამართით პირველად ითქვა ფოტოგამოფენაზე, რომელიც 2007 წლის 10 იანვარს რუსთაველის საზოგადოების დარბაზში გაიმართა. ფარული იგივე დაფარული კავშირშია საკულტო მსახურებასთან და ფართან რომელიც შექმნილია საკრალური სიმბოლოების მსგავსი დეტალებით (ხევსურული ფარი). ხევსურულ ფარზე შუაგულ ადგილს, ტრადიციული გადმოცემით “ხატის გუმბათი” ეწოდებოდა. საბრძოლო ფარის სიმბოლოებით გაფორმება ცნობილია უძველესი დროიდან სხვადასხვა კულტურის ხალხში.

საქართველოში ფარული ნიშნების კვლევის გამოცდილება არ არსებობს. ჩვენ ვხელმძღვანელობთ უცხოელი პალეოგრაფების გამოცდილებიდან და ქართველი მეცნიერების შრომებით, (ი. სურგულაძე, ვ. ბარდაველიძე, გ. ჩიტაია, ტ. ჩუბინიშვილი და სხვა). სამეცნიერო შრომები, რომელიც ორნამენტულ სიმბოლოებს შეეხება საინტერესოა და ბევრი ინფორმაციით საყურადღებო. უძველესი ნიშან-სიმბოლოების შინაარსის გარკვევისას პალეოგრაფები ყოველთვის ძველ გამოცდილებას იყენებენ. ინფორმაციის შემცველი ფარული ნიშნების ჯგუფი, რომელიც გაუშიფრავია და ორენოვანი (ბილინგვა) ნაწერი არ მოიძებნება რთულია. სირთულე უფრო მეტია როდესაც საქმე შეეხება საკულტო მსახურების ნიშან-სიმბოლოებს. პირველ რიგში დასადგენია ნიშნები იდეოგრამულია, ლოგოგრამულია თუ მარცვლოვანი. “განმეორებადი ნიშნები შეიძლება გასაღები აღმოჩნდეს დადუმებული საიდუმლოს ამოსახსნელად”- ასეთი აზრი გამოთქვა რამდენიმე სპეციალისტმა. ჩვენი აზრით, ნიშნების განმეორება დამატებით სირთულეს შეიცავს, პირველი, ხელწერის სხვადასხვაობა, მეორე ნიშნების რამდენიმე შესაძლო შინაარსი. მაგ. შუამდინარული (შუმერული) იდეოგრამები რომლებიც გარეგნულად ფარულ ნიშნებთან მსგავსია, ხშირად ერთი და იგივე ნიშანი სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელით იყო გამოყენებული. შეიძლება პირიქით, ერთ ნიშანს ზოგჯერ რამდენიმე სახელი ჰქონდა, მაგ. შუმერული იდეოგრამა ისარი “სიცოცხლე” და მარცვლოვანი გამოთქმა “ტი”. ეგვიპტური იეროგლიფი წერტილიანი წრე “სინათლე” და მსგავსი თვალის იეროგლიფით ..ღმერთი რა” გამოისახებოდა.

განმეორადი ნიშნები, რომელიც გვხვდება ორჯერ, სამჯერ და მეტჯერ ძირითადად საკულტო ტაძრებზე და ციხე-კოშკებზეა შემორჩენილი. გეომეტრიული ორნამენტების სახელწოდებები საინტერესოა იმდენად, რამდენადაც გარეგნული მსგავსება ფარულ ნიშნებთან შესამჩნევია მაგ. “კვერანი”, “ბორჯღალა”, “ვარსკვლავა” და სხვა. დაფარული შინაარსის ნიშან-სიმბოლოთა გამოყენების ტრადიცია რომ არსებობდა, ამას ადასტურებს “საჭვრეთლები”-ს არსებობა, რომელიც დღეობებში გამოიყენებოდა. “საჭვრეთლებით” გაფორმებული ქადები ან პურ-საწირები ჯვარ-სალოცავებში ილოცებოდა. ჩანს რომ მხოლოდ გამომსახველობითი ნიშნები არ იყო დაფარული. ხევსურულ ხუცობებში შემორჩენილი ზოგიერთი ტერმინი ან მთელი წინადადებებიც დაფარული ქარიზმული გამოთქმებით არის გაწყობილი მაგ. “მზეი მამარწყვილებულა”, “სახელითა სარხილისითა”, “მზის მყოლი ანგელოზი”, ” მწარე ახსნა სულნი ჩვენნი, აუტივნა ტილონი ან ხილო ამ შტოლოებაო სარწმუნოებაო” და სხვა.(ალ. ოჩიაური. “ქართული დღეობების კალენდარი”). ხუცობის ტექსტების შეფარული ტერმინოლოგია რომელიც “ჯვარის ენის” ლექსიკონსაც შეიცავს, მსგავსია ფარული ნიშნების საკრალურ ხასიათთან.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ფარული ნიშნები ქართულ კულტურას რომ მიეკუთნება აშკარაა, რადგან ასეთი იდეოგრამები ქვებზე მთელ საქართველოს ტერიტორიაზე მეტნაკლები რაოდენობით გვხვდება. ხევსურეთში და თუშეთში შემორჩენილი ფარულ ნიშნების მსგავსი დეკორატიული გეომეტრიული ორნამენტიკა ასევე ზოგად ქართულია (სახელწოდებებიც ასევე ზოგად ქართულია). პირაქეთ ხევსურეთის სოფელ ბლოს შემორჩენილი კრიპტოგრამებიანი ქვა რამდენიმე ფაქტით იქცევს ყურადღებას. ქვა დიდი ზომისაა და მდებარეობს “მუხის წმინდა გიორგის” ჯვარსალოცავის დარბაზის კართან. სოფ. ბლო დღესაც საავტომობილო (სამარხილო) გზის გარეშეა და ქვის მიტანა სხვა ადგილიდან გამორიცხულია. ჯვარ-სალოცავი სადაც ქვა ინახება უხსოვარი დროიდან, ტრადიციული საკულტო ძეგლებით არის ცნობილი. სოფ. ბლოს 1926 წლის აღწერით 111 ადამიანი ცხოვრობდა. გამორიცხულია ძველ ხუცესებს არ სცოდნოდათ კრიპტოგრამების შესახებ.

პირაქეთ ხევსურეთის სოფელ ბლოში დაცულ ფარულ ნიშნიან ქვაზე ჩანს ხე და ოთხწერტილიანი ჯვარის გამოსახულება, რომლის შესახებ კიდევ გვექნება საუბარი. ჩვენ გვინდა კონკრეტულად გამორჩეულ, განსაკუთრებულ ნიშანზე, წერტილებიან ჯვარზე ვიმსჯელოთ. ფარულ ნიშნების მიმართ კვლევა თუ არ წავიდა, მათი არსებობა გვერდზე ჩაგვივლის და დაგვეკარგება სამუდამოდ. მსჯელობა რომ პროფესიონალურ დონესთან მიახლოებული იყოს, ჩვენი აზრით აუცილებელია სიმბოლოების ისტორიას გავეცნოთ. ამჯერად ინტერესის სფეროა ჯვარი წერტილებით (ოთხწერტილიანი ჯვარი) იდეოგრამა თუ იეროგლიფი მიახლოებით რომ გავიგოთ აუცილებელია საერთო სურათის წარმოდგენა.

რა სახელწოდებით გამოიყენებოდა ლოკალური ნიშანი. საერთო სურათია: შუამდინარეთული, ხმელთაშუაზღვის აუზის და მცირე-აზიის უძველესი პიქტოგრამების მიხედვით ოთხკუთხედით (კვადრატით) გამოისახებოდა სახლი ან საცხოვრისი, ანდაც საკულტო ნაგებობა (ოთხკუთხედში დიაგონალზე ჩახატული ჯვარი). წრე ან წრის დახმარებით გამოსახული იდეოგრამა ხშირად თვალის, ცის ან ზეციური სამყაროს აღმნიშვნელი იყო. ერთი და იგივე გრაფიკული ხაზოვანი ნიშანი, სხვადასხვა სახელწოდების ჩანს სხვადასხვა ხალხთა კულტურაში, მაგრამ მისი თავდაპირველი პიქტოგრაფიული (ხატოვანი) სახელი ყველგან ერთნაირია. “ჩვენ ვხედავთ რომ უძველეს ხალხებს ჰქონდათ ერთნაირი ფორმა რაიმეს გამოხატვის” (იან დევიდსონი. უძველესი პიქტოგრამების მკვლევარი. ნიუ ინგლენდის უნივერსიტეტის პროფესორი).

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შემორჩენილ ფარულ ნიშნებში განსაკუთრებულ ფიგურად ჯვარია წარმოდგენილი ოთხი წერტილით. ძირითადად სტატიურად მდგარი ჯვარი მხრებს შორის ოთხი წერტილით, ან ორი ან ხუთი ამოკვეთილი წერტილებით. ასომთავრულში დაცული უძველესი მოხაზულობის ასოები, რომელიც არც ბერძნულში და არც არამეულშია ყურადღებას იქცევს ფარულ ნიშნებთან მსგავსებით. ამ შემთხვევაში ასომთავრულის “წ” და “შ”-ს მოხაზულობაა ჩვენთვის საინტერესო. ვერტიკალურ ხაზთან ორი ნახევარწრით შექმნილი ასო აშკარად უძველესი იეროგლიფური (კრიპტოგრამული) ნიშნების გამარტივებულ სახედ შეიძლება ჩაითვალოს.

ოთხწერტილიანი ჯვრის იდეოგრამაც უძველესია. მისი ადრინდელი სიმბოლიკა მკლავებმოხრილი წერტილებიანი ჯვარია. მკლავებმოხრილი ჯვარი (სვასტიკა) საქართველოში მტკვარ-არაქსის პერიოდს (ძვ.წ. III ათასწ) მიეკუთნება. კუთხედებით შექმნილი ასეთივე შუმერული სიმბოლოც ძვ.წ. III- IV ათასწლეულისაა. ანატოლიის ტერიტორიაზე 8000 წლის უკანდელი სვასტიკის მსგავსი გამოსახულებაა ნაპოვნი. ბოლოებმოხრილი ჯვარი წერტილებით გვხვდება ხარაპულ დამწერლობის ნიშნებშიც (მოხენჯოდაროს დამწერლობის ნიშნები გაუშიფრავია). ძვ.წ. II ათასწლეულის პერიოდისაა სვეტამბარული ბოლოებმოხრილი ჯვარი წერტილებით. ჯაინიზმის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლიკა წარმოდგენილია ორი ფიგურის შეერთებით. სვასტიკა ოთხი წერტილით და თავზე შუმერული “ზეციური ნავის” მსგავსი ფიგურა. მათ შორის წერტილებია და წერტილებს თავისი სახელწოდებებიც აქვთ ინდურ ენაზე .მაგ. “სამყოფელი განთავისუფლებული სულის”, “მართალი ცოდნა”, “არსებული ზეცა”, “დადებითი ადამიანური”, “არსებული ცხოველური”, “არსებული ქვესკნელური”. სვასტიკა სანსკრიტულად “კეთილად მყოფადი” -ს მნიშვნელობითაა.

ჩანს რომ სხვადასხვა მნიშვნელობით არსებობდა, იმის მიხედვით თუ საითკენ იყო მოხრილი მკლავები. მკლევარების მიერ გამოთქმულია აზრი რომ ხარაპული დამწერლობის ენა, რომელიც დღემდე გაუშიფრავია, შესაძლოა უძველეს ინდოეთის (სინდი) ტერიტორიაზე შემორჩენილი კრიპტოგრამების დედა ენა იყო. წინაინდოევროპული ენის გარკვეული ნაშთები მოიპოვება დღევანდელ დრავიდულ ენაში (სამხრეთ ინდოეთი). ანალოგიურად ეგვიპტის ქუშიტურ, კოპტურ და ბერბერულ ენების, რომელშიც შემორჩენილია “მთელი რიგი ძირი ფენა უძველესი ენისა” (ჰ. შუხარტი).

ვერსია რომელსაც სკრიპტოგრაფები გვთავაზობენ შემდეგია: ბოლოებმოხრილი წერტილებიანი ჯვრიდან (სვასტიკა) მიღებულია ჩვეულებრივი ჯვარი წერტილებით. სიმბოლიკიდან წარმოშობილია დამწერლობის ნიშნები. ასეთი აზრი საფუძველმოკლებული არ ჩანს, მაგრამ აქაც ბევრი საკითხია ბურუსით მოცული. ხეთურ-ლუვიურ დამწერლობის ნიშნებში ჯვარი ოთხი წერტილით იშვიათად გვხვდება და მისი სემანტიკური მნიშვნელობა გაურკვეველია (დეტერმინატივი არ აქვს). ხმელთაშუაზღვის აუზის ტერიტორიაზე უძველესი დროის ასეთი სიმბოლიკა იშვიათად სჩანს. გამონაკლისია ეგვიპტური, კრეტული და ეგეოსური კულტურა (ტროა). ჯვარი მხრებს შორის ოთხი წერტილით ხშირად ფიქსირდება მცირე-აზიის ძველ ტერიტორიაზე. ფრიგიულ კერამიკაზე ძვ.წ. VIII ს. (გ. აკურგალი “ფრიგიული კერამიკა” 1953). საქართველოში, კერძოდ კახეთში აღმოჩენილია, ზომორფული ფიგურა (ძვ.წ. 9-10 ს.). ბრინჯაოს ირემის გვერდებზე გამოსახულია სვასტიკა და სიმბოლო-სკრიპტოგრამა ანალოგიური რაც ხევსურეთში და თუშეთშია (არქეოლ. ნივთი დაცულია სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). ჯვარი ოთხი წერტილით ხშირია ადრექრისტიანულ ტაძრებზე კაბადოკიის ადგილებში (დღევანდელი თურქეთი), როგორც დეკორატიული გაფორმება. ჩანს რომ სკრიპტოგრამული ნიშანი გადმოსულია ადრე ქრისტიანულ დეკორში და სიმბოლიზირებულ ორნამენტიკაში. საქართველოში ადრე ქრისტიანულ ტაძრებზე ვხედავთ წერტილებიან ჯვრებს მაგ. დმანისის სიონის ლაპიდარულ წარწერაში. სოფ. ხცის ტაძრის წარწერაში, სოფ. წებელდის საამშენებლო წარწერაში და სხვა. ოთხ წერტილიანი ჯვრის პრინციპზეა აგებული რამდენიმე ქართული ადრე ქრისტიანული ტაძრის საფუძველი მაგ. მცხეთის ჯვრის საძირკვლის გეგმარება, ტაო-კლარჯეთში ბანას ტაძრის საძირკვლის გეგმარება და სხვა. ქრისტიანულ წიგნებში მაცხოვრის სიმბოლოა ოთხ წერტილიანი ჯვარი.

სამცხე-ჯავახეთში შემორჩენილია ბევრგან ტაძრის ქვებზე ოთხ-წერტილიანი ჯვრის გამოსახულება მაგ. საფარის ტაძარზე. სოფ. რკონის ქრისტიანული ტაძრის ჯვრის ორნამენტიკა, სიმბოლოებით გამოსახული, შინარსობრივი კომპოზიციაა. ოთხი დეკორატიული ფიგურიდან ორი ერთმანეთის მსგავსია, ხოლო ქვედა ორი ფიგურა სხვადასხვაა. რკონის ქრისტიანული ტაძრის გაფორმება ჯვარი ოთხი ფიგურით შესაძლოა უძველესი სემანტიკის ტრადიციულ გამოძახილს წარმოადგენს. საყურადღებოა სოფ. წილკნის IV საუკუნის ტაძარის სიმბოლო-ორნამენტები. და სოფ. ბავრის (ახალქალაქი) მართმადიდებლური ტაძრის სიმბოლოები. ამ უკანასკნელში საკურთხეველში აფსიდის ქვაზე შემორჩენილია სვასტიკის ტიპის ნიშანი. კვადრატში ჩასმული ოთხწრიანი ჯვრის პრინციპზე ჩანს ქართული ასომთავრულის კანონზომიერების მხატვრული საფუძვლიც. მკვლევარები ე.წ. “კვადრატის პრინციპებს” უწოდებენ. სკრის ხეობაში სოფ. კოშკების “ღვთისმშობლის” ეკლესიის გეომეტრიულ ორნამენტებში (ჯვართან) ჩართულია ასტრალური სიმბოლო-კრიპტოგრამები. სავარაუდოდ ადრექრისტიანული ტაძრები შენდებოდა წინაქრისტიანული სალოცავების ადგილზე და უძველესი სიმბოლოები გადმოსულია ქრისტიანული ძეგლების გაფორმებაში, ასეთია სპეციალისტების აზრი. წერტილოვანი ჯვარიც ერთ-ერთი მათგანია. ჯვრის წერტილები რომ სხვადასხვა შინარსობრივ დატვირთვას შეიცავდა, ამას ადასტურებს ძველი ინდური სვეტამბარის ოთხწერტილიანი მკლავებმოხრილი ჯვრის მნიშვნელობა. ქართველი, ორნამენტის სიმბოლოების კვლევის, სპეციალისტები ოთხწერტილიან ჯვარს მიაკუთნებენ, მზის ოთხი მდგომარეობას ან ქვეყნის ოთხ მხარეს (ი.სურგულაძე).

ფარულ ნიშნებში ოთხწერტილიანი ჯვარი გამოსახულია სხვადასხვა ასტრალური მნათობების გვერდით, რომელიც ზოგჯერ წრეებით იცვლება და მისი მზის სიმბოლოდ გაგება გაჭირდება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ჯვარი ოთხი წერტილით არც მზეს, არც დედამიწას, არც მატერიალურ სამყაროს არ ასახავს, იგი უფრო მნიშვნელოვანი შინარსის მატარებელია. ჩვენი აზრით ადრე ქრისტიანულ წიგნებში და

ლაპიდარულ წარწერებში მაცხოვრის ერთ-ერთი სიმბოლიკა ოთხწერტილიანი ჯვარი გადმოსულია წინაქრისტიანული ღვთისმსახურების (ჯვართმსახურების) სკრიპტოგრამებიდან. ადრე შუასაუკუნეების ღვდელთმსახურებმა შესაძლოა იცოდნენ მიახლოებით მაინც ამ სიმბოლოს უძველესი სახელწოდება. ქრისტიანობის დამკვიდრების შემდგომ მიიჩნიეს რომ წერტილოვანი ჯვარი მიესადაგებოდა მაცხოვრის სახელსაც. წარმოიშობა პრინციპული კითხვა, რას ნიშნავდა ქართულ სამყაროში ქრისტიანობამდელი ფარული ნიშანი: წერტილოვანი ჯვარი?.

იდეოგრამის შინაარსი მიახლოებით რომ ამოვიცნოთ, სხვადასხვა დროის, სხვადასხვა ხელწერის ანალოგიური ნიშან-სიმბოლოები უნდა ინახოს. სხვადასხვა ხელწერა ზოგჯერ ხსნის დაფარულ შინარსს. სხვადასხვაგან განმეორებული იდეოგრამა შეიძლება ისეთ დამატებით ფორმებს გამოსახავდეს, რომლის პირდაპირი ხასიათი გამოჩნდეს. უძველეს შუმერულ თიხის ფირფიტებზე და ცილინდრებზე გვხვდება ოთხწერტილიანი ჯვარი რომელიც ასევე გაუშიფრავ ტექსტებს შეიცავს. ქართული ენისა და უძველეს შუმერულ ენაში მსგავსი სიტყვების შესახებ ბევრი თქმულა და დაწერილა. ჩანს რომ მხოლოდ არა მარტო ენაა მსგავსებაში არამედ ფარული ნიშნებიც ურთიერთმსგავსნია. ამიტომ შუმერულ ტექსტებში მოხსენიებული ასტრალური სიმბოლოების და ღვთაებების სახელებში შეიძლება “გასაღები” აღმოჩნდეს. ასტრალურ-კოსმოგონიური სიმბოლოები ფარულ ნიშნებში წამყვანია. ასტრალური სიმბოლოები ყველა მოძრაობას ასახავს: წრიული, სპირალური, გვერდითი და სხვა გასხივებული დისკები. ქართული დედაბოძის დეკორატიულ გამომსახველობაში “ღვთაებრივი” ნიშნები სწორედ ასტრალურ სიმბოლოებს ეწოდებოდა. ასტრალური ყველა სიმბოლო რადგან მოძრაობის ამსახველია, მაშინ წერტილოვანი ჯვარიც უძრავ მდგომარეობის მნიშვნელობას ნამდვილად არ ასახავს. მაშინ რის მოძრაობას ასახავს? ხევსურულ საბეჭდავებში, რომლებიც იმეორებენ ფარული ნიშნების ფორმებს, გვხვდება კიდევ ერთი სიმბოლო, ჯვარი ოთხი წერტილით, რომელიც განსხვავდება იმით რომ წერტილებს “კუდები” აქვთ და ბოლოები მიმართულია ნაპირებისკენ (მოძრაობენ შუაგულისკენ). საბეჭდავები ჩანს ადრე ბევრი იყო და სამწუხაროდ დაიკარგა და განადგურდა უმეტესობა (კომუნისტური პერიოდი). მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა მუზეუმებში და ეთნოგრაფიულ სამხარეო მუზეუმში სწორედ ასეთი ორნამენტიანი საჭვრეთელია (საბეჭდავი). ხის საჭვრეთლები ტრადიცის მიხედვით მოდიოდა. მასზე გამოსახული სიმბოლოები ჩანს რომ უფრო უძველეს ფორმებს ინახავდა და ქვის ფარულ ნიშნებთან შედარებით გამარტივება, დახვეწას ნაკლებად ექვემდებარებოდა. ოთხ წერტილიანი ჯვრის მსგავსია ასევე უძველეს შუმერული ერთ-ერთი სიმბოლიკაც, რომელიც შემდეგნაირია: ჯვარი (წრეებით) მრავალწერტილებით. ჯვრის მხრებს შორის არა ოთხი წერტილია, არამედ თორმეტი. თითოეულ მხარეს 3-3 წერტილია მწკრივზე განლაგებულნი. შუაგულიდან ნაპირებისკენ მიემართებიან წერტილები,

ისეთნაირად რომ თითქოს მოძრაობის მაჩვენებელია. ანალოგიური ნიშანი ჩანს ტროას გვიანდელ არქეოლოგიურ ნივთზეც. თუშეთის ფარულ ნიშნებში ჩანს სხვა ხელწერის ტირეებიანი ჯვარი. ყველა ეს ნიშნები ვიზუალურად მოძრაობის ამსახველია. მოძრაობა არა გვერდულად, არამედ შუგულისკენ, პირდაპირ სიღრმისკენ. ხევსურეთის სოფ. ზენკისტანის ქვაზე ოთხკუთხედში დიაგონალებზე ჩახატული ჯვრის თავზე ფიქსირდება სწორი ჯვარი წერტილებით. ზევითა ჯვარი უმთავრესია (ზეციურია) ამ შემთხვევაში. ფარულ ნიშნებში ჩანს რვატოტიანი ვარსკვლავა წერტილებით და წრეებითაც. ხევსურეთის სოფ. ბისოს სალოცავის კარის გვერდით ქვის ნიშანი რომელიც ნახევარწრეებით განკერძოებულია და ცალკე საკვლევი თემაა. თუშეთის სოფ. ჰეღოს ქვაზე წერტილოვანი ჯვარი წრით ფიქსირდება.

იბერიულ დამწერლობაში (ძვ.წ. 5 ს) სადაც ორი წერტილი რამდენიმეგან ჩანს, ფარულ ნიშნებთან ბევრი მსგავსებაა. საინტერესოა რომ “კო” მარცვალი ორ წერტილიანი ჯვარია. “კო” მარცვლად იკითხება მეორენაირი ნიშანიც: ორი სამკუთხედი წვეროებით მიერთებული. იბერიული დამწერლობის წარმომავლობა ბოლომდე გარკვეული არაა და მისი გაშიფრაც ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. იბერიული ტექსტები წაიკითხეს მ.გ. მორენომ და პ. ვილაგრესმა “კო” მარცვლის გარდა ჩვენთვის საინტერესოა სხვა ნიშნებიც, სადაც ქართულ ორნამენტის ფორმებსა და დასახელებებს შორის ჩანს მსგავსებები მაგ. “ბორჯღალა” და “ბო”, “დედამიწა” და “დე”, “კვერანი” და “კუ”, “შატა (ჯვარი) და “ტა” და სხვა. სამკუთხედი წვეროებით ერთმანეთთან დაკავშირებული, უძველეს შუმერულ იდეოგრამებში “კავშირის” სახელითაა. ასევე რვატოტიანი ვარსკვლავა “ღმერთის” სახელით. უძველეს შუმერულ ტექსტებში გვხვდება საინტერესო სახელწოდება “ღმერთის კარი”, “ცის კარები”(ქა-დინგირ-რა). აშკარაა რომ რომელიმე ასტრალური სიმბოლიკა სწორეთ “ცის კარები”-ს აღმნიშვნელია ..

საქართველოში, კერძოდ ხევსურეთში ღვთისმსახურების უძველესი ტექსტებია დღემდე მოქმედი. გვხვდება “ღვთის კარის” და “ცის კარის” ურთიერთმონაცვლეობის ფაქტები. მაგ. “ჩემ სიტყვა ღვთის კარზე (მეორეგან ცის კარზე) აიტანეთ, მადლი მამითხოვეთ” ….”სადიდებლები” (ხ. მამისიმედაშვილი). ” ღვთის კარი” იგივე “ცის კარია” იგივე ” წმიდა კარი” და საერთოდ სიტყვა “წმიდა” გამავალ “კარსაც” აღნიშნავდა, ჩვენი აზრით. კარი ანუ გასასვლელი სხვა სამყაროში, სხვა სიღრმეში. ქართულ ენაში ბევრი სიტყვა თუ ტერმინი საკრალური, უძველესი მნიშვნელობის ნაკვალევს ატარებს. სიტყვა “ცისკარი” დღეს განთიადს ჰქვია, შესაძლოა ადრე “ჯვარის ენიდან” იყო და “ცის კარებს” აღნიშნავდა. ამ დროს “წმიდა” ღვთისმსახურების ტერმინია და მეორენაირად მცირე (უწვრილეს) მოცულობის ხაზსაც აღნიშნავს (წვრილი იგივე წმიდა. ს.საბა). ჩვენი აზრით, “ცისკარი” გასასვლელია სხვა განზომილებაში და მითოლოგიურ გადმოცემებში “წმიდა კარი” იგივე “ღვთის კარია”. ხევსურულ ლექსიკონში წმიდა წვრილის აღმნიშვნელია (წმიდა თმა). სიმბოლიზირება ტექსტების ან ტექსტების ნაკვალევი ფარულ ნიშნებში, ჩვენი აზრით გამორიცხული არ არის. “სამყაროს შორის არსებული, საზღვრის სიმბოლიზმი ემყარება კოსმოგონიურ სისტემას, მომდინარეობს მისგან და ქმნის სამყაროს ხატს ტაძრებისას”. “ამგვარად ტაძარი სამყაროს ხატია, ხოლო ტაძარი და მისი კარი, ფუნქციებიდან გამომდინარე, ერთმანეთის იდენტურია, რამდენადაც ორივე, კოსმოგონიური სიბრძნის გამტარად ითვლება”. (ნ. აბაკელია). “ანუ ეს ის ადგილია, რომელიც შეესაბამება თაღის “თვალს”, ხოლო, ეს უკანასკნელი კი მიჩნევა “სამყაროს ღერძის” ზედა ბოლოდ- “კარებად”, რომლის მეშვეობით ხორციელდება გასვლა კოსმოსში”. “ღვთის კარზე ამოსული მირონმდინარე ხის ხატება სამოთხის ხატების მიმანიშნებელია. ადგილობრივი სიმბოლიზმის მიხედვით, ზემოთ ჩამოთვლილი იეროფანით მიღებული “ღვთის კარის” სიმბოლიკის მატარებელი ობიექტები თავიანთი ფუნქციებიდან გამომდინარე, შეიძლება ჩაითვალოს სხვა სამყაროში “გარღვევის” ადგილებად, რომელთა მეშვეობით ხდება გადასვლა ჟამიდან უჟამობაში” (ვ. ბარდაველიძე). ზემოთ აღნიშნული დმანისის სიონის ლაპიდარულ წარწერაში მაცხოვრის სიმბოლო ოთხწერტილიანი ჯვარი შეიძლება “სიღრმეში” გასვლის (წმიდა კარი) უძველესი სახელწოდებიდან მომდინარეობდეს, “მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს”. იოვანეს სახარება. 10 თავი. “ღვთის კარი”, “წმიდა კარი”, “ცის კარი”, “წმიდა” შეიძლება სწორეთ ასეთი შინაარსი ჰქონდა უძველეს ქართულ სამყაროში ფარულ ნიშანს, რომელიც ოთხწერტილიანი ჯვრის სახით მოვიდა დღევანდლამდე. ორი წერტილით გამოსახულია ხმალი რომელიც ანთროპომორფულ ფიგურას უკეთია. იხ. “ფარული ნიშნები”. სალოცავის და ციხე-კოშკების კარების თავებზე ან გვერდით გამოსახული წერტილებიანი ჯვარი განსაკუთრებულია. კონკრეტულად, ხევსურეთის სოფ. ბლოს სალოცავის კართან აღსანიშნავია ქვის ნიშნები.

პირაქეთ ხევსურეთის სოფ. ბლოს სკრიპტოგრამიანი ქვა დაცულია ჯვარ-სალოცავის დარბაზის კართან. ქვა საკმაოდ დიდი ზომისაა და მასთან დაკავშირებით არსებობს გადმოცემა: “გიგაი და ანთა (თავისი მოძმე) როცა მოსულან ბლოს საცხოვრებლად, ანთანი ქვევით წყლის პირზე დასახლებულან, სადაც ეხლა ჯვართ დარბაზნი. გიგა ზემოთ დასახლებულა სადაც ეხლა გიგაურთ სახლებია. სალოცავი ჭიშეღით მისულა. დარბაზი ადრე აქეთ იყვ, გზისკე. ეგ ქვა ადრეაც კართან, სკამად იდვავ. წინავ ძალიან წმიდად უცხოვრავ ჯვარის მსახურთ და ყოფილ ერთი წმიდა მედროშაე ანთაური მგელა. მამკვდარ ეს კაცი და მაგ ქვაზე ყოფილ დაუსვენებულ სამ დღე, გაცოცხლებულ იქავ. მაგ ქვაზე რადაღ იყვ დასვენებულ აღარავის ახსონს. ძალია ძველ ამბავი. სალოცავის დარბაზი გვიან გადატანილი დღევანდელ ადგილზე. ეგ ქვაიც

ეტყობ ომიკათ გიგიაის გადატანილი და იმაად დაწერ თავის სახელი. ჯვართან სკამად დადებულ ქვაზე რო ნიშნებიი, არავის ახსონს, რა როდინდელი. ყურადღება არავის მიუქცევავ.” (ინფორმაც. ადგილობრივი მცხოვრები ჩაჩაურ გიგაური 75 წლის). ქვაზე 5-მდე იდეოგრამაა გამოსახული. ხუთი ნიშნიდან ერთი აღარ შეიცნობა (წაშლილია). ნიშნები ქვის გვერდზეა ამოკვეთილი და საკმაოდ ძველია.

ჯვარი ორი წერტილით, ოთხკუთხედი გაურკვევლად, ტოტებგაშლილი ხე, ჯვარი ოთხწერტილით და ვერტიკალურ ხაზზე ჰორიზონტალურად გადამკვეთი ორი ხაზი. ფარულ ნიშნებს მიმატებული აქვს გვიანდელი წარწერა “გიგია” “1934”. სალოცავის სახელია “მუხის წმიდა გიორგი”, რომელიც უხსოვარი დროიდან არსებობს და კონკრეტული საგვარეულოს ძირძველი წმიდა ადგილია. სალოცავში დაცულია მკვრივი და დიდი მუხის ხეები. ქვის ფარული ნიშნები თუკი შეესაბამება სალოცავის სახელწოდებას, მაშინ ეს საკითხი სიღრმისეულად გამოსაკვლევია. მარცხნიდან პირველი და მეორე იდეოგრამის შესახებ არანაირი ვერსია არ გვაქვს, ხოლო მომდევნო ფარულ ნიშნებში ხის სიმბოლო ძალიან გავს “მუხის” გამოსახულებას, მის გვერდით ოთხწერტილიანი ჯვარია. რაც შეეხება “წმ. გიორგის” გამოსასახავად “საქართველოში ვხვდებით, სადაც თითქმის ყველა წმიდა ხე ან ტყე წმ. გიორგის სახელს უკავშირდება”. “წმ. გიორგის სახელწოდება ენობრივი თვალსაზრისით განხილული აქვს ნ. მარს და სახელდობ მუხასთან აკავშირებს” (ვ. ლომაია, ვ. ბარდაველიძე). ვერტიკალურ ხაზზე გადამკვეთი ორი ჰორიზონტალური ხაზი ძალიან გავს მითოლოგიურ ალვის ხეს, რომელიც წმ. გიორგის სახელს შეიძლება აღნიშნავდეს. “მუხის” ხესთან შედარებით ეს ხე გაცილებით სტილიზირებულად (გარკვევით) არის გამოსახული. (ანალოგიური სიცოცხლის ხის სიმბოლიკა “თურ” გამოისახებოდა შუმერულ იდეოგრამებში). ანალოგიური “სიცოცხლის ხის” იმიტირებული ნივთია ხევსურული “მაშხალა”, რომელიც ქორწილებში იცოდნენ და დღესაც ზოგან შემონახულია ტრადიცია. მსგავსი ნიშანი ძველ დამწერლობაშიც ფიქსირდება მაგ. ხეთურ-ლუვიურ, ფინიკიური, კრეტული, ეტრუსკული, იბერიული ლოგოგრამები. მარცვლოვანი გამოთქმით. მათი სახელებია: “ღვთაება”, “სამეხ”, “ზე”, “ზ”, “ო”. სოფ. ბლოს კიდევ ორი სალოცავია: “მიქაელ-მთავარანგელოსი”, თავისი ციხე-გორით და “გიორგი მგზავრის ანგელოზი”. ოთხწერტილიანი ჯვარი ხის სიმბოლოს გვერდით სხვაგან ჯერ-ჯერობით არ შეგვხვედრია. ჯვარ-სალოცავების მიმართ მორიდების გამო ფარულ ნიშნიანი ქვები, რომელიც სავარაუდოდ შიდა კედლებშია, დაუფიქსირებელი რჩება. ასეთია ხევს. სოფ. უკანხადუს “საჯანგე” და კისტანის სალოცავის შენობა. აღნიშნული ფარული ნიშნები განმეორადია ხევსურეთის და თუშეთის ქვის ნიშან-სიმბოლოებთან. სოფ. ბლოს ფარულ ნიშნებში გამოყენებული წერტილოვანი ჯვარი “წმიდა”-ს მნიშვნელობით შეიძლება ამ შემთხვევაში იგულისხმება, ხოლო სხვაგან სხვა მნიშვნელობით. უდაოა ერთი, აღნიშნული ნიშანი ე.წ. “ღვთაებრივი” ასტრალური სიმბოლოების ჯგუფიდანაა და საკულტო ტრადიციულ მსახურებაში უძველესი დროიდან ფიქსირდება. წერტილოვანი ჯვარი “წმიდა”-ს და “კარი”-ს რომ მიუთითებდა “კარატის ჯვარი”-ს ფარული ნიშნებიც ადასტურებს, რომელიც ჯვარ-სალოცავშია, საბეროს კედელში, კარის გვერდზე.

ჩვენი აზრით, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის სალოცავი “კარატის ჯვარი” უძველესია და “კარის ხატის” თავდაპირველად შერქმეულ სახელს ამართლებს. სხვა აზრი ამ სალოცავის სახელთან დაკავშირებით არ შემორჩენილა.

ამ რეგიონში ქრისტიანობის შემოსვლის დროს დაახლ. V – VI საუკუნეში მოხდა (სინკრეტიზაცია) შერთება ადგილობრივ სარწმუნოებასთან. სარწმუნოებასთან რომელსაც ჯვართმსახურებით ვიცნობთ და ქრისტიანობის უძველეს ისტორიასთან კავშირში იყო. თუ რა კავშირი იყო, ეს საკითხი ღრმად საკვლევია პროფესიულ დონეზე. ფარული ნიშნების ცოდნა გადმოსული ჩანს ადრეულ შუასაუკუნეებში და შესაძლოა უფრო გვიანდელ პერიოდშიც გამოიყენებოდა მათი სემანტიკა. ეზოთერული ცოდნა რომელიც უძველეს ქურუმებს და საკულტო მსახურებს ჰქონდათ, ყურადღებას იქცევს დღევანდელი კოსმოსური აღმოჩენების ფონზე. უძველესი ხალხის რჩეულების, ცოდნის მიმართ წარმოდგენაც რადიკალურად იცვლება, როცა “ღვთაებრივ” სიმბოლოებს მსგავსება მოეპოვებათ კოსმოსურ ფორმებთან: გალაქტიკებთან, მეტაგალაქტიკებთან, პლანეტსახის ნისლეულებთან, შავ ხვრელებთან, თეთრ ხვრელებთან და პლანეტარულ მოძრაობებთან. (ვებ-გვერდი. Astronomy Picture of the Day) IC 418. M101. N GC918. NGC 3370. M 81. M83. N GC 4258 და კოსმოსის სხვა ბევრი მსგავსი ფორმები.

ფარული ნიშნების ჯგუფში ჯვრის გამოსახულება ხშირადაა და სხვადასხვა ხერხით არის მოცემული. ოთხწერტილიანი ჯვარი ქართულ სამყაროში ერთ-ერთი მთავარი ნიშან-სიმბოლოა. ქრისტიანულში სამსჭვალების მიმანიშნებლად გვიანდელი ჩანს. უძველესი შინაარსი მისადაგებულია მაცხოვრის “წმიდა’’ სახელს, როგორც მისი ღვთაებრივი მისტერიის გამომხატველი. ჩვენი აზრით, უძველეს დროს მისი სახელწოდება ასტრალურ სამყაროს მთავარ ადგილს აღნიშნავდა.

მისი შემცვლელი ჩანს ჯვარი ოთხი წრით, ვარსკვლავა ოთხი წერტილით და ერთმანეთში ჩასმული წრეები. ნიშნიანი ქვა-სკამები რომელიც შემორჩენილია სალოცავებში: ხევს.სოფ. გუდანის ზენა სამღვთო ჯვარში, სოფ. უკანხადუს და სოფ. ბლოში წარმოშობს აზრს რომ ესენი ხუცესების ქვა-სკამებია. ნიშნიანი ქვები, როგორც ნალოცი ქვებია და ასეთი ქვებით გამოვლენილი “ძალა” თუშეთშიც ფიქსირდება. კონკრეტულ ფარულ ნიშან-სიმბოლოზე გამოთქმული ვერსია წარმოადგენს რამდენიმე წლის დაკვირვების შედეგს და გათვალისწინებულია ჯვარ-სალოცავის გარემო-თავისებურება. მიუხედავად ამისა ვფიქრობთ რომ სხვა მოსაზრებებიც აუცილებელია და მთავარი სიტყვა პალეოგრაფ-სკრიპტოგრაფებს ეკუთვნით.

ბიბლიოგრაფია

ვ. ბარდაველიძე. ხის კულტისთვის საქართველოში”. საქართველოს მუზეუმის მოამბე. თბილისი. 1926.
ვ. ბარდაველიძე. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრად. საზოგ-საკულტო ძეგლები. ტ 1 (ფშავი) თბილისი. 1974.
ქ. ელაშვილი ხეთა სიმბოლიკა ძველ ქართულ პროზაში V- XII სს -ის ძეგლების მიხ. ავტორეფერატი. თბილისი 1998.
ი. სურგულაძე. ქართული ხალხური ორნამენტიკის სიმბოლიკა.თბილისი 1986
ზ. კიკნაძე შუამდინარეთული მითოლოგია. თბილისი 1979
ნ. აბაკელია მარადიულობასთან ზიარების მოტივი ქართულ ტრადიციაში. განც. საქართველოს ეთნოგრაფია. 2007 .
ალ. ჭინჭარაული ხევსურული ლექსიკონი. თბილისი 2006
ს. მაკალათია “ხევსურეთი” თბილისი. 1984.
ნ. ხაზარაძე ლუვიური იეროგლიფების სამყაროში. თბილისი. 2006
ხ. მამისიმედაშვილი. სადიდებლები. თბილისი. 1985
გ. გიგაური. ფარული ნიშნები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. თბ. 2010
Rodrigyez Ramos. Jesus La eskriptura iberica meridional. Zephyrus 55.pp 231-245.2002
Correa, Jose Antonio(2002) Los semisilabarios ibericos: algunas cuestiones. ELEA 4.pp 75-98
R. Borger. Assyrisch-Babylonische Zeichenliste, 2 nd ed. Neukirchen-Vluyn(1981)
A. Falkenstein. Archaische Texte aus Uruk. Berlin-Leipzig (1936)
Jain Bhagchandra 1972. Jainism in Buddhist Literature N.
A.B. Tаруниню Сокралный символ история свастики. м.1970.
Д. Дирингер. Алфавит м.1963.
Р. Генон. Очерки о Традиции и Метафизике. Сант-Петербург. 2000.

სვეტიცხოველი”, 2010, № 2, გვ. 171-179

***

Advertisements

13 Responses to “• ფარული ნიშნები”

  1. giorgi said

    დამატება. ამ საკითხთან ძალიან დაინტერესებაა და ამიტომ კრიპტოგრამების და ასომთავრული ასოების გრაფიკული მსგავსების ტაბულა ნაჩვენებია ,,ეთნოგრაფიულ ადგილები”-ს ფოტოების გვერდით. კრეტული ,,ა” და ,,ბ” ნიშნები და იბერიული დამწერლობის ნიშნები. ასევე საქართველოში დღემდე მოპოვებული ფარული ნიშნები (კრიპტები) შედარებულია ასომთავრულის ფორმებთან. ჩვენი აზრით, ასომთავრულის ასოები ფანტაზიის ნაყოფი ნამდვილად არაა და არც უცხო ადამიანის შექმნილი ჩანს. ასომთავრულის მხატვრული კანონზომიერება ,,კვადრატში ჩასმული ოთხწრიანი ჯვრის” პრინციპზეა მორგებული,რაც მნიშვნელოვან გეომეტრიული თანაზომიერების გათვალისწინებითაა და ქურუმების ცოდნიდან მოდიოდა. ასეთ ნიშნიანი ქვები სამცხე-ჯავახეთშიც შემორჩენილა. სამცხე-ჯავახეთური პეტროგლიფებიანი ორი ქვა ნაჩვენებია ჩემს ფეისბუქზედ. გიორგი გიგაური (ავტორი.borjgalioni)

    Like

  2. ინტერნეტში არის წერილი ,,წარმართობის ტერმინისთვის” (ავტ.გიორგი კოკოშაშვილი), რომელიც საიტზეა ,,ფშავი”. წინაქრისტიანული ჯვართმსახურების საკითხის გარკვევა მეტად მნიშვნელოვანია და გიორგი კოკოშაშვილს მადლობას ვუხდი საჯაროდ. ამ საკითხის სიღრმისეული კვლევა, ბევრ უცნობ ფაქტებს ნათელს მოჰფენს. ჩვენი აზრით, სწორი განხილვა და სწორი მსჯელობა უძველესი ეროვნული კულტურის თვითმყოფობას განამტკიცებს. წარმატება ვუსურვოთ. გ.გ. ბორჯღალიონი (borjgalioni.com)

    Like

  3. ბერო said

    ძველ ბერძნულ წყაროებში მოხსენებულია იბერები, კოლხები და სვანები. იბერების ქვეყანაში მოედინება მდინარე ,,იბერი“. ქართველი ენათმეცნიერების კვლევით იგი დღევანდელ ,,იორს” გულისხმობს. სწორეთ იორის ხეობაშია უძველესი ძეგლები და საფლავები რომლებზედაც შემორჩენილია კრიპტოგრამები. ამ ფაქტს რატომ არ მიაქციეს ყურადღება?. გ.გ ბორჯღალიონი

    Like

  4. giorgi said

    ,,სკრიპტები” ,,სკრიპტოგრამები” სწორია. რედაქტორების მონდომებით ხშირად ,,კრიპტოგრამები” სწერია და ზუსტად ვერ ასახავს არტეფაქტებს. ,,კრიპტე” ძველ ბერძნულად პირველი ქრისტიანების კატაკომბებს ეწოდებოდა. მათ დაფარულ დამწერლობას კრიპტოგრამები. საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილი დამწერლობის ნიშნები უფრო სკრიპტოგრამებია (პალეოგრაფების აზრით) script გ.გ. borjgalioni

    Like

  5. giorgi said

    2011 წლის ინფორმაცია სკრიპტებთან დაკავშირებით. აღმოჩენილია ე.წ. ,,მინანის” ქვა, რომელიც სალოცავში, მიწის ქვეშ აღმოჩნდა. მინანი იყო ქურუმი, ქადაგი ქალი, რომელმაც დააარსა გუდანის, კარატის და ხახმატის ჯვარ-სალოცავები. იგი წმ. ნინოს არქეტიპია. ქვაზე სჩანს ,,სიცოცხლის ხე”, მნათობის ნიშანი და მარჯვენა ხელის გამოსახულებები. ასევე აღმოჩენილია არქაბის (ლაზეთი) ტერიტორიაზე პიქტოგრამებიანი ქვა და შესაძლოა საქმე გვქონდეს ,,კვირბ”-თან, რომელზეც ძვ. ბერძნული წყაროები ამბობენ. საჭიროა სერიოზული ექსპედიცია ჩატარდეს. გ.გ. borjgalioni.com

    Like

  6. ნათია said

    ძალიან გთხოვთ გამცეთ პასუხი.
    ამ თემასთან დაკავშიებით ვაპირებდი ვიდეოს გაკეთებას ინგლისურად, აქ აღნიშნავთ რომ სკრიპტოგრამებია და არა კრიპტო,(ყველა ვერ ერკვევა ამ საკითხში და დამაბნეველია,მათ შორის მეც ვარ) ვეძებე ამ სიტყვის განმარტება პოლონურ,ინგლისურ,რუსულ ენებზე და ვერსად ვნახე სკრიპტოგრამა რას ნიშნავს,ყველგან მარტო კრიპტოგრამაა განმარტებული და პეტროგლიფები, ახლა ვინც ერკვევა მინდა იმას ვკითხო როცა ვიდეოს გავაკეთებ სკრიპტოგრამა მოვიხსენიო თუ კრიპტო?

    Like

  7. giorgi said

    ,,სკრიპტი” საერთოდ ნიშანია, შეიძლება რიცხვის აღმნიშვნელიც იყოს, შეიძლება იდეოგრამა, ან მარცვლოვანი ნიშანი იყოს, მაგ: Iberian script. Sumerian script.. ,,კრიპტი” კონკრეტულად პირველი ქრისტიანების დამწერლობის ფორმას ეწოდებოდა (იხ. ძველ ბერძნული ლექსიკონი). პიქტოგრამა -ხატოვანი დამწერლობის ფორმაა. საერთოდ, ძველად დამწერლობა მხოლოდ ქურუმებმა და ღვთისმსახურებმა იცოდნენ და სხვა ხალხისთვის ,,დაფარული” იგივე ,,ფარული” იყო, ეს საშუალება. ,,იეროგლიფი” ასევე ქურუმების დამწერლობა იყო. მკვლევარები სახელწოდება ,,სკრიპტს” სანსკრიტულიდან მომდინარედ მიიჩნევენ (გორდონი. გელბი.). ძველ ქართულად ,,დაკლიტული”- დახურულის და დალუქულის სინონიმია.,,კორა” -კარის საკეტია. სანამ ბოლომდე გავერკვევით საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილ ნიშნებთან დაკავშირებით , პირობითად ,,ფარული” ვუწოდეთ. ენათმეცნიერების მიხედვით. ეს ნიშნები ღვთისმსახურებას ეკუთვნის ნამდვილად და ხევსურეთის ღვთისმსახურება კი ძველ აღთქმის არქეტიპია, რომელიც პროქართულ ენის ნიადაგზეა წარმოშობილი ,,ღვთიშვილების” სწავლებით. ჩვენ სათანადო წარმოდგენაც არ გვაქვს, რა ენაზე ვსაუბრობთ.

    Like

  8. რა არის გიორგი, ამ სტატიაში შენც გოგუაძესავით ვარსკვლავთმრიცხველობას მიჰყავი ხელი ?

    Like

  9. gogi said

    მერე ცუდი რა არის მაგაში?, რაც ბევრი ხალხი დაინტერესდება და მრავალი აზრი გამოითქმის, მით ჭეშმარიტება გამოჩნდება.

    Like

  10. gocha said

    elene qurdadzes, zemot mokvanili khomaldiani qva namdvilad khevsuretshia? tu tushetshi, pirikitis temis sopel parsmidan? an ikneb am or kvas shoris aris msgavseba-identuroba?

    Like

  11. gogi said

    თუშეთშია. ფარსმაში. სალოცავშია დაცული . თუშთა და ხევსურთა ერთად სალოცავი ადგილია ოდითგანვე.

    Like

  12. Gogi said

    პერტოგლიფების და პიქტოგრაფიული ნიშნების გარჩევა აუცილებელია, რადგან აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ქვებზე შემორჩენილი ძველი გამოსახულებები ,,პიქტოგრაფიული ” (ხატოვანი დამწერლობა) დამწერლობის ნაშთებია, ხოლო სახელწოდება ,,პეტროგლიფი” კი უბრალოდ ,,ქვაზე ამოჭრას” ნიშნავს. პეტროგლიფებში არაა თხრობითი შინაარსი და წყობილი სიტყვებით გადმოცემა. პიქტოგრაფიულია ძველი სალოცავების ქვების გამოსახულებები ფშავიდან (მუქო, ვაკისოფელი), ხევსურეთიდან: კარატის სალოცავის ქვები, ბლოს სალოცავის ქვა, გუდანის სალოცავის ქვა-სკამი, ხახმატის სალოცავის ქვები, კისტანის, ლებაისკარის, შატილის, მუცოს და არდოტის ძველი ქვების ნიშნები. ასევე თუშეთის ქვებზე გამოსახული პიქტოგრაფიული ნიშნებია. მხოლოდ დართლოს ქვაა, სადაც ნადირობის სცენაა გამოსახული და ამაზე ითქმება ,,პეტროგლიფები” მხოლოდ. სამწუხაროა, რომ ამ ქვების დამცირება განუზრახავთ ზოგ მკვლევარს. ასევე სამწუხაროა, რომ ასეთი (პეტროგიფები და პიქტოგრაფიული ნიშნები) გამოსახულებები გურიაშიცაა (ბჟუჟას ხეობა), სამეგრელოშიც, სვანეთშიც, რაჭაშიც. გვინდა გამოვცეთ კატალოგი ,,საქართველოს პეტროგლიფების და პიქტოგრაფიული ნიშნების დიდი კატალოგი”.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s