Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•„დიდი სომხეთი“

♣ სომხეთი-საქართველო

 

 

***

სომხებს „დიდი სომხეთის“ შექმნა ჰიტლერის დახმარებით უნდოდათ

 

თავიანთი ცისფერი ოცნების რეალიზაციისათვის მსოფლიოს სომხობა მიდიოდა ნებისმიერ ძალასთან კავშირზე, რომელსაც წონა, ძალა და გავლენა ჰქონდა ისტორიის განსაზღვრულ მონაკვეთში. ერთ დროს ეს ძალა იყო ჯვაროსნები, რომლებმაც ახლო აღმოსავლეთში შექმნეს სახელმწიფო, რუსეთის იმპერია, შემდეგ ბრიტანეთის იმპერია, საბჭოთა რუსეთი. ერთი სიტყვით, ისტორიაში არის საკმაო ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ თავიანთი აუხდენელი ოცნებისათვის სომხები მზად იყვნენ დაედოთ ხელშეკრულება თვით ეშმაკთანაც კი. XX საუკუნის შუახანებში მსოფლიო ბოროტებად – ეშმაკად, უცილობლად იყო ფაშისტური გერმანია. ეს დღეს როგორ ბალანურადაც არ უნდა ჟღერდეს, ჰიტლერმა მიზნად დაისახა დაემონებინა მაშინდელი სსრკ-ს ყველა ხალხი.  

 

სომხები, რომლებიც განთქმულნი იყვნენ ძლიერთა ამა ქვეყნისა მსახურებით, ერთის მხრივ ემსახურებოდნენ კომუნისტებს, მეორეს მხრივ კი – ეძებდნენ კონტაქტებს ჰიტლერულ გერმანიასთან. ვინმე შეიძლება შეგვეკამათოს, რომ მრავალი აზერბაიჯანელი ინტელიგენტი, რომლებიც XI არმიის მოსვლის შემდეგ გაიქცნენ ევროპაში, ასევე ეძებდნენ კონტაქტებს გერმანელებთანაც. შეიძლება ეს ასეც არის, მაგრამ აზერბაიჯანელები – აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლები, რომლებიც კომუნიზმის დაუძინებელი მტრები იყვნენ, სურდათ მიეღოთ გარანტიები იმისა, რომ თუკი ჰიტლერი კავკასიას დაიპყრობდა, მაშინ არ უნდა გაენადგურებინათ აზერბაიჯანი, მაგრამ თვით ამ აზერბაიჯანელებს აზრადაც არ ჰქონდათ გერმანელებთან სხვა სახელმწიფოების ხარჯზე ახალი სახელმწიფოს შექმნისათვის ეთანამშრომლათ. 

ფაქტი, რომლის შესახებაც ჩვენ მოგითხრობთ, არის მტკიცებულება იმისა, რომ ჰიტლერელებთან მისვლით სომხებს სურდათ შეექმნათ „დიდი სომხეთი“ აზერბაიჯანისა და ირანის მიწებზე. და როგორც გასული საუკინის დასაწყისში ოსმალეთის ვარიანტში აქტიურობას იჩენდნენ – ირანის მოქალაქე სომხები.

ევროპის სომეხი დემოკრატების ფრანგულენოვანმა საიტმა – „armenians.net“ მოიტანა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ირანელი სომხების გერმანელ ფაშისტებთან თანამშრომლობის საინტერესო ფაქტი.

ინტერნეტ-საიტი ეყრდნობა გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსის“ სტატიას, რომელიც ჯერ კიდევ 1941 წელს გამოქვეყნდა. სტატიის სათაური თვით მეტყველებს თავის თავზე – „ფაშისტები აქეზებენ სომხებს“.

სტატიაში არის ღია საუბარი გერმანელი ფაშისტების კავშირებზე სომხებთან, რომლებიც იწვოდნენ „დიდი სომხეთის“ შექმნის სურვილით. „გერმანელი აგენტები აქეზებენ სომხებს ირანის მთავრობის წინააღმდეგ. დიპლომატიური წყაროების მონაცემებით, ფაშისტები სომხებს ამარაგებენ ფულით, ჰპირდებიან რა მათს „დიდ სომხეთს“ სუბვერსიული მოღვაწეობის სანაცვლოდ. სომხები ოცნებობენ შექმნან „დიდი სომხეთი“ აზერბაიჯანისა და ირანის ხარჯზე. ფაშისტური გერმანია აფინანსებს სომხურ პროპაგანდას და ტერორს. ძირითადად, გერმანელები იყენებენ სომხებს ირანის სასაზღვრო რაიონებში ფეთქებადი კერების შესაქმნელად. და არა მარტო იქ. მხოლოდ ბოლო კვირის მანძილზე სირიასთან და თურქეთთან საზღვრებზე მოხდა მრავალი შეჯახება, რომელებშიც დამნაშავენი არიან სომხები“ – ლაპარაკია სტატიაში.

მართალი ვთქვათ, ჰიტლერი არც თუ დიდად ენდობოდა სომხებს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ხოცვა-ჟლეტებში, მათ შორის ებრაელების ხოცვა-ჟლეტისას საკონცენტრაციო ბანაკებში. ავსტრიელი ისტორიკოსი ერიკ ფააიგლი თავის წიგნში „სომხური ტერორიზმი – სათავეები და მიზეზები“ აღნიშნავს: „… 1943 წელი. ბერლინი. გერმანია. სომხური ტერორისტული ორგანიზაციების ხელმძღვანელების რეიხსფიურერ ჰიტლერისადმი თხოვნის მიუხედავად, შეიქმნას პირადად მისი ეგიდით სომხური ფაშისტური არმია, აგრეთვე ფაშისტების ხაზინაში გადაირიცხოს მდიდარი სომხების მიერ მილიონობით ფულადი დეპოზიტები, ფიურერი უარს იყო, განაცხადა რა: „სამჯერ გამყიდვლები მეოთხედაც გაგყიდიან“. ეს იყო იმ ადამიანის მიერ ნათქვამი, როლისათვისაც საკონცენტრაციო ბანაკები გახდა რასისტული იმპერიის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი…

დღევანდელი რეალიები – აზრბაიჯანული მიწების ოკუპაცია – ადასტურებენ, რომ მიუხედავად XX საუკუნის დადგომისა, სომხობის ხასიათი და ვაჭრული არსი არ ექვემდებარება დროს. სომხები ხომ ძლიერ მიეჩვივნენ უბეში ხანჯლის შენახვას, რათა მათთვის სასარგებლო დროის ნებისმიერ მონაკვეთში ჩასცენ ზურგში იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან… 

 

vesti.az

 

 ***

Мархулия- Идея “Великой Армении”

***

 სომხური ტერორიზმი

***

Ч.А. Султанов – Глобальная армянская “мирная” экспансия

 

 ***

ციალა არდაშელია

„ველიკაია არმენია“, „გიჟ-ვრაცუები“ და „მერვე პოლკისგან“ განადგურებული „ცისკარი“, ანუ 21-ე საუკუნის ქვათა ღაღადი

 
 
10.08.2011

ილია ჭავჭავაძე თავის ბრწყინვალე პუბლიცისტურ ნარკვევში – „სომეხი მეცნიერები და ქვათა ღაღადი“ წერდა: „ყოველ ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი საკუთარი გულთათქმა, თავისი წადილები, თავისი სულთასწრაფვა, თავისი ღირსება. ამეების შეგინება კი, არ ეპატიება, არ შეენდობა ოდნავ გონებაგახსნილ ადამიანს, მაგრამ აქაოდა, შფოთი ატყდებაო, ბოროტის მხილებას კრიჭა არ უნდა შეუკრას ვინმემ, ვინაიდან უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბაძით მორცხვიც გაურცხვდებისო…გული კი იმოდენად შეგვრჩენია, იმოდენად კიდევ გვერჩის, რომ ჩვენს ვინაობას ვუპატრონოთ“.

ილიას „ქვათა ღაღადი“ იწერებოდა მაშინ, როცა სომხურმა კაპიტალმა გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა საქართველოში, როცა ქართველ თავადაზნაურთა დიდი ნაწილის ბედოვლათობის გამო, ქართული მიწა-წყალი თანდათანობით გადადიოდა სომხური ბურჟუაზიის ხელში, როცა კაზარიანცებს, მანთაშოვებს, არამიანცებს და სხვებს თითქმის მთელი თბილისის (და არა მხოლოდ თბილისის) გამგებლებლად მოჰქონდათ თავი, როცა ვაჟას თქმით, მთელი საქართველო წააგავდა მსუქან დუმას, რომელსაც „გარეშე კაცი მიეტანა… და ნელ-ნელა ათლის კაი-კაი ნაჭრებს… ჩვენი ტერიტორია სხვის ხელში გადადის და ჩვენ, ქართველები, ამ დუმის თლას, ანუ მიწა-წყლის გადასვლას სხვის ხელში როდი ვეწინააღმდეგებით სასტიკად. როგორ ეკადრება ეს ჩვენს კეთილშობილებას! დეპუტატ კარლოსის „პროფესორებიც“ გაჯავრდებიან, აი, თქვე შოვინისტებო, განა სულ ერთი არაა, ვის ხელში იქნება საქართველოს ავლა-დიდება, ქართველის თუ სხვისიო“. (მკითხველი ალბათ დამეთანხმება, რომ დღესაც ზუსტად იგივე პროცესი მიმდინარეობს ჩვენში).

…რუსული იმპერიალიზმის მიზანი არა მარტო საქართველოს ტერიტორიის აჭრელება უცხო ტომელთა ჩამოსახლებით და ქართველებისთვის ფეხქვეშიდან მიწის გამოცლა იყო, არამედ, ქართველი ერის თვითმყოფადობის, მისი სულიერების, კულტურის სრული მოსპობა და განადგურება. ამ მიზანს ემსახურებოდა სწორედ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, ეკლესიებში ქართული წირვა-ლოცვის აკრძალვა, ტაძრების გაძარცვა და განძეულობის გატანა რუსეთში, ქართული ენის გამოდევნა სახელმწიფო დაწესებულებიდან, სკოლებიდან და ა. შ. 

მაშინ, როდესაც ცარიზმი ყოველნაირად ხელს უწყობდა სომხური ნაციონალიზმის (უფრო ზუსტად, დაშნაკური ნაციზმის) გაღვივებას და გაძლიერებას, რადგან მიაჩნდა, რომ სახელმწიფოებრიობის არმქონე სომხობა ნაკლებ საშიში იყო, ვიდრე – ქართველები, რომელთაც, ავად თუ კარგად, გაუთავებელ სისხლიან ომებში მე-19 საუკუნის დასაწყისამდე მაინც შეინარჩუნეს ქართული სახელმწიფოებრიობა და შემდეგ, სომხური კაპიტალის წყალობით, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში რომ ჰქონდა ფესვი გადგმული, არმენოლოგია, როგორც დარგი, სულ უფრო და უფრო იკავებდა მაღალ პოზიციას.

მაშინ, როდესაც ქართველოლოგია არც რუსეთის, არც ევროპის უნივერსიტეტებში საერთოდ არ არსებობდა. სწორედ ამიტომაც იყო, ახალგაზრდა ნიკო მარი თავიდან ქართულ კულტურას არმენოლოგის თვალით რომ უყურებდა. ქართული კულტურის რაობაზეც კი ძნელი იყო ლაპარაკი მაშინ, როდესაც ვენისა თუ ვენეციის ძველ გამოცემებში ევროპულ დონეზე გამომზეურდა სომხეთის სულიერი მემკვიდრეობა. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულად განსაზღვრავდა იმ პოზიციას, რომელიც თავდაპირველად დაიკავა ამ საკითხში ნ. მარმა. ეს ის წლებია, როდესაც თვითონ ნ. მარი აღიარებდა, რომ ჯერ სწავლის პროცესშია და ფიქრის დროც კი არ რჩება: „რომ მოგწერო ამას და ამას ვფიქრობ-მეთქი, არ დაიჯერო. ხვალ რასმე ახალს შევიტყობ და მაშინ იმას და იმას ვიფიქრებ“, – წერდა იგი თავის სიყრმის მეგობარს ექვთიმე თაყაიშვილს.

მერე და მერე, ქართული კულტურის ჩაღრმავებულმა კვლევამ, ხელნაწერთა ფონდების უფრო ფართო გაცნობამ და ა. შ. იგი აიძულა უფრო ღრმად ჩაეხედა ამ პრობლემებში, შეესწავლა ქართული კულტურის გენეზისის საკითხები, დაენახა და ეცნო მისი თვითმყოფადობა იქ, სადაც ადრე მხოლოდ გავლენასა და მიბაძვას ხედავდა.

ანისის ნანგრევების შესწავლის დროს, ნ. მარმა აღმოაჩინა ძველი ტაძარი, შეისწავლა წარწერები და დაასკვნა, ტაძარი ქართველებს, საქართველოს ეკუთვნისო. „როგორ ფიქრობთ, – კითხულობს ერთი მაშინდელი სომხური გაზეთის კორესპონდენტი, – რა მოუტანა ამ აღმოჩენამ მარს? მას სომხეთის ყველა ქალაქში ბოიკოტი გამოუცხადეს, წაართვეს მუშები, იარაღები, ჩამოართვეს ყველაფერი და საჭმელზეც კი უარი უთხრეს. მის წინაშე დაიხურა ყველა სასტუმროს კარები ისე, რომ დიდის გაჭირვებით ძლივს ჩააღწია თბილისში… მარს რომ მოეტყუებინა და ეთქვა, ყველა ქართული წარწერა სომხურიაო, „განათლებული“ ქალაქისთავი ხატისოვი მის საპატივცემულოდ ბრწყინვალე სიტყვებს წარმოთქვამდა“.

ეს ის გასომხებული ხატისოვია, რომლის აზრითაც, თბილისში დაარსებული უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო სომეხთა ხელში, რადგან სომხეთისგან დავალებულია არა მარტო რუსეთი, არამედ, – მთელი ევროპა (როგორც ცნობილია, მე-19 საუკუნეში რუსეთის ხელისუფლებისგან გალაღებულმა და გადიდგულებულმა ტერტერებმა ლამის მთელი აღმოსავლეთ საქართველო გაასომხეს, მათ შორის, ბატონი ხატისოვის წინაპრებიც!)…

ბოლშევიკურმა იმპერიამ წარმატებით განაგრძო წინამორბედი იმპერიის ტაქტიკა და სტრატეგია, რაც გულისხმობდა, ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, სომეხ მეცნიერთა ერთი გუნდის თავგასულობის წაქეზებასაც. აბა, სხვანაირად ვით გაბედავდა ოდნავ მაინც ჭკუათმყოფელი კაცი ქართველი ერის სათაყვანო წიგნის, „ვეფხისტყაოსნის“ დასაკუთრების მცდელობას? საგულისხმოა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ სომხურ ენაზე, ნაწყვეტების სახით, მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ითარგმნა, სრულად კი, – საბჭოთა პერიოდში. საგულისხმო და ნიშანდობლივია ისიც, რომ ივ. ჯავახიშვილის დასკვნით, საერო ლიტერატურა შუა საუკუნეებში, ქართველების გარდა, არც ერთ მეზობელ ქრისტიანულ ქვეყანას არ გააჩნდა, რომ რითმიანი ლექსი მხოლოდ მე-18 საუკუნეში ჩნდება სომხურ ენაზე. არც ისაა შემთხვევით, რომ სწორედ საქართველო მიაჩნიათ მკვლევარებს აღმოსავლური რენესანსის დამწყებად.

რაც დრო გადის, უფრო და უფრო თავხედური ხდება ე. წ. მეცნიერ აივაზიანების, კარაპეტიანების და მათი მსგავსი ადამიანების პრეტენზიები ქართული კულტურის, ქართული ხელოვნების, ისტორიის და მწერლობის მიმართ, თუმცა… ეს ჭირი ჩვენზე არ ახალია, ძველია. ჯერ მარტო ის რად ღირს, ლეგენდარულმა მაშტოცმა, რომელმაც ქართული ენა არ იცოდა, თურმე, სრულყოფილი ანბანი შეუქმნა ქართველებს, თავის ერს კი – ნაკლული, მე-5 საუკუნეში კი, სომეხ-მწიგნობართა ერთმა ჯგუფმა კონტამინაციის გზით (მანიპულაციის მეშვეობით) „დაადგინა“, რომ ბიბლიური თორგომა, ანუ თარგამოსი, თურმე, სომეხი ყოფილა! ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ კავკასიაში ერთადერთი უძველესი კულტუროსანი ერი, თურმე, სომეხი ერია… თითქმის ყველა გამოჩენილი პიროვნება, ბაგრატიონთა გვარი და დინასტია სომხური რომაა, ამასაც, თურმე, წყალი არ გაუვა.

ასე უნდათ ცრუპენტელებსა და ყალბისმქნელებს! ისინი არ სჯერდებიან ქართული კულტურისა და ჩვენი მართლმადიდებლობის ციტადელის, ტაო-კლარჯეთის (ჯავახეთის ჩათვლით) მითვისებას, არც რუსთაველის „სომხობას“ კმარობენ და ახლა აკაკი წერეთელსა და სხვა ქართულ თავად-აზნაურულ გვარებსაც გადაწვდნენ.

…მახსოვს, 70-იან წლებში, ვინმე ვერმიშევმა უზარმაზარი ტირაჟით, რუსულ ენაზე, მოსკოვში გამოსცა რომანი „ამირსპასალარი“, სადაც უმოწყალოდ იყო გაყალბებული საქართველოს ისტორია, კერძოდ, თამარის ეპოქა. აღშფოთებულმა ქართულმა საზოგადოებამ, ისტორიკოსებმა და მწერლებმა პროტესტის გამოხატვა სცადეს. „ცისკარში“ დაიბეჭდა აკ. ბაქრაძის, ისტორიკოს სტეფნაძის წერილები და ნ. დუმბაძის ფელეტონი, მაგრამ ჟურნალის მთელი ტირაჟი ერთ ღამეში გაანადგურეს „მერვეპოლკელებმა“ – ცხადია, „ზემოდან“ მითითებით! არც ისაა შემთხვევითი, ქართულ ხალხური სიმღერების ფირფიტა სომხური სიმღერების ჩანაწერად რომ გამოცხადდა! 

საინტერესო ის გახლავთ, რამდენჯერაც უნდა ამხილონ ეს მანიაკები ჩვენმა თუ სხვა ეროვნების მეცნიერებმა, სულ ერთია – მაინც თავისას არ იშლიან! რად ღირს თუნდაც აკად. ბ. პიოტროვსკის (სხვათა შორის, სომეხთა სიძის) მამხილებელი წერილი! როგორც ცნობილია, მე-19 საუკუნის საფლავის ქვის არაბული წარწერა სომეხმა „მეცნიერმა“ აივაზიანმა ძვ. წ. აღრიცხვის XVI-XVIII ს.ს. სომხურ დამწერლობის ნიმუშად გამოაცხადა – არაბული წარწერა მარცხნიდან მარჯვნივ წაიკითხა და თავისთვის სასურველი სენსაციური დასკვნა გამოიტანა. ამგვარი სენსაციები ძალიან უყვართ აივაზიანისნაირ მანიპულატორებს). აკად. ი. პიოტროვსკის საპროტესტო წერილი გაზეთ „იზვესტიაში“ უნდა გამოექვეყნებინა, მაგრამ სომხეთა დელეგაცია, როგორც იტყვიან, ფეხებში ჩაუვარდა აკადემიკოსს, საკავშირო მასშტაბით თავი არ მოგვჭრა და ჩვენ თვითონ დავბეჭდავთ ჩვენს ჟურნალშიო.

იგი მართლაც ერთ-ერთ უმნიშვნელო სომხურ ჟურნალში გამოქვეყნდა. საყურადღებოა, რომ ამ ჟურნალის მთელი ტირაჟი სტამბაშივე მოსპეს. თითო-ოროლა ეგზემპლარი თუ გადაურჩა ამ ვანდალიზმს (სხვათა შორის, ამ წერილის ერთი ეგზემპლარი ხელში ჩამივარდა და ამჟამადაც ჩემს არქივში ინახება!).

აღსანიშნავია ისიც, რომ ე. ამაშუკელის „ქართვლის დედის“ ქანდაკების დადგმას მყისვე მოჰყვა „მატ არმენიას“ შექმნა… ოღონდ იგი სტალინის ნაძეგლარზე აღიმართა! რატომ სტალინისო, იკითხავს მკითხველი. იმიტომ, რომ კვარცხლბეკზე ამოჭრილი თარიღი უფრო ძველი იყო „ქართვლის დედაზე“… სხვათა შორის ეს „დეტალი“ ერთმა რუსმა მკვლევარმა (გვარს ვერ ვიგონებ), აღნიშნა კიდეც!

რაკიღა ფულის წყალობით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია ამ ჩარჩულ-მევახშურ სამყაროში, ჩვენი „ძმებიც“, რასაკვირველია, არაფერს იშურებენ: არც თანხას, არც გავლენას, არც ეშმაკობას, რათა თავიანთ მზაკვრულ მიზანს მიაღწიონ, რაც უწინარესად, ყოველივე ქართულის დამცრობაში გამოიხატება. აკი, ისიც მოახერხეს, რომ ბროკჰაუზის ენციკლოპედიიდან გაქრა ის ფრაზა, სადაც ქართველები ულამაზეს რასად იყო მოხსენიებული, ისევე, როგორც ამერიკის ერთ-ერთ ენციკლოპედიაში სომხეთის პორტად მიჩნეულია ბათუმი (იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც ამ ბოლო დროს ხდება, შორს არ არიან ამ მიზნისგან: აფხაზეთის „ათვისება“ ხომ უკვე შეძლეს ქართველების იქიდან გამოყრის და გენოციდის წყალობით, ბაგრამიანის ბატალიონის უშუალო მონაწილეობით. ბათუმიც სულაც არ გახლავთ მიუწვდომელი, ოღონდ დასწრებაზეა ახლა საქმე: თურქები უფრო იმარჯვებენ, ყაზახები თუ… სომხები?

გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო, ისეა სომეხ მეცნიერთა ამ ერთი გუნდის საქმე! ანდა: მე ვიტყვი და მერე იმან ამტკიცოსო, რომ ეს ასე არააო, ანუ, ტაშტი გატყდა, კი არ გაუტყდა, ხმა გავარდაო და სხვა. მაგრამ როგორც ითქვა, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ზღვარს გადადის მათი თავხედობა. თავიანთი ჭკუით, ხომ წაგვართვეს ყველაფერი, რისი წართმევაც შეიძლებოდა: მიწა-წყალი, ტაძრები, მწერლობა, გვარ-ტომობა, ანუ მთელი სულიერი და მატერიალური კულტურა, თურმე, ეს კიდევ ცოტაა: ქართველები კავკასიის აბორიგენი ერიც არ ყოფილან: ესპანეთის იბერიიდან ჩამოვსულვართ (როგორც ჩანს, ორიოდე ფელუკით) და ლანჩხუთში დავსახლებულვართ (ოღონდ ეგაა: „პატარა“ დეტალი გამორჩათ ამ უბადრუკ მეზღაპრეებს: ლა-ნჩხ-უთი კოლხური სიტყვაა და საძროხე ადგილს ნიშნავს!), აქედან, მომძლავრებულნი და გამრავლებულნი – შევსევივართ მთელ სამხრეთ კავკასიას და დაგვიპყრია აქაური ძირძველი ხალხები, მათ შორის, – არმენებიც!

ისტორიის მამად წოდებული ბერძენი ჰეროდოტე ჩ. წ. აღ-მდე მე-5 საუკუნეში წერდა: „აზიაში მოსახლეობენ სპარსელები, თვით სპარსეთის ზღვამდე. სპარსელების ზევით ჩრდილოეთის მხრივ ცხოვრობენ მიდიელები, მიდიელების ზევით – სასპერები, სასპერების ზევით – კოლხები, რომლებიც გავრცელებულნი არიან ჩრდილოეთის ზღვამდე, რომელშიც მდინარე ფაზისი ჩაედინება. ამ ოთხ ხალხს უჭირავს მიდამო ზღვიდან ზღვამდე“. ისტორიის მამა „რატომღაც“ ამ ხალხებში არ ახსენებს კავკასიის „უძველეს“, „აბორიგენ“ ერს – არმენებს! ხოლო ქართულ ტომებს – სასპერებს, ანუ იბერებს და კოლხებს უდასტურებს არსებობას ფრიად ვრცელ ტერიტორიაზე!

…რა ენაზე ლაპარაკობდნენ ევა და ადამი? – ვკითხულობდი ერთ ჩემს ადრინდელ წერილში. რასაკვირველია, სომხურ ენაზეო, დარწმუნებული ვარ, დაბეჯითებით, კატეგორიულად განაცხადებენ ჩვენი ფრიად „პატივცემულნი“, შარაგზის ყაჩაღები – აივაზიანები, კარაპეტიანები და ძმანი მათნი და, აგრეთვე, აქაც, ჩვენშიაც – ზოგი „შინაური“ იუდა ისკარიოტელი თუ უძღები შვილი. საყურადღებოა, რომ სომეხ მწიგნობარ-მეცნიერთა ეს გუნდი საერთოდ არ ახსენებს კოლხეთს, არც – იბერიას. ვითომც, არც არსებულა ოდესმე ოქრომრავალი კოლხეთის მაღალი ცივილიზაცია, ესოდენ ნაცნობი რომ იყო ბერძნულ-რომაული სამყაროსათვის! თითქოს, არც ათასხუთასწლოვანი ბრწყინვალე მწერლობა გვქონია, თითქოს ბაიბურში არ არიან არც ეგეოსურ კულტურაზე, არც – ეტრუსკებზე, არც – პელაზგებზე, იმ პროტოქართველურ ტომებზე, მთელ მცირე აზიასა და ეგეოსის თუ ხმელთაშუაზღვის აუზებს რომ მოჰფინეს თავისი ენა და კულტურა…

ხომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1921 წელს, ე. ი. გასაბჭოებამდე, ცხინვალში მხოლოდ სამიოდე კომლი ოსი ეროვნების ცხოვრობდა. ამისდა მიუხედავად, შეიქმნა ე. წ. სამხრეთ ოსეთის ოლქი, ანუ მოხდა უკანონობის და უსამართლობის დაკანონება (ასევე, უკანონოდ, მისი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ, მიუერთეს მაშინ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას სამურზაყანო), ჩვენ კი, კვლავ ღობე-ყორეს ვედებით და სრული სიმართლე ვერ გვითქვამს, ვაი, თუ მცირე ერების მჩაგვრელებად არ ჩაგვთვალოს მავანმა და მავანმაო. არადა, ჩაგრული, დამცირებული და უფლებააყრილი საკუთარ ქვეყანაში სწორედ ქართველობაა! დიახ, ახლა ცხინვალი, ბოლშევიკებისა და ქართველი კონდოტირების წყალობით, ე. წ. სამხრეთ ოსეთის დედაქალაქია. ძირძველი ქართული მოსახლეობა გამოდევნილია იქიდან, ვინმე კოკოითი კი, ანუ დღევანდელი ჯაყო შიდა ქართლის რუსეთთან შეერთებას მოითხოვს, ანუ ურცხვად, უტიფრად ითვისებენ და ისაკუთრებენ ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყულ მიწა-წყალს!

მაინც, საიდანაა ამდენი ღვარძლი, ბრმა სიძულვილი, ამდენი მტრობა, შური, აკაკის თქმით, ამ დამხვდურად მებრძოლი და უცხოთა და გაჭირვებულთა შემწყნარებელი და შემფარებელი ხალხისადმი? საიდანაა ეს პლებეური უმადურობა? ან თუნდაც ნიშნისგება იმის გამო, დაგავიწყდათ, 800 ათასამდე რომ დარჩით და დახმარებას ეხვეწებოდით ერთმორწმუნე, დიდ სახელმწიფოსო? ის კი არ უკვირთ, – ამდენ სისხლისმღვრელ, უთანასწორო ომებში, საერთოდ, როგორ დარჩითო. მოკლედ, საქართველო ჩვენს არაკეთილმოსურნე ჟირინოვსკებს, მიგრანიან-ზატულინებს, აივაზიანებს, დაშნაკცუტუნებს, კოკოითებს და, საერთოდ, ყოველგვარი ჯურის ჯაყოებს თუ ყივჩაღებს დაბალ ღობედ მიაჩნიათ, რომელსაც შეიძლება, ნებისმიერ დროს, როგორც გინდა, ისე გადაუარ-გადმოუარო! შეგიძლია, ბინძური ხელები აფათურო ერის სულში, გაუგონარი შეურაცხყოფა მიაყენო მის ღირსებას და თავმოყვარეობას, ანუ ხორციელდება გენერალური შტურმი: საქართველო ქართველების გარეშე! გიჟ-ვრაცუებზე ახია, თურმე, ყველაფერი. მათ დაიმსახურეს ეს ხვედრი, ანუ თითო ქიშტი – ყველასგან!

მოკლედ, ის დრო დგება, როცა ხმამაღლა, მთელი მსოფლიოს გასაგონად უნდა ვიყვიროთ: SOS! გვიშველეთ, გვიხსენით შარაგზის ყაჩაღებისგან, დღისით, მზისით რომ გვტაცებენ ყველაფერს, რაც გაგვაჩნია და რაც, ასე თუ ისე, შევინარჩუნეთ დღემდე!

არსაიდან ხსნა, არსით საშველი!

იქნებ… დახმარებისთვის მიგვემართა მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი, ფულიანი სომხური ლობისთვის: იქნებ, გაიღოთ მოწყალება და როგორმე დააშოშმინოთ ერთობ მადაგახსნილი, ერთობ თავგასული და ყოველგვარ ზღვარს გადასული თვისტომნი?

P. S. ეს წერილი 2006 წელსაა დაწერილი. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, მაგრამ არ შეცვლილა ჩვენი ახლო თუ შორეული მეზობლების მიზანდასახულობა და მისწრაფება.., სწორედ ახლაა უპრიანი ძველი ჩანაფიქრის განხორციელება, ანუ გოდერძის უღელტეხილში გვირაბის გათხრა, მეორე როკის გვირაბის გაყვანა, რაც საბოლოოდ, წირვას გამოუყვანს, ფიქტიურად, დამოუკიდებლად არსებულ, გადაშენებისა და გადაგვარების გზაზე შემდგარ ე. წ. საქართველოს და რაც აქცევს მას ნაქართველარების ქვეყნად ან, უკეთეს შემთხვევაში, მისი დაფლეთილ-დაგლეჯილი ნაწილების „ველიკაია არმენიის სასტავში“ შეყვანას თუნდაც გუბერნიის სახით! რატომაც არა?! საქმე დასწრებაზეა-მეთქი: დიდი ნაგაზები ჩაიტკბარუნებენ პირს ამ ლუკმით თუ პატარა მოწკავწკავე ფინიები. ამას მნიშვნელობა არა აქვს.

აბა, ჰე, თქვენ იცით, როგორ იმარჯვებთო, აქეთ-იქიდან აქეზებენ ამ მტაცებლებს სხვადახვა ჯურის  ლობისტები. ნუ გეშინიათ, მიაწექით ე. წ. საქართველოს, კვლავ საღათას ძილით რომ ძინავს, მას ვერანაირი კატასტროფები ვერ გამოაღვიძებსო.

ისე კი, სხვებთან რა გვაქვს სასაყვედურო, როცა საკუთარ ქვეყანას ასე მარჯვედ ანგრევენ ზოგი „თერგდალეული“ და ზოგიც „ოკეანედალეული“ უძღები შვილები, ოქროზე, ანუ ეშმაკზე სულმიყიდულ იუდა ისკარიოტელები, იგივე მანქურთები! როცა ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი აცხადებს უცხოურ ჟურნალში, ქართველი ერის სათაყვანებელი, სახელგანთქმული მეფე-ქალი თამარ ბაგრატიონი წარმოშობით ოსი იყო, მისი მეუღლე, დავით სოსლანი კი, – სამხრეთელი ოსიო, თუმცა საკვირველი რაა: როცა დასჭირდა, სააკაშვილმა ქართველობა ლამის ყივჩაღების შთამომავლად გამოაცხადა!  ევრიკა! – აღმოჩენაც ამას ჰქვია! ჩვენ, ქართველებს ახლა ისღა დაგვრჩენია: დავსხდეთ და… ვიცინოთ, ვიცინოთ… ჰომერული სიცილით, თუმცა… სასაცილოდ, მგონი, არ გვაქვს საქმე!..

ყველა ჯურის მტაცებელსა და უგუნურს ყოველთვის ერთი „პატარა“ დეტალი ავიწყდება: საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და მისი საუფლისწულო რომაა!..

სიმართლე კი დადის ურმით, მაგრამ ბოლოს სუყველას მიეწევაო, უთქვამს ჩვენს ხალხს!..

 

[„ქართული სიტყვა“]

 

 

                           

 

Advertisements

5 Responses to “•„დიდი სომხეთი“”

  1. vladimir said

    კარგია ასეთი მტკიცებულების გამოქვეყნება, ჩვენ ვიცით ვინც არიან და რა უნდათ ქართველობისგან, ამიტომ ყველამ უნდა გაიგოს. გაივსო საქართველოს უკანონო ხელისუფლება გადაკეთებული სომხებისგან და ყველაფერ ცუდს აკეთებენ ამერიკელი და ფრანგი მილიონერი სომხების დაკვეთით. აქ საფრანგეთში დიდი სომხეთის რუკა აქვთ გაკეთებული, სადაც მათი არის მთლიანად შავიზღვისპირეთი, მოკლედ, მთელი კავკასიის 80%. ხალხნო მარტო იმისთვის ღირს კანონის უზენაესობის აღდგენა, რომ მოვიცილებთ მაგ გამყიდველებს ხელისუფლებიდან და ყველას მოგიწოდებთ შემეხმიანეთ, დავდგეთ ერთად და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. მამულიშვილნო და ქართველო პატრიოტებო, მოგიწოდებთ გაერთიანდით ეროვნულ მოზრაობაში და ვუშველოთ ქვეყანას და ერს.

    Like

  2. vladimir said

    დიდ მადლობას მოგახსენებთ ბატონ შოთა ზოიზეს და ქალბატონ დარეჯანს. ბატ, შოთას იმისათვის რომ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავათ მოიპოვებს ქართულ სინამდვილეს და იცავს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას და ჩვენს მომავალს, ქალბ, დარეჯან თქვენ კი ხელს რომ უწყობთ ყველა ქართველს ვინც ქართულ საქმეს აკეთებს.
    ამავე საიტზე წავიკითხე ბატ, ალექსანდრე აბდალაიძის რომ საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღარ ფუნქციონირებს არმენოლოგიის ფაკულტეტი და ვინც დავრჩით ხელს გვიშლიან მუშაობაშიო. სასომხეთში კი სომეხ ქართველოლოგებს აფინანსებს მსოფლიოში მცხოვრები მდიდარი სომხები და თან უკვეთავენ რა უნდა დაწერონ. მე დიდხანს მინდა იცოცხლოს საქართველოში ქართველმა არმენოლოგებმა 100 წელი, შემდეგ 100 წლის შემდეგ რა უნდა ქნას ჩვენმა მომავალმა უნდა დაუჯეროს სომეხ ქართველოლოგებს თავიანთი მონაჩმახი ისტორიები ხომ.

    თუ რამე არ გავაკეთდა, გავა დრო და ჩვენს მომავალ თაობებს შერჩებათ ხელში სომეხი არმენოლოგების კვლევები და იძულებული იქნებიან დაიჯერონ, რადგან ხელთ არ ექნებათ მეცნიერულად არანაირი დამამტკიცებელი მასალები, ეს კი რაც ეხლა მოგვეპოვება, იმასაც დავკარგავთ თუ არ აიღზარდა მომავალი სპეციალისტები.

    Like

  3. lmmmml said

    romeli kanonis uzenaesoba romeli erovnuli mozraoba da rogor gadavarchinot eri da kvekana? da rogor chegexmianot ki batono…… gamovavlinot is somxebi vinz xelisuflebachi aris da nu mivzemt gasakans mis uflebebs….

    Like

    • მარიკა said

      არის თუ არა მიშა სომეხი ამას არ აქვს მნიშვნელობა. ის 2004 წელს მოვიდა მთავრობაში და მგონი დიდი სომხეთის იდეა მიშას დაბადებამდეც არსებობდა და მისი წასვლის შემდეგაც იარსებებს :)))))

      Like

  4. Temo said

    ყველა ჯურის მტაცებელსა და უგუნურს ყოველთვის ერთი „პატარა“ დეტალი ავიწყდება: საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და მისი საუფლისწულო რომაა!..

    სიმართლე კი დადის ურმით, მაგრამ ბოლოს სუყველას მიეწევაო, უთქვამს ჩვენს ხალხს!..

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s