Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ჩაჩხიანი – “სომხური საკითხი”

Armenia – Georgia

 

არჩილ ჩაჩხიანი

 “სომხური საკითხის” ცნება და დაშნაკთა ექსპანსიონისტური იდეოლოგია

 

სომეხთა მშვიდობიანი დემოგრაფიული ექსპანსიის პროცესი საქართველოში XIX საუკუნის დასაწყისში

სომეხ ნაციონალისტთა სეპარატისტული იდეოლოგია და აქედან გამომდინარე მათი ექსპანსიონისტური განწყობები არ ახალია _ ძველია. ალბათ იმდენად ძველი, რამდენადაც თავად სომხური ეთნოსი, როგორც ასეთი. ეს იდეოლოგია საუკუნეების მიღმა იღებს სათავეს და იგი სომეხთა “ეროვნული განუმეორებლობისა და განსაკუთრებულობის” იდეაზეა დაფუძნებული, რამაც XIX საუკუნის ბოლოსათვის თვისობრივად ახალ დონეებს მიაღწია. თანამედროვე სომხური ისტორიოგრაფიით კაცობრიობის განვითარების მრავალათასწლოვან ისტორიაში სხვადასხვა ცივილიზაციების ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი, როგორც წესი, სომხებს მიეწერებათ. ამ თეორიით ისინი არიან ბიბლიური ნოეს მეორე სამშობლო და ადამის მოდგმის რეინკარნაცია, ცივილიზაციის პიონერები და პირველი ანბანის შემქმნელნი. ისინი არიან მეტალურგიის მამები, სწორუპოვარი მეომრები და უებრო მშენებლები, ჭეშმარიტი მეცნიერები და მსოფლიოს განმანათლებლები. ისინი არიან პირველი ქრისტიანები და ამავე დროს ზეადამიანური არიული რასის გამორჩეული წარმომადგენლები, განსაკუთრებული სამოციქულო ქვეყანა და ხალხი, აღსავსე ქრისტესმიერი სიყვარულითა და სათნოებით.

ისინი არიან თურმე ნაირის ხალხები და ურარტუს იმპერია. სომხები ფლობდნენ თურმე უდიდეს მიწებს მესოპოტამიასა და კაპადოკიაში, ამიერკავკასიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში და მათი სახელმწიფოც _ ,,დიადი არმენია”, თურმე სამ ზღვას _ შავ, ხმელთაშუა და კასპიის ზღვებს შორის ყოფილა გადაჭიმული ოდითგანვე.

ასეთი მოსაზრებები და დასკვნები რომ რომელიმე კერძო პიროვნებას, ან თუნდაც პირთა ჯგუფს ეკუთვნოდეს, ყურადღებასაც არ მივაქცევდით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ზემოთქმულის აპოლოგეტებად სერიოზული სომხური სამეცნიერო და პოლიტიკური წრეები გვევლინებოდნენ ადრეც და გვევლინებიან ახლაც. მსოფლიოს სომეხთა ისტორიოგრაფია, მას_მედიის საშუალებები და ინტერნეტის ვებ_გვერდები ისეთი ზღვარს გადასული ფალსიფიკაციებითა და დანაშაულებრივი ტყუილებითაა წალეკილი სომეხთა ისტორიისა და ეროვნული განუმეორებლობის შესახებ, რომ მათი დეტალური განხილვა და მეცნიერული კამათის გამართვა ერთი სამეცნიერო ნაშრომისა და მოცემული ფორმატის ფარგლებში პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც მთავარია _ ჩამოთვლილ საკითხებში ჩაღრმავება, უბრალოდ არასერიოზულობად მიგვაჩნია. ამ მიმართებით ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ ყოველივე ზემოთქმულის აგიტაცია ამიერკავკასიისა და მცირე აზიის ხალხების უკიდურესი დამცირებისა და არ შევცდებით თუ ვიტყვით _ პირდაპირი შეურაცხყოფის მიყენების ფონზე მიმდინარეობს.[1]

ამჯერად, ჩვენ სომხური ეთნოსის საქართველოს ტერიტორიებზე განთესვის მოკლე მიმოხილვას გავაკეთებთ მხოლოდ. აღნიშნული საკითხი არაერთი ქართველი და უცხოელი ავტორის არაერთ ნაშრომშია განხილული. ამ მიმართებით განსაკუთრებით აღსანიშნავია გურამ მაისურაძის ფუნდამენტური ნაშრომი: “საქართველოს სომხური მოსახლეობის ისტორიის საკითხები (IV_XVIII სს)” სადაც ღრმა მეცნიერულ დონეზეა წარმოდგენილი ამ საუკუნოვანი, რთული და არაერთგვაროვანი პროცესების პრაქტიკულად ყველა ასპექტი.

მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ერთხელ შევეხებით ამ ცნობილი პროცესის ზოგიერთ მომენტს, ხოლო სომეხთა დემოგრაფიული ექსპანსიის საკითხს XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში უფრო მეტად გავშლით, რადგან ამ პერიოდში ისტორიულ ქართულ მიწებზე სომეხთა შემოსვლის პერმანენტული პროცესები რაოდენობრივად და თვისობრივად ახალ საფეხურზე ადის და იგი მკაცრად განსაზღვრულ ელფერს იძენს.

სრული ობიექტურობისათვის ჩვენ აქცენტს ძირითადში არაქართულ, მათ შორის სომხურ წყაროებზე გავაკეთებთ.

სომხურ-ქართულ უშუალო თანაარსებობას ცარისტული რუსეთის იმპერიამ დაუსვა წერტილი XIX საუკუნის დასაწყისში, როცა ქართლ-კახეთის სამეფო იმპერიის საზღვრებში მოაქცია და ქართული სახელმწიფოებრიობა გააუქმა. ჩვენთვის საინტერესო ქვემო ქართლის ნაწილმა, ანუ, ლორე-ბამბაკმა, რუსული ადმინისტრაციული დაყოფით, ტფილისის გუბერნიის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული სტატუსი მიიღო. თბილისისავე გუბერნიაში აღმოჩნდა ჩართული დღევანდელი ახალციხე-ახალქალაქის რეგიონიც. ბუნებრივი და ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული რეგიონები თავისი ისტორიული, სოციალურ-ეკონომიკური, ადმინისტრაციული, ეთნიკური და კულტურული სამართალმემკვიდრეობის პრინციპებიდან გამომდინარე, ტფილისის და არა ერივანის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა. ამ დროისათვის აქ მცხოვრები სომხები უკვე სრულად იყვნენ ინტეგრირებულნი ქართულ ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.

XIX საუკუნიდან სომეხთა მრავალსაუკუნოვანი მშვიდობიანი ექსპანსიის პროცესი საქართველოში ახალ ფაზაში შედის. საქართველოს ახალი სომხური დიასპორების შექმნაზე უდიდესი გავლენა იქონია რუსეთ_თურქეთისა და რუსეთ_ირანის ომებმა, რომელთა შედეგად სომეხ ლტოლვილთა ახალ_ახალი ტალღები პერმანენტულად სახლდებოდნენ ისტორიულ ქართულ მიწებზე.

ეროვნებით სომეხი დიდი ამერიკელი ისტორიკოსისა და პოლიტოლოგის, რიჩარდ ოვანესიანის (Richard G. Hovannisian) მიხედვით: “1830 წლისათვის 100000_ზე მეტი სომეხი დასახლდა ახალქალაქისა და ახალციხის რეგიონებში _ ისტორიულ ქართულ მიწებზე“.[2]

XIX საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით სომეხთა განსახლების დინამიკაზე შემდეგ მასალას გვაწვდის შოთა ვადაჭკორია: “1804 წელს ერევნის სახანოდან თბილისში სომეხ ჩამოსახლებულთა რიცხვი 2000 კაცს უდრიდა. 1807_1808 წლებში თბილისის გუბერნიასა და ავლაბარში 338 სომხური ოჯახი (1906 სული) ჩამოასახლეს, ხოლო 1809_1811 წლებში მთავარმართებელ ტორმასოვის დროს, ყარაბაღიდან 428 ოჯახი (2140 სული) ბოლნისში ჩამოასახლეს. 1829 წელს ყარსის, არზრუმის და ბაიაზეთის ვილაიეთებიდან 14000 ათასი ოჯახი.

რუსეთის შემწეობით საქართველოში სომეხთა ჩამოსახლებებიდან გამომდინარე, მათი მატების დინამიური პროცესი შემდეგ სურათს იძლევა: 1865 წელს საქართველოში ცხოვრობდა 122,6 ათასი სომეხი, 1880 წელს – 172,9 ათასი სომეხი, 1897 წელს – 197,0 ათასამდე. 1897_1902 წლებში საქართველოში 55 ათასი სომეხი ჩამოასახლეს. აღნიშნული პროცესებიდან გამომდინარე, თბილისში სომხების რაოდენობა 46,7 ათასიდან 124,9 ათასამდე გაიზარდა, რომელთაგან 68 ათასი ახლად მოსული იყო”.[3]

რუსული წყაროებით კი ქართულ მიწებზე სომეხთა გადმოსახლების შემდეგი სურათია დახატული: “სამი _ არზრუმის, ყარსის და ბაიაზეთის საფაშოებიდან არზრუმის არქიეპისკოპოსმა კარაპეტმა რუსეთში თან გამოიყოლა მხარის თითქმის მთელი ქრისტიანული მოსახლეობა _ 70000 კაცამდე. არქიეპისკოპოსი კარაპეტი არზრუმიდან ახალციხემდე გადმოსახლებულებთან ერთად ფეხით გამოემართა”.[4]

XIX საუკუნის ბოლოსათვის მნიშვნელოვნად გაიზარდა სომხური მოსახლეობის წილი რუსეთის გუბერნიებში, განსაკუთრებით მის სამხრეთ ნაწილში. იგივე ავტორთან სომეხთა მასობრივი მიგრაციისა და სოციალური კეთილდღეობის სურათი ასეა დახატული: “ჩვენი სამხრეთ ვოლგისპირეთის გუბერნიები, შავიზღვისპირეთი, დონის ოლქი, ბესარაბია სომხებითაა გადაჭედილი. ასტრახანი და დონის როსტოვი _ თითქმის სომხური ქალაქებია. (შემთხვევითი არაა, რომ საზღვარგარეთ გამოცემული “დიადი არმენიის” ერთ-ერთ რუკაზე ეს უკანასკნელი როსტოვამდე ვრცელდება) კავკასიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მაშინ, როცა რუსები იქ არ დაიშვებოდნენ, სომხები, რომლებიც დიდი შეღავათებითა და პრივილეგიებით სარგებლობდნენ, ასევე ჩვენი უნიათობის გამო იმდენად გაძლიერდნენ ეკონომიურად, რომ დღევანდელი ვითარების ბატონ-პატრონებს წარმოადგენენ _ განსაკუთრებით ტფილისის, ერივანის, ელისავეტპოლის გუბერნიებში. ტფილისი ფაქტიურად სომხებს ეკუთვნით”. [5]

XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისისათვის სომეხთა მიერ საქართველოს ტერიტორიების მშვიდობიანი ექსპანსიის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ცნობილი ბრიტანელი მკვლევარი სტეფან ჯონსი (Stephen F. Jones): “სომეხთა მასობრივი მიგრაცია საქართველოში XIX საუკუნიდან დაიწყო რუსეთ_თურქეთის 1828_1829, 1877_1878, აგრეთვე 1890-იანი წლებიდან, როცა სომეხ ლტოლვილებს ნება დაერთოთ დასახლებულიყვნენ მესხეთ_ჯავახეთში, თრიალეთში, თბილისსა და საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში სოხუმისა და ბათუმის გარშემო, საიდანაც დიდი ნაწილი ადგილობრივი მუსულმანი მოსახლეობისა გადასახლდა ოტომანთა მიწებზე 1828_1829 წლების ომის დროს… 1897_დან 1902 წლამდე პერიოდში სულთან აბდულ ჰამიდისა და ქურთთა რეპერესიების გამო სომეხ ემიგრანტთა რიცხვი დაახლოებით 55000_ს შეადგენდა, ხოლო თბილისის სომეხთა მოსახლეობა 1897_დან 1910_მდე 46700_დან 125000_მდე გაიზარდა. სომეხთა ბოლო შემოსვლა 1915 წლის ჟლეტის შემდეგ მოხდა, როცა დაახლოებით 250000 სომეხმა შეაფარა თავი რუსეთს, რომელთა დიდი უმრავლესობა სამხრეთ საქართველოში დასახლდა”.[6]

საკუთრივ ქვემო ქართლში სომეხთა განსახლების პროცესზე კი შემდეგ ცნობებს გვაწვდის დიდი ივანე ჯავახიშვილი: “ქვემო ქართლში, ანუ, სომხითსა და ლორეში მელიქ აბოვის გარდა, არავინ არ დასახლებულა. (მას მეფე ერეკლემ მისცა აქ დასახლების უფლება – ა. ჩ.) საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგაც ეს მხარე სრულიად უდაბური იყო და მხოლოდ 1827-29 წლებში, როცა თურქეთიდან გამოიქცა 100000, ხოლო სპარსეთიდან 30000 სული, მათი ნაწილი დასახლდა ბორჩალოს მაზრაში, ნაწილი კი ერივანის გუბერნიაში. მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდება ქვემო ქართლში სომხების მჭიდრო და შედარებით მრავალრიცხოვანი მოსახლეობა”.[7]

იგივე სტეფან ჯონსი იტალიელი მოგზაურისა და მისიონერის, ლუიჯი ვილარის ცნობებზე დაყრდნობით იმ სოციალური კეთილდღეობის სურათს გვიხატავს, რასაც სომხები განიცდიდნენ საქართველოში და კერძოდ თბილისში XX საუკუნის დასაწყისისათვის: სომეხთა დომინანტური მდგომარეობა ვაჭრობაში, დაწყებული მსხვილი ვაჭრებიდან და დამთავრებული წვრილი მესაკუთრეებით აშკარად თვალში საცემია.

ლუიჯი ვილარი, რომელმაც მოინახულა თბილისი 1905 წელს წერდა: “სომხები ქალაქის კომერციული აქტივობის ყველა დონეს აკონტროლებენ. ერთხელ მთავარ ქუჩაზე (თბილისის – ა. ჩ.) სეირნობისას მე აღმოვაჩინე, რომ ყველა დიდი მაღაზია თუ მნიშვნელოვანი ფირმა სომხების საკუთრებაა. ქართველები კი თავის მხრივ კარგავენ თავიანთ სიმდიდრეს… უნდა ითქვას რომ თბილისი ნელ_ნელა სომხური ნაციონალიზმის უმთავრესი ცენტრი ხდება”.[8]

მ. ახოვის მიხედვით კი: ,,სომეხთა დიდი რაოდენობა და მათი როლი, რასაც ისინი თამაშობენ მხარის ცხოვრებაში, რა თქმა უნდა კავკასიის მაცხოვრებლებისათვისაც კარგად შესამჩნევია. ეს კიდევ უფრო ზრდის სომხობის მნიშვნელობასა და პრესტიჟს, რომლებიც აქაურობის ბატონ-პატრონებად გრძნობენ თავს და როგორც ,,რჩეული ხალხი” დარწმუნებულნი არიან კიდეც იმაში, რომ ეს ასეც უნდა იყოს”. [9]

მეტი დამაჯერებლობისათვის ლორე-ტაშირისა და სამცხე-ჯავახეთის ისტორიულად ქართული კუთვნილების შესახებ კიდევ ერთ მტკიცებულებას მოვიყვანთ, რომელიც თვით მოვსეს ხორენაცს, სომეხთათვის ესოდენ სათაყვანებელ პიროვნებას ეკუთვნის. ქვემოთ მოყვანილი ციტატა სანკტ-პეტერბურგში 1877 წელს გამოცემული წიგნიდან “სომხეთის გეოგრაფია” არის ამოღებული, გვ. 38-40. და აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას ნაშრომშია ,,ისტორიული სიმართლის დამახინჯების ერთი მაგალითის შესახებ” მოყვანილი: “რა შეიძლება ამოვკრიფოთ სომხური ცნობებიდან ამ საკითხის გარშემო? ავიღოთ ყველაზე სუბიექტურად შეფასებული წყარო, ცნობილი “სომხური გეოგრაფია“, რომელსაც ტრადიცია მოვსეს ხორენაცს მიაწერს და ჩვენი ერის V საუკუნის თხზულებად მიიჩნევს…

საქართველოს ტერიტორიები შემდეგია: კლარჯნი, არდაჰანი, შავშეთი, კავახნი, სამცხე, აჭარა… მანგლისის ხეობა, ქვეშის ხეობა, (ახლანდელი ბაშკიჩეთის, ანუ დმანისის რაიონის ძველი სახელწოდება – ს. ჯ.), ბოლნისის ხეობა, თრელი (ესე იგი თრიალეთი – ს. ჯ.), კანგარნი, ტაშირი და სხვა”. [10]

წარმოდგენილი მასალებით კიდევ ერთხელ მტკიცდება ლორე-ტაშირისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების უდავო ქართული კუთვნილების საკითხი.

XX საუკუნის 10-იანი წლებისათვის კი შემდეგი სურათი გვაქვს. მოვიყვანთ მსოფლიოში ალბათ ყველაზე უფრო ავტორიტეტული და პრესტიჟული გამოცემის – ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების (მეცნიერებათა აკადემიის) ენციკლოპედია “ბრიტანიკას” ცნობებს ტფილისისა და ერივანის გუბერნიების შესახებ, რომელიც 1911 წლითაა დათარიღებული _ ე.ი. ზუსტად ჩვენთვის საინტერესო პერიოდს შეეხება. აქ მეტად საინტერესო მასალებია გადმოცემული აღნიშნული გუბერნიების საზღვრების შესახებ, ადმინისტრაციულ მოწყობაზე, მოსახლეობის რაოდენობაზე, მათ ეთნიკურ შემადგენლობაზე და ა.შ.[11] “თბილისის გუბერნიის მასშტაბით XX საუკუნის დასაწყისისათვის აქ მაცხოვრებელ სომეხთა რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ჩამონათვალში სომხები საერთოდ არც არიან მოხსენიებულნი. თვით ერივანის გუბერნიაშიც კი, 1906 წლის სტატისტიკური მონაცემებით, სომხები გუბერნიის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ შეადგენდნენ.”[12]

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უფრო ობიექტური და სარწმუნო არგუმენტები XIX-XX საუკუნეებისთვის ლორე-ბამბაკის რაიონის უდავო ქართულ კუთვნილებაზე ალბათ აღარც არსებობს. ისიც უდავოა, რომ მეცნიერული თვალსაზრისით ბრიტანული მხარე ნამდვილად ნეიტრალურ და უაღრესად ავტორიტეტულ მხარეს წარმოადგენს.

XIX საუკუნის ბოლოსათვის სომხებმა ცარიზმის შოვინისტური და იმპერიული პოლიტიკის დიდი მხარდაჭერით შეძლეს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დემოგრაფიული დისბალანსის შექმნა და სომხური ეთნიკური უმრავლესობის ხელოვნური სურათის დამყარება. სომეხთა მშვიდობიანი დემოგრაფიული ექსპანსიის პროცესმა საქართველოში I მსოფლიო ომის მსვლელობისას კი, საბოლოო ჯამში, შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ახალი იდეოლოგიით გამაგრებულმა დიდი განსაცდელის წინაშე დააყენა საქართველო.

ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლის შემდეგაც პოლიტიკური, ისტორიული და ტერიტორიული სამართალმემკვიდრეობის პრინციპებიდან გამომდინარე, ტფილისის გუბერნიაში შემავალი ლორე-ტაშირის რეგიონი ფაქტობრივად ისევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებში მოექცა. თავისთავად ცხადია, რომ ამ რეგიონზე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ფაქტობრივი იურისდიქციაც ვრცელდებოდა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ლორეს რეგიონის პოლიტიკურ, სამხედრო, ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ კადრსაც, ბუნებრივია, საქართველოს მთავრობა ნიშნავდა:

 “ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრს.

01. 06. 1918. საქართველოს რესპუბლიკის ჯარების ჯავშნოსანი მატარებლებისა და ავტომობილებისათვის საჭიროა რკინა და სხვა მასალები, რომლის გარეშეც ჯავშნოსანი მატარებლები და ავტომობილები ვერ გაართმევენ თავს მათ წინაშე დასმული საბრძოლო ამოცანების გადაწყვეტას. ზემოხსენებული მასალების მიღება შესაძლებელია ალავერდის სპილენძსადნობი ქარხნებიდან, სადაც მიმღებ პირებად მიევლინებიან სანაინის რკინიგზის სადგურის უფროსი, დავით დევდარიანი და სამთო ტექნიკოსი სიმონ შუბლაძე. გიორგაძე”.[13]

წარმოდგენილი საარქივო დოკუმენტი კიდევ ერთხელ ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს მოცემული რეგიონის საქართველოს პირველი რესპუბლიკისადმი ფაქტობრივი კუთვნილების საკითხს და ქართული სახელმწიფოს მხრიდან მისი სრული ადმინისტრაციული კონტროლის ფაქტს.

ალბათ ბედის ირონიაა, რომ სწორედ ამ დროს, 1918 წლის ივნისში, ოსმალთა იმპერიაში ,,საგარეო ტურნეს’’ დროს, არარატის რესპუბლიკის დაშნაკი ლიდერები ,,ალექსანდრე და გევორქ ხატისიანები, აჰარონიანი და პაპაჯანიანი იმის შესახებ მსჯელობდნენ, რომ სომხეთის რესპუბლიკაში ერივანის გუბერნიის, მთიანი ელისავეტპოლისა და ახალქალაქი-ლორეს რაიონების ჩართვით სამ ამიერკავკასიურ სახელმწიფოს შორის თანასწორობისა და ბალანსის მდგომარეობა დამყარდებოდა”.”[14]

 

ქართველი ,,პროგერმანელები’’ და ქართული ლეგიონი.

,,საქართველოს იმ ხანად ხშირად ადარებდნენ დემოკრატიისა და სამოქალაქო წესიერების ოაზისს ყოფილი იმპერიის ანარქიის უდაბნოში. და უნდა ითქვას, რომ ეს შედარება სავსებით სწორია. ამიტომ იყო, რომ საქართველო წარმოადგენდა იმ ჟამით ყველა დევნილთა, ლტოლვილთა და დამარცხებულთა თავშესაფარს… დიდ ანტანტას საქართველო თავისი მოწინააღმდეგე ბანაკის დამხმარედ მიაჩნდა და ფარულ ბოლშევიკობას სწამებდა, თეთრი რუსეთი იმპერიის მთლიანობის დამრღვევად და კომუნიზმის აგენტად ნათლავდა, წითელი რუსეთი კი კონტრრევოლუციურ ბუდესა და დენიკინის მოკავშირეს უწოდებდა, ხოლო ორივე ერთად თანაბარი სისასტიკითა და ვერაგობით, საშინელ სასურსათო და პოლიტიკურ-ეკონომიკურ რკალს არტყამდა ირგვლივ და მოუსვენრად მუშაობდა მის შიგნიდან ასაფეთქებლად”.[15] ეს სიტყვები საქართველოს პირველი რესპუბლიკის ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს, ბატონ გრიგოლ ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. ვეთანხმებით ავტორისეულ შეფასებებს. იგი, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკი და შემდეგ კი თვით რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი, ბუნებრივია ფლობდა ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ამიერკავკასიაში 1917_1921 წლებში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

რაც შეეხება ანტანტის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული უნდობლობის ფაქტს, მეტი სიცხადისათვის საკითხი გაშლასა და ცოტა ფართოდ განხილვას მოითხოვს. ასეთი მიდგომა უფრო ნათელს გახდის ჩვენი თემატიკის საკვანძო საკითხების გახსნას. საუბარი I მსოფლიო ომსა და მასთან მიმართებაში ქართული პოლიტიკური წრეების მიერ დაკავებული პოზიციების ანალიზს ეხება.

ისტორიული რეალობაა, რომ სახელმწიფოებრივი არსებობის მთელი სამიათასწლიანი ისტორიის მანძილზე ქართველები ხშირად მდგარან “ნაკლები ბოროტები” არჩევანის წინაშე, ხოლო ხელსაყრელი მოკავშირის შერჩევის პრობლემა, არ შევცდებით თუ ვიტყვით, ქართული სახელმწიფოსათვის პირველხარისხოვან ამოცანას წარმოადგენდა მუდამ. XX საუკუნის 10_იანი წლებისთვისაც ქართული საზოგადოება მსგავსი დილემის წინაშე აღმოჩნდა. ქართველ პოლიტიკოსთა უმრავლესობამ სწორად გააანალიზა, რომ I მსოფლიო ომის შედეგები გადამწყვეტ როლს ითამაშებდნენ მომავალი მსოფლიოს ტერიტორიულ-პოლიტიკურ გადანაწილებასა და მისი შემდგომი მოწყობის საქმეში. მათ მართებულად აღიქვეს ის მდგომარეობაც, რომ ეს იქნებოდა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის შანსი. მაგრამ საკითხი ასე იდგა _ ანტანტა თუ სამთა კავშირი? გარკვეული პარტიები, სოციალ-დემოკრატების თავკაცობით პროანტანტურ პოზიციას იჭერდნენ. ეროვნულ-დემოკრატებს კი გერმანია, როგორც სამთა კავშირის ლიდერი მიაჩნდათ თავის ბუნებრივ მოკავშირედ რუსეთის იმპერიისაგან თავის დასაღწევად.

ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიაში დელეგაციაც გაიგზავნა იმპერიის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით. “უცხოეთში მყოფი მ. წერეთელი და გ. მაჩაბელი შეხვდნენ გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებს. მ. წერეთელმა გრაფ პურტალესს მიმართა თურმე შეკითხვით _ მომავალ საზავო კონფერენციაზე იქნებოდა თუ არა მოსმენილი საქართველოს მემორანდუმი, გამარჯვებული გერმანია და მისი მოკავშირეები დაეხმარებიან თუ არა ქართველ ხალხს ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენაში. საპასუხოდ გერმანიის რწმუნებულმა განაცხადა, რომ ჩვენი პოლიტიკა განისაზღვრება ქართველთა მიერ დაკავებული პოზიციის შესაბამისად. თუ ისინი აქტიურად იმოქმედებენ რუსეთის წინააღმდეგ, გერმანია დაიცავს საქართველოს ინტერესებს, მხარს დაუჭერს მის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. მ. წერეთელმა ივარაუდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებული ქართველები 50_ათასიან ლაშქარს შეკრებდნენ. გერმანიის წარმომადგენლებმა კი ივალდებულეს ამ ლაშქრის შეიარაღება, დაარწმუნეს მოლაპარაკებაში მონაწილე ეროვნული დემოკრატები, რომ საომარი საჭურვლის ნაწილი უკვე მიტანილი იყო ტრაპიზონში და თუ შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდებოდა, იგი გადაეგზავნებაო აჯანყებულ ქართველთა ლაშქარს”.[16]

მართლაც, მალე ჩამოყალიბდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი. აქტიური მუშაობა გაჩაღდა ქართული ლეგიონის შესაქმნელად ცარისტული ჯარების წინააღმდეგ საბრძოლველად მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში. ფაქტია, რომ ამ კუთხით ქართველმა ეროვნულ-დემოკრატებმა რეალურ შედეგებსაც მიაღწიეს.[17]

ქართული საზოგადოების ფართო ფენებისათვის ალბათ უცნობია ის ფაქტი, რომ გერმანელთა მიერ მართლაც რამდენჯერმე განხორციელდა გარკვეული რაოდენობის იარაღის ფარულად შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი წყალქვეშა ნავებით, რითაც გარკვეული არსენალიც შეიქმნა, ხოლო პირველი ქართული ლეგიონი, რომელიც ამ ეტაპზე ძირითადად ლაზებითა და აჭარლებით იყო დაკომპლექტებული, პოლკოვნიკ გიორგი (ლეო) კერესელიძის მეთაურობით I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში ჩაება და მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებსაც მიაღწია.[18]

ახლადჩამოყალიბებულმა ქართულმა ლეგიონებმა ,,საზღვარზე მყოფი რუს კაზაკთა რაზმები გაანადგურეს და აიღეს რამდენიმე სოფელი. მათ ხელში ჩაიგდეს რამდენიმე ქვემეხი და ტყვედ აიყვანეს მრავალი რუსი ჯარისკაცი”.[19] ქართული ლეგიონის მიერ მურღულთან და მაჭახელასთან ჩატარებულმა სწორედ ამ წარმატებულმა ოპერაციამ გაუკაფა გზა გერმანო-თურქული სადესანტო ნაწილების ელვისებურ შეტევას ბათუმთან I მსოფლიო ომის დაწყების პირველსავე ეტაპზე. “ხოფაში გადმოსხმულ იქნა კონსტანტინოპოლის 1_ლი საარმიო კორპუსის მე_7 და მე_8 პოლკების საზღვაო დესანტი გერმანელი მაიორ შტანკეს მეთაურობით, რომლებიც უეცრად შეიჭრნენ მდ. ჭოროხის ხეობაში, ბრძოლებით დაიკავეს არტანუჯი, ართვინი, ბორჩხა და რუსებს მდ. აჭარისწყლამდე დაახევინეს”.[20] _ გვამცნობს ცნობილი რუსი სამხედრო ისტორიკოსი გენერალ-ლეიტენანტი ი. კორსუნი. “რუსული ჯარების წარუმატებელი მოქმედებებისათვის გენერალი ელშინი, ბათუმის ოლქის სარდალი გადააყენეს და იგი მაღალკომპეტენტურმა ოფიცერმა, გენერალმა ვ. ლიახოვმა შეცვალა”.[21] სწორედ ამ მოვლენებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი ცარიზმის მკვეთრად ანტიაჭარულ და ანტიქართულ განწყობებზე, ხოლო მუსულმან აჭარლებსა და ლაზებზე, რომლებსაც ისედაც არ თვლიდა ქართველებად, დაწოლა გააძლიერა. “ცარიზმმა უმალ გამოაცხადა მთელი აჭარა მოღალატედ, “ომის დროს აჯანყებულად’’ და აპირებდა განმეორებას ძველი ხერხისა, _ გაეჟლიტა და გადაერეკა მაჰმადიანი (მათ მუდამ “თათრებად” აცხადებდნენ რუსები და აღწერის დროს ათავსებდნენ თათართა რუბრიკაში მოსახლეობისა) ქართველები ოსმალეთში და მათ ადგილზე დაესახლებინა ქრისტიანი რუსები და სომხები (როგორც ეს წინა ომებში ხდებოდა)’’.[22]

გარკვეული ქართული წრეების მხრიდან გერმანო-თურქებისადმი ასეთი დამოკიდებულება დაედო საფუძვლად ანტანტის ქვეყნების არაკეთილმოსურნე დამოკიდებულებას ზოგადად ქართველებისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მმართველი წრეების მიმართ I მსოფლიო ომის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც მხოლოდ კავკასიის არმიის შემადგენლობაში მრავალი ქართველი გენერალი და ოფიცერი მეთაურობდა მთელ შენაერთებს, რომლებიც დიდი წარმატებით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

ბატონ გრიგოლ ლორთქიფანიძის ზემოთ მოყვანილ ციტატაში კი ვერ დავეთანხმებით მის მოსაზრებას, რომ მხოლოდ “წითელი და თეთრი რუსეთები” წარმოადგენდნენ საქართველოს დაუძინებელ მტრებს. ამ მიმართებაში სომეხ დაშნაკთა შენიღბული ანტიქართული იდეოლოგია გაცილებით უფრო დიდ საშიშროებას წარმოადგენდა ახალგაზრდა ქართული რესპუბლიკისათვის, ვიდრე ცარისტული თუ ბოლშევიკური რუსეთის აგრესიული ქმედებები. 1918 წლისათვის კი რუსეთი, “თეთრიც” და “წითელიც”, სულს ღაფავდა და იგი რევოლუციის, კონტრრევოლუციისა და უცხოური ინტერვენციის ფატალურ რკალში იყო მოქცეული.                 

გარკვეული ქართული პოლიტიკური წრეების გერმანოფილურმა განწყობებმა I მსოფლიო ომის მსვლელობისას და მთელი 1918 წლის განმავლობაში ნოყიერი ნიადაგი შექმნა დაშნაკთა მიერ ქართველთა ანტანტის ქვენების წინაშე შემდგომი დასმენებისა და ცილისწამებისათვის. დაშნაკ პროვოკატორთა ამ ქმედებებმა მოკავშირეთა მხრიდან მკვეთრად ანტიქართული განწყობების გამძაფრებას შეუწყო ხელი, რამაც ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო ახალი, დიდი განსაცდელის წინაშე დააყენა.

სწორედ ასეთ ბაზისზე დაყრდნობით დაიწყეს სომეხმა დაშნაკებმა თავისი შორს გამიზნული ექსპანსიონისტური ჩანაფიქრის განხორციელება საქართველოსთან და არა მხოლოდ მასთან მიმართებაში. ზუსტად აღნიშნავს შოთა ვადაჭკორია, რომ “საქართველოს ხელისუფალთა ტოლერანტობა და ათიათასობით სომეხი ლტოლვილის საქართველოში თავშეფარება დაშნაკცუტიუნის პარტიის მეშვეობით, ქართველ ერს ბუმერანგივით დაუბრუნდა და თავსატეხი პრობლემების წინაშე დააყენა“.[23]

 

 

ლიტერატურა:

1. Армянскій вопросъ передъ Мирной Конференціей. 1919г.

2. Richard Hovannisian. Armenia on the road to Independence 1918. University of California Press, Berkley and Los Angeles, 1969. გვ. 9.

3. შ. ვადაჭკორია. საქართველო_სომხეთის ურთიერთობების საკითხი ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში. (1918_1920). თბილისი. გვ. 42.

4. М. Ахов. Россія и армяне. С.-Петербургъ. 1897. გვ. 34.

5. იქვე. გვ. 55.

6. Stephen F. Jones. Georgian-Armenian relations in 1918 to 1919 and 1991 to 1994: A comperison. გვ. 444.

7. Ив. Джавахишвили. Границы Грузии в историческом и современном рассмотрении. Тбилиси. 1919. გვ. 53.

8. Luigi Vilari. Fire and Sward in the Caucasia. Fisher and Union. London. 1906. გვ. 109_110.

9. М. Ахов. Россія и армяне. С.-Петербургъ. 1897. გვ. 59.

10. აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია. ისტორიული სიმართლის დამახინჯების ერთი მაგალითის შესახებ. თბილისი, 2003. გვ. 15_16.

11. ენციკლოპედია Britanica. 1911. 233

12. იქვე.

13. სცია 1969_2_186_45.

14. Richard Hovannisian. Armenia on the road of Independence 1918… გვ. 235.

15. გრ. ლორთქიფანიძე. ფიქრები საქართველოზე. თბილისი. 1995. გვ. 158_159.

16. ალ. ბენდიანიშვილი. საქართველოს პირველი რესპუბლიკა. თბილისი. 2001. გვ. 14.

17. რეზო გაბაშვილი. დაბრუნება. თბილისი. 1992. გვ. 143.

18. W.E.D. Alenn. Caucasian battlefields. A history of the wars on the Turko-Caucasian border. 1828-1921. Cambridge. 1953. გვ. 167.

19. ალ. ბენდიანიშვილი. საქართველოს პირველი რესპუბლიკა. თბილისი. 2001. გვ. 19.

20. И. Г. Корсун. Первая мировая война на кавказском фронте. Воениздат. Москва. 1946 г. გვ. 31.

21. W. E. D. Alenn. Caucasian battlefields… გვ. 167.

22. რეზო გაბაშვილი. დაბრუნება. თბილისი. 1992. გვ. 152.

23. შოთა ვადაჭკორია. საქართველო_სომხეთის ურთიერთობის საკითხი… გვ. 26

 

 

 

                              

53 Responses to “• ჩაჩხიანი – “სომხური საკითხი””

  1. I consider this to be an awesome post! I simply have one thought. How do you do it? Everything on this website is really good.

    Carry on the excellent work!

    Like

  2. Insurance said

    Hello there, just became aware of your blog through Google, and found so that it is really informative. I’m gonna watch out for brussels. Cheers!

    Like

  3. cookbooks said

    At Long Last, an issue that I am passionate about. I have looked for information of this topic for the last several hours. Your site is greatly treasured.

    Like

  4. Etsuko Pettipas said

    Nice site, looks very organized. Been searching for a site like this.

    Like

  5. Julie Wooten said

    Good post, thank you. I just signed up to your blog rss feed.

    Like

  6. Romaine Gros said

    Great website you have, I’ll definitely come back to check up on more of your posts.

    Like

  7. Selzer said

    Your post extremely cool. I glad to be here. I enjoyed reading your articles and if allowed i need to bookmark your posts….

    Like

  8. Augustine Bridwell said

    Usually I do not read article on blogs, but I would like to say that this write-up very forced me to try and do it! Your writing style has been surprised me. Thanks, quite nice article.

    Like

  9. fei said

    Intresting aricles you determine here.It will be helpful to find anything more concerning this topic.Thanks for tell that information.With sincerely!

    Like

  10. Kote said

    დიდი მადლობა ამ სტატიისთვის.

    Like

  11. Belia Truner said

    Wonderful work! This is the type of info that should be shared around the web. Shame on the search engines for not positioning this post higher!

    Like

  12. Doberman said

    Nice and interesting article.

    Like

  13. Eckl said

    Nice blog

    Like

  14. Hender said

    This was a very interesting article. Thanks once more I will visit again.

    Like

  15. Catina Shedd said

    It’s hard to search out educated people on this subject, but you sound like you already know what you’re speaking about! Thanks

    Like

  16. You made a few nice points there. I did an exploration on the theme and located mainly persons will trust your blog.

    Like

  17. Byod said

    I couldn’t currently have asked for a much better blog. You happen to be available to offer excellent tips, going on to the point for straightforward understanding of your readers. You’re undoubtedly a terrific professional in this arena. Many thanks for always being there humans like me.

    Like

  18. Edmund Cinotto said

    Please let me know if you’re looking for a article writer for your blog. You have some really good articles and I think I would be a good asset. If you ever want to take some of the load off, I’d absolutely love to write some articles for your blog in exchange for a link back to mine. Please blast me an email if interested. Cheers!

    Like

  19. Marcel Ranallo said

    Good day! I simply want to give an enormous thumbs up for the good information you’ve right here on this post. I shall be coming again to your weblog for more soon.

    Like

  20. Sherril Dikeman said

    Thank you for sharing your stuff on blog. it is probably that we’ve similar interests. one thing are terribly useful to me.

    Like

  21. Eleonore Filpo said

    Maintain ‘em coming… you all do such a excellent task at this kind of Concepts… can’t tell you how a lot I, for 1 appreciate all you do!

    Like

  22. Lessie Fernandz said

    Hello! Someone in my Myspace group shared this site with us so I came to look it over. I’m definitely loving the information. I’m bookmarking and will be tweeting this to my followers! Exceptional blog and outstanding design and style.

    Like

  23. Derrick Kokaly said

    I like this blog so much, saved to favorites .

    Like

  24. Bud Mcconnaughey said

    Very interesting information!Perfect just what I was searching for!

    Like

  25. Lakeisha Mcloy said

    Thank you for sharing with us, I believe this website genuinely stands out : D.

    Like

  26. Grady Dekenipp said

    Hello! This post couldn’t be written any better! Reading through this post reminds me of my previous room mate! He always kept chatting about this. I will forward this article to him. Pretty sure he will have a good read. Many thanks for sharing!

    Like

  27. Lane Balletta said

    I respect your piece of work, thankyou for all the informative content .

    Like

  28. Kendrick Ingala said

    Not long noticed concerning your website and are still already reading along. I assumed i will leave my first comment. i do not conclude what saying except that I’ve enjoyed reading. Nice blog. i’ll be bookmarking keep visiting this web site extremely usually.

    Like

  29. Lamar Odom Jersey said

    I am rather appreciative to you as regards posting such stuff.This surely help me lot. I really respect your work.

    Like

  30. Gwyn Oehrlein said

    Thank you most for useful information. i will be able to visit your website once more

    Like

  31. Bo Chaplen said

    Very Nice website. I recently built mine and that i was craving for some ideas and you gave me a number of. may i ask you whether or not you developed the web site by youself ?

    Like

  32. Romona Lanois said

    Great Blog. I tot up this Blog to my bookmarks.Thanks quest of alluring the term to converse about this, I lean to strongly yon it and fondness lore more on this topic.

    Like

  33. Alvaro Hor said

    Good post. I be taught something more difficult on different blogs everyday. It would at all times be stimulating to read content from different writers and observe a bit of something from their store. I’d choose to make use of some with the content on my weblog whether you don’t mind. Natually I’ll give you a hyperlink on your internet blog. Thanks for sharing.

    Like

  34. l.p.s. said

    Loved looking into this. Keep it up!

    Like

  35. Luigi Fulk said

    There are some provocative points in interval therein article but I don’t be informed if I make out all of them boldness to mid-section .

    Like

  36. Alix Dinucci said

    fantastic post. Ne’er knew this, regards for letting me know.

    Like

  37. Sackey said

    Have you ever considered adding more videos to your blog posts to keep the readers more entertained? I mean I just read through the entire article of yours and it was quite good but since I’m more of a visual learner,I found that to be more helpful well let me know how it turns out! I love what you guys are always up too. Such clever work and reporting! Keep up the great works guys I’ve added you guys to my blogroll. This is a great article thanks for sharing this informative information.. I will visit your blog regularly for some latest post.

    Like

  38. Bilstein said

    I really prize your work , Great post.

    Like

  39. Diana guadagnare said

    Grande! Hai ottenuto una nuova abbonata al tuo feed

    Like

  40. Alan Shimizu said

    Hi I really like your site.

    Like

  41. Brilliant site! I will defently bookmark it!!!

    Like

  42. Fabiola said

    I don’t like your template but your posts are quite great so I will check back! Also i can’t sign up to your rss feed! Any ideea why? With regards, Fabiola.

    Like

  43. Anderson said

    I am book-marking your web site now. advice

    Like

  44. Georgiadis said

    I was very pleased to find this website. I wanted to thank you for your time for this excellent post!!

    Like

  45. Very interesting subject, thankyou for putting up.

    Like

  46. kristine said

    This is the best web blog I have read.

    Like

  47. Carlo Sagel said

    Very helpful article, I will follow your site regularly.

    Like

  48. Lamara said

    I am rather under obligation to you as regards posting such stuff. This unqualifiedly take me lot. I extraordinarily prize your work.

    Like

  49. voip nyc said

    Thanks for the great info.

    Like

  50. Ezequiel Windley said

    Some truly nice stuff on this website, I love it.

    Like

  51. Brigitte Ryll said

    Great information.

    Like

  52. NK said

    This is amazing poste for a long period i ‘ve ever read. Can i have your contact please? I have somthing to ask over. Spasiba.

    Like

  53. Arlene said

    What’s up, I log on to your blog daily. Your story-telling style is awesome, keep doing what you’re doing!

    Like

დატოვე კომენტარი