Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• მაისურაძე – საქართველო-სომხეთი II

 ♣ სომხეთი-საქართველო

გურამ მაისურაძე

ქართულ-სომხური ურთიერთობის ისტორიოგრაფიიდან

  

 თავი II

XIX საუკუნის სომხური ისტორიოგრაფია ცარიზმის ანტიქართული იდეოლოგიური პოლიტიკის სამსახურში

ქართული სახელმწიფოებრიობის მარცხთან ერთად (1801 წ.) სომხური ისტორიოგრაფიის დამოკიდებულება საქართველოს ისტორიის მიმართ ერთბაშად შეიცვალა და, ძირითადად, ნეგატიური სახე მიიღო. ამ არასასურველ მოვლენას, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები გააჩნდა, როგორც ობიექტური ისე სუბიექტურიც, რომელთა შორის უმთავრესი, მაინც, რუსული იმპერიის კოლონიური პოლიტიკა იყო. საკითხის არსში უკეთ გასარკვევად მცირე ისტორიულ ექსკურსსაც მივმართოთ. კავკასიაში დამკვიდრებისთანავე რუსეთმა, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ყველაზე მეტი შეურიგებლობა და უნდობლობა გამოიჩინა იმის მიმართ, ვინც გზა გაუხსნა მას კავკასიაში შემოსასვლელად. რუსული იმპერიის ეს უმადურობა გამოწვეული უნდა ყოფილიყო შემდეგი მოტივებით: 1. მფარველისა და მეგობრის ნიღბით შემოსულმა ერთმორწმუნე რუსეთმა ვერაგულად დაარღვია პირობა და ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვის მაგიერ, ის ძალით გააუქმა, რითაც ქართველი ხალხის ღირსება ძლიერ შელახა. მის მიერ პატივაყრილი ხალხის ნდობა კი მას აღარ შეეძლო. 2. მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციების მქონე ქართველი ხალხი, რეპრესიების მიუხედავად, არ ურიგდებოდა დამოუკიდებლობის დაკარგვას და წინააღმდეგობის საკვირველ უნარს იჩენდა. 1802 წლის თავად-აზნაურთა გამოსვლა, 1804 წლის მთიულეთის აჯანყება, 1812 წლის კახეთის აჯანყება, 1819-20 წლების დასავლეთ საქართველოს აჯანყება, 1832 წლის შეთქმულება და სხვა თანხმობით მოწმობდნენ, რომ რუსეთის იმპერია ჩვენში ვერასოდეს პოვებდა თავისი ბატონობისათვის მყარ დასაყრდენს. მხოლოდ თავადაზნაურთა მცირე ნაწილის მიმხრობა და გარუსება შეძლო იმპერიამ 40-იანი წლებ96 97 ის შემდეგ, რაც მისი პოლიტიკური მიზნებისათვის სულაც არ იყო საკმარისი. 3. ქართული სახელმწიფოებრივი ტრადიციებისა და მდიდარი ქართული კულტურის გავლენა კავკასიაში ჯერ ისევ მნიშვნელოვანი იყო, რაც ცარიზმის პოლიტიკის წარმატებას ამ რეგიონში სერიოზულ დაბრკოლებას უქმნიდა. ერთი სიტყვით, საქართველო და ქართველი ხალხი რუსე- თისათვის დანაღმულ ველს წააგავდა, რომლის გაუვნებელყოფის გარეშე თავისუფალი მოქმედება ეზღუდებოდა. ასეთი ვითარების გამო იყო, რომ პოლიტიკური ცვლილებები სამხრეთ კავკასიაში, რაც რუსეთის გაბატონებას მოჰყვა ამ რეგიონში, თავიდანვე, აშკარად, ქართველთა ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ წარიმართა. ჯერ იყო და, ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებამ, თავისთავად, უცხო ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს ძველი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის კულტურულ-პოლიტიკურ ცნობიერებაში ბზარი გააჩინა, რაც სათანადოდ აისახა სომხური მოსახლეობის განწყობაშიც. საერთო ქართულ ინტერესებთან საკუთარი ინტერესების კვლავაც დაკავშირება, მით უფრო, ქვეყნის ახალი პატრონის მძლავრობის ვითარებაში, სომეხთა უმრავლესობისათვის საეჭვო და მიზანშეუწონელი გახდა, რის გამოც მან ტრადიციული თანამშრომლობიდან დაშორება და გაუცხოება იწყო. ნ. მარის დაკვირვებით, ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმების შემდეგ, საქართველოს სომხობამ “ქართული ეროვნული კოლექტივის მესამე წოდების მდგომარეობიდან სომხურ საზოგადოებრივ ძალად იწყო გარდაქმნა”1 . საქართველოს საზოგადოებაში დაწყებული გაუცხოების ეს პროცესი ხელს აძლევდა მთავრობას და მისი შემდგომი გაღრმავება-განვითარებისათვის პრაქტიკულ ღონისძიებებსაც სახავდა. განსაკუთრებით მავნე შედეგების მომტანი იყო მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ქართველთა საზიანოდ მექანიკური შეცვლა, ხალხების ერთმანეთთან დაპირისპირება და თვით ქართული ეროვნული სხეულის კუთხური, ეთნოგრაფიული და კონფესიური ნიშნით დაშლა-დანაწილება, ქართული ენის დევნა, მისი ისტორიისა და კულტურის წაშლა-აღმოფხვრა და სხვა. საქართველოს კოლონიზაციას უკვე 1801 წ. 12 სექტემბრის მანიფესტისათვის თანდართული რესკრიპტი ითვალისწინებდა. მრავალრიცხოვანი უცხო ეთნიკური ჯგუფების მოზიდვა საქართველოში და ვრცელი ახალი დასახლებების შექმნა იმ დროს, როცა ადგილობრივი ქართველი გლეხი მიწის ნაკლებობას განიცდიდა და თავისუფალ მიწებზე დასახლებას უკრძალავდნენ, ბუნებრივია, რომ ეს მოსულსა და დამხვდურს შორის დაპირისპირებას ბადებდა. საყურადღებოა, რომ საქართველოში იმპერიის დემოგრაფიული პოლიტიკის რეალიზაცია, უპირატესად, სომხურ ელემენტს ჰქონდა მინდობილი. უცხოეთიდან სომხების ჩამოსახლება ჯერ კიდევ გენერალმა პავლე ციციანოვმა დაიწყო ერევნის მხრიდან და ირანის აზერბაიჯანიდან, რომელთაც ქვემო ქართლის სოფლებში ასახლებდნენ. ამ საქმეში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი გენერალმა პასკევიჩმა, რომლის გარჯით მესხეთში 30 ათასი სომეხი ჩამოასახლეს. ორი ათას ოჯახზე მეტი – ბორჩალოს, წალკის დაბამბაკ-შორაგელის მიდამოებში. მთავრობა შემდგომშიც თანამიმდევრულად განაგრ- ძობდა, ძირითადად, საქართველოს საზღვრისპირა რაიონებში კომპაქტური სომხური დასახლებების შექმნას. იმ მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ემიგრაციაში წასვლამდე აფხაზებს ეკავათ, XIX ს. 80-90-იან წლებში დაიკავეს თურქეთიდან მოსულმა სომხებმა. იმავე პერიოდში სომხური დასახლებები შეიქმნა ბათუმში. სომხების ჩამოსახლებამ საქართველოში მაქსიმუმს მიაღწია XIX-XX სს. მიჯნაზე. ხუთი წლის განმავლობაში (1897-1902) საქართველოში შემოვიდა დაახლოებით 55 ათასი სომეხი, რომელთა უმრავლესობა ჩასახლდა თბილისში, ბათუმში, გორში, სოხუმსა და აფხაზეთის სოფლებში. მარტო თბილისში 1897- 1910 წწ-ში სომხების რაოდენობა გაიზარდა 46,7 ათასიდან 124,9 ათასამდე, რომელთაგან 68 ათასი ახლად მოსული იყო უპირატესად თურქეთიდან2. ცარიზმის დემოგრაფიული პოლიტიკის აგრესიული ხასიათი იმაშიც ვლინდებოდა, რომ სომეხთა ჩამოსახლებას საზღვრისპირა რაიონებში, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში, თან სდევდა ქართული მოსახლეობის დევნა-შევიწროება3. ლ. ზაგურსკის თქმით, “ქვეყანა ისეთ სახეს იღებდა თითქოს იგი თავიდანვე სომხებით ყოფილიყოს დასახლებული”4 , მაშინ როდესაც 1828 წლამდე აქ 90% ქართველი იყო. იმპერიის მოხელეების მიერ საქართველოში სომხური მოსახლეობის მექანიკურად და თანამიმდევრობით გაზრდა, რომელიც ქვეყნის უცხოეთნიკურ ნაწილში ისტორიულად ისედაც სხვაზე უფრო მრავალრიცხოვანი

————–

1 Марр Н. Я. Кавказский культурный мир и Армения, Петроград,1915,с. 51.

2 ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა XVIII-XX სს-ში, თბილისი, 1984, გვ. 228.

3 შოთა ლომსაძე, სამცხე-ჯავახეთი, თბილისი, 1975, გვ. 359-361.

4  Л. Загурский ,Поездка в Ахалцихский уезд в 1872 г., с.65.

98 99

და ეკონომიკურადაც უფრო შეძლებული იყო, ცხადყოფდა, რომ იმპერიას თავისი ბატონობის სოციალურ ბაზად ჩვენში სწორედ ეს მოსახლეობა აერჩია. აქეთკენ უბიძგებდა რუსეთის მთავრობას სომხურ სავაჭრო ბურჟუაზიასთან მისი ძველი კავშირებიც, რომლის გულის მოგებას ის ყოველთვის ცდილობდა. ამიტომ ამ მოსახლეობის იმპერიის სამსახურში ჩაყენება, ჩანდა, რომ რუსეთის მთავრობას არ უნდა გაჭირვებოდა, რომლის მნიშვნელობის გასაძლიერებლად საქართველო- ში მან საკმაოდ ბევრი გააკეთა. კავკასიის ადმინისტრაციის უმაღლეს მოხელეებს სომეხი ვაჭრების მატერიალური და მორალური წაქეზება თანამდებობრივ მოვალეობად მიაჩნდათ აძლევდნენ რა მათ პრივილეგიებს, მონოპოლიებს, სამხედრო იჯარებს, სესხებს და ანიჭებდნენ სხვა უპირატესობებს. საქართველოს სომხური მოსახლეობისათვის, ძირითადად, მისი მქონებელი ფენისათვის ხელშეწყობის რეჟიმის შექმნა, გასაგებია, ამ მოსახლეობას ხელისუფლებისადმი ლოიალურად განაწყობდა და რეჟიმით კმაყოფილი ნაწილი თავს არ ზოგავდა ცარიზმის პოლიტიკური ინტერესების დასაცავად, რათა მისგან შემდგომში კიდევ უფრო მეტი შეღავათები და ხელშეწყობა მიეღო. მაგალითად, თბილისელი სომეხი ვაჭრები დავით ზარგაროვი და დავით მანანოვი, რომელთაც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის თემებთან ადრე ჰქონიათ სავაჭრო კავშირები და იქ “თავიანთი კაცები” ჰყავდათ, მეფის ჯარებს აქტიურად დახმარებიან აჯანყებულ თუშ-ხევსურთა “დამშვიდებაში”5 . 1812 წლის კახეთის აჯანყების ჩახშობისას დამსჯელ სამხედრო ნაწილებს დიდ დახმარებას უწევდნენ სიღნაღელი სომეხი ვაჭრები ამირან და არტემ შავერდოვები6 . ნიშანდობლივია, რომ 1838 წ. ბარონი როზენი შინაგან საქმეთა მინისტრს გრაფ ბლუდოვს სთხოვდა, რათა ამირან და არტემ შავერდოვები XIV კლასის ჩინებით დაეჯილდოებინათ, რომელთაც კახეთის აჯანყების შემდეგ სიღნაღში ბამბის ნართის წარმოებისათვის დიდი ევროპული ფაბრიკა აეშენებინათ7 . კახეთის 1812 წ. აჯანყების ჩახშობაში სომეხთა როლზე, ბევრად უფრო ადრე, მთავარმმართებელი, კავკასიის ჯარების მთავარსარდალი, ინფანტერიის გენერალი ნ.თ. რტიშჩევი ალექსანდრე I-ს სწერდა: “მთელ საქართველოში კაცი აღარ დარჩა ჩვენი ერთგული. მარტო სომხებმა არა თუ არ მიიღეს მონაწილეობა ამბოხებაში, არამედ სიცოცხლესა და ქონებასაც არ ზოგავენ… ჩვენ ჯარებთან ერთად იბრძოდნენ მშფოთვართა გასაწყვეტად… მთავრობა სომხებს უნდა უმადლოდეს, რომ დროზე და წინასწარ იტყობდა, რას აპირებდნენ მეამბოხენი და სად ჰქონდათ ბინა”8 . სომეხთა ერთგულების განსამტკიცებლად 1812 წ. 13 მაისს გენერალი რტიშჩევი იმპერატორს სთხოვდა საქართველოს სომეხთა დაჯილდოებას9 . იმავე წლის 15 სექტემბერს თბილისში იღებენ ალექსანდრე I-ის წერილს, რომლითაც საქართველოს სომხურ მოსახლეობას რუსეთის წინაშე დამსახურებისათვის იმპერატორი მადლობას უცხადებდა. იმპერატორის ეს წერილი საბჭოთა პერიოდის რამდენიმე სომეხი ავტორის წიგნში გამოქვეყნდა, სულ ბოლოს კი ამ წერილმა თავისი ადგილი 1995 წ. მოსკოვში გამოცემულ სერგო მამულოვის წიგნში პოვა ისე, რომ ავტორს, ამის გამო, როგორც ჩანს, არავითარი უხერხულობა არ უგრძვნია10. იმპერიის ერთგული სამსახურის სანაცვლოდ მიღებული პრივილეგიებისა და მხარდაჭერის წყალობით საქართველოს სომხური ბურჟუაზია თანდათან დაეუფლა ქართული ფეოდალური არისტოკრატიის ქონების მნიშვნელოვან ნაწილს და გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა ქალაქებში, განსაკუთრებით კი თბილისში. ეს ვითარება ასახულია იმდროინდელ ოფიციალურ დოკუმენტებში, აგრეთვე, პუბლიცისტურ, მხატვრულ და საერთოდ ლიტერატურულ წყაროებში. მაგალითად, 1874 წ. ს. მესხი გაზეთ “დროებაში” წერდა: “ახლანდელი თბილისის კომერციულ ცხოვრებაში წამყვან როლს სომეხი ვაჭრები თამაშობენ; მათ ეკუთვნით უძრავ-მოძრავი ქონების დიდი ნაწილი. თითო-ოროლა იმერელს ან მეგრელს თუ შეხვდებით სადმე, ისიც მოხელეთა და საზოგადოთ წვრილ ვაჭართა და მეპატრონეთა შორის… ქალაქის 72 დეპუტატითგან მხოლოდ სამი თუ ოთხი ქართველია… ერთი თუ ორი რუსი და ერთიც გერმანელი, დანარჩენი სულ სომხები არიან”11. სომეხი ისტორიკოსების გამოანგარიშებით, თბილისის სავაჭრო და სამრეწველო საწარმოთა 60%-ზე მეტი სომეხ კაპიტალისტებს ეკუთვნოდათ12. ერთი მაინც ფაქტია, სომხური ბურჟუაზიისადმი მთავრობის ხელშეწყობამ თავიდანვე ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ეკონომიკური ცხოვრების სადავეები სულ მალე სომეხი ვაჭრების ხელში აღმოჩნდა და რუსული კაპიტალის

—————-

5 ACKAK, V, # 2 139, გვ. 106.

6 იქვე, VIII, #927, გვ. 909.

7 იქვე.

8 ACKAK, V, გვ. 221-222.

9 იქვე.

10 С. Мамулов, Армяне в Грузии, Москва, 1995, c. 233.

11 ს. მესხი, ნაწერები, თბილისი, 1903, ტ. I, გვ. 222-223.

12 История армянского народа, Ереван, 1969, ñ. 168.

100 101

ინტერესებსაც კი დაუპირისპირდა, რის გამოც XIX ს. 70-80-იანი წლებიდან მთავრობა ცდილობდა უკვე ზღვარი დაედო ამიერკავკასიაში სომხური კაპიტალის შემდგომი გაძლიერებისათვის1 3. რუსეთის სავაჭროსამრეწველო კაპიტალის წარმომადგენელი, ა. მარკოვი წერდა: ბუნებრივი სიმდიდრით უხვი მხარე (ე. ი. ამიერკავკასია) ჩაყენებულია განსაკუთრებით არახელსაყრელ პირობებში იმის შედეგად, რომ ქვეყნის მთელი მწარმოებლურობის ექსპლოატაციას ეწევიან სომხები, რომელთაც ხელში ჩაიგდეს თითქმის მთელი ვაჭრობა და რომლებიც ამჟამად მიისწრაფვიან მიისაკუთრონ აქ პოლიტიკური ბატონობაც, ცდილობენ რა დაიჭირონ ადმინისტრაციული პოსტები14. რუსულ კაპიტალთან სომხური ბურჟუაზიის განსაზღვრული დაპირისპირების მიუხედავად ადმინისტრაცია შემდგომშიც თავისი პოლიტიკის გატარებისას კავკასიაში კვლავაც სომხურ ელემენტს ემყარებოდა. კავკასიის ნამესტნიკის ვორონცოვ დაშკოვის (1905-1915) თანაშემწე პოლიციის დარგში გენერალი შირინკინი დაუფარავად აცხადებდა, რომ ერთადერთი ხალხი, რომელიც ახალ პირობებში რუსეთისათვის ამიერკავკასიაში გამოდგება დასაყრდენ ბაზად, არიან სომხები, რომელთაც ჰყავთ ძლიერი ბურჟუაზია, ხოლო ყველგან ცივილიზებულ (იგულისხმება კაპიტალისტურ) ქვეყნებში სახელმწიფო ემყარება ბურჟუაზიასო15. იმპერიის ადმინისტრაციის კეთილგანწყობილებისა და მფარველობის პირობებში, როცა სომეხი ვაჭრები და კაპიტალისტები აღმოსავლეთ საქართველოსა და ქვეყნის ცენტრალურ ქალაქში, თბილისში კერძო საკუთრების მნიშვნელოვან ნაწილს ფლობდნენ და ქონებრივი ცენზის კანონის წყალობითაც თბილისის საქალაქო თვითმართველობასაც ისინი აკონტროლებდნენ, მოსალოდნელია, რომ სომხურ ბურჟუაზიას ისტორიული მეზობელი ქვეყნის მიმართ პატრონის გრძნობა დაუფლებოდა და სომეხთა “გამორჩეულობის” ხორენაცისეული იდეის გამოცოცხლებისათვის ხელი შეეწყო, რაც XIX საუკუნიდანვე აისახა კიდეც სომხურ ისტორიოგრაფიაში. სომხური ბურჟუაზიის მისწრაფებათა ისტორიული დასაფუძვლება, გასაგებია, რომ ახალი დროის სომხური ისტორიოგრაფიის უმთავრესი პოლიტიკური ამოცანა უნდა გამხდარიყო. მისი რეალიზაცია კი, შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, უფრო პერსპექტიული ჩანდა მათთვის, ხორენაცის, სებეოსისა თუ დრასხანაკერტცის სომეხთა განმადიდებელი მოთხრობების ფართო პროპაგანდის ფონზე, – საქართველოს ისტორიისა და კულტურის ფაქტების გაყალბებით საზოგადოების თვალში მათი მნიშვნელობის გაუფასურება და ამით ქვეყნის კანონიერ პატრონთა მორალური დათრგუნვა, ერთნაირად ხელსაყრელი იყო როგორც ქვეყნის დასაპატრონებლად გამზადებული სომხური ბურჟუაზიის ინტერესების, ისე ოფიციალური ხელისუფლებისთვისაც, რომელიც დღენიადაგ ცდილობდა ქართველთა წინააღმდეგობის უნარისა და მებრძოლი სულის ჩაკვლას. ქართული ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ ბრძოლაში სომხური ბურჟუაზიისა და რუსეთის მთავრობის იდეოლოგიური პოლიტიკის თანხვედრა, ჩანს, იმპერიის ბიუროკრატიას კავკასიაში თავისი პოლიტიკის წარმატების გარანტად ესახებოდა. ამიტომაც იყო, რომ XIX-XX სს. რუსული და სომხური ისტორიოგრაფია ხმაშეწყობით ცდილობდა საქართველოს ისტორიისა და კულტურის მნიშვნელობის დამცრობის გზით კავკასიის ისტორიის გადაკეთებას. ამგვარი ხმაშეწყობის ნიმუშად მოჩანს ქართველთა ეროვნული ღირსების შემლახავი აქცენტებით გაჯერებული, მეტადრე, პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორის ოსიპ სენკოვსკისა (1800-1858) და ცნობილი არმენისტის, იმავე უნივერსიტეტის პროფესორის ქერობე პატკანიანის (1833-1889) კრიტიკული წერილები “ქართლის ცხოვრების” წყაროთმცოდნეობით მნიშვნელობაზე. ნიშანდობლივია, რომ ო. სენკოვსკის წერილი “Некоторые сомнения касательно истории грузинов”  დაიბეჭდა ჟურნალ “Библиотека для чтения”16-ში 1832 წლის შეთქმულების მარცხის ახლო ხანებში, რის გამოც გამოქვეყნებული წერილი გამიზნულად პოლიტიკურ ხასიათს იძენდა; ამასვე მოწმობდა წერილის დაუსაბუთებელი, პროვოკაციული შინაარსიც. პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი თანადროულ საზოგადოებას აუწყებდა, რომ XII საუკუნემდე, ვიდრე დავით აღმაშენებელი თბილისს გაანთავისუფლებდა, ქართველებს ამიერკავკასიაში საერთოდ არ უცხოვრიათ და მათი პირველსაცხოვრისი ჩრდილო კავკასიაშია საძებნიო. ძველ წყაროებში მოხსენიებული იბერიელები ქართველები არ არიან და ეს ტერმინი კრებითი

——————

13 პაატა გუგუშვილი, საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში, ტ. 6, თბილისი, 1979, გვ. 339.

14 А. Марков, Закавказье в торговом отношений, журнал “Русский Вестник”, 1884, ¹ 1, c. 176-178.

15 სარგის კაკაბაძე, ქართველი ხალხის ისტორია 1783-1921, თბილისი, 1997, გვ. 225.

16 ტ. XXX, #10, 1838, გვ. 151-172.

102 103

შინაარსის შემცველი სახელია, რომლის შემადგენლობაში უპირველესი ადგილი სომხებს ეკავათ და რომელთა გავლენის ქვეშ მოქცეული ყოფილა ამიერკავკასიის სხვა ხალხები (ამ დებულების კავშირი მ. ხორენაცის კონცეფციასთან, ვფიქრობ, სრულიად აშკარაა). ვახტანგ გორგასალი კი თურქების ბელადი იყოო. ასეთი ცოდნის მიმწოდებელს “ქართლის ცხოვრება” ზღაპრების კრებულად რომ წარმოედგინა, ალბათ, არც არაფერი უნდა იყოს გასაკვირი. ო. სენკოვსკის ანტიმეცნიერული პასკვილის მხილება ქართული და სომხური წყაროების საუკეთესო მცოდნეს მარი ბროსეს, რა თქმა უნდა, არ გაჭირვებია, რის გამოც საქართველოს ისტორიის ცილისმწამებელმა ფრანგი სწავლულის კრიტიკაზე პასუხი ვერც გამოძებნა. 80-იანი წლების დასაწყისისათვის დისკუსიაში ჩაერთო ქ. პატკანიანიც. ო. სენკოვსკის იდეებთან მას აახლოებდა საქართველოს ისტორიასთან ტენდენციურად უარყოფითი დამოკიდებულება. სომეხი მეცნიერი თავის შრომებში ხელაღებით უარყოფდა ქართული წერილობითი წყაროების არა მარტო მეცნიერულ ღირებულებას, არამედ არსებობასაც კი XII ს-ზე უფრო ადრე. “ქართლის ცხოვრების” კრებული, რომელიც მას ერთ მთლიან ნაწარმოებად წარმოედგინა და მასზე ერთი ნაწილიდან მიღებული შთაბეჭდილებით მსჯელობდა17, საკმაოდ დაბალი ღირსების ძეგლად მიაჩნდა. მისი თქმით, “ქართლის ცხოვრების” დასაწყისი ნაწილი არ ემყარება ადგილობრივ წერილობით წყაროებს ან ზეპირგადმოცემებს. იგი უბრალოდ გამოგონილია ერთი კაცის მიერ წინასწარ დასახული მიზნის შესაბამისად. ეტყობა ავტორი იცნობდა მ. ხორენაცისა და აგათანგელოსის წიგნებს და ასე თუ ისე იცოდა შაჰ-ნამეს შინაარსი, მაგრამ სარგებლობდა არა მათი ხელნაწერებით, არამედ ზეპირსიტყვიერი ვარიანტებით. მისი აზრით, ქრონიკის (ასე უწოდებს ის “ქართლის ცხოვრებას”) პირველ განყოფილებაში (იგულისხმება საწყისი პერიოდი ადერკი მეფემდე ანუ ქრისტეს შობამდე) ძნელია თუნდაც ერთი ისეთი ფაქტის პოვნა, რომელსაც ექნებოდა ჭეშმარიტი ისტორიული ღირებულება. მისი დასკვნით, ამ ქართული ქრონიკის ავტორი მცირე, ნაკლულოვანი ცოდნის სომეხი ბერი უნდა იყოს, რომელსაც ქართველთა მატიანე შეუთხზავს ქართველთავე დაკვეთით XII ს., როდესაც მათ საერთოდ იგრძნეს ისტორიის დაწერის აუცილებლობა18. ქ. პატკანიანის წერილის გამოქვეყნების დროისათვის “ქართლის ცხოვრების” კრებული ჯერ კიდევ არ იყო მეცნიერულად შესწავლილი და ამისათვის მხოლოდ პირველი ნაბიჯები კეთდებოდა. ამიტომ ქართული საისტორიო წყაროს კრიტიკა და, თუნდაც, ჰიპერკრიტიკა თავისთავად განსაკუთრებულს და მოულოდნელს არაფერს ნიშნავდა. მაგრამ ერ- თია, როცა კრიტიკა წმინდა მეცნიერული ინტერესებითაა გამოწვეული და მეორე, როცა მას, ძირითადად, პოლიტიკური დატვირთვა აქვს და ერის მორალურ დათრგუნვას ისახავს მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ ქ. პატკანიანი მეცნიერული არგუმენტებით ცდილობდა მსჯელობას ქარ- თლის ცხოვრების ხსენებულ ძველ პერიოდზე და ზოგიერთი ანგარიშგასაწევი შენიშვნებიც აქვს გამოთქმული, მის წერილში აშკარად იგრძნობა საქართველოს ისტორიისა და მისი წყაროების დამცრობის დაუცხრომელი სურვილი, რისთვისაც არც ფაქტების გაყალბებას არიდებს თავს. ცნობილი არმენისტის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება საქარ- თველოს წარსულის კვლევისადმი, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარ- ჩენია თანადროულ ქართულ საზოგადოებას. დიმიტრი ბაქრაძე უკვე 1884 წ. გამოქვეყნებულ ნაშრომში წერდა: “ჩვენი ფიქრით, ქ. პატკანოვი არ არის გულწრფელი მაძიებელი ისტორიული სიმართლისა. ის ვერ ითვისებს ვერც ერთს ცხოველს და უეჭველ ფაქტებზე დამყარებულს აზრს ქართული ისტორიისას, თუ ეს აზრი ეწინააღმდეგება იმის აზრს სომხურს ისტორიაზე. ჩვენთვის ერთგვარ ძვირფასია როგორათაც სომხური, აგრეთვე ქართული წყაროები: ჩვენის ფიქრით, ერთმა მეორე უნდა შეასწოროს და შეავსოს”19. შემდეგ კი თავისი სიტყვების დასადასტურებლად მოჰყავს ფაქტებისადმი სომეხი ისტორიკოსის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა და გაყალბების კონკრეტული შემთხვევები. მაგალითად, ქ. პატკანიანი არაკეთილსინდისიერად იმოწმებდა სტეფანოს ორბელიანს, რომელიც, თითქოს, ძველ ქართულ საისტორიო მწერლობის დიდ სიღარიბეზე ჩიოდაო, მაშინ როდესაც, შენიშნავდა დ. ბაქრაძე, სტეფანოზი აღნიშნავდა არა საერთოდ ქართული წყაროების სიმცირეს, არამედ მათში ცნობების იშვიათობას ორბელთა საგვარეულოს შესახებ, რაც გამოწვეული იყო გიორგი III-ის სადამსჯელო ღონისძიებებით მისი ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებული ორბელების მიმართ, რომელთა ხსენება საქართველოს მეფის ბრძანებით ყველა სამწერლო ძეგლებიდან აღმოიფხვრა20. დ. ბაქრაძის ობიექტურობაში მკითხველის განსასჯელად

——————–

17 იხ. ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, ილია აბულაძის გამოცემა, თბილისი, 1953, გვ. 012.

18 იხ. Патканов, Ванские надписи и значение их для истории передней азии, ЖМНП, Част.  1883, с. 199-274.

19 დიმიტრი ბაქრაძე, პროფესორი პატკანოვი და ქართული ისტორიის წყაროები, თბილისი, 1884, გვ. 2-3.

20 იქვე.

104 105

 მოვიყვანთ ამონაწერს სტ. ორბელიანის თხზულებიდან საკამათო საკითხზე: “ხოლო ოდეს გამეფდა ქართლში პირველი მეფე ფარნავაზ, აღმატებით პატივი მიიღეს მის მიერ ორბელიანთ და არავინ იყო მსგავსი მათი ქართლში თვნიერ მეფისა. ხოლო ესე ამბავი მცირედ ვცანით ქართველთ მოთხრობათაგან. გარნა შურითა გიორგი მეფისა- თა, რომელმან გუარით აღხოცა იგინი საქართუელოდამ, ახოცეს სახელნი მათნი მოთხრობათაგან თ¢სთაგან, რომლისათ¢ს ჩვენცა გამოძიებით და ზედ-მიწევნით ვსცანით მცირედი… ხოლო ვინა¡თგან ახოცილ იყო სახსენებელი წინაპართა მათთა ჰამბავთანი, მკაცრებანი და მოქმედებანი ჩინებულნი ორბელიანთაგანი მათ ჟამთა მწერალთაგან, რომელსა “ქართლის ცხოვრებას” უხმობენ, ამისთ¢ს ჩვენ ვერა ვსცანით ვითარება და რიგი სიტყ¢სა, რათამცა რაგისაებრ დაგვეწერა წერილსა ამას შინა”21. ეს ამონაწერი გარდა იმისა, რომ ზედმიწევნით ადასტურებს დ. ბაქრაძის სიმართლეს, ამასთან ძველი ქართული საისტორიო მწერლობის სიმდიდრესა და მისი ცნობების სიუხვესაც გვიდასტურებს, რამდენადაც სომხური წყაროს მოწმობით ორბელიანთა თავგადასავალი გადმოცემული ყოფილა არა ერთი რომელიმე მწერლის, არამედ მწერალთა მიერ. ასევე მრავლობით რიცხვშია მოცემული “ქართველთა მოთხრობები”, სადაც ჯერ კიდევ ყოფილა შემორჩენილი მცირე ცნობები ორბელიანებზე. საყურადღებოა, აგრეთვე, XIII ს. სომხურ ძეგლში “ქართლის ცხოვრების” კრებულის სახით მოხსენიება, რომელსაც ქ. პატკანიანი, რატომღაც, ვახტანგ VI-ის დროინდელად და მის შედგენილად მიიჩნევდა, რითაც ძალზე ამცრობდა ამ ძეგლის მნიშვნელობას. 1884 წ. უფრო ადრეული, მარიამისეული ნუსხის აღმოჩენის შემდეგ ქ. პატკანიანი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ვახტანგ მეფეს არავითარი კავშირი არ ჰქონდა ძველი “ქართლის ცხოვრების” შედგენასთან. დ. ბაქრაძე განსაკუთრებით აღშფოთებული იყო ქ. პატკანიანის იმ განცხადებით, რომ, თითქოს, XI-XII სს. ქართველებს საკუთარი ისტორიის საჭიროება ვერ უცვნიათ. ამით გაკვირვებული დ. ბაქრაძე წერდა: “რამ აფიქრებინა ქ. პატკანოვს, ვითომც ქართველი ერი ისეთ ველურ მდგომარეობაში იყო, რომ ვერ გრძნობდა საჭიროებას ისტორიისას მეთორმეტე საუკუნემდე და აქაც კი, თუ არ ისიც უმეცრის სომხის შემწეობით მან ვერ შესძლო თავისი ისტორია თვითონვე შეედგინა”22. ო. სენკოვსკისა და ქ. პატკანიანის ხსენებული ნაშრომები ფაქტობრივად უარყოფდნენ ამიერკავკასიაში ქართველი ხალხის ოდინდელ ისტორიულ არსებობას და მის, არათუ ღვაწლს, არამედ მონაწილეობასაც კი მდიდარი კავკასიური ცივილიზაციის შექმნაში, რაც, ბუნებრივია, თანადროული ქართული ინტელიგენციის სამართლიან პროტესტს იწვევდა. თუ ქ. პატკანიანი საქართველოს ისტორიაზე მსჯელობისას მ. ხორენაციდან ამოდიოდა, რომელიც კავკასიას სომხეთის პოლიტიკურ და კულტურულ სივრცედ განიხილავდა, ო. სენკოვსკის ინსინუაციების ერთადერთი საყრდენი იმპერიის იდეოლოგიური პოლიტიკა იყო კავკასიაში. ასეთ სიტუაციაში საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებზე პოლემიკამ წმინდა პოლიტიკური შეფერილობა მიიღო და ის ეროვნულ საკითხში გადაიზარდა. შემთხვევითი სულაც არაა, რომ XIX ს. 70-80-იან წლებშივე სომხური ისტორიოგრაფია ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწეთა ყურადღების ცენტრში მოექცა, რამდენადაც მთავრობა, ძირითადად, სომხური ბურჟუაზიისა და მისი მსახური ისტორიოგრაფიის ხელით ცდილობდა თავისი ხალხთმოძულე პოლიტიკის გატარებას კავკასიაში. ამ დროისთვის სომხურ ბურჟუაზიას ყველა შესაძლებელი პრივილეგია უკვე ჰქონდა მოპოვებული კავკასიაში. რჩებოდა ერთადერთი, ტერიტორიული უფლებები. ცხადია, სომხები იმპერიას ვერ მოსთხოვდნენ მათთვის საქართველოში ორანჟის რესპუბლიკის შექმნას (ამ მხრივ საგულისხმოა გერონტი ქიქოძის თვალსაზრისი საქართველოში მოსახლე სომხებზე, რომელთაც იგი “ჩვენს ორანჟისტებს” უწოდებდა23). მაგრამ, როგორც ჩანს, გაბატონებული რეჟიმის ინტერესების დაცვისა და ერთგული სამსახურის სანაცვლოდ, სომხურ ბურჟუაზიას შესაძლებლად მიაჩნდა იმპერიის ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ სისტემაში ისეთ ცვლილებებზე მთავრობის დაყოლიება, რომლებიც საშუალებას მისცემდა მას მეზობელთა ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის საკუთარ ეთნიკურ სივრცეში მოქცევას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებდა მის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და საფუძველს შეუქმნიდა მომავალში, ხელსაყრელი პოლიტიკური სიტუაციის შექმნის შემთხვევაში, საოცნებო ტერიტორიული პრეტენზიების რეალიზაციას. ამგვარი განწყობილებები, რა თქმა უნდა, უშუალოდ განაპირობებდა სომეხ ავტორთა თხზულებებში საქართველოს ისტორიის არა მარტო მუქ ფერებში, არამედ გაყალ-

——————–

21 სტეფანოს ორბელიანის “ცხოვრება ორბელიანთა”-ს ძველი ქართული თარგმანები, ქართულ-სომხური ტექსტები გამოსცა ე. ცაგარეიშვილმა, თბ. 1978, გვ. 29-30.

22 დ. ბაქრაძე, პროფესორი პატკანოვი…, გვ. 13. 23 გერონტი ქიქოძე, ეროვნული ენერგია, თბილისი, 1919, გვ. 197.

106 107

ბებულადაც წარმოჩენას. XIX ს. მეორე ნახევრიდან მაინც საქართველოს ისტორიის გაყალბებამ სომხურ ისტორიოგრაფიაში, თითქმის, სისტემატური ხასიათი მიიღო.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწეთა ყურადღება, განსაკუთრებით მიიპყრო XIX ს. მეორე ნახევარში გამოცემულმა სომეხ ავტორთა იმ ნაშრომებმა, რომლებშიც სომხეთის ისტორიასთან კავშირში განიხილებოდა ისტორიული მემკვიდრეობისა და საერთოდ კავკასიის ისტორიული გეოგრაფიის მთელი რიგი პრობლემები. I858 წ. მოსკოვში გამოიცა მკრტიჩ ემინის მიერ თარგმნილი მოვსეს ხორენაცის “სომხეთის ისტორია”, შესავლითა და კომენტარებით; I859 წ. ალ. ხუდაბაშევის “Обозрение Армении”, I877 წ. ქ. პატკანიანმა რუსულ ენაზე გამოსცა “სომხური გეოგრაფია” გამოკვლევითურთ, თბილისის სომხურ და რუსულ პერიოდულ გამოცემებში იბეჭდება ალ. ერიციანის წერილები ისტორიული გეოგრაფიისა თუ საქართველოს სომხური მოსახლეობის ისტორიის საკითხებზე24. I898 წ. პეტერბურგში გ. ეზოვმა (ეზიანი) გამოსცა დოკუმენტთა კრებული სახელწოდებით “Сношения Петра Великого с армянским народом” ვრცელი შესავალი წერილით. იმავე XIX ს. მეორე ნახევარში ქ. პატკანიანმა და მ. ემინმა რუსულ ენაზე გამოსცეს შუა საუკუნეების სომეხ ავტორთა – სებეოსის, ლევონდის, მოვსეს კალანკატუაცის, ვარდანისა და სხვათა არაერთი (ერთ ათეულზე მეტი) თხზულება. საისტორიო მეცნიერებისათვის, თავისთავად, ამ ერთობ საშურ საქმეს სერიოზულ ჩრდილს აყენებდა გამომცემელთა მცდელობა თავანთი კომენტარებით უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი შეექმნათ საქართველოს ისტორიაზე, რაც მხოლოდ ცარიზმის კავკასიურ იდეოლოგიურ პოლიტიკასთან მოდიოდა სრულ თანხმობაში. სომეხ მეცნიერთა ამ ჯგუფის მჭიდრო კავშირი მთავრობის პოლიტიკასთან და მათი არაკეთილსინდისიერი, არსებითად მტრული დამოკიდებულება საქართველოს წარსულისა და მომავლისადმი სააშკარაოზე გამოიტანა და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ილია ჭავჭავაძემ. თავის გახმაურებულ წერილში “ქვათა ღაღადი” იგი წერდა: “მთელი სამოცი წელიწადია, რაც ერთი და იგივე ჭექა-ქუხილი ერთისა და იმავე ტენდენციისა ჩვენ ვინაობას ერჩის და დღემუდამ უფრო მეტის კადნიერებით, უფრო მეტის გაბედვით, მეტი სილაღით ტყავს აძრობს და წარღვნას უქადის… ის დღეა და ეს დღე სომხის მწიგნობარნი იმის ცდასა და მეტყველებაში არიან, რომ საქართველო რაც შეიძლება ავის თვალით დაანახვონ ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი წილი ჩამოათალონ და თვითონ მიითვისონ, რაც შეიძლება გააუქმონ წარსულიც, შებღალონ აწმყოცა”25. ილია ჭავჭავაძემ დამაჯერებლად ცხადყო, რომ სომეხ მეცნიერთა ამ ჯგუფის მიერ საქართველოს ისტორიის ნებისმიერი საკითხის უღირსად წარმოჩენის უმთავრესი მიზეზი ყოველთვის და ყველგან ტერიტორიული პრეტენზიები იყო, იქნებოდა ეს ისტორიული გეოგრაფიის, პოლიტიკური ისტორიის, კონფესიური ურთიერთობისა თუ კულტურის საკითხებზე მსჯელობა. დიდი მწერალი აღნიშნავდა, რომ აშკარა ფაქტების საწინააღმდეგოდ ემინი, ხუდაბაშაევი, ერიცოვი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გვეცილებიან და ამტკიცებენ, თითქოს, მტკვრის სათავის ადგილები, მთელი ჭოროხის ხეობა – დიდ სომხეთს ეკუთვნოდნენო. მათ იმისთანა სომეხთა მომხრე კაციც კი ამტყუნებს, როგორიც სენ-მარტენია. ამ ევროპელი მეცნიერის მტკიცებით, სერი მთებისა, რომელიც ჭოროხისა, მტკვრისა, ევფრატისა და არაქსის წყალთგამყრელია, მუდმივი საზღვარი იყო ქართველთა და სომეხთა შორისო, და მიუხედავად ამისა, სომხების მწიგნობარნი მაინც თავისას გაიძახიან და ბინას იკეთებენ იქ, საცა არა ჰქონიათ. განა აშკარა არ არის, შენიშნავდა ილია, რომ ამ ცუღლუტურ მეცნიერებით სწადიანთ ქვეყანას დააჯერონ, ვითომც ისტორიული უფლება მიუძღვით ამ ადგილებში ბინის დადებისა26. სხვა ადგილას კი, ამხელდა რა გ. ეზოვს ფაქტების გაყალბებაში, იქვე განმარტავდა: -ზღაპარს მაშინ გამოიცნობთ, როცა გაიხსენებთ ეზოვის დაფარულ აზრსა: საქართველო საქართველო კი არ არის, ძველი სომხეთიაო. ეს მაცდური და წყეული სურვილი გზას უბნევს ბ-ნს ეზოვს და სისულელეს აროშვინებს მეცნიერების სახელითო27. ახასიათებდა რა ქართულ სომხურ ურთიერთობაში ბოლო სამოცი წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს, ილია წერდა: საოცარი აქ კიდევ ის არის, რომ ეს სამოცი წლის მთელი ხანა რუსის მწერლისაგან იწყება და რუსის მწერლითვე თავდება. მათშუა მთელი მწკრივია სომეხთა მეცნიერთ-მწიგნობრებისა ასე, რომ თავიდან ბოლომდე ერთი ლარი გასჭიმოთ, სულ ყველას იგი ლარი მხარზე გადაუვლის,

24 “Кавказская старина”, 1872, ¹ 1. c. 20; 1879« N 10, c. 1-34.

25 ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწარმოებები, ტV, თბილისი, 1987, გვ.29-30.

26 იქვე, გვ. 31-32.

27 იქვე, გვ. 77.

108 109

  ასე მწყობრად მღაღადებელნი არიან ერთისა და იმავე განგებ აკვიატებულ აზრისა28.

ილიას ამ მინიშნებებიდან კარგად ჩანს, რომ სომეხ ავტორთა სასტიკი კრიტიკის მიუხედავად, ცოდვას მთელ სომხურ საზოგადოებას კი არა, პოლიტიკურ კონიუნქტურას მიაწერდა, რომელიც იმ დროს ქართველთა ღირსების საწინააღმდეგოდ და სამტროდ იყო მომართული. იგი მხოლოდ იმპერიისა და სომხური ბურჟუაზიის მტაცებლური ინტერესების სამსახურში მყოფ მეცნიერ-მწერალთა ერთ გუნდს ადანაშაულებდა, რომელიც თავისი მოღვაწეობით არა იმდენად მეცნიერების სასარგებლოდ ირჯებოდა, რამდენადაც ისტორიულ მეზობლებს შორის უნდობლობასა და სიძულვილს თესავდა. ილია აღშფოთებით წერდა: ძნელი მოსათმენნი არიან ეს ხუდაბაშოვები, პატკანოვები, ქიშმიშოვები, ეზოვები, არწრუნები და ერთობ იგი ერთი გუნდი სომხებისა, რომელთაც ღმერთმა მოახმაროთ თავიანთ თავის ქება-დიდება და ჩვენს მოთხრას კი ვერ დავანებებთ და ამაში, იმედია, ყველა ჭკვათამყოფელი სომეხი დაგვეთანხმება. აი, სწორედ აქ არის თავი და ბოლო დასაბამი და დასასრული იმ მწვავე განხეთქილებისა, რომელიც ასეთის გულმოდგინებით შთამოსეს ჩვენში უმეცართა მეცნიერთა და ერთმანეთზე აალურსეს ქართველი და სომეხი. თორემ სად იყო ჩვენში იმ ორმოც – სამოცი წლის წინათ ერთმანეთის ასეთი ათვალისწუნება, ერთმანეთში არ ვირჩეოდით და თუმცა სხვადასხვა მოდგმისანი და სარწმუნოებისანი ვიყავით, მაგრამ სომხობით ქართველის ძულებას და ქართველობით სომხებისას ჩვენში ადგილი არა ჰქონია ჩვენდა საბედნიეროდ და სასახელოდ… ჩვენ კარგად ვიცით, რომ წინანდელ საქართველოს უძლურება დაიწყო იმ უბედურ დღეთაგან, როცა-კი პირქვე დაემხო – ეგ ჩვენი წინანდელი ზღუდე სამხრეთით. ჩვენ ჩრდილოეთით ვინახავდით სომხეთს და სომხები ჩვენ გვინახავდნენ სამხრეთით… დაეცა სომხეთი, სამხრეთის კარი ღია დარჩა საქართველოში შემოსასვლელად… განა ჩვენთვის კი სანატრელია ესეთი დაქსაქსულობა სომხებისა. ღმერთმა მისცეთ ღონე და უნარი ერთად მოიყარონ თავი იქ, საიდანაც აყრილან და აქა იქ გაფანტულან. ხოლო ჩვენ ჩვენსას ნუ გვეცილებიან, ჩვენი სახელის გატეხით ნუ ცდილობენ თავიანთვის სახელის კეთებას და შემკობას29.

ილიას გულისტკივილი სრულიად სამართლიანი და გასაგები იყო. ქართველებსა და სომხებს ურთიერთდაპირისპირება კი არა, თანხმობა და ურთიერთგატანა ჭირდებოდათ, რათა საერთო მტრის შემოტევებისაგან თავის დაცვა შეძლებოდათ.

ილია ჭავჭავაძის ეს გახმაურებული ნაშრომი 1899 წ. “ივერიის” თორმეტ ნომერში დაიბეჭდა (64-76), სულ მალე კი ცალკე ბროშურის სახითაც გამოიცა ქართულ და რუსულ ენებზე. იმავდროულად, ქართული და სომხური პერიოდული გამოცემების ფურცლებზე მწვავე პოლემიკა იყო გაშლილი კონფესიური და ეთნიკური კუთვნილების ურთიერთდამოკიდებულების საკითხებზე, რასაც თეორიულთან ერთად უაღრესად პრაქტიკული მნიშვნელობაც გააჩნდა. საქმე ის იყო, რომ ქართველთა და სომეხთა კონფესიური სხვაობა ხელისუფლებას კონფესიური დაპირისპირების პროვოცირების საშუალებას აძლევდა, რის საფუძველზეც უკვე ადვილი ჩანდა როგორც ისტორიული მეზობლების გათიშვა და მათ შორის მტრობის თესვა, ისე ქართული საზოგადოების ერთი განსაზღვრული ნაწილის ეროვნულ ცნობიერებაზე იერიშის მისატანად ნიადაგის შემზადება. განზრახულის რეალიზაციას ისიც უწყობდა ხელს, რომ შუა საუკუნეებიდან შემორჩენილი ინერციით საზოგადოებრივი აზრი, ეთნიკურ კუთვნილებას ჯერ ისევ, კონფესიის მიხედვით განსაზღვრავდა. სომხური სარწმუნოების წიაღში სხვადასხვა მიზეზით გადასული ქართული მოსახლეობის, უპირატესად, ვაჭრობა-ხელოსნობაში ჩართული ნაწილის მერყევ ეთნიკურ შეგნებაზე ზემოქმედებისა და საბოლოოდ წასაშლელად, ხელისუფლება სომხურ ეკლესიასა და ინტელიგენციასთან შეთანხმებით მთელ რიგ ღონისძიებებს სახავდა. მათ შორის იყო ისეთი უღირსი საშუალებები, როგორიცაა ამ საზოგადოებაში ქართული ენის დევნა მის სრულ აკრძალვამდე, სომხური ეკლესიისა და განათლებისათვის ცალმხრივად ხელის შეწყობა და პრივილეგიების მინიჭება, სომხურის სასარგებლო პროპაგანდის გაძლიერება და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები, რომელთაც, საბოლოო ჯამში, უნდა უზრუნველეყოთ იმპერიული პოლიტიკის მთავარი ამოცანის – ქართული ეროვნული სხეულის დაშლა-დანაწილების დაჩქარება, რაც სხვა ღონისძიებებთან ერთად შეამცირებდა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის ძალას და მას მთავრობის ნებას დაუმორჩილებდა.

კავკასიაში სომხური ეკლესიის მიზიდულობის უნარის გასაზრდელად, ჯერ კიდევ ნიკოლოზ I-მა მას გაუმრავლა მამულები, გაანთავისუფლა ყოველგვარი გადასახადებისაგან და გაუზარდა პენსიები30, რაც თავის-

—————-

28 ილია ჭავჭავაძე, დასახელებული ნაშრომი, გვ. 29.

29 ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწარმოებები, გვ. 110-111.

30 Акты…, т. IX, c. 22.

110 111

თავად, მის მრევლსაც გარკვეულ შეღავათიან პირობებში აყენებდა. 1862 წლის 30 აპრილს შინაგან საქმეთა მინისტრი ვოლუევი კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებელს გრიგოლ ორბელიანს შეახსენებდა, რომ რუსული პოლიტიკის წარმატებისათვის აღმოსავლეთში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიასთან მათ ურთიერთობას და მიუთითებდა – “მხედველობაში იქონიეთ, რომ სომხური ეკლესია ყოველთვის სარგებლობდა ჩვენი მთავრობის მფარველობით და იმპერიის საზღვრებს გარეთ გრიგორიანებს მხარს უჭერდა და ამაგრებდა კათოლიკე მისიონერების წინააღმდეგ”31. სომხური ეკლესიის მფარველობის ამ ფონზე, ყოველმხრივ იზღუდებოდა რუსეთის ერთმორწმუნე ქართული ეკლესია, რომელიც პეტერბურგის სინოდის უბრალო დანამატად გადააქციეს. გასაგებია, რომ ასეთ ვითარებაში სომხური ეკლესია ქართული მოსახლეობის განსაზღვრული, განსაკუთრებით, ეკონომიკურად შეჭირვებული ნაწილისათვის ცთუნების საგანი გახდა. არაერთი შემთხვევაა აღნიშნული, როცა ყმობას გამოქცეული ქართველი გლეხები თავს აფარებდნენ სომხურ ეკლესიას, რომელიც მათთვის სოციალური დაცვის ძირითად საშუალებად ქცეულიყო. XIX ს. ხალხის აღწერის დავთრებში, მეტადრე, საოჯახო სიების ცნობებში სრულიად ნათლად იკვეთება ქართული მოსახლეობის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის სომხურ სარწმუნოებაზე გადასვლის სურათი32, რომელიც ამის გამო სომხური ეთნოსის კუთვნილებად განიხილებოდა. XIX ს. რუსეთის ოფიციალური სტატისტიკა ყოველ აღწერაში სომხურ-გრიგორიანული სარწმუნოების მოსახლეობას, მისი მშობლიური ენისგან დამოუკიდებლად, სომხურ ეროვნებას მიაკუთვნებდა, რითაც ახერხებდა სომხური ეროვნების გაძლიერებას ქართული ეროვნების შესუსტებს ხარჯზე33. მთავრობა განსაკუთრებული მონდომებით იღვწოდა ქართველ კა- თოლიკეთა გასასომხებლად, რისთვისაც ზოგჯერ არც პირდაპირ ძალადობას ერიდებოდა. იმპერიის რელიგიური პოლიტიკა, თუმცაკი, ვერ ეგუებოდა მის სივრცეში კათოლიკური თემების ფუნქციონირებას, მაგრამ სომეხი კათოლიკენი კავკასიაში მაინც პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჰყავდა, რის გამოც ქართველი კათოლიკენი იძულებულნი ხდებოდნენ ლათინურთან ერთად სომხურ ტიპიკონზეც მდგარიყვნენ. XIX ს. შუა წლებში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ცხოვრებაში გატარება ქართველ კათოლიკეებს სრულ გასომხებას უქადდა. 1852 წ. 18 იანვარს შინაგან საქმეთა მინისტრი პეროვსკი სომეხთა კათალიკოსს აცნობებდა, რომ იმპერატორის ნებით მას უფლება ეძლეოდა სომეხი კათოლიკეები (მათ შორის იგულისხმებოდნენ სომხურ ტიპიკონზე მდგარი ქართველი კათოლიკეებიც) გრიგორიანულ სარწმუნოებაზე გადაეყვანა34. სომხურ ტიპიკონზე მდგარი ქართველი კათოლიკეები პროტესტით შეხვდნენ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას და უფრო დაბეჯითებით მოითხოვეს მათთვის ქართულენოვანი მღვდელმსახურების დაწესება ეკლესიებში. მღვდელმსახურების ენის გარშემო გაშლილი ბრძოლის პასუხად, მთავრობამ აღარ დააყოვნა და 1886 წ. კათოლიკურ ეკლესიებში ქართული ენა ბრძანებით აკრძალა35. 1893 წ. კი გამოვიდა უმაღლესი ბრძანება, სადაც თბილისის ქართველ კათოლიკეთა ეკლესია მოხსენიებული იყო სომხურ ეკლესიად36. ხელისუფლების მხარდაჭერით შეგულიანებული სომხური ეკლესია და ბურჟუაზია მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით (მღვდელმსახურება, პრესა და სხვა) სულ უფრო აძლიერებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას სომხური და კათოლიკური სარწმუნოების ქართველებზე მათ ცნობიერებაში ეროვნული შეგნების საბოლოოდ აღმოფხვრისათვის. ეს პროცესი მით უფრო საშიში ხდებოდა, რომ ქართული საზოგადოების ეთნიკური რღვევის შემთხვევაში (იმასთან ერთად, რომ მთავრობა დაჟინებით ცდილობდა ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფების ცალკეულ ეროვნებებად წარმოდგენას), შესაძლოა, ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ცვლილებებიც განხორციელებულიყო, რაც უკვე ქართველი ხალხის საარსებო სივრცის შემდგომი და სერიოზული შეზღუდვის მომასწავებელი იქნებოდა. ამიტომაც ეთნოკონფესიურ საკითხებზე ქართულ და სომხურ პერიოდულ გამოცემათა ფურცლებზე გაშლილმა პოლემიკამ ერთობ ფართო ხასიათი მიიღო და მან ისტორიული გეოგრაფიისა და ამიერკავკასიის პოლიტიკური ისტორიის საკითხებიც მოიცვა. ამის გამო პუბლიცისტების წამოწყებულ კამათში ქართული და სომხური ისტორიოგრაფიის წარმომადგენლებიც ჩაებნენ, რამაც მას მწვავე პოლიტიკური დებატების სახე

——————–

31 Акты…, т. XII, с. 548.

32 რ. თოფჩიშვილი, XIX ს. მოსახლეობის აღწერის მასალები საქართველოს ეთნოისტორიის და სოციალური ყოფის შესახებ, “მნათობი”, #12, 1987.

33 კ. ანთაძე, საქართველოს მოსახლეობა XIX ს-ში, თბილისი, 1973, გვ. 54-56.

34 მ. თამარაშვილი, პასუხად სომხის მწერლებს, რომელნიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას, თბილისი, 1904, გვ 31.

35 იხ. შ. ლომსაძე, მიხეილ თამარაშვილი და ქართველი კათოლიკენი, თბილისი, 1984, გვ. 21-23.

36 იქვე, გვ. 25.

112 113

 მისცა. ამ იდეოლოგიურ ბრძოლაში, თუ ქართველთა შემწედ სიმართლე გამოდიოდა, ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის მხრივ სომეხთა შესაძლებლობანი, გასაგები მიზეზების გამო, შეუდარებლად დიდი იყო. სომეხთა ეს უპირატესობა იმითაც გამოიხატა, რომ XIX და XX სს. ათიანი წლების, თითქმის ბოლომდე, სომხური ჟურნალ-გაზეთები და ცალკეული გამოცემები რიცხობრივად ჭარბობდა ქართულს. მარტო 1846-1871 წწ-ში სომხურ ენაზე თბილისში გამოდიოდა შვიდი დასახელების ჟურნალი და გაზეთი: “კოვკას”, “არარატ”, “მეღუ ჰაიასტან”, “გარუნ”, “ვაჭარაკან”, “კრუნქ ჰაიოც აშხარჰ”, “ჰაიკაკან აშხარჰ”. შემდეგ მათ დაემატათ სხვები, მაგალითად, “მშაკ”-ი, “მურჭ”-ი და სხვები. კავკასიის კალენდრის ცნობით, 1913 წ. თბილისში სომხურ ენაზე გამოდიოდა 20-მდე დასახელების ჟურნალ-გაზეთი, რომელთა საერთო ტირაჟი 20 ათასს აღწევდა. ამავე წელს თბილისში სომხურ ენაზე გამოიცა 241 დასახელების წიგნი და სასწავლო სახელმძღვანელო37. ალბათ, საკმარისია აღინიშნოს, რომ 1899 წლიდან 1917 წლამდე თბილისში გამოიცა ისეთი დიდფორმატიანი წიგნები, როგორიცაა 12 ტომიანი “სომხეთის ისტორიის დივანი”. სომხური პროპაგანდისათვის გამოყენებული იყო თბილისში გამომავალი რუსულენოვანი პერიოდიკაც. რამდენადაც მოკამათე სომხური მხარისათვის მთავარი იყო თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში სომეხთა სიჭარბის შთაბეჭდილების შექმნა, ყველა ამ ტრიბუნიდან უბრალოდ უარყოფდნენ როგორც ქართველ კათოლიკეთა, ისე სომხური სარწმუნოების მქონე ქართველთა კრებულის არსებობის ფაქტსაც კი. ქართველ კათოლიკეთა წინააღმდეგ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა 1897-98 წწ-ში გაზეთ “მშაკ”-ში დაბეჭდილი თამაზოვის, სარუხანის, ნახაპეტიანისა და სხვათა წერილები. 1879 წ. ჟურნალ “ფორძ”-ში (#10, გვ. 1-34) დაიბეჭდა ა. ერიციანის წერილი – “თბილისელი სომხები და მათი სტატისტიკური აღწერილობა”, რომელშიც, ცხადია, სომხური სარწმუნოების ქართველთა საზოგადოებაც მთლიანად იყო მიკუთვნებული სომხურ ეთნოსს. ქართველებსა და სომხებს შორის სადავო კონტიგენტის აღწერას ზაქარია ჭიჭინაძეც ადასტურებს. მისი თქმით, სომხებმა აღწერეს ქართლკახეთის სომხებად მიჩნეული მოსახლეობა და მათი სია ჟურნალ “მურჭ”-ში გამოაქვეყნეს და მას “ვრაც ხოს ჰაიოც” ანუ ქართულად მოლაპარაკე სომხები უწოდეს38. ნიშანდობლივია, რომ მსგავს პოზიციას ინარჩუნებს თანამედროვე სომხური ისტორიოგრაფიაც (ამაზე ცალკე ვისაუბრებთ თანამედროვე სომეხ ისტორიკოსთა შრომების განხილვისას). ქართველი კათოლიკეებისა და სომხური სარწმუნოების ქართველების შესახებ სომხური თვალსაზრისის წინააღმდეგ XX ს. დასაწყისში აქტიურად გამოვიდნენ მიხეილ თამარაშვილი და ზაქარია ჭიჭინაძე. მას შემდეგ, რაც ქართველ კათოლიკეთა ლათინურ რიტზე მდგარ ეკლესიებში რუსეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა სომხური ტიპიკონისა და სომხური ენის დამკვიდრებას და საბოლოოდ ქართველ კათოლიკეთა ბატონ-პატრონად სომხური ეკლესია გამოაცხადა, იმის მტკიცებაც კი გახდა საჭირო, რომ ქართული კათოლიკური ეკლესია ნამდვილად ქართულია და მას თავისი ეროვნული ისტორიაც ჰქონდა39. ქართულმა საზოგადოებამ ამ საქმის მოგვარება მიხეილ თამარაშვილს მიანდო, რომელმაც ბრწყინვალედ გაართვა თავი საკმაოდ რთულ ამოცანას. ვატიკანსა და ევროპის სხვა არქივებსა და წიგნსაცავებში მოპოვებული უტყუარი და დიდძალი დოკუმენტური მასალით არა მარტო ცხადყო ქართველ კათოლიკეთა ნამდვილობა, არამედ მისი მდიდარი ისტორიაც წარმოაჩინა XIII-XX საუკუნეთა მთელ სიგრძეზე. მისი 844 გვერდიანი წიგნი “ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის” 1902 წ. გამოიცა თბილისში და მან ერთბაშად მიიპყრო მკითხველი საზოგადოების დიდი ყურადღება. ილია ჭავჭავაძემ ამ წიგნს მეორე “ქართლის ცხოვრება” უწოდა. ორი წლის შემდეგ 1904 წ. სტეფანე ზუბალაშვილის “წარსაგებელითა” და პ. მირიანაშვილისა და ზ. ჭიჭინაძის აქტიური მონაწილეობით დაიბეჭდა მ. თამარაშვილის რომიდან გამოგზავნილი ნაშრომი “პასუხად სომხის მწერლებს”, რომელნიც უარყოფენ ქართველთ კათოლიკობას (ისტორიული გამოკვლევა). დასახელებული წიგნებით მ. თამარაშვილმა ეთნოკონფესიურ საკითხებზე სომხებთან კამათი მყარ მეცნიერულ ნიადაგზე გადაიყვანა და, ფაქტობრივად, საფუძველი გამოაცალა ყოველგვარ ზერელე განცხადებებს. კიდევ ორი წლის შემდეგ იბე- ჭდება, ამჯერად, ზ. ჭიჭინაძის უკვე ხსენებული მცირე მოცულობის წიგნი, სადაც მ. თამარაშვილის მსგავსად, სომხებთან კამათს, ისიც მეცნიერულ კალაპოტში გადაყვანით ცდილობს. მან პირველმა დაიწყო ქართველ “გიგორიანთა” (ასე უწოდებდა ის სომხურ სარწმუნოებაში გადასულ ქართველებს) გვარების ისტორიის შესწავლა უშუალოდ ამ

———————

37 Кавказский календарь на 1915 г. Тифлис, 1914, с. 367-368.

38 იხ. ქართველი გრიგორიანები, ისტორიული მიმოხილვა შავშეთისა, თბილისი, 1906

39 მ. პაპაშვილი, საქართველო-რომის ურთიერთობა VI-XX საუკუნეებში, თბილისი, 1995, გვ. 314-339.

114 115

 წრის რესპონდენტებისაგან და ინფორმირებულ თანამედროვეთაგან მოწოდებული ცნობების საფუძველზე. ზ. ჭიჭინაძის გამოთვლით მის დროს ქართლში რამდენიმე ათასი “ქართველი გრიგორიანი” უნდა ყოფილიყო. მანვე დამაჯერებლად გვიჩვენა “ქართველ გრიგორიანთა” პრობლემის პირდაპირი კავშირი ქართული მიწების მიმართ სომეხთა ტრადიციულ პრეტენზიებთან, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში სომეხთა მექანიკური სიმრავლის შექმნით ცდილობდნენ ქართულ მიწებზე “თავიანთი ისტორიული უფლების” მტკიცებას. ამასთან დაკავშირებით ზ. ჭი- ჭინაძე გულისტკივილით წერდა “სომხეთს შუა გულ ქართლიდამ თვლიან, სადაც სომეხთ ხსენება არას დროს არ ყოფილა… სომეხთ მწერალნი სომხურ კარტებზეც საქართველოს არმენიას აწერენ, წიგნებშიაც ასევე, ლაპარაკშიაც თამამად ამტკიცებენ… ზოგიერთ სომხის სწავლულნი იმასაც გაიძახიან, რომ მთელი კახეთი დიდი სომხეთის ნაწილს შეადგენსო და იქ მცხოვრებ ქართველნიც მთლად სომხის შთამომავალნი არიანო. ამაზედ ბევრს გზის კამათიც ყოფილა. ეს დღესაც ხშირია და ევროპაში სომხის სწავლულნი არამც თუ მარტოდ კახეთს ჰხვევენ ხელს, არამედ სამხრეთ საქართველოსაც კი არმენიად აღიარებენ”40. ზ. ჭიჭინაძისა და მ. თამარაშვილის წიგნები არსებითად ერთ უმთავრეს მიზანს ემსახურებოდნენ – ქართველთა დენაციონალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას და ქართველი ხალხის ეთნიკურ კონსოლიდაციას, რაც თავისი შინაარსით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შემადგენელი ნაწილი იყო. ამ წიგნების ღირსებას შეადგენდა, აგრეთვე, მათი ავტორების ჯანსაღი პოლიტიკური ხედვა და ალღო, რომლებიც კრიტიკას წარმართავდნენ არა საერთოდ სომეხთა მიმართ, არამედ მ. თამარაშვილის თქმით, “სომხის ზოგიერთ მწერალთა” წინააღმდეგ, რომელთა საქმიანობა ერთნაირად მავნე იყო, როგორც ქართველთა, ისე სომეხთა ეროვნული ინტერესებისათვისაც. ამის გამო ზ. ჭიჭინაძე შენიშნავდა: სომეხ მწერალთა ქართველთა საწინააღმდეგო მცდელობანი დიდი შეცდომაა… შემცდართ აღარ ესმით თავიანთი ვითარება და ამიტომ ხშირად უძლური ებრძვის უძლურს, ანუ დაჩაგრული სჩაგრავს დაჩაგრულს… მერე რას უნდა გვანდეს ის გარემოება დაუძლურებული ერი თავისავე მსგავსად დამონებულ ერს ებრძოდეს?41. რა თქმა უნდა, მართალი იყვნენ ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწენი, როცა წერდნენ, რომ ქართველთა გასომხების მესვეურები, არსებული პოლიტიკური სიტუაციის პირობებში ნებით თუ უნებლიედ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის გამტარებელთა რიგებში დგებოდნენ. მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობისა და თანაფარდობის მექანიკურად შეცვლის მთავრობის ღონისძიებათა გვერდით და მხარდაჭერით, მათი ცდები უკვე ქართველი ხალხის წინააღმდეგ დემოგრაფიული აგრესიის ფორმას იღებდა. ასე რომ, ეთნიკური და კონფესიური შესაბამისობის პროპაგანდისტთა მოღვაწეობა XIX და XX სს. დამდეგისათვის არც ისე უწყინარი იყო თავისი პოლიტიკური შედეგებით, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლებოდა დანახულიყო. ქართული ეთნიკური კოლექტივიდან კონფენსიური ნიშნით მისი ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოცილება, სხვა პირობებთან ერთად, დროთა განმავლობაში გარდაუვალად გამოიწვევდა საქართველოს ტერიტორიის შეკუმშვის მოთხოვნასაც. ჩვენ ვნახავთ, რომ სულ მალე მოვლენების ამ მიმართულებით განვითარებისათვის, მთავრობის ღონისძიებებთან თანხმობით, აქტიურად ამოქმედდებიან სომხური პოლიტიკური წრეები, რომლებიც 1909-1916 წწ-ში საერობო კრებებზე დაჟინებით მოითხოვენ ამიერკავკასიის მთელი ტერიტორიის ეროვნული ნიშნით გამიჯვნას, ხოლო 1918 წ. დეკემბერში სომეხ-ქართველთა სამარცხვინო ომს გამოიწვევენ, რაშიც XIX ს. სომხურ ისტორიოგრაფიასაც თავისი წილი ედო. XIX და XX ს. დამდეგს სომხური ისტორიოგრაფიის იდეოლოგიური თანხვედრა რუსულ პოლიტიკასთან განსაკუთრებით ცხადად გამოვლინდა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიის, მეტადრე, მისი ბოლო პერიოდის გადმოცემისას. გარდა იმისა, რომ ამ ხანის სომხური ისტორიოგრაფიის უმეტესი ნაწილი გაზვიადებულად წარმოადგენდა საქარ- თველოს სომხური მოსახლეობის, სომხური სავაჭრო კაპიტალისა და სომხური ეკლესიის მოღვაწეთა როლსა და მნიშვნელობას ქართლ-კახე- თის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეტყობა, რუსული ადმინისტრაციის საამებლად, ძალზე მუქ ფერებში, თითქმის, კატასტროფულად გვიხატავს XVIII ს. ბოლო მეოთხედის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საერთო კულტურულ ვითარებას, რაც მეტ დამაჯერებლობას შესძენდა რუსული დაპყრობის გამართლებას საქართველოში. ასეთ ისტორიულ ფონზე, რუსეთის მიერ ვერაგული ხერხებით საქართველოს დაპყრობას სომეხი ავტორები, ლამის არის, დიდ ჰუმანურ აქციად აფასებენ, ხოლო ამ პოლიტიკის შემდეგ ქვეყანაზე თავსდამტყდარ ყველა უბედურებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებენ. აქედან გამომდინარე, ქვეცნობიერად კეთდება დასკვნა, რომ ერთადერთი ჯანსაღი და გავლენიანი ძალა ქვეყანაში რუსი სამხედროები და სომხური ელემენტი იყო.

40 ზ. ჭიჭინაძე, დასახელებული ნაშრომი, გვ. 34.

41 იქვე, გვ. 15-16.

116 117

აღნიშნული ხანის სომხური ისტორიოგრაფიის კიდევ ერთი დამახასიათებელი შტრიხი. ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე გ. ეზოვის ნაშრომის განხილვისას შენიშნავდა: რაც-კი სადმე ქართველებზე ცუდი თქმულა, ბ-ნს ეზოვს ყველა თითქო რაღაც სიხარულით მოუკრებია და გულში გვახლის. რაც კეთილი თქმულა, ყველა ეს საქებურად მიუმალავს42. წყაროების ასეთი ცალმხრივი გაშუქების არაერთი მაგალითი მოჰყავს ილიას გ. ეზოვის ნაშრომიდან. მათ შორის, ქართველთა სახელის გასატეხად ეზოვის მიერ დამოწმებული განძასარის კათალიკოსის ესაი ჰასან ჯალალიანცის თხზულების ერთი ადგილი, სადაც აღწერილია ვახტანგ VI-ის მხედრობის მიერ განჯა-ყარაბაღის რამდენიმე სომხური სოფლის დარბევის ფაქტი. საქმე ის იყო, რომ განჯის ხანმა ჯავადმა ვახტანგ VI-ს სთხოვა ლეკების შემაწუხებელი თავდასხმისაგან მისი სახანოს დაცვა, რისთვისაც დიდძალი თანხის გადახდას შეჰპირდა. ვახტანგმა ადვილად გარეკა განჯას გარშემომდგარი ლეკები, მაგრამ ჯავად ხანმა შეპირებული თანხა ვერ გადაუხადა, სამაგიეროდ კი, მის ხელისუფლებას დაქვემდებარებული სოფლების ერთი ნაწილი მისცა სარბევად, სადაც სუნიტი თარაქამების გარდა სომხური სოფლებიც იყო. ფეოდალური ურთიერთობის ხანის აღმოსავლეთში ვალის გადახდის ასეთი წესი არცთუ იშვიათი ამბავი იყო და, ალბათ, არც სომეხთა პატრიარქი მიიჩნევდა ასეთ საქციელს მაინცდამაინც უკანონოდ, მაგრამ, რადგანაც სომხები ქრისტიანები იყვნენ, ვახტანგის ქრისტიან მხედრობას, მისი აზრით, გამონაკლისი უნდა დაეშვა და არ დაერბია სომხები. თანატომელთა მიმართ თანაგრძნობის გამოსახატავად ესაი კათალიკოსი გმობს სომეხ ქრისტიანთა მიმართ გამოჩენილ სისასტიკეს და აღნიშნავს: – რაც გადაურჩათ უგუნურ ლეკებს, ის ყოველივე გააჩანაგა ხარბმა და შეუბრალებელმა ქართველმა ერმაო (აშკარაა ერში მხედრობას გულისხმობს)43. ამის მიუხედავად, ესაი კათალიკოსი თავის თხზულებაში საკმაოდ ხშირად აღნიშნავს სომეხთა მიმართ ვახტანგისა და ქართველთა კეთილგანწყობისა და მეგობრობის ფაქტებს, რასაც გ. ეზოვი დუმილით გვერდს უვლის. ილიას განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია გ. ეზოვის მიერ საქართველოს ისტორიის საზიანოდ ფაქტების გაყალბებამ, კერძოდ, 1782 წ. რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დროს ერეკლე II-ის მიერ გამოთქმული წინადადების კომენტირებისას გ. ეზოვი ცინიკურად განმარტავდა, რომ “ერეკლე უთმობდა რუსეთს იმას, რაც უფლებით ეკუთვნოდა სპარსეთს და არა თითონ, უთმობდა უმაღლეს ხელისუფლებას საქართველოზე, რომელიც დე ფაქტო უღონობით ხელში ვეღარ შეემაგრებინა და ამის სანაცვლოდ ითხოვდა მეფის ღირსებას, რომელიც მას არ ჰქონია სპარსეთში (?)”44. მხედველობაშიც რომ მივიღოთ, მართლაცდა, ამ “წრეგადასული თავნებობის” პასუხად ილიასეული გამანადგურებელი კრიტიკა, გ. ეზოვს მისივე იდეური თანამებრძოლი გენერალ-ლეიტენანტი ს. ქიშმიშოვიც კი ამტყუნებს, როცა ერეკლე II-ის მეფობის პირველ პერიოდს თამარის დროინდელ ოქროს ხანას ადარებს და მიიჩნევს, რომ ერეკლე II-მ დაამხო სპარსელთა ბატონობის უღელი საქართველოში45. ესეც, ალბათ, იმიტომ, რომ ერეკლე II-ის “მმართველობის პირველ ნახევარს” მ. ბროსეს ნაშრომებზე დაყრდნობით გადმოგვცემს; მეორე ნახევარს კი ბუტკოვისა და არტემ არარატელის თხზულებების დასტურით, რომლებიც ერეკლეს საწინააღმდეგოდ შეთხზული ინსინუაციებით ცდილობდნენ რუსე- თის დამპყრობლური, მზაკვრული პოლიტიკის გამართლებას საქართველოში. ეტყობა, ამით უნდა აიხსნას იმპერიის სამსახურში მყოფი გენერლის დაინტერესება ქართული სახელმწიფოს მაინცდამაინც ბოლო წლების ისტორიით. მისი მტკიცებით, “ერეკლეს გამუდმებულმა ომებმა საქართველო გააჩანაგესო”46, სინამდვილეში კი, რუსეთის დიდ სამხედრო გეგმებში ჩართვა იყო ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზი, რის გამოც პატარა სახელმწიფო აურაცხელ წვრილ-წვრილსა და ზოგჯერ ფართო მასშტაბის ბრძოლებში აღმოჩნდა ჩართული. ნიშანდობლივია, რომ 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან (ე. ი. ტრაქტატის დადების შემდეგ) აღინიშნება მწარმოებელი მოსახლეობის შემცირების ტენდენცია47. თვით რუსეთის დიპლომატები და სამხედრო მოხელეებიც არ მალავდნენ, რომ რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის გამო ქართლ-კახეთი გაჩანაგდა48.

——————

42 ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწარმოებები, ტ. V, თბ., 1987, გვ. 63.

43 ესაი ჰასან ჯალალიანცი, აღვანთა ქვეყნის მოკლე ისტორია, კარლო კუციას გამოცემა, თბილისი, 1971, ქართული ტექსტი, გვ. 32, სომხური, გვ. 58; ქართველთა შეურაცხმყოფელი სიტყვები თარგმნილი არ არის.

44 Г. Эзов, Сношения Петра Великого с Армянским народом, Спб,1898, с. XСП.

45 Последние годы Грузинского Царства, посмертный труд Генерал-Лейтенанта С. Г. Кишимишева, Тифлис, 1898, с. 1.

46 იქვე. გვ. 60.

47 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბილისი, 1973, გვ. 732.

48 იქვე, გვ. 707.

118 119

 ერეკლეს სამეფოს დასაცავად გამოყოფილი რუსთა ორი ბატალიონის არაეფექტურობის გასამართლებლად ს. ქიშმიშოვი ბრალს სდებს ქართულ მხარეს და აღნიშნავს, რომ ერეკლე II-მ საქართველოში მოქმედი რუსეთის ჯარის ხელშესაწყობად აღებული არც ერთი ვალდებულება არ შეასრულაო: არ მოაწესრიგა საურმე გზა, რის გამოც რუსი ბატალიონები მთებში გაიჩხირნენ და მხოლოდ დიდი ძალისხმევით, რის ვაივაგლახით მიაღწიეს დანიშნულების ადგილსო, ბატალიონები ამავე მიზეზით ვერ ღებულობდნენ ხელფასს, არ ყოფნიდათ ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, საკვების უკმარისობის გამო შიმშილობდნენ და არასაიმედო მოკავშირის დაუდევრობით მძიმე პირობებში აღმოჩნდნენო. ამიტომაც იძულებული გახდა ეკატერინე II 1787 წ. უკან გაეწვია ჯარიო. ასეთი ახსნა, რა თქმა უნდა, სინამდვილეს მოკლებულია და რუსეთის პოლიტიკის გასამართლებლადაა გაყალბებული. გზა, რომელსაც გენერალი ქიშმიშოვი გულისხმობდა – ვლადიკავკაზიდან თბილისამდე (საქართველოს სამხედრო გზა) ძველთაგანვე გამოიყენებოდა. ამ გზით გადმოიყვანა დავით აღმაშენებელმა 40 ათასი ყივჩაღთა ოჯახი საქართველოში. ამ გზის შესწორება და გაფართოება ძალზე მოკლე დროში, თუნდაც საქართველოს საზღვრებში მოქცეული ნაწილისა, ისეთ დიდ ხარჯებსა და ფიზიკურ რესურსებს მოითხოვდა, რომ ქართლკახეთის სამეფოსნაირ პატარა სახელმწიფოს ძალებს ნამდვილად აღემატებოდა. თვით დიდმა და ძლიერმა რუსეთმაც კი ამ სამუშაოს შესრულებას ნახევარ საუკუნეზე მეტი მოანდომა. დაიწყო 1803 წ. და დაასრულა 1861 წ., ხოლო მის საბოლოო გასრულებას, თითქმის ამდენივე დასჭირდა, რამდენადაც რეგულარული მიმოსვლა თბილისსა და ვლადიკავკაზს შორის მხოლოდ 1909 წლიდან დამყარდა. რაც შეეხება რუსეთის ბატალიონების პურით მომარაგებას, მოუსავლიანი წლების გარდა, მას დროდადრო აფერხებდა ისიც, რომ რუსეთის მთავრობა საბაზრო ფასებთან შედარებით სამჯერ უფრო იაფად მოითხოვდა პურს. რუსეთის ჯარის შესანახად ერეკლეს მთავრობის ხარჯი ყოველწლიურად 30 ათას მანეთს შეადგენდა. ამ მიზნით გლეხებს ახდევინებდნენ სპეციალურ გადასახადს, რომელსაც “სარუსო” ეწოდებოდა, რაც საკმაო ეკონომიკურ ზარალს აყენებდა ქვეყანას49. ასეთი ფაქტების ფონზე ერეკლესადმი წაყენებული ბრალდებები აშკარად თვალთმაქცობად გამოიყურებოდა. საქმე ის იყო, რომ სინამდვილეში რუსეთი სულაც არ აპირებდა ერეკლე II-ის დაცვას და გაძლიერებას. ქართლ-კახეთის სამეფო მას იმპერიის ბატონობის გავრცელების საშუალებად მიაჩნდა კავკასიაში და ვიდრე ამ ფუნქციის შესასრულებლად ქართველ ხელისუფალთა მოღვაწეობა სარგებელს იძლეოდა მათ დაპირებებით კვებავდა. იმ ვითარებაში, როცა რუსეთის მეტოქეები სულ უფრო სუსტდებოდნენ, ხოლო მისი ინტერესები ამიერკავკასიაში იზრდებოდა, რამდენადაც ამ ქვეყნის უშუალო დაუფლება შესაძლებელი ხდებოდა (80-იანი წლები) “ძლიერი და ერთიანი საქართველო მფარველისათვის საჭირო აღარ იყო, პირიქით, ის ამიერიდან სასურველიც არ იყო”50. ამიტომაც რუსეთის მთავრობა გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ საქართველოს თანამიმდევრული და მეთოდური დასუსტების პოლიტიკას დაადგა, რათა ეს ქვეყანა დიდი ხარჯებისა და გარჯის გარეშე დაეპყრო, მხოლოდ ისე კი, რომ ამიერკავკასიის ხალხების “განმათავისუფლებელის” როლი შეესრულებინა. რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის გამართლება და იმპერიის საერთაშორისო პრესტიჟის დასაცავად საზოგადოებრივი აზრის შექმნა, უკვე, მსახურეული ისტორიოგრაფიის საქმე იყო, რომელსაც მხოლოდ ფაქტების გაყალბებით შეე- ძლო კავკასიაში რუსეთის “განმათავისუფლებელი” მისიის მტკიცება. ამ მხრივ დამახასიათებელია ხსენებული ისტორიოგრაფიის ტიპური წარმომადგენლის პ. გ. ბუტკოვის მტკიცება, თითქოს, თვითმპყრობელობა მხოლოდ ქველმოქმედებას ეწეოდა საქართველოში და არავითარი სარგებელი არ ამოძრავებდა იმპერატორს, გარდა ამ უბედური ქვეყნის მფარველობისა51. აშკარაა, რომ ამ იდეოლოგიური ფორმულით ხელმძღვანელობს ს. ქიშმიშოვიც, როცა უკიდურესად მუქ ფერებში, სრული განუკითხაობის დამამცირებელ სურათს გვიხატავს ერეკლე II-ის სიცოცხლის უკანასკნელი წლების ისტორიის გადმოცემისას. მისი თქმით, ვალერიან ზუბოვის სამხედრო ექსპედიციის ჩაშლის შემდეგ (1797 წ.), რუსის ჯარის მიერ მიტოვებული “საქართველო რიყეზე გამოგდებულ ხომალდს ჰგავდა და ვისაც ღონე ჰქონდა, რაც უნდოდა იმას ათლიდაო”52. ასეთ ღონემიხდილ და გაძვალტყავებულ ქვეყნად საქართველოს წარმოდგენის აზრი გასაგები ხდება, როცა ვკითხულობთ ს. ქიშმიშოვის რიტორიკულ შეკითხვას: შეეძლო კი საქართველოს

———————

49 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, გვ. 732-733.

50 ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, IV, თბ., 1967, გვ. 124-125.

51 П. Г. Бутков, Материалы для новой истории Кавказа с 1722 по 1803 год. ч. I, II, III, Спб, 1869, с. 472, 484 и др.

52 С. Кишмишев, Последние годы Грузинского Царство, с. 112.

120 121

 არსებობა, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს? არ ჰქონდა რა არც ფული და არც ჯარი, ის უნდა შთაენთქა ან სპარსეთს, ან თურქეთს… ყველაზე ბედნიერი გამოსავალი მისთვის იყო საკუთარი ბედის მინდობა ერთმორწმუნე სახელმწიფოსათვის, რაშიც ის არ შემცდარაო53. აი, თავი და ბოლო ამ წიგნის დანიშნულებისაც. სომხური ისტორიოგრაფიის წარმომადგენლის ტენდენციების დახასიათება არ იქნება სრული, თუ არ აღვნიშნეთ კიდევ ერთი საერთო შტრიხი – ქართულ სახელმწიფოში სომხური ელემენტების როლისა და მნიშვნელობის ჰიპერბოლურად წარმოდგენა. კრწანისის ომის ასევე ტენდენციურად გადმოცემისას ს. ქიშმიშოვი წერს: სექტემბერს ლაშქრის მიერ მიტოვებული ერეკლე II თბილისში დაბრუნდა. სასახლეში მას ელოდებოდა მხოლოდ ერთადერთი ერთგული სომეხი მსახური, რომელიც განაწამებ მეფეს მიეხმარა ცხენიდან ჩამოსვლაშიო. ასევე, მეორე დღეს, აბანოს კართან გამართული ბრძოლისას დატყვევებას გადარჩენილმა მეფემ სომეხი მსახურის თანხლებით გააღწია ავლაბარს, იქიდან კი ანანურს. ეპიზოდი ისეა გადმოცემული, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, სომეხ მსახურს ეხსნას ერეკლე დატყვევებისაგან და არა მეფის შვილიშვილს იოანე ბატონიშვილს54. ეს და ქართველთა დამამცირებელი სხვა ეპიზოდები ს. ქიშმიშოვს არტემ არარატელისაგან აქვს აღებული, რომლის საეჭვო კავშირები რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ წრეებთან კარგადაა ცნობილი ისტორიოგრაფიაში55. ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ ა. არარატელის გამოგონილი, ზღაპრული სიუჟეტებით გამდიდრებული ავტობიოგრაფიული თხზულება რუსულ ენაზე პეტერბურგში გამოიცა 1813 წ., როცა ექვსი თვე ძლივს იყო გასული ნაპოლეონის განდევნიდან და, გასაგებია, ა. არარატელის ზღაპრების წასაკითხად არავის ეცალა. 1821-22 წლებში კი გერმანულ და ინგლისურ ენებზეც დაიბეჭდა და მხოლოდ 1892 წ. რუსულიდან სომხურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა თბილისში56. ქართლკახეთის სამეფოს უკანასკნელი წლების ისტორიის გაყალბებული სურათის საერთაშორისო სარბიელზე “თვითმხილველის” დამოწმებით სასწრაფოდ გატანა, ცხადია, მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით შეიძლებოდა ყოფილიყო განპირობებული, რომელიც გაამართლებდა რუსე- თის დაუფარავ აგრესიას კავკასიაში და პატიოსნად წარმოაჩენდა მას საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. იმპერიის ანტიქართული პოლიტიკა კავკასიაში, თავისთავად, მასტიმულირებელი ფაქტორი იყო სომხური ნაციონალისტური ძალების გააქტიურებისათვის, რომელთა გავლენა XIX ს. სომხურ ისტორიოგრაფიაში ჩასახული აღნიშნული ტენდენციების შემდგომ განვითარებაზე, დროთა განმავლობაში, სულ უფრო იზრდებოდა, განსაკუთრებით, 80-90-იანი წლებიდან, როცა სომხური საზოგადოების ცნობიერებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ახლად შექმნილი წვრილბურჟუაზიული პარტიების ნაციონალისტური შეხედულებები. ამ პარტიებს შორის მოჭარბებული აქტიურობითა და ავანტიურიზმით გამოირჩეოდა 1890 წ. თბილისში შექმნილი “დაშნაკცუთიუნი” (კავშირი), რომელიც ანტითურქულთან ერთად, ზომიერებას მოკლებულ ანტიქართულ პროპაგანდასაც ეწეოდა, ადგენდა სომხურ მოხალისეთა რაზმებს და სხვ. მისი ეს მოუზომავი ქმედებები მით უფრო სახიფათო იყო, რომ ამ პარტიას თავისი ადგილობრივი ორგანიზაციები საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და რაიონშიც ჰყავდა. “არმენაკანებისა” და “გნჩაკისტებისაგან” განსხვავებით, რომლებიც სომხეთის საკითხის გადაწყვეტას ე. ი. დასავლეთ სომხეთის ოსმალთა ბატონობისაგან დახსნას, ძირითადად, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებებს უკავშირებდნენ და სასწრაფოდ მოითხოვდნენ 61-ე მუხლით გათვალისწინებული რეფორმების გატარებას, დაშნაკებმა ამასთან ერთად, წამოაყენეს “დიდი სომხეთის” შექმნის ამბიციური იდეა, რომელიც გულისხმობდა ტიგრან II-ის დროინდელი ზღვიდან ზღვამდე გადა- ჭიმული სომხეთის აღდგენას. თავიანთი გეგმების რეალიზაციის შესა- ძლებლობას ყველა ეს პარტია დიდ სახელმწიფოთა (რუსეთი, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები) ჩარევაზე ამყარებდა. ამ ფანტასტიკური იდეით გამსჭვალული დაშნაკები რუსეთის მთავრობასთან გარიგებით იწყებენ ბრძოლას სომეხთა სასარგებლო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ცვლილებების მისაღწევად კავკასიაში. კავკასიის მეფისნაცვალთან, ვორონცოვ-დაშკოვთან დაახლოებული ალ. ხატისოვის საშუალებით მათ ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრების თბილისის გუბერნიიდან მოწყვეტა და გუმბრთან შეერთება მოითხოვეს, გუმბრის სომხური გუბერნიის შესაქმნელად. ასეთი მოთხოვნა, თავისი არსით, საქართველოს ტერიტორიულ ხელყოფას უდრიდა და სერიოზულად ლახავდა ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. საგანგებოდ შედგენილმა კომისიამ, სადაც სომხებს ქართველებზე ბევ-

—————

53 С. Кишмишев, Последние годы Грузинского Царство, გვ. 98.

54 ს. ქიშმიშოვი, ხსენებული ნაშრომი, გვ. 94-95.

55 იასე ცინცაძე, აღა-მაჰმად ხანის თავდასხმა საქართველოზე, თბ., 1969, გვ. 13-20.

56 РіЫПіПіЭ іO?UაონY»сБ ІХі ШбхСіЩЩі№ ЛіЭЗ іЭ№сПбнПілЫіЭ ісЯініЭщЭ»сЗ ЩілЗЭ (1795-1797ГГ©)« єс»ніЭ« 1981« їз 148-156©

122 123

რად მეტი წარმომადგენელი ჰყავდათ (6 კაცი 2-ის წინააღმდეგ) და სხვა სახელმწიფო ორგანოებმა 1913 წ. 6 ნოემბერს და 1914 წ. 24 იანვარს გეოგრაფიული და ეკონომიკური მოსაზრებებით სომეხთა მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებლად ცნო57. საქართველოს ტერიტორიების მიმართ დაშნაკთა პრეტენზიებს განაპირობებდა რუსეთის საკოლონიზაციო პოლიტიკის აგრესიული ხასიათიც, რომლის შედეგად საქართველოს განაპირა მხარეებსა და მის მახლობლად ლტოლვილი სომხური მოსახლეობის სიჭარბე გამუდმებით იზრდებოდა. ამასთან დაკავშირებით, ივ. ჯავახიშვილი წერდა: “როდესაც ამიერკავკასიაში ერობის შემოღებაზე ლაპარაკი დაიწყეს და წინასწარ მსჯელობას შეუდგნენ, მაშინ ყველასათვის ცხადი შეიქმნა, რომ სომეხ პოლიტიკოსებს სომეხთა საქართველოში გადმოსახლება ოსმალე- თისაგან დაბეჩავებულ თავიანთ თანამოძმეთა მარტო ფიზიკურად გადარჩენის თვალსაზრისით არ აინტერესებდათ, არამედ გარკვეული პოლიტიკურ-ეროვნული გეგმების, გაბნეულ სომეხთათვის ერთი მთლიანი ტერიტორიის შესაქმნელად იყო საახალშენოდ ადგილები არჩეული” 58. სწორედ ხელოვნურად შექმნილი ჭარბი მოსახლეობის არგუმენტზე დაყრდნობით 1909-1916 წწ-ში საერობო კრებებზე სომხური მხარე და- ჟინებით აყენებდა საერთოდ ამიერკავკასიის მთელი ტერიტორიის ეროვნული ნიშნით გამიჯვნის საკითხს. სომეხთა წარმომადგენლები ცდილობდნენ ამიერკავკასიის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის აუცილებლობა სამეურნეო მოსაზრებებითაც დაესაფუძვლებინათ. მათი მტკიცებით, რუსულმა ბიუროკრატიამ ამიერკავკასიის ადმინისტრაციული მოწყობისას, სომხეთი ზედმეტად შეავიწროვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, როცა აღმოსავლეთ ყარაბაღის პროვინციები ელიზავეტოპოლის მუსლიმანურ გუბერნიას მიუერთა, ხოლო სომხეთის ჩრდილო ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრები თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში ჩართო. ამიერკავკასიის ცხრა გუბერნიიდან მხოლოდ ერთადერთი ერევნის სომხურ გუბერნიაში იყო თავმოყრილი ამიერკავკასიის სომხური მოსახლეობის 1/4, დანარჩენი კი აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის იყო განაწილებული. ამიტომ, სავსებით ბუნებრივად (იგულისხმება როგორც დაზარალებულნი) სომხები გამოდიან ამიერკავკასიის ტერიტორიალური გადანაწილების ინიციატორადო. მა- თივე მტკიცებით, საქართველოსა და სომხეთს შორის სადავო ტერიტორიებზე სომხური მოსახლეობის დიდი რიცხობრივი უმრავლესობაა და სომხებს შეუდარებლად მეტი კომპაქტურობა ახასიათებთ. მეზობელთა პრეტენზიების განხორციელების შემთხვევაში სომხეთი აღმოჩნდება კლდეებზე მიტმასნილი და არსებული ტერიტორიების მხოლოდ 5%-ს მიიღებდა ამიერკავკასიის მოსახლეობის 30%-ო. რიცხობრივად სომხების თანაბარი ქართველები მიიღებდნენ ტერიტორიის 42%-ს, ე. ი. სომხებზე რვაჯერ მეტს, აზერბაიჯანელები კი – 53%-ს. ამიტომ ეროვნული ნიშნით ამიერკავკასიის ტერიტორიის გადანაწილების სომხური პროექტი უფრო სამართლიანია და ითვალისწინებს მიწების არსებული ფონდის თითქმის თანაბარ, პროპორციულ განაწილებას. ასე მაგალითად, სომხებს ამ პროექტით ერგებათ ამიერკავკასიის ტერიტორიის 29%, ქართველებს – 30-33%, ხოლო თათრებს – 38-41%-ო59. ეს სომხური პროექტი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შორს იდგა როგორც რეალობის, ისე სამართლიანობის პრინციპებისაგან, მაინც ბოლომდე არ ასახავდა სომხური პოლიტიკური წრეების ნამდვილ ზრახვებს და, როგორც ჩანს, მხოლოდ “დიდი სომხეთის” შექმნის დაშნაკთა პარტიის გეგმებისათვის ხელსაყრელი გარემოს შემზადებას ისახავდა მიზნად, რაც, სულ მალე, კავკასიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნისთანავე გამომჟღავნდა. დაშნაკთა ეს ამბიციური გეგმები, გასაგებია, ისტორიულ დასაბუთებასაც საჭიროებდა, რის გამოც სომხურ ისტორიოგრაფიას ამ გეგმების შესაბამისად უხდებოდა ამიერკავკასიის ისტორიის გადაკეთება, რაც პრაქტიკულად ნიშნავდა ხორენაცისეული იდეების ხელახალ აღორძინებას. ასე იქცა XIX-XX სს. სომხური ისტორიოგრაფიის მთავარ ამოცანად კავკასიაში სომეხთა ტერიტორიული პრეტენზიების დაცვისათვის ბრძოლა, რომელსაც უშუალოდ დაექვემდებარა ქართულ-სომხური ურთიერთობის ისტორიის ნებისმიერი საკითხის მეცნიერული თუ არამეცნიერული განხილვა. ამგვარი ოპერაციების მთავარ სამიზნედ, როგორც ჩანს, არჩეული იყო თითქმის მთელი კავკასიის მომცველი XII-XIV სს. ცენტრალიზებული ქართული ფეოდალური მონარქიის სამსაუკუნოვანი ისტორია, რომლის გადაკეთება-გასომხურებას ერთ-ერთი პირველი შეუდგა ცნობილი სომეხი

—————–

 57 სცია, ფ.2080, საქ. 6, ფურცელი 82-111.

58 იქვე, გვ.4.

 59 Бакинский армянско-национальны совет, Армяно-грузинский вооруженный конфликт, 1919, с. 1-5

124 125

ისტორიკოსი ლეო (არაქელ ბაბახანიანი). 1915 წ. მან თბილისში სომხურ ენაზე გამოსცა ნაშრომი “ყარაბაღის ეპარქიული სასულიერო სასწავლებლის ისტორია60. ამ სასწავლებლის ისტორიის გადმოცემისას, განსაკუთრებით სხვა სომხურ სასულიერო კერებთან მის ურთიერთობაზე საუბრისას, ლეო შიგადაშიგ ურთავს პოლიტიკური შინაარსის ისეთ შენიშვნებს, რომლებიც არა მარტო გაყალბებულად წარმოგვიდგენს ცენტრალიზებული ქართული ფეოდალური მონარქიის ბუნებას, არამედ სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ რუკასაც თავდაყირა აყენებს. ლეოს აზრით, “გუგარქისა” და არცახის სამთავრო გვარეულობათა შორის არსებული ნათესაური კავშირები ამაგრებდნენ რა ლორეს, ხაჩენისა და სხვა მხარეთა სამთავრო ფედერაციის ქსელს, მათზე დაყრდნობით “ზაქარე სპასალარმა” თავის ძმასთან ერთად გააკვირვა ქვეყანა გამოჩენილი მხნეობით. ეს, განმარტავს ლეო, მარტოოდენ ჩრდილო სომხეთის სამთავრო გვარეულობათა ფედერაცია კი არ იყო, არამედ იმავე დროს კავშირი ქართველთა ძლიერ სამეფოსთან… ამ კავშირმა საშუალება მისცა “ზაქარეს” დაეპყრო მთელი არარატის ოლქი ქალაქ ანისითურთ და სომეხთა მრავალი სხვა მხარე, სადაც კარგა ხანია, რაც მკვდარი იყო სომეხთა პოლიტიკური ცხოვრება. და, ამგვარად, თითქოს, აღორძინდებოდა სომეხთა დამოუკიდებლობა, ამ შემთხვევაში უფრო ფართო საზომით, ვიდრე ბაგრატუნიანთა დროს61.

სასხვათაშორისოდ გაკეთებული ეს კომენტარები, ფაქტობრივად, არსებითად ცვლიან XII-XIII სს. სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური ისტორიის კარგად ცნობილ სურათს: 1. ამ ხანის საქართველოს შემადგენლობაში მყოფი სომხეთი, ლეოს მიხედვით, მოწყვეტილია ქართულ სახელმწიფოებრიობას და ის ე. წ. “სამთავრო ფედერაციის ქსელის” სახით არსებობს, რამდენადაც მხარგრძელების და მათდამი სამმართველოდ მინდობილი საქართველოს პროვინციის დამოკიდებულება ცენტრალურ ხელისუფლებასთან ლეოს სომხეთ-საქართველოს კავშირამდე დაჰყავს. 2. მხარგრძელთა ქართული ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები და ქართული სახელმწიფოს ცნობილი დიდმოხელეები ლეოს სომეხ მოღვაწეებად გამოჰყავს, რამდენადაც მათ “ჩრდილო სომხეთის სამთავრო გვარეულობათა ფედერაციის შემქმნელად” და სომხეთის განმათავისუფლებლად აცხადებს 3. კიდევ უფრო მეტიც, ლეოს მიხედვით, ჩრდილო სომხეთის სამთავრო გვარეულობათა ფედერაციის კავშირმა ქართველთა ძლიერ სამეფოსთან შესაძლებლობა შექმნა ბაგრატუნიანთა დროის სომხეთზე უფრო “ფართო საზომით” (თუ მასშტაბით) აღორძინებულიყო სომეხთა დამოუკიდებლობა. თუ გავითვალისწინებთ შუა საუკუნეების სომხური ისტორიოგრაფიის ზოგი წარმომადგენლის მტკიცებას, რომ ბაგრატუნიანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში საქართველოს სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილები იგულისხმებოდა და სომეხი ბაგრატუნები სომეხთა და ქართველთა მეფეებადაც იწოდებოდნენ, ვფიქრობ, მისახვედრი უნდა იყოს ლეოს ამ წინადადების ქვეტექსტის შინაარსიც. რამდენადაც ჩრდილო სომხეთის სამთავრო გვარეულობათა ფედერაციას “ზაქარე სპასალარმა” და მისმა ძმამ ქართველთა ძლიერი სამეფოც დაუკავშირეს, რა შეიძლება იყოს ბაგრატუნიანთა სომხეთზე უფრო ფართო მასშტაბით სომეხთა დამოუკიდებლობის აღორძინება, თუ არა ქართველთა ძლიერი სამეფოს სომეხთა ფედერაციაში გაერთიანება და მისი გასომხურება, ყოველ შემთხვევაში, ასე შეიძლება იფიქროს ტენდენციურად განწყობილმა მკითხველმა, რაზეც შეიძლება კიდეც იყო გათვლილი ლეოს ხსენებული კომენტარები.

საქართველოს ძლიერების ყველაზე შთამბეჭდავი ხანის ისტორიის შემდგომ გაყალბებას სომხურ ისტორიოგრაფიაში გაგრძელება, ერთხანს, თითქოს, აღარ ჰქონდა, რადგან სულ მალე, რაღაც ორ-სამ წელიწადში, მეზობელთა ტერიტორიული პრობლემების მოგვარება სულ სხვა პირობებში და დონეზე გახდა განსახილველი. 1918 წ. 26 და 28 მაისს საქართველოსა და სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკები იშვნენ, რომელთა შორის საზღვრების გამიჯვნა თავიდანვე მწვავედ დაისვა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ “დაშნაკცუთიუნი” სომხეთის მმართველი პარტია გახდა და “დიდი სომხეთის” შექმნის ამბიციური იდეა, ახლა უკვე, სახელმწიფოებრივი ზრუნვის პრაქტიკულ გეგმად იქცა. ამ გეგმის საერთაშორისო მხარდაჭერისათვის მაშინვე აქტიურად ამოქმედდა სომხური მხარე, მით უფრო, რომ უკვე ნოემბრისათვის მსოფლიო ომში ანტანტის სახელმწიფოების გამარჯვების შედეგად, საქართველოს მხარდამჭერი გერმანიის ადგილს ამიერკავკასიაში ინგლისი იკავებდა. 1918 წ. 30 ოქტომბერს მუდროსის ნავსადგურში ხელმოწერილი ბრიტანეთ-თურქეთის დროებითი ზავის კონვენციის ერთი მუხლიც, სადაც ნახსენები იყო სომხეთი და თურქეთის ექვსი ვილაიეთი, სომხეთის მმართველ წრეს, ანტანტის მხარდაჭერის იმედს აძლევდა. ასეთ ვითარებაში სომხეთის შეუზღუდავ პოლიტიკურ მადას ფართო გზა გაეხსნა და მის მიერ შედგენილ რუკებზე, როგორც სომხეთში შემავალი ტერიტორიები, აღნიშნული

——————–

60 È»û« ä³ïÙáõÃÇõÝ Ô³ñ³?³ÕÇ Ñ³Ûáó Ã»Ù³Ï³Ý Ñá·»õáñ ¹åñáóÇ 1838-1913« î÷ÕÇë« 1915©

61 დასახელებული ნაშრომი, გვ. 45-50.

126 127

იყო თბილისი, ბორჩალოს მაზრა, ახალციხის მაზრა, ახალქალაქის მაზრა, მცხეთა, გორი, ბათუმი და ბათუმის ოლქი62. იმავდროულად, სომეხთა ტრადიციულად აქტიური პროპაგანდა გზას იკვლევს სომხების მომხრე ევროპისა და ამერიკის მრავალი პირის წმინდა კაბინეტურ შეხედულებებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ცნობილი სენატორის ლაჯის მიერ 1918 წ. 10 დეკემბერს ამერიკის სენატში შეტანილი რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, მომავალ დამოუკიდებელ სომხეთში უნდა შესულიყო თურქეთის სომხეთი (ექვსი ვილაიეთი და კილიკია), რუსეთის სომხეთი და სპარსეთის აზერბაიჯანის ჩრდილოეთი ნაწილი (სპარსეთის სომხეთი). სომხური ორგანიზაციების მიერ გამოცემულ დოკუმენტთა კრებულში ამ რეზოლუციისათვის თანდართული მომავალი სომხეთის რუკის მიხედვით მისი ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი მტკვარს მიჰყვება (დაახლოებით ელიზავეტოპოლიდან, ე. ი. განჯიდან ზღვის შესართავამდე). სომხეთი (ამ რუკის მიხედვით) სამ ზღვაზე გადის: შავსა, ხმელთაშუა და კასპიის ზღვაზე63. ეს რუკა სომხებმა რამდენჯერმე გამოსცეს და მთელ მსოფლიოში გაავრცელეს. უწოდებდა რა ამ რუკას ფანტასტიურს, ივ. ჯავახიშვილი შენიშნავდა: “ცხადია რომ ახალი სომხეთის სახელმწიფოსათვის ასეთი საზღვრები ეთნოგრაფიული პრინციპის მიხედვით არ არის შემოფარგლული, ეს გეგმა არც ისტორიულ საფუძველზეა დამყარებული, რადგან არასდროს ასეთი სომხეთი, რომელიც XI ს. შემდეგ პოლიტიკურად აღარ არსებობდა, არ ყოფილა, შეიძლება ითქვას, რომ მის შემდგენელთ ოდნავი ლიტონი საღი გონიერებაც კი არ ატყვიათ”64. ლაჯის რეზოლუციის ამერიკის სენატში წარდგენიდან რამდენიმე დღეში, 13 დეკემბერს სომხურმა ჯარებმა მოქმედება დაიწყეს ლორესა და ბორჩალოს მაზრების დასაკავებლად. სომხური გეგმის მიზანი იყო თბილისის ხელში ჩაგდება და მესხეთის დაკავება, რის შემდეგ სომხეთი ზღვასთან იქნებოდა შეერთებული ბათუმით. სომხეთის მმართველმა წრეებმა ომი გაბედეს მხოლოდ იმ იმედით, რომ კავკასიაში მომავალი ინგლისი მათ მხარს დაუჭერდა, და თუ სომხეთი ინგლისელებს ფაქტის წინაშე დააყენებდა, მას ხელში შერჩებოდა ყველა მის მიერ დაკავებული ტერიტორია65. მაგრამ სამხედრო ოპერაციები მოლოდინის საწინააღმდეგოდ წარიმართა. საქართველოს ტერიტორიაზე ღრმად შემოჭრილმა (მდ. ხრამამდე) სომხუმა ჯარმა, გენერალ გ. მაზნიაშვილის მიერ ორგანიზებული კონტრშეტევის შედეგად უკან დაიხია და დაიფანტა. სომხები დამარცხდნენ. ინგლისური პიკეტები ლორესთან მეზობელ ჯარებს შუა ჩადგა, რითაც სომხეთი სრულ კრახს გადაურჩა66. 31 დეკემბერს საქართველო-სომხეთის ომი შეწყდა. მხარეები შეთანხმდნენ, საზღვრები საბოლოოდ გამორკვეული ყოფილიყო პარიზის საზავო კონფერენციაზე. ამ კონფერენციაზე ინგლისელთა მხარდაჭერის მიუხედავად, სომხეთმა ვერ შეძლო ქართული ტერიტორიების ხარჯზე გასასვლელი მიეღო ზღვაზე. ამის შემდეგ სასაზღვრო დავამ, ერთხანს, ისტორიოგრაფიაში გადაინაცვლა. 1919 წელსვე თბილისში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და ერთმანეთის საპირისპირო დასკვნებით ორი ნაშრომი გამოიცა: ქართულ ენაზე ივანე ჯავახიშვილის “საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული” და სომხურ ენაზე ლეოს “სასაზღვრო დავა”67. ეს ნაშრომები, თავდაპირველად, პარიზის კონფერენციაზე მოდავე მხარეების პოზიციების შესამაგრებლად იყო გათვლილი და ამდენად, განვლილი ომის თავისებურ გამოძახილსაც წარმოადგენდა, რომელთაც საზოგადოებრივი აზრის განსაზღვრული მიმართულებით წარმართვაც უნდა შეძლებოდათ. ივ. ჯავახიშვილი მონოგრაფიის შესავალ ნაწილშივე განმარტავს კვლევის საგანსა და მის დანიშნულებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრები საუკუნეთა განმავლობაში არაერთგზის გასცილებია თავის ეთნიკურ საზღვრებს, ხოლო XII ს. მთელ ამიერკავკასიასაც მოიცავდა, მის წიგნში “განხილულია საქართველოს მხოლოდ მჭიდროდ შემოფარგლული საზღვრები, ისე როგორც თვით იგი ისტორიული და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი, აგრეთვე, გეოგრაფიული და ეკონომიკური პირობების წყალობით ჩამოყალიბდა”. აქედან გამომდინარე, წერს ქართველი მეცნიერი, გამოკვლევის მიზანია წარსულსა და თანამედროვე პირობების გათვალისწინებით, საქართველოს რესპუბლიკის საზღვრების იმგვარად შემოხაზვა, რომ უზრუნველყოფილი იყოს როგორც საერთაშორისო სამართლის მოთხოვნილებები, ისე ქართველი ერის პოლიტიკური უფლებები68.

——————-

62 ვიქტორ ნოზაძე, საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბილისი, 1989, გვ. 13.

63 ზურაბ ავალიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-21 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, I, თბილისი 1990, გვ. 188-189.

64 სცია, ფ. 471, საქ. # 6, გვ. 82-90.

65 ვიქტორ ნოზაძე, დასახელებული ნაშრომი, გვ. 45.

66 გიორგი მაზნიაშვილი, მოგონებები, ბათუმი, 1990, გვ. 115-132.

67 ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. XII, თბილისი, 1998, გვ. 459.

68 Ȼ᫠ê³Ñٳݳí»×»ñ« ÈûéÇ-²Ë³Éù³É³ù-Ô³ñ³?³Õ« î÷ÕÇë« 1919« ¿ç 20-96.

128 129

ივ. ჯავახიშვილისაგან განსხვავებით, ლეოს მთელი ყურადღება უშუალოდ სომხეთის ჩრდილო საზღვრებისკენაა მიმართული, მისი მზერა ლორესა და ახალქალაქს უტრიალებს და მათი სომხური სამყაროსათვის კუთვნილების დამტკიცებას ცდილობს. ემოციებით დატვირთული მისი ბელეტრისტული პასაჟები, ზოგჯერ, მეცნიერულ საბუთიანობას ენაცვლება, რაც პრობლემის გაბუნდოვნებასა და მკითხველის შეცდომაში შეყვანას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე რთულ საკითხებში გარკვეულობისა და სინათლის შეტანას. ლეოს მტკიცებით, ლორე-ტაშირისა და მთლიანად გუგარეთის (სომხ. გუგარქის) მხარის სომხური ისტორია, სულ ცოტა, 2000 წელს მაინც მოითვლის, რის გამოც ლორეს გარეშე შეუძლებელია სომხეთის წარმოდგენა საუკუნეთა წყვდიადში. ამჟამად კი (ე. ი. ლორეს სადავო ტერიტორიის მიმართ დიდ სახელმწიფოთა ვერდიქტის მოლოდინში) სომხე- თის სხეულიდან ლორეს მოკვეთა ნიშნავდა მთელი მისი წარსულისა და კულტურული საგანძურის განიავებას და ასეულ თაობათა დიად საქმე- თა დატაცებასო. სომეხი მეცნიერის ამ ხმამაღალ განცხადებებს, მისდა სამწუხაროდ, ვერაფრით შველის მის მიერვე ნახევარი სიმართლით მოყვანილი ფაქტები და არგუმენტები. მათ შორის, თითქოსდა, ყველაზე ეფექტური – გუგარეთში სომეხთა ორიათასწლიანი პოლიტიკური და კულტურული მკვიდრობის არგუმენტი, რომლის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობაც, თითქოს, გასომხდა, უბრალოდ სიმართლეს არ შეეფერება. ანტიკური, ქართული და თვით სომხური წყაროების მოწმობითაც, გოგარანე-გუგარქი ოდითგანვე ქართულ ქვეყნად ითვლებოდა და მისი ძირითადი მოსახლეობა ქართული იყო68. ლეო აღტაცებით საუბრობს V ს. ტაშირში ლიტერატურისა და ქრისტიანული ცივილიზაციის მდიდარ ტრადიციებზე, განმათავისუფლებელ სულსა და სამშობლოს ღირსების შეგნებაზე, განსაკუთრებით ცურტავის საპიტიახშო სასახლეზე, სადაც სომეხთა ბრწყინვალე გმირი ვაჰან მამიკონიანი აღიზარდა და სხვ. პათეტიკურად აღნიშნავს, აგრეთვე, ამ ხანის ცურტავის პიტიახშთა მოყვარულ კავშირებს ცნობილ სომხურ სამთავრო საგვარეულოებთან და მთლიანობაში ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს, არშუშა და ვარსქენ პიტიახშების სამთავრო სომხური მიწა-წყლის ნაწილი ყოფილიყოს, რი- თაც შეცდომაში შეჰყავს თავისი მკითხველი და, აშკარაა, შეგნებულად უმალავს ამ სამთავროს ქართულობას. ლეოს საწინააღმდეგოდ, მის მიერვე დამოწმებული და დიდად შექებული ლაზარ ფარპეცი, სავსებით ნათლად და გასაგებად წერს, რომ ჰმაიაკ მამიკონიანის ცოლმა “თავისი ვაჟები აღზარდა და ასწავლა მათ ქართლის ქვეყანაში, ქართლის ბდეშხ არშუშას სახლში. ქართლის ბდეიშხმა აშუშამ ისინი ძღვნად გამოსთხოვა სპარსთა მეფეს იაზკერტს და სხვა.69 ასევე ცრუობს ლეო, როცა V-VII სს. ქვემო ქართლის კულტურულსარწმუნოებრივი თვალსაზრისით სომხურობაში მკითხველის დასარწმუნებლად ამტკიცებს, თითქოს, ცურტავის ეკლესიაში ღვთისმსახურების ენა თავიდანვე სომხური იყო და მხოლოდ ქართველების სურვილი იყო, რომ ქართული ენაც სომხურის თანასწორად ღვთის მსახურების ენად ექციათო. ამ შემთხვევაში ლეო რეალურ სიტუაციას თავდაყირა აყენებს. სინამდვილეში ცურტავის სომხურენოვან თემში სომხური მღვდელთმსახურება შუშანიკმა შემოიღო, ქართული კი იქ თავიდანვე არსებობდა70. სინამდვილეს აყალბებს, აგრეთვე, როცა ქართულ ეკლესიას VII ს. სომხური ეკლესიის ნაწილად აცხადებს და იერარქიულად “სომხური ეკლესიის ბრძანებლურ ინტერესებს” უმორჩილებს. მთელი V-VII საუკუნეები აღმოსავლეთის ეკლესიაში მონოფიზიტთა შეტევის ნიშნით (თეორიულ სფეროში მაინც) მიმდინარეობს, წერს ზაზა ალექსიძე, და ცნობილი უნიები, ეკთეზისები და მსოფლიო კრებებზე დათმობები სწორედ ამ შეტევაზე პასუხისა და თავდაცვის გამოვლინების სხვადასხვა სახეა. სომხური და ქართული ეკლესიები ამ მხრივ საერთო ვითარებიდან არავითარ გამონაკლისს არ წარმოადგენდნენ. ქართული ეკლესია გადაუდგა მონოფიზიტურს, აღიარა ქალკედონური კრება და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. მეზობელმა ეკლესიამ სცადა მისი შენარჩუნება მონოფიზიტური სამყაროსათვის, რაც არ იყო სომეხთა კაპრიზი. ეს იყო სპარსე- თის ხელისუფლების ნება და ეს ნება ე. წ. სპარსულ კრებაზე ოფიციალურად იქნა განცხადებული. არსად, კამათის არც ერთ ეტაპზე, სომხურ ეკლესიას თავისი იერარქიული პრეტენზია არ წამოუყენებია. მუქარას და პრეტენზიას იგი მხოლოდ სპარსეთის სამეფოს სახელით

——————-

68 იხ. დ. მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფის ძირითადი საკითხები, I, თბილისი, 1977, გვ. 146-153; მისივე, Èç èñòîðè÷åñêîé ãåîãðàôèè âîñòî÷íîé Ãðóçèè, Òáèëèñè, 1982, ñ. 5-15; დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, ქვემო ქართლი, 1979, გვ. 16-41.

69 ლ-ნ. ჯანაშია, ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ, თბილისი, 1962, გვ. 242.

 70 ნ. ჯანაშია, შუშანიკის წამება, თბილისი, 1988, გვ. 249-250.

130 131

აცხადებდა. ეპისტოლეთა წიგნის მასალების სკრუპულოზურმა და კრიტიკულმა შესწავლამ მკვლევარი დაარწმუნა, რომ VII ს. დამდეგს, სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილებამდე ქართული ეკლესია ავტოკეფალური იყო და “ეპისტოლეთა წიგნის” ცნობები სხვა დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევიან71. ნახევარი სიმართლით გადმოგვცემს ლეო ქვემო ქართლის ტერიტორიაზე X ს. ბოლოს წარმოქმნილი კვირიკიანთა სომხური სამეფოს ისტორიასაც. მისი განცხადებით, 982 წ. ლორეს საზღვრებში დაარსებულმა სომხურმა სამეფომ სამას წელზე მეტხანს გაძლო და მისი დედაქალაქი სამშვილდეც მსხვილი სომეხთსამკვიდრო ცენტრი იყოო, სადაც XV ს-შიც კი 20 ათასი სომეხი ცხოვრობდაო. ჯერ ერთი, 1065 წ. ბაგრატ IV-მ საერთოდ განდევნა კვირიკიანები სამშვილდიდან და კვირიკიანთა სამეფოც თავის ხელისუფლებას დაუმორჩილა, როგორც ჩანს, ყმადნაფიცობის პირობით. ქართველი მემატიანის მოწმობით ამ დროიდან “სამშ¢ლდე ოდენ იურვა სახლად თ¢სად, და ეგრეთვე მონებდეს სომეხნი”72. 1118 წ. კი დავით აღმაშენებელმა სელჩუკიანი თურქების განდევნის შემდეგ მთელი ქვემო ქართლი ლორე-ტაშირიანად კვლავ და საბოლოოდ ერთიან ქართულ სახელმწიფოს დაუბრუნა, ვიდრე 1918 წლის ბოლომდე სადავოდ ქცეულ ლორეს ოლქს რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლება სომხეთს გადასცემდა. უბრალო არითმეტიკა ცხადყოფს, რომ კვირიკიანთა სამეფომ ქვემო ქართლის ფარგლებში სამას წელზე მეტხანს კი არა, მხოლოდ (1118 – 982 = 136) 136 წ. გაძლო. ლეოს თვალთმაქცობა იქამდეც კი მიდის, რომ საქართველოს განსაკუთრებული ძლიერების ხანაშიც (XII-XIV სს.) ქვემო ქართლის ტერიტორია მის მიერ გამოგონებულ, არარსებულ რაღაც სომხური ფედერაციის შემადგენლობაში შეჰყავს. მისი თქმით, მხარგრძელებს წილად ხვდათ “დაარსება ერთის ძლიერის ფედერაციისა, რომელიც ხშირი ქსელით ებმება აღმოსავლეთ გუგარქს, არცახს, სიუნიქს, გელარქუნს ვიდრე არაგაწამდე და არას მთებამდე”73. ლეოს უკიდურესად ტენდენციური თხზულების ფონზე კიდევ უფრო ცხადად შეიგრძნობა ივ. ჯავახიშვილის ნაშრომის უაღრესად ობიექტური, მეცნიერული ხასიათი. ქართველი მკვლევრის მიერ მოყვანილი კონკრეტული ფაქტები მკაფიოდ წარმოაჩენს საქართველოსა და სომხეთის გამმიჯნავი ზოლის თავგადასავალს უძველესი დროიდან 1919 წლამდე, მის სტრატეგიულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობას ქვეყნისათვის. ივ. ჯავახიშვილი მკითხველის ყურადღებას თავიდანვე მიაქცევს იმ უმნიშვნელოვანეს გეოგრაფიულ ფაქტორზე, რომელიც აუცილებლობით განსაზღვრავს საქართველოსათვის გუგარეთის ბუნებრივ კუთვნილებას. იგი წერს: “მთელი ეს ქვეყანა გეოგრაფიულად ისე მჭიდროდ არის საქართველოსთან დაკავშირებული, რომ როგორც თვით ქვეყანას, ისე ყველა იქაურ მდინარეებსა და რასაკვირველია გზებსაც ჩრდილოეთისაკენ, მტკვრისა და ტფილისისაკენ აქვთ პირი მიბრუნებული”74. ფაქტობრივად, ის სამხრეთიდან საქართველოში შემავალ მთავარ გზას და კარს წარმოადგენდა, რის გამოც ეს ქვეყანა, როგორც საქართველოს ხელისუფალთა ზრუნვისა და ყურადღების საგანი იყო, ისე საქართველოს დაპყრობის მოსურნეთა მთავარი სამიზნეც. ივ. ჯავახიშვილის დაკვირვებით, მთელი ისტორიის მანძილზე სულ სამჯერ სცადეს სომხებმა საქართველოს სამხრეთის საზღვრების გადმოლახვა და იქ დამკვიდრება. პირველი ცდა ჯერ კიდევ ქ. წ. II ს. დასაწყისს მიეკუთვნება, როცა სტრაბონის ცნობით, სომხეთის მეფეებმა მეზობლებს მიწები წაართვეს, მათ შორის ქართველებს პარიადრის სანახები, რომელიც ტაოსა და სპერს შეიცავდა, აგრეთვე, ხორზენი და გუგარეთი. ეს, ქართველი მეცნიერის განმარტებით, სომეხთა პირველი იერიშია ქართველთა მიწა-წყლის დასაპყრობად, მაგრამ ამით მათი ბედი საბოლოოდ არ გადაწყვეტილა. 35 წლითგან ქ. შ. მოყოლებული, როდესაც ტაციტის სიტყვით იბერიის მეფეები იმდენად ძლიერნი იყვნენ, რომ სომხეთში შემოჭრილ სპარსელებს ებრძოდნენ, და როცა თვით სომხეთშიც კი ქართველი უფლისწული გამეფდა, ცხადია, მდგომარეობა თვალსაჩინოდ უნდა შეცვლილიყო. მაგრამ ქართველთა მიერ გუგარე- თის უკან დაბრუნების შესახებ პირდაპირი ცნობები IV ს-ითაგან ქ. შ. მოიპოვება. 387 წ. სომხეთი ორ სამეფოდ გაიყო, რომლებიც სულ მალე სპარსეთმა და ბიზანტიამ ერთმანეთს შორის გაინაწილეს. ქართველებმა გუგარეთი, გარდაბანი და კარწახი უკან დაიბრუნეს დიდი ხნით. V ს.ც გუგარეთი პოლიტიკურად და საეკლესიო წყობითაც საქართველოს განუყოფელ ნაწილს შეადგენდა. ასევე გრძელდებოდა VI და VII საუკუნეებშიც

——————

71 ეპისტოლეთა წიგნი, სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და კომენტარებით გამოსცა ზაზა ალექსიძემ, თბილისი, 1968, გვ. 005-056, 066.

72 ქართლის ცხოვრება, 1, გვ. 307. 73 ლეო, “სასაზღვრო დავა”, გვ. 47.

74 ივანე ჯავახიშვილი, თხზულებანი, ტ. XII, გვ. 470.

132 133

 თბილისისა და ქართლის საამიროს შექმნის შემდეგ (VIII ს. 30 წწ.) გუგარეთიც მის საზღვრებში ექცევა. IX ს-იდან საქართველოსა და სომხეთის პოლიტიკური მოღონიერება იწყება. ქართველი მთავრები თრიალეთს, ტაშირს და აშოცს საქართველოს საზღვრებში აქცევენ. საქმეში ერევა სომხეთის სამეფოს აღმდგენელი აშოტ ბაგრატუნი და ტაშირს იკავებს, რის შემდეგ თავის თავს სომეხთა და ქართველთა ერისთავთ-ერისთავის სახელწოდებას აკუთვნებს. აქედან ცხადია, წერს ივ. ჯავახიშვილი, რომ გუგარეთი მასაც ქართლად და ქართველთა მიწაწყლად მიაჩნდა და სწორედ ამ ქართველთა ქვეყნის დაპატრონების ძალით მან თავის თავს ქართველთა ერისთავთერისთავი დაარქვა75. ამგვარად, განაგრძობს ივ. ჯავახიშვილი, ეს სომეხთა იერიში იყო საქართველოს სამხრეთის საზღვრების გადმოსახალავად და გუგარეთის დასაპყრობად. მაგრამ, როგორც იქვე შენიშნავს, ვერც ამ მეორეგზისმა სომეხ- თა მიერ დაპყრობამ შეცვალა არსებითად ქვემო ქართლის, ანუ გუგარეთის ძირითადი კუთვნილების საკითხი. საისტორიო გეოგრაფიას სომეხთა დროის ამ კუთხეში პოლიტიკური მბრძანებლობის სახსოვრად ტერმინი “სომხითი” შერჩა. ეს სახელი ძველად სრულებით უცნობი იყო და მხოლოდ X ს-დან მოყოლებული გვხვდება. “სომხითი” ეწოდებოდა მხოლოდ ბოლნის-დმანისის ხეობებს და ლორეს ველსაც და საყურადღებო ისაა, რომ ვითარცა საგეოგრაფიო ტერმინი მარტო ქართულად და ქართულ მწერლობაში იხმარებოდა. სომხები და სომხური საისტორიო მწერლობა ამ ქვეყანას “სომხითს” არ ეძახდნენ. პირიქით, ისინი ლორეტაშირის ველს “ქართველთა ველს” უწოდებდნენ. ამ ტერმინში უტყუარი დამამტკიცებელი საბუთია შენახული, რომ თავიანთ პოლიტიკურ ბატონობისდა მიუხედავად თვით ქვეყანას სომხებიც თავისდა-თავად ქართველთა კუთვნილებად სთვლიდნენ76. სომეხთა პოლიტიკურ ბატონობას ქვემო ქართლში 1065 წ-დან ბოლო ეღება, ხოლო 1118 წ. დავით აღმაშენებელმა სელჩუკიან თურქებს ლორე და აგარანი წაართვა, რის შედეგ ეს კუთხე, ქართლის სამხრეთი ნაწილი, და თვით სომხითიც, საერთოდ, საქართველოს უცილობელ და განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა და სომხებს არასდროს აღარ სჭერიათ 77. 1783 წ. ტრაქტატის დადების ჟამსაც, ს. ბურნაშოვის აღწერილობით, სომხით-ლორე-ფამბაკ-ბორჩალუ საქართველოს უცილობელ საკუთრებას შეადგენდა და კვლავინდებურად საზღვარი უფრო სამხრე- თისაკენაც მდებარეობდა და გამყოფ ხაზად ერევნის (ფამბაკის) მთები ითვლებოდა. რეალურ ფაქტებზე დამყარებული ძველი გუგარეთის აქ წარმოდგენილი ისტორია, როგორც ვხედავთ, მთლიანად უარყოფს ლეოს განცხადებათა პათოსს, მის მტკიცებას სომხეთის ისტორიასთან ქვემო ქართლის ორიათასწლოვან კავშირზე. ივ. ჯავახიშვილის მიერ მოყვანილი კონკრეტული ფაქტები ცხადყოფს, რომ ეს კავშირი არათუ ორია- თას წელზე მეტი ხნის ვერ იქნებოდა, არამედ მის ნახევარზე ბევრად ნაკლებ ხანზეც მსჯელობა სათუო უნდა ყოფილიყო. ასე რომ, ლეოს მცდელობა ნებისმიერი საშუალებით მკითხველის შეცდომაში შეყვანისა სრულიად აშკარაა. ივ. ჯავახიშვილი ცალკე თავს უძღვნის ქვემო ქართლში დემოგრაფიული სიტუაციისა და ეთნიკურ ურთიერთობათათვის დამახასიათებელი მოვლენების განხილვას. ამ მხარის სტრატეგიული მნიშვნელობა მას ხშირად მტრის თავდასხმების ასპარეზად აქცევდა, რის გამოც მოსახლეობა აქ მრავალჯერ დაზარალებულა და არაერთხელ მთლიანად ამოწყვეტილა კიდეც. სპარსეთის შაჰებმა აქ თავიანთი საყრდენი ბაზის შესაქმნელად თურქულენოვანი ელები ჩაასახლეს. მიუხედავად ამისა, დევნილი სომხური მოსახლეობისათვის ეს ქვეყანა ტერიტორიული სიახლოვის გამო, მაინც ყველაზე მოხერხებულ თავშესაფარს წარმოადგენდა. XVIII ს. ბოლოდან კი სომეხთა დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი იცვლება და თავშესაფრის ძიებასთან ერთად მათ ლტოლვას ჩვენსკენ პოლიტიკური ელფერი ეძლევა. კერძოდ, რუსეთ-საქართველოს 1783 წ. ტრაქტატის დადების შემდეგ სომეხთა წინამძღვრები უშუალოდ რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლას ცდილობენ, თანაც ქვემო ქართლსა და სხვაგან ლტოლვილობით დაკავებული ტერიტორიების ჩათვლით. ივ. ჯავახიშვილის მართებული შენიშვნით, ეს უკვე სრულებით შეუწყნარებელი საქციელი იყო: საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის წყალობით სომხები თავიანთთვის საქართველოში აუცილებელ განადგურებისაგან თავშესაფარს პოულობდნენ, მადლობის მაგიერ კი საქართველოს შინაურ საქმეებში გარეშე ძალის ჩარევისათვის ცდილობდნენ და რუსეთის ქვეშევრდომობისა და მფარველობის მიღებით ჩვენი მიწა-წყლის მიღება ჰსურდათ. მათი საქციელი საქართველოს დამოუკიდებლობას ძირს უთხრიდა და ჩვენ ქვეყანაში რუსეთის გაბატონებას უწყობდა ხელს. ოფიციალურად რუსეთის მთავრობა საქმეს ისე წარმოაჩენდა, თითქოს, საქართველოს საკეთილდღეოდ ცდილობდა, რის წყალობითაც, წერს

——————

75 ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი, ტ. XII, გვ. 472.

76 იქვე, გვ. 473. 77 იქვე, გვ. 474.

134 135

ივ. ჯავახიშვილი, – სომხებმა და რუსეთის მთავრობამ თავიანთ წადილს მიაღწიეს: სომხებმა მიწა მიიღეს, რუსებმა კი საქართველოში იდუმალი ქვეშევრდომები და თავიანთი გაბატონების უერთგულესი წინამავალი რაზმი გაიჩინეს. ერეკლე II-მ ლტოლვილი სომხები იმხანად თელავსა და სიღნაღში დაასახლა. რაც შეეხება სომხითსა და ლორეს, საქართველოს რუსეთის იმპერიაში გაერთიანების დროისათვის ჯერ კიდევ უკაცრიელი იყო და მხოლოდ 1827-29 წწ-ში ოსმალეთიდან და სპარსეთიდან 40 ათასი სულის ბორჩალოს მაზრაში შემოხიზვნის შედეგად ქვემო ქართლში ჩნდება შედარებით მრავალრიცხოვანი სომხური მოსახლეობა. მოყვანილი დიდძალი მასალების საფუძველზე ივ. ჯავახიშვილი ასკვნის: ამგვარად ორი გარემოებაა სრულებით ცხადი. ერთი ის, რომ ამ კუთხის ახალშენი სომხები იმ სომეხთა მემკვიდრეები არ არიან, რომელნიც საქართველოს ამ კუთხის სომეხთა მიერ ზემოაღნიშნული პოლიტიკური მოტაცებისა და ბატონობის გამო აქ ქართველ მკვიდრ მცხოვრებთა შორის გაჩნდნენ, არც იმ სომეხთა მემკვიდრეები არიან, რომელნიც შემდეგ საუკუნეებში საქართველოს მთავრობის ნებართვით დროგამოშვებით სახლდებოდნენ (ის მოსახლეობა ხომ რამდენჯერმე ხან აიყარა სამუდამოდ, ხან მტრის მრავალგზისი შემოსევებისაგან მკვიდრ ქართველებთან ერთად ამოწყდა), – მეორეც ის, რომ სომეხ მცხოვრებთა ეხლანდელი სიმრავლე საქართველოს სამხრეთის საზღვარზე გარემოებათა ბუნებრივი შედეგი კი არ იყო, არამედ მხოლოდ რუსთა მთავრობის პოლიტიკური გეგმის წყალობით მათი უცხოეთითგან ხელოვნური გამოსახლების შედეგი78. შემდეგ ივ. ჯავახიშვილი მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს 1897 წ. მოსახლეობის აღწერის მასალებზე, რომელთა მიხედვით, ამ რეგიონში სომხური მოსახლეობის ზრდისათვის ხელოვნური ხელშეწყობის მიუხედავად, ეს მოსახლეობა აქ უმრავლესობას მაინც ვერ ქმნიდა: 128 ათასიდან ის მხოლოდ 48 ათასს შეადგენდა. და მაინც, როგორც ამას ივ. ჯავახიშვილი შენიშნავს, საგულისხმიეროა და დამახასიათებელი, რომ საქართველოს და სომხეთის პოლიტიკური განახლება და დამოუკიდებლობის აღდგენა ამჟამადაც სომეხთა იერიშით და ომით დაიწყო (უკვე მესამედ) ისევ საქართველოს სამხრეთის საზღვარზე მდებარე ქვეყნის ქვემო ქართლის, ანუ როგორც იგი რუსების მიერ წოდებულია, ბორ- ჩალოს მაზრის დასაპყრობად79. ივ. ჯავახიშვილის წარმოდგენილი ნაშრომი, ვფიქრობ, სრულად ააშკარავებს და საცნაურს ხდის ლეოს პრეტენზიებისა და პათეტიკური მსჯელობის მთელ უსაფუძვლობას. ძველი გუგარეთისა და კერძოდ ლორე-ტაშირის ისტორია რომ ისეთი არ იყო, როგორსაც ლეო წარმოგვიდგენდა, რა თქმა უნდა, ეს მისმა ავტორმაც შესანიშნავად იცოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მისთვის ამ ნაშრომს უფრო პოლიტიკურ-პროპაგანდისტული მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე ობიექტურ-მეცნიერული. წინასწარ შემუშავებული თვალსაზრისის გამო რომ ლეოს შეეძლო წყაროს მონაცემების შეცვლაც კი, ამას ზოგი სომეხი ისტორიკოსიც აღნიშნავდა. მაგალითად, პ. არუთინიანის მტკიცებით, ბურჟუაზიული ისტორიკოსები ლეო და ეზოვი საკუთარი იდეის დასაცავდ, არცთუ ისე იშვიათად, წყაროების ტექსტს ამახინჯებდნენო80. პოლიტიკურ-პროპაგანდისტული პასაჟები ლეოს სხვა ნაშრომებსაც ცხადად ეტყობა. ზოგჯერ ეს გამოხატულია ერთი წინადადებით ან სულაც ერთი-ორი სიტყვით, მაგრამ ზუსტადაა გათვლილი საქართველოს ისტორიის დამცრობა- გაუბრალოებაზე და მკითხველის ცნობიერებაში ლეოსეული ჭეშმარიტების ღრმად ჩაბეჭდვაზე, თითქოს, მთელი ამიერკავკასია და განსაკუთრებით მისი შუაგული – თბილისი სომხური სინამდვილის ანარეკლია. ასეთი ადგილები მრავლადაა წარმოდგენილი გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოცემულ ლეოს თხზულებათა VI ტომში, სადაც საქართველო ისტორიული სომხეთის ერთ პატარა ნაწილადაა გააზრებული81. მსგავსი მინიშნებები საკმაოდ მრავლადაა წარმოდგენილი, აგრეთვე, ლეოს “სომხეთის ისტორიის” მესამე ტომშიც. მაგალითად, საუბრობს რა ვახტანგ VI-ის დამსახურებაზე სომხური სამხედრო ფორმირებების შექმნაში, აღნიშნავს: “სომეხ-ქართველთა საბრძოლო კავშირის იდეა შესანიშნავი მოვლენა იყო. ზაქარია სპასალარის დროის შემდეგ (XIII ს-დან) ამგვარი მოვლენა ქართველებსა და სომხებს შორის ჯერ არ არის შემჩნეული”82. ჯერ ერთი, 5-6 საუკუნით ერთმანეთისაგან დაცილებულ დროში განვითარებული მოვლენების შედარება და მათ შორის პარალელის გავლება რომ მიზანშეუწონელი და საეჭვო უნდა იყოს, ვფიქრობ, ეს დავას არ უნდა იწვევდეს. ამას გარდა, ლეოს მიერ

—————–

78 ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი, ტ. XII, გვ. 462-483.

79 იქვე, ტ. XII, გვ. 483.

80 П. Т. Арутюнян Освободительное движение армянского народа в первой четверти XVIII века, Москва, 1954, с. 5.

81 ამ ტომში საქართველოზე ნათქვამი კრიტიკულადაა განხილული ალ. აბდალაძის წერილში “ასე უღმერთოდ?”. იხ. “მნათობი”, # 9-10, 1991, გვ. 165-169.

82 Ȼ᫠»ñÏ»ñÇ ÅáÕáí³Íáõ« »ññáñ¹ ѳïáñ« ºñ»õ³Ý« 1973« ¿ç. 128-129.

136 137

 ნახსენებ XVIII ს. “სომეხ-ქართველთა საბრძოლო კავშირზე” წყაროებში არავითარი ცნობა ან მინიშნება არ მოიპოვება. ამ გარემოებით გაკვირვებული სომეხი ისტორიკოსი წერს: უნდა ითქვას, რომ ვახტანგი პეტრე დიდისადმი მიწერილს თავის წერილებში არც ერთ ადგილას არ იხსენიებს სომხურ ჯარს, სომეხ-ქართველთა კავშირს და სხვ. “ქართლის ცხოვრებასაც” არა აქვს დაცული ამის შესახებ რაიმე ცნობა. იგი (ე. ი. ვახტანგი) საკმარისად თვლის ილაპარაკოს ქრისტიანთა სახელით და პასუხობს რა რუსთა იმპერატორის წინადადებას, იგი ამბობს, რომ განძას მიდის ლეკებთან ომის დასაწყებად და უნდა შეიერთოს იმ მხარის სომხები და თურქები. ამგვარად, განაგრძობს ლეო, მაშინ, როდესაც სომეხი მოღვაწეები ყოველნაირად ცდილობდნენ ეჩვენებინათ რუსებისთვის, რომ მათ წარმოშვეს ორგანიზებული, შეიარაღებული, განმათავისუფლებელი მოძრაობა, ვახტანგი დუმილით გვერდს უვლის გარკვეული მიზნისა და მოქმედების სახის ამ მოძრაობას, თუმცა ესოდენ დიდი დახმარება გაუწია სომხური ჯარის ორგანიზაციას. ასეთ დამოკიდებულებას მას, ალბათ, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრება ჰკარნახობდაო, დაასკვნის საბოლოოდ ლეო83. ლეოსგან განსხვავებით, ვახტანგ VI სომეხი მელიქების რაზმების მისი დახმარებით გაწრთვნას, რა თქმა უნდა, ორ ერს შორის დამყარებულ საბრძოლო კავშირად არ აღიქვამდა. ვახტანგისათვის კავკასიის საქრისტიანო მთლიანად მისი წინაპრების განსაგებელი და საპატრონო ქვეყანა იყო და როგორც XIII ს. დიდი ქართული სახელმწიფოს მეფეთა პოლიტიკური მემკვიდრე, სომხური რაზმების საბრძოლოდ მომზადებას, ბუნებრივია, იმ საერთო ღონისძიებათა შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდა, რომლებიც გათვალისწინებული იყო პეტრე დიდთან შეთანხმებული მომავალი ერთობლივი საბრძოლო მოქმედებებისათვის. ამიტომაც იყო, რომ ლეოსავე შენიშვნით, ვახტანგი საკმარისად თვლიდა რუსეთის იმპერატორთან ელაპარაკა კავკასიის ქრისტიანთა სახელით. ნიშანდობლივია ისიც, რომ განძასთან მდგომი ვახტანგ VI პეტრე დიდს მოახსენებდა: “ამ ალაგების ბელადობა გვეთქმისო”84. ამიტომ ლეოს გულმოდგინე ცდები სომეხ მელიქებთან ვახტანგ VI-ის დამოკიდებულებაში სამხედრო-პოლიტიკური კავშირი აღმოეჩინა, წარუმატებლად უნდა მივიჩნიოთ, მით უმეტეს, რომ ამ დონეზე კავშირი მხოლოდ მეტ-ნაკლებად თანაბარ და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულებს შორისაა შესაძლებელი. და მაინც, რამდენადაც ყარაბაღელი და სივნიელი სომხები საქართველოს მეზობელი სახანოების მცხოვრებლები იყვნენ და მათთვის გაწეული სამხედრო-საწვრთნელი დახმარება ზოგ ისტორიკოსს, პირობითად მაინც, შეიძლებოდა განეხილა, როგორც ქართველ-სომეხთა საბრძოლო კავშირი, ამავე ფორმატით XIII ს. ქართველ-სომეხთა ურთიერთობაზე მსჯელობა, უკვე ყოველგვარ შესაძლებელ ზღვარს სცილდება, რადგანაც ერთი სახელმწიფოს, თუნდაც ეთნიკურად განსხვავებულ მოქალაქეთა ერთ ჯარში სამსახური ორი ერის სამხედრო-პოლიტიკურ კავშირად წარმოდგენა, მით უფრო კიდევ, ქვეყნის მხედართმთავრის მო- თავეობით, უბრალოდ, აბსურდია. სამაგიეროდ, ფაქტების ასეთი ჯამბაზობით გულუბრყვილო მკითხველის ცნობიერებაში საქართველოს ისტორიის მნიშვნელობის დამცრობა და გაბიაბრუება, მის ავტორს, ჩანს სავსებით შესაძლებლად მიაჩნდა. მასთან, XVIII ს. დასასრულის ისტორიის გადმოცემისას, არ ავიწყდება თავის მკითხველს გზადაგზა შეახსენოს, რომ აღმოსავლეთი საქართველო საქართველო კი არა – სომხეთია. მაგალითად, მისი თქმით, ლორე უპირატესად სომხებით დასახლებული და სომხური ძეგლებით სავსე ქვეყანა, დაღისტნელების თავდასხმების გამო უკვე მთლიანად დაცარიელებული იყო85. ამიტომ, ლეოს სამართლიანად მიაჩნდა ყაზახ-ლორეში ყარაბაღელი სომხების ჩასახლება, რადგანაც ეს მიწები სომხეთისააო86. ასევე თბილისიც, მისი მტკიცებით, უპირატესად სომხებით დასახლებული ქალაქი იყოო და აღა მაჰმად ხანი უფრო მეტად სომხებს მოევლინა უბედურებადო87. ერთი სიტყვით, ლეოს ამ შედარებით გვიანდელ ნაშრომებშიც აშკარად შეინიშნება 1918 წ. დეკემბრის სომეხ-ქართველთა ომის წინა პერიოდის დაშნაკთა განწყობილებები, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისში სომეხთა ხელისუფლების დამკვიდრებას გულისხმობდა. ამ განწყობილებათა შესახებ თავის მოგონებებში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია წერდა: “სომხები იყვნენ დიდად უკმაყოფილო თბილისის გაქართველებით, საქართველოს დედა-ქალაქად გადაქცევით. მათ ეს ქალაქი, თავის უდაო ქალაქათ მიაჩნდათ დიდი ხანია, მეცხრამეტე საუკუნის დაწყებიდან, სადაც მართლა სომხების მოსახლეობა სჭარბობდა ქართველებისას.

—————-

83 ლეო, დასახელებული ნაშრომი, გვ. 132-133.

84 Переписка на иностранных языках грузинских царей с российскими государями Спб, с. 140.

85 ლეო, თხზულებანი, ტ. 3, გვ. 410-12 (სომხ. ენაზე).

86 იქვე, გვ. 410-414. 87 იქვე, გვ. 389.

138 139

რუსი ბატონობდა პოლიტიკურათ, სომხები ეკონომიკურათ. რუსი წავიდა, ქალაქი სომხებს უნდა დარჩენოდა. მათი აზრით, ნამდვილი საქართველოა დასავლეთ საქართველო, ხოლო აღმოსავლეთში არეულია სხვადასხვა ერები და აქ ქართული წმინდა ნაციონალური ხელისუფლება არ უნდა ყოფილიყო. მთავრობა უნდა გადავიდეს ქუთაისში, თბილისში კი შეიქმნება შერეული ხელისუფლება სხვადასხვა ერებისაგან. ამას ისინი ქადაგებდნენ სომხებში. მას სწერდნენ თავის ორგანოებში”88.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s