Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• სომხები გვიტევენ

♣ სომხეთი-საქართველო 

 

 ფრთხილად! სომხები გვიტევენ

 

ილიას “ქვათა ღაღადზე” უკეთესად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ წლების წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეაქციულ სომეხთა ნაწილი “ჩაკრულოსა” და ასლან ერისთავის მიერ შესრულებულ “მრავალჟამიერს” (მეორენაირად – ასლანურს) გვეცილებოდა. რატომ ამოირჩიეს სომხებმა მაინცდამაინც “ჩაკრულო” და “მრავალჟამიერი”?

ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი ამას იმით ხსნის, რომ ქართული ხალხური სიმღერა “ჩაკრულო” კოსმოსში წავიდა, მთელმა მსოფლიომ გაიცნო ერისიონის ეს ცნობილი ჩანაწერი, ხოლო “მრავალჟამიერი” ყველასთვის მისაღები და საყვარელი სიმღერაა. “ქართულ და სომხურ მელოდიებს შორის არანაირი მსგავსება არ არსებობს. ქართულ სიმღერებში ისეთი სულია, რა გვაქვს ვინმესთან საერთო?”, – კითხულობს ჭკუასელი.

ჯემალ ჭკუასელი სხვა შემთვევასაც იხსენებს: „შეიძლება არ იცოდეთ, რომ მსგავსი პრეცენდენტი ადრეც მოხდა. 1989 წელს სან-ფრანცისკოში შეწუხებულმა ქართველებმა ფირფიტა მომიტანეს, ისინი აღშფოთებას ვერ მალავდნენ, დაგვღუპეს სომხებმაო. ფირფირტაში 15-20 სიმღერა იყო შეტანილი, მათ შორის, “ჩაკრულო”, ხოლო სომხებს ფირფიტაზე წაეწერათ: “სომხური სიმღერები”.

შევუტიე ქართველებს, მერე თქვენ, ქართული დიასპორა, აქ რას აკეთებთ-მეთქი? ვიფიქრე, ეტყობა ქართული დიასპორა ისე ძლიერი ვერაა, როგორც სომხების, ამიტომ ფირფიტა საქართველოში ჩამოვიტანე. ცეკაში ერთ-ერთ დიდკაცს მივუტანე, ცოცხალი აღარაა და არ მინდა, მისი გვარი დავასახელო. ვუთხარი, ვიღუპებით, ნახეთ, რა არის-თქო. გადაირია, ეს რა ვნახე, ნახე, მაგათ რას ვუზამო. სადაც საჭირო იყო, დარეკვასაც შემპირდა, მაგრამ თავი არ შეუწუხებია.

შევეხმიანე, რატომღაც არ ისურვა ჩემთან დალაპარაკება. მაინც არ მოვეშვი, შედეგად ის მივიღე, რომ ფირფიტა დამიკარგეს იმ მოტივით, სომხებს არ ვაწყენინოთო. უკვე ეჭვიც შემეპარა იმ კაცის ქართველობაში. დღეს გამოჩნდნენ არაქართველები, რომლებიც იჩემებენ ქართველობას. სახის ფერით, თვალებით, ბუნებით, ხასიათით ქართველი არაა და იჩემებს, ქართველი ვარო. ასეთები აბაზად გაყიდიან საკუთარ ქვეყანასაც”.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არმენოლოგი ალექსანდრე აბდალაძე:
– ისტორიულ წიაღსვლას თუ მივყვებით, დავრწმუნდებით, რომ სომხეთი უძველესი დროიდანვე ცდილობდა, კავკასიაში დიდ სახელმწიფოდ გადაქცევას. ამიტომაც არსებობს გამოთქმა “დიდი სომხეთი.” მათი მესვეურები, მეფეები, მოგვიანებით კი საეკლესიო პირები ცდილობდნენ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დაპყრობასა და გასომხებას. ასეთივე გეგმა ჰქონდათ ტაო-კლარჯეთთან მიმართებით. ისტორიულად ტაო-კლარჯეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული აჭარაც.

ქართველები ამას აცნობიერებდნენ?
– რა თქმა უნდა, ქართველები გულხელდაკრეფილნი სულაც არ იყვნენ, ისინი ებრძოდნენ და იგერიებდნენ დიდ დამპყრობლებს, დიდ იმპერიებს და, ცხადია, სომხების შემოტევასაც წინ არაერთხელ აღუდგნენ. ჩვენი წინაპრები ახერხებდნენ შეეჩერებინათ სომეხთა აგრესია ქართული მიწების მიმართ და, როგორც კი ჩვენი მეზობლები მიიტაცებდნენ ქართულ მიწებს, ზოგჯერ მალევე, ზოგჯერ კი მოგვიანებით უკან იბრუნებდნენ. ასე ხდებოდა ძველ დროში, ვგულისხმობ პირველ და მომდევნო საუკუნეებს.

თუკი გადმოვინაცვლებთ მე-20 ს-ში აღმოჩნდება, რომ 1918 წლისთვის სომხური პრობლემა კვლავაც განახლდა.
– მოხდა ისე, რომ მე-19 საუკუნეში რუსეთმა ამიერკავკასიაში საყრდენად მიიჩნია სომხეთი. საერთოდ, ცნობილია, რომ მე-19 საუკუნეში რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობაში დიდი უსამართლობა ჩაიდინა. კერძოდ, 1783 წლის ტრაქტატის მიხედვით, საქართველო რუსეთისაგან ითხოვდა, ქართული სახელმწიფოებრიობა ხელუხლებლად დარჩენილიყო, რის შემდეგაც, ქართველებმა, მანამდე ირანისა და თურქეთის ვასალობას, ქრისტიანული რუსეთის ვასალობა ამჯობინეს.

ერთმორწმუნეობას მოჰყვა ქართული სახელმწიფოს რუსეთთან დაახლოება, მაგრამ ჩრდილოელმა მეზობელმა 1801 წელს ვერაგობა ჩაიდინა, ქართული სახელმწიფოებრიობა ერთი ხელის მოსმით მოსპო. ეს თავის დროზე ირანსა და თურქეთსაც არ გაუკეთებია, მათ ეს ვერ შეძლეს. როგორც ჩანს, მოყვრულად მოსული მტერი უფრო საშიშია. ქართული სახელმწიფოს, სამეფოების მოსპობას ქართველები ვერ ეგუებოდნენ და ცდილობდნენ სახელმწიფოებრიობის აღდგენას.

ამას მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში არაერთი აჯანყება მოჰყვა რუსეთის წინააღმდეგ. შემიძლია გავიხსენო 1832 წლის შეთქმულება, უფრო ადრინდელი აჯანყებებიც. ამის გამო რუსები მიიჩნევდნენ, რომ ქართვერლები ურჩი და სეპარატისტული ერია, ხოლო სომხეთს დიდხანს, ყოველ შემთხვევაში, მე-19 საუკუნის ბოლომდე, თავიანთ ერთგულად თვლიდნენ. ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ სომხური სახელმწიფო მე-11 საუკუნიდან აღარ არსებობდა, ისინი სხვადასხვა ქვეყანაში გაიფანტნენ. ამ დროს კი რუსეთმა მკვდრეთით აღადგინა სომხეთი, ჩვენი მეზობლები სხვადასხვა ქვეყნიდან (ირანიდან, თურქეთიდან და სხვა) სომხეთში დააბრუნა. რუსებმა ყოველნაირად შეუწყეს ხელი მათ სომხეთში დაბრუნებას.

საქართველოს მსგავსად, სომხეთის დაპყრობა არ უცდია რუსეთს?
– როცა რუსეთი შემოვიდა ამიერკავკასიაში, მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის, სომხეთში თითქმის არ იყო ადგილობრივი მოსახლეობა, მთელ სომხეთში ცხოვრობდა მხოლოდ 25 ათასი სომეხი, რაც ძალიან ცოტაა. 25 ათასი კაცი შეიძლება მხოლოდ ერთ დაბაში ცხოვრობდეს. სომხებს ჰქონდათ გეგმა, რუსეთის დახმარებით აღმდგარიყვნენ. ამიტომ თავდაპირველად მათ არ ჰქონდათ რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობისა და სომხური სახელმწიფოებრიობის შექმნის სურვილი.

თუმცა მე-19 საუკუნის ბოლოს მათაც მოუნდათ სახელმწიფოს აღდგენა. მიუხედავად ამისა, რუსეთი ასკვნიდა, რომ სომხეთს რუსეთს იქით გზა არ ჰქონდა. სომხები ყოველთვის უფრო მორჩილნი იქნებოდნენ, ვიდრე ქართველები. ასეთ ვითარებაში რუსეთის ხელშეწყობით, სომხური წრეები, მათი ბურჟუაზია საქართველოში გაძლიერდა. ძველი გეგმაც გაიხსენეს და საქართველოს დაპყრობა-გასომხება განიზრახეს.

რაც შეეხება აჭარას? ეს კუთხე სომხებს განსაკუთრებით იზიდავთ.
– სომხური ბურჟუაზია გამდიდრდა, მთელი საქართველოს ყიდვა მოინდომა და განსაკუთრებით აჭარით დაინტერესდა. 1918 წელს საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. სომხეთში, ჩვენგან განსხვავებით, ეროვნული ხელისუფლება მოვიდა. მათ დიდი სომხეთის შექმნა, პირველ რიგში, საქართველოს ხარჯზე მოინდომეს. ამ მიზნით ნებისმიერი სახელმწიფოსთვის აუცილებელია ზღვაზე გასასვლელის მოპოვება, რაც სომხებმა ბათუმში განიზრახეს.

რამდენადაც ვიცი, სომხებს ლაზეთზეც ჰქონდათ პრეტენზია.
– დიახ, ლაზეთზეც ჰქონდათ პრეტენზია, რომელიც ამჟამად თურქეთშია. სომხებმა ლაზეთის დაქვემდებარების გეგმაც შეიმუშავეს, მაგრამ ეს შედარებით რთული იყო. თურქეთთან ისინი არაერთხელ დამარცხებულან. მოგეხსენებათ, თურქეთმა მათ გენოციდი მოუწყო. ლაზეთზე გავლენის მოპოვებაში დიდ სახელმწიფოთა – ინგლისის, ამერიკის დახმარების იმედი ჰქონდათ. თუმცა უფრო რეალურად მიიჩნიეს ზღვაზე გასასვლელის მოპოვება ბათუმში. ეს ნიშნავს, რომ სომხეთიდან აჭარის გავლით ბათუმამდე რკინიგზა უნდა გაეყვანათ. ასეთნაირად შავ ზღვაზე გასასვლელი უნდა მოეპოვებინათ.

ცივილიზებულ სახელმწიფოსთან როცა გაქვს საქმე, დასაშვებია, ზღვაზე გასასვლელი მეზობელს იჯარით მისცე. ამ დროს კი საქართველოში ქართული ეროვნული წრეები საფუძვლიანად ფიქრობდნენ, რომ სომხეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება ძნელი იყო, რადგან ისინი აჭარისა და ბათუმის დაპყრობას მოინდომებდნენ. ქართველ პატრიოტებს ეჭვის საფუძველს ისიც აძლევდა, რომ 1918 წლის დეკემბერში სომხეთის დაშნაკურმა ხელისუფლებამ ჯარი შემოუსია საქართველოს, თანაც ომის გამოუცხადებლად. ამით მათ ორმაგი ვერაგობა ჩაიდინეს: პირველი, ეს არის ომი იმ საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც საუკუნეთა მანძილზე მფარველობდა სომხებს და იხიზნავდა საქართველოში. და მეორე ვერაგობაა, ომის გამოუცხადებლად სომხების შემოჭრა.

როცა ქართველები ჩაებნენ ამ ომში, საქმეში ჩაერია ინგლისი და ომიც შეწყდა. გაურკვეველი და არასასურველი ვითარება შეიქმნა იმ მხრივ, რომ ქართული მიწა-წყალი – ლორე-ტაშირი – ინგლისის ნებით ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა. შემდგომში, უკვე 1921 წელს ლორე-ტაშირი (ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილი) ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს წაართვა და სომხეთს აჩუქა. ეს მაშინ, როცა საუკუნეების მანძილზე ქართველებმა ზღვა სისხლი დაღვარეს ლორე-ტაშირის შესანარჩუნებლად და გასათავისუფლებლად. ასევე, ბოლშევიკურმა რუსეთმა საინგილო წაგვართვა და აზერბაიჯანს გადასცა.

მოკლედ რომ გითხრათ, 1918 წელს, როცა სომხეთმა ომი გააჩაღა საქართველოს წინააღმდეგ, ნახევარი საქართველოს, კერძოდ, აჭარისა და ბათუმის მიტაცებასაც ისახავდნენ მიზნად. თბილისის, გორის, ახალქალაქის, ახალციხის დაპყრობასაც გეგმავდნენ. იმ პერიოდში სომხეთის რუკები გამოიცემოდა, სადაც დაახლოებით ნახევარი საქართველო, ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ტერიტორიები სომხეთისთვის იყო მიკუთვნებული.

ასეთია ისტორია, ასეთ ვითარებაში ქართველები ვერ ენდობოდნენ სომხებს. იმ დროს ქართველებმა მოახერხეს, სომხებისათვის არ დაეთმოთ ზღვაზე გასასვლელი. სამწუხაროდ, დღეს შედარებით იოლად ახერხებენ სომხური წრეები, მოიპოვონ გავლენა აჭარაში, ბათუმში. იტალიელი თუ რაიმეს შეიძენს საქართველოში, ეს იმდენად საშიში არაა, როგორც სომხების შენაძენი. ისინი თბილისში რადენიმე ეკლესიას გვედავებიან.

თუ მათთან ურთიერთობას გავითვალისწინებთ, თუ როგორ ვითარებაში მოჰყავდათ ჩვენს მეფეებს ლტოლვილი სომხები და ასახლებდნენ საქართველოში, უსაფუძვლოა მათი პრეტენზია ძირძველ ქართულ ეკლესიებზე. რეაქციული იდეოლოგიის მიმდევარმა სომხებმა ჯერ კიდევ უძველეს დროს თავისებური იდეოლოგია შექმნეს. თითქოს, თუკი ამიერკავკასიაში, კერძოდ, საქართველოში, რამე სასიკეთო ხდებოდა, ეს კეთდებოდა ან სომხების ან გაქართველებულ სომხეთა (ნასომხარების) მიერ.

მათი იდეოლოგიით, სომხები არიან შემოქმედი ერი, ხოლო ქართველები – სხვისი კულტურული მიღწევების გადამღებნი. ქართული კულტურა თუ არსებობს, ეს თურმე სომხურის გადამღერება ყოფილა. ეს იდეოლოგია დღესაც ცოცხალია და ამ იდეოლოგიის ჩამოყალიბების პროცესში ყოველთვის გადასწვდებიან ხოლმე საქართველოს.

მე-19 საუკუნეში საქართველოს საქმე ისე წაუვიდა, რომ რუსეთის დახმარებით სომეხთა მრავალრიცხოვანი წრეები ფიქრობდნენ, მთელი საქართველო (პირველ რიგში, აღმოსავლეთ საქართველო) გაესომხებინათ, მიესაკუთრებინათ. ამას ქართველების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

გულისხმობთ ილიას “ქვათა ღაღადს”?
– არა მარტო. ილიას გარდა, გავიხსენოთ იგივე აკაკი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა. სამწუხაროდ, საქმეს არ ეშველა. მათ სურდათ ნახევარი საქართველოსა და თბილისის დაპყრობა.

რატომ მაინცდამაინც ქართველები ამოიღეს მიზანში? ტერიტორიული სიახლოვის გარდა მათი პერიოდული შემოტევები იმითაც ხომ არ უნდა აიხსნას, რომ ქართველები მოვისუსტებთ ეროვნული პოზიციის დაცვაში, რითაც ისინი სარგებლობენ?
– რა თქმა უნდა. 90-იან წლებში სომხების რეაქციულმა ნაწილმა გამოაქვეყნა ასეთი წერილი: “ქართველი ერი დღეს არ არსებობს,” ეს ცალკეულ კუთხეთა კონგლომერატია, ამიტომაც შეგვიძლია მათი დამარცხება და ჯავახეთის სომხეთთან შეერთება. მათი აზრით, ქართველებში სათანადო დონეზე არ იყო ეროვნული შეგნება, ამდენად, სომხებს შეეძლოთ ამიერკავკასიაში მიზნის განხორციელება.

ისინი ნოეს შთამომავლებად მიიჩნევენ თავს. არარატი ნამდვილად მათ ეკუთვნით?
– ეს უკვე ლეგენდების სფეროა. საერთოდ, მეცნიერებაში მიღებულია, რომ სომხები შედარებით გვიან არიან მოსულნი ამიერკავკასიაში. არსებობს მონაცემი, რომ დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე სხვა ტომები ცხოვრობდნენ. შესაძლოა ვიფიქროთ, საუბარია ქართველურ ტომებზე, რომლებიც ოდესღაც არარატის მიდამოებში ბინადრობდნენ. თუმცა სომხებმა მოახერხეს ზოგიერთი ქართული ტომის განდევნა არარატიდან ან გასომხება.

მართალია, რომ მათი რეაქციული აქტივისტები, თბილისს სომხურ ქალაქად მიიჩნევდნენ?
– მთელი მე-19 საუკუნის, ასევე, მე-20 საუკუნის დასაწყისში, სომხები აცხადებდნენ, რომ თბილისი სომხური ქალაქია. დღესაც გვსმენია მათი რადიკალებისგან ასეთი სიცრუე. ცხადია, ესეც ზღაპარია. თბილისი არასდროს ყოფილა სომხური ქალაქი. უბრალოდ, სომხებმა თავიანთი სამშობლო მიატოვეს, ისინი იყვნენ ხიზნები, მათი სახელმწიფო მე-11 საუკუნეში დაეცა. გარკვეულ მიზეზთა გამო ქართველები მათ იფარავდნენ.

როგორც ამბობენ, ერთ-ერთმა სომეხმა ბერიას ჯავახეთის გადაცემა მოსთხოვა, რის გამოც ბერიამ იგი საკუთარ კაბინეტში მოკლა.
– დიახ. როგორც ისტორიკოსს, ფაქტებით მიყვარს საუბარი. თუმცა ვერსიის დონეზე მსგავსი გადმოცემა მართლაც არსებობს. როგორც აღვნიშნეთ, 1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა ქართველებს ლორე-ტაშირი (ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილში) წაართვა და გადასცა სომხებს. მადა ჭამაში მოდის და სომხების პრეტენზიები ამით არ დასრულებულა. მათ ჯავახეთის მისაკუთრებაც მოინდომეს, რაც მიუღებელი იყო საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებისთვის.

ერთ-ერთი ვერსიით, სომხეთის ცეკას მდივანი, გვარად ხანჯიანი შევიდა ბერიასთან კაბინეტში და სომხებისთვის ჯავახეთის მითვისების პრეტენზია წაუყენა. ამაზე შეკამათდნენ და ბერიამ ხანჯიანი თავისივე კაბინეტში რევოლვერით მოკლა.

 მანანა ნოზაძე

 

 http://nightrider100.wordpress.com

 

***

ალექსანდრე აბდალაძე – საქართველო და სომხეთი

გურამ მაისურაძე – ქართულ-სომხური ურთიერთობის ისტორიოგრაფიიდან

სომხეთი-საქართველო

 

Advertisements

12 Responses to “• სომხები გვიტევენ”

  1. a.sanduxaZe said

    გამოჩენილი სომეხი მეცნიერი იშხანიანი, იწვევდა რა გზააბნეულ სომეხ მწერლუკანებს სწორ გზაზე, წერდა: „ძველისტორიული გაგებით, სომეხთა ნამდვილი სამშობლო „დიდი სომხეთი“ მდებარეობდა მცირე აზიაში, ესე იგი რუსეთის (აქ მხედველობაშია რუსეთის იმპერია – ა. მ.) საზღვრებს გარეთ“.
    Ишханян Б, Народностиююю, с.18

    Like

  2. a.sanduxaZe said

    ძველი ისტორიული წარმოსახვით „დიდი სომხეთი”, რომლსაც სომხების ნამდვილ სამშობლოდ თვლიან იმყოფება რუსეთის საზღვრებს გარეთ, უფრო ზუსტად კი, მდებარეობს მცირე აზიაში. რაც შეეხება სომხებს, რომლებიც ცხოვრობენ მთიან ყარაბახში, მათი ერთი ნაწილი წარმოადგენს აბორიგენებს, ესე იგი ისინი წარმოსდგებიან ალბანელებისაგან, რომლებმაც შეინარჩუნეს თავიანთი რელიგია – ქრისტიანობა. მეორე ნაწილი კი არის ირანელი და თურქი ლტოლვილები, რომლებმაც თავი დააღწიეს დევნასა და თავდასხმებს და თავშესაფარი ჰპოვეს აზერბაიჯანში.

    В. Ишханян «Кавказские народы » Петроград, 1916 год, с.18

    Like

  3. a.sanduxaZe said

    „სომეხი ხალხის ისტორიის“ წიგნში აღნიშნულია, რომ „ჯერ კიდევ ვერავინ ვერაფრით ვერ დაამტკიცა, რომ ტიგრანი, არტაშეცი, არტავაზდი და სხვები სომხები იყვნენ“.
    История армянского народа …, с.80

    Like

  4. a.sanduxaZe said

    თანამედროვე სომეხი მეცნიერი ა. პერიხანიანი, ადასტურებს რა ამ აზრს, წერს, რომ „იმ დროისათვის სატაძრო პროსტიტუცია წარმოადგენდა რიტუალურ ადათს, რომელშიც მონაწილეობდა საზოგადოების ყველა ფენა, დაწყებული არისტოკრატიიდან დამთავრებული მონებით (1)
    მეორე სომეხი მეცნიერი კაპანციანი აღნიშნავდა სომეხი მეფეების ძველი დროის სხვა ნიშანთვისებასაც, რომელიც უტოლდებოდა პროსტიტუციას. ის წერდა “ჰაიასების მეფე ღვიძლ დაზე დაქორწინდა“ (2)

    1. Периханян А.Г. Храмовые объединяния Малой Азии и Армении. М., 1959, с.129
    2. Капанцян Г.Хайаса., с. 11

    სომეხი მეცნიერი ხაჩატურიანიც აღნიშნავს მოცემული ტრადიციის ბატონობას სომეხ მეფეთა შორის ჯერ კიდევ ქრისტიანული ჟამთაღმწერლობის დასაწყისში.

    Хачатрян А. История Армении в клинописный период. Эреван,1933, с.49.

    კაფანციანიც ადასტურებს, რომ ანაიტის ეკლესიებში „მომსახურეობას უწევდნენ საეკლესიო პროსტიტუტკა-ხიეროუდლები“
    Капанцян Г. Хайаса, с.86

    Like

  5. a.sanduxaZe said

    სინამდვილეში სახელწოდება „ჰაიასტანი“ აღმოცენდა XX საუკუნის 20–იან წლებში და გამოიყენებოდა არა როგორც ეროვნული ან ეთნიკური ტერმინი, არამედ პოლიტიკური ტერმინი. კანაპციანი, აკრიტიკებდა რა მეორე სომეხ მეცნიერს ა. ხაჩატრიანს, წერდა, რომ „ა. ხაჩატრიანი წიგნში „სომხეთის ისტორია „მიხი“ წერილობითი ნიშნების პერიოდში“ ჰყვება ჰაიასის ქვეყნის არმენებთან კავშირის შესახებ. მაგრამ მისი ჰაესების სომხურ ტერმინ ჰაიასტან, (ჰაიას +თუნ) (სახლი) ესე იგი „ჰაიასების სახლი“, შედარებითი ანალიზი უჩვენებს, რომ სომხური გრამატიკული ნორმების საპირისპირო წონაში წარმოადგენს ღია აკომოდაციას, ცრუ ეტიმოლოგიას“.
    Канапцян Г. Хайаса, с.163

    Like

  6. a.sanduxaZe said

    სომეხი მეცნიერის ჰოვანნისიანის აღიარებით „მოკლე დროის გამოკლებით, ძველ დროში, მიწები გაშლილი კილიკიიდან კავკასიამდის არასდროს არ ეკუთვნოდათ სომხებს“
    Richard G. Hovannissian. The republic of Armenia. Lps-An-s. vol.2, p 332

    Like

  7. a.sanduxaZe said

    სომეხთა წარსულით დაინტერესებული ყარაყაშიანი წერდა, რომ „არ არსებობს ცნობები სომეხთა წარსულის შესახებ, რომელიც შეიძლებოდა ჩაითვალოს ისტორიად ან ჟამთაღმწერლობად“
    Каракашян. История восточного вопроса. Лондон 1905 год

    Like

  8. a.sanduxaZe said

    XX საუკუნის დასაწყისში სომეხი მწერალი ვ. ფაფაზიანი სომხების განვითარების ცნობების მოცემისას წერს: „სომეხი ხალხი იყო სრულიად უვიცი, გაუნათლებელი, ველური და უპირველეს ყოვლისა შეუგნებელი. ადამიანები ძირითადში დაკავებულნი იყვნენ დარბევებითა და ყაჩაღობებით… ისინი მსგავსად ჩრდილოელი ველურებისა ცხოვრობდნენ მონადირეობით“.
    Степан Шаумян. Избранные произведения. Том I, с.390

    Like

  9. a.sanduxaZe said

    Оказывается среди армян есть и исповедующие ислам! Называют их амше́нцы, хемши́лы, хемши́ны. И их более 400000 человек проживает в мире. В основном в Турции, Грузии(Абхазия) и России. В России проживает около 2000 хемшилов-субъетническая группа армян-мусульман.Говорят они на диалектах турецкого и армянского языков. Большинство амшенцев-субъетническая группа армян проживающих в Турции исповедуют ислам(сунниты ханифитского масхаба).Большинство армян признаёт амше́нцев, хемши́лов, хемши́нов своими этническими родственниками. А вам встречались в жизни армяне мусульмане? И что вы можете о них рассказать интересного? Прикрепляю файл-фото девушки-армянки из Турции.

    Like

  10. Archie said

    Da alogikuri raxaceebi ro weria araushavs xo ? ar shevimchniot tu ra?
    mezareba magdenis dakopireba , erts amovakopireb :
    აც შეეხება სომხებს, რომლებიც ცხოვრობენ მთიან ყარაბახში, მათი ერთი ნაწილი წარმოადგენს აბორიგენებს, ესე იგი ისინი წარმოსდგებიან ალბანელებისაგან, რომლებმაც შეინარჩუნეს თავიანთი რელიგია – ქრისტიანობა.
    Sityva aborigeni nishnavs dzirdzveli mosaxleoba, saidan moitanet rom mtiani YarabaRis somexi mosaxleoba iyo albanelu ? ? ?:D 😀 😀

    Like

  11. giorgia said

    eg somxebi sul; dasaxocebi arian

    Like

  12. Temo said

    Ki gasdit rasac amboben da aketeben chven vikitxot xmasac rom ar vigebt.chveni istorikosebi ijdnen da erti adgili ifxanon.ertxel dajde da yvela simartle pirshi chacharon rogorc chven gvchrian pirshi zalit burts rom mat usamartlobaze araferi vtqvat.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s