Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომი -III

♣ სომხეთი-საქართველო

ენდრიუ ანდერსენი და გეორგ ეგგე 

1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომი და სომხეთ-საქართველოს ტერიტორიალური საკითხი XX საუკუნეში

Armeno-Georgian War of 1918

and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century

 

I, II

III ნაწილი

 

 

***

მდგომარეობა სომხეთ-საქართველოს სხვა საზღვრებზე

 

სომხეთ – საქართველოს კონფლიქტის გამწვავება მომავალ სასაზღვრო ზონაში ორ რესპუბლიკას შორის, როგორც სომხეთის, ასევე საქართველოს სხვა საზღვრებზე მიმდინარეობდა, არც თუ ისე უბრალო ვითარების ფონზე.

 

ვითარება სომხეთის დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვრებზე

1918 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის, ოტომანთა იმპერიის კაპიტულაციის და ბათუმის ხელშეკრულების ძალით დადგენილი დაკარგული საზღვრების შეცვლის შემდეგ, სომხეთი აღმოჩნდა კონფლიქტში არა მარტო საქართველოსთან, არამედ აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აგრეთვე მთელ რიგ კვაზისახელმწიფოებრივ წარმონაქმნებთან, რომლებიც წარმოიქმნენ სამხრეთ კავკასიიდან გამსვლელი თურქული ჯარებისა და პროთურქული ძალების მიერ.  

სომხეთის მთავრობის გეგმები, კონტროლის ქვეშ მოექცია ერევნის გუბერნიის მთელი ტერიტორია და აგრეთვე ყარსის ოლქი, 1918 წლიის 5 ნოემბერს თურქეთის მე-9 არმიის მეთაურის გენერალ იაკუბ შევკი-ფაშას ინიციატივით შექმნილი ყარსის ისლამური საბჭოს (ყარს ისლამ შურასი) წინააღმდეგობას წააწყდა.

ყარსის ისლამურმა საბჭომ, ეყრდნობოდა რა მუდროსის ზავის შემდეგ ოლქში დარჩენილ თურქ ჯარისკაცებს და ოფიცრებს, არანაკლებ 30 000 კაცის ოდენობით, აგრეთვე შეიარაღებული თურქების არარეგულარულ რაზმებს 8 000 კაცის ოდენობით, გამოაცხადა მთელი ყარსის ოლქის თავისი კონტროლის ქვეშ აღება. ისლამური საბჭოს თავმჯდომარის იტიხადისტი ფარხედინ ბეისა და გენერალ შევკი ფაშას პირით კონსტანტინოპოლში სამოკავშირეო კომისიაში გაცხადდა, რომ ყარსის ოლქის მუსულმანები თანახმანი არიან მიიღონ ან თურქული ან რუსული იურისდიქცია, მაგრამ საქართველოს ან სომხეთის მხრიდან,  ოლქის დაუფლების ნებისმიერ მცდელობას, დახვდება მასიური შეიარაღებული წინააღმდეგობა. [1] ყარსის ისლამურმა საბჭომ პრეტენზიები განაცხადა ბათუმის ხელშეკრულების მიხედვით თურქეთის მიერ ოკუპირებულ ყველა სამხრეთკავკასიურ ტერიტორიაზე, ერევნის გუბერნიის ნახიჭევანისა და ალექსანდროპოლის მაზრების, აგრეთვე თბილისის გუბერნიის ახალქალაქისა და ახალციხის მაზრების და ბათუმის ოლქის ჩათვლით (ნახეთ რუკა 3).[2] ეს ტერიტორიული პრეტენზიები დამტკიცებულ იქნა იმავე წლის დეკემბრის თვეში ისალმური საბჭოს შემცვლელი ისალმური ნაციონალური საბჭოს (მილი ისლამ შურასი) მიერ.   

 

ერევნის გუბერნიის დასავლეთით – სურმალინის მაზრაში (არარატის მთის რაიონი) ადგილობრივმა ქურთულმა ტომებმა დაიწყეს მაზრაში შესული სომხური ნაწილების წინააღმდეგ პარტიზანული ომი. ამას გარდა, 1918 წლის დეკემბრის დასაწყისში, ჯაფარ-ყილი ხან ნახიჭევანელმა, იგდირში გამოაცხადა „აზარო-თურქული დამოუკიდებელი რესპუბლიკა“, და პრეტენზიები წამოაყენა არა მარტო სურმალინის მაზრაზე, არამედ ერევნის ნახიჭევანისა და შარურო-დარალაგიაზის მაზრებზე.[3] ეფუძნებოდა რა თურქული იარაღით შეიარაღებულ არარეგულარულ თათართა რაზმებსა და თურქების მიერ დატოვებულ ბატალიონს, ჯაფარ ყულიმ დაიწყო ომი სომხეთის რესპუბლიკასთან. პირველ ხანებში მისმა ძალებმა შეძლო ნახიჭევანის მაზრის ვიწრო ხაზის შენარჩუნება ნახიჭევანსა და ორდუბადს შორის,[4] ამ კონფლიქტმა მიიზიდა სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები, რომლებიც შესაძლებელი იყო გამოეყენებინათ საქართველოს წინააღმდეგ ომში.

სომხეთისათვის არასტაბილურობის გამუდმებული წყარო იყო აზერბაიჯანის მიმართულება. ტერიტორიულ საკითხებში სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას არანაკლები წინააღმდეგობები გააჩნდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან, ვიდრე საქართველოს მთავრობასთან. 1918 წლის ნოემბრის დასასრულს სამხრეთ კავკასიაში ბრიტანეთის მისიის უმაღლესმა კომისარმა ჯონ ოლივერ უორდროპმა შესთავაზა სომხეთსა და აზერბაიჯანს დროებითი საზღვრის დადგენა ერევნისა და ელიზავეტპოლის გუბერნიებს შორის, ორდუბადეს რაიონის პატარა ნაწილის გამოკლებით, რომელიც კორექტირებული იყო აზერბაიჯანის სასარგებლოდ. [5]

„უორდროპის ხაზი“  მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე სომხეთისთვისაც. აზერბაიჯანის მთავრობა პრეტენზიას აცხადებდა ერევნის გუბერნიის უმნიშვნელო ნაწილზე (ძირითადად სამ მაზრაზე, რომელზედაც პრეტენზიას აცხადებდა არაზო-თურქეთის რესპუბლიკა, აგრეთვე სევანის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროსა და ზანგეზურზე). ამავე დროს სომხეთიც ცდილობდა ზანგეზურის და მთიანი ყარაბახის მიერთებას, რომელიც სომეხი ნაციონალისტების თვალსაწიერით მოიცავდა ჯევანშირის, ყარიაგინის, შუშის და ელიზავეტპოლის მაზრების მთიან ნაწილს (რაც არსებითად აჭარბებს საბჭოთა ადმინისტრაციული ერთეულის შედეგად შექმნილ ტერიტორიას, ცნობილ მთიანი ყარაბახის ავტონომიურ ოლქს), აგრეთვე ელიზავეტპოლის გუბერნიის ყაზახის მაზრას.

სომხეთ-საქართველოს ომის დასაწყისისთვის უორდროპის ხაზიდან აღმოსავლეთით  ვითარება  ეწყობოდა შემდეგი სახით: 

  • ზანგეზურის მაზრის დიდი ნაწილი იმყოფებოდა გენერალ ანდრანიკის ნახევრად პარტიზანული სომხური ფორმირებების კონტროლის ქვეშ, რომლებიც აწარმოებდნენ თურქული ნაწილების და ადგილობრივი მუსულმანების რაზმების წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლებს, აგრეთვე გეგმავდნენ მთიან ყარაბახში შეჭრას იქ სტაბილური სომხური სახელმწიფოებრიობის დამყარების მიზნით. ანდრანიკი ფორმალურად არ ემორჩილებოდა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას პირადი მოსაზრებებით, ათანხმებდა რა თავის გადაწყვეტილებებს მხოლოდ თვითმმართველობის ადგილობრივ სომხურ ორგანოებთან ზანგეზურსა და ყარაბახში. ყარაბახის მისადგომებთან სამხედრო მოქმედებები შეწყდა 1918 წლის 4 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის ზეწოლის შედეგად აბდალიართან სომეხთა გამარჯვებისთანავე. ყარაბახიდან ანდრანიკის რაზმების წასვლის შემდეგ ადგილობრივი ქურთ-თათრული მეამბოხეების მიერ განადგურებულ იქნა სამი სომხური სოფლის სიმაგრე ზანგეზურისა და ყარაბახის გასაყარზე, რაც კიდევ უფრო ართულებდა სომეხთა უკანასკნელ მცდელობებს ზანგეზურზე გავლით ყარაბახის დაუფლებისა. [6]
  •  ჯებრაილის, ყარიაგინის, შუშის, აგრეთვე ელიტავეტპოლის მაზრის მთიან რაიონებში – თავისებური ორხელისუფლებიანობაა: ყარაბახის ეროვნული საბჭოს მილიციის რაზმები, რომლებიც იმყოფებოდნენ შუშაში და ცდილობდნენ სომხეთთან მიერთებას, აწარმოებდნენ მხარეში დარჩენილ თურქულ ნაწილებთან და თათარ-ქურთ ამბოხებულებთან ბრძოლას.[7] 1918 წლის დეკემბერში ბაქოდან ჩამოსულმა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა სომხური ეროვნული საბჭო (ყსეს) აღიარეს მთიანი ყარაბახის დე ფაქტო ხელისუფლებად. თვის ბოლოსათვის კი, გენერალ ტომპსონის განკარგულების შესაბამისად დაიწყეს ყსეს დეპოლიტიზაციის დაჟინებული მოთხოვნა. [8]
  •  ყაზახის მაზრის მთიანი ნაწილი აღმოჩნდა სომხური ჯარების კონტროლის ქვეშ სამხრეთ კავკასიიდან თურქული ნაწილების ევაკუაციის დასაწყისშივე. [9]

სომხეთ-საქართველოს ომის დამთავრებისთანავე (1919 წლის იანვრის შუახანებში) კავკასიაში  ბრიტანეთის სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება მთიანი ყარაბახისა და ზანგეზურის აზერბაიჯანის იურისდიქციაში დატოვების შესახებ, სულ მცირე გამიჯვნის საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებამდის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. [10]

 

ვითარება საქართველოს ჩრდილო დასავლეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის საზღვრებზე

ამ პრეიოდშივე საქართველოს შეეძლო ეტრაბახა მხოლოდ ჩრდილოეთის საზღვრებზე არსებითი სტაბილურობით, სადაც ჩრდილოეთ კავკასიაში გაჩაღებული სამოქალაქო ომის შემოჭრისაგან ბუნებრივ დამცავად მსახურობდა კავკასიის დიდი მთაგრეხილი. მეზობლებთან და კვაზი-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებთან შეხების ყველა სხვა მონაკვეთზე ვითარება დაძაბული და არასტაბილური იყო. 

აზერბაიჯანთან შეხების ზონაში, თურქული ჯარების ევაკუაციისთანავე, ორ რესპუბლიკას შორის წამოიჭრა ტერიტორიული დავა, რაიც არ გადასულა შეიარათებული წინააღმდეგობის სტადიაში. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ, საქართველოს წაუყენა პრეტენზიები ზაქათალის ოლქზე, აგრთვე ნაწილობრივ მუსულმანებით დასახლებულ სიღნაღის, ბორჩალოსა და თბილისის მაზრების ნაწილზე.[11] მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა თბილისმა კატეგორიულად უარყო ეს პრეტენზიები, აზერბაიჯანის მთავრობამ, არ გააჩნდა რა ძალები  და სახსრები საქართველოსთან შეიარაღებული ბრძოლისა, გადაწყვიტა მოეხსნა, უარეყო თავისი პრეტენზიები ყველა დასახელებულ ტერიტორიებზე, გარდა ზაქათალის ოლქისა, რომელზედაც მალევე ჩამოყალიბდა კონდომინიუმის მსგავსი ვითარება. [12]

1918 წლის 4_5 დეკემბერს ქართული ჯარები დაბრუნდნენ თურქების მიერ დატოვებულ ახალქალქისა და ახალციხის მაზრებში.[13] წინსვლა – ბათუმისა და არდაგანის ოლქებისაკენ, რომელზედაც პრეტენზიას აცხადებდა საქართველო, შეჩერებული იქნა ბრიტანელების მიერ, რომლებმაც რამოდენიმე დღის მოგვიანებით დაიწყეს ბათუმის ოლქის დაკავება, გამოაცხადეს რა ის ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ მყოფ განსაკუთრებულ ადმინისტრაციულ ერთეულად.[14] მუსულმანებით დასახლებული ზემოხსენებული ორ რეგიონში ნარჩუნდებოდა დაძაბულული ვითარება. [15]

სომხეთ-საქართველოს დეკემბრის ომის დასაწყისის წინ საქართველოსთვის ყველაზე მგრძნობიარე ზონას წარმოადგენდა საქართველოს შეხება სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან („წითლებთან“ და „თეთრებთან“), მტრობდნენ რა ურთიერთს, აგრეთვე რუსეთის იმპერიას ჩამოშორებულ სახელმწიფოებსაც.

ჯერ კიდევ 1918 წლის მარტში ბოლშევიკური წითელი არმიის ნაწილები შეიჭრნენ ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში. აფხაზეთის ეროვნულმა საბჭომ, ხელში აიღო რა ხელისუფლება ოლქში არსებული ანარქიის პირობებში, დახმარებისათვის მიმართა საქართველოს მთავრობას, იმავე წლის 24 ივლისს კი მოითხოვდა საქართველოს შემადგენლობაში  შესვლის შესახებ ხელშეკრულების დადებას, რომელიც დაამტკიცებდა საქართველოს შემადგენლობაში შესვლას ადგილობრივი თვითმმართველობის პირობებით.[16]

ამ დროისათვის საქართველოს ჯარებმა გენერალ მაზნიევის (მაზნიაშვილი) მეთაურობით წითლებისაგან გაწმინდეს მთელი ოლქი ახლა უკვე აფხაზეთად წოდებული, როგორც საკუთვრივ იწოდებოდა ამ მხარის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეყვანამდის – 1864 წლამდის [17], ივლისის ბოლოსათვის განდევნეს ოჩამჩირესთან ახლო მდინარე კოდორის შესართავთან გემებიდან გადმოსხმული თურქეთის დესანტი [18] და წაიწიეს წინ ზღვის სანაპიროს ჩრდილო დასავლეთის გაყოლებით. დაიკავა რა ადგილობრივი  საბჭოს მოთხოვნით სოჭის ოლქი და ტუაფსის ოლქის ნაწილი ქალაქით ტუაფსე.[19] ამ პერიოდში საქართველოს მთავრობა განიხილავდა ბათუმის ხელშეკრულებით თურქეთისათვის გადაცემული ტერიტორიების კომპენსაციის საკითხს შავიზღვის სანაპიროს ტერიტორიის გუბერნიასთან მიერთების გზით ანაპამდის. ეყრდნობოდა რა იმას, რომ ისტორიული აფხაზეთის ეს ნაწილი საუკუნეების განმავლობაში შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში. 20 1918 წლის სექტემბერში ქართული ჯარები გამოდევნილ იქნა ტუაფსიდან წითელი არმიის ტამანის დივიზიის მიერ უკანდახეული თეთრების მიერ[21], რომლის კვალდაკვალაც ქალაქში შევიდნენ  დენიკინისა და ალექსეევის მოხალისეთა არმიის ნაწილები. ნოემბრის ბოლოსათვის  დენიკინ ალექსეევის ჯარებმა ყუბანზე გაანადგურეს  წითელი ძალები და წინააღმდეგობაში შევიდნენ მაზნიაშვილის ქართულ ჯარებთან სოჭის ოლქში.  საქართველოსა და სომხეთს შორის დეკემბრის ომის დაწყებამდის მხარეთა შორის ბოლო დამაშორებელ ხაზად გახდა მდინარე ლოო ამავე სახელწოდების სოფელთან ახლოს. [22]

საქართველოს პრეტენზიებს აფხაზეთზე და შავიზღვის გუბერნიაზე უარყოფდნენ მთიელთა რესპუბლიკის ლიდერები, რომელთაც სურდათ შავ ზღვაზე გასასვლელის მიღება, აგრეთვე კატეგორიულად იყო უარყოფილი თეთრ მოხალისეთა არმიის სარდლობის მიერ. სომხეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას მაზნიაშვილის არმიის ნაწილები აფხაზეთიდან გადასროლილ იქნა ბორჩალოს მიმართულებით, რაც ხელს უწყობდა დენიკინის არმიის აფხაზეთისაკენ შემდგომ გადაადგილებას.   

  

 

 ———————–

[1] Hovannisian, Vol. I, pр. 199-201
[2] Kazemzadeh, p. 199
[3] И.М.Гаджиев, А.А. Гулиев, Нахчыван в прошлом и сегодня. (Анкара, 1998), с.44
[4] Ахмед Эндер Гойдемир, Юго-Западное Кавказское правительство, (Анкара, 1989), с.63-66
[5] У. Томсон, Обращение командующего британскими войсками в Закавказьи генералаТомсонапредседателю правительства Грузии ипредставителю Армении в Тифлисе (Tифлис, 14.04.1919), ЦИАГ, ф.200, оп.1,  д.191, л.34 и об.
[6] Х. Политидис, И. Зая, И. Артемов, «Рыцарь Византизма», Русский альманах, 3-й выпуск (Москва., 1999), стр.84; Hovannisian, Vol. I, pр. 88-89
[7] Нагорный Карабах в 1918—1923 гг.: сборник документов и материалов (Ереван, 1992)
    Michael P. Croissant, The Armenia-Azerbaijan Conflict: Causes and Implications (London, 1998), p. 15
[8] Hovannisian, Vol. I, pр. 89-90
[9] Там же, стр. 82
[10] Kazemzadeh, p. 215
[11] Kazemzadeh, p. 155
[12] Ibid., p. 226
[13] Кадишев, 463
[14] Там же, стр. 166
[15] Г. Квинитадзе, Мои воспоминания в годы независимости 1917-1921 (Париж, 1985), стр. 88
[16] Kazemzadeh, p. 233
[17] David Marshall Lang, A Modern History of Georgia (New York, 1962), p.97
[18] ЦГАА (02.09.1918), ф. И-39, оп.1, д.6, л.7
[19] Кадишев, стр. 76
[20] П. Ингоркова П.,О границах территории Грузии (Константинополь, 1918) А. Ментешашвили, Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии (Тбилиси, 1998), стр. 42
[21] Kazemzadeh, p. 234
[22] Иван Воронов, «Кавказская миссия Деникина», Красноярский рабочий, 16 августа 2008
 

***

     

 ანტანტის ქვეყნების ჩარევა და შუამდგომლობა

 

გენერალი უილიამ ტომპსონის უკვე მოხსენიებული მითითებით, ჯერ კიდევ დეკემბრის შუა რიცხვებში, რომელიც იმ მომენტისათვის არსებითად ასრულებდა ბრიტანეთის კავკასიაში ბრეიტანეთის გენერალ-გუბერნატორის ფუნქციებს, თბილისსა და ბაქოში ჩამოვიდნენ ანტანტის წარმომადგენლები: ბრიტანელი პოდპოლკოვნიკი რიჩარდ პრეის ჯორდანი და ფრანგი პოდპოლკოვნიკი პეტრე ოგიუსტ შარდინი. [1] ამ ორი ოფიცრის დავალებათა რიგში შედიოდა, კერძოდ, სარკინიგზო მონაკვეთების თბილის-ბაქოსა და თბილის-ალექსანდროპოლის მონაკვეთებზე ინსპექციის ჩატარება, აგრეთვე თბილისში ჩამოსასვლელი ბრიტანეთის სამხედრო მისიისათვის და ბრიტანეთის საოკუპაციო 27-ე დივიზიისათვის შტაბ-ბინის მომზადება. [2] ბრიტანეთის მისიის ხელმძღვანელობა დაკისრებული ჰქონდა ბრიტანეთის სალონიკის არმიის კვარტირმეისტერის ყოფილ მოადგილეს გენერალ სერ იულიამს ჰენრი რაიკროფტს. მოკავშირეების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მთავრობას გადაეცა წარდგინება სომხეთთან ომის შეწყვეტის საქმეში შუამდგომლობის მიღების შესახებ. ეს წარდგინება გაკეთდა იმ დღეებში, როდესაც საქართველოს არმია უკან იხევდა და საქართველოს მთავრობა მზად წავიდა მოლაპარაკებებზე. მოკავშირეთა პირველი წინადადება მდგომარეობდა ფართო ნეიტრალური ზონის შექმნაში, რომელსაც შეიძლებოდა მოეცვა, როგორც ახალქალაქის მაზრა, ასევე ბორჩალოს მაზრის დიდი ნაწილი და მოქცეულიყო ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ პარიზის სამშვიდობო კონფერენციის სომხეთსა და საქართველოს შორის გამიჯვნის  საბოლოო გადაწყვეტილებამდის. ეს წინადადება კატეგორიულად იქნა უარყოფილი საქართველოს მთავრობის მიერ, რომელმაც თავის მხრივ შესთავაზა მეომარი მხარეების ჯარების დაბრუნება იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ კონფლიქტის დაწყებამდის ეკავათ (ესე იგი მოეხდინათ პრემინილარული გამიჯვნა მდინარე კამენკაზე). საქართველო, აგრეთვე მოითხოვდა „აგრესორი ქვეყნის“ განსაზღვრას, რომელიც დააკისრებდა ომის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალის კონპენსაციის მოვალეობას. [3]

1918 წლის 25 დეკემბრის დებატების, ურთიერთ დათმობებისა და ტექსტზე მუშაობის რამდენიმე დღის შემდეგ, საბოლოოდ გამომუშავდა და ერევანში გაიგზავნა შემდეგი შინაარსის ტელეგრამა:    «Эривань. Председателю Армянской Республики Качазнуни. Великобританский генерал-майор Райкрофт, находящийся в настоящее время в Тифлисе, и полковник Шардиньи, стоящий во главе французской миссии, на конференции совместно с Председателем Правительства Грузинской Республики, господином Жорданиа, в присутствии господина Джамаляна, постановили, что военные действия должны немедленно прекратиться. Несмотря на протесты господина Джамаляна, генерал Райкрофт, полковник Шардиньи, и председатель Правительства Республики Грузия господин Жорданиа постановили, что:

Смешанная комиссия, включающая английских, французских, грузинских и армянских представителей, должна возможно скорее отправиться на фронт, чтобы провести в жизнь следующие условия соглашения:

Комиссия определяет численность гарнизонов, которые должны быть оставлены грузинами в северной части и армянами в южной части Борчалинского уезда, а также грузинами в Ахалкалакском уезде. Гарнизоны должны быть малочисленны. Грузинские войска будут стоять на линии, занимаемой ими в настоящее время, армянские войска должны отступить к турецкой линии Дисих – Джелал-Оглы. Британские пикеты будут находиться на железной дороге в пространстве между грузинскими и армянскими войсками, администрация в этой оспариваемой части будет смешанная. За грузинской администрацией в Ахалкалакском уезде имеет наблюдение комиссия союзников, в которую входят представители от местного армянского и мусульманского населения. Представители обоих государств, Грузии и Армении, будут в скором времени отправлены в Европу, где весь вопрос относительно границ будет решен Великими Державами. Генерал Райкрофт, полковник Шардиньи, Н. Жордания» [4].

გენერალი მ. სილიკოვი (სილიკიანი)

სომხეთის საგ. საქ. სამინისტროს თავკაცი ს. ტიგრანიანი

 

 ამავდროულად ყარაკლისში სომხეთის ჯარების სარდლის გენერალ სილიკოვის შტაბში, წავიდა კომისია ბრიტანელი კაპიტან ვიპერსის, ფრანგ კაპიტან ჰასფელდის  და ქართველი პოლკოვნიკის ჯაფარიძის შემადგენლობით.

 მოლაპარაკებების პერიოდში საქართველოს ჯარების მიერ განხორციელებული კონტრშეტევის ფონზე (რომელზედაც ქვემოთ ითქმება) სომხეთის მთავრობამ, რომელიც წინააღმდეგი გამოდიოდა წინადადებაში გაჟღერებული პირობებისა, ამჯერად დასთანხმდა მის მიღებას, და კარაკლისიდან 30 დეკემბერს კაპიტან ვისპერისაგან მიღებულ იქნა რადიოტელეგრამა: 

«Тифлис. Британской миссии. Копии Председателю Совета Министров, Министру Иностранных Дел и Военному.

Армянское правительство согласно на немедленное прекращение военных действий и на отвод войск, как было решено генералом Райкрофтом. Военные действия должны прекратиться, по согласию представителей воюющих стран, 31-го декабря 1918 года в 24 часа. День отхода армянских войск к новой линии будет решен в Тифлисе. Армянскому правительству не совсем ясны некоторые пункты, предложенные генералом Райкрофтом, но принципиально согласилось и подписало условия. Оно хочет получить более точное разъяснение, а потому уполномочило двух делегатов, одного штатского, другого – военного, которые едут со мною в Тифлис за окончателым разъяснением этих вопросов союзниками. Рассмотрев эти вопросы, я совершенно согласен с армянским правительством, что некоторые детали этих вопросов должны быть более точно разъяснены для удовлетворительной и мирной работы на условиях, предложенных генералом Райкрофтом. Армянское правительство высказало самое широкое великодушие и искреннее желание мира. Комиссия союзных держав. Караклис, Председатель комиссии Дуглас Виперс, капитан. 30 декабря 1918 года» [5].

1918 წლის 31 დეკემბერს ქართული ჯარების მეთაურებს სომხეთის საზღვარზე დაეგზავნათ შემდეგი ბრძანება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთელი ჯარების მთავარსარდალ გენერალ გედევანოვის (გედევანიშვილი) ბრძანება ნომრით 01384:

 «Вследствие приказа Правительства предписываю вам приостановить военные действия сегодня, 31 декабря, в 24 часа. Войска должны оставаться на тех местах, на которых застанет их этот час. Начальникам передовых отрядов войти в связь с армянским командованием для уведомления их о решении нашего Правительства, причем поставить армянских начальников в известность, что войсковые армянские части должны отойти за ту линию, за которой они стояли до начала военных действий. К указанному выше времени приказ о прекращении нами военных действий должен быть приведен в исполнение во что бы то ни стало. О получении этого приказа донести немедленно» [6].

საქართველოს ჯარების ბორჩალოს მაზრაში წარმატებებთან ერთად არსებობს კიდევ ერთი ახსნა სომხეთის ხელმძღვანელობის საქართველოსთან კონფლიქტის დამოკიდებულებაში მოულოდნელი ცვლილებისა 1918 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებში და ზავის დადების მზადყოფნისა. გენერალი დენიკინი თავის მემუარებში, რომელიც იმ დროისთვის სარდლობდა ანტიბოლშევიკურ მოხალისეთა არმიას რუსეთის სამხრეთში, ეყრდნობა გენერალ გ. ტ. უორკერის სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ღია მუქარას. თანახმად დენიკინისა, უორკერმა აუწყა მას და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტიგრანიანს, რომ მისთვის ცნობილია სომხეთის მთავრობასა და მოხალისეთა არმიის მეთაურობას შორის საიდუმლო შეთანხმება საქართველოზე ერთობლივი დარტყმის განხორციელების შესახებ მისი ტერიტორიული დანაწევრების მიზნით. უორკერმა ხაზი გაუსვა აგრეთვე იმას, რომ თუ საქართველოზე იერიში ორი მხრით იქნება მიტანილი, მაშინ დიდი ბრიტანეთი დადგება საქართველოს მხარეზე და გაგზავნის თავის ჯარებს სომხეთის წინააღმდეგ. 7 თვით დენიკინი კატეგორიულად უარყოფდა სომხეთთან მზგავსი შეთანხმების არსებობის ფაქტს, ერთია კი, რომ ზემოთაღწერილი სამხედო მოქმედებანი დენიკინელთა და საქართველოს ჯარებს შორის შავი ზღვის სანაპიროზე სოხუმ-ტუაფსის ნაწილში ზაფხულსა და 1918 წლის გვიან შემოდგომისას ნებას გვრთავს ვიფიქროთ სულ მცირე მოხალისეთა არმიისა და სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის საერტო ინტერესების შესახებ.

აქ აუცილებელია ავღნიშნოთ ისიც, რომ თუმც დიდი ბრიტანეთი არ ფლობდა რაიმე მნიშვნელოვან სამხედრო ძალას კავკასიაში და მის გარშემო, მაგრამ სომხეთ-ბრიტანეთის კონფლიქტის აღმოცენება ნიშნავდა ანტანტის მხრიდან ნებისმიერი სახის მხარდაჭერის შეწყვეტას სომხეთის ტერიტორიულ დავებში თურქეთთან და აზერბაიჯანთან, სადაც საუბარი იყო გაცილებით დიდ ტერიტორიაზე, ვიდრე საქართველოსთვის წასართმევ ორიოდ მაზრაზე.

 

————————-

[1] Подполковника Джордана, бывшего вплоть до начала его миссии в Тифлисе командиром 7-го батальона Глочестерширского полка, впоследствии назначили командиром расквартированной в Баку британской 39-й пехотной бригады, а Шардиньи был начальником французской военной миссии на Южном Кавказе (Авт.).
[2] Hovannisian, Vol. I, р. 114
[3] Там же, р. 115
[4] Из истории армяно-грузинских взаимоотноошений,, стр. 131
[5] Там же, стр. 132
[6] Там же, стр. 132
    F. Kazemzadeh, p. 181
[7] А.И. Деникин, Очерки русской смуты, Т. IV (Берлин, 1924), стр. 154

    

***

 

ბრძოლა ეკატერინენფელდისა და შულავერისათვის.

საქართველოს კონტრშეტევა

ეკატერინენფელდის ოპერაცია

დეკემბრის მეორე ნახევარში თბილისსა და ყარაკლისში ზავის შესახებ გამართული მოლაპარაკებების თანადროულად სომხეთისა და საქართველოს დაპირისპირების ადგილებზე

გრძელდებოდა საომარი მოქმედებები. განსაკუთრებით გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა გერმანული კოლონიის რაიონში ეკატერინენფელდში. თვით ეკატერინენფელდში (დღევანდელი ქ. ბოლნისი) იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული გვარდიის დანაყოფები. სამხრეთით – სოფელ ბოლნის ხაჩენში (დღევანდელი სოფელი ბოლნისი) განლაგებული იყო ვორონცოვკის მხარიდან შესული სომხეთის ჯარები, აგრეთვე აჯანყებულები ადგილობრივი სომხებიდან. იმავ დროს ეკატერინენფელდიდან ჩრდილოეთის მხარეს სომხებით კომპაქტურად დასახლებული სოფლები ბელი კლუჩი, სამშვილდე და დაღეთი წარმოადგენდა ამბოხების კიდევ ერთ კერას. იქ მყოფი შეიარაღებული აჯანყებულები წარმოადგენდნენ თბილისთან ყველაზე ახლომდებარე სომხურ ძალებს. თუმც ეს მიმართულება არ იყო მთავარი მიმართულება, მაინც, ეკატერინენფელდ-დაღეთის ხაზზე სომხური ნაწილების თავისუფალი გადაადგილება შეიძლება საქართველოს დედაქალაქისთვის გამხდარიყო კიდევ ერთ საშიშროებად.   

ამგვარად, მდინარე ხრამის ნაპირზე განლაგებული ეკატერინენფელდი ხდებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტი სომხური ნაწილებისთვის დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით.

18 დეკემბერს – საქართველოში მობილიზაციის გამოცხადების პირველსავე დღეს – ეკატერინენფელდში გაგზავნილი ნაწილების სარდლად დაინიშნა გვარდიის ოფიცერი ვალიკო ჯუღელი, ხოლო ყველა ახლადფორმირებული ჯარების სარდლად გენერალი ახმეტელაშვილი. 19 დეკემბრის გამთენიისას ხსენებული ნაწილები დაახლოებით 600 ხიშტით ჩავიდა ეკატერინენფელდში.[1]

დანიშნულების ადგილზე მისვლისას გვარდიაში არ იყო ორგანიზებულობა.[2] არ შექმნეს  ბანაკი, ორგანიზებული არ იყო საყარაულო სამსახური. არტილერია კი განლაგებული იყო არა შესაბამის პოზიციებზე მეორე ან მესამე ეშელონებზე, არამედ ავანგარდში. ე.ი. მოწინააღმდეგესთან ყველაზე ახლოს. გვარდიელები მიწვნენ დასაძინებლად, ისე რომ არ დაუყენებიათ ყარაული და არ იცოდნენ, რომ ჯერ კიდევ გუშინ დასახლება სომხური ჯარებით იყო ალყაშემორტყმული, რომლებიც დილისათვის  შეტევას გეგმავდნენ. 

ღამით სომხური ნაწილები დაეუფლნენ საქართველოს არტილერიას (რვა ქვემეხი) და ტყვიამფრქვევები განალაგეს დასახლების მაღალ შენობებზე, გამთენიისას ცეცხლი გაუხსნეს ქართველებს. მაგრამ სომხების პრაქტიკულად მიღწეული გამარჯვება ჩაიშალა ადგილზე მყოფი ქართული გვარდიის მეთაურის ვალიკო ჯუღელის – გაუფრთხილებელი, მაგრამ მამაცის ადამიანის წყალობით. მოხერხდა დასაწყისში არსებული განუკითხაობის დაძლევა, რის შემდეგაც ქართველმა გვარდიელებმა და სამხედროებმა ხელჩართული ბრძოლით გაანადგურეს სომხური ტყვიამფრქვევის წერტილები, შემდეგ კი დაიბრუნეს კონტროლი მთელს დასახლებაზე და სომხებს წაართვეს არტილერია. უკანდახეული სომხურ ნაწილებზე შეტევა განახორციელა და დაქსაქსა ქართულმა კავალერიამ პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით. 

ქართული ნაწილების საერთო დანაკარგი ბრძოლაში შეადგენდა 30 დაღუპულსა და 70 დაჭრილს. სომხების დანაკარგი – დაახლოებით 100 დაღუპული და ამდენივე ტყვე. 

19-20 დეკემბერს ეკატერინენფელდის ქართული ჯარების დაჯგუფებამ მიიღო შევსება და დაიწყო მზადება ჩრდილოეთის მიმართულებით შეტევისათვის – დაღეთსა და სამშვილდეზე – ზურგის უზრუნველყოფის მიზნით. შეტევა დაიწყო 21 დეკემბრის დილით და მედგარი ბრძოლები 25 დეკემბრამდის გრძელდებოდა, მაშინ აღებულ იქნა სოფელი დაღეთ-ხაჩინი და დამყარდა კონტროლი ეკატერინენფელდის ჩრდილოეთის მთელს ზონაზე.

დაღეთის აღების შემდეგ ქართულმა ჯარებმა დაიწყო მზადება სამხრეთის მიმართულების შეტევისათვის – ბოლნის-ხაჩინზე. Aამ საქმისათვის გამოყოფილი იყო 8 ქვემეხი, 33 ტყვიამფრქვევი და ათასამდის ხიშტი. ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი, და 30 დეკემბრის შეტევა მოიგერიეს სომხებმა. 31 დეკემბრის ღამით ქართულმა ჯარებმა მიიღო შევსება, რომელიც სხვასთან ერთად შეიცავდა სამთო არტილერიის ცხენოსანთა ბატარეას. 31 დეკემბერს, გააფრთებული ბრძოლების შემდეგ ბოლნის-ხაჩინი აღებული იქნა ქართული ჯარების მიერ. სომხეთის განადგურებული ჯარების ნარჩენებმა დაიწყო სამხრეთის მიმართულებით უკან დახევა ფაქტიურად ვორონცოვკის მხარის დაუსახლებელი ზონის გავლით.  

 

შულავერის ოპერაცია

22 დეკემბრისათვის ძირითად – შულავერის – მიმართულებით სომხურმა ჯარებმა მაქსიმალურად წაიწიეს თბილისისაკენ, მივიდნენ მდინარე ხრამამდის, მაგრამ იმის შემდეგ, რაც მომდევნო დღეს (23 დეკემბერს) ნაწილებმა გენერალ წულუკიძის მეთაურობით გაარღვია ალყა, დაშორდნენ სადახლოს. სომხური კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა ფაქტიურად ბორჩალოს მაზრის მთელი სადაო ტერიტორია ეკატერინენფელდის კოლონიის გამოკლებით.

გენერალი დრო (დრასტამატ კანანიანი)

 

24 დეკემბერს ბორჩალოს ფრონტზე მთელი სომხური ჯარების მთავარსარდალმა გენერალმა დრომ ქართულ სარდლობას გაუგზავნა ულტიმატუმი, რომელიც შეიცავდა ახალქალაქის მაზრის სომხეთისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის მოთხოვნას. ულტიმატუმის უარყოფის შემთხვევაში დრო იმუქრებოდა სამხედრო მოქმედებების გადატანას მდინარე ხრამიდან ჩრდილოეთის მხარეზე, რაც საქართველოს დედაქალაქის აღების მუქარის ტოლფასი იყო. [3]

საქართველოს მთავრობამ ულტიმატუმი უარყო, იმავდროულად შულავერის მიმართულების ყველა ქართული ჯარის სარდლად დანიშნა გამოცდილი გენერალი მაზნიევი (მაზნიაშვილი), მის მოადგილედ გენერალი სუმბათაშვილი, შტაბის უფროსად კი გენერალი გ. კვინიტაძე. ამ დანიშვნებით საქართველოს სარდლობა ქმნიდა თავდაცვითი ოპერაციებიდან შეტევაზე გადასვლის წინაპირობებს. ამას გარდა, ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის წყალობით ქვეყნის მასშტაბით დაიწყო არმიის, გვარდიისა და სახალხო ლაშქრის ახალი ნაწილების ჩამოყალიბება. 

 

გენერალი გ. კვინიტაძე

გენერალი მაზნიევი (მაზნიაშვილი)

   ვინაიდან, შულავერის მიმართულებით სომხურ ძალებს ჯერ კიდევ გააჩნდათ მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნდათ და ამასთანავე ინიციატივასაც ფლობდნენ, ქართული სარდლობის წინაშე დადგა ამოცანა სომხებისათვის გამოეტაცათ ინიციატივა პატარა ძალების აქტიური მანევრების გზით და ამით შეებოჭათ მოწინააღმდეგე, გამოერიცხათ სომხების იერიში თბილისზე ახალი შევსების მოსვლამდის.

 

24 დეკემბრის დილით ქართულმა არტილერიამ ჯავშანმატარებლის ცეცხლის დახმარებით გადალახა ხრამი და მოულოდნელი დარტყმით გაარღვია აშაღი- სერალის სადგური, რამდენიმე საათის შემდეგ კი მდინარეზე უკან მიმყოლმა ქართულმა ფეხოსნებმა დაიკავეს სოფელი პატარა შულავერი სოფელ იმირში სარკინიგზო ხიდი. [4]

იმავე დღეს ქართული არმიის ერთმა ბატალიონმა დაიკავა სიმაღლე, რომელიც აშაღი-სელარს შულავერისაგან ჰყოფდა. ქართული დაჯგუფებების შტაბი სადგურ სანდარიდან გადავიდა სადგურ აშაღი-სერალში – სამხედრო მოქმედებების ადგილის ახლოს, სადაც ომის დამთავრებამდის იმყოფებოდა. [5]

ახლა გენერალ მაზნიაშვილის გეგმის მიხედვით ქართველებს სომხების ძირითადი ძალები უნდა მოეშორებინათ თბილისის მიმართულებიდან, რომელიც იმ დროისათვის მეტად საშიში იყო. სომხეთის მთელი ძალების თბილისისაკენ მიმავალი რკინიგზის გაყოლებაზე დარტყმის შემთხვევაში ქართული მხარე ვერ შეძლებდა თავდაცვას, რამდენადაც ახალის შევსების მოსვლამდის თავის განკარგულებაში  არ გააჩნდა საკმაო ძალები. ამიტომ მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირზე გადასულ ქართულ ნაწილებს ებრძანათ განეხორციელებინათ ყურადღების გადამტანი დარტყმა რკინიგზის სამხრეთით მდებარე შულავერზე. თუ სომხები, მიუხედავად ქართველების ამ მანევრისა, მაინც გააგრძელებდნენ თბილისზე შეტევას, მაშინ მთელი ქართული არმია მეტად ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. [6]

შექმნილ მდგომარეობაში სომხურმა მხარემ დაუშვა სერიოზული შეცდომა და დაიწყო ისეთი მოქმედება, რომელსაც ითვალისწინებდა მაზნიაშვილი: მან დაიწყო პრაქტიკულად თავის დაქვემდებარებაში მყოფი მთელი ნაწილების გადასროლა შულავერის დაცვაში. იქ, შუალვერში და მის გარშემო, სომხური არმიის გენერალ კოროლკოვის მიერ გამოცხადდა ადგილობრივი სომხური მოსახლეობის მობილიზაცია. [7]

იმ დროისთვის სადგურ სანდარზე მოსვლა დაიწყო ეშელონებმა ქართული ჯარის შესავსებად: პირველად მოვიდა ბატალიონები კახეთიდან, შემდეგ კი დასავლეთ საქართველოდან (ათასი ხიშტის საერთო რაოდენობით).[8] თბილისის აშკარა საშიშროებამ ჩაიარა, და ქართული სარდლობა შეუდგა დაგეგმის კონტრშეტევას, რომლის ძირითადი ელემენტი უნდა გამხდარიყო შულავერის დასაბრუნებელი ოპერაცია და იქ მყოფი სომხეთის არმიის ძირითადი დაჯგუფებების განადგურება.

 

 

შულავერის აღებისათვის ქართულმა ნაწილებმა განახორციელეს სომხური პოზიციების ღრმა საფლანგო შემოვლა და 25 დეკემბრისათვის გვარდიის ბატალიონი და არტილერიის ბატალიონი გადასროლილ იქნა დასავლეთით, სოფელ სარაჩლოსთან, რომელშიც სომხებისადმი მტრულად და საქართველოს მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი მუსულმანები ცხოვრობდნენ. სწორედ სარაჩლოსთან ახლოს განლაგდა ქართული არტილერია, გვარდიის ბატალიონმა კი ბრძოლით აიღო შულავერის ჩრდილოეთით მთავარი სიმაღლე. სარდლობის გეგმის თანახმად ამ სიმაღლის აღების შემდეგ, რომელიც იძლეოდა ქალაქთან მისასვლელების კონტროლის საშუალებას, უნდა დაწყებულიყო საერთო შეტევა. მაშინ დანარჩენმა ქართულმა არტილერიამ (14 ჰაუბიცა) დაიწყო მასირებული საარტილერიო მზადება.[9] ამ დღეებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში (და საერთოდ ყველა კავკასიური სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) გამოყენებული იქნა სამხედრო ავიაცია: ორმა ქართულმა აეროპლანმა ბომბები დააყარა შულავერის ახლოს მდებარე სომხურ პოზიციებს.[10] 26 დეკემბრისათის დაგეგმილი შეტევა კი არ განხორციელდა შემდეგი ინციდენტის გამო: არადისლოცირებული გვარდიულმა დანაყოფებმა, დღისით აღებული შულავერის ჩრდილოეთით მდებარე სიმაღლზე ღამით დასტოვა თავისი პოზიციები, მისი მეთაურის გენერალ ჩხეტიანის ყოველგვარი მცდელობის – შეეჩერებინა ის – მიუხედავად მაინც დაეშვა სოფელ სარაჩლოში „რათა სანგრებში არ გაყინულიყვნენ და დაელიათ ჩაი“. [11]

შემდეგი დილისათვის გვარდიელების წინააღმდეგ მდგომმა სომხურმა რაზმმა, შეხედა რა, რომ სიმაღლეზე არავინ არის, ისევ დაიკავა ის. დრის განმავლობაში ქართულმა ნაწილებმა ისევ დაიკავა სიმაღლე, მაგრამ არც შემდეგ ღამესაც ისურვა ქართველება სანგრებში ღამის თევა და სომხებმა მესამედ დაიკავა მთავარი პოზიციები. გენერალმა ჩხეტიანმა ეს ყველაფერი მოახსენა შტაბში და ითხოვა გვარდიის ამ ნაწილის მეთაურობიდან მოხსნა, აღარ სურდა რა ამ უდისციპლინო კონტიგენტის მეთაურობა. [12]

ქართველი ჯარისკაცი

ამგვარად, 26 დეკემბრისათვის დანიშნული ოპერაცია ჩაიშალა. შემდეგი დღისათვის, 27 დეკემბერს მაზნიაშვილმა მაინც გადაწყვიტა შეეცადა ქალაქის აღებას პირდაპირი დარტყმით და თვით წაიყვანა ჯარები შეტევაზე, მაგრამ ეს შეტევა მოიგერიეს სომხებმა.

მაშინ ქალაქის აღებისათვის დამუშავდა სხვა სქემა. ამიტომ ჩრდილო-დასალეთით მოქმედი გვარდიის ნაწილები შეიცვალა რეგულარული არმიის ნაწილებით. მაშინვე, როგორც კი თბილისიდან საკმარისი რაოდენობის ჯარი მოვიდა, გადაწყდა რომ აქტიურად ემოქმედათ ორთავე მიმართულებით: პირველყოვლისა, საბოლოოდ აეღოთ იერიშით შულავერი და მეორე – დაერტყათ სადახლოზე რკინიგზის გაყოლებით, რათა შულავერში განლაგებული სომხური ნაწილები მოეწყვიტათ შევსებისაგან და წაერთმიათ მათთვის ორგანიზებული შეტევის შესაძლებლობა. სომხურმა მხარემაც არსებითად აღიქვა სადახლოს მიმართულება და 28 დეკემბერს აშაღი-სერალის სამხრეთით განალაგეს სომხური არტილერია, მაგრამ მისმა ცეცხლმა სადგურ აშაღზე ვერ მოიტანა არსებითი შედეგი. ამ დროისთვის სომხური ნაწილები შულავერის მიმართულებით გააძლიერეს მსროლელთა პოლკით, რომელიც საომარი მოქმედების ამ ზონაში ბაქოდან გადმოისროლეს. [13]

28 დეკემბრის დღის 12 საათისათვის დაიწყო გადამწყვეტი ბრძოლა შულავერისათვის. ორსაათიანი საარტილერიო სროლების შემდეგ ქართული არმია 3 500 კაცის შემადგენლობით, [14] გადაჭიმული 10 კილომეტრიანი ფრონტით, წავიდა საერთო შეტევაზე. გააფრთებული ბრძოლების მიმდინარეობისას სომხურმა ნაწილებმა რამოდენიმეჯერ მოსინჯა უშედეგო კონტრშეტევა, მაგრამ ამავე დღის საღამოს ქართველებმა შეძლეს შულავერის აღმოსავლეთით სიმაღლეების აღება, ქალაქის თავზე მოქცევა. 

29 დეკემბრის დილით ქართული  საოფიცრო ნაწილი შევიდა შულავერში. სომხებმა სამხრეთისაკენ დაიწიეს – ნაწილობრივ სოფელ სიონისაკენ, ნაწილობრივ ხეობიდან გამომავალი რკინიგზის გასწვრივ, საიდანაც ქართულმა ნაწილებმა იერიშით გაფანტა.  ქართველთა შეტევა სამხრეთისაკენ აშაღი-სარალი-სადახლოს გადასარბენის გასწვრივ ერთი დღე-ღამე გაგრძელდა, სანამ არ აიღეს. 30 დეკემბრის დილით სადახლოს სადგური ერთდროულად სოფელ ლამბალოთი მდინარე დებედის ორთავე ნაპირიდან შემტევი ორი კოლონით. 

ერთდროულად, როგორც ქართულმა, ასევე სომხურმა სარდლობამ დაამუშავა მოწინააღმდეგის ღრმა ფლანგური შემოვლის გეგმები. სომხური გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ დაეპყროთ ლამბალოს აღმოსავლეთის სიმაღლეები და ამ სახით  მიეტანათ იერიში ფლანგიდან და ზურგიდან სადახლოშიმყოფი ქართულ ჯარებზე, ქართული გეგმით კი საქართველოს ჯარებს უნდა წაეწია დასავლეთისაკენ, გადასულიყო ლოკის უღელტეხილზე და დაშვებულიყვნენ სადგურ სანაინთან, ესე იგი მოეჭრათ მტერი ზურგიდან. 

ქართულ ჯარებს დროულად არ ეუწყათ თავისი მთავრობისაგან 31 დეკემბრის 24 საათისათვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დარტყმა იგეგმებოდა პირველი იანვრისათვის. სომხურ მხარეს ამ მხრივ უპირატესობა გააჩნდა, ზუსტად იცოდა რა საბრძოლო მოქმედებების დროებითი ჩარჩოები და გამოიყენა ეს, 30 დეკემბერს დაიწყო სადახლოდან უკანდახეული ნაწილებისა და ზურგიდან მოსული შევსების კონცენტრირება სადგურ აირუმის რაიონში, ლამბალოს ქედის მიმართულებით დასარტყმელად.

ამ დროისათვის ქართველებმა დაიწყეს სადახლოდან ძირითადი ძალების გაყვანა დასავლეთით, თავი მოუყარა რა ძალებს სიონი-ორფეთის რაიონში, იმისათვის რომ შემდგომში გადასულიყო ლოკის ქედზე, სომხურმა მხარემ იცოდა რა, რომ 31 დეკემბერი საომარი შესაძლებელი მოქმედებების ბოლო დღე იყო, ემზადებოდა სადახლოს ასაღებად. შეტევა დაიწყო 31 დეკემბერს დილით. სომხური ჯარები უტევდნენ აირუმიდან ორი კოლონით – დებედის ორთავე ნაპირიდან. მარცხენა კოლონა შეტევას ანხორციელებდა სოფელ და სადგურ სადახლოზე, მარჯვენა კი – სოფელ ლამბალოზე და თანა-დაღის მთაზე. მარცხენა კოლონამ წარმატებას ვერ მიაღწია: მრავალსაათიანი, გააფრთებული ბრძოლების შემდეგ ქართველებმა შეძლეს სომხური ნაწილების სადახლოდან განდევნა. სომხების მარჯვენა კოლონა უფრო წარმატებით მოქმედებდა და დაიკავა სოფელი ლამბალო, მიუხედავად ქართველების მცდელობისა გაედევნათ ისინი სოფელ მამაიდან სროლების შედეგად.

დღის ბოლოსათვის მოწინაააღმდეგე ნაწილების დისპოზიცია შესაძლებელია განისაზღვროს საკმაოდ ზუსტად, ორივე მხარის სარდლობის ხელმოწერით არსებული დოკუმენტით:

„31 დეკემბერს 24 საათისათვის საქართველოს ნაწილების მიერ აღებულ იქნა: სოფ. ოფრეთი, სოფ. გული-ბაღი, სოფ. სადახლო, სად. სადახლო, სოფ. ლამბალო, ქედი სადგურ სადახლოს ზემოთ 1554 მ. სიმაღლეზე, ჩრდილო აღმოსავლეთით 2660 მ. სიმაღლეზე, შემდეგ კი წარწერა „წყაროებამდის“, რომელიც მდებარეობს ყაჩი-ყალადან ჩრდილოეთით“ [15]

ხელმოწერის ორიგინალი: გენერალი მაზნიევი.

შენიშვნა: სოფელი ლამბალო და 2660 მეტრის სიმაღლე 31 დეკემბრის 24 საათისათვის დაკავებილი იყო ჩემს მიერ და მხოლოდ 1919 წლის გენერალ მაზნიევის წერილის ნომრით 139 საფუძველზე 1 იანვრის 8 საათისათვის დატოვებული იქნა, რათა არ მომხდარიყო ჩვენი ნაწილების უშუალო შეტაკება ჩვენს ნაწილებსა და ქართულ ქვედანაყოფებს შორის და აგვერიდებინა გაუთვალისწინებელი შედეგები. დანარჩენ პუნქტებს ვეთანხმები.

 დრო.

სწორია: პოლკოვნიკი ნაცვალოვი“[16]

დავამატებთ, რომ დოკუმენტში მითითებული დაპირისპირების ხაზი პრაქტიკულად ემთხვევასაქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო საზღვარს მოცემულ მონაკვეთზე. 

 

————————– 

[1] Чачхиани, стр.245
[2] Грузинская Гвардия (также известна как Народная Гвардия) представляла собой военизированные формирования , строившиеся по территориальному принципу и задуманные правительством Грузии как прообраз новых демократических вооруженных сил, в которых дисциплина и субординация уступили бы место сознательной самодисциплине «граждан-воинов». Согласно отзывам грузинских военачальников периода независимости (Квинитадзе, Мазниашвили и пр.), гвардейские части получали намного лучшее снабжение, чем единицы регулярной армии, но при этом отличались низкой дисциплиной и непрофессионализмом командного состава. (Авт.)
 
[3] Чачхиани, стр. 153,
    ЦИАГ, ф.1864, оп.1,  д.32, л.1
[4] Giorgi Mazniashvili, Mogonebani  1917-1925  (Batumi 1990), pp. 125-126
[5] Ibid., p.126
[6] Mazniashvili, p. 125
    Квинитадзе, стр. 61
[7] Чачхиани, стр. 156
[8] Hovannisian, Vol. I, р. 114
[9] Чачхиани,, стр. 157
[10] Там же, стр. 159
[11] Квинитадзе, стр. 98
[12] Там же, стр. 98
[13] Еще в мае-сентябре армянские части, отступившие с турецкого фронта вели бои с турками и азербайджанцами на подступах к Баку. После падения города они отошли в сторону Дагестана с тем, чтобы вернуться к моменту капитуляции Оттоманской Империи. Британские оккупационные власти, занявшие Баку 17 ноября того же года не допустили вооруженные армянские формирования в город, но предписали им эвакуироваться в Армению (Авт.)
[14] Чачхиани – стр. 160
[15] Описание дается по двухверстовой карте (Авт.)
[16] ЦГИА 1864-1-39-21
 
 
 

გაგრძელება

 

 

 

 

                    

Advertisements

One Response to “• 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომი -III”

  1. Bubu Chala said

    rodis unda mivxvdet neta,rom saqartvelos dauzinebeli mtrebi somxebi arian da ara rusebi?

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s