მშვიდობით, ქართული დამწერლობის დიდო მოამაგევ!!!
დრო მსაჯულია! – ექვთიმე თაყაიშვილი, საქართველოს მეჭურჭლეთ უხუცესი, როდესაც გარდაიცვალა მის დაკრძალვაზე 50-მდე რჩეულმა მამულიშვილმა შესძლო მისვლა…
საქართველოს დამწერლობას, ენის მოამაგე რამაზ პატარიძე გარდაეცვალა…
,,ყველაზე უწინ ვინც გასხლა ვაზი, ქვა სხვაზე უწინ ვინც დასვა ქვაზე,
ვინც სხვაზე უწინ იხმარა ინა, ვინც სხვაზე უწინ გასჭედა რკინა,
ქრისტეს შობამდე ვინც შექმნა წიგნი, სისხლად მიმოდის დღეს ჩემში იგი…”
რამაზ პატარიძის ძარღვებში: ,,წვეთი სისხლი არ იყო არაქართული”… მთელი ცხოვრება ასკეტი ბერივით ცხოვრობდა – თითქმის 40წლის წინათ მახსოვს სამედიცინო ინსტიტუტის აუდიტორიაში შემოსული და დამპყრობი – ჩემი თაობის ახალგაზრდების – ქართული სულის, დამწერლობის სიდიადით…
შორიდან ვკითხულობდი, მიხაროდა რომ ეს დიდი კაცი ცოცხალი იყო – სუთქავდა, აზროვნებდა, ქართული დამწერლობის სიდიადეს აზიარებდა ადამიანებს…
ბატონო რამაზ! ბედნიერი ვარ, რომ მომისმენია თქვენი ლექციები. ეს მარტო ლექციები არ იყო – ეს იყო ურთიერთობა თხემით ტერფამდე ჭეშმარიტ ქართველთან, მამულიშვილთან…
დიდი მამულიშვილის რამაზ პატარიძის გამოსამშვიდობებელი წერილი ექვთიმე თაყაიშვილის დაკრძალვის გახსენებით დავიწყე – მაშინ 50-იანი წლები, შიში და რეპრესიები იყო… დღეს კოვიდი და დიდი შიშია… ბატონ რამაზს ეკუთვნის ღირსეული გაცილება… ყველამ, ქართველებო ვინც ვერ მივალთ მის დაკრძალვაზე მისი ხსოვნის საპატივცემულოდ თეთრ ფურცელებზე ერთი ქართული ასო მაინც დავწეროთ ლამაზად და ამით გამოვხატოთ მისი ღვაწლისადმი დიდი პატივისცემა. რამაზ პატარიძე მთელი ცხოვრება ემსახურებოდა ქართულ დამწერლობას…
,,ქრისტეს ხსოვნამდე ვინც შექმნა წიგნი, სისხლად მიმოდის დღეს ჩემში იგი!”…