Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘არქეოლოგია’ Category

ივრისპირის აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი

Posted by iberiana on იანვარი 6, 2017

ივრისპირის აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი

2016 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი დააფიქსირა, რომელიც კახეთში, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. სავარაუდოდ ობიექტი ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს და რომლის მასშტაბიც, აქამდე შესწავლილ ყორღანებს აღემატება.

ობიექტი ამჟამინდელი მდგომარეობით, გავრცელებულია 2,5 ჰექტარზე, თუმცა არქეოლოგიური შესწავლის შემდეგ არ არის გამორიცხული მისი ფართობის ცვლილება. დანგრეულია მიწისპირზე და ამჟამად მხოლოდ კონტურები იკითხება. ესაა ალიზის ნაგებობებით დაგეგმარებული კომპლექსი. ალიზის კედლების სისქე 1-1.2 მეტრს შორის მერყეობს. ნაგებობათაგან ნაწილი წრიულია, ნაწილი კი მართკუთხა. ალიზის კედლებს ეტყობათ ძლიერი ხანძრის კვალი. ზედაპირული დაზვერვით დაფიქსირებულ მასალას თიხის ბათქაშები, წითელი საღებავით მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები და სალესი ქვები შეადგენს.

აღმოსავლეთით, მის მომიჯნავედ, 115 მ დიამტერისა და დაახლოებით 20მ სიმაღლის ყორღანია.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, 2017 წელს დაგეგმილი აქვს კომპლექსის კვლევის დაწყება, რომელშიც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო წამყვანი არქეოლოგიური ინსტიტუციები.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
06.01.2017 წელი

Posted in 2016, არქეოლოგია, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

დაზიანებული და განადგურებული ძეგლები

Posted by iberiana on დეკემბერი 3, 2016

15259324_1171027762982102_5952343883858042505_o1

ქეთი დიღმელაშვილი – სასულიერო პირების მიერ დაზიანებული და განადგურებული ძეგლები

…ვისაც არ ახსოვს გავახსენებ, ხოლო ვინც არ იცის მათ გავაცნობ 2011 წელს არც მეტი არც ნაკლები, სამთავროს მონასტრის ეზოში მომხდარ ამბავს, როცა ტაძრის დასავლეთით, იქ სადაც ახლა ახლადგახსნილი ტაძრის მუზეუმი და მაღაზიაა, როგორ შეიყვანა ეკლესიამ ტრაქტორი და მთელი გორა მოხსნა ისე, რომ ნებართვა არავის გაუცია! მაშინ ამ ბულდოზერმა აგურის აკლდამას ისე ჩამოხსნა თაღი, როგორც არაფერი! ეს არ იკმარეს, და როცა ვიღაცამ შეაშინა დედაოები, სისხლის სამართლის დანაშაულიაო, ისე ჩუმად მიაცემენტეს მონგრეული, დამნაშავე ბავშვი ნაქურდალს ადგილზე რომ დააბრუნებს ხოლმე. მაშინ მკაცრი რეაგირება არ მოჰყვა ამას გარკვეული მიზეზების გამო. არქეოლოგებმა გაფუჭებული საქმის გამოსწორება ვითავეთ და გათხრები დავიწყეთ. სწორედ მაშინ დაიწერა სამთავროს ახალი ისტორია, დაიწერა ჩემს ხელში და ჩემს თვალწინ. მე ვიყავი 4 თვის მანძილზე ჯერ კიდევ ბოლომდე გაუხრწნელ XIX ს. სამარხს რომ ვწმენდდი, შუა საუკუნეების თონეებს ვასუფთავებდი და III ს. დაკრძალული თოთო ბავშვის ძვლებს ველოლიავებოდი. მაშინ 7 სამარხი გავწმინდე სხვადასხვა პერიოდის – დავიჯერო ისინი არ იყვნენ წმინდანები?! 4 თვის მუშაობის შემდეგ ერთ პატარა მონაკვეთზე მართლაც უნიკალური სურათი გავშალეთ – III საუკუნიდან XIX საუკუნემდე გადაშლილი სამთავროს ისტორია თავისი სამარხებით, თონეებით, მარნით და სათავსებით. ვწმინდავდით მხოლოდ იმიტომ, რომ ყველამ ვიცოდით – ის რაც გაიწმინდებოდა სამუზეუმო სივრცეში მოექცეოდა და ისტორიას დარჩებოდა! ჩვენ მუშაობა დავასრულეთ და ერთ მშვენიერ დღეს ადგილზე მისულებს აღარც სამარხები დაგვხვდა, აღარც თონეები, და აღარც ქვევრები!!! …

სრულად:  https://iberiana2.wordpress.com/georgia/k_digmelashvili/

Posted in 2016, არქეოლოგია, მცხეთა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

თრიალეთი – გზები წარსულიდან

Posted by iberiana on იანვარი 22, 2016

თრიალეთი – გზები წარსულიდან

მასალები მომზადებულია 1999-2000 წლებში.
ამ გზების აღმოჩენა სრულიად მოულოდნელი იყო მაშინ არც დღეს არის ბევრგან დადასტურებული  ისინი 4000 წლის წინ შექმნეს და დღესაც გაოცებას იწვევს.

 

Posted in არქეოლოგია, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

მთავრობამ მცხეთის არქეოლოგიური ბაზა გაასხვისა

Posted by iberiana on იანვარი 19, 2016

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბერის გადაწყვეტილების თანახმად, ქ. მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩა №27-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2653.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა №1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.07.07.852), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცა ფიზიკურ პირ დავით ისახანაშვილს (პ/ნ: 01024070232).

საინტერესოა, რის საფუძველზე გამოუცხადა ღარიბაშვილის მთავრობამ ასეთი ნდობა 23 წლის ავტომრბოლელს?

ამ ნაკვეთის უდიდეს ნაწილზე (2200 კვ.მ) განთავსებულია მცხეთის არქეოლოგიური ბაზა.

არის საშიშროება, რომ არქეოლოგიური ბაზაც მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის ბედს გაიზიარებს, რომლის შენობაც რამდენიმე წლის წინ გადასცეს წყლის კომპანიას, 25 ათასი ექსპონატი კი  სარდაფში, შეუფერებელ პირობებში ინახება.

https://sakdrisiblog.wordpress.com/2016/01/19/mtskheta/

Posted in არქეოლოგია, საქართველო-Georgia, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი | Tagged: | Leave a Comment »

საყდრისის აფეთქება: მითი ოქროს ქალაქზე

Posted by iberiana on იანვარი 19, 2016

tutberidzeქეთი თუთბერიძე – საყდრისის აფეთქება: მითი ოქროს ქალაქზე

სამწუხაროდ, უძველესი ოქროს მაღაროს შენარჩუნების მცდელობა თავიდანვე ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემში აღტაცებას იწვევდა ამ ადამიანების თავგანწირვა არქეოლოგიური ობიექტის გადასარჩენად. ცოტა ხანში კი იმედი მომეცა, რომ RMG Gold ვანდალურ მიზანს ვერასოდეს მიაღწევდა. თუმცა მაინც დამაფიქრებელ გზავნილად მომეჩვენა სტუდენტებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრის პასუხი საყდრისის შესახებ დასმულ შეკითხვაზე: „ეს არ არის ოქროს მაღარო… არ დასტურდება.“

საინტერესოა, რის საფუძველზე ამტკიცებდა ირაკლი ღარიბაშვილი, რომ საყდრისში ოქროს არ მოიპოვებდნენ, ან რა არგუმენტებით ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას, რომ „კოლხური ელდორადო თუ პაიტიტი“ მხოლოდ რამდენიმე მეცნიერის ილუზიაა…

დღეს რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ, იყო თუ არა საყდრისი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლი, სადაც ოქროს ეგვიპტელებზე ადრე მოიპოვებდნენ, მაინც ვეღარაფრს შევცვლით. მხოლოდ ის უნდა გვახსოვდეს, რომ თბილისიდან დაახლოებით 80 კილომეტრის დაშორებით იყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და უძველესი, რომლის ბოლომდე შეცნობის საშუალება არავინ მოგვცა. შესაძლოა, საუკუნეების შემდეგ საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროც ანდებში დაკარგული ინკების ოქროს ქალაქივით მხოლოდ მითად იქცეს. თუმცა მინდა მჯეროდეს, რომ მან, ვინც საყდრისის აფეთქების გადაწყვეტილება მიიღო, მართლაც არ იცოდა, რასთან ჰქონდა საქმე. კიდევ უფრო მეტად მინდა მჯეროდეს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ვანდალიზმის შემოქმედია, კანონის წინაშე პასუხს აგებს…

სრულად: https://sakdrisiblog.wordpress.com/sakdrisi-ge/k_tutberidze/

Posted in 2014, არქეოლოგია, საყდრისი | Tagged: | Leave a Comment »

რაჭის უძველესი ბრინჯაოს წარმოება

Posted by iberiana on სექტემბერი 22, 2015

sxvada7[1]გ.გობეჯიშვილი, თ.მუჯირი, გ.ინანიშვილი, ბ.მაისურაძე – მთიანი რაჭის უძველესი ბრინჯაოს წარმოების ისტორიისათვის

საქართველოს უძველესი სპილენძ-ბრინჯაოს მეტალურგიის განვითარება დაკავშირებულია იმ მეტალოგენურ რაიონებთან, რომლებიც ცენტრალური და მცირე კავკასიონის გამადნებათა სისტემაშია მოქცული. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთი კალთების სპალენძ-პიროტინის გამადნების ზოლში განლაგებული მთიანი რაჭის სამთო-მეტალურგიული კომპლექსი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია თავისი სიმძლავრით და უშუალოდ უკავშირდება რეგიონის არქეოლოგიურ ძეგლებს. აღნიშნული სამთამადნო და მეტალურგიული ძეგლები მდებარეობენ მდ.რიონის და მისი შენაკადების – ჩვეშოს და ზოფხითურის ზემო წელზე, ხეობათა მაღალმთაან ზოლში, ზღვის დონიდან 1800-2000 მ სიმაღლეზე. მაღაროთა საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი ცხადყოფს ძველად მათ მიზანსწრაფულ, ცოდნის სისტემაზე დამყარებულ ტექნოლოგიური ექსპლოატაციის ფაქტს. მადნის მოპოვება ხდებოდა როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა დამუშავებით:  გამოყენებული ყოფილა როგორც ჰორიზონტალური, ისე დახრილი და ვერტიკალური ტიპის გაყვანილობები.

ექსპედიციის მიერ ცალკეული მაღაროებიდან მოპოვებული ხის მასალის და ნახშიროვანი ფენების С14-ის დამუშავებისას მიღებულია რამდენიმე მაღაროს თარიღი. იგი განისაზღვრება ძვ.წ. XIII-X სს. ამ თარიღების დენდრო-ქრონოლოგიური შესწორებით მაღაროთა სისტემა ექცევა ძვ.წ. XV-XI სს. ფარგლებში….

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/racha/racha/

Posted in არქეოლოგია, მეცნიერება, რაჭა | Tagged: , | Leave a Comment »

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის მიმართვა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისადმი

Posted by iberiana on მაისი 8, 2015

11188204_685437471560502_2828468156329324986_n[1]საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის მიმართვა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისადმი

დღეს ხელისუფლება და მისი ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი განათლების სამინისტრო აშკარად ებრძვის მეცნიერებას, ისტორიას, აქტიურად და პასიურად – მხარს არ უჭერს იმ დარგებს, რომლებიც ქართული სახელმწიფოსთვის, მისი იდენტიფიკაციისთვის უმნიშვნელოვანესი და უნიკალურია.

როგორც ცნობილია, საქართველოს ისტორია გაცილებით ძველია, ვიდრე ამას ასწავლიან სკოლებსა და თუ უმაღლეს სასწავლებლებში. ამის შესწავლისთვის კი არაფერი კეთდება, ეს მიმართულებები არ ფინანსდება, ხოლო ის, რაც ამას ადასტურებს ნადგურდება – საყდრისი, ბერი კლდეები, ბევრი სხვა და ეხლა ამას ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ბრძოლაც დაემატა.

ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოველი ადამიანის შრომა დაფასებული იქნება, განსაკუთრებით დაფასებული იქნება მეცნიერება, რომელიც ქვეყნის ამოუწურავ რესურსს და სიამაყეს წარმოადგენს. ჩვენ გვსურს ქვეყანა, სადაც ადამიანი და მისი უფლებები უპირატესი ამოსავალი წერტილი იქნება. სამწუხაროდ, ზუსტად ეს იყო დღევანდელი ხელისუფლების მოსვლის დაპირება, რომელიც ისევე, როგორც ბევრი დანარჩენი დაპირება მხოლოდ ხმის მისაცემი სატყუარა გახდა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დღეს მიმდინარე მოვლენები, სამწუხაროდ, ერთადერთი და იშვიათი შემთხვევა არ არის – ეს არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივმა კომიტეტმა ნათლად დავინახეთ საყდრისის – მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს განადგურების მაგალითზე.

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას ამ უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიმყოფებით! იმედია შევძლებთ საზოგადოების გამოფხიზლებას მისი ისტორიის, კულტურის და თვითმყოფადობის დასაცავად!

2015 წლის მაისი

Posted in 2015, არქეოლოგია, საქართველო-Georgia, საყდრისი, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი | Tagged: , | Leave a Comment »

ირინე ღამბაშიძე

Posted by iberiana on მარტი 10, 2015

irine-gambaSidze2ირინე ოთარის ასული ღამბაშიძე

არქეოლოგი, დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი

დაიბადა თბილისში, არქეოლოგის ოჯახში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1983 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით არქეოლოგია.

1999 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სამცხე/ჯავახეთი ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებში“.

2006 წლიდან არის გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის წევრ/კორესპონდენტი.

2007/დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

2012/დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

2004-2014 წწ. საყდრისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი.

სრულად: https://geowomen.wordpress.com/women-scientists/humanities/historians/irine-gambashidze/

Posted in 2015, არქეოლოგია, მეცნიერება, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

აღიარებული საყდრისის არაღიარებული ისტორია

Posted by iberiana on დეკემბერი 10, 2014

კონფერენცია-დისკუსია – “აღიარებული საყდრისის არაღიარებული ისტორია”

 თბილისი. 9 დეკემბერი 2014

მომხსენებლები:
1. გიორგი მინდიაშვილი – არქეოლოგი. საყდრისის ექსპედიციის წევრი.
2. ნოდარ ქაჯაია – გეოლოგი. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
3. კახა ბახტაძე – ეკოლოგი. საერთაშორისო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელი

მოდერატორი – სოფო კილასონია. ხელოვნებათმცოდნე. ჟურნალისტი.

https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/#41

Posted in 2014, არქეოლოგია, მეცნიერება, საყდრისი | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ირინე ღამბაშიძის ლექცია

Posted by iberiana on დეკემბერი 10, 2014

ირინე ღამბაშიძის ლექცია: საყდრისი – ოქროს უძველესი წარმოების კერა

ლექციას წარმოგიდგენთ ,,არტარეა” გადაცემა ,,ქუჩის აკადემიას”.  28 06. 2014
საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის არქივი. 2014

https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/

Posted in 2014, არქეოლოგია, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

ძვ. წ. VI ათასწლეულის ნამოსახლარი

Posted by iberiana on სექტემბერი 29, 2014

ძვ. წ. VI ათასწლეულის ნამოსახლარის აღმოჩენა ბოლნისის რაიონში

aruxlo[1]საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების ევრაზიის განყოფილების გაერთიანებულმა საერთაშორისო ექსპედიციამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნახიდურში, არუხლოს ნამოსახლარზე ძვ.წ.VI ათასწლეულით დათარიღებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები გამოავლინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია უცნაური ფორმის არხები ნასახლარზე, რომელთა დანიშნულებაც, მათი მდებარეობის გამო სპეციალისტებისათვის ამ ეტაპზე უცნობია. ექსპედიციამ არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ნასახლარზე მიაკვლია ქვის, ძვლისა და რქის სამეურნეო და სამუშაო იარაღებს, რაც ადასტურებს რომ ამ პერიოდში აქ უკვე განვითარებული იყო მესაქონლეობა, მიწათმოქმედება და ხელოსნობა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევარებთან და სტუდენტებთან ერთად, ექსპედიციაში მონაწილეობენ მოწვეული სპეციალისტები რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან. ექსპედიციას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობს დოქტორი გურამ მირცხულავა, ხოლო გერმანიის მხრიდან გერმანიის არქ.მუზეუმის ევრაზიის განყოფილების პირველი დირექტორი, პროფესორი სვენდ ჰანსენი.

ექსპედიციის მიზანია კავკასიის ნეოლითური კულტურის ე.ი. მწარმოებლური მეურნეობის ჩასახვა-განვითარების პრობლემების შესწავლა, პერიოდიზაცია-ქრონოლოგიის დაზუსტება…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/iberia-gusin-dres-xval/#17

Posted in 2014, არქეოლოგია | Tagged: , | Leave a Comment »

6 ათასი წლის წინანდელი ნამოსახლარი ასპინძაში

Posted by iberiana on სექტემბერი 29, 2014

ასპინძის რაიონში 6 ათასი წლის წინანდელი ნამოსახლარი აღმოჩინეს. ეს არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა კავკასიაში.
ეროვნული მუზეუმისა და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის ერთობლივმა საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, სოფელ ჭობარეთში ადრე ბრინჯაოს ხანის ტერასულ ნამოსახლარს მიაგნო. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, ძეგლზე ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრით დათარიღებული ქვის ნაგებობები, კერები და ჭურჭლის მრავალი სახეობაცაა ნაპოვნი.
,,იმედი” 2014

Posted in 2014, არქეოლოგია, ისტორია-History | Tagged: , | Leave a Comment »

კონფერენცია – არქეოლოგია მომავლისათვის

Posted by iberiana on მაისი 27, 2014

კონფერენცია: საყდრისის პრეისტორიული ოქროს მაღარო – არქეოლოგია მომავლისათვის

24 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტისა” და ორგანიზაცია “ძეგლის მეგობრის” ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია :საყდრისის პრეისტორიული ოქროს მაღარო – არქეოლოგია მომავლისათვის

კონფერენცია მიეძღვნება საყდრისი-ყაჩაღიანის, სამთო არქეოლოგიური მაღაროს, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში უძველეს ოქროს მოპოვების კერას, და თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულის მიწურულით.

მომხსენებლები:  ი. ღამბაშიძე (არქეოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საყდრის-ძეძვების არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი) – საყდრისის სამთო-არქეოლოგიური ძეგლი და მისი შესწავლის პერსპექტივები; ტ. შტოლნერი (არქეო-მეტალურგი, ბოხუმის რურის უნივერსიტეტის, არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის ისტორიის დეპარტამენდის პროფესორი) – საყდრისის მაღაროს მეტალურგიული მხასიათებლები (ჩართვა გერმანიიდან);  გ.მინდიაშვილი და გ. გოგოჭური (არქეოლოგები, ეროვნული მუზეუმი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები) – ბალიჭ-ძეძვების არქეოლოგიური კომპლექსი – ოქროს მომპოვებელთა დასახლება…

კონფერენციის მასალებს შემოგთავაზებთ მოგვიანებით.

სრულად

Posted in 2014, არქეოლოგია, მეცნიერება, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

საყდრისი. წერილი ოდიშარიას

Posted by iberiana on მაისი 21, 2014

odisharia

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წერილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას

2013 წლის 5 ივლისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ბათილად სცნო საყდრისის პრეისტორიული სამთამადნო ძეგლის სტატუსი, ხოლო მოგვიანებით გაუქმდა ძეგლის არქეოლოგიური დაცვის ზონაც. როგორც მოგეხსენებათ, 2004 წლიდან საყდრისზე კვლევას აწარმოებდა ქართულ-გერმანული ექსპედიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ მაღარო დღემდე გამოვლენილ პრეისტორიულ მაღაროთაგან უძველესია და ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით თარიღდება. 2014 წლის 27 იანვარს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სტრატეგიულმა საბჭომ განიხილა არქეოლოგების მიერ წარმოდგენილი მასალა და ერთხმად შეიმუშავა რეკომენდაცია ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა თქვენ მას ძეგლის სტატუსი არ მიანიჭეთ და მომზადებული დოკუმენტაცია, რამდენადაც ცნობილია, ხელმოუწერელი დატოვეთ. უფრო მეტიც, 2014 წლის 13 მარტს თქვენდამი ქვემდებარე უწყებამ დადებითი დასკვნა გასცა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე მსხვილმასშტაბიანი სამთო სამუშაოების საწარმოებლად.

ბატონო გურამ, ჩვენ კარგად გვახსოვს თქვენთან შეხვედრა საყდრისში, იმედიანად განვეწყვეთ, გვახსოვს დაპირებები და კომპრომისის მცდელობა ქვეყნის საკეთილდღეოდ. ბევრი ვისაუბრეთ ეროვნულ ინტერესებზე. საყდრისში კარვების აქცია უკვე 37 დღეა მიმდინარეობს. მთელმა ქვეყანამ გაიგო საყდრისის პრობლემის თაობაზე. დიდია ქართული საზოგადოებისა და მსოფლიო სამეცნიერო წრეების ინტერესი საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროების მიმართ. აქედან გამომდინარე, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი მოითხოვდა იმ საერთაშორისო ექსპერტთა მოწვევას, რომლებსაც საქართველოს მთავრობას სთავაზობდა გერმანიისა და აშშ-ს საელჩოები. სამწუხაროდ, თქვენდამი ქვემდებარე უწყებამ პროცესები წარმართა გაუმჭვირვალედ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწვეულ იქნა ორი ექსპერტი: ვენელინ ჟელევ ჟელევი (გეოლოგი, პროფესორი, ბულგარეთი) და ალბრეხტ იოკენჰოველი (არქეოლოგი, პროფესორი, დოქტორი, გერმანია). მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომ ექსპერტები თავისი შეხედულებისამებრ შეარჩია, მოწვეულმა მეცნიერებმა საკუთარ დასკვნაში, რომელიც სააგენტომ გაავრცელა ქართულ და ინგლისურ ენაზე, სწორედ მათზე დაყრდნობით, საყდრისი აღიარეს არქეოლოგიურ ობიექტად და ცალსახად დაადასტურეს პრეისტორიული მაღაროს არსებობა. იმ ქართული მხარისთვისაც, რომელიც ვერ იყო გარკვეული საყდრისის კულტურალურ მნიშვნელობასა და ღირებულებაში, ფაქტიურად ცხადი გახდა, რომ უკვე საუბარი გვაქვს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლზე, რომელსაც მთელი მსოფლიო, ასევე ქართველ მეცნიერთა დიდი ნაწილი და მთელი საზოგადოება აღიარებს. ახლა უკვე ყველანაირი მსჯელობა, მტკიცება და საუბრები, თითქოს საყდრისში კულტურული ფენა აღარ არის და თითქოს საყდრისი არ წამოადგენს კულტურულ ძეგლს – აბსურდულია. რადგან ეს აღიარება სააგენტოს მხრიდან მოწვეულმა ექსპერტებმაც გააკეთეს, უკვე აუცილებელია სხვადასხვა მხარეების მონაწილეობითა და ჩართულობით საკითხზე უფრო წარმომადგენლობითმა და სანდო ჯგუფმა იმუშაოს.

მიუხედავად ამ აღიარებებისა, დღემდე ბუნდოვანია სახელმწიფოს პოზიცია საყდრისი-ყაჩაღიანთან, როგორც არქეოლოგიურ ობიექტთან მიმართებაში. კულტურის სამინისტროში საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მისანიჭებელი განაცხადის საფუძველზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ვალდებულია საყდრისი-ყაჩაღიანი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში, რაც უზრუნველყოფს მის დაცულობას მანამ, სანამ კულტურის მინისტრი არ მიიღებს გადაწყვეტილებას სტატუსთან დაკავშირებით. არქეოლოგიური ობიექტების მართვის დღევანდელი მეთოდოლოგია ითვალისწინებს მისი ნაწილის შემონახვას მომავალი თაობებისათვის, რათა უფრო განვითარებული ტექნოლოგიისა და მეცნიერების მეშვეობით უფრო დიდი ინფორმაციის მიღება გახდეს შესაძლებელი ამ ობიექტიდან. არქეოლოგიური თვალსაზრისით არქეოლოგიური ობიექტის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ შესასწავლია, რაც შეუძლებელია განხორციელდეს ოქროს მომპოვებელი კომპანიის მუშაობის პარალელურად.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოვითხოვთ:

1. საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვს უმოკლეს ვადებში მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი

2. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს გერმანიისა და აშშ-ს საელჩოების მიერ შემოთავაზებული საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა არქეოლოგიური ძეგლის მართვის გეგმის შემუშავების მიზნით

3. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში დასვას იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი მიზეზითაც დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი. აღნიშნულ მოთხოვნას პრევენციული ხასიათი აქვს და მიზანს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი ვანდალური ფაქტები. აუცილებლად უნდა იქნას ზომები მიღებული, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე აღარ ჰქონდეს ადგილი მსგავს მოღალატეობრივ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს.

ბატონო გურამ, ჩვენი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სხვა გზა არ დაგვრჩება და საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი მიმართავს ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას (მათ შორის ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებსაც), რომლებთანაც საქართველოს აქვს ვალდებულებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი უკვე საქმის კურსშია საყდრისის პრობლემასთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვსურს, რომ შექმნილმა ვითარებამ ხელი შეუშალოს საქართველოს ევრო-ინტეგრაციულ მისწრაფებას. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი ივლისში უნდა მოეწეროს, მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ მხარეები ითანამშრომლებენ ევროკავშირის ქვეყნებთან სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, რამაც უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მიდგომების და პოლიტიკის დანერგვა ჩვენს ქვეყანაში, სხვადასხვა ინსტიტუციებში და, კონკრეტულად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში.

ბატონო გურამ, თქვენ არ გაგიჭირდებათ გაცნობიერება, რომ საკითხი ეროვნულ ინტერესებს ეხება. ამ პროცესებს აკვირდება და გულშემატკივრობს ყველა ქართველი. ჩვენც ვაცნობიერებთ, თქვენ არჩევანის წინაშე დგახართ – თანამდებობა თუ ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთება, რომელშიც წინაპრების და მომავალი თაობის ინტერესები იკვეთება.

საყდრისი აღიარა მთელმა მსოფლიომ, ელოდება ოფიციალურ აღიარებას საქართველოდან.

20.05.2014

Posted in 2014, არქეოლოგია, საყდრისი | Tagged: | Leave a Comment »

საყდრისს უკვე მისი მოწინაღმდგეებიც იცავენ!

Posted by iberiana on მარტი 8, 2014

1948113_1555877324637469_943862132_n[1]ნინო მიქიაშვილი – საყდრისს უკვე მისი მოწინაღმდგეებიც იცავენ!

ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა ერთობლივი რეზოლუცია მიიღეს

საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს გადასარჩენად ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა ერთობლივი რეზოლუცია მიიღეს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ქართულ-გერმანული ექსპედიციის წევრების გარდა რეზოლუციას ხელს აწერენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. რეზოლუციაზე ხელმომწერებს შორისაა ცნობილი ქართველი არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი, რომელიც აქამდე საყდრისის გადარჩენის საწინააღმდეგო პოზიციას ტელედებატებში აფიქსირებდა. ერთობლივი რეზოლუცია საქართველოს კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას უკვე სამუშაო მაგიდაზე უდევს. დღეს, ან ხვალ ამავე დოკუმენტს წარუდგენენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

რეზოლუციაზე ხელმომწერი მეცნიერები საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ მემკვიდრეობად აფასებენ და მისი დანგრევა დაუშვებლად მიაჩნიათ…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/#11

Posted in 2014, არქეოლოგია, მეცნიერება, საყდრისი | Leave a Comment »

მეტალურგიის სათავეებთან

Posted by iberiana on იანვარი 16, 2014

მიშა მეფარიშვილი – დისკუსია საყდრისის მნიშვნელობისა და მომავლის შესახებ

15 იანვარს კლუბში “ფრონტლაინ საქართველო” გაიმართა დისკუსია სახელწოდებით “მეტალურგიის სათავეებთან, საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს წარსული და მომავალი’.

 დისკუსიაზე, რომელსაც არქეოლოგი გიორგი მინდიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწავენ ალტერნატივას” აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე ესწრებოდნენ, ისაუბრეს საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/

 

Posted in 2013, არქეოლოგია, საგანძური, საყდრისი, სიახლე | Leave a Comment »

საყდრისის გადასარჩენად

Posted by iberiana on იანვარი 10, 2014

აქცია RMG gold-ის წინააღმდეგ. 10 იანვარი, 2014

MG gold – ის მიერ საყდრისის საბადოზე უნებართვო სამუშაოების დაწყება სტუდენტებმა და არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კომპანიის ოფისის წინ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიას უკანონო სამუშაოების განხორციელება უკვე დაწყებული აქვს.

***

2012 წლის  ივნისში მადნეული და კვარციტი რუსულმა კომპანია „კაპიტალ ჯგუფმა“ იყიდა.
ეს გარიგება მოხდა იმ პირობებში, როდესაც საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ქონდა ძეგლის სტატუსი და იქ მოპოვების იმედი კომპანიას არ უნდა ჰქონოდა.
დღეს ეს კომაპანია აცხადებს, რომ თუკი ძეგლის განადგურების უფლებას არ მისცემენ, საწარმო ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას. (თუ ვერ გააგრძელებს, უკან დააბრუნოს!)

https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/

Posted in 2013, არქეოლოგია, ისტორია-History | Leave a Comment »

მამულო-პანტიანი

Posted by iberiana on აპრილი 24, 2012

მამულო-პანტიანის მეგალითური ნამოსახლარი

მამულო-პანტიანის მეგალითები განფენილია სოფელ მამულოსა და პანტიანს შორის ფერდობზე, ტყის სიღრმეში, მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირზე, დმანისის მუნიციპალიტეტში. გეოგრაფიულად ეს ადგილი წარმოადგენს გომარეთის ზეგანის უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვარს. ძეგლი პირველად ნაწილობრივ დაფიქსირდა 1994 წელს დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის დაზვერვითი ექსპედიციის მიერ. სამეცნიერო ლიტერატურაში მანამდე ამ ძეგლის შესახებ ცნობები არ მოიპოვებოდა. ძეგლი პირველად შეისწავლა 2007 წელს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ (პროფ. პ.ბუხრაშვილი, პროფ. გ.ყიფიანი, ზ.ცქვიტინიძე და სხვ). გათხრებით გამოვლენილია მრავალრიცხოვანი ნასახლარები, უნიკალური მეგალითური კომპლექსი – გაიწმინდა და აიზომა ხუთი მეგალითური ნაგებობა, გაივლო ორი სადაზვერვო თხრილი, რომელმაც გამოავლინა მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა კერამიკის ნამტვრევების და ობსიდიანის ანატკეცების სახით… შესწავლილი ნასახლარები განფენილია ფერდზე – სამ იარუსად და 5 ჰექტარ ფართობს მოიცავს. ნასახლარებია ასევე ბედიანი – პანტიანის გზის ქვემოთ ფერდობზეც. დიდ ფართობზე გაშლილი კომპლექსი შემდგომ კვლევას მოითხოვს და მომავალში ბევრ საჭირო ინფორმაციას მოგვაწვდის საქართველოს ისტორიის საკითხში.

Posted in არქეოლოგია, ისტორია-History | Leave a Comment »

“კუს ყელსაბამის” საიდუმლო

Posted by iberiana on აგვისტო 4, 2011

necklaceძვ.წ.აღ-ის V საუკუნის “კუს ყელსაბამს” 12 ბურთულა აკლია

პორფესორმა ალეკო ცინცაძემ, რომელიც რიცხვით სიმბოლიკაზე დაყრდნობით იკვლევს მასალებს, აღმოაჩინა, რომ კუს ყელსაბამს 94-ის ნაცვლად 82 ბურთულა აქვს. მისი თქმით, რიცხვ 94-ს აქვს საკრალური მნიშვნელობა და მან ქართულ სარიტუალო სამკაულებში დაიწყო ამ რიცხვის ძიება. ცინძაძე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ასეთია ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ცნობილი ე.წ. ოქროს კუს ყელსაბამი, ძვ.წ.აღ. V საუკუნით დათარიღებული. “ეს სამკაული შეიცავს 31 კუს. აქედან 30 პატარა კუა, ერთი დიდი. ზოგადად მინდა იცოდეთ, რომ კუ იბერიული სტრუქტურა გახლდათ. იმ პერიოდში ითვლებოდა, რომ მასში “ძის” სულია დავანებული, აქედან გამომდინარე ითვლებოდა, რომ დიდი კუ წლელიწადს აღნიშნავს, 30 პატარ კუ კი იმ პერიოდისთვის მზის კალენდარში დღეების რაოდენობაა თვეში. 31 კუს გარდა, სამკაულს ჰქონდა ბურთულები. წესით და კანონით ითვლებოდა რომ ამ ბურთულების რიცხვი უნდა ყოფილიყო 94. იმიტომ რომ წლის განმავლობაში მზე 94 გრადუსიან რკალს გადის” – ამბობს პროფესორი.

https://iberiana.wordpress.com/iberiana/sagandzuri/#4

Posted in არქეოლოგია, მეცნიერება, სიახლე | Leave a Comment »

აღმოჩენა ომალოში

Posted by iberiana on ივლისი 30, 2011

უნიკალური აღმოჩენა ზემო ომალოში

 თუშეთში, ზემო ომალოში, საღმრთოს გორაზე, წვიმამ უნიკალური ნივთები გამორიყა, მათ შორის ისეთები, რომლებსაც ანალოგი არა აქვთ.
დიდგვაროვანის სამაროვანს ზღვის დონიდან ორი ათასი მეტრის სიმაღლეზე მიაკვლიეს. დიადემა რომელსაც არქეოლოგიის ისტორიაში ანალოგი არ აქვს, ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნეს განეკუთვნება.ზემო ომალოში, საღმრთოს გორაზე სხვა უნიკალური ნივთებიც აღმოჩნდა. სასაფეთქლე, საყურეები, ბეჭდები, წარმართული რელიგიის გამომსახველი ფიგურები, ძველი ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება.  საღმრთოს გორის ეს აღმოჩენა უნიკალური იმითაცაა, რომ პირველად, ადრექრისტიანული და წარმართული რელიგიიის პერიოდის ნივთებს ერთად მიკვლიეს. ნაპოვნია ორი ჯვარიც.

ზემო ომალოში საღმერთოს გორაზე არქეოლოგიური სამუშაოები არასდროს ჩატარებულა. მეცნიერები ამ ტერიტორიის დაწვრილებთ შესწავლას აპირებენ.

 https://iberiana.wordpress.com/iberiana/iberia-gusin-dres-xval/#14

Posted in არქეოლოგია, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

აღმოჩენა სოფელ ილმაზლოსთან

Posted by iberiana on ივლისი 27, 2011

აღმოჩენილია VII საუკუნით დათარიღებული წარჩინებული ქალის სამარხი

გარდაბნის რაიონის სოფელ ილმაზლოსთან #53 ანძის განთავსების ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ პრევენციული არქეოლოგიური სამუშაოების დროს შეისწავლა ძვ.წ.აღ VII საუკუნით დათარიღებული წარჩინებული ქალის სამარხი, რომელშიც ოქროს სამკაულები – ბეჭდები და საყურეები, ასევე თიხის ჭურჭელი და ცხოველის ნაშთები აღმოჩნდა.

აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ეპოქაში (ადრერკინის ხანაში) ძვირფასი ლითონის ნაკეთობები ძალზედ იშვიათია. აღმოჩენილი ნივთები გამოირჩევა ნაკეთობის მაღალი დონით, ხოლო საყურეების ანალოგი ცნობილი არ არის.

 https://iberiana.wordpress.com/iberiana/iberia-gusin-dres-xval/#12

Posted in არქეოლოგია, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

ნაქალაქარი შამქორის რაიონში

Posted by iberiana on ივლისი 12, 2011

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნაპოვნი ნაქალაქარი იმას ადასტურებს, რომ სასახლეში საუკუნეების წინ ქართველები ცხოვრობდნენ

აზერბაიჯანში, შამქორის რაიონში არქეოლოგებმა ნაქალაქარს მიაგნეს, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნით თარიღდება. ქართველი ექსპერტების თქმით, სოფელ ყარაჯანერლის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნაქალაქარი დაგეგმარებითა და ნაპოვნი ნივთებით კახეთში, წნორში ნაპოვნი გუმბათიანი სასახლის იდენტურია. ამასთან, ნივთები მსგავსი ქვითა და ორნამენტებით არის გაწყობილი.

მათივე აზრით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნაპოვნი ნაქალაქარი იმას ადასტურებს, რომ სასახლეში საუკუნეების წინ ქართველები ცხოვრობდნენ.

https://iberiana.wordpress.com/iberiana/iberia-gusin-dres-xval/#11

Posted in არქეოლოგია, ისტორია-History, მეცნიერება | Leave a Comment »

ქართული ღვინის ისტორია

Posted by iberiana on ივნისი 30, 2011

Posted in არქეოლოგია, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

Homo erectus

Posted by iberiana on ივნისი 9, 2011

Гоминиды эволюционировали в homo erectus в Евразии, а не в АфрикеHomo erectus распрямился в Грузии

Гоминиды эволюционировали в homo erectus в Евразии, а не в Африке

Более точный возраст найденных в 80 км от Тбилиси останков предков человека говорит о том, что гоминиды, вероятно, эволюционировали в homo erectus в Евразии, а не в Африке, как предполагалось ранее.

Почти на протяжении целого столетия считалось, что первым гоминидом, покинувшим Африку и начавшим свое путешествие по Евразии, был человек прямоходящий – homo erectus. Однако находки в окрестностях Дманиси поставили эту гипотезу под вопрос…

https://iberiana.wordpress.com/novosti-mira/news/#17

Posted in არქეოლოგია, Кавказ, Georgia | Leave a Comment »

კლდის ქვეყანა

Posted by iberiana on აპრილი 23, 2011

წინაპართა ნაკვალევზე

Posted in არქეოლოგია, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

ნეკრესის აღმოჩენა

Posted by iberiana on აპრილი 9, 2011

https://iberiana.wordpress.com/alphabet/nekresi#2

Posted in Asomtavruli, ანბანი, არქეოლოგია, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

ხეთური ცივილიზაცია

Posted by iberiana on ნოემბერი 26, 2010

https://iberiana.wordpress.com/iberiana/iberia-gusin-dres-xval/

Posted in არქეოლოგია, ისტორია-History | Leave a Comment »

Найден христианский храм Абхазского царства

Posted by iberiana on ოქტომბერი 31, 2010

Древний христианский храм Абхазского царства найден в Олимпийском парке

Фото: Иван Журавлев / Югополис В Имеретинской низменности археологи нашли самый древний христианский храм на территории России, сообщает «НТК». С трех сторон храм окружали оградительные притворы, которые позднее стали использовать как усыпальницы. В одной из них археологи обнаружили останки семейной пары. Найдены и ценные детали — бронзовая застежка для Библии, крест, венчавший купол храма, фрагменты лампадок. Ученых удивило обилие разноцветного стекла, похожего на западноевропейские витражи. Кроме того, строилась святыня, как уверяют специалисты, с учетом климатических особенностей Сочи.

Старший научный сотрудник института археологии РАН Екатерина Армарчук сообщила, что предположительно территория южного Сочи входила в состав Абхазского царства, которым управляла династия Леонидов примерно с VIII по X века. Храм датирован IX-X веками.

https://iberiana.wordpress.com/novosti-mira/news/#8

Posted in არქეოლოგია, ისტორია-History, კავკასია-Caucasus | 1 Comment »

რას გვიამბობს არმაზციხე

Posted by iberiana on აგვისტო 15, 2010

გელა ქოქიაშვილი –  რას გვიამბობს არმაზციხე

მამამთავარ ქართლოსის მიძინების შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა, და აი, ლეონტი მროველი, სპარსელების რომელიღაც მატიანეზე დაყრდნობით, ნისლში გახვეულ ამბავს მოგვითხრობს: ბიბლიური მოსეს ცხოვრებამდე კარგა ხნით ადრე ნებროთიან-სპარსელ გმირს – აფრიდონს აღმოსავლეთიდან ჩვენს ქვეყანაში დიდძალი ლაშქრით გამოუგზავნია და ერისთავად დაუდგენია ვინმე არდამი. სწორედ მას შემოურტყავს პირველად დუღაბიანი გალავანი მთა-ქართლისათვის და იგი ცხვირით მტკვრამდე ჩამოუგრძელებია.

…”ცხვირს” მივაღწიე და მცხეთას თავზე წავადექი. აქ, მთაქართლის აღმოსავლეთ კეხზე, სადაც ახლა ჯვარია აღმართული, ათასწლეულების წინ კერპები იდგა… ამ მიდამოებში მრავალი არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობდა. მკვლევარებმა ზოგიერთი უძველესი ნაგებობის ნაშთი სახილველად დაგვიტოვეს, ნაწილს მიწა წააყარეს, ნაწილი კი თავისით “დაიმალა”. ასე მაგალითად, დღეს თვალი აღარ შეევლება მთის წვერზე ოროკოებად ამომავალ საფეხურებს, რომლითაც ოქროსა და ვერცხლის ფირფიტებით დაფარულ არმაზის, გაცის და გას კერპებთან ამოდიოდნენ ქურუმები.

https://iberiana.wordpress.com/about/armaztsikhe/

Posted in არქეოლოგია, ისტორია-History | Leave a Comment »

ხვამლი

Posted by iberiana on აგვისტო 15, 2010

ხვამლი – ქართველთა განძთსაცავი და უძველესი ცივილიზაციის კერა

ხვამლი, იგივე ხომლი, ისტორიულ ლეჩხუმში, მდინარე რიონისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის, ზღვის დონიდან 2002 მეტრზე მდებაროებს. ის იურული პერიოდის კირქვებისგანაა აგებული. კარსტული მასივი მღვიმეებით, ნაპრალებითა და მიწისქვეშა წყალსატევით გამოირჩევა.

ხვამლის შესახებ ჟამთააღმწერელი, “ქართლის ცხოვრება”, ვახუშტი ბატონიშვილი და ივანე ჯავახიშვილი საინტერესო ცნობებს გვაწვდან, მაგალითად: “რიონის დასავლეთით, მთის ძირს არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორებით, ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი, მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები”. ქართველ მეფეთა საგანძურის შესანახი ხომლის ქვაბულის არსებობას დავით ულუ და ნარინის დროინდელი მემატიანეც ადასტურებს: “ამისათვის განიყვნენ მეფეთა ქვეყანანი და ქალაქნი ქუთაისი და ტფილისი ორად, არამედ ხომლის ქუაბსა შინა რაიცა იყო, მცირედნი განყვეს და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს, ხოლო ჯაჭვი იგი სახელდებული, სალმასური და თვალი იგი პატივცემული გრდემლი, და მარგალიტი იგი დიდი, რომლის სწორი არავის-სადა უხილავს. ესეც სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიხუდა”.

 https://iberiana.wordpress.com/iberiana/khvamli/

Posted in არქეოლოგია, ისტორია-History | Leave a Comment »

Происхождении Грузинского Алфавита

Posted by iberiana on მარტი 25, 2010

Обзор Гипотез о Происхождении Грузинского Алфавита

1. В настоящее время известны три исторических варианта начертания букв грузинского алфавита, образующие три очень отличающиеся между собой группы шрифтов.

 1.1. Заглавный грузинский шрифт “Асомтаврули” (в переводе ― “заглавные буквы”), называемый также “Хуцури” (“Церковный”), или иногда “Мргловани” (“Округлый”). Встречается в большом числе рукописей и надписей на стенах храмов, самая старая на территории Грузии ― конца V века в церкви в Болниси. За пределами Грузии, в монастырском комплексе св. Екатерины Синайской Горы в Египте, найдены тексты, датируемые несколькими десятилетиями ранее. Кроме того, в последние годы в Некреси (Кахетия) обнаружены надгробные стелы с надписями на “Асомтаврули”; их изучение только начинается (см. п.9).

 https://iberiana.wordpress.com/alphabet/hipoteza/

Posted in არქეოლოგია, დამწერლობა, ისტორია-History | Leave a Comment »

Древнейшая нить

Posted by iberiana on მარტი 17, 2010

 В Грузии найдена древнейшая нить, ей примерно 34 тыс. лет

На территории Грузии найдена древнейшая нить, созданная человеком в эпоху верхнего палеолита, передает Би-би-си. По утверждениям ученых, ей примерно 34 тыс. лет, тогда как до сих пор самой древней считалась нить из крапивы, обнаруженная на территории современной Чехии (29 тыс. лет).

Крученое волокно, изготовленное из дикого льна, и сопутствующие этим нитям орудия труда были найдены в древней пещере Дзудзуани недалеко от города Чиатура в Верхней Имеретии в Западной Грузии в 2007 году.

К тому времени над раскопками в пещере уже более десяти лет работала международная археологическая экспедиция, в состав которой входили исследователи из Гарвардского университета США, Института Вайцмана в Израиле и сотрудники Национального музея Грузии.

Два с лишним года понадобилось ученым, чтобы доказать древность льняной нити из Дзудзуанской пещеры. Статья об этом появилась в журнале SIENCE 11 сентября.

По словам директора Национального музея Грузии профессора Давида Лордкипанидзе, это очень важная находка, принятая международным сообществом. “Она показывает, что первые нити появились гораздо раньше, чем мы думали. Она также доказывает, что Верхняя Имеретия – очень важная территория, где происходило формирование сменившего неандертальцев современного Homo Sapiens”, – говорит ученый.

 ЛIГАБiзнесIнформ
Информационное агентство

წინაპართა ნაკვალევზე

Posted in არქეოლოგია, ისტორია-History | Leave a Comment »