Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘გამოჩენილი ქართველები’ Category

ვახტანგ ჭაბუკიანი – შევარდნაძის ინტრიგების მსხვერპლი

Posted by iberiana on იანვარი 13, 2020

chabukianiვახტანგ ჭაბუკიანი – შევარდნაძის ინტრიგების მსხვერპლი

დიახ, ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედება ეს არის უდიდესი ზნეობრივი აქტი. წმინდა საფუძვლის გარეშე შეუძლებელია ის აღმაფრენა, რომელიც გამოხატავს ქართულ გენს. ეროვნული ცეკვის ჰარმონიული შერწყმა კლასიკურ ბალეტთან ეს მხოლოდ ვახტანგ ჭაბუკიანმა შეძლო. ვახტანგ ჭაბუკიანმა შექმნა მამაკაცის ცეკვის ფენომენი საბალეტო ხელოვნებაში …

მისი სახელი საამაყოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მისით აღფრთოვანებულია მთელი მსოფლიო, რადგან ვახტანგ ჭაბუკიანი განუმეორებელია.

დიახ, ეს ასეა. დაუსრულებლად შეიძლება მისი შემოქმედების განხილვა–ანალიზი, მაგრამ დღევანდელი ჩვენი სათქმელი და ამ წერილის მიმართულება სხვა რამ არის.

1972 წლის შემოდგომიდან იწყება უპრეცედენტო თავდასხმა ვახტანგ ჭაბუკიანზე. გასტროლებზე მყოფს ემუქრებოდნენ, არ დაბრუნებულიყო საქართველოში, ათას სიბინძურეს ავრცელებდნენ და ბოლოს იქამდეც მივიდნენ, ოპერის თეატრის შენობაც კი გადაწვეს.

ვინ იყვნენ ისინი, ვინც ასე ვერაგულად ცდილობდნენ, დაემსხვრიათ შემოქმედი პიროვნება, რომელიც ვერა და ვერ გატეხეს. ჭეშმარიტად ქართული სულის დიდი შემოქმედის, უწმინდესი სულიერი საფუძვლის ხელოვანის წინააღმდეგ დაწყებული ბოროტება, რომლის სათავეში, ყველას კარგად მოეხსენება, ვინ და ვინც იდგნენ – შევარდნაძე და საბჭოთა სუკი – მისი გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება, რადგან დღესაც მუშაობს ბინძური სისტემა – ინტრიგები, ჭორები, საზოგადოების დეზინფორმირება და ზნეობრივი დეგრადაცია. შეცდომაში შეიყვანეს და დღესაც ცდილობენ აცდუნონ ის ხალხიც კი, ვინც ხელოვნებისა და ქართული ბალეტის მიღწევითაა დაინტერესებული. მავანთ დააკისრეს, დაავალეს და ისინიც ასრულებენ პროვოკაციულ-ფალსიფიკატორულ ფუნქციას – შექმნან არაჯანსაღი ფონი: ამბობენ

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/geosurnames/vakhtang-chabukiani/

Posted in 2020, გამოჩენილი ქართველები, ზნეობა, კულტურა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

გაბაშვილების გახსენება

Posted by iberiana on დეკემბერი 13, 2019

გაბაშვილების დიდგვაროვანი ოჯახი და ვასილ გაბაშვილის მაქმანებიანი სასახლე

 

გადაცემაში მონაწილეობს მანანა გაბაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გაბაშვილების გვარის მკვლევარი.

ავტორი და პროდიუსერი: ბესიკ გამყრელიძე
ჟურნალისტი: შორენა ჭიაურელი.
ტვ ობიექტივის სიუჟეტი

Posted in 2019, გამოჩენილი ქართველები, კულტურული მემკვიდრეობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

“პალმა ჯუმეირას” ქართველი კონსტრუქტორი

Posted by iberiana on მარტი 22, 2019

e183a1e18393

ვინ არის მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებული “პალმა ჯუმეირას” ქართველი კონსტრუქტორი – “სამწუხაროა, რომ მას საქართველოში არ იცნობენ”

“სამ­წუ­ხა­როა, რომ მსოფ­ლი­ოს ამ “მერ­ვე სა­ოც­რე­ბის” შე­სა­ხებ არ­სე­ბულ უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ხში­რად არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ვი­ნა­ო­ბა. სწო­რედ მან მო­ა­ხერ­ხა იმ კონ­სტრუქ­ცი­ის დაპ­რო­ექ­ტე­ბა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ყუ­რე­ში ნი­ა­და­გის და­მაგ­რე­ბა მო­ხერ­ხდა, რათა მიწა ზღვას არ წა­ე­ღო. სამ­წუ­ხა­როა ისიც, რომ ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი თა­ვი­სი გე­ნი­ა­ლუ­რი კონ­სტრუქ­ცი­ის შე­დე­გე­ბის ნახ­ვას ვერ მო­ეს­წრო. უფრო სამ­წუ­ხა­როა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ დიდ პი­როვ­ნე­ბას არ იც­ნო­ბენ” – ამ­ბობს ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­კო­სი რუ­სუ­დან და­უშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვილ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს გვაწ­ვდის:

– მას შემ­დეგ, რაც ძვ.წ. II ს-ში მსოფ­ლი­ოს შვი­დი სა­ოც­რე­ბის სია შედ­გა, არა­ერ­თხელ იყო ამ სიის შეც­ვლის და შევ­სე­ბის მცდე­ლო­ბა. XXI-ე სა­უ­კუ­ნის “მსოფ­ლი­ოს მერ­ვე სა­ოც­რე­ბად” მიჩ­ნე­უ­ლია სპარ­სე­თის ყუ­რე­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი “პალ­მა ჯუ­მე­ი­რა”, ეს არის ზღვა­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი პალ­მის ფორ­მის ხე­ლოვ­ნუ­რი კუნ­ძუ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ასე­ვე ხე­ლოვ­ნუ­რი ატო­ლით არის შე­მო­ფარ­გლუ­ლი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ადა­მი­ა­ნის ხე­ლით შექ­მნი­ლი ეს მე­ო­რე ძეგლია, დიდი ჩი­ნუ­რი კედ­ლის შემ­დეგ, რო­მე­ლიც კოს­მო­სი­დან ჩანს. ამ უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცე­ლე­ბუ­ლია პრე­სის, ტე­ლე­ვი­ზი­ის, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა ყვე­ლამ არ იცის, რომ ამ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, ემიგ­რან­ტი ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლია

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/geosurnames/zaldastanishvili/

Posted in გამოჩენილი ქართველები, ემიგრანტები, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ძმები ნიკურაძეები

Posted by iberiana on მარტი 22, 2019

 ვინ იყვნენ ლეგენდარული ქართველი ემიგრანტი ძმები, რომელთა სახელი პორშეს, დაკიდულ მატარებელს და ჰიტლერს უკავშირდება

dzmebinikuradzeebi_2018-12-14_5gyywsodqpy4

ჰიტ­ლე­რის სა­ი­დუმ­ლო მრჩე­ვე­ლი, ევ­რო­პის და­კი­დუ­ლი მა­ტა­რებ­ლის და “პორ­შეს” თერ­მო­დი­ნა­მი­კუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის ავ­ტო­რი – ვინ იყ­ვნენ ლე­გენ­და­რუ­ლი ემიგ­რან­ტე­ბი ძმე­ბი ნი­კუ­რა­ძეები.

…არ­სე­ბობს გად­მო­ცე­მა, რომ რო­დე­საც გერ­მა­ნე­ლე­ბი პა­რიზ­ში შე­ვიდ­ნენ და გაჩ­ნდა სე­რი­ო­ზუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ მათ ეპოვ­ნათ და მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ნათ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რი, რო­მელ­საც დიდი ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი იცავ­და, ამ მძი­მე მო­მენ­ტში ექ­ვთი­მეს­თან გა­მო­ცხად­დნენ “ესე­სის” ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ძმე­ბი ნი­კუ­რა­ძე­ე­ბი და მი­ხე­ილ კე­დია (სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის დე­დის ძმა) და დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს გან­ძის და­მალ­ვა­ში და გა­დარ­ჩე­ნა­ში..

ვინ იყ­ვნენ ლე­გენ­და­რუ­ლი ძმე­ბი ივა­ნე და ალექ­სან­დრე ნი­კუ­რა­ძე­ე­ბი, რო­მელ­თა სა­ხე­ლი ჰიტ­ლერს, ევ­რო­პის და­კი­დულ მა­ტა­რე­ბელ­სა და “პორ­შეს” უკავ­შირ­დე­ბა – მათ შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს მკი­თხველს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ვაჟა შუ­ბი­თი­ძე უამ­ბობს.

ძმე­ბი სამ­ტრე­დი­ა­ში მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ი­ბად­ნენ. 1919 წელს ივა­ნე იმ რჩე­ულ ახალ­გაზ­რდებს შო­რის მოხ­ვდა, რო­მელ­თაც ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა და პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო თა­ვის ხარ­ჯით უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად აგ­ზავ­ნი­და. ძმე­ბი რომ არ და­ე­შო­რე­ბი­ნა, ახალ­გაზ­რდე­ბის მამა სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში და უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს სთხო­ვა, მეც მო­გეხ­მა­რე­ბით სახ­სრე­ბით და თუ მო­ხერ­ხდე­ბა ალექ­სან­დრეც ძმას­თან ერ­თად გაგ­ზავ­ნე­თო. ასე მოხ­ვდნენ ძმე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში…..

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/geosurnames/nikuradze/

 

Posted in გამოჩენილი ქართველები, ემიგრანტები, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

მარიამ ბებურიშვილი – ილია ჭაჭავაძის დედა

Posted by iberiana on მარტი 12, 2019

mariam beburishvili

მარიამ (მაგდალინა) ბებურიშვილი

ილია ჭავჭავაძის ლამაზი, გონიერი და უმშვენიერესი დედა იყო კახელი თავადის ასული მარიამ (მაგდალინა) ბებურიშვილი.

სამწუხაროდ ბევრ ქართველს გონია, რომ ეს ქალბატონი სომეხი იყო წარმოშობით, არადა რა ცნობას ეყრდნობიან გაურკვეველია.

არსებობს ვინმე სერგო მამულოვის წიგნი ,,სომხები საქართველოში”.
სწორედ, მამულოვმა დაწერა და რა თქმა უნდა, ყოველგვარი საბუთის გარეშე, ილიას დედა, მარიამ ბებურიშვილი, სომეხ ბებურიანად გამოგვიცხადა…

როგორც ჩანს, ამჯერადაც ზოგიერთ წრეში გავრცელებულ ჭორებს დაეყრდნო. არადა, კარგად არის ცნობილი, რომ ბებურიშვილები კახელი თავადები იყვნენ; ეს გვარი ქართული საკუთარი სახელი – ,,ბებურიდან” წარმოდგა, რომელიც საკმაოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეების საქართველოში. ჯერ კიდევ XVI ს. ალექსანდრე კახთა მეფის ბაზიერთუხუცესს ერქვა ,,ბებური”.

ეს სახელი პოპულარული იყო ვაჩნაძეთა თავადურ გვარში. ეს სახელი ჰქვია ამჟამად ლაგოდეხის რაიონის ერთ სოფელს. ამ საკუთარი სახელიდანაა ნაწარმოები გვარები – ბებურიშვილი, ბებურია, ბებურიძე… ცხადია, რომ უცხო ანთროპონიმი ასე ღრმად ვერ შეიჭრებოდა ქართულ ონომასტიკაში და ასე ფართოდ ვერ მოიცავდა მის სფეროებს.

ილიას დედა თავად ბებურუშვილის გვარიდან იყო. ბებურიშვილები ვაჩნაძეებს გამოყოფიან. ასე რომ, ბებურიშვილების  შტო-გვარი ვაჩნაძეთა დედა-გვარიდანაა გამოსული. ბებურიშვილები ვაჩნაძეობასაც ვერ სთმობდნენ, ხან უპირატესობას ვაჩნაძის გვარს ანიჭებდნენ, ხან ბებურიშვილისას. რაც შეეხება ზეპირი გზით გავრცელებულ ცნობას, რომ თითქოს ილია ჭავჭავაძის დედა მაგდანა (მარიამი) ქრისტეფორეს ასული ბებუროვი (იგივე ბებურიშვილი), ვითომც სომეხი იყო, მიმოხილული მასალებით აშკარაა, რომ აღნიშნული გვარის წარმომადგენლებს სომხურ ეთნიკურ სამყაროსთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ. არ არსებობს სომხური გვარი, რომლის ფუძეც ”ბებურ”-ია. ერთადერთი რაც შეიძლება დავუშვათ ისაა, რომ ილიას დედის ოჯახს სომხურ გრიგორიანული (მონოფიზიტური) სარწმუნოება ჰქონდა მიღებული. (ქართველ თავადაზნაურთაგან ბებურიშვილების მიერ სომხურ-გრიგორიანული სარწმუნოების მიღება გასაკვირი არაა, რადგან თბილისში დამკვიდრებული ზედაფენის წარმომადგენელიც გახდა ამ სარწმუნოების მიმდევარი (მაგ. ყორღანაშვილები);

კ. კოხის ცნობით, ართვინში მას შეხვედრია თვით ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენელი, რომელსაც მონოფიზიტობა ჰქონდა მიღებული და რომელიც ვაჭრობას მისდევდა (რ.თოფჩიშვილი, ”ჭავჭავაძეთა და ბებურიშვილთა გვარების ისტორიისათვის”, გვ. 78-87. ილიას კრებული II. 2004 წ.)

შესაძლოა ამ ქალბატონის “გასომხება” მის რწმენასთანაა დაკავშირებული. ქართველები კი როგორც ვიცით, ეროვნებას და რწმენას ერთმანეთთან უკავშირებენ, მუსულმანს – თათარს ეძახდნენ, კათოლიკეს – ფრანგს, ლუთერანს – გერმანელს, მონოფიზიტს – სომეხს და სხვ.

არსებობს აზრი, რომ მისი მამა იყო ქრისტეფორე ბებურიშვილი, რომელიც სავარაუდოდ სომხურ სამოციქულო ეკლესიაში მოინათლა და ხაჩატური ეწოდა, როგორც ნათლობის სახელი. გურამ შარაძის მოსაზრებით, ხაჩატურ ბებურიშვილი შესანიშნავი იარაღის ოსტატი იყო, თუმცა სულ სხვა პიროვნებას წარმოადგენდა და ბებურიშვილთა ნათესავი გახლდათ.

თუ დავუშვებთ, რომ ქრისტეფორე, ნამდვილად სომხურ სამოციქულო ტაძარში მოინათლა ხაჩატურის სახელით, მაშასადამე გამოდის, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ მრწამსით იყო სომეხი და არა ეროვნებით!
მაშასადამე, შეუძლებელია, რომ ილია ჭავჭავაძის დედა ეროვნებით სომეხი ყოფილიყო.

 

Posted in გამოჩენილი ქართველები, საქართველო-Georgia, ქართული გვარები | Tagged: , , | Leave a Comment »

ვახტან ვაჩნაძე – კოსმოსური თვითმფრინავი “ბურანის” შემქმნელი

Posted by iberiana on ნოემბერი 4, 2018

პირველი საბჭოთა რაკეტმზიდი კოსმოსური თვითმფრინავი “ბურანის” შემქმნელი ქართველი იყო

2018103116343310110[1]

90 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველებისათვის დამალული, კოსმოსური საკონსტრუქტორო ბიუროს თვალსაჩინო წარმომადგენელი, უამრავი ინოვაციისა და სსრკ-ში პირველი და უკანასკნელი კოსმოსური რაკეტმზიდი თვითმფრინავი “ბურანი“-ს შემქმნელი ვახტანგ დიმიტრის ძე ვაჩნაძე.

ვახტანგ ვაჩნაძე დაიბადა 1929 წელს ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქ ბობრუისკში.

თბილისში დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო 1953 წელს დაამთავრა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი ინჟინერ მექანიკოსის სპეციალობით. ჯერ კიდევ პრაქტიკებზე ყოფნისას მიიქცია სტუდენტმა ცნობილი მეცნიერის სერგეი კოროლიოვის ყურადღება და ის მიღებულ იქნა კოროლიოვის საკონსტრუქტორო ბიუროში. მალე ვაჩნაძე და კოროლიოვი გახდნენ უახლოესი ადამიანები, ისინი ოჯახებითაც მეგობრობდნენ. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გაუმჯობესების გამო 27 წლის ასაკში ვაჩნაძემ მიიღო პირველი ჯილდო.
ამის შემდეგ ვაჩნაძე უკვე ჩაერთო საკონტინენტშორისო რაკეტის “Р-7”-ის შექმნაზე, საიდანაც დაიწყო მისი, როგორც მის ბიოგრაფიაში ყველაზე მთავარი კოსმოსური კვლევების და ტექნოლოგიების ინჟინრის კარიერა.

სრულად:  https://iberiana.wordpress.com/iberiana/geosurnames/vachnadze/

 

Posted in 2016, გამოჩენილი ქართველები, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »