Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘გამსახურდია’ Category

9 აპრილიდან 9 აპრილამდე

Posted by iberiana on აპრილი 8, 2017

9 აპრი;ი

კონსტანტინე გამსახურდია – ჩვენს თვალწინ არნახული სისწრაფით ჩაიქროლა ისტორიამ 9 აპრილიდან 9 აპრილამდე

1989 წლის 9 აპრილი: ღამე, რომელმაც შეცვალა არამხოლოდ საქართველოს, არამედ გარკვეულწილად აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაც;
ღამე, როდესაც წარმოუდგენელი იყო უხეში, საზარელი ძალის წინაშე შიში, კუდის ამოძუება, საკუთარ პოზიციაზე უარის თქმა;
ღამე, როდესაც მოხდა უპრცედენტო დარბევა, რადგან მსოფლიოს ალბათ არ ახსოვს, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მომწამლავი გაზი გამოეყენებინოთ;
ღამე, როდესაც რუსთაველზე ჩაქრა შუქი და სანთლებიღა ეჭირათ მომიტინგეებს, ხოლო სულში ცოცხლდებოდა იოანეს სახარების სიტყვების განწყობა – “ნათელი იგი ბნელსა შინა სჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია;”
ღამე, როდესაც მერაბ კოსტავას ცნობილი სიტყვა ითქვა გადამწყვეტ მომენტში, დღესაც რომ ისეთივე ზემოქმედება აქვთ, როგორც მაშინ.

1991 წლის 9 აპრილი, დამოუკიდებლობის გამოცხადება ახალ რეფერენდუმის შედეგებზე და 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტზე დაყრდნობით; დროზე ადრე შეკვეცილი “გარდამავალი პერიოდი”, გამოცხადებული ნახევარი წლით ადრე, და ამას თავისი მიზეზები ქონდა: ეს იყო აგრესიული დამოკიდებულება კრემლისა ჩვენი პარლამენტის პრაქტიკულად ყველა დადგენილებაზე, დაუსრულებელი მუქარა, ასევე 17 მარტის გაყალბებული “რეფერენდუმი” სსრკ-ს შენარჩუნებაზე.

და ისევ ქვა, მთავრობის სასახლესთან, სანთლები, დაღუპულთა ხსოვნისთვის.

დამოუკიდებლობის გამოცხადება 9 აპრილს გავდა დავით აღმაშენებლის მისვლას ანისის აღებისას თურქთაგან მოკლული დედოფლის საფლავთან სიტყვებით “გიხაროდენ დედოფალო, რამეთუ ღმერთმა იხსნა შენი ტაძარი უსჯულოთაგან” – სამჯერ ჩასძახა თურმე.

ზვიად გამსახურდიას მიერ დამოუკიდებლობის აქტის წარდგენა იყო ფაუსტის სიტყვები: “შეჩერდი წამო, რა შვენიერი ხარ!”

ეს კიდევ მომაგონებდა დაჭრილი დიდოსტატი არსაკიძის ბიბლიური წარმომავლობის სიტყვებს, თითქმის დასრულებული სვეტიცხოვლის დანახვისას: “იქმენინ ნათელი”.

და ბოლოს, როგორ გამომაფხიზლებლად ჟღერდა სახალხო ეიფორიის ფონზე – კარგია ზეიმი, ოღონდ ნუ დაგვავიწყდება, რომ ნამდვილი ბრძოლა ახლა იწყებაო.

დიახ, ეს იყო 9 აპრილიდან 9 აპრილამდე.

კონსტანტინე გამსახურდია

8 აპრილი, 2017

Posted in 1989, 2017, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიას პრესკონფერენცია

Posted by iberiana on მარტი 28, 2017

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიას პრესკონფერენცია. 27 მარტი, 2017

I ნაწილი

II ნაწილი

Posted in 2017, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

ცოტნე გამსახურდიას მიმართვა

Posted by iberiana on მარტი 26, 2017

gamsaxurdiebi
ყოველი წლის მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში სული სიმძიმით მევსება… ტრაგიზმის, გამოუვალობის განცდით, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს შობას დაჰყვა თან – შინაური გარეწრებისა და ბოროტების იმპერიის მეცადინეობით. მოგეხსენებათ, 31 მარტი დამოუკიდებელი საქართველოს გამოცხადების საფუძვლის, დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და ამავე დროს, ამ დამოუკიდებლობის ძირითადი შემოქმედის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ადამიანის, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას მიაჯაჭვა მისი სიცოცხლე და ეს დღეც ორივეს დაბადების დღედ იქცა…

თუმც დამოუკიდებელ საქართველოს დიდხანს არ უცოცხლია, და არც მისი არსებობის მთავარ ინიციატორს. უკვე დაახლოებით 25 წელიწადია საქართველო მოჯადოებულ წრეზე დადის: ცხადად დანახული და დაწერილი ისტორიის, შეცდომებისა და სწორი ნაბიჯების შეფასების გარეშე. ხომ ნათქვამია: თუ გინდა, რომ ერს ღირსება დააკარგინო, მას პატრიოტები და თავდადებულები უნიათო და წარუმატებელ კაცუნებად უნდა დაუსახო, ხოლო მოღალატეები და გამყიდველები – გმირებად! განა ამის შემდეგ გასაკვირია, რომ ამდენი წელი გზა გვაქვს აბნეული?!

ზვიად გამსახურდიას სიკვდილსაც ჩემთვის ორი განზომილება აქვს: პიროვნული და სახელწიფოებრივი ტრაგედიისა.
1994 წელს იანვარში, როდესაც პირველკურსელ ყმაწვილს ჯერ მოკლული მამის ცხედრის ნახვა მქონდა სანატრელი და შემდეგ, როცა რამოდენიმე საფლავის გამოცვლის შემდეგ შევარდნაძის ბანდებმა რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად როგორც იქნა გადმოგვცეს უკვე დაახლოებით 40 დღის გარდაცვლილი… მახსოვს ის დღეები, როდესაც ვეხებოდი მის სხეულს, როდესაც ვერ წარმომედგინა მიწისთვის როგორ უნდა მიმებარებინა იგი…

სახელმწიფოებრივ ასპექტს რაც შეეხება: არაფერი, რაც მის სიკვდილსა და საქართველოს სახელმწიფოს განადგურებას შეეხება დღემდე არ არის ოფიციალურად დადგენილი. შევარდნაძის დროს, ბუნებრივია, ეს ყველაფერი მიჩქმალული და თაროზე შემოდებული იყო. ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ნგრევა, ათასობით ადამიანის განადგურება, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყნის ძარცვა და მის ხარჯზე ერთეულების გამდიდრება, რისეთის ჯარის გამოყენება კანონიერ ხელისუფლებასთან ბანდიტურ ბრძოლაში და პრეზიდენტის მკვლელობა არავის აინტერესებდა.

სააკაშვილის მმართველობის დროს ამ მიმართულებით გარკვეული,მაგრამ უმნიშვნელო ნაბიჯები გადაიდგა. შეიქმნა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზთა დამდგენი საპარლამენტო კომისია, თუმც მას არ მისცეს საგამოძიებო ფუნქციები. მიუხედავად ამისა, ამ კომისიამ სერიოზული მასალები და მტკიცებულებები მოიპოვა, რაც დღესაც ამ საქმის ტექსტთა ძირითად კორპუსს შეადგენს.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ეს საქმე მკვლელობის გამოძიების მუხლით გადააკვალიფიცირა და გარკვეული საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა. თუმც მალევე გამოჩნდა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკურად სასპეკულაციო თემა იყო და სინამდვილეში დღეს პროკურატურა და სუსი გულმოდგინედ მალავენ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ავტორებსა და შემსრულებლებს! მალავენ საკუთრივ რუსეთის, იმჟამინდელი შევარდნაძის (რომელნიც იგივე მოსკოვიდან იმართებოდნენ) სპეცსამსახურებისა და ბანდების მონაწილეობას და როლს ჩვენი ქვეყნის დაქცევა-განადგურებაში. საქმის მასალებში ცხადად ჩანს მომხდარი, მხოლოდ ეფექტური საგამოძიებო ქმედებებია განსახორციელებელი!მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობა და მინისტრი ვახტანგ გომელაური შეგნებულად აფარებენ ხელს შევარდნაძის მკვლელებსა და იდეურ მემკვიდრეებს. იმედია გასაგებია, ვისი დავალებით!

ამ ყველაფერზე ხვალ, 27 მარტს უფრო დეტალურად ვისაუბრებთ პრესკონფერენციაზე კონსტანტინე გამსახურდია და მე, ამ სიტყვების ავტორი. ამავე დროს, უახლოეს დღეებში დაგეგმილი მაქვს შეხვედრები საქართველოში აკრედიტებულ მეგობარი ქვეყნების ელჩებთან, რათა გავაცნო ვითარება და იმედი მაქვს დასაბუთებული მხარდაჭერისა.

გთხოვთ გაიაზროთ და გაავრცელოთ:

ყველა ადამიანსა და პოლიტიკურ ძალას, ვინც ადეკვატურად აფასებს პროცესებსა და გული შესტკივა ქვეყანაზე, სამართლიანობაზე, კანონიერებაზე გთხოვთ მობრძანდეთ რუსთაველზე, პარლამენტის წინ 31 მარტს, პარასკევს, დღის 4 საათზე.
ძალა ხალხშია, ერთად დავამთავროთ სიყალბე!

ცოტნე გამსახურდია

26.03.2017

Posted in 2017, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: | 1 Comment »

“პენსიონერი ჩეკისტები არ ცხრებიან”

Posted by iberiana on ნოემბერი 29, 2016

k-gamsakurdiaკონსტანტინე გამსახურდია – “პენსიონერი ჩეკისტები არ ცხრებიან”

გუშინ პალიტრა-TV-ზე გავრცელდა რეპორტაჟი, რომლის მიხედვითაც კონსტანტინე გამსახურდიამ თითქოს ბერიასთან დაასმინა მიხეილ ჯავახიშვილი, რასაც ამ უკანასკნელის დახვრეტა მოყვა.

ამაზე მაშინვე გამახსენდა მოსკოვის ერთ-ერთ ტელევიზიაზე ამას წინათ გამოსული რეპორტაჟი, რომ თურმე ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა სოლჟენიცინის არალეგალურად დაბეჭდილ წიგნებს მოსკოვში 20 -25 მანეთად ყიდდნენ და ამ გზით გვარიანი კაპიტალი დაუგროვებიათ. ვფიქრობ, პრობლემა იმაშია, რომ ლუსტრაცია არ მოხდა ამ ქვეყანაში, რადგან ამის ინტერესი არ არსებობს. ეს ვიღაც მელიტონ ჭეიშვილი, რომელსაც “პალიტრას” რეპორტაჟში ბრძენკაცივით წვერი მოუშვია დაბიჟვინებულ სახეზე, კაცი, რომელიც სრულიად უცნობია საქართველოს ოპოზიციურად და ანტიკომუნისტურად განწყობილი საზოგადოებისთვის, (პრაქტიკულად ყველას ვიცნობ, 80-იანებიდან მოყოლებული, მაგრამ ასეთი ვინმე არ მაგონდება) ალბათ თავად არის რომელიღაც უშიშროების სეგმენტისგან მართული. და საკითხავია, ის “გალაკტიონის მეგობართაგანია,” როგორც წარმოგვიდგენენ, თუ ანდროპოვის ყონაღ-დოსტი.

ალბათ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ იგი ვითომდაც “სპეცარქივებში” შეუშვეს და სიცრუის ფეხებზე აჩაჩხული ზღაპრებით ცდილობს საზოგადოების მოღორებას. მაგალითად სრული უაზრობაა თეზისი, რომ კონსტანტინე გამსახურდია ბერიას “მეგობარი” და ახლობელი იყო – ბერიასთან იგი სულ 2-ჯერ თუ 3-ჯერაა შეხვედრილი, სხვა მწერლებთან ერთად.

იმ დროს, როდესაც მიხეილ ჯავახიშვილი დახვრიტეს, კონსტანტინე გამსახურდია თავად გარიცხული იყო მწერალთა კავშირიდან, როგორც “წვრილბურჟუაზიული ნაციონალიზმის და შუასაუკუნეების კლერიკალური ობსკურანტიზმის მქადაგებელი”. თუ ბერიას მეგობარი იყო, ვერ შეუნარჩუნა წევრობა მაინც იმ ჩემი ცოდვით სავსე ჯალათთუხუცესმა? ეს კიდევ იმასაც ნიშნავდა, რომ მწერლის არც ერთ ნაწარმოებს არ დაბეჭდავდა არც ერთი რედაქცია. და ასეთი პერიოდები ახსოვს მის ოჯახს – უკიდურეს სიღარიბესთან ერთად, რომელშიც ზვიად და თამარ გამსახურდიები გაიზარდნენ.

მიხეილ ჯავახიშვილის დახვრეტის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მან და სხვა ქართველმა მწერლებმა ფრანგ მწერალ ანდრე ჟიდს მისცეს ინტერვიუ, სადაც აგინეს სტალინს. ჟიდმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ფრანგულ “ლე მონდში” დაბეჭდა ეს ინტერვიუები, რაც “ჩაშვების” ტოლფასი იყო.

მანამდე ის კონსტანტინე გამსახურდიასაც შეხვდა და თხოვა ინტერვიუ სტალიზე. რამდენადაც კონსტანტინე გამსახურდია ევროპელებს კარგად იცნობდა, მან უარი უთხრა ფრანგ მწერალს, რომელიც პარიზშიც კი დაპირდა “მთვარის მოტაცების” გამოქვეყნებას, თუკი დათანხმდებოდა ინტერვიუზე. ეს კი თითქმის ნობელის პრემიას უდრიდა, თუმცა თავად მწერალი ცოცხალი არ დარჩებოდა დიდი ალბათობით – ვისაც ორი ძმა დაუხვრიტეს 1937 წელს. ისევე როგორც რუსეთში რეპრესიებს გადარჩენილი ბულგაკოვი და პასტერნაკი, კონსტანტინე გამსახურდიაც ერიდებოდა სტალინის პიროვნულად შეხებას. მან ასევე ხარკის სახით დაწერა რომანი “ბელადის” პირველი ტომი, რაც ცხადია, საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალობის ჟესტად ჩაეთვალა.

რეპორტაჟში მიხეილ ჯავახიშვილის მაგივრად ივანე ჯავახიშვილის კადრებია. ეტყობა სიუჟეტის ავტორს ერთმანეთში აერია ივანე და მიხეილ ჯავახიშვილები.

აი ეს არის სიმართლე. და იმ აგენტებს და ავკაცებს, ასევე მათ პატრონებს რომლებიც დღემდე ამ სიცრუეებს ავრცელებენ და ტირაჟირებენ, ვერ მოუნელებიათ კონსტანტინე გამსახურდიას ფიზიკურად გადარჩენა და იგონებენ ათას უაზრობას, რაც მათი ბინძური სულებიდან პერიოდულად ამოჩუხჩუხდება ხოლმე და დატბორავს საზოგადოებრივ სივრცეს კანალიზაციის გამსკდარი მილიდან ამოსული ნივთიერებების დარად.

სხვათა შორის, ასეთი “ფაქტები” და “დოკუმენტები” მათ რომ ქონოდათ, როგორ ფიქრობთ, 90-იან წლებში, როდესაც ყველანაირად ებრძოდნენ ზვიად გამსახურდიას და მისი მამის ხსოვნას, არ გამოაქვეყნებდნენ? ყველა ქვეყნის დამაქცევარი ხელში დაიჭერდა ასეთ საბუთებს და ლამის ყველა ქართულ ოჯახში მიიტანდა იმის სათქმელად, რომ აი, ვის უჭერთ მხარსო.

26 ოქტომბერი, 2016

Posted in 2016, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: | 1 Comment »

ჩვენ გვჭირდება ზომიერი და ჯანსაღი ნაციონალიზმი!

Posted by iberiana on სექტემბერი 28, 2016

%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90ცოტნე გამსახურდია – დიახაც, ჩვენ გვჭირდება ზომიერი და ჯანსაღი ნაციონალიზმი!

28 სექტემბერი, 2016

გუშინ მომხდარი აქციის და ნაციონალიზმის ხელაღებით გმობას სანამ დავიწყებდეთ, მოდით, მის მიზეზებზეც ვილაპარაკოთ. პრაქტიკულად ბოლო ორი ათეული წელია ქართველი (არ მაქვს საუბარი ერთ მუჭა სუბიექტებზე) და ზოგადად – საქართველოს მოქალაქე, ყველაზე უუფლებო და დაუცველია ამ ქვეყანაში. ეს რადიკალური და მიუღებელი გამოვლინება სწორედ იმ დაგროვილი პროტესტის გრძნობის შედეგია, რაც სხვადასხვა ხელისუფლების დანაშაულებრივმა უგნურებამ და ღალატმა მოიტანა.

გავიხსენოთ სულ ახალი ისტორია თურქების მიერ აჭარაში სკოლის უნებართვოდ აშენების შესახებ… ჯერ კიდევ სააკაშვილმა ერთი ხელის მოსმით ათასობით რადიკალურად განწყობილ თურქს მიანიჭა მოქალაქეობა, ხოლო თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება დაუფარავად აცხადებდა ბათუმის, აჭარის თურქეთის წიაღში მშვიდობიანად დაბრუნების შესახებ!

გაურკვეველი წარმოშობის კაპიტალის, ხშირად – რუსულის, ხელშია საქართველოს ენერგოსისტემა, მდინარეები ზედ აგებული ჰესებით. სააკაშვილმა 1500(!) ჰექტარი ტერიტორია სვანეთში ერთ დოლარად გადასცა გაურკვეველ, ოფშორულ ინვესტორს და დღესაც კახა კალაძის კლანი სასათბურე პირობებს უქმნის მას მიუხედავად ხელშეკრულების პირობების მრავალგზის დარღვევისა!

საქართველოს მდინარეები ფაქტობრივად გაყიდულია: – ჰესის აშენება, მით უფრო იმ ზომით და სტანდარტით, როგორც აქ ხდება, სწორედ მდინარის ხელში ჩაგდებას ნიშნავს! უახლოეს მომავალში ცხენისწყლის და რიონის ირანში გადაგდებაც იგეგმება, რაზეც ირანის ელჩმა უკვე ღიად ისაუბრა. იყიდება ყველაფერი: მიწა, წყალი, ობიექტები, ადამიანები. იყიდება რეალურად დათვლილი ეკონომიკური სარგებლის გარეშე, მუქთად, ჩუმად, ხალხის ზურგსუკან, ყოველგვარი ადგილობრივი და საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების დარღვევით. იხ. მაგალითად, ორჰუსის კონვენცია…

დაინტერესდით რა ხდება ტყიბულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, კასპში. რა გაუსაძლის პირობებში უწევს მოსახლეობას მუშაობა და ცხოვრება მოწამლულ გარემოში. რეალურად ნებისმიერ ადგილას, სადაც კი მუშაობს წარმოება ამ ქვეყანაში, ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე უუფლებო და უუნაროა, ხოლო ხელისუფლება – ყოველთვის უცხოელი ინვესტორის მხარესაა. ამ ყველაფრის შემდეგ ნაციონალიზმი გიკვირთ?

დიახაც, ჩვენ გვჭირდება ზომიერი და ჯანსაღი ნაციონალიზმი! გვჭირდება საქართველოს ყველა მოქალაქის დაცვა და არა მონათმფლობელური “მდიდარი უცხოელების კულტი”, რომელნიც ხან იარაღით და ხან – ფულით, გვაცლიან საარსებო სივრცეს.

არადა, გააგრძელეთ ჭერში ბუზების თვლა და წუწუნი – “რა გვეშველება…”

 ***

ჩემი აზრით, ქართული ნაციონალიზმი მხოლოდ მათ უშლის ხელს, ვისაც ამ ქვეყნის დაცლა და შემდეგ ჩვენი ტერიტორიების ერთმანეთში გადანაწილება უნდა! სწორედ ასეთებმა აქციეს ჩვენ ერონულ იდენტობაზე ლაპარაკი ანაქრონიზმად, მიუღებლად. შეგიძლიათ არ დაიჯეროთ შეთქმულების თეორიების, უბრალოდ გადახედეთ ჩვენი დიდი მეზობლების გაცხადებულ პოლიტიკას.

ნაციონალიზმი საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესს უნდა ემსახურებოდეს, ყოველგვარი ფაშისტური მდგენელის გარეშე! ყველა მოქალაქის, გარდა მათი, ვინც ამ ქვეყნის დაშლას ისახავს მიზნად. ასევე აუცილებელია გავითვალისწინოთ და დავაკავშიროთ ჩვენი მონათესავე კავკასიელი ხალხების ინტერესები: ხომ არავის უკვირს, მაგალითად, თურქეთისა და აზერბაიჯანის ახლო, ნათესაური ურთიერთობა?

ზვიად გამსახურდია:

ნაციონალიზმი” და “ნაციზმი” არ არის იდენტური ცნებები. ნაციონალიზმი ნაციის თვითმყოფადობისა და განვითარებისათვის ზრუნვაა, იგი არ უარყოფს სხვა ერების სიყვარულს, მათთან თანამშრომლობას და კეთილმეზობლობას, ნაციზმი კი შოვინიზმის უკიდურესი ფორმაა, ეს არის საკუთარი ნაციის ფეტიშიზაცია, სხვა ერებისადმი სიძულვილი, ერთი ერის მხრივ სხვა ერებზე ბატონობისკენ, მათი მოსპობისკენ სწრაფვა.

ნაციზმი და შოვინიზმი მხოლოდ დიდ ერებს ახასისათებს, რომელთაც აქვთ ექსპანსიისკენ დიდი მიდრეკილება. მცირე ერის ნაციონალიზმი კი არავის უქმნის საფრთხეს, იგი იცავს მარტოოდენ საკუთარ არსებობას და თვითმყოფადობას.”

ცოტნე გამსახურდია

29 სექტემბერი, 2016

Posted in 2016, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

25 წელი პირველი პრეზიდენტის არჩევიდან

Posted by iberiana on მაისი 26, 2016

13256356_1053713278031704_6939165622342015849_n[1]

25 წელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევიდან

1991 წლის 26 მაისს, სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც) ჩატარდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 1991 წლის 14 აპრილის უზენაესი საბჭოს დადგენილებით საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღების საფუძველზე.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6-მა კანდიდატმა.
1. ზვიად გამსახურდია 2 565 362 ხმა
2. ირაკლი შენგელია 26886 ხმა
3. ჯემალ მიქელაძე 51717 ხმა
4. ვალერიან ადვაძე 240243 ხმა
5. თამაზ კვაჭანტირაძე 8553 ხმა
6. ნოდარ ნათაძე 36266 ხმა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია 87%.
კომისიის თავმჯდომარე გახლდათ არჩილ ჭირაქაძე.

ეს უმნიშვნელოვანესი აქტი მიღწეულ იქნა მერაბ კოსტავას გმირული ბრძოლით ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ვის საპატივცემულოდაც დაამთხვია ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევნები მერაბ კოსტავას დაბადების დღეს – 26 მაისს.
იხარეთ, ორთავ, ზეციურ საქართველოში, ამინ!

ლეილა ცომაია

26 მაისი, 2016

Posted in 1991, 2016, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია – 77

Posted by iberiana on მარტი 31, 2016

სოსო  ჯაჯანიძე: ზვიად გამსახურდია –  77

ძმებო და დებო, ქართველო მამულიშვილებო, თანამემამულენო, ახლოვდება საქართველოს ქრისტიანულ-ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცის და ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე – 31 მარტი. მას 77 წელი შეუსრულდებოდა.

მართალია, ზვიად გამსახურდიას მკვლელობიდან თითქმის 23 წლის გასვლის შემდეგ მას მაყვედრებელი მტერშიც კი არ შემორჩა, მაგრამ, პარადოქსული ის გახლავთ, რომ ყოველგვარ კანონზომიერებას და საღ აზრს მიღმა, საქართველოში არსებობენ „პატრიოტი“ ადამიანები (ყოველ შემთხვევაში, „პატრიოტობის“ პრეტენზია გააჩნიათ), რომელნიც დღემდე მის უსამართლო კიცხვასა და შურით გაჯერებულ განქიქებაში არიან. მეტიც, მისი სახელის დისკრედიტაციის მიზნით ამზადებენ ე.წ. დოკუმენტურ ფილმებს და ტელე-გადაცემებს, რომელშიც ზვიად გამსახურდიას სულიერ ძმას და ერთგულ თანამებრძოლს მერაბ კოსტავას დადებით პიროვნებად და ეროვნული მოძრაობის ერთადერთ ღირსეულ თავკაცად წარმოაჩენენ, ხოლო ზვიად გამსახურდიას უარყოფით პიროვნებად და ეროვნულ მოძრაბაში დესტრუქციული როლის მქონე პიროვნებად. ამავე დროს, ცდილობენ ისე წარმოაჩინონ საქმე, თითქოს ზვიადსა და მერაბს შორის განხეთქილებას და ურთიერთშუღლს ჰქონდა ადგილი.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/gamsakhurdia-2/jajanidze/ 

Posted in 2016, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

Posted by iberiana on ივნისი 8, 2014

Gocha Gvasalia

გოჩა გვასალია

გამოხმაურება სტივენ ჯონსის წიგნზე ზვიად გამსახურდიას კრიტიკაზედ

 ამერიკელმა პროფესორმა, რუსეთისა და ევრაზიის საკითხების მკვლევარმა, სტივენ ჯონსმა (Stephen Jones) 2012 წელს გამოსცა წიგნი: „საქართველო. პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ (Georgia: A Political History since Independence). 2013 წელს წიგნი ქართულად გამოიცა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით ( თარგმანი ხათუნა ჩხეიძის).

 სტივენ ჯონსი ამბობს, რომ ის ამ წიგნზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა და 30 წელზე მეტხანს კრებდა მასალებს მისთვის. ნაშრომი ყურადღებით წავიკითხე და მინდა გამოვთქვა ჩემი მოსაზრებანი.     მთელი რიგი პრინციპული მიზეზების გამო მომიხდება უმკაცრესად გავაკრიტიკო სტივენ ჯონსი მის მიერ ზვიად გამსახურდიაზე გამოთქმული, მეტად მცდარი, ზერელე და აღმაშფოთებელი მსჯელობისათვის. ნაწერში ჩანს, რომ შევარდნაძის ძველი მომხრენი ხვდებოდნენ ამერიკელ ისტორიკოსს და მათთვის მისაღებ, მათი დანაშაულის გამამართლებელ მოსაზრებებს აწვდიდნენ. წიგნში აშკარად ჩანს გამსახურდიას დამხობის გამართლებისადმი დიდი მისწრაფება. ამერიკელ ავტორს საამისოდ მოუშველიებია მთელი არსენალი დღეისათვის უღვთოდ გაცვეთილი, ყოველგვარ დამაჯერებლობას მოკლებული ლიბერალური შაბლონებისა…

სრულად

Posted in 2014, გამსახურდია | Tagged: , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია -75

Posted by iberiana on მარტი 31, 2014

ზვიად გამსახურდია -75zviad-gamsakhursia

ის დღეს 75 წლის გახდებოდა…

რომ არა ეშმასა და მისი ქართველი წითელი ეშმაკუნების მიერ უკუღმა დატრიალებული საქართველოს ბედის ჩარხი…
ის დღეს მისივე შექმნილი თავისუფალი სამშობლოს მწიგნობართუხუცესი იქნებოდა და რამდენ რამეს დაგვიწერდა და შეგვიქმნიდა სულის საზრდოდ, საგზლად ერის უკვადვების ნარეკლიან ბილიკებზე სახეტიალოდ…
ჭარმაგი მოხუცი დღეს ჩვენი სამშობლოს ბედნიერებით იხარებდა…
საქართველოს ქერუბიმი ზვიად გამსახურდია…
აკი უთხრა მისი სულის ტყუპისცალმა მერაბმა:


„თვით ზეციერმა შეგარტყა ძალი,
გიპყრა მახვილი,რვალთა მლეწავი“…


მათ ქაჯებს ნესტანი გამოსტაცეს, ჩვენი ნესტანი – საქართველო გაგვინთავისუფლეს…
“მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე, ერთის მხრით, გული მტკივა, რომ შენი ბავშვობა თავდება. მეორეს მხრით, მიხარია, რომ შენ სადაცაა, ყველა ჩემს სურვილს გაიგებ და მალე მხარში ამომიდგები. ალბათ, შენთვის დამიწერია (თუ მითარგმნია) მე ჰომეროსის სიტყვები: “ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს”. ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი, დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა შეძლო, გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი. გზაში მე გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფიები. ყველანი უკვე სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსება იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეების მოლაშქრედ არ წარმომედგინა ჩემი თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი.
შენი მამიკო. 1955.”


პ.ს. ქართველი კაცი, მითუმეტეს ქართველი მეცნიერი, უპირველეს ყოვლისა უნდა ემსახურებოდეს თავის ერს და სამშობლოს, არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში ერის ინტერესებთან, უნდა იღწვოდეს მხოლოდ ერის ინტერესებიდან გამომდინარე და არ უნდა ემსახურებოდეს სხვა ათასნაირ “ჭეშმარიტებას”! მაშინ ხარ ბრძენკაციც და მხოლოდ ამას ჰქვია ერისკაცობაც, სხვას კი არაფერს!“
ამას წერდა ჯეელობაში გადასულ თავის პირმშოს საქართველოს სამსახურში გახარჯული დიდოსტატი, ღვთივკურთხეული ქართული სიტყვის დიდი ჭკადუ…
ატარა მთელი გულით, მთელი სხეულით მამის ტკივილები…
მთელი ცოდნა,სიბრძნე, შემოქმედება ერს მიუძღვნა…
თვისი ნებით ავიდა ეშაფოტზე და სამშობლოს საკურთხეველზე საკუთარი სიცოხლეც დასდო უშურველად…
ბოლომდის ჩაიღვენთ-ჩაიფერფლა ნათლმოსილი…
და ასე მიეახლა მამას…

Posted in 2014, გამსახურდია, Gamsakhurdia | Leave a Comment »

პასუხი კოკო გამსახურდიას

Posted by iberiana on დეკემბერი 17, 2012

goeteმივყვეთ მამა-პაპის გზას

პასუხი კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიას

     ჩვენს საზოგადოებაში მკვიდრდება ე.წ. „ევროპული განმანათლებლური იდეები“ და ამ განმანათლებელთა მიმართ ჩვენი სიმპათიებისა და გულისყურის მიპყრობის ტენდენცია.  სამწუხაროდ, გადამთიელებს     ამჯერად, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიაც  ამოუდგა  მხარში.

     ახალი ტიპის ქართველმა მედასავლეთეებმა ლამისაა ხაზი გადაუსვან 1500 წლოვან ქართულ ლიტერატურას და  მრავალ ათასწლეულ ქართულ კულტურას. ბოლო ხანებში ამგვარ ნიჰილისტთა მებაირახტრედ გვევლინებოდა ინტელექტუალად სახელდებული ლევან ბერძენიშვილი, რომელიც საჯაროდ აცხადებს  – «მე არ ვიცნობ ისეთ მწერალს, როგორიცაა ილია ჭავჭავაძე»! ისინი მოწიწებით უხრიან ქედს ჯეიმს ჯოისს, ჰესეს, ოსკარ უაილდს, ბერნარდ შოუს და სხვ. მათი აზრით, ვისაც არ წაუკითხავს ჯოისის „ულისე“, ის არასრუფასოვანი ადამიანია.

     რომელი ჭკუათმყოფელი  უნდა იყოს განათლებულობისა და განმანათლებლების წინააღმდეგი?  მაგრამ აქ საქმე გვაქვს შენიღბულ მზაკვრობასთან;  რამდენიმე საუკუნეა ამ კეთილშობილური სიტყვებით შენიღბული ორგანიზაციები და მათი ფარული წევრები თავგზას უბნევენ კაცობრიობას და მიაქანებენ საყოველთაო გადაგვარებისაკენ, კლავენ მასში ღვთიურსა და ჭეშმარიტ ადამიანურს. მათი მთავარი მიზანი ხომ ადამიანში ადამიანურის მოსპობა და მისი მარტივ, ბიოლოგიურ არსებებად გადაქცევაა…

http://iberiana2.wordpress.com/segm/sandukhadze/

Posted in გამსახურდია, პოლიტიკა, ტრადიცია | Leave a Comment »

მავნე საბჭოთა ტრადიციის ისტორიიდან

Posted by iberiana on ნოემბერი 5, 2012

ნინო ყიფშიძე – დიდი და დღესაც მავნე საბჭოთა ტრადიციის ისტორიიდან

ჟურნალ „საარქივო მოამბეში“ საბჭოთა ციხეებში პატიმრების წამების ფორმებისა და მეთოდების ამსახველი არაერთი სტატია დაიბეჭდა. საარქივო საქმე № 7726-დან ირკვევა, რომ ეს მეთოდები წლებთან ერთად საბჭოთა ხელისუფლებამ კიდევ უფრო „დახვეწა“… „ციხეებში წამების უსაშინლეს ფორმებს იყენებდნენ: რკინის ჯოხებით ცემას, ფოლადის ნემსებისა და მავთულების გარჭობას, ფეხებით ჩამოკიდებას, ანთებული სიგარეტით სხეულის ამოწვას, ცხელი შხაპის ქვეშ გაჩერებას, ჰომოსექსუალურ გაუპატიურებას და ა.შ.“

აღნიშნულ საქმეში, პატიმრის წამების ფორმების გარდა, დეტალურადაა გაშიფრული მთელი სქემა, თუ როგორ ხდებოდა პატიმრების აგენტებად დამუშავება, მათი ჩათრევა და გამოყენება, გამოყენების შემდეგ კი – „ჩამოწერა“, რაც ფიზიკურ განადგურებას ნიშნავდა. ამ თემისადმი მიძღვნილი სტატიები არალეგალურ გამოცემა „საქართველოს მოამბეში“ იბეჭდებოდა…

უფრო ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად დოკუმენტს მცირედი შემოკლებით ვაქვეყნებთ (სტილი დაცულია):

„პატიმრების წამება საქართველოს სსრ ციხეებში

შემდგენელი: ზ. გამსახურდია

საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების კომიტეტს უკანასკნელი სამი წლის მანძილზე უამრავი გაუხსნელი საქმე დაუგროვდა. გამომძიებელთა ცოდნა და გამოცდილება საკმარისი არ აღმოჩნდა ამ საქმეთა გამოსარკვევად და ამიტომ წამების მეთოდების ფართოდ გამოყენება გადაწყვიტეს, რისთვისაც თავად პატიმარ აგენტებს იყენებდნენ…

http://iberiana2.wordpress.com/segm/n-kipshidze/

Posted in გამსახურდია, ისტორია-History, პოლიტიკა | Leave a Comment »

გამსახურდიას გვარის გენეალოგია

Posted by iberiana on დეკემბერი 23, 2011

ბაჩო ალვანელი – ბატონ ზვიად გამსახურდიას გვარის გენეალოგიის შესახებ

ქართველი ხალხის ეროვნული სიამაყის, დიდებისა და სიქადულის – ბატონ ზვიად გამსახურდიას ძირძველი ქართული და საამაყო გვარის შესახებ ჩვენი საუკუნის 90-იან წლებში ქართველმა მკვლევარებმა, რომელთა შორის ამ სტრიქონების ავტორიც არის, მრავალი საარქივო მასალა გამოავლინეს. მიგნებული ისტორიული საბუთებიდან თვალნათლივ ჩანს, თუ რაოდენ ახლოს იდგნენ ქართული მწერლობის დიდოსტატის ბატონ კონსტანტინესა და ბატონ ზვიადის წინაპრები ქართლის სამეფო კართან და ოდიშის მთავრებთან. პირველი ასეთი საბუთი მკვლევარ დ. ხანანაშვილის მიერ გამოვლენილ იქნა ქუთაისის მთავარ საისტორიო არქივში (ფონდი 1, საქმე 4008; ფონდი 28, საქმე 5050), რის საფუძველზეც მან 1993 წლის ვარდობის თვის 20-ს გაზეთ “ქუთაისში” გამოაქვეყნა წერილი სათაურით “ოდიშელ გამსახურდიათა წინაპარი”. რა საბუთია ეს? ესაა ოდიშის მთავრის გიორგი IV-ის (ლიპარტიანის) სიგელი, რომელიც მას თბილისის მიტროპოლიტ პავლე ტფილელის (გამსახურდიას) და მისი ძმისწულის გიორგი მამუკას ძე გამსახურდიასათვის უბოძებია…

ისტორიული საბუთებიდან ირკვევა აგრეთვე გამსახურდიების განსაცვიფრებელი ერთგულება მამა-პაპათა ღვთაებრივი სარწმუნოებისადმი – მართლმადიდებლობისადმი. ამაზე მიუთითებს თუნდაც პავლე ტფილელის (გამსახურდიას) როგორც მღვდელმთავარის მოღვაწეობა და XVII საუკუნეში კახეთში დამკვიდრებული დემეტრე გამსახურდიას (ქართლ-კახეთში გამსახურდაშვილად წოდებულის) მაგალითი…

http://iberiana2.wordpress.com/segm/gamsakhurdia-2/genealogue/

Posted in გამსახურდია, ისტორია-History | Leave a Comment »

ეროვნული ხელისუფლების დამხობის ოცი წლისთავი

Posted by iberiana on დეკემბერი 20, 2011

სამშობლოსათვის წამებული რაინდი – ზვიად გამსახურდია

და ჯვარზე გაკრული საქართველო

პრეზიდენტი, რომლის ბადალსაც ნებისმიერი დიდი და ძლევამოსილი ქვეყანა ინატრებდა, ვერ შეიღირსია ქართველობამ და 1991 წლის 21 დეკემბერს, ზუსტად 20 წლის წინ, იმ დღეს, როდესაც მან არ გააგზავნა ელჩები ყაზახეთში ახალ ბატონყმურ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად, საკუთარმა მე–5 კოლონამ თავს მოახვია სიუზერენისაგან წაქეზებული ომი. მაგრამ ვერც ამ ომმა შეცვალა პრეზიდენტის გულისთქმა – ის გულშემატკივრულად არიგებდა თანამემამულეებს:

„…თუკი მოყვასი ზარბაზანს გვესვრის, ჩვენ ნუ ავიღებთ მახვილს, სიყვარული შევაგებოთ მის სიძულვილს და ყვავილები ვესროლოთ.“ მხოლოდ მან უწყოდა, რომ საქართველოში დიდი არმაგედონი დაიწყო – ანტიქრისტიანულ ძალთა გამძვინვარებული ბრძოლა ქრისტეს ეკლესიის, ქართველი მართლმადიდებელი ერის წინააღმდეგ, და რომ ეს ბრძოლა უმთავრესად სულიერი ბრძოლა იყო და არის დღესაც!

პრეზიდენტის მოწინააღმდეგენი დღემდე სამოქალაქო ომად ხმობენ ამ დაპირისპირებას, მაშინ, როდესაც ყველა ოპოზიციონერი, ქართველი სამხედროცა და საერო პირიც, კრემლის დავალებას ასრულებდა, რის მიხედვითაც ომი იყო სამამულო – სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის!…

http://iberiana2.wordpress.com/segm/saba-iberi/

Posted in გამსახურდია, ეროვნული მთავრობა, პოლიტიკა, საამაყო ქართველები | Leave a Comment »

ზ.გამსახურდიას სიტყვა 14.11.1990

Posted by iberiana on დეკემბერი 17, 2011

Posted in გამსახურდია, ეროვნული მთავრობა, იდეოლოგია, პოლიტიკა, რელიგია | Leave a Comment »

გამსახურდია ლანჩხუთში

Posted by iberiana on დეკემბერი 13, 2011

Posted in გამსახურდია, ეროვნული მთავრობა, ისტორია-History, პოლიტიკა | Leave a Comment »

Гамсахурдиа про Джохара Дудаева

Posted by iberiana on დეკემბერი 6, 2011

Posted in გამსახურდია, პოლიტიკა, Chechnya, Gamsakhurdia | Leave a Comment »

დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ორიგინალი

Posted by iberiana on დეკემბერი 5, 2011

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, ისტორია-History, პოლიტიკა | Leave a Comment »

აბზიანიძე – გადატრიალება

Posted by iberiana on ნოემბერი 27, 2011

https://i0.wp.com/bpg.sytes.net/Didgori/userfiles/image/Que_Gallery/799_putchi-uz.sab..jpgშუქრი აბზიანიძე – “ჩაუშესკუ – ჩაუშესკუ”

(გადატრიალებების ტექნოლოგია საქართველოში)

ალბათ ყველას ახსოვს, 1991 წლის ბოლოს, ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი მასა “ჩაუშესკუ – ჩაუშესკუს” სკანდირებით როგორ უტევდა უზენაესი საბჭოს შენობას. ოპოზიცია მზად იყო დაემხო ხელისუფლება და ყველანაირად იკაფავდა გზას შენობისკენაც და ხელისუფლებისკენაც. ამ დრამატულ და ვნებათაღელვით აღსავსე დროს ცოტა თუ დაფიქრებულა – რატომ მაინცა და მაინც “ჩაუშესკუ”? დავუშვათ ზვიად გამსახურდია დიქტატორი იყო, განა ცოტა დიქტატორებს იცნობდა მსოფლიო? როგორც ისტორიიდან, ისე მის თანამედროვეებს? რატომ არა, ვთქვათ “ჰიტლერი”, “სტალინი”, “პინოჩეტი” ან ბოლოს და ბოლოს “სადამი”? არა, მხოლოდ “ჩაუშესკუ”. რატომ?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ეს არაა “დიქტატურის” უღელქვეშ სულის მღაფავი ხალხის ამოძახილი. ეს სულ სხვა რამ არის. ეს მოქმედების გეგმაა, პაროლია, მთავარი სიტყვაა, რომლითაც წინასწარ ხდება თანამოაზრეთა და სეირის მაყურებელთა შემზადება დიდი ბატალიებისათვის, დიდი სისხლის ღვრისთვის და რაც მთავარია – ტრაგიკული ფინალისათვის…

http://iberiana2.wordpress.com/segm/putch/

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, ისტორია-History, პოლიტიკა | Tagged: , , | 1 Comment »

გელათის აკადემიის სულიერი იდეალები

Posted by iberiana on ნოემბერი 26, 2011

ზვიად გამსახურდია – გელათის აკადემიის სულიერი იდეალები

 ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი წინაპრები თვით უკიდურესი პოლიტიკური ვნებათაღელვის დროსაც არ ივიწყებდნენ მეცნიერებას, პოეზიას, შემეცნებას. თვით ომის დროსაც კი ისინი ზრუნავდნენ სულიერი კულტურის განვითარებაზე. ასეთი იყო საქართველოს ისტორია. ჩვენ რომ დღეს თავი იმით გავიმართლოთ, პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ ჩაბმულნი და მეცნიერებისა და კულტურისათვის არა გვცალიაო, ამით ჩვენს ისტორიულ ტრადიციებს ვუღალატებთ, ჭეშმარიტად.

ყოველივე ეს მსურს დავასაბუთო იმ პიროვნების მაგალითით, რომელსაც მინდა მივუძღვნა დღევანდელი ლექცია, რომლის სახელმწიფოებრივი, ეროვნული ღვაწლი საქართველოში განუზომელია და რაც უმთავრესია, რომელიც იყო მაგალითი ყოველივე ამისა: რომლის სატახტო ქალაქი იყო ქუთაისი და რომლის მიერ არის დაარსებული უდიდესი სულიერი ცენტრი – გელათი. ეს პიროვნება უნდა იყოს მაგალითი ჩვენთვის დღესაც იმით, რომ საქართველოს მტერთან ომს, საქართველოს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას ათავსებდა უდიდეს რელიგიურ, ფილოსოფიურ, მეცნიერულ მოღვაწეობასთან და ეს ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია. სხვა ასეთი მაგალითი ჩვენს ისტორიაში არ მოგვეპოვება, რომ მეფე, მხედართმთავარი ამავე დროს ყოფილიყო ესოდენ დიდი მეცნიერი, ესოდენ დიდი სწავლული, პოეტი და სულიერი კულტურის შემქმნელი.

და ჩვენი იდეალი დღესაც ამგვარი საქმიანობა, ამგვარი მოღვაწეობა უნდა იყოს…

http://iberiana2.wordpress.com/segm/gamsakhurdia-2/gelati/

Posted in გამსახურდია, იდეოლოგია, ისტორია-History | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას მიმართვა

Posted by iberiana on ნოემბერი 13, 2011

ზვიად გამსახურდია: 1993 წლის 15 იანვრის მიმართვა ქართველ ერს

მეგობრებო, ჩემი ეს გამოსვლა მიზნად ისახავს პასუხის გაცემას იმ საჭირბოროტო კითხვებზე, რომლებიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. რა დასამალია, რომ საინფორმაციო ვაკუუმია შექმნილი ჩემს გარშემო. ვრცელდება უამრავი დეზინფორმაცია ხუნტის მიერ, ამ ე.წ. ტელევიზიის მიერ და სიმართლის გარკვევა, რა თქმა უნდა, საშურია დღეს. მრავალ პრობლემასთან დაკავშირებით მომდის წერილები. მართალია, ამას ყოველნაირად უშლის ხელს ფოსტა; მრავალი ადამიანი მეკითხება საქართველოში შექმნილი დღევანდელი ვითარების შესახებ. მეკითხებიან, თუ რამ მოიტანა ყოველივე, რა გამოსავალი არსებობს; მეკითხებიან ბრძოლის მეთოდების შესახებ, უცხოეთთან დღევანდელი ჩვენი ურთიერთობის შესახებ.

მე დავიწყებ მთავრითა და უმთავრესით. როგორც ხედავთ, მეგობრებო, ამ ერთმა წელმა პუტჩის შემდგომ მიგვიყვანა ეროვნულ კატასტროფამდის, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, – სრულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ზნეობრივ კატასტროფამდის…

http://iberiana2.wordpress.com/segm/gamsakhurdia/

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა | 1 Comment »

გამსახურდია ვეფხისტყაოსნის შესახებ

Posted by iberiana on ოქტომბერი 20, 2011

Posted in გამსახურდია, განათლება, დამწერლობა | Leave a Comment »

გამსახურდია. 19.10.93

Posted by iberiana on სექტემბერი 28, 2011

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, ოპოზიცია | Leave a Comment »

გამსახურდიას მიმართვა. 1993

Posted by iberiana on აგვისტო 9, 2011

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა | Leave a Comment »

გამსახურდია მართლმადიდებლობაზე

Posted by iberiana on ივლისი 7, 2011

Posted in გამსახურდია, პოლიტიკა, რელიგია | 9 Comments »

ზვიადის მისტერია გრძელდება!

Posted by iberiana on აპრილი 3, 2011

გაიოზ მამალაძე – ზვიადის მისტერია გრძელდება!

ზვიადმა კარგად იცოდა, რომ ქრისტიანისათვის თავგანწირვა ტრაგედია არ არის, იგი გამარჯვებაა და ამიტომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამით მან სილა გააწნა იმპერიას, შური იძია 1989 წლის 9 აპრილს ქართველთა ხოცვა ჟლეტვისათვის და მსოფლიოს დაანახა, რომ ქრისტიანისთვის, ქართველისათვის თავგანწირული სიკვდილით კი არ მთავრდება სიცოცხლე, ბრძოლა თუ საქმიანობა, არამედ იწყება ახალი ბრძოლა და გამარჯვება.

ზვიადმა გაგვახსენა და გვასწავლა, რომ ვართ დიდი იბერიული მოდგმის შთამომავლები, რომელსაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის კაცობრიობის ისტორიაში, განვითარების გარიჟრაჟზე, მერეც და გვექნება დიადი მომავალი. ზვიადმა ქართველებს დაუსახა ქრისტეს გზა და დაანახა ბარაბას გზის მაცდურობა და დამღუპველობა…

https://iberiana.wordpress.com/iberiana/mamaladze/#3

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, ზვიადი, იდეოლოგია | Leave a Comment »

Гамсахурдиа- Aвтобиография

Posted by iberiana on მარტი 31, 2011

Звиад Гамсахурдиа – ЗА НЕЗАВИСИМУЮ ГРУЗИЮ (автобиография)

Год моего рождения – 1939-ый был переломным для Грузии. Большевики, Сталин и его сатрапы – Орджоникидзе, Орахелашвили, Гогоберидзе, Мамулия и другие в 1921-м, 1924-м, в трагическом 1937-м, занялись глобальными проблемами державы, строительством тоталитарной тюрьмы. Затем последовала кровавая разборка и борьба за власть между коммунистическими палачами, вылившаяся в массовые “чистки”, вслледствие чего многие коммунистичекие лидеры пали от рук своих же собратьев по партии. Завершив чистку в Грузии и расправившись не только с противниками в партии, но и с грузинской интеллигенцией и аристократией, обер-палач Лаврентий Берия был переведен из Грузии в москву и заменил Ежова на посту шефа госбезопасности.

В репрессивной статистике кровавых арестов и убийств в Грузии наступило заметное послабление. Народ безмолствовал. Уничтожили полностью грузинское дворянство и кадровыхх офицеров, цвет интеллигенции – поэтов, музыкантов, дирижеров, ученых…

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/autobiography/

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, Gamsakhurdia | Leave a Comment »

ზვიადობა

Posted by iberiana on მარტი 31, 2011

გაიოზ მამალაძე – ზვიადობა

ქართულ ცნობიერ თუ არაცნობიერ აზროვნებაში დიდი ადგილი აქვს რუსთველს. ქართველები მუდამ ვეძებთ “ვეფხისტყაოსანში” აღწერილ იდეალებს, მაგალითად მეგობრობას. თავად ხშირად ვერ ვპოულობთ, მაგრამ სხვათა მეგობრობაში მტკიცედ გვწამს რომ იქნება. მერაბმა და ზვიადმა ტარიელისა და ავთანდილის იდეალური მეგობრობის რეალობა დაგვანახეს, “ვეფხისტყაოსნის” “სინამდვილე” დაგვიმტკიცეს. მერაბი აღიარებდა თავის ავთანდილობას, და ზვიადის ტარიელობა, პირველობა უეჭველი ხდებოდა ასეთი კრისტალურად სუფთა პიროვნების მტკიცებით. მერაბი ქართველი კაცის გაუტეხლობის სიმბოლოდაც იქცა. ეს უკვალოდ არ ჩაივლიდა.

მერაბისა და ზვიადის ქართული გარეგნობაც ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ _ ნამდვილი იბერიული რასა.

ბიოგრაფიამაც დიდი როლი ითამაშა, რასაკვირველია. როცა ობივატელები მკვდარი თევზებივით მიჰყვებოდნენ საბჭოურ დინებას, ზვიადი და მერაბი კალმახებივით კამკამა სათავეებისაკენ მიაპობდნენ ჩქერებს ახალი თაობების შესაქმნელად.

განსაკუთრებული როლი სახელმაც ითამაშა. განგებამ, საგანგებოდ მამის მეშვეობით შეურჩია სახელი.

https://iberiana.wordpress.com/iberiana/mamaladze/#2

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, ზვიადი, იდეოლოგია | Leave a Comment »

კომისიის დასკვნითი დოკუმენტი

Posted by iberiana on მარტი 3, 2011

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის

დასკვნითი დოკუმენტი

კომისიის მიერ მოპოვებული მასალები და მათზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნები პრაქტიკულად აბათილებს  თვითმკვლელობის ვერსიას, რომელიც ერთადერთ მსჯელობის საგნად იქცა 1994-2004 წლებში პროკურატურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში.

გამოძიება ვალდებული იყო დაემუშავებინა და შეემოწმებინა ყველა სხვა ვერსია, რომელსაც მოცემულ სიტუაციაში ჰქონდა არსებობის უფლება. რატომ დაიჯერა გამოძიებამ ასე იოლად თვითმკვლელობის ვერსია ან რატომ არ მიმდინარეობდა პარალელურად მუშაობა მკვლელობის მიმართულებით ანდა რატომ არ გამოითქვა ეჭვი, რომ მკვლელს ან მკვლელებს შეეძლოთ სიკვდილის მუქარით იძულებული გაეხადათ რობინზონ მარგველანი, შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძე, ბესარიონ გუგუშვილი და ზვიად გამსახურდიას ახლო გარემოცვის სხვა პირები მიეცათ ჩვენებები და განმარტებები თვითმკვლელობის ვერსიის სასარგებლოდ?

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/komisiis-daskvna/

Posted in გამსახურდია, ზვიადი, პოლიტიკა | Leave a Comment »

წინაპართა შეგონებანი

Posted by iberiana on იანვარი 30, 2011

კონსტანტინე გამსახურდია –  “დიდოსტატის მარჯვენა” 

ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი… თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს.
ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.
სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები,  ეგაა ოღონდ – სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ.
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები”.

https://iberiana.wordpress.com/iberiana/vedreba/#5

Posted in გამსახურდია, იდეოლოგია | Leave a Comment »

გიორგი გულბანი- ორიოდ შენიშვნა…

Posted by iberiana on იანვარი 22, 2011

გიორგი გულბანი – ორიოდ შენიშვნა ვინმე ბაცანაძის პასუხზედ

ბატონო ბაცანაძე, თქვენ წერთ ასეთ რამეს: “აქვე ავღნიშნავთ, რომ მიუხედავად თქვენი რბილად რომ ვთქვათ თავაშვებული, წესიერი კაცის ლექსიკურ მარაგს მოკლებული მეტყველებისა, ჩვენ თავშეკავებულები ვიქნებით აღნიშნული საკითხისა და გამო”–ო და იქვე სრულიად უტიფრად მლანძღავთ.

ჩემს წერილში არც ერთი შეურაწმყოფელი გამოთქმა არ მიხმარია. მკითხველი თავად დარწმუნდება ამაში, თუკი ჩემს წერილს გადაიკითხავს. ჩემი წერილის მიზანია, რომ შეცდომები დავანახო კოკო გამსახურდიას. ასე, რომ თქვენი გამოხმაურება ნაკლებად საინტერესო იქნებოდა თქვენი წერილი კოლექტიური “ნააზრევი” რომ არ ყოფილიყო. ამიტომ მსურს განვიხილო მასში მიმობნეული კოლექტიური აზროვნების “მარგალიტები”…

რას აკეთებდით 1991–1993 წლებში? ანუ, ვის სამსახურში იდექით იმ დროს?   

 https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/gulbani/

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა | Leave a Comment »

პასუხი გიორგი გულბანს

Posted by iberiana on იანვარი 21, 2011

კომისიის სპეციალისტების  პასუხი გიორგი გულბანს 

ბატონო გიორგი, სიმართლე გითხრათ, ძალიან გაგვაკვირვა თქვენმა დამოკიდებულებამ, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მისამართით იქნა გამოვლენილი, უფრო მართებულად კი, კომისიის იმ დოკუმენტისადმი თქვენმა დამოკიდებულებამ, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა და როგორც თქვენთვის, ასევე ჩვენი ძვირფასი საზოგადოებისთვის (რომელიც ასეთი გულმოდგინებითა და მოწიწებით ყოველ შემთხვევაში ეს დამოკიდებულება იგრძნობა ჩვენი არაერთი მოქალაქის კომისიისადმი მოწერილ წერილებში) უცნობია საპარლამენტო კომისიის საბოლოოდ გაცხადებული დასკვნითი დოკუმენტი.

აქვე ავღნიშნავთ, რომ მიუხედავად თქვენი რბილად რომ ვთქვათ თავაშვებული, წესიერი კაცის ლექსიკურ მარაგს მოკლებული მეტყველებისა, ჩვენ თავშეკავებულები ვიქნებით აღნიშნული საკითხისა და გამო, რადგან პატივს ვცემთ საქართველოს პირველ პრეზიდენტს და ჩვენს ძვირფას საზოგადოებას.

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/gulbani/

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა | Leave a Comment »

კოკო გამსახურდიას კომისია

Posted by iberiana on იანვარი 15, 2011

გიორგი გულბანი: კოკო გამსახურდიას კომისია

კოკო გამსახურდიას კომისია რომ შეიქმნა, იმედი გამიჩნდა, რომ დასკვნა ნაწილობრივ მაინც გაახმოვანებდა სიმართლეს საქართველოსთვის იმ უმნიშვნელოვანეს დროზე. მაგრამ, სანაიას გადაცემებში “უკანასკნელი გზა” (13 და 20 ნოემბერს) სხვა რამ გაცხადდა. საქმე ისაა, რომ შეუძლებელია ადამიანის ძალადობრივი გარდაცვალება გამოიძიო და არ განიხილო ის გარემოება, რამაც სიკვდილი გამოიწვია. გარემოებათა გამოძიება და გამოაშკარავება გადამწყვეტია, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის პრეზიდენტის დევნასა და ძალადობრივ გარდაცვალებას.

სამწუხაროდ, იმედი არ გამიმართლდა და საგამოძიებო კომისიის დასკვნისგან აღარ მოველი სიმართლის ნაწილის გამჟღავნებასაც კი. ამგვარი პესიმიზმის მიზეზია კომისიის შემდეგი უნებლიე, თუ შეგნებული შეცდომები…

 https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/gulbani/

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა | Leave a Comment »

ინტერვიუ გამსახურდიასთან.1992

Posted by iberiana on იანვარი 10, 2011

“ნაროდნაია პრავდა”: ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიასთან 

მთავრობები, რომელთაც თქვენ დემოკრატიულს უწოდებთ, სინამდვილეში კარგა ხანია განუდგნენ დემოკრატიას. დემოკრატია იქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბავად. როცა ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გალენა და სამხედრო ყოფნა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისფლება და თუ წინააღმდეგობას წააწყდნენ, უბრალოდ, ამხობენ მას. ასეთ შემთხვევაში მათთვის არა აქვს მნიშვნელობა დამხობილი რეჟიმის ხასიათს: დემოკრატიულია იგი, თუ ავტორიტარული. ეს მტაცებლური მიდგომა სხვა ქვეყნებისადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები უკვე აღარც კი ცდილობენ შენიღბონ თავიანთი ზრახვები და აშკარად და ცინიკურად თრგუნავენ სხვა ხალხთა ნებას. სწორედ, ეს მოხდა საქართველოში.

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/narodnaya-pravda/

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა | 2 Comments »

სახელმწიფო გადატრიალება

Posted by iberiana on იანვარი 10, 2011

მორის მუსერიძე: 1991-1992 წ. სახელმწიფო გადატრიალება

“1991-1992” წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება იყო შედეგი საერთაშორისო მასონური შეთქმულებისა, რომლის სულისჩამდგმელები იყვნენ ანგლოსაქსური მასონური იმპერიის ძალები, პრაქტიკულად განმახორციელებელნი-რუსეთის სამხედრო ძალები, ხოლო გარეგნულ “შირმად” და ვითომ აღმსრულებლად-ადგილობრივი რენეგატები, მამულის მოღალატენი (რომლებსაც ცხადია, ქართველებად ვერ მოვიხსენიებ!). სასაცილოა, რომ ეს რენეგატები ამ მასონურ შეთქმულებას დღემდე “სახალხო რევოლუციად” ნათლავენ და თავსაც იწონებენ იმით, რომ ქვეყნის დაქცევაში მხურვალე მონაწილეობა მიიღეს!

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/museridze/

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, ისტორია-History | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას 20 წლის წინანდელი ახდენილი წინასწარმეტყველება

Posted by iberiana on დეკემბერი 29, 2010

 ზუსტად 20 წლის წინ, 1991 წლის დამდეგს,  მაშინდელმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ – ზვიად გამსახურდიამ ტელევიზიით მიმართა ქვეყნის მოსახლეობას.  მიმართვა დაიბეჭდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“1991 წლის 1 იანვრის ნომერში.

გთავაზობთ ფრაგმენტს ამ მიმართვიდან, რომელიც ეხება კრემლის მიერ ედუარდ შევარდნაძის საქართველოში ჯალათად მოვლინების წინასწარმეტყველებას, რამაც სათავე დაუდო რუსეთის ახალ ექსპანსიას საქართველოში და რომელიც დღემდე გრძელდება!

„მოახდინა თუ არა მოსკოვში მიმდინარე პროცესებმა რაიმე ზეგავლენა ჩვენს შინაურ პოლიტიკაზე? არ არის დასამალი, რომ ბევრი მითქმა–მოთქმა გამოიწვია შევარდნაძის გადადგომამ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ გადადგომას ჯერ ვერ მივცემთ საბოლოო შეფასებას, სანამ იგი დაკმაყოფილებული არ იქნება ცენტრალური ხელმძღვანელობის მიერ. და თუ იგი დაკმაყოფილებული იქნა, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არის გარკვეული მანევრი, რათა მას შეუქმნან კიდევ დიდი ავტორიტეტი, აამაღლონ მისი პოპულარობა და შემდეგ სცადონ მისი მეშვეობით საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევა და, შესაძლოა, მისი ჩამოყვანაც საქართველოში, რასაც ჩვენ, რასაკვირველია, სათანადო შეფასებას მივცემთ, როდესაც საჭირო იქნება. არ ვიცით, საბოლოოდ ამას ჯერჯერობით ვერ დავამტკიცებთ, მაგრამ შეიძლება ეს მანევრი განხორციელდეს სწორედ იმ მიზნით, რომ ხელახლა სცადონ საქართველოს დაქვემდებარება თავიანთი დიქტატისადმი. ეს შეიძლება სწორედ ამ მიზნით განხორციელდა, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოო შეფასებისაგან თავს ვიკავებთ. ასე რომ, კიდევ ვიმეორებ, ცენტრში მიმდინარე პროცესები გვაფიქრებინებს, რომ უფროდაუფრო ხდება საბჭოთა იმპერიის დეზინტეგრაცია. სწორედ ეს ძალები იმარჯვებენ. რასაკვირველია, არის რეაქციული ძალების ცდები, მაგრამ მათ კიდევაც რომ მიაღწიონ დროებით წარმატებებს, რომ შემოიღონ საგანგებო მდგომარეობა მთელ საბჭოთა კავშირში და, მათ შორის, საქართველოშიც – ეს ვერ იხსნის იმპერიას და ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეცვლის ისტორიის კანონზომიერებას. მოგეხსენებათ, ისტორიის უმთავრესი კანონზომიერებაა იმპერიების დროებითი არსებობა და მათი საბოლოო აღსასრული ყოველთვის გარდაუვალია!“

“საქართველოს რესპუბლიკა”, 1 იანვარი, 1991წ. 

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, ისტორია-History | Leave a Comment »

ნოვოდვორსკაია: იდიოტიზმი დასჯადია

Posted by iberiana on დეკემბერი 5, 2010

ვალერია ნოვოდვორსკაია: იდიოტიზმი დასჯადია…  

ამერიკაში ყოფნისას კონსტანტინ ბოროვოისა და ვალერია ნოვოდვორსკაიას არაერთხელ ჰკითხეს: თუ რუსეთში ასე ცუდადაა საქმეები, ხალხი ხმას არ იღებს, ხოლო გარშემო ტოტალური უიმედობაა გამეფებული, უკან რისთვისღა ბრუნდებით, რატომ არ რჩებით ამერიკაშიო? ნოვოდვორსკაია კი პასუხად ოსიპ მანდელშტამის ლექსს “დეკაბრისტი” ყვებოდა და, საერთოდ, მისი საუბარი პოეზიისა და “კუპრის კასრის” (ამერიკულ რუსულ რადიოში “დევიდზონ” მის საავტორო გადაცემას სწორედ ასე ჰქვია) ერთგვარ “საფირმო”, ნოვოდვორსკაიასეულ ნაზავს წააგავდა…
  “Тому свидетельство языческий сенат,
  – Сии дела не умирают…”
– რა შემიძლია რუსეთისთვის? – ხმამაღლა ფიქრობს იგი. -მე რუსეთს იმის საშუალებას არ მივცემ, რომ პუტინის ფეხებთან ეგდოს. მე რუსეთს გავკიცხავ, ვაფურთხებ, შეურცხყოფას მივაყენებ ანუ ყველანაირად შევეცდები, რომ რუსეთი ამ პოზას გადავაჩვიო. არ მივცემ იმის საშუალებას, რომ ამ პოზაში სამუდამოდ გარჩეს და ვეღარ ადგეს. თუმცა ისიც ვიცი, რომ სიმართლე არავის სიამოვნებს. რუსეთს გაზის, ნავთობისა და ატომური იარაღის გარეშე ყოფნას ვუსურვებ. 

https://iberiana.wordpress.com/iberiana/merkviladze/

Posted in გამსახურდია, პოლიტიკა, რუსეთი-Russia, საქართველო | Leave a Comment »

გამსახურდიას მოგზაურობა ევროპაში

Posted by iberiana on დეკემბერი 1, 2010

z_gamsaxurdia_finetshi-006.gifმერაბ კიკნაძე: ზვიად გამსახურდიას მოგზაურობა ევროპაში

საქართველოს კანონიერი ხელისუფლების გროზნოში ყოფნის პერიოდში მუდმივად იგრძნობოდა პრეზიდენტ გამსახურდიას ევროპაში მოგზაურობის აუცილებლობა. ეს ყურადღებას მიაპყრობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ხელს შეუწყობდა მათ ობიექტურ გაშუქებას, კანონიერი ხელისუფლების ირგვლივ არსებული საინფორმაციო ბლოკადის გარღვევას და ნაწილობრივ მაინც გაანეიტრალებდა კარგად ორგანიზებულ ცილისმწამებლურ კამპანიას. ყველაფერი ამის გროზნოდან მოხერხება თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან ჯოჰარ დუდაევის გამარჯვების შემდეგ მოსკოვმა ჩეჩნეთი თავად მოაქცია ბლოკადაში და დასავლური საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლებისათვის იქ მოხვედრა უკიდურესად გაძნელდა. თავის მხრივ, დასავლური მედიაც დიდად არ აქტიურობდა, რადგან იმთავითვე წინასწარ შემუშავებული “დემოკრატი ელცინისა” და “აბრაგი დუდაევის” შტამპებით იფარგლებოდა. ამასთან, დუდაევის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდანვე ჩეჩნეთში განუწყვეტლად ეწყობოდა პროვოკაციები – ხან რუსეთის უშუალო მონაწილეობით, ხან შინაგანი “ოპოზიციის” საშუალებით, რომელიც მოსკოვის მეხუთე კოლონას წარმოადგენდა. სიტუაცია უკიდურესად ფეთქებადსაშიში იყო.

 https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/kiknadze/

Posted in გამსახურდია, ისტორია-History, საქართველო | Leave a Comment »