Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘ეკოლოგია’ Category

„არა დიდ კაშხლებს!“

Posted by iberiana on დეკემბერი 11, 2017

470_24796770_1637065832998408_3669127037183670945_n[1]„არა დიდ კაშხლებს“ 

სვანეთის ახალგაზრდულმა მოძრაობამ „ნენსკრაჰესის” პროექტის წინააღმდეგ სვანეთში აქცია გამართა. როგორც ისინი აცხადებენ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი „ნენსკრაჰესის” დაფინანსებას აპირებს. ისინი მოუწოდებენ ფინანსურ ინსტიტუტებს თავი შეიკავონ პროექტის დაფინანსებისგან.

„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აპირებს „ნენსკრაჰესის” დაფინანსებას. ჩვენ, სვანები კატეგორიულად მოვითხოვთ ფინანსური ინსტიტუციებისგან, მსგავსი პროექტების დაფინანსებისგან შეიკავონ თავი. არც ერთ ჰესს ჩვენ არ მივიღებთ, შესაბამისად ვთხოვთ, რომ არ დააფინანსონ მსგავსი პროექტები“,- აცხადებენ ისინი.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გარემოსდაცვით ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციით, მომავალ კვირას ნენსკრა ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, შესაძლოა მხარდაჭერილი იყოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ

როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გარემოსდაცვით ორგანიზაციების ქსელი ავრცელებს ინფორმაციას, გასულ თვეს, ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ („ბერნის კონვენციის“), სამდივნომ წერილით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სადაც გამოხატა შეშფოთება მთავრობის მიერ ბიომრავალფეროვნების დაცვის ვალდებულებასთან დაკავშირებით და მოითხოვა ახსნა–განმარტება „ზურმუხტის ქსელის“ ერთ-ერთ კანდიდატ საიტზე განხორციელებული ცვლილებების თაობაზე, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სვანეთის რეგიონში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.

მიუხედავად ამისა, გარემოსდაცვითო ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციით, 2017 წლის 12 დეკემბერს EIB- ის დირექტორთა საბჭო სავარაუდოდ ხმას მისცემს სესხის შესახებ შეთანხმებას, რაც ამ საკამათო პროექტის მხარდასაჭერად 127 მლნ ევროს გამოყოფას ნიშნავს. მომდევნო დღეს კი EBRD-ის დირექტორთა საბჭო მიიღებს გადაწყვეტილაბას პროექტისთვის 214 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის დამტკიცების შესახებ.
http://liberali.ge/news/view/33027/ara-did-kashkhlebs-aqtsia-nenskrahesis-proeqtis-tsinaaghmdeg

Advertisements

Posted in 2017, ეკოლოგია, ენერგეტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

ტყვია ქართულ სუნელებში

Posted by iberiana on ივლისი 2, 2017

IMG_7025_5957e7b063268[1]ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი: ქართულ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩენილია 2017 წელსაც

როგორც ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი On.ge-სთვის გამოგზავნილ წერილში წერს, ისინი საფრთხის შესახებ რეგულარულად აფრთხილებენ ქართული სუნელების პოტენციურ მომხმარებლებს.

უწყების ინფორმაციით, ისინი უკვე წლებია ამოწმებენ საქართველოში წარმოებულ, სხვადასხვა სახის სუნელს ტყვიის შემცველობაზე და დარღვევებს რეგულარულად პოულობენ. მათ შორის, “საგანგაშო ოდენობის” ტყვია აღმოჩნდა 2017 წელს შემოწმებულ სუნელებშიც. თუმცა, წერილში არ წერია, კონკრეტულად რომელი ბრენდის, ან რა სახით დაფასოებული სუნელებია შემოწმებული და საფრთხის შემცველი. ამის დაზუსტებას ჯანდაცვის დეპარტამენტი უახლოესი დღეებისთვის დაგვპირდა.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, მათ მიერ ერთ-ერთ ნიმუშში აღმოჩენილი ტყვიის საგანგაშო ოდენობა იყო 27 000 ppm (27 000 ერთეული მილიონზე) მაშინ, როცა, მაგალითად, ტკბილეულში ტყვიის დასაშვები, უსაფრთხო ზღვარია 0,1 ppm.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი გარკვევით ამბობს, რომ მათი გაფრთხილება, ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობაზე, ახლაც ძალაშია. თუმცა, მათ საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში ამის შესახებ ჯერ კიდევ 2011 და 2015 წლებში გააფრთხილეს და ინფორმაცია შემდგომი გამოძიებისთვის გაუგზავნეს ქართულ მხარეს. მათივე თქმით, 2015 წელს გამოქვეყნებული გაფრთხილება კი საქართველოს საკონსულოსთან თანამშრომლობით შეიქმნა, რათა გაეფრთხილებინათ ქართული სუნელების პოტენციური მომხმარებლები…

სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხი:

“სურსათის ეროვნული სააგენტო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. სააგენტო მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს და ლაბორატორიულ კვლევას.

დღეს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ, რაც არის 2015 წლის ინფორმაცია და არავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან”.

On.ge გააგრძელებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას და ყველა შესაძლო გზით შეეცდება მოიპოვოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა სახეობის სუნელს ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო მძიმე მეტალების შემცველობაზე, როგორია შემოწმების სიხშირე და შედეგები, ასევე, ბოლოს როდის ჩატარდა მსგავსი შემოწმება

https://on.ge

***

%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90

ცოტნე გამსახურდია

“ბავშვობიდან, არასდროს, არავის პირადი შური არ მქონია…

მშურდა და მშურს უცხოელების, მათი ქვეყნების, საზოგადოების განათლებულობის, განვითარების, ორგანიზებულობის, წესრიგის, პატიოსნების… მშურს ამერიკელების: აღმოაჩინეს ტყვია ქართველი ბავშვების სისხლში, განგაში ატეხეს, მივიდნენ მათ სახლებში, ყველაფერი შეამოწმეს და მიაკვლიეს მოწამლვის წყაროს. არ დაეზარათ, არ დაენანათ რესურსი ერის ჯანმრთელობისათვის! სისტემა საათივით აწყობილია!

… სახეში აფარებ ამ დოკუმენტებს, მოსალოდნელ ზიანს და საფრთხეს, საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივ უმოქმედობას, სიბრიყვეს, კორუფციას და მაინც გეუბნებიან – არაო! განა შეიძლება ასე ყოველ ნაბიჯზე ერი თვითგანადგურებისკენ ისწრაფოდეს?!…

“თქვენ გესმით რა ხდება?! საერთოდ დაგრჩათ ტვინში ნეირონები?! ამერიკის ხელისუფლება აფრთხილებს საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებს საშინელი საფრთხის, საწამლავის შესახებ ჩვენს პროდუქტებში და ჩვენ ამას გვიმალავენ!

ვინ აგებს ამაზე პასუხს?! ვინ ჩაატარა მოკვლევა ან გამოძიება? ვინ გამოიკვლია უხარისხო საწვავის შემოტანის საკითხი, ან ბიძინეს მეგობრების “არემჯი გოლდი” რომ ნახევარ სამხრეთ საქართველოს ველ-მინდვრებს და მდინარეებს წამლავს? სხვა კომპანიებზე და კატასტროფულ ეკოლოგიურ ვითარებაზე აღარ ვამბობ: აქ ხომ ბიზნესი და ხელისუფლება ერთ მაფიოზურ ქსელშია შეზრდილი!

როდემდე ავიტანოთ ეს ყველაფერი?!”

წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში

02.07.2017

Posted in 2017, ეკოლოგია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

დასატბორად განწირული რაჭა

Posted by iberiana on თებერვალი 5, 2016

აი რატომ არის მიგდებული უწერა და შოვი?! რატომ იცლება რაჭა?! დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვთ ონის რაიონის დატბორვა! 

“ფერი” დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი ჰესის მშენებლობას იწყებს 

29.12.2015

"ფერი" დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი ჰესის მშენებლობას იწყებს

კომპანია „ფერი” მომავალ წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის „ონის კასკადის” მშენებლობას იწყებს. კომპანია „ფერის” აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანაშვილი რადიო „კომერსანტთან” აცხადებს, რომ მემორანდუმი სახელმწიფოსთან გაფორმებულია და სამშენებლო სამუშაოები სანებართვო პროცედურების დასრულების შემდეგ დაიწყება, სავარაუდოდ ეს მომავალი წლის ადრეულ შემოდგომაზე იქნება.

იორდანიშვილი ამბობს, რომ კომპანიამ ონის კასკადის ძველი პროექტი შეცვალა რაც მაღალი კაშხლის მშენებლობას გულისხმობდა,  ახალი პროექტით კი ჰესი მოდინების სისტემაზე იქნება. „ფერის” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ „ონის კასკადის” სიმძლავრე 180 მეგავატია, საინვესტიციო ღირებულება კი 330 მილიონი დოლარია. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა კი 2021 წელს იგეგმება. ლაშა იორდანაშვილის ინფორმაციითვე, რამდენიმე კვირაში „დარიალჰესის” ჰიდროელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში, დარიალის ჰესის სიმძლავრე 110 მეგავატია, საინვესტიციო ღირებულება კი 130 მილიონი დოლარი. (+ მოპარტახებული ხეობა და 11 დაღუპული)

კომპანია „ფერი” 1991 წელსაა დაფუძნებული. კომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია ენერგეტიკული  პროექტებზე.

http://commersant.ge/?m=5&news_id=30958&cat_id=11&lng=geo

Posted in 2016, ეკოლოგია, ენერგეტიკა, რაჭა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ივანიშვილის წინასაარჩევნო პროგრამა გიგანტურ ჰესებზე და მტკნარი ტყუილი – რაჭა!

Posted by iberiana on ივნისი 21, 2015

anna-mikautadze ანა მიქაუტაძე – ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო პროგრამა გიგანტურ ჰესებზე და მტკნარი ტყუილი – რაჭა!

წინასაარჩევნო პროგრამაში „ქართულ ოცნებას“ მკვეთრად აქვს დაფიქსირებული პოზიცია გიგანტურ ჰესებთან მიმართებაში: “სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა….

… ამბროლაურში წინასაარჩევნო აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: “ხელისუფლება ამ კუთხეში აპირებს გიგანტური ჰესების მშენებლობას და ეს გადაწყვეტილებაც ისევე ნაჩქარევად არის მიღებული, როგორც სჩვევია. ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ეს, თქვენ, სპეციალისტებთან ერთად, უნდა გადაწყვიტოთ, მცირე ჰესების მშენებლობა უფრო წაადგება ამ კუთხეს თუ გიგანტური ჰესების”.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ის ენერგეტიკოსები, ექსპერტები და გარემოს დამცველები, რომლებმაც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის ჩამოყალიბებაში მიიღეს მონაწილეობა, ხელისუფლებას არც გააკარეს….

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/ivanishvili/ana-mikautadze/

 

Posted in 2015, ეკოლოგია, ენერგეტიკა, რაჭა | Tagged: , , | Leave a Comment »

ოქროს მოპოვების ზემოქმედება ადამიანზე და გარემოზე

Posted by iberiana on იანვარი 24, 2015

 s1 ოქროს მოპოვების ზემოქმედება ადამიანზე და გარემოზე

თანამედროვე მსოფლიოში ბუნებრივი რესურსები, მათ შორის, მინერალური რესურსები, ჩვეულებრივ, ეკონომიკურ კეთილდღეობასთან ასოცირდება. თუმცა, ხშირად, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, მოპოვებითი მრეწველობის განვითარება ნაკლებად აისახება სიღარიბის დონის მაჩვენებელზე. კვლევები აჩვენებს, რომ რესურსზე დამოკიდებული ქვეყნები უფრო ნელა ვითარდებიან ეკონომიკურად, ვიდრე რესურსით ღარიბი ქვეყნები. ისიც ცნობილია, რომ მინერალურ რესურსებზე დამოკიდებულ განვითარებად ქვეყნებში მეტია კორუფციის რისკი და იკვეთება სუსტი მმართველობის ტენდენცია.

წიაღისეულის მოპოვებას უდიდესი გავლენა აქვს გარემოზე. ფართომასშტაბიან მოპოვებით საქმიანობას, ჩვეულებრივ, უკავშირდება დიდ ტერიტორიებზე ტყეების გაჩეხვა და მცენარეული საფარის განადგურება. ეს საგრძნობლად ცვლის ლანდშაფტს და გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე. ხდება მიწისქვეშა, ზედაპირული წყლების და ნიადაგის დაბინძურება. იცვლება სოციალური გარემო.

შეცვლილი სოციალური და ბუნებრივი გარემო პირობები ზემოქმედებას ახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზე.

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, მომპოვებელი კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი არ არის სათანადოდ გამყარებული ეროვნული კანონმდებლობების მოთხოვნებით ან არ არსებობს საკმარისი კონტროლი კანონის მოთხოვნების შესრულებაზე…

https://iberiana2.wordpress.com/georgia/sakdrisi/ecology/

Posted in 2014, ეკოლოგია, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

კლიმატური მარში

Posted by iberiana on სექტემბერი 24, 2014

ყველაზე მაშტაბური კლიმატური მარში ისტორიაში

ny21 სექტემბერს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “Avaaz”-ის ინიციატივით მთელს მსოფლიოში ჩატარდა  გრანდიოზული  მარში/მსვლელობა, რომელიც მიეძღვნა კლიმატის ცვლილებებს. მსვლელობის მიზანი იყო მოწოდება  ქვეყნების ლიდერებისადმი,  გადავიდნენ სუფთა ენერგიაზე.

ასიათასობით მოხალისე გამოვიდა ლონდონის, პარიზის, ბერლინის, დელის, მელბურნის ქუჩებში. ნიუიორკში მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო 675 ათასზე მეტმა ადამიანმა. მსვლელობა გადაჭიმული იყო 80 კვარტალზე.  (თბილისში მხოლოდ ათამდე ადამიანი შეიკრიბა 9 აპრილის ბაღში).

ეს მხოლოდ დასაწყისია. 15 თვე დარჩა პარიზის კლიმატურ სამიტამდე, სადაც იმედია მიიღებენ გლობალურ შეთანხმებას.  “Avaaz”-ის ორგანიზატორებს განზრახული აქვთ ყოველ თვე ჩაატარონ მსვლელობები მთელს მსოფლიოში მეტი და მეტი ხალხის ჩასართველად. იმედია, საქართველოც ღირსეულად ჩაერთვება კლიმატურ მარშში.

21 სექტემბრის სურათები იხილეთ ბმულზე: https://secure.avaaz.org/ru/climate_march_reportback/?bPdbAdb&v=46400

Posted in 2014, ეკოლოგია, მსოფლიო | Tagged: | Leave a Comment »

დარიალის ხეობა

Posted by iberiana on მაისი 18, 2014

17 მაისს დარიალის ხეობაში ზვავი ჩამოწვა 

 158026[1]დარიალის ხეობაში,  სადაც მთის მასა მოწყდა, მაშველები მუშაობენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა,  ნუგზარ ყიფიანმა განუცხადა,  შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან  სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო დახმარების ბრიგადები. სამაშველო ბრიგადები გაემგზავრა თბილისიდანაც.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში მთის მასა საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, მშენებარე ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყდა.
ამასთან, არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, რაც ჯერ დადასტურებული არ არის.

http://www.interpressnews.ge

***

2012-12-11

რა მიზეზით ითხოვდა ყაზბეგის რაიონის მოსახლეობა ” დარიალ-ჰესის” მშენებლობის შეჩერებას?

ავტორი: მანანა გელაშვილი, ვიდეო გიორგი ნარიმანიძის

ყაზბეგის რაიონის მოსახლეობა ” დარიალ-ჰესის” მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.  ადგილობრივი  მკვიდრების განმარტებით, მშენებლობის პროექტი მოსახლეობისთვის მიუღებელია, რადგან ის ბუნების კლიმატსა და მდინარე თერგს საფრთხეს უქმნის – ხეობა თავისი სივიწროვით და სპეციფიკით გამორჩეულია და მდინარის კალაპოტის შეცვლას ვერ აიტანს.   როგორც გეოლოგი იაგო კაზალიკაშვილი განმარტავს, სპეციალისტებმა პროექტის შედგენისას არ გაითვალისწინეს ადგილობრივი   რელიეფი და ლანდშაფტი, რის გამოც პროექტი ვერ გაამართლებს. ,,ინფო9“ მშენებლობის მწარმოებელ კომპანია ,,დარიალ ენერჯი“-ს დირექტორს -ლაშა იორდანიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ  პროექტი ყველა წესის დაცვით შედგა და ჰესის მშენებლობა ხეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

http://info9.ge/?l=G&m=1000&id=10926

Posted in 2014, ეკოლოგია, ენერგეტიკა | Tagged: | Leave a Comment »

სახალხო კრება ხაიშში

Posted by iberiana on თებერვალი 7, 2014

სვანები არ ვტოვებთ სვანეთს!

1451326_277069922453245_1866924106_n[1]6 თებერვალს, ხუდონჰესის თემაზე თბილისში და სვანეთში ერთდროულად აქციები და შეხვედრები იმართებოდა.

ხაიშში დიდი სახალხო კრება ჩატარდა, რომელზეც სოზარ სუბარი და ადგილობრივი მაჟორიტარი ჯაფარიძე ჩავიდნენ. მათ რამდენიმესაათიანი დახურული შეხვედრა უხუცესებთან გამართეს, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია.

თბილისში კი კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეები ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

Posted in 2014, ეკოლოგია, ენერგეტიკა | Tagged: | Leave a Comment »

არა ხუდონჰესს!!!

Posted by iberiana on ნოემბერი 4, 2013

არა ხუდონჰესს!!! საპროტესტო აქცია ხაიშში. 3 ნოემბერი 2013

Posted in 2013, ეკოლოგია, ენერგეტიკა | Leave a Comment »

არა ხუდონჰესს!!!

Posted by iberiana on ოქტომბერი 2, 2013

 არა ხუდონჰესს!!!
საპროტესტო აქცია ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. ხაიში, 28.09.2013.1377601_732631443419642_1568544419_n[1]

***

ხუდონჰესი – ენერგეტიკის მეცნიერებათა დოქტორის, მირონ ფირცხელანის ანალიზი.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/khudoni/

Posted in ეკოლოგია, ენერგეტიკა, ხუდონჰესი | Leave a Comment »

სომხეთის აეს

Posted by iberiana on ნოემბერი 7, 2011

თურქეთი სომხეთის ატომური ელექტროსადგურის წინააღმდეგ…

სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დახურვის თემა კვლავ გააქტუალურდა. თურქული საინფრომაციო საშუალებების ცნობით, ქვეყნის ხელისუფლებამ, მსოფლიოს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს, საკითხის შესწავლის თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა. მიზეზი, ამჯერად, თურქეთში, კერძოდ, ვანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრა გახდა, რომელმაც 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიწისძვრის შემდეგ, რეგიონში რადიაციის დონე არ მომატებულა, თურქეთის ხელისუფლება შიშობს, რომ სეისმურად ასეთ აქტიურ ზონაში ატომური სადგურის არსებობა, განსაკუთრებული რისკის ქვეშ აყენებს რეგიონს.

სომხური მხარე თურქეთის პრეტენზიებს არ ეთანხმება. ოფიციალური ერევნის განცხადებით, სადგურმა 1988 წელს, სომხეთში მომხდარ უძლიერეს მიწისძვრას გაუძლო, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ის ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობდა და არანაირი პრობლემები არ შექმნია. ამასთან, სომხების განმარტებით, სადგური 9 ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი. თუმცა, თურქული მხარე ამ არგუმენტს არ იზიარებს…

http://iberiana2.wordpress.com/armenia/aec/#2

Posted in ეკოლოგია, საქართველო-Georgia, სიახლე, სომხეთი - Armenia | Leave a Comment »

რას უპირებს ხელისუფლება რაჭას?

Posted by iberiana on მაისი 15, 2011

876219206[1]რას უპირებს ხელისუფლება რაჭას?

უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ყურადღება მიიქცია მთავრობის გადაწყვეტილებებმა ონში ჰესების კასკადის მშენებლობისა და ხე–ტყის დამზადების 20 წლიანი ლიცენზიების გაყიდვის მიზნით აუქციონის გამოცხადების თაობაზე. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ახალი არაა: საქართველოს ხელისუფლება რაჭის ეკონომიკური განვითარების მთავარ მიმართულებად აირჩია ბუნებრივი რესურსების ფართო მასშტაბიანი ექსპლუატაცია: ტყის სამრეწველო ჭრა, წიაღისეულის მოპოვება, ჰიდროენერგორესურსების ათვისება. რაჭის უნიკალური ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ეს მიმართულება ნამდვილად არ შეესაბამება მდგრადი განვითარების თანამედროვე პრინციპებს: დიდი ჰესები, ხე–ტყის სამრეწველო ჭრა და სამთო–მოპოვებითი მრეწველობა გარემოს დეგრადაციის განმაპირობებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რასაც ხშირად სტიქიური პროცესების გააქტიურება და მოსახლეობის იძულებითი გადასახლება ახლავს. სამწუხაროდ, ფართო საზოგადოებას ამ საკითხებისადმი ჯეროვანი ყურადღება არ გამოუჩენია…

 სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/gdx/#8

Posted in ეკოლოგია, პოლიტიკა, საქართველო-Georgia, სიახლე | Leave a Comment »

ფუკუშიმა – იაპონური ჩერნობილი

Posted by iberiana on მარტი 16, 2011

მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად მსოფლიო საშინელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა

 ატომური ელექტროსადგური (აეს) “ფუკუშიმა–1” – ის აფეთქებამ ყველა აიძულა კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო, უსაფრთხოა თუ არა ატომური ენერგეტიკა.

მიწისძვრის შედეგად “ფუკუშიმის” მოქმედი სამი რეაქტორი ავტომატურად გამოირთო. ამ მიზეზით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება წყლის საქაჩებისთვის, რომელთაც წყალი მოყავთ მოძრაობაში და აგრილებენ აქტიურ ზონას. ასეთი შემთხვევისთვის არსებობს დიზელ-გენერატორები. მათ საჭიროებისამებრ აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება, მაგრამ 1 საათის შემდეგ გაურკვეველი მიზეზების გამო კვლავ შეწყვიტეს მუშაობა. ეს ნიშნავს, რომ დამატებითმა დამცავმა მექანიზმმა ამ სიტუაციაში არ იმუშავა.

https://iberiana.wordpress.com/saqartvelo/r-dundua/

Posted in ეკოლოგია, მსოფლიო, სიახლე | Leave a Comment »

Гольфстрим умер

Posted by iberiana on იანვარი 4, 2011

 Гольфстрим умер. Нас ждет новый ледниковый период?

Жизнь на Земле только что изменилась… Гольфстрим умер… По последним спутниковым данным, Гольфстрим больше не существует. Вся система морских течений Северной Атлантики является ключевым элементом теплового регулирования планеты, позволяя Ирландии и Англии быть свободными ото льда, а Скандинавским странам не быть слишком холодными. Это то, что защищало весь мир от нового ледникового периода – термохалинная система циркуляции – в настоящее время в ряде мест умерла и умирает на других участках.

Гольфстрим – это «река» с теплой водой, которая двигалась через Атлантический океан, достигала Мурманска и обогревала Европу своим теплом, одновременно защищая ее от полярных ветров.

В Германии два месяца подряд (в течение ноября и декабря 2010 года) сохраняется стабильный снежный покров толщиной около 10 см, чего не было уже много десятилетий, и стоят необычные для этих мест морозы, доходящие по ночам до минус 20°С. Типичных для начала зимы оттепелей в этом году не было.

https://iberiana.wordpress.com/novosti-mira/

Posted in ეკოლოგია, მსოფლიო | Leave a Comment »