Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘ემიგრანტები’ Category

ქართველი ემიგრანტის წუხილი

Posted by iberiana on დეკემბერი 23, 2019

skola

ქართველი ემიგრანტის წუხილი – “აქ მოზარდი პატარების მშობლიური ენის ცოდნა და სიყვარული ნულს დიდად არ სცილდება”

გუშინ ქართულ სათვისტომოს წინასაახალწლო საბავშვო კონცერტი ჰქონდა. მე დასასრულს მივედი, საჩუქრებს რომ ურიგებდნენ პატარებს, იმ დროს.
სცენაზე პატარა ქართველები ირეოდნენ.

უცებ გუნდური შეძახილები გაისმა: “სნეგურაჩკააა! სნეგურაჩკაა! სნეგურაჩკაა!”

ნუ, რა დამემართა?!

წარმოიდგინეთ, ხმაც ვერ გავიღე გამოთაყვანებისგან!…

ჩემთვის ძალზედ მტკივნეულია, აქ მოზარდი პატარების მშობლიური ენის ცოდნა და სიყვარული ნულს დიდად არ სცილდება, მათი მშობლების უმრავლესობას ხომ ეს საკითხი, ეს ტკივილი მზესუმზირის ჩენჩოდაც არ უღირთ!

მაშინ, როდესაც სხვა ერების წარმომადგენლების ოჯახებში მშობლიური ენის საკითხი სათანადო დონეზე დგას! მათი მეორე-მესამე თაობა უცხო მიწაზე მშობლიურ ენაზე ჟღურტულებს!

ჩვენი?!
ვაი, ჩვენი ცოდო!…

18 წლის უცხოეთში ცხოვრება და თანამემამულეებზე დაკვირვება ასეთ რამეს მათქმევინებს: ჩვენზედ ადვილი გადასაჯიშებელ-გადასაგვარებელი ხალხი არ დადის დედამიწის ზედაპირზე!

მაგრამ, გასაკვირი ისაა, რომ ცხოვრობენ, შრომობენ თუ საწვლობენ უცხო ქვეყანაში, მშობელთა უმრავლესობის გულები კვლავ ღიღინებენ “Калин, камалин, камалин, камоя”-ს!

მრავალი წელია სხვის ქვეყანაში ცხოვრობენ და გამართულად ერთ რთულ ქვეწყობილ წინადადებასაც ვერ მოაბამენ თავს. მიუხედავად იმისა რომ სარგებლობენ ამ ქვეყნის ყველა სოციალური სიკეთით, გული მაინც “ერთმორწმუნე” რუსეთისთვის უძგერთ!

აბა, გაბედე და შეეკამათე, იარლიყები მზადა აქვთ!

ან კიდევ რამდენმა ქართველმა მოზარდმა იცის აკაკის “სულიკო” ან “ციცინათელა“?!
ან კი სმენიათ?!

რა, ჰქნან, მშობლებს არ სცალიათ, შრომობენ!
“სნეგურაჩკასთვის” კი სცალიათ!

შვილებს არც ქართულ ნახატ ფილმებს აყურებინებენ, სამაგიეროდ “Ну погоди заяц” და “Мария и медведь”, გაგიხარიათ!
უხარიათ, ამაყობენ რუსულს სწავლობენო!

სამწუხარო და სავალალოა ფრიად!

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/s-a/ 

 

Posted in 2019, ემიგრანტები, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

გრიგოლ რობაქიძე – 139

Posted by iberiana on ოქტომბერი 28, 2019

Grigol Robakudze

გრიგოლ რობაქიძე – 139

დღეს ქართველებს ორი ლამაზი თარიღი გვაქვს: 28 ოქტომბერი საქართველოს თავისუფლების ბალავრის ჩაყრის დღე და დიდი მამულიშვილის და ევროპული დონის ჭემოქმედის, გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღე!
გრიგოლ რობაქიძისა, რომელიც ამაყად უსწორებდა თვალს ევროპელ შემოქმედთ!

ნიკოლაუს ზომბარდტი წერს: „გრიგოლ რობაქიძე დასავლეთ ევროპასაც ზემოდან დასცქეროდა. მას ჰქონდა ევროპელების წინაშეც უპირატესობის გრძნობა, რადგან ქართველი ერი, რობაქიძის აზრით, უფრო ძველი და უფრო კეთილშობილი, თაურცოდნასთან უფრო ახლო მყოფი რასაა“. აქ გვახსენდება ერთი ეპიზოდი გრიგოლ რობაქიძის მოთხრობა „ენგადიდან“. კინოგადამღებთა ჯგუფი მიდის ხევსურეთში, მათ შორის, ერთი ქართული ენის მცოდნე, დედით ქართველი, მამით რუსი – გიორგი ვალუევი. ისინი გზაში ხვდებიან ხევსურ მგელიკა ალუდაურს, რომელსაც არ აკვირვებს არც ფოტოაპარატი და არც სხვა ტექნიკა. „მდგარიყო მის წინ ამ წამს ნაპოლეონი თუ გოეტჰე, ვერც ერთი მათგანი ვერ გამოიწვევდა მასში გაოცებას. ეჭვი არაა, იგი მათს წინაშე პატივისცემით დაიჭერდა თავს, მაგრამ, ამავე დროს, იგი დარწმუნებული იქნებოდა შინაგან, რომ სადღაც, ყოფითს ერთს არსებით მუხლში იგი მათზე მაღლა სდგას. ასეთი იყო შთაბეჭდილება, მისგან გამოწვეული. ხევსური იდგა ჩვენს წინაშე შინაგან ამაყი, ხოლო არა მედიდური“.

ნიკოს კაზანცაკი წერდა თავის რომან „ტოდა-რაბაში“: „ახლა გრიგოლ რობაქიძე წარმოდგენილი მყავს, ვით უძლიერესი სულიერი პიროვნება საქართველოსი. იგი დაახლოებით ორმოცი წლისაა. ყოველთვის ლამაზად ჩაცმული. ყურადღებას იპყრობს თავისი ფიცხელი მოძრაობით და თვალთა ცივი მზერით. მხოლოდ ფართო, თავდაჭერილი სიცილი, რომლის დროსაც მისი მშვენიერი კბილები მოსჩანან, გვიმხელს მის ვნებიანობას. გრძნობ, ხარ წინაშე იმ ადამიანისა, რომელიც თავის წმინდა გამტაცებელ ტემპერამენტს აშკარა მტკიცე ნებით იპყრობს“.

დღეს გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეა!

არ ეგების დავიწყება!

მას ორი ოცნება ჰქონდა მხოლოდ:

პირველი და უმთავრესი – საქართველოს თავისუფლება;

მეორე და მოკრძალებული:

ნატვრა-ანდერძი: … „ჩემმა მკითხველმა იცის, თუ როგორ მესახება მე მცხეთა… შედიხარ ტაძარში და ამჩნევ კუთხეში მარჯვნივ პაწია სალოცავს ძველისძველ აშენებულს. ტაძრის მშენებლებს იგი არ დაუნგრევიათ…

ჩემი ნატვრაა: როცა მე ამ ქვეყნად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში. სანთელს ანთებდეს ამ პაწია სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვთხოვ საქართველოს“.

აღსრულდეს უფლის ნებით დიდი გრიგოლის გულისნადები – სამშობლოს მკვდრეთით აღდგომა!

***

გრიგოლ რობაქიძე: კონსტანტინე გამსახურდია

“სამი თვის წინათ ერთი ამბავი მაცნობეს პარიზიდან. ოლია თავაძეს, ყოფილ წევრს საქ. მთავრობისა, ეამბნა, როცა ბერლინი, 1945 წელს საბჭოთა ჯართა მიერ ალყაშემორტყმული, ცეცხლის ქვეშ ნადგურდებოდა, მოვარდა ჩვენთან, მთავრობის სასახლეში, ერთი ჯგუფი მწერალთა კ. გამსახურდიას მეთაურობით – თხოვნით: რაიმე ზომები მიგვეღო გრ. რობაქიძის და მ.წერეთლის, რომელნიც მაშინ ბერლინში ეგულებოდათ, გადასარჩენადო. – მრავალი შერხევა განმიცდია ნეტარი წუთით, ხოლო ასეთი სიმძაფრით არა. ასეთი რამ მხოლოდ დიდი კარდჰუს სამშობლოში თუა შესაძლო. მრავალი ცრემლი დავღვარე, ცრემლი ნეტარების. ეხლაც შერხეული ვარ, ვიგონებ რა ამ ამბავს, გამოუცხადო მადლობა ამ მწერლებს? ეს ემსგავსებოდა – მადლობა გამომეთქვა მღვდელმთავრისადმი ზიარებისათვის. დეე, ეს “აქტი” დარჩეს წვეთად სამშობლოდან მოგვრილი ზედაშისა, რაიც ვიგემე მე სამუდამოდ გადმოხვეწილმა.”.

ა.ს.
28 ოქტომბერი, 2019

^^^

Grigol Robakudze - K. Gamsakhurdiaროგორც ცნობილია, ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე პოლიტიკური ემიგრანტის სტატუსით გერმანიაში ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ყოველმხრივ ცდილობდა მის ჩამოტყუებას, გრიგოლი სამშობლოში არ ბრუნდებოდა.

1940 წელს რობაქიძის ჩამოსაყვანად გერმანიაში კონსტანტინე გამსახურდია გაუშვეს, რომელიც ასევე, პოლიტიკურად არასაიმედოდ ითვლებოდა, მაგრამ დიდ ქართველ მწერალს უკვე პატარა ზვიადი ჰყავდა და მთავრობას გამსახურდიას ცოლ-შვილი, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავდა დატოვებული იმ შემთხვევისთვის, თუკი ის უკან დაბრუნებას არ მოისურვებდა. გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებულმა კონსტანტინე გამსახურდიამ ოფიციოზს განუცხადა: ყველანაირად ვეცადე, გრიგოლი დამერწმუნებინა, რომ უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ კატეგორიულ უარზეა. ასე მითხრა, მაგ წითელ ღორებს თავს არ მოვატყუებინებო…

გამსახურდიას მიერ ჩამოტანილი პასუხი მთავრობის მეთაურებს, რა თქმა უნდა, არ ეპიტნავათ, მაგრამ კონსტანტინესაც არაფერი უთხრეს და შეეშვნენ, მით უმეტეს, რომ „დიდოსტატის მარჯვენა“ უკვე ძალიან პოპულარული იყო.

წლების მერე, როცა გრიგოლ რობაქიძე გარდაიცვალა, შვეიცარიაში გამოქვეყნდა მისი ჩანაწერების ფრაგმენტები. ერთ-ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ: „ჩემთან კოწია იყო ჩამოსული, რომელიც საბჭოთა მთავრობამ ჩემს წასაყვანად გამოგზავნა. უკან დაბრუნება მინდოდა, მაგრამ კოწიამ მითხრა: არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდე, რადგან წითელი ღორები დაპატიმრებასა და გასამართლებას გიპირებენო…“

ნიკა ლაშაური

Posted in 2019, ემიგრანტები, საამაყო ქართველები, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

წარმატებული ქართველები უცხოეთში

Posted by iberiana on ოქტომბერი 23, 2019

ემიგრაციაში წასული ქართველების თავიდან დაწყებული ცხოვრება და თავბრუდამხვევი წარმატება

ტვ იმედის სიუჟეტი

ქართველები, რომლებმაც ამერიკას სხვადასხვა ბრენდები აჩუქეს:

გიორგი მაჩაბელი – პარფიუმერი
გიორგი პაპაშვილი – მწერალი და მოქანდაკე
გიორგი კობახიძე (ჯორჯ კობი) – ბიზნესმენი და 60-მდე გამოგონების ავტორი
ალექსანდრე ქართველიშვილი – ავიაკონსტრუქტორი

 

Posted in ემიგრანტები, ვიდეო, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

“პალმა ჯუმეირას” ქართველი კონსტრუქტორი

Posted by iberiana on მარტი 22, 2019

e183a1e18393

ვინ არის მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებული “პალმა ჯუმეირას” ქართველი კონსტრუქტორი – “სამწუხაროა, რომ მას საქართველოში არ იცნობენ”

“სამ­წუ­ხა­როა, რომ მსოფ­ლი­ოს ამ “მერ­ვე სა­ოც­რე­ბის” შე­სა­ხებ არ­სე­ბულ უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ხში­რად არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ვი­ნა­ო­ბა. სწო­რედ მან მო­ა­ხერ­ხა იმ კონ­სტრუქ­ცი­ის დაპ­რო­ექ­ტე­ბა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ყუ­რე­ში ნი­ა­და­გის და­მაგ­რე­ბა მო­ხერ­ხდა, რათა მიწა ზღვას არ წა­ე­ღო. სამ­წუ­ხა­როა ისიც, რომ ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი თა­ვი­სი გე­ნი­ა­ლუ­რი კონ­სტრუქ­ცი­ის შე­დე­გე­ბის ნახ­ვას ვერ მო­ეს­წრო. უფრო სამ­წუ­ხა­როა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ დიდ პი­როვ­ნე­ბას არ იც­ნო­ბენ” – ამ­ბობს ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­კო­სი რუ­სუ­დან და­უშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვილ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს გვაწ­ვდის:

– მას შემ­დეგ, რაც ძვ.წ. II ს-ში მსოფ­ლი­ოს შვი­დი სა­ოც­რე­ბის სია შედ­გა, არა­ერ­თხელ იყო ამ სიის შეც­ვლის და შევ­სე­ბის მცდე­ლო­ბა. XXI-ე სა­უ­კუ­ნის “მსოფ­ლი­ოს მერ­ვე სა­ოც­რე­ბად” მიჩ­ნე­უ­ლია სპარ­სე­თის ყუ­რე­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი “პალ­მა ჯუ­მე­ი­რა”, ეს არის ზღვა­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი პალ­მის ფორ­მის ხე­ლოვ­ნუ­რი კუნ­ძუ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ასე­ვე ხე­ლოვ­ნუ­რი ატო­ლით არის შე­მო­ფარ­გლუ­ლი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ადა­მი­ა­ნის ხე­ლით შექ­მნი­ლი ეს მე­ო­რე ძეგლია, დიდი ჩი­ნუ­რი კედ­ლის შემ­დეგ, რო­მე­ლიც კოს­მო­სი­დან ჩანს. ამ უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცე­ლე­ბუ­ლია პრე­სის, ტე­ლე­ვი­ზი­ის, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა ყვე­ლამ არ იცის, რომ ამ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, ემიგ­რან­ტი ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლია

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/geosurnames/zaldastanishvili/

Posted in გამოჩენილი ქართველები, ემიგრანტები, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ძმები ნიკურაძეები

Posted by iberiana on მარტი 22, 2019

 ვინ იყვნენ ლეგენდარული ქართველი ემიგრანტი ძმები, რომელთა სახელი პორშეს, დაკიდულ მატარებელს და ჰიტლერს უკავშირდება

dzmebinikuradzeebi_2018-12-14_5gyywsodqpy4

ჰიტ­ლე­რის სა­ი­დუმ­ლო მრჩე­ვე­ლი, ევ­რო­პის და­კი­დუ­ლი მა­ტა­რებ­ლის და “პორ­შეს” თერ­მო­დი­ნა­მი­კუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის ავ­ტო­რი – ვინ იყ­ვნენ ლე­გენ­და­რუ­ლი ემიგ­რან­ტე­ბი ძმე­ბი ნი­კუ­რა­ძეები.

…არ­სე­ბობს გად­მო­ცე­მა, რომ რო­დე­საც გერ­მა­ნე­ლე­ბი პა­რიზ­ში შე­ვიდ­ნენ და გაჩ­ნდა სე­რი­ო­ზუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ მათ ეპოვ­ნათ და მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ნათ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რი, რო­მელ­საც დიდი ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი იცავ­და, ამ მძი­მე მო­მენ­ტში ექ­ვთი­მეს­თან გა­მო­ცხად­დნენ “ესე­სის” ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ძმე­ბი ნი­კუ­რა­ძე­ე­ბი და მი­ხე­ილ კე­დია (სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის დე­დის ძმა) და დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს გან­ძის და­მალ­ვა­ში და გა­დარ­ჩე­ნა­ში..

ვინ იყ­ვნენ ლე­გენ­და­რუ­ლი ძმე­ბი ივა­ნე და ალექ­სან­დრე ნი­კუ­რა­ძე­ე­ბი, რო­მელ­თა სა­ხე­ლი ჰიტ­ლერს, ევ­რო­პის და­კი­დულ მა­ტა­რე­ბელ­სა და “პორ­შეს” უკავ­შირ­დე­ბა – მათ შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს მკი­თხველს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ვაჟა შუ­ბი­თი­ძე უამ­ბობს.

ძმე­ბი სამ­ტრე­დი­ა­ში მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ი­ბად­ნენ. 1919 წელს ივა­ნე იმ რჩე­ულ ახალ­გაზ­რდებს შო­რის მოხ­ვდა, რო­მელ­თაც ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა და პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო თა­ვის ხარ­ჯით უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად აგ­ზავ­ნი­და. ძმე­ბი რომ არ და­ე­შო­რე­ბი­ნა, ახალ­გაზ­რდე­ბის მამა სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში და უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს სთხო­ვა, მეც მო­გეხ­მა­რე­ბით სახ­სრე­ბით და თუ მო­ხერ­ხდე­ბა ალექ­სან­დრეც ძმას­თან ერ­თად გაგ­ზავ­ნე­თო. ასე მოხ­ვდნენ ძმე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში…..

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/geosurnames/nikuradze/

 

Posted in გამოჩენილი ქართველები, ემიგრანტები, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ეროვნული კატასტროფა ყველას შეგვეხება

Posted by iberiana on მარტი 12, 2019

kartvelishvili ეროვნული კატასტროფა ყველას შეგვეხება, ემიგრანტსაც და არაემიგრანტსაც

ისეთი დრო დგას, რომ თუ დღეს არ გავიღვიძეთ ხვალ ნამდვილ მიწიერ ჯოჯოხეთში მოგვიწევს გაღვიძება, რადგან მთავრობა უკვე აშკარად ადგას ქვეყნის მატერიალურად და სულიერად გაყიდვა–გახრწნის გზას.

ლიბერასტული ხელისუფლება, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები უმაგრებენ ზურგს, პირდაპირ და ურევიზიოდ ასრულებს მათ დავალებებს. ევროპის ხელისუფალნი კი უკვე დიდი ხანია აღარ მალავენ, რომ მათ ქვეყნებზე მიმდგარი აზია-აფრიკელი მიგრანტების გადასროლა–კონცენტრაცია საქართველოში უნდა მოხდეს. არადა ყველა ჭკუათმყოფელმა იცის, რომ ეს პროცესი კავკასიის ამ ცენტრალური ქვეყნის აფეთქებას და რეგიონში შეუქცევად სისხლისღვრას გამოიწვევს.

დასავლელი ეგრეთ წოდებული “სტრატეგიული პარტნიორები” ჩვენ ქვეყანას არც მეტი არც ნაკლები “საზარბაზნე ხორცად” განიხილავენ და ამ საერთაშორისო მიგრანტულ ომში გასაწირად იმეტებენ. ამავე გეგმის ნაწილია ის ქართველებისთვის დამასუსტებელ- დამამცირებელი პოლიტიკაც რასაც ნეოლიბერალური მთავრობები ჩვენი მოქალაქეების მიმართ მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად ახორციელებენ. ხოლო აუარებელი თანხები ,რომელსაც დასავლეთის სახელმწიფოები ვითომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის გზავნიან, საქართველოში იუდას ჰონორარებად ილექება —- ივანაშვილის, მინისტრ–ჩინოვნიკების, პარლამენტარების და აგენტ–არასამთავრობოების ჯიბეებში.

ახლოვდება კატასტროფა და მას ვერ გადაურჩება ვერცერთი ოჯახი და მოქალაქე. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ გამოვიჩინოთ არნახული სიფხიზლე და დავიწყოთ გაერთიანება, რადგან ამ დამღუპველი პროცესის შეჩერება მხოლოდ ქართველებისვე რკინისებურ ერთობას შეუძლია.

განზე უნდა გადავდოთ ყოველგვარი პირადი, რადგან  —- მშობლიური საყრდენი–სახლი საქართველო განსაცდელშია.
არნახული ერთობის დროა!!! 

გურამ ქართველიშვილი
12.03.2019

Posted in 2019, ემიგრანტები, იდეოლოგია, მამულიშვილებს, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | 1 Comment »

ვახტანგ ზარქუა – პასუხი ქართველ ემიგრანტებს!

Posted by iberiana on იანვარი 23, 2019

ვახტანგ ზარქუა – ჩემს მიმართვაზე ასხნა-განმარტებები და ჩემი პასუხები ქართველ ემიგრანტებს!

zarqua

კომენტარების უმეტესობა პოზიტიურია და ეს მახარებს, თუმცა, ნაწილი კომენტარებისა აგრესიული და შეურაცხმყოფელია, როცა არაფერი დამიშავებია, პირიქით, ვეცადე გამომეწვია დისკუსია და ერთად მიგვეგნო საუკეთესო გამოსავლისთვის. იმედია, ამ გამოსავალს ვიპოვით…
აი, თქვენ კი, ვინც მე, თქვენთვის სრულიად უცნობ ადამიანს, ტალახი მესროლეთ, ნამდვილად არაფერს გთხოვთ, არც გვჭირდება თქვენი არაფერი, იყავით სადაც ხართ ბედნიერად! პირადად მე შეურაცხყოფისთვის შემინდვია თქვენთვის, უფალი და საკუთარი თავი თუ შეგინდობთ, ეგ უკვე აღარ ვიცი….

ჩემს მიმართვაში არსად წერია, რომ ემიგრანტებს დაბრუნებას ვთხოვ, რადგან ვისაც სურვილი ექნება, მაქედანაც შეიძლება საქართველოში დარჩენილი ნორმალური საზოგადოებისთვის მხარში დადგომა, როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად და მატერიალურადაც.

ძალიან გთხოვთ, ნუ დაგვამადლით იმას, რომ ქართველი ემიგრანტები საქართველოში ფულს აგზავნით საკუთარი ოჯახებისთვის და ახლობლებისთვის…. ეს არ არის ნორმალური ვითარება…. თქვენს გამოგზავნილ ფულებზე ისევ ჩვენი მაფიოზები და ყაჩაღები ითბობენ ხელს, სახელმწიფოს სოციალური დახმარებისა და უცხოეთიდან გამოგზავნილი დახმარებების წყალობით ქვეყანაში გასაკეთებელი უამრავი საქმე არ კეთდება… საქართველოში დარჩენილ პასიურ საზგადოებას ადვილად წამოასხდნენ თავზე ყაჩაღები და მაფიოზები და დღემდე სისხლს სწოვენ ამ საზოგადოებას….

კიდევ ერთხელ განვმარტავ, მე არაფერს ვითხოვთ იმ ემიგრანტებისგან, რომლებმაც კარგად ვერ გააცნობიერეს, თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომლებიც თვლიან, რომ არაფერი გამოვა, ან კიდევ, რომლებმაც საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი თავიანთ ხალხსა და ქვეყანაზე (ასეთი კომენტარიც იყო ჩემ მიმართვაზე)… მე მივმართავ იმ ემიგრანტებს, რომლებსაც კარგად ესმით პრობლემის არსი, რომლებისთვისაც ოჯახისა და ახლობლების გარდა, მნიშვნელოვანია თავიანთი ქვეყნის მომავალი, რომლებსაც გააჩნიათ ორგანიზაციული, ინტელექტუალური, ფინანსური და სხვა საჭირო უნარები, შესაძლებლობები და გამოკვეთილი სურვილი ქვეყნის ნორმალური განვითარებისკენ შემობრუნების საქმეში.

კითხულობთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება და გპასუხობთ:

1. ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველმა ემიგრანტებმა თავიანთი მტკიცე პოზიციით მხარი დაუჭირონ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას, რადგან, თუ სასამართლო სისტემა არ გაჯანსაღდა, შეუძლებელია ქვეყნის განვითარება და საზოგადოების კეთილდღება;

2. მეორე, რაშიც ემიგრანტების მხარდაჭერაა საჭირო, არის საარჩევნო სისტემის იმ დონემდე დახვეწა, რომ ვერავინ შეძლოს არჩევნების გაყალბება. ეს მოგვცემს ნორმალური ხელისუფლების მიღების საშუალებას, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ქვეყნის ნორმალურ განვითარებას.

როგორ უნდა დაუჭირონ ემიგრანტებმა მხარი სასამართლო და საარჩევნო სისტემების გაჯანსაღებას? უამრავი გზა და საშუალება არსებობს მხარდაჭერისა. ამიტომ, პირველ რიგში, საჭირო იქნება ემიგრანტების ერთობის შექმნა, რომელიც იზრუნებს სწორედ ზემოხსენებული საკითხების გადაწყვეტისთვის საქართველოში დარჩენილ შესაბამის საზოგადოებასთან ერთად.

ყველაფერზე აქ ვერ ვისაუბრებ, უბრალოდ, საჭიროა, ემიგრანტებს შორის გამოჩნდეს რამდენიმე დაინტერესებული და ზემოთ ნახსენები სათანადო შესაძლებლობებისა და სურვილის მქონე ადამიანები, გაიმართოს ჩვენსა და ემიგრანტების აღნიშნულ საზოგადოებას შორის კომუნიკაცია და შემუშავდეს მხარდაჭერის სამოქმედო გეგმა. აი, ზოგადად რისი თქმაც აქ შემიძლია…

ყველას სიკეთე მოგცეთ ღმერთმა!

22.01.2019

Posted in 2019, ემიგრანტები, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , | 1 Comment »

მიმართვა ქართველ ემიგრანტებს

Posted by iberiana on იანვარი 19, 2019

 

zarquaვახტანგ ზარქუა – მიმართვა ქართველ ემიგრანტებს

თქვენი ქვეყანა, სამშობლო მთლიანად წუმპეშია, უზნეობაშია, უღირსობაშია, ქვეყანა მაფიოზურ-კლანური ჯგუფების ხელშია, რასაც ვერ ვერევით და ვერც მოვერევით უცხოეთში გახიზნული ქართველების გარეშე!

დროულად არის ზომები მისაღები, თორემ, ვატყობ, ნელ-ნელა ეს ქვეყანა საგიჟეთს ემსგავსება, სადაც ადმინისტრაცია მაფიოზებია, ხოლო პაციენტები კი დანარჩენი საზოგადოება… ეს ქვეყანა და ხალხი მეტს ვეღარ გაუძლებს…

ადამიანები ზღვარზე არიან, ზოგი თვითმკვლელობაზე ფიქრობს, ზოგი გაქცევაზეა, ზოგი კი მზად არის თვითმკვლელობის მაგივრად თავი გაწიროს ღირსეულ და აზრიან ბრძოლაში, თუმცა, ასეთები ცოტანი არიან, ამას გარდა, აზრიან გეგმას ვერც თვითონ ადგენენ და ვერც სხვა ვინმე სთავაზობს მათ….

ქვეყანა და საზოგადოება კვდომის პროცესშია და ამას ყველანი ვგრძნობთ, ყველანი ვამჩნევთ, თუმცა, ვერაფერს ვცვლით და ვერც შევცვლით ძალაგამოკლებული საზოგადოება…. წარმოიდგინეთ, ქვეყნის მოსახლეობის 35%-მდე გასულია ქვეყნიდან, ეს ყველაზე შრომისუნარიანი, აქტიური და ინტელექტუალური ნაწილია ქვეყნისა… მოსახლეობის მესამედი, ნაღები საზოგადოება რომ რომელიმე განვითარებულ ქვეყანას მოაკლდეს, ის მალევე ჩამოიშლება… ჰოდა, საკვირველია, თუ კიდევ რითი სულდგმულობს ჩვენი გაპარტახებული ქვეყანა, რისი იმედი უნდა გვქონდეს, როცა ქვეყნის დატოვების ტენდენცია არ წყდება….

ქ ა რ თ ვ ე ლ ო  ე მ ი გ რ ა ნ ტ ე ბ ო, თუ თქვენი ქვეყანა და ხალხი გიყვართ, თუ გინდათ შეინარჩუნოთ სამშობლო, თუ აპირებთ, რომ თქვენს შვილებს მხოლოდ აგარაკად არ შერჩეს ეს ქვეყანა, მიიღეთ მონაწილეობა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, შეიტანეთ თქვენი წვლილი მაფიოზურ-კლანური სახელმწიფოდან ნორმალური და ღირსეული, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში! არავინ გთხოვთ თავგანწირვას, უბრალოდ, თქვენი დროის მცირე ნაწილი დაუთმეთ თქვენი ქვეყნის გადარჩენის და მომავალი კეთილდღეობის საქმეს!

ძ ვ ი რ ფ ა ს ო  ე მ ი გ რ ა ნ ტ ე ბ ო, არ ვიცი, თუ სხვანაირად როგორ აღვწერო მდგომარეობის სიმძიმე, როგორ გამოვხატო ჩემი და ალბათ ბევრი აქ დარჩენილი ქართველის თხოვნა, მხოლოდ ვიტყვი იმას, რომ თქვენს გარდა ამ ქვეყანას ჭირისუფალი და პატრონი არ ჰყავს და არც ეყოლება და თუ თქვენ, ჩვენთან ერთად, არ იზრუნეთ საქართველოში მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, მაშინ ეს ქვეყანა განწირულია დაღუპვისთვის…..

მომიტევეთ ასეთი პირდაპირობისთვის, მაგრამ, დიპლომატიის და მორიდების დრო უკვე აღარ დარჩა….ღრმად ვარ დარწმუნებული და მინდა თქვენც გაიაზროთ, რომ თქვენს გარეშე ამ ქვეყანას და მის საზოგადოებას პერსპექტივა არა აქვს!…

19 იანვარი, 2019

https://iberiana.wordpress.com/mamulishvilebs/

***

ვახტანგ ზარქუა – ჩემს მიმართვაზე ასხნა-განმარტებები და ჩემი პასუხები ქართველ ემიგრანტებს! 22.01.2019

https://iberiana.wordpress.com/2019/01/23/zarqua-2/

 

 

Posted in 2019, ემიგრანტები, მამულიშვილებს, საქართველო-Georgia | Tagged: , | 20 Comments »

ემიგრანტების მიმართვა საყდრისის დასაცავად

Posted by iberiana on აპრილი 14, 2014

sakdrisi_457d2[1]გადავარჩინოთ წარსული, ამით გადავარჩენთ მომავალს!

თანამემამულენო!

„წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა“, წმიდა ილია მართალის ამ სიტყვების მნიშვნელობა სისხლხორცეულად ჰქონდათ შეგნებული ქართული დისიდენტური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პატრიარქებს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას.

ისინი მთელი ცხოვრება იღწვოდნენ ჩვენ ერის კულტურული საგანძურის თუ მშობლიური ფლორისა და ფაუნის გადასარჩენად. მთელს თავის ძალისხმევას ამ საქმეს ახმარდნენ.

გახსოვთ, ალბათ, ეროვნული მოძრაობის აღმავლობის გარიჟრაჟი სწორედ ქართული ქრისტიანული კულტურის უბრწყინვალესი ძეგლის – დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადარჩენის გამოსვლებით დაიწყო.

ქართული ეროვნული მოძრაობა ყოველთვის იდგა მშობლიური დედაბუნების სადარაჯოზე. გასული საუკუნის 80-იან წლებში ეროვნული მოძრაობა წინ აღუდგა საქართველოს ფლორისა და ფაუნის გამანადგურებელ გიგანტურ პროექტებს, რომლის განხორციელებასაც დამპყრობელი ცდილობდა ჩვენს მამულში, იქნებოდა ეს გიგანტური ჰიდროელექტრო სადგურები თუ ტრანსკავკასიის რკინიგზა.

ჩვენი სამშობლოს თავზე დღესაც წისქვილის ბორბალი ტრიალებს!

ქართველი ხალხის მოძულეებს, თავიანთი ინტერესების განსახორციელებლად განზრახული აქვთ კვლავ უკუღმა დააბრუნონ ჩარხი, ააგონ გარემოს დამაქცევარი უზარმაზარი ჰიდროელექტრო სადგურები და ამით მოაგროვონ ოქრო-ვერცხლი.

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი საყდრისის ოქროს უნიკალური საბადო, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია დედამიწის ზურგზე, ეწირება ასევე შინაური თუ გადამთიელი ავაზაკების პირად ინტერესებს.

დღეს უნდა დაირეკოს დედოზარი!

დღეს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და არ უნდა დაანებოს საქართველოს მტრებს, ათასი ჯურის თაღლითს თავიანთი მიზნების განხორციელება!

წარსულის განადგურებით ვანადგურებთ ჩვენსავე მომავალს!

გარემოს იავარქმნით მიწის პირისაგან აღიგვება დედამიწის ედემი – საქართველო!

ვუერთდებით თქვენს სამართლიან მოთხოვნებს! გვიგულეთ თქვენს გვერდით!

უფალი შეგეწით ამ მამულიშვილურ საქმეში!

ქართველი ემიგრანტების სახელით:

ეთერი მუხურაძე

ნესტანი თუთბერიძე

დავით სანდუხაძე

დალი მიჩიკაშვილი

ლაშა ქადეიშვილი

ალექსანდრე სანდუხაძე

https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/

 

 

 

 

 

Posted in 2014, ემიგრანტები, ეროვნული მთავრობა | Tagged: | Leave a Comment »

ემიგრანტული ნაშრომები

Posted by iberiana on იანვარი 6, 2013

ექვთიმე თაყაიშვილი – ემიგრანტული ნაშრომები

ზაფხულში, 1910 წელს ჩვენ მოვაწყვეთ არქეოლოგიური ექპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში… ჩვენ დავიარეთ უმეტესი ნაწილი ლეჩხუმის ეკლესიებისა; ვნახეთ თითქმის ყველა ეკლესია როგორც ცხენისწყლის, ისე ენგურის სვანეთისა. არ ვყოფილვართ მხოლოდ ლახამულაში (იქ მაშინ ხოლერა გაჩნდა), ჩუბის-ხევში და ადიშში (იმ დროს იქ თოვლი მოვიდა), მაგრამ ცნობილი ადიშის სახარება იქიდან მოვატანინეთ და მესტიაში გადავიღეთ ფოტოგრაფიულად; საკმაოდ ბევრი და ძვირფასი სამუზეუმო ნივთები შევაგროვეთ…

ყველა საყურადღებო სიძველენი ჩვენ მიერ ნახულ ეკლესიებისა გადმოღებულია ფოტოგრაფიულად. გამონაკლისს შეადგენს მცირე ნაწილი, რომელიც არ გამოვიდა ჯეროვნად. სულ გადაღებული იყო ათას ხუთასზე მეტი სურათი; ამათში შედის, რასაკვირველია, პეიზაჟებიც საუკეთესო ადგილებისა, სოფლებისა და ციხე-კოშკებისა. ფრესკების გადმოღება არ მოხერხდა… ფრესკების გადასაღებად სვანეთში არა ერთი, არამედ რამოდენიმე მხატვართა ექსპედიცია არის საჭირო. საჭიროა არა მარტო ფოტოგრაფიის საშუალებით გადმოღებული ფრესკებისა, არამედ მათი გადმოხატვა ფერადებით ტილოზედ. ზოგი მათგანი განსაკუთრებით საყურადღებოა არა მარტო სიძველით, რიგით, სტილით, არამედ შინაარსითაც. საკმარისია აღვნიშნოთ, რომ ერთს ეკლესიაში წარმოდგენილია დიმიტრი მეფის კურთხევა, ზოგიერთებში კიდევ ზღაპრული ამირანი და მასზე თქმულებანი და სხვა…

მთელი შეგროვილი მასალა ექსპედიციისა ჩვენ დამზადებული გვქონდა გამოსაცემად უკვე 1911 წელს, მაგრამ ომიანობის გამო ეს განზრახვა ჩაიფუშა… ეხლანდელი კრიზისი ჩვენ იმედს აღარ გვაძლევს არც ამ ექსპედიციის ალბომების გამოცემისა, არც სხვა ჩვენი ექსპედიციების მასალებისა, როგორიც არის მაგალითად, ექსპედიცია ოლთისის მხარეში 1907 წელს, ექსპედიცია თორთუმ-ისპირში 1917 წელს, რაჭა-იმერეთში 1918-1920 წლებისა და სხვა. გამოუცემელი რჩება აგრეთვე სამეგრელოს ეკლესიათა სიძველეთა ალბომები, დამზადებული უკვე 1913 წელს…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/takaishvili/

Posted in ემიგრანტები, ისტორია-History, საამაყო ქართველები | Leave a Comment »

გურამ შარაძე

Posted by iberiana on ნოემბერი 13, 2012

გიორგი შარაძის დოკუმენტური ფილმი “ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება”. ნაწილი I

ნაწილი II

Posted in ემიგრანტები, ისტორია-History, მეცნიერება, შარაძე | Leave a Comment »

დიდთოვლობამ ემიგრანტები შეაფერხა…

Posted by iberiana on ნოემბერი 17, 2011

ნინო ცხოიძე – დიდთოვლობამ ქართველი ემიგრანტები შეაფერხა… ელიან თუ არა ისინი ხსნას ივანიშვილისგან

ნოემბრის დასაწყისში დაწყებულმა დიდთოვლობამ, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების შეშფოთება გამოიწვია. მათ არა მარტო შინ დარჩენილ ოჯახის წევრებზე მოუწიათ ფორიაქი, არამედ იმ ახლობლებზეც, რომლებიც ამ პერიოდში დროებით ჩამოვიდნენ საქართველოში. მათი ერთი ნაწილი სტამბულის აეროპორტში მაშინ გავიცანი, როცა ევროპისკენ მიმავალ თვითმფრინავებს ველოდებოდით.

ზოგი გერმანიის ქალაქებისკენ მიემგზავრებოდა, ზოგი – იტალიის. მე ერთადერთი ვიყავი ჰოლანდიის რეისზე. ყველაზე მეტნი კი იტალიაში ემიგრირებული ქალბატონები აღმოჩნდნენ, რომელთა დიდი ნაწილი საბუთების გასაკეთებლად იმყოფებოდა საქართველოში და რიკოთის მონაკვეთზე გაჩენილმა საცობმა დიდი პრობლემები შეუქმნა.

როგორც საუბრიდან გახდა ცნობილი, რამდენიმე მათგანი ქუთაისში, ზესტაფონში და იმერეთის სხვა რაიონში იმყოფებოდა, რადგან იტალიაში 3-4 წლიანი მუშაობის შემდეგ “პერმესოს” საშუალება გაუჩნდათ, რაც ლეგალურად მუშაობის და ცხოვრების უფლებას უკავშირდება. ამისათვის კი სასწრაფოდ გამოამგზავრეს სამშობლოში გარკვეული საბუთების გასაკეთებლად…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/emigrants/#5

Posted in ემიგრანტები, პოლიტიკა, საქართველო, სიახლე | Leave a Comment »

ემიგრანტები არ მოდიან

Posted by iberiana on ოქტომბერი 23, 2011

ნინო ცხოიძე – ემიგრანტები არ მოდიან, ემიგრანტები მიდიან…

ორი დღეა სახელისუფლებო მედია ისტერიულად გვაწვდის ინფორმაციებს, თითქოს საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისით და მასთან ბრძოლის საპარლამენტო კურსის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციებს გამოწვეული არეულობის გამო ქართველი ემიგრანტები მასიურად ტოვებენ საბერძნებთს. ამის თაობაზე რამდენიმე ემიგრანტს დავუკავშირდით ათენსა და სალონიკში. ველამ გაიკვირვა ამის გამო და აღნიშნეს, რომ ემიგრანტებს ყოველდღიურად კავშირი აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ ასეთი მასიური დაბრუნების ფაქტები აქ ნამდვილად არ გაუგიათ.

მამუკა (ათენი): „რა სისულელეა?! საქართველოში მხოლოდ ახალი ემიგრანტები თუ დაბრუნდებიან, რომლებაც სამსახურები ვერ იშოვეს და ამ კრიზისის ფონზე უკვე პერსპექტივაც საეჭვო გაუხდათ. სამაგიეროდ, აღსდგა საქართველოში ამანათებისა და ფულის გზავნილები და ხალხი მიაწყდა გრაფიოებს. ამავე ოფისებში ქართულ-ბერძნული გაზეთიც ვრცელდება, რომელიც სულაც არ არის სახელისუფლებო განწყობის. ამდენად, აქ ბევრმა ემიგრანტმა იცის, რეალურად რა ხდება საქართველოში და დაკლებული ხელფასების მოთმენას ამჯობინებს, ვიდრე უხელფასოდ საქართველოში დაბრუნებას…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/emigrants/#4

Posted in ემიგრანტები, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

არჩევნები გვიახლოვდება

Posted by iberiana on ოქტომბერი 7, 2011

არჩევნები გვიახლოვდება… საზღვრებსაც კი ნაციონალები აკონტროლებენ!..

[ნინო ცხოიძე]

საქართველოდან მოსახლეობის გადინება რომ არ წყდება და კატასტროფულ მაშტაბებს იღებს, ამის შესახებ მხოლოდ მიგრაციის ტემპების ზრდით შეწუხებული ადამიანები, ემიგრანტები და მათი ოჯახის წევრები, ასევე – ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დროდადრო საუბრობენ.

განცხადება დიმიტრი ლორთქიფანიძემაც გააკეთა და სავარაუდო სტატისტიკაც მოიყვანა. თუმცა, „საქსტატის“ მონაცემებით, ხელისუფლება სულ სხვა სურათს გვიხატავს და დადებითი საემიგრაციო სალდოთი უკვე 2007 წლიდან იწონებს თავს.

საქმეში კარგად ჩახედული ინკოგნიტო წყარო კი გვიდასტურებს, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტს სააქართველოდან გასულთა და უკან არ დაბრუნებულთა ზუსტი ციფრები გააჩნია, რაც ბევრად განსხვავებულია ოფიციალურად დასახელებულისაგან. თუმცა, არ ამხელს…

 https://iberiana.wordpress.com/saqartvelos-mosaxleobas/emigrants/#3

Posted in ემიგრანტები, პოლიტიკა, სიახლე | Leave a Comment »

ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი

Posted by iberiana on ივლისი 24, 2011

General John Shalikashvili military portrait, 1993.JPEGRetired Gen. John Malchase David Shalikashvili dies 

The first foreign-born chairman of the Joint Chiefs of Staff counseled President Bill Clinton

75 წლის ასაკში გარდაიცვალა გენერალი ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი.

წარმოშობით ქართველი ივანე (ჯონ) შალიკაშვილი დაიბადა 1936 წლის 27 ივნისს, პოლონეთში. მისი მშობლები იყვნენ  პოლკოვნიკი, თავადი  დიმიტრი შალიკაშვილი და გრაფინია მარია რიდიგერ-ბელიაევა. 1951 წელს ოჯახი აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც   შალიკაშვილი 1957 წლიდან გახდა სამხედრო მოსამსახურე. მონაწილეობდა  ვიეტნამის ომში, ხელმძღვანელობდა ნატოს ჯარებს ევროპაში. 1993-1997 წლებში  გახდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი.

Posted in ემიგრანტები, მსოფლიო, საამაყო ქართველები, სიახლე | Leave a Comment »

Hезависимость бывшей ЧРИ

Posted by iberiana on მაისი 13, 2011

ЕВРОПА. Чеченская диаспора в Страсбурге просит Грузию признать независимость бывшей ЧРИ

Представители чеченской диаспоры Страсбурга просят Грузию защитить интересы северокавказцев на международной арене. Как отмечается в письме представителя чеченской диаспоры, члена правительства чеченской республики Ичкерия Мате Цихесашвили в адрес агентства «Пирвели, «признанием геноцида кавказских народов и независимости чеченской республики Ичкерия Грузия не только займет достойное место в общекавказских масштабах, но и на международной арене станет силой, с которой будут считаться»…

В письме авторы также отмечают, что «депутаты первого и второго созывов парламента республики Ичкерия, находящееся в эмиграции и продолжающее деятельность в рамках своей Конституции правительство, обращались с просьбой к парламенту Грузии признать государственность Ичкерии хотя бы на основе акта от 13 марта 1992 года, когда находившийся в беженстве в Грозном законный Верховный Совет Грузии признал государственную независимость чеченской республики Ичкерия»…

 https://iberiana.wordpress.com/novosti-mira/news/#16 

Posted in ემიგრანტები, კავკასია-Caucasus, Chechnya, Кавказ | Leave a Comment »

შარაძის ქალიშვილს შვეიცარიამ თავშესაფარი მისცა

Posted by iberiana on მაისი 13, 2011

გურამ შარაძის ქალიშვილს შვეიცარიამ თავშესაფარი მისცა

ცოტა ხნის წინ, ცნობილი პროფესორის, გურამ შარაძის ქალიშვილს, რუსუდანს, შვეიცარიამ თავშესაფარი მისცა. მისმა მეუღლემ, მსახიობმა თემო გოგიძემ და ქალიშვილმა, გასულ კვირას, საქართველო დატოვეს.

“2006 წლის ოქტომბრიდან ჟენევის უნივერსიტეტში ვსწავლობ, მაგრამ მამაჩემის მკვლელობის შემდეგ, ნახევრად საქართველოში ვიყავი. შეძლებისდაგვარად, ხალხს არ ვავიწყებდით გურამ შარაძეს. დავაარსეთ მისი საზოგადოება, რომელიც აღნიშნავდა ყოველ 17 ოქტომბერს და 20 მაისს _ გურამ შარაძის დაბადების და მკვლელობის დღეებს. თურმე, პრესა, ჯერ კიდევ არ ყოფილა საბოლოოდ დასამარებული, აქტიურად შუქდებოდა ეს ყველაფერი. ოპოზიციის წარმომადგენლებს ვხვდებოდი და ვთხოვდი ერთადერთს _ ამოეღოთ ხმა იმ უსამართლობაზე, რასაც მამაჩემის საჯაროდ დახვრეტა ჰქვია. მპირდებოდნენ, მაგრამ… დღემდე არ ვიცი, რა ხდება… მათ სინდისზე იყოს მათი დუმილი”.  

http://guramsharadze.wordpress.com/gamosatxovari/2011-2/#1

Posted in ემიგრანტები, საქართველო-Georgia, სიახლე | Leave a Comment »

კონფერენცია დალასში

Posted by iberiana on იანვარი 31, 2011

 ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელთა კონფერენცია ამერიკის  შეერთებულ შტატებში
             

2011 წლის 13-15 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ქ. დალასში (ტეხასის შტატი), ჩატარდა სრულიად საქართველოსა და იჩქერიის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობათა წარმომადგენლების ერთობლივი ფართომასშტაბიანი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს პირველი და ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიასა და იჩქერიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონ ჯოჰარ დუდაევის ერთგულ თანამებრძოლთა ჯგუფი 3031 კაცის ოდენობით მსოფლიოს შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, არაბეთი, ეგვიპტე, ინგლისი, ავსტრალია, საფრანგეთი, შვედეთი, ავსტრია, ირანი, ლატვია, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია.
 
 აღნიშნული შეხვედრა თავისი მასშტაბით მეორეა ბოლო 17 წლის მანძილზე გამართულ ეროვნული ძალების შეკრებათა შორის.

Posted in ემიგრანტები, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა | 1 Comment »

ალექსანდრე ქართველიშვილი

Posted by iberiana on იანვარი 16, 2011

ალექსანდრე ქართველიშვილი 

ალექსანდრე ქართველიშვილი (Alexander Kartveli) დაიბადა თბილისში, ცნობილი მოღვაწის მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1914 წელს. 1922 წელს დაამთვარა პარიზის ავიაციის უმაღლესი სკოლა. 1922-1927 წლებში მუშაობდა გამოჩენილი ფრანგი ავიატორის ლუი ბლერიოს კომპანიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო თვითმფრინავების “Bernard” და “Ferbois” შექმნაში. 1924 წელს მისმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა დაამყარა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი.

1927 წელს ცნობილმა ამერიკელმა მულტიმილიონერმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ მიიწვია ნიუ-იორკში. 1928 წელს მან მოღვაწეობა დაიწყო ცნობილ კომპანიაში “Fokker American Company”. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქართველიშვილმა შექმნა ისეთი ცნობილი თვითმფრინავები როგორიც არის F-84 Thunderjet, Republic F-105 და Republic F-84. ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად. ალექსანდე ქართველიშვილი გარდაიცვალა 1974 წელს ნიუ-იორკში.

 https://iberiana.wordpress.com/iberiana/geosurnames/kartvelishvili/

Posted in ემიგრანტები, მსოფლიო, საამაყო ქართველები | Leave a Comment »

მაია თომაძე

Posted by iberiana on დეკემბერი 29, 2010

რეზო შატაკიშვილი მაია თომაძის ტრაგიკულ ბედზე

მაია თომაძის პირველი როლი ეთერი იყო „აბესალომ და ეთერში“ და ეთერივით მწარე ბედი არგუნა განგებამ. ეთერის პარტია იმღერა სიკვდილის წინაც და იმ ქვეყნადაც ეთერის კაბით გაეშურა…

მაია თომაძე იყო ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი. გამსახურდიას დამხობის შემდეგ, მაია თომაძე დროებით საცხოვრებლად ფინეთში გადავიდა. ეს მისი მხრიდან იძულებით გადადგმული ნაბიჯი იყო.

ბოლო გამოსვლა ბათუმის სცენაზე შედგა, მისი ეთერი გაცილებით ტრაგიკული და ამაღლებული ყოფილა, ვიდრე ოდესმე. დარბაზი ტიროდა ეთერის ბედზე. დარბაზი ცრემლს აფრქვევდა, ტიროდა მაიას. თბილისის მაღალ ეშელონებში კი ბოღმას აფრქვევდნენ, რატომ მღეროდა ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი მაია თომაძე ბათუმის სცენაზე. ასეთი დროც იყო.

 https://iberiana.wordpress.com/iberiana/geosurnames/m-tomadze/

Posted in ემიგრანტები, ეროვნული მოძრაობა, ისტორია-History | Leave a Comment »

მამულიშვილთა დაბრუნება

Posted by iberiana on დეკემბერი 11, 2010

 რუსუდან კობახიძე – მამულიშვილთა დაბრუნება სამშობლოში

 საქართველოზე ფიქრითა და ზრუნვით ცხოვრობდა ქართული პოლიტიკური ემიგრაცია მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე. ლევილში, ქართველთა სასაფლაოზე განსვენებული კეთილშობილი ქართველი მამულიშვილის კოკი დადიანის საფლავის ქვაზე წარწერილი ეპიტაფია – “ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე…” არ არის პოეტური ფრაზა. ეს რეალური განცდისა და ტკივილის გამოხატვაა. მათი სული ზეცად დამკვიდრებული ქართველ მამულიშვილთა დასში, დღენიადაგ აღავლენს ლოცვას საქართველოსთვის.

“ვიდრე არსებობს ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, ის ვალდებულია დარჩეს თავის ისტორიულ დანიშნულების სიმაღლეზედ: ყოველივე ყოყმანის, ორჭოფობის და დათმობის გარეშე… უნდა დაიცვას საქართველოს საერთაშორისო უფლებები და მისი ისტორიული სახეობა. …ყოველივე იღონოს, ხელი შეუწყოს საქართველოს განთავისუფლებას რუსეთის ოკუპაციისაგან… ამ ჩვენი ორგანოს სამოქმედო დედა აზრიც სწორედ ეს არის. … ამრიგად არსებობდეს მყარი ნიადაგი საერთო ეროვნული ფრონტისა” – წერდა ბატონი ლევან ზურაბიშვილი 1974 წელს ჟურნალ “თავისუფლების ტრიბუნას” პირველი ნომრის სათაო წერილში.

https://iberiana.wordpress.com/iberiana/kobakhidze/

Posted in ემიგრანტები, ისტორია-History, საქართველო | Leave a Comment »

Grigol Robakidse- „zeitgemäß“ oder „unzeitgemäß“?

Posted by iberiana on ნოემბერი 9, 2010

Grigol Robakidse, ein georgischer Schriftsteller im deutschen Exil –  „zeitgemäß“ oder „unzeitgemäß“?

Dr. Nugescha Gagnidse

Grigol Robakidse (1880-1962) ist ein bedeutender georgischer Schriftsteller des 20. Jahrhunderts, dessen Werk eine erneute Würdigung verdient. Ihm ist es gelungen, die heimische georgische Literaturtradition mit asiatischen Mythen und den vorherrschenden philosophischen Strömungen in Westeuropa im gemeinsamen Kontext zu verbinden. Die literaturwissenschaftliche Forschung hat ihn bislang kaum Kenntnis genommen, wenn er auch neuerdings in Georgien wieder gelesen wird. Seit den achtziger Jahren wird Robakidse in seiner Heimat neu entdeckt. Es gibt jetzt Übersetzungen vieler seiner Werke ins Georgische.

 https://iberiana.wordpress.com/about/g-robakidze/exil/

Posted in ემიგრანტები, ისტორია-History | Leave a Comment »

პირველად ბოლო 16 წლის მანძილზე

Posted by iberiana on აგვისტო 29, 2010

პირველად ბოლო 16 წლის მანძილზე

ძვირფასო თამამემამულენო!

ამა წლის 6-8 აგვისტოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ქალაქ დალასში (ტეხასის შტატი), ჩატარდა სრულიად საქართველოსა და იჩქერიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელთა ერთობლივი  ფართომაშტაბიანი  შეკრება, რომელსაც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას და იჩქერიის პრეზიდენტის ბატონ ჯოხარ დუდაევის 3000-ზე მეტი თანამებრძოლი დაესწრო.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ ე. შევარდნაძის ხუნტის მიერ განდევნილი ქართველი და ოსი ემიგრანტები ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრიიდან, შვედეთიდან, ლატვიიდან, ავსტრალიიდან, ასევე  ეგვიპტიდან და არაბეთიდან.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა, იმსჯელეს კავკასიის ეროვნული ძალების გაერთიანების პერსპექტივებზე.

აღნიშნული შეხვედრა თავისი მაშტაბით პირველია ბოლო 16 წლის განმავლობაში გამართულ ეროვნულ ძალთა შეხვედრებს შორის.

სანდრო მარიამიძე, გიორგი ციხისთავი, გიორგი მელითაური, მალხაზ მახარობლიშვილი, ბერდია ღუდუშაური, გეგა ყაზბეგი.

დალასი, ტეხასი, აშშ

“ასავალ-დასავალი”

Posted in ემიგრანტები, ეროვნული მოძრაობა | Leave a Comment »

გილოცავთ

Posted by iberiana on აპრილი 4, 2010

ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

  

გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

 მალე ფენიქსივით აღმდგარი გვეხილოს ჩვენი  საქართველო!

 

 

Posted in ემიგრანტები, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

თხოვნა

Posted by iberiana on მარტი 20, 2010

 

თხოვნა

დამპყრობელი, რუსეთის იმპერია და მისი ყურმოჭრილი მონები – სეპარატისტები მთელს ძალისხმევას ახმარენ საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის წინააღმდეგ წარმართულ  საინფორმაციო ომს. ამისათვის წარმატებით იყენებენ  ელექტრონულ მედია-საშუალებებს. 

საერთაშორისო ინტერნეტსივრცე სავსეა საქართველოსადმი მტრულად განწყობილი მრავალენოვანი ვებგვერდებით, რომლებიც  აყალბებენ წარსულსა და აწმყოს. სიცრუესა და სიყალბეს ასაღებენ სიმართლედ, რასაც დასავლეთის საზოგადოება ყოველგვარი კრიტიკის გარეშე ღებულობს. დასავლურ მედიასა და გამომცემლობებში უხვად არის ანტიქართული წერილები და პუბლიკაციები. ყოველივე ეს კი მახინჯ წარმოდგენას უქმნის ევროპელებს ჩვენს ქვეყანასა და ერზე.

ქართული ინტერნეტგვერდები ძალზედ მწირია, უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ ქართულ ენოვანია და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ვერ ხერხდება დასავლური საზოგადოებისათვის სიმართლის მიწვდენა. ამოტომ გადავწყვიტეთ ახალი ვებგვერდი “Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ“ შექმნა, რომელიც შეძლებისდაგვარად წინ აღუდგება ამ ისტრეიულ ანტიქართულ  პროპაგანდას.

ვებგვერდის შექმნის დღიდან (2009 წლის 14 ოქტომბერი) მრავალი ათასი ადამიანი შემოდის და ნახულობს ვებგვერდზე განთავსებულ მასალებს. მათ შორის არიან რუსებიც და უცხოელებიც. ბევრს აინტერესებს და მოსწონს აქ განთავსებული სამეცნიერო შრომები, წერილები და პუბლიკაციები. გვეხმაურებიან და გვთხოვენ ქართულენოვანი მასალების მათთვის ხელმისაწვდომ ენებზე გადათარგმნას და პირიქით, რაც რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

 ვებგვერდი არსებობს ენთუზიაზმის ხარჯზე, ამიტომ თამადგომას და თანამშრომლობას ვთხოვთ საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ მამულიშვილებს ქართულენოვანი მასალების უცხო ენებზე თარგმნაში. ქართველ მეცნიერებს ვთხოვთ მოგვაწოდონ  ნაშრომები და კვლევები, რომლებიც დაგვეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში მამულის საკეთილდღეოდ.  
  

 თანადგომის იმედით

კავშირი “იბერიანა”

iberiana21@yahoo.com

 

Posted in ემიგრანტები, იბერიანა, პოლიტიკა | 1 Comment »

განცხადება

Posted by iberiana on მარტი 13, 2010

 Уважаемые друзья, коллеги и соотечественники!


Ситуация с политзаключенными в Грузии приобретает необратимый характер – арестован сын первого президента Грузии Звиада Гамсахурдия – Цотне.
Более 50 политзаключенных находятся в опасном для жизни положении.
Национальное освободительное движение грузинских эмигрантов во Франции и Бельгии при содействии коллег из других европейских стран проводят масштабную акцию перед зданием Евросоюза в защиту политзаключенных в Грузии с требованием их немедленного освобождения.

Акция состоится в Страсбурге (Франция) 25 марта 2010 года, в 14:00.
Все оппозиционные силы Грузии в этот день проводят подобную же акцию в Тбилиси.
Просим оказать содействие и поддержку проведению акции.

Posted in ემიგრანტები, პოლიტიკა | Leave a Comment »