Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘ენერგეტიკა’ Category

ყაზბეგის რაიონის მოსახლეობა რუსეთისთვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებს

Posted by iberiana on April 22, 2016

sno2ყაზბეგის რაიონის მოსახლეობა რუსეთისთვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებს

21.04.2016

ყაზბეგის რაიონის კიდევ ერთი ხეობა ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ – კალაძის უწყებაში უკვე მზად არის 500-ს კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი, რომელმაც რუსული ელექტროენერგიის სატრანზიტო ფუნქცია უნდა იტვირთოს. მისი საშუალებით რუსეთი საქართველოს გავლით ელექტროენერგიას სამხრეთის ქვეყნებს მიაწვდის.

ახალმა 500 კილოვოლტიანმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემმა ხაზმა რუსეთის საზღვრამდე ნახევარი საქართველო უნდა გაიაროს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, პროექტის მიხედვით რუსულ ელექტროენერგიას სომხეთი, თურქეთი და ირანი მიიღებენ.

სამინისტროს გაფრთხილების მიუხედავად, სნოს ხეობის მოსახლეობა, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემმა ხაზებმა უნდა გაიაროს, აცხადებს, რომ მშენებლობის დაწყების უფლებას მთავრობას არ მისცემენ. მათი თქმით, ხეობა ისედაც ვიწროა, ანძების დადგმის შემთხვევაში კი მათ ტერიტორიის დატოვება მოუწევთ. სოფელ კარკუჩაში ამის გამო აქციაც მოეწყო.

ყაზბეგის რაიონში ეს უკვე მეორე ხეობაა, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის გამო აქციები იმართება.

ავტორი: ეკა გაგუა.

http://rustavi2.com/ka/news/44952

Posted in 2016, ენერგეტიკა, საქართველო-Georgia, ყაზბეგი | Tagged: , , | Leave a Comment »

დასატბორად განწირული რაჭა

Posted by iberiana on February 5, 2016

აი რატომ არის მიგდებული უწერა და შოვი?! რატომ იცლება რაჭა?! დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვთ ონის რაიონის დატბორვა! 

“ფერი” დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი ჰესის მშენებლობას იწყებს 

29.12.2015

"ფერი" დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი ჰესის მშენებლობას იწყებს

კომპანია „ფერი” მომავალ წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის „ონის კასკადის” მშენებლობას იწყებს. კომპანია „ფერის” აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანაშვილი რადიო „კომერსანტთან” აცხადებს, რომ მემორანდუმი სახელმწიფოსთან გაფორმებულია და სამშენებლო სამუშაოები სანებართვო პროცედურების დასრულების შემდეგ დაიწყება, სავარაუდოდ ეს მომავალი წლის ადრეულ შემოდგომაზე იქნება.

იორდანიშვილი ამბობს, რომ კომპანიამ ონის კასკადის ძველი პროექტი შეცვალა რაც მაღალი კაშხლის მშენებლობას გულისხმობდა,  ახალი პროექტით კი ჰესი მოდინების სისტემაზე იქნება. „ფერის” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ „ონის კასკადის” სიმძლავრე 180 მეგავატია, საინვესტიციო ღირებულება კი 330 მილიონი დოლარია. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა კი 2021 წელს იგეგმება. ლაშა იორდანაშვილის ინფორმაციითვე, რამდენიმე კვირაში „დარიალჰესის” ჰიდროელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში, დარიალის ჰესის სიმძლავრე 110 მეგავატია, საინვესტიციო ღირებულება კი 130 მილიონი დოლარი. (+ მოპარტახებული ხეობა და 11 დაღუპული)

კომპანია „ფერი” 1991 წელსაა დაფუძნებული. კომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია ენერგეტიკული  პროექტებზე.

http://commersant.ge/?m=5&news_id=30958&cat_id=11&lng=geo

Posted in 2016, ეკოლოგია, ენერგეტიკა, რაჭა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ზარქუა – ენერგეტიკის სამინისტროს

Posted by iberiana on January 31, 2016

vakhtang_zarkua

ენერგოეფექტურობის ფონდის ოფიციალური განცხადება
ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების თაობაზე

მცირე განმარტებას გავაკეთებ, თუ რამ გამოიწვია ამჟამინდელი ჩვენი აქტივობა. ჩვენ მსგავსი აქტივობა განვახორციელეთ ერთი წლის წინ. ამის შემდეგ, ენერგეტიკის სამინისტრო კოსმეტიკური ცვლილებებით დაკმაყოფილდა, ეცადა ამით გადაეგორებინა ჩვენი და დაინტერესებული საზოგადოების მოთხოვნები და ფაქტობრივად კი პრინციპული ხასიათის ცვლილებები პოლიტიკაში არ მომხდარა. მიმდინარე წლის 12 იანვარს ენერგეტიკის სამინისტროდან ელ-ფოსტით მივიღეთ პროექტი დოკუმენტისა „საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია, 2016–2025“ განსახილველად და შესაფასებლად. ენერგოეფექტურობის ფონდმა განიხილა ენერგეტიკის სამინისტროს თხოვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მიზანშეუწონლად მიიჩნია წარმოდგენილი დოკუმენტის დეტალური განხილვა და შენიშვნებისა და წინადადებების სამინისტროსთვის მომზადება. ობიექტური მიზეზები დაუფარავად და არგუმენტირებულად ახსნილია სამინისტროსადმი და პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილებში. ერთ-ერთი მიზეზთაგანი კი არის ის, რომ სამინისტროს მცდელობა მნიშვნელოვანი დოკუმენტის რეალური და ეფექტური განხილვის კი არა, ექსპერტების გადაბირების შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს. ამიტომ, პრევენციის მიზნით, ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, აგრეთვე, დამოუკიდებელ ექსპერტებს ვთხოვთ, ყურადღება გაამახვილონ ენერგეტიკის სამინისტროს ასეთ გაუმჭვირვალე და არაპროფესინალურ მცდელობაზე, რაც ჩვენი აზრით, სასიკეთო შედეგებს არ გამოიღებს…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/zarkua/

Posted in 2016, ენერგეტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

„გაყინული კონფლიქტები“ საქართველოში

Posted by iberiana on January 19, 2016

al-abesadze2ალექსანდრე აბესაძე –  „გაყინული კონფლიქტები“ საქართველოში. გეოპოლიტიკური პერსპექტივები

საუკუნის მიწურულისათვის მსოფლიო პოლიტიკამ ფუნდამენტურად ახალი არქიტექტურული სახის მიღება დაიწყო. ამ დროის განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მოვლენას საბჭოთა კავშირის რღვევა და ამით გამოწვეული ცალკეულ სახელმწიფოთა გათავისუფლება წარმოადგენს. მიუხედავად საბჭოთა იმპერიის მეტნაკლებად უსისხლოდ დაშლისა, საქართველოს ისტორიულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამაჩაბლოში თავი იჩინა ეთნო-ტერიტორიულმა კონფლიქტებმა, რომელთა სათავეები უნდა ვეძებოთ არამხოლოდ ეთნიკური დაპირისპირების კლასიკურ გაგებაში, არამედ რუსულ-ქართული ურთიერთობების ღრმა ისტორიულ წარსულსა და რუსეთის საგარეო პოლიტიკურ დოქტრინაშიც.

მსოფლიო გეოპოლიტიკურ ცვლილებათა გათვალისწინებით ეს კონფლიქტები რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის იარაღს წარმოადგენენ. (თვალსაჩინო მაგალითია 2008 წლის ომიც). სამეცნიერო ლიტერატურაში მათ ,,გაყინული კონფლიქტების’’ სახელით მოიხსენიებენ.

  • როგორ და რატომ იყენებს რუსეთის ფედერაცია ,,გაყინულ კონფლიქტებს”?
  • რა გეოპოლიტიკური მამოძრავებლი მიზნები განსაზღვრავენ რუსეთის საგარეო პოლიტიკურ კურსს? 
  • რა როლს თამაშობენ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობ- და გაზსადენები რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის ფორმირებაში?
  • რა ასახვას პოულობს ყოველივე ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გამოვიყენე გაყინული კონფლიქტის პრიმატის განსაზღვრებები და აგრეთვე კლასიკური და კრიტიკული გეოპოლიტიკის კონცეფციები. გარდა ამ კონცეფციებისა რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის გასაგებად საჭიროა ,,русский мйр,, კონცეფციის ფუნდამენტალური ანალიზი…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/a_abesadze/

Posted in 2015, ენერგეტიკა, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ივანიშვილის წინასაარჩევნო პროგრამა გიგანტურ ჰესებზე და მტკნარი ტყუილი – რაჭა!

Posted by iberiana on June 21, 2015

anna-mikautadze ანა მიქაუტაძე – ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო პროგრამა გიგანტურ ჰესებზე და მტკნარი ტყუილი – რაჭა!

წინასაარჩევნო პროგრამაში „ქართულ ოცნებას“ მკვეთრად აქვს დაფიქსირებული პოზიცია გიგანტურ ჰესებთან მიმართებაში: “სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა….

… ამბროლაურში წინასაარჩევნო აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: “ხელისუფლება ამ კუთხეში აპირებს გიგანტური ჰესების მშენებლობას და ეს გადაწყვეტილებაც ისევე ნაჩქარევად არის მიღებული, როგორც სჩვევია. ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ეს, თქვენ, სპეციალისტებთან ერთად, უნდა გადაწყვიტოთ, მცირე ჰესების მშენებლობა უფრო წაადგება ამ კუთხეს თუ გიგანტური ჰესების”.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ის ენერგეტიკოსები, ექსპერტები და გარემოს დამცველები, რომლებმაც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის ჩამოყალიბებაში მიიღეს მონაწილეობა, ხელისუფლებას არც გააკარეს….

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/ivanishvili/ana-mikautadze/

 

Posted in 2015, ეკოლოგია, ენერგეტიკა, რაჭა | Tagged: , , | Leave a Comment »

დარიალის ხეობა

Posted by iberiana on May 18, 2014

17 მაისს დარიალის ხეობაში ზვავი ჩამოწვა 

 158026[1]დარიალის ხეობაში,  სადაც მთის მასა მოწყდა, მაშველები მუშაობენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა,  ნუგზარ ყიფიანმა განუცხადა,  შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან  სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო დახმარების ბრიგადები. სამაშველო ბრიგადები გაემგზავრა თბილისიდანაც.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში მთის მასა საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, მშენებარე ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყდა.
ამასთან, არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, რაც ჯერ დადასტურებული არ არის.

http://www.interpressnews.ge

***

2012-12-11

რა მიზეზით ითხოვდა ყაზბეგის რაიონის მოსახლეობა ” დარიალ-ჰესის” მშენებლობის შეჩერებას?

ავტორი: მანანა გელაშვილი, ვიდეო გიორგი ნარიმანიძის

ყაზბეგის რაიონის მოსახლეობა ” დარიალ-ჰესის” მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.  ადგილობრივი  მკვიდრების განმარტებით, მშენებლობის პროექტი მოსახლეობისთვის მიუღებელია, რადგან ის ბუნების კლიმატსა და მდინარე თერგს საფრთხეს უქმნის – ხეობა თავისი სივიწროვით და სპეციფიკით გამორჩეულია და მდინარის კალაპოტის შეცვლას ვერ აიტანს.   როგორც გეოლოგი იაგო კაზალიკაშვილი განმარტავს, სპეციალისტებმა პროექტის შედგენისას არ გაითვალისწინეს ადგილობრივი   რელიეფი და ლანდშაფტი, რის გამოც პროექტი ვერ გაამართლებს. ,,ინფო9“ მშენებლობის მწარმოებელ კომპანია ,,დარიალ ენერჯი“-ს დირექტორს -ლაშა იორდანიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ  პროექტი ყველა წესის დაცვით შედგა და ჰესის მშენებლობა ხეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

http://info9.ge/?l=G&m=1000&id=10926

Posted in 2014, ეკოლოგია, ენერგეტიკა | Tagged: | Leave a Comment »

რატომ ლობირებენ ხუდონჰესის მშენებლობას?

Posted by iberiana on February 10, 2014

Vakhtang-Zarkuaვახტანგ ზარქუა – თავგამოდებით რატომ ლობირებენ ხუდონჰესის მშენებლობას?

როგორ ფიქრობთ, რატომ ლობირებენ ხუდონჰესის მშენებლობას თავგამოდებით? ძნელი მისახვერი სულაც არ არის! საშვილიშვილოდ უზრუნველყოფს საკუთარ ოჯახს რამდენიმე გავლენიანი პირი, ხოლო დანარჩენი მხარდამჭერები კი გარკვეული პერიოდით იხეირებენ. სხვა ახსნა უკვე წარმოუდგენელია იმ ფონზე, როცა სინამდვილეში, სახელმწიფოს ინტერესებში სულაც არ შედის ხუდონჰესის მშენებლობა, პირიქით, ის მრვალმხრივი რისკების შემცველია, თავი რომ დავანებოთ სვანების გადასახლებას (თუმცა, რატომ უნდა გავანებოთ თავი!…)

არც ეკონომიკური, არც ეკოლოგიური, არც ენერგეტიკული, არც სამხედრო–პოლიტიკური, არც სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თავალსაზრისით ხუდონჰესის მშენებლობა გამართლებული არ არის. არსებობს ძალიან საინტერესო ალტერნატიული ვარიანტები, რომლებიც ყველა ზემოხსენებული თავლსაზრისით მისაღებია საქართველოსთვის, მაგრამ არც–ერთი მათგანის განხილვა არ სურთ… როგორ ფიქრობთ, რატომ?..

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/khudoni/#14

Posted in 2014, ენერგეტიკა, ხუდონჰესი | Leave a Comment »

სახალხო კრება ხაიშში

Posted by iberiana on February 7, 2014

სვანები არ ვტოვებთ სვანეთს!

1451326_277069922453245_1866924106_n[1]6 თებერვალს, ხუდონჰესის თემაზე თბილისში და სვანეთში ერთდროულად აქციები და შეხვედრები იმართებოდა.

ხაიშში დიდი სახალხო კრება ჩატარდა, რომელზეც სოზარ სუბარი და ადგილობრივი მაჟორიტარი ჯაფარიძე ჩავიდნენ. მათ რამდენიმესაათიანი დახურული შეხვედრა უხუცესებთან გამართეს, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია.

თბილისში კი კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეები ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

Posted in 2014, ეკოლოგია, ენერგეტიკა | Tagged: | Leave a Comment »

არა ხუდონჰესს!!!

Posted by iberiana on November 4, 2013

არა ხუდონჰესს!!! საპროტესტო აქცია ხაიშში. 3 ნოემბერი 2013

Posted in 2013, ეკოლოგია, ენერგეტიკა | Leave a Comment »

გიგანტური ჰესები

Posted by iberiana on November 3, 2013

გია თვალავაძე -“გიგანტური ჰესები – კეთილდღეობა თუ უბედურება”

giganturi__[1]ბოლო პერიოდში დიდ დისკუსიას იწვევს ხუდონჰესის მშენებლობის დილემად ქცეული თემა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის სამინისტროს თანამდებობის პირები და ექსპერტების გარკვეული ჯგუფი თავიანთ გამოსვლებში გვარწმუნებენ ხუდონჰესის დაკონსერვებული მშენებლობის განახლების აუცილებლობაში, რასაც საქართველოს ენერგეტიკისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევენ.

აღნიშნული წერილის მიზანია მედიასივრცეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალება მივიღოთ, რათა უფრო უკეთ განვსაჯოთ გიგანტური ჰესების მშენებლობა საქართველოსთვის სიკეთის მომტანია, თუ უბედურების. ამის შემდგომ, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან საკითხში გათვითცნობიერებულმა საზოგადოებამ არავის არ უნდა დააშვებინოს ის საბედისწერო შეცდომა, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს. აკი, თავად ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მთავრობა საზოგადოების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით.

ენერგოდამოუკიდებლობა რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაც მის გარეშე შეუძლებეელია, ეს აქსიომატური ჭეშმარიტებაა და ამაზე არ ვდაობთ, მაგრამ ელექტროენერგიით ქვეყნის უზრუნველსაყოფად აუცილებელია თუ არა გიგანტური ჰესების მშენებლობა, აქ კი ისმის კითხვები და ამ კითხვებს პასუხის გაცემა სჭირდება. სწორი პასუხი კი აღნიშნულ სფეროში ღრმად ჩახედვის გარეშე ვერ მოიძებნება…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/gia-tvalavadze/

Posted in 2013, ენერგეტიკა, ხუდონჰესი | Leave a Comment »

მეცნიერული დასკვნები არ აინტერესებთ

Posted by iberiana on November 3, 2013

“მეცნიერული დასკვნები არ აინტერესებთ და “ხუდონჰესის” აგებას მაინც აპირებენ. ჩანს მიზეზი მხოლოდ ერთია – ზოგიერთს უნდა ხელი მოითბოს”

xudoni_7509_[1]“ქვეყანაში დაგეგმილია 14 დიდი ჰესის აშენება. 14 დიდი ჰესის აშენების იდეა პირველად მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფურ გონებაში დაიბადა. სამწუხაროა, რომ ახალი მთავრობაც ეთანხმება მის კაპრიზს. 14 დიდი ჰესი საქართველოს დატბორვას გამოიწვევს. ბატონმა კახა კალაძემ მინისტრად დანიშვნისას საინტერესო განცხადება გააკეთა – პრინციპულად განაცხადა, რომ საქართველოში აიგებოდა მხოლოდ მცირე ჰესები. ეს განცხადება მომეწონა, მაგრამ სამწუხაროა, რომ სწრაფად შეიცვალა აზრი. ახლა ის თანახმაა დიდი ჰესების აშენებაზე. სამწუხაროა, რომ ის ისე დაჟინებით უჭერს მხარს “ხუდონჰესის” აშენებას”, – აცხადებს გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ელენე აბაშიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ელენე აბაშიძე: “მთელ საქართველოს დატბორვა ემუქრება“…

“ამ ჰესის აშენებით დატბორვა ემუქრება არა მხოლოდ 7 სოფელს, მიმდებარე ფართობებსაც, საფლავებს, სალოცავებს. ვერავითარი კომპენსაცია ვერ გამოასწორებს იმ მორალურ და ეკონომიკურ დანაკლისს”…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/khudoni/#7

Posted in 2013, ენერგეტიკა, ხუდონჰესი | Leave a Comment »

არა ხუდონჰესს!!!

Posted by iberiana on October 2, 2013

 არა ხუდონჰესს!!!
საპროტესტო აქცია ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. ხაიში, 28.09.2013.1377601_732631443419642_1568544419_n[1]

***

ხუდონჰესი – ენერგეტიკის მეცნიერებათა დოქტორის, მირონ ფირცხელანის ანალიზი.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/khudoni/

Posted in ეკოლოგია, ენერგეტიკა, ხუდონჰესი | Leave a Comment »