Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘ეროვნული მთავრობა’ Category

ზვიად გამსახურდიას პირადი ფოტოგრაფი

Posted by iberiana on November 18, 2016

ზვიად გამსახურდიას პირადი ფოტოგრაფი გოგი ნახუცრიშვილი

ტვ – იმედი. გადაცემა “იმედის კვირა”
(C) ნატალია ქაჯაია, ბაქარ შარაშენიძე

Posted in 2016, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

“ოცნებების სასაკლაო”

Posted by iberiana on October 7, 2016

“ოცნებების სასაკლაო” – მეტეხის ხიდზე მომხდარი დანაშაულის მოწმეები დუმილს არღვევენ

სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკა წამალაშვილის ჟურნალისტური კვლევა-ფილმი “ოცნებების სასაკლაო”, რომელიც 1992 წლის 6 იანვარს მომხდარი ერთი ტრაგიკული ეპიზოდის შესახებ გვიყვება. ამ კონკრეტულ ამბავს 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

“1992 წლის იანვარში, თბილისში, კრიმინალები დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას ამხობდნენ. 6 იანვარს, გამთენიისას, პრეზიდენტმა გამსახურდიამ პარლამენტის ალყაშემორტმული შენობის დატოვება გადაწყვიტა. იმ ტრაგიკულ დილას პრეზიდენტს და მის კოლონას რამდენიმე ადგილას გაუხსნეს ცეცხლი. უმძიმესი იყო პრეზიდენტის კოლონაში შემავალი ავტობუსის დაცხრილვის ფაქტი მეტეხის ხიდზე. იქ მოკლულების შესახებ ცნობები დამალეს. ადამიანთა მცირე ჯგუფი თბილისის საავადმყოფოებსა და მორგებში ცდილობდა დაჭრილებისა და მოკლულების მიგნებას” – მოგვითხორობს ეკა წამალაშვილი ფილმში.

როგორც ეკა წამალაშვილმა INFONET-ს უთხრა, სწორედ იმ ტრაგიკულ დილას გადაუმოწმებელი ინფორმაციით, 1992 წლის 6 იანვარს მეტეხის ხიდზე მოკლულებში იყვნენ: 36 წლის თამაზ კაკულია, 43 წლის კოტე კურდღელია, 25 წლის ემზარ ლომთაძე, 32 წლის სერგი ინასარიძე, 40 წლის ნოდარ პაპიაშვილი, გელა გელაშვილი, ვახტანგ თორდია, ვალიკო ყავლაშვილი და კიდევ 4 უცნობი პირი.

გავიდა ლამის 25 წელი, ეკა წამალაშვილს ფილმში „ოცნებების სასაკლაო“ მეტეხის ხიდზე დახვრეტილი ავტობუსის მძღოლი, მისი მგზავრები და პრეზიდენტის კოლონის გამცილებელი – საჯაროდ პირველად ყვებიან ყველაფერს..

თუ გაინტერესებთ ვინ ესროლა ავტობუსს, რომლითაც დეპუტატები და ზვიად გამსახურდიას სხვა მომხრეები თბილისს ტოვებდნენ, უყურეთ ამ ძალიან საინტერესო ფილმს, რომლის წარდგენასაც ავტორის განმარტებით დავასრულებთ:

„ამ ფილმით მე მინდოდა ჩემი წილი ბოდიში მეთქვა 1992 წლის 6 იანვარს მეტეხის ხიდზე დახვრეტილი ავტობუსის სოხუმელი მძღოლისთვის იური გაგუასთვის, 24 ნატყვიარს რომ ატარებს, ერთი ფილტვით რომ დარჩა და არც ერთი ხელისუფლებისგან დახმარება არ მიუღია! უზენაესი საბჭოს დეპუტატებისთვის, ასევე სოხუმელებისთვის : რეზო კემულარიასთვის და ვლადიმერ მირცხულავასთვის, მათთან ერთად ნემო ბურჭულაძისთვის და სხვებისთვის… იქ მოკლულ თამაზ კაკულიასთვის (ისიც სოხუმიდან იყო), სერგი ინასარიძისთვის და სხვებისთვის. იქ დაჭრილებისთვის, იმ დახვრეტილი ავტობუსის გამცილებლისა და დამცველისთვის, პრეზიდენტ გამსახურდიას კომენდანტ გოჩა ბახიასთვის (ასევე სოხუმიდან) და კიდევ ბევრისთვის…

ბოდიში, რომ არ მოვიკითხეთ და დავივიწყეთ დიდი დანაშაული, რომლის მსხვერპლიც ყველა ვართ. პირველ რიგში და განსაკუთრებით კი თქვენ.

ბოდიში, რომ ჩვენ ვუშვებთ ამის ჩამდენებმა “ღირსებაზე” და “სამართლიანობაზე” გველაპარაკონ და “ჰეროკრატია” გვიჩვენონ.“

http://infonet.ge/?lang=geo&read=2105

Posted in 1992, 2016, ეროვნული მთავრობა, სამხედრო გადატრიალება | Tagged: , | Leave a Comment »

გივი გივიაშვილი – ზვიად გამსახურდიას საგარეო პოლიტიკა

Posted by iberiana on December 19, 2015

გივი გივიშვილი – 12386806_961736783896021_1653680322_n[1]ზვიად გამსახურდიას საგარეო პოლიტიკა და დასავლეთი

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მმართველობის ერთ-ერთ სუსტ მხარედ ოპოზიცია თვლიდა საგარეო პოლიტიკურ კურსს. უმეტესობას მიაჩნდა, რომ სწორედ ამ სფეროში დაშვებულმა შეცდომებმა მიიყვანა ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციამდე….

იმისთვის, რომ გავარკვიოთ თუ რა საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას იზიარებდა ქვეყნის ახალი ხელისუფლება, საჭიროა გადავხედოთ მათ მიერ მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტებს. ასეთი დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს განვითარების გეგმას, იყო საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური და ეკონომიკური პლატფორმა. ერთ-ერთი ამონარიდი პლატფორმიდან: „ამიტომ დღეს საქართველოს თუკი ამოუდგება ვინმე გვერდში აღმოსავლეთის ქვეყნებთან კონფლიქტის შემთხვევაში, ასევე როგორც რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, ეს გვერდში მდგომი იქნება მხოლოდ მსოფლიო საზოგადოება და დასავლეთის სამყარო, რომელსაც საქართველო შავი ზღვით ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით დაუკავშირდება“.

   ოპონენტებს შეეძლოთ გაეკრიტიკებინათ მრგვალი მაგიდის ბლოკი იმის გამო, რომ ხელისუფლების პლატფორმაში ისე ღიად და გარკვევით არ იყო საუბარი დასავლურ ორიენტაციაზე, როგორც მაგალითად, სახალხო ფრონტის საარჩევნო პლატფორმაში. თუმცა საკითხავია ეს კრიტიკა რამდენად ჯანსაღი იქნებოდა? რომელი პარტიის ხედვა უფრო სწორი იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მხრივ, ან რომლის პლატფორმა უფრო რეალისტური გახლდათ იმდროისათვის, 1990 წლის შემოდგომისთვის? იმისთვის, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხები მოვლენები მსოფლიო ასპექტში უნდა განვიხილოთ….

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/givishvili/

Posted in 2015, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , | Leave a Comment »

1991 წლის 9 აპრილი

Posted by iberiana on April 9, 2015

1991 წლის 9 აპრილი – დამოუკიდებლობის აღდგენა

ისტორიული უზენაესი საბჭოს 1 სესია რომელიც 1991 წლის 9 აპრილს შედგა.
ამ საგანგებო სესიაზე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობა იქნა გამოცხადებული.
გრძელდება 2:06 საათი.

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , | Leave a Comment »

ემიგრანტების მიმართვა საყდრისის დასაცავად

Posted by iberiana on April 14, 2014

sakdrisi_457d2[1]გადავარჩინოთ წარსული, ამით გადავარჩენთ მომავალს!

თანამემამულენო!

„წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა“, წმიდა ილია მართალის ამ სიტყვების მნიშვნელობა სისხლხორცეულად ჰქონდათ შეგნებული ქართული დისიდენტური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პატრიარქებს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას.

ისინი მთელი ცხოვრება იღწვოდნენ ჩვენ ერის კულტურული საგანძურის თუ მშობლიური ფლორისა და ფაუნის გადასარჩენად. მთელს თავის ძალისხმევას ამ საქმეს ახმარდნენ.

გახსოვთ, ალბათ, ეროვნული მოძრაობის აღმავლობის გარიჟრაჟი სწორედ ქართული ქრისტიანული კულტურის უბრწყინვალესი ძეგლის – დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადარჩენის გამოსვლებით დაიწყო.

ქართული ეროვნული მოძრაობა ყოველთვის იდგა მშობლიური დედაბუნების სადარაჯოზე. გასული საუკუნის 80-იან წლებში ეროვნული მოძრაობა წინ აღუდგა საქართველოს ფლორისა და ფაუნის გამანადგურებელ გიგანტურ პროექტებს, რომლის განხორციელებასაც დამპყრობელი ცდილობდა ჩვენს მამულში, იქნებოდა ეს გიგანტური ჰიდროელექტრო სადგურები თუ ტრანსკავკასიის რკინიგზა.

ჩვენი სამშობლოს თავზე დღესაც წისქვილის ბორბალი ტრიალებს!

ქართველი ხალხის მოძულეებს, თავიანთი ინტერესების განსახორციელებლად განზრახული აქვთ კვლავ უკუღმა დააბრუნონ ჩარხი, ააგონ გარემოს დამაქცევარი უზარმაზარი ჰიდროელექტრო სადგურები და ამით მოაგროვონ ოქრო-ვერცხლი.

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი საყდრისის ოქროს უნიკალური საბადო, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია დედამიწის ზურგზე, ეწირება ასევე შინაური თუ გადამთიელი ავაზაკების პირად ინტერესებს.

დღეს უნდა დაირეკოს დედოზარი!

დღეს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და არ უნდა დაანებოს საქართველოს მტრებს, ათასი ჯურის თაღლითს თავიანთი მიზნების განხორციელება!

წარსულის განადგურებით ვანადგურებთ ჩვენსავე მომავალს!

გარემოს იავარქმნით მიწის პირისაგან აღიგვება დედამიწის ედემი – საქართველო!

ვუერთდებით თქვენს სამართლიან მოთხოვნებს! გვიგულეთ თქვენს გვერდით!

უფალი შეგეწით ამ მამულიშვილურ საქმეში!

ქართველი ემიგრანტების სახელით:

ეთერი მუხურაძე

ნესტანი თუთბერიძე

დავით სანდუხაძე

დალი მიჩიკაშვილი

ლაშა ქადეიშვილი

ალექსანდრე სანდუხაძე

https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/

 

 

 

 

 

Posted in 2014, ემიგრანტები, ეროვნული მთავრობა | Tagged: | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია ბათუმის უნივერსიტეტში

Posted by iberiana on December 28, 2013

ზვიად გამსახურდია ბათუმის უნივერსიტეტში

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია

Posted by iberiana on May 26, 2013

ზვიად გამსახურდიას სიტყვა წარმოთქმული 1990 წლის 26 მაისს

“გაიღვიძე, ქართველო ერო! გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ!”

სრული ტექსტი: https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/26-may-1990/

Posted in 1990, ეროვნული მთავრობა, ზვიადი, პოლიტიკა | Leave a Comment »

პუტჩი

Posted by iberiana on January 6, 2013

პუტჩი – საბჭოთა არმიის უკანასკნელი ოპერაცია

ai-ia-putchi-uzenaesi-sabch[1]“ეს სამარცხვინო ომი ორ კვირას გაგრძელდა. ერთხანს მთავრობის სახლის დამცველმა მებრძოლებმა შესძლეს ბანდიტების მოგერიება, დაამარცხეს ისინი და განდევნეს სასტუმრო „ივერიამდე“. მაგრამ ამ დროს რუსეთი, რომელიც მანამდე სცენის მიღმა იდგა და ისე წარმართავდა მოვლენებს, რომ თითქოს საქართველოში ომი თვით ქართველთა შორის მიმდინარეობდა და თავის როლს კი ამ ომში საგულდაგულოდ ნიღბავდა, მაგრამ აი, უკვე, როცა ნახა, რომ მის მიერ შექმნილი და იარაღით მომარაგებული მე-5 კოლონა მარცხებოდა, ჩამოიხადა ნიღაბი და უკვე აშკარად ჩაერია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში საბრძოლო ტექნიკითაც და ცოცხალი ძალითაც.

 ვაზიანის სამხედრო ბაზიდან აფრენილმა თვითმფრინავებმა რამოდენიმეჯერ დაბომბეს მთავრობის სახლი. ოპერაციას უშუალოდ გენერალი ბეპაევი ედგა სათავეში.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როცა ნათლად დაინახა საქართველოს პრეზიდენტმა, რომ მის ხელისუფლებას უპირისპირდებოდა არა მარტო ქართველთა კრიმინალური ძალა, არამედ რუსეთის უძლიერესი სამხედრო მანქანა, ზედმეტი მსხვერპლის გაღება უაზროდ ჩათვალა და გადაწყვიტა მთავრობის სახლის დატოვება. 1992 წლის 6-იანვარს, გამთენიისას, პრეზიდენტთან ერთად მთელმა მთავრობამ დატოვა სასახლე”.

მიხეილ მჭედლიშვილი – “იმპერიის მარწუხებში”

“1991 წლის 24-28 დეკემბერს, როცა შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი იარაღით და ცოცხალი ძალით დაეხმარა გადატრიალების ორგანიზატორებს”.
სუფიან ბეპაევი, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, “მოსკოვსკიე ნოვოსტი”,
1992 წლის 15 დეკემბერი

“28 დეკემბერს კიტოვანს ამიერკავკასიის სამხედრო შტაბიდან დაეხმარნენ, ამჯერად ტელეანძის ასაღებად. ბრძოლაში მონაწილეობდა რამდენიმე ათეული საბჭოთა ჯარისკაცი. საერთოდ, თბილისის ომი შეიძლება ჩაითვალოს საბჭოთა არმიის უკანასკნელ ოპერაციად, რადგან 31 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საბჭოთა ჯარები რუსეთის ჯარებად გადაკეთდა.”
სპარტაკ ჟიდკოვი,

“მცირე იმპერიის ნახტომი”

Posted in ეროვნული მთავრობა, პოლიტიკა, სახელმწიფო გადატრიალება | 1 Comment »

კოლხური კოშკი

Posted by iberiana on June 3, 2012

 “კოლხურ კოშკზე” ვანდალიზმი ხორციელდება!

ედუარდ შევარდნაძის ხუნტამ, სამხედრო-კრიმინალური გადატრიალებით დაამხო და საქართველოდან განდევნა რა კანონიერი ეროვნული ხელისუფლება, 1992 წლის 15 მარტს, ალიონზე გაძარცვა და გადაწვა დიდი კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას “კოლხური კოშკი” – პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საცხოვრისი, რათა კოშკის ბინადარნი აღარასოდეს დაბრუნებოდნენ მას…

2010 წლიდან, კოლხური კოშკის აღდგენის სამუშაოები განახლდა მმართველი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის დილარ ხაბულიანის ფარული ლობირებით, რომელმაც აღადგინა კავშირ-ურთიერთობა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ქვრივთან მანანა არჩვაძესთან. დილარ ხაბულიანი, რომელიც გახლდათ ზვიად გამსახურდიას შინაგან საქმეთა მინისტრი, არ გამოირჩეოდა პრეზიდენტის ერთგულებით, არამედ ღალატობდა მას. კოლხური კოშკის აღდგენითი სამუშაოები კი, რომელიც მისი ფარული ლობირებით მიმდინარეობდა, ფინანსური პრობლემის გამო ამჟამად კვლავ შეწყვეტილია, თუმცა, რაც გაკეთდა, ვერაფრით ვუწოდებთ მას “კოლხური კოშკის აღდგენას”, არამედ, სრულიად საპირისპიროს _ “კოლხური კოშკის” აღგვას, ანუ მისი პირვანდელი, ისტორიული სახის სრულად წაშლას…

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/sharadze-2/#2

Posted in ეროვნული მთავრობა, პოლიტიკა, საქართველო-Georgia, სახელმწიფო გადატრიალება | Leave a Comment »

26 მაისი

Posted by iberiana on May 24, 2012

იგორ ჩხეიძე  – ეროვნული დღესასწაული

საქართველო ემზადება დამოუკიდებლობის დღის 26 მაისის აღსანიშნავად, რაც ქვეყნის ცხოვრებაში უძლიერეს ეროვნულ დატვირთვას უნდა ატარებდეს, მაგრამ სინამდვილეში 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა ამიერკავკასიის სეიმის თვითგაუქმების შედეგად (ისევე, როგორც აზერბაიჯანის, იმავე დღეს), ქართველი სოციალ-დემოკრატების ერთი ჯგუფის მოთავეობით. 1919 წლის მარტში ჩატარდა არჩევნები და არჩეული დამფუძნებელი კრების მიერ უკვე ერთი წლის დაგვიანებით მოხდა უკანა თარიღის 1918 წლის 26 მაისის სამართლებრივი ძალმოსილების აღიარება. ფაქტობრივად ეს დამოუკიდებლობა ამიერკავკასიის რესპუბლიკის დაშლით და არა საერთო ეროვნული ძალისხმევით მიღწეული დამოუკიდებლობაა…

ამ გაგებით ნათელი არ არის, რატომ აღნიშნავს საქართველო საკუთარი დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს, იმ დღეს, როდესაც ამიერკავკასიის სეიმში წარმოდგენილმა სოციალ-დემოკრატებმა იმპერიისგან ნებაყოფლობით მიიღეს დამოუკიდებლობა, რომელიც არ აღიარა მსოფლიომ? და რატომ არის სრულიად იგნორირებული და მხოლოდ “ტრაგედიის დღედ” გამოცხადებული 9 აპრილი, საქართველოს ამ “ბოროტების იმპერიისგან” გამოყოფისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლით მოპოვების დღე, რომელსაც წინ უძღოდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, 1990 წლის მრავალპარტიული არჩევნები, და რაც მთავარია 1989 წლის 9 აპრილის ღამე, როდესაც უიარაღო ქართველებმა მოწამეობრივად დადეს თავი საბჭოთა რუსეთის ჯართან დაპირისპირებისას? დღეს მსოფლიო ერთა თანამეგობრობა საქართველოს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს სცნობს, სწორედ 1991 წლის 9 აპრილის ნორმატიული აქტისა და იმ მოვლენების საფუძველზე, რომელიც წინ უძღოდა ამ დამოუკიდებლობის გამოცხადებას…

http://iberiana2.wordpress.com/segm/chkheidze/

Posted in ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

ბრძოლა დავით გარეჯისათვის

Posted by iberiana on May 20, 2012

ზვიად გამსახურდიას ბრძოლა დავით გარეჯისათვის

არტილერია ანადგურებს ფრესკებს

დიდი ქართველი მეცნიერი დ. ჩუბინაშვილი თავის წიგნში “დავით გარეჯის ქვაბური მონასტრები” (თბილისი, 1948) უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს დავით გარეჯის ფრესკებს ქართული ხელოვნების ისტორიაში. კერძოდ, იგი წერდა ბერთუბნის შესახებ: “ამრიგად, ბერთუბნის ფერწერის მნიშვნელობა მხოლოდ მის მხატვრულ თვითღირებულებაში როდი მდგომარეობს, რომლის კოლორიზმი და გამომსახველობითი ძალა განუმეორებელია, არამედ ამ ფრესკებს დიდი მნიშვნელობა აქვთ აღმოსავლეთის ხელოვნების როგორც ქრისტიანულის, ისე მუსულმანურის ისტორიისათვისაც, მისი განვითარებისა და დინამიკის შესწავლისას” (გვ. 71).

დიდი მეცნიერის ეს სიტყვებიც რომ არ ყოფილიყო, დღეს ყოველი ცივილიზებული ადამიანისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ შუასაუკუნოებრივი კულტურის ძეგლთა განადგურება არტილერიის ცეცხლით არნახული დანაშაულია, ვანდალიზმისა და ბარბაროსობის მწვერვალი.

დავით–გარეჯის, განსაკუთრებით ბერთუბნის გამოქვაბულების მდგომარეობა ცხადყოფს, რომ გარდა ჭურვების აფეთქებებით გამოწვეული დეტონაციებისა, ეს გამოქვაბულები დაანგრიეს პირდაპირი დამიზნებით ნატყორცნმა ჭურვებმა…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/teritory-2/#4

Posted in ეროვნული მთავრობა, ისტორია-History, პოლიტიკა | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია – 73

Posted by iberiana on March 30, 2012

 გიორგი ჯანელიძე –  ეროვნული გმირის- ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის მთავარი გვირგვინი: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა

…რუსეთის იმპერიის (“საბჭოთა კავშირის”) შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი დრო აღინიშნა სისხლიანი ძალადობითა და დასჯებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი კალო. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალშემადგენლობითი, თავისუფალი გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის გამოკითხვით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის დადგენილების საფუძველზე. საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელია. მის მიწაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს წესდება და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან სახელმწიფო მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და თავდასხმად, საერთაშორისო სამართლის წესების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის “პრიმატი” საქართველოს წესების მიმართ და მისი მუხლების პირდაპირი მოქმედება საქართველოში ცხადდება საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საწესდებო მიდგომად…

http://iberiana2.wordpress.com/segm/janelidze/

Posted in ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, ზვიადი, პოლიტიკა, საამაყო ქართველები | Leave a Comment »

ედპ

Posted by iberiana on January 17, 2012

ლეილა ცომაია –  გია ჭანტურია და 2 სექტემბრის მიტინგის პოლიტიკური ანატომია

 პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დემოკრატიული მმართველობის პირობებში ოპოზიციას ეძლეოდა მიტინგების ჩატარების სრული თავისუფლება შეუზღუდავ ადგილებში და ხელისუფლების დამხობის მოწოდებების მიუხედავად, არც ერთი მიტინგი არ ირბეოდა. ერთადერთ გამონაკლისს, მხოლოდ 1991 წლის 2 სექტემბრის მიტინგის პროვოკაციული დარბევა წარმოადგენდა, რის გამოც პრეზიდენტმა აღშფოთება ვერ დამალა: 15 სექტემბრის უზენაესი საბჭოს სხდომაზე მან მღელვარედ განაცხადა: “როდესაც ამერიკის კონგრესის დელეგაცია ჩამოდის თბილისში. დრო, როდესაც მე მას ვხვდები… ამ დროს გაისმის სროლა რუსთაველის პროსპექტზე. რა ჰქონდა მიზნად დასახული ყოველივე ამის ჩამდენს და მომწყობს, გეკითხებით მე! მე მგონი დღესავით ნათელია, მეგობრებო, მზადდებოდა ცნობა ჩვენი ქვეყნისა მრავალი უცხო ქვეყნების მიერ, დელეგაციის ჩამოსვლა მისადაგებული იყო, სწორედ ამასთან და ეს უნდა ჩაშლილიყო. ნუთუ ამის მიხვედრა ასე ძნელია, მეგობრებო?!… მე მწარე სიმართლე უნდა ვთქვა: მილიციაში არის ჩვენდამი მტრულად განწყობილი ძალები… ეს იყო შეგნებულად მოწყობილი პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ ორივე მხრიდან, რომლებიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთი ცენტრიდან იმართებოდნენ და ერთი ავტორი ჰყავს ყოველივე ამას… ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა ზომები, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, ეს არის ჩვენი მოვალეობა… დღევანდელი სიტუაცია საქართველოში ძალიან მაგონებს 1918-21 წლების სიტუაციას… მაშინაც, მოსკოვს გადახვეწილი მოღალატე ქართველები მართავდნენ ყველაფერს, ისინი ქმნიდნენ აქ დასაყრდენ ჯგუფებს… მეორე ანექსიას ამზადებენ, მეგობრებო, მოსკოვში გადახვეწილი ჩვენი მოღალატე თანამემამულეები…”

http://iberiana2.wordpress.com/segm/edp/#2

Posted in ეროვნული მთავრობა, ოპოზიცია, პოლიტიკა | Leave a Comment »

ზ. გამსახურდია ნობელის პრემიაზე

Posted by iberiana on January 10, 2012

Posted in ეროვნული მთავრობა, პოლიტიკა, Gamsakhurdia | Leave a Comment »

ეროვნული ხელისუფლების დამხობის ოცი წლისთავი

Posted by iberiana on December 20, 2011

სამშობლოსათვის წამებული რაინდი – ზვიად გამსახურდია

და ჯვარზე გაკრული საქართველო

პრეზიდენტი, რომლის ბადალსაც ნებისმიერი დიდი და ძლევამოსილი ქვეყანა ინატრებდა, ვერ შეიღირსია ქართველობამ და 1991 წლის 21 დეკემბერს, ზუსტად 20 წლის წინ, იმ დღეს, როდესაც მან არ გააგზავნა ელჩები ყაზახეთში ახალ ბატონყმურ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად, საკუთარმა მე–5 კოლონამ თავს მოახვია სიუზერენისაგან წაქეზებული ომი. მაგრამ ვერც ამ ომმა შეცვალა პრეზიდენტის გულისთქმა – ის გულშემატკივრულად არიგებდა თანამემამულეებს:

„…თუკი მოყვასი ზარბაზანს გვესვრის, ჩვენ ნუ ავიღებთ მახვილს, სიყვარული შევაგებოთ მის სიძულვილს და ყვავილები ვესროლოთ.“ მხოლოდ მან უწყოდა, რომ საქართველოში დიდი არმაგედონი დაიწყო – ანტიქრისტიანულ ძალთა გამძვინვარებული ბრძოლა ქრისტეს ეკლესიის, ქართველი მართლმადიდებელი ერის წინააღმდეგ, და რომ ეს ბრძოლა უმთავრესად სულიერი ბრძოლა იყო და არის დღესაც!

პრეზიდენტის მოწინააღმდეგენი დღემდე სამოქალაქო ომად ხმობენ ამ დაპირისპირებას, მაშინ, როდესაც ყველა ოპოზიციონერი, ქართველი სამხედროცა და საერო პირიც, კრემლის დავალებას ასრულებდა, რის მიხედვითაც ომი იყო სამამულო – სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის!…

http://iberiana2.wordpress.com/segm/saba-iberi/

Posted in გამსახურდია, ეროვნული მთავრობა, პოლიტიკა, საამაყო ქართველები | Leave a Comment »

ზ.გამსახურდიას სიტყვა 14.11.1990

Posted by iberiana on December 17, 2011

Posted in გამსახურდია, ეროვნული მთავრობა, იდეოლოგია, პოლიტიკა, რელიგია | Leave a Comment »

გამსახურდია ლანჩხუთში

Posted by iberiana on December 13, 2011

Posted in გამსახურდია, ეროვნული მთავრობა, ისტორია-History, პოლიტიკა | Leave a Comment »

 
%d bloggers like this: