Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘ეროვნული მოძრაობა’ Category

მერაბ კოსტავა – “ჩათრევას ჩაყოლა სჯობს!”

Posted by iberiana on მაისი 26, 2020

Merab Kostava

1939 წლის 26 მაისს დაიბადა მერაბ კოსტავა, ქართველი ეროვნული მოღვაწე.

გთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან

“ჩათრევას ჩაყოლა სჯობს!”

“ნებისმიერი იმპერია დანგრეულა და მზვაობრიობა ხელმწიფეთა არარაობად ქცეულა; მაგრამ ძველი იმპერიები იმგვარ ძალას დაუნგრევია, რეალურად ან პოტენციურად ახალ იმპერიას რომ ატარებდა საკუთარ თავში, იმპერიებს უმეტესწილად ახალი, მომავალი იმპერიის შემქმნელი ბარბაროსული ძალა ანგრევდა; ძალა, რომელიც არსებულ იმპერიაზე უფრო ველურია; ანგრევს არსებულს და ქმნის ახალ იმპერიას და ღირსების დონის შესაბამისად ისევ და ისევ გრძელდება ახალ დამპყრობელთა წინააღმდეგ დაპყრობილი ერების ბრძოლა თავისუფლების მოსაპოვებლად. ამის მაგალითია თუნდაც საქართველო. რა ბედენაა, თუკი ერთი იმპერიის დანგრევას უთუოდ ახალი იმპერიის შექმნა მოჰყვება? ეს პროცესი გარდაუვალია და ამიტომაც სასურველია ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს იმპერიების ამგვარი ესტაფეტა.”

საქართველოს ეროვნული სამართლიანობის კავშირი
ცნობის ფურცელი – “უწყებანი”
28 თებერვალი, სამშაბათი, 1989 წელი № 3 (6).

დავით არაბიძე

Posted in 1989, ეროვნული მოძრაობა | Tagged: , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი – პატრიოტიზმი

Posted by iberiana on თებერვალი 29, 2020

manana gabashvili

მანანა გაბაშვილი
პატრიოტიზმი
(ისტორია და თანამედროვეობა)

პატრიოტიზმი, როგორც ცნობილია, გავრცელებული და მრავალი ხალხის ენებში დამკვიდრებული ტერმინია. ის ბერძნული სიტყვიდან _ პატრის მომდინარეობს და სამშობლოს, მამა-პაპეულ მიწა-წყალს უკავშირდება. პატრიოტის გაგება, რაც სამშობლოს მოყვარულს ნიშნავს, ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ გრძნობებს გამოხატავს. ..

მეცნიერებმა დაასაბუთეს, რომ ეს განცდა, უძველესი დროიდან მოყოლებული, გარკვეული ფორმით პირველყოფილ საზოგადოებასაც ახასიათებდა, რაც ჯიშის გადარჩენასა და შერჩევითობას უკავშირდებოდა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ იმ ტომს ჰქონდა სიცოცხლის გადარჩენის შანსი, რომელსაც თავისი ტომის არსებობის გასაგრძელებლად შეეძლო საკუთარი სიცოცხლის გაწირვა. ამდენად პატრიოტიზმს თვითგადარჩენისა და სიცოცხლის გაგრძელების ფუნქციაც გააჩნია, შესაბამისად ის შორსაა დამღუპველი კომფორმიზმისგან, რომელიც თვით ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც მოედო და საქართველოსთვის დღეს განსაკუთრებით აქტუალური და დამაფიქრებელია…

პატრიოტიზმის ისტორიაში თუ ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ მას ყველა ხალხისთვის ერთი საერთო ნიშანთვისება ახასითებს; ეს არის სიყვარული. ამდენად ჭეშმარიტი პატრიოტიზმი სხვადასხვა დროსა და ეპოქაში სიყვარულს ეფუძნება და პირველ რიგში ქვეყნის წინაშე ვალდებულებას, მასზე ზრუნვას, უანგარობას, ისტორიის, ენისა და კულტურის, ტრადიციების შენახვა-გაფრთხილებას, მისთვის სასახელო საქმეების კეთებას, საკუთარი ქვეყნის საუკეთესო კუთხით წარმოჩენას, საფრთხისა და საშიშროების შემთხვევაში კი სამშობლოს დაცვასა და თავდადებას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტი საკუთარ ინტერესებზე მაღლა სამშობლოს ინტერესებს აყენებს…

ცრუ პატრიოტები კი (რომლებმაც სამარცხვინოდ ეროვნული ხელისფლება დაამხეს) ამდენი წელია ქვეყანას სიძულვილით მართავენ, ურთიერთდაპირისპირებული, მტრულად განწყობილი ქართველებით, რაც საინფორმაციო საშუალებებითაც პიარდება და შუა საუკუნეებში რომ ეარსებათ საქართველო დღემდე ვერ მოაღწევდა…

ამიტომაც ჭეშმარიტი პატრიოტიზმისგან განსხვავებით, რომელიც სახელმწიფოს, მის ინსტიტუტების სტაბილურობისა და არსებობის გარანტია, ცრუ პატრიოტიზმი ქვეყნისთვის არანაკლებ საშიშია, ვიდრე ნებისმიერი შემოსეული მტერი

თუ რამდენად სახიფათოა ცრუ პატრიოტიზმი, ამას არაერთი ქვეყნისა და მათ შორის საქართველოს ისტორიაც გვაუწყებს, თუნდაც ხალხის მოტყუების გზით, ეროვნულობის ცრუ პროპაგანდით, ხელისუფლებაზე თავდასხმითა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებით. ამის მაგალითია 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგადაც ეროვნული ხელისუფლების ჭეშმარიტ პატრიოტიზმს ცრუ პატრიოტიზმი ჩაენაცვლა, ჭეშმარიტ დემოკრატიას ცრუ დემოკრატია და დემაგოგია, რის შედეგადაც ერში, დიდი მსხვერპლის ფასად, ტერიტორიები დაიკარგა და საქართველოს ისტორიაში პირველად, სხვადასხვა ქვეყანაში კატასტროფული მასშტაბის ქართული ემიგრაცია გაჩნდა, რაც დემოგრაფიული კრიზისის ერთ-ერთი მიზეზიცაა…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/manana-gabashvili-2/

 

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

2 თებერვლის აქციის ვიდეო

Posted by iberiana on თებერვალი 3, 2020

2020 წლის 2 თებერვლის აქციის ვიდეო

Posted in 2020, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

დახვრეტილი მიტინგების ქრონიკა იანვარ-თებერვალი 1992წ

Posted by iberiana on იანვარი 27, 2020

დახვრეტილი მიტინგების ქრონიკა

იანვარ-თებერვალი 1992 წ.

1992 წელს მთელი იანვრის მანძილზე და თებერვლის დასაწყისში იმართებოდა საკმაოდ მრავალრიცხოვანი მიტინგები თბილისის ქუჩებში.

3 იანვარს დიდუბის მეტროსთან და 7 იანვარს დელისის მეტროსთან, ცეცხლსასროლი ჭრილობისაგან რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. მშვიდობიან დემონსტრანტთა მსხვერპლი მერეც არაერთხელ იყო, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული სისასტკით 1992 წლის 2 თებერვლის მიტინგი დაიხვრიტა.

2 თებერვლის ყველაზე მასშტაბური აქცია განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიეს. ამ მშვიდობიანი მარშის დროს ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ.

 

Posted in 1992, ეროვნული მოძრაობა, ვიდეო, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ჩვენ საქართველოს სიყვარულისთვის გვესროდნენ

Posted by iberiana on იანვარი 23, 2020

guliko chkhaidze2გულიკო ჩხაიძე – ჩვენ საქართველოს სიყვარულისთვის გვესროდნენ

1992 წლის 2 თებერვალი

… თამარის ხიდს რომ მივუახლოვდით, ფერდობებზე, ცირკის მხარეს და მოპირდაპირე მხარეს შევნიშნე ახალგაზრდები, რომლებსაც შავი ნაქსოვი ქუდები ეხურათ (ასეთი ქუდები ეხურა მაშინ თბილისში ახალგაზრდების გარკვეულ კატეგორიას) და ნიღბები ეკეთათ. თვალში მომხვდა, რომ ქურთუკები გამობერილი ჰქონდათ. ავტომატები ხელში არ უჩანდათ. ქურთუკის ქვეშ მალავდნენ? ჯერ წყნარად იყვნენ. გაგვატარეს, გვაცალეს, უფრო ბევრი შევსულიყავით ამ სასაკლაოში. ბევრი სამიზნე, ხალხის არევ-დარევა, ჭყლეტა_ როგორც ჩანს გათვლილი ჰქონდათ. უეცრად რაღაც ტკაცანი გაისმა. გავირინდე… ცოტა ხანიც და ატყდა ავტომატების კაკანი, ეს შავქუდიანი ბიჭები ადგილებს იცვლიდნენ. იქით-აქეთ დარბოდნენ. გაისმა ხმები: დაჭრილები არიანო. გამოჰყავდათ. ჩვენ უკან დავიხიეთ, ისევ სადგურისაკენ ვაპირებდით წასვლას…

სადგურის მოედნისკენ აღარ გაგვიშვეს. აღმაშენებლის გამზირისკენ მეტროს მიმართულებით გაგვიხსნეს გზა. და, აი, იქ კი თურმე უარესი გველოდა. მანიფესტანტები ტირილგარეული ხმით ხმამაღლა უგზავნიდნენ წყევლა-კრულვას იმას, ვინც ამ დღეში ჩაგვყარა.

– მკვლელებო, მკვლელებო! შევარდნაძე იუდა!

ამ შეძახილებით ჩავიარეთ გამზირი და როცა მარჯანიშვილის მეტროს მივუახლოვდით, ერთბაშად აკაკანდა ასობით ავტომატი. ისევ გადაგვიფრინეს თავზე ტყვიებმა. ზოგს ასცდა, ზოგი დაიჭრა…ისროდნენ ყველა სახლის სახურავიდან, ისროდნენ დამიზნებით, პირდაპირ ხალხში… აშკარა იყო, ელოდებოდნენ მომენტს, როცა ბევრი მოვგროვდებოდით. ამიტომ გვიან იწყებდნენ სროლას. ასე იყო ცირკთან, ასე იყო აქაც. აქ შეიძლებოდა თავშესაფრის პოვნა და ხალხი ეზოებსა და სადარბაზოებში შეცვივდა. მე და ჩემი და რამდენიმე ადამიანთან ერთად მარჯანიშვილისა და აღმაშენებლის კვეთაში მეტროს წინ მდებარე ერთი სახლის ეზოში შევედით. უკანა მხრიდან მივადექით ამ სახლს და ჩვენ თვალწინ ბინის პატრონმა, მოხუცმა რუსმა კაცმა აკანკალებული ხელით კარი ჩაკეტა, უკან ცოლი ედგა, ის მთლად ცახცახებდა შიშისაგან. შუშაბანდი ჰქონდათ და იმიტომ ვხედავდით ყველაფერს. ქართველები გვხოცავდნენ და რუსს კარი ჩაეკეტა, გასაკვირი იყო? იმ ადგილას, სადაც ახლა მაკლდონალდსია, ერთი სახლი იდგა. ვიწრო კიბე ადიოდა ზევით, სხვენისაკენ. ამ კიბეს მივაშურეთ. თითქმის ბნელოდა. ავედით ყველაზე მაღლა და საფეხურებზე ჩამოვსხედით. არც ერთი ჩვენგანი ხმას არ იღებდა, ერთმანეთსაც არ ვუყურებდით. ვისხედით განადგურებულები, გაოგნებულები… იმ დღის სისასტიკემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს დღე 9 აპრილზე უარესი იყო— ქართველები გვესროდნენ, ჩვენი ძმები და შვილები გვესროდნენ….

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/1992-2/#2

Posted in 1992, 2020, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | 1 Comment »

2 თებერვლის აქცია – 2020

Posted by iberiana on იანვარი 22, 2020

2 თებერვლის მანიფესტაცია იყო ერთერთი ყველაზე ხალხმრავალი, ეს დღე კი  ყველაზე სისხლიანი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ის თავისი მაშტაბითა და მნიშვნელობით უფრო შემზარავია, ვიდრე 1989 წლის 9 აპრილი, სადაც გვიპირისპირდებოდა რუსეთის იმპერია, აქ კი უიარაღო ხალხს ჩვენი სისხლი და ხორცი გვესროდა –  “დემოკრატიის” სახელით

2.01.1992

საქართველოს ყველა მამულიშვილს გთხოვთ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მივიღოთ მონაწილეობა ა. წ. 2 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებაში.
შეკრება მოხდება 2020 წლის 2 თებერვალს 13:50-ზე გმირთა მოედანზე, ცირკის ასასვლელ კიბეებთან, საიდანაც 14:00-ზე მსვლელობით მივალთ მომიტინგეთა დახვრეტის (პირველი მსხვერპლის) ადგილამდე, სადაც აღევლინება პანაშვიდი.

აქციის მთავარი მიზანია – პატივი მივაგოთ 1991-93 წლების უდანაშაულო მსხვერპლთ და კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ დეფაქტო ხელისუფლებას:

“მოხდეს კრიმინალური გადატრიალების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა!”

2 თებერვალი

***

2 თებერვალი 2020

ანა მიქაუტაძის ფოტოები

This slideshow requires JavaScript.

2020 წლის 2 თებერვლის აქციის ვიდეო

Posted in 1992, 2020, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

კახა კუკავა – ზუსტად 28 წლის წინ

Posted by iberiana on დეკემბერი 22, 2019

kakha kukavaკახა კუკავა – ზუსტად 28 წლის წინ თბილისში დამოუკიდებელი საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას ქვემეხები დაუშინეს

1. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ცდილობენ გააყალბონ ისტორია სხვადასხვა ტერმინებით, როგორიცაა მაგ. „სამოქალაქო ომი“ ან „გამსახურდიას შეცდომებმა ერი შუაზე გაყო“, რეალურად ამბოხებას ქონდა ორი ძირითადი მიზეზი:

– საგარეო (გადამწყვეტი) ფაქტორი: გამსახურდიამ უარი თქვა ელცინის ულტიმატუმზე: 22 დეკემბერს ალმა-ატაში ხელი მოეწერა დსთ-ს დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე.

– საშინაო ფაქტორი: გამსახურდია არ აღიარებდა წითელი ელიტის არცერთი პრივილეგირებულ ჯგუფის განსაკუთრებულ უფლებებს თანამდებობებზე, სახელმწიფო ქონებაზე, ბიუჯეტის ფლანგვაზე, „ვოლგებზე“, „პაეზდკებზე“, „დაჩებზე“ და ა.შ. ამ მიზეზით დაუპირისპირდნენ მას რაიკომის მდივნები, წითელი ინტელიგენცია და წითელი დირექტორები, კანონიერი ქურდები და მხედრიონი;

2. სახელმწიფო გადატრიალების შედეგი იყო არა მხოლოდ გამსახურდიას განდევნა, არამედ ქართული სახელმწიფოს თანმიმდევრული ნგრევა, რაც დღემდე გრძელდება, მ.შ:

– კანონიერების, სამართლიანობის, კონსტიტუციის უზენაესობის როგორც პრინციპის უგულებელყოფა;
– სახელმწიფო სტრუქტურები ხელში ჩაიგდო პრივილეგირებულმა ელიტამ, რომლებიც ინარჩუნებდნენ და ინარჩუნებენ გავლენას შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის რეჟიმის პირობებში;

– საქართველომ დაკარგა კონტროლი ჯერ ცხინვალის რეგიონში, შემდეგ – აფხაზეთზე;

– ათობით მილიარდის ღირებულების სახელმწიფო ქონება კაპიკებში (კუპონებში) ხელში ჩაიგდო რამდენიმე ათეულმა ოჯახმა (როგორც ახლა იტყვიან წარმატებულმა ბიზნესმენებმა);

– 1990-91 წლების შემდეგ აღარ ჩატარებულა არჩევნები სადაც გადამწყვეტი არ იქნებოდა ფული და ადმინისტრაციული რესურსები;

– 1992-1995 წლებში ჩატარდა უმაგალითო მასშტაბის მხეცური რეპრესიები, მომიტინგეთა ადგილზე დახვრეტები თბილისში, მთლიანი სოფლების გადაწვა სამეგრელოში, ცოცხალი ადამიანისთვის ხელის მოკვეთა ხობში და ა.შ. (ამ ფაქტების დიდი ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია);

3. სახელმწიფო გადატრიალების თემა დღემდე ტაბუირებულია მმართველი ელიტის და ე.წ. „ცენტრალური“ არხების თუ „სამოქალაქო“ სექტორის მიერ;

არ ჩატარებულა სახელმწიფო გადატრიალების გამოძიება არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში (ბოლო 2 მთავრობას/ პროკურატურას მივმართე პირადად, წერილობით, კანონით გათვალისწინებული ფორმალობების დაცვით, შესაბამისად 2007 და 2013 წლებში).

4. იმ პირობებში როდესაც ყველა მაროდიორი, რომელიც ესროდა თბილისს და სამეგრელოს ატარებს „ვეტერანის“ საპატიო მოწმობას, დღემდე არ არის აღიარებული ფიცის ერთგული გვარდიელების სტატუსი: არ არსებობს თბილისის და სამეგრელოს დაცვისას ბრძოლაში დაღუპულთა არცერთი მემორიალი (სოციალურ გარანტიებზე საუბარიც ზედმეტია);

5. მიმაჩნია, რომ როგორც 1921 წლის 25 თებერვლის შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადება, ასევე შეუძლებელია 1991 წლის 22 დეკემბრის სწორი შეფასების გარეშე თანამედროვე, დამოუკიდებელი, ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

ვნახოთ ქართული ტელევიზიები გაიხსენებენ თუ არა ამ თარიღს.

PS: დაინტერესებული საზოგადოებისთვის – რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან 22 დეკემბერს 15:00 საათზე გაიმართება საპროტესტო აქცია “დაისაჯონ დამნაშავეები.

კახა კუკავა
პარტია “თავისუფალი საქართველო”-ს თავმჯდომარე
22.12.2019

Posted in 1991, 2019, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | 2 Comments »

ეთერ მგალობლიშვილი: დღემდე გამოუძიებელია პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობა

Posted by iberiana on დეკემბერი 21, 2019

28 წელი სახელმწიფო გადატრიალებიდან

ეთერ მგალობლიშვილი: დღემდე გამოუძიებელია პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობა

ეთერ მგალობლიშვილი: არათუ დღემდე გამოუძიებელია პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობა და მისი მომხრეების წამების, დახვრეტისა და დევნის ფაქტები, არამედ ვხედავთ სრულ უმოქმედობას და იგნორირებას პროკურატურის მხრიდან;

Posted in 1991, 2019, ეროვნული მოძრაობა, ვიდეო, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას მიმართვები

Posted by iberiana on დეკემბერი 10, 2019

ზვიად გამსახურდიას მიმართვები

  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს

  • მიმართვა  შიდა ქართლისა და ქ. ცხინვალის ოსი მოსახლეობისადმი

  • ზვიად გამსახურდია: მიმართვა აფხაზი ხალხისადმი. მარტი, 1991

  • ზვიად გამსახუდია: ჰელსინკის პრინციპების დასაცავად.

  • ზვიად გამსახურდია: ძალაუფლებისათვის მებრძოლ 41 პოლიტიკურ პარტიას,  საზოგადოებასა და კერძო პირს. 1990

  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საყოველთაო ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ. 15.04.1991

  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის  მიმრათვა  სსრკ  პრეზიდენტს  მ. ს. გორბაჩოვს, სსრკ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს  ა. ი. ლუკიანოვს, სსრკ უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარეს, რ. ნ. ნიშანოვს, სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრს ბ. კ. პუგოს. 27.04.1991

  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის  მიმართვა  რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ  ბ. ელცინს. 7.05.1991

  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ა. ხ. გალაზოვს. 26.07.1991

  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 92 ე მუხლის მე-14 პუნქტში და 156-ე მუხლში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ აფხაზეთის ასსრ 1991 წლის 9 ივლისის კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე. 5.08.1991

  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 20 ივლისის ბრძანებულების მოქმედების შეჩერების შესახებ. 5.08.1991

  • მიმართვა აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდუმს. 24.10.1991

    საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის  ბრძანებულება  შიდა ქართლში შექმნილი მდგომარეობის გამო. 2.12.1991

 

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/mimartvebi/

 

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , , , , , , | Leave a Comment »

ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის საბჭოს მიმართვა უზენაესი საბჭოს დეპუტატებს

Posted by iberiana on დეკემბერი 8, 2019

drosha

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის საბჭოს
მიმართვა
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატებს

მოგმართავთ თქვენ, 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების შედეგად უმრავლესობით არჩეულ დეპუტატებს, საარჩევნო ბლოკი: „მრგვალი მაგიდა, თავისუფალი საქართველოდან“, რომლებიც 1990 წლის 15 დეკემბერს გაერთიანდნენ უზენაეს საბჭოში და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით ჩამოაყალიბეს დემოკრატიული ხელისუფლება…

თქვენს მიერ განხორციელებული ყველა საკანონმდებლო მოქმედება შეესაბამებოდა საერთაშორისო კანონმდებლობას, რაც აღიარებულია გაეროს მიერ და საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო მიღებულია გაეროში.

2005 წლის 11 მარტს დე-ფაქტო ხელისუფლების პარლამენტი იძულებული გახდა ეღიარებინა 1991-1992 წ.წ ხელისუფლების კანონიერება, მათ შორის კანონიერადაა ცნობილი კანონიერი რესპუბლიკის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალები, ანუ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდია.

1991-1992 ედუარდ შევარდნაძის მიერ შექმნილმა მეხუთე კოლონიამ, საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების, შეიარაღებული ძალებისა და კრიმინალური შეიარაღებული ბანდფორმირებების მეშვეობით მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ძალადობრივი გზით.

1992 წლის 13 მარტს ქალაქ გროზნოში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება და ამის შესახებ ამცნო მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლებებს, რაც დღესაც ძალაშია.

ბატონებო, თქვენ, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერები დღესაც წარმოადგენთ ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

თქვენ, დე-ფაქტო ხელისუფლება გიხდით პენსიას არა მოწყალებისათვის, არამედ გაჩუმებისათვის, ვინაიდან თქვენ ხართ კანონიერი ხელისუფლების კანონმდებელი ორგანოს წარმომადგენლები და არა ოპოზიცია.

თქვენ არაფერი გესაქმებათ დამნაშავეთა ხროვასთან, რომლებმაც გაერთიანებული ოპოზიცია დაირქვეს.

თქვენ უნდა მოსთხოვოთ დე-ფაქტო ხელისუფლებას ქვეყანაში აღადგინოს სამართლიანობა, რისთვისაც უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც თქვენ და კანონიერი ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლები პარიტეტული პრინციპით იქნებით წარმოდგენილი. ეს არის მშვიდობიანი გზა, კომპრომისი იმისა, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოვიდნენ სახელმწიფო მოღვაწენი…

სრულად: http://iberiana2.wordpress.com/segm/erovnuli-gvardia/

 

Posted in 2019, ეროვნული გვარდია, ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

გურამ ლაკია – თანამემამულენო და თანამებრძოლებო!

Posted by iberiana on ნოემბერი 29, 2019

ლაკია

გურამ ლაკია

თანამემამულენო და თანამებრძოლებო!

დღეს მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია, ისეთი მცირერიცხოვანი ერისათვის, როგორც ჩვენ ვართ დიდი საფრთხის შემცველია!

ა.შ.შ-ს მიერ თავმოხვეული ე.წ გლობალიზაცია ანუ მსოფლიო ბატონობა არახალია!

ორი ბირთვული ზესახელმწიფოს ა.შ.შ-ს და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირება, ახლო და შორეულ აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში (დიდიბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი და ა.შ) მსოფლიოს სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას დიდ საფრთხეს უქმნის!

ა.შ.შ-ს ლტოლვა და ჩვენი ვაიპოლიტიკოსების კახპური პოლიტიკა საქართველოს NATO-ში ჩასათრევად ემსახურება არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არამედ გამოწვეულია ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობით.

დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში სამართლიანობის აღდგენის დაპირებებით, მაგრამ არაფერი იღონა ქვეყნაში სამართლიანობის აღდგენისათვის და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისათვის. ის დარჩა ხუნტის მემკვიდრედ!

დე-ფაქტო ხელისუფლებამ უგულველყო ჭეშმარიტება – დაუსჯელი დანაშაული განმეორებადია!

ეს ბადებს დიდ საშიშროებას, რომ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად შესაძლებელია უცხო ქვეყნების მხარდაჭერით ე.წ ოპოზიციამ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მიმართოს ძალადობას, განუკითხაობას და მორიგ სისხლისღვრას!

დღეს ისინი, ვინც დამნაშავენი არიან კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაში, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაში, ასიათასობით ადამიანის საკუთარ სამშობლოში ლტოლვილად და უპოვრად ქცევაში, ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ფიზიკურ განადგურებაში მოსახლეობის გაუბედურებაში და ლუკმა-პურის საშოვნელად ქვეყნიდან გადახვეწაში, ჩინ-მედლებით თავს იწონებენ, უხვად ფინანსდებიან სახელმწიფოს მწირი ბიუჯეტიდან, გვმოძღრავენ და ზეობენ!

ისინი, ვინც იბრძოდა ქვეყნაში კანონიერების აღდგენისათვის და ტერიტორიული მთლიანობისათვის – რეპრესირებულები, უგულვებელყოფილები და დავიწყებულები არიან!

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/guram-lakia/

 

Posted in 2017, ეროვნული გვარდია, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | 1 Comment »

ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი

Posted by iberiana on ნოემბერი 26, 2019

georgia-flag[1]

საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირის ყრილობის მოსამზადებელი საინიციატივო ჯგუფის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი წარმოადგენს 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მომპოვებელი პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდის ძირითად წევრ-ორგანიზაციას, რომელსაც 1990 წლის 28 ოქტომბრის საყოველთაო, მრავალპარტიული, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების შედეგად ორ ათეულზე მეტი დეპუტატი გაიყვანა უზენაეს საბჭოში….

დღეს, როდესაც ქართული სახელმწიფოს 20%-ი ოკუპირებულია, მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და რღვევა, იგნორირებულია 9 აპრილის მონაპოვარი, მიზანმიმართულად ხდება სახელმწიფოებრიობის მოშლა, ჩვენ იძულებული ვართ ჩვენს მიერ აღდგენილი ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად ყველა კონსტიტუციური ხერხი გამოვიყენოთ და ვიბრძოლოთ ლეგიტიმური ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობისთვის, ქვეყნის ოკუპაციისგან განთავისუფლებისთვის, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციისათვის, საერთაშორისო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დაკავებისათვის ..

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციამ მოგვცა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ევროვიზა, ევროკავშირის (ასოცირებული), გაეროს, ეუთოს წევრობა და მისი შემომქმედია ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, 9 აპრილის გმირები, ეროვნული მოძრაობა, მრგვალი მაგიდა, მისი ერთ-ერთი წევრი ორგანიზაცია საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო…

ჩვენ ვრჩებით რა მრგვალი მაგიდის პრინციპების, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას იდეების ერთგული, ყველა ეროვნულ ძალასთან ერთად ვიბრძოლებთ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისთვის, ქვეყნის დეოკუპაციისთვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, სამშობლოდან გადახვეწილი მილიონობით ჩვენი თანამოქალაქის დაბრუნებისთვის, ქართველი ერის ღირსების აღდგენისთვის, ადამიანების საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისათვის, მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ჩვენი საქართველოს მიერ ღირსეული ადგილის დაკავებისათვის…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/erovnuli-fronti/

 

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

გვარდიის ვეტერანთა კავშირის მიმართვა ქართველ ერს

Posted by iberiana on ნოემბერი 15, 2019

25594241_307710489742042_1139383975062208318_n[1]

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის
მ ი მ ა რ თ ვ ა
ქართველ ერს

ძვირფასო მეგობრებო! ძმებო და დებო! მოგესალმებით ყველას და მოგილოცავთ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპის დაწყებას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წლის 14 ნოემბერს, ეროვნული ბიბლიოთეკაში!

მადლობა უზენაესი საბჭოს ყველა იმ დეპუტატს, ვინც გადალახა ყოველგვარი წინააღმდეგობა, უკან დატოვა საკუთარი ამბიცია, არ შეუშინდა შესაძლო ინტრიგებს (თქვენ წარმოიდგინეთ ფარულ მუქარასაც კი), არაფრად ჩააგდო თავისი ჯამრთელობა მოვიდა ამ დღეს და განაცხადა – დიახ ჩვენ ვალდებული ვართ მივყვეთ იმ გზას, იმ ამოცანას, რომელიც მოგვინიშნა თვით ბ-ნა ზვიად გამსახურდიამ 1990 წლის 14 ნოემბერს:

უზენაესი საბჭო „იქნება არა მხოლოდ უზენაესი საკანონმდებლო ორგანო ჩვენი ქვეყნისა, არამედ იქნება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი და კოორდინატორი და ამავე დროს ეროვნული დაუმორჩილებლობის განხორციელების ძირითადი სამართლებრივი ინსტიტუტი!“

დიახ ბატონებო კარგად გავიაზროთ და მტკიცედ გავითავისოთ – უზენაესი საბჭო ეს არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი და კორდინატორი!!! ჩვენ ყველა, ვინც თავს ვთვლით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლად, ჩვენი სიმპათიებისა თუ ანტიპათიების მიუხედავად ვალდებული ვართ გავერთიანდეთ უზენაესი საბჭოს ირგვლივ!!!

მოვუწოდებთ ყველას! დავძლიოთ ჩვენში არსებული უთანხმოებანი, თუ გაუგებრობანი გავერთიანდეთ უზენაესი საბჭოს ირგვლივ, რაც საწინდარი იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და გაბრწყინებისთვის ბრძოლაში!

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/gvardia-9/

 

Posted in 2019, ეროვნული გვარდია, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

საქართველოს სახელმწიფოს გეოპოლიტიკური რეალიზმი

Posted by iberiana on ნოემბერი 15, 2019

helsinkis-kavshiri“საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება“

საქართველოს სახელმწიფოს გეოპოლიტიკური რეალიზმი და სამართლებრივი ტენდენციები

უკვე რამდენი წელია დამცირებული დადის ქართველი კაცი და სიმწრისაგან აღარ იცის რა გზას დაადგეს. მინავლდა და სადაცაა მივიწყებას მიეცემა ჩვენი დიდი წინაპრების, წამებულების მიერ ნალოლიავები ღვთით ბოძებული გრძნობა ჭეშმარიტი ეროვნული თვითშეგნებისა და ცნობიერებისა.

თანასწორუფლებიანობის პრინციპებიდან და ქვეყნის საკუთარი გამგებლობის უფლებიდან გამომდინარე, ნამდვილი სახელმწიფო გარედან ჩარევის გარეშე თავადვე უნდა განსაზღვრავდეს თავის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას. ისტორიული პროცესების განვითარების დიალექტიკა კი, თავისთავად გვკარნახობს არსებულ წარმოდგენათა გარკვეული კორექტირების აუცილებლობას, რამეთუ, დღეს, ქვეყნის დაშლასთან, ეკონომიკის რღვევასთან, ხალხის გაღატაკებასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურის დაცემასთან ერთად, საქართველოს ემუქრება ყველაზე საშინელი საფრთხე – თავისი ეროვნული სახის დაკარგვა და უფრო მეტიც, ქართველი ერის, როგორც კულტურულ-ისტორიული ერთიანობის ფიზიკური გაქრობა. ჩვენი სააზროვნო არსენალიდან დღეს ბევრი რამ საჭიროებს აუცილებელ სამართლებრივ გამოსწორებას, სულიერ ფასეულობათა სასწრაფო და გადაუდებელ გადარჩევა-გადაფასებას, რაც მომავალში ქართველი ერის ისტორიული მეხსიერების, დროთა მიერ ტრაგიკულად დარღვეული კავშირისა და „ჩატეხილი ხიდების’’ გამთელების აუცილებელ წინაპირობად უნდა იქცეს.

დადგა გადარჩენის უკანასკნელ შესაძლებლობათა გამონახვა–გატარების აუცილებლობის გარდაუვალობა, ამისათვის ყველა საქმე, იქნება ეს მეურნეობრივი, წარმოებრივი, ცხოვრებისეული, სოციალური, ეკოლოგიური, პოლიტიკური თუ სხვა, უნდა ვაქციოთ საკუთარ საქმედ და გავხადოთ ერთიანი, განუყოფელი საქართველოს სახელმწიფოს, მისი ხალხის ინტერესების დამცველად, რათა აშენდეს ერთიანი ქართული სხეულით გასხივოსნებული სახელმწიფო…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/helsinkis-kavshiri/

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

უზენაესი საბჭოს წევრებსა და ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს

Posted by iberiana on ნოემბერი 7, 2019

shavtvaladzeუზენაესი საბჭოს წევრებსა და ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს

მეგობრებო, ძმებო, დებო, ძვირფასო თანამებრძოლებო!

ჩვენ, უზენაესი საბჭოს დეპუტატებს, ბედმა გვარგუნა ვყოფილიყავით თანამებრძოლნი, ეროვნული მოძრაობის პატრიარქის, ბ-ნ ზვიად გამსახურდიასი! გვქონდა პატივი მასთან ერთად, მისი თაოსნობით და უშუალო ხელმძღვანელობით, მოგვეპოვებინა უდიდესი გამარჯვება – ყოფილი სსსრ-ს სივრცეში პირველად ჩვენ ჩაგვეტარებინა მრავალპარტიული, უაღრესად დემოკრატიული, არჩევნები; საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩაგვეტარებინა რეფერენდუმი, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა, ეს კი გახდა საფუძველი იმისა, რომ საქართველო გახდა მსოფლიო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი!

ჩვენ ბევრი სასიკეთო გეგმები გვქონდა, მაგრამ მტერმა არ გვაცალა მათი განხორციელება, როდესაც ჩვენში მრავლად არსებული მოღალატის მეშვეობით შექმნა კრიმინალური ბანდები, სათანადოდ აღჭურვა იგი, დაეხმარა ცოცხალი ძალით და დაამხო კანონიერი ხელისუფლება – მოკლა რჩეული პრეზიდენტი.

მტერმა ეს ყოველივე არ გვაკმარა და იმისათვის რომ მაქსიმალურად გაახანგრძლივოს ძალით თავსმოხვეული მარიონეტული საოკუპაციო რეჟიმის არსებობა, უზენაესი საბჭოს წევრებს (ისევე როგორც ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებს) კიდევ ერთი გოლგოთა გამოგვატარა (პოლიტიკური და ეკონომიური რეპრესიები, დევნა, ემიგრაცია). შემდგომში კი ჭორების გავრცელების მეთოდის ეფექტური გამოყენებით გაგვათითოკაცა.

საჭიროა წინ აღვუდგეთ ყოველივე ამას, რათა მტერმა სულ უფრო მეტად არ გადააგვაროს ქართველი ერი! სამწუხაროდ ჩვენ დავივიწყეთ მთავარი, რომ ყოველი ჩვენგანი ცალკე აღებული (ლაპარაკი არაა ამბიციურ პიროვნებებზე) არავითარ ძალას არ წარმოვადგენთ, რომ ჩვენი ძალა ჩვენი ერთად ყოფნაა – უზენაესი საბჭოს როგორც უძლიერესი სამართლებრივი ბერკეტის არსებობა!!!

მოგიწოდებთ ყველას! დავძლიოთ ჩვენში არსებული გაუგებრობანი, უთანხმოებანი (თუ ასეთი არსებობს) შევიკრიბოთ ერთად, და გადავწყვიტოთ რა გზა ავირჩიოთ ჩვენს სამშობლოში კანონმემკვიდრეობის აღდგენისა და ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის ბრძოლაში.

მივმართავთ უზენაესი საბჭოს წევრებსა და ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს – შევკავშირდეთ! ჩვენ არ უნდა ვეძებოთ ჩვენი იდეების რეალიზაცია სხვადასხვა ფსევდო „პატრიოტულ პარტიებთან“ შეკავშირებით. გავითავისოთ, რომ დღეს საქართველოში სამართლებრივი თვალსაზრისით არ არსებობს უფრო ძლიერი ძალა ვიდრე უზენაესი საბჭო!!! შევკავშირდეთ ერთად, გვერდში დავიყენოთ დღეს არსებული კანონიერი სტრუქტურები და შევიმუშაოთ მოქმედების გეგმა.

ვიმეორებთ, ჩვენი პატრიოტული მიზნების განსახორციელებლად ჩვენ კი არ უნდა დავრბოდეთ აქეთ-იქით სხვადასხვა „პატრიოტულ“ მოძრაობებსა და პარტიებში, არამედ ისინი თავად უნდა ეძებდნენ გზებს ჩვენთან მოსასვლელად.

ამ საკითხების განსახილველად ა. წ. 14 ნოემბერს 16:30 საათზე, გთხოვთ, შევიკრიბოთ ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში, და მონაწილეობა მივიღოთ ამ დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში!

უზენაესი საბჭოს წევრი
ნუგზარ შავთვალაძე

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას გამოსვლა. 1990 წლის 14 ნოემბერი

Posted by iberiana on ნოემბერი 7, 2019

ზვიად გამსახურდიას მიერ წარმოთქმული სიტყვა საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე

1990 წლის 14 ნოემბერი

 

ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი სამართლიანი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დე, იცოდეს ყველამ, რომ ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით ჩვენი წინაპრების რელიგიური და ეროვნული იდეალების აღორძინებისათვის, რამეთუ საქართველოს დიდი მისია დააკისრა განგებამ. ქართველი ერი არნახული წამებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე, იგი ზნეობისა და სამართლიანობის ქომაგი იყო მუდამჟამს, მან ხორცი გასწირა სულისათვის, მან ჭეშმარიტების მსახურება დაისახა თავის უზენაეს მიზნად, რისთვისაც მრავალგზის იგვემა და ეწამა ბარბაროსთაგან და წარმათთაგან. მაგრამ მან გამოიარა ისტორიის გოლგოთა, რათა დამდგარიყო ჟამი მისი აღდგომისა და აღზევებისა, მისი გაბრწყინებისა მსოფლიო ხალხთა წინაშე, რათა კაცობრიობა ეზიაროს ნათელს საქართველოსას, ღვთით მომადლებულს. არ არის შორს ის დრო, როდესაც საქართველო იქცევა ზნეობრივი სიდიადის მაგალითად მსოფლიო ხალხთათვის.

ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი მოძრაობა, უწინარეს ყოვლისა, რელიგიური მოძრაობაა, რამეთუ რელიგიის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ეროვნული აღორძინება. ამიტომაც არის დღეს ერთად ჩვენი ერი და ჩვენი ეკლესია. ჩვენ ვებრძვით უღმერთობისა და უსამართლობის უკუნეთ ღამეს, ჩვენს მართალ საქმეს განგება მფარველობს და ამიტომაც დავამარცხეთ მტერი. ქართველი ერი არ წავა ბარაბას გზით, უღმერთობის, ავაზაკობის, ტერორიზმის გზით, ქართველი ერის გზა სათნოების გზაა, სიქველის გზაა, სიყვარულის გზაა, ქრისტეს გზაა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

კურთხეულ იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო! ჩვენთან არს ღმერთი! ამინ!

სრულად: https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/z_gamsakhurdia-2/

Posted in 1990, ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, ვიდეო, ზვიად გამსახურდია, პოლიტიკა, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას წერილი პატრიარქს

Posted by iberiana on ნოემბერი 3, 2019

gamsakhurdia
ზვიად გამსახურდიას წერილი პატრიარქს

“უკანასკნელ ხანებში, ჩვენს მრევლსა და საზოგადოებაში ზოგიერთი უღირსი ადამიანის მიერ გავრცელდა ყალბი ხმები, თითქოს მე თქვენ გებრძვით რაღაც კერძო ინტერესით, თითქოს მე თქვენი “მტერი” ვარ და ა.შ.

სინამდვილეში კი მე თქვენ როდი გებრძვით, არამედ ვებრძვი ჩვენი სამღვდელოების რიგებს შეპარულ მამათმავლებს, გამომძალველებს, მექრთამეებს და სხვა უმსგავსობათა მოქმედ ადამიანებს.

თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ყოველივე ამას მე ვებრძოდი ჯერ კიდევ 1967 წლიდან, ე.ი. იმ პერიოდიდან, როდესაც საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ეს მანკიერი მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეკლესიას. ამავე მიზეზით იყო გამოწვეული ჩემი ბრძოლა ბიძინა კერატიშვილთან (ყოფილ “მიტროპოლიტ გაიოზთან”) და არა სხვა რაიმე ინტერესით.

ამჟამად, მე მოგიწოდებთ თქვენ, ჩვენი ეკლესიის მამამთავარს, ებრძოლოთ ამ საგანგაშო მოვლენებს. მე მოვუწოდებ აგრეთვე ყველა ქართველს, ვინც თავისი ერისა და ეკლესიის ღირსებას პატივს სცემს, ამხილოს ეკლესიაში შემოხიზნული ქვაბ-ავაზაკნი და მამათმავალნი, ვიდრე საბოლოოდ არ განიწმინდება მათგან ჩვენი ეკლესია.

საჭიროა, აგრეთვე მხილება იმ პირთა, ვინც ანგარებით თუ სხვა მიზნებით ხელს აფარებენ ქვაბავაზაკებს და მამათმავლებს და მით ფაქტიურად, მათი დანაშაულის თანამონაწილენი ხდებიან.

პატივისცემით, ზვიად გამსახურდია.

1980.6.III.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი

***

gamsakhurdia

 

 

N 223

28,06.83

სსრ კავშირის მინისტრთა საბჭისთან არსებულ რელიგიის საქმეთა \

საბჭოს რწმუნებუკს საქართველოს სსრ-ში

გივი შალვას ძე მაისურაძეს

     მოგახსენებთ, რომ მოქალაქე ზ.კ. გამსახურდია იდენს მოქმედებას, რომელიც არ შეეფერება საბჭოთა მოქალაქეს. იგი ლანძღავს სამღვდელოესობას და ეკლესიას, რაც დაუშვებელია სსრკ კონსტიტუციით. ამასთან ერთად წარმოგიდგენთ მის მიერ წარმოდგენილი დეპეშის ასლს.

             გთხოვთ მიიღოთ შესაფერისი ზომები მსგავსი ბოროტმოქმედების აღსაკვეთად.

             დანართი: დეპეშის ასლი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ილი II

Posted in ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

აირჩიე ქართველო ერო!

Posted by iberiana on ნოემბერი 3, 2019

ზვიად გამსახურდია: აირჩიე ქართველო ერო

(1990 წლის 26 მაისი)

ქართველი ერი, ღვთის ერი, ასევე ღვთის რჩეული, ვით ისრაელი ვიდოდა ქრისტეს ეკლიანი გზით, მოვიდა მეოცე საუკუნემდე და მის წინაშე დადგა არჩევანი _ აი, ეროვნული მოძრაობა დიდი ილიასი, დიდი ჰუმანისტების, დიდი დემოკრატებისა და ჰა, მოძრაობა ყაჩაღებისა, ავაზაკებისა და უღმერთოებისა, ბარაბასი.

და როდესაც ისტორიამ სამსჯავროზე ჩვენს წინაშე გამოიყვანა დიდი ილია და გამოიყვანა ავაზაკი, ჩვენ ავირჩიეთ ავაზაკი, ჩვენ უარვყავით დიდი ილია და ჩვენ ტყვია ვესროლეთ მას.

და აი, მოდის ახალი არჩევანი, წარმოგიდგათ უფალი, ძმანო და დანო, წარმოგიდგათ უფალი და გეუბნებათ: ქართველო ერო, შენს წინაშე არის ორი გზა, შენი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა მივიდა გზაგასაყართან. 

აი, გზა ილია მართლისა, აი, გზა სიწმინდის, ზნეობისა, აი, გზა დემოკრატიისა, აი, გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი, გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი, გზა ტერორიზმისა!

აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს!

 და ვინც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით, შეჩვენებულ იყოს უკუნისამდე.

გაუმარჯოს ილია მართლის გზას!

კურთხეულ იყოს ილია მართლის გზა!

გაიღვიძე, ქართველო ერო! გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ!

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/

Posted in 1990, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ინტერვიუ. 30.10.2019

Posted by iberiana on ოქტომბერი 31, 2019

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ისტორიული ინტერვიუ

ტვ ომედი. გადაცემა “პრაიმ შოუ”. 30 ოქტომბერი, 2019

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ტარიელ გელანტია (1951-2019)

Posted by iberiana on ოქტომბერი 25, 2019

ტარიელ გელანტია (1951-2019)

Tariel Gelantia.jpg

დღეს უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ უზენაესი საბჭოს დეპუტატს, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის აქტიურ მონაწილეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერს, ბატონ ტარიელ გელანტიას!

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს დიდი მამულიშვილის გარდაცვალებას!

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი ტარიელის უმწიკვლო სული!

საქართველო და ქართველი ერი არ დაივიწყებს ამ დიდ მამულიშვილს!

გურამ ლაკია
25 ოქტომბერი, 2019

Posted in 2019, ეროვნული გვარდია, ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ფერისცვალებას გილოცავთ!

Posted by iberiana on აგვისტო 19, 2019

ფერისცვალებას გილოცავთ!

ფერიცვალება
1990 წლის 18 აგვისტოა, წინა დღეების ბატალიების სასიკეთოდ დასრულების შემდეგ, მთავრობის სახლთან გამართულ მიტინგზე ბატონმა ზვიადმა განაცხადა: ხვალ ფერისცვალებაა, მთაწმინდაზე უნდა ავიდეთ და მერაბს, ჩვენს სასიქასულო წინაპრებს უნდა ვახაროთ საქართველოს ფერისცვალებაო.

ავედით ფერისცვალება დღეს მამულიშვილთა სავანეში და მართლაც ასე ახარა ბატონმა ზვიადმა მერაბს:

მერაბ, გიხაროდეს დღეს საქართველომ ფერი იცვალა, ახლო არს სამშობლოს თავისუფლება!

ღმერთო, ისევ შეგვასწარ იმ დღეების სიხარულს!
ა.ს.
19.08.2019

Posted in ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | 1 Comment »

განცხადება 1991-93 წლების სახელმწიფო გადატრიალების გამოძიების შესახებ

Posted by iberiana on ივლისი 22, 2019

freegeorgia3განცხადება 1991-93 წლების სახელმწიფო გადატრიალების გამოძიების შესახებ

2019 წლის 17 ივლისს, პარტია „თავისუფალმა საქართველომ” სასტუმრო „ძველ თბილისში“ გამართა პრეზენტაცია 1992 წლის სამხედრო გადატრიალების საკითხზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: უზენაესი საბჭოს დეპუტატები, კანონიერი მთავრობის წევრები და ეროვნული მოძრაობის ვეტერანები.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით ბოლო დროინდელი მოვლენების კონტექსტში აუცილებელია მოხდეს ყველა იმ ფაქტის გამოძიება, რაც თან ახლდა 1992 წლის სამხედრო გადატრიალებას და თანმდევ პროცესებს, როგორიცაა: პოლიტიკური ნიშნით რეპრესიები, მშვიდობიანი მანიფესტაციების დახვრეტები, კანონიერი ხელისუფლების მომხრეების დევნისა და შევიწროების უპრეცენდენტო შემთხვევები.

შეუძლებელია ქვეყანაში ვისაუბროთ კანონიერებასა და სამართლიანობაზე რომელიმე კონკრეტულ მოვლენის კონტექსტში, თუ არ იქნება გამოძიებული ეს უმძიმესი დანაშაული, რომელთან შედარებითაც შემდგომი პერიოდის პოლიტიკური კონფლიქტები და უფლებადარღვევები ბევრად ლოკალურ ხასიათს ატარებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე პირები, მათი მხარდამჭერები და პოლიტიკური პარტნიორები დღესაც იკავებენ წამყვან პოზიციებს, როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში და ქმნიან პოლიტიკურ ამინდს საქართველოში. ადამიანები, რომლებიც რუსეთის დაზვერვის დავალებით ებრძოდნენ კანონიერ ხელისუფლებას და მოითხოვდნენ ზვიად გამსახურდიასაგან საქართველოს СНГ-თან მიერთებას, დღეს თავს პროდასავლურ ლიდერებად ასაღებენ.

კონფერენციის შემდეგ გაიმართა გენერალური პროკურორის სახელზე ერთობლივი მიმართვის ხელმოწერა. დოკუმენტი გენერალურ პროკურატურას უახლოეს დღეებში გადაეცემა.

იხილეთ განცხადება პროკურორის სახელზე ბმულზე: https://iberiana2.wordpress.com/segm/segm/

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, სამხედრო გადატრიალება, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების შესახებ

Posted by iberiana on ივლისი 19, 2019

უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ისტორიკოსი, მანანა გაბაშვილი 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების შესახებ

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა, სამხედრო გადატრიალება, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ირაკლი კაკაბაძე – არა ფარისევლობას!

Posted by iberiana on ივნისი 24, 2019

kakabadze

ირაკლი კაკაბაძე – არა ფარისევლობას!

დღეს საპროტესტო აქციაზე გამოვცხადდი დაბარებულ დროს საღამოს 7 საათზე. ტრიბუნასთან შევნიშნე ჩემი ძველი მეგობარი შოთა გაგარინი, რომელსაც აქცია უნდა წაეყვანა და მივედი მასთან, ჩავეხუტე და კიდევ ერთხელ გამოვუხატე სოლიდარობა საპროტესტო აქციის სამივე მოთხოვნას:
1. გათავისუფლდნენ დაჭერილი ახალგაზრდები, უკლებლივ ყველა;
2. შინაგან საქმეთა მინისტრმა აიღოს პასუხისმგებლობა დანაშაულზე და გადადგეს;
3. დაინიშნოს პროპორციული საპარლამენტო არჩევნები, რაც პირდაპირ დემოკრატიას კიდევ უფრო დაგვაახლოვებს.

შოთა ცოტა არ იყოს დაიბნა ჩემს დანახვაზე და მითხრა, რომ რეალურად აქციის წაყვანა ჩემზე კი არ არისო – მიშა მშვილდაძეს უნდა ჰკითხო სიტყვის წარმოთქმა თუ გინდაო. ამ დროს მოვიდა თვით მიშა მშვილდაძეც და მან უკვე მითხრა, რომ (ირონიულად) ‘დირექციის’ გადასაწყვეტია ვინ გამოვა და ვინ არაო, და მე ყველაფერს ვიზამ, რომ შენნაირი უპარტიო და მიუკერძოებელი გამომსვლელები გამოვიდნენო.

მე ორივე ამ ადამიანის მჯერა, რომ მათ გულწრფელად უნდათ ბევრი უპარტიო და დამოუკიდებელი ადამიანის გამოსვლა ამ აქციაზე, რაც მას კიდევ უფრო დემოკრატიულად აქცევს და მოთხოვნების დაკმაყოფილების შანსს გაზრდის. მაგრამ, სამწუხაროდ, მიტინგის ‘დირექცია’ როგორც ეტყობა ეგრე არ ფიქრობს. მიტინგის პირველი რიგები სავსე იყო ძირითადად ნაცისტი აქტივისტებით და პარლამენტის წევრებით. ეს თავისთავად არაძალადობის მომხრეებისათვის უკვე ძალიან რთულად ასატანია. მაგრამ თუ ამ აქციის ‘დირექცია’ და მმართველი ძალა სწორედ ეს ბატონები და ქალბატონები არიან – ეს უკვე სრულიად მიუღებელია და შეურაცხყოფაა ყველა იმ პატიოსანი ქართველი მოქალაქის და ახალგაზრდის, რომელიც ახლა ძალადობას აპროტესტებს…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/i_kakabadze/

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, საპროტესტო აქცია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

არჩევნები ზუგდიდში

Posted by iberiana on მაისი 16, 2019

25594241_307710489742042_1139383975062208318_n

 საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის  ვეტერანთა საბჭოს პრესცენტრის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

როგორც ცნობილია ა. წ. 19 მაისს, ქ. ზუგდიდში ტარდება ქალაქის მერის არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ამავე დღეს საქართველოში რამოდენიმე, ადგილას ტარდება სხვადასხვა დონის არჩევნები, არსად ისეთი ვნებათაღელვა არაა გამოწვეული, როგორც აქ ამ ქალაქში.

    ეს ყველაფერი კი შემთხვევით არ ხდება. საქმე იმაშია, რომ მრავალწლიანმა დაუღალავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და უკვე მერამდენედ საქართველოს ისტორიაში ზუსტად ამ ქალაქში ეყრება საფუძველი ქართველების მძლავრი ერთიანობის ჩამოყალიბებას! ზუსტად ამ ერთიანობის არ დაშვება არის მთავარი მიზანი 19 მაისს გასამართი არჩევნების ხელოვნურად დაძაბვისათვის და ერთმანეთის დასაპირისპირებლად.

    როგორც ცნობილია, ჩვენ არასდროს არ ვერევით საოკუპაციო რეჟიმის (დე-ფაქტო ხელისუფლების) მიერ დანიშნულ, ყოვლად უკანონო, არჩევნებში და ოფიციალურად არასდროს გამოვხატავთ მხარდაჭერას ამა თუ იმ ძალის მიმართ. ეს მხოლოდ თვითვეული ჩვენი წევრის ინდივიდუალური გადასაწყვეტია. ამჟამად კი მათ მოვუწოდებთ არ აყვნენ ამ დაგეგმილ პროვოკაციას და უნებლიედ არ დააზიანონ ჩვენთვის უმთავრესი მიზანი: ესაა მონანიების, ურთიერთმიტევების და ქართველების ერთად დგომის აუცილებლობა, რაც ჩვენი გამარჯვების აუცილებელი პირობაა!!!

     ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უფალს!!!

16.05.2019

Posted in 2019, არჩევნები, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

იმედი გადარჩენისა!

Posted by iberiana on მაისი 4, 2019

33107410_459057557865829_2870826225922736128_n1
იმედი გადარჩენისა!

“ყველა არ აპირებს შეეგუოს იმას, რაც ეხლა ხდება.. ჩვენ ვიცით რომ არა! ისინი კი არც ისე ცოტანნი არიან: მათ დიახაც იციან, რომ უღირსად წარმოჩინებულთა ჟამი დგას ჯერ კიდევ, ამიტომაც სდუმან და ჩუმად იღწვიან.

აი სწორედ მათი იმედი აქვს საქართველოს! ჭეშმარიტი მამულიშვილები, საქმის მცოდნენი, პროფესიონალები, სწავლულნი თუ უსწავლელნი, პატიოსანი ადამიანები. მნიშვნელობა არ აქვს ვიცნობთ თუ არა ჩვენ ერთმანეთს.

სწორედ მათ გადაარჩინეს ჯერ კიდევ საქართველო და ისინი იტყვიან საბოლოო სიტყვასაც.”

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/g-chutlashvili-5/ 

Posted in 2015, 2019, ეროვნული მოძრაობა, მამულიშვილებს | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია როგორც პოლიტიკოსი

Posted by iberiana on აპრილი 4, 2019

Nikoloz Vashakidzeნიკოლოზ ვაშაკიძე

ზვიად გამსახურდია როგორც პოლიტიკოსი

გამოსვლა ზვიად გამსახურდიას საიუბილეო საღამოზე 2019 წლის 31 მარტს კოტე მარჯანიშვილის თეატრში

 …მაინც რაში მდგომარეობს მისი, როგორც პოლიტიკოსის, განსაკუთრებულობა? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, შეძლებისდაგვარად, ცოტა მაინც უნდა ჩავღრმავდეთ მის პიროვნებაში. ის არ განიხილავდა საქართველოს როგორც ერთგვარ ასპარეზს პოლიტიკური კარიერის გასაკეთებლად, რაც ზოგადად პოლიტიკოსებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. მეტიც, მაშინ, როცა მისთვის, მისი ოჯახური წარმომავლობიდან და გამორჩეული ნიჭიდან გამომდინარე, კეთილდღეობისკენ და პატივისკენ ყველა კარიერული გზა ხსნილი იყო, მან, რამდენიმე მეგობართან ერთად, დამონებული სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ეკლიანი და სახიფათო ბილიკი აირჩია. სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინდელი დამონებული და დატერორებული საქართველოს საზოგადოებისთვის ეს არჩევანი ლამის სიგიჟის ტოლფასი იყო. მეწამეობრივი გზის შეგნებული ზნეობრივი არჩევანისთვის მზადყოფნა წარმოადგენდა მისი პიროვნების დომინანტურ თვისებას და სწორედ ამ თვისების კარნახით მიიღო მან თავისი სიცოცხლის მეორე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, როცა უკვე რეალური დამოუკიდებლობის გზაზე მდგომი საქართველოს პოლიტიკური ლიდერისა და შემდგომში მისი პრეზიდენტობის უმძიმესი როლი იტვირთა.

დიახ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ზვიად გამსახურდიამ, მისი ღრმა ინტელექტიდან და რუსული იმპერიის ბოროტების კარგად ცოდნიდან გამომდინარე, მშვენივრად იცოდა, რომ იმ ქარცეცხლიან პერიოდში ეს პოლიტიკური აღზევება სინამდვილეში მისთვის გოლგოთაზე ასვლას ნიშნავდა, მაგრამ მან ეს არჩევანიც მისთვის ჩვეული ზნეობრივი სიმტკიცით გააკეთა…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/vashakidze/

Posted in ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია – 80

Posted by iberiana on მარტი 31, 2019

 

Tsotne Gamsakhurdia

გიორგი კეკელიძე და ცოტნე გამსახურდია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა – ზვიად გამსახურდია – 80 გახსნაზე

ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე, შემოქმედებაზე, მრავალმხრივ საქმიანობაზე, მაგრამ დღეს, აწმყოსა და მომავალი კონტექსტის გათვალისწინებით ერთი ასპექტი მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც მას ახასიათებდა და რომელიც მის შესახებ საუკუნეებს გაუძლებს და გზამკვლევად გამოადგება მომავალ თაობებს:

ბრძოლა გაბატონებული აზრის, დისკურსის წინააღმდეგ, საკუთარი აზრის გამოხატვის სიმამაცე, საკუთარი პოზიციის დაცვისა და მისთვის ბრძოლის უნარი! ქცევის ამ იდეალებს ეფუძნებოდა ჯერ კიდევ ანტიური დემოკრატიები, ეფუძნებოდა ჯონ ლოკისა და ემანუილ კანტის შეხედულებები საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, უფრო გვიანდელ განმანათლებელ მოღვაწეთა ნააზრევი…

დღეს და მომავალში, სახელმწიფოებრივ, საზოგადო და პირად სივრცეებში ჩვენს ქვეყანას, მის განვითარებას, ზვიად გამსახურდიას და სხვათა სისხლით მოტანილი მემკვიდრეობის განმტკიცებას სწორედ ეს სითამამე, აზროვნების თავისუფლება სჭირდება.

დღეს ჩვენ კვლავ საბრძოლველი გვაქვს ერთპარტიულობის ჭაობის, კერპთაყვანისმცემლობის და კორუფციის კომუნისტური სულის წინააღმდეგ, როდესაც მთელმა ერმა, საზოგადოებამ უნდა მოისურვოს და შეძლოს გამოფხიზლება და არ იყოს ერთი მუჭა “ელიტებისა” და საეჭვო რეპუტაციის, ნასუფრალს შეჩერებული ფსევდომოღვაწეების კვალში მოსიარულე მაჩანჩალა…

გილოცავთ დღევანდელ დღეს და ამ გზაზე წარმატებებს გისურვებთ!

ცოტნე გამსახურდია

31.03.2019

 

Posted in 2015, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიდის მისტერია გრძელდება

Posted by iberiana on მარტი 30, 2019

Gaioz Mamaladze

გაიოზ მამალაძე

ზვიდის მისტერია გრძელდება

ზვიად გამსახურდია: “იოანეს სახარებამ და აპოკალიპსისმა იგავურად გამოაცხადა, ხოლო იოანე ზოსიმემ განმარტა, რომ ქართული მოდგმა, ქართული ენა, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, ლაზარე ერთა და ენათა შორის, ოთხი დღის (4 ათასი წლის) მკვდარი, დამდაბლებული და დაწუნებული, რომელმაც უნდა აღასრულოს ქრისტესთვის არნახული მოწამეობა, მომავალში აღდგება, დაიბრუნებს უნივერსალურ პოზიციას კაცობრიობის სულიერი მოძღვრისას, ხოლო ქრისტეს მეორედ მოსვლისას ჟამს გახდება მამხილებელი (მსაჯული) ცოდვილი კაცობრიობისა”..

ზვიად გამსახურდია იყო საკრალური ტექსტების შესანიშნავი მკვლევარი და თავად გახლდათ მითიური პიროვნება. ამ თვალსაზრისით, მის ნაშრომთაგან უმნიშვნელოვანესია საკრალური ტექსტების განმარტებანი: “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება”, “ქებაი და დიდებაჲ ქართულისა ენისაი”-ს გაგებისათვის”   და სხვა.

ზვიადმა კარგად იცოდა, რომ ქრისტიანისათვის თავგანწირვა ტრაგედია არ არის, იგი გამარჯვებაა და ამიტომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამით მან სილა გააწნა იმპერიას, შური იძია 1989 წლის 9 აპრილს ქართველთა ხოცვა-ჟლეტვისათვის და მსოფლიოს დაანახა, რომ ქრისტიანისთვის, ქართველისათვის თავგანწირული სიკვდილით კი არ მთავრდება სიცოცხლე, ბრძოლა თუ საქმიანობა, არამედ იწყება ახალი ბრძოლა და გამარჯვება.

ზვიადმა გაგვახსენა და გვასწავლა, რომ ვართ დიდი იბერიული მოდგმის შთამომავლები, რომელსაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის კაცობრიობის ისტორიაში, განვითარების გარიჟრაჟზე, მერეც და გვექნება დიადი მომავალი.

ზვიადმა ქართველებს დაუსახა ქრისტეს გზა და დაანახა ბარაბას გზის მაცდურობა და დამღუპველობა….

სრულად:  https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/g_mamaladze/

 

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , | Leave a Comment »

ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის განცხადება. 04.05.2019

Posted by iberiana on მარტი 5, 2019

25594241_307710489742042_1139383975062208318_n[1]

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

უზენაესი საბჭოს, მრგვალ მაგიდაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებსა და ეროვნული მოძრაობის წევრებს, ჩვენ და თავად გვარდიის სარდლმა არაერთხელ მივმართეთ (და ეს მიმართვა PKTV-ის ეთერიდანაც არაერთხელ გაჟღერდა), რათა შეკრებილიყვნენ, დაებარებინათ გვარდიის ხელმძღვანელობა და მოეთხოვად ანგარიში, თუ რა მოხდა 1991-1993 წლებში, გაერკვიად „მათი აზრით“ დაშვებული შეცდომების, არსი და მოეთხოვათ პასუხი, თუ რა მიზეზებით არ მოხდა ჩვვენი გამარჯვება იმ დროს. რათა ამით ერთხელდასამუდამოდ გარკვეულიყო ამა თუ იმ პირის ბრალეულობა თუ დამსახურება!

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მათგანი პირად საუბარში აღფრთოვანებას გამოხატავდა ასეთი იდეისადმი და აღნიშნავდა (და აბსოლიტურად ვეთანხმებოდით ასეთ შეფასებაში), რომ „ეს თუ მოხდა აბა გავერთიანებულვართ და გაგვიმარჯვიაო!“ გაბრუნდებოდა უკან და ჩვენგან დღემდე გაურკვეველი მიზეზებით, დაპირების მიუხედავად 5-10 კაცის შეკრებაც კი ვერ ხერხდებოდა.

თვითვეულ მათგანს ჩვენ ვთვლით ღირსეულ პიროვნებად და იმედი გვაქვს ადრე თუ გვიან ეს ნაბიჯი გადაიდგმება, მითუმეტეს, რომ ბევრი მათგანი თავს ოფიციალურ პერსონად განიხილავს და ზუსტადაც ესაა მათი მოვალეობა, დაიბარონ უზენაეს საბჭოში, ასევე ოფიციალური სტრუქტურის, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობა და ანგარიში მოსთხოვონ, შემდგომ შეაფასონ და ქვეყანას გააგებინონ შედეგების შესახებ!

რაც მთავარია, ამით ერთხელდასამუდამოდ წერტილი დაესმება ათასი ჭორ-მართალის შეგნებულად ერთმანეთში აღრევას და განიწმინდება ეროვნული მოძრაობა, ერთ მუჭად შეიკვრება და საბოლოო გამარჯვებამდე არც არაფერი დარჩება!!!

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/gvardia-4/

 

Posted in 2019, ეროვნული გვარდია, ეროვნული მოძრაობა, მამულიშვილებს, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ეროვნული გვარდია – ჩვენი მიზნები და ამოცანები

Posted by iberiana on თებერვალი 28, 2019

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირი

25594241_307710489742042_1139383975062208318_nჩვენი მიზნები და ამოცანები

ჩვენი მიზანია ქართველი ერის ერთიანობა, რაც ქართული სულის აღორძინებაა – ეს კი საქართველოს გაბრწყინებაა!!!

ყველამ გაიგოს და ყველამ იცოდეს ქართველები შურისძიებისთვის არ ვერთიანდებით, არამედ ვერთიანდებით ერთმანეთის სიყვარულით და იმის გაცნობიერებით, რომ ამ ერთობის გარეშე ქართველ ერს გადაშენება უწერია.

დავძლიოთ შური, ბოღმა, ერთმანეთისადმი სიძულვილი, დავდგეთ ერთად კანონიერების გზაზე სასიარულოდ! ჩვენი ერთად დგომა გამოიწვევს იმას, რომ დე ფაქტო ხელისუფლებაში მოკალათებული რენეგატი ძალა იძულებული გახდება გარკვეულ დათმობებზე წამოვიდეს. რაზეც ჩვენ უნდა შევაგებოთ ჩვენი მტკიცე რწმენა, რომ იმისათვის, რომ საქართველოში აღარასდროს განმეორდეს 1991 წლის ბოლოდან განვითარებული საშინელებები ჩვენი შთამომავლების თავზე. ამისთვის საჭიროა:

1.ერთხელდასამუდამოდ მკაცრად დაიგმოს 1991-1993 წლებისა და შემდგომი მოვლენები, რაც იქნება სრული პრევენცია იმისა, რომ „შორეულ პრესპექტივაში“ აზრადაც კი აღარავინ გაივლოს მსგავსი მოვლენების განმეორება;

2.შეფასდეს 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენები, როგორც კრიმინალური გადატრიალება და უცხო ქვეყნის აგრესია;

3.დღევანდელმა დე-ფაქტო პარლამენტმა ლეგიტიმურად ცნოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო! გამოცხადდეს გარდამავალი პერიოდი (თუნდაც დე-ფაქტო პარლამენტის სრული საარჩევნო ციკლის ამოწურვის ბოლომდე). ამ პერიოდში ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში იფუნქციონეროს ორივე ორგანომ, რათა მომზადდეს და განხორციელდეს სამართლებრივი ნორმები ხელისუფლების კანონის ჩარჩოებში დაბრუნებისთვის და ახალი უკვე კანონიერი არჩევნების ჩატარებისთვის.

ჩვენ გვერდში დავუდგებით ნებისმიერ ძალას, რომელიც ასეთ გზას მტკიცედ ადგას!

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/gvardia-3/

Posted in 2019, ეროვნული გვარდია, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , | 2 Comments »

ეროვნული გვარდიის პრესცენტრი: კანონი და უკანონობა

Posted by iberiana on თებერვალი 28, 2019

25594241_307710489742042_1139383975062208318_nსაქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის პრესცენტრი

კანონი და უკანონობა – ცეცხლი და წყალი ერთად?

ბუნებრივია, რომ „დრო ყველაფრის მკურნალია“, მაგრამ ცუდია როდესაც ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ წარსულის დავიწყებით ისტორიის გაყალბება მოხდეს.
აგერ უკვე 27 წელია კრიმინალური გადატრიალების მთავარი იდეოლოგები ცდილობენ 1991წლის ბოლოდან ჩვენს თავს დატეხილი ტრაგედია ხან სახალხო აჯანყებად, ხან კი შიდა სახელისუფლო დაპირისპირებად წარმოადგინონ, რათა როგორმე სისხლი ჩამოირეცხონ და დე-ფაქტო ხელისუფლება როგორმე კანონიერების ჩარჩოებში მოაქციონ….
რაც მთავარია, ბოლო წლების აქტიურობამ გამოიწვია ის, რომ სულ უფრო აქტიურად დაიწყო მოსახლეობაში იმ აზრის დაფიქსირებამ, რომ 1991-1993 წლებში საქართველოში მოხდა სისხლიანი კრიმინალური გადატრიალება და უცხო ქვეყნის მიერ ჩვენი სამშობლოს ოკუპაცია (როგორც ეს შეფასებულია უზენაესი საბჭოს სესიაზეც 1993 წელს გროზნოში!. ცხადია არაფრისდიდებით არ აწყობთ ოკუპაციის დაფიქსირება, რადგან დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება სხვა არაფერია, თუ არა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დანიშნული ადმინისტრაცია.
აი ამიტომაც წამოიჭრა ჩვენს გასათიშად შემოგდებულმა თემა, როდესაც დე-ფაქტო ხელისუფლებაში მომუშავე მართლაც და პატრიოტული სულისკვეთების პიროვნებების გამო გვიცხადებენ ნუ მოვიხსენიებთ ხელისუფლებას დე-ფაქტოდ?! საოცარია პირდაპირ განა აქამდე დე-ფაქტოდ მოხსენიებამ ხელი შეუშალა ხელისუფლების რიგებში პატრიოტული სულისკვეთების ადამიანების ყოფნას? ცხადია არა. ამჯერად კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ დავით გურამიშვილის სიტყვებს: „ცუდზე ცუდი რომ არა ვთქვა …“ და ჩვენს გზააბნეულ თანამებრძოლებს მივმართავთ თხოვნით გაიხსენეთ რისთვის ვიბრძოდით თუ არა კანონიერებისთვის და რაც დღეს გვაქვს ეს კანონიერად მიგაჩნიათ?
ვისაც ეს ხელისუფლება დე-ფაქტოდ არ მიაჩნია და ერიდება მისი ასეთი სახით მოხსენიებას მას ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ ჩვენს თანამებრძოლად და საერთოდაც ვფიქრობთ – ყოფილან კი ისინი ოდესმე კანონიერების დამცველთა რიგებში, ან შეიძლება ყოფილიყო ასეთი ხალხი პრეზიდენტის მხარდამჭერად ოდესმე?

Posted in ეროვნული მოძრაობა | Tagged: , | Leave a Comment »

ერთად დავიწყოთ სამშობლოს საკეთილდღეოდ წინ სიარული

Posted by iberiana on თებერვალი 8, 2019

gia-chutlashvili[1]გია ჩუთლაშვილი – ერთად დავიწყოთ სამშობლოს საკეთილდღეოდ წინ სიარული

მტერმა შეძლო და ეროვნული მოძრაობა და ზოგადად ქართველები გაგვათითოკაცა, ერთმანეთს დაგვაშორა. ჩვენს შორის იმძლავრა: ურთიერთქიშპმა, ერთმანეთის აზრის მიუღებლობამ, გაუტანლობამ, ეგოისტურმა სიამაყემ, დიდკაცობისადმი ლტოლვამ. შედეგი – 27 წლიანი ნგრევა?! ამ ნგრევის შეჩერება კი მხოლოდ თანადგომას შეუძლია, თანადგომას მთელი ერისა!…

პატივი ვცეთ მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ხსოვნას! მივყვეთ მათ არჩეულ გზას -გავერთიანდეთ!!!

თვითვეული ჩვენთაგანი საკუთარ არჩეულ გზას მიიჩნევს შეუმცდარ, იდეისა და სამშობლოს კეთილდღეობის მომტან გზად (თანაც ერთადერთ) და დანარჩენ ყველას იდეის და სამშობლოს მოღალატედ აღიქვამს. არვის არ უნდა აღიაროს, რომ შეიძლება ჩემი არჩეული გზაც იყოს მცდარი.

მივმართავთ ყველას: მეგობრებო, ძმებო, დებო, საკუთარ თავში დარწმუნებულო სამშობლოს მოსიყვარულე თანამებრძოლებო: აგერ ყველას წინ გვაქვს პროგრამა ჩვენი მოქმედებისა, რომელიც თვით ბ-ნმა ზვიად გამსახურდიამ შეგვიდგინა – გზა საქართველოს გადარჩენისა. იგი შემწყნარებლობისა და მიტევებისკენ მოგვიწოდებდა მაშინაც კი, როდესაც ტრიუმფალურ გამარჯვებას მიაღწია, და რომ თითქოს და არ უნდა ეფიქრა ასეთ რამეზე. ზუსტად ამიტომ იყო ბ-ნი ზვიადი უდიდესი მამულიშვილი, რომ თვით ასეთ წუთებშიც კი – დიდების შარავანდედში მყოფი, გამარჯვების ზეიმის ნაცვლად სამშობლოს მომავალზე ფიქრობდა და ერთიანობისკენ გვიბიძგებდა. ზუსტად მაშინ 1990 წლის 28 ოქტომბერს, შუაღამისას, არჩევნებში ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ მოგვმართა ქართველებს და დაგვისახა მოქმედების აუცილებელი და ერთადერთი სწორი ზემოაღნიშნული გეგმა.

თვითოეულმა ჩვენთაგანმა თავად უნდა გადაწყვიტოს ეთანხმება თუ არა იგი ამ გეგმას, მოთოკოს თავისი ამბიციები, ამაღლდეს საკუთარ თავზე მაღლა, რათა დავივიწყოთ ახლო წარსული და გავიხსენოთ ის რაც გვაერთიანებდა, ის თუ რატომ ვიდექით და ვიბრძოდით ერთად, რატომ ვწირავდით ერთმანეთის გულისთვის საკუთარ თავს. დავუბრუნდეთ ჩვენი ერთად დგომის, ერთად ბრძოლის საწყისს….

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/g_chutlashvili-7/

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

კონსტანტინე გამსახურდია – 2 თებერვალი

Posted by iberiana on თებერვალი 3, 2019

k.gamsakhurdiaკონსტანტინე გამსახურდია – 2 თებერვალი

2 თებერვალს დახვრეტილი მანიფესტაციიდან 27 წელიწადია გასული. მიკვირს, კიდევ როგორ უბრუნდება ენა მავანს, როდესაც ამბობს ან წერს, დამხობილ ეროვნულ ხელისუფლებას მომხრეების არასაკმარისი რაოდენობა ყავდაო.

ის ფაქტი, რომ ჯაბას, ლანჩავას და სახელმწიფო საბჭოს “მოღებული პირების” პირდაპირი მუქარის შემდეგ – ვინც კომენდანტის საათს დაარღვევს და მიტინგზე გამოვა, ტყვიას მიიღებსო – კიდევ 100 000-ზე მეტი ადამიანი რომ გამოვა 1 თვის დამხობილი ხელისუფლებისადმი სოლიდარობის ნიშნით, რომელ “სიმცირეზეა” საუბარი? 2 თებერვალს მსვლელობის მეწინავენი თამარის ხიდს რომ გამოსცდნენ, კუდი ჯერ კიდევ ვაგზლის მოედანზე იყო.

ამ დღეს ან საერთოდ არ ახსენებენ, ან უხალისოდ. გულის სიღრმეში ამართლებენ კიდევაც, აბა რა უნდა გვექნაო. 1992 წელს გელა ლანჩავა ქეთი დოლიძეს წლის საუკეთესო მამაკაცად უღიარებია. გამახსენდა ერთ-ერთი ავტორის ლექსი “მხეცები ცირკთან, მხეცები ცირკში” – აქ ვკითხულობდით, რომ ნამდვილი მხეცები ცირკში ბავშვებს ართობენ, ხოლო ორფეხები ცირკთან მშობლებს უხოცავენ:

“დგას ბეტეერთან კაცი პითონი
კაცი ლენჩი და კაცი დებილი…”

მაინც უმაგალითოა ის გმირული სული და შემართება, რაც ამ დღეს ხალხმა აჩვენა. ის აუცილებლად ძალად იქცევა მომავალში.

კონსტანტინე გამსახურდია

3.02.2019

Posted in 1992, 2019, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

დამოუკიდებლობის აქტი და საპატრიარქო

Posted by iberiana on იანვარი 30, 2019

51243200_956807207858215_1811208066868183040_n1[1]საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და საპატრიარქოს ბნელი ზრახვები

2006 წელს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ლენტეხის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გუგავა ბერდიამ და სასულიერო პირმა კონსტანტინე გიორგაძემ ილია მეორეს გადასცეს 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის დედანი. გუგავა იხსენებს: “მოვიდა პატრიარქი და მეუბნება აბა მომიყევი შვილო, რა ხდებაო. ყველაფერი მოვუყევი. მერე უწმინდესმა თავზე დამადო ხელი და მითხრა: დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერა არისო? – არა მეთქი, მანანა არჩვაძე- გამს

ახურდიასი თუ არისო? – კი მეთქი. აბა დედანი ჩაუბარებია შვილო ღმერთს შენთვისო და დაახლოებით 5- წუთი თავზე ხელი ჰქონდა დადებული. ამის შემდეგ დედანი პატრიარქს გადავეცი, რომ გაშალა და დახედა გაეღიმა, მერე დაგრაგნა ფურცელი, გააღო სეიფი და შეინახა –
– მოვა დრო და მე ამას გამოვაცხადებო.”
07.05.2015წ. გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”

***

ამ ყოველივეს წინ უსწრებდა შემდეგი მოვლენები:

სრულად:  https://iberiana2.wordpress.com/m_archvadze/

Posted in 2015, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

სალომე ზურაბიშვილს. 20.12.2018

Posted by iberiana on დეკემბერი 20, 2018

zurabishvili-gamsakhurdia

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, 

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით

მოგახსენებთ, რომ 2018 წლის 31 დეკემბერს ხანდაზმულობის ვადა გასდის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს და პროკურატურა აპირებს ამ საქმის დახურვას.

გამოძიების გაგრძელების მოთხოვნით უკვე მეშვიდე დღეა (ა.წ. 14 დეკემბრიდან) შიმშილობენ კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები. შიმშლობის აქცია მიმდინაროებს მთავარი პროკურატურის ფოიეში, მაგრამ არავითარი გამოხმაურება მთავარი პროკურორის მხრიდან არ ყოფილა.

თქვენი წინასაარჩვენო კამპანიის დროს მრავალჯერ განაცხადეთ, რომ ეს საქმე თქვენთვის პრიორიტეტული იქნებოდა. იმედს ვიტოვებთ, უახლოეს დღეებში შეხვდებით მოშიმშლეებს და თვენი კომპეტენციის ფარგლებში გააკეთებთ ყველაფერს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებისთვის.

20 დეკემბერი, 2018

P.S. წერილი შეტანილია პრეზიდენტის კანცელარიაში და ველით შესაბამის ქმედებას.

***

zurabishvili

სალომე ზურაბიშვილი: როგორც პრეზიდენტი, ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ

18 ოქტომბერი, 2018
მე, როგორც პრეზიდენტი დღეს ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ, რადგან არ შეიძლება ქვეყანამ არ იცოდეს როგორ და რა პირობებში გარდაიცვალა ერთ-ერთი პრეზიდენტი, ის პრეზიდენტი, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა და რეფერენდუმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია, რომელსაც ვერავინ წაშლის. ქვეყანა ქვეყანას არ ჰგავს, თუ ვერ ვიტყვით რა მოხდა და ვერ დავხურავთ ჩვენი ისტორიის ამ ფურცელს”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხობში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

 

http://qartuliazri.reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=29247&fbclid=IwAR3IQMlIDyFyNH0SuPpDv49LN7_n7EY_NSzGApCcNl_R7B_RVKivMjRK9FE#

 

Posted in 2018, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

გამსახურდიების შიმშილობის მე-4 დღე

Posted by iberiana on დეკემბერი 17, 2018

ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების შიმშილობის აქციის მე-4 დღე

ტვ რუსთავი 2-ის სიუჟეტი

 

შეგახსენებთ, რომ  2018 წლის 14 დეკემბერს ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებმა  დაიწყეს შიმშილობის აქციაა პროკურატურასთან.  ისინი მოთხოვენ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას და მკვლელის დასჯას.

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე 2018 წლის 31 დეკემბერს გადის 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, და რადგან ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურას ფაქტობრივად ბრალდებული არ ჰყავს, საქმე დაიხურება.

სინამდვილეში, საქმეში არის უამრავი მამხილებელი მასალა, გამოკვეთილია ამ საქმის ორგანიზატორები და მკვლელი, საბჭოთა კაგებეს სტაჟიანი თანამშრომელი.

Posted in 2017, ეროვნული მოძრაობა, ვიდეო, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

29 წელი მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან

Posted by iberiana on ოქტომბერი 13, 2018

 29 წლის წინ, 1989 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა საეჭვო ვითარებაში დაიღუპა

გთავაზობთ ანა მიქაუტაძის მიერ გადაღებულ ფოტოებს. ბოლო ფოტოებზე ასახულია მერაბ კოსტავას დაკრძალვის დღე.

This slideshow requires JavaScript.

 

20953097_302443666830609_4736242777372322967_n[1]

გულიკო საბაძე

“13 ოქტომბერს წინ უძღოდა 11 ოქტომბრის მიტინგი კინოს სახლთან, სადაც ქართველმა ახალგაზრდებმა უარი თქვეს საბჭოთა საოკუპაციო ჯარში სამსახურზე. მსვლელობა გაგრძელდა სპორტის სასახლემდე და იქ კიბეებზე დაჯდნენ საშიმშილოდ. აქციის ხელმძღვანელად ბატონმა ზვიად გამსახურდიამ დაასახელა ბატონი მერაბ კოსტავა. სწორედ მაშინ შიშის ჟრუანტელმა დაგვიარა. მახსოვს ხალხის დაშლის შემდეგ კიბეებზე აღმოვჩნდით მე და ჩემი მეგობრები ეროვნული გმირების – ბატონი ზვიადის და მერაბის გვერდით. ბატონმა მერაბმა ბატონი ზვიადის გასაგონად თქვა – ალბათ დაგვარბევენო. უარესი მოგვიწყეს ჩვენმა დაუნდობელმა მტრებმა. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ჩვენს ეროვნულ გმირებს. მეამაყება, რომ ყოველთვის მათ გვერდით ვიდექი!”

Posted in ეროვნული მოძრაობა, მამულიშვილებს, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

დედა ტერეზა თბილისში. 1989

Posted by iberiana on აპრილი 21, 2018

zgamsakhurdia19[1]

დედა ტერეზა თბილისში

ჟურნალისტი თამაზ ბიბილური იხსენებს: როდესაც 9 აპრილის შემდეგ თბილისში ჩამოვიდა დედა ტერეზა, მან დილით 4-5 საათზე ჩაატარა აეროპორტში მცირე პრესკონფერენცია, შემდეგ მოინახულა დაზარალებულები საავადმყოფოში და უეცრად გაქრა. როგორც გაირკვა, იგი მიიყვანეს მოქანდაკე ზურაბ წერეთლის სახლში და ასე გადამალეს.

იმავე დღეს მთავრობის სახლის წინ გამართული მიტინგიდან მომიტინგეთა მცირე ჯგუფი ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად პირდაპირ მივიდნენ წერეთლის სახლში რიყეზე და მოითხოვეს დედა ტერეზასთან შეხვედრა. მასპინძლები იძულებულნი გახდნენ, დედა ტერეზა ხალხთან შეეხვედრებინათ.

“დედა ტერეზა შეწუხებული და შეშინებული გამოვიდა. ბატონი ზვიადი ინგლისურად დაელაპარაკა და 9 აპრილის ტრაგედიის დეტალები აუხსნა. როგორც გაირკვა, დედა ტერეზას სულ სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდა. არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს ადამიანებმა ერთმანეთი უმოწყალოდ ამოხოცეს. როგორც კი ბატონი ზვიადი დაელაპარაკა, ჩვენს მიმართ სათნოებით განიმსჭვალა. ნახეთ კადრზეც როგორი გაღიმებული და გახსნილი სახე აქვს…. დღეს სამწუხაროდ აღარც დედა ტერეზაა ცოცხალი, აღარც ზვიადი და აღარც მერაბი. ასე შემორჩა ისტორიას ამ სამი ძვირფასი ადამიანის ფოტო”.

ამინარიდი წიგნიდან “79 ამბავი, ზვიად გამსახურდია”

Posted in 1989, 2018, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

სისხლიანი ძალადობა უახლესი წარსულიდან

Posted by iberiana on თებერვალი 2, 2018

11სისხლიანი ძალადობა უახლესი წარსულიდან – დაზარალებულთა ახლობლები დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით ევროსასამართლოს მიმართავენ

ტრაგიკული ფაქტი საქართველოს უახლესი წარსულიდან – ზუსტად 26 წლის წინ 2 თებერვალს, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქცია დახვრიტეს. ამის შედეგად კი 14 დაიღუპა და ათობით აქტივისტი დაიჭრა.

ამ სისხლიანი ძალადობის შემდეგ დღემდე არცერთ ხელისუფლებას საქმის გამოძიება და დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არ უცდია.

„ქვეყნის დამოუკიდებლობის ჭირისუფლები“ – ასე შეარქვეს თავის თავს იმ მოვლენების მონაწილე ადამიანებმა, რომლებმაც 1991-92 წლებში საკუთარი შვილები, მშობლები და ოჯახის წევრები დაკარგეს.

მაშინდელი ხელისუფლების ოპოზიცია რუსული სეპარატიზმის გავლენით ყველა იმ აქციას არბევდნენ, რომელიც დამოუკიდებლობის სურვილით იკრიბებოდა. ამ მოვლენამდე ერთი თვით ადრე მეტრო დიდუბესთან ახალგაზრდების მთელი არმია ჩაცხრილეს. მათი დიდი ნაწილი ადგილზევე დაიღუპა.

დახვრეტილ გმირებს ერთი სურვილი ჰქონდათ, რომ ქვეყანაში ეროვნული მთავრობა უნდა დარჩენილიყო.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილები 26 წლის შემდეგ სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. ისინი ღიად ამბობენ, რომ მკვლელებს ხელს აფარებენ, მფარველი კი არა კონკრეტული პიროვნება, არამედ მთელი პოლიტიკური სისტემაა, რომელიც უნდა დაიმსხვრეს.

დაზარალებულთა ახლობლები დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

http://rustavi2.ge/ka/news/95865

Posted in 2018, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

მიმართვა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს

Posted by iberiana on დეკემბერი 21, 2017

femap[1]მ ი მ ა რ თ ვ ა

ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს

მეგობრებო! სატანა აგონიაშია! ხედავს რა ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას ერთად დგომის აუცილებლობის შესახებ, ყველაფერს აკეთებს რათა არ დაუშვას ასეთი ერთობა.

როგორც უკვე არაერთხელ აღგვინიშნავს, ჩვენ გავითვალისწინეთ ყოველივე ეს და ამის შესახებ შეძლებისდაგვარად ვაფრთხილებდით ყველას. კერძოდ, გვჯეროდა, რომ ჩვენი რიგებიდან მრავლად წამოწევდნენ წინ „თავიანთ ფავორიტებს“ და გაავრცელებინებდნენ ათასგვარ სიბინძურეებს საქართველოს ერთგულ მამულიშვილებზე, რათა ჩანასახშივე მოესპოთ ჭეშმარიტი ეროვნული ძალების მძლავრი გაერთიანების პრესპექტივა. ზუსტად ასეთი ქმედების საპირისპიროდ, ვაკეთებდით ყველაფერს, როდესაც ვეხვეწებოდით უზენაესი საბჭოს წევრებს, რათა შეკრებილიყვნენ და მოესმინად შეიარაღებული ძალების სარდლობის ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ შევინარჩუნეთ ძალაუფლება, რა გავაკეთეთ და რა არა, რა იყო დამარცხების მიზეზი. რის შემდეგაც გამოეტანათ ვერდიქტი ამა თუ იმ ძალის სწორი ქმედების თუ ღალატის შესახებ და ეს დასკვნა ყველასთვის გამხდარიყო ცნობილი.

დიახ ეს იქნებოდა ეროვნული ძალების გათითოკაცების დასასრულის დასაწყისი! თითქოსდა ყველას მოსწონდა ეს იდეა, მაგრამ არავის არ სურდა თუნდაც მცირედი წვლილი შეეტანა და გარკვეული ორგანიზება მაინც გაეწია ასეთი შეხვედრისთვის. ყოველივე ამან კანონიერი ეროვნული გვარდიის სარდლობა (კერძოდ თავად სარდალი), ამა წლის გაზაფხულიდან იძულებული გახადა გაევრცელებინა მიმართვა უზენაესი საბჭოს წევრებისა და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებისადმი (ეს მიმართვა წაკითხული იქნა PKTV-ის ეთერიდან), რომელსაც ახლა კვლავ გთავაზობთ უცვლელად:

qobaliaმ ი მ ა რ თ ვ ა

უზენაესი საბჭოს წევრებს,

ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს

მე, ლოთი ქობალია, მზად ვარ თქვენს მიერ დასმულ ნებისმიერ კითხვაზე გავცე ამომწურავი პასუხი! …

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/g-chutlashvili-4/

Posted in 2017, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

თემურ ქორიძე გარდაიცვალა

Posted by iberiana on ოქტომბერი 28, 2017

27 ოქტომბერს, 63 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ცნობილი ლიტერატორი და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი

თემურ ქორიძე

Posted in 2017, ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

26 მაისი

Posted by iberiana on მაისი 26, 2017

18670742_1377029325700096_5375266808413840152_n[1]

დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის დღეა!
პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებით, ზვიად გამსახურდიას ეროვნულმა ხელისუფლებამ და უზენაესმა საბჭომ განამტკიცა და განაძლიერა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რისი დანგრევისთვისაც, რუსეთის იმპერიას ტანკებისა და სრული სამხედრო ძალის გამოყენება დასჭირდა…

დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა!
მერაბისა და ზვიადის ვერაგული მკვლელობით დასრულდა ღირსეული ხანა და შეგვრჩა გადედლებული საქართველო.
ქალების მედროშეობის დროა!…

ლეილა ცომაია

26.05.2017

Posted in 2017, ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

2 თებერვლის აქციის ვიდეო

Posted by iberiana on თებერვალი 3, 2016

2016 წლის 2 თებერვალი.
აქცია თამარ მეფის ხიდთან – “ერთად გავიხსენოთ 1992 წლის 2 თებერვალი და პატივი მივაგოთ პუტჩისტების მიერ დახვრეტილ მამულიშვილებს. “

Posted in 2016, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

2016 წლის 2 თებერვლის აქცია და შეხვედრა

Posted by iberiana on თებერვალი 3, 2016

img_4516[1]2016 წლის 2 თებერვლს, ეროვნული მთავრობის მხარდამჭერები შეიკრიბნენ თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ, რათა პატივი მიეგოთ 1992 წლის 2 თებერვალს კრიმინალური ხუნტის მიერ დახვრეტილი მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის თავისუფლებას და მოითხოვდნენ ეროვნული კანონიერი ხელისუფლების აღდგენას.

მამა ნოდარმა (ქათამაძე) გადაიხადა დახვრეტილი მამულიშვილების სულის მოსახსენებელი  პანაშვიდი.

აქციაში მონაწილეობდა დაახლოებით 30 კაცი, მათ შორის იყვნენ საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატები  გურამ მაქაცარია და ნუგზარ შავთვალაძე, პოლიტიკური მოღვაწე გია მაისაშვილი და საქართველოს  პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე ზვიადის ძე გამსახურდია.

აქციის შემდეგ, მონაწილენი შეიკრიბნენ საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც გაიხსენეს  2 თებერვლის აქციის ამბები. გამოითქვა აზრი, რომ  2 თებერვლის ტრაგიკულ ადგილთან  დაიდგას მემორიალი.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/g_chutlashvili-2/#3

Posted in 2016, ეროვნული მოძრაობა, საამაყო ქართველები, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

24 წლის წინ

Posted by iberiana on დეკემბერი 21, 2015

12359849_1031085340268159_7897036167347057839_n[1]

24 წლის წინ, დღევანდელ დღეს, 1991 წლის 21 დეკემბერს რუსთაველზე, მთავრობის სახლის წინ სასიკვდილოდ გამზადებულ საქართველოს ვუთევდით ღამეს…
გათენდა ავადსახსენებელი 22 დეკემბერი, ავის და უბედურების მომასწავებელი წინათგრძნობა მქონდა და აქჰა, დაიქუხა ზარბაზანმა ქაშუეთის ეზოდან, გულში სასიკვდილოდ დაჭრეს იმ დილით საქართველო… ხელდასმაც ჰქონდათ და კურთხევაც საქართველოს მკვლელებს…

მეტის გახსენება აღარ ძალმიძს!

თბილისის ელიტარული სასაფლაოები – პანთეონები უნდა გაიწმინდოს პუტჩისტების ნარჩენებისაგან, სულ ერთია ვინ იქნება, მსახიობი, მეცნიერი, მწერალი თუ მოძღვარი…

თუ ეს არ მოხდა, მაშინ უზნეობა და უსამართლობა დაალპობს ისედაც საიკვდილო სარეცელზე შეგდებულ საქართველოს…

ძნელია ტკივილის გარეშე წაიკითხო ეს სიტყვები და ასჯერ უფრო მძიმე, როდესაც თვითშეესწარი ყოველივე ამას!
იმ ხანებში იმდენჯერ მოგვკლეს, რამდენჯერაც ჭურვები თუ ტყვიები ეხლებოდა მთავრობის სასახლეს…
ყველა იქ ეროვნული ხელისუფლების ჭირისუფლად მდგომი გმირია, გარდაცვლილები კი წმინდა ზვარაკი სამშობლოს საკურთხეველზე თავისი ნებით ასულნი!

განისვენეთ დებო და ძმებო, ჩვენ აქ ცოცხლდ დარჩენილები თქვენს ხვედრს შემოვნატრით, რამეთუ არ უცქერთ სამშობლოს განადგურებას ამ 23 წლის მანძილზედ!

სიგმუნდ ვოლტეტერი

დიუსელდორფი,  გერმანია. 2015 წლის 21 დეკემბერი.

Posted in 2015, ეროვნული მოძრაობა, სამხედრო გადატრიალება | Tagged: | Leave a Comment »

საქართველოს ეკონომიკურ-ფინანსური პრობლემები

Posted by iberiana on დეკემბერი 18, 2015

Tea_Lakirbaia

თეა ლაკირბაია: საქართველოს ეკონომიკურ-ფინანსური პრობლემების საწყისი მიზეზები და შედეგები…

შევარდნაძის ,,მეორედ მოსვლის” 12 წლიან ,,მოღვაწეობას” უშედეგოდ არ ჩაუვლია. გაცოცხლდა მოღალატეთა სისხლძარღვი. ისევ მოკალათდნენ მაღალ თანამდებობებზე ეროვნული ხელისუფლების მტრები. ენის მიტანა, ჩაშვება, მექრთამეობა და სამშობლოს ფარული გაყიდვა კვლავ მათ მთავარ საქმიანობად იქცა. საქართველო 4 თუ 5 მილიარდი დოლარის ფასად განვითარებადი ქვეყნის სტატუსის მქონე სახელმწიფოდ აქციეს და ეს ის საქართველო, რომელსაც უძველეს დროში ჰქონდა სასწავლო აკადემიები (მითრიდატეს განათლება მიღებული აქვს ფაზისის აკადემიაში) … ამ 4 თუ 5 მილიარდით საქართველოს გაუჩნდა პირველი საგარეო ვალი, რომელიც ავთვისებიან სიმსივნესავით იზრდება დღემდე..

1995-2000 წლებში, როცა მე ვმუშაობდი მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის სხვადასხვა უცხოელ ჯგუფებთან, საქართველოში ,,ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების” ქართული მოდელის შექმნაზე (საბანკო ხაზით), მახსოვს ყოველ ჩვენს კვალიფიციურ შეკითხვას თუ წინადადებას გაოცებული კითხვითვე პასუხობდნენ – საიდან იცით ეს თქვენ?… ამას იმიტომ გვეკითხებოდნენ, რომ შევარდნაძის მიერ მონიჭებული სტატუსის თანახმად უწიგნურები ვეგონეთ…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/lakirbaia/

Posted in 2015, ეკონომიკა, ეროვნული მოძრაობა | Tagged: , | Leave a Comment »

ირაკლი დოკვაძე სასიკვდილო შიმშილობას იწყებს!

Posted by iberiana on დეკემბერი 16, 2015

1450076417_mziso[1]ირაკლი დოკვაძე სასიკვდილო შიმშილობას იწყებს!

გამსახურდიას ხელისუფლების ერთ-ერთი აქტირუი მხარდამჭერი, ირაკლი დოკვაძე, რომელსაც შევარდნაძის ზეობის პერიოდში ჯერ დახვრეტა, ხოლო შემდეგ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ბოლოს გაამართლეს და გაანთავისუფლეს, სააკაშვილის რეჟიმმა 2009 წელს მკვლელობის მცდელობის მოტივით ისევ დააკავა და 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დოკვაძე უვადო, სასიკვდილო შიმშილობას იწყებს. იგი ღია წერილით მიმართავს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, უფლებადამცველებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ, მისი მოთხოვნებით და წერტილი დაუსვან მის მიმართ წლების მანძილზე გამოჩენილ უსამართლობას.

 „ივერიონი“ დოკვაძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

https://iberiana2.wordpress.com/segm/dokvadze/

Posted in 2015, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

მიმართვა უზენაესი საბჭოს წევრებს

Posted by iberiana on ნოემბერი 3, 2015

Gia Chutlashviliგია ჩუთლაშვილი – მიმართვა უზენაესი საბჭოს წევრებს

აგერ უკვე მეოთხედი საუკუნეა ქართველი ხალხი თავისი რჩეულებისგან ელოდება ქმედით ნაბიჯებს! თქვენ ღმერთმა გარგუნათ წევრობა უზენაესი საბჭოსი:

-მრავალპარტიული, უაღრესად დემოკრატიული და სამართლიანი გზით არჩეულის;

-ეროვნული მოძრაობის წიაღიდან აღმოცენებულის;

-წამებულის, სამშობლოს ერთიანობისა და კეთილდღეობისათვის დევნილის.

წევრობა უზენაესი საბჭოსი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩაატარა რეფერენდუმი, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც გამოცხადდა საქართველო ერთიან, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ!!! ამით იმდენად მძლავრი ბალავერი შეიქმნა, რომ ჩვენმა შიგა და გარე მტრებმა თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავათ, ვერ მოახერხეს ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის ამ ქვაკუთხედის შერყევა.

შერყევა, რომელიც ასე მძლავრად (სამხედრო გადატრიალებით) დაიწყო 1991 წლის 22 დეკემბერს და გრძელდება დღესაც! ქვაკუთხედს ძვრას ვერ უშვრებიან! ამიტომაც ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყეს საფუძვლების მორღვევა:

-ნაწილ-ნაწილ გვიყიდიან ქვეყანას. შაგრენის ტყავივით ვიწროვდება საქართველო;

-შუაგულ ქვეყანაში სხვადასხვა ანკლავებს გვიქმნიან და მათ აქ ყოფნას ამაგრებენ მათთვის მიწის საკუთრებაში გადაცემის დაკანონებით;

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/g-chutlashvili/

Posted in 2015, ეროვნული მოძრაობა, მამულიშვილებს | Leave a Comment »

თბილისის აეროპორტი

Posted by iberiana on ივლისი 2, 2015

image005[1]დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შოთა რუსთაველის სახელობის იქნება

 შოთა რუსთველს საქართველოში არ აკლია უკვდავყოფა. მის სახელს ატარებს უამრავი კულტურულ-სამეცნიერო დაწესებულება:

  1. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
  2. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  3. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურისინსტიტუტი
  4. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  5. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემია
  6. საქართველოს რუსთაველის საზოგადოება
  7. და საქვეყნოდ ცნობილი შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი

გარდა ამისა, საქართველოს სატახტო ქალაქის მთავარი ძარღვი არის რუსთაველის გამზირი.

საქართველოს ყოველი ქალაქის, რაიონის თუ დაბის სეფექუჩა არის რუსთაველის სახელობის…

ისმის კითხვა: არსებობს თუ არა აუცილებლობა და საჭიროება ქვეყნის უმთავრესს აეროპორტს ეწოდოს გენიალური ქართველი პოეტის სახელი, რომელიც ცხოვრობდა რვა საუკუნის წინ?
ლოგიკურია – არა!

ახლა გავიგე, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ხელისუფლებამ მიანიჭა შოთა რუსთველის სახელი…
მიდი და გააპროტესტე ეს….
რუსთაველის წინააღმდეგ მიდისო…

ვიმეორებ, შოთა რუსთველს, საბედნიეროდ, საქართველოში არ აკლია უკვდავყოფა! მის სახელს ატარებს უამრავი კულტურულ-სამეცნიერო დაწესებულება…

აეროპორტი, თვითმფრინავი ვერ ჯდება შოთასთან მიმართებაში…

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით მსგავს აეროპორტებს ენიჭებათ ძირითადად და უმთავრესად სახელმწიფო და საზოგადო მიღვაწეების, ეროვნული გმირების თუ ქვეყნის სამსახურში დამაშვრალ ამაგდართა სახელები…

საფრანგეთის დიდი პოეტის ბოდლერის სახელი არ უწოდებიათ პარიზის აეროპორტისთვის, მას საფრანგეთის პრეზიდენტის შარლ დე გოლის სახელი დაარქვეს…

ამერიკაში როლანდ რეიგანის, ჯონ ფივჯერალდ კენედის, ფორდის, ჯორჯ ბუშის სახელობის თვითმფრინავთა ნავთსაყუდელებია…
კანადაში ჩერჩილის, რობერტ სტენფილდის…
პრაღაში ჰაველის და არა კაფკასი ან კარელ ჩაპეკის, თუნდაც იან ჰუსის…

დიდ ბრიტანეთში არის რობინ ჰუდის აეროპორტი და არა შექსპირის…

სტამბოლში არის ათათურქის სახელობის აეროპორტი….

ინდოეთში, დელიში არის ინდირა განდის საერთაშორისო აეროპორტი და არა რაბინდრანათ თაგორის ან რადიარდ კიპლინგის სახელობის საერთაშორისო აეროპორტები.

ისრაელში ბენ გურიონის აეროპორტი…

ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს….

ასე რომ დღეს არ არსებობს აუცილებლობა აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებისა….

მაშ რა ხდება ჩვენთან?!

ერთი კაცის ჯიბის “ხელისუფლების” ეს გადაწყვეტილება კი არის ნათელი დასტური ამ კასტის დამოკიდებულებისა ჩვენი ახლო წარსულისადმი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისადმი…

ცალსახა და ნათელია, რომ ქვეყანას მართავს კასტა, რომლისთვისაც თავისუფლების, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეები, ფასეულობები ჩირადაც არ ღირს და საქართველო მათთვის წარმოადგენს სოფლის მეცხოველეობის ფერმას, რომელშიც მწველავებიც თვითონ არიან და მწყემსებიც და უმოწყალოდ წველიან უბედურ საქართველოს…

ამიტომ, თავისუფლების, დამოუკიდებლობის იდეას, საქართველოს დამოუკიდებლობის მესაძირკვლის სახელს გამიზნულად უპირისპირებენ შოთა რუსთველს, რომლის სახელი და ხატება ზვიად გამსახურდიას ოქროს ასოებით ჰქონდა ამოტვიფრული გულის ფიცარზე…
გაიღვიძე ქართველო ერო, გაიღვიძე!

ზიგმუნდ ვოლთეთერი

 1 ივლისი, 2015 წ.

Posted in 2015, ეროვნული მოძრაობა | Tagged: , | Leave a Comment »

ლეილა ცომაია: „ღირსების სასამართლოს“ ვიდეო

Posted by iberiana on მაისი 24, 2015

leilaლეილა ცომაია – „ღირსების სასამართლოს“ ვიდეო – ზვიადის მოწინააღმდეგეთა უღირსობის დემონსტრირება

საბჭოთა ტოტალიტალური სისტემის პირმშო დისიდენტმა ზაქარია ლაშქარაშვილმა, ვიდეო, სახელწოდებით „ღირსების სასამართლო“, მიმდინარე – 2015 წლის 15 მარტს, youtube-ზე სრული ვერსიით განათავსა. ლაშქარაშვილი, რომელსაც დღემდე არ განელებია ზვიად გამსახურდიასადმი მტრობა და სიძულვილი, ამ ქმედებით, თავის მხრივ უთუოდ შეეცადა მოახლოებული ისტორიული თარიღების – 31 მარტისა და 26 მაისის დაჩრდილვას, თუმცა მან მხოლოდ თვითლუსტრირება მოახდინა პოსტ-საბჭოური საზოგადოების თვალში.

 ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ჟურნალ „ივერიის“ 1988 წლის მე-8 ნომერში გამოქვეყნდა ანონიმური პასკვილი ზვიადის წინააღმდეგ 1978 წლის სასამართლო პროცესზე მისი ტაქტიკური უკანდახევის („მონანიების“) შესახებ და სასამართლო პროცესის ფალსიფიცირებული ვერსია „ნიუ-იორკ ტაიმსის“ კორესპონდენტების პაიპერისა და უიტნისა, რომლებმაც ზვიად გამსახურდიას ე.წ. მონანიების შესახებ თავიანთ პრესაში დაწერეს სიმართლე, რომ გამსახურდიას არ მოუნანიება თავისი ძირითადი საქმიანობა და რომ სასამართლო პროცესზე პოლიტპატიმარ ზვიად გამსახურდიას გამოსვლის შემოკლებული ვიდეო-ჩანაწერი იყო საბჭოთა ტელევიზიის ფაბრიკაცია…..

იხ, სრულად:  https://iberiana2.wordpress.com/segm/zgp/

Posted in 2015, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , | Leave a Comment »

ეროვნულ ბანკს ჰყიდიან

Posted by iberiana on მარტი 1, 2015

Tea_Lakirbaiaთეა ლაკირბაია – ეროვნულ ბანკს ჰყიდიან

ჩემო კარგო სამშობლო…
წავიკითხე: ხელისუფლება ჰყიდის ქართველი ხალხის კუთვნილ, სხვადასხვა შენობას, რომელთა შორის ერთ-ერთია საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა… ვინაიდან ბანკები დახურული დაწესებულებებია, ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილია ჩახედული მათ თავისებურებებში… მე ცხოვრებამ ბედად მარგუნა და ამაყი ვარ, რომ ვმუშაობდი სახელმწიფო ბანკში ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ მინდა დავამტკიცო, შიგნიდან ვიცნობ ამ შენობას და გაგაცნობთ მის უნიკალურობას…

შენობის მთავარი ნაწილი აშენებულია ორი საუკუნის წინ. აქ უმუშავია ილია ჭავჭავაძეს, აქვე დგას მისი სამუშაო მაგიდა (ამჟამად მუზეუმში…). შენობას აქვს უნიკალური საცავი, რომლის ანალოგი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, მხოლოდ ლატვიაშია (რიგაში). ჩვენთან ინახებოდა საბჭოთა კავშირის ქონების უდიდესი ნაწილი (ამ საცავის მაღალი სანდოობის გამო), მათ შორის რუსეთის მეფის, ნიკოლოზის დროს გამოშვებული ბაჯაღლო ოქროს მონეტები, რომელსაც კუბური მეტრებით ვითვლიდით (დაფასოებას თავისი წესები ჰქონდა). საცავს, ატომური ბომბი თუ არ გამოიყენეს, ვერაფერი ააფეთქებს. მისი შიდა ნაწილი დამზადებულია იტალიაში და აწყობილი – გერმანიაში, მსოფლიოს ქურდები რომ მოგროვდეს და სამივე გასაღები მისცენ, კარებს ვერ გააღებენ, მას ისეთი საიდუმლო აქვს (მე ოთხი წელი მებარა ერთი გასაღები). გარდა ამისა, მთავარ დარბაზში ჰკიდია (ეკიდა) ერთ ტონამდე წონის, ამერიკის ნაჩუქარი, 200 წელზე მეტი ხნოვანების ბროლის ჭაღი. მთავარი შენობა გადახურულია ერთიანი სახურავით, რომლის შეკეთება (ალბათ არასოდეს დასჭირვებია შეკეთება, მე მისი შეკეთების საჭიროება არ მინახავს), ან ჩამოღება (?!) შესაძლებელია მხოლოდ შვეულმფრენზე გამობმით, რომ ერთიანად ასწიონ… ეს შენობა მდებარეობს ლეონოძის 3 ნომერში (ყოფილი კიროვის ქუჩა #3/5). მთავარი შენობის უკანა მხარე, რომელიც ეზოშია განფენილი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე, მიშენებულია საბჭოთა კავშირის დროს და ის უნიკალურობით არ გამოირჩევა…

ასეთია ამ შენობის მოკლე დახასიათება… მე ძალიან მიკვირს, ვინ უნდა იყიდოს და გამოიყენოს ასეთი შენობა? ან იციან მისი შიდა მოწყობის თავისებურებები? უცხოელები თავიანთ საგანძურს, ალბათ, აქ არ ჩამოიტანენ შესანახად, ადგილობრივი თუ შეიძენს და ბანკი არ იქნება, ვერც გამოიყენებს, დანგრევა შენობის ფასზე მეტი დაუჯდება…
არ ვიცი, მისი გაყიდვისა და შემოსული თანხის გახარჯვის შემდეგ, რა დაგვრჩება უფრო ღირებული, ან თუნდაც მისი ტოლფარდი?!.

მე გული მიკვდება…
ჩემო კარგო სამშობლოვ, შენ?!.

Posted in 2015, ეროვნული მოძრაობა | Tagged: , | 1 Comment »

ცოტნე გამსახურდიას განცხადება

Posted by iberiana on თებერვალი 8, 2015

tsotneცოტნე გამსახურდიას განცხადება

ძვირფასო საზოგადოებავ!

დღეს თქვენი დახმარება მჭირდება. ალბათ გახსოვთ, სააკაშვილის რეჟიმის დროს მუდამ ვცდილობდი რეაგირების გარეშე არ დამეტოვებინა უსამართლობის, არაადამიანობის, ნეპოტიზმის შემცველი ფაქტები. სწორედ ამიტომ გახლდით წინა ხელისუფლების მოწინააღმდეგე და არა იმიტომ, რომ რაიმე პიროვნული უკმაყოფილება მაკავშირებდა ნაცმოძრაობასთან და მის ლიდერთან…

არც “ოცნების” ხელისუფლებისგან ან ბიძინა ივანიშვილისგან მინდოდა რაიმე: ფული, ბიზნესი თუ თანამდებობა. ციხეშიც, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ვუჭერდი მხარს სამართლიანობის აღდგენას, ავტორიტარიზმის დემონტაჟს და ნეპოტიზმის დასრულებას მხოლოდ იმიტომ, რომ მჯეროდა – ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ამ ქვეყნისათვის.

საკუთარ პერსონაზე ამდენი მხოლოდ იმიტომ ვილაპარაკე, რომ ა რ ა ფ ე რ ი მინდოდა ან მინდა ხელისუფლებისგან – გარდა ერთისა: ეს გახლავთ მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიება.

წინამდებარე წერილებში მივმართავ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, რომელიც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსად მიმაჩნია, რათა გამცენ პასუხი მათი კომპეტენციის ფარგლებში რატომ არ ასრულებს პროკურატურა 2011 წლის პარლამენტის დადგენილებას და რატომ აჭიანურებს გამოძიებას, რომელიც უკვე წლებია გრძელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ ადრესატებს, ასევე ი. ღარიბაშვილს, გ. მარგველაშვილს, და საქართველოს სახალხო დამცველს ჯერ კიდევ შარშან მაისში მივმართეთ ძმებმა ამ საქმეზე რეაგირების თხოვნით. პასუხი: ფარატინა ქაღალდი, რომ მიმდინარეობს გამოძიება…

მინდა ვკითხო ბატონ დავით უსუფაშვილს და გ. ბადაშვილს, ამ ქვეყანაში მაინცდამაინც ოჯახის წევრის საფლავზე უნდა დაგაკლან რომ სამართალი იპოვო?! თუ ზვიად გამსახურდიას არ ჰქონდა სიცოცხლის უფლება?

ცოტნე გამსახურდია

7.02.2015

Posted in 2015, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

ი.შონია და კ გამსახურდია (ვიდეო)

Posted by iberiana on თებერვალი 5, 2015

ი.შონია და კ გამსახურდია. პალიტრა tv 3.02.2015

გადაცემა ეხება შევარდნაძის ხუნტის მიერ დახვრეტილ მომიტინგეებს და პროკურატურისადმი მიმართვას – გამოიძიონ და გასამართლდნენ დამნაშავენი!

Posted in 2015, ეროვნული მოძრაობა | Tagged: , , | Leave a Comment »

2 თებერვალი

Posted by iberiana on თებერვალი 3, 2015

მოვითხოვთ 90-იან წლებში მშვიდობიანი მანიფესტანტების  დახვრეტის გამოძიებას 

prokuratirastan21-2.02.2015 2 თებერვალს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთმა ჯგუფმა სარჩელი შევიტანეთ საქართველოს პროკურატურაში 90-იან წლებში მშვიდობიანი საპროტესტო მანიფესტაციების დროს შევარდნაძის ხუნტისტური ხროვის მიერ (სიგუა-კიტოვანი-იოსელიანი-ყარყარაშვილი) დახვრეტილთა გამოძიების მოთხოვნით, თუმცა არავითარი იმედი არ გვაქვს, რომ ხუნტისმემკვიდრე ივანიშვილის რუსეთუმე ხელისუფლება გამოიძიებს ამ ისტორიულ დანაშაულს, მაგრამ იმისათვის, რომ არ მოხდეს სამართლებრივი წყვეტა აღნიშნულ მოთხოვნაში აუცილებელია და ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, ყოველ ხელისუფლებას ვუყენებდეთ ამგვარ სამართლიან მოთხოვნებს და თან საზოგადოებას ვახსენებდეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ჭეშმარიტი გარანტის – პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების, რუსეთის მიერ მართულ და დაფინანსებულ, შეიარაღებული გადატრიალებით დამხობის შავ-ბნელ უახლეს ისტორიას.

ლეილა ცომაია

იხილეთ  1991-2001 წლებში არაკაცების მიერ მოკლული კაცების ფოტოები და არასრული სია

https://iberiana2.wordpress.com/segm/1991-2001/

Posted in 2015, ეროვნული მოძრაობა | Leave a Comment »

სულკატიან შევარდნაძიანებს!

Posted by iberiana on ივლისი 9, 2014

10491118_297641057063281_406624252050329728_n[1]სულკატიან შევარდნაძიანებს!

იმ ფარისევლებს, რომლებიც „აღშფოთდნენ“ ჩემი და ჩემნაირების გუშინდელი „ველური“ „ანტიქრისტიანული“ ქმედებით, „ვუიასნებ“ შემდეგს:
ფარისეველლნო, ჩვენი ამგვარი ქმედება გამოწვეულია საქართველოში მოზეიმე სულ მცირე 22 წლიანი უსამართლობის ბოგინით, სამშობლოს მოღალატისა და გამყიდველის დაუსჯელობით…
ფარისეველნო, ჩვენი ეს ქმედება გამოწვეულია თქვენივე გულგრილობით, სამშობლოს ღალატთან კონფორმიზმით, თანაზიარობით…
თქვენ დუმდით, ფეხზე გეგკიდათ, ან უშუალოდ თანამონაწილეობდით 1991 წლის 22 დეკემბრის სისხლიანი დილის გათენებაში…
თქვენ დუმდიათ, ან ხელში გეჭირათ ავტომატი და ცელავდით 1991 წლის 22 დეკემბრის 8 საათსა და 10 წუთზე მთავრობის სახლთან ჩემს გვერდით მდგომ ქართველებს…
თქვენ დუმდით ან ტყვიას გვახლიდით, როდესაც ჩვენ ამ დილით მთავრობის სასახლის კიბეებიდან ტყვიის ქარცეცხლში ვცდილობდით კიბეებზე დაცვენილი ქართველების გადარჩენასა და მთავრობის სახლში შეყვანას…
თქვენ დუმდით ან თქვენივე ნასროლი ტყვიით დაიღუპა იმ წუთებში ქართველი ფეხმძიმე ქალბატონი ციცინო ქევხიშვილი…
თქვენ დუმდით ან თქვენი ნასროლი ტყვია დაეხალა პირდაპირ შუბლში საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლ ვარაზ ვარაზიშვილს, რომელიც ცდილობდა ბრძოლის ველიდან დაჭრილი უაიარაღო ქართველების გაყვანას…
თქვენ დუმდით ან თანამონაწილეობდით 1992 წლის 6 იანვრიდან დაწყებული თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი ასიათასობით მომიტინგის სისხლიანი კალოს გალეწვაში…
თქვენ სდუმდით ან ლომის წილს იდებდით სამეგრელოს ექვსგზის სისხლიან ეგზეკუციაში…
თქვენ სდუმდით ან გათხვრილი იყავით წალენჯიხაში ავაზაკთა მიერ დანთხეულ ქართველების სისხლის ტბორებში…
თქვენ სდუმდით ან გვერდში ედექით შევარდნაძეს იმ დროს, როდესაც ის კმაყოფილი შესცქეროდა ზუგდიდში ასფალტზე დაყრილი ბიჭების დაცხრილვას…
თქვენ დუმდით ან ავტომატმომარჯვებული უკან მისდევდით ხიზანს – საქართველოს ეროვნულ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას…
თქვენ სდუმდით ან ლომის წილს იდებდით საქართველოს აკუწვაში და სინით მიართვით რუსეთის პირსისხლიან იმპერიას საქართველოს მარგალიტი აფხაზეთი და საქართველოს გულისგული შიდა ქართლი…
თქვენი და თქვენსმიერ დღეს შებრალებული კუმირის სულზეა ასაიათასობით ქართველის ლტოლვილობა, ჯოჯოხეთად ქცეული ცხოვრება…
თქვენს კისერზეა აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაცემული ათიათასობით ქართველის სისხლი!
და ბოლოს…
ჩვენი ასეთი „შეუმწყნარებლობა“ გამოწვეულია იმითაც, რომ თქვენი კუმირი 2004 წელს არ წარსდგა ეროვნული სამსჯავროს წინაშე, არამედ თავისივე გამოზრდილმა რენეგატებმა მიანიჭეს „ხელშეუხლებლობა“ და 10 წელი ინებივრა კრწანისის რეზიდენციაში…
სწორედ მაშინ რომ ეზეიმა სამართლიანობას, დღეს არ იქნებოდა ასეთი სამართლიანი რისხვა და გულისწყრომა ჭეშმარიტი ქართველებისა…
2004 წელს რომ ეზეიმა სამართალს, გუშინ მას გამოათრევდნენ საპყრობილედან და გაამზადებდნენ ჩასამარხად და ჩვეულებრივი სიმშვიდით შეხვდებოდა ქართველი ერიც, ძაღლისა და ღორისას შეუთვლიდა და მორჩებოდა ყველაფერი…
მაგრამ დღეს კი ამ მაოხარი გზირის ორმოში ჩაგდებამდე ქართველმა ერმა უნდა გამოხატოს თავისი სამართლიანი გულისწყრომა და „იუდას“ შეძახილით უნდა მოისროლოს ორმოში!
ახლა კი, ახლა კი, კეთილი ინებეთ და დადუმდით, სანამ თქვენზე ხელახალი ძალით არ გადმოსულა სამართლიანი მრისხანება !…

ზიგმუნდ ვორთეთერი

8.07.2014

Posted in 2014, ეროვნული მოძრაობა | Tagged: | Leave a Comment »

გაზეთი “მატიანე”

Posted by iberiana on მაისი 21, 2014

matiane[1]გამოვიდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება
“საქართველოს ჰელსინკის კავშირი –  ეროვნული აღორძინების”
თავისუფალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური
გაზეთი-ჟურნალი  “მატიანე”-ს ახალი ნომერი

მასში განთავსებულია: ზ. განსახურდიას და  მ. კოსტავასადმი მიძღვნილი სტატიები; “ზვიად გამსახურდიას სიტყვა, წარმოთქმული 1990 წლის 26 მაისს”, “პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საინაგურაციო სიტყვა 1991 წლის 7 ივნისს”; “როგორ ამხელდნენ ეკლესიის მტრებს ზ. გამსახურდია და მ. კოსტავა!”; საქართველოს ჰელსინკის კავშირი _ ეროვნული აღორძინება” – მოკლე ისტორიული მიმოხილვა; საქართველოს რესპუბლიკის დევნილი, ემიგრაციული მთავრობისა და „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინების“ 2014 წლის 31 მარტის ერთობლივი განცხადება-მიმართვა ქართველი ერისადმი; საქართველოს რესპუბლიკის დევნილი, ემიგრაციული მთავრობისა და „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინების“ 2014 წლის 9 აპრილის ერთობლივი განცხადება-მიმართვა ქართველი ერისადმი; საქართველოს რესპუბლიკის დევნილი, ემიგრაციული მთავრობისა და „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინების“
2014 წლის 26 მაისის ერთობლივი დადგენილება “1991-1993 წლების სახელმწიფო გადატრიალებისა და დღემდე შემდგომი პერიოდის სამართლებრივი, იურიდიულ-პოლიტიკური შეფასების შესახებ”.

სრულად:  http://iberiana2.files.wordpress.com/2014/05/matiane-2014-7-8.pdf

Posted in 2014, ეროვნული მოძრაობა, ჰელსინკის კავშირი | Tagged: | Leave a Comment »

ისა კოძოევის წერილი

Posted by iberiana on ივლისი 29, 2013

kodzoev ინგუში მწერლის ისა კოძოევის წერილი

 ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა და თითქმის ვეღარ ვიგებ რა ხდება.

მე ვარ ადამიანი წარსულიდან. წარსული, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებული ადამიანების მიმართ, მკაცრი იყო.

ამ ბრძოლას მხოლოდ რომანტიკოს-პასიონარები თუ წამოიწყებდნენ და გაუძლებდნენ. ეს სიტყვები დღევანდელი საზოგადო მოღვაწეების მიერ დაცინვითაც კი გამოიყენება. მაგრამ მაშინ ჩვენ სიცილისთვის არ გვეცალა.

დიახ, ჩვენ ვიყავით რომანტიკოს-პასიონარები და ზვიად გამსახურდია ერთ-ერთი ჩვენთაგანი იყო.

ჩვენ გვამოძრავებდა წმინდა სული, პრაგმატულობის გარეშე. და სული იყო ძლიერი. მან დაამხო კომუნისტების ტოტალიტარული რეჟიმი…

სრულად :  https://iberiana.wordpress.com/mamulishvilebs/kodzoev/

Posted in ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, კავკასია-Caucasus, მამულიშვილებს | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას გამოსვლა

Posted by iberiana on ივნისი 24, 2013

ზვიად გამსახურდიას გამოსვლა სახალხო ფრონტის ყრილობაზე

1989 წ. თბილისი.

Posted in 1989, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია | Leave a Comment »

მერაბ კოსტავა

Posted by iberiana on მაისი 25, 2013

26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

მერაბ კოსტავას მიერ წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვა  კინოს სახლის წინ გამართულ ანტიიმპერიალისტურ მიტინგზე 1989 წლის 11 ოქტომბერს

 მამულიშვილნო! ძმანო და დანო!

რუსეთის იმპერიის ისტორიაში დამთავრდა შემოკრებისა და ინტეგრაციის დრო. რუსეთის იმპერიას ყავლი გასდის! ახლა იწყება რუსეთის დეზინტეგრაციის და დაშლის ჟამი. ასეთი იყო ნებისმიერი იმპერიის ისტორია; ჯერ შემოკრება ამ ერის, იმპერიის განმახორციელებელი ერის გარშემო, ინტეგრეცია, გაფართოება, გაბერვა და შემდეგ დაშლა ცალკეულ სახელმწიფოებად. ასე დაიშალა, მეგობრებო, მაკედონელის იმპერია, ესპანეთის, ფილიპე II-ის იმპერია. იგივე მოელის რუსეთის იმპერიასაც.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/ganmatavisuflebeli/kostava/

Posted in ეროვნული მოძრაობა | Leave a Comment »

რეფერენდუმი

Posted by iberiana on მარტი 30, 2013

39283[1]საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი (1991)

1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი – საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე.

რეფერენდუმი ჩატარდა  მთელი საქართველოს მასშტაბით – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით. მოსახლეობას უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე „ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო   3.302.572 ადამიანმა (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი), მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

 რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა “ეროვნულმა კონგრესმა”, რომელთაც მოგვიანებით სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს!

რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს სსრ-ს უმაღლესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

31 მარტი იყო უდიდესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული გარანტია შექმნა.

Posted in 1991, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა | Leave a Comment »

საქართველო მაინც ზვიადის გზით ივლის

Posted by iberiana on მარტი 30, 2013

Posted in ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია | Leave a Comment »

პაატა ზაქარეიშვილი

Posted by iberiana on ნოემბერი 6, 2012

საქართველოს მოსახლეობას!

რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის სახელმწიფო მინისტრობა მიუღებელია!

საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აპირებს  აფხაზური და ოსური პასპორტების აღიარებისა და სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის გახსნის საკითხების განხილვას.

ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული აშკარა აქცია  – საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი!

საქართველოს ახლადმოვლენილი დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მრავალჯერ დაამუნათა საქართველოს ეროვნული ხელისუფლება და კანონიერი პრეზიდენტი კადრების  და მართვის გამოცდილების არქონის გამო.

ჩვენს უკიდურეს აღშფოთებას იწვევს დეფაქტო  პრემიერ-მინისტრის საეჭვო საკადრო პოლიტიკა.

ყოვლად დაუშვებელია ამ სამინისტროს მართავდეს  ისეთი პიროვნება, რომელსაც საქართული საზოგადოება იცნობს, როგორც ეროვნული ცნობიერების არ მქონესა და საქართველოს ეროვნული ინტერესების უგულველმყოფელს.

აუცილებელია, ქართველმა ხალხმა ხმა აიმაღლოს ამ მოღალატური ქმედების წინააღმდეგ!

 რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი დაუყოვნებლივ დასტოვოს პაატა ზაქარეიშვილმა და ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნოს ეროვნული ცნობიერების მქონე და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის მტკიცე გამტარებელი და დამცველი პიროვნება!

თუ ეს არ მოხდება, სამუდამოდ დაიკარგება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და ეს იქნება  საქართველოს  შეუქცევადი რღვევის დასაწყისი, რაზეც პირადი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამჟამინდელ დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.

Posted in ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა, სიახლე | 3 Comments »

ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა

Posted by iberiana on ნოემბერი 4, 2012

ოქროპირიძე უჩა –  ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სასამართლო პროცესის ისტორიისათვის

 1978 წლის მაისში გაიმართა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სასამართლო პროცესი, რომლის შესამზადებლად მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში დიდი წვლილი შეიტანა, როგორც „ქართულმა წითელმა ინტელიგენციამ“ და საბჭოთა სისტემის იდეოლოგიურმა სამსახურებმა, თუ ამ საქმიანობაში დახელოვნებულმა „სუკმა“, ასევე აღნიშნული აქტიორების მიერ საღ აზრ გამოცლილმა, დაბეჩავებულმა ნებაწართმეულმა ე.წ. ქართულმა საზოგადოებამ.

საქმე იმაშია, რომ გასული საუკუნის 70–იანი წლების დასაწყისში საქართველოში საგრძნობლად გააქტიურდა დისიდენტური მოძრაობა, რომელიც 1972 წლიდან მჭიდროდ უკავშირდება რუსეთის დისიდენტურ წრეებსა და მათ თვითგამოცემებს მოსკოვსა და ლენინგრადში (სანკტ–პეტერბურგი). თბილისში იწყება  ა.სოლჟენიცინის, ა.სახაროვის, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების, მერაბ კოსტავას წერილებისა და სტატიების ბეჭდვა და გავრცელება თვითგამოცემების საშუალებით. საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებისა და ეკლესიისათვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო ზვიად გამსახურდიას სტატიები–„პოლემიკა დასავლეთის პრესასთან საქართველოს ეკლესიის მდგომარეობის შესახებ“, წერილი რედაქციას“, მისივე დოკუმენტური მასალები–„საზოგადოებრივი პრობლემები“, „თეიმურაზ ჯვარშეიშვილის დაკითხვის ოქმები“ და სხვა. მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ უზრუნველყვეს ა.სალჟენიცინის ბესტსულერად ქცეული ნაწარმოების–„გულაგის არქიპელაგი“–გამოცემა და გავრცელება საქართველოში.

აღნიშნული საქმიანობა იმ პერიოდში ანტისაბჭოთა აგიტაცია–პროპაგანდად ითვლებოდა, ხოლო მისი ავტორები სასტიკ დევნა–შევიწროვებასა და რეპრესიებს განიცდიდნენ. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა სულ მალე დააპატიმრეს და გაასამართლეს…

http://iberiana2.wordpress.com/segm/okropiridze/

Posted in ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, კოსტავა, პოლიტიკა, საამაყო ქართველები | Leave a Comment »

1990 წლის 28 ოქტომბერი

Posted by iberiana on ოქტომბერი 28, 2012

 22 წლის წინ საქართველოში ჩატარდა პირველი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები. არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საარჩევნო ბლოკმა “მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო” ზ. გამსახურდიას ხელმძღვანელობით. არჩევნების შედეგად ქვეყანას სათავეში ჩაუდგა ეროვნული პარლამენტი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.

 ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო – 3 444 002 მონაწილეობა მიიღო – 2 406 742 ანუ ამომრჩეველთა 69.88 პროცენტმა.

კანდიდატი ხმების რაოდენობა % მიღებული მანდატების რაოდენობა
მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო 54% 155
საქართველოს კომუნისტური პარტია 30% 65
დამოუკიდებელი კანდიდატები 12,6% 31
სულ 100% 250

Posted in 1990, აეჩევნები, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, პოლიტიკა | Leave a Comment »

ვინ იყო მაძინი

Posted by iberiana on სექტემბერი 25, 2012

ვინ იყო მაძინი და რანი არიან მისი ქართველი მიმდევრები

მიუხედავად ორი ათეული წლის გასვლისა, საქართველოში, ჯერ კიდევ არ თქმულა ბოლომდის სრული სიმართლე და დღევანდელი ყოფის უმთავრესი მიზეზის ამომწურავი ახსნა. ჩვენში  ჯერ კიდევ გვაჩეჩებენ ყალბ გმირებს, ჩქმალავენ მათ სიბნელით მოცულ ცხოვრებასა და მიზნებს. ამიტომ გადავწყვიტეთ შეძლებისდაგვარად წარმოვაჩინოთ, თუ რა იმალებოდა და იმალება ფარდის მიღმა, ნიღბები ჩამოვხსნათ ყალბ გმირებსა და სამზეოზე გამოვიტანოთ მათი ქმედებების ნამდვილი მიზნები.  ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ  მომავალმა თაობებმა იცოდნენ სიმართლე იმ ეპოქალური მოვლენების შესახებ, რომლებმაც განვითარება იწყო გასული საუკუნის 80-ანი წლებიდან. ვინ რა გააკეთა, ვინ რა როლი ითამაშა ქვეყნის თავისუფლების მოპოვების საქმეში და ვინ, პირიქით.

ჩვენს პუბლიკაციაში საუბარი გვექნება ეროვნულ დემოკრატად წოდებულ გიორგი ჭანტურიას შესახებ, რომელმაც ლომის წილი დაიდო საქართველოში კრიმინალურ-ბოლშევიკური რევანშის განხორციელებაში. მაგრამ ის დღეს მავანთა მიერ მაინც ირაცხება ეროვნულ მოღვაწედ, რაც გამიზნულად ხდება, რათა ხალხს თავგზა აუბნიონ. გასული საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ედპ-დ წოდებული ჯგუფი გამოვიდა საზოგადოებრივ პოლიტიკურ ასპარეზზე, იმ დროისათვის საქართველოში ცხოვრობდა საქართველოს ჭეშმარიტი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის უკანასკნელი მოჰიკანი ბატონი პალიკო გოგელია, რომელიც ეროვნული მოძრაობის აღზევებისთანევე ჩადგა ჭეშმარიტ მამულიშვილთა რიგებში. ის იყო ბერი მინდია, რომელიც წინ მიგვიძღოდა სამშობლოს თავისუფლების გზაზე (გარდაიცვალა 90-იან წლებში)…

http://iberiana2.wordpress.com/segm/mazzini/

Posted in ეროვნული მოძრაობა, იდეოლოგია, პოლიტიკა | Leave a Comment »

ეროვნული იდეოლოგია

Posted by iberiana on აგვისტო 14, 2012

დოდო ჭუმბურიძე – ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიური საფუძვლები XX საუკუნის საქართველოში

პოლიტიკური იდეოლოგიების შესწავლას და მათი ზემოქმედება ამა თუ იმ ქვეყნის ცხოვრებაზე დიდ ყურადღებას აქცევენ თანამედროვე ისტორიკოსები,  პოლიტოლოგები,  სოციოლოგები,  ფილოსოფოსები და ეკონომისტები.  განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მყოფი საქართველო საუკუნეების მანძილზე იბრძოდა ეთნიკური იდენტობის,  საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და სულიერების შესანარჩუნებლად.

ამდენად,  ქართველი ხალხისათვის ეროვნულ-განმათავისუფლებელი სულისკვეთება,  ნაციონალიზმი,  მთელი ისტორიის მანძილზე იყო დამახასიათებელი,  მაგრამ ის არ გამიჯვნია ადრეულ თუ გვიანშუასაუკუნეებში მსოფლიოში მიმდინარე დადებით პოლიტიკურ პროცესებს  (გაემიჯნა რელიგიურ სექტანტიზმს, ხატთმებრძოლობას და ა.შ.),  არც ახალ ეპოქაში დაპირისპირებია ლიბერალიზმს,  დემოკრატიას,  თვით კოსმოპოლიტიზმსა და გლობალიზმსაც კი, კარგი გაგებით.

 XX საუკუნის საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა რამდენიმე ეტაპად, რთულ და მეტად თავისებურ ისტორიულ პირობებში წარიმართა.  დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა ორჯერ აღიდგინა ქვეყანამ და ორჯერვე რუსეთის დამპყრობლურ,  ნეოკოლონიურ სულისკვეთებას შეეჯახა.  სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგია,  იდო თუ არა მათ პროგრამაში ქართული ეროვნული ინტერესები,  გარეგნულად მაინც გამოხატავდა მას და ქართველი ერის სამსახურში დგომის პრეტენზიას აცხადებდა.  ჩვენი ნაშრომის მიზანია შევისწავლოთ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიური საფუძვლები,  ყველა პოლიტიკური პარტიის ან ჯგუფის ნამდვილი თუ ფსევდოინტერესები, მათი როლი ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში,  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო იდეოლოგია,  ასევე ბოლშევიკური ტოტალიტარიზმის 70-წლოვანი ეპოქა,  როდესაც ქართულმა კულტურამ,  მწერლობამ, მეცნიერებამ,  თეატრმა   და სხვა სფეროებმა თავისთავზე აიღო და ღრმად გამოხატა ლიბერალურ-დემოკრატიული თუ ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეები,  რაც ასე იდევნებოდა საბჭოთა სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ…

http://iberiana2.wordpress.com/segm/d-chumburidze/

Posted in ეროვნული მოძრაობა, იდეოლოგია, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

მერაბ კოსტავა

Posted by iberiana on მაისი 26, 2012

რეზო (ემელიანე) ადამია – მერაბ კოსტავა და ქართული მარადიულობა

არიან ადამიანები, რომელთაც ახლავს ღვთიური დუმილი, მართალი საქმიანობა და რაინდული პიროვნულობა. მერაბთან ყოველივე ეს თავს იყრიდა და ხშირად გედივით თავდახრილი უსასრულო ფიქრებში იყო ჩაძირული… ზეკაცი გახლდათ, ნათელი განსახიერება და იდეალი ქართული პატრიოტისა, უშიშარი – უდრეკი არწივი მხოლოდ წინ რომ მიილტვოდა და დროს უსწრებდა. ეროვნული მოძრაობის ჯანსაღი მუხა, პიროვნება ბიბლიური სიმბოლოებით შემკული. სიმღერა შავლეგო, თითქოსდა მერაბისთვისაც შეუთხზავს მის გენიალურ ავტორს – შავლეგო, მერაბ შენ! როგორ უხდებოდი უძველეს საქართველოს და როგორ ჭირდებოდი სამშობლოს მერაბ. მარადიულობა ხარ შენი ერის და ურღვევი ბურჯი, შავლეგო მერაბ! – ოი, როგორ უხდებოდი სრულიად საქართველოს და მის სამართლიანობას, მტრის მიმართ ამბოხებულსა და თავდადებულ ერს.

– მოღალატე ქართველებმა, მადლობის მაგიერ სიკვდილი მოგართვეს, იუდა ისკარიოტელზე ბევრად უარესები არიან ისინი, რამეთუ იუდამ მაცხოვართან საშინელი დანაშაული თავის ჩამოხრჩობით აღიარა. ხოლო მერაბის მკვლელები ლაღობენ ილია მართალის (ჭავჭავაძის) მკვლელებივით. ქართულ მიწაზე დადიან ქვეწარმავლები. წარმოიდგინეთ ეკლესიაშიც დაიარებიან ალბათ (ვის ჭირდება მათი ფარისევლური მონანიება!).

– ძალიან ხშირად, ადრევე იფერფლებიან გენიები ან თანამედროვენი იშორებენ თავიდან. მერაბის თვალები გახლდათ იდუმალებით სავსე და წამებული წმიდანის მზერით იხედებოდა. იმზირებოდა ძალიან შორეულში, გონება, ნიჭი, ნერვიული სისტემა და საფშვინველი საქართველოსთვის ჰქონდა შეწირული…

https://iberiana.wordpress.com/ganmatavisuflebeli/kostava/#4

Posted in ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა, საამაყო ქართველები | 1 Comment »

26 მაისი

Posted by iberiana on მაისი 24, 2012

იგორ ჩხეიძე  – ეროვნული დღესასწაული

საქართველო ემზადება დამოუკიდებლობის დღის 26 მაისის აღსანიშნავად, რაც ქვეყნის ცხოვრებაში უძლიერეს ეროვნულ დატვირთვას უნდა ატარებდეს, მაგრამ სინამდვილეში 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა ამიერკავკასიის სეიმის თვითგაუქმების შედეგად (ისევე, როგორც აზერბაიჯანის, იმავე დღეს), ქართველი სოციალ-დემოკრატების ერთი ჯგუფის მოთავეობით. 1919 წლის მარტში ჩატარდა არჩევნები და არჩეული დამფუძნებელი კრების მიერ უკვე ერთი წლის დაგვიანებით მოხდა უკანა თარიღის 1918 წლის 26 მაისის სამართლებრივი ძალმოსილების აღიარება. ფაქტობრივად ეს დამოუკიდებლობა ამიერკავკასიის რესპუბლიკის დაშლით და არა საერთო ეროვნული ძალისხმევით მიღწეული დამოუკიდებლობაა…

ამ გაგებით ნათელი არ არის, რატომ აღნიშნავს საქართველო საკუთარი დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს, იმ დღეს, როდესაც ამიერკავკასიის სეიმში წარმოდგენილმა სოციალ-დემოკრატებმა იმპერიისგან ნებაყოფლობით მიიღეს დამოუკიდებლობა, რომელიც არ აღიარა მსოფლიომ? და რატომ არის სრულიად იგნორირებული და მხოლოდ “ტრაგედიის დღედ” გამოცხადებული 9 აპრილი, საქართველოს ამ “ბოროტების იმპერიისგან” გამოყოფისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლით მოპოვების დღე, რომელსაც წინ უძღოდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, 1990 წლის მრავალპარტიული არჩევნები, და რაც მთავარია 1989 წლის 9 აპრილის ღამე, როდესაც უიარაღო ქართველებმა მოწამეობრივად დადეს თავი საბჭოთა რუსეთის ჯართან დაპირისპირებისას? დღეს მსოფლიო ერთა თანამეგობრობა საქართველოს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს სცნობს, სწორედ 1991 წლის 9 აპრილის ნორმატიული აქტისა და იმ მოვლენების საფუძველზე, რომელიც წინ უძღოდა ამ დამოუკიდებლობის გამოცხადებას…

http://iberiana2.wordpress.com/segm/chkheidze/

Posted in ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია – 73

Posted by iberiana on მარტი 30, 2012

 გიორგი ჯანელიძე –  ეროვნული გმირის- ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის მთავარი გვირგვინი: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა

…რუსეთის იმპერიის (“საბჭოთა კავშირის”) შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი დრო აღინიშნა სისხლიანი ძალადობითა და დასჯებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი კალო. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალშემადგენლობითი, თავისუფალი გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის გამოკითხვით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის დადგენილების საფუძველზე. საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელია. მის მიწაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს წესდება და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან სახელმწიფო მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და თავდასხმად, საერთაშორისო სამართლის წესების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის “პრიმატი” საქართველოს წესების მიმართ და მისი მუხლების პირდაპირი მოქმედება საქართველოში ცხადდება საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საწესდებო მიდგომად…

http://iberiana2.wordpress.com/segm/janelidze/

Posted in ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, ზვიადი, პოლიტიკა, საამაყო ქართველები | Leave a Comment »

1992 წლის 2 თებერვალი

Posted by iberiana on თებერვალი 1, 2012

Posted in ეროვნული მოძრაობა, ისტორია-History, პოლიტიკა, სახელმწიფო გადატრიალება | Leave a Comment »

დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ორიგინალი

Posted by iberiana on დეკემბერი 5, 2011

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, ისტორია-History, პოლიტიკა | Leave a Comment »

აბზიანიძე – გადატრიალება

Posted by iberiana on ნოემბერი 27, 2011

https://i2.wp.com/bpg.sytes.net/Didgori/userfiles/image/Que_Gallery/799_putchi-uz.sab..jpgშუქრი აბზიანიძე – “ჩაუშესკუ – ჩაუშესკუ”

(გადატრიალებების ტექნოლოგია საქართველოში)

ალბათ ყველას ახსოვს, 1991 წლის ბოლოს, ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი მასა “ჩაუშესკუ – ჩაუშესკუს” სკანდირებით როგორ უტევდა უზენაესი საბჭოს შენობას. ოპოზიცია მზად იყო დაემხო ხელისუფლება და ყველანაირად იკაფავდა გზას შენობისკენაც და ხელისუფლებისკენაც. ამ დრამატულ და ვნებათაღელვით აღსავსე დროს ცოტა თუ დაფიქრებულა – რატომ მაინცა და მაინც “ჩაუშესკუ”? დავუშვათ ზვიად გამსახურდია დიქტატორი იყო, განა ცოტა დიქტატორებს იცნობდა მსოფლიო? როგორც ისტორიიდან, ისე მის თანამედროვეებს? რატომ არა, ვთქვათ “ჰიტლერი”, “სტალინი”, “პინოჩეტი” ან ბოლოს და ბოლოს “სადამი”? არა, მხოლოდ “ჩაუშესკუ”. რატომ?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ეს არაა “დიქტატურის” უღელქვეშ სულის მღაფავი ხალხის ამოძახილი. ეს სულ სხვა რამ არის. ეს მოქმედების გეგმაა, პაროლია, მთავარი სიტყვაა, რომლითაც წინასწარ ხდება თანამოაზრეთა და სეირის მაყურებელთა შემზადება დიდი ბატალიებისათვის, დიდი სისხლის ღვრისთვის და რაც მთავარია – ტრაგიკული ფინალისათვის…

http://iberiana2.wordpress.com/segm/putch/

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, ისტორია-History, პოლიტიკა | Tagged: , , | 1 Comment »

გზა დამოუკიდებლობისაკენ

Posted by iberiana on ნოემბერი 15, 2011

 ეროვნული ხელისუფლება: გზა დამოუკიდებლობისაკენ

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლამ თვისობრივად ახალი ხასიათი მიიღო.

ეროვნულ-გამათავისუფლებელმა მოძრაობამ, გაითვალისწინა რა 1921 წლის იძულებით ემიგრაციაში წასული კანონიერი მთავრობის სწორი იურიდიული პოზიცია, მშვიდობიანი ბრძოლის ფორმების გამოყენებით აიძულა მმართველი კომუნისტური რეჟიმი, თავისივე არსებული კანონების დაცვით, თავისი თავი ფაქტობრივად უკანონოდ გამოეცხადებინა. ეს აისახა კიდეც 1990 წლის 20 ივნისის საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ დადგენილებაში.

ყოველივე აღნიშნული გახდა სამართლებრივი და იურიდიული საფუძველი საქართველოში ახალი, კანონიერი, მრავალპარტიული არჩევნების ჩასატარებლად.

ქართველმა ხალხმა და სრულიად საქართველოს მოსახლეობამ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ხმა მისცა საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ფლაგმანს, პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა გაერთიანება “მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო”-ს საარჩევნო ბლოკს, რითაც, პირველად 70 წლიანი კომუნისტური მმართველობის ისტორიაში, ქვეყნის სათავეში მოვიდა კანონიერი, ჭეშმარიტად დემოკრატიული გზით არჩეული ეროვნული ხელისუფლება…

http://iberiana2.wordpress.com/segm/erovnuli-xelisufleba/

Posted in ეროვნული მოძრაობა, ისტორია-History, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას მიმართვა

Posted by iberiana on ნოემბერი 13, 2011

ზვიად გამსახურდია: 1993 წლის 15 იანვრის მიმართვა ქართველ ერს

მეგობრებო, ჩემი ეს გამოსვლა მიზნად ისახავს პასუხის გაცემას იმ საჭირბოროტო კითხვებზე, რომლებიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. რა დასამალია, რომ საინფორმაციო ვაკუუმია შექმნილი ჩემს გარშემო. ვრცელდება უამრავი დეზინფორმაცია ხუნტის მიერ, ამ ე.წ. ტელევიზიის მიერ და სიმართლის გარკვევა, რა თქმა უნდა, საშურია დღეს. მრავალ პრობლემასთან დაკავშირებით მომდის წერილები. მართალია, ამას ყოველნაირად უშლის ხელს ფოსტა; მრავალი ადამიანი მეკითხება საქართველოში შექმნილი დღევანდელი ვითარების შესახებ. მეკითხებიან, თუ რამ მოიტანა ყოველივე, რა გამოსავალი არსებობს; მეკითხებიან ბრძოლის მეთოდების შესახებ, უცხოეთთან დღევანდელი ჩვენი ურთიერთობის შესახებ.

მე დავიწყებ მთავრითა და უმთავრესით. როგორც ხედავთ, მეგობრებო, ამ ერთმა წელმა პუტჩის შემდგომ მიგვიყვანა ეროვნულ კატასტროფამდის, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, – სრულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ზნეობრივ კატასტროფამდის…

http://iberiana2.wordpress.com/segm/gamsakhurdia/

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა | 1 Comment »

ლატავრა ფოჩიანი

Posted by iberiana on ოქტომბერი 31, 2011

სამშობლოზე მჭვუნვარე მოცეკვავე

ზეციურ სასუფეველს შეემატა კიდევ ერთი ჭეშმარიტი მამულიშვილი, საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი, ქართული ეროვნული ცეკვის მშვენება – ქალბატონი ლატავრა ფოჩიანი.

ქალბატონ ლატავრას სამშობლო თვალისჩინზედ მეტად უყვარდა. ამიტომაც იგი, ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პირველი დღეებიდანვე, საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლთა რიგებს შეუერთდა. ქართული ცეკვის ფერიის შემართება და საბრძოლო სულისკვეთება ბევრ ვაჟკაცსაც შეშურდებოდა.

იგი მამულის წარმატებით ხარობდა, მჭვუნვარებდა სამშობლოს უბედობით. გვახსოვს, მისი მწუხარება 9 აპრილს საბჭოთა ჯარების მიერ გალეწილი სისხლის კალოს გამო, გვახსოვს მისი სიხარული საქართველოს ეროვნული ხელისუფლების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისას. საქართველოს დედაქალაქში, რუსთაველზე საერთო-სახალხო ზეიმისას, უბადლო ხელოვანს, ალბათ, ისეთი აღმაფრენით არასდროს უცეკვია, როგორც იმ დღეს მთავრობის სახლის წინ საქართველოს უსინათლო მეჩონგურეთა მიერ აჟღერებულ ჰანგებზე…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/pochiani/

Posted in ეროვნული მოძრაობა, საამაყო ქართველები, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

დამარცხების მეოცე წლისთავი

Posted by iberiana on ოქტომბერი 15, 2011

მთავარი მანქურთი და  მსხვერპლად შეწირული საქართველო

ახალი ეპოქის ყველაზე თვალსაჩინო ქართველი  მანქურთი გურიაში დაიბადა და ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სხვა  ტყავისსალტეშემოჭერილთა შორის. ეს გახლდათ   გასული საუკუნის უკანასკნელი სამი ათწლეულის საქართველოს  საჭეთმპყრობლად მოვლენილი  ედუარდ შევარდნაძე.   საკუთარმა რუსულის მასწავლებელმა მამამ, ამბროსიმ, ისეთი ტყავი ჩამოაცვა თავზე, რომ სულ დააკარგვინა წარმოდგენა სამშობლოზე და რუსი მებატონის ყურმოჭრილ ყმად აქცია.  ეს თვით ედუარდსაც არასოდეს დაუმალავს და  კუთვნილება დიდი რუსეთისადმი  გულახდილად აქვს ნაღიარები სიჭარმაგეში გამოცემულ ავტობიოგრაფიულ  ნაშრომში „ჩემი არჩევანი“ («Мой выбор», Москва, 1991 Г.).

 რუსი მკითხველისათვის განკუთვნილ ამ წიგნში  ავტორი საქართველოს  სრულიად ღიად და დაუფარავად უწოდებს  თავის „მალაია როდინას“ (იხ. გვ. 30 და გვ. 79). „მალაია როდინა“ რუსული იდიომატური გამოთქმაა და ქართულად „პატარა სამშობლოს“ კი არა, სამშობლოს ერთ კუთხეს ნიშნავს –  რაც იმას გულისხმობს, რომ შევარდნაძე რუსებს წარუდგენს საქართველოს, როგორც რუსეთის ერთ-ერთ კუთხეს და უდასტურებს  თანამემამულეობას. სხვა საკითხია, რომ საკუთარ თვისტომთ, მათ, ვინც არ იცის „მალაია როდინას“ იდიომატურობა, ქართულად გამოცემულ წიგნში  პირში სჩრის სატყუარას, როდესაც „მალაია როდინას“  „პატარა სამშობლოდ“ ათარგმნინებს („ჩემი არჩევანი“, თბ.1992. იხ. გვ. 31, 81).

 საგულისხმოა, რომ როგორც სერგო ორჯონიკიძის ღირსეული  მემკვიდრე,  ედუარდ შევარდნაძეც ფერშალია პროფესიით – დამთავრებული აქვს თბილისის სამედიცინო ტექნიკუმი –  ამგვარად, ფერშლობა ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც შეგვიძლია  განვიხილოთ  მშობელი ერის დამამხობელთათვის…

http://iberiana2.wordpress.com/segm/saba-iberi/

Posted in ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

სახელმწიფოებრივი აღდგენის კონცეფცია

Posted by iberiana on სექტემბერი 29, 2011

საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა 

საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენა-აღორძინებისა და განვითარების

კ ო ნ ც ე ფ ც ი ა

პ რ ე ა მ ბ უ ლ ა

1. პოლიტიკური ფილოსოფიის სამართლებრივი გაგება და მისი ძირითადი მიმართულებები საქართველოსათვის

2. ეროვნულ–სარწმუნოებრივი საკითხი

3. ახალი ინიციატივა და ალტერნატივა ახალი საზოგადოებების შექმნისათვის

https://iberiana.wordpress.com/saqartvelos-mosaxleobas/segm/

Posted in ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა, სიახლე | Leave a Comment »

გამსახურდია. 19.10.93

Posted by iberiana on სექტემბერი 28, 2011

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, ოპოზიცია | Leave a Comment »

ჩანერგილი და მოღალატე ქართველები

Posted by iberiana on აგვისტო 28, 2011

 ეროვნული ხელისუფლების დამარცხების მეოცე წლისთავი

  2 სექტემბერს, კინოს სახლთან გამართულ  ეროვნულ–დემოკრატების მიტინგზე, პირველად იქნა ჩადენილი საჯაროდ ეროვნული ხელისუფლების მიმართ თვისტომთა ღალატი – საქართველოში სტუმრად თუ დამკვირვებლად ჩამოსულ დასავლელი პოლიტიკოსების – ამერიკელი კონგრესმენების წინაშე დაიდგა  სპექტაკლი–ფარსი, სადაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება მოძალადის როლში იყო წარმოდგენილი!

 ეს დღე სანიმუშოა, როგორც  ათვლის წერტილი – სამშობლოს მიმართ ჩადენილი ღალატის ოცწლიან ეპოპეაში. ამ დღეს პირველად გაამხილა თავი საჯაროდ  ორმა იმ დროისათვის დისიდენტად წოდებულმა პოლიტიკოსმა – ირინა სარიშვილმა და გია ჭანტურიამ. ეს დღე იყო ნიშანი იმისა, რომ ასე თანდათანობით, დროდადრო უნდა გაემხილათ თავი ეროვნულ ხელისუფლებაში თუ ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩანერგილ ადამიანებს, სულერთია, ამ გაერთიანებათა მომხრეთა შორის იქნებოდნენ ისინი, თუ მოწინააღმდეგეთა შორის.

2 სექტემბრის სპექტაკლის  მოთავეები, როგორც ხელისუფლების, ისე – ოპოზიციის მხრიდან, ცხადია, ჩანერგილები იყვნენ კრემლის მიერ გამსახურდიას ხელისუფლების ჯერ სადისკრედიტაციოდ და მერე – დასამხობად!…

https://iberiana.wordpress.com/saqartvelos-mosaxleobas/saba-iberi/

Posted in ეროვნული მოძრაობა, ისტორია-History | Leave a Comment »

მერაბ კოსტავა

Posted by iberiana on აგვისტო 14, 2011

https://iberiana.wordpress.com/ganmatavisuflebeli/kostava

Posted in ეროვნული მოძრაობა, ისტორია-History, პოლიტიკა, საამაყო ქართველები | Leave a Comment »

გამსახურდიას მიმართვა. 1993

Posted by iberiana on აგვისტო 9, 2011

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა | Leave a Comment »

Полет за легендой

Posted by iberiana on აგვისტო 4, 2011

  Звиад Гамсахурдиа: Полет за легендой

Помню летний день 1992 года. Я направляюсь на работу в редакцию Чеченпресс, находившуюся в президентском дворце. Только достиг площади пред ним, как неожиданно с левой стороны здания появилась группа людей, среди которых сразу же узнал Звиада. И с ним же его жена Манана — Арчвадзе и немногочисленная охрана. Грузины еще не успели преодолеть и пяти — шести ступеней, как вслед им со всех концов площади раздались аплодисменты (чеченцы тогда еще пользовались подобной формой приветствия, доставшейся от коммунистов). Люди узнали Звиада. Происходило все быстро, искренне, тепло. Звиад и все остальные повернулись и помахали руками. На лицах — нескрываемая радость. Так встречали простые люди Звиада, где бы он не появлялся в Чечне. Поистине, это было неподдельное уважение…

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/d-t/

Posted in ეროვნული მოძრაობა, ზვიადი, ისტორია-History, პოლიტიკა | Leave a Comment »

მერაბ კოსტავას გახსენება

Posted by iberiana on ივლისი 20, 2011

კონსტანტინე გამსახურდია – “იგი სიკეთით გახლდათ საცნობი…” (მერაბ კოსტავას გახსენება)

მერაბ კოსტავას, როგორც ეროვნული მოღვაწის, გმირის, დისიდენტის და პოეტის მნიშვნელობა საქართველოში ჯერაც არ არის აზროვნების თვალით ყოველმხრივ დანახული.

მერაბ კოსტავა ათი წლის მანძილზე მოწყვეტილი იყო საქართველოს და როდესაც დაბრუნდა, ყოველივემ ისეთი სისწრაფით ჩაიქროლა, რომ ბევრმა რიგიანად თვალის შევლებაც კი ვერ მოასწრო მისთვის. და ის, რაც დღეს ჩანს, კვალია ელვარე, მეტეორი რომ ტოვებს ხოლმე ღამეულ ცაზე.

 იგი საზოგადოების გამთლიანებისთვის დაშვრა, მაგრამ ადამიანურმა უგუნურებამ ვერ გაუგო, ვერ ჩასწვდა მის ჩანაფიქრს ბოლომდე. იმად კი არ იღწვოდა, რომ მიამიტური იდეალიზმის სენი სჭირდა, არამედ იმიტომ, რომ ადამიანური ბუნების საიდუმლოებანი საკმაოდ კარგად ესმოდა..

https://iberiana.wordpress.com/ganmatavisuflebeli/kostava/#3

Posted in ეროვნული მოძრაობა, ისტორია-History, საამაყო ქართველები | Leave a Comment »

История Грузии 1975-1991

Posted by iberiana on აპრილი 30, 2011

История Грузии 1975-1991

Состоявшееся 8 апреля 1989 года собрание Республиканского Актива Грузии поддержало предложение о принятии суровых мер к митингующим. К утру 9 апреля 1989 года перед Домом Правительства в боевую готовность были приведены войсковые части Закавказского Военного Округа и переброшенный из Москвы воздушным десантом отряд спецназначения внутренних войск Советского Союза. Операцией по разгону митинга непосредственно руководил командующий войсками Закавказского Военного Округа генерал Игорь Родионов.

На рассвете 9 апреля 1989 года каратели со всех сторон окружили митингующих. Вооруженные дубинками, отточенными саперными лопатами и отравляющим газом, солдаты ворвались на площадь перед Домом Правительства и устроили беспощадную бойню голодающим митингующим, большинство из которых были ослабевшие от голода женщины и девушки. Жестокость карателей превзошла все ожидания…

https://iberiana.wordpress.com/about/history/

Posted in ეროვნული მოძრაობა, ისტორია-History, პოლიტიკა | Leave a Comment »

1991 წლის 9 აპრილი

Posted by iberiana on აპრილი 9, 2011

20 წელი გავიდა 1991 წლის 9 აპრილიდან! 

ამ დღეს საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ იურიდიულად გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი ითვლება დღეს საერთაშორისო რეალპოლიტიკაში მთავარ იურიდიულ საბუთად საქართველოს დამოუკიდებლობისა, რაც ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და ქართველი ერის უზენაესი უფლების (“ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს!”) დეკლარაცია იყო ისტორიის, კაცობრიობისა და ყოველი კეთილი ნების ადამიანის წინაშე-უდავოდ…

დამოუკიდებლობის აღდგენის წლისთავს საქართველო ოკუპირებული შეხვდა. ქართველი ხალხი კი უთანასწორო მშვიდი თავგანწირვით 1992 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მოითხოვდა და არ სცნობდა “გარეგან და შინაურ მტრულ ძალებს”-სისხლიან ხუნტას-არალეგიტიმურ ანუ ოკუპანტურ რეჟიმს!..  

https://iberiana.wordpress.com/saqartvelos-mosaxleobas/

Posted in 1991, ეროვნული მოძრაობა, ისტორია-History, პოლიტიკა | 1 Comment »

ზვიადის მისტერია გრძელდება!

Posted by iberiana on აპრილი 3, 2011

გაიოზ მამალაძე – ზვიადის მისტერია გრძელდება!

ზვიადმა კარგად იცოდა, რომ ქრისტიანისათვის თავგანწირვა ტრაგედია არ არის, იგი გამარჯვებაა და ამიტომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამით მან სილა გააწნა იმპერიას, შური იძია 1989 წლის 9 აპრილს ქართველთა ხოცვა ჟლეტვისათვის და მსოფლიოს დაანახა, რომ ქრისტიანისთვის, ქართველისათვის თავგანწირული სიკვდილით კი არ მთავრდება სიცოცხლე, ბრძოლა თუ საქმიანობა, არამედ იწყება ახალი ბრძოლა და გამარჯვება.

ზვიადმა გაგვახსენა და გვასწავლა, რომ ვართ დიდი იბერიული მოდგმის შთამომავლები, რომელსაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის კაცობრიობის ისტორიაში, განვითარების გარიჟრაჟზე, მერეც და გვექნება დიადი მომავალი. ზვიადმა ქართველებს დაუსახა ქრისტეს გზა და დაანახა ბარაბას გზის მაცდურობა და დამღუპველობა…

https://iberiana.wordpress.com/iberiana/mamaladze/#3

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, ზვიადი, იდეოლოგია | Leave a Comment »

Гамсахурдиа- Aвтобиография

Posted by iberiana on მარტი 31, 2011

Звиад Гамсахурдиа – ЗА НЕЗАВИСИМУЮ ГРУЗИЮ (автобиография)

Год моего рождения – 1939-ый был переломным для Грузии. Большевики, Сталин и его сатрапы – Орджоникидзе, Орахелашвили, Гогоберидзе, Мамулия и другие в 1921-м, 1924-м, в трагическом 1937-м, занялись глобальными проблемами державы, строительством тоталитарной тюрьмы. Затем последовала кровавая разборка и борьба за власть между коммунистическими палачами, вылившаяся в массовые “чистки”, вслледствие чего многие коммунистичекие лидеры пали от рук своих же собратьев по партии. Завершив чистку в Грузии и расправившись не только с противниками в партии, но и с грузинской интеллигенцией и аристократией, обер-палач Лаврентий Берия был переведен из Грузии в москву и заменил Ежова на посту шефа госбезопасности.

В репрессивной статистике кровавых арестов и убийств в Грузии наступило заметное послабление. Народ безмолствовал. Уничтожили полностью грузинское дворянство и кадровыхх офицеров, цвет интеллигенции – поэтов, музыкантов, дирижеров, ученых…

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/autobiography/

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, Gamsakhurdia | Leave a Comment »

ზვიადობა

Posted by iberiana on მარტი 31, 2011

გაიოზ მამალაძე – ზვიადობა

ქართულ ცნობიერ თუ არაცნობიერ აზროვნებაში დიდი ადგილი აქვს რუსთველს. ქართველები მუდამ ვეძებთ “ვეფხისტყაოსანში” აღწერილ იდეალებს, მაგალითად მეგობრობას. თავად ხშირად ვერ ვპოულობთ, მაგრამ სხვათა მეგობრობაში მტკიცედ გვწამს რომ იქნება. მერაბმა და ზვიადმა ტარიელისა და ავთანდილის იდეალური მეგობრობის რეალობა დაგვანახეს, “ვეფხისტყაოსნის” “სინამდვილე” დაგვიმტკიცეს. მერაბი აღიარებდა თავის ავთანდილობას, და ზვიადის ტარიელობა, პირველობა უეჭველი ხდებოდა ასეთი კრისტალურად სუფთა პიროვნების მტკიცებით. მერაბი ქართველი კაცის გაუტეხლობის სიმბოლოდაც იქცა. ეს უკვალოდ არ ჩაივლიდა.

მერაბისა და ზვიადის ქართული გარეგნობაც ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ _ ნამდვილი იბერიული რასა.

ბიოგრაფიამაც დიდი როლი ითამაშა, რასაკვირველია. როცა ობივატელები მკვდარი თევზებივით მიჰყვებოდნენ საბჭოურ დინებას, ზვიადი და მერაბი კალმახებივით კამკამა სათავეებისაკენ მიაპობდნენ ჩქერებს ახალი თაობების შესაქმნელად.

განსაკუთრებული როლი სახელმაც ითამაშა. განგებამ, საგანგებოდ მამის მეშვეობით შეურჩია სახელი.

https://iberiana.wordpress.com/iberiana/mamaladze/#2

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, ზვიადი, იდეოლოგია | Leave a Comment »

შეთქმულება

Posted by iberiana on თებერვალი 24, 2011

Posted in 1991, ეროვნული მოძრაობა, ისტორია-History, Cup | Leave a Comment »

კონფერენცია დალასში

Posted by iberiana on იანვარი 31, 2011

 ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელთა კონფერენცია ამერიკის  შეერთებულ შტატებში
             

2011 წლის 13-15 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ქ. დალასში (ტეხასის შტატი), ჩატარდა სრულიად საქართველოსა და იჩქერიის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობათა წარმომადგენლების ერთობლივი ფართომასშტაბიანი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს პირველი და ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიასა და იჩქერიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონ ჯოჰარ დუდაევის ერთგულ თანამებრძოლთა ჯგუფი 3031 კაცის ოდენობით მსოფლიოს შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, არაბეთი, ეგვიპტე, ინგლისი, ავსტრალია, საფრანგეთი, შვედეთი, ავსტრია, ირანი, ლატვია, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია.
 
 აღნიშნული შეხვედრა თავისი მასშტაბით მეორეა ბოლო 17 წლის მანძილზე გამართულ ეროვნული ძალების შეკრებათა შორის.

Posted in ემიგრანტები, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა | 1 Comment »

თემურ ქორიძე- ოპოზიცია და ხელისუფლება

Posted by iberiana on იანვარი 30, 2011

Ambebi.Ge“ბურმა უნდა გვასწავლოს ბელტის ამოტრიალება?!.”

“ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს, ღირსების სასამართლოები იმართებოდა, რომელსაც შემდეგ დიდი ხმაური და შესაბამისად, შედეგიც მოჰყვებოდა ხოლმე”, – იგონებს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროინდელი უზენაესი საბჭოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თემურ ქორიძე და დღევანდელ ოპოზიციასაც ურჩევს, მსგავსი ორგანო ჩამოაყალიბოს… მისი თქმით, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, თუ ვინ უფრო ოსტატურად მოატყუებს საზოგადოებას, და იმედოვნებს, რომ ხალხი ამ “ვირტუალურ სამყაროში” დიდხანს არ იცხოვრებს.

მე ამქვეყნად იმდენი უბედურება მინახავს, მეგონა, აღარაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ არასდროს უნდა თქვა “არასდროს”… ვიცი, რომ შარშან საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ახალ სახეებთან და ახალ სახელებთან დაკავშირებით იმედები ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკოსებმა მსახიობებისა და შოუმენების ადგილი დაიკავეს. მთელი წლის განმავლობაში მათი მუშაობა სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობით შემოიფარგლა… ეს ცუდიც იყო და კარგიც. ცუდი იყო იმ თვალსაზრისით, რომ თავდაპირველად, მათ საზოგადოების გარკვეულ ფენებზე დემაგოგიური ზემოქმედება მოახდინეს, მაგრამ რაც მეტი ილაპარაკეს და იმოქმედეს, უფრო მეტი სიბინძურე “დაატრიალეს”. ახლა კი ყველაზე გულუბრყვილო მოქალაქემაც კი კარგად დაინახა და მიხვდა, თუ რა უსუსური და უნიათო ოპოზიცია გვყავს და რომ მისი ნდობა არ შეიძლება. სწორედ ამ თვალსაჩინოებისთვის იყო კარგი მათი აქტიურობა…

 https://iberiana.wordpress.com/iberiana/qoridze/

Posted in ეროვნული მოძრაობა, ოპოზიცია, პოლიტიკა | Leave a Comment »

გიორგი გულბანი- ორიოდ შენიშვნა…

Posted by iberiana on იანვარი 22, 2011

გიორგი გულბანი – ორიოდ შენიშვნა ვინმე ბაცანაძის პასუხზედ

ბატონო ბაცანაძე, თქვენ წერთ ასეთ რამეს: “აქვე ავღნიშნავთ, რომ მიუხედავად თქვენი რბილად რომ ვთქვათ თავაშვებული, წესიერი კაცის ლექსიკურ მარაგს მოკლებული მეტყველებისა, ჩვენ თავშეკავებულები ვიქნებით აღნიშნული საკითხისა და გამო”–ო და იქვე სრულიად უტიფრად მლანძღავთ.

ჩემს წერილში არც ერთი შეურაწმყოფელი გამოთქმა არ მიხმარია. მკითხველი თავად დარწმუნდება ამაში, თუკი ჩემს წერილს გადაიკითხავს. ჩემი წერილის მიზანია, რომ შეცდომები დავანახო კოკო გამსახურდიას. ასე, რომ თქვენი გამოხმაურება ნაკლებად საინტერესო იქნებოდა თქვენი წერილი კოლექტიური “ნააზრევი” რომ არ ყოფილიყო. ამიტომ მსურს განვიხილო მასში მიმობნეული კოლექტიური აზროვნების “მარგალიტები”…

რას აკეთებდით 1991–1993 წლებში? ანუ, ვის სამსახურში იდექით იმ დროს?   

 https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/gulbani/

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა | Leave a Comment »

პასუხი გიორგი გულბანს

Posted by iberiana on იანვარი 21, 2011

კომისიის სპეციალისტების  პასუხი გიორგი გულბანს 

ბატონო გიორგი, სიმართლე გითხრათ, ძალიან გაგვაკვირვა თქვენმა დამოკიდებულებამ, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მისამართით იქნა გამოვლენილი, უფრო მართებულად კი, კომისიის იმ დოკუმენტისადმი თქვენმა დამოკიდებულებამ, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა და როგორც თქვენთვის, ასევე ჩვენი ძვირფასი საზოგადოებისთვის (რომელიც ასეთი გულმოდგინებითა და მოწიწებით ყოველ შემთხვევაში ეს დამოკიდებულება იგრძნობა ჩვენი არაერთი მოქალაქის კომისიისადმი მოწერილ წერილებში) უცნობია საპარლამენტო კომისიის საბოლოოდ გაცხადებული დასკვნითი დოკუმენტი.

აქვე ავღნიშნავთ, რომ მიუხედავად თქვენი რბილად რომ ვთქვათ თავაშვებული, წესიერი კაცის ლექსიკურ მარაგს მოკლებული მეტყველებისა, ჩვენ თავშეკავებულები ვიქნებით აღნიშნული საკითხისა და გამო, რადგან პატივს ვცემთ საქართველოს პირველ პრეზიდენტს და ჩვენს ძვირფას საზოგადოებას.

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/gulbani/

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა | Leave a Comment »

კოკო გამსახურდიას კომისია

Posted by iberiana on იანვარი 15, 2011

გიორგი გულბანი: კოკო გამსახურდიას კომისია

კოკო გამსახურდიას კომისია რომ შეიქმნა, იმედი გამიჩნდა, რომ დასკვნა ნაწილობრივ მაინც გაახმოვანებდა სიმართლეს საქართველოსთვის იმ უმნიშვნელოვანეს დროზე. მაგრამ, სანაიას გადაცემებში “უკანასკნელი გზა” (13 და 20 ნოემბერს) სხვა რამ გაცხადდა. საქმე ისაა, რომ შეუძლებელია ადამიანის ძალადობრივი გარდაცვალება გამოიძიო და არ განიხილო ის გარემოება, რამაც სიკვდილი გამოიწვია. გარემოებათა გამოძიება და გამოაშკარავება გადამწყვეტია, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის პრეზიდენტის დევნასა და ძალადობრივ გარდაცვალებას.

სამწუხაროდ, იმედი არ გამიმართლდა და საგამოძიებო კომისიის დასკვნისგან აღარ მოველი სიმართლის ნაწილის გამჟღავნებასაც კი. ამგვარი პესიმიზმის მიზეზია კომისიის შემდეგი უნებლიე, თუ შეგნებული შეცდომები…

 https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/gulbani/

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა | Leave a Comment »

ინტერვიუ გამსახურდიასთან.1992

Posted by iberiana on იანვარი 10, 2011

“ნაროდნაია პრავდა”: ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიასთან 

მთავრობები, რომელთაც თქვენ დემოკრატიულს უწოდებთ, სინამდვილეში კარგა ხანია განუდგნენ დემოკრატიას. დემოკრატია იქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბავად. როცა ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გალენა და სამხედრო ყოფნა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისფლება და თუ წინააღმდეგობას წააწყდნენ, უბრალოდ, ამხობენ მას. ასეთ შემთხვევაში მათთვის არა აქვს მნიშვნელობა დამხობილი რეჟიმის ხასიათს: დემოკრატიულია იგი, თუ ავტორიტარული. ეს მტაცებლური მიდგომა სხვა ქვეყნებისადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები უკვე აღარც კი ცდილობენ შენიღბონ თავიანთი ზრახვები და აშკარად და ცინიკურად თრგუნავენ სხვა ხალხთა ნებას. სწორედ, ეს მოხდა საქართველოში.

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/narodnaya-pravda/

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა | 2 Comments »

სახელმწიფო გადატრიალება

Posted by iberiana on იანვარი 10, 2011

მორის მუსერიძე: 1991-1992 წ. სახელმწიფო გადატრიალება

“1991-1992” წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება იყო შედეგი საერთაშორისო მასონური შეთქმულებისა, რომლის სულისჩამდგმელები იყვნენ ანგლოსაქსური მასონური იმპერიის ძალები, პრაქტიკულად განმახორციელებელნი-რუსეთის სამხედრო ძალები, ხოლო გარეგნულ “შირმად” და ვითომ აღმსრულებლად-ადგილობრივი რენეგატები, მამულის მოღალატენი (რომლებსაც ცხადია, ქართველებად ვერ მოვიხსენიებ!). სასაცილოა, რომ ეს რენეგატები ამ მასონურ შეთქმულებას დღემდე “სახალხო რევოლუციად” ნათლავენ და თავსაც იწონებენ იმით, რომ ქვეყნის დაქცევაში მხურვალე მონაწილეობა მიიღეს!

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/museridze/

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, ისტორია-History | Leave a Comment »

1991 წელი 8 ოქტომბერი

Posted by iberiana on იანვარი 10, 2011

 ზვიად გამსახურდიას გაფრთხილება. 1991 წელი 8 ოქტომბერი

…ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ… ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება-შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეირაღებული ბანდის ხელში… მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზები, კომუნიკაციები… საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია… საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/

Posted in ეროვნული მოძრაობა, ზვიადი, ისტორია-History | Leave a Comment »

1992 წლის 6 იანვარი

Posted by iberiana on იანვარი 6, 2011

მიხეილ მჭედლიშვილი –  მოსკოვიდან მართული კრიმინალურ-მაფიოზური ძალების მიერ საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის დამხობა და მისი სამშობლოდან გაძევება

რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ეროვნული მთავრობის დამხობის გადაწყვეტილება იმ დღესვე მიიღო, როცა ქალაქ ალმაატაში ყოფილი იმპერიის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების შეკრებაზე, მხოლოდ საქართველო აღუდგა წინ „ესენგეს“ კავშირში გაწევრიანებას.

 რუსეთის ხელისუფლებისათვის ადრევე იყო ცნობილი საქართველოს პოზიცია მისი ქვეყნის სრული დამოუკიდებლობის შესახებ, რომლის საპირისპიროდაც მას ადრევე ჰქონდა შექმნილი საქართველოში თავისი მე-5 კოლონა – სიგუა-კიტოვან-იოსელიანის თაოსნობით, რომლის განეიტრალებაზე არაფერი იღონა თავის დროზე საქართველოს პრეზიდენტმა, აი, ახლა, ალმა-ატაში თავისი უარყოფითი პოზიციის გამოვლინებისთანავე, აამოქმედა ეს კოლაბორაციონისტული ბანდა.

ცხადია, ეს ბანდა, რუსული ძალის კარნახით და მის მიერვე გულმოცემული, რომ რუსეთი კვლავაც დაეხმარებოდა საბრძოლო იარაღითა და, თუ გაჭირდებოდა, ცოცხალი ძალითაც, იმავე 21-დეკემბრის ღამით დაიძრა თბილისის ზღვიდან და უკვე 22-დეკემბრის გამთენიისას საომარი ოპერაციები დაიწყო საკუთარი ქვეყნის ეროვნული მთავრობის დასამხობად, თვით მთავრობის სახლის დაბომბვის გათვალისწინებით.

ამასთან, ჩვენდა სამწუხაროდ და სავალალოდ, რაც შავ ლაქად გაჰყვება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, და უპირველესად კი, მის საპატრიარქოს, ამ უკანასკნელთა თანხმობით, პუტჩისტების მიერ შემდეგ საბრძოლო პოლოგინად იქცა ქაშუეთის წმინდა ტაძრის ეზო-გარემო. ნაცვლად იმისა, რომ პატრიარქი წინ აღდგომოდა პუტჩისტების ამ გაუგონარ ბარბაროსობას და ჯვრით ხელში შუაში ჩამდგარიყო „ძმათა“ ომის აღსაკვეთად, პირიქით, რუსეთის აგენტურული კოლონა სწორედ აქედან, ქაშუეთის ტაძრიდან უშენდა ზარბაზნებს საქართველოს ხელისუფლებას.

ამ დღიდან დაწყებული, ეს სამარცხვინო ომი ორ კვირას გაგრძელდა. ერთხანს მთავრობის სახლის დამცველმა მებრძოლებმა შესძლეს ბანდიტების მოგერიება, დაამარცხეს ისინი და განდევნეს სასტუმრო „ივერიამდე“. მაგრამ ამ დროს რუსეთი, რომელიც მანამდე სცენის მიღმა იდგა და ისე წარმართავდა მოვლენებს, რომ თითქოს საქართველოში ომი თვით ქართველთა შორის მიმდინარეობდა და თავის როლს კი ამ ომში საგულდაგულოდ ნიღბავდა, მაგრამ აი, უკვე, როცა ნახა, რომ მის მიერ შექმნილი და იარაღით მომარაგებული მე-5 კოლონა მარცხებოდა, ჩამოიხადა ნიღაბი და უკვე აშკარად ჩაერია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში საბრძოლო ტექნიკითაც და ცოცხალი ძალითაც.

 ვაზიანის სამხედრო ბაზიდან აფრენილმა თვითმფრინავებმა რამოდენიმეჯერ დაბომბეს მთავრობის სახლი. ოპერაციას უშუალოდ გენერალი ბეპაევი ედგა სათავეში.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როცა ნათლად დაინახა საქართველოს პრეზიდენტმა, რომ მის ხელისუფლებას უპირისპირდებოდა არა მარტო ქართველთა კრიმინალური ძალა, არამედ რუსეთის უძლიერესი სამხედრო მანქანა, ზედმეტი მსხვერპლის გაღება უაზროდ ჩათვალა და გადაწყვიტა მთავრობის სახლის დატოვება. 1992 წლის 6-იანვარს, გამთენიისას, პრეზიდენტთან ერთად მთელმა მთავრობამ დატოვა სასახლე.

https://iberiana.wordpress.com/m-mchedlishvil/m-mchedlishvili-13/

Posted in ეროვნული მოძრაობა, ისტორია-History, საქართველო-Georgia | 7 Comments »

ზვიად გამსახურდიას 20 წლის წინანდელი ახდენილი წინასწარმეტყველება

Posted by iberiana on დეკემბერი 29, 2010

 ზუსტად 20 წლის წინ, 1991 წლის დამდეგს,  მაშინდელმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ – ზვიად გამსახურდიამ ტელევიზიით მიმართა ქვეყნის მოსახლეობას.  მიმართვა დაიბეჭდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“1991 წლის 1 იანვრის ნომერში.

გთავაზობთ ფრაგმენტს ამ მიმართვიდან, რომელიც ეხება კრემლის მიერ ედუარდ შევარდნაძის საქართველოში ჯალათად მოვლინების წინასწარმეტყველებას, რამაც სათავე დაუდო რუსეთის ახალ ექსპანსიას საქართველოში და რომელიც დღემდე გრძელდება!

„მოახდინა თუ არა მოსკოვში მიმდინარე პროცესებმა რაიმე ზეგავლენა ჩვენს შინაურ პოლიტიკაზე? არ არის დასამალი, რომ ბევრი მითქმა–მოთქმა გამოიწვია შევარდნაძის გადადგომამ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ გადადგომას ჯერ ვერ მივცემთ საბოლოო შეფასებას, სანამ იგი დაკმაყოფილებული არ იქნება ცენტრალური ხელმძღვანელობის მიერ. და თუ იგი დაკმაყოფილებული იქნა, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არის გარკვეული მანევრი, რათა მას შეუქმნან კიდევ დიდი ავტორიტეტი, აამაღლონ მისი პოპულარობა და შემდეგ სცადონ მისი მეშვეობით საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევა და, შესაძლოა, მისი ჩამოყვანაც საქართველოში, რასაც ჩვენ, რასაკვირველია, სათანადო შეფასებას მივცემთ, როდესაც საჭირო იქნება. არ ვიცით, საბოლოოდ ამას ჯერჯერობით ვერ დავამტკიცებთ, მაგრამ შეიძლება ეს მანევრი განხორციელდეს სწორედ იმ მიზნით, რომ ხელახლა სცადონ საქართველოს დაქვემდებარება თავიანთი დიქტატისადმი. ეს შეიძლება სწორედ ამ მიზნით განხორციელდა, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოო შეფასებისაგან თავს ვიკავებთ. ასე რომ, კიდევ ვიმეორებ, ცენტრში მიმდინარე პროცესები გვაფიქრებინებს, რომ უფროდაუფრო ხდება საბჭოთა იმპერიის დეზინტეგრაცია. სწორედ ეს ძალები იმარჯვებენ. რასაკვირველია, არის რეაქციული ძალების ცდები, მაგრამ მათ კიდევაც რომ მიაღწიონ დროებით წარმატებებს, რომ შემოიღონ საგანგებო მდგომარეობა მთელ საბჭოთა კავშირში და, მათ შორის, საქართველოშიც – ეს ვერ იხსნის იმპერიას და ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეცვლის ისტორიის კანონზომიერებას. მოგეხსენებათ, ისტორიის უმთავრესი კანონზომიერებაა იმპერიების დროებითი არსებობა და მათი საბოლოო აღსასრული ყოველთვის გარდაუვალია!“

“საქართველოს რესპუბლიკა”, 1 იანვარი, 1991წ. 

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, ისტორია-History | Leave a Comment »