Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘ზვიად გამსახურდია’ Category

დედა ტერეზა თბილისში. 1989

Posted by iberiana on აპრილი 21, 2018

zgamsakhurdia19[1]

დედა ტერეზა თბილისში

ჟურნალისტი თამაზ ბიბილური იხსენებს: როდესაც 9 აპრილის შემდეგ თბილისში ჩამოვიდა დედა ტერეზა, მან დილით 4-5 საათზე ჩაატარა აეროპორტში მცირე პრესკონფერენცია, შემდეგ მოინახულა დაზარალებულები საავადმყოფოში და უეცრად გაქრა. როგორც გაირკვა, იგი მიიყვანეს მოქანდაკე ზურაბ წერეთლის სახლში და ასე გადამალეს.

იმავე დღეს მთავრობის სახლის წინ გამართული მიტინგიდან მომიტინგეთა მცირე ჯგუფი ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად პირდაპირ მივიდნენ წერეთლის სახლში რიყეზე და მოითხოვეს დედა ტერეზასთან შეხვედრა. მასპინძლები იძულებულნი გახდნენ, დედა ტერეზა ხალხთან შეეხვედრებინათ.

“დედა ტერეზა შეწუხებული და შეშინებული გამოვიდა. ბატონი ზვიადი ინგლისურად დაელაპარაკა და 9 აპრილის ტრაგედიის დეტალები აუხსნა. როგორც გაირკვა, დედა ტერეზას სულ სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდა. არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს ადამიანებმა ერთმანეთი უმოწყალოდ ამოხოცეს. როგორც კი ბატონი ზვიადი დაელაპარაკა, ჩვენს მიმართ სათნოებით განიმსჭვალა. ნახეთ კადრზეც როგორი გაღიმებული და გახსნილი სახე აქვს…. დღეს სამწუხაროდ აღარც დედა ტერეზაა ცოცხალი, აღარც ზვიადი და აღარც მერაბი. ასე შემორჩა ისტორიას ამ სამი ძვირფასი ადამიანის ფოტო”.

ამინარიდი წიგნიდან “79 ამბავი, ზვიად გამსახურდია”

Advertisements

Posted in 1989, 2018, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

9 აპრილი – დამოუკიდებლობის დღეა!

Posted by iberiana on აპრილი 8, 2018

Gela Razmadze-ს ფოტო.

9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეა!

სულ რამოდენიმე საათში დადგება 2018 წლის 9 აპრილი. 9 აპრილი, უდიდესი დატვირთვის და დიდებული დანიშნულების ისტორიული დღე.
გილოცავთ მეგობრებო 9 აპრილს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს!

დიდება ამ დღის შემოქმედს ბატონ ზვიად კონსტანტინეს-ძე გამსახურდიას, რომელმაც ეს დიდებული და ისტორიული გამარჯვება ზუსტად 27 წლის წინ მოიტანა: მუხლჩაუხრელი, ტანჯვა-წამებით, პატიმრობით და გადასახლებით სავსე 40 წლიანი შეუპოვარი, უშეღავათო, თავგანწირული, უკომპრომისო მშვიდობიანი ბრძოლის შედეგად ერთ მუშტად შეკრულ და ერთსულოვან ქართველ ერთან ერთად, და ქართველთა ორ საუკუნოვანი სანატრელი და სანუკვარი ოცნება — საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა (არ იგულისხმება 1918 წელს, ლანგრით მორთმეული დამოუკიდებლობა) 1991 წლის 9 აპრილს, ამით ბატონმა ზვიადმა პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილის დაღუპულთა ნათელ ხსოვნას და სამარადისოდ უკვდავჰყო მათი სახელი,  ამავე წლის 31 მარტის სრულიად საქართველოს, საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის (რომელიც ჩატარდა საქართველოს სრულ ტერიტორიაზე აფხაზეთის და სამაჩაბლოს მოსახლეობის მონაწილეობის ჩათვლით) ფენომენალური შედეგების საფუძველზე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ძირითად, საამაყო შემადგენელ ფურცელს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე ჰქვია.

გელა რაზმაძე
2018 წლის 8 აპრილი

Posted in 2018, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

79 ამბავი ზვიად გამსახურდიაზე

Posted by iberiana on აპრილი 3, 2018

gamsakhurdia31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტი 79 წლის გახდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით გამომცემლობა “არტანუჯი” ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მკითხველს “თან საკითხავ” წიგნს – “79 ამბავი ზვიად გამსახურდიაზე” – წარუდგენს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი უდიდესი ძალისხმევითა და წინამძღოლობით დაწყებულმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ქვეყანა საბჭოთა რეჟიმისგან გაათავისუფლა და დამოუკიდებლობა მოუპოვა.

წიგნში შესული ამბები მოგვითხრობს ზვიად გამსახურდიას, როგორც სახელმწიფო მოღვაწის, მეცნიერის, პოეტისა და მთარგმნელის, დისიდენტის შესახებ, რომელმაც ბავშვობიდანვე გენეტიკურად, მემკვიდრეობით მიიღო მამის რჩევა: “გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის”.

.”ახალი თაობა” წიგნის შემდგენელ კახმეგ კუდავას ესაუბრა.

– რატომ მაინცდამაინც 79 ამბავი?

– სიმბოლურად შევარჩიეთ 79 ამბავი, რადგან 31 მარტს ზვიად გამსახურდია 79 წლის გახდებოდა, თორემ ისე, ათასობით ამბავი გვაქვს შეგროვებული და მას აუცილებლად გამოვცემთ, ოღონდ სხვა ფორმატში.

– რა თემატიკით და თანმიმდევრობით არის შერჩეული ამბები?

– ვეცადეთ, ამბები ქრონოლოგიურად დაგველაგებინა – მოსწავლეობიდან პრეზიდენტობამდე. მასში შესულია მისი თანამოაზრეებისა თუ მასთან დაპირისპირებული ბანაკის, კოლეგების, მხარდამჭერების, ოპონენტების, უცხოელი ჟურნალისტების, სხვადასხვა დროს ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებული ამა თუ იმ მოვლენის თვითმხილველთა პირადი ჩანაწერები და მოგონებები.

 წიგნში ამოიკითხავთ თვით ბატონ ზვიად გამსახურდიას გამონათქვამებს სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებულს, იუმორს, წინასწარმეტყველურ შეფასებებს და ა.შ.

მაგალითად, ბაკურ გულუა იხსენებს, რომ ჯერ კიდევ 1991 წლის 31 მარტს, რეფერენდუმის გამარჯვების დღეს, როცა ყველა აღფრთოვანებული და გახარებული იყო, ზვიად გამსახურდიას ასეთი წინასწარმეტყველური სიტყვები უთქვამს: “ჩვენი წარმატებები შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს, სწორედ რომ ჩვენი შინაგანი გახლეჩვის გამო.

წიგნი, როგორც ამ სერიის ყველა გამოცემა, საინტერესოა ყველა თაობისთვის და ადვილად იკითხება ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ვითარებაში.

წიგნი გაზეთ ახალ თაობასთან ერთად 3 აპრილიდან გაიყიდება.

წიგნის და გაზეთის ფასი 9 ლარი

 

http://akhalitaoba.ge

Posted in 2018, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია უცხოელი ჟურნალისტებისათვის. 1991

Posted by iberiana on ნოემბერი 4, 2017

gamsakhurdia1991 წლის 13 მაისს, საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეს-ცენტრის ინიციატივით ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

ბატონ ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია უცხოელი ჟურნალისტებისათვის

– არსებობს მოსაზრება, რომ ეთნოკონფლიქტები ინსპირირებულია მოსკოვის, კერძოდ, სუკ-ის მიერ. გაქვთ თუ არა ამის დამამტკიცებელი რაიმე საბუთი?

– ამის დამამტკიცებელი ბევრი საბუთი და ნიშანი არსებობს. უპირველეს ყოვლისა ის, რომ ოსი ექსტრემისტები მარაგდებიან იარაღით საბჭოთა არმიისა და შინაგანი ჯარის მიერ. ისინი ეხმარებიან ოს ექსტრემისტებს ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. როდესაც აპატიმრებენ ქართველებსა და ოსებს, ოსებს, ჩვეულებრივ, ათავისუფლებენ. არც ერთი ოსი არ ზის იქ ამჟამად ციხეში. ოსი ექსტრემისტები საბჭოთა შინაგანი ჯარების ტანკებში სხდებიან და თავს ესხმიან ქართულ სოფლებს. ისინი ერთად ებრძვიან ქართველებს, სამხედრო პირებსა და ოს ექსტრემისტებს. მძევლებად აჰყავთ ქართული სოფლების მოსახლეობა. აქ იგივე ხდება, რაც სომხურ სოფლებში, სადაც აზერბაიჯანის ომონი და საბჭოთა არმია ერთად მოქმედებენ. ისევე როგორც აზერბაიჯანში, საბჭოთა არმია მხარს უჭერს აზერბაიჯანის ომონს, ასევე საქართველოში იგი მხარს უჭერს ოს ექსტრემისტებს, რადგანაც ოსი კომუნისტი ექსტრემისტები იბრძვიან სსრკ-სთვის, მათ უნდათ აღადგინონ საბჭოთა ხელისუფლება და კომუნისტური რეჟიმი….

– ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საქართველოში არსებობდა ერთიანი დემოკრატიული ეროვნული მოძრაობა, მიმართული კომუნიზმის წინააღმდეგ, შემდეგ კი ეს ერთიანობა დაიშალა, რა მოხდა?

– ეს ცენტრის დამსახურებაა, ცენტრის და სპეციალური სამსახურის, რომელიც ძალიან აქტიური და ძლიერია საქართველოში. ამ ძალებმა ჩამოაყალიბეს სპეციალური სამხედრო შენაერთები, რომლებმაც დაშალეს ეს მოძრაობა და გადაიბირეს მისი ნაწილი. ეს კრიმინალური ჯგუფები ემუქრებოდნენ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს და მოახერხეს ზოგიერთის ჩათრევა კორუფციასა და მაფიაში. ამგვარად, ამ მოძრაობის ერთი ნაწილი ჩვენ ეროვნულ ხელისუფლებას უჭერს მხარს, ხოლო მეორე ნაწილი კი მაფიას, კრიმინალურ ჯგუფებს და მოსკოვის სპეც სამსახურებს.

– რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ მოსკოვს?

– ვგულისხმობ ცენტრს, როდესაც ვამბობ მოსკოვს, ვგულისხმობ, რომ მოსკოვი მხარს უჭერს ამ კრიმინალურ დაჯგუფებებს. ეს ჯგუფები კომუნისტური პარტიის ლიდერებმა შექმნეს და მოახდინეს მათი ლეგალიზაცია, მოსკოვი, რა თქმა უნდა, ამას უარყოფს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი სპეც-სამსახურის აგენტები არიან.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/z_gamsakhurdia/

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია მართლმადიდებლობაზე

Posted by iberiana on ნოემბერი 4, 2017

ზვიად გამსახურდია მართლმადიდებლობაზე

საქართველოში მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს!ზვიად გამსახურდია 07.06.1991წ

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, მართლმადიდებლობა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

26 მაისი

Posted by iberiana on მაისი 26, 2017

18670742_1377029325700096_5375266808413840152_n[1]

დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის დღეა!
პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებით, ზვიად გამსახურდიას ეროვნულმა ხელისუფლებამ და უზენაესმა საბჭომ განამტკიცა და განაძლიერა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რისი დანგრევისთვისაც, რუსეთის იმპერიას ტანკებისა და სრული სამხედრო ძალის გამოყენება დასჭირდა…

დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა!
მერაბისა და ზვიადის ვერაგული მკვლელობით დასრულდა ღირსეული ხანა და შეგვრჩა გადედლებული საქართველო.
ქალების მედროშეობის დროა!…

ლეილა ცომაია

26.05.2017

Posted in 2017, ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

1991 წლის 30 აპრილი – ქართული გვარდიის პირველი აღლუმი

Posted by iberiana on აპრილი 30, 2017

gvardia
1991 წლის 30 აპრილს დინამოს სტადიონზე გაიმართა ქართული გვარდიის პირველი აღლუმი

1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა.

1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა.

30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

1991 წლის 30 აპრილს დინამოს სტადიონზე გაიმართა ქართული გვარდიის პირველი აღლუმი, რომელიც ჩაიბარა საქართველოს ეროვნულმა გმირმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ..

http://georgianpress.ge/com/news/view/13598?lang=1

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას პირადი ფოტოგრაფი

Posted by iberiana on ნოემბერი 18, 2016

ზვიად გამსახურდიას პირადი ფოტოგრაფი გოგი ნახუცრიშვილი

ტვ – იმედი. გადაცემა “იმედის კვირა”
(C) ნატალია ქაჯაია, ბაქარ შარაშენიძე

Posted in 2016, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ის დღეს 77 წლის გახდებოდა…

Posted by iberiana on აპრილი 2, 2016

zviad_gamsakhurdia[1]ის დღეს 77 წლის გახდებოდა…

რომ არა ეშმასა და მისი ქართველი წითელი ეშმაკუნების მიერ უკუღმა დატრიალებული საქართველოს ბედის ჩარხი…
ის დღეს მისივე შექმნილი თავისუფალი სამშობლოს მწიგნობართუხუცესი იქნებოდა და რამდენ რამეს დაგვიწერდა და შეგვიქმნიდა სულის საზრდოდ, საგზლად ერის უკვადვების ნარეკლიან ბილიკებზე სახეტიალოდ…
ჭარმაგი მოხუცი დღეს ჩვენი სამშობლოს ბედნიერებით იხარებდა…
საქართველოს ქერუბიმი ზვიად გამსახურდია...
აკი უთხრა მისი სულის ტყუპისცალმა მერაბმა:
„თვით ზეციერმა შეგარტყა ძალი,
გიპყრა მახვილი, რვალთა მლეწავი“…
მათ ქაჯებს ნესტანი გამოსტაცეს, ჩვენი ნესტანი – საქართველო გაგვინთავისუფლეს…
“მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე, ერთის მხრით, გული მტკივა, რომ შენი ბავშვობა თავდება. მეორეს მხრით, მიხარია, რომ შენ სადაცაა, ყველა ჩემს სურვილს გაიგებ და მალე მხარში ამომიდგები. ალბათ, შენთვის დამიწერია (თუ მითარგმნია) მე ჰომეროსის სიტყვები: “ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს”. ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი, დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა შეძლო, გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი. გზაში მე გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფიები. ყველანი უკვე სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსება იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეების მოლაშქრედ არ წარმომედგინა ჩემი თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი.
შენი მამიკო. 1955.”

პ.ს. ქართველი კაცი, მითუმეტეს ქართველი მეცნიერი, უპირველეს ყოვლისა უნდა ემსახურებოდეს თავის ერს და სამშობლოს, არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში ერის ინტერესებთან, უნდა იღწვოდეს მხოლოდ ერის ინტერესებიდან გამომდინარე და არ უნდა ემსახურებოდეს სხვა ათასნაირ “ჭეშმარიტებას”! მაშინ ხარ ბრძენკაციც და მხოლოდ ამას ჰქვია ერისკაცობაც, სხვას კი არაფერს!“
ამას წერდა ჯეელობაში გადასულ თავის პირმშოს საქართველოს სამსახურში გახარჯული დიდოსტატი, ღვთივკურთხეული ქართული სიტყვის დიდი ჭკადუ…
ატარა მთელი გულით, მთელი სხეულით მამის ტკივილები…
მთელი ცოდნა, სიბრძნე, შემოქმედება ერს მიუძღვნა…
თვისი ნებით ავიდა ეშაფოტზე და სამშობლოს საკურთხეველზე საკუთარი სიცოხლეც დასდო უშურველად…
ბოლომდის ჩაიღვენთ-ჩაიფერფლა ნათლმოსილი…
და ასე მიეახლა მამას…

სიგმუნდ ვ.

2016

Posted in 2016, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

“ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია?!“

Posted by iberiana on აპრილი 1, 2016

“ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია?!“ – მოიკლა თუ არა თავი ზვიად გამსახურდიამ – როგორია ცოტნე გამსახურდიას შეფასებები…

Posted in ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

გილოცავთ!

Posted by iberiana on მარტი 31, 2016

Zzviad Gamsakhurdia

ყველა სამშობლოს კეთილდღეობისთვის მებრძოლ, ეროვნული მოძრაობის ერთგულ ჯარისკაცს, გული და სულით ვულოცავ დღევანდელ დღეს!!! 25 წლის წინ ამ დღით ჩატარებულმა რეფერენდუმის შედეგებმა დაამტკიცა საქართველოს ერთიანობა და ურღვეობა!!! ვერც ერთი მტერი და ქართველთმოძულე (ედუარდ შევარდნაძის ერთგული სულიერი მიმდევარი) ვერ შეძლებს უარყოს ეს შედეგები, როდესაც საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეთნოსის აბსოლიტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას!!! გ ი ლ ო ც ა ვ თ !!!

დღეს ამ ერთიანობის და დამოუკიდებლობის არქიტექტორის და განმხორციელებელის, შესანიშნავი მამულიშვილის, ბ-ნ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა! გ ი ლ ო ც ა ვ თ!!!

გია ჩუთლაშვილი

31.მარტი. 2016

Posted in 2016, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

რეფერენდუმის 25-ე წლისთავი

Posted by iberiana on მარტი 31, 2016

zviad_gamsakhurdia[1]

დღეს 31 მარტია. საქართველოს დამოუკიდებლობაზე ჩატარებული რეფერენდუმის 25-ე წლისთავი და იმავდროულად ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე.

ამ დღეს ადამიანები თავისუფალი და მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ კიდევ ერთხელ გახდნენ სახელმწიფოს აღმშენებლობის თანამონაწილენი. ეს რა არის, დაამთხვია თარიღები? შეიძლება იკითხოს მავანმა. ალბათ ისევე არა, როგორც მერაბ კოსტავას დაბადება 26 მაისს დაემთხვა – ხოლო ადამიანს მართლაც არავინ კითხავს როდის სურს დაბადება. არა, და იმიტომ რომ იმ მომენტში თითოეული დღე დასწრებაზე იყო და კალენდარს მნიშვნელობა ქონდა. დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმი ორი წლის წინანდელ 9 აპრილს უნდა გაენათლებინა – განსაცდელის პირისპირ ეროვნული ერთიანობის და სიმტკიცის დემონსტრირების დღეს.

დროც აღარ ითმენდა – რაც ჩქარა დამოუკიდებლობის გამოცხადება, მით მალე საერთაშორისო აღიარება, იმ ეტაპზე წყალივით საჭირო. ამავე დროს მოწინააღმდეგე შინ თუ გარეთ გამალებით გეგმავდა დესტრუქციულ ნაბიჯებს. გვყავდა გულანთებულ პატრიოტთა მთელი არმია, სამოქალაქო საზოგადოება არ გვყავდა, ან საიდან უნდა გვყოლოდა, 70-წლოვანი არათავისუფლების შემდეგ?

და როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ვიყავით ახლადფეხადგმული ქვეყანა ნამდვილი ძალოვნების და მომზადებული სამხედროების გარეშე. და კიდეც რომ გვყოლოდა ასეთი შეიარაღებული ძალები, მათთვისაც უძნელესი იქნებოდა იმ მომენტის გადალახვა, რომ მათ წინაშე იარაღით ხელში ისევ “ქართველები” იდგებოდნენ: ანტისახელმწიფოებრივები, ალოგიკურები, ბრიყვები, მაგრამ ასეთები და მორჩა. ქართული სახელმწიფოს ტრაგედიაც ამაში იყო, თავდაპირველი ტრიუმფის შემდეგ.

ქარიშხლიანი შენი წარსული
აღსდგება, რომ კვლავ გაიღოს ხმები.
იცხოვრებ ქვეყნად, მაშინაც, როცა
სხეულით ქვეყნად აღარ იქნები! …
(გალაკტიონი)

კონსტანტინე გამსახურდია

2016 წლის 31 მარტი

Posted in 2016, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ცოტნე გამსახურდიას მიმართვა ხელისუფლებისადმი

Posted by iberiana on მარტი 29, 2016

ცოტნე გამსახურდიაცოტნე გამსახურდიას მიმართვა ხელისუფლებისადმი 

რამდენიმე დღეში – 31 მარტს შესრულდება ოცდახუთი წელი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებიდან, რომლის საფუძველზეც 1991 წლის 9 აპრილს მიღებული იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

მოახლოებული თარიღები ქმნის საბაბს და საფუძველს, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი და პირველი პრეზიდენტი, ბატონი ზვიად გამსახურდია და პატივი მივაგოთ ამ დიდი ადამიანის ხსოვნას.

ამავე დროს გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ ფართო საზოგადოებისათვის კვლავაც უცნობია ქვეყნის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების ნამდვილი გარემოებები და მიზეზები.

გასული წლის ზაფხულში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს შეუცვალა კვალიფიკაცია და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც გვაფიქრებინებს, რომ პროკურატურამ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები მკვლელობის ვერსიის დასადასტურებლად.

თუმცა, როგორც ჩანს, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან მეტი ძალისხმევის გამოჩენა იქნება საჭირო, რათა ბოლომდე მოეფინოს ნათელი ჩვენი ისტორიის ამ ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ფურცელს და დადგინდნენ მკვლელობის კონკრეტული დამკვეთები და შემსრულებლები.

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მთავარ პროკურორს, რათა, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, აუცილებელი პოლიტიკური ნება და მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ ამ საკითხის მიმართ, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა გააჩნია უახლოესი ისტორიის სწორად გაგებისა და აქედან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფოს მომავალი განვითარებისათვის.

Posted in 2016, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia, Gamsakhurdia | 1 Comment »

,,ეკლის გვირგვინი”

Posted by iberiana on თებერვალი 15, 2016

კონსტანტინე გამსახურდია – როსტომ ჩხეიძის ახალი წიგნი ,,ეკლის გვირგვინი”

ბიოგრაფიული რომანი ზვიად გამსახურდიაზე

Posted in 2016, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

გივი გივიაშვილი – ზვიად გამსახურდიას საგარეო პოლიტიკა

Posted by iberiana on დეკემბერი 19, 2015

გივი გივიშვილი – 12386806_961736783896021_1653680322_n[1]ზვიად გამსახურდიას საგარეო პოლიტიკა და დასავლეთი

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მმართველობის ერთ-ერთ სუსტ მხარედ ოპოზიცია თვლიდა საგარეო პოლიტიკურ კურსს. უმეტესობას მიაჩნდა, რომ სწორედ ამ სფეროში დაშვებულმა შეცდომებმა მიიყვანა ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციამდე….

იმისთვის, რომ გავარკვიოთ თუ რა საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას იზიარებდა ქვეყნის ახალი ხელისუფლება, საჭიროა გადავხედოთ მათ მიერ მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტებს. ასეთი დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს განვითარების გეგმას, იყო საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური და ეკონომიკური პლატფორმა. ერთ-ერთი ამონარიდი პლატფორმიდან: „ამიტომ დღეს საქართველოს თუკი ამოუდგება ვინმე გვერდში აღმოსავლეთის ქვეყნებთან კონფლიქტის შემთხვევაში, ასევე როგორც რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, ეს გვერდში მდგომი იქნება მხოლოდ მსოფლიო საზოგადოება და დასავლეთის სამყარო, რომელსაც საქართველო შავი ზღვით ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით დაუკავშირდება“.

   ოპონენტებს შეეძლოთ გაეკრიტიკებინათ მრგვალი მაგიდის ბლოკი იმის გამო, რომ ხელისუფლების პლატფორმაში ისე ღიად და გარკვევით არ იყო საუბარი დასავლურ ორიენტაციაზე, როგორც მაგალითად, სახალხო ფრონტის საარჩევნო პლატფორმაში. თუმცა საკითხავია ეს კრიტიკა რამდენად ჯანსაღი იქნებოდა? რომელი პარტიის ხედვა უფრო სწორი იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მხრივ, ან რომლის პლატფორმა უფრო რეალისტური გახლდათ იმდროისათვის, 1990 წლის შემოდგომისთვის? იმისთვის, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხები მოვლენები მსოფლიო ასპექტში უნდა განვიხილოთ….

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/givishvili/

Posted in 2015, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , | Leave a Comment »

ლეილა ცომაია: „ღირსების სასამართლოს“ ვიდეო

Posted by iberiana on მაისი 24, 2015

leilaლეილა ცომაია – „ღირსების სასამართლოს“ ვიდეო – ზვიადის მოწინააღმდეგეთა უღირსობის დემონსტრირება

საბჭოთა ტოტალიტალური სისტემის პირმშო დისიდენტმა ზაქარია ლაშქარაშვილმა, ვიდეო, სახელწოდებით „ღირსების სასამართლო“, მიმდინარე – 2015 წლის 15 მარტს, youtube-ზე სრული ვერსიით განათავსა. ლაშქარაშვილი, რომელსაც დღემდე არ განელებია ზვიად გამსახურდიასადმი მტრობა და სიძულვილი, ამ ქმედებით, თავის მხრივ უთუოდ შეეცადა მოახლოებული ისტორიული თარიღების – 31 მარტისა და 26 მაისის დაჩრდილვას, თუმცა მან მხოლოდ თვითლუსტრირება მოახდინა პოსტ-საბჭოური საზოგადოების თვალში.

 ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ჟურნალ „ივერიის“ 1988 წლის მე-8 ნომერში გამოქვეყნდა ანონიმური პასკვილი ზვიადის წინააღმდეგ 1978 წლის სასამართლო პროცესზე მისი ტაქტიკური უკანდახევის („მონანიების“) შესახებ და სასამართლო პროცესის ფალსიფიცირებული ვერსია „ნიუ-იორკ ტაიმსის“ კორესპონდენტების პაიპერისა და უიტნისა, რომლებმაც ზვიად გამსახურდიას ე.წ. მონანიების შესახებ თავიანთ პრესაში დაწერეს სიმართლე, რომ გამსახურდიას არ მოუნანიება თავისი ძირითადი საქმიანობა და რომ სასამართლო პროცესზე პოლიტპატიმარ ზვიად გამსახურდიას გამოსვლის შემოკლებული ვიდეო-ჩანაწერი იყო საბჭოთა ტელევიზიის ფაბრიკაცია…..

იხ, სრულად:  https://iberiana2.wordpress.com/segm/zgp/

Posted in 2015, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , | Leave a Comment »

1991 წლის 9 აპრილი

Posted by iberiana on აპრილი 9, 2015

1991 წლის 9 აპრილი – დამოუკიდებლობის აღდგენა

ისტორიული უზენაესი საბჭოს 1 სესია რომელიც 1991 წლის 9 აპრილს შედგა.
ამ საგანგებო სესიაზე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობა იქნა გამოცხადებული.
გრძელდება 2:06 საათი.

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , | Leave a Comment »

მამულიშვილთა საყურადღებოდ!

Posted by iberiana on მარტი 10, 2015

ზვიადიეროვნულ-პატრიოტთა, ანუ ჩვენი სამშობლო საქართველოს ჭეშმარიტ მამულიშვილთა საყურადღებოდ!

facebook-ზე შექმნილია გვერდი “სახლი ბეიკერ-სტრიტზე”, რომელსაც პროფილად უდევს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფოტო ყალბი ციტატით – “ყველაზე უკანასკნელი რუსი სუკის ჯაშუში მირჩევნია ყველაზე დემოკრატ ამერიკელს!” და ზვიადის ყალბი ხელმოწერით. ეს მკრეხელური ფოტო-მონტაჟი ეკუთვნის კანადაში მცხოვრებ წმ. ილია მართლის საზოგადოების ყოფილ წევრს დაჩი ჩაჩანიძეს, რომელიც ფეისზე “დაჩი ქართველი”-ს ფსევდონიმითაა შემოსული, ხან კი “ირაკლი ქართველიშვილის”  სახელითაც, ხოლო ამჯერად კი, პარალელურად, შეუქმნია გვერდი სახელწოდებით “სახლი ბეიკერ-სტრიტზე”! ფოტო ინტერნეტში გავრცელდა 2013 წელს, მე მაშინვე გავიზიარე ფოტო ჩემი კრიტიკული პოსტით და დავიწყე ძიება ამ ყალბი წარწერის ავტორისა, რაზედაც გამომეხმაურა დაჩი:
“ლეილა, ეს ჩემი გაკეთებული სურათია.
რა არ მოგეწონათ, ან ტყვილი რა ნახეთ მანდ?!”
მე მოვთხოვე მას წაეშალა ეს ყალბწარწერიანი ფოტო, მაგრამ მან ჩემი სამართლიანი მოთხოვნა არ აღასრულა, რის გამოც ჩემი გაზეთით ვამხილე იგი (პასუხი დაჩი ქართველისადმი იხ. გაზ. “განმათავისუფლებელი“ N35, გვ. 19, 2013 წელი  https://iberiana2.files.wordpress.com/2013/03/n35.pdf) და გავაუქმე მასთან ვირტუალური მეგობრობაც.

dachi_chachanidze

დაჩი ქართველი (ჩაჩანიძე)

დაჩი ქართველი (ჩაჩანიძე), რომელიც გვარ-სახელით, დაბადების თარიღითა და ჰაბიტუსითაც ინიღბება, როგორც სპეცსამსახურების ყველა საიდუმლო პირი, ემიგრირებულია კანადაში და დიდი ალბათობით თანამშრომლობს რუსეთის კგბ-სთან. იგი თითქმის ყოველ წელს თავისუფლად ჩამოდის საქართველოში, სავარაუდოდ, სპეცდავალებებით და კონტაქტობს რუსული ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებთან. 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებში იგი კონსულტანტად მივლენილი იყო ფსევდო-“თავისუფალი საქართველოს” ლიდერ კახა კუკავასთან, რომელმაც ჯაშუშური საქმიანობის ეჭვით, მოგვიანობით შეწყვიტა მასთან თანამშრომლობა.
ამჯერად დაჩი ქართველი მჭიდროდ თანამშრომლობს ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატთან და პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართული იდეა”-ს ლიდერ ლევან ჩაჩუასთან, რომელიც ტელეკომპანია “კავკასიაში” ამ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციის შედეგად 4-წლიან პატიმრობაში იყო.

ეროვნულ მოძრაობასა და ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებაშიც 90-იან წლებში მრავალი კგბ აგენტი იქნა ჩანერგილი, რომელთა ღია თუ ფარული შეთქმულების შედეგია დღევანდელი საქართველო ტოტალური კატასტროფული მდგომარეობით

დაჩი ქართველისა და მისი გვერდის “სახლი ბეიკერ-სტრიტზე”, ჩემი სამეგობრო წრიდან, ბევრი საერთო მეგობარი აღმოვაჩინე…
ფრთხილად, მეგობრებო!!!

ლეილა ცომაია

Posted in 2015, ზვიად გამსახურდია | Tagged: | 1 Comment »

ცოტნე გამსახურდიას განცხადება

Posted by iberiana on თებერვალი 8, 2015

tsotneცოტნე გამსახურდიას განცხადება

ძვირფასო საზოგადოებავ!

დღეს თქვენი დახმარება მჭირდება. ალბათ გახსოვთ, სააკაშვილის რეჟიმის დროს მუდამ ვცდილობდი რეაგირების გარეშე არ დამეტოვებინა უსამართლობის, არაადამიანობის, ნეპოტიზმის შემცველი ფაქტები. სწორედ ამიტომ გახლდით წინა ხელისუფლების მოწინააღმდეგე და არა იმიტომ, რომ რაიმე პიროვნული უკმაყოფილება მაკავშირებდა ნაცმოძრაობასთან და მის ლიდერთან…

არც “ოცნების” ხელისუფლებისგან ან ბიძინა ივანიშვილისგან მინდოდა რაიმე: ფული, ბიზნესი თუ თანამდებობა. ციხეშიც, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ვუჭერდი მხარს სამართლიანობის აღდგენას, ავტორიტარიზმის დემონტაჟს და ნეპოტიზმის დასრულებას მხოლოდ იმიტომ, რომ მჯეროდა – ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ამ ქვეყნისათვის.

საკუთარ პერსონაზე ამდენი მხოლოდ იმიტომ ვილაპარაკე, რომ ა რ ა ფ ე რ ი მინდოდა ან მინდა ხელისუფლებისგან – გარდა ერთისა: ეს გახლავთ მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიება.

წინამდებარე წერილებში მივმართავ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, რომელიც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსად მიმაჩნია, რათა გამცენ პასუხი მათი კომპეტენციის ფარგლებში რატომ არ ასრულებს პროკურატურა 2011 წლის პარლამენტის დადგენილებას და რატომ აჭიანურებს გამოძიებას, რომელიც უკვე წლებია გრძელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ ადრესატებს, ასევე ი. ღარიბაშვილს, გ. მარგველაშვილს, და საქართველოს სახალხო დამცველს ჯერ კიდევ შარშან მაისში მივმართეთ ძმებმა ამ საქმეზე რეაგირების თხოვნით. პასუხი: ფარატინა ქაღალდი, რომ მიმდინარეობს გამოძიება…

მინდა ვკითხო ბატონ დავით უსუფაშვილს და გ. ბადაშვილს, ამ ქვეყანაში მაინცდამაინც ოჯახის წევრის საფლავზე უნდა დაგაკლან რომ სამართალი იპოვო?! თუ ზვიად გამსახურდიას არ ჰქონდა სიცოცხლის უფლება?

ცოტნე გამსახურდია

7.02.2015

Posted in 2015, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია ბათუმის უნივერსიტეტში

Posted by iberiana on დეკემბერი 28, 2013

ზვიად გამსახურდია ბათუმის უნივერსიტეტში

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Leave a Comment »

ეროვნება არა აქვს ცხოველს…

Posted by iberiana on ნოემბერი 17, 2013

 ინტერვიუ ზვიად გამსახურდიასთამ. “ნაროდნაია პრავდა”, 1992 წელი zv-dj

ზვიად გამსახურდია: „ეროვნება არა აქვს ცხოველს…“ 

 როცა სადღაც აფრიკაში ამხობენ მორიგ დიქტატორს, დაახლოებით ბოკასას ტიპისას, კაციჭამიაობაში მხილებულს, დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მთავრობები ამას განიხილავენ, როგორცადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლების უხეშ დარღვევასდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჯარებს გზავნიან.

მაგრამ როცა საქართველოში იარაღის ძალით დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, მსოფლიო საზოგადოებრიობამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინება.

 იმის გასარკვევად, თუ რით აიხსნება დასავლური დემოკრატიის ესოდენი გულგრილობა სახელმწიფოს კანონიერი ხელისუფლების ბედისადმი, მივმართეთ თავად საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას.

მთავრობები, რომელთაც თქვენ დემოკრატიულს უწოდებთ, სინამდვილეში კარგა ხანია განუდგნენ დემოკრატიას. დემოკრატია იქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბავად. როცა ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გავლენა და სამხედრო ყოფნა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისფლება და თუ წინააღმდეგობას წააწყდნენ, უბრალოდ, ამხობენ მას. ასეთ შემთხვევაში მათთვის არა აქვს მნიშვნელობა დამხობილი რეჟიმის ხასიათს: დემოკრატიულია იგი, თუ ავტორიტარული. ეს მტაცებლური მიდგომა სხვა ქვეყნებისადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/narodnaya-pravda/

Posted in 1992, ზვიად გამსახურდია, მსოფლიო, პოლიტიკა | Leave a Comment »

ისა კოძოევის წერილი

Posted by iberiana on ივლისი 29, 2013

kodzoev ინგუში მწერლის ისა კოძოევის წერილი

 ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა და თითქმის ვეღარ ვიგებ რა ხდება.

მე ვარ ადამიანი წარსულიდან. წარსული, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებული ადამიანების მიმართ, მკაცრი იყო.

ამ ბრძოლას მხოლოდ რომანტიკოს-პასიონარები თუ წამოიწყებდნენ და გაუძლებდნენ. ეს სიტყვები დღევანდელი საზოგადო მოღვაწეების მიერ დაცინვითაც კი გამოიყენება. მაგრამ მაშინ ჩვენ სიცილისთვის არ გვეცალა.

დიახ, ჩვენ ვიყავით რომანტიკოს-პასიონარები და ზვიად გამსახურდია ერთ-ერთი ჩვენთაგანი იყო.

ჩვენ გვამოძრავებდა წმინდა სული, პრაგმატულობის გარეშე. და სული იყო ძლიერი. მან დაამხო კომუნისტების ტოტალიტარული რეჟიმი…

სრულად :  https://iberiana.wordpress.com/mamulishvilebs/kodzoev/

Posted in ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, კავკასია-Caucasus, მამულიშვილებს | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას გამოსვლა

Posted by iberiana on ივნისი 24, 2013

ზვიად გამსახურდიას გამოსვლა სახალხო ფრონტის ყრილობაზე

1989 წ. თბილისი.

Posted in 1989, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია | Leave a Comment »

საქართველო მაინც ზვიადის გზით ივლის

Posted by iberiana on მარტი 30, 2013

Posted in ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა

Posted by iberiana on ნოემბერი 4, 2012

ოქროპირიძე უჩა –  ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სასამართლო პროცესის ისტორიისათვის

 1978 წლის მაისში გაიმართა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სასამართლო პროცესი, რომლის შესამზადებლად მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში დიდი წვლილი შეიტანა, როგორც „ქართულმა წითელმა ინტელიგენციამ“ და საბჭოთა სისტემის იდეოლოგიურმა სამსახურებმა, თუ ამ საქმიანობაში დახელოვნებულმა „სუკმა“, ასევე აღნიშნული აქტიორების მიერ საღ აზრ გამოცლილმა, დაბეჩავებულმა ნებაწართმეულმა ე.წ. ქართულმა საზოგადოებამ.

საქმე იმაშია, რომ გასული საუკუნის 70–იანი წლების დასაწყისში საქართველოში საგრძნობლად გააქტიურდა დისიდენტური მოძრაობა, რომელიც 1972 წლიდან მჭიდროდ უკავშირდება რუსეთის დისიდენტურ წრეებსა და მათ თვითგამოცემებს მოსკოვსა და ლენინგრადში (სანკტ–პეტერბურგი). თბილისში იწყება  ა.სოლჟენიცინის, ა.სახაროვის, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების, მერაბ კოსტავას წერილებისა და სტატიების ბეჭდვა და გავრცელება თვითგამოცემების საშუალებით. საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებისა და ეკლესიისათვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო ზვიად გამსახურდიას სტატიები–„პოლემიკა დასავლეთის პრესასთან საქართველოს ეკლესიის მდგომარეობის შესახებ“, წერილი რედაქციას“, მისივე დოკუმენტური მასალები–„საზოგადოებრივი პრობლემები“, „თეიმურაზ ჯვარშეიშვილის დაკითხვის ოქმები“ და სხვა. მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ უზრუნველყვეს ა.სალჟენიცინის ბესტსულერად ქცეული ნაწარმოების–„გულაგის არქიპელაგი“–გამოცემა და გავრცელება საქართველოში.

აღნიშნული საქმიანობა იმ პერიოდში ანტისაბჭოთა აგიტაცია–პროპაგანდად ითვლებოდა, ხოლო მისი ავტორები სასტიკ დევნა–შევიწროვებასა და რეპრესიებს განიცდიდნენ. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა სულ მალე დააპატიმრეს და გაასამართლეს…

http://iberiana2.wordpress.com/segm/okropiridze/

Posted in ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, კოსტავა, პოლიტიკა, საამაყო ქართველები | Leave a Comment »

1990 წლის 28 ოქტომბერი

Posted by iberiana on ოქტომბერი 28, 2012

 22 წლის წინ საქართველოში ჩატარდა პირველი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები. არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საარჩევნო ბლოკმა “მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო” ზ. გამსახურდიას ხელმძღვანელობით. არჩევნების შედეგად ქვეყანას სათავეში ჩაუდგა ეროვნული პარლამენტი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.

 ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო – 3 444 002 მონაწილეობა მიიღო – 2 406 742 ანუ ამომრჩეველთა 69.88 პროცენტმა.

კანდიდატი ხმების რაოდენობა % მიღებული მანდატების რაოდენობა
მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო 54% 155
საქართველოს კომუნისტური პარტია 30% 65
დამოუკიდებელი კანდიდატები 12,6% 31
სულ 100% 250

Posted in 1990, აეჩევნები, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, პოლიტიკა | Leave a Comment »

 
%d bloggers like this: