Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘კულტურა’ Category

ბაჩანა ბრეგვაძე

Posted by iberiana on თებერვალი 17, 2016

13 თებერვალს, 80 წლის ასაკში  გარდაიცვალა ქართული მთარგმნელობითი სკოლის მოკრძალებული, ჩუმი და ერთგული რაინდი – მწერალი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი, აკადემიკოსი ბაჩანა ბრეგვაძე, რომლის დამსახურებაა მრავალი მნიშვნელოვანი ნაწარმოების ქართულ ენაზე ამეტყველება.

იგი ავტორია წიგნებისა:: “ანტიკური ცივილიზაციის გვირგვინი”, “ბლეზ პასკალი”, “მარკუს ავრელიუსი”, “მიქელანჯელოს პოეზია”, “სოკრატე”, “ფსევდო-ლონგინე”, “არისტოტელეს პოეტიკა”, “ნიკოლო მაკიაველი”. “დანტეს ახალი ცხოვრება” (თ. ჩხენკელთან ერთად).

მისი მთავარი თარგმანებია: “ახალი აღთქმა”, ბ. პასკალის “აზრები”, მ. ავრელიუსის “ფიქრები”, სერვანტესის “დონ – კიხოტი”, ჰ. იბსენის “დრამები”, პ. ვალერის “სულის კრიზისი”, ნ. მაკიაველის “მთავარი”, ა. შტეკელის “შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია”, ნეტარი ავგუსტინის “აღსარებანი”, “იტალიური ზღაპრები”, ევრიპიდეს “მედეა”, ლ. პირანდელოს “ჰენრიხ IV”, ა. ბერგსონის “ცნობიერების უშუალო მონაცემები”, ს. ვივეკანანდას “ჯნანა იოგა”, ა. ეგზიუპერის “პატარა უფლისწული”, ჯ. ლეოპარდის “დიალოგები”, პლატონის “ადრეული დიალოგები”, “ფედონი”, “ნადიმი”, “იონი”, “დიდი პიპია”, “მენონი”, წმინდა ოთხთავი – “ოთხი სახარება” (მინიატურული გამოცემა), შ. დელის “ბიზანტიის იმპერიის ისტორია”, ა. შოპენჰაუერის “ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმები”, ორტეგა ი გასეტის “მასების ამბოხი”, “ხელოვნების დეჰუმანიზაცია” და სხვა…
დაჯილდოებულია ღირსების ორი ორდენით (1995 და 2005წ.), სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და დავით აღმაშენებლის პრემიები.
ბაჩანა ბრეგვაძე ლიტერატურული პრემია “საბას” ორგზის ლაურეატი იყო, 2007 წელს – საუკეთესო თარგმანის, ხოლო 2004 წელს – “ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის” ნომინაციაში.

 

Advertisements

Posted in 2016, კულტურა, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

სოფო კილასონია – საყდრისი

Posted by iberiana on დეკემბერი 10, 2014

sofo-kilasoniaსოფო კილასონია – საყდრისი, საზოგადოებრივი მოძრაობა, დანაშაული…

საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა. საბადოზე მომუშავე კერძო კომპანია სხვადასხვა დროს სხვადასხვა მექანიზმებით ცდილობდა, რომ სახელმწიფოს ძეგლის სტატუსი მოეხსნა. დასაყრდენიც ყველა ხელისუფლების დროს ჰყავდა. გვარებს რა ჩამოთვლის, ან რისთვის… თუმცა მცდელობები მცდელობებად რჩებოდა, რადგანაც საქართველოს კულტურის სამინისტროში არსებული მეცნიერთა არქეოლოგიური საბჭო, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდორების შესახებ კანონის ძალით ენიჭებოდა იმ რეკომენდაციების გაცემა, რომლის საფუძველზეც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს შეეძლო ნებისმიერი ძეგლებითვის სტატუსის მოხსნა და მინიჭება, კერძო კომპანიის მოთხოვნას არ თანხმდებოდა.

“არემჯი გოლდი” მზად იყო 2 მილიონი გადაეხადა იმ კვლევისთვის, რომელიც დაასაბუთებდა ძეგლის “უმნიშვნელობას” და გამოიწვევდა სტატუსის მოხსნას. ამ ტიპის შეთავაზება მან საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურ ცენტრს კიდეც შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მეცნიერების სურვილი თუნდაც რომ ყოფილიყო, ეროვნული მუზეუმი უფლებამოსილი არ იყო სტატუსი შეეცვალა. საბედნიეროდ საქართველოში კულტურულ მემკვიდორებას იცავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ (რომელში შესატანი ცვლილებებიც ამ მთავრობამ უკვე მოამზადა და ჯერჯერობით ვერ ბედავს განხორციელებას), სადაც ნათლად წერია, რომ კულტურის მინისტრს ძეგლისთვის სტატუსის მინიჭება ან მოხსნა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ სამინისტროში არსებული არქეოლოგიური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე. კანონშჲ ისიც არის აღნიშნული თუ რომელი სპეციალიზაციის მეცნიერ-მკვლევარები უნდა შედიოდნენ საბჭოში. როცა “არემჯი გოლდის” ხელმძღვანელობა გაერკვა ამ საკითხებში, “მუშაობა” და “თანამშრომლობა” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან განაახლეს და უკვე მინისტრ გ. ოდიშარიას მიერ სამინისტროში არსებული არქეოლოგიური საბჭოს გადაწყვეტილებები იგნორირებული გახდა, მეტიც, საბჭო დაშალა და მინისტრმა 2013 წელს ძეგლს სტატუსი მოუხსნა….

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/#40

Posted in 2014, კულტურა, პოლიტიკა, საყდრისი | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ქართული კრივი

Posted by iberiana on აგვისტო 27, 2013

ad02ce6f1d5c5bf7b8f9902b5da6d12d[1]

“სატიოს უბნის გიჟებს კიტრებივით დაუფენიათ მოძალადე უცხოელები”

ვანის ნაქალაქარში ნაპოვნია ძვ. წ. II–I სს-ის ქანდაკების ფრაგმენტი – მოკრივის მარჯვენა ხელი ტყავის უთითო ხელთათმანით, ლითონის აბზინდებითა და მაჯაზე დახვეული თასმით. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამით ქართული კრივის უძველესი ისტორია დასტურდება. ბევრი სხვა მტკიცებულებაც მოიპოვება ქართული კრივის ხანდაზმულობის შესახებ, ძველი ქართველი მოჭიდავე-მოკრივეების სახელები კი დღემდე ლეგენდებად შემორჩენილა.

სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ, ზოგიერთი მათგანი თბილისის ქუჩებში სასწაულებს სჩადიოდა. ლოხოშა, ჭიანუა, კუნძუა, ყოჩნიკუა, გიჟვანუა, კურკა და სხვები, უბადლო მოჭიდავეები ყოფილან. ექვსიოდე ჯანიან ბიჭს გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) პროსპექტზე 25 შოტლანდიელი ოფიცერი ისე მიუნოკაუტებია, რამდენიმე დღე თავს მაღლა ვერ სწევდნენო.

სტუმრებს რას ერჩოდნენო, – იკითხავს ის, ვისაც ეს ამბავი არ სმენია.

მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილს თავის მოთხრობაში “სატიო” და პოეტ მურმან ლებანიძეს ერთ-ერთ კრებულში გადმოცემული აქვთ გასული საუკუნის დასაწყისში, გოლოვინის პროსპექტზე, სასტუმრო “მაჟესტიკის” წინ ქართველების საარაკო ჩხუბის ამბავი…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/krivi/

Posted in ისტორია-History, კულტურა, საამაყო ქართველები | Leave a Comment »

გატანილი საგანძური

Posted by iberiana on აპრილი 11, 2013

ნინო მიქიაშვილი – საქართველოდან გატანილი საგანძურის ჩამონათვალი

http://iberiana2.files.wordpress.com/2013/04/lomi_1.jpgჩვენს მუზეუმებში დაცული ფასდაუდებელი ეროვნული საგანძური და სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატები – ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, სარდიონის, თიხის, აქატის, გიშრის ნივთები; რეისდალის, კრანახის, ახვლედიანის ნამუშევრები და ფიროსმანის ათეულობით ტილო როგორ ატარეს ერთი ქვეყნიდან მეორეში, ამ სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ…

მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ჩვენთვის არ მოუწოდებია საქართველოდან უცხოეთში გასული და უკან დაბრუნებული, საქართველოს მუზეუმებსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექსპონატების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩამონათვალი, მაგრამ მოგვაწოდა გარკვეული დოკუმენტები. ამასთან, არც გამოფენებისა და ქვეყნების სია გადმოუციათ.

ვრცელ, 293-გვერდიან დანართში არ არის ერთი ფურცელიც კი, რომელშიც წერია, რომ ქვეყნიდან გატანილი ექსპონატის უკან დაბრუნება მოხდა ამა და ამ წლის ამა და ამ რიცხვში, რომ ექსპონატის მდგომარეობა და ნამდვილობა შემოწმდა სპეციალისტების, ან რაიმე კომისიის მიერ. გამომდინარე აქედან, ესა თუ ის ექსპონატი როდის და როგორ მდგომარეობაში დაბრუნდა უცხოეთიდან, ამ მასალაში ვერ წაიკითხავთ.

ამასთან, 2004 წელს სად, რომელ გამოფენასა და რომელ ქვეყანაში რა გაიტანეს, ამაზე სამინისტროდან არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ 293-გვერდიანი დანართი სრულად არ ასახავს საქართველოდან გატანილი საგანძურისა და სხვა ექსპონატების ჩამონათვალს…

სრულად: http://iberiana2.wordpress.com/georgia/mikiashvili/

Posted in კულტურა, საგანძური, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

ხობის მონასტერი

Posted by iberiana on აგვისტო 1, 2012

ქართული ისტორიული ძეგლები

https://iberiana.wordpress.com/about/heritage/#10

Posted in ისტორია-History, კულტურა, საქართველო-Georgia, Heritage | Leave a Comment »

ბაგრატი

Posted by iberiana on აგვისტო 1, 2012

ქართული ისტორიული ძეგლები

https://iberiana.wordpress.com/about/heritage/#7

Posted in ისტორია-History, კულტურა, Georgia, Heritage | Leave a Comment »

Georgian Ornamental Carving

Posted by iberiana on თებერვალი 4, 2012

Posted in ისტორია-History, კულტურა, საქართველო-Georgia | 1 Comment »

Sanigia (Sochi-Tuapse)

Posted by iberiana on ნოემბერი 9, 2011

Sanigia, ancient Georgian land that belonged to Georgian Kingdom since the time of antiquity and middle ages consists of territories from Nikopsia to Adler.

Posted in ისტორია-History, კულტურა, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

ნინო რამიშვილი

Posted by iberiana on ნოემბერი 5, 2011

Posted in კულტურა, საამაყო ქართველები, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

საგანძური საფრთხეშია

Posted by iberiana on ოქტომბერი 18, 2011

ნინო მიქიაშვილი – სვანეთში დაცული საგანძური კონტეინერებში ჩაამწყვდიეს

ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გადატანა უნდათ, რაც ჩვენი ისტორიისა და ერის წინაშე უდიდესი დანაშაული იქნება. ზუგდიდში ჩატანა კი არა, ადიშის ოთხთავი სოფელ ადიშიდან მესტიაში, რომ ჩამოიტანეს, ძალმომრეობისა და შავ-ბნელი ათეიზმის პერიოდში, მოსახლეობა პოლიციას უკან ქვების სროლით მოჰყვებოდა. ასეთი მდგომარეობა იყო მაშინ და დღეს მით უმეტეს, მოსახლეობა საგანძურის მესტიიდან გატანას არ დაუშვებს“.

სვანეთში დაცული საგანძური, მესამე თვეა მუზეუმის ეზოში, კონტეინერებშია ჩაწყობილი. გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხელისუფლებას სიწმინდეების ზუგდიდის მუზეუმში გადატანა უნდა. სვანები ამბობენ, “დაფიცებული გვაქვს და ერთი სვანიც, რომ დარჩეს, საგანძური აქედან არ გავა, მკერდით გადავეფარებით, მთელი სვანეთი აღდგება. სიწმინდეების აქედან გატანა სვანეთის ამოწყვეტას ნიშნავსო“…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/sagandzuri/#1

Posted in ისტორია-History, კულტურა, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

“საქართველოს დიდება”

Posted by iberiana on აპრილი 21, 2011

ИКОНА «СЛАВА ГРУЗИНСКОЙ КАТОЛИКОССКОЙ ЦЕРКВИ»

Архимандрит Рафаил (Карелин)

 В конце XIX века в духовной жизни Грузии произошло знаменательное событие. Известный агиограф и иконописец Михаил-Гоброн Сабинашвили (Сабинин) написал на основе древнегрузинских икон, фресок и миниатюр, которые он в течение своей жизни тщательно изучал, икону «Слава Грузинской Католикосской Церкви», похожую на величественный свод грузинской агиографии.

Здесь в предельно сжатом пространстве он воплотил духовную историю Грузии в образах ее святых: мучеников и преподобных, царей и воинов, епископов и монахов.

Грузинская летопись «Картлис цховреба», собор Светицховели и икона «Слава Грузинской Католикосской Церкви» – явления, не сопоставимые по своим измерениям и значению. Однако есть нечто общее между ними. Они воплотили в себе историю Грузинской Церкви: одна – на пергаменте, другой – в камне, третья – в красках.

 https://iberiana.wordpress.com/about/saqartvelos-dideba/

Posted in ისტორია-History, კულტურა, რელიგია, საამაყო ქართველები, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

Novel “IBERIANA”

Posted by iberiana on აპრილი 11, 2011

IBERIANA

Iberiana is Joao Lopes Marques’ latest novel and takes us to the origins of Iberian Peninsula.

João Lopes Marques: Sextante publishing house launches on April 14 “Iberiana”, a novel by João Lopes Marques

Joao Lopes Marques: “Iberiana” is a journey from Basque Country to Georgia searching for the roots that originated the Iberian civilizations. Throughout a narrative full of irony, the religious and political intentions of our times are caricaturized, showing how ridiculous so many different faiths and hierarchies can be. The official presentation of this book will be in the event Literature and Travel, in Matosinhos, 16th April, around 16h45. Later there will be another presentation in Lisbon.

http://www.portoeditora.pt/produtos/catalogo/ficha/id/10291898

Posted in იბერიანა, კულტურა, სიახლე, Iberiana | Leave a Comment »

ქართული სიმღერა

Posted by iberiana on სექტემბერი 24, 2010

ქართული მრავალხმიანობა

ალან ლომაქსი – “საქართველო მსოფლიო ხალხური მუსიკის დედაქალაქია”

ეროვნული მუსიკალური ენის იმ სტილურ თავისებურებებს შორის, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ქართული მუსიკალური აზროვნების თვითმყოფადობასა და ნაციონალურ იერ-სახეს, უპირველეს ყოვლისა, მისი მრავალხმიანობა უნდა დასახელდეს. ცხადია, მრავალხმიანი მღერა მარტო ქართველებისათვის არ არის დამახასიათებელი, მაგრამ ქართულ ხალხურ მუსიკაში სპეციალისტთა ყურადღებას იქცევს მრავალხმიანობის არაჩვეულებრივად მრავალფეროვანი ფორმების არსებობა და თითოეულ მათგანში ხმათა ურთიერთკავშირის დროს წარმოქმნილი ურთულესი ჰარმონიული, თუ კონტრაპუნქტული შეხამების არაორდინალურობა. ბ. ასაფიევის სიტყვებით რომ ვთქვათ, ქართული მრავალხმიანობა «განსაცვიფრებელ და ქართველი ხალხის მუსიკალური გენიის წინაშე ქედმოხრის შთამაგონებელ მოვლენად» აღიქმება. შეიძლება ითქვას, მრავალხმიანობა და გუნდურობა ქართული მუსიკალური აზროვნების ყველაზე უფრო ნიშანდობლივი თავისებურებებია.

 ქართველთა მუსიკალური სააზროვნო სისტემა ოდითგან მრავალხმიანი იყო. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ წარმართობის ჟამს ჩასახულმა საერო მრავალხმიანმა მუსიკამ ქართულ ქრისტიანულ საგალობელში მრავალხმიანი ფორმების ჩასახვა-განვითარებაზე უდიდესი გავლენა იქონია. სრულიად მართებულია მეცნიერთა ვარაუდი, რომ საქართველო არა მარტო მართლმადიდებლურ, არამედ მთელ ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც საეკლესიო მუსიკაში მრავალხმიან გალობას დაუდო საფუძველი.

https://iberiana.wordpress.com/iberiana/geosong/

Posted in კულტურა, საქართველო-Georgia | Leave a Comment »