Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘კულტურული მემკვიდრეობა’ Category

მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს

Posted by iberiana on მაისი 31, 2017

kobakhidze

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ ირაკლი კობახიძეს

კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციებისა და კერძო პირების

მიმართვა

კონსტიტუციური ცვლილებების დაგეგმილი საპარლამენტო განხილვების წინ, წარმოგიდგენთ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა მოსაზრებებს საქართველოს კონსტიტუციაში კულტურის საკითხებთან დაკავშირებით შემოთავაზებული ცვლილებების თაობაზე.

მივიჩნევთ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი არსებითად აუარესებს კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში კულტურის დარგის დაცვის მექანიზმებს, კერძოდ:

შემოთავაზებული პროექტით, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, იზრუნოს კულტურის განვითარებაზე, ეცლება ნორმატიული შინაარსი, ჩაუნაცვლებლად უქმდება მოქმედი რედაქციით დაცული მოქალაქის უფლება კულტურული გარემოთი სარგებლობაზე, ვიწროვდება კულტურის ცნება და ის მხოლოდ სახელოვნებო და აკადემიურ თავისუფლებამდე დაიყვანება.

  1. სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, იზრუნოს კულტურის განვითარებაზე, ეცლება ნორმატიული შინაარსი
  2. კულტურის დაცვის სხვა მექანიზმებთან ერთად უქმდება კულტურული გარემოთი სარგებლობის უფლება
  3. ვიწროვდება კულტურული ცხოვრების ფართოდ დაცული სფეროები

სრულად: https://sakdrisiblog.wordpress.com/2017/05/31/platporma/ 

Advertisements

Posted in 2017, კულტურული მემკვიდრეობა, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

მცხეთის მუზეუმ-მაკრძალის ბედი საფრთხეშია!

Posted by iberiana on ივნისი 2, 2016

დიდი მცხეთის მუზეუმ-მაკრძალის ბედი საფრთხეშია!

მცხეთა, წითელ ზოლში უკანონოდ მშენებარე აეროდრომიმცხეთა. სურათზე კარგად სჩანს, როგორ ნადგურდება მწვანე საფარი აეროდრომისთვის

1994 წელს იუნეკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი სვეტიცხოველი და არმაზციხე, 2009 წლიდან შესულია საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში. იუნესკოს რეკომენდაციით დეკემბრის ბოლომდე მცხეთაში შეჩერებულია ძეგლის დაცვის ზონაში შეუფერებელი მშენებლობები. მიუხედავად ამისა, .კერძო ინვესტორი თ. უგულავა ანადგურებს მწვანე ნარგავენს და აშენებს აეროდრომს, რასაც შეიძლება მოჰყვეს მცხეთის იუნესკოს ნუსხიდან ამოღება!

სამწუხაროდ, ზოგს არ აღელვებს, რომ 5 წელია მცხეთას არ აქვს მუზეუმი, რომ 25 ათასი ძვირფასი არქეოლოგიური ექსპონატი ნესტიან სარდაფში ინახება და ნადგურდება. სამაგიეროდ მოსწონთ სასტუმრო-რესტორან-ბუტიკების მშენებლობა და ყველანაირად უწყობენ ხელს.

ასე თუ გაგრძელდა მცხეთა გადაიქცევა  მუზეუმ-ნაკრძალიდან რესტორან-ნაკრძალად!

Posted in 2016, კულტურული მემკვიდრეობა, მცხეთა, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

„საყდრისის კომიტეტი“ მცხეთაში აეროპორტის მშენებლობას აპროტესტებს

Posted by iberiana on ივნისი 2, 2016

„საყდრისის დაცვის კომიტეტი“ მცხეთაში აეროპორტის მშენებლობას აპროტესტებს | პირველი არხი

„საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრები მცხეთაში აეროპორტის მშენებლობას აპროტესტებენ.

კომიტეტის წევრის, ირაკლი მამალაძის განმარტებით, ტერიტორია სვეტიცხოვლის მახლობლადაა, აღნიშნულ ტერიტორიაზე აეროპორტის არსებობა კი ძეგლს საფრთხეს შეუქმნის.

კომიტეტის წევრები განმარტავენ, რომ მცხეთაში მშენებლობებზე დეკემბრამდე მორატორიუმია გამოცხადებული და განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე, ყველანაირი სამშენებლო სამუშაოები აკრძალულია, თუმცა სამუშაოები ღამით, ჩუმად მაინც მიმდინარეობს.

ქალაქ მცხეთის მერიაში ადასტურებენ, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაშია და ის ბიზნესმენ თემურ უგულავას ეკუთვნის.

მერიის არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ უკანონო სამუშაოებისთვის კომპანიას ჯარიმა უკვე დაეკისრა, პარალელურად კი ქალაქ მცხეთის მერიამ სასამართლოსაც მიმართა.

https://sakdrisiblog.wordpress.com/2016/05/30/mtskheta-12/

Posted in 2016, კულტურული მემკვიდრეობა, მცხეთა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »