Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘მეცნიერება’ Category

ზურაბ პაპასქირი: შოთა მესხია

Posted by iberiana on აპრილი 25, 2016

mesxia

ზურაბ პაპასქირი: ქართული ისტორიოგრაფიის მშვენება შოთა მესხია

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ შოთა მესხია, XX ს. 50-70-იანი წლების დამდეგის ქართული საისტორიო მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი და ლიდერი, ისტორიკოსთა ჩემი (და არა მარტო ჩემი) თაობისათვის ნამდვილი კუმირი იყო. ის, თავისი მაღალი ინტელექტითა და ერუდიციით, გარეგნული და შინაგანი არისტოკრატიზმით, კაცური კაცობით, მშობლიური ქვეყნისადმი უსაზღვრო სიყვარულითა და მისი ისტორიული მონაპოვრების დაცვისთვის თავგადადებული ზრუნვით, დიდი ზნეობრივი მაგალითი იყო თანამედროვეთათვის.

დიდია შოთა მესხიას ღვაწლი საქართველოს ისტორიის მეცნიერული შესწავლის საქმეში. მისი ისტორიოგრაფიული მემკვიდრეობა ფასდაუდებელი შენაძენია არა მხოლოდ საკუთრივ ქართული საისტორიო მეცნიერებისათვის, არამედ მას ზოგად-ეროვნული კულტურული მნიშვნელობაც გააჩნია. უაღრესად ფართო იყო შ. მესხიას მეცნიერული ინტერესების წრე. ის არის ავტორი საეტაპო გამოკვლევებისა შუა საუკუნეების საქართველოს ქალაქებზე და საქალაქო წყობაზე, სახელმწიფო წყობის, სამოხელეო სისტემისა და საშინაო პოლიტიკური ცხოვრების საკითხებზე…

სრულად:  https://iberiana2.wordpress.com/georgia/z_papaskiri-2/

Advertisements

Posted in მეცნიერება, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

რაჭის უძველესი ბრინჯაოს წარმოება

Posted by iberiana on სექტემბერი 22, 2015

sxvada7[1]გ.გობეჯიშვილი, თ.მუჯირი, გ.ინანიშვილი, ბ.მაისურაძე – მთიანი რაჭის უძველესი ბრინჯაოს წარმოების ისტორიისათვის

საქართველოს უძველესი სპილენძ-ბრინჯაოს მეტალურგიის განვითარება დაკავშირებულია იმ მეტალოგენურ რაიონებთან, რომლებიც ცენტრალური და მცირე კავკასიონის გამადნებათა სისტემაშია მოქცული. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთი კალთების სპალენძ-პიროტინის გამადნების ზოლში განლაგებული მთიანი რაჭის სამთო-მეტალურგიული კომპლექსი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია თავისი სიმძლავრით და უშუალოდ უკავშირდება რეგიონის არქეოლოგიურ ძეგლებს. აღნიშნული სამთამადნო და მეტალურგიული ძეგლები მდებარეობენ მდ.რიონის და მისი შენაკადების – ჩვეშოს და ზოფხითურის ზემო წელზე, ხეობათა მაღალმთაან ზოლში, ზღვის დონიდან 1800-2000 მ სიმაღლეზე. მაღაროთა საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი ცხადყოფს ძველად მათ მიზანსწრაფულ, ცოდნის სისტემაზე დამყარებულ ტექნოლოგიური ექსპლოატაციის ფაქტს. მადნის მოპოვება ხდებოდა როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა დამუშავებით:  გამოყენებული ყოფილა როგორც ჰორიზონტალური, ისე დახრილი და ვერტიკალური ტიპის გაყვანილობები.

ექსპედიციის მიერ ცალკეული მაღაროებიდან მოპოვებული ხის მასალის და ნახშიროვანი ფენების С14-ის დამუშავებისას მიღებულია რამდენიმე მაღაროს თარიღი. იგი განისაზღვრება ძვ.წ. XIII-X სს. ამ თარიღების დენდრო-ქრონოლოგიური შესწორებით მაღაროთა სისტემა ექცევა ძვ.წ. XV-XI სს. ფარგლებში….

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/racha/racha/

Posted in არქეოლოგია, მეცნიერება, რაჭა | Tagged: , | Leave a Comment »

ირინე ღამბაშიძე

Posted by iberiana on მარტი 10, 2015

irine-gambaSidze2ირინე ოთარის ასული ღამბაშიძე

არქეოლოგი, დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი

დაიბადა თბილისში, არქეოლოგის ოჯახში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1983 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით არქეოლოგია.

1999 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სამცხე/ჯავახეთი ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებში“.

2006 წლიდან არის გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის წევრ/კორესპონდენტი.

2007/დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

2012/დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

2004-2014 წწ. საყდრისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი.

სრულად: https://geowomen.wordpress.com/women-scientists/humanities/historians/irine-gambashidze/

Posted in 2015, არქეოლოგია, მეცნიერება, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

აღიარებული საყდრისის არაღიარებული ისტორია

Posted by iberiana on დეკემბერი 10, 2014

კონფერენცია-დისკუსია – “აღიარებული საყდრისის არაღიარებული ისტორია”

 თბილისი. 9 დეკემბერი 2014

მომხსენებლები:
1. გიორგი მინდიაშვილი – არქეოლოგი. საყდრისის ექსპედიციის წევრი.
2. ნოდარ ქაჯაია – გეოლოგი. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
3. კახა ბახტაძე – ეკოლოგი. საერთაშორისო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელი

მოდერატორი – სოფო კილასონია. ხელოვნებათმცოდნე. ჟურნალისტი.

https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/#41

Posted in 2014, არქეოლოგია, მეცნიერება, საყდრისი | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ინგა ღუტიძე – ქართველთა ეთნიკური და ენობრივი იდენტობის საკითხები

Posted by iberiana on დეკემბერი 9, 2014

inga_ghutidzeInga Ghutidze – Les problèmes de l’identité linguistique et ethnique des Géorgiens d’après «L’histoire du catholicisme parmi les Géorgiens» de M. Tamarachvili

ინგა  ღუტიძე – ქართველთა ეთნიკური და ენობრივი იდენტობის საკითხები

მ. თამარაშვილის ”ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის” მიხედვით

ნებისმიერი ქვეყნის მეცნიერებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ისტორიული საბუთების კვლევა-ძიებას, რათა ნათელი მოეფინოს წარსულის ავსა თუ კარგს. ისტორიული ბედუკუღმართობის გამო ქართული წყაროთა დიდი ნაწილი დაკარგულია ან ჯერაც ელოდება მზის შუქსა და მკვლევარებს, ამიტომ ჩვენამდე მორწეულ თითოეულ წყაროსა თუ საბუთს განუზომელი მნიშვნელობა აქვს.

მიქელ თამარაშვილი გამორჩეული და საყურადღებო პიროვნება, მოძღვარი, მეცნიერი, პუბლიცისტი და ამასთანავე ფრანგული, იტალიური, ლათინური, თურქული, სომხური და ქართული ენების მცოდნე იყო. მ. თამარაშვილის სახელს უკავშირდება დიდი ქართველი მწერლისა და მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის ამსახველი მასალების მოძიება და შესწავლა (ლომსაძე, 1984:124). ქართველი ერის ისტორიაში მან, როგორც მეცნიერმა, დიდი ძალისხმევის, გაჭირვებისა და შრომის შედეგად შეძლო არა მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნებისა და ქალაქების – საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ლონდონის, ალექსანდრიის, მოსკოვის არქივებში დაცული და გაბნეული ქართული საბუთებისა და საქართველოს შესახებ არსებული წყაროებისა და საბუთების დიდი რუდუნებით შეგროვება და შესწავლა, არამედ ერთიანი ეროვნული ცნობიერების სხვადასხვა გზით დაშლის მოსურნეთათვის ღირსეული პასუხი გაცემა. მ. თამარაშვილმა ევროპას, რომელსაც ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა საქართველოზე, შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ მოძიებული საბუთებით კარგად გააცნო ჩვენი ქვეყანა…

სრულად: http://iberiana2.wordpress.com/georgia/i-ghutidze/

http://iberiana2.wordpress.com/georgia/i-ghutidze-2/

Posted in 2014, ისტორია-History, მეცნიერება | Tagged: , , | Leave a Comment »

“ოქროს საწმისის ქვეყნის ძიებაში”

Posted by iberiana on ნოემბერი 20, 2014

პეტერ პრესტელის ფილმი “ოქროს საწმისის ქვეყნის ძიებაში”

(ქართულად – სინქრონული თარმანი)

Posted in 2014, ისტორია-History, მეცნიერება, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

საყდრისობა – 2014

Posted by iberiana on ნოემბერი 4, 2014

 10645144_825889920764532_9086618052437650231_n[1]საყდრისობა – 2014

  წელიწადზე მეტია, რაც საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ირგვლივ შექმნილი „გაუგებრობების“ გამო, განსხვავებული პროფესიისა და ასაკის ადამიანები გავერთიანდით საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივ კომიტეტში. სექტემბრის თვეში, კომიტეტის რამოდენიმე წევრმა, გადავწყვიტეთ კაზრეთის რაიონისა და მიმდებარე სოფლის მცხოვრებთათვის მოგვეწყო აქცია-ღონისძიება :საყდრისობა-2014”. ჩვენს ამ განზრახვას კომიტეტის წევრებიდან ზოგი აღფრთოვანებით შეხვდა, ზოგი სკეპტიკურად და ზოგიც უარყოფითად. მიუხედავად ამისა, დავიწყეთ მზადება ღონისძიებისათვის.

19 სექტემბერს გავემართეთ ბოლნისის რაიონისაკენ. მართალია, დარწმუნებული ვიყავით, რომ ბოლნისის გამგეობა დიდი სიხარულით არ შეხვდებოდა ჩვენს იდეას, მაგრამ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საქმის კურსში ჩაგვეყენებინა ადგილობრივი ხელისუფლება. ….გამგებლის, გოგა მეშველიანის კაბინეტში მისი მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე ჟორჟოლიანი გველოდნენ. ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და მრგვალ მაგიდას შემოვუსხედით. ჩვენი კომიტეტის წევრმა, დავით ეფრემიძემ, მოკლედ გააცნო ჩვენი სურვილი- ამ კუთხის პოპულარიზაციის მიზნით “საყდრისობის” ჩატარება საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე! რაო?- მოპრუწეს თვალები ჩინოვნიკებმა, რატომ ასეთი აჟიტირებული სახელი ამ ღონისძიებას? ჩაატარეთ ბოლნისის სიონის მიმდებარედ, რატომ საყდრისთან? ჯერ საქართველოს კულტურის სამინისტროს არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია საყდრისთან მიმართებაში, და დაიწყო…. “არემჯი”-ს გარეშე რაიონი ვერ იარსებებს…

დიდი ზეწოლის მიუხედავად, როგორც შიგნიდან, ისე გარედან, მაინც მოხერხდა ღონისძიების ჩატარება, საყდრისობა შედგა!

იხ. სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/#27

Posted in 2014, მეცნიერება, პოლიტიკა, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

ქართული ჰემეტრია

Posted by iberiana on ივლისი 19, 2014

ქართული ენის დაფარული საიდუმლოებანი – ქართული ჰემეტრია

 

პროფესორ, ალიკო ცინცაძის მოხსენება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. 05 12 13
თემა: იოანე ზოსიმეს ,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის” ჰემეტრიული საიდუმლო შიფრი და მისი ახსნა.

Posted in 2013, ანბანი, მეცნიერება | Tagged: , | Leave a Comment »

კონფერენცია – არქეოლოგია მომავლისათვის

Posted by iberiana on მაისი 27, 2014

კონფერენცია: საყდრისის პრეისტორიული ოქროს მაღარო – არქეოლოგია მომავლისათვის

24 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტისა” და ორგანიზაცია “ძეგლის მეგობრის” ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია :საყდრისის პრეისტორიული ოქროს მაღარო – არქეოლოგია მომავლისათვის

კონფერენცია მიეძღვნება საყდრისი-ყაჩაღიანის, სამთო არქეოლოგიური მაღაროს, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში უძველეს ოქროს მოპოვების კერას, და თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულის მიწურულით.

მომხსენებლები:  ი. ღამბაშიძე (არქეოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საყდრის-ძეძვების არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი) – საყდრისის სამთო-არქეოლოგიური ძეგლი და მისი შესწავლის პერსპექტივები; ტ. შტოლნერი (არქეო-მეტალურგი, ბოხუმის რურის უნივერსიტეტის, არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის ისტორიის დეპარტამენდის პროფესორი) – საყდრისის მაღაროს მეტალურგიული მხასიათებლები (ჩართვა გერმანიიდან);  გ.მინდიაშვილი და გ. გოგოჭური (არქეოლოგები, ეროვნული მუზეუმი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები) – ბალიჭ-ძეძვების არქეოლოგიური კომპლექსი – ოქროს მომპოვებელთა დასახლება…

კონფერენციის მასალებს შემოგთავაზებთ მოგვიანებით.

სრულად

Posted in 2014, არქეოლოგია, მეცნიერება, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

საყდრისს უკვე მისი მოწინაღმდგეებიც იცავენ!

Posted by iberiana on მარტი 8, 2014

1948113_1555877324637469_943862132_n[1]ნინო მიქიაშვილი – საყდრისს უკვე მისი მოწინაღმდგეებიც იცავენ!

ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა ერთობლივი რეზოლუცია მიიღეს

საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს გადასარჩენად ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა ერთობლივი რეზოლუცია მიიღეს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ქართულ-გერმანული ექსპედიციის წევრების გარდა რეზოლუციას ხელს აწერენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. რეზოლუციაზე ხელმომწერებს შორისაა ცნობილი ქართველი არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი, რომელიც აქამდე საყდრისის გადარჩენის საწინააღმდეგო პოზიციას ტელედებატებში აფიქსირებდა. ერთობლივი რეზოლუცია საქართველოს კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას უკვე სამუშაო მაგიდაზე უდევს. დღეს, ან ხვალ ამავე დოკუმენტს წარუდგენენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

რეზოლუციაზე ხელმომწერი მეცნიერები საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ მემკვიდრეობად აფასებენ და მისი დანგრევა დაუშვებლად მიაჩნიათ…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/#11

Posted in 2014, არქეოლოგია, მეცნიერება, საყდრისი | Leave a Comment »

იაკობ ახუაშვილი

Posted by iberiana on აგვისტო 1, 2013

axua

იაკობ ახუაშვილი

85 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ერის მოამაგე და ქომაგი, გვაროლოგი, ქართული გვარ-სახელების მკვლევარი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, მრავალი თაობის აღმზრდელი და გზაზე დამყენებელი, საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკდემიკოსი იაკობ ახუაშვილი.

მას გამოქვეყნებული აქვს 26 წიგნი პედაგოგიკის, ისტორიის, ფიზიკური აღზრდის, ეთნოგრაფიის, ონომასტიკის, კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის საკითხებზე; იყო ქართულ პრესაში გამოქვეყნებული 250-მდე სტატიის ავტორი, რომელიც ეხება პოლიტიკას, ეკონომიკას, ისტორიას, ეთნოგრაფიას, ონომასტიკას და სხვ. მის კალამს ეკუთვნის ქართული გვარ-სახელების 6 ტომი. გამოკვლეული ჰქონდა ყველა ქართული თუ ებრაული გვარის ისტორია. რომელთა გამოცემას აპირებდა 20 ტომად. სამწუხაროდ ჯანმრთელობის გამო ვერ მოასწრო ამ ხელნაწერთა გამოქვეყნება.

Posted in 2013, მეცნიერება | Leave a Comment »

მარკ რეგნერუსი

Posted by iberiana on მაისი 19, 2013

picture_regnerus1-e1275594005603-300x297[1]ერთსქესიანთა ოჯახში აღზრდილი ბავშვების პრობლემები

მარკ რეგნერუსი, სოციოლოგი, ტეხასის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

2010 წელს მარკ რეგნერუსმა მსგავს ქორწინებაში მყოფთა ოჯახში აღზრდილ  3 ათას რესპოდენტის მონაცემებზე  დაყრდნობით დაწერა თავისი შესანიშნავი  გამოკვლევა, სახელწოდებით: “რით გამოირჩევიან მოზარდები, რომლებიც ერთსქესიან ოჯახებში აღიზარდნენ“.  ნაშრომი მან დაასრულა 2012 წელს და  შოკისმომგვრელი შედეგები გამოაქვეყნა ავტორიტეტულ სამეცნიერო გამოცემაში „Social Science Research“.

მაშ ასე, რა თავისებურებები აღმოუჩინა მან ერთსქესიანი „ოჯახების“ შვილებს:

1.ვენერიული ინფიცირების მაღალი დონე – ასეთ ოჯახებში აღზრდილი ბავშვების  25% -ს აღენიშნება ვენერიული დაავადებები (ცხოვრების სპეციფიკური პირობების გამო);

2. ოჯახური ერთგულების შენარჩუნების უუნარობა – 40%  ცოლ-ქმრული ღალატის მიმართ ლოიალურია;

3. ფსიქოლოგიური პრობლემები –  მოზარდების 24% ახლო წარსულში გეგმავდა თვითმკვლელობას;

4. სოციალურ-ეკონომიკური უმწეობა – ლესბოსელთა შვილების 28% არის უმუშევარი,  ხოლო ლესბოსელთა ბავშვების 69%-სა და გეების ბავშვების 57%-ის ცნობით, მათი ოჯახები იღებდნენ  სახელმწიფო დახმარებას.

5. სექსუალური თვითიდენტიფიკაციის აღრევა – ერთსქესიან  ოჯახებში აღზრდილი  ბავშვების მხოლოდ 60-70% რაცხდა თავს სრულ ჰეტეროსექსუალად.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/sodom/zneoba/#6

Posted in 2013, მეცნიერება, მსოფლიო | 1 Comment »

მესხეთიდან დეპორტირებულთა თვითაღქმა

Posted by iberiana on აპრილი 24, 2013

ტარიელ ფუტკარაძე – მესხეთიდან დეპორტირებულთა თვითაღქმა

tp[1]მესხეთის მიწაზე ადრეც ბევრი სისხლი დაღვრილა, მაგრამ ათვლას საქართველოს ოქროს ხანიდან ვიწყებთ: XVI-XVII საუკუნეებში ისტორიული მესხეთი სპარსელებისა და თურქების ბრძოლის ეპიცენტრი იყო; საქართველოს ერთიანობას დიდად ავნო მესხეთის მმართველების – ჯაყელების – სეპარატიზმმაც. XVI საუკუნის მეორე ნახევარში ოსმალოებმა კონტროლი დაამყარეს სამცხე-საათაბაგოს სამთავროზე და საქართველოს ამ ისტორიულ მიწა-წყალს “გურჯისტანის ვილაეთი“ დაარქვეს; დაპყრობილი რეგიონის ზუსტი აღწერაც ჩაატარეს: 1595 წელს შედგენილი “გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთარი“ საყურადღებო დოკუმენტია მეცნიერებისათვის; კერძოდ, “დავთრის“ მიხედვით, ირკვევა, რომ 1595 წელს სამცხე-საათაბაგოში 12738 კომლია, ამათგან 12339 არის ქართველი ქრისტიანი…

დასუსტებული საქართველო ვერ ახერხებს მესხეთის დაბრუნებას, მაგრამ სპარსეთიც ამაოდ ცდილობს, თურქეთს წაართვას ქართველთა ეს ტერიტორია:

სოფელ ზოჰაბში 1639 წლის 18 მაისს ირანსა და თურქეთს შორის დადებული ზავით, მესხეთი თურქეთს დარჩა; მესხეთმა, როგორც “საქართველოს ყველაზე მოწინავე კუთხემ, არსებობა შეწყვიტა“ (მ.რეხვიაშვილი). ამის შემდეგ დამპყრობლები უფრო წარმატებით ავიწროებენ, დევნიან, კლავენ ერთიანი საქართველოსთვის მებრძოლ თავად-აზნაურებსა და გლეხებს. ქართველების ხანგრძლივი წინააღმდეგობით გამწარებული ოსმალოები განსაკუთრებული სისასტიკით მართლმადიდებლებს ანადგურებენ…

სრულად: http://iberiana2.wordpress.com/georgia/putkaradze/

Posted in თურქი-მესხები, მესხეთი-Meskheti, მეცნიერება, პოლიტიკა | Leave a Comment »

„აია-კოლხეთი“-ს მიმართვა

Posted by iberiana on აპრილი 17, 2013

283267_246157235412110_5227960_n[1]კოლხურ-იბერიული ეთნოკულტურის

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „აია-კოლხეთი“-ს მიმართვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს და სხვებს

მოგეხსენებათ, რომ ძველ ბერძნულ და ლათინურ წყაროებში მრავალი ცნობა მოიპოვება ბრინჯაოს ხანის ქართველურ ტომთა, კოლხების შესახებ და მათ შორის თვითმყოფადი კოლხური დამწერლობის, კირბების არსებობის თაობაზე.

ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კუნძულ კრეტაზე მე-20 საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს 1400-ზე მეტი თიხის ფირფიტა და ნივთი, რომლებიც შესრულებულია ძვ.წ. XX ს.-ის I ნახევრით დათარიღებული კრეტული იეროგლიფური ტიპისა და A კლასის ხაზოვანი წარწერებით. ეს წარწერები 2006 წ.-ს გაიშიფრა პროტო-ქართველურ-კოლხურ ენაზე, რამაც საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში აღიარება მოიპოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე აუცილებელია დავასახელოთ ძველ აღთქმაში შემონახული ტოპონიმი „ქრთჲ“ (ანუ „ქართი“), რომელიც კუნძულ კრეტას რქმევია.

ამ უძველესი წერილობითი ძეგლების მიხედვით, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ქართველურ-კოლხური ცივილიზაციის ფესვებს ხმელთაშუა ზღვის ცენტრში ჰქონდა ჰეგემონია და ჩვენ წინაპრებს თავიანთი წვლილი შეუტანიათ ბრწყვინვალე წინაბერძნული, კრეტა-მინოსური ცივილიზაციის შექმნაში…

სრულად: http://iberiana2.wordpress.com/georgia/kvashilava/

Posted in 2013, მეცნიერება, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

ქართული მეცნიერების 20 წელი

Posted by iberiana on აპრილი 14, 2013

მანანა გაბაშვილი – ქართული მეცნიერების 20 წელი

149012_4527586635930_2133712232_n[1]

1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალებიდან დღემდე განვლილი ოცწლიანი პერიოდი სხვადასხვა თვალსაზრისით საფუძვლიან კვლევასა და ანალიზს ითხოვს. პირველ რიგში იმ მიზეზთაა და შედეგთა გააზრებით, რაც ამ მოვლენებს უდევს საფუძვლად. კერძოდ, სისტემას, რომელიც საქართველოს 1992 წლიდან გარეშე ძალებმა შიდა ძალებზე დაყრდნობით მოარგეს და ქვეყანა უმძიმესი პრობლემების წინაშე დააყენეს (ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, მიზანმიმართულად გაღატაკებული ხალხი, დევნილები, ემიგრანტები, უცხოეთში დამამცირებელი სამუშაობისათვის განწირულები და სხვ.). საფრთხე შეექმნა ფუნდამენტურ ღირებულებებს, ქართულ სახელმწიფოებრიობასა და საზოგადოებას, რომელიც საქართველოსთვის მიუღებელსა და დამანგრეველ პრინციპზე ააწყვეს. ეს არის სოციალური სოლიდარობისაგან შორს მყოფი საზოგადოება, დამყარებული უზომოდ გამდიდრებულ მცირე ჯგუფებსა და გაღარიბებულ უმრავლესობაზე.

     ეს არის ის, რაც ხელს უშლის ერის თვითრეალიზაციასა და ნიჭიერების გამოვლინებას, ერის განათლებისაკენ სწრაფვას, მატერიალურად ყველასთვის მისი ხელმიუწვდომლობის გამოც. ამდენად სახელმწიფო გადატრიალებამ, მანკიერმა სისტემამ, ქვეყანასა და ყველა სფეროს რომ მოარგეს, დაღი განათლებასა და მეცნიერებასაც დაასვა, დასწია მისი დონე…

სრულად: http://iberiana2.wordpress.com/segm/manana-gabashvili/

Posted in მეცნიერება, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

«Кавказ и Сельджуки»

Posted by iberiana on დეკემბერი 12, 2012

Зураб Папаскири – Об Одной Попытке Игнорирования Роли и Места Грузинского Государства на Международной Арене в XII Веке

 Некоторые замечания на книгу Рауфа А. Гусейн-Заде:«Кавказ и Сельджуки»

 Монография известного азербайджанского историка, ведущего научного сотрудника Института Археологии и Этнографии Национальной Академии Наук АР, доктора исторических наук, профессора Рауфа А. Гусейн-заде: «Кавказ и сельджуки» (Баку, «Кавказ», 2010) является фундаментальным и несколько обобщающим исследованием, в котором подытожены многолетние наблюдения учёного в области исторического сельджуковедения. В монографии предпринята попытка освещения взаимоотношений сельджукского мира со странами Кавказа в XI-XII веках. Как отмечено в предисловии научного редактора, данная монография является первой из серии книг посвящённых истории стран и народов Кавказа в составе различных империй, подготовку и издание которых планирует Институт Стратегических Исследований Кавказа. Согласно этого плана за книгой Р. А. Гусейн-заде должны последовать и другие издания: «Кавказ и Византия», «Кавказ и Арабский халифат», «Кавказ и Монгольская империя», «Кавказ и Османская империя», «Кавказ и Россия», в которых по утверждению руководителя этого весьма масштабного и многопланового проекта, известного учёного, предпринимателя и мецената, иностранного члена НАН Грузии, проф. Эльдара М. Исмаилова, будет раскрыта история «взаимоотношений народов Кавказа в составе великих держав, сыгравших существенную роль в формировании региона как единого социально-экономического пространства планеты»…

http://iberiana2.wordpress.com/caucasus/papaskiri/

Posted in ისტორია-History, მეცნიერება, Кавказ | Leave a Comment »

გურამ შარაძე

Posted by iberiana on ნოემბერი 13, 2012

გიორგი შარაძის დოკუმენტური ფილმი “ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება”. ნაწილი I

ნაწილი II

Posted in ემიგრანტები, ისტორია-History, მეცნიერება, შარაძე | Leave a Comment »

ენა და იდენტობა

Posted by iberiana on აპრილი 28, 2012

 ინგა ღუტიძე – ქართული ენისა და იდენტობის მიმართების დისკურსი დასავლურ სამეცნიერო ლიტერატურაში

 ენისა და იდენტობის ურთიერთმიმართების პრობლემა უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ურთულესი პრობლემათაგანია, რომელსაც უამრავი გამოკვლევა ეძღვნება. ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სხვადასხვა ობიექტურ მიზეზთა გამო, ქართული მეცნიერება იდენტობასა და ენასთან დაკავშირებულ საკითხებს ირიბად ეხებოდა. მიუხედავად ამისა, ქართველი მეცნიერები (არამხოლოდ ენათმეცნიერები) თავიანთ ნაშრომებში ცდილობდნენ ყველა არსებით ასპექტზე გაემახვილებინათ ყურადღება ისტორიული ვითარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მათ ნაშრომებში ამ საკითხზე საინტერესო და ანგარიშგასაწევი მოსაზრებებია გამოთქმული და საყურადღებო დასკვნებიცაა გამოტანილი. ბევრი რამ მათი ნაღვაწ-ნააზრევიდან ჯერ კიდევ უცნობია, რადგან არაერთი ნაშრომი თუ დოკუმენტი ჯერ კიდევ ელოდება დღის შუქს; შესასწავლია საარქივო მასალაც.

ეს საკითხი მუდმივი ყურადღებისა და ცენზურის ცენტრში იყო რუსეთის ცარისტული პოლიტიკის ეპოქასა და საბჭოთა პერიოდში. უაღრესად აქტუალურია ეს უკანასკნელი პოსტსაბჭოთა პერიოდშიც, რადგანაც პოსტსაბჭოთა პერიოდში კავკასია შიდა ეთნიკური კონფლიქტების მთავარ კერად იქცა, სადაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი დღემდე ცდილობს თავისი ურთიერთობების ხელახლა გარკვევასა და განსაზღვრას როგორც მეზობლად მცხოვრებ ეთნოსებთან, ასევე ამავე სახელმწიფოში მცხოვრებ ტიტულოვან ეთნოსთან…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/inga-ghutidze/

Posted in ისტორია-History, მეცნიერება, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

Духовная миссия Грузии

Posted by iberiana on ნოემბერი 26, 2011

З. К. Гамсахурдия – Духовная миссия Грузии

Дорогие друзья!
В рамках одной лекции совершенно невозможно полностью осветить такую сложную тему, поэтому лекция будет носить более обзорный характер, в ней я упомяну лишь в общих чертах все то, о чем думали и над чем работали я и мои друзья в течение многих лет, а также я предложу Вам результаты некоторых исследований, проведенных как в Грузии, так и на

западе.
План лекции будет следующим: в первую очередь мы поговорим об этногенезисе грузин. Мне известно, что наших западных гостеи особенно интересует именно этот вопрос, и мы постараемся осветить именно такие моменты, которые, возможно, им неизвестны и мало освещены в современной западной науке. Кроме того, следует отметить, что в период многолетнего господства советской идеологической диктатуры, многое в истории грузинской культуры замалчивалось, искажалось и запрещалось строгим табу. На эти вопросы было наложено определенное научное табу, которое, к сожалению, продожается и сегодня, т.к. не так уж просто убрать последствия гипноза, явившегося результатом той недоброй эпохи. Многие вопросы искажены и узурпированы советской империалистической наукой, подчинены ее интересам. Под это влияние подпала, к сожалению, и грузинская наука. Я бы не хотел называть здесь имена конкретных ученых, они все еще не решаются развивать свои исследования в том направлении, которое могло бы пролить истинный свет на эти вопросы. У всей этой политики были большие и очень далеко идущие цели. Именно в связи с этим была организована большая кампания против грузинских ученых Иване Джавахишвили и Нико Марра…

 http://iberiana2.wordpress.com/segm/gamsakhurdia-2/mission/

Posted in იბერია, ისტორია-History, მეცნიერება, Gamsakhurdia | Leave a Comment »

ქართული გენი

Posted by iberiana on სექტემბერი 13, 2011

„ქართული გენი უცხო ხალხის სამსახურში”

ქართველმა მკითხველმა მიიღო კარგი საჩუქარი – დაიბეჭდა წიგნი, სახელწოდებით: „ქართული გენი უცხო ხალხის სამსახურში (ასი რჩეული ბიოგრაფია)“.

წიგნის შმუცტიტულზე არსებული წინათქმა იუწყება, რომ: „ეს წიგნი, მსგავს თემატიკაზე დაბეჭდილი,  პირველი ნაშრომია საქართველოში. მკითხველის წინაშე სრული სისავსით წარმოჩინდებიან  სამშობლოსაგან  დაშორებით მოღვაწე ყველა სახის სახელმოხვეჭილი ქართველები – სასულიერო პირები და მეცნიერები, სამხედროები და პოლიტიკოსები, მწერლები და ხელოვანნი, თავგადასავალთა მაძიებელნი და ავანტიურისტები…   მათი საქმიანობის გაცნობით  მკითხველისათვის საცნაური გახდება, თუ ეპოქების სახესხვაობათა  მიზეზით, სოციალური პირობების ზეგავლენით, ოჯახური ტრადიციებით თუ სხვა მიზეზ–შედეგობრიობითა და გარემოებებით –  რა  გარეგნულ გამოვლინებებს ახდენს ქართული გენი მსოფლიო განფენილობაში.“…

https://iberiana.wordpress.com/iberiana/qartuli-geni/

Posted in ისტორია-History, მეცნიერება, საამაყო ქართველები, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

სამეფო გენები

Posted by iberiana on აგვისტო 27, 2011

 ევროპელი მამაკაცების უმრავლესობა ტუტანხამონის შთამომავალია

ავტორი ევა ციმერჰოფი

გენის ტესტირების ლაბორატორია ეძებს ეგვიპტელი ფარაონის ტუტანხამონის ცოცხალ ნათესავებს. სამეფო დნმ-ის შედარებამ დღევანდელ დასავლელ ევროპელებთან დღის სინათლეზე გამოიტანა მოულოდნელი შედეგი.

ტუტანხამონის სრულ გენეტიკურ ინფორმაციას მკვლევარებმა ბოქლომი ახსნეს: 2009 საერთაშორისო ჯგუფმა გაშიფრა ცნობილი ფარაონის დნმ, რომელიც მხოლოდ ახლა გაამხილა დისკოვერის არხმა სტატიაში ძიების საიდუმლო, სადაც ნაჩვენები იქნა ტუტანხამონის Y- ქრომოსომების მთლიანი პროფილი.

ამის შემდეგ, შვეიცარიის გენის ტესტირების ფირმა Igenea-სთვის აღარ იყო რაიმე დაბრკოლება: ლაბორანტებმა შეადარეს დასავლეთ ევროპელი მამაკაცების აქამდის შეკრებილი დნმ-ს პროფილი ფარაონისას, რომელიც მართავდა ეგვიპტეს 3300 წლის წინ – და არც თუ ამაოდ. კაცების ჯგუფი, რომელთაც ტუტანხამონის საერთო უძველესი წინაპარი უნდა ჰყავდეს, არის ძალიან დიდი, ამბობს აღმასრულებელი დირექტორი რომან შოლცი.

თანახმად კვლევისა, ფარაონის ნათესავია გერმანიაში კაცების 45%, შვეიცარიაში 50%, საფრანგეთში 60%, ბრიტანეთში 70%, ესპანეთში კი 70-80%. „შესაძლებელია იმის მტკიცება, რომ ტუტანხამონი იყო არა ეგვიპტელი, არამედ ევროპელი“ -ამბობს აღმასრულებელი დირექტორი შოლცი. ფარაონი უფრო დღევანდელ ევროპელებს ენათესავება, ვიდრე ეგვიპტელებს.

უძველესი ძირი კავკასიიდან მოდის

ამ მოდგმის საერთო წინაპარი, გენტესტ-ფირმის თანახმად, ცხოვრობდა კავკასიაში და შავ ზღვაზე 9500 წლის წინ. აქედან ათასწლეულების წინ გენეტიკური მასალა მოვიდა არა მხოლოდ დასავლეთში. სულ ცოტა ერთი ხაზი მიდის სამხრეთით და ასე გადავიდა ეგვიპტეში.

გენეტიკოსებმა უფრო მოშორებითაც იპოვნეს ტუტანხამონის მამრი ნათესავი „შვილთაშვილები“და იკვლევენ მათ. მაგრამ რა მოუვიდათ ფარაონის ქალ „შვილთაშვილებს“? შვეიცარიელები ტუტანხამონის შემთხვევაში იკვლევენ მხოლოდ Y ქრომოსომებს, რომელიც უშუალოდ გადადის მამიდან ძეზე. იგი მცირედ იცვლება X-ქრომოსომისაგან განსხვავებით. X- ქრომოსომის შემთხვევაში კი ხდება კაცისა და ქალის გენეტიკური მონაცემების არევა ყოველ ახლად წარმოქმნილ სიცოცხლეში.

„ამიტომ X-ქრომოსომებზე შეიძლება მხოლოდ 2-3 თაობის ნათესაობის კვალის ნახვა და არა ათასწლეულების“ – ხსნის შოლცი. ქალებს შეუძლიათ ეძებონ წინაპრები მიტოქონდრიებში არსებული გენეტიკური ინფორმაციით.

“focus.de” თარგმნა ალ. სანდუხაძემ

Posted in კავკასია, მეცნიერება, მსოფლიო, სიახლე | 1 Comment »

ერმა “თვითმკურნალობას” უნდა მიმართოს

Posted by iberiana on აგვისტო 23, 2011

ერმა "თვითმკურნალობას" უნდა მიმართოს შოთა ნადირაშვილი – ერის “ავადმყოფობის” მკურნალი “ექიმი” თუ უნიჭოა, ერმა “თვითმკურნალობას” უნდა მიმართოს

“დამოუკიდებლობა და თავისუფლება ერთი და იგივე არ არის. დამოუკიდებლობა მხოლოდ პირველი ნაბიჯია თავისუფლებისაკენ”…

“ამბობენ, როგორიც ხალხია, ისეთი ხელისუფლებაც ჰყავსო. – ეგ არის, მაპატიეთ და – სისულელე, ხელისუფალთა მიერ თავის გასამართლებლად მოგონილი “ლოგიკა”. რეალურად კი სწორედაც პირიქით გახლავთ – როგორიც არის ხელისუფლება, ისეთად აქცევს ხალხს!

სწორედ ხელისუფლებაა დამნაშავე, რომ ჩვენ არ გვაქვს ეროვნული მრეწველობა, ეროვნული სოფლის მეურნეობა, ეროვნული განათლება, ეროვნული კულტურა… ამიტომ გვიწოდებენ “განვითარებად ქვეყანას”, “ქვეყანას, რომელიც სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდა”, “მესამე კატეგორიის ქვეყანას” და ა.შ. ერი სრულყოფილი ხდება, როდესაც იგი “ეროვნულ სახელმწიფოებრიობას” აყალიბებს, ჩვენი ხელისუფლება კი ამას არ აკეთებს!…

https://iberiana.wordpress.com/saqartvelos-mosaxleobas/eri/

Posted in იდეოლოგია, მეცნიერება, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

Генетическая дегенерация

Posted by iberiana on აგვისტო 19, 2011

Русским грозит генетическая дегенерация

Доктор исторических наук, научный сотрудник РАН, профессор кафедры философии МГИМО Зубов в интервью русским СМИ заявил, что русские быстро вымирают от генетической дегенерации. Генетическая дегенерация — это безнадежно. Профессор Зубов указал: «Люди, которые сейчас управляют страной, любят именовать себя элитой. Но элита – это лучшее. Элиты дореволюционной России огромным трудом, кровью и несправедливостью достигли уровня европейской элиты.

Но весь этот слой был или уничтожен физически («красный террор» начался в 1918 году), или полностью сломлен, или уехал за границу. Многие умирали, не сумев воспитать детей. Другие отказывались рожать, опасаясь, что умрут на лесоповале, а ребенок вырастет под чужой фамилией. Потомство дали в значительной мере те, кто убивал…

 https://iberiana.wordpress.com/ruseti/karfagen/#7

Posted in მეცნიერება, მსოფლიო, პოლიტიკა, რუსეთი-Russia | Leave a Comment »

ალექსანდრე ნადირაძე

Posted by iberiana on აგვისტო 13, 2011

ალექსანდრე  ნადირაძე

რუსების საამაყო “ტოპოლის” ქართველი კონსტრუქტორი

ალექსანდრე ნადირაძე 1914 წლის 20 აგვისტოს, ქალაქ გორში დაიბადა. 1936 წელს, ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ის საცხოვრებლად მოსკოვში გადადის და სწავლის გაგრძელების მიზნით, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში აბარებს. 1938 წლიდან კი, სწავლის პარალელურად, ცენტრალურ აეროჰიდროდინამიკურ ინსტიტუტშიც მუშაობს.

1945 წელს მას მისივე ინიციატივით, მოსკოვის მექანიკური ინსტიტუტის რეაქტიული იარაღის ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარ კონსტრუქტორად ნიშნავენ, სადაც ის ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ჭურვების შექმნაზე მუშაობს. 1973 წლის 28 აპრილს, საიდუმლო დადგენილების თანახმად, ალექსანდრე ნადირაძეს დაევალა საშუალო მოქმედების რადიუსის მქონე მობილური სახმელეთო რაკეტული კომპლექს РСД-10  Пионеp – ის შექმნა… 

https://iberiana.wordpress.com/iberiana/geosurnames/nadiradze/

Posted in მეცნიერება, საამაყო ქართველები | Leave a Comment »

“კუს ყელსაბამის” საიდუმლო

Posted by iberiana on აგვისტო 4, 2011

necklaceძვ.წ.აღ-ის V საუკუნის “კუს ყელსაბამს” 12 ბურთულა აკლია

პორფესორმა ალეკო ცინცაძემ, რომელიც რიცხვით სიმბოლიკაზე დაყრდნობით იკვლევს მასალებს, აღმოაჩინა, რომ კუს ყელსაბამს 94-ის ნაცვლად 82 ბურთულა აქვს. მისი თქმით, რიცხვ 94-ს აქვს საკრალური მნიშვნელობა და მან ქართულ სარიტუალო სამკაულებში დაიწყო ამ რიცხვის ძიება. ცინძაძე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ასეთია ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ცნობილი ე.წ. ოქროს კუს ყელსაბამი, ძვ.წ.აღ. V საუკუნით დათარიღებული. “ეს სამკაული შეიცავს 31 კუს. აქედან 30 პატარა კუა, ერთი დიდი. ზოგადად მინდა იცოდეთ, რომ კუ იბერიული სტრუქტურა გახლდათ. იმ პერიოდში ითვლებოდა, რომ მასში “ძის” სულია დავანებული, აქედან გამომდინარე ითვლებოდა, რომ დიდი კუ წლელიწადს აღნიშნავს, 30 პატარ კუ კი იმ პერიოდისთვის მზის კალენდარში დღეების რაოდენობაა თვეში. 31 კუს გარდა, სამკაულს ჰქონდა ბურთულები. წესით და კანონით ითვლებოდა რომ ამ ბურთულების რიცხვი უნდა ყოფილიყო 94. იმიტომ რომ წლის განმავლობაში მზე 94 გრადუსიან რკალს გადის” – ამბობს პროფესორი.

https://iberiana.wordpress.com/iberiana/sagandzuri/#4

Posted in არქეოლოგია, მეცნიერება, სიახლე | Leave a Comment »

ქართველების გენეალოგია

Posted by iberiana on ივლისი 19, 2011

 ქართველების გენეალოგია

უკანასკნელი ათეული წლების მანძილზე ჩვენი ცოდნა საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის მოსახლეობის უძველესი ისტორიის შესახებ მნიშვნელოვნად გამდიდრდა და გაღრმავდა. ბევრი რამ ახალი მოგვცა ფართო მასშტაბით წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა. დიდად დაწინაურდა აგრეთვე ამ მხარეების ძველისძველი მოსახლეობის ენებისა და ისტორიის კვლევა-ძიება. ამჟამად შესაძლებელია უფრო კონკრეტულად, მასალების უფრო ფართო წრის (საისტორიო წყაროები, ენობრივი მონაცემები, მატერიალური კულტურის ფაქტები) მოშველიებით ვიმსჯელოთ ქართველთა წარმომავლობისა და ქართველი ხალხის ეთნიკური განვითარების ძირითადი ეტაპების შესახებ…

https://iberiana.wordpress.com/about/genealogia/

Posted in ანთროპოლოგია, ისტორია-History, მეცნიერება, საქართველო-Georgia | 1 Comment »

ნაქალაქარი შამქორის რაიონში

Posted by iberiana on ივლისი 12, 2011

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნაპოვნი ნაქალაქარი იმას ადასტურებს, რომ სასახლეში საუკუნეების წინ ქართველები ცხოვრობდნენ

აზერბაიჯანში, შამქორის რაიონში არქეოლოგებმა ნაქალაქარს მიაგნეს, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნით თარიღდება. ქართველი ექსპერტების თქმით, სოფელ ყარაჯანერლის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნაქალაქარი დაგეგმარებითა და ნაპოვნი ნივთებით კახეთში, წნორში ნაპოვნი გუმბათიანი სასახლის იდენტურია. ამასთან, ნივთები მსგავსი ქვითა და ორნამენტებით არის გაწყობილი.

მათივე აზრით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნაპოვნი ნაქალაქარი იმას ადასტურებს, რომ სასახლეში საუკუნეების წინ ქართველები ცხოვრობდნენ.

https://iberiana.wordpress.com/iberiana/iberia-gusin-dres-xval/#11

Posted in არქეოლოგია, ისტორია-History, მეცნიერება | Leave a Comment »

სკრიპტოგრამული ნიშნები

Posted by iberiana on ივნისი 21, 2011

გიორგი კოკოშაშვილი – სკრიპტოგრამული ნიშნები და ქართული ასომთავრული

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შემორჩენილია ქვაზე ნაკვეთი, გაურკვეველი შინაარსის მქონე ნიშნები, ე.წ. “სკრიპტოგრამები”, რომლებიც დიდ მსგავსებას ავლენენ ზოგიერთი უძველესი ცივილიზაციის დამწერლობებთან. ეს ნიშნები შედარებით სრულად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშია წარმოდგენილი. ამ ნაშრომში თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ ამ პრობლემის ზოგიერთ ასპექტზე, კერძოდ შევეცდებით დავადგინოთ, არის თუ არა მსგავსება აღნიშნულ კრიპტოგრამებსა და ქართულ ასომთავრულ დამწერლობას შორის.

საქართველოში ფიქსირებული სკრიპტოგრამების ზოგიერთი ნიშნის მოხაზულობა სრულად იმეორებს ქართული ასომთავრული ასოების სხვადასხვა ნიშანთა ფორმებს…

 https://iberiana.wordpress.com/alphabet/scripts/

Posted in Asomtavruli, ასომთავრული, მეცნიერება | Leave a Comment »

О доисторическом языке Закавказья

Posted by iberiana on მაისი 14, 2011

 К.М.Туманов –  О доисторическом языке Закавказья 

Ходом научных изысканий в Передней Азии естественно выдвинут вопрос о расах и языках на территории древнего Закавказья. Вопрос о расах – предмет особого суждения. Здесь мы затронем лишь вопрос о доисторических языках.

Древнейшие языки малодоступны для изучения, но вследствие этой же малодоступности создаётся великий интерес к их дешифровке. Доисторические языки Закавказья исчезли и никогда бы наука не узнала о них, если б не предусмотрительность самих вершителей судеб древнего мира, желавших во что бы то ни стало дать знать о себе грядущему человечеству. В 1827 году французским правительством был командирован в Ван ученый Эд. Шульц для изучения клинообразных надписей, имеющихся на крепостных стенах этого города. О существовании этих надписей знали давно, но разбором их никто до тех пор не занимался. Дешифровка надписей выяснила, что язык их был не ассирийский, а местный, ванский. Это открытие местного доисторического языка вызвало целую сенсацию в научном мире, который не предполагал такой находки…

 https://iberiana.wordpress.com/caucasus/language/

Posted in ისტორია-History, კავკასია-Caucasus, მეცნიერება, Кавказ, Language | Leave a Comment »

ფუკუშიმას საიდუმლო

Posted by iberiana on აპრილი 13, 2011

მიწისძვრა იაპონიაში წარუმატებლად ჩატარებულმა საიდუმლო მიწისქვეშა ბირთვულმა ცდამ გამოიწვია

მიწისძვრა იაპონიაში თავად იაპონელების მიერ წარუმატებლად ჩატარებულმა საიდუმლო მიწისქვეშა ბირთვულმა ცდამ გამოიწვია, ატომურ ელექტროსადგუზე “ფუკუშიმა-1“-ზე მომხდარი ავარიის ინსცენირება კი, იმის გამო მოხდა, რომ რადიაციის გავრცელების ნამდვილი მიზეზის დაფარვა მომხდარიყო, რომელიც გამოწვეული იყო ოკეანის ფსკერის სიღრმეში მომხდარი ბირთვული აფეთქებით. ამის შესახებ ნათქვამია “კომსომოლსკაია პრავდას” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორიც სვეტლანა კუზინა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას საზღვარგარეთის საიტებს იმოწმებს.

უპირველეს ყოვლისა, ზოგი ჩინელი ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს ტოკიოს გუბერნატორის სინტარო ისიხარას მიერ, ახლახანს გაკეთებულ მინიშნებაზე იმის შესახებ, რომ შესაძლოა ჩინეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი იქნეს გამოყენებული. თუმცა, აღნიშნავენ ანალიტიკოსები, ისიხარას მუქარები უცნაურად გამოიყურება, იმის გათვალისწინებით, რომ იაპონელი პოლიტიკოსები ყოველთვის აცხადებდნენ, რომ იაპონია არ შედის ე.წ. ბირთვულ კლუბში…

 https://iberiana.wordpress.com/msoflioshi/#29

Posted in მეცნიერება, მსოფლიო, პოლიტიკა, სიახლე | Leave a Comment »

ჯანდაცვის სისტემა ნადგურდება

Posted by iberiana on აპრილი 13, 2011

“ექიმებს პროვოკატორ პაციენტებს უგზავნიან” 

მარინა ბერაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის – “გვახსოვდეს ჰიპოკრატე” თავმჯდომარე: “ჯანდაცვის სისტემა ჩვენ თვალწინ ნადგურდება. ყოველი მორიგი რეფორმა უარესია, ვიდრე წინა და ამაზე პასუხი ჯერ არავის უგია. სახელმწიფო ამ სფეროს უდგება როგორც ბიზნესს. არადა, მისი უპირველესი მოვალეობა მოსახლეობისთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ჯანდაცვის სფეროში სიახლეები ანალიზისა და განხილვების გარეშე ინერგება.

გაურკვეველია, ვინ იღებს გადაწყვეტილებას. ეს არაპროფესიონალიზმი და უზნეობაა. ექიმს ხელს უშლიან ჰიპოკრატეს ფიცის შესრულებაში, ხელს უშლიან იყოს ექიმი და ადამიანს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს. ჯანდაცვის სისტემა, სულ ცოტა, სამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს მობილური, ხელმისაწვდომი და ეფექტური. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერც ერთს ვერ აკმაყოფილებს”…

http://momavali.wordpress.com/health/

Posted in მეცნიერება, საქართველო-Georgia, ჯანმრთელობა | Leave a Comment »

მეცნიერების ნგრევა გრძელდება

Posted by iberiana on დეკემბერი 1, 2010

რატომ აღარ სჭირდება ხელისუფლებას მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტი?

მალხაზ ზაალიშვილი:  – მოლეკულური ბიოლოგია და ბიოლოგიური ფიზიკა არის 21- ე საუკუნის  დარგი. ჩვენი ინსტიტუტი დაარსდა 1986 წელს საბჭოთა კავშირის საკავშირო მთავრობის დადგენილებით. მანამდე მოსკოვში აკადემიკოს ენგერჰადრის ხელმძღვანელობით შეიქმნა მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტი. აკადემიკოსი ენგერჰარდი განცვიფრებული იყო ქართველი მეცნიერების მიერ ამ დარგში წარმოებული გამოკვლევებით და სწორედ ამან განაპირობა საქართველოში  მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის დაარსება. ასეთი ინსტიტუტი საბჭოთა კავშირში არსებობდა მხოლოდ მოსკოვსა და თბილისში.

ძირითადი თემატიკა, რაზეც ჩვენ ვმუშაობდით, ეს იყო კუნთის შეკუმშვის პროცესი,… ჩვენ ვმუშაობთ გენეტიკური დაავადებებზე, შეგვიძლია მთელი რიგი პრაქტიკული საკითხები გადავწყვიტოთ მედიცინაში.

მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ისურვებდა ასეთი დონის ინსტიტუტის ქონას, ჩვენი მთავრობა კი მას აუქმებს.

 https://iberiana.wordpress.com/iberiana/zaalishvili/

Posted in განათლება, მეცნიერება, პოლიტიკა | Leave a Comment »