Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘ოპოზიცია’ Category

გია ჟორჟოლიანის “ღირსების საქმე”

Posted by iberiana on May 14, 2016

გია ჟორჟოლიანიგია ჟორჟოლიანის “ღირსების საქმე” და “სულის ამბოხი” 1991-92-ში

გია ჟორჟოლიანი – საქართველოს პარლამენტის წევრი (კოალიცია ქართული ოცნება)

იყო საქართველოს პარლამენტის წევრი 1992-95 წლებში.იყო „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი.  ასევე იყო  პოლიტიკური გაერთიანება „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ დაფუძნების ინიციატორი. 2012 წელს დააფუძნა პოლიტიკური ორგანიზაცია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“

გია ჟორჟოლიანი პოლიტიკური აქტივობით 90-იანი წლებიდან გამოირჩეოდა. მაშინ ის  „ქართველი ინტელიგენციის“ იმ ნაწილს წარმოადგენდა, რომელმაც 1991-92 წლებში  ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობა „ღირსების საქმედ“ მონათლა, გამსახურდიას ხელისუფლების დასამხობად ძმათამკვლელი ომი „ქართული სულის ამბოხად“ – ღირსების და ქართული ეთიკის  გადასარჩენად.

1992 წელს გაზეთში“დრონი“ გია ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა  სტატია სათაურით „რამ დაამარცხა გამსახურდიას რეჟიმი?“  ამ სტატიაში  საქართველოს დღევანდელი  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  ამართლებს საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობას სხვადასხვა მიზეზებით…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/g_zhorzholiani/

Posted in ოპოზიცია, პოლიტიკა, საქართველო-Georgia, სახელმწიფო გადატრიალება | Tagged: , | Leave a Comment »

პოლიტიკური პარტიების განცხადება საყდრისთან დაკავშირებით

Posted by iberiana on April 8, 2015

პოლიტიკური პარტიების ლიდერების საერთო განცხადება საყდრისთან დაკავშირებით

08.04.2015
დღეს საქართველო იმყოფება განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. ერთის მხრივ იგი მიისწრაფვის ცივილური მსოფლიოსკენ, მისი ღირებულებებისკენ, ხოლო მეორე მხრივ, თავისი ქმედებებით ამ ღირებულებებს და ფასეულობებს ანადგურებს.

ძალიან ხშირად საქართველოში სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას  ყურადღება არ ექცევა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არ ხდება საკითხისადმი სახელმწიფოებრივი აზროვნებით მიდგომა, რაც იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლებისთვის მთავარია არა ეროვნული, არამედ პირადი ინტერესები, იკვეთება კორუფციული სქემების ნიშნებიც, ხდება კერძო კომპანიების ლობირება, უხეშად ირღვევა კონსტიტუცია საზოგადოების სრული დუმილის ფონზე!

საკითხის ამგვარ გადაწყვეტას ეწირება ეროვნული ფასეულობები: თბილისის იერსახე და ლანდშაფტი, არქეოლოგიური და ბუნების  ძეგლები, საქართველოს ეკოლოგია, მოსახლეობის ჯანმრთელობა და კიდევ ბევრი რამ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია. ასეთი პოლიტიკის შედეგი და ლოგიკური გაგრძელებაა საყდრისის განადგურებაც.

საყდრისის დანგრევა ესაა დანაშაული ერის წინაშე. მთავრობას არ აქვს უფლება მოუსპოს საკუთარ ერს ისტორიული და კულტურული მეხსიერება. ხელისუფლება უნდა უზრუნველყოფდეს კანონის უზენაესობის პრინციპსაც!

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მივმართავთ ხელისუფლებას და მოვითხოვთ:

  • დაცულ იქნას სასამართლოს უზენაესობა და საქართველოს კონსტიტუცია!
  • განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები, რათა დაუყოვნებლივ შეწყდეს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის განადგურება!
  • დაუშვან არქეოლოგები საყდრისზე!
  • გამოძიებულ იქნას საყდრისის ნგრევის კანონიერება! შეწყდეს გარემოს დაბინძურება და ჩატარდეს ეკო აუდიტი! შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია საყდრისის შესახებ!

განცხადებას ხელს აწერს: ნინო გოგუაძე-თავისუფალი დემოკრატები;  გრგოლ ჯოჯუა-ქრისტიან-დემოკრატიული პარტია; ზაზა მგალობლიშვილი-სახალხო პარტია; მანანა ნაჭყებია-ახალი მემარჯვენეები; ზურაბ ღონღაძე-ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; პაატა ჩოხელი-ლეიბორისტული პარტია;  კობა მახაური-ქრისტიან-დემოკრატები;  ალექსანდრე შალამბერიძე-თვისუფალი საქართველო; ზურაბ ხარატიშვილი-სამოქალაქო ალიანსი-თვისუფლება;   ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი;  სერგო რატიანი-ნაციონალური მოძრაობა;  ლეილა ცომაია-ზვიად განმათვისუფლებელის პარტია:  იგორ ჩხეიძე-ეროვნული ხელისუფლების; დიმიტრი ლორთქიფანიძე ბურჯანაძე დემოკრატები.

Posted in 2015, ოპოზიცია, პოლიტიკა, საყდრისი | Tagged: | Leave a Comment »

კახნიაშვილი – კონსტიტუციის პრეამბულა საქართველოს დასაშლელად შეიცვალა?!

Posted by iberiana on March 16, 2015

avtandil_kakhniashviliავთანდილ კახნიაშვილი – თვითმმართველობის კოდექსის მიღებიდან ორპალატიან პარლამენტამდე

კონსტიტუციის პრეამბულა საქართველოს დასაშლელად შეიცვალა?!

გასული წლის დასაწყისში საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი იყო ე. წ. ადგილობრივი თვითმმათველობის კოდექსის პროექტისადმი. ტელევიზიებით, ძირითადად ყოფილი “მოქკავშირლები” და ნომენკლატურული ოპოზიციონერები, ხოლო ეთერს გარეთ (ძირითად, გაზეთებსა და ქუჩის აქციებში) “ეროვნული ძალები” აქტურობდენ და კოდექსიდან კატეგორიულად ითხოვდნენ იმ VII კარის ამოღებას, რომლითაც “მუნიცალიტეტთა რეგიონული გაერთიანების” შექმნა ოყო გათვალისწინებული.

აღნიშნული “ნოვაციით” საქართველოში ახალი ე.წ. ტერიტორიული ერთეულების შექმნაა გათვალისწინებული. მათ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოებიც ეყოლებათ და დანიშნული (თუნდაც, არჩეული) მმართველიც (რწმუნებულ-გუბერნატორი), რომლებიც კანონპროექტის ავტორთა აზრით, თითქოს მუნიპალიტეტების (რეგიონების) ინტერესების დამცველებად უნდა მოგვევლინონ (მუხლი 166.2), ფაქტობრივად კი, ალბათ, “მეზობელი” ან “მეგობარი” სახელმწიფოების ნებას გაატარებენ.

მესამე მხარის (“ვიღაც მესამის”!) ინტერესები კანონპროექტში ისე აშკარად იყო გამოხატული და იმდენად საგანგაშო ვითარება შეიქმნა, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ “ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასოდეს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ შესრულდეს”.

მიუხედავად საპატრიარქოს მკაფიო პოზიციისა (კარგი იქნებოდა დედა-ეკლესიას ასეთივე შემართებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების დაკანონება გაეპროეტესტებინა) “მეოცნებე” პოლიტიკოსთა ნაწილი დაჟინებით ცდილობდა მორიგი “რევოლუციური რეფორმა” ისევე ნაუცბათევად ჩაატარებინა, როგორ შევარდნაძე-სააკაშვილის გუნდმა ქართულ მიწასთან (სასამართლოებთან ან საპროცესო კანონმდებლობასთან) დაკავშირებით 1996-1998 წლებში მოახერხა და ქართულ სახელმწიფოს საფუძველი მოურყია. სამწუხაროდ, მცირეოდენი არაარსებითი ხასიათის ცვლილებებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი პარლამენტმა მაინც მიიღო…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/akakhniashvili/

Posted in 2015, კანონმდებლობა, ოპოზიცია, პოლიტიკა | Tagged: | Leave a Comment »

ედპ

Posted by iberiana on January 17, 2012

ლეილა ცომაია –  გია ჭანტურია და 2 სექტემბრის მიტინგის პოლიტიკური ანატომია

 პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დემოკრატიული მმართველობის პირობებში ოპოზიციას ეძლეოდა მიტინგების ჩატარების სრული თავისუფლება შეუზღუდავ ადგილებში და ხელისუფლების დამხობის მოწოდებების მიუხედავად, არც ერთი მიტინგი არ ირბეოდა. ერთადერთ გამონაკლისს, მხოლოდ 1991 წლის 2 სექტემბრის მიტინგის პროვოკაციული დარბევა წარმოადგენდა, რის გამოც პრეზიდენტმა აღშფოთება ვერ დამალა: 15 სექტემბრის უზენაესი საბჭოს სხდომაზე მან მღელვარედ განაცხადა: “როდესაც ამერიკის კონგრესის დელეგაცია ჩამოდის თბილისში. დრო, როდესაც მე მას ვხვდები… ამ დროს გაისმის სროლა რუსთაველის პროსპექტზე. რა ჰქონდა მიზნად დასახული ყოველივე ამის ჩამდენს და მომწყობს, გეკითხებით მე! მე მგონი დღესავით ნათელია, მეგობრებო, მზადდებოდა ცნობა ჩვენი ქვეყნისა მრავალი უცხო ქვეყნების მიერ, დელეგაციის ჩამოსვლა მისადაგებული იყო, სწორედ ამასთან და ეს უნდა ჩაშლილიყო. ნუთუ ამის მიხვედრა ასე ძნელია, მეგობრებო?!… მე მწარე სიმართლე უნდა ვთქვა: მილიციაში არის ჩვენდამი მტრულად განწყობილი ძალები… ეს იყო შეგნებულად მოწყობილი პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ ორივე მხრიდან, რომლებიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთი ცენტრიდან იმართებოდნენ და ერთი ავტორი ჰყავს ყოველივე ამას… ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა ზომები, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, ეს არის ჩვენი მოვალეობა… დღევანდელი სიტუაცია საქართველოში ძალიან მაგონებს 1918-21 წლების სიტუაციას… მაშინაც, მოსკოვს გადახვეწილი მოღალატე ქართველები მართავდნენ ყველაფერს, ისინი ქმნიდნენ აქ დასაყრდენ ჯგუფებს… მეორე ანექსიას ამზადებენ, მეგობრებო, მოსკოვში გადახვეწილი ჩვენი მოღალატე თანამემამულეები…”

http://iberiana2.wordpress.com/segm/edp/#2

Posted in ეროვნული მთავრობა, ოპოზიცია, პოლიტიკა | Leave a Comment »

КИЕВ.

Posted by iberiana on November 11, 2011

В Украине создают спецкомиссию по отлову коммунистических преступников

Украинские власти должны предусмотреть создание специального государственного органа, отвечающего за поиск и привлечение к уголовной ответственности за «коммунистические преступления» ещё живых военно-политических деятелей советской эпохи. Об этом в эксклюзивном интервью uainforg заявил исполнительный директор Международной комиссии по оценке преступлений советского и нацистского оккупационных режимов в Литве, историк Рональдас Рачинскас.

«Жертвы должны быть названы жертвами и память о них должна соответственно почитаться, — отметил Рачинскас. — Преступники должны бить названы преступниками, и забывать о преступлениях нельзя ни в коем случае»…

http://iberiana2.wordpress.com/v-mire/#6

Posted in მსოფლიო, ოპოზიცია, სიახლე | Leave a Comment »

ბიძინა ივანიშვილი

Posted by iberiana on November 5, 2011

ბანკირი ივანიშვილის მეტეორივით შემოჭრა პოლიტიკაში

ოქტომბრის თვე, საქართველოში ძლიერი პოლიტიკური მიწისძვრით აღინიშნა, რამაც შეაჯანჯღარა და მნიშვნელოვნად შეარყია კიდეც სააკაშვილის რეჟიმი.

საფრანგეთში მცხოვრები მილიარდელი ბიძინა ივანიშვილის მეტეორივით შემოჭრამ პოლიტიკურ სივრცეში უდავოდ შვა ის რეალური ალეტრნატივა, რომლის არარსებობა კატასტროფულად ანელებდა ამომრჩეველთა აქტივობას. ამგვარი ვითარება კი შესაძლებლობას აძლევდა სააკაშვილის დიქტატორულ რეჟიმს უფრო მაღალპროცენტულად გაეყალბებინა არჩევნები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ხვეწნა–მუდარამ –“ოღონდ, მოდით არჩევნებზე და თუ გინდათ, ყველანი გადაგვხაზეთო”, ვერ დაძრა ხალხი. ვერც დანამუსებამ –“თქვენი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეთო”, ვერ იმუშავა, რადგან ხალხს რეალური ლიდერი სჭირდებოდა. და, როგორც იქნა იგი გამოჩნდა და გაჩნდა იმედი და შესაძლებლობაც საძულველი ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლისა…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/ivanishvili/

Posted in ოპოზიცია, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

გამსახურდია. 19.10.93

Posted by iberiana on September 28, 2011

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, ოპოზიცია | Leave a Comment »

Россия движется к распаду

Posted by iberiana on July 18, 2011

  Россия движется к децентрализации и распаду

Новость на Newsland: Россия движется к децентрализации и распаду События, произошедшие в начале июля в уральской деревеньке Сагра наглядно показали, чем может обернуться преступное отсутствие национальной политики в современной России. Страна фактически оказалась на грани гражданской войны. Об этом говорится в совместном заявлении организации «Национальный союз» и объединения русских национальных организаций «Правая Лига», текст которого поступил в редакцию РИА «Новый Регион».

Как говорится в документе, сейчас по большому счёту под вопросом правомерность именования нынешней территории РФ – Россией. «Вроде бы есть всё для этого необходимое: история, территория, население, но нет одного – Государства…

https://iberiana.wordpress.com/ruseti/umiraet/#4

Posted in ოპოზიცია, რუსეთი-Russia, სიახლე | Leave a Comment »

თემურ ქორიძე- ოპოზიცია და ხელისუფლება

Posted by iberiana on January 30, 2011

Ambebi.Ge“ბურმა უნდა გვასწავლოს ბელტის ამოტრიალება?!.”

“ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს, ღირსების სასამართლოები იმართებოდა, რომელსაც შემდეგ დიდი ხმაური და შესაბამისად, შედეგიც მოჰყვებოდა ხოლმე”, – იგონებს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროინდელი უზენაესი საბჭოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თემურ ქორიძე და დღევანდელ ოპოზიციასაც ურჩევს, მსგავსი ორგანო ჩამოაყალიბოს… მისი თქმით, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, თუ ვინ უფრო ოსტატურად მოატყუებს საზოგადოებას, და იმედოვნებს, რომ ხალხი ამ “ვირტუალურ სამყაროში” დიდხანს არ იცხოვრებს.

მე ამქვეყნად იმდენი უბედურება მინახავს, მეგონა, აღარაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ არასდროს უნდა თქვა “არასდროს”… ვიცი, რომ შარშან საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ახალ სახეებთან და ახალ სახელებთან დაკავშირებით იმედები ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკოსებმა მსახიობებისა და შოუმენების ადგილი დაიკავეს. მთელი წლის განმავლობაში მათი მუშაობა სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობით შემოიფარგლა… ეს ცუდიც იყო და კარგიც. ცუდი იყო იმ თვალსაზრისით, რომ თავდაპირველად, მათ საზოგადოების გარკვეულ ფენებზე დემაგოგიური ზემოქმედება მოახდინეს, მაგრამ რაც მეტი ილაპარაკეს და იმოქმედეს, უფრო მეტი სიბინძურე “დაატრიალეს”. ახლა კი ყველაზე გულუბრყვილო მოქალაქემაც კი კარგად დაინახა და მიხვდა, თუ რა უსუსური და უნიათო ოპოზიცია გვყავს და რომ მისი ნდობა არ შეიძლება. სწორედ ამ თვალსაჩინოებისთვის იყო კარგი მათი აქტიურობა…

 https://iberiana.wordpress.com/iberiana/qoridze/

Posted in ეროვნული მოძრაობა, ოპოზიცია, პოლიტიკა | Leave a Comment »

კონსტიტუციით თამაში

Posted by iberiana on December 18, 2010

 დავით არაბიძე – კონსტიტუციით თამაში

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალი კონსტიტუცია უნდა მიეღო. ეს სახელმწიფოებრივ–სამართლებრივი აქტი ერის ინტერესების შესაბამისი იქნებოდა, რაც სრულიად მიუღებელი იყო კორუმპირებული ნომენკლატურისთვის. ყოფილმა პარტიულმა და სამეურნეო ფუნქციონერებმა, პრივილეგირებმა და კორუმპირებულმა ინტელიგენტებმა, კრიმინალურმა ელემენტებმა იგრძნეს რა რეალური საფრთხე ერის ხელში სრული ძალაუფლებისას გადასვლისა, 1991–1992 წლების დეკემბერ–იანვარში განახორციელეს ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება. სახელმწიფო ხელისუფლების უზურპატორმა, რეპრესიულ–ტერორისტულმა ორგანომ – ე.წ. სამხედრო საბჭომ საკუთარი დიქტატორული რეჟიმის დასაფარავად ჩაიდინა ერთ–ერთი უმძიმესი დანაშაული, ე.წ. სამხედრო საბჭომ 1992 წლის 21 თებერვალს აღდგენილად გამოაცხადა 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კონსტიტუცია. ე.წ. სამხედრო საბჭო არ იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების სამართალმემკვიდრე. მას, არც ხალხის ნდობის დემოკრატიული მანდატი გააჩნდა, მაგრამ სამშობლოს ღალატის მიზნით ე.წ. სამხედრო საბჭომ (თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი), ე.წ. დროებითი მთავრობის თავმჯდომარემ თენგიზ სიგუამ და ამ დანაშაულებრივ ქმედებაში მათმა თანამონაწილემ – 1990 წლის 30 სექტემბერს ვითომ არჩეულმა ე.წ. ეროვნულმა კონგრესმა (ირაკლი წერეთელი, გია ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირინა სარიშვილი) განახორციელეს “სამართლებრივი” ავანტურიზმი და 1921 წლის კონსტიტუცია აღდგენილად გამოაცხადეს.

https://iberiana.wordpress.com/ganmatavisuflebeli/arabidze/

Posted in ეროვნული მოძრაობა, ოპოზიცია, პოლიტიკა | Leave a Comment »

როგორ აქებდნენ სააკაშვილს

Posted by iberiana on June 19, 2010

ლევან ჯავახიშვილი – როგორ აქებდნენ სააკაშვილს მისი დღევანდელი ოპონენტები…

    საინტერესოა, სააკაშვილის ყველაზე აგრესიულად მაგინებელნი საიდან მოვიდნენ პოლიტიკაში, რა ურთიერთობა ჰქონდათ მანამდე სააკაშვილთან და ბევრი მათგანი მის კალთაში დაფრთიანებული პოლიტიკოსი ხომ არ არის, შემთხვევით?

     ეს ხალხი შანსს ხელიდან არ გაუშვებდა, „ქებათა-ქებაი სააკაშვილისაი“ რომ არ აღევლინა და მერე ყველა გზითა და საშუალებით ცდილობდნენ პრეზიდენტის პრესმდივნის, მისი ადმინისტრაციის გავლენიანი ფიგურებისა თუ მისივე უახლოესი გარემოცვის წყალობით, მას ეს ყველაფერი რომ წაეკითხა და ენახა.

   ეს ხალხი, რომელიც მონები იყვნენ და მონებად დარჩნენ, თავადვე ცდილობდა პატრონყმური იერარქიის დამკვიდრებას სააკაშვილის კარზე და დღეს, სხვისი ერთგულება აღიაზიანებთ. იმიტომ, რომ თავად არ აღმოაჩნდათ ერთგულების ნიჭი, იმიტომ, რომ მონები იყვნენ. მონა კი შეუძლებელია ერთგული იყოს, მონა – მონაა. ახლა, იმ ხალხის ნაწილი, ქვემოთ რომ გადაეყრებით, ახალ პატრონს ეძებს რუსეთში.

https://iberiana.wordpress.com/iberiana/oponentebi/

Posted in ოპოზიცია | Leave a Comment »

 
%d bloggers like this: