Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘საგანძური’ Category

ელენე კავლელაშვილი დავით გარეჯზე

Posted by iberiana on ნოემბერი 18, 2019

ხელოვნებათმცოდნე ელენე კავლელაშვილი დავით გარეჯზე

(ქალბატონ ელენეს პატრიარქის გადაწყვეტილებით სამთავროს მაყვლოვანში დაკრძალავენ)

ისტორიული ცნობები – დავით გარეჯი

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის მცველი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ელენე კავლელაშვილი.

ტვ “ობიექტივი”.  წამყვანი ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია

11.06.2019

იხ. აგრეთვე: თბილისის ომის დროს მთელი საგანძური საიდუმლოდ ისე გადავმალეთ, რომ მისთვის ვერავის მიეკვლია

Posted in 2019, ისტორია-History, კულტურული მემკვიდრეობა, საამაყო ქართველები, საგანძური, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

თომას შტოლნერი

Posted by iberiana on მაისი 8, 2014

გერმანელი პროფესორის ღია წერილი ქართველებს – გადაარჩინეთ თქვენი ისტორია!

7 მაისი, 2014

thomas-Stollner«გადავარჩინოთ საყდრისი»-ს ორგანიზაციის კომიტეტს

საყდრისის ოქროს მაღარო

პატივცემულო გადარჩენის კომიტეტის წევრებო,

დემოკრატია ეფუძნება ნდობას, სიტყვის თავისუფლებას, სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს და იმ ადამიანთა მონაწილეობას, რომელთაც შესაძლებლობა არ გააჩნიათ, საკუთარ მოთხოვნილებებს ფულით მიაღწიონ. სამართლიანი საზოგადოების მიღწევის გზა, ყოველთვის იოლი არაა. ის, რომ საყდრისის პრეისტორიული ოქროს მაღარო საზოგადოებრივ პროტესტს და მისი ხელყოფა წინააღმდეგობას იწვევს, ქართული არქეოლოგიის და თქვენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია! თქვენი ადგილზე საქმიანობის უდიდესი პატივისცემა მაქვს! ეს გაბედული ბრძოლაა!

ნება მიბოძეთ ჩემი პოზიციის ფორმულირება გავაკეთო: მე და ჩემს ჯგუფს გვსურს წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობა გადარჩეს და მისი კულტურული თვითმყოფადობა არ დაზიანდეს. საყდრისი თქვენი ქვეყნის ძეგლია და მას უფრო შორს მიმავალი მნიშვნელობა აქვს. მჯერა, რომ მოცემულ მომენტში არამარტო ის უნდა იქნას მიღწეული, რომ თავად ძეგლი გადარჩეს, არამედ მასთან დაკავშირებული ისტორიაც. ეს თქვენი ისტორიაა, რომლის წართმევაც არ უნდა დაუშვათ. ამიტომ საჭიროა, რომ აღიარებულ იქნას ის სამეცნიერო დასკვნები, რომლებსაც ჩვენ ათწლიანი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ, და ეს მათ მიერაც კი, ვინც ეკონომიკურ ინტერესებს წინ სწევს.

საზოგადოებამ ცალკეულ შემთხვევაში, ასევე საყდრისის შემთხვევაში, უნდა ასწონოს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ეკონომიკურ ინტერესებს ენიჭება თუ საზოგადოებრივს. მხოლოდ მაშინ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება შესაძლებელი, ძეგლი გაიწირება თუ არა.

მე წინანდებურად მზად ვარ წვლილი შევიტანო საყდრისის საკითხის გარშემო სამეცნიერო გარკვევაში, მაგრამ ასევე მზად ვარ, ვიზრუნო ინტერესების დასაბალანსებლად. ის, რომ კომისიაში სამუშაოდ მოწვეული არ ვიყავი, ჩემი აზრით, ლოგიკურია, კომისია ხომ დამოუკიდებელი უნდა იყოს. მაგრამ ის ასევე დამოუკიდებელი უნდა იყოს და მისი შედეგები სრული სახით დამოუკიდებელ პრესას უნდა წარედგინოს. ფირმა RGM Gold-ს მათი მოწვევის საპასუხოდ მივწერე, რომ მზად ვარ ნებისმიერი მონიტორინგის ორგანიზებისათვის, რომელიც ამ ადგილის არამატერიალური და მატერიალური მემკვიდრეობის უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს. ამას აქ საჯაროდ ვიმეორებ!

მაგრამ ფირმა RGM Gold-ს ასევე ვთხოვ, ჩვენი სამეცნიერო შედეგების აღიარებისათვის ღია და სამართლიანი დისკუსია უზრუნველყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანამშრომლობისათვის ხელები მაქვს შეკრული და ამას სამართლიანი და თავისუფალი მეცნიერების კონტექსტით ვერ გავამართლებ.

როგორც ვთქვი, ნდობა არა მარტო უკეთესი საზოგადოების საფუძველია, არამედ ის ასევე ყოველი საზოგადოების ბედნიერი თანაცხოვრების საყრდენია.

გთხოვთ, ეს შეგნებულად გერმანულად დაწერილი სტრიქონები ქართულად თარგმნოთ და ორივე ვერსია გაასაჯაროოთ, რომ მისი ნამდვილობის შემოწმება ყველამ შესძლოს.

ურთიერთგაგების ხიდების აშენება იქნებ ძალიან გვიანი არაა!

ჩემი საუკეთესო სურვილებით,
პატივისცემით

თომას შტოლნერი
ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კვლევების განყოფილების ხელმძღვანელი, ბოხუმის გერმანული სამთო მუზეუმი

Herzlichen Dank und Didi Madloba!
Sakdrisis Gaumajos!

http://www.ttimes.ge/archives/19737

Posted in 2014, საგანძური, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

დაპირისპირება კაზრეთში

Posted by iberiana on მარტი 24, 2014

დაპირისპირება კაზრეთში მომიტინგეებსა და “RMG Gold”-ის დაცვის თანამშრომლებს შორის. 22 მაისი, 2014

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/#14

Posted in 2014, საგანძური, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

მეტალურგიის სათავეებთან

Posted by iberiana on იანვარი 16, 2014

მიშა მეფარიშვილი – დისკუსია საყდრისის მნიშვნელობისა და მომავლის შესახებ

15 იანვარს კლუბში “ფრონტლაინ საქართველო” გაიმართა დისკუსია სახელწოდებით “მეტალურგიის სათავეებთან, საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს წარსული და მომავალი’.

 დისკუსიაზე, რომელსაც არქეოლოგი გიორგი მინდიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწავენ ალტერნატივას” აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე ესწრებოდნენ, ისაუბრეს საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/

 

Posted in 2013, არქეოლოგია, საგანძური, საყდრისი, სიახლე | Leave a Comment »

გატანილი საგანძური

Posted by iberiana on აპრილი 11, 2013

ნინო მიქიაშვილი – საქართველოდან გატანილი საგანძურის ჩამონათვალი

http://iberiana2.files.wordpress.com/2013/04/lomi_1.jpgჩვენს მუზეუმებში დაცული ფასდაუდებელი ეროვნული საგანძური და სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატები – ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, სარდიონის, თიხის, აქატის, გიშრის ნივთები; რეისდალის, კრანახის, ახვლედიანის ნამუშევრები და ფიროსმანის ათეულობით ტილო როგორ ატარეს ერთი ქვეყნიდან მეორეში, ამ სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ…

მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ჩვენთვის არ მოუწოდებია საქართველოდან უცხოეთში გასული და უკან დაბრუნებული, საქართველოს მუზეუმებსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექსპონატების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩამონათვალი, მაგრამ მოგვაწოდა გარკვეული დოკუმენტები. ამასთან, არც გამოფენებისა და ქვეყნების სია გადმოუციათ.

ვრცელ, 293-გვერდიან დანართში არ არის ერთი ფურცელიც კი, რომელშიც წერია, რომ ქვეყნიდან გატანილი ექსპონატის უკან დაბრუნება მოხდა ამა და ამ წლის ამა და ამ რიცხვში, რომ ექსპონატის მდგომარეობა და ნამდვილობა შემოწმდა სპეციალისტების, ან რაიმე კომისიის მიერ. გამომდინარე აქედან, ესა თუ ის ექსპონატი როდის და როგორ მდგომარეობაში დაბრუნდა უცხოეთიდან, ამ მასალაში ვერ წაიკითხავთ.

ამასთან, 2004 წელს სად, რომელ გამოფენასა და რომელ ქვეყანაში რა გაიტანეს, ამაზე სამინისტროდან არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ 293-გვერდიანი დანართი სრულად არ ასახავს საქართველოდან გატანილი საგანძურისა და სხვა ექსპონატების ჩამონათვალს…

სრულად: http://iberiana2.wordpress.com/georgia/mikiashvili/

Posted in კულტურა, საგანძური, საქართველო-Georgia | Leave a Comment »