Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘სამხედრო გადატრიალება’ Category

26 წლის წინ

Posted by iberiana on დეკემბერი 22, 2017

25396080_10210852074127007_8914483841119519526_n[1]
ზუსტად 26 წლის წინ თბილისში დამოუკიდებელი საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას ქვემეხები დაუშინეს

1. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ცდილობენ გააყალბონ ისტორია სხვადასხვა ტერმინებით, როგორიცაა მაგ. „სამოქალაქო ომი“ ან „გამსახურდიას შეცდომებმა ერი შუაზე გაყო“, რეალურად ამბოხებას ქონდა ორი ძირითადი მიზეზი:

– საგარეო (გადამწყვეტი) ფაქტორი: გამსახურდიამ უარი თქვა ელცინის ულტიმატუმზე: 22 დეკემბერს ალმა-ატაში ხელი მოეწერა დსთ-ს დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე. რუსეთის მიერ მართულ პროცესს ჰქონდა სრული, უპირობო და ურცხვი მხარდაჭერა აშშ-სა და ევროპის მხრიდან;

– საშინაო ფაქტორი: გამსახურდია არ აღიარებდა წითელი ელიტის არცერთი პრივილეგირებულ ჯგუფის განსაკუთრებულ უფლებებს თანამდებობებზე, სახელმწიფო ქონებაზე, ბიუჯეტის ფლანგვაზე, „ვოლგებზე“, „პაეზდკებზე“, „დაჩებზე“ და ა.შ. ამ მიზეზით დაუპირისპირდნენ მას რაიკომის მდივნები, წითელი ინტელიგენცია და წითელი დირექტორები, კანონიერი ქურდები და მხედრიონი;

2. სამხედრო გადატრიალების შედეგი იყო არა მხოლოდ გამსახურდიას განდევნა, არამედ ქართული სახელმწიფოს თანმიმდევრული ნგრევა, რაც დღემდე გრძელდება, მ.შ:

– კანონიერების, სამართლიანობის, კონსტიტუციის უზენაესობის როგორც პრინციპის უგულებელყოფა;
– სახელმწიფო სტრუქტურები ხელში ჩაიგდო პრივილეგირებულმა ელიტამ, რომლებიც ინარჩუნებდენ და ინარჩუნებენ გავლენას შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის რეჟიმის პირობებში;

– საქართველომ დაკარგა კონტროლი ჯერ ცხინვალის რეგიონში, შემდეგ – აფხაზეთზე;

– ათობით მილიარდის ღირებულების სახელმწიფო ქონება კაპიკებში (კუპონებში) ხელში ჩაიგდო რამოდენიმე ათეულმა ოჯახმა (როგორც ახლა იტყვიან წარმატებულმა ბიზნესმენებმა);

– 1990-91 წლების შემდეგ აღარ ჩატარებულა არჩევნები სადაც გადამწყვეტი არ იქნებოდა ფული და ადმინისტრაციული რესურსები;

– 1992-1995 წლებში ჩატარდა უმაგალითო მასშტაბის მხეცური რეპრესიები, მომიტინგეთა ადგილზე დახვრეტები თბილისში, მთლიანი სოფლების გადაწვა სამეგრელოში, ცოცხალი ადამიანისთვის ხელის მოკვეთა ხობში და ა.შ. (ამ ფაქტების დიდი ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია);

3. სამხედრო გადატრიალების თემა დღემდე ტაბუირებულია მმართველი ელიტის და ე.წ. „ცენტრალური“ არხების თუ „სამოქალაქო“ სექტორის მიერ;

არ ჩატარებულა სამხედრო გადატრიალების გამოძიება არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში (ბოლო 2 მთავრობას/ პროკურატურას მივმართე პირადად, წერილობით, კანონით გათვალისწინებული ფორმალობების დაცვით, შესაბამისად 2007 და 2013 წლებში).

4. იმ პირობებში როდესაც ყველა მოროდიორი, რომელიც ესროდა თბილისს და სამეგრელოს ატარებს „ვეტერანის“ საპატიო მოწმობას, დღემდე არ არის აღიარებული ფიცის ერთგული გვარდიელების სტატუსი: არ არსებობს თბილისის და სამეგრელოს დაცვისას ბრძოლაში დაღუპულთა არცერთი მემორიალი (სოციალურ გარანტიებზე საუბარიც ზედმეტია);

5. მიმაჩნია, რომ როგორც 1921 წლის 25 თებერვლის შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადება, ასევე შეუძლებელია 1991 წლის 22 დეკემბრის სწორი შეფასების გარეშე თანამედროვე, დამოუკიდებელი, ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

კახა კუკავა

22.12.2017

Advertisements

Posted in 1991, პოლიტიკა, სამხედრო გადატრიალება | Tagged: , | Leave a Comment »

“ოცნებების სასაკლაო”

Posted by iberiana on ოქტომბერი 7, 2016

“ოცნებების სასაკლაო” – მეტეხის ხიდზე მომხდარი დანაშაულის მოწმეები დუმილს არღვევენ

სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკა წამალაშვილის ჟურნალისტური კვლევა-ფილმი “ოცნებების სასაკლაო”, რომელიც 1992 წლის 6 იანვარს მომხდარი ერთი ტრაგიკული ეპიზოდის შესახებ გვიყვება. ამ კონკრეტულ ამბავს 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

“1992 წლის იანვარში, თბილისში, კრიმინალები დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას ამხობდნენ. 6 იანვარს, გამთენიისას, პრეზიდენტმა გამსახურდიამ პარლამენტის ალყაშემორტმული შენობის დატოვება გადაწყვიტა. იმ ტრაგიკულ დილას პრეზიდენტს და მის კოლონას რამდენიმე ადგილას გაუხსნეს ცეცხლი. უმძიმესი იყო პრეზიდენტის კოლონაში შემავალი ავტობუსის დაცხრილვის ფაქტი მეტეხის ხიდზე. იქ მოკლულების შესახებ ცნობები დამალეს. ადამიანთა მცირე ჯგუფი თბილისის საავადმყოფოებსა და მორგებში ცდილობდა დაჭრილებისა და მოკლულების მიგნებას” – მოგვითხორობს ეკა წამალაშვილი ფილმში.

როგორც ეკა წამალაშვილმა INFONET-ს უთხრა, სწორედ იმ ტრაგიკულ დილას გადაუმოწმებელი ინფორმაციით, 1992 წლის 6 იანვარს მეტეხის ხიდზე მოკლულებში იყვნენ: 36 წლის თამაზ კაკულია, 43 წლის კოტე კურდღელია, 25 წლის ემზარ ლომთაძე, 32 წლის სერგი ინასარიძე, 40 წლის ნოდარ პაპიაშვილი, გელა გელაშვილი, ვახტანგ თორდია, ვალიკო ყავლაშვილი და კიდევ 4 უცნობი პირი.

გავიდა ლამის 25 წელი, ეკა წამალაშვილს ფილმში „ოცნებების სასაკლაო“ მეტეხის ხიდზე დახვრეტილი ავტობუსის მძღოლი, მისი მგზავრები და პრეზიდენტის კოლონის გამცილებელი – საჯაროდ პირველად ყვებიან ყველაფერს..

თუ გაინტერესებთ ვინ ესროლა ავტობუსს, რომლითაც დეპუტატები და ზვიად გამსახურდიას სხვა მომხრეები თბილისს ტოვებდნენ, უყურეთ ამ ძალიან საინტერესო ფილმს, რომლის წარდგენასაც ავტორის განმარტებით დავასრულებთ:

„ამ ფილმით მე მინდოდა ჩემი წილი ბოდიში მეთქვა 1992 წლის 6 იანვარს მეტეხის ხიდზე დახვრეტილი ავტობუსის სოხუმელი მძღოლისთვის იური გაგუასთვის, 24 ნატყვიარს რომ ატარებს, ერთი ფილტვით რომ დარჩა და არც ერთი ხელისუფლებისგან დახმარება არ მიუღია! უზენაესი საბჭოს დეპუტატებისთვის, ასევე სოხუმელებისთვის : რეზო კემულარიასთვის და ვლადიმერ მირცხულავასთვის, მათთან ერთად ნემო ბურჭულაძისთვის და სხვებისთვის… იქ მოკლულ თამაზ კაკულიასთვის (ისიც სოხუმიდან იყო), სერგი ინასარიძისთვის და სხვებისთვის. იქ დაჭრილებისთვის, იმ დახვრეტილი ავტობუსის გამცილებლისა და დამცველისთვის, პრეზიდენტ გამსახურდიას კომენდანტ გოჩა ბახიასთვის (ასევე სოხუმიდან) და კიდევ ბევრისთვის…

ბოდიში, რომ არ მოვიკითხეთ და დავივიწყეთ დიდი დანაშაული, რომლის მსხვერპლიც ყველა ვართ. პირველ რიგში და განსაკუთრებით კი თქვენ.

ბოდიში, რომ ჩვენ ვუშვებთ ამის ჩამდენებმა “ღირსებაზე” და “სამართლიანობაზე” გველაპარაკონ და “ჰეროკრატია” გვიჩვენონ.“

http://infonet.ge/?lang=geo&read=2105

Posted in 1992, 2016, ეროვნული მთავრობა, სამხედრო გადატრიალება | Tagged: , | Leave a Comment »

შადიმანებო, კაენის ცოდვა არ მოგასვენებთ!

Posted by iberiana on იანვარი 26, 2016

majlajunebi

შადიმანებო, კაენის ცოდვა არ მოგასვენებთ!

ჯაბა იოსელიანი: ”სამი განზომილება” გვ.360 – ”ზვიად გამსახურდიასთან ბრძოლისთვის შექმნილ “საგანგებო კომიტეტის” შემადგენლობისთვის რასაკვირველია გამოვრიცხე საბჭოთა ნომენკლატურული მოდელი. წევრებად შევიყვანე: გია ჭანტურია, გოგა ხაინდრავა, გია ჟორჟოლიანი, მთავრობის სახლთან დახეიბრებული ინტელექტუალი, ყოფილი გვარდეილი კახა გველესიანი, დავით მაღრაძე, ძალოვანი სტრუქტურის მინისტრები: გია ყარყარაშვილი, ავთნდილ იოსელიანი, ირაკლი ბათიაშვილი, შევარდნაძის აპარატის ხელმძღვანელი ვაჟა ლორთქიფანიძე. თბილისში გამოვაცხადეთ კომენდანტის საათი. კომენდანტად დავნიშნე ზაზა ჩაჩუა……
– მიხარია, რომ ბიჭები აქტიურობენ. გია ჭანტურია კისრულობს ედპ–ს 200 კაციანი რაზმის შეკრება და დასავლეთ საქართველოში გაგზავნას, ოღონდ იარაღს თხოულობს გია ჭანტურია კითხავს ზვიადისტებს, არის ფეხებში სროლა და დაჭრებიც…
– ინტელიგენციაში ფულს აგროვებს იარაღისა და სხვა დანიშნულებისათვის დავით მაღრაძე.
– სამაჩაბლოს გმირებს –მინდიაშვილებს თბილისში რესტორან “ქალაქურში” დამაძინებელს უყრიან ჭიქაში და შემდეგ მათ ცხინვალთან ოსები ხეზე მიბმულებს წვავენ… გოგა ხაინდრავა მიდის, უღებს სურათებს, (ოსებმა როგორ მიუშვეს?!) აგზავნის საზღვარგარეთ თითქოს ქართველებმა ოსები ცოცხლად დაწვეს… შემდეგ გია ჭანტურია, ბუკოვსკი, აირიკიანი, სარიშვილი ,გუდავები.….. პრაღის დისიდენტთა კონფერენციაზე მოსკოვის კგბს, შევარდნაძის დავალებით რეზოლუციაში აწერინებენ: “ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს, ავიწროებენ ეროვნულ უმცირესობებს”.
– სამაჩაბლოს გმირს- გოგია გაბროშვილს (მასზე ოსებს 6კგ. ოქრო და 1 მლ.რუბლი ჰქონდათ გამოყოფილი!) ხაინდრავას “დევიატკა” მეტეხთან ხვრეტს (ჯაბა იოსელიანი -“სამი განზომილება” გვ.361).

და სახელმწიფო დამნაშავეს, ქართველთა მკვლელს- ტ.კულუმბეგოვს ციხიდან ათავისუფლებენ პუტჩისტები! ცოდვა არ მოგასვენებთ!

წმ. ილია მართალის მკვლელი- ორჯონიკიძე-მახარაძე-ბერბიჭაშვილი..

პრეზიდენტ ზვიადი გამსახურდიას მკვლელი- შევარდნაძე-ელცინი-“ალფა”..

გოგია-გოგიას მკვლელი-” ……? ”..

სიგმუნდ ვოლტეტერი

26 იანვარი, 2016

Posted in 1992, სამხედრო გადატრიალება, საქართველო-Georgia | Tagged: , , | 2 Comments »

24 წლის წინ

Posted by iberiana on დეკემბერი 21, 2015

12359849_1031085340268159_7897036167347057839_n[1]

24 წლის წინ, დღევანდელ დღეს, 1991 წლის 21 დეკემბერს რუსთაველზე, მთავრობის სახლის წინ სასიკვდილოდ გამზადებულ საქართველოს ვუთევდით ღამეს…
გათენდა ავადსახსენებელი 22 დეკემბერი, ავის და უბედურების მომასწავებელი წინათგრძნობა მქონდა და აქჰა, დაიქუხა ზარბაზანმა ქაშუეთის ეზოდან, გულში სასიკვდილოდ დაჭრეს იმ დილით საქართველო… ხელდასმაც ჰქონდათ და კურთხევაც საქართველოს მკვლელებს…

მეტის გახსენება აღარ ძალმიძს!

თბილისის ელიტარული სასაფლაოები – პანთეონები უნდა გაიწმინდოს პუტჩისტების ნარჩენებისაგან, სულ ერთია ვინ იქნება, მსახიობი, მეცნიერი, მწერალი თუ მოძღვარი…

თუ ეს არ მოხდა, მაშინ უზნეობა და უსამართლობა დაალპობს ისედაც საიკვდილო სარეცელზე შეგდებულ საქართველოს…

ძნელია ტკივილის გარეშე წაიკითხო ეს სიტყვები და ასჯერ უფრო მძიმე, როდესაც თვითშეესწარი ყოველივე ამას!
იმ ხანებში იმდენჯერ მოგვკლეს, რამდენჯერაც ჭურვები თუ ტყვიები ეხლებოდა მთავრობის სასახლეს…
ყველა იქ ეროვნული ხელისუფლების ჭირისუფლად მდგომი გმირია, გარდაცვლილები კი წმინდა ზვარაკი სამშობლოს საკურთხეველზე თავისი ნებით ასულნი!

განისვენეთ დებო და ძმებო, ჩვენ აქ ცოცხლდ დარჩენილები თქვენს ხვედრს შემოვნატრით, რამეთუ არ უცქერთ სამშობლოს განადგურებას ამ 23 წლის მანძილზედ!

სიგმუნდ ვოლტეტერი

დიუსელდორფი,  გერმანია. 2015 წლის 21 დეკემბერი.

Posted in 2015, ეროვნული მოძრაობა, სამხედრო გადატრიალება | Tagged: | Leave a Comment »

თბილისის ომი 30.12.1991

Posted by iberiana on დეკემბერი 22, 2013

სამხედრო გადატრიალების დროს გადაღებული კადრები. 30.12.1991

Posted in 1991, 1992, საამაყო ქართველები, სამხედრო გადატრიალება | Leave a Comment »