Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘საქართველო-Georgia’ Category

ეკონომისტ ერიკ რეინერტის რჩევები

Posted by iberiana on მარტი 22, 2020

ინტერვიუ ეკონომისტ ერიკ რეინერტთან 

„როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად?“

გადაცემა “42° პარალელი”, წამყვანი და ავტორი გიორგი გვიმრაძე

“მეც პატარა სახელმწიფოდან ვარ, ნორვეგიიდან, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით იგივეა. მთავარი ამოცანა განვითარების მისაღწევად არის ის, რომ  დაამატოთ ღირებულება მოპოვებულ ბუნებრივ რესურსებს.

თქვენ გაქვთ მანგანუმის დიდი რეზერვები, რასაც ადრე გამოიყენებდით ფოლადის წარმოებაში. ეს არის სწორედ ღირებულების დამატება ბუნებრივი წიაღისეულისათვის. როცა დაუმუშავებულ პროდუქტს კი არ  აგზავნით საზღვარგარეთ, არამედ იყენებთ სხვა რამის წარმოებაში და შემდგომ აგზავნით ექსპორტზე..

თქვენ გაქვთ მაღალი ხარისხის და დიდი თიხის მარაგები. თხისგან თქვენ შეგიძლიათ მრავალი რამ აწაროოთ, მაგალითად კაფელი. კაფელის წარმოების ტექნოლოგია შეგიძლიათ იყიდოთ იტალიაში. თუ თქვენ შექმნით ისეთ სახელმწიფო სქემებს, როგორიც ჰქონდა ფინეთს, თქვენ შეიძლება გახდეთ კაფელის მწარმოებელი ქვეყანა, ეს შეიძლება მოხდეს იტალიურ კომპანიასთან ერთად ერთობლივი საწარმოს დაფუძნებით ან უბრალოდ წარმოების ტექნოლოგიის შეძენით.

ეს რაც ეხება ადგილზე ნედლეულის გამოყენებას.

მეორე, ჩახედეთ  თქვენი იმპორტის სტატისტიკას, რის იმპორტს ეწევით? შემდეგ კი დაფიქრდით იმაზე, თუ  რისი წარმოება შეგიძლიათ ადგილზე, რასაც არ დასჭირდება სერიოზული ჩარევა, არ იქნება ორიენტირებული დიდ მაშტაბებზე  და ტექნიკურად  რთული საწარმოებელი არ იქნება…

თუ სამუშაო ადგილებს მხოლოდ თბილისში შექმნით, მაშინ თქვენ დაკარგავთ მეტ მოსახლეობას, ისინი დატოვებენ ქვეყანას…

თქვენ გაქვთ შესანიშნავი სამზარეულო, და თუ დაამატებთ ადგილობრივ მაღალი ხარისხის ქათმის წარმოებას, ეს ბევრ სამუშაო ადგილს შექმნის თქვენს ქვეყანაში…

აუცილებელია გქონდეთ სწორი ეკონომიკური ხედვები…

დეინდუსტრიალიზაციას თან სდევს დეპოპულაცია, ანუ მასობრივი ემიგრაცია… ამის შეჩერების საუკეთესო გზა არის ინდუსტრიალიზაცია. მხოლოდ განათლებაზე ზრუნვა არ იქნება საკმარისი. განათლებაში ინვესტიციით ვერ შეაჩერებთ ამ პროცესს. პირიქით, ინდუსტრიალიზაციის გარეშე თქვენ უბიძგებთ ადამიანებს მიგრაციისაკენ…”

Posted in 2020, ეკონომიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

Posted by iberiana on მარტი 21, 2020

prezidenti

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

– ჩემო თანამემამულეებო,
დღეს საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას.
მდგომარეობა მძიმეა და მის კიდევ უფრო დამძიმებას უნდა ველოდოთ. ჯერ არ ჩანს დაავადების განკურნების საშუალებები. ჩვენს ხელში მხოლოდ პრევენციაა.
გასულ დღეებში ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად დროულად, ეფექტიანად და უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მოეკიდა ამ გამოწვევას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ლუგარის ცენტრი და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა. მათ მიერ გაცემული პროფესიონალური რჩევების საფუძველზე და, ასევე, დროული და ეფექტიანი რეაგირებით სახელმწიფო უწყებებმა შეძლეს და ჩვენს მოსახლეობაში პირველ ეტაპზე შეაკავეს ვირუსის შემოჭრის ტემპი და მასშტაბი.
მათი ერთობლივი დამსახურებაა ის, რომ დღეისათვის საქართველოში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ჯერ კიდევ ათეულების ფარგლებშია.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ეპიდემიის პირველი ტალღის შეკავება მოვახერხეთ. ამით შეიძლება ვიამაყოთ, რამეთუ ეს არის ჩვენი საზოგადოების, სახელმწიფო უწყებებისა და ჯანდაცვის სისტემის ერთობლივი მიღწევა.
ეს პირველი წარმატება გამარჯვებად უნდა ვაქციოთ.
ეპიდემიის თვისებიდან გამომდინარე, მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს.
ამ ახალ ბრძოლას სჭირდება ახალი იარაღი.
ამიტომ, ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზაობის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება – ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და მოსალოდნელი საფრთხის შემცირება – პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გამოვცემ დეკრეტს, რომლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის: გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები; საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა.
ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები.
საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 21 აპრილამდე.
ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვები შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარეობს.
შეზღუდვების დაწესებისას მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნა ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და არ იქნა შეზღუდული არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლებები, რათა მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და საზოგადოების ინფორმირება.
ასევე, დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის არც სრული კარანტინი, არც კომენდანტის საათის გამოცხადება.
ამ ბრძოლის ახალ ეტაპზე მოქალაქეების პასუხისმგებლობა და თვითშეგნება აუცილებელია საგანგებო რეჟიმის წარმატებისთვის და განაპირობებს იმას, რომ შემდეგ ეტაპზე არ დაგვჭირდეს ამ რეჟიმის გამკაცრება.
ყველა მოქალაქეს ვთხოვ, მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენას, მაქსიმალურ სიფრთხილეს და სოციალური დისტანცირების ნორმების შენარჩუნებას.
მჯერა, რომ გავიმარჯვებთ ერთიანობით და თვითშეგნებით.
***
logo-(1)[1]

Read the rest of this entry »

Posted in 2020, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

პრემიერ გახარიას ბრიფინგი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით

Posted by iberiana on მარტი 21, 2020

 

Posted in საქართველო-Georgia | Leave a Comment »

პრეზიდენტმა ექიმი და მეცნიერი თენგიზ ცერცვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

Posted by iberiana on მარტი 18, 2020

tsertsvadze

პრეზიდენტმა ექიმი და მეცნიერი თენგიზ ცერცვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

სახელმწიფო ჯილდო თენგიზ ცერცვაძეს სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თენგიზ ცერცვაძის საიუბილეო საღამოზე გადასცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა:

,,ბატონო თენგიზ, თქვენი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე უზარმაზარია. თქვენ დაბადებული ხართ ექიმად. თქვენს მსგავსად ბევრი ქართველი იბადება ექიმად და ბევრ წარმატებას აღწევს, რადგან მე ღრმად მჯერა, რომ საქართველო რჩება მედეას ქვეყნად, ქვეყნად, რომელიც გენეტიკურად მიდრეკილია ექიმობისა და მეცნიერებისკენ. თქვენ ამის ნათელი მაგალითი ხართ. თქვენ, თქვენი მოღვაწეობით მსოფლიოს ორი, ძალიან მძიმე დაავადება დაამარცხეთ. ეს ძალიან დიდი მიღწევა და გამარჯვებაა მსოფლიოსა და ჩვენი პატარა ქვეყნისათვის.

მინდა მივმართო საზოგადოებას და მიმაჩნია, რომ საზოგადოების მხრიდან თქვენთვის ყველაზე დიდი მადლობის გამოხატულება იქნება ის, რომ ეს გზა ბოლომდე გავიაროთ – ჰეპატიტის დამარცხებამდე.

ეს ნიშნავს იმას, რომ ყველამ გაიაროს ტესტირება და ჩაატაროს მკურნალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უფასოდაა შესაძლებელი.
ნუ გავუშვებთ ამ არაჩვეულებრივ შანსს ხელიდან და ნუ ვიტყვით მასზე უარს! ეს იქნება ჩემი თხოვნა და დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს.

ბატონო თენგიზ, თქვენ ხართ ის, რაც დღეს ამ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება – მაგალითი. მაგალითი, არა მხოლოდ მეცნიერების და პროფესიული წარმატების, რაც თავისთავად ძალიან დიდი რამაა, არამედ, მაგალითი ადამიანობის, ღირსების, მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გაატარო შენი ცხოვრება, აიღო ინიციატივა, (რაც ზოგჯერ ასე გვიჭირს) იყო მასზე პასუხისმგებელი და ბოლომდე მიიყვანო დაწყებული საქმე. ეს არის ალბათ ის, რაც ჩვენ ახალგაზრდობას, ჩვენ ზოგჯერ უიმედო საზოგადოებას ყველაზე უფრო სჭირდება. ძალიან დიდი მადლობა ამ მაგალითისათვის.

დღეს, როცა თქვენ გიყურებთ, თქვენში ვხედავთ ახალ წარმატებებს და გვეძლევა ახალი იმედი იმისა, რომ ეს პატარა ქვეყანა მართლაც ძალიან ძლიერია, შეუძლია იყოს ძალიან ნიჭიერი და ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწიოს”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

თენგიზ ცერცვაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსათვის და აღნიშნა, რომ მისთვის ეს დაფასება უდიდესი პატივია.

,,მინდა დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ თქვენი ამ უმაღლეს პოსტზე მუშაობის შედარებით მცირე პერიოდში მოახერხეთ, რომ ძალიან დამაჯერებლად გეჩვენებინათ, თუ როგორი წარმატებული შეიძლება იყოს პრეზიდენტის მისია საპარლამენტო რესპუბლიკაში. ეს ყველაფერი თქვენი გამოცდილებისა და უდიდესი ავტორიტეტის და ძალიან მაღალი პოლიტიკური კლასის დამსახურებაა.

ჩვენ ყველას გვინდა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად ჩადგეს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების რიგებში”, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
7.03.2020

Posted in 2020, გამოჩენილი ქართველები, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები

Posted by iberiana on მარტი 16, 2020

korona

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

1. 18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის;

2. დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები;

3. კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა;

4. მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი;

5. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის.

საბჭოს სხდომაზე მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და საჭიროების შემთხვევაში კლინიკების მზადყოფნის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 33 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 637 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – 54 პირი.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, ხშირად დაიბანონ ხელი, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, არ იმოგზაურონ საზღვარგარეთ და რისკის ზონაში მოხვედრის შემთხვევაში, მკაცრად დაიცვან თვითიზოლაციის წესები…

Posted in 2020, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მიმართვა

Posted by iberiana on მარტი 13, 2020

tsotne

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მიმართვა

გთავაზობთ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მიმართვა, რომელიც მან თავის ფეისბუკგვერდზე გაავრცელა.

„მოგმართავთ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, აღმსარებლობისა, ასაკისა და სქესისა!

გთხოვთ გამოიჩინოთ თანადგომა, რათა ვიხსნათ ცოტნე გამსახურდია ფატალური შედეგისაგან ან სამუდამო დაინვალიდებისაგან. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მესამე თვე სრულდება სტამბულის აჩი ბადენის კლინიკაში მოთავსებიდან . შედეგი თითქმის უმნიშვნელოა. ეს კლინიკა არ არის ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის მაპროფირებელი. ეს გახლავთ ჩვეულებრივი, ონკოლოგიაზე ორიენტირებული სამოქალაქო საავადმყოფო, რომელიც უძლურია მსგავსი ავადმყოფების მიმართ ჩაატაროს მკურნალობის ის მეთოდები, რომელიც ცოტნეს მდგომარეობას დიამეტრალურად შეცვლიდა.

ჩემთვის ცნობილი არ იყო თბილისიდან გამომგზავრებისას, თუ რომელ კლინიკაში გადაგვყავდა ცოტნე. ორიენტაცია აღებული მქონდა თურქეთის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჰოსპიტალზე ან ამერიკის სამხედრო აკადემიის ჰოსპიტალზე, რომელიც ფაქტოვბრივად სამ თვეში გამოჯანმრთლების პროცესის წინაშე დაგვაყენებდა.

“ჩემთვის უცნობი” პიროვნებები დღესაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ცოტნეს გადაყვანას ზემოთხსენებულ რომელიმე ჰოსპიტალში, რაც რეალური საფრთხის წინაშე აყენებს მის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელობას.

მოგიწოდებთ ყველას, ერთად ვიზრუნოთ ცოტნეს გამოჯანმრთელებაზე და სხვა ჰოსპიტალში გადაყვანაზე. ნუ დამიყუპავთ შვილს, რომლის სიცოცხლეს და მის სრულფასოვნებას ებრძვიან გარკვეული პიროვნებები.

მოგიწოდებთ ყველას, მე – დედა მანანა არჩვაძე-გამსახურდია, რომელსაც გამოუცხადეს ბრძოლა, რადგან მიუღებლად მიიჩნია ცოტნეს მიმართ ჩატარებული არაპროფესიონალური მკურნალობა, (რომლის წინაშეც რამოდენიმეჯერ დავდექი, როდესაც ცოტნე იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში). უკანასკნელად ა. წ. 21 თებერვალს 13:00 საათზე, საავადმყოფოს ფიზიოთერაპიულ განყოფილებაში მისულს ცოტნე დამხვდა ჰიპერვოლემიურ შოკში, რომლის დროსაც ჰემოდინამიკური მაჩვენებლები კრიტიკულად გაუარესდა (დიასტოლური წნევა 36 მმ-მდე , სუთქვის სიხშირე R – 30-35 ‘ ; პულსი P – 180 ‘). მე, ყოველივე ეს მონაცემები რომ არ დამეფიქსირებინა, იქ მყოფებმა მონიტორი მომენტალურად გამორთეს!!!

აღსანიშნავია, რომ ყოველივე ამ “ექსპერიმენტს” ესწრებოდა ე.წ. მხარდამჭერი თანმხლებ მამაკაცთან ერთად, რომელიც ჩემი მისვლისთანავე გაიპარა.

დერეფანი სავსე იყო საავადყოფოს დაცვის სამსახურის თანამშრომლებით, პალატა იყო ღია. მიხვდი, თუ რა უბედურების მომსწრე უნდა გავმხდარიყავი, ამივარდა ტირილი, რიც გამოც დამიპირისპირდა ადგილობრივი ადმინსტრაცია (თითქოს ჩემმა ტირილმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა სხვა ავადმყოფებზე). სწორედ ეს გახდა “საბაბი“, რათა ჩემთვის აეკრძალათ ცოტნეს ნახვა, თავიანთი დანაშაულის გადასაფარად.

ამა წლის 21 თებერვალს (შემთხვევის დღეს) 4 საათის შემდეგ ცოტნე გადაყვანილიქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, რითაც ფატალურ შედეგს გადაურჩა. მსგავს შემთხვევებს რამოდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი, რითაც იკვეთება ან არაპროფესიონალიზმი ან მიზანმიმართული ქმედება ცოტნეს სიცოცხლის ხელყოფისა.

მოგმართვათ ყველას! გამოიჩინოთ თანადგომა ცოტნესა და მისი მრავალჭირნახული დედის მიმართ, რათა ამ კლინიკიდან გადაყვანილ იქნას ზემოთხსენებულ ერთ-ერთ ჰოსპიტალში, რითაც საშუალება მოგვეცემა გადავარჩინოთ ცოტნეს სიცოცხლე.

P.S. ჩემი ტირილი იმასთან შედარებით, რაც ჩემს მიერ კვირაში სამჯერ მაინც დაფიქსირებულა რეანიმაციულ განყოფილებასა და მის დერეფანში რა მოსატანია.

ავადმყოფების ოჯახის წევრები, მეზობლები და ახლობლები ემოციებს უმძიმესი ფორმებით გამოხატავდნენ ყოველივეს მიმართ, რის წინაშეც ადგილობრივი დაცვის სამსახურიც უძლური იყო. ჩემი ტირილის მიზეზზე ლაპარაკი იქ მიმდინარე პროცესებთან შედარებით მართლაც რა მოსატანია. პროფესიონალი დედა მეოცე დღეა რაც ჩამოაშორეს შვილს, რომელიც ცოტნეს ე.წ. “მკურნალობაში” გამოსავალს ვერ ხედავდა.

დანარჩენზე, რაც უშუალოდ ექიმებთან ჩემი შეთანხმებით მოხდა ცოტნეს სასიკეთოდ, შემდეგ მოგახსენებთ…

აქვე მინდა დავძინო, მიუხედავად არაერთი მცდელობისა დავკავშირებოდი და საქმის კურსში ჩამეყენებინა, ამ საგანგაშო მდგომარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯომარე, თავდაცვის მინისტრი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი, უშედეგო აღმოჩნდა. დაბლოკილი აღმოვჩნდი სრულად საქართველოს ხელისუფლებისაგან. დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია…

პატივისცემით, მანანა არჩვაძე-გამსახურდია

12.03.2020 წ. თურქეთი . ქალაქი სტამბული“

Posted in 2020, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

უნიკალური აღმოჩენა ყვარელში

Posted by iberiana on მარტი 8, 2020

უნიკალური აღმოჩენა ყვარელში და მუზეუმისათვის გადაცემული ძვირფასი განძი

აღმოჩენილი ბრინჯაოს ეტლი და ბრინჯაოს კვერთხი, სავარაუდოდ 3000 წლის

This slideshow requires JavaScript.

Posted in 2020, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

თანამედროვე ეკონომიკური პოლიტიკა

Posted by iberiana on მარტი 7, 2020

თანამედროვე ეკონომიკური პოლიტიკა
ინტერვიუ ენ პეტიფორთან და მაიკლ ჰადსონთან

„პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატებმა, უცხოელ ინვესტორებთან ფარული გარიგებების გზით მიიტაცეს თავიანთი ქვეყნების უზარმაზარი საჯარო ქონება ისე, რომ თითქმის სრულად გათავისუფლდნენ გადასახადებისგან და საჯარო პასუხისმგებლობისგან. მსგავსი რამ არ მომხდარა არც ამერიკაში და არც ევროპაში. თქვენ რაც გამოსცადეთ პოსტ-საბჭოთა ეკონომიკებმა, გახლავთ საჯარო ქონების ყველაზე მასშტაბური მიტაცება ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ. ფაქტობრივად, გადასახადებისგან სრულად გათავისუფლებით, თქვენთან მასობრივი საჯარო ქურდობის ნორმალიზება მოახდინეს.“ იხილეთ ინტერვიუ სრულად.

პირველი არხი. გადაცემა 42-ე პარალელი

Posted in 2020, ეკონომიკა, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი – ჩვენი დროის გმირი

Posted by iberiana on მარტი 7, 2020

gabashvili-daushvili

მანანა გაბაშვილი – ჩვენი დროის გმირი

ვის შეიძლება დღეს ჩვენი დროის გმირი ეწოდოს, ამაზე ბევრი ფიქრობს და მათ შორის მეც. ამასწინათ კომპიუტერი გავხსენი და გმირი თავად გამომეცხადა თოვლით დაფარული ულამაზესი რაჭის ფონზე. იგი 25 წლის თბილისელი მიშო დაუშვილი აღმოჩნდა, მოხდენილი ახალგაზრდების დარი, ჩვენი ქალაქის ქუჩებს ყოველთვის რომ ამშვენებდნენ და ალამაზებდნენ. მიშო ორი წლის წინ რაჭაში, სოფელ შქმერში წინაპართა მიტოვებულ კერას დაბრუნებია და მისთვის არა მხოლოდ ახალი სიცოცხლე შთაუბერავს, ვერ წარმოიდგენთ, ისეთი სფეროსთვის მოუკიდია ხელი, მესაქონლეობისთვის…

მაგრამ მაინც რატომ არის მიშო ჩვენი დროის გმირი. პირველ რიგში საქმით და შრომით, მარტო რომ წინაღუდგა იმ მზაკვრულ პროგრამას, რომელიც საქართველოს უქართველებოდ დატოვებასა და განსაკუთრებით ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინებას ხელს უწყობს. აქ დარჩენილების დიდ უმრავლესობას კი პერსპექტივა წაართვა და ნარკოტიკების, კაზინოებისა და საეჭვო კლუბების ამარა დატოვა, რამაც უამრავი ახალგაზრდა იმსხვერპლა. მიშომ შეძლო ამ ჭაობის გვერდის ავლით რთული, მაგრამ ჯანსაღი გზის მოძებნა, რასაც ყოველთვის ჰქონდა და ექნება პერსპექტივა. ეს კარგად იცოდნენ მისმა წინაპრებმა თავდადებული შრომით, საკუთარი მიწა-წყლისა და სამშობლოს ერთგულებით საქართველო დღემდე რომ მოიყვანეს. ამ ახალგაზრდამ, მიშო დაუშვილმა უკვე ის დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა, აღტაცებაც, რაც მასთან დაკავშირებული კომენტარებიდანაც ნათელია…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/manana-gabashvili-2/

 

Posted in 2020, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

კონსტანტინე გამსახურდია – ვიცოდეთ ჩვენი უახლესი ისტორია

Posted by iberiana on მარტი 6, 2020

d8f3c691f4bbd1a908bd154aca7547f8კონსტანტინე გამსახურდია – ვიცოდეთ ჩვენი უახლესი ისტორია

ინფორმაცია არმიის გენერლის, შურალიოვის (Владимир Шуралев) გარდაცვალებაზე ჩვენთვის იმდენად საინტერესოა, რამდენადაც უკავშირდება ჩვენი უახლესი ისტორიის იმ მონაკვეთს, როდესაც იბადებოდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და ყალიბდებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალები. შურალიოვი, იმჟამად სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მას შემდეგ, რაც “გეკაჩეპემ” სსრკ-ს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 1991 წლის აგვისტოს 19-ში ჩამოფრინდა თბილისში და შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას. ამ შეხვედრას მოყვა მომავალი პუტჩისტების, უკვე ტყეში ყაჩაღად გავარდნისთვის გამზადებული თენგიზების (სიგუა-კიტოვანი) დეზინფორმატიული ნაკადი – რომ მოღალატე პრეზიდენტმა გვარდია “გეკაჩეპეს” ბრძანებით დათმო და დაშალა. (სხვათა შორის ისინი “ჟურავლიოვად” მოიხსენიებდნენ შურალიოვს) სიგუა ხალხს შეპირდა თვით მოსკოვური ხუნტის თავმჯდომარის, “იანაევის საიდუმლო ოქმებს“, რომელიც სიონის ბრძენთა ოქმებზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო – მათში ასახული უნდა ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას და მოსკოვური გეკაჩეპეს შეთქმულება საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს და კაცობრიობის წინააღმდეგ.

სინამდვილეში ამ შეხვედრისას საუბარი წარიმართა ეროვნულ გვარდიაზე, რამდენადაც სსრკ-ს კონსტიტუციის მიხედვით რესპუბლიკას არ ქონდა უფლება ყოლოდა საკუთარი შეიარაღებული ძალები. გენერალთან შეხვედრაზე უარს ან მასთან დისკუსიას, რომ “ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ და ფეხზე გვკიდია, თქვენ რას იფიქრებთ”, აზრი არ ჰქონდა და ამავე დროს ძალიან საშიშიც იყო – ასეთ შემთხვევაში პირველი, ვისაც მაღალი ალბათობით დაარტყამდნენ სსრკ-ს შეიარაღებული ძალები ჰაერიდანაც და მიწიდანაც, ეს საქართველოს ეროვნული გვარდია იყო. პრეზიდენტმა ამ სტუმარს აჩვენა საბუთი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული გვარდია იურიდიულად რესპუბლიკის შინაგანი ჯარი იყო, რასაც სსრკ-ს კონსტიტუცია არ კრძალავდა. გენერალი და მისი გამომგზავნელები მიხვდნენ, რომ აქ დისკუსია უადგილო იყო. ეს საკითხი დელიკატურად მოგვარდა, პარალელურად კი საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, სადაც მოუწოდა ცივილიზებულ სამყაროს, დაეცვათ არჩეული ხელისუფლებები რესპუბლიკებში ამ ახალი, გაუგებარი ორგანოსგან.

საკითხი დიპლომატიურად გადაწყდა, მოსკოვურმა ხუნტამ კი 2-3 დღეში არსებობა შეწყვიტა, თუმცა არც დეზინფორმაციულმა ნაკადმა და ლანძღვამ დაახანა საქართველოს ხელისუფლების და პრეზიდენტის მისამართით. კრიტიკის თემა იყო მიუღებელი კომპრომისი მოსკოვთან და გვარდიის დაშლა. თუ წარმოვიდგენთ, რომ მოვლენები სხვა მხრივ განვითარდებოდა, და საბჭოთა არმია დარტყმას განახორციელებდა ჩვენი ახალწვეულების მიმართ, კრიტიკა და ლანძღვა მაშინ გენახათ – “დაგვღუპე შენი რადიკალიზმით”, “შეაწყვიტე ჩვენი ბიჭები რუსებს როგორც 9 აპრილს”, “პოლიტიკა არ გესმით, თქვენ მხოლოდ მიტინგები იცით” და ა.შ. მოკლედ თუ ქუდი გახურავთ, შემოგედავებიან, რატომ გახურავთო. თუ არ გახურავთ – მაშინ რატომ არ გახურავთო.

…კარგი იქნებოდა ვინმე ჩასულიყო ამ შურალიოვთან და ეკითხა, რაზე იყო საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, მაგრამ ეს არავის მოუვიდა თავში აზრად. ჩვენ ხომ ჩვენს ისტორიას პატივს არ ვცემთ. ახლა კი გვიანია.

6.03.2020

 

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | 1 Comment »

მანანა გაბაშვილი – პატრიოტიზმი

Posted by iberiana on თებერვალი 29, 2020

manana gabashvili

მანანა გაბაშვილი
პატრიოტიზმი
(ისტორია და თანამედროვეობა)

პატრიოტიზმი, როგორც ცნობილია, გავრცელებული და მრავალი ხალხის ენებში დამკვიდრებული ტერმინია. ის ბერძნული სიტყვიდან _ პატრის მომდინარეობს და სამშობლოს, მამა-პაპეულ მიწა-წყალს უკავშირდება. პატრიოტის გაგება, რაც სამშობლოს მოყვარულს ნიშნავს, ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ გრძნობებს გამოხატავს. ..

მეცნიერებმა დაასაბუთეს, რომ ეს განცდა, უძველესი დროიდან მოყოლებული, გარკვეული ფორმით პირველყოფილ საზოგადოებასაც ახასიათებდა, რაც ჯიშის გადარჩენასა და შერჩევითობას უკავშირდებოდა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ იმ ტომს ჰქონდა სიცოცხლის გადარჩენის შანსი, რომელსაც თავისი ტომის არსებობის გასაგრძელებლად შეეძლო საკუთარი სიცოცხლის გაწირვა. ამდენად პატრიოტიზმს თვითგადარჩენისა და სიცოცხლის გაგრძელების ფუნქციაც გააჩნია, შესაბამისად ის შორსაა დამღუპველი კომფორმიზმისგან, რომელიც თვით ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც მოედო და საქართველოსთვის დღეს განსაკუთრებით აქტუალური და დამაფიქრებელია…

პატრიოტიზმის ისტორიაში თუ ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ მას ყველა ხალხისთვის ერთი საერთო ნიშანთვისება ახასითებს; ეს არის სიყვარული. ამდენად ჭეშმარიტი პატრიოტიზმი სხვადასხვა დროსა და ეპოქაში სიყვარულს ეფუძნება და პირველ რიგში ქვეყნის წინაშე ვალდებულებას, მასზე ზრუნვას, უანგარობას, ისტორიის, ენისა და კულტურის, ტრადიციების შენახვა-გაფრთხილებას, მისთვის სასახელო საქმეების კეთებას, საკუთარი ქვეყნის საუკეთესო კუთხით წარმოჩენას, საფრთხისა და საშიშროების შემთხვევაში კი სამშობლოს დაცვასა და თავდადებას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტი საკუთარ ინტერესებზე მაღლა სამშობლოს ინტერესებს აყენებს…

ცრუ პატრიოტები კი (რომლებმაც სამარცხვინოდ ეროვნული ხელისფლება დაამხეს) ამდენი წელია ქვეყანას სიძულვილით მართავენ, ურთიერთდაპირისპირებული, მტრულად განწყობილი ქართველებით, რაც საინფორმაციო საშუალებებითაც პიარდება და შუა საუკუნეებში რომ ეარსებათ საქართველო დღემდე ვერ მოაღწევდა…

ამიტომაც ჭეშმარიტი პატრიოტიზმისგან განსხვავებით, რომელიც სახელმწიფოს, მის ინსტიტუტების სტაბილურობისა და არსებობის გარანტია, ცრუ პატრიოტიზმი ქვეყნისთვის არანაკლებ საშიშია, ვიდრე ნებისმიერი შემოსეული მტერი

თუ რამდენად სახიფათოა ცრუ პატრიოტიზმი, ამას არაერთი ქვეყნისა და მათ შორის საქართველოს ისტორიაც გვაუწყებს, თუნდაც ხალხის მოტყუების გზით, ეროვნულობის ცრუ პროპაგანდით, ხელისუფლებაზე თავდასხმითა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებით. ამის მაგალითია 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგადაც ეროვნული ხელისუფლების ჭეშმარიტ პატრიოტიზმს ცრუ პატრიოტიზმი ჩაენაცვლა, ჭეშმარიტ დემოკრატიას ცრუ დემოკრატია და დემაგოგია, რის შედეგადაც ერში, დიდი მსხვერპლის ფასად, ტერიტორიები დაიკარგა და საქართველოს ისტორიაში პირველად, სხვადასხვა ქვეყანაში კატასტროფული მასშტაბის ქართული ემიგრაცია გაჩნდა, რაც დემოგრაფიული კრიზისის ერთ-ერთი მიზეზიცაა…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/manana-gabashvili-2/

 

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

 ქუთაისში მზის ენერგიის პანელების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა 

Posted by iberiana on თებერვალი 22, 2020

 ქუთაისში, ევროპაში ყველაზე დიდი მზის ენერგიის პანელების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა 

გერმანული ბრენდი „ეი სოლარი” (www.ae-solar.com) უკვე მესამე წელია, რაც წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში. ახლახანს კი ოფიციალურად გახსნა ევროპაში ყველაზე დიდი ქარხანა, რომელიც მზის პანელებს აწარმოებს და ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს. მისი წლიური მოცულობაა 500 მეგავატი. ამჟამად, კომპანიის საერთო ჯამური წარმადობა აღემატება 1 გიგავატს.

ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა კომპანიისათვის ხელსაყრელი სტრატეგიული ლოკაციაა. სწორედ ამ ქარხნიდან ის აწვდის უმაღლესი ხარისხის მზის პანელებს 70მდე ქვეყანას. ამჟამად დასაქმებული ჰყავს 150 ადგილობრივი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი (ა.ს. სხვა ინფორმაციით იგეგმება 300-მდე ადამიანის დასაქმება). სამომავლოდ კი მეტი სამუშაო ადგილის დამატებას ჰპირდება ადგილობრივ ბაზარს. „ეი სოლარის” მიზანია მუდმივად გააფართოვოს თავისი საქმიანობის სპექტრი.

„ეი სოლარის” გლობალური გაყიდვებისა და მარკეტინგის ქსელი საბოლოო მომხმარებლებს ხელმისაწვდომ განახლებად ენერგიას აწვდის და კომპანიის ბრენდის ძირითად მახასიათებლებს წარმოაჩენს: სტაბილურობას, გამძლეობასა და სანდოობას. წამყვან ადგილობრივ კომპანიებთან პარტნიორობით „ეი სოლარი” მუშაობს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებაზეც.

„ეი სოლარი” მუშაობს წარმოების მოცულობის გაზრდაზე; საერთაშორისო გაყიდვების ოფისი, რომელიც თბილისში ფუნქციონირებს, სრულ უზრუნველყოფას სთავაზობს ჩვენს მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

„ეი სოლარი” ატარებს ინტენსიურ ტრენინგებს, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე – ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია მზის ენერგიაზე მომუშავე პანელების წარმოებით.საინსტალაციო კომპანიებს მიეწოდებათ სრული ტექნიკური ინსტრუქცია და დახმარება – საჭიროებისამებრ. „ეი სოლარის” მიერ საქართველოში განხორციელებული თითოეული ინსტალაცია შესრულებულია ადგილობრივი პერსონალის მიერ. „ – აცხადებენ კომპანიაში.

www.kvira.ge

Posted in 2020, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | 8 Comments »

ისტორიული ბანას ანალოგი ხაშურში

Posted by iberiana on თებერვალი 18, 2020

როგორი იქნება ისტორიული ბანას ანალოგი ხაშურში

Posted in 2020, კულტურული მემკვიდრეობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ანაკლიის პორტი. ღია წერილი მაია ცქიტიშვილს

Posted by iberiana on თებერვალი 17, 2020

Maia Tskitishviliღია წერილი საქართველოს ვიცე-პრემიერს მაია ცქიტიშვილს

ანაკლია ეკო პარკი და პორტი“-ს კონსორციუმი მის ამერიკელ, ბრიტანელ და ჩინელ პარტნიორებთან ერთად, კვლავ მზადაა მონაწილეობა მიიღოს პორტის მშენებლობაში, თუ კი:
საქართველოს მთავრობის მხრიდან შემოთავაზებული იქნება, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ინვესტორისთვის მისაღები პირობები. ამასთან, ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა: თეიმურაზ ქარჩავას მიმართ სამართლიანობის აღდგენა და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ უკანონოდ წართმეული 2100 ჰა მიწის ნაკვეთის შპს „ანაკლია პორტი“-სთვის დაბრუნება იმ პირობით, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე „ანაკლია ეკო პარკი და პორტის“ კონსორციუმის ამერიკელ, ბრიტანელ და ჩინელ წევრებთან ერთად აშენდება ანაკლიის პორტი, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, სახელმწიფოსთვის ფინანსური გარანტიების მოთხოვნის გარეშე.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია:
ბატონი თეიმურაზ ქარჩავას ბიზნეს ჯგუფს, ინტერესი ანაკლიის პორტის განვითარების მიმართ გამოხატული აქვს ჯერ კიდევ 2003 წლიდან. სწორედ ამ პერიოდიდან, შპს „ანაკლია პორტი“-ს ბიზნეს ჯგუფის მიერ განხორციელებულია სოლიდური ინვესტიციები ანაკლია პორტის განვითარებისათვის და ამ პერიოდიდანვე ვამუშავებთ პორტის განვითარების კონცეფციას, რასაც ადასტურებს მაღალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ანაკლიის პორტის დეტალური პროექტი, განხორციელებადობის კვლევა (feasibility study), ასევე სხვადასხვა სახის კვლევები. რომელთა საჯარო განხილვა, შესაძლებელია პირველივე მოთხოვნისთანავე.

პატივისცემით,
მიხეილ ბუზარიაშვილი,
ადვოკატი, „ანაკლია ეკო პარკი და პორტის კონსორციუმი“.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/anaklia-2/

Posted in 2020, ეკონომიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ხუთ წელიწადში 11 ათასმა ირანელმა მიიღო ბინადრობის უფლება

Posted by iberiana on თებერვალი 17, 2020

ბოლო ხუთ წელიწადში 11 ათასმა ირანელმა იყიდა ბინა და მიიღო მოკლევადიანი ბინადრობის უფლება

მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ განაცხადა:

„დავინტერესდი ოფიციაულური მონაცემებით, რომელი ქვეყნის მოქალაქეებმა მიიღეს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვები და რამდენია მათი ოდენობა.

2015 წლიდან (როცა დაიწყო მოკლევადიანი ნებართვების გაცემა) დღემდე პირველ ადგილზე არის ირანი. ირანის მოქალაქეებზე გაცემულია 10 991, თითქმის 11 000 მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. ეს რას ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ 11 000 საცხოვრებლი სახლი, ბინა არის გაყიდული ირანის მოქალაქეებზე. შეიძლება ეს მაჩვენებლი კიდევ უფრო მეტი იყოს, რადგან შეიძლება ირანის სხვა მოქალაქეებმაც შეიძინეს ბინა, თუმცა, ჯერჯერობით, გადმოსვლას არ ჩქარობენ.

მეორე ადგილზე არის რუსეთი, სულ რაღაც 693 ნებართვაა გაცემული. მესამეზეა უკრაინა – 225 ბინადრობის ნებართვაა გაცემული.

იცით, რომ 2018 წელს დეპუტატებმა ივლიანე წულაიამ და გოჩა ენუქიძემ წარადგინეს კანონპროექტი, რომლის თანახმად, იმისთვის, რომ უცხოელმა ერთწლიანი ბინადრობის მოწმობა აიღოს, უნდა შეიძინოს უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 ათასი დოლარის ეკვივალენტს ლარში, ნაცვლად 35 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტისა. ისინი ამბობდნენ, რომ ეს იყო სტაბილურობის და უსაფრთხოების საკითხი. თუმცა, არა ერთხელ აღმინიშნავს, რომ ეს იყო სამშენებლო კომპანიების ლობისტური კანონპრექტი. კანონპროექტის მიხედვით: ახალ ჩამოსულ მიგრანტს 100 ათასის ზემოთ სთავაზობდნენ ბინადრობის ნებართვებს. გარდა ამისა, ვისაც 35 ათასიდან 100 ათასამდე ღირებულების ბინა ჰქონდა შეძენილი, ამ კანონის მიღების შემდეგ ვალდებული იყვნენ, ეყიდათ 100 ათას დოლარზე ზევით ღირებულების ბინა. ეს კანონი უკვე მოქმედებს. ადრე, თუ 35 ათასი დოლარის სანაცვლოდ შესაძლებელი იყო მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვება, ახლა უკვე, 2019 წლიდან შესაძლებელია 100 ათას დოლარზე ზევით. ისინი ამბობდნენ, რომ წესები გამკაცრდა. თუმცა, ოფიციალური მონაცემები, რომელიცაა იუსტიციის სახლიდან და მივიღეთ 1 კვირის წინ გვეუბნება სხვა რამეს. თუ ირანის მოქალაქეებზე 2018 წელს გაცემული იყო 4 643 ბინადრობის ნებართვა, 2019 წელს 5 652. ტემპი ზრდადია“, – განაცხადა ტომარაძემ.

მისივე თქმით, საკუთრების შეძენის საფუძველზე უცხოელებისთვის მოკლევადიანი ბინადრობის უფლების მიცემა უნდა აიკრძალოს.

„ჯერ კიდევ 2018 წელს დავწერე კანონპროექტი, რომ აკრძალულიყო მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების გაცემა. რომ განვამრტო – ეს არის უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემა საკუთრების შეძენის სანაცვლოდ. ფაქტობრივად, ჩვენი სახელმწიფო ყიდის ბინადრობის ნებართვებს. ეს არის 2014 წელს მიღებული კანონი.

მინდა, ვთქვა, რომ ბინადრობის გაცემის 10 სახე არსებობს, მათ შორის ერთერთია საკუთრების შეძენის საფუძველზე მიღებული ბინადრობის ნებართვები უცხოელებზე. სხვა სახეობის ნებართვებია: სასწავლო, სამუშაო, საინვესტიციო და ა.შ. ერთერთი მათაგნია ბინადრობის უფლების მიღება ოჯახის გაერთიანების მიზნით. რას ნიშნავს ეს: ვინც ბინადრობის უფლებას მიიღებს, მას შეუძლია ნათესავთა ფართო წრის ჩამოყვანა. როგორ განიმარტება ეს კანონით, ვინ შედიან ნათესავებში: ბებია, ბაბუა, შვილიშვილი, შვილი, და, ძმა, ქმარი, ცოლი. გაგაცანით მონაცემები, რომ დაახლოებით 11 000 ბინაა გაყიდული. ანუ, სიტყვაზე რომ ვთქვათ, ამ 11 000-დან, აქ ჩამოსული ადამიანების რაოდენობა შეიძლება იქცეს 100 ათასამდე. დინამიკა ზრდადია. რამდენიმე წლის შემდეგ სავალალო სურათი გვექნება, ამის არგათვალისწინება ყოვლად დაუშვებელია.

ჩვენ ვიცით, რომ დემოგრაფიული პრობლემები გვაქვს, ასევე ჩვენი ქვეყნიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გასულია და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. უცხოელების მასიურად ჩამოსვლა და დაფუძნება ჩვენს ქვეყანაში გამოიწვევდა ეთნო-კულტურული ბალანსის ცვლილებას ჩვენს ქვეყანაში და თუ ასე გაგრძელდება მკვიდრი მოსახლეობა დავრჩებით უმცირესობაში. ეს არის პირდაპირ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი. ამ საკითხს უნდა მივუდგეთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ტომარაძემ.

თამუნა შეყილაძე
kvira.ge

Posted in 2020, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

გურამ ქართველიშვილი – ამას ვუმზადებთ შვილებს?

Posted by iberiana on თებერვალი 15, 2020

Guram Kartvelishvili

— ამას ვუმზადებთ შვილებს? —

(ჩემი ვალია გაგაფრთხილოთ)

უამრავ უარყოფით თვისებასთან ერთად თანამედროვე ქართველ ადამიანში, რომელიც მთელი თავისი აქტიური სიცოცხლის მანძილზე უყურებს ქვეყნის ნგრევას და ვერაფერს ცვლის, თავის მართლებასავით და დამკვიდრდა გამოთქმა: — ,,რას იზამ სხვაგანაც ასე ხდება”, და მოყავთ ათასგვარი აფსურდული მაგალითები ქართველ ექსპერტებს თუ არაექსპერტებს და თანაც იმ ქვეყნებისა, რომლებიც საერთოდ სხვა კონტინენტზე ან სხვა გეოპოლიტიკურ სივრცეში მდებარეობენ და ასპარეზობენ…

აბა ვესტუმროთ მეზობელ აზერბაიჯანს და გადავამოწმოთ თუ არიან აზერბაიჯანელები საკუთარი ფესვების და ისტორია-კულტურის მოთხრით დაკავებულები? (პირიქით სხვისასაც თავისად ასაღებენ).

იქნებ სომხეთში ხდება საქართველოსავით ეროვნული სუიციდი? არა ბატონო, პირიქით, ისე ზრდიან მომავალ თაობებს, სულ ფენებად ულაგებენ ტვინში, რომ ქართველები ამ მიწაზე მოთრეულები ვართ და ეს მიწა მათია, შავი ზღვის სანაპიროს ჩათვლით. ჩვენ კუთვნილს ხომ ხშირად ურცხვადაც გვედავებიან.

მოდით ჩრდილო კავკასიელებს გადავხედოთ რომელი ხალხი ზრდის შვილებს ნარკომანობაზე, სამშობლოს დაცინვაზე და წინაპრის გინებაზე? ჩერქეზი, ოსი, ინგუში, ჩეჩენი თუ დაღესტნელი? ყველა თავის ტრადიცია-პატრიოტობაზე დგას. და ამ დროს ამ რეგიონის გული ქვეყანა ეროვნული თვითმკვლელობითაა დაკავებული.

არადა ცხრა ზღვის და ცხრა მთის იქითა ქვეყნების მაგალითებით და ბრძანება-კარნახებით ქვეყნის ,,მოწყობამ” ქართული სახელმწიფოებრიობა გააცამტვერა და მის ადგილას ისეთი სიმახინჯე შექმნა, რომელსაც კლანურ-მაფიოზურ-ანტიქართული სინდიკატი უფრო ჰქვია, ვიდრე კავკასიის ცენტრი სახელმწიფო…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/kartvelishvili/#17

Posted in 2020, პოლიტიკა, პრობლემა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ღმერთო გამოგვიჯანმრთელე ცოტნე!

Posted by iberiana on თებერვალი 13, 2020

tsotne

შეხედეთ ამ ფოტოს პირსისხლიანო ჯალათებო, როგორ და რატომ გაიმეტეთ ცოტნე ამ მდგომარეობისთვის!? რატომ არ გისკდებათ მიწა!? როგორ არ გეშინიათ უფლის!? სად არის სამართალი!? გეშინოდეთ და ძრწოდეთ ნაძირლებო მკაცრი სიმართლისა!

თქვენ კი, თქვენ გარეწარო ვიგინდარებო, ვინც დრო იხელთეთ და დედას, რომელიც ასეთ მდგომარეობაში მყოფ შვილს უყურებს 31 იანვრის შემდეგ, შეურაცხყოფას აყენებთ, აუგად მოიხსენიებთ, ცილს სწამებთ, და ამ გამწარებული დედის შვილის პალატიდან გამომძევებლების ბანდას გუნდრუკს უკმევთ. არ იფიქროთ, რომ მისხალით ნაკლები ხართ იმ მკვლელებზე, რომლებმაც ცოტნე ამ მდგომარეობამდე მიიყვანა!

სახელმწიფო, თუ ხარ საქართველოში სადმე, უსწრაფესად გამოიძიე ეს სისხლიანი საქმე, ყველა მკვლელს, გარეწარს, ნაძირალას, ავანტიურისტს მიუჩინეთ საკადრისი ადგილი!

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მომპოვებელი პრეზიდენტის მეუღლე და შვილი განსაცდელში არიან. მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება დასაცავია მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს რანგში, მთელი საქართველო გიყურებთ და ელის თქვენს უსწრაფეს რეაგირებას!


ღმერთო გამოგვიჯანმრთელე ცოტნე!

გელა რაზმაძე

***

ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლის, მისი შვილების დედის, სოფო ჩიკვილაძის შემაშფოთებელი განცხადებები  სოც ქსელიდან

ამ თემას არ მინდოდა შევხებოდი.. მაგრამ რადგანაც მუქარის შემცველ ანონიმურ წერილებშიც არის ნახსენები და ეს რამოდნიმე დღეა უკვე უტიფრად პირადშიც მწერენ უნდა დავწერო საჯაროდ. საერთოდ ხომ ხართ საღად?! რა კოშკის გაყოფა აგიტყდათ ,როდესაც ასეთი რთული სიტუაციაა? ვინ გგონივართ ან ბავშვებს რას ეხებით? მაშინებთ.?!!! არასდროს არ გამომითქვია პრეტენზია კოშკზე!!! რას ნიშნავს ჩემი არცერთი შვილი გამსახურდია არ აღმოჩნდება??? სისხლს გამოუცვლით, გენეტიკას წაართმევთ?!! ამიხსენით რას უპირებთ?….ვერ ხვდებით პირდაპირ და დაუფარავად რას ბოდავთ? გაფთხილებთ ბავშვებს თმის ღერი არ ჩამოუვარდეს,თორე დედას ვფიცავ თუ ვინმეა რაიმე შევარჩინო!!!!!! მე და ჩემს შვილებს არც ქონება გვჭირდება და არც სტატუსი!!! ალბათ მდაბიო აზროვნების ხალხი ვერ ხვდება ამას თორე საღად მოაზროვნე ასეთ სისულელეს არ მობოდავს!!!!

პ.ს. რადგან ომი გინდათ კი ბატონო! ჩააბარეთ გასაღები ქალბატონ მანანას სასწრაფოდ და დაუყონებლივ!! ეს რა ხალხია გავოგნდი .ჯერ“არ დამვიწყებია შემოთვლილი ჩემს მხარეს დადექი და ქონებას გაგიყოფო!!!! ჩემი უკანასკნელი დღე რომ იყოს და ეს ვიცოდე ეგრედ წიდებული მხარდამჭერის გვერით არ დავდგები !!!!!!კარგად ჩანს ვის აქვს დიდი თვალები ქონებისკენ მიპყრობილი. სირცხვილი!!!!

16.02.2020 16:32

***

შევეცდები მოკლედ დავწერო, რატომ ვასაჯაროებ ყველანაირ ინფორმაციას.

დაახლოებით 11 წლის წინ თქვენ არ გიკვდებოდათ ხელში ერთი ბავშვი და მეორე მუცელში არ იხრჩობოდა… თუ ვინმე იღუპებოდა აქ ეს მე ვიყავი? დიახ გაზის ხელოვნურად გაჟონვის გამო.. თან ერთხელ არა ორჯერ.. ორივეჯერ პატრულიც იყო მოსული და სასწრაფოც.. ვინმემ გამოიძიაა? არავის შეუწუხებია თავი.. სასწრაფო კი გაბრუებულ ბავშვს დიაზეპამს უკეთებდა… უფრო კარგად რომ გაეთიშათ!! ისევ ჩვენით აღმოვაჩინეთ ხელოვნურად გახვრეტილი რკინის მილი!!!!! ეს მხოლოდ ერთი ფაქტი და რამდენი ასეთია ვინ მოსთვლის!! მე არაფერი მავიწყდება, ისიც კარგად ვიცი, რომ ფრთხილად უნდა ვიყო. ბავშვის გატაცების მცდელობებს კიდე ნუ ჩამომათვლევინებთ…. ვის რაში ჭირდებოდა მე დღემდე ვერ დავადგინე.. ხოდა ნუ გაგიკვირდებათ სხვანაირად მივიღო და რეაგირება მოვახდინო ნებისმიერ ირიბ ან პირდაპირ მინიშნებაზე, რაც ჩემი შვილების უსაფთხოებას ეხება!!!!

16.02.2020 18:25

Posted in საქართველო-Georgia | Leave a Comment »

ვანი – ქურუმთა ქალაქი 

Posted by iberiana on თებერვალი 10, 2020

ვანი – ქურუმთა ქალაქი

საუკუნის ელფერი. ტვ იმედი. 9 თებერვალი, 2020 წელი

 

Posted in 2020, არქეოლოგია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია – დასავლური ორიენტაცია

Posted by iberiana on თებერვალი 9, 2020

ზვიად გამსახურდია – დასავლური ორიენტაცია

zviadi

”… ზოგიერთს დასავლური ორიენტაცია ჰგონია დასავლეთის პორნოგრაფიული და სადისტური ფილმების კულტი, განგსტერების “ჰეროიკა”, დასავლური მოდების წამხედურობა, დასავლეთის წინაშე ხელგაშვერილი დგომა უცხოური კრედიტების მოლოდინში, საეჭვო პოლიტიკური გარიგებები ზოგიერთ პოლიტიკურ ავანტიურისტებთან, მათი მოწვევა საქართველოში, საქართველოს ბუნებრივ და წიაღისეულ სიმდიდრეთა, კურორტების, პორტების და საწარმოო ობიექტების მიყიდვა დასავლეთისათვის და სხვა.

აი, ასეთ დასავლურ ორიენტაციას ვგმობთ ჩვენ…

დასავლეთის კულტურა, ცივილიზაცია, ხელოვნება, პოლიტიკური ნააზრევი, ფილოსოფია, სოციალური და სამართლებრივი სისტემები უაღრესად ახლოა ჩვენთვის, რომ ჩვენი თვალსაზრისით, ამის ათვისება და გათავისება, დასავლური ღია, დემოკრატიული საზოგადოების აშენება არის დასავლური ორიენტაცია და არა სხვა რამ.

ასევე უნდა ავითვისოთ ყოველივე საუკეთესო აღმოსავლურ და, საერთოდ, მსოფლიო კულტურასა და ცივლიზაციაში. ჩვენი მსოფლიო ისტორიული მისიაც ამ ორი სამყაროს სინთეზში მდგომარეობს და ეს სინთეზი იყო ოდითგანვე იბერიურ-კავკასიური სამყარო, მისი ტრადიციები, მისი სულიერი და კულტურული ყოფა, მისი ცხოვრების ფილოსოფია.

ზვიად გამსახურდია, 1992

ის ვინც “გაამერიკელდება”, ვერასდროს გახდება ამერიკელი

***

და ეხლა რა ხდება? ეკონომიკის სამინისტრო სასარგებლო წიაღისეულის პრივატიზების მიზნით ბიზნესს 100 ახალ პროექტს შესთავაზებს.30.01.2020

გასაყიდად გამზადებული წიაღისეულის საბადოები: ოქრო, სპილენძი, ვერცხლი…,  ბაზალტი, ტუფი, მინერალური წყალი, მიწისქვეშა მტკნარი წყალი:

100 საინვესტიციო შეთავზება  ბიზნესს

Posted in 2020, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

დავით ქობალია – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი

Posted by iberiana on თებერვალი 8, 2020

რატომ გამოცხადდა გამარჯვებულად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტენდერში კომპანია, რომელიც სახელმწიფოს მიერ წარდგენილი პირობებიდან ვერც ერთს ვერ აკმაყოფილებდა?

anaklia

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი”-ს ტენდერში გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის”, იგივე „ხაზარაძე და კონტი-ჯგუფი“-ს გამოცხადებამ გაკვირვება გამოიწვია.

ცხადია, გაკვირვება იმ ადამიანებმა გამოხატეს, ვინც ღრმად არიან ჩახედული „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელოვან საკითხებში. სამწუხაროდ, სწორედ ის „მნიშვნელოვანი საკითხები გამორჩათ, ან შეგნებულად გამოტოვეს მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა და მთავრობის მიერ შექმნილმა სატენდერო კომისიამ.

პატივცემულ მკითხველს უნდა შევახსენო – როცა მიშა სააკაშვილმა, 2009 წელს, თეიმურაზ ქარჩავასგან ანაკლიაში უნიკალური პორტის აშენების შესაძლებლობის შესახებ შეიტყო, იდეა მოეწონა და იმწამსვე აიტაცა, უმნიშვნელო ფორმალობების გავლის შემდეგ, პორტის ასაშენებელი მიწებიც შეასყიდინა ბატონ ქარჩავას, პორტის მშენებლობაც დაიწყო, მაგრამ ოკეანისგაღმელ „მამებთან” საკონსულტაციოდ ჩასული, სულ სხვა გეგმით დაბრუნდა საქართველოში და – ქარჩავასეული „ანაკლია პორტის” ნაცვლად, უსახური „ლაზიკა პორტი” და 500 ათას მოსახლეზე ქალაქ „ლაზიკას” მშენებლობის იდეა ჩამოიტანა…

ეს კიდევ არაფერი, მოძალადე ხელისუფლებამ ბატონი თეიმურაზ ქარჩავას კომპანია „ანაკლია პორტი”-ს კერძო საკუთრებაში მყოფი და სახელმწიფისგან შესყიდული მიწები უკანონოდ ჩამოართვა და ასი მილიონი ამერიკული დოლარი ჯარიმა დააკისრა. ყოფილი ხელისუფლებისგან მსგავსი საქციელი მაშინ არავის გაკვირვებია….

„ანაკლია პორტის” მშენებლობა 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გახდა რეალური პროექტი და იგი განახლებული სახით ბატონი თეიმურაზ ქარჩავას კონსორციუმმა „ანაკლია-პორტი და ეკო-პარკი” წარმოადგინა, რომლის შემადგენლობაში, ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ჩინეთის სახელმწიფო კომპანია „პაუერ-ჩაინა” გაერთიანდა ამერიკულ „აეკომთან” ერთად.

„ანაკლია პორტის” მშენებლობის ტენდერის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გამოჩნდა და 12 მონაწილეს შორის ვიხილეთ – „კონტი-ჯგუფი” და „თი-ბი-სი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

წინადადებები, რომლითაც ხაზარაძის კონსორციუმი შემოდის, სახელმწიფოსთვის არარეალურიც არის და საზიანოც….

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/anaklia/

 

Posted in ეკონომიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

“თვის ადამიანი” საქართველოში – ქალბატონი ბონი ლაურა გლიკი

Posted by iberiana on თებერვალი 7, 2020

თვის ადამიანი საქართველოში- ტრამპის წარმომადგენელმა ზედმეტი ხმაურის გარეშე დაარბია ლიბერალების “რევოლუციური” გეგმები
Bonnie Laura Glick

“თვის ადამიანი” საქართველოში – ქალბატონი ბონი ლაურა გლიკი (Bonnie Laura Glick), USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. პრეზიდენტ ტრამპის პირდაპირი წარმომადგენელი და სენატის მიერ დამტკიცებული ფიგურაა.

ქ-ნი გლიკი ჩამოვიდა, ძალიან ლამაზად, დიპლომატიურად, ზედმეტი ხმაურის გარეშე “დაარბია” ლიბერალების და ნეოკონსერვატორების “რევოლუციური” გეგმები. თავად გაანაწილა “USAID საქართველოს” 2020 წლის 25 მილიონიანი ბიუჯეტი: განათლებაზე, ბიზნესზე, სოფლის მეურნეობაზე… ჩამოიტანა პრეზიდენტ ტრამპის ქალიშვილის – ივანკა ტრამპის ინიციატივა ქალი ბიზნესმენების მხარდაჭერის შესახებ, რითაც მიგვანიშნა, რომ დონალდ ტრამპის უშუალო მანდატით მოქმედებს.

ოქტომბერში 6 არასამთავრობოსთვის საარჩევნოდ გამოყოფილი $14 მილიონი რამდენიმე წელზე გადაანაწილა და მათი მხრიდან რევოლუციურ სცენარში მონაწილეობის ალბათობა მინიმუმადე დაიყვანა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ მსუყე დაფინანსების გარეშე ეს ჯგუფი თითსაც არ გაანძრევს.

კონგრესმენების კრიტიკულ წერილებსაც მოხდენილი შეფასება მისცა, რომ ისინი საკუთარ და საკუთარი საარჩევნო ოლქის ამომრჩევლების ინტერესებს წარმოადგენენო, მე კი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას და აღმასრულებელ ხელისუფლებასო. პროპორციულ-მაჟორიტარულ არჩევნებზე კი განაცხადა, რომ ეს საქართველოს გადსაწყვეტიაო. რომ შევაჯამოთ, ქ-ნი გლიკი ჩამოვიდა და გადატრიალების სცენარისტებს განუცხადა: Game Over!

გამოდის, რომ ჩვენს მიერ ნოემბრის ბოლოს გაჟღერებული ანალიზი ნეოკონსერვატორების, ლიბერალების და ნაცების მიერ საქართველო-რუსეთის მორიგი ცხელი კონფლიქტის და შედეგად ანტიტრამპისტული პოლიგონის საქართველოში მოწყობის შესახებ მართებული გზავნილი იყო, რამაც მიაღწია ტრამპის ადმინისტრაციამდე: https://www.infopostalioni.com/…/llამ-სცენარის-მიზანი-იმა…/…

შედეგად ჩამოვიდა აშშ-ს პრეზიდენტის პირდაპირი წარმომადგენელი ქ-ნი გლიკი და მუსრი გაავლო ამ გეგმებს., – წერს ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში.
www.infopostalioni.com

Posted in 2020, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

დანიელ სავანელი – პროტო-ქართული ტომები

Posted by iberiana on თებერვალი 4, 2020

83103386_2575181679274117_3019368185250971648_n

ქართველთა წინაპარი ხალხის: ხათების, ხურიტ-სუბარების, კარდუხების შესახებ

საბჭოთა ეპოქაში ტაბუირების მიზეზების, მცირე მიმოხილვა

ხათები პროტო-ქართული ტომები იყვნენ, რომლებიც პირველად წერილობით წყაროებში მოხსენიებულნი არიან, ჯერ კიდეც ძვ. წ. XXIII საუკუნეში სარგონ აქადის ქრონიკებში. ისინი განსახლებულნი იყვნენ კაბადოკიისა და პონტოს ტერიტორიებზე. ხატებმა სათავე დაუდეს აგრეთვე შემდეგ მოხსენიებულ ტაბალებსა (თუბალი) და მუშკებს (მუსკები, მესხები)….

მითანის სამეფო, არსებობდა ძვ. წ. XVI-XIII საუკუნეებში. მანამდე ძვ. წ. III-II ათასწლეულების, ეგვიპტურ და ძველ აღმოსავლურ: აქადურ, ასურულ და უგარითულ წერილობით წყაროებში მოხსენიებულ, სუბართუს ტერიტორიების შემადგენლობაში შედიოდა… მითანის სახელმწიფო, პროტო-ქართული ტომების ხურიტ-სუბარებისა და კარდუხების ასევე უდიდეს ტომობრივ გაერთიანებას წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში, პროტო-ქართული უძველესი სახელმწიფოების: სუბართუს, მითანის, ნაირის, ურარტუს და დიაოხის დაშლის შემდგომ, ხურიტ-სუბარების, ასევე კარდუხების ტომების ნაწილმა და შესაბამისად მათმა პოლიტიკურმა ცენტრებმა, ჩრდილოეთისკენ გადმოინაცვლეს….

მითანის ქვეყნის ჩრდილოეთით და კოლხების (იგივე ხურიტები) სამხრეთით ასევე ცხოვრებდნენ პროტო-ქართული ხურიტული ტომები. მათ შემდგომ სათავე დაუდეს ხურიტული ტომების მიერ შექმნილ ქვეყანას გურიანას….

ხურიტებმა სახელი მისცეს შემდგომდროინდელ გურ-გებს და ქვეყნის სახელს გურგიას, რომელთაც შემდგომ სპარსელებმა გურ-ჯია უწოდეს, ასურელებმა გურ-ზაან, ბერძნებმა გეორგია. ხურიტებისგან მოდის ტოპონიმი გურია, გეოგრაფიული სახელი გურჯაანი, გური (ხური) და ური შემონახულია ხევსურში ანუ ხევის ხური, ხევის-ური, ხევსური. კატეგორიულად არ არის სწორი მოსაზრება, რომ თითქოს ბერძნება, მიწადმოქმედი ქვეყნის გამო უწოდეს მათვის უკვე ადრიდანვე ცნობილ ქვეყანას ანუ კოლხეთს, რომლის აღმოსავლეთ ნაწილს შემდგომ ისედაც იბერიას ეძახდნენ, ახალი სახელი გეორ-გია. ადრინდელი ეს მოსაზრება, თავიდანვე არასწორი იყო და შემდგომაც კი, ესეც იყო, მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მიერ, ისტორიის გაყალბებისა და ქართველთა უძველესი ისტორიის დაკნინების და გაუბრალოების მცდელობა. რადგანაც ძალიან არ უნდოდათ, წინა აზიის ყველაზე უძველესი კულტურული ხალხებისა და ტომების ხურიტების, იგივე ხურიტ-სუბარების თანამედროვე ქართველების წინაპრებად აღიარება…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/savaneli/

Posted in 2020, იბერია, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

2 თებერვლის აქციის ვიდეო

Posted by iberiana on თებერვალი 3, 2020

2020 წლის 2 თებერვლის აქციის ვიდეო

Posted in 2020, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

1992 წლის 2 თებერვალი

Posted by iberiana on თებერვალი 2, 2020

1992-2

დახვრეტილი მიტინგების ქრონიკა იანვარ-თებერვალი 1992წ

2 თებერვალი. 2010

2 თებერვალი. 2015

კონსტანტინე გამსახურდია – 2 თებერვალი

სისხლიანი 2 თებერვალი

1992 წლის 2 თებერვალი. ვიდეო

ისტორიის შავბნელი ფურცელი – 1992 წლის 2 თებერვალი

ჩვენ საქართველოს სიყვარულისთვის გვესროდნენ

2 თებერვლის აქცია – 2020

 

Posted in 1992, 2020, მამულიშვილებს, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

გვარდიის ვეტერანთა კავშირის განცხადება

Posted by iberiana on იანვარი 31, 2020

25594241_307710489742042_1139383975062208318_nსაქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის
ვეტერანთა კავშირის პრესცენტრის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

როგორც მოსალოდნელი იყო და რაზეც ვაფრთხილებდით ყველას, მტერი არ თმობს პოზიციებს და ცდილობს ჩვენი რიგების მაქსიმალურად დაქსაქსვას. ამიტომაც ჩვენს რიგებში წარმოაჩენს გარკვეულ პიროვნებებს, რომლებსაც არაფრისდიდებით არ სურს (ალბათ არ აწყობთ) ჩვენი ერთობა და 1992 წლის 2 თებერვალს ძალადობას შეწირული მამულიშვილების ხსოვნის აღსანიშნავ ღონისძიებაზეც კი, სხვადასხვა დროს ნიშნავენ თავიანთ „ძალიან პატრიოტულ“ ღონისძიებებს.

ყველას გთხოვთ, კარგად გავიაზროთ ვინ სად რატომ და რა დროს (რატომ არა ტრადიციულად ჩამოყალიბებულ დროის მონაკვეთში) იწვევს თავის მხარდამჭერებს და უბრალოდ მოსთხოვეთ პასუხი, თუ რატომ არ მართავდნენ ისინი ასეთ ღონისძიებებს ადრე? დასკვნა სამწუხაროდ ერთია მათ არ აწყობთ ჭეშმარიტი ეროვნული ძალების ერთობა. ს ა მ წ უ ხ ა რ ო ა.

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის
ვეტერანთა კავშირის პრესცენტრი

Posted in საქართველო-Georgia | Leave a Comment »

მამულიშვილების ხსოვნას!

Posted by iberiana on იანვარი 30, 2020

1992

ყველას! ყველას! ყველას!

1992 წლის 2 თებერვალი – ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს ისტორიაში!

ამ დღეს ანტიეროვნულმა ძალებმა ქართველების ხელითვე მოახდინეს უიარაღო ქართველების მასიური ხოცვა-ჟლეტა.

სამარადისო დიდება ამ დღეს მარადისობაში აღვლენილ მამულიშვილებს!

მოგიწოდებთ, ა. წ. 2 თებერვალს, 2 საათზე, ტრადიციულად, შევიკრიბოთ ამ აქციაზე პირველი მსხვერპლის დახვრეტის ადგილზე (ქ. თბილისში, ცირკის მოპირდაპირე მხარეს, თამარ მეფის ხიდის მიმართულებით არსებულ ავტობუსების გაჩერებასთან ახლოს).

ყვავილებით შევამკოთ და სანთელი ავუნთოთ

1991 წლის 22 დეკემბრის შემდგომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძალადობას შეწირულ მამულიშვილთა ხსოვნას!!!
ვისაც გარკვეული მიზეზით არ შეუძლია ამ ღონისძიებაზე მოსვლა, გთხოვთ, სადაც იმყოფებით იქ აუნთოთ თითო სანთელი და ილოცოთ მარადისობაში აღვლენილი მამულიშვილების სულებისთვის!!!

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის
ვეტერანთა კავშირის პრესცენტრი

Posted in 1992, 2020, ეროვნული გვარდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი – ცეკვის სცენა და მუსიკოსთა დასი სვეტიცხოვლის ფრესკაზე

Posted by iberiana on იანვარი 29, 2020

svetitskhoveliმანანა გაბაშვილი – ცეკვის სცენა და მუსიკოსთა დასი სვეტიცხოვლის ფრესკაზე

სვეტიცხოვლის სამხრეთი კედლის ფრესკა, რომელზეც საზღვაო სამყაროა გამოსახული სხვადასხვა ტიპის ზღვის რეალური ბინადარებითა თუ ფანტასტიკური არსებებით, აფრიანი ხომალდებითა და მათზე ქართული დროშებით, კიდევ ერთი თვალსაზრისითაა საყურადღებო. ეს ფრესკა დიამეტრულად განსხვავებული სიუჟეტითა და მოხატულობით ბოლოვდება. მხედველობაში გვაქვს ცეკვის სცენა, რომელიც რეალიზმითა და სილაღით უჩვეულო კონტრასტს ქმნის აღნიშნული კედლის ფრესკის საერთო დაძაბულსა და მისტიურ განწყობასთან. წინა პლანზე გამოსული სამი მოცეკვავე ქალის უკან ქალთა ფერხული და მუსიკოს მამაკაცთა დასებია წარმოდგენილი, რომლებიც სხვადასხვა მუსიკალურ საკრავზე უკრავენ _ სიმებიან, ჩასაბერსა და დასარტყამზე. სოლისტ ქალს, როგორც მას უწოდებენ (რომელიც ასევე დიდ კონტრასტს ქმნის სვეტიცხოვლის საეკლესიო ფრესკების საერთო ხასიათთან), არაჩვეულებრივი გრაცია და მოქნილობა ახასიათებს. მნახველს ის ასოციაციას უჩენს როგორც ნაცნობ ქართულ ცეკვებთან, ისე საერო მხატვრობასთან. თავად კაბაც ქართულია, რასაც აკადემიკოსი შალვა ამირანაშვილი საგანგებოდ აღნიშნავს და XVII საუკუნის ქართულ სამოსს უკავშირებს..

ქართულ ცეკვებს დიდი შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდა. მათში აისახება საქართველოს ისტორია, ქართველი ხალხის ბუნება და ხასიათი, სამყაროსადმი დამოკიდებულება, ხედვა, ინტერესები და ყოფაცხოვრება. ცნობილია, რომ პლატონი ცეკვას ადამიანის გონებრივი დასვენებისა და ფიზიკური გაკაჟების საუკეთესო საშუალებად მიიჩნევდა.

ქართველები, რომლებიც ცეკვას სიმღერასთან ერთად ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, მასში ხედავდნენ თავიანთი ქვეყნისა და კულტურის თავისებურებას, გამძლეობისა და ოპტიმიზმის საფუძველს. ამიტომაც არა შემთხვევით, არამედ გამიზნულადაც უნდა მივიჩნიოთ ქართული ცეკვების საქართველოს მთავარ საკათედრო ტაძარში გამოხატვა…
სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/manana-gabashvili/

Posted in 2020, კულტურა, მეცნიერება, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

დახვრეტილი მიტინგების ქრონიკა იანვარ-თებერვალი 1992წ

Posted by iberiana on იანვარი 27, 2020

დახვრეტილი მიტინგების ქრონიკა

იანვარ-თებერვალი 1992 წ.

1992 წელს მთელი იანვრის მანძილზე და თებერვლის დასაწყისში იმართებოდა საკმაოდ მრავალრიცხოვანი მიტინგები თბილისის ქუჩებში.

3 იანვარს დიდუბის მეტროსთან და 7 იანვარს დელისის მეტროსთან, ცეცხლსასროლი ჭრილობისაგან რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. მშვიდობიან დემონსტრანტთა მსხვერპლი მერეც არაერთხელ იყო, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული სისასტკით 1992 წლის 2 თებერვლის მიტინგი დაიხვრიტა.

2 თებერვლის ყველაზე მასშტაბური აქცია განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიეს. ამ მშვიდობიანი მარშის დროს ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ.

 

Posted in 1992, ეროვნული მოძრაობა, ვიდეო, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

“სიცოცხლის მარშში” ტრამპმა მიიღო მონაწილეობა!

Posted by iberiana on იანვარი 24, 2020

“სიცოცხლის მარშში” პირველად ისტორიაში მოქმედმა პრეზიდენტმა მიიღო მონაწილეობა!

ამ წუთებში ვაშინგტონში პრეზიდენტი ტრამპი შეუერთდა “სისცოცხლის მანიფესტაციას”. პირველად ამერიკის ისტორიაში მოქმედი პრეზიდენტი დაესწრო და სიტყვით მიმართა მილიონ ნახევრიან მანიფესტაციას. ტრამპი არამარტო დეკლარირებულად, არამედ საქმით ამტკიცებს, რომ ის უფლისგან ჩასახული სისცოცხლის მომხრეა.

დღიდან არჩევისა მან გამოსცა პრეზიდენტის ვალდებულება, რომლითაც კერძო სამედიცინო ორგანიზაციებს აეკრძალა აბორტის გაკეთება. ასევე მისი გამოცემული კანონით ფინანსირება უწყდებათ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ახალისებს აბორტებს, მითუმეტეს მარტოხელა მიუსაფარი ოჯახებიდან. მისი კანონით დედები, ვინც არ გაიკეთებს აბორტს და სიცოცხლეს მოავლენს, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას იმ ახალ მოვლენილი სიცოცხლის უზრუნველყოფა.

პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით სახელმწიფო დეპარატამენტი, საიდანაც ფინანსდება სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ეწევიან აბორტის რეკლამას და ქალბატონებს მოუწოდებენ აბორტისკენ, შეუწყდებათ დაფინანსება.

და ბოლოს მან ასე დამთავრა მისი გამოსვლა: სიცოცხლე რომელიც უფლისგან არის მოვლენილი არავის აქვს უფლება ის სიცოცხლე წაართვას.

დიდება პრეზიდენტ ტრამპს! დიდება სიცოცხლეს!
დიდება უფალს! ამინ!

პლატონ ხუციშვილი

 

 

 

Posted in 2020, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

თენგიზ სიგუამ პუტჩიდან ორ კვირაში ქართული მიწების მასობრივი მიტაცება დაიწყო!

Posted by iberiana on იანვარი 24, 2020

თენგიზ სიგუამ პუტჩიდან ორ კვირაში ქართული მიწების მასობრივი მიტაცება დაიწყო!

sigua

მიწის გაყიდვა არ დაწყებულა დღეს, არც გუშინ. ეს პროცესი მიმდინარეობს 91-92 წლის მოვლენებიდან დღემდე! მაგრამ სამწუხარო და გაუგებარი ის არის, რატომ არ გვინდა ამის გაგება!

დავუბრუნდეთ ზვიად გამსახურდიას მიერ მიღებულ მიწის კანონს და დავიბრუნებთ მიწას, როგორც სახელმწიფო საკუთრებას!

მაგრამ ეს არ გინდათ, ამიტომაც ეს საკითხი მუდამ იქნება დღის წესრიგში ფეისბუქის კედლებზე!

ვიდრე ქართველი ხალხი, ქართველი საზოგადოება არ გააცნობიერებს რა მოხდა 91 92 93 წელს და არ მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას იმ მოვლენებისა, რამაც უმძიმესი დაღი დაგვასვა, რისი შედეგიც დღეს სახეზეა, ჩვენ ვერ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან.

არ შეიძლება ყოველი ხელისუფლების ცვლილებისას, კონსტიტუციაში ხელისუფლების სასარგებლოდ იცვლებოდეს მუხლები, შეჰქონდათ შესწორებები. კონსტიტუცია ეკუთვნის ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის ნებას ეს კონსტიტუცია აგერ უკვე წლებია ვერ გამოხატავს იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენ წართმეული გვაქვს სახელმწიფოებრიობა!!

დღეს, ვინც ამ გულუბრყვილო პოზიციას დამაჯერებლად იზიარებს და სურს ხალხს დააჯეროს, რომ ქართული მიწა თურმე აღარ გაიყიდება, არის თავის მოტყუება!!

საჭიროა. ქართველმა ხალხმა ბრძოლა გააგრძელოს სახელმწიფოებრივად, რათა დავიბრუნოთ სამშობლო საქართველო და ყველა მოღალატე მთავრობას ვუთხრათ უარი!! აღვადგინოთ კანონიერი სახელმწიფო და ჩვენს მტრებს და მსოფლიო საზოგადოებრიობას ვუთხრათ – ჩვენ ვართ ღირსეული ერი. რომელიც ითხოვს საქართველოს კანონიერ ქონებას, მშვიდობას და განვითარებას!!

მაია რუსაძე

24.01.2020

 

Posted in 1992, ეროვნული მთავრობის მტრები, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

სიგუამ გაგვასწრო, მაგრამ დანარჩენებს მაინც არ აგცდებათ, რაც ჩვენგან გეკუთვნით!

Posted by iberiana on იანვარი 24, 2020

publika.ge-1-20“მოგმართავთ, სრულიად საქართველოს!

მოკვდა საქართველოს მაოხარი გზირი, „ღირსეული“ გამგრძელებელი ორჯონიკიძისა, ფილიპე მახარაძისა, ლევან ღოღობერიძისა, ბერბიჭაშვილისა, მოკვდა ნაძირალა თენგიზ სიგუა!…

საქართველოს ისტორიაში მსგავსი დონის მოღალატე თითოოროლა თუ მოიძებნება. სიგუამ, თავის ნაძირალა ჯგუფთან ერთად საქართველოს მაშინ ჩასცა ზურგში მახვილი, როცა ჩვენი ქვეყანა უბედნიერესი იყო. როცა, ჭეშმარიტ, წესიერ, ზნეობრივ ადამიანებს ყოველი დღის გათენება უხაროდა. როცა იბადებოდნენ ქართველები, იქმნებოდა ქართული ოჯახები, როცა ყველას უყვარდა ერთმანეთი.

სიგუამ ტყვია დაახალა საქართველოს ახლადმოპოვებულ დამოუკიდებლობას. მან სულში ჩააფურთხა საქართველოს 90% მოსახლეობას და დაამხო კანონიერი ხელისუფლება. მან ტყვია დაახალა საქართველოს ერთადერთ და კანონიერ პრეზიდენტს, ქართველი ერის სათაყვანებელ გმირს ბატონ ზვიად გამსახურდიას. ვიმეორებთ: ერთადრთ პრეზიდენტს, და არა პირველს, ნაძირალა სიგუამ გავეშებული მკვლელები დაადევნა.

ამ კაციჭამიამ, ნარკოტიკით გაბრუებულმა, ასობით ახალგაზრდა მოატყუა და კაცისმკვლელის ცოდვაში ჩააგდო. ბევრი ისე მოკვდა, რომ ეგონა სამშობლოს გადასარჩენად იბრძოდა. მან შექმნა ქვეყანა, სადაც შიმშილი, მათხოვრობაა გამეფებული. სადაც საუკუნის ძარცვისთვის (პლატინის გატანისთვის) პასუხი არ უგია არავის, სამაგიეროდ, ძეხვის და პურის მოპარვისთვის იჭერენ მცირეწლოვნებს, ქვეყანა სადაც, ქართველი ქალები მეძავებად იქცნენ. საიდანაც ნახევარზე მეტი ადამინი გაიქცა უცხოეთში მონებად.

ანაკონდა-სიგუას კისერზეა სიკვდილის, მათხოვრობის, თვითმკვლელობების, შაოსანი დედების მომრავლება, აფხაზეთიდან ათიათასობით ჩახოცილი ბიჭი, მიტინგებზე დახვრეტილი უიარაღო ხალხი, სავსე ციხეები, სავსე მორგები! სიგუა უნდა აძაღლდეს და მიწა არ უნდა ეღირსოს.

მიუვა ჯოჯოხეთში სატანა-შევარდნაძეს. ალბათ, იქ გაიყოლებს იანაევის ოქმს.

თავი დაანებეთ ვითომ-კეთილშობილებას და „მორწმუნეობას“, “გარდაცვლილზე რომ არაფერი უნდა თქვათო”. ეგ ნაცარი შეაყარეთ ერთმანეთს, მგლის ტყავში გახვეულო პუტჩისტებო, საქართველოს დამაქცევრებო. ასე შეშფოთებულები მაშინ არ ყოფილხართ, როცა გვამებით აივსო საქართველო, როცა გასხვისდა მიწები, როცა, დაანარკომანეთ, დააბრუეთ ახალგაზრდები.

სიგუამ გაგვასწრო, მაგრამ დანარჩენებს მაინც არ აგცდებათ ჩვენგან ის, რაც გეკუთვნით, რაც დაიმსახურეთ ქვეყნის წინაშე ჩადენილი ღალატისთვის. ეგ „ნიანგის ცრემლები“ და მორალი იმიტომ დააფრქვიეთ, თქვენს ხვალინდელ დღეს ხედავთ. სიგუა, სულ ფეხებზე გკიდიათ.

სიგუა ისე მიემგზვრება ჯოჯოხეთში, რომ ერთხელაც არ უნანია მისი გამყიდველობა….

იხ.  ქართველი ემიგრანტების ერთი ნაწილის განცხადება სრულად:  tvalsazrisi.ge

 

Posted in 2020, ეროვნული მთავრობის მტრები, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

დავით ჭაბუკაშვილი – მინდა მივმართო საქართველოს საპატრიარქოს!

Posted by iberiana on იანვარი 24, 2020

sigua

მინდა მივმართო საქართველოს საპატრიარქოს!

როგორც პრესაში გავრცელდა ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თენგიზ სიგუას გამოსვენება უნდა მოხდეს სიონის საკათედრო ტაძრიდან!

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ხსენებული ავად სახსენებელი პიროვნება გახლდათ ერთერთი მთავარი ორგანიზატორი და შეთქმულების წევრი, ვინც დაამხო კონსტიტუციური, დამოუკიდებელი საქართველო.

თქვენ ისიც მოგეხსენებათ რომ 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალება დაგმობილი იქნა 2005 წლის 11 მარტის დადგენილებით, საქართველოს პარლამენტის მიერ, რომელსაც სამწუხაროდ არ მოჰყვა დამნაშავეების დასჯა!

ამ “პიროვნების” დიდი ღვაწლის შედეგია ის რომ, მას შემდეგ სისხლში, ტანჯვაში და ვაებაშია მთელი ქვეყანა. დღეს კი ქვეყნის მომავალი და არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის!

ალბათ კითხულობთ სიგუას შესაძლო სიონიდან გამოსვენების თემაზე კომენტარებს და თავად დარწმუნდებით რომ მოქალაქეების 100% წყევლა კრულვას უგზავნის მას. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ მრავალი ადამიანის სახელით, კიდევ ერთხელ ნუ შეურაცხყოფთ გაწამებულ ქართველ ერს! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყველა შევიკრიბებით დილიდანვე სიონის საკათედრო ტაძრის გარშემო და სირცხვილის დერეფანში გაგატარებთ ყველას და დავიწყებთ რეალურ მოქმედებას გაიწმინდოს წმინდა ეკლესია პუტჩისტების მხარდამჭერი სისხლის სამართლის დამნაშავე ავაზაკებისაგან!

დავით ჭაბუკაშვილი

ჰელსინკის კავშირის წევრი 1990 წლიდან

23.01.2020

Posted in 2020, ეროვნული მთავრობის მტრები, საპატრიარქო, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

სახელმწიფო გადატრიალება თუ სამოქალაქო ომი?

Posted by iberiana on იანვარი 24, 2020

B. Dadeshkeliani

სახელმწიფო გადატრიალება თუ სამოქალაქო ომი?

რომელი სამოქალაქო ომი? ჩაიხედეთ პოლიტიკურ ლექსიკონში და გაარკვიეთ სამოქალაქო ომის ცნების შინაარსი.

1921 წლის 25 თებერვალი  = 1992 წლის 22 დეკემბერს,

ორჯონიკიძე = შევარდნაძეს

1992 წელს არავითარი სამოქალაქო ომი არ ყოფილა!

ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი სუფიან ბეპაევი წერს: “1991წ .24 და 28 დეკემბერს, როცა შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს” (“მოსკოვსკიე ნოვოსტი”, 15.12.1992) რუსული გაზეთმა “იზვესტიამ” დაბეჭდა, რომ თბილისში გადატრიალებაში მონაწილეობდნენ პეჩორისა და როსტოვის სპეცდანიშნულების ქვეგანაყოფები…

1993 წ. ოქტომბერში დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სამხედრო ფლოტის თითქმის სრული შემადგენლობა ადმირალ ედუარდ ბალტინის მეთაურობით შემოდის. მასში შედის 10 კრეისერი, საჰაერო სადესანტო პოლკი, ძერჟინსკის დივიზია (1989წ. 9 აპრილს მიტინგის დამრბევი, აფხაზეთის ოკუპაციაში მთავარი ძალები).

რუსეთის მთავრობის ვიცე-პრმიერმა ბურბულისმა განაცხადა, რომ საქართველოში სამხედრო გადატრიალების კოორდინატორი თვითონ იყო.

დუმის დეპუტატმა კოვალიოვმა აღიარა, რომ 65 მილიონი დოლარი დაუჯდათ რუსებს ეს გადატრიალება(?!)

ასე, რომ საქართველოში განხორციელდა უცხო ქვეყნის – რუსეთის მიერ სამხედრო გადატრიალება ადგილობრივი კრიმინალების დახმარებით!

შევარდნაძის მოთხოვნით განჯიდან გუდაუთაში გადაიყვანეს 345-ე სადესანტო პოლკი, რომელმაც აიღო სოხუმი, ასევე ბალტინის საზღვაო ძალებმაც დიდი როლი ითამაშეს აფხაზეთის ომში, რომელიც შემდეგ მან სამეგრელოს ოკუპაციაში გამოიყენა..

გამოდის, რომ შევარდნაძემ რუსეთის ჯარებთან ერთად მოახდინა სამეგრელოსა და ა.აფხაზეთის ოკუპაცი.. იგივე გააკეთა მანამდე სამაჩაბლოში, როცა “მშვიდობისმყოფელთა” მანტიით შეფუთა რუსი, ჩრდილო და სამხრეთ ოსური ოკუპანტები და ქართლის გული გადაულოცა რუსებს!!!

ბიმურზა დადეშქელიანი

22 დეკემბერი 2915

Posted in 1992, პუტინი, საქართველო-Georgia, სახელმწიფო გადატრიალება | Tagged: , , , , , | Leave a Comment »

გურამ ქართველიშვილი – “დიადი წამი”

Posted by iberiana on იანვარი 24, 2020

Merab Kostavaგურამ ქართველიშვილი – “დიადი წამი” 

წერტილი ყველაფერს აქვს. წერტილი დაესვა უდიდეს რეჟიმებს და დამპყრობლებს. ოდესღაც შემაძრწუნებელი იმპერიები დაემხენ. ასეთ მტარვალთა დამხობის წამებს დიდი მერაბი ,,დიად წამს” უწოდებდა, რადგან დამპყრობელის აღსასრულის წამი, დაპყრობილის თავისუფლების წამია. მერაბი ამიტომაც არის დიდი, რომ როდესაც საბჭოეთი დაინგრა მან ასე ზუსტად მოგვცა მაშინდელი დროის შესაბამისი ფორმულა: — ,,დიადი წამი”. ის ხედავდა მსოფლიო მორევში მარტო დარჩენილი ქართველი ერის მოუმზადებლობას ახალი და მისთვის უცნობი სამყაროსთვის. მერაბი, ზვიადი და იმ დროის დიდები ხედავდნენ რა ქარიშხალი იყო მოსალოდნელი ღიმილამოფარებული დასავლეთიდან და გვაფრთხილებდნენ, ყვიროდნენ, გვარწმუნებდნენ და შეეწირენ კიდეც დიდ გეოპოლიტიკურ ომს.

საქართველოში მათი ფიზიკური განადგურებით ყოველგვარი ეროვნულის წამლეკავი ნეოლიბერალიზმი დამკვიდრდა თავის რბევით, დეგრადაციითა და ქართული სახელმწიფოს გაპარტახებით.

მაშინ ერმა ვერ გაითავისა მერაბის — ,,დიადი წამი”-ს მნიშვნელობა და ვერ გამოიყენა ხელსაყრელი დრო…

ეს წერილიც კი ერთერთი გაფრთხილებათაგანია იმისთვის რომ მაქსიმალურად ვიაზროვნოთ ქართველებმა დროის შესაბამისად. მთავრდება უმძიმესი ლიბერასტული ეპოქა და ის რაც აიდგამს აქ ფეხს, დიდ წილად ჩვენზე უნდა იყოს დამოკიდებული ქართველებო, თორე ძილით თუ შევეგებეთ დიად წამს დრო არ დაგვზოგავს და ,,დიადი წამი” სავალალო აღმოჩნდება კვლავ ჩვენთვის

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/kartvelishvili/#11

Posted in 2020, კოსტავა, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ჩვენ საქართველოს სიყვარულისთვის გვესროდნენ

Posted by iberiana on იანვარი 23, 2020

guliko chkhaidze2გულიკო ჩხაიძე – ჩვენ საქართველოს სიყვარულისთვის გვესროდნენ

1992 წლის 2 თებერვალი

… თამარის ხიდს რომ მივუახლოვდით, ფერდობებზე, ცირკის მხარეს და მოპირდაპირე მხარეს შევნიშნე ახალგაზრდები, რომლებსაც შავი ნაქსოვი ქუდები ეხურათ (ასეთი ქუდები ეხურა მაშინ თბილისში ახალგაზრდების გარკვეულ კატეგორიას) და ნიღბები ეკეთათ. თვალში მომხვდა, რომ ქურთუკები გამობერილი ჰქონდათ. ავტომატები ხელში არ უჩანდათ. ქურთუკის ქვეშ მალავდნენ? ჯერ წყნარად იყვნენ. გაგვატარეს, გვაცალეს, უფრო ბევრი შევსულიყავით ამ სასაკლაოში. ბევრი სამიზნე, ხალხის არევ-დარევა, ჭყლეტა_ როგორც ჩანს გათვლილი ჰქონდათ. უეცრად რაღაც ტკაცანი გაისმა. გავირინდე… ცოტა ხანიც და ატყდა ავტომატების კაკანი, ეს შავქუდიანი ბიჭები ადგილებს იცვლიდნენ. იქით-აქეთ დარბოდნენ. გაისმა ხმები: დაჭრილები არიანო. გამოჰყავდათ. ჩვენ უკან დავიხიეთ, ისევ სადგურისაკენ ვაპირებდით წასვლას…

სადგურის მოედნისკენ აღარ გაგვიშვეს. აღმაშენებლის გამზირისკენ მეტროს მიმართულებით გაგვიხსნეს გზა. და, აი, იქ კი თურმე უარესი გველოდა. მანიფესტანტები ტირილგარეული ხმით ხმამაღლა უგზავნიდნენ წყევლა-კრულვას იმას, ვინც ამ დღეში ჩაგვყარა.

– მკვლელებო, მკვლელებო! შევარდნაძე იუდა!

ამ შეძახილებით ჩავიარეთ გამზირი და როცა მარჯანიშვილის მეტროს მივუახლოვდით, ერთბაშად აკაკანდა ასობით ავტომატი. ისევ გადაგვიფრინეს თავზე ტყვიებმა. ზოგს ასცდა, ზოგი დაიჭრა…ისროდნენ ყველა სახლის სახურავიდან, ისროდნენ დამიზნებით, პირდაპირ ხალხში… აშკარა იყო, ელოდებოდნენ მომენტს, როცა ბევრი მოვგროვდებოდით. ამიტომ გვიან იწყებდნენ სროლას. ასე იყო ცირკთან, ასე იყო აქაც. აქ შეიძლებოდა თავშესაფრის პოვნა და ხალხი ეზოებსა და სადარბაზოებში შეცვივდა. მე და ჩემი და რამდენიმე ადამიანთან ერთად მარჯანიშვილისა და აღმაშენებლის კვეთაში მეტროს წინ მდებარე ერთი სახლის ეზოში შევედით. უკანა მხრიდან მივადექით ამ სახლს და ჩვენ თვალწინ ბინის პატრონმა, მოხუცმა რუსმა კაცმა აკანკალებული ხელით კარი ჩაკეტა, უკან ცოლი ედგა, ის მთლად ცახცახებდა შიშისაგან. შუშაბანდი ჰქონდათ და იმიტომ ვხედავდით ყველაფერს. ქართველები გვხოცავდნენ და რუსს კარი ჩაეკეტა, გასაკვირი იყო? იმ ადგილას, სადაც ახლა მაკლდონალდსია, ერთი სახლი იდგა. ვიწრო კიბე ადიოდა ზევით, სხვენისაკენ. ამ კიბეს მივაშურეთ. თითქმის ბნელოდა. ავედით ყველაზე მაღლა და საფეხურებზე ჩამოვსხედით. არც ერთი ჩვენგანი ხმას არ იღებდა, ერთმანეთსაც არ ვუყურებდით. ვისხედით განადგურებულები, გაოგნებულები… იმ დღის სისასტიკემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს დღე 9 აპრილზე უარესი იყო— ქართველები გვესროდნენ, ჩვენი ძმები და შვილები გვესროდნენ….

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/1992-2/#2

Posted in 1992, 2020, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | 1 Comment »

„ვისაც სიგუას ჭირისუფლობისკენ უწევს გული, ჯერ ამ ფილმს უყუროს“

Posted by iberiana on იანვარი 22, 2020

 

1992

გიორგი კალანდია – „ვისაც სიგუას ჭირისუფლობისკენ უწევს გული, ჯერ ამ ფილმს უყუროს“

საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია თენგიზ სიგუას გარდაცვალებას facebook-ით ეხმაურება და აქვეყნებს დოკუმენტურ ფილმს „დახვრეტილი საქართველო“.

 

Posted in 2020, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia, სახელმწიფო გადატრიალება | Tagged: , , , , , | Leave a Comment »

2 თებერვლის აქცია – 2020

Posted by iberiana on იანვარი 22, 2020

2 თებერვლის მანიფესტაცია იყო ერთერთი ყველაზე ხალხმრავალი, ეს დღე კი  ყველაზე სისხლიანი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ის თავისი მაშტაბითა და მნიშვნელობით უფრო შემზარავია, ვიდრე 1989 წლის 9 აპრილი, სადაც გვიპირისპირდებოდა რუსეთის იმპერია, აქ კი უიარაღო ხალხს ჩვენი სისხლი და ხორცი გვესროდა –  “დემოკრატიის” სახელით

2.01.1992

საქართველოს ყველა მამულიშვილს გთხოვთ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მივიღოთ მონაწილეობა ა. წ. 2 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებაში.
შეკრება მოხდება 2020 წლის 2 თებერვალს 13:50-ზე გმირთა მოედანზე, ცირკის ასასვლელ კიბეებთან, საიდანაც 14:00-ზე მსვლელობით მივალთ მომიტინგეთა დახვრეტის (პირველი მსხვერპლის) ადგილამდე, სადაც აღევლინება პანაშვიდი.

აქციის მთავარი მიზანია – პატივი მივაგოთ 1991-93 წლების უდანაშაულო მსხვერპლთ და კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ დეფაქტო ხელისუფლებას:

“მოხდეს კრიმინალური გადატრიალების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა!”

2 თებერვალი

***

2 თებერვალი 2020

ანა მიქაუტაძის ფოტოები

This slideshow requires JavaScript.

2020 წლის 2 თებერვლის აქციის ვიდეო

Posted in 1992, 2020, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ანა მიქაუტაძე – 1992 წლის საპროტესტო აქციები

Posted by iberiana on იანვარი 22, 2020

annaანა მიქაუტაძე – 1992 წლის საპროტესტო აქციები

28 წელი გავიდა კრიმინალური გადატრიალებიდან. წლების განმავლობაში ტაბუ ედო ამ თემას და ძალაუნებურად დავიწყებასაც მიეცა თითქოს ის ტკივილი და განცდები. მაგრამ რამდენიმე თარიღი იმდენად ტრაგიკულია, რომ ღრმა კვალი დატოვა ჩვენს მეხსიერებაში.

წლებია, ამაოდ ვითხოვთ პროკურატურისგან, რომ გამოიძიონ 1991 -1992 წლების კრიმინალური გადატრიალება და მის შემდგომ საქართველოში გამეფებული ყაჩაღობისა და მკვლელობების ფაქტები. მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ ამისთვის პოლიტიკური ნება არაა.

პუტჩის ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ მოსახლეობა მალევე შეეგუებოდა ხელისუფლების სათავეში მოსულ ახალ ძალას, მაგრამ ასე არ მოხდა. 22 დეკემბრის შოკიდან გამოსულმა ადამიანებმა სპონტანურად დაიწყეს ქუჩაში გამოსვლები და მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერის გამოხატვა.

რამდენიმე პატარა მიტინგს მოჰყვა პირველი ხალხმრავალი აქცია დიდუბის მეტროსთან 1992 წლის 3 იანვარს, რომელიც ავაზაკებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სასტიკად დაარბიეს. ამ დღეს დაიღუპნენ გივიკო რეხვიაშვილი, ლევან თაქთაქიშვილი, გიზო ხატიაშვილი, კახა არსენაძე, გელა ხუციშვილი, ტრისტან ფერაძე და გურამ დოლიძე.

მიუხედავად მსხვერპლისა, საპროტესტო აქციები არ წყდებოდა.

1992 წლის იანვარში მოსახლეობა ყოველდღე 12 საათიდან ვაგზლის მოედანზე იკრიბებოდა, საინფორმაციო მიტინგის შემდეგ მსვლელობა იმართებოდა ხოლმე. ხშირად მიტინგს თავს ესხმებოდნენ შეიარაღებული ავაზაკები და სროლით ხალხს ფანტავდნენ, მაგრამ მეორე დღეს საპროტესტო აქციაზე უფრო მეტი ადამიანი მოდიოდა. პერიოდულად დროშებითა და პლაკატებით ხელში მანიფესტაციაც იმართებოდა,. საზოგადოებრივი ტელევიზია კი უკვე სრულად იყო მოქცეული პუტჩისტური ხელისუფლების გავლენის ქვეშ და თბილისში არსებულ ვითარებას დამახინჯებულად ავრცელებდა.

სისხლიანი ქრისტეშობა დაუდგა იმ წელს საქართველოს. 7 იანვარს მსვლელობა მოეწყო ვაგზლის მოედნიდან და რადგან რუსთაველისკენ გზა შეიარღებულებს ჰქონდათ გადაკეტილი, მანიფესტანტებმა გეზი ვაჟა-ფშაველას გამზირისკენ აიღეს. აქციის მონაწილეები იხსენებდნენ, რომ გზადაგზა ჩასაფრებული შეიარაღებული პირები ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსაც ესროდნენ, მაგრამ ხალხი არ ეპუებოდა, პირიქით მათ მსვლელობისას თანამოაზრეები ემატებოდნენ და ასე მივიდნენ დელისის მეტრომდე. აქ კი პირდაპირ ნადირობა დაიწყო უიარაღო ადამიანებზე, არ ინდობდნენ არც უცხოელ ჟურნალისტებს, რომელთაც გადაღებული კადრების გასანადგურებლად მისდევდნენ. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პუტჩისტებისგან დაშინებული ექიმები დროულად ვერ ბედავდნენ დაჭრილებისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენას. ამის გამო კი მხატვარი ბაადურ მჭედლიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

საპროტესტო მსვლელობები კვლავაც გრძელდებოდა და ის უფროდაუფრო მასიურ ხასიათს იღებდა, 1 თებერვალს ვაგზლის მოედნიდან დაძრულმა კოლონამ შეძახილებით გაიარა თამარ მეფის გამზირი, რუსთაველის პროსპექტი და სახელმწიფო კანცელარიასთან დაასრულა მსვლელობა.

მოსახლეობის გააქტიურებამ საგონებელში ჩააგდო პუტჩის ხელმძღვანელობა და მათ გადაწყვიტეს, ე.წ. წესრიგი დაემყარებინათ და ხალხი ჭკუაზე მოეყვანათ.

2 თებერვალს ჩვეულებისამებრ შევიკრიბეთ ვაგზლის მოედანზე, რამდენიმე გამომსვლელს მოვუსმინეთ და ტრანსფარანტებითა და დროშებით ხელში თამარ მეფის გამზირისკენ დავიძარით. აქციაზე თბილისელების გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებიდანაც იყვნენ ჩამოსულები. მსვლელობას თვალყურს ადევნებდა რამდენიმე ჟურნალისტიც, ძირითადად უცხოელები.

https://iberiana2.wordpress.com/segm/1992-2/

 

Posted in 1992, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში

Posted by iberiana on იანვარი 20, 2020

anania japaridze2

მანგლელი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)

საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში – შესავალი

ჩრდილოეთ კავკასიის ვრცელი რეგიონი, გადაშლილი შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, ქართული წყაროებისა და იქ აღმოჩენილი მატერიალური კულტურის მასალათა მიხედვით, თემურ-ლენგის ლაშქრობამდე, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა. ამიტომაც, XXს. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის ყველა ძველ დებულებაში ჩრდილოეთ კავკასიის ოლქები ცალკეულ ეპარქიათა სამწყსოში შედიოდა, მაგალითად დვალეთი – ნიქოზის სამღვდელმთავროში, „დიდოეთ-დურძუკეთი, თერგისა და დაღესტნის მხარე“ – ალავერდისა, ჰერეთი, რანი, შაქი და წუქეთი, „ოლქები ზაქათალისა, სამურისა, ნუხისა, არეშისა, განჯისა და ყაზახისა“ – ბოდბეს ეპარქიაში, ყოფილი ქვემო ქართლი – ბამბაკის ხეობა, თბილელს ექვემდებარებოდა, ტაო-კლარჯეთი ანის-ვალაშკერტის ჩათვლით – მაწყვერელს. ზღვისპირეთი ტრაპეზუნტიდან ჭოროხამდე – ბათომ-შემოქმედის იურისდიქციას განეკუთვნებოდა.

თემურ-ლენგის ეპოქიდან შეიცვალა ჩრდილოეთ კავკასიის ეთნიკური სახე, ის იქამდე, ძირითადად, ქართველთა მონათესავე ტომებით იყო დასახლებული. იბერებისა და ჩრდილო კავკასიელების ეთნიკურ ნათესაობას მიუთითებდნენ სტრაბონი და ქართული წყაროები.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ჩრდილო-დასავლეთ კავკასია დასახლებული იყო იბერიული ხალხების ეთნარქების – ეგროსის, ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასია – ლეკოსის, ხოლო ცენტრალური ნაწილი – „კავკასოსის“ შთამომავლებით. ეს იყო სუბსტრაქტი, რომელსაც ამჟამად უწოდებენ „იბერიულ-კავკასიურ ხალხებს“. მონღოლთა შემოსევების დროისათვის ეს ხალხები უკვე ქრისტიანები იყვნენ. გერმანული წარმოშობის ცნობილი რუსი მეცნიერის ვ. მილერის კვლევით, თემურ-ლენგთან დამარცხების შემდეგ ჩრდილო კავკასიური ხალხები ასიმილირდნენ სტეპებიდან მთებში ასულ წარმართ – ნომადურ, მომთაბარე ტომებში. ამის შედეგად ისინი თავდაპირველად გაწარმართდნენ (თუმცა შეინაჩუნეს ქრისტიანული სარწმუნოებრივი ელემენტები), შემდეგ კი გამუსლიმანდნენ და ჩამოყალიბდნენ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებად. ეკლესიურად, „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, მე-6 მსოფლიო-საეკლესიო კრებამ (მე-7 საუკუნეში) ჩრდილოეთ კავკასია გადასცა საქართველოს საეკლესიო იურისდიქციას… ეს ნიშნავს, რომ იმჟამად ჩრდილო-კავკასიელები ქართულ ენაზე ლოცულობდნენ და მათი წირვა-ლოცვის ენა ქართული იყო…

თემურ ლენგის შემოსევათა შემდეგ საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ჩრდილოეთ კავკასიის ბარი, შემდგომ – მთისწინეთი და საეკლესიო საზღვარმა გადაინაცვლა კავკასიის მთავარი ქედის პარალელურ ქედზე, რომელსაც რუსები „სკალისტიი ხრებეტს“ (კლდოვანი ქედი) უწოდებდნენ. ეს „სკალისტიი ხრებეტი“ ამჟამინდელი საქართველოს საზღვრის ჩრდილოეთით, 20-30 კილომეტრში მდებარეობს.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/anania_japaridze/

 

Posted in ისტორია-History, კავკასია-Caucasus, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ადიღების დამკვიდრება ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთ-სამეგრელოში (XV-XVII სს.)

Posted by iberiana on იანვარი 20, 2020

anania japaridzeმიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

ადიღების დამკვიდრება ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთ-სამეგრელოში (XV-XVII სს.)

ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ჩრდილოკავკასიის ამჟამინდელი ეთნოსები ჩამოყალიბდნენ მათი კავკასიელი წინაპრების ასიმილაციის შემდეგ სტეპებიდან შემოსულ სინურენოვანირანულ და თურქულენოვან მომთაბარეთა  ჯგუფებში,  თემურ ლენგის შემოსევათა შემდეგ.

ჩვენს წყაროებად გამოყენებულია ქართული, თურქული, არაბული და სხვა წყაროები (ქართლის ცხოვრება, ვახუშტი, თეიმურაზ ბატონიშვილი, ევლია ჩელები, აბულფედა, ირხანის ისტორია, დერბენდ-ნამე და სხვა უამრავი უცხოელი ავტორი), გამოყენებულია უხვი ლიტერატურა ამ თემაზე, ასევე საინტერნეტო მასალა და გენეტიკური გამოკვლევები.

ნაშრომი წარმოადგენს სიახლეს, რადგანაც ამჟამად გაბატონებული, მაგრამ ჩვენი აზრით, არასწორი, თეორიით მიიჩნევა, რომ ადიღე-ჩერქეზული ტომები (მათ შორის აფსუები) არაინ დასავლეთ საქართველოს თავდაპირველი მოსახლეობა, და მხოლოდ შემდგომ გამოჩნდნენ აქ სვანური და მეგრული ტომები, ხოლო არაბობის შემდგომ ე.წ.“ქართის“ ტომები.

ეს არასწორი საისტორიო თეორია ჩამოყალიბდა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სახელმწიფოს გაუქმების XIX და XX საუკუნეებში. სამწუხაროდ, ამ არასწორი თეორიის სათავეებთან იდგენენ ასევე თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის კორიფეები. მართალია პავლე ინგოროყვამ თავისი შესანიშნავი კვლევით დაასაბუთა, რომ არასწორია ნ. ჯანაშიასა და სხვათა თეორია ადიღე-ჩერქეზული ტომების დასავლეთ საქართველოში თავდაპირველი მოსახლეობის შესახებ, მაგრამ ის არ იქნა გაზიარებული.

ეს მეცნიერები არ შეხებიან ადიღე ხალხის ჩამოყალიბების საკითხს. ეს კი მნიშვნელოვანია, რადგანაც კარგად ხსნის, რომ ადიღე-ჩერქეზები არ იყო დასავლეთ საქართველოს თავდაპირველი მოსახლეობა.

ჩვენი ნაშრომი სიახლეა იმით, რომ ჩვენი კვლევით ადიღეური ცნობიერების სინურენოვანი ხალხები  არ ცხოვრობდნენ კავკასიაში მე-15 საუკუნემდე.

კავკასიური ეთნო  ჯგუფების ასიმილაციის შედეგად ჩამოყალიბდა ხალხები კავკასიური  ადგილობრივი G2a ან J2 ჰაპლოჯგუფით, თუმცა კი ენობრივად სინურენოვანი. ესენი იყვნენ ადიღეს, დაღესტნისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის XVI-XVIII სს.-ში ჩამოყალიბებული ეთნოსები…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/caucasus/anania-japaridze/

 

Posted in გენეტიკა, კავკასია-Caucasus, მეცნიერება, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ნათლისღების ტრადიცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში

Posted by iberiana on იანვარი 19, 2020

natlisgheba

ნათლისღების ტრადიცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში

საქართველოში ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს – მაცხოვრის ნათლისღებისას.

დიდი აიაზმა წელიწადში ორჯერ ტარდება – ნათლისღების წინა დღესა და ნათლისღების დღეს – ლიტურგიის შემდეგ. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისი ტრადიციები დამკვიდრდა, რომლებიც წყლის კურთხევის წეს-ჩვეულებებს უკავშირდება.

საქართველოში ნაკურთხი წყლის დიდი რწმენა აქვთ. ხალხში ამბობენ, რომ ნათლისღების დღეს აღებული ჩვეულებრივი წყალიც დიდხანს ძლებს და არ იხრწნება. ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს — მაცხოვრის ნათლისღებისას.

მაგალითად, აჭარაში ნათლისღების მთავარი ტრადიცია — ზღვაში შთაფვლა — მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით აღდგა. ზღვის კურთხევის ლოცვას სასულიერო პირები სანაპიროზე შეკრებილ მორწმუნეებთან ერთად ასრულებენ. ამის შემდეგ ხშირად სასულიერო პირები მრევლის ნაწილთან ერთად ზღვაში შედიან და ცოდვების განწმენდის სიმბოლურ რიტუალს ატარებენ…

ნათლისღების დღეს ქართლში (სადაც ნათლისღებას განცხადებას უწოდებენ) მთელი სოფელი მდინარისკენ მსვლელობას აწყობდა, ასევე მიჰყავდათ საქონელი და მიჰქონდათ სამუშაო იარაღები, რომ ისინიც წმინდა წყალში დაესველებინათ და ასე ეკურთხებინათ.

ასევე გავრცელებული იყო შიდა ქართლში კორკოტობა. კორკოტს ნათლისღების დღეს ახალი მიცვალებულის პატრონი ოჯახი ხარშავდა.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/natlisgheba/

 

Posted in საქართველო-Georgia | Leave a Comment »

გურამ ქართველიშვილი – “ბედნიერი” მომავალი

Posted by iberiana on იანვარი 19, 2020

გურამ ქართველიშვილი – “ბედნიერი” მომავალი

ემიგრანტებს და არაემიგრანტებს

 

 

Posted in 2020, ვიდეო, იდეოლოგია, ირანი, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

“თქვენ გასაგონად ბიჭებო”

Posted by iberiana on იანვარი 16, 2020

dumbadze2

თამაზ დუმბაძე – “თქვენ გასაგონად ბიჭებო”

თამაზ დუმბაძე (1936-2016) – გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი შემქმნელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე (1992-1998), თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებულ დავალებათა ჯგუფის უფროსი, ვახტანგ გორგასლის ორდენის სრული კავალერი.

1999 წელს თბილისში გამოიცა გენერალ-მაიორ თამაზ დუმბაძის წიგნი “თქვენ გასაგონად ბიჭებო”

რამდენიმე ამონარიდი წიგნიდან:

“ერთ დღეს ზურაბ ნაირაშვილმა განზე გამიხმო: საინტერესო ჩანაფიქრი და გეგმა მაქვს, მინდა წამომყვე, რომ ყველაფერი თვალნათლივ გაჩვენო და ზოგი რამ აგიხსნაო. მანქანებში ჩავსხედით და ვაკის მიდამოებში ავედით. ავტომობილით ცოტათი გავუყევით ვერის უბნის მხარეს. გავჩერდით ქუჩაში, სადაც გზა გამსახურდიას “კოლხური კოშკისკენ” მიდის. ნაირაშვილს ზედმიწევნით ჰქონდა შესწავლილი ზვიად გამსახურდიას ყოველდღიური მარშრუტი. ზუსტად, თითქმის წამების გათვლით ჰქონდა დადგენილი დრო. საკმაოდ დაწვრილებით ჰქონდა შედგენილი სქემაც. იგი ქუჩის განაპირას, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჭასთან მივიდა, სარქველი ახადა და მანიშნა, მომყევიო. ჩავედით ზვიადის სახლთან მდებარე ჭაში, საიდანაც ხელისგულივით ჩანდა ყველაფერი, ახლომახლო მოძრავი ტრანსპორტი, ცალკეული ადამიანები და საერთოდ, ბრწყინვალე ხედვის არე იყო. ჩვენ ვერავინ გვამჩნევდა, ისე უმნიშვნელოდ და მოფარებულად იყო ეს ჭა.

– წარმოიდგინე თამაზ, აქედან რომ ერთი რიგიანად გავუშვა, როგორ ავაფრენ იმ შენს პრეზიდენტს, თავისი სისულელეებით. ეს თქვა რუსულად, რადგან დიდხანს მსახურობდა საბჭოთა არმიაში და ამ ენაზე აზროვნებდა, სათქმელსაც ასე უფრო კარგად აყალიბებდა.”
“წამოვედით. ყოველ შემთხვევაში, ერთი კონკრეტული ვარიანტი უკვე იყო შემუშავებული, უკიდურესი შემთხვევისათვის.”
(გვერდი: 125-126)

“მოსკოვის გზაზე ჯგუფები და პიროვნებები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. თენგიზ სიგუასა და თენგიზ კიტოვანს მე და კახა გველესიანი მივყვებოდით ხოლმე. ისინი ესაუბრებოდნენ და ეთათბირებოდნენ ხოლმე ედუარდ შევარდნაძეს.
(გვერდი: 129)

“სამი ქვეითთა საბრძოლო მანქანით (საბრძოლო ჯავშნიანი მანქანა БМП-1 აღჭურვილია გლუვლულიანი 73 მილიმეტრიანი კალიბრის ქვემეხით 2А28″Гром”, 7,62 მილიმეტრიანი კალიბრის კალაშნიკოვის სატანკო ტყვიამფრქვევითა და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით 9М14М”Малютка”. (ეს სამი БМП-1 მათ მიიღეს წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 171-ე გვარდიული საოლქო სასწავლო ცენტრიდან). შევარდით მთავრობის სახლის ეზოში და პანიკა დავთესეთ, მანქანებში იყვნენ პაატა დათუაშვილი, მამუკა ჯაჯანიძე და გია გულუა.”

“სასწრაფოდ ჩამოვიდნენ გია ყარყარაშვილი და დევი ჭანკოტაძე. ბრძოლის ხელმძღვანელობა გიას დაევალა. დევიმ ზარბაზანი (100 მილიმეტრიანი კალიბრის საზენიტო ქვემეხი КС-19, შეიარაღებაში ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარები-ეროვნულ გვარდიას) სასტუმროს (“თბილისი”) წინ დადგა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე.”
(გვერდი: 133)

“მაშინ ძალიან ბევრს ვშრომობდით, ჯემალ ჭუმბურიძე, მე, გია ყარყარაშვილი, მამუკა ჯაჯანიძე, აკია ბარბაქაძე, პაატა დათუაშვილი, დევი ჭანკოტაძე, გელა გიორგაძე, გია გულუა.

“ერთხანს გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ გია უჩავა, თავგამოდებული გვარდიელი, ზვიად გამსახურდიას ბანაკში გადაბარგდა.”

“მაშინ არავინ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა, რომ ის ჩემი სპეციალური დავალებით წავიდა. ასე ვთქვათ, თავისებური მზვერავი იყო. შეძლებისამებრ მაწვდიდა ინფორმაციას ზვიადის ბანაკში არსებული მდგომარეობის შესახებ.”
(გვერდი: 134)

“ტყვია-წამლით უხვად გვამარაგებდნენ რუსეთის ჯარის წარმომადგენლები (წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი, სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ვალერი პატრიკეევი)”
(გვერდი: 135)

“ახალი წლის ღამე თენგიზ კიტოვანმა და თენგიზ სიგუამ ამიერკავკასიი სამხედრო ოლქის დაჯგუფებაში (წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი, სარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი სუფიან ბეპაევი) გაატარეს…
ორი-სამი დღე დარჩნენ.”
(გვერდი: 150)

“გენერალ-ლეიტენანტი ლევან შარაშენიძე ძირითადი მეკავშირის როლს ასრულებდა რუსებთან (წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის დაზვერვის უფროსი, გენერალ-მაიორი ვიქტორ ივანენკოვი) ურთიერთობისას, განსაკუთრებით იარაღის მოწოდების დროს.”
(გვერდი: 152)

დავით თევზაძე... მეორე დღისთვის დავიბარე (თბილისის ზღვაზე გასვლის შემდეგ). მივეცი იარაღი და მან ჩამოაყალიბა შეიარაღებული რაზმი “გორდა“.

“თბილისის სისხლიანი მოვლენების დროს “გორდა” და მათი თანამებრძოლები სასტუმრო “ივერიაში” იდგნენ.”
(გვერდი: 195)

მასალა მოამზადა დავით არაბიძემ

Posted in 1991, ეროვნული მთავრობის მტრები, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia, სახელმწიფო გადატრიალება | Tagged: , , , , | 1 Comment »

რუსეთის მთავრობა გადადგა!

Posted by iberiana on იანვარი 15, 2020

რუსეთის მთავრობა გადადგა!

რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელი, პრემიერმინისტრი  დიმიტრი მედვედევი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება, თვითონ საბჭოს ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს.

რუსეთის მთავრობა გადადგა, განაცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.

რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე, დიმიტრი მედვედევი მთავრობის მოქმედი შემადგენლობის გადადგომას სწორად მიიჩნევს. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

აღნიშნული ცვლილებები არსებითად შეცვლის არა მხოლოდ კონსტიტუციის მუხლების მთელ რიგს, არამედ მთლიანად აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების ბალანსს. ამ კონტექსტში აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა მისცეს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს საშუალება, მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები და ამ პირობებში, სწორად მიმაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 117-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობა ამჟამინდელი შემადგენლობით გადადგეს“, – განაცხადა მედვედევმა.

 

Posted in 2020, მსოფლიო, პოლიტიკა, რუსეთი-Russia, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

რა ჭირს საქართველოს?

Posted by iberiana on იანვარი 15, 2020

kartvelishvili

გურამ ქართველიშვილი

—- რა ჭირს საქართველოს? —-

ე.წ. დამოუკიდებლობის წლები ქართველმა ხალხმა გამოიყენა ქვეყნის დაცემისთვის, მისი ძარცვისთვის და ეროვნული განათლება – კულტურის მოსპობისთვის მომავალ თაობებში.

ეს ვითომ ქართული სახელმწიფო 1992 წლიდან იქცა იმ ანტიქართულ ზონად სადაც უამრავი ექსპერიმენტი და დეგრადაციული ზემოქმედება ჩაატარეს გარე ძალებმა ქართველ ერზე, მის მომავალ თაობებზე და გენოფონდზე. საბოლოოდ სახეზე გვაქვს პროცესი, რომელშიც ჩვენი ქვეყანა როგორც ქართული სახელმწიფო არსებობას წყვეტს და ეს უმძიმესი პროცესი ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს…

აქ ასახლებენ ისეთ აზიელ ხალხებს, რომლებიც ათასწლეულის მანძილზე უწყობდნენ ქართველ ხალხს გენოციდებს და რელიგიურ ძალადობებს. მათი გაუთავებელი შემოსევებისგან დაუძლურდა საქართველო საუკუნეების მანძილზე და დღეს ამ გენეტიკურად მტრული ერების შემოსახლება-დამკვიდრება გაჩქარებულად მიმდინარეობს…

ქართველი ხალხის თვალწინ ხდება საქართველოს მკვლელობა, ხოლო მთავარი უბედურება ის არის, რომ არ არსებობს გარე თუ შიდა პოლიტიკური ძალა რომელიც ამ პროცესს შეაჩერებს

ამ ფონზე კი იღუპება უძველესი ქართული სახელმწიფო, მისი აბორიგენი გენოფონდი ქართველობა ნადგურდება და მსოფლიოში იფანტება, კულტურა კი კვდება. ხოლო ქართველი ერი, რომლის მოსასპობადაც ტარდება ეს გეოპოლიტიკურ-ეთნიკური ძვრები, ძალიან ცუდად აცნობიერებს საკუთარ მდგომარეობას…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/kartvelishvili/#9

 

Posted in 2020, გლობალიზაცია, მიგრანტები, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ტარიელ ფუტკარაძე – უზენაესი საბჭოს ორიენტირები

Posted by iberiana on იანვარი 14, 2020

tariel putkaradze.jpgპროფესორი ტარიელ ფუტკარაძე

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ორიენტირები
თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში

ქართველი ერი ერთ-ერთი უძველესი ერია მსოფლიოში და, ამავე დროს, ერთ-ერთი იშვიათი, რომელმაც სახელმწიფო შექმნა ჯერ კიდევ ძვ.წ. XV-XIII საუკუნეებში (იხ., კოლხური არქეოლოგიური კულტურის საზღვრები) და დღემდე აქვს. ამ ხნის მანძილზე საქართველო ზოგჯერ დამოუკიდებლობას კარგავდა ხოლმე, მაგრამ ძირითადი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები და სამეფო დინასტია უწყვეტად შეინარჩუნა XIX საუკუნემდე. XIX-XX საუკუნეებში კი საქართველო ორჯერ გახდა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი; კერძოდ, რუსეთის იმპერიამ ე.წ. მცოცავი ანექსიის გზით საქართველო ნაწილ-ნაწილ მიიერთა 1801-1865 წლებში. საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა 1918 წლის 26 მაისს, მაგრამ ბოლშევიკურმა რუსეთმა სამი წლის შემდეგ ისევ იარაღის ძალით დაიპყრო საქართველო. მხოლოდ 70 წლის შემდეგ – 1991 წლის 9 აპრილს – შეძლო ქართველმა ხალხმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა: გამოაცხადა “საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი”, რომლის საფუძველზე მსოფლიომ ცნო საქართველო, როგორც თანამედროვე და დამოუკიდებელი სახელმწიფო 1991 წელს არსებულ საბჭოთა საქართველოს საზღვრებში.

სრულად:  https://iberiana2.wordpress.com/segm/t_putkaradze/

Posted in 1990, 1991, 1992, ეროვნული მთავრობა, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , , | Leave a Comment »

ვახტანგ ჭაბუკიანი – შევარდნაძის ინტრიგების მსხვერპლი

Posted by iberiana on იანვარი 13, 2020

chabukianiვახტანგ ჭაბუკიანი – შევარდნაძის ინტრიგების მსხვერპლი

დიახ, ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედება ეს არის უდიდესი ზნეობრივი აქტი. წმინდა საფუძვლის გარეშე შეუძლებელია ის აღმაფრენა, რომელიც გამოხატავს ქართულ გენს. ეროვნული ცეკვის ჰარმონიული შერწყმა კლასიკურ ბალეტთან ეს მხოლოდ ვახტანგ ჭაბუკიანმა შეძლო. ვახტანგ ჭაბუკიანმა შექმნა მამაკაცის ცეკვის ფენომენი საბალეტო ხელოვნებაში …

მისი სახელი საამაყოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მისით აღფრთოვანებულია მთელი მსოფლიო, რადგან ვახტანგ ჭაბუკიანი განუმეორებელია.

დიახ, ეს ასეა. დაუსრულებლად შეიძლება მისი შემოქმედების განხილვა–ანალიზი, მაგრამ დღევანდელი ჩვენი სათქმელი და ამ წერილის მიმართულება სხვა რამ არის.

1972 წლის შემოდგომიდან იწყება უპრეცედენტო თავდასხმა ვახტანგ ჭაბუკიანზე. გასტროლებზე მყოფს ემუქრებოდნენ, არ დაბრუნებულიყო საქართველოში, ათას სიბინძურეს ავრცელებდნენ და ბოლოს იქამდეც მივიდნენ, ოპერის თეატრის შენობაც კი გადაწვეს.

ვინ იყვნენ ისინი, ვინც ასე ვერაგულად ცდილობდნენ, დაემსხვრიათ შემოქმედი პიროვნება, რომელიც ვერა და ვერ გატეხეს. ჭეშმარიტად ქართული სულის დიდი შემოქმედის, უწმინდესი სულიერი საფუძვლის ხელოვანის წინააღმდეგ დაწყებული ბოროტება, რომლის სათავეში, ყველას კარგად მოეხსენება, ვინ და ვინც იდგნენ – შევარდნაძე და საბჭოთა სუკი – მისი გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება, რადგან დღესაც მუშაობს ბინძური სისტემა – ინტრიგები, ჭორები, საზოგადოების დეზინფორმირება და ზნეობრივი დეგრადაცია. შეცდომაში შეიყვანეს და დღესაც ცდილობენ აცდუნონ ის ხალხიც კი, ვინც ხელოვნებისა და ქართული ბალეტის მიღწევითაა დაინტერესებული. მავანთ დააკისრეს, დაავალეს და ისინიც ასრულებენ პროვოკაციულ-ფალსიფიკატორულ ფუნქციას – შექმნან არაჯანსაღი ფონი: ამბობენ

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/geosurnames/vakhtang-chabukiani/

Posted in 2020, გამოჩენილი ქართველები, ზნეობა, კულტურა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

უზენაესი საბჭო

Posted by iberiana on იანვარი 12, 2020

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და
9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

uzenaesi sabcho1

1. სერგო ვარდოსანიძე: თავისუფლებისათვის ბრძოლის კვალდაკვალ ….. 7

2. ჯონი ხეცურიანი: 9 აპრილიდან 9 აპრილამდე ………………………………. 15

3. “საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის~ სამუშაო ვერსიები
/ზვიად გამსახურდიასა და ჯონი ხეცურიანის ჩასწორებები/ ……………….. 27

4. მანანა ტაბიძე: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მისია _
საქართველოს დამოუკიდებლობა ……………………………………………………… 36

5. ტარიელ ფუტკარაძე: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი
საბჭოს ორიენტირები თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში ….. 45

6. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთა ბიოგრაფიული
მონაცემები /მოამზადა თეიმურაზ მურვანიძემ/ …………………………………. 60

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/uzenaesi-sancho/

Posted in 2016, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ირანის ისტორიული მადა და გურჯისტანი

Posted by iberiana on იანვარი 9, 2020

გურამ ქართველიშვილი – ირანის ისტორიული მადა და გურჯისტანი !!!!!

irani.jpgირანი აზიის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა 85 000 000 მცხოვრებით. ის კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროსა და ინდოეთის ოკეანეს შორისაა გაწოლილი და აზიის ერთგვარ გამყოფს წარმოადგენს წინა აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის. მისი აფეთქება და საომარ რეჟიმში გადასვლა კი უდიდესი და მძიმე შედეგების მომტანი იქნება უპირველესად მისი მახლობელი ქვეყნებისთვის…

ირანში სახელმწიფო რელიგია შიიტურია. ესენი იმიტომ ჩამოვთვალე, რომ დღევანდელი ირანი იდეოლოგიურად, პოლიტიკურად, სამხედრო მიზნებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ელიტის ეთნოშემადგენლობით ერთი ერთში ემთხვევა აგრესიულ ყიზილბაშურ ირანს, რომელიც შიიტური რელიგიური ელიტის წარმომადგენელმა დინასტიამ — სეფიანებმა დააარსეს მე-15, მე-16 საუკუნეების მიჯნაზე.

ირანში ვისაც უცხოვრია დამეთანხმება, რომ ირანელების დამოკიდებულება გურჯისტანისადმი განსაკუთრებულია. ეს განსაკუთრებულობა კი იმაში გამოიხატება, რომ ნებისმიერი საშუალო განათლების მქონე ირანელი საქართველოს, მისი სახელმწიფოს კანონიერ ნაწილად მიიჩნევს. ხოლო ეს კანონიერება და სამართალი უნდა აღდგეს, რომელიც რუსეთმა დაარღვია მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გურჯისტანის შეერთებით. ამ პრეტენზიას ირანში ნებისმიერი ტაქსის მძღოლი წამოგიყენებთ. ამ ხალხს ფოლკლორში, ისტორიაში და გენეტიკურ ანდერძში აქვთ ჩაბეჭდილი საქართველოს ზღაპრულობა, ნაყოფიერება, სტრატეგიული მდებარეობა (შავი ზღვიდან ევროპაზე გასასვლელია მათთვის) ჰავა, ბუნება და შეუდარებელი ქართველი ქალი.

14 წელი ვიცხოვრე ირანში, ვარ პროფესიით ირანისტი და რაც ზემოთ მოგახსენეთ ძვალში მაქვს გამჯდარი როგორც აქსიომა. ჩვენ საქმე გვაქვს აგრესიულ სახელმწიფოსთან, რომელსაც გურჯისტანთან მიმართებაში კონკრეტული მიზნები გააჩნია ისტორიული ,,სამართლიანობიდან” გამომდინარე. აკი არც ირანის პრეზიდენტმა დამალა შარშან მაღალი ტრიბუნიდან ის რაც ამ სტატიაში მოგახსენეთ. მან სიტყვა სიტყვით თქვა რომ გურჯისტანი ირანის ნაწილია და ეს განაცხადა მსოფლიო მედიის ყურადსაღებად…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/kartvelishvili/

Posted in 2020, ირანი, ისტორია-History, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ტრამპის საგანგებო ბრიფინგი

Posted by iberiana on იანვარი 9, 2020

ტრამპის საგანგებო ბრიფინგი ირანთან დაკავშირებით

ტვ “იმედის” „ქრონიკის“ ჩართვა აშშ-დან

დონალდ ტრამპი:

▪️ “არც ერთი ამერიკელი და ერაყელი არ დაღუპულა, ჩვენ წინასწარ მივიღეთ ზომები”

▪️ „მინიმალური ზიანი მიადგა სამხედრო ბაზას“

▪️ „როგორც ვხედავთ, ირანი უკან იხევს, რაც ყველა მხარისთვის კარგია, მსოფლიოსთვისაც კარგია“

▪️ „გასულ კვირას მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეჩერებინა ტერორისტი, რომელიც ამერიკელებს ემუქრებოდა. სოლეიმანი პირადად იყო პასუხისმგებელი ყველაზე საშინელი დანაშაულების ჩადენაზე“

▪️  რა დამატებითი სანქციები დაუწესა ამერიკამ ირანს და როგორ მიმართა „თეთრი სახლის“ ლიდერმა ირანის ხელისუფლებასა და მოსახლეობას?

Posted in მსოფლიო, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

გურამ ქართველიშვილი – ირანი და გურჯისტანი

Posted by iberiana on იანვარი 8, 2020

 

გურამ ქართველიშვილი – ირანი და გურჯისტანი

***

— რეალური სახელმწიფოებრივი სურათი მოკლედ —

მე დღეს მთავრობაში არ მეგულება რეალური პატრიოტი და საქართველოს პოზიციების დამცველი, ასეთი მძიმე გამოწვევების დროს. ეს პოლიტნაგავი იმ გადამთიელთა ძალების აგენტურაა, რომელთაც საქართველოს ტერიტორია პლაცდარმად უნდათ გამოიყენონ ირანთან ომისთვის,. ანუ საომარი მოქმედებებისას საქართველოს ტერიტორია გამოყენებულ იქნება პოლიგონად იმ ძალების მიერ რომლებიც ებრძვიან ირანს და არამარტო. ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის გზაჯვარედინის ცენტრში მოქცეული ტერიტორია კიდე რომელი საბრძოლო მხარის დარტყმის ქვეშ მოექცევა ჯერ ძნელია ვიმსჯელოთ, მაგრამ ერთი ცხადია: თუ საქართველო ამ ომში მხარედ გამოვა ის კატასტროფულ შედეგებს მიიღებს. აი ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ. საქართველო შესაძლებელია მძიმე ომში გახვიონ. მას არ ყავს ხელისუფლება. ქართველების ბედი დღეს იმ ძალების ხელშია რომლებსაც ნაკლებად ადარდებთ რომელი ეთნოსი იცხოვრებს ამ მიწაზე. მთავარი მათთვის ისაა, რომ ეს სუპერ სტრატეგიული ტერიტორია მათ ხელში იყოს. პირიქით ისინი შეეცდებიან და უკვე ცდილობენ საბოლოოდ ამოძირკვონ ქართველი როგორც ამ მიწის ერთადერთი აბორიგენი სამართალმემკვიდრე.

საუბედუროდ ჩვენი სახელმწიფოს ყველა სადავე ანტიქართველების ხელშია.

უმთავრესი უბედურება კი ის გახლავთ ქართველებო, რომ ასეთ დროს ერის აქტიური ნაწილი საშოვარზეა, დანარჩენს კი ძინავს საშოვარზე წასულთაგან განებივრებულთ და გონიათ რომ სულ ასე იქნება. არადა გამოცდა აქ ქართველობას კიდე ერთხელ ჩასაბარებელი უფლის, სამშობლოს და შთამომავლობის წინაშე.
გურამ ქართველიშვილი

8.01.2020

https://iberiana.wordpress.com/iberiana/kartvelishvili/

Posted in 2020, ირანი, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

1992 წლის 6 იანვარი

Posted by iberiana on იანვარი 6, 2020

პრეზიდენიტის მომხრების მძევლად აყვანა

პარლამენტი, 6 იანვარი 1992 წელი

 

Posted in 1992, საქართველო-Georgia, სახელმწიფო გადატრიალება, უზენაესი საბჭო | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ასლან მასხადოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შესახებ

Posted by iberiana on იანვარი 4, 2020

aslan maskhadov.jpgასლან მასხადოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შესახებ

“ქართველი – ეს სიახლოვეა, ადათია, ტრადიციაა, კავკასიაა”…  

“აგერ სიახლოვეში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აცხადებენ, რომ საქართველოს გამოეყვნენ რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად.

ხომ მარტივი შესამჩნევია ვისი ხელი ურევია საქმეში?
ეს მოსკოვის ხელია.

მე 1996 წელს ვესაუბრებოდი აფხაზეთის ლიდერებს იმ ომის შემდეგ. მართლა ღიად ვესაუბრებოდი, გახსნილი ვიყავი;
ვუთხარი, რომ არ მესმოდა მათი ბრძოლის არსი.

როგორ შეიძლება გამოეყო საქართველოს და შეუერთდე რუსეთს, რანაირი თავისუფლება ან რა სახელმწიფოებრიობაა ეს?

ქართველი – ეს სიახლოვეა, ადათია, ტრადიციაა, კავკასიაა და მითუმეტეს გასაგებიც, მაგრამ რუსეთი? ეს გაუგებარი.

იქ არაფერია – არც ტრადიცია, არც ღმერთი, არც რწმენა.
იქ ბატონებად ზიან “უფროსი ძმები”, რომლებიც ითხოვენ უარი თქვა ყველაფერ საკუთარზე, გახდე მარიონეტი და იცხოვრო მათთვის”.

ასლან მასხადოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტი 1997-2005 წლებში.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/caucasus/aslan-maskhadov/

Posted in კავკასია-Caucasus, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

საპროტესტო მიტინგის დახვრეტა თბილისში, 1992 წლის 3 იანვარი

Posted by iberiana on იანვარი 3, 2020

საპროტესტო მიტინგის დახვრეტა თბილისში, 1992 წლის 3 იანვარი

1992 წლის -3 იანვარს ციხეებიდან საგანგებოდ გამოუშვეს სამი ათასზე მეტი მძიმე დანაშაულებისათვის გასამართლებული კრიმინალი, რომლებიც შეაიარაღეს და შეერწყენ „მხედრიონის ბანდებს – არაკაცების ამ მასსამ გარკვეულწილად (რუსის დახმარებასთან ერთად) გადაწყვიტა თბილისში შეიარაღებული დაპირისპირების ბედი ხუნტის სასარგებლოდ. ციხიდან საგანგებოდ განთავისუფლებული კრიმინალები ხუნტის მთავარი დასაყრდენი გახდა ….

წინა დღით, ციხიდან ახლადგამოშვებულმა ჯაბა იოსელიანმა, მხედრიონს უბრძანა მშვიდობიანი და უიარაღო მიტინგების დახვრეტა…

მშვიდობიანი მიტინგის დროს დიდუბეს მეტროსთან, პუტჩისტი ჯალათები ვერაგულად ესვრიან ტყვიას ხალხს…

იმ სისხლიან დღეს არაკაცებმა  მოკლეს 5 და დაჭრეს 29 კაცი.

Posted in 1992, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას მოწოდება: “გთხოვთ ამომიდგეთ მხარში”. 19.10.1993

Posted by iberiana on იანვარი 3, 2020

ზვიად გამსახურდიას მოწოდება: “გთხოვთ ამომიდგეთ მხარში”. 19.10.1993

“ჩვენთვის ნათელია, რომ საქართველოში ხელისუფლება აიღო დამნაშავეებმა, მკვლელებმა, ყაჩაღებმა, შევარდნაძის მეთაურობით…

აქედან გეკითხებით მე თქვენ:
ვინ არის შევარდნაძე, ვინ არის მისი ხელისუფლება? – ეს არის კრიმინალების, ეს არის მკვლელების, ეს არის დამნაშავეების ხელისუფლება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს, დაემხოს, რომ ხალხმა ამოისუნთქოს, რომ ხალხი გადარჩეს..

რომ ყველამ მიიღოს საკადრისი სასჯელი, რაც მათ დაიმსახურეს ერის წინაშე…

მთელი ქართველი ხალხი უნდა აღსდგეს, იმისთვის, რომ კრიმინალების, ეს მკვლელების ხელისუფლება  დაუყოვნებივ იქნენ ლიკვიდირებული…

ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, დაირაზმეთ ყველა, რათა ამოგვიდგეთ მხარში, კანონიერ გვარდიას, კანონიერ ხელისუფლებას, რათა დროულად დავამთავროთ ამათი საქმე…..

დროულად უნდა მოვუღოთ ამათ ბოლო, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ემუქრება საშინელი საფრთხე, ქართველ ერს ემუქრება განადგურება…

მთელი საქართველო ამ ყაჩაღებისგან, ან სისხლისმსმელებისგან, ამ კაციჭამიებისგან როგორ უნდა ვიხსნათ ჩვენ საქართველო? აი ეს არის  ეხლა ჩვენი ამოცანა.

მეგობრებო გთხოვთ, ამომიდგეთ მხარში,  ამოგვიდგეთ ჩვენ ყველას მხარში და ვიბრძოლოთ ერთად …

გაუმარჯოს დამოუკიდებელ  და თავისუფალ საქართველოს!”

Posted in საქართველო-Georgia | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას საახალწლო მიმართვა. 1990 წლის 31 დეკემბერი

Posted by iberiana on იანვარი 1, 2020

ზვიად გამსახურდიას საახალწლო მიმართვა

1990 წლის 31 დეკემბერი

Posted in 2019, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ეს კრიმინალები, იმის ნაცვლად ინანიებდნენ, ათასგვარ სიბინძურეს ავრცელებენ

Posted by iberiana on დეკემბერი 31, 2019

tsotne

ეს კრიმინალები, იმის ნაცვლად ინანიებდნენ, ათასგვარ სიბინძურეს ავრცელებენ

ნეიტრალური მოწმეები ადასტურებენ, რომ ცოტნე ფაქტიურად არ სვამდა და ამ კრიმინალების წასვლიდან კიდევ 20 წუთი იმყოფებოდა სუფრაზე. სახლის კართან ჩაუსაფრდნენ და სწორედ ამ ტატო ღარიბაშვილმა ჯერ ყავარჯენი ჩაარტყა თავში ცოტნეს, მერე ასფალტის ნატეხს ურტყამდა თავში, რომელიც ხელიდან გააგდებინეს და მერე გულმკერდში ჩაარტყა დანა რამდენჯერმე ცოტნეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ასევე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ბრალდებულები გასამართლებულები არიან საფრანგეთსა და გერმანიაში ქურდობისთვის, მოიხადეს ერთწლიანი საპატიმრო სასჯელები 2013 და 2016 წლებში და დეპორტით გამოაძევეს.

ეს ყველაფერი საქმეში დევს და ვინაიდან მასალები მხოლოდ მათ გადაეცემათ და მე, როგორც დაზარალებულის ადვოკატს, კანონით მარტო გაცნობის უფლება მაქვს, გამოაქვეყნონ ბრალდებულების მხარემ სრულად ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები თუ სიმართლეს არ ვამბობ და არა ისე, შერჩევით, საკუთარი ვერსიის გასამყარებელ საკუთარ ჩვენებებს რომ აწვდიან საზოგადოებას.

ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ ცოტნეს და ეხლა რეპუტაციულად უნდათ მისი განადგურება. არ გამოვა ეგ ამბავი. ყველამ იცის ვინ ვინ არის და მოვა დრო, როდესაც თავად ცოტნე გასცემს ყველას სათანადო პასუხს.

ამირან გიგუაშვილი
ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი
31.12.2019

***

roman nadiraZe“ცოტნე გამსახურდიამ ტატო ღარიბაშვილს დაზიანება ყავარჯნით მიაყენა” – ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი

ცოტნე გამსახურდიას დაჭრისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ტატო ღარიბაშვილის ადვოკატის რომან ნადირაძის განცხადებით, ტატო ღარიბაშვილს ყავარჯნით დაზიანება ცოტნე გამსახურდიამ მიაყენა.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებამ ბრალი გადააკვალიფიცირა.

“მოხდა ჩხუბი, ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორც ცოტნე გამსახურდიას, ისე ტატო ღარიბაშვილს. ბრალდებამ ბრალი გადააკვალიფიცირა. ამოღებულია ტატო ღარიბაშვილის ყავარჯენი, მას ამ ყავარჯნით დაზიანება ცოტნე გამსახურდიამ მიაყენა. მოვითხოვეთ ექსპერტიზა და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა,” – განაცხადა ადვოკატმა…

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან, ცივი იარაღით დაჭრეს. საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

rustavi2.ge

 

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის გახსენება

Posted by iberiana on დეკემბერი 31, 2019

ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის გახსენება

2013 წლის 30 მარტს ტელევიზია „ობიექტივის” ეთერში, ია ბაგრატიონ-მუხრანელის გადაცემაში პროფესორებმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორებმა მანანა გაბაშვილმა და ბიძინა ჩოლოყაშვილმა ისაუბრეს ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობაზე. ნაწყვეტი გადაცემიდან

Posted in 2019, ეროვნული მთავრობის მტრები, ვიდეო, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

“გოგა ხაინდრავა პირადად იყო ჩართული მოსახლეობის ძარცვასა და ნაძარცვის აფხაზეთიდან გაზიდვაში”

Posted by iberiana on დეკემბერი 30, 2019

xaindrava.jpg

“გოგა ხაინდრავა პირადად იყო ჩართული მოსახლეობის ძარცვასა და ნაძარცვის აფხაზეთიდან გაზიდვაში” – ოფიცერი მზადაა სასამართლოში დაამტკიცოს

დეკემბერი 30, 2019
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ოფიცერი, დავით მარტიაშვილი მზადაა სასამართლოში დაამტკიცოს, რომ აფხაზეთში მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა პირადად იყო ჩართული მოსახლეობის ძარცვასა და ნაძარცვის აფხაზეთიდან გაზიდვაში…

დავით მარტიაშვილი: … აფხაზეთის ომის დროს გვარდიის მეშვიდე ბატალიონის მეთაურად ვმსახურობდი. დანამდვილებით ვიცი, რომ აფხაზეთში ნაყაჩაღარის 30% გოგა ხაინდრავასი იყო. საცოდაობაა, რომ საქართველოში დემოკრატია იმის სასწავლებელი გახდა, ვინც შეთავსებით ხან რეჟისორია, ხან მძარცველი, ხან სახელმწიფო მინისტრი. თუმცა, მე მზად ვარ ხაინდრავას მისი საქმიანობა შევახსენო 1992 წელს – აფხაზეთში, რაც ძალიან კარგად მახსოვს. ეს საქმიანობა მიმართული იყო სოხუმის ჩაბარებისკენ.

წყარო: gmtv.ge

Posted in 2019, ეროვნული მთავრობის მტრები, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

პუტჩისტური ტელევიზიის სიუჟეტები. 1991-92

Posted by iberiana on დეკემბერი 29, 2019

პუტჩისტური ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტები 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალების, პუტჩის შესახებ

სიუჟეტში ნახავთ:

1991 წლის 21 დეკემბერის აქციებს;

თბილისის ზღვაზე დაბანაკებულ კიტოვანის “მებრძოლებს”;

მოღალატე ქუთათელაძეს;

სიგუას ულტიმატუმს და ა.შ.

Posted in 1991, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , , , | Leave a Comment »

Артем Иванцов – Об алфавитах

Posted by iberiana on დეკემბერი 28, 2019

Артем Иванцов

Артем Иванцов – Об алфавитах

Английский хороший алфавит, но у него нет “ц”, нет “ж”, нет “дз”. Французский тоже хороший, но у него нет “дж”, нет “х”, нет “ц”. Есть “ц” у немцев, но зато у них совсем нету “ч”, и “ж” тоже нету, и “дз”. У испанцев в принципе нет “ш”, а также “з” есть только как буква, но не как звук. У португальцев же нету “ч”. И “ц” у них обоих тоже нету. У итальянцев есть “дз” (но не одной буквой!), но нет ни “ж”, ни “х”. Для “ш” тоже нет отдельной буквы. Фрикативная (украинская) “г” кроме украинцев есть только у чехов. Полугласная “w” во всей Европе есть только у англичан. У греков напрочь нет ни “ш”, ни “ч”. И “ц” отдельной буквой тоже нет. Украинцы имели очень большой алфавит. И с “дж”, и с “дз”, но не одной буквой. В иврите уже есть фрикативно-взрывные пары, но нет элементарной “ч”. И “дж” тоже нет. У турок есть много чего, но нет “ж” и “ц”. А арабов, в отличие от всех европейцев, есть гортанная “q”, но нет ни “ж”, ни “ц”. … Греческие “кси” и “пси” – это вообще плод больной фантазии давать буквы сочетаниям согласных. Хорошо, что на двух остановились.

А что же у грузинов? Есть ли у них “ш”, “ж”, “дз”, “дж”, “з”? Конечно. А есть ли у них, например, “ц” и “ч”? Да, по две каждой. Одна фрикативная, одна взрывная. А все ли в порядке у них с “к”? Да, все, их аж три. Фрикативная, взрывная и “арабская” гортанная. Да, и “х” у картвелов тоже три….

https://iberiana.wordpress.com/alphabet/ivantsov/

Posted in 2019, Asomtavruli, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

Posted by iberiana on დეკემბერი 28, 2019

gaprindashvili'ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 20 დეკემბერს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“, – აცხადებენ სუს-ში.

ამჟამად ვაჟა გაფრინდაშვილი გორის პოლიციაში იმყოფება.

1tv.ge

 ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი ემოციური კომენტარი (ვიდეო)

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

აშშ-ს დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას

Posted by iberiana on დეკემბერი 26, 2019

trump.jpg

“დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას”- ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს

26.12.201902212
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს 2020 ფისკალური წლისთვის.

კანონი მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით: გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელიც აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

აღსანიშნავია, რომ კანონი ასევე ითვალისწინებს საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უპრეცედენტო ზრდას, რომელიც 132 025 000 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს.

ფაქტები.ჯი

Posted in 2019, აფხაზეთი - Abkhazia, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

გიხაროდეთ, 2021 წლიდან “გვეშველება”!

Posted by iberiana on დეკემბერი 26, 2019

lakiaგურამ ლაკია – გიხაროდეთ, 2021 წლიდან “გვეშველება”!

მმართველი პარტიის მიერ დაპირებული ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის, სამუშაო ადგილების, დასაქმების, ეკონომიკური აღორძინების (სასწაულის რომელიც ევროპასაც გააკვირვებდა) ნაცვლად ბატონი ბიძინა უახლოესი 10 წლის განმავლობაში გვპირდება დაგვასაქმოს ევროპაში!

მიუხედავად იმისა,რომ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქეა გახიზნული ქვეყნიდან, მოდებულია მთელ დუნიას ოჯახისათვის ლუკმა პურის საშოვნელად, დასაქმებულები არიან შავ სამუშაოებზე, დამცირებას და დევნას განიცდიან ბატონი ბიძინა ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი დავრჩით საქართველოში და მას პრობლემებს ვუქმნით.

ვინც გაჯიუტდება და სამშობლოში დარჩება, მათაც არ დატოვებს დაუსაქმებლებს. მათ თურქები, არაბები,  სპარსები, ინდოელები და ჩინელები დაასაქმებენ.

საქართველოში დარჩენილი ჯიუტი მოქალაქეების ბედნიერებისათვის დე-ფაქტო ხელისუფლების ხელდასმული სახალხო დამცველი, გავლენის აგენტი ნინო ლომჯარიას დაჟინებული მოთხოვნით დე-ფაქტო ხელისუფლება დააკანონებს ქვეყანაში პროსტიტუციას, ნარკომანიას, სოდომისა და გომორის ცოდვებს, ერთსქესიანთა ქორწინებას.
ახლაგაზრდა გოგო-ბიჭები დასაქმდებიან ღამის კლუბებში და კაზინოებში…

უახლოეს 10 წელიწადში აღსრულდება მ.სააკაშვილის მიერ დაანონსებული-საქართველოს სინგაპურიზაცია, რაც ალენ დალესის დოქტრინის განხორციელებას ემსახურება ცალკე აღებულ ქვეყანაში, რომელიც უხვად ფინანსდება სოროსის ფონდის მიერ.

სოროსის ფონდი გაძევებული იქნა ევროპის ბევრი ქვეყნიდან,მათ შორის მისი წინაპრების სამშობლოდან – უნგრეთიდან.

დიდი ბრიტანეთი იმისათვის,რომ შეინარჩუნოს ქვეყნის ეროვნული სახელმწიფოებრიობა ტოვებს ევროკავშირს, რომელიც უხეშად ერევა დამოუკიდებელი ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკაში.

ჩვენ ვეტენებით!

ქართველები წავლენ ევროპაში,მაგრამ სამყარო სიცარიელეს ვერ იტანს!

ქართველთ მიწაზე (რაც გადაურჩება ჰიდრო-ელექტრო სადგურების მშენებლობას) დასახლდებიან უცხოტომელები, ანუ მოხდება ტერიტორიების მითვისება მშვიდობიანი გზით.

ჩვენ ევროპაში მაწანწალებად დავრჩებით და ბოშათა ცხოვრების წესებს ავითვისებთ,ჩვენ ხომ გენეტიკურად ნიჭიერები ვართ.

გაევროპულებულები ისტორიის სანაგვეზე მოვისვრით ეროვნების, სამშობლოს, რწმენის ცნებას,რასაც ევროპულობისათვის ჩვენგან მოითხოვს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ბატონი ჰერმან ვან რომპეი.

ჩვენ როგორც მონღოლთა ურდოში გვჩვევია-ლიბერასტების ავანგარდში ვიქნებით!
გვეძინოს მშვიდად! – სულ მალე გამოვიღვიძებთ ევროპის სანაგვეზე.

ევროპელებმა გენეტიკურად გამოიძიეს და მეცნიერულად დაამტკიცეს,რომ თეთრკანიანი ევროპელების წინაპრები კავკასიელები არიან.

ჩვენ კი მაშასადამე…

1991-1993წწ. ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით მოსული ხუნტის გახრწნის შედეგად დაგროვილი პოლიტიკური ნაგავი ორად გაიყო, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება.
ერთნი ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას!
მეორენი იბრძვიან ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად!
მიზანი ერთია – ძალაუფლება სჭირდებათ პირადი კეთილდღეობისათვის. სხვა მიზანი მათ არ გააჩნიათ.

დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელიც რჩება ხუნტის მემკვიდრედ აგრძელებს მცდელობას ქვეყნის სახელმწიფოებრიობა ააგოს კანონის უზენაესობის იგნორირებაზე, სიცრუის ტირაჟირებაზე და საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის სულიერ დეგრადაციაზე.

დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ყველა ინიციატივა-არალოგიკურია!

ხალხის დასაქმებას, ეკონომიკის აღორძინებას, თავდაცვას, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას ისინი მარიხუანის კულტივირებით, ევროპაში დასაქმებით, NATO-ს სამხედრო ბაზების შემოყვანით ქვეყნის ტერიტორიაზე აპირებენ.
ეს იგივეა, რომ სიკვდილმისჯილ ადამიანს სასიკვდილო ინექციის ორგანიზმში შეყვანის წინ მკლავი სპირტიანი ტამპონით დაუმუშავო!
ღმერთი ფარავდეს საქართველოს!

Posted in 2019, ეროვნული გვარდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

სამაგალითონი – რაჭა. ვიდეო

Posted by iberiana on დეკემბერი 25, 2019

“სამაგალითონი” – რაჭა. ვიდეო

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

Posted in ვიდეო, რაჭა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

მეუფე შიო: აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ქვეყანაში

Posted by iberiana on დეკემბერი 24, 2019

მეუფე შიო: აზარტული თამაშები და მათი ხელშეწყობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ქვეყანაში, ის ანგრევს ადამიანის პიროვნებას, ოჯახებს, ახდენს დეგრადირებას

meype-shio.jpg

დეკემბერი 20, 2019
როგორც საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა, აზარტული თამაშების ხელშეწყობა ქვეყნის ერთ-ერთი პრობლემაა.

„აზარტული თამაშები და მათი ხელშეწყობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. შეიძლება ითქვას, სულიერი თვალსაზრისით ეს არის აბსოლუტური ბოროტება, ვინაიდან ეს ანგრევს ადამიანის პიროვნებას, ოჯახებს, ახდენს დეგრადირებას, ადამიანი ემონება ცოდვას, არის ცოდვის ტყვეობაში. ჩვენ უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რომ მოხდეს შეზღუდვა. საპატრიარქო მონაწილეობდა კანონპროექტის შექმნაში, რომელიც რეგულაციებს ითვალისწინებს იმედია, ასეთი შეხვედრა ხელს შეუწყობს ამ კანონის მიღებას“, – განაცხადა მეუფე შიომ საპატრიარქოში, სადაც თემაზე – „ახალგაზრდებში და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია”, მრგვალი მაგიდა გაიმართა.

alt-info.com

 

Posted in 2019, პრობლემა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ქართველი ემიგრანტის წუხილი

Posted by iberiana on დეკემბერი 23, 2019

skola

ქართველი ემიგრანტის წუხილი – “აქ მოზარდი პატარების მშობლიური ენის ცოდნა და სიყვარული ნულს დიდად არ სცილდება”

გუშინ ქართულ სათვისტომოს წინასაახალწლო საბავშვო კონცერტი ჰქონდა. მე დასასრულს მივედი, საჩუქრებს რომ ურიგებდნენ პატარებს, იმ დროს.
სცენაზე პატარა ქართველები ირეოდნენ.

უცებ გუნდური შეძახილები გაისმა: “სნეგურაჩკააა! სნეგურაჩკაა! სნეგურაჩკაა!”

ნუ, რა დამემართა?!

წარმოიდგინეთ, ხმაც ვერ გავიღე გამოთაყვანებისგან!…

ჩემთვის ძალზედ მტკივნეულია, აქ მოზარდი პატარების მშობლიური ენის ცოდნა და სიყვარული ნულს დიდად არ სცილდება, მათი მშობლების უმრავლესობას ხომ ეს საკითხი, ეს ტკივილი მზესუმზირის ჩენჩოდაც არ უღირთ!

მაშინ, როდესაც სხვა ერების წარმომადგენლების ოჯახებში მშობლიური ენის საკითხი სათანადო დონეზე დგას! მათი მეორე-მესამე თაობა უცხო მიწაზე მშობლიურ ენაზე ჟღურტულებს!

ჩვენი?!
ვაი, ჩვენი ცოდო!…

18 წლის უცხოეთში ცხოვრება და თანამემამულეებზე დაკვირვება ასეთ რამეს მათქმევინებს: ჩვენზედ ადვილი გადასაჯიშებელ-გადასაგვარებელი ხალხი არ დადის დედამიწის ზედაპირზე!

მაგრამ, გასაკვირი ისაა, რომ ცხოვრობენ, შრომობენ თუ საწვლობენ უცხო ქვეყანაში, მშობელთა უმრავლესობის გულები კვლავ ღიღინებენ “Калин, камалин, камалин, камоя”-ს!

მრავალი წელია სხვის ქვეყანაში ცხოვრობენ და გამართულად ერთ რთულ ქვეწყობილ წინადადებასაც ვერ მოაბამენ თავს. მიუხედავად იმისა რომ სარგებლობენ ამ ქვეყნის ყველა სოციალური სიკეთით, გული მაინც “ერთმორწმუნე” რუსეთისთვის უძგერთ!

აბა, გაბედე და შეეკამათე, იარლიყები მზადა აქვთ!

ან კიდევ რამდენმა ქართველმა მოზარდმა იცის აკაკის “სულიკო” ან “ციცინათელა“?!
ან კი სმენიათ?!

რა, ჰქნან, მშობლებს არ სცალიათ, შრომობენ!
“სნეგურაჩკასთვის” კი სცალიათ!

შვილებს არც ქართულ ნახატ ფილმებს აყურებინებენ, სამაგიეროდ “Ну погоди заяц” და “Мария и медведь”, გაგიხარიათ!
უხარიათ, ამაყობენ რუსულს სწავლობენო!

სამწუხარო და სავალალოა ფრიად!

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/s-a/ 

 

Posted in 2019, ემიგრანტები, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია კრიმინალურ ინტელიგენციაზე

Posted by iberiana on დეკემბერი 23, 2019

პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია კრიმინალურ ინტელიგენციაზე

“მათ უნდათ თანამდებობები, მათ უნდათ ჩვენი დამხობა და აი ამ შენობაში თანამდებობების დანაწილება და აქ  დაჯდომა…

მათ საღი აზრის გამარკვება კი არ უნდათ, მათ უნდათ დექსტრუქციული მოქმედება,  იარაღის ძალით ჩვენი დამხობა…

ერი ჩვენ მხარეზეა… მაგათ უჭერს მაქსიმუმ 3% მოსახლეობის…  ჩვენ გვიჭერს 87% და ნეიტრალურია დანარჩენი 10%…

მატერილური კეთილდღეობა უნდათ, მათ დაკარგეს მატერიალური კეთილდღეობა, პრივილეგიები, ეს მანქანები, ვეღარ ვაჭრობენ მანქანებით დღე და ღამე, ავეჯით, ყველაფრით*…

მათ მატერიალურ კეთილდღეობას გამოეცალათ საფუძველი. როცა ცეკა იყო, შევარდნაძე იყო, ესენი პრივილეგირებული იყვნენ…

არავითარი სამშობლოს ინტერესები მათ არ აწუხებთ. მათ თავიანთი  თავის ინტერესები აწუხებთ …”

P.S. ჩვეულებრივი მოკვდავები 7-10 წელი იდგნენ მანქანის რიგში, ან ნახმარი უნდა ეყიდა ღირებულებაზე ძვირად, ასევე კარგ ავეჯს მხოლოდ გადამყიდველთან ყიდულობდა, როგორც სხვა ხარისიან უცხოურ ნივთს…

ამ დროს კი პრივილეგირებული ინტელიგენცია თავის ფასში ყიდულობდა ყველაფერს და შემდეგ ძვირად ყიდდა… ასევე, პრივილეგიები ჰქონდათ საზღვარგარეთ მოგზაურობაში, მოსახლეობის უმრავლესობა კი ამას ვერასდროს ეღირსებოდა…

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ვიდეო, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

პლატონ ხუციშვილი – 1991 წლის პუტჩის ქრონიკა

Posted by iberiana on დეკემბერი 22, 2019

22.12.jpg

პლატონ ხუციშვილი – 1991 წლის პუტჩის ქრონიკა

1991 წლის 21 დეკემბერს უზენაესი საბჭოს შენობას მოადგა მოღალატეთა ჯგუფი, რომელსაც დავალება ჰქონდათ კრემლიდან პირდაპირ კონფლიქტში შესულიყვნენ ეროვნულ ხელისუფლებასთან და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას არცერთ შეთავაზებას არ დათანხმებოდნენ.

yaryara

გია ყარყარაშვილი

კრემლისთვის ზვიად გამსახურდია საშიში იყო, კავკასის დაკარგვის საშიშროებას ჰქმნიდა. ამიტომაც მოღალატეები არაფერს თანხმდებოდნენ პრეზიდენტის შეთავაზებულს, არა და ისინი ხომ იმ მოთხოვნით მოვიდნენ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო. ბატონმა ზვიადმა ხან ვინ და ხან ვინ მიაგზავნა ეგრეთ წოდებულ ოპოზიციასთან, მერე თემურ ქორიძე გადავიდა მათთან და სიგუას და დანარჩენ ოპოზიციის ლიდერებს გადასცა ბატონი ზვიადის გზავნილი – შეექმნათ საინიციატივო ჯგუფი უზენაესი საბჭოდანაც შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი და ოპოზიციასთან ერთად შეიმუშავებდნენ სარჩევნო კანონს და ვადებს ახალი საპარლამენტო არჩევნების. სანამ ეს მოხდებოდა, თემურ ქორიძემ სიგუას შესთავაზა ზვიადი გელოდება, გადადი და მე აქ დავრჩები სანამ შენ არ დაბრუნდებიო. სიგუა და ეგრეთ წოდებული ოპოზიცია დროს აჭიანურებდნენ, გვაცალეთ დავილაპარაკებთ და ერთ საათში გეტყვით. და ასე მთელი დღის განმავლობაში. ნაღდად ყოველი შეთავაზების შემდეგ მოსკოვს ელაპარაკებოდნენ და შეთავაზებაზე ან გადადებას ითხოვდნენ ან ახალი მოთხოვნები მოდიოდა, რომელიც მიუღებელი და არა განხორციელებადი იყო.

3 საათსა და 30 წუთზე გია ყარყარაშვილი შეუერთდა მოღალატე ოპოზიციას. კარგად მახსოვს, ან რა დამავიწყებს, ირინა სარიშვილის ხმას – “ეროვნული გვარდია ჩვენს გვერდზე დგას”, ამ დროს რამხელა ღალატია კაცისგან, რომელსაც ეროვნულ გმირობაზე აქვს პრეტენზია და მას ფიცი ჰქონდა დადებული ერის და ღვთის წინაშე, რომ დაიცავდა სამშობლოს და ქართველ ერს შიდა და გარეშე მტრისაგან. 21 დეკემბერს ყარყარაშვილი დილის 11 საათზე უზენაეს საბჭოში მოვიდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან შეხვედრაზე. მან ბატონ ზვიადს იარაღი და ტყვია წამალი სთხოვა, სამაჩაბლოში მივდივართო. სამი დღის დაბრუნებული იყო, სურსათის, ტყვია-წამლის წასაღებად დავბრუნდიო. მთავარსარდალს პატაკი ჩაბარა ბატონმა ზვიადმაც დილარ ხაბულიანს დაურეკა და ბრძანება გასცა “თეთრი არწივის” ბატალიონი მოემარაგებინა. აქაც სჩანს პრეზიდენტის ზნეობა და პატიოსნება, 10 ათასიანი ოპოზიცია ყავს მომდგარი კიტოვანის შეიარაღებულ ბანდასთან ერთად (კიტოვანის ნათქვამი, რომ ბანდასთან ერთად 22 დეკემბერს შუა დღეს ჩამოვიდა თბილისის ზღვიდან, წინააღმდეგობაში მოდის)….

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/platon-khutsishvili/

 

Posted in 1991, 2019, ეროვნული გვარდია, ეროვნული მთავრობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

თენდებოდა 1991 წლის ავადსახსენებელი 22 დეკემბერი

Posted by iberiana on დეკემბერი 22, 2019

თენდებოდა 1991 წლის ავადსახსენებელი 22 დეკემბერი

თითქოსდა მიყუჩდა წინა ღამის ბატალიები რუსთაველის გამზირზე. მთელი კვირის დაძაბულობისაგან ღონემიხდილი ხალხი გაიკრიფა მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან. რამდენიმე ასეული ადამიანი კვლავ რჩებოდა მთავრობის სახლის ასასვლელ კიბეებზე ჩამომსხდარი.

ამ დროს ტროტუარზე ვიდექი, უცბად მხატვრის სახლის წინ ჩამწკრივდა გვარდიელთა შეიარაღებული ათეული და ავტომატის ჯერიდან ცეცხლი გაუხსნა მთავრობის სახლს. გავშეშდი, მივშტერებოდი მეავტომატეებს და ამ დროს გაისმა ზალპი ქვემეხიდან, პირველი ჭურვი წარწერას “ენა, მამული, სარწმუნოება“-ს მოხვდა, შემდეგ მთავრობის სახლის სვეტებსსა და პრეზიდენტის კაბინეტის ფანჯრებს.

იქვე უზენაესი საბჭოს დეპუტატები იყვნენ და ამოიცვნეს, ვიტალი ჯაშის ბატალიონიაო…

წამსვე ილიას მკვლელობის მონაწილე დიმიტრი ჯაში გამახსენდა, ისტორია მეორდება-მეთქი, გავიფიქრე…

აღარ გავაგრძელებ, გახსენება, იმისა თუ რა გადავიტანეთ, მეორედ სიკვდილია…

22.12.2019

Posted in საქართველო-Georgia | Leave a Comment »

კახა კუკავა – ზუსტად 28 წლის წინ

Posted by iberiana on დეკემბერი 22, 2019

kakha kukavaკახა კუკავა – ზუსტად 28 წლის წინ თბილისში დამოუკიდებელი საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას ქვემეხები დაუშინეს

1. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ცდილობენ გააყალბონ ისტორია სხვადასხვა ტერმინებით, როგორიცაა მაგ. „სამოქალაქო ომი“ ან „გამსახურდიას შეცდომებმა ერი შუაზე გაყო“, რეალურად ამბოხებას ქონდა ორი ძირითადი მიზეზი:

– საგარეო (გადამწყვეტი) ფაქტორი: გამსახურდიამ უარი თქვა ელცინის ულტიმატუმზე: 22 დეკემბერს ალმა-ატაში ხელი მოეწერა დსთ-ს დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე.

– საშინაო ფაქტორი: გამსახურდია არ აღიარებდა წითელი ელიტის არცერთი პრივილეგირებულ ჯგუფის განსაკუთრებულ უფლებებს თანამდებობებზე, სახელმწიფო ქონებაზე, ბიუჯეტის ფლანგვაზე, „ვოლგებზე“, „პაეზდკებზე“, „დაჩებზე“ და ა.შ. ამ მიზეზით დაუპირისპირდნენ მას რაიკომის მდივნები, წითელი ინტელიგენცია და წითელი დირექტორები, კანონიერი ქურდები და მხედრიონი;

2. სახელმწიფო გადატრიალების შედეგი იყო არა მხოლოდ გამსახურდიას განდევნა, არამედ ქართული სახელმწიფოს თანმიმდევრული ნგრევა, რაც დღემდე გრძელდება, მ.შ:

– კანონიერების, სამართლიანობის, კონსტიტუციის უზენაესობის როგორც პრინციპის უგულებელყოფა;
– სახელმწიფო სტრუქტურები ხელში ჩაიგდო პრივილეგირებულმა ელიტამ, რომლებიც ინარჩუნებდნენ და ინარჩუნებენ გავლენას შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის რეჟიმის პირობებში;

– საქართველომ დაკარგა კონტროლი ჯერ ცხინვალის რეგიონში, შემდეგ – აფხაზეთზე;

– ათობით მილიარდის ღირებულების სახელმწიფო ქონება კაპიკებში (კუპონებში) ხელში ჩაიგდო რამდენიმე ათეულმა ოჯახმა (როგორც ახლა იტყვიან წარმატებულმა ბიზნესმენებმა);

– 1990-91 წლების შემდეგ აღარ ჩატარებულა არჩევნები სადაც გადამწყვეტი არ იქნებოდა ფული და ადმინისტრაციული რესურსები;

– 1992-1995 წლებში ჩატარდა უმაგალითო მასშტაბის მხეცური რეპრესიები, მომიტინგეთა ადგილზე დახვრეტები თბილისში, მთლიანი სოფლების გადაწვა სამეგრელოში, ცოცხალი ადამიანისთვის ხელის მოკვეთა ხობში და ა.შ. (ამ ფაქტების დიდი ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია);

3. სახელმწიფო გადატრიალების თემა დღემდე ტაბუირებულია მმართველი ელიტის და ე.წ. „ცენტრალური“ არხების თუ „სამოქალაქო“ სექტორის მიერ;

არ ჩატარებულა სახელმწიფო გადატრიალების გამოძიება არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში (ბოლო 2 მთავრობას/ პროკურატურას მივმართე პირადად, წერილობით, კანონით გათვალისწინებული ფორმალობების დაცვით, შესაბამისად 2007 და 2013 წლებში).

4. იმ პირობებში როდესაც ყველა მაროდიორი, რომელიც ესროდა თბილისს და სამეგრელოს ატარებს „ვეტერანის“ საპატიო მოწმობას, დღემდე არ არის აღიარებული ფიცის ერთგული გვარდიელების სტატუსი: არ არსებობს თბილისის და სამეგრელოს დაცვისას ბრძოლაში დაღუპულთა არცერთი მემორიალი (სოციალურ გარანტიებზე საუბარიც ზედმეტია);

5. მიმაჩნია, რომ როგორც 1921 წლის 25 თებერვლის შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადება, ასევე შეუძლებელია 1991 წლის 22 დეკემბრის სწორი შეფასების გარეშე თანამედროვე, დამოუკიდებელი, ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

ვნახოთ ქართული ტელევიზიები გაიხსენებენ თუ არა ამ თარიღს.

PS: დაინტერესებული საზოგადოებისთვის – რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან 22 დეკემბერს 15:00 საათზე გაიმართება საპროტესტო აქცია “დაისაჯონ დამნაშავეები.

კახა კუკავა
პარტია “თავისუფალი საქართველო”-ს თავმჯდომარე
22.12.2019

Posted in 1991, 2019, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | 2 Comments »

Malkhaz Museridze – December 22

Posted by iberiana on დეკემბერი 22, 2019

tbilisi.1992-2

December 22

The night of December 22, 1991 is the longest night ever. .
This is where the big night started in the history of Georgia. .
On the Georgian calendar, it’s already 28 years, the date has not changed. .
This day is a black date in the history of Georgia. .
Unfortunately, the energy of the long-term, stopped-by-time, is still nervous. .

That one night, indeed, a lot of people became a hero… Everyone who was not afraid and did not be afraid has become a hero. .

A forever hero has become a hero of the government house guard, whose name you remember less today. .

The Hero has become a thousand times, but equipped with boundless faith, today, the usual, no man, who is living at the yard of the house in the yard of the house, where They were white in the rooms and in the rooms, and they were there, and they were there, and they were there, and they were there to support the warriors. .

They were protected by the president of the republic of Georgia by the president of the republic of Georgia, and that’s why they will always be winners, despite the fact that they can’t In life and then they will not appreciate the appreciation that fits them. . And, we are sure, they didn’t expect it, nor wait or need it. . This is the main sign of their sacrifice and hero! That night all Georgian people who did not refuse their choice, became a hero in general, which could not be killed by death and death They were afraid and couldn’t get it! This was the greatest victory of Georgia. The Georgian nation fought once again… once again, it was a head and fought against evil. .

Once again the truth, justice, man, will not be covered in the soul. . That night, the high faith and blood, in Georgia’s soul and heart, the night of Georgia’s soul and heart is the same night, with evil fire and fire, mass cruel recovery Years of non-human power have not yet been able to live with the-six years of human power, and there will never be a non-human being. And I’m getting ready to get out of the way! . . If National-political thinking is not based on God’s right faith, it is the village views of the village, or the return of tradition-to the return of tradition We are trying to achieve the inner weight of the nation, the priority of the rule of law, the priority of the rule of law, to achieve the internal weight of the nation, regional total The restoration of justice, law and justice, the creation of social justice and the economy!

December 22, 1991, another tragic sheet of our tragic history. . However, when this story is only – this is today, because the process, painful and terrible, continues today. . Despite the sea material, it is necessary to study in deep-down, all stages of our tragedy – social scientists, poetry, publications, usually Citizens, in one word, the whole community is in a complex. We should focus on the causes of the terrible behavior that put the country under the syndrome of ”these people” and as a result, ”Banana Republic” ” and the ” world saving ” is a ambitious. . . Together with the traitors of their homeland, the game of false democracy, still and today, they are fighting against Georgia . We need to finish the big night of December 22th. . At the end, we have to start the morning of December 23st.

We need to restore the dates of the date in the return of the Georgian self. . We must take the soul of April 9th. We have to do our best not to leave the name of the future.

Malkhaz Museridze

22.12.2019

https://iberiana2.wordpress.com/segm/m-museridze/

Posted in 1991, საქართველო-Georgia, ჰელსინკის კავშირი | Tagged: , , | Leave a Comment »

გურამ ისაკაძე – საცოდავი მღილები ხართ!

Posted by iberiana on დეკემბერი 22, 2019

guram isakadzeგურამ ისაკაძე – საცოდავი მღილები ხართ!

ზოგიერთი პუტჩს რომ უჭერდა მხარს და ახლა ქვეყნის დაქცევაზე წუწუნებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გაასაღეს პუტჩისტური თამასუქები! – მათ ვეკითხები:

– რა ფუჭდებოდა, რა ინგრეოდა, ასე რომ გამოტვინდით?

– აფხაზეთი ჩვენი იყო, სამაჩაბლო ჩვენი იყო;

– სახელმწიფო ქონება ხელუხლებლად ხალხზე, კანონიერ მფლობელზე გადასანაწილებლად ადგილზე იყო;

– უცხო სახემწიფოებიდან დამოუკიდებლობის ცნობის ნიაღვარი მოდიოდა;

– სნგ-ზე უარი იყო გაფორმებული;

– ქვეყნის სათავეში მორწმუნე მართლმადიდებელი და დიდი ჰუმანისტი იდგა!

რუსეთს მარტო თქვენი, აგენტების და გამოშტერებულების იმედი ჰქონდა და შეუსრულეთ!

თქვენი ხმა არ გავიგონო, ვინც არ იყავით სპეცსამსახურებთან შეკრული და მათ საქმეს ნებაყოფლობით აკეთებდით!

საცოდავი მღილები ხართ!

Posted in 1991, 1992, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , , | Leave a Comment »

ჯემალ იონათამიშვილი – პუტჩის დღეები

Posted by iberiana on დეკემბერი 22, 2019

ionatamishvili

ჯემალ იონათამიშვილი: ისევ წარსულის გახსენება – ისევ პუტჩის დღეები!..

რომელი ერთი გავიხსენო!.. პუტჩის ყოველ დღესა და საათს უბედურება, სისხლი, სიკვდილი, ნგრევა-განადგურება ახლდა და მისი სრული სიმართლით აღწერა და ,,დადება“ რომ ისევ ჩვენთვისა და ჩვენი ხვალინდელი დღისთვისაა აუცილებელი, ეს აქსიომაა და დასაბუთებას არ საჭიროებს.

ძალზე მნიშვნელოვანია იმათი მოგონებების გასაჯაროება, ვინც ამ დღეთა მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე იწვნია, თუმცა აქაც სიფრთხილე და ჯეროვანი დაკვირვებაა საჭირო, თორემ ზოგჯერ, ვინ იცის, რა მიზეზით, ისეთ სამწუხარო უზუსტობებსა აქვთ ადგილი, როცა მოწოდებულ ინფორმაციას სინამდვილეში ,,მოგონებებზე“ მეტად – ჩვენს პრეზიდენტს დავესესხები და ვიტყვი, სახელად ,,გამოგონებები“ უფრო მიესადაგება!.. თვითონ მინახავს ინტერნეტში გამოქვეყნებული ,,რამდენიმეკაციანი“ ფოტოები და ამ ფოტოებისადმი განკუთვნილი თბილი კომენტარები! – ამ ადამიანებს პუტჩის დროს უზენაესი საბჭოს შენობიდან ფეხი არ მოუცვლიათო და ა.შ. (კი იცით, ლანძღვის გარდა, ქებაც როგორი ეხერხებათ მტრებსაც და მოყვრეებსაც!..)… ფოტოზე გამოსახულნი ქებას მადლობით(?) პასუხობენ და ამ დროს ვერც მე და ვერც ბევრ ჩემ მეგობარს მათგან ნაწილის ე. წ. ბუნკერში ყოფნა რატომღაც არ გვახსოვს!.. ამაზე ლაპარაკი თითქოს არ ღირს, მაგრამ რა ვქნა, რომ ზოგი ჩემი კოლეგის ასეთი ქცევის მიმართ მთლად გულგრილი ვერა ვარ!.. მათ ფონზე ერთი ჩვენი დეპუტატი მახსენდება – სროლების დაწყებისას იგი გარეთ იყო, მაგრამ უყოყმანოდ წამოვიდა (რუსთაველის მეტროს მხრიდან..), რათა ამ მძიმე დროს უზენაეს საბჭოს შენობაში, კოლეგებთან ერთად, თავის სამუშაო ადგილზე ყოფილიყო… ქუჩაში პუტჩისტებმა იცნეს, დაატყვევეს, შეიყვანეს ე.წ. იმელის შენობაში, დაღლამდე ურტყეს, ერთი, თუ ორი დღე ძალზე დამამცირებელ პირობებში ამყოფეს, შემდეგ გამოუშვეს და დაემუქრნენ – აქ აღარ გამოიარო, თორემ სულს ამოგხდითო!.. ამ ადამიანის ვინაობას არ ვასახელებ, მაგრამ მერწმუნეთ, ჭკუა-გონება, განათლება, აზროვნების უნარი და ე.წ. ცხოვრების ცოდნა სხვაზე ნაკლები არა აქვს, ვაჟკაცობაზეც არაფერს ვიტყვი, მხოლოდ გეტყვით, რომ ეს კაცი საფრთხეს მაინც არ მოერიდა და გამოშვებისთანავე, ისევ შეეცადა ჩვენამდე მოსვლას, რადგან ასეთ დროს მისთვის ყველაზე მთავარი პრეზიდენტისა და კოლეგების გვერდით ყოფნა იყო!.. და პუტჩისტებმა ისევ დაიჭირეს!.. ასეა – ,,კაციც“ არის და კაციც!..

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/ionatamishvili/

 

Posted in 1991, 1992, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , , | 1 Comment »

ეთერ მგალობლიშვილი: დღემდე გამოუძიებელია პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობა

Posted by iberiana on დეკემბერი 21, 2019

28 წელი სახელმწიფო გადატრიალებიდან

ეთერ მგალობლიშვილი: დღემდე გამოუძიებელია პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობა

ეთერ მგალობლიშვილი: არათუ დღემდე გამოუძიებელია პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობა და მისი მომხრეების წამების, დახვრეტისა და დევნის ფაქტები, არამედ ვხედავთ სრულ უმოქმედობას და იგნორირებას პროკურატურის მხრიდან;

Posted in 1991, 2019, ეროვნული მოძრაობა, ვიდეო, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , , | Leave a Comment »

ეროვნული გვარდიის პრესსამსახურის განცხადება

Posted by iberiana on დეკემბერი 20, 2019

zviadi da cotne

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის პრესსამსახურის  განცხადება 

ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასთან დაკავშირებით

სულით ხორცამდე შეგვძრა, ა. წ. 19 დეკემბერის საღამოს, ბ-ნ ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლის ხელყოფის მცდელობამ.

ვლოცულობთ უფლის წინაშე, რათა გადარჩეს იგი და კვლავ ღირსეულად განაგრძოს თავისი მოღვაწეობა სამშობლოს საკეთილდღეოდ!

სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით გაჟღენთილი დიდი კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის ბრძოლას სამშობლოს თავისუფლებისა და აყვავებისთვის, მტერმა დაუპირისპირა არნახული ტერორი, რომელიც დღესაც გრძელდება. მტერთან უთანასწორო ბრძოლაში მათ ყოველთვის გვერდში ედგათ ქართველი ერი! ჩვენ, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის წევრები, ყოველთვის მხარში ვედექით საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ, ბ-ნ ზვიად გამსახურდიას და მისი ბრწყინვალე ოჯახის წევრებს!

ახლაც, გამოვხატავთ რა უსაზღვრო ერთგულებას პრეზიდენტის ოჯახისადმი, ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ ეს ფაქტი არაა უბრალო კრიმინალური შემთხვევა და რომ ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია!

დიახ! ეს არის დე-ფაქტო ხელისუფლებაში თბილად მოკალათებული, ჩვენს ქვეყანაში „კრიმინალური სახელმწიფო გადატრიალების“ მომწყობი მთავარი ორგანიზატორების მიზანმიმართული იდეოლოგიური მუშაობის შედეგი, რათა ამით ხელი შეშლოდა დაწყებული ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის მძლავრი გაერთიანების ჩამოყალიბებას!

მოვითხოვთ, პირუთვნელად იქნას გამოძიებული ზემოაღნიშნული კრიმინალური ფაქტი და გამოვლენილი იქნან შესაძლო ორგანიზატორები!!!

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული
გვარდიის პრესსამსახური

20.12.2019

Posted in 2019, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წელი და 9 თვე მიუსაჯეს

Posted by iberiana on დეკემბერი 20, 2019

vaja gaprindashvili.jpgცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის დავით ასათიანის ინფორმაციით, ე.წ. ცხინვალის სასამართლომ ექიმს 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის დავით ასათიანის ინფორმაციით, ე.წ. ცხინვალის სასამართლომ ექიმს 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა.

წინა სხდომაზე, 13 დეკემბერს, დე ფაქტო მოსამართლემ, ფატიმა პარასტაევამ ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხეში თვეზე მეტია, რაც იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ექიმის გათავისუფლებისკენ საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ მოუწოდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო მთავარი საკითხი, რომელიც 10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისას განიხილეს. საქართველოსთან ერთად ეს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმაც მოითხოვეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავა.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ექიმს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

publika.ge

Posted in 2019, საამაყო ქართველები, სამაჩაბლო-Samachablo, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ქვეყნის დაქცევის დღე, 1991წ. 22 დეკემბერი

Posted by iberiana on დეკემბერი 19, 2019

22 დეკემბერს 15 საათზე პარლამენტის შენობასთან

მოვითხოვთ, დაისაჯონ დამნაშავეები!

შემოგვიერთდით!

28 წლის წინ საქართველოს მტრებმა ოკუპანტების დახმარებით დაამხეს დამოუკიდებელი საქართველოს კანონიერი მთავრობა, გაანადგურეს და გადაწვეს თბილისი, გაძარცვეს სამეგრელო, დახვრიტეს ათობით მშვიდობიანი მომიტინგე, დაააპატიმრეს და აწამეს ეროვნული მოძრაობის ასობით წევრი, ვერაგულად მოკლეს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

არცერთ მომდევნო მთავრობას არ დაუსჯია დამნაშავეები, ბევრი მათგანი კვლავაც სახელმწიფო სტრუქტურებში არიან მოკალათებული. ხუნტის არცერთი მსხვერპლი და დაზარალებული არ არის აღდგენილი კანონიერ უფლებებში.

22 დეკემბერს 15:00 ვიკრიბებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე და მოვითხოვთ – დაისაჯონ მკვლელები!!!

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

გაბაშვილების გახსენება

Posted by iberiana on დეკემბერი 13, 2019

გაბაშვილების დიდგვაროვანი ოჯახი და ვასილ გაბაშვილის მაქმანებიანი სასახლე

 

გადაცემაში მონაწილეობს მანანა გაბაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გაბაშვილების გვარის მკვლევარი.

ავტორი და პროდიუსერი: ბესიკ გამყრელიძე
ჟურნალისტი: შორენა ჭიაურელი.
ტვ ობიექტივის სიუჟეტი

Posted in 2019, გამოჩენილი ქართველები, კულტურული მემკვიდრეობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას მიმართვები

Posted by iberiana on დეკემბერი 10, 2019

ზვიად გამსახურდიას მიმართვები

  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს

  • მიმართვა  შიდა ქართლისა და ქ. ცხინვალის ოსი მოსახლეობისადმი

  • ზვიად გამსახურდია: მიმართვა აფხაზი ხალხისადმი. მარტი, 1991

  • ზვიად გამსახუდია: ჰელსინკის პრინციპების დასაცავად.

  • ზვიად გამსახურდია: ძალაუფლებისათვის მებრძოლ 41 პოლიტიკურ პარტიას,  საზოგადოებასა და კერძო პირს. 1990

  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საყოველთაო ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ. 15.04.1991

  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის  მიმრათვა  სსრკ  პრეზიდენტს  მ. ს. გორბაჩოვს, სსრკ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს  ა. ი. ლუკიანოვს, სსრკ უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარეს, რ. ნ. ნიშანოვს, სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრს ბ. კ. პუგოს. 27.04.1991

  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის  მიმართვა  რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ  ბ. ელცინს. 7.05.1991

  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ა. ხ. გალაზოვს. 26.07.1991

  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 92 ე მუხლის მე-14 პუნქტში და 156-ე მუხლში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ აფხაზეთის ასსრ 1991 წლის 9 ივლისის კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე. 5.08.1991

  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 20 ივლისის ბრძანებულების მოქმედების შეჩერების შესახებ. 5.08.1991

  • მიმართვა აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდუმს. 24.10.1991

    საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის  ბრძანებულება  შიდა ქართლში შექმნილი მდგომარეობის გამო. 2.12.1991

 

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/mimartvebi/

 

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , , , , , , | Leave a Comment »

Звиад Гамсахурдия. Телемост «Москва-Тбилиси». 10.11.1991 год.

Posted by iberiana on დეკემბერი 10, 2019

Звиад Гамсахурдия. Телемост «Москва-Тбилиси». 10.11.1991 год.

 

Участники:

1. Звиад Гамсахурдия, президент республики Грузия.
2. Георгий Бурджанадзе, пресс-секретарь президента грузинской республики.
3. Виталий Третьяков, главный редактор “Независимой газеты”.
4. Игорь Голембиовский, главный редактор газеты “Известия”.
5. Андрей Скрябин, журналист.

Архив Виталия Третьякова.

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური პროგნოზი სახელმწიფო გადატრიალებამდე

Posted by iberiana on დეკემბერი 10, 2019

ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური პროგნოზი 1991-92 წწ. სახელმწიფო გადატრიალებამდე

უზენაესი საბჭოს სესია. 1991 წ.

 

“მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება საქართველოს სიყვარულით იყო აღსავსე. შეცდომებისაგან დაზღვეული არავინ არის. მე გადავდგები, მე წავალ, მაგრამ კარგად ვხედავ, რაც მოხდება ჩემი გადადგომის შემდეგ: კუთხე კუთხეს გადაეკიდება, ქალაქი – სოფელს. თვით ნათესავებსა და ოჯახებშიც კი მოხდება ურთიერთდაპირისპირება…

ერი შუაზე გაიხლიჩება, შური და მტრობა დაისადგურებს ყველგან, კრიმინალური ელემენტები გაბატონდებიან და საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, სანამ ერი გონზე მოვა და ძალას მოიკრებს…”

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის საბჭოს მიმართვა უზენაესი საბჭოს დეპუტატებს

Posted by iberiana on დეკემბერი 8, 2019

drosha

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის საბჭოს
მიმართვა
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატებს

მოგმართავთ თქვენ, 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების შედეგად უმრავლესობით არჩეულ დეპუტატებს, საარჩევნო ბლოკი: „მრგვალი მაგიდა, თავისუფალი საქართველოდან“, რომლებიც 1990 წლის 15 დეკემბერს გაერთიანდნენ უზენაეს საბჭოში და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით ჩამოაყალიბეს დემოკრატიული ხელისუფლება…

თქვენს მიერ განხორციელებული ყველა საკანონმდებლო მოქმედება შეესაბამებოდა საერთაშორისო კანონმდებლობას, რაც აღიარებულია გაეროს მიერ და საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო მიღებულია გაეროში.

2005 წლის 11 მარტს დე-ფაქტო ხელისუფლების პარლამენტი იძულებული გახდა ეღიარებინა 1991-1992 წ.წ ხელისუფლების კანონიერება, მათ შორის კანონიერადაა ცნობილი კანონიერი რესპუბლიკის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალები, ანუ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდია.

1991-1992 ედუარდ შევარდნაძის მიერ შექმნილმა მეხუთე კოლონიამ, საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების, შეიარაღებული ძალებისა და კრიმინალური შეიარაღებული ბანდფორმირებების მეშვეობით მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ძალადობრივი გზით.

1992 წლის 13 მარტს ქალაქ გროზნოში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება და ამის შესახებ ამცნო მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლებებს, რაც დღესაც ძალაშია.

ბატონებო, თქვენ, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერები დღესაც წარმოადგენთ ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

თქვენ, დე-ფაქტო ხელისუფლება გიხდით პენსიას არა მოწყალებისათვის, არამედ გაჩუმებისათვის, ვინაიდან თქვენ ხართ კანონიერი ხელისუფლების კანონმდებელი ორგანოს წარმომადგენლები და არა ოპოზიცია.

თქვენ არაფერი გესაქმებათ დამნაშავეთა ხროვასთან, რომლებმაც გაერთიანებული ოპოზიცია დაირქვეს.

თქვენ უნდა მოსთხოვოთ დე-ფაქტო ხელისუფლებას ქვეყანაში აღადგინოს სამართლიანობა, რისთვისაც უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც თქვენ და კანონიერი ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლები პარიტეტული პრინციპით იქნებით წარმოდგენილი. ეს არის მშვიდობიანი გზა, კომპრომისი იმისა, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოვიდნენ სახელმწიფო მოღვაწენი…

სრულად: http://iberiana2.wordpress.com/segm/erovnuli-gvardia/

 

Posted in 2019, ეროვნული გვარდია, ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ქართველმა მოციგურავეებმა გრან პრის ფინალზე ისტორიული ოქრო მოიპოვეს

Posted by iberiana on დეკემბერი 8, 2019

 ქართველმა მოციგურავეებმა გრან პრის ფინალზე ისტორიული ოქრო მოიპოვეს

ქალაქ ტურინში ფიგურული სრიალის გრან პრის ფინალში ქართველმა წყვილმა, გიორგი რევიამ და მარია კოზაკოვამ ოქროს მედლები მოიპოვეს. უინიორების კატეგორიაში მათ ამერიკელ და რუს მეტოქეებს აჯობეს.

გრან პრის ფინალზე ეს საქართველოსთვის პირველი ოქროს მედალია.

on.ge

***

იტალიის ქალაქ ტურინის ყინულის ოლიმპიურ არენაზე აჟღერებული ქართული საცეკვაო მელოდია

Posted in 2019, ვიდეო, საქართველო-Georgia, სპორტი | Tagged: , , | Leave a Comment »

რამაზ პატარიძე – ქართული ანბანი

Posted by iberiana on დეკემბერი 8, 2019

რამაზ პატარიძე – ქართული ანბანი – ლექცია 1

რამაზ პატარიძე – ქართული ანბანი – ლექცია 2

რამაზ პატარიძე ქართული ანბანისა და ვეფხისტყაოსნის შესახებ – ლექცია 3

 

Posted in 2019, ანბანი, ვიდეო, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

მიხეილ ცაგარელი: “სანამ ნაციონალური მოძრაობა იარსებებს, საქართველო ვერ დაწყნარდება!”

Posted by iberiana on დეკემბერი 1, 2019

მიხეილ ცაგარელი თანამედროვე ქართულ პოლიტიკაზე

“სანამ ნაციონალური მოძრაობა იარსებებს, საქართველო ვერ დაწყნარდება!”
“სანამ კოჰაბიტაცია არსებობს, არაფერი არ გვეშველება!”
“საჭიროა ახალი სისხლი! ჩვენ გვყავს გადასარევი ადამიანები, რომლებსაც ამერიკაშიც აქვთ დამთავრებული, ბრწყინვალე ტვინები…, მოიზიდეთ, ააყვავებინეთ ქვეყანა, რად გინდათ ძველი მონსტრები?”…
“2021 წლიდან  იწყება ახალი 12 წლიანი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიკეთო ციკლი საქართველოსთვის… ნუ დავკარგავთ!”

 

მიხეილ ცაგარელი სტუმრად ანზორ ოდიშარიას საავტორო გადაცემა “საწუთრო”-ში (Anzor Odisharia)
რადიო საქართველოს ხმა Fm 107.9
10 ივლისი, 2019

Posted in 2019, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | 5 Comments »

დვალეთი ისეთივე ტკივილია საქართველოსი, როგორიც სხვა დაკარგული ტერიტორიები

Posted by iberiana on დეკემბერი 1, 2019

dvaleti

“დვალეთი ისეთივე ტკივილია საქართველოსი, როგორიც სხვა დაკარგული ტერიტორიები”

“დღეს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ოსები თავიანთ თავს “თუალს” (დვალს) უწოდებენ და იმ სოფლებში ცხოვრობენ, რომლებსაც ჟღერადობის შეცვლის მიუხედავად, ქართული სახელები ჰქვია”

ქართველებს მტრისგან მიტაცებულ მიწებს შორის დვალეთიც გვერიცხება. რატომ მივივიწყეთ და ამოვიგდეთ ცნობიერებიდან, ამის მიზეზის კვლევას დიდხანს მოვუნდებით. ფაქტი ის არის, რომ საქართველოს მთიანეთის ეს ნაწილი (3581 კვკმ ტერიტორია) რუსეთმა 1859 წელს ჩრდილო ოსეთს სათამაშოსავით აჩუქა. ერთ “მშვენიერ” დღეს, კერძოდ, 1859 წლის აპრილში, ქართველებმა გაიღვიძეს და დვალეთი უკვე გორის მაზრას აღარ ეკუთვნოდა, ის უკვე ოსების საკუთრება იყო. რატომ არ გამოხატა ამის გამო პროტესტი რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩამდგარმა მაშინდელმა ქართველობამ, უცნობია, თუმცა დვალეთის დაბრუნების საკითხის დაყენებას ქართველი ისტორიკოსები გასულ საუკუნეში შეეცადნენ. სავარაუდოდ, სტალინის იმედით: მაგალითად, პავლე ინგოროყვამ დვალეთის ტერიტორიები დეტალურად აღწერა, ივანე ჯავახიშვილმა კი პრესაშიც განაცხადა: “ბუნებრივი იქნება, რუსეთის მთავრობის შეცდომა შესწორდეს და დვალეთის, ანუ არდონის ქვაბ-ხეობა საქართველოს დაუბრუნდესო”! რასაკვირველია, ამ ამბებს შედეგი არ მოჰყოლია. დვალეთში კანტიკუნტად მცხოვრები დვალებიც გაოსდნენ. მათმა უმრავლესობამ ჯერ კიდევ ოსების სისხლიანი შემოსევისას შეაფარა თავი საქართველოს სხვა კუთხეებს. დვალთა შთამომავლების ნაწილში ისტორიული სამშობლოს მოგონება დღემდე ცოცხლობს. ისტორიის მეცნიერებათა პროფესორის როლანდ თოფჩიშვილის თქმით, დვალეთის შესახებ მისი წიგნის პრეზენტაციაზე დვალური გვარების არაერთი წარმომადგენელი მივიდა, მათ შორის, დვალები და დვალიშვილები. როგორი იყო დვალეთი და როგორ ცხოვრობდნენ დვალები, რომელთაც კავკასიური ლეგენდები “დევებადაც” კი მოიხსენიებენ, ამის შესახებ როლანდ თოფჩიშვილი გვესაუბრება.

– როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ქართველი მეცნიერები ელოდნენ, რომ საქართველოს სახელმწიფო დვალეთზე პრეტენზიას გამოთქვამდა, მაგრამ ჩვენი ისტორიული გულარხეინობის წყალობით, ოსებმა ტერიტორიებზე პრეტენზია აქეთ გამოხატეს და მიისაკუთრეს კიდეც. ვერასოდეს წარმოვიდგენ, რომ სამუდამოდ ასე იქნება, მაგრამ ამისთვის ბრძოლაა საჭირო. დვალეთის შესახებ არათუ ფართო საზოგადოებამ, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთავრობის დიდმა ნაწილმაც არაფერი იცის. ისტორიული მეხსიერების ასეთი დაქვეითება ცუდს მოასწავებს. დვალეთის დაპყრობაც იმის ნიმუშია, როგორ ნელ-ნელა შეიძლება დაგიპყროს მტერმა, თუ მას ნებაზე მიუშვებ. არადა, დვალეთი საქართველოს სახელმწიფოს ჩასახვიდან, ანუ მეფე ფარნავაზიდან მეფე ერეკლემდე საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. იქ მოურავებს საქართველოს მეფეები ნიშნავდნენ. დვალეთის ერთ-ერთი მოურავი გიორგი სააკაძეც გახლდათ, ბოლო მოურავი კი ვინმე ფავლენიშვილი, რომელიც დვალეთში ერეკლე მეფემ დანიშნა.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/samachablo/dvaleti/

Posted in 2019, დვალეთი, ისტორია-History, კავკასია-Caucasus, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილება

Posted by iberiana on ნოემბერი 29, 2019

uzenaesi sabcho

Posted in ეროვნული მთავრობა, პოლიტიკა, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , , | Leave a Comment »

Генеральная карта Грузии 1823

Posted by iberiana on ნოემბერი 29, 2019

map-geo-1823.jpgГенеральная карта Грузии с указанием почтовых и больших проезжих дорог, станций и расстояний между ними в верстах

Данная карта Грузии, созданная в 1823 году, входит в “Географический атлас Российской империи, Царства Польского и Великого княжества Финляндского”, который включает в себя 60 карт Российской империи. Атлас был составлен и выгравирован полковником В. П. Пядышевым и служит свидетельством того, насколько тщательно и подробно составлялись карты русскими военными картографами в первой четверти XIX века. На карте показаны населенные пункты (семь типов в зависимости от размера), крепости, редуты и укрепления, монастыри и пустыни, заводы и фабрики, почтовые дворы и станции, дороги (три типа), а также государственные границы, границы губерний, владений и округов. Расстояния указаны в верстах; верста была русской единицей измерения длины, равной 1,07 километра, и к настоящему времени вышла из употребления. Условные обозначения, указатель с названиями региональных единиц, а также географические названия приведены на русском и французском языках. Территория, изображенная на карте, в общих чертах соответствует современной Грузии. В конце XVIII века Грузия (в то время Картли-Кахетинское царство), объединившая в своем составе многочисленные независимые царства периода от поздней Античности до Средневековья, попросила у русского царя защиты от постоянного давления со стороны Персидской и Османской империй. В 1801 году Грузия вошла в состав Российской империи.
wdl.org/ru

Posted in საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

გურამ ლაკია – თანამემამულენო და თანამებრძოლებო!

Posted by iberiana on ნოემბერი 29, 2019

ლაკია

გურამ ლაკია

თანამემამულენო და თანამებრძოლებო!

დღეს მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია, ისეთი მცირერიცხოვანი ერისათვის, როგორც ჩვენ ვართ დიდი საფრთხის შემცველია!

ა.შ.შ-ს მიერ თავმოხვეული ე.წ გლობალიზაცია ანუ მსოფლიო ბატონობა არახალია!

ორი ბირთვული ზესახელმწიფოს ა.შ.შ-ს და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირება, ახლო და შორეულ აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში (დიდიბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი და ა.შ) მსოფლიოს სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას დიდ საფრთხეს უქმნის!

ა.შ.შ-ს ლტოლვა და ჩვენი ვაიპოლიტიკოსების კახპური პოლიტიკა საქართველოს NATO-ში ჩასათრევად ემსახურება არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არამედ გამოწვეულია ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობით.

დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში სამართლიანობის აღდგენის დაპირებებით, მაგრამ არაფერი იღონა ქვეყნაში სამართლიანობის აღდგენისათვის და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისათვის. ის დარჩა ხუნტის მემკვიდრედ!

დე-ფაქტო ხელისუფლებამ უგულველყო ჭეშმარიტება – დაუსჯელი დანაშაული განმეორებადია!

ეს ბადებს დიდ საშიშროებას, რომ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად შესაძლებელია უცხო ქვეყნების მხარდაჭერით ე.წ ოპოზიციამ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მიმართოს ძალადობას, განუკითხაობას და მორიგ სისხლისღვრას!

დღეს ისინი, ვინც დამნაშავენი არიან კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაში, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაში, ასიათასობით ადამიანის საკუთარ სამშობლოში ლტოლვილად და უპოვრად ქცევაში, ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ფიზიკურ განადგურებაში მოსახლეობის გაუბედურებაში და ლუკმა-პურის საშოვნელად ქვეყნიდან გადახვეწაში, ჩინ-მედლებით თავს იწონებენ, უხვად ფინანსდებიან სახელმწიფოს მწირი ბიუჯეტიდან, გვმოძღრავენ და ზეობენ!

ისინი, ვინც იბრძოდა ქვეყნაში კანონიერების აღდგენისათვის და ტერიტორიული მთლიანობისათვის – რეპრესირებულები, უგულვებელყოფილები და დავიწყებულები არიან!

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/guram-lakia/

 

Posted in 2017, ეროვნული გვარდია, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | 1 Comment »

მავნე მობილურები

Posted by iberiana on ნოემბერი 28, 2019

♥ ჯანმრთელობა – Health

მავნე მობილურები

მობილური ტელეფონები – ნივთები, რომლებიც სახლში გვაქვს, ხელში გვიჭირავს და ყოველ ღამით საწოლთან გვიდევს; მიკრობების გამრავლების ხელშემწყობი და ტვინის კიბოს განვითარების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი; ახლავს ელექტრომაგნიტური გამოსხივება..

ტელეკომპანია “პულსი”. გადაცემა “საექიმო ქიმია”
წამყვანი: ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რამაზ გახოკიძე.

https://iberiana.wordpress.com/health/

Posted in 2019, ვიდეო, საქართველო-Georgia, ჯანმრთელობა | Tagged: , , | Leave a Comment »

გიორგობა ჰერეთში

Posted by iberiana on ნოემბერი 28, 2019

გიორგობა ჰერეთში 

ნიკა ლებანიძის მოგზაურობა საქართველოს ისტორიულ მხარეში

 

Posted in 2019, საქართველო-Georgia, ჰერეთი | Tagged: | Leave a Comment »

აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი

Posted by iberiana on ნოემბერი 27, 2019

მეუფე შიო: ღმერთი არასდროს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი

აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი; რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე საუბრობთ, როცა წელიწადში 40 ათასი აბორტი კეთდება? – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

პატრიარქის მოსაყდრის თქმით, ღმერთი არასდროს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„ჩვენ ხშირად გვესმის საუბარი აგრესიაზე, ძალადობაზე, ამას ვებრძვით, მაგრამ არც ერთი ე.წ. მებრძოლი ამის წინააღმდეგ არ ამბობს, რომ აბორტი ცუდია. აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი. რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე საუბრობთ, როცა წელიწადში 40 ათასი აბორტი კეთდება და ეს არაოფიციალურად? თუ მივამატებთ ამას ქიმიურ აბორტებს, ეს ადის ასობით ათასზე. სულიერად რომ შევხედოთ, ღმერთი არასდროს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი. სანამ ეს არ გამოსწორდება, ჩემი აზრით, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, არაფერი გამოსწორდება იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს ბავშვებს ვკლავთ ათობით და ასობით ათასს და ამას არ ვუწოდებთ აგრესიას, ვიცავთ ქალის უფლებას, ბავშვის უფლებას, მაგრამ არ ვიცავთ ბავშვის უფლებას რომ დაიბადოს, ამაზე ხმას არავინ იღებს. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი? კითხვა იბადება – ვის აწყობს ეს? იქ, როგორც ჩანს, ფული კეთდება და დიდი პარადიგმაა, მსოფლიო მიმართულებაა, რომ ამაზე არ იფიქრო, გვეუბნებიან, რომ ეს არ არის აგრესია, ამაზე არ გაბედო თქმა იმიტომ, რომ ქალის უფლებაა, დაკუწოს საკუთარი შვილი დანით. აქ კიდევ თუ შეეხო ქმარი ცოლს, რა თქმა უნდა, ესეც ამაზრზენია, ნებისმიერი ქმარი ცოლს თუ სცემს, ის არაკაცია, დასასჯელია, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ეს ვინც გააკეთა ის ნატურალური ფაშისტია? ნიუნბერგის პროცესზე ამის გამო ხოცავდნენ და ახრჩობდნენ ადამიანებს. ჩვენ ამას ვაკეთებთ და მერე გვინდა, რომ რაღაც გამოსწორდეს, აგრესია დაიძლიოს. როგორ უნდა დაიძლიოს? როცა მთელი ერი ამით სცოდავს პრაქტიკულად. ახლა მარხვის პერიოდია და თუ ჩვენ ამას სინანულით არ შევხედეთ, თუ ჩვენ, როგორც ერმა ეს არ გამოვასწორეთ, ამაზე არ ვიყვირეთ სკოლაშიც, უფროსკლასებშიც, საზოგადოებაშიც, არაფერი გამოვა, ჩემი აზრით“, – განაცხადა შეხვედრისას მეუფე შიომ.

09 მარტი 2018
imedinews.ge

***

დეკანოზი  თეოდორე გიგნაძე – ბაშვების მოკვდინების საშინელი ფაქტები

 

 

Posted in 2019,