Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი’ Category

საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფისთვის სპეციალური “ჯილდო” დააწესა

Posted by iberiana on December 13, 2016

sazogadoebrivi

საყდრისის აფეთქებიდან ორი წლის თავზე, საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფისთვის სპეციალური “ჯილდო” დააწესა, რომელიც ყოველი წლის 13 დეკემბერს გაიცემა.

“ჯილდო” წელს კულტურის მინისტრს მიენიჭა. მიხეილ გიორგაძე საყდრისის კომიტეტმა “ოქროს უროთი” დააჯილდოვა.

საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელ ირაკლი მამალაძის განცხადებით, მიხეილ გიორგაძეს პრიზი საყდრისის აფეთქებაში განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემა. დაჯილდოება ტრადიციული გახდება და პრიზი ყოველ წელს სხვადასხვა კომპანიას, იურიდიულ პირებს და სასულიერო პირებს მიენიჭებათ.

საყდრისის კომიტეტი კულტურის მინისტრის პრიზს სამინისტროში მიუტანს.

http://1tv.ge/ge/news/view/144249.html

Posted in 2016, საქართველო-Georgia, საყდრისი, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი, საყდრისის მნგრეველი | Tagged: , | Leave a Comment »

მთავრობამ მცხეთის არქეოლოგიური ბაზა გაასხვისა

Posted by iberiana on January 19, 2016

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბერის გადაწყვეტილების თანახმად, ქ. მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩა №27-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2653.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა №1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.07.07.852), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცა ფიზიკურ პირ დავით ისახანაშვილს (პ/ნ: 01024070232).

საინტერესოა, რის საფუძველზე გამოუცხადა ღარიბაშვილის მთავრობამ ასეთი ნდობა 23 წლის ავტომრბოლელს?

ამ ნაკვეთის უდიდეს ნაწილზე (2200 კვ.მ) განთავსებულია მცხეთის არქეოლოგიური ბაზა.

არის საშიშროება, რომ არქეოლოგიური ბაზაც მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის ბედს გაიზიარებს, რომლის შენობაც რამდენიმე წლის წინ გადასცეს წყლის კომპანიას, 25 ათასი ექსპონატი კი  სარდაფში, შეუფერებელ პირობებში ინახება.

https://sakdrisiblog.wordpress.com/2016/01/19/mtskheta/

Posted in არქეოლოგია, საქართველო-Georgia, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი | Tagged: | Leave a Comment »

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის მიმართვა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისადმი

Posted by iberiana on May 8, 2015

11188204_685437471560502_2828468156329324986_n[1]საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის მიმართვა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისადმი

დღეს ხელისუფლება და მისი ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი განათლების სამინისტრო აშკარად ებრძვის მეცნიერებას, ისტორიას, აქტიურად და პასიურად – მხარს არ უჭერს იმ დარგებს, რომლებიც ქართული სახელმწიფოსთვის, მისი იდენტიფიკაციისთვის უმნიშვნელოვანესი და უნიკალურია.

როგორც ცნობილია, საქართველოს ისტორია გაცილებით ძველია, ვიდრე ამას ასწავლიან სკოლებსა და თუ უმაღლეს სასწავლებლებში. ამის შესწავლისთვის კი არაფერი კეთდება, ეს მიმართულებები არ ფინანსდება, ხოლო ის, რაც ამას ადასტურებს ნადგურდება – საყდრისი, ბერი კლდეები, ბევრი სხვა და ეხლა ამას ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ბრძოლაც დაემატა.

ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოველი ადამიანის შრომა დაფასებული იქნება, განსაკუთრებით დაფასებული იქნება მეცნიერება, რომელიც ქვეყნის ამოუწურავ რესურსს და სიამაყეს წარმოადგენს. ჩვენ გვსურს ქვეყანა, სადაც ადამიანი და მისი უფლებები უპირატესი ამოსავალი წერტილი იქნება. სამწუხაროდ, ზუსტად ეს იყო დღევანდელი ხელისუფლების მოსვლის დაპირება, რომელიც ისევე, როგორც ბევრი დანარჩენი დაპირება მხოლოდ ხმის მისაცემი სატყუარა გახდა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დღეს მიმდინარე მოვლენები, სამწუხაროდ, ერთადერთი და იშვიათი შემთხვევა არ არის – ეს არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივმა კომიტეტმა ნათლად დავინახეთ საყდრისის – მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს განადგურების მაგალითზე.

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას ამ უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიმყოფებით! იმედია შევძლებთ საზოგადოების გამოფხიზლებას მისი ისტორიის, კულტურის და თვითმყოფადობის დასაცავად!

2015 წლის მაისი

Posted in 2015, არქეოლოგია, საქართველო-Georgia, საყდრისი, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი | Tagged: , | Leave a Comment »

“დივერსანტის“ ჩანაწერი

Posted by iberiana on April 6, 2015

“დივერსანტის“ ჩანაწერი

06.04.2015

გასულ კვირას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ქვემო ქართლში ბიზნესმენებთან შეხვედრისას ბოლნისში კომპანია „RMG-Gold”-ის მუშაობის მოწინააღმდეგეებს – “უპასუხისმგებლო“, “ანტისახელმწიფოებრივი” და “მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული” უწოდა. ხოლო, სამართალდამცავ ორგანოებს „RMG-Gold”-ის მუშაობის მოწინააღმდეგეთა “დივერსიის” ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

saladzeსულხან სალაძე

საიას იურისტი

რაც არ უნდა უცნაური იყოს პრემიერის განცხადებაში არის სიმართლის მარცვალი. ოღონდ საქმე ის არის, რომ სიმართლის მარცვლის ძიებას, თუ დავიწყებთ ადრესატის შეცვლა მოგვიწევს აუცილებლად. შესაბამისად, ისეთი შეფასებები, როგორიცაა – “უპასუხისმგებლო”, “ანტისახელმწიფოებრივი” და “მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული”, საყდრისი-ყაჩაღიანის კონტექსტში თუკი ვინმესთან დაკავშირებით შეიძლება გამოვიყენოთ, ეს ალბათ უფრო ადმინისტრაციული ორგანოებია და არა ისინი, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში სამოქალაქო აქტივიზმის მაგალითზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ცდილობდნენ.

მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან ადამიანების, თუ ორგანიზაციების “ანტისახელმწიფოებრივ” და სხვა მონათესავე ელემენტებად მონათვლის ეს არც პირველი შემთხვევაა და გული მიგრძნობს, რომ არც ბოლო არ უნდა იყოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს უაღრესად საშიში ტენდენცია (შეიძლება აღარც არის ტენდეცია და ჩვეულებრივი მოცემულობაა უკვე) იმ სახელმწიფოსთვის, რომელსაც ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობა სურს.

და მაინც, ბატონო პრემიერო, მინდა რამდენმე წინადადება დავწერო იმის შესახებ, თუ საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს ირგვლივ განვითარებული მოვლენების კონტექსტში რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოებს და პრემიერ-მინისტრის შეფასებას. მერე ყველამ თავად გადაწყვიტოს, სად შეიძლება სჯობდეს ტერმინებისთვის: “უპასუხისმგებლო”, “ანტისახელმწიფოებრივი” და “მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული” – ადრესატის ძებნა. ასე მაგალითად:

2014 წლის 12 დეკემბერს, “RMG-Gold”-ის მიერ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განცხდების წარდგენიდან დროის მცირე მონაკვეთში, სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სტატუსის გარეშე დატოვების და არქეოლოგიური ობიექტის დაშლა-აღების მიზნით, მალულად, იმავე დღეს – 13 მოქმედების შესრულება და ოთხი გადაწყვეტილების მიღება, რომ შეძლეს, იცით ალბათ. და ეს პროცესი ეროვნული მუზეუმის და საყდრისი-ყაჩაღიანის ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციისთვის უთქმელად, რომ მოახერხეს ეს მისაღებია? რატომღაც სხვა დროს და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროს და სააგენტოს მონდომება არ არის ასეთი მაღალი.

ქვეყნის კულტურის მინისტრს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ სულ რაღაც 39 წუთი რომ დასჭირდა იმისთვის, რომ ერთი ხელის მოსმით ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება (უფრო სწორედ არ ჩაეტარებინა) და საყდრისისთვის საბოლოო განაჩენი გამოეტანა, ამას რა ვუწოდოთ? ნურც იმას დავივიწყებთ, საყდრისის აფეთქებამდე მცირე ხნით ადრე კულტურის მინისტრი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს რომ იკავებდა, აქაოდა საქმე სასამართლოშია და შეიძლება ჩემი კომენტარი ზეწოლა იყოს სასამართლოზეო.

2014 წლის 13 დეკემბერს, საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქებიდან მიმდინარე წლის 9 იანვრამდე, “RMG-Gold”-ი ისე რომ ახორციელდებდა არქეოლოგიური ობიექტის თითქოსდა ე.წ. „დაშლა-აღებას“, რომ მას არც ერთი არქეოლოგი არ დასწრებია, იცით? სად იყვნენ ამ დროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო?

2014 წლის 13 დეკემბრის დილიდან მოყოლებული, მაშინ როდესაც ნახევარ საქართველოს ეძინა, „RMG-Gold”-მა საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქებით რეალურად ის მსხვილმაშტაბიანი სამუშაოები რომ განაახლა, რისი უფლებაც 2014 წლის ივნისიდან სასამართლოს ძალით აქვს შეჩერებული და ამაზე დღემდე არავის პასუხი, რომ არ უგია, უნდა გვიხაროდეს ვითომ?

ის, რომ სასამართლომ, 2013 წელს ე.წ. თერთმეტ კაციანი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა უკანონდ მიიჩნია, ხოლო ხელისუფლებას იმ კომისიის ერთ-ერთი წევრი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მაღალ თანამდებობზე ჰყავს, ამ ამბავს როგორ მოვეკიდოთ?

საქართველოს მთავარ პროკურატურას 2014 წლის დასაწყსისში საყდრისი-ყაჩაღიანის დაზიანების ფაქტზე დაწყებული გამოძიება რომელიღაც თაროზე რომ აქვს შემოდებული და გამოუძიებლობისგან საქმეს სულ უფრო მეტად ედება მტვერი, ეს რაზე უნდა მიანიშნებდეს ნეტა?

ან კიდევ, ეროვნული მუზეუმი სულ რაღაც ერთ წელს და არც ისე დიდ თანხას რომ საჭიროებდა საიმისოდ, რომ ბოლომდე შეესწავლა საყდრისი-ყაჩაღაიანი და ამის შემდეგ დაეწყო კომპანიას ოქროს მოპოვება, თუმცა სამინისტრომ და სააგენტომ ეროვნული მუზეუმი პრაქტიკულად მარტო რომ დატოვეს ოფშორული კომპანიის წინაშე, ესეც კარგია ვითომ?

სამწუხაროდ ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება კიდევ. ის რაც დავწერე ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც კიდევ გახდება ცნობილი.

და ბოლოს, სამართალდამცავი ორგანოებისათვის გაკეთებული მოწოდების შესახებაც მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. თუ ოდესმე საქართველოში, რომელიმე ხელისფლების დროს, რომელიმე სამართალდამცავი ორგანო, საყდრისში მომხდარი ამბით მართლა დაინტერესდება, ჩვენც გვკითხეთ რამე. შეიძლება ისეთი ამბების შესახებ გითხრათ, რასაც ჩინოვნიკები არაფრისდიდებით არ იტყვიან. არ იტყვიან იმიტომ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით თეთრზე თეთრის და შავზე შავის თქმა არც ისე იოლია.

http://www.netgazeti.ge/GE/105/opinion/43391/

Posted in 2015, საყდრისი, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი | Tagged: | Leave a Comment »

გამოხმაურებები ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით

Posted by iberiana on April 5, 2015

გამოხმაურებები პრემიერ ღარიბაშვილის მიერ 3 აპრილს საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის მიმართ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

***
“ირაკლი ღარიბაშვილი ტერორისტია,” – ნინო გოგუაძე

03-04-2015

nino_goguadze“ირაკლი ღარიბაშვილი ტერორისტია,” – ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების წევრმა დეპუტატმა ნინო გოგუაძემ საყდრისის საკითხზე საუბრისას გააკეთა.

გოგუაძეს მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრმა საქართველოს და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აფეთქებას შეუწყო ხელი და ჩაიდინა უდიდესი დანაშაული.

“სხვის დივერსიაზე ლარპარაკობს ადამიანი, რომელიც თავად არის ეჭვმიტანილი ტერორისტულ აქტში. ამ მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ჩაიდინეს ტერორისტული აქტი მსოფლიო კულტურის წინაშე. ის არ აძლევს საშუალებას უმრავლესობის წევრ დეპუტატებს, შექმნან საგამოძიებო კომისია,” – აცხადებს დეპუტატი ნინო გოგუაძე.

http://rustavi2.com/ka/news/13253

***

სოსო ცისკარიშვილი: ვისაც კულტურულ მემკვიდრეობას დოლარი ურჩევნია, ქართულ საზოგადოებაში მყარი საყრდენი ვერ ექნება

2015-04-03

1510ciskarishvili2[1]„ვისაც კულტურულ მემკვიდრეობას დოლარი ურჩევნია, მას დიდხანს ვერ ექნება მყარი საყრდენი ქართულ საზოგადოებაში“, – ასე ეხმაურება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი კომპანია „RMG Gold” –თან დაკავშრებით პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

როგორც ცისკარიშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, პრემიერი თუ საყდრისთან დაკავშირებით სამართლიანობის დარღვევაზე საუბრობს, გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა უნდა მიეღო.

თუმცა, მისივე შეფასებით, ღარიბაშვილს ამ თემის ირგვლივ დისკუსიაში „წარმატების მიღწევა“ გაუჭირდებოდა.

„ამ საკითხში ვერ დავეთანხმები პრემიერ–მინისტრს. მართალ ადამიანს ძალიან მარტივად შეუძლია საკუთარი სიმართლის დადგენა. მაგრამ თუ სამართლიანობის დარღვევაზე აგებს თავის ფრაზეოლოგიას, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და მიიღოს მონაწილეობა იმ დისკუსიაში, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს ქვეყანაში. ნათქვამია, ასჯერ გაზომე, ერთხელ გასჭერიო. მაგრამ როდესაც ერთი დღის განმავლობაში ქვეყანაში ტრიალდება ოფიციალური გადაწყვეტილებების კორიანტელი და სასამართლოსგან დაუკითხვაად… აბუჩად იგდებს მის გადაწყვეტილებას, ცხადია ქვეყანას, მის სახელმწიფოებრიობას, შეკოწიწებულ დემოკრატიას ბევრად მეტი ზიანი ექნება. გამომდინარე იქიდან, რომ იმ ტერიტორიის ძალიან მცირე მონაკვეთზეა საუბარი, სადაც შესაძლოა, ამ კომპანიამ იმოქმედოს, რატომღაც მაინცდამაინც იმ მცირე ტერიტორიაზე აქვთ მიტანილი იერიში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და მათი სპეციალისტების რწმუნებით, რეალურ ისტორიულ, კულტურულ სიმდიდრეს წარმოადგენს და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის. ვისაც დოლარი ურჩევნია კულტურულ მემკვიდრეობას, მას დიდხანს ვერ ექნება მყარი საყრდენი ქართულ საზოგადოებაში“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.

მან აქვე დასძინა, რომ პრემიერ–მინისტრი არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლებას, არამედ საკანონმდებლო ორგანოსაც ხელმძღვანელობს.

რადგან, ცისკარიშვილის თქმით, პარლამენტში საყდრისთან დაკავშრებით დროებითი საგამოძიებო კომისია ჯერ კიდევ არ არის შექმნილი.

„ეს მინიშნება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ პრემიერ–მინისტრი არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ საკანონმდებლო ხელისუფლების, უმრავლესობის აზრთა გამრიგეც გახლავთ და ადვილად გამოსაცნობია ის განწყობები და პირში ჩავარდნილი ენა, როცა ამ საკითხის გარშემო დადუმებულია საპარლამენტო უმრავლესობა, ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებაზე უარს ამბობს და კომისიის შექმნას არ აპირებს“, – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთელი ბონლისის რაიონი „RMG Gold“–ის მუშაობაზეა დამოკიდებული, რადგან ამ კომპანიას 3000 ოჯახი ჰყავს დასაქმებული. ხოლო, ის რაც ბოლნისის საწარმოსთან მიმართებაში მოხდა, ამით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
http://epn.ge/?id=4191

***

,,გარეწარი ხარ!!!… ღმერთმა არ ქნას, ამხანაგო ბორია… თორემ…!“

2015-04-04

1428159958274641[1]გარეწრები ხართ ყველა, ვინც ამ მარაზმზე დუმხართ! – საყდრისის მცველთა მისამართით პრემიერ-მინისტრის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ქართველი ემიგრანტი და საქართველო საფრანგეთის თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი.
,,გარეწარი ხარ, როდესაც ანგრევ საყდრისს და ამ ნანგრევებში მოყლილ ასიათასობით ადამიანის სულს, მათ ტკივილს და განცდას დივერსანტობას უწოდებ!!!

გარეწარი ხარ, როდესაც საკუთარ სამშობლოს ართმევ კულტურულ მემკვიდრეობას პირადი კეთილდღეობისთვის!!!

და გარეწარი ხარ იმიტომ, რომ საკუთარ ცხოვრებას ნულების მიმატებით ზრდი და ამრავლებ!!!

გარეწრები ხართ ყველა, ვინც დღეს ამ მარაზმზე დუმხართ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ნაგავი ხელისუფლება თქვენი გონებრივი პოტენციალის ნაყოფია და ჯიუტად ქედს არ იხრით საკუთარ სიბრიყვესათან!!!

საყდრისს უამრავი ჩემი მეგობერი იცავდა, როგორც ოპოზიციის ასევე ამ ხელისუფლების მხარდამჭერი და ღმერთმა არ ქნას ამხანოგო ბორია, რომელიმე მათაგანზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოთ, თორე პირობას გაძლევ საკუთარ სიხსლს შემოგაფურთხებ თვალებში!!!“ – წერს სულაშვილი.

წყარო

***

ახალი დიქტატურა მოვიდა?!

5.04.2015

maia-sakhokiaფანტასტიურად თავხედური და პირადად ჩემთვის გამაოგნებელი, მოულოდნელი დემაგოგიით, ღარიბაშვილი კაზრეთის მოწამლულ-ჩაგრული მოსახლეობის რაღაც არარსებული 3000 ოჯახით, ვინც თურმე მონსტრ არემჯის ”გაუბედნიერებია”, ხოტბას ასხამს საყდრისის განადგურებას, აფეთქებას, ნგრევას! ამ ერთადერთი დემაგოგიური, გაცვეთილი ”არგუმენტით” პრემიერი, სამწუხაროდ და სამგლოვიაროდ, დივერსანტებად ნათლავს არა მარტო საყდრისის დამცველებს, არამედ ჩვენს იმედს, უახლეს სასამართლოს, და იმ მოსამართლეებს, ვინც კანონიერად საყდრისის სასარგებლო დასკვნებს აკეთებენ! უფრო მეტიც: პრემიერი ემუქრება მათ აშკარად და დაუფარავად! იხილეთ მისი ტერმინოლოგია, თმები ყალყზე დგება!

ბატონი ღარიბაშვილი და ოცნებაც მთლიანად, ალბათ, დიქტატურისკენ მიექანება! ვაიპრემიერის ბოლო განცხადებებით მან ხაზი გადაუსვა ყოველივე კარგს, რაცკი მართლა გაუკეთებია ამ მთავრობას. საყდრისი ისედაც ფარავს ყველაფერს, და განცხადებებით საბოლოოდ გამოტანილია ღარიბაშვილის და მთელი ოცნებების განაჩენი! პირადად ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის ეს ასეა: ჩემს თვალში მან/მათ განაჩენი გამოუტანეს თავისთავს!

პრემიერი დაემუქარა ახლადარჩეულ ჩვენს საიმედო ნინო გვენეტაძეს! ვნახოთ, რას იზამს ეს ქალბატონი, რა გზას დაადგება და რა პასუხს გასცემენ ის და თავისუფალი მოსამართლეები ასეთი დაუფარავი მუქარისთვის და ზეწოლისთვის! მაგრამ ყველა შემთხვევაში, განაჩენი გამოტანილია და ჯვარია დასმული. არემჯის ფერებას და ახლადამოსუნთქულ სასამართლოს გადაყვებიან ივანიშვილ-ღარიბაშვილის ვაიმმართველები, რაც ცხადია სამწუხაროა და არა გასახარელი.

მთელმა მსოფლიომ გაიგო უკვე, რომ ოქროზე მეტად საყდრისში მათ აინტერესებთ სტრონციუმი! აგრეთვე კადმიუმი და თეზიუმი! ამაზე კრინტს არ ძრავს პრემიერი და ნაცქოცარხები! ამ დროს კი ბოხუმში საყდრისის ვირტუალური მუზეუმი ეწყობა, სადაც მერე ვივლით ვირტუალური ჩვენი ძეგლის სანახავად! აი ამას ჰქვია უბედურებაც და სირცხვილიც. ნეტა გადაყვნენ მაგ სტრონციუმს ყველანი.

ჯერჯერობით კი მოვუწოდებ ნინო გვენეტაძეს და მოსამართლეებს, დაიცვან ქართული სასამართლოს და თავისი ღირსება და ჯეროვანი პასუხი გასცენ ვაიპრემიერის უტიფარ მუქარა-შეურაცხყოფებს, ცილისწამებებს, იარლიყების მიკერებას და განცხადებებს! ახლა გამოჩნდება რამდენად გაიზარდა ჩვენი სასამართლო.

მაია სახოკია 

აღმოსავლეთმცოდნე

https://iberiana2.wordpress.com/georgia/sakdrisi/

Posted in 2015, საყდრისი, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი | Leave a Comment »

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის განცხადება

Posted by iberiana on April 4, 2015

11130005_10202903746469268_3227541_n[1]

03.04.2015

უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი დივერსია,” – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ბოლნისში საყდრისის საბადოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

პრემიერი ამ საკითხით სამართალდამცველების დაინტერესებას ითხოვს.

„მე ვიცი, რომ დიდი პრობლემა შეექმნა ბოლნისში RMG კომპანიას, სადაც მუშაობს 3 ათასი ოჯახი. მთელი ბოლნისის რაიონი დამოკიდებულია ამ კომპანიის მუშაობაზე. ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და მე ვიტყოდი, ანტისახელმწიფოებრივი, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. რაც მოხდა ბოლნისის საწარმოსთან მიმართებით, ეს არის პირდაპირი დივერსია და ამით უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცველი ორგანოები,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

http://rustavi2.com/ka/news/13247

***

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის განცხადება

პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცავებს საყდრისის მცველების დივერსიული საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

ჩვენ თავად უკვე ერთი წელია ვითხოვთ, საყდრისთან დაკავშირებული უამრავი დანაშაულებრივი ფაქტის გამოძიებას.

ჩვენი აზრით დივერსია, რომელიც განხორციელდა საყდრისის აფეთქებით წამოადგენს ქართული სახელმწიოფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ვანდალურ აქტს.

დივერსია არის:

  1. უფასოდ გაცემული ლიცენზია სპილენძისა და ოქროს მოპოვებაზე, ღირებულებით 50-60 მლნ ლარი
  2. უკონტროლოდ გატანილი ოქრო, სპილენძი და კიდევ 9 იშვიათი ლითონი, რომელთა რაოდენობა აღრიცხულია სახელმწიფოს მარაგებში, ღირებულებით რამდენიმე ასეული მლნ. ლარი;
  3. მთელი საქართველოს მაშტაბით ეკოლოგიური კატასტროფის კერის შექმნა და მოსახლეობის გენოციდი, რაც ეკონომიკური ციფრებით გამოიხატება ასეული მილიონი ლარით, რომელიც ონკოდაავადებების სამკურნალოდ იხარჯება;
  4. აღარაფერს ვამბობთ იმ ზიანზე, რაც მიადგა ჩვენს საერთაშორისო პრესტიჟს, საყდრისის აფეთქებამ საქართველო დააყენა მსოფლიოში ცნობილი ვანდალების: თალიბანების და სხვა ბოროტმოქმედების გვერდით და ა.შ.

ჩვენ აქამდეც არაერთი წერილი მიგვიწერია პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის, და სხვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის ამ საკითხების მეცნიერებთან ერთად განსახილველად, ამიტომ ვღებულობთ ამ გამოწვევას და იმედი გვაქვს საყდრისთან დაკავშირებით გამოძიებულ იქნება ყველა ეს საკითხი.

მოვუწოდებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რათა საჯაროდ იქნას განხილული ამ დივერსიების ყველა ასპექტი, ხოლო პრემიერ-მინისტრს მოვუწოდებთ საყდრისის მცველებისადმი წამოყენებული ბრალდებების დაუსაბუთებლობის შემთხვევაში მოიხადოს ბოდიში.

04.04.2015

***

maia-sakhokiaმაია სახოკია

ფანტასტიურად თავხედური და პირადად ჩემთვის გამაოგნებელი, მოულოდნელი დემაგოგიით, ღარიბაშვილი კაზრეთის მოწამლულ-ჩაგრული მოსახლეობის რაღაც არარსებული 3000 ოჯახით, ვინც თურმე მონსტრ არემჯის ”გაუბედნიერებია”, ხოტბას ასხამს საყდრისის განადგურებას, აფეთქებას, ნგრევას! ამ ერთადერთი დემაგოგიური, გაცვეთილი გაღლეტილი ”არგუმენტით” პრემიერი სამწუხაროდ და სამგლოვიაროდ, დივერსანტებად ნათლავს საყდრისის დამცველებს კი არა მარტო, (ჯერ რა ტერმინოლოგიაა!) არამედ ჩვენს იმედს, უახლეს სასამართლოს, და იმ მოსამართლეებს, ვინც კანონიერად საყდრისის სასარგებლო დასკვნებს აკეთებენ! უფრო მეტიც: პრემიერი ემუქრება მათ აშკარად და დაუფარავად! იხილეთ მისი ტერმინოლოგია, თმები ყალყზე დგება!

ბატონი ღარიბაშვილი და ოცნებაც მთლიანად, ალბათ, დიქტატურისკენ მიექანება! ვაიპრემიერის ბოლო განცხადებებით მან ხაზი გადაუსვა ყოველივე კარგს, რაცკი მართლა გაუკეთებია ამ მთავრობას. საყდრისი ისედაც ფარავს ყველაფერს, და განცხადებებით საბოლოოდ გამოტანილია ღარიბაშვილის და მთელი ოცნებების განაჩენი! პირადად ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის ეს ასეა: ჩემს თვალში მან/მათ განაჩენი გამოუტანეს თავისთავს!

პრემიერი დაემუქარა ახლადარჩეულ ჩვენს საიმედო ნინო გვენეტაძეს! ვნახოთ, რას იზამს ეს ქალბატონი, რა გზას დაადგება და რა პასუხს გასცემენ ის და თავისუფალი მოსამართლეები ასეთი დაუფარავი მუქარისთვის და ზეწოლისთვის! მაგრამ ყველა შემთხვევაში, განაჩენი გამოტანილია და ჯვარია დასმული. არემჯის ფერებას და ახლადამოსუნთქულ სასამართლოს გადაყვებიან ივანიშვილ-ღარიბაშვილის ვაიმმართველები, რაც ცხადია სამწუხაროა და არა გასახარელი.

მთელმა მსოფლიომ გაიგო უკვე, რომ ოქროზე მეტად საყდრისში მათ აინტერესებთ სტრონციუმი! აგრეთვე კადმიუმი და თეზიუმი! ამაზე კრინტს არ ძრავს პრემიერი და ნაცქოცარხები! ამ დროს კი ბოხუმში საყდრისის ვირტუალური მუზეუმი ეწყობა, სადაც მერე ვივლით ვირტუალური ჩვენი ძეგლის სანახავად! აი ამას ჰქვია უბედურებაც და სირცხვილიც. ნეტა გადაყვნენ მაგ სტრონციუმს ყველანი.

ჯერჯერობით კი მოვუწოდებ ნინო გვენეტაძეს და მოსამართლეებს, დაიცვან ქართული სასამართლოს და თავისი ღირსება და ჯეროვანი პასუხი გასცენ ვაიპრემიერის უტიფარ მუქარა-შეურაცხყოფებს, ცილისწამებებს, იარლიყების მიკერებას და განცხადებებს! ახლა გამოჩნდება რამდენად გაიზარდა ჩვენი სასამართლო.

5.04.2015

Posted in საქართველო-Georgia, საყდრისი, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი | Tagged: , | 2 Comments »