Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘1989’ Category

დედა ტერეზა თბილისში. 1989

Posted by iberiana on აპრილი 21, 2018

zgamsakhurdia19[1]

დედა ტერეზა თბილისში

ჟურნალისტი თამაზ ბიბილური იხსენებს: როდესაც 9 აპრილის შემდეგ თბილისში ჩამოვიდა დედა ტერეზა, მან დილით 4-5 საათზე ჩაატარა აეროპორტში მცირე პრესკონფერენცია, შემდეგ მოინახულა დაზარალებულები საავადმყოფოში და უეცრად გაქრა. როგორც გაირკვა, იგი მიიყვანეს მოქანდაკე ზურაბ წერეთლის სახლში და ასე გადამალეს.

იმავე დღეს მთავრობის სახლის წინ გამართული მიტინგიდან მომიტინგეთა მცირე ჯგუფი ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად პირდაპირ მივიდნენ წერეთლის სახლში რიყეზე და მოითხოვეს დედა ტერეზასთან შეხვედრა. მასპინძლები იძულებულნი გახდნენ, დედა ტერეზა ხალხთან შეეხვედრებინათ.

“დედა ტერეზა შეწუხებული და შეშინებული გამოვიდა. ბატონი ზვიადი ინგლისურად დაელაპარაკა და 9 აპრილის ტრაგედიის დეტალები აუხსნა. როგორც გაირკვა, დედა ტერეზას სულ სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდა. არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს ადამიანებმა ერთმანეთი უმოწყალოდ ამოხოცეს. როგორც კი ბატონი ზვიადი დაელაპარაკა, ჩვენს მიმართ სათნოებით განიმსჭვალა. ნახეთ კადრზეც როგორი გაღიმებული და გახსნილი სახე აქვს…. დღეს სამწუხაროდ აღარც დედა ტერეზაა ცოცხალი, აღარც ზვიადი და აღარც მერაბი. ასე შემორჩა ისტორიას ამ სამი ძვირფასი ადამიანის ფოტო”.

ამინარიდი წიგნიდან “79 ამბავი, ზვიად გამსახურდია”

Advertisements

Posted in 1989, 2018, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

9 აპრილიდან 9 აპრილამდე

Posted by iberiana on აპრილი 8, 2017

9 აპრი;ი

კონსტანტინე გამსახურდია – ჩვენს თვალწინ არნახული სისწრაფით ჩაიქროლა ისტორიამ 9 აპრილიდან 9 აპრილამდე

1989 წლის 9 აპრილი: ღამე, რომელმაც შეცვალა არამხოლოდ საქართველოს, არამედ გარკვეულწილად აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაც;
ღამე, როდესაც წარმოუდგენელი იყო უხეში, საზარელი ძალის წინაშე შიში, კუდის ამოძუება, საკუთარ პოზიციაზე უარის თქმა;
ღამე, როდესაც მოხდა უპრცედენტო დარბევა, რადგან მსოფლიოს ალბათ არ ახსოვს, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მომწამლავი გაზი გამოეყენებინოთ;
ღამე, როდესაც რუსთაველზე ჩაქრა შუქი და სანთლებიღა ეჭირათ მომიტინგეებს, ხოლო სულში ცოცხლდებოდა იოანეს სახარების სიტყვების განწყობა – “ნათელი იგი ბნელსა შინა სჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია;”
ღამე, როდესაც მერაბ კოსტავას ცნობილი სიტყვა ითქვა გადამწყვეტ მომენტში, დღესაც რომ ისეთივე ზემოქმედება აქვთ, როგორც მაშინ.

1991 წლის 9 აპრილი, დამოუკიდებლობის გამოცხადება ახალ რეფერენდუმის შედეგებზე და 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტზე დაყრდნობით; დროზე ადრე შეკვეცილი “გარდამავალი პერიოდი”, გამოცხადებული ნახევარი წლით ადრე, და ამას თავისი მიზეზები ქონდა: ეს იყო აგრესიული დამოკიდებულება კრემლისა ჩვენი პარლამენტის პრაქტიკულად ყველა დადგენილებაზე, დაუსრულებელი მუქარა, ასევე 17 მარტის გაყალბებული “რეფერენდუმი” სსრკ-ს შენარჩუნებაზე.

და ისევ ქვა, მთავრობის სასახლესთან, სანთლები, დაღუპულთა ხსოვნისთვის.

დამოუკიდებლობის გამოცხადება 9 აპრილს გავდა დავით აღმაშენებლის მისვლას ანისის აღებისას თურქთაგან მოკლული დედოფლის საფლავთან სიტყვებით “გიხაროდენ დედოფალო, რამეთუ ღმერთმა იხსნა შენი ტაძარი უსჯულოთაგან” – სამჯერ ჩასძახა თურმე.

ზვიად გამსახურდიას მიერ დამოუკიდებლობის აქტის წარდგენა იყო ფაუსტის სიტყვები: “შეჩერდი წამო, რა შვენიერი ხარ!”

ეს კიდევ მომაგონებდა დაჭრილი დიდოსტატი არსაკიძის ბიბლიური წარმომავლობის სიტყვებს, თითქმის დასრულებული სვეტიცხოვლის დანახვისას: “იქმენინ ნათელი”.

და ბოლოს, როგორ გამომაფხიზლებლად ჟღერდა სახალხო ეიფორიის ფონზე – კარგია ზეიმი, ოღონდ ნუ დაგვავიწყდება, რომ ნამდვილი ბრძოლა ახლა იწყებაო.

დიახ, ეს იყო 9 აპრილიდან 9 აპრილამდე.

კონსტანტინე გამსახურდია

8 აპრილი, 2017

Posted in 1989, 2017, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას გამოსვლა

Posted by iberiana on ივნისი 24, 2013

ზვიად გამსახურდიას გამოსვლა სახალხო ფრონტის ყრილობაზე

1989 წ. თბილისი.

Posted in 1989, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია | Leave a Comment »