Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘1992’ Category

პაპასქირი – „უმეცრობის ფართი-ფურთი“

Posted by iberiana on აგვისტო 18, 2017

z.papaskiriზურაბ პაპასქირი – „უმეცრობის ფართი-ფურთი“

ანუ ცნობილი ფალსიფიკატორის მორიგი გამოხდომა

დღეს, რასაკვირველია, ძნელია ყოველმხრივ გაანალიზებულ იქნეს აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზები, მაგრამ ერთი რამ აქედანვე ცხადია: აფხაზური ნაციონალ-სეპარატისტული მოძრაობის ლიდერებმა ყველაფერი იღონეს, და მიაღწიეს კიდევაც იმას, რომ აფხაზს ქართველში დაენახა არა მოძმე და მოყვარე, არამედ მტერი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, „ართმევს“ მას სამშობლოს და, საერთოდ, ყოველგვარ ისტორიულ პერსპექტივას „უკარგავს“. რასაკვირველია, ეს ერთბაშად არ მომხდარა. ეგ არის შედეგი იმ აღვირახსნილი ანტიქართული პროპაგანდისა, რომელსაც ასე გამიზნულად და თანმიმდევრულად ეწეოდნენ აფხაზი ნაციონალ-სეპარატისტები უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში…

ჩვენმა საზოგადოებრიობამ კარგა ხანია იცის ი. ვორონოვის ანტიქართული პუბლიკაციების შესახებ. მისი აქტიურობა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ 70-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო, როდესაც მან აფხაზეთში არსებული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლები სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოაცილა ქართულ სამყაროს. …  მას მერე, რაც მეცნიერი ი. ვორონოვი პოლიტიკური „მოღვაწის“ მანტიითაც შეიმოსა, მისმა საქმიანობამ ამ მიმართულებით თვისობრივად ახალი სახე მიიღო და მთლიანად აფხაზური ნაციონალ-სეპარატისტული მოძრაობის პოლიტიკური კონიუნქტურის სამსახურში ჩადგა. ამის მკაფიო ნიმუში გახლავთ ი. ვორონოვის ე.წ. „ექსპრეს-ნარკვევი“: „აფხაზები – ვინ არიან ისინი?“…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/afxazeti/z-papaskiri/ 

 

Advertisements

Posted in 1992, 2017, Abkhazia, აფხაზეთი - Abkhazia, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

“ოცნებების სასაკლაო”

Posted by iberiana on ოქტომბერი 7, 2016

“ოცნებების სასაკლაო” – მეტეხის ხიდზე მომხდარი დანაშაულის მოწმეები დუმილს არღვევენ

სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკა წამალაშვილის ჟურნალისტური კვლევა-ფილმი “ოცნებების სასაკლაო”, რომელიც 1992 წლის 6 იანვარს მომხდარი ერთი ტრაგიკული ეპიზოდის შესახებ გვიყვება. ამ კონკრეტულ ამბავს 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

“1992 წლის იანვარში, თბილისში, კრიმინალები დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას ამხობდნენ. 6 იანვარს, გამთენიისას, პრეზიდენტმა გამსახურდიამ პარლამენტის ალყაშემორტმული შენობის დატოვება გადაწყვიტა. იმ ტრაგიკულ დილას პრეზიდენტს და მის კოლონას რამდენიმე ადგილას გაუხსნეს ცეცხლი. უმძიმესი იყო პრეზიდენტის კოლონაში შემავალი ავტობუსის დაცხრილვის ფაქტი მეტეხის ხიდზე. იქ მოკლულების შესახებ ცნობები დამალეს. ადამიანთა მცირე ჯგუფი თბილისის საავადმყოფოებსა და მორგებში ცდილობდა დაჭრილებისა და მოკლულების მიგნებას” – მოგვითხორობს ეკა წამალაშვილი ფილმში.

როგორც ეკა წამალაშვილმა INFONET-ს უთხრა, სწორედ იმ ტრაგიკულ დილას გადაუმოწმებელი ინფორმაციით, 1992 წლის 6 იანვარს მეტეხის ხიდზე მოკლულებში იყვნენ: 36 წლის თამაზ კაკულია, 43 წლის კოტე კურდღელია, 25 წლის ემზარ ლომთაძე, 32 წლის სერგი ინასარიძე, 40 წლის ნოდარ პაპიაშვილი, გელა გელაშვილი, ვახტანგ თორდია, ვალიკო ყავლაშვილი და კიდევ 4 უცნობი პირი.

გავიდა ლამის 25 წელი, ეკა წამალაშვილს ფილმში „ოცნებების სასაკლაო“ მეტეხის ხიდზე დახვრეტილი ავტობუსის მძღოლი, მისი მგზავრები და პრეზიდენტის კოლონის გამცილებელი – საჯაროდ პირველად ყვებიან ყველაფერს..

თუ გაინტერესებთ ვინ ესროლა ავტობუსს, რომლითაც დეპუტატები და ზვიად გამსახურდიას სხვა მომხრეები თბილისს ტოვებდნენ, უყურეთ ამ ძალიან საინტერესო ფილმს, რომლის წარდგენასაც ავტორის განმარტებით დავასრულებთ:

„ამ ფილმით მე მინდოდა ჩემი წილი ბოდიში მეთქვა 1992 წლის 6 იანვარს მეტეხის ხიდზე დახვრეტილი ავტობუსის სოხუმელი მძღოლისთვის იური გაგუასთვის, 24 ნატყვიარს რომ ატარებს, ერთი ფილტვით რომ დარჩა და არც ერთი ხელისუფლებისგან დახმარება არ მიუღია! უზენაესი საბჭოს დეპუტატებისთვის, ასევე სოხუმელებისთვის : რეზო კემულარიასთვის და ვლადიმერ მირცხულავასთვის, მათთან ერთად ნემო ბურჭულაძისთვის და სხვებისთვის… იქ მოკლულ თამაზ კაკულიასთვის (ისიც სოხუმიდან იყო), სერგი ინასარიძისთვის და სხვებისთვის. იქ დაჭრილებისთვის, იმ დახვრეტილი ავტობუსის გამცილებლისა და დამცველისთვის, პრეზიდენტ გამსახურდიას კომენდანტ გოჩა ბახიასთვის (ასევე სოხუმიდან) და კიდევ ბევრისთვის…

ბოდიში, რომ არ მოვიკითხეთ და დავივიწყეთ დიდი დანაშაული, რომლის მსხვერპლიც ყველა ვართ. პირველ რიგში და განსაკუთრებით კი თქვენ.

ბოდიში, რომ ჩვენ ვუშვებთ ამის ჩამდენებმა “ღირსებაზე” და “სამართლიანობაზე” გველაპარაკონ და “ჰეროკრატია” გვიჩვენონ.“

http://infonet.ge/?lang=geo&read=2105

Posted in 1992, 2016, ეროვნული მთავრობა, სამხედრო გადატრიალება | Tagged: , | Leave a Comment »

1992 წლის 2 თებერვალი. ვიდეო

Posted by iberiana on იანვარი 31, 2016

1992 წლის 2 თებერვალი

ეს ვიდეო ყველამ უნდა ნახოთ, განურჩევლად ასაკისა, ორიენტაციისა თუ ეროვნებისა.
ამ ვიდეოთი ზოგმა უნდა გაიგოთ, ზოგმა უნდა გაიხსენოთ, თუ რა ხდებოდა 24 წლის წინ საქართველოში, როგორ უსწორდებოდნენ ეროვნული ხელისუფლების მომხრე მშვიდობიან მომიტინგეებს პუტჩისტები, რომლებიც ჯერ იარაღით მოვიდნენ, შემდეგ კი გაყალბებული არჩევნებით “გაიპრავეს” ხელისუფლება! დააქციეს ქვეყანა და მიითვისეს თუ კი რამ ღირებული იყო!
სწორედ ამიტომაა, რომ ვერ ამოვედით ჭაობიდან ბოლო 24 წელი!

Posted in 1992, საქართველო-Georgia, სახელმწიფო გადატრიალება | Tagged: , | Leave a Comment »

შადიმანებო, კაენის ცოდვა არ მოგასვენებთ!

Posted by iberiana on იანვარი 26, 2016

majlajunebi

შადიმანებო, კაენის ცოდვა არ მოგასვენებთ!

ჯაბა იოსელიანი: ”სამი განზომილება” გვ.360 – ”ზვიად გამსახურდიასთან ბრძოლისთვის შექმნილ “საგანგებო კომიტეტის” შემადგენლობისთვის რასაკვირველია გამოვრიცხე საბჭოთა ნომენკლატურული მოდელი. წევრებად შევიყვანე: გია ჭანტურია, გოგა ხაინდრავა, გია ჟორჟოლიანი, მთავრობის სახლთან დახეიბრებული ინტელექტუალი, ყოფილი გვარდეილი კახა გველესიანი, დავით მაღრაძე, ძალოვანი სტრუქტურის მინისტრები: გია ყარყარაშვილი, ავთნდილ იოსელიანი, ირაკლი ბათიაშვილი, შევარდნაძის აპარატის ხელმძღვანელი ვაჟა ლორთქიფანიძე. თბილისში გამოვაცხადეთ კომენდანტის საათი. კომენდანტად დავნიშნე ზაზა ჩაჩუა……
– მიხარია, რომ ბიჭები აქტიურობენ. გია ჭანტურია კისრულობს ედპ–ს 200 კაციანი რაზმის შეკრება და დასავლეთ საქართველოში გაგზავნას, ოღონდ იარაღს თხოულობს გია ჭანტურია კითხავს ზვიადისტებს, არის ფეხებში სროლა და დაჭრებიც…
– ინტელიგენციაში ფულს აგროვებს იარაღისა და სხვა დანიშნულებისათვის დავით მაღრაძე.
– სამაჩაბლოს გმირებს –მინდიაშვილებს თბილისში რესტორან “ქალაქურში” დამაძინებელს უყრიან ჭიქაში და შემდეგ მათ ცხინვალთან ოსები ხეზე მიბმულებს წვავენ… გოგა ხაინდრავა მიდის, უღებს სურათებს, (ოსებმა როგორ მიუშვეს?!) აგზავნის საზღვარგარეთ თითქოს ქართველებმა ოსები ცოცხლად დაწვეს… შემდეგ გია ჭანტურია, ბუკოვსკი, აირიკიანი, სარიშვილი ,გუდავები.….. პრაღის დისიდენტთა კონფერენციაზე მოსკოვის კგბს, შევარდნაძის დავალებით რეზოლუციაში აწერინებენ: “ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს, ავიწროებენ ეროვნულ უმცირესობებს”.
– სამაჩაბლოს გმირს- გოგია გაბროშვილს (მასზე ოსებს 6კგ. ოქრო და 1 მლ.რუბლი ჰქონდათ გამოყოფილი!) ხაინდრავას “დევიატკა” მეტეხთან ხვრეტს (ჯაბა იოსელიანი -“სამი განზომილება” გვ.361).

და სახელმწიფო დამნაშავეს, ქართველთა მკვლელს- ტ.კულუმბეგოვს ციხიდან ათავისუფლებენ პუტჩისტები! ცოდვა არ მოგასვენებთ!

წმ. ილია მართალის მკვლელი- ორჯონიკიძე-მახარაძე-ბერბიჭაშვილი..

პრეზიდენტ ზვიადი გამსახურდიას მკვლელი- შევარდნაძე-ელცინი-“ალფა”..

გოგია-გოგიას მკვლელი-” ……? ”..

სიგმუნდ ვოლტეტერი

26 იანვარი, 2016

Posted in 1992, სამხედრო გადატრიალება, საქართველო-Georgia | Tagged: , , | 2 Comments »

თბილისის ომი 30.12.1991

Posted by iberiana on დეკემბერი 22, 2013

სამხედრო გადატრიალების დროს გადაღებული კადრები. 30.12.1991

Posted in 1991, 1992, საამაყო ქართველები, სამხედრო გადატრიალება | Leave a Comment »

ეროვნება არა აქვს ცხოველს…

Posted by iberiana on ნოემბერი 17, 2013

 ინტერვიუ ზვიად გამსახურდიასთამ. “ნაროდნაია პრავდა”, 1992 წელი zv-dj

ზვიად გამსახურდია: „ეროვნება არა აქვს ცხოველს…“ 

 როცა სადღაც აფრიკაში ამხობენ მორიგ დიქტატორს, დაახლოებით ბოკასას ტიპისას, კაციჭამიაობაში მხილებულს, დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მთავრობები ამას განიხილავენ, როგორცადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლების უხეშ დარღვევასდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჯარებს გზავნიან.

მაგრამ როცა საქართველოში იარაღის ძალით დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, მსოფლიო საზოგადოებრიობამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინება.

 იმის გასარკვევად, თუ რით აიხსნება დასავლური დემოკრატიის ესოდენი გულგრილობა სახელმწიფოს კანონიერი ხელისუფლების ბედისადმი, მივმართეთ თავად საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას.

მთავრობები, რომელთაც თქვენ დემოკრატიულს უწოდებთ, სინამდვილეში კარგა ხანია განუდგნენ დემოკრატიას. დემოკრატია იქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბავად. როცა ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გავლენა და სამხედრო ყოფნა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისფლება და თუ წინააღმდეგობას წააწყდნენ, უბრალოდ, ამხობენ მას. ასეთ შემთხვევაში მათთვის არა აქვს მნიშვნელობა დამხობილი რეჟიმის ხასიათს: დემოკრატიულია იგი, თუ ავტორიტარული. ეს მტაცებლური მიდგომა სხვა ქვეყნებისადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/narodnaya-pravda/

Posted in 1992, ზვიად გამსახურდია, მსოფლიო, პოლიტიკა | Leave a Comment »