Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘2016’ Category

ივრისპირის აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი

Posted by iberiana on იანვარი 6, 2017

ივრისპირის აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი

2016 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი დააფიქსირა, რომელიც კახეთში, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. სავარაუდოდ ობიექტი ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს და რომლის მასშტაბიც, აქამდე შესწავლილ ყორღანებს აღემატება.

ობიექტი ამჟამინდელი მდგომარეობით, გავრცელებულია 2,5 ჰექტარზე, თუმცა არქეოლოგიური შესწავლის შემდეგ არ არის გამორიცხული მისი ფართობის ცვლილება. დანგრეულია მიწისპირზე და ამჟამად მხოლოდ კონტურები იკითხება. ესაა ალიზის ნაგებობებით დაგეგმარებული კომპლექსი. ალიზის კედლების სისქე 1-1.2 მეტრს შორის მერყეობს. ნაგებობათაგან ნაწილი წრიულია, ნაწილი კი მართკუთხა. ალიზის კედლებს ეტყობათ ძლიერი ხანძრის კვალი. ზედაპირული დაზვერვით დაფიქსირებულ მასალას თიხის ბათქაშები, წითელი საღებავით მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები და სალესი ქვები შეადგენს.

აღმოსავლეთით, მის მომიჯნავედ, 115 მ დიამტერისა და დაახლოებით 20მ სიმაღლის ყორღანია.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, 2017 წელს დაგეგმილი აქვს კომპლექსის კვლევის დაწყება, რომელშიც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო წამყვანი არქეოლოგიური ინსტიტუციები.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
06.01.2017 წელი

Posted in 2016, არქეოლოგია, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფისთვის სპეციალური “ჯილდო” დააწესა

Posted by iberiana on დეკემბერი 13, 2016

sazogadoebrivi

საყდრისის აფეთქებიდან ორი წლის თავზე, საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფისთვის სპეციალური “ჯილდო” დააწესა, რომელიც ყოველი წლის 13 დეკემბერს გაიცემა.

“ჯილდო” წელს კულტურის მინისტრს მიენიჭა. მიხეილ გიორგაძე საყდრისის კომიტეტმა “ოქროს უროთი” დააჯილდოვა.

საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელ ირაკლი მამალაძის განცხადებით, მიხეილ გიორგაძეს პრიზი საყდრისის აფეთქებაში განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემა. დაჯილდოება ტრადიციული გახდება და პრიზი ყოველ წელს სხვადასხვა კომპანიას, იურიდიულ პირებს და სასულიერო პირებს მიენიჭებათ.

საყდრისის კომიტეტი კულტურის მინისტრის პრიზს სამინისტროში მიუტანს.

http://1tv.ge/ge/news/view/144249.html

Posted in 2016, საქართველო-Georgia, საყდრისი, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი, საყდრისის მნგრეველი | Tagged: , | Leave a Comment »

დაზიანებული და განადგურებული ძეგლები

Posted by iberiana on დეკემბერი 3, 2016

15259324_1171027762982102_5952343883858042505_o1

ქეთი დიღმელაშვილი – სასულიერო პირების მიერ დაზიანებული და განადგურებული ძეგლები

…ვისაც არ ახსოვს გავახსენებ, ხოლო ვინც არ იცის მათ გავაცნობ 2011 წელს არც მეტი არც ნაკლები, სამთავროს მონასტრის ეზოში მომხდარ ამბავს, როცა ტაძრის დასავლეთით, იქ სადაც ახლა ახლადგახსნილი ტაძრის მუზეუმი და მაღაზიაა, როგორ შეიყვანა ეკლესიამ ტრაქტორი და მთელი გორა მოხსნა ისე, რომ ნებართვა არავის გაუცია! მაშინ ამ ბულდოზერმა აგურის აკლდამას ისე ჩამოხსნა თაღი, როგორც არაფერი! ეს არ იკმარეს, და როცა ვიღაცამ შეაშინა დედაოები, სისხლის სამართლის დანაშაულიაო, ისე ჩუმად მიაცემენტეს მონგრეული, დამნაშავე ბავშვი ნაქურდალს ადგილზე რომ დააბრუნებს ხოლმე. მაშინ მკაცრი რეაგირება არ მოჰყვა ამას გარკვეული მიზეზების გამო. არქეოლოგებმა გაფუჭებული საქმის გამოსწორება ვითავეთ და გათხრები დავიწყეთ. სწორედ მაშინ დაიწერა სამთავროს ახალი ისტორია, დაიწერა ჩემს ხელში და ჩემს თვალწინ. მე ვიყავი 4 თვის მანძილზე ჯერ კიდევ ბოლომდე გაუხრწნელ XIX ს. სამარხს რომ ვწმენდდი, შუა საუკუნეების თონეებს ვასუფთავებდი და III ს. დაკრძალული თოთო ბავშვის ძვლებს ველოლიავებოდი. მაშინ 7 სამარხი გავწმინდე სხვადასხვა პერიოდის – დავიჯერო ისინი არ იყვნენ წმინდანები?! 4 თვის მუშაობის შემდეგ ერთ პატარა მონაკვეთზე მართლაც უნიკალური სურათი გავშალეთ – III საუკუნიდან XIX საუკუნემდე გადაშლილი სამთავროს ისტორია თავისი სამარხებით, თონეებით, მარნით და სათავსებით. ვწმინდავდით მხოლოდ იმიტომ, რომ ყველამ ვიცოდით – ის რაც გაიწმინდებოდა სამუზეუმო სივრცეში მოექცეოდა და ისტორიას დარჩებოდა! ჩვენ მუშაობა დავასრულეთ და ერთ მშვენიერ დღეს ადგილზე მისულებს აღარც სამარხები დაგვხვდა, აღარც თონეები, და აღარც ქვევრები!!! …

სრულად:  https://iberiana2.wordpress.com/georgia/k_digmelashvili/

Posted in 2016, არქეოლოგია, მცხეთა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

“პენსიონერი ჩეკისტები არ ცხრებიან”

Posted by iberiana on ნოემბერი 29, 2016

k-gamsakurdiaკონსტანტინე გამსახურდია – “პენსიონერი ჩეკისტები არ ცხრებიან”

გუშინ პალიტრა-TV-ზე გავრცელდა რეპორტაჟი, რომლის მიხედვითაც კონსტანტინე გამსახურდიამ თითქოს ბერიასთან დაასმინა მიხეილ ჯავახიშვილი, რასაც ამ უკანასკნელის დახვრეტა მოყვა.

ამაზე მაშინვე გამახსენდა მოსკოვის ერთ-ერთ ტელევიზიაზე ამას წინათ გამოსული რეპორტაჟი, რომ თურმე ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა სოლჟენიცინის არალეგალურად დაბეჭდილ წიგნებს მოსკოვში 20 -25 მანეთად ყიდდნენ და ამ გზით გვარიანი კაპიტალი დაუგროვებიათ. ვფიქრობ, პრობლემა იმაშია, რომ ლუსტრაცია არ მოხდა ამ ქვეყანაში, რადგან ამის ინტერესი არ არსებობს. ეს ვიღაც მელიტონ ჭეიშვილი, რომელსაც “პალიტრას” რეპორტაჟში ბრძენკაცივით წვერი მოუშვია დაბიჟვინებულ სახეზე, კაცი, რომელიც სრულიად უცნობია საქართველოს ოპოზიციურად და ანტიკომუნისტურად განწყობილი საზოგადოებისთვის, (პრაქტიკულად ყველას ვიცნობ, 80-იანებიდან მოყოლებული, მაგრამ ასეთი ვინმე არ მაგონდება) ალბათ თავად არის რომელიღაც უშიშროების სეგმენტისგან მართული. და საკითხავია, ის “გალაკტიონის მეგობართაგანია,” როგორც წარმოგვიდგენენ, თუ ანდროპოვის ყონაღ-დოსტი.

ალბათ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ იგი ვითომდაც “სპეცარქივებში” შეუშვეს და სიცრუის ფეხებზე აჩაჩხული ზღაპრებით ცდილობს საზოგადოების მოღორებას. მაგალითად სრული უაზრობაა თეზისი, რომ კონსტანტინე გამსახურდია ბერიას “მეგობარი” და ახლობელი იყო – ბერიასთან იგი სულ 2-ჯერ თუ 3-ჯერაა შეხვედრილი, სხვა მწერლებთან ერთად.

იმ დროს, როდესაც მიხეილ ჯავახიშვილი დახვრიტეს, კონსტანტინე გამსახურდია თავად გარიცხული იყო მწერალთა კავშირიდან, როგორც “წვრილბურჟუაზიული ნაციონალიზმის და შუასაუკუნეების კლერიკალური ობსკურანტიზმის მქადაგებელი”. თუ ბერიას მეგობარი იყო, ვერ შეუნარჩუნა წევრობა მაინც იმ ჩემი ცოდვით სავსე ჯალათთუხუცესმა? ეს კიდევ იმასაც ნიშნავდა, რომ მწერლის არც ერთ ნაწარმოებს არ დაბეჭდავდა არც ერთი რედაქცია. და ასეთი პერიოდები ახსოვს მის ოჯახს – უკიდურეს სიღარიბესთან ერთად, რომელშიც ზვიად და თამარ გამსახურდიები გაიზარდნენ.

მიხეილ ჯავახიშვილის დახვრეტის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მან და სხვა ქართველმა მწერლებმა ფრანგ მწერალ ანდრე ჟიდს მისცეს ინტერვიუ, სადაც აგინეს სტალინს. ჟიდმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ფრანგულ “ლე მონდში” დაბეჭდა ეს ინტერვიუები, რაც “ჩაშვების” ტოლფასი იყო.

მანამდე ის კონსტანტინე გამსახურდიასაც შეხვდა და თხოვა ინტერვიუ სტალიზე. რამდენადაც კონსტანტინე გამსახურდია ევროპელებს კარგად იცნობდა, მან უარი უთხრა ფრანგ მწერალს, რომელიც პარიზშიც კი დაპირდა “მთვარის მოტაცების” გამოქვეყნებას, თუკი დათანხმდებოდა ინტერვიუზე. ეს კი თითქმის ნობელის პრემიას უდრიდა, თუმცა თავად მწერალი ცოცხალი არ დარჩებოდა დიდი ალბათობით – ვისაც ორი ძმა დაუხვრიტეს 1937 წელს. ისევე როგორც რუსეთში რეპრესიებს გადარჩენილი ბულგაკოვი და პასტერნაკი, კონსტანტინე გამსახურდიაც ერიდებოდა სტალინის პიროვნულად შეხებას. მან ასევე ხარკის სახით დაწერა რომანი “ბელადის” პირველი ტომი, რაც ცხადია, საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალობის ჟესტად ჩაეთვალა.

რეპორტაჟში მიხეილ ჯავახიშვილის მაგივრად ივანე ჯავახიშვილის კადრებია. ეტყობა სიუჟეტის ავტორს ერთმანეთში აერია ივანე და მიხეილ ჯავახიშვილები.

აი ეს არის სიმართლე. და იმ აგენტებს და ავკაცებს, ასევე მათ პატრონებს რომლებიც დღემდე ამ სიცრუეებს ავრცელებენ და ტირაჟირებენ, ვერ მოუნელებიათ კონსტანტინე გამსახურდიას ფიზიკურად გადარჩენა და იგონებენ ათას უაზრობას, რაც მათი ბინძური სულებიდან პერიოდულად ამოჩუხჩუხდება ხოლმე და დატბორავს საზოგადოებრივ სივრცეს კანალიზაციის გამსკდარი მილიდან ამოსული ნივთიერებების დარად.

სხვათა შორის, ასეთი “ფაქტები” და “დოკუმენტები” მათ რომ ქონოდათ, როგორ ფიქრობთ, 90-იან წლებში, როდესაც ყველანაირად ებრძოდნენ ზვიად გამსახურდიას და მისი მამის ხსოვნას, არ გამოაქვეყნებდნენ? ყველა ქვეყნის დამაქცევარი ხელში დაიჭერდა ასეთ საბუთებს და ლამის ყველა ქართულ ოჯახში მიიტანდა იმის სათქმელად, რომ აი, ვის უჭერთ მხარსო.

26 ოქტომბერი, 2016

Posted in 2016, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: | 1 Comment »

ზვიად გამსახურდიას პირადი ფოტოგრაფი

Posted by iberiana on ნოემბერი 18, 2016

ზვიად გამსახურდიას პირადი ფოტოგრაფი გოგი ნახუცრიშვილი

ტვ – იმედი. გადაცემა “იმედის კვირა”
(C) ნატალია ქაჯაია, ბაქარ შარაშენიძე

Posted in 2016, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

“ოცნებების სასაკლაო”

Posted by iberiana on ოქტომბერი 7, 2016

“ოცნებების სასაკლაო” – მეტეხის ხიდზე მომხდარი დანაშაულის მოწმეები დუმილს არღვევენ

სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკა წამალაშვილის ჟურნალისტური კვლევა-ფილმი “ოცნებების სასაკლაო”, რომელიც 1992 წლის 6 იანვარს მომხდარი ერთი ტრაგიკული ეპიზოდის შესახებ გვიყვება. ამ კონკრეტულ ამბავს 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

“1992 წლის იანვარში, თბილისში, კრიმინალები დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას ამხობდნენ. 6 იანვარს, გამთენიისას, პრეზიდენტმა გამსახურდიამ პარლამენტის ალყაშემორტმული შენობის დატოვება გადაწყვიტა. იმ ტრაგიკულ დილას პრეზიდენტს და მის კოლონას რამდენიმე ადგილას გაუხსნეს ცეცხლი. უმძიმესი იყო პრეზიდენტის კოლონაში შემავალი ავტობუსის დაცხრილვის ფაქტი მეტეხის ხიდზე. იქ მოკლულების შესახებ ცნობები დამალეს. ადამიანთა მცირე ჯგუფი თბილისის საავადმყოფოებსა და მორგებში ცდილობდა დაჭრილებისა და მოკლულების მიგნებას” – მოგვითხორობს ეკა წამალაშვილი ფილმში.

როგორც ეკა წამალაშვილმა INFONET-ს უთხრა, სწორედ იმ ტრაგიკულ დილას გადაუმოწმებელი ინფორმაციით, 1992 წლის 6 იანვარს მეტეხის ხიდზე მოკლულებში იყვნენ: 36 წლის თამაზ კაკულია, 43 წლის კოტე კურდღელია, 25 წლის ემზარ ლომთაძე, 32 წლის სერგი ინასარიძე, 40 წლის ნოდარ პაპიაშვილი, გელა გელაშვილი, ვახტანგ თორდია, ვალიკო ყავლაშვილი და კიდევ 4 უცნობი პირი.

გავიდა ლამის 25 წელი, ეკა წამალაშვილს ფილმში „ოცნებების სასაკლაო“ მეტეხის ხიდზე დახვრეტილი ავტობუსის მძღოლი, მისი მგზავრები და პრეზიდენტის კოლონის გამცილებელი – საჯაროდ პირველად ყვებიან ყველაფერს..

თუ გაინტერესებთ ვინ ესროლა ავტობუსს, რომლითაც დეპუტატები და ზვიად გამსახურდიას სხვა მომხრეები თბილისს ტოვებდნენ, უყურეთ ამ ძალიან საინტერესო ფილმს, რომლის წარდგენასაც ავტორის განმარტებით დავასრულებთ:

„ამ ფილმით მე მინდოდა ჩემი წილი ბოდიში მეთქვა 1992 წლის 6 იანვარს მეტეხის ხიდზე დახვრეტილი ავტობუსის სოხუმელი მძღოლისთვის იური გაგუასთვის, 24 ნატყვიარს რომ ატარებს, ერთი ფილტვით რომ დარჩა და არც ერთი ხელისუფლებისგან დახმარება არ მიუღია! უზენაესი საბჭოს დეპუტატებისთვის, ასევე სოხუმელებისთვის : რეზო კემულარიასთვის და ვლადიმერ მირცხულავასთვის, მათთან ერთად ნემო ბურჭულაძისთვის და სხვებისთვის… იქ მოკლულ თამაზ კაკულიასთვის (ისიც სოხუმიდან იყო), სერგი ინასარიძისთვის და სხვებისთვის. იქ დაჭრილებისთვის, იმ დახვრეტილი ავტობუსის გამცილებლისა და დამცველისთვის, პრეზიდენტ გამსახურდიას კომენდანტ გოჩა ბახიასთვის (ასევე სოხუმიდან) და კიდევ ბევრისთვის…

ბოდიში, რომ არ მოვიკითხეთ და დავივიწყეთ დიდი დანაშაული, რომლის მსხვერპლიც ყველა ვართ. პირველ რიგში და განსაკუთრებით კი თქვენ.

ბოდიში, რომ ჩვენ ვუშვებთ ამის ჩამდენებმა “ღირსებაზე” და “სამართლიანობაზე” გველაპარაკონ და “ჰეროკრატია” გვიჩვენონ.“

http://infonet.ge/?lang=geo&read=2105

Posted in 1992, 2016, ეროვნული მთავრობა, სამხედრო გადატრიალება | Tagged: , | Leave a Comment »

უდანაშაულო ბიჭებს 10 ათას ლარიანი გირაოთი გამოუშვებენ

Posted by iberiana on სექტემბერი 30, 2016

27 სექტემბერს აღმაშენებელზე დაკავებული პატრიოტი ბიჭების სასამართლო სხდომა დასრულდა. არასრულწლოვნებს გაათავისუფლებენ დღესვე. სრულწლოვნებისთვის კი თითოეულზე დაწესდა გირაო 10 000 ლარი.
შემდეგი სასამართლო სხდომა 3 ნოემბერს გაიმართება.

***

14440798_1105936649443730_8294270682851090844_n1

ასეთი ქმედებებით მეტ მოტივაციას შეგვძენენ

საერთოდ პოსტების დაწერა და გამოქვეყნება ჩემი მხრიდან ძალიან იშვიათია, არ ვარ სოციალურ ქსელში აქტიური თუმცა გუშინდელი ღამის შემდეგ არ შემიძლია რო ჩემი აზრი არ გამოვხატო იმაზე რაც აღმაშენებლის გამზირზე მოხდა (ვგულისხმობ ნაციონალისტური მსვლელობის უმიზეზოდ დარბევას).

გუშინ ქართულმა ძალამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ჭეშმარიტად ეროვნული ძალაა და არ იყიდება ფულზე, არ ფინანსდება არავისგან, არ ატარებს არც რომელიმე პოლიტიკური ძალის და არც სხვა სახის ძალის ინტერესებს, ატარებს მხოლოდ ქართველი ერის ინტერესებს და სრულიად უანგაროდ აკეთებს ეროვნულ საქმეს და ცდილობს პატრიოტოზმის გაღვივებას მოსახლეობაში.

ზვიად გამსახურდიას ეროვნულ-ქრისტიანული ხელისუფლების დამხობის შემდეგ, უკვე 25 წელია რაც ქვეყანას ტყუილზე აგებული ლიბერალური მთავრობები ხელმძღვანელობენ. მათ არ აქვთ არანაირი საერთო ეროვნულ იდეოლოგიასთან და ყოველთვის ცდილობენ ქართველი ერის, განსაკუთრებით კი ქართველი ახალგაზრდების პატრიოტული გრძნობების ჩაკვლას (რისი მაგალითიცაა გუშინ მომხდარი ფაქტი აღმაშენებლის გამზირზე). თუმცა ვერც ქართული ძალის რომელიმე წევრს და ვერც უბრალოდ პატრიოტებს ვერ დააშინებენ ასეთი მეთოდებით, ვერ ჩაკლავენ ეროვნულ იდეას, რომელიც ყველა ჩვენგანის გულებშია. პირიქით ასეთი ქმედებებით მეტ მოტივაციას შეგვძენენ, თუ გუშინ ქუჩაში 150-მდე პატრიოტი იყო გამოსული ხვალ 500 ვიქნებით, ზეგ 1000 და ა.შ. ჩვენ შევქმნით ისეთ მუხტს რომლის შეჩერება და ჩაკვლა შეუძლებელი იქნება.

დიდება ქართველურ საქართველოს, ისეთ საქართველოს როგორზეც ზვიადი ოცნებობდა. დიდება ერს! სიკვდილი მტერს!

მიშიკო ლომინაშვილი

28 სექტემბერი, 2016

Posted in 2016, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

საყოველთაო სიცრუის პირობებში სიმართლის ლაპარაკი ექსტრემიზმია

Posted by iberiana on სექტემბერი 30, 2016

%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a127 სექტემბერს ღამით პოლიციამ თბილისში აღმაშენებელის გამზირზე ქართველი ნაციონალისტების მშვიდობიანი მსვლელობა დაარბია. მსვლელობა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით იმართებოდა. დაკავებულია 11 ადამიანი. როგორც რესტორნის თურქი მეპატრონე განმარტავს აქციის მონაწილეებმა თურქულ ბარებს ჩამოუარეს და შუშხუნები შეყარეს, ასევე მინები დაამსხვრიეს და ქალებს თავშალი მოგლიჯეს. საინტერესოა როგორ მოახერხეს ამდენი რამის გაკეთება აქციის მონაწილეებმა, როდესაც აქციის დაწყებიდან მოყოლებული მათ გვერდით პოლიციის რამოდენიმე ეკიპაჟი მიჰყვებოდათ. მომხდარს არ ადასტურებენ თვითმხილველები, არ არსებობს ასევე შესაბამისი ვიდეო ან ფოტომასალა, არც მინები აღმოჩნდა ჩამსხვრეული. ყველაფერი თურქი მეპატრონის მონათხრობს ემყარება. თურქი მეპატრონის ვერსიას აქტიურად ავრცელებენ ქართველი ლიბერალიზმის მედროშე ჟურნალისტები და მედიასაშუალებები, რომლებიც არაპროფესიონალიზმის, სუბიექტურობის, პარტიული ნიშნით ანგაჟირების, LGBT-ების პროპაგანდის, ქართველთმოძულეობისა და სულგაყიდულობის ეტალონს წარმოადგენენ. როგორც აღმოჩნდა ქართველი პოლიციელებისათვის თურქის მონათხრობი უფრო დამაჯერებელი საბუთი აღმოჩნდა, ვიდრე კონკრეტული ფაქტები და თვითმხილველთა ჩვენებები. დღეისათვის საქართველოში მოქმედებს ასეთი ზეპირი დებულება: უცხოელი ყოველთვის მართალია, ქართველი კი დამნაშავე. ეს დებულება უცხო არ არის ევროპის ლიბერალური ქვეყნებისათვის. პარალელი შეიძლება გავავლოთ გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, ახალი წლის ღამეს მუსლიმების მიერ გერმანელი ქალების მასობრივი გაუპატიურების ფაქტზე, როდესაც სამართალდამცავები ყველანაირად ცდილობდნენ ფაქტების მიჩქმალვას და მოძალადე მუსლიმების გამართლებას.

რა ხდება ღამით აღმაშენებელზე. როგორც ჩვენი ლაზი ახლობელი ამბობს მთელი აღმაშენებლის გამზირი ოკუპირებული აქვთ ერაყელებს, სირიელებს, აფრიკელებს, არაბებს, თურქებს. ისინი ეწევიან არასრულწლოვან ქართველ ბავშვთა პროსტიტუციას, ე.წ.ჩილიმ-ბარებში ყიდიან ნარკოტიკებს, კომპოზიტორთა სახლის პირველ სართულზე გახსნილი აქვთ დიდი ბორდელი, სადაც 16-17 წლის ბავშვებს ამუშავებენ, ღამე აუპატიურებენ ქალებს, ჯგუფურად ხვდებიან ახალგაზრდა ბიჭებს და უმოწყალოდ ცემენ, მომხდარა რამდენიმე მძიმე დაჭრის ფაქტიც, ეს ყველაფერი იმალება და არ ხმაურდება. ადგილი აქვს ასევე ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ბარებში ხალხს არაბები შიგნით იმის გამო არ უშვებენ, რომ ქართველია. ეს ყველაფერი კი ხდება ჩვენს საკუთარ მიწაზე !!! ამ ფაქტთან დაკავშირებით 2011 წლიდან მოყოლებული უამრავჯერ გამოიძახეს პატრულის თანამშრომლები, მაგრამ რეაქცია არ აქვთ. არადა კონსტიტუციაში ნათლად წერია, რომ რასიზმი დასჯადია. მსგავსი ფაქტის გამო ევროპაში დაწესებულებას საერთოდ აუკრძალავდნენ ფუნქციონირებას და მფლობელს სოლიდურ ჯარიმასაც დააკისრებდნენ.

მაშინ, როდესაც ჩვენი მოღალატე მთავრობები სინდისთან და ნამუსთან ერთად ქართულ მიწას, წყალს, ხეს , ტყეს, მდინარეებს უცხოელებზე ჰყიდიან. მაშინ, როდესაც ქართველ ქალებს ღამე აღმაშენებელზე არაბები თავს ესხმიან, არასრულწლოვნებს საროსკიპოებში ამუშავებენ, ნარკოტიკებით ვაჭრობენ, სარფში აქციებს მართავენ აჭარა თურქეთიაო, რაღატომ უნდა უკვირდეთ ვინმეს აგრესია? ამ ყველაფრის მიზეზი ხომ ისევ და ისევ ჩვენი მთავრობაა, რომელიც თურქებს და არაბებს უმაგრებს ზურგს და მათ „კრიშავს“ ? სასათბურე პირობებს უქმნის, 1 ლარად აძლევენ ათობით ჰექტარ მიწას, იმ მიზეზით, თითქოს ინვესტორები არიანო. გინახავთ როდესმე ქართველი გლეხისთვის 1 ლარად გადაეცათ მიწა?

ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თავისუფალი თაობა ვართ და არასოდეს შევეგუებით უცხოელების, თუნდაც ქართველების მხრიდან ქართველი ხალხის დამონების და დაჩაგვრის მცდელობას. არასოდეს შევეგუებით ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, სოციალურ უთანასწორობასა და უსამართლობას. ნაციონალისტური ორგანიზაციები, რომლებიც მრავლად არის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დღითი დღე უფრო და უფრო ძლიერდება. წინააღმდეგობა მხოლოდ ძალას გვმატებს. ჩვენ ყველგან ვართ. ჩვენი მომხრეები არიან საქართველოს ყველა დიდ თუ პატარა ქალაქში და ვერანაირი დარბევით, ვერანაირი ძალით ვერ ჩაკლავთ ჩვენში ქართულ, ეროვნულ, ნაციონალისტურ სულს.

დ ი დ ე ბ ა   ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს !!!

კარდჰუ

29.09.2016

Posted in 2016, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

თავისუფლება ბიჭებს!

Posted by iberiana on სექტემბერი 29, 2016

%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90

ნეტა, თუ ხვდება შსს, რომ ძალიან არასწორად მოიქცა და თავდასაცავი ჯოხი თავად ჩაირტყა თავში? რატომ და ვინ გასცა ამ ახალგაზრდების დაჭერის ბრძანება? ამ ახალგაზრდების დაჭერის ფაქტი და დაკავების ფორმა არის საფუძველი შორს გამიზნული პროვოკაციებისათვის.

აი რატომ:
ამ ახალგაზრდებს მეტრო რუსთაველიდან მოჰყვებოდა და თვალყურს ადევნებდა პოლიციელების საკმაოდ დიდი ჯგუფი. აღმაშენებლის გამზირზე მოპროტესტე ახალგაზრდების ტროტუარზე გადაადგილებას აკონტროლებდნენ. როგორ ფიქრობთ, გზადაგზა კაფეებში ისროდნენ მაშხალებს, ამსხვრევდნენ ვიტრინებს, შეურაცხყოფას აყენებდნენ გამვლელებს და ამას პოლიცია მშვიდად უყურებდა
ესე იგი:
1. თუ ახალგაზრდები ხულიგნობდნენ აღმაშენებლის გამზირზე, რატომ არ აღკვეთა პოლიციამ ეს ფაქტები? ანუ ცუდი და უმოქმედო პოლიცაა?!
2. სინამდვილეში კი არც არაფერი საფუძველი არ იყო ამ ახალგაზრდების დაჭერისათვის. მაგრამ როგორც სჩანს, ვიღაცეებს ძალიან უნდათ, რომ ეს ახალგაზრდები რადიკალ ნაციონალისტებად გარდაიქმნენ.

ანა მიქაუტაძე

თვითმხილველი

Posted in 2016, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

“ქართული ძალის” წევრები დააპატიმრეს

Posted by iberiana on სექტემბერი 28, 2016

27 სექტემბერი აფხაზეთის დაცემის (ჩაბარების) დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, პატრიოტმა ახალგაზრდებმა, მოძრაობა “ქართული ძალის” ინიციატივით მოაწყვეს აქცია-მსვლელობა რუსთაველის მეტროდან  გმირთა მოედნამდე, სადაც პატივი მიაგეს ომში დაღუპულ მამულიშვილებს. აქციის მონაწილენი მსვლელობისას სკანდირებდნენ “აფხაზეთი საქართველოა”, “სამაჩაბლო საქართველოა”, “საქართველო, საქართველო…:”. გმირთა მოედნის შემდეგ, ახალგაზრდები გაემართნენ აღმაშენებლის გამზირისკენ. აღმაშენებელის გამზირი ახალგაზრდებმა  ჩირაღდნებით ჩაიარეს, სიმღერით, შეძახილებით, რაც არ მოეწონა თურქულ-არაბული რესტორნების მფლობელებს. ახალგაზრდები   აპირებდნენ მსვლელობის გაგრძელებას რუსთაველზე, მაგრამ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა და მსვლელობის 11 მონაწილე დააკავა ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით.

“ქართულმა ძალა” თავის სოციალურ გვერდზე წერს:
“ეს არის ნამდვილი ქართული ძალა,რომელსაც ვერანაირი დარბევით,ვერანაირი შევიწროვებით ვერ ჩაახშობთ.ეს ქართველი ახალგზარდები ემსახურებიან იდეას,რომელიც ჩემზე,შენსა და სხვებზე მაღლა დგას.და რაც არ უნდა მოხდეს დღეს,ჩვენ ვიქნებით ხვალაც,რადგან სული,რომელსაც ქართული ჰქვია, არასდროს მოკვდება!”

“ღმერთმა უწყის რა მოელით უახლოეს მომავალში იმ ბიჭებს,რომლებიც გუშინ დაიჭირეს.არის ვერსია,რომ ჩვენი დარბევა წინასწარ იყო დაგეგმილი,იმისათვის რომ გაგვიჩნდეს შიში.ასევე ადგილი აქვს მასიურ დეზინფორმაციას,ნუ დაუჯერებთ ყველაფერს რასაც ინტერნეტში ხედავთ.ყველამ კარგად ვიცით რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში და დამეთანხმებით არ უნდა დავრჩეთ გულგრილი ჩვენი ქართველების მიმართ,რომლებიც ბირჟის გამაგრების ნაცვლად ცდილობენ საქართველოს მიმართ პატრიოტული დამოკიდებულება ნათლად გამოამჟღავნონ.”

Posted in 2016, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ჩვენ გვჭირდება ზომიერი და ჯანსაღი ნაციონალიზმი!

Posted by iberiana on სექტემბერი 28, 2016

%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90ცოტნე გამსახურდია – დიახაც, ჩვენ გვჭირდება ზომიერი და ჯანსაღი ნაციონალიზმი!

28 სექტემბერი, 2016

გუშინ მომხდარი აქციის და ნაციონალიზმის ხელაღებით გმობას სანამ დავიწყებდეთ, მოდით, მის მიზეზებზეც ვილაპარაკოთ. პრაქტიკულად ბოლო ორი ათეული წელია ქართველი (არ მაქვს საუბარი ერთ მუჭა სუბიექტებზე) და ზოგადად – საქართველოს მოქალაქე, ყველაზე უუფლებო და დაუცველია ამ ქვეყანაში. ეს რადიკალური და მიუღებელი გამოვლინება სწორედ იმ დაგროვილი პროტესტის გრძნობის შედეგია, რაც სხვადასხვა ხელისუფლების დანაშაულებრივმა უგნურებამ და ღალატმა მოიტანა.

გავიხსენოთ სულ ახალი ისტორია თურქების მიერ აჭარაში სკოლის უნებართვოდ აშენების შესახებ… ჯერ კიდევ სააკაშვილმა ერთი ხელის მოსმით ათასობით რადიკალურად განწყობილ თურქს მიანიჭა მოქალაქეობა, ხოლო თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება დაუფარავად აცხადებდა ბათუმის, აჭარის თურქეთის წიაღში მშვიდობიანად დაბრუნების შესახებ!

გაურკვეველი წარმოშობის კაპიტალის, ხშირად – რუსულის, ხელშია საქართველოს ენერგოსისტემა, მდინარეები ზედ აგებული ჰესებით. სააკაშვილმა 1500(!) ჰექტარი ტერიტორია სვანეთში ერთ დოლარად გადასცა გაურკვეველ, ოფშორულ ინვესტორს და დღესაც კახა კალაძის კლანი სასათბურე პირობებს უქმნის მას მიუხედავად ხელშეკრულების პირობების მრავალგზის დარღვევისა!

საქართველოს მდინარეები ფაქტობრივად გაყიდულია: – ჰესის აშენება, მით უფრო იმ ზომით და სტანდარტით, როგორც აქ ხდება, სწორედ მდინარის ხელში ჩაგდებას ნიშნავს! უახლოეს მომავალში ცხენისწყლის და რიონის ირანში გადაგდებაც იგეგმება, რაზეც ირანის ელჩმა უკვე ღიად ისაუბრა. იყიდება ყველაფერი: მიწა, წყალი, ობიექტები, ადამიანები. იყიდება რეალურად დათვლილი ეკონომიკური სარგებლის გარეშე, მუქთად, ჩუმად, ხალხის ზურგსუკან, ყოველგვარი ადგილობრივი და საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების დარღვევით. იხ. მაგალითად, ორჰუსის კონვენცია…

დაინტერესდით რა ხდება ტყიბულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, კასპში. რა გაუსაძლის პირობებში უწევს მოსახლეობას მუშაობა და ცხოვრება მოწამლულ გარემოში. რეალურად ნებისმიერ ადგილას, სადაც კი მუშაობს წარმოება ამ ქვეყანაში, ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე უუფლებო და უუნაროა, ხოლო ხელისუფლება – ყოველთვის უცხოელი ინვესტორის მხარესაა. ამ ყველაფრის შემდეგ ნაციონალიზმი გიკვირთ?

დიახაც, ჩვენ გვჭირდება ზომიერი და ჯანსაღი ნაციონალიზმი! გვჭირდება საქართველოს ყველა მოქალაქის დაცვა და არა მონათმფლობელური “მდიდარი უცხოელების კულტი”, რომელნიც ხან იარაღით და ხან – ფულით, გვაცლიან საარსებო სივრცეს.

არადა, გააგრძელეთ ჭერში ბუზების თვლა და წუწუნი – “რა გვეშველება…”

 ***

ჩემი აზრით, ქართული ნაციონალიზმი მხოლოდ მათ უშლის ხელს, ვისაც ამ ქვეყნის დაცლა და შემდეგ ჩვენი ტერიტორიების ერთმანეთში გადანაწილება უნდა! სწორედ ასეთებმა აქციეს ჩვენ ერონულ იდენტობაზე ლაპარაკი ანაქრონიზმად, მიუღებლად. შეგიძლიათ არ დაიჯეროთ შეთქმულების თეორიების, უბრალოდ გადახედეთ ჩვენი დიდი მეზობლების გაცხადებულ პოლიტიკას.

ნაციონალიზმი საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესს უნდა ემსახურებოდეს, ყოველგვარი ფაშისტური მდგენელის გარეშე! ყველა მოქალაქის, გარდა მათი, ვინც ამ ქვეყნის დაშლას ისახავს მიზნად. ასევე აუცილებელია გავითვალისწინოთ და დავაკავშიროთ ჩვენი მონათესავე კავკასიელი ხალხების ინტერესები: ხომ არავის უკვირს, მაგალითად, თურქეთისა და აზერბაიჯანის ახლო, ნათესაური ურთიერთობა?

ზვიად გამსახურდია:

ნაციონალიზმი” და “ნაციზმი” არ არის იდენტური ცნებები. ნაციონალიზმი ნაციის თვითმყოფადობისა და განვითარებისათვის ზრუნვაა, იგი არ უარყოფს სხვა ერების სიყვარულს, მათთან თანამშრომლობას და კეთილმეზობლობას, ნაციზმი კი შოვინიზმის უკიდურესი ფორმაა, ეს არის საკუთარი ნაციის ფეტიშიზაცია, სხვა ერებისადმი სიძულვილი, ერთი ერის მხრივ სხვა ერებზე ბატონობისკენ, მათი მოსპობისკენ სწრაფვა.

ნაციზმი და შოვინიზმი მხოლოდ დიდ ერებს ახასისათებს, რომელთაც აქვთ ექსპანსიისკენ დიდი მიდრეკილება. მცირე ერის ნაციონალიზმი კი არავის უქმნის საფრთხეს, იგი იცავს მარტოოდენ საკუთარ არსებობას და თვითმყოფადობას.”

ცოტნე გამსახურდია

29 სექტემბერი, 2016

Posted in 2016, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

გამსახურდიების პასუხი ივანიშვილს

Posted by iberiana on სექტემბერი 6, 2016

5bn1[1]ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების პასუხი ბიძინა ივანიშვილს

“მეც დიდ პატივს გცემ, ძვირფასო ბიძინა, მაგრამ შენი მანერების პატრონი რომ ზვიად გამსახურდიაზე არ უნდა ლაპარაკობდე, ამას დიდი “ჩაანალიზება” ჭირდება ალბათ

ჰო, მართვა არ იცოდა, როცა შუაგულ ჯოჯოხეთში სახელმწიფო შექმნა, ურთიერთობა დაალაგა აფხაზებთან და რუსეთს სამაჩაბლო საქართველოს ნაწილად აღიარებინა, ამას სიყვარულის გარდა ცოდნა არ ჭირდებოდა… შენ მაშინ კომპიუტერებით ვაჭრობდი ცუდი პოლიტიკოსი იყო ზვიად გამსახურდია, რომ სინდისგაყიდულ, პრივილეგიებზე დახარბებულ წითელ ინწილიგენციასთან და ბანდიტებთან საერთო ენა არ მონახა!

და ბოლოს: კალაძის, ჯაჭვლიანის, ნარმანიას და სხვების პატრონი გუნდზე არ უნდა ლაპარაკობდე. ესეც ჩემგან უფასო რჩევა შენ…”

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/ivanishvils/

 

 

Posted in 2016, ზვიადი, პოლიტიკა | Tagged: , | Leave a Comment »

ავტონომია უნივერსიტეტს!

Posted by iberiana on ივლისი 10, 2016

avtandil20kaxniashvili1ავთანდილ კახნიაშვილი – ავტონომია უნივერსიტეტს!

კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი _ თსუ თეთრად მხოლოდ მისი I კორპუსის კედლების ფერის გამო არ აღიქმება. ცოდნის ტაძარს განსაკუთრებული აურა მასში მოღვაწე მამულიშვილებმა მოჰფინეს, რომლებმაც საკუთარი სულის ნათელი ერის უპირველეს კულტურულ სიმბოლოდ ქცეულ შენობას შთაბერეს და თავად იქცნენ ქართული უნივერსიტეტის სახედ.

ვერავინ უარყოფს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის ეროვნული მუხტის აქტიური მატარებელი იყო და მართლმადიდებელ დედა ეკლესიასთან ერთად ქართული ცნობიერებისა და სახელმწიფოებრიობის მყარ საძირკველს წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ `ვარდების რევოლუციის” შემდეგ განხორციელდა თსუ-ს მიზანმიმართული ნგრევა (“ჩარეცხვა”), როგორც ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, უნივერსიტეტელები დღესაც შესამჩნევად გამოირჩევიან ცოდნა-განათლებით (ე. წ. ზოგადი უნარებით) და პიროვნული თვისებებით (ზნეობით) და, რაც მთავარია, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/kakhniashvili/

Posted in 2016, განათლება, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ალექსანდრე აბესაძე – BREXIT

Posted by iberiana on ივნისი 27, 2016

BN-MR809_BREXIT_12S_20160219172453[1]ალექსანდრე აბესაძე:  BREXITპოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პერსპექტივები

გაერთიანებულმა სამეფომ ცივილიზებულ სამყაროსთან დროებით კარები ჩაჭედა. ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობამ ხმა მისცა ევროკვშირიდან გასვლას. აქვეა აღსანიშნავი, რომ ამ რეფერენდუმზე გადამწყვეტი მნიშვნეობა ასაკოვანმა მოსახლეობამ ითამაშა, რადგან მათმა ხმათა უმრავლესობამ გადაწყვიტა რეფერენდუმის შედეგები. წინასწარი გამოკითხვებით კი ახალგაზრდა ინგლისელები, ქვეყნისა და საკუთარი თავისთვის უკეთეს მომავალს მხოლოდ ევროკავშირში ხედავდნენ. მკითხველისათვის საინტერესოა გავცეთ კითხვას პასუხი თუ რომელმა საშინაო და საგარეო ფაქტორებმა განაპირობეს ის რომ გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა ასე ნეგატიურად განეწყო ევროკავშირის მიმართ და რისთვისაც მისცეს ხმა, რომ ქვეყანას დაეტოვებინა ევროკავშირი.

გაერთიანებული სამეფო და ევროპის თანამეგობრობა

ინგლისი ევროპული თანამეგობრობის წევრი ჯერ კიდევ 1973 წლიდან არის. ევროპული ინტეგრაციის მთავარ მამოძრავებელ იდეას ,,ევროპა, როგორც მშვიდობის პროექტი” ინგლისელებმა თავიდანვე სკეპტიკურად შეხედეს. ისინი თავიდანვე ევროპული გაერთიანებისათვის ერთგვარ მატორპედირებელ მექანიზმს წარმოადგენდნენ. დებატები ინგლისის ევროპული თანამეგობრობიდან გასვლის შესახებ ეს ახალი მოვლენა არაა. 1975 წელსაც იყო დებატები გაერთიანებული სამეფოს ევროპული თანამეგობრობიდან გაყვანის შესახებ, თუმცა მაშინ უმრავლესობამ ევროპულ თანამეგობრობის წევრად დარჩენა ამჯობინა….

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/v-mire/abesadze

Posted in 2016, მსოფლიო, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

მცხეთის მუზეუმ-მაკრძალის ბედი საფრთხეშია!

Posted by iberiana on ივნისი 2, 2016

დიდი მცხეთის მუზეუმ-მაკრძალის ბედი საფრთხეშია!

მცხეთა, წითელ ზოლში უკანონოდ მშენებარე აეროდრომიმცხეთა. სურათზე კარგად სჩანს, როგორ ნადგურდება მწვანე საფარი აეროდრომისთვის

1994 წელს იუნეკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი სვეტიცხოველი და არმაზციხე, 2009 წლიდან შესულია საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში. იუნესკოს რეკომენდაციით დეკემბრის ბოლომდე მცხეთაში შეჩერებულია ძეგლის დაცვის ზონაში შეუფერებელი მშენებლობები. მიუხედავად ამისა, .კერძო ინვესტორი თ. უგულავა ანადგურებს მწვანე ნარგავენს და აშენებს აეროდრომს, რასაც შეიძლება მოჰყვეს მცხეთის იუნესკოს ნუსხიდან ამოღება!

სამწუხაროდ, ზოგს არ აღელვებს, რომ 5 წელია მცხეთას არ აქვს მუზეუმი, რომ 25 ათასი ძვირფასი არქეოლოგიური ექსპონატი ნესტიან სარდაფში ინახება და ნადგურდება. სამაგიეროდ მოსწონთ სასტუმრო-რესტორან-ბუტიკების მშენებლობა და ყველანაირად უწყობენ ხელს.

ასე თუ გაგრძელდა მცხეთა გადაიქცევა  მუზეუმ-ნაკრძალიდან რესტორან-ნაკრძალად!

Posted in 2016, კულტურული მემკვიდრეობა, მცხეთა, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

„საყდრისის კომიტეტი“ მცხეთაში აეროპორტის მშენებლობას აპროტესტებს

Posted by iberiana on ივნისი 2, 2016

„საყდრისის დაცვის კომიტეტი“ მცხეთაში აეროპორტის მშენებლობას აპროტესტებს | პირველი არხი

„საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრები მცხეთაში აეროპორტის მშენებლობას აპროტესტებენ.

კომიტეტის წევრის, ირაკლი მამალაძის განმარტებით, ტერიტორია სვეტიცხოვლის მახლობლადაა, აღნიშნულ ტერიტორიაზე აეროპორტის არსებობა კი ძეგლს საფრთხეს შეუქმნის.

კომიტეტის წევრები განმარტავენ, რომ მცხეთაში მშენებლობებზე დეკემბრამდე მორატორიუმია გამოცხადებული და განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე, ყველანაირი სამშენებლო სამუშაოები აკრძალულია, თუმცა სამუშაოები ღამით, ჩუმად მაინც მიმდინარეობს.

ქალაქ მცხეთის მერიაში ადასტურებენ, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაშია და ის ბიზნესმენ თემურ უგულავას ეკუთვნის.

მერიის არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ უკანონო სამუშაოებისთვის კომპანიას ჯარიმა უკვე დაეკისრა, პარალელურად კი ქალაქ მცხეთის მერიამ სასამართლოსაც მიმართა.

https://sakdrisiblog.wordpress.com/2016/05/30/mtskheta-12/

Posted in 2016, კულტურული მემკვიდრეობა, მცხეთა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

25 წელი პირველი პრეზიდენტის არჩევიდან

Posted by iberiana on მაისი 26, 2016

13256356_1053713278031704_6939165622342015849_n[1]

25 წელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევიდან

1991 წლის 26 მაისს, სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც) ჩატარდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 1991 წლის 14 აპრილის უზენაესი საბჭოს დადგენილებით საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღების საფუძველზე.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6-მა კანდიდატმა.
1. ზვიად გამსახურდია 2 565 362 ხმა
2. ირაკლი შენგელია 26886 ხმა
3. ჯემალ მიქელაძე 51717 ხმა
4. ვალერიან ადვაძე 240243 ხმა
5. თამაზ კვაჭანტირაძე 8553 ხმა
6. ნოდარ ნათაძე 36266 ხმა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია 87%.
კომისიის თავმჯდომარე გახლდათ არჩილ ჭირაქაძე.

ეს უმნიშვნელოვანესი აქტი მიღწეულ იქნა მერაბ კოსტავას გმირული ბრძოლით ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ვის საპატივცემულოდაც დაამთხვია ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევნები მერაბ კოსტავას დაბადების დღეს – 26 მაისს.
იხარეთ, ორთავ, ზეციურ საქართველოში, ამინ!

ლეილა ცომაია

26 მაისი, 2016

Posted in 1991, 2016, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

«Сегодня в Абхазии больше армянских школ, нежели абхазских»

Posted by iberiana on მაისი 19, 2016

Грузинский профессор: «Сегодня в Абхазии больше армянских школ, нежели абхазских» – АРМЯНСКИЕ СЕПАРАТИСТЫ ВЗЯЛИСЬ ЗА СТАРОЕ

16486-111Как мы передавали, армянская организация «Крунк», в конце 80-х годов стоявшая у истоков сепаратистского движения в Нагорном Карабахе, объявила о создании «армянской национально-культурной автономии» в самопровозглашенной Республике Абхазия.

Человек, который не в курсе процессов в регионе, с первого взгляда может сказать “Ну и что? Что тут плохого?”. Но, если речь идет об организации, которая заварила кашу в регионе, и эта каша не расхлебывается уже четверть века, приходится задуматься…

Могут ли армяне поднять вопрос автономии Абхазии как и в Карабахе 1988 году? Угрожает ли это Грузии?

Для анализа происходящего Admiral.Az обратился к грузинскому историку, профессору Сухумского госуниверситета Гураму Мархулия….

https://iberiana2.wordpress.com/abkhazia/markhulia/

Posted in 2016, აფხაზეთი - Abkhazia, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

«Крунк» объявил о создании «армянской национально-культурной автономии в Абхазии»

Posted by iberiana on მაისი 16, 2016

abkhazia23«Крунк» объявил о создании «армянской национально-культурной автономии в Абхазии»

Армянская общественная организация «Крунк» в Абхазии объявила о создании «армянской национально-культурной автономии». Об этом говорится в заявлении организации распространенном среди СМИ в Грузии.

Как отмечают авторы заявления, Абхазия одно из маленьких стран в мире, но многонациональное государство, «мы армяне являемся коренными жителями этой страны, с древнейших времен армянское население принимало активное участие в развитии абхазского государства».

«Армяне Абхазии боролись вместе с братским абхазским народом против Византийской империи, против арабского и турецкого владычества, вместе с абхазами мы расширили пределы абхазского государства до Сурамского хребта. В период Российсской империи и Советской власти наши права ущемлялись, армянскому населению не давали возможности культурного развития, запрещались армянские школы, не давали возможности духовного развития, тем самым не удавалось строительства армянской церкви», – отмечено в заявлении…

https://iberiana2.wordpress.com/abkhazia/krunk/

Posted in 2016, Abkhazia, Armenia, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

საქართველო სიძვირით ევროპას გაუტოლდა

Posted by iberiana on მაისი 14, 2016

supermarketiსაქართველო სიძვირით ევროპას გაუტოლდა

საქართველოში სურსათი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ამერიკასა და ევროკავშირის ქვეყნებში. ამ დროს, ჩვენთან 3,7 მილიონი ადამიანიდან 1 მილიონზე მეტი ღატაკად თვლის თავს. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, ამასთანავე, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის სიდიდით ამერიკა 10-ჯერ უსწრებს საქართველოს, ევროკავშირი კი – 9-ჯერ. ამიტომაც არის, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი ძალიან მძიმეა.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტი გახდა, აქ მოწეული პროდუქცია სანახევროდაც კი ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნილებას. ღირებულების თვალსაზრისით კი ქართული ხილ-ბოსტნეული იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევს. ამიტომაც სავაჭრო ქსელებში მუდმივად იზრდება ფასი, რომელიც საშუალო ევროპულ დონეს გაუტოლდა და ზოგ გემთხვევაში, გაუსწრო კიდეც. ამის სადემონსტრაციოდ რამდენიმე მაგალითიც საკმარისია….

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/georgia/ 

Posted in 2016, ეკონომიკა, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილი გაყიდეს

Posted by iberiana on მაისი 4, 2016

ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ტერიტორია 6 326 495 ლარად თანაინვესტირების ფონდმა იყიდა

25-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ “პანორამა-თბილისისა” და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიების გასხვისების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დააანონსა.

თბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღი — ისტორიული ბაღი თბილისში, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევის) ხეობაში. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა. 1845 წელს მას ბოტანიკური ბაღი ეწოდა.

ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. ასევე ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები. ბოტანიკური ბაღის ფართობია 128 000 ჰექტარი.[ვიკიპედია]

botanikuri baghi

http://nbgg.ge/map.html

Posted in 2016, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

Steve Russell – Floor Speech Georgia 4.21.16

Posted by iberiana on აპრილი 23, 2016

კონგრესმენი სტივ რასელი ოკლაჰომადან, ერაყის ომში მნიშვნელოვანი დამსახურების მქონე ადამიანი, რომელმაც როგორც იქნა დაარღვია ამერიკის კონგრესის ბოლო 24 წლის ტაბუ, დადებული უფროსი ბუშის, ბეიკერის და კლინტონის მიერ და ახსენა ზვიად გამსახურდია ისე, როგორც უნდა ეხსენებინა – თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირი.

“1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მისი ბრძოლა მარტივი არ ყოფილა. საქართველოში სამოქალაქო არეულობა იყო რამდენიმე წლის მანძილზე, რათა დაეცვა საკუთარი დამოუკიდებლობა. საქართველომ ნახა თავისი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელიც შემდეგ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ლიდერებმა განდევნეს, როგორიც იყო ედუარდ შევარდნაძე. არჩეული ხელისუფლების აღდგენის მცდელობების შემდეგ, ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა ამ დროისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველ ვითარებაში.” განაცხადა მან.

ასეთ განცხადებებს კონგრესში არ აკეთებდნენ. იცოდეთ, ეს სერიოზული წინსვლაა, რადგან სიმართლეს, თუნდაც ქრთილისოდენას, ბევრი შეუძლია. ეს ერთი და სხვა მრავალი!

კონსტანტინე გამსახურდია

23 აპრილი, 2016

 

Posted in 2016, საქართველო-Georgia, Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ყაზბეგის რაიონის მოსახლეობა რუსეთისთვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებს

Posted by iberiana on აპრილი 22, 2016

sno2ყაზბეგის რაიონის მოსახლეობა რუსეთისთვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებს

21.04.2016

ყაზბეგის რაიონის კიდევ ერთი ხეობა ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ – კალაძის უწყებაში უკვე მზად არის 500-ს კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი, რომელმაც რუსული ელექტროენერგიის სატრანზიტო ფუნქცია უნდა იტვირთოს. მისი საშუალებით რუსეთი საქართველოს გავლით ელექტროენერგიას სამხრეთის ქვეყნებს მიაწვდის.

ახალმა 500 კილოვოლტიანმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემმა ხაზმა რუსეთის საზღვრამდე ნახევარი საქართველო უნდა გაიაროს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, პროექტის მიხედვით რუსულ ელექტროენერგიას სომხეთი, თურქეთი და ირანი მიიღებენ.

სამინისტროს გაფრთხილების მიუხედავად, სნოს ხეობის მოსახლეობა, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემმა ხაზებმა უნდა გაიაროს, აცხადებს, რომ მშენებლობის დაწყების უფლებას მთავრობას არ მისცემენ. მათი თქმით, ხეობა ისედაც ვიწროა, ანძების დადგმის შემთხვევაში კი მათ ტერიტორიის დატოვება მოუწევთ. სოფელ კარკუჩაში ამის გამო აქციაც მოეწყო.

ყაზბეგის რაიონში ეს უკვე მეორე ხეობაა, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის გამო აქციები იმართება.

ავტორი: ეკა გაგუა.

http://rustavi2.com/ka/news/44952

Posted in 2016, ენერგეტიკა, საქართველო-Georgia, ყაზბეგი | Tagged: , , | Leave a Comment »

ისლამი არ არის ისლამიზმი

Posted by iberiana on აპრილი 10, 2016

სირია

ალექსანდრე აბესაძე – ისლამი არ არის ისლამიზმი

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში სამუელ ჰანტინგტონმა განავითარა ჰიპოთეზა  ცივილიზაციათა ჯახის შესახებ, რომელიც მან წიგნად გამოსცა. მან ამ ჰიპოთეზაში განავითარა მოსაზრება, რომ კაცობრიობის მთავარ პრობლემად მომდევნო ათასწლეულისათვის იქნება არა სახელმწიფოთაშორისი ომები, არამედ ასიმეტრიული კონფლიქტები, რომლებიც შეფერადებული იქნებიან რელიგიური და კულტურული ნიშნებით. ჰანტინგტონის ეს წინასწარმეტყველება დღეს ძალიან აქტუალურია. ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლები კი მისი ჰიპოთეზის თვალსაჩინო დადასტურებაა, რაც მსოფლიო უსაფთხოების არქიტექტურისათვის მნიშვნელოვან საფრთხეებს წარმოადგენს…

ამ ნაშრომში მიზნად ვისახავ გავაანალიზო ის პრობლემური საკითხები, რომლის წინაშეც ქართული საზოგადოება დიდი ალბათობით შესაძლოა აღმოჩნდეს. რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ საქართველოში? გვაქვს თუ არა საფრთხე იმისა რომ რელიგიური ფანატიზმის ნიადაგზე დაიწყოს დაპირისპირება მართლმადიდებელ მრევლსა და მუსლიმანურ მოსახლეობას შორის? ჩემი აზრით ამის საფუძველი დღევანდელ საზოგადოებაში არსებობს და ამის მიზეზად მწირი, ცალმხრივი, არასაკმარისი რელიგიური განათლებაა…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/al_abesadze/

Posted in 2016, იდეოლოგია, რელიგია | Tagged: , | Leave a Comment »

ის დღეს 77 წლის გახდებოდა…

Posted by iberiana on აპრილი 2, 2016

zviad_gamsakhurdia[1]ის დღეს 77 წლის გახდებოდა…

რომ არა ეშმასა და მისი ქართველი წითელი ეშმაკუნების მიერ უკუღმა დატრიალებული საქართველოს ბედის ჩარხი…
ის დღეს მისივე შექმნილი თავისუფალი სამშობლოს მწიგნობართუხუცესი იქნებოდა და რამდენ რამეს დაგვიწერდა და შეგვიქმნიდა სულის საზრდოდ, საგზლად ერის უკვადვების ნარეკლიან ბილიკებზე სახეტიალოდ…
ჭარმაგი მოხუცი დღეს ჩვენი სამშობლოს ბედნიერებით იხარებდა…
საქართველოს ქერუბიმი ზვიად გამსახურდია...
აკი უთხრა მისი სულის ტყუპისცალმა მერაბმა:
„თვით ზეციერმა შეგარტყა ძალი,
გიპყრა მახვილი, რვალთა მლეწავი“…
მათ ქაჯებს ნესტანი გამოსტაცეს, ჩვენი ნესტანი – საქართველო გაგვინთავისუფლეს…
“მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე, ერთის მხრით, გული მტკივა, რომ შენი ბავშვობა თავდება. მეორეს მხრით, მიხარია, რომ შენ სადაცაა, ყველა ჩემს სურვილს გაიგებ და მალე მხარში ამომიდგები. ალბათ, შენთვის დამიწერია (თუ მითარგმნია) მე ჰომეროსის სიტყვები: “ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს”. ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი, დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა შეძლო, გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი. გზაში მე გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფიები. ყველანი უკვე სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსება იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეების მოლაშქრედ არ წარმომედგინა ჩემი თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი.
შენი მამიკო. 1955.”

პ.ს. ქართველი კაცი, მითუმეტეს ქართველი მეცნიერი, უპირველეს ყოვლისა უნდა ემსახურებოდეს თავის ერს და სამშობლოს, არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში ერის ინტერესებთან, უნდა იღწვოდეს მხოლოდ ერის ინტერესებიდან გამომდინარე და არ უნდა ემსახურებოდეს სხვა ათასნაირ “ჭეშმარიტებას”! მაშინ ხარ ბრძენკაციც და მხოლოდ ამას ჰქვია ერისკაცობაც, სხვას კი არაფერს!“
ამას წერდა ჯეელობაში გადასულ თავის პირმშოს საქართველოს სამსახურში გახარჯული დიდოსტატი, ღვთივკურთხეული ქართული სიტყვის დიდი ჭკადუ…
ატარა მთელი გულით, მთელი სხეულით მამის ტკივილები…
მთელი ცოდნა, სიბრძნე, შემოქმედება ერს მიუძღვნა…
თვისი ნებით ავიდა ეშაფოტზე და სამშობლოს საკურთხეველზე საკუთარი სიცოხლეც დასდო უშურველად…
ბოლომდის ჩაიღვენთ-ჩაიფერფლა ნათლმოსილი…
და ასე მიეახლა მამას…

სიგმუნდ ვ.

2016

Posted in 2016, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

•კახაბერ ფიფია – ,,აფხაზური სახელმწიფოებრიობა” _ მითი თუ ისტორიული რეალობა?

Posted by iberiana on აპრილი 1, 2016

240124_419761398093843_121144702_o

კახაბერ ფიფია –   ,,აფხაზური სახელმწიფოებრიობა” _ მითი თუ ისტორიული რეალობა?

 

თანამედროვე პოლიტიკურ რეალობაში საქართველოს ერთ-ერთი ძირძველი კუთხის _ აფხაზეთის ისტორიის ცალკეული პრობლემების შესწავლა განსაკუთრებით აქტუალურია. აფხაზეთის ისტორიის კარდინალური საკითხების პირუთვნელ ისტორიულ ჭრილში წარმოჩენა ქართველ და აფხაზ ხალხებს დაეხმარება ხელახალ კულტურულ ინტეგრაციაში, რაც პოლიტიკური ერთიანობის ძირითადი საფუძველია. სწორედ ამიტომ, რუსეთის იმპერიალისტური ძალებისა და აფხაზი სეპარატისტულად განწყობილი წრეების მიერ ქართულ-აფხაზური კულტურულ-ისტორიული ერთიანობის წინააღმდეგ გეგმაზომიერი იდეოლოგიური ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ პლასტს სწორედ აფხაზეთისა და მთლიანად საქართველოს ისტორიის ცალკეული ფაქტების აშკარა გაყალბება წარმოადგენს. აფხაზური სეპარატისტული იდეოლოგიის ძირითად ამოცანას უკვე კარგა ხანია წარმოადგენს იმის დასაბუთება, რომ თითქოს აფხაზ ხალხს ისტორიულად არაფერი აკავშირებს ქართულ ეთნო-პოლიტიკურ სამყაროსთან. სეპარატისტთა მიზანი თავიდანვე ცხადი იყო _ აფხაზთა ,,ნაციონალური” ისტორიის შექმნით უნდა მომზადებულიყო გარკვეული იდეოლოგიური ბაზა ქართული სახელმწიფოებრივი სივრციდან აფხაზეთის სეცესიისა და ,,აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს” გამოცხადებისათვის…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/abkhazia/k_pipia-2/

Posted in 2016, აფხაზეთი - Abkhazia, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

Kakhaber Pipia: “Abkhazian Statehood”– Myth or Historical Reality?

Posted by iberiana on აპრილი 1, 2016

 Kakhaber PipiaKakhaber Pipia:  “Abkhazian Statehood”– Myth or Historical Reality?

From the beginning of 20thcentury  Ru­s­­sian imperialistic forces and Abkhazian separatistically di­s­p­o­s­ed circles started planned, purposeful ideological battle aga­inst Georgian-Abkhazian cultural-historical unity. The separ­at­e­­ist researchers as much as possible are trying to “prove” as if Abkhazia never had been the part of Georgia and it had been de­­veloping independently. They were claiming unilaterally as if in antique period there had been already existed “Abkhazian na­ti­­onal state” and these researchers are carrying out pro­pa­gan­da of the century-old, 2000-2500-year history of “Abkhazian sta­te­ho­od” which of course, is a total absurd. In this situation, study of separate issues in the history of Abkhazia becomes especially topical. Presenting important issues of the history of Abkhazia from objective historical perspective will help Georgian and Abkhazian people in cultural reintegration, that is the basis for political unity…

See more: https://iberiana2.wordpress.com/abkhazia/k_pipia/

 

Posted in 2016, Abkhazia, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

გილოცავთ!

Posted by iberiana on მარტი 31, 2016

Zzviad Gamsakhurdia

ყველა სამშობლოს კეთილდღეობისთვის მებრძოლ, ეროვნული მოძრაობის ერთგულ ჯარისკაცს, გული და სულით ვულოცავ დღევანდელ დღეს!!! 25 წლის წინ ამ დღით ჩატარებულმა რეფერენდუმის შედეგებმა დაამტკიცა საქართველოს ერთიანობა და ურღვეობა!!! ვერც ერთი მტერი და ქართველთმოძულე (ედუარდ შევარდნაძის ერთგული სულიერი მიმდევარი) ვერ შეძლებს უარყოს ეს შედეგები, როდესაც საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეთნოსის აბსოლიტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას!!! გ ი ლ ო ც ა ვ თ !!!

დღეს ამ ერთიანობის და დამოუკიდებლობის არქიტექტორის და განმხორციელებელის, შესანიშნავი მამულიშვილის, ბ-ნ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა! გ ი ლ ო ც ა ვ თ!!!

გია ჩუთლაშვილი

31.მარტი. 2016

Posted in 2016, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

რეფერენდუმის 25-ე წლისთავი

Posted by iberiana on მარტი 31, 2016

zviad_gamsakhurdia[1]

დღეს 31 მარტია. საქართველოს დამოუკიდებლობაზე ჩატარებული რეფერენდუმის 25-ე წლისთავი და იმავდროულად ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე.

ამ დღეს ადამიანები თავისუფალი და მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ კიდევ ერთხელ გახდნენ სახელმწიფოს აღმშენებლობის თანამონაწილენი. ეს რა არის, დაამთხვია თარიღები? შეიძლება იკითხოს მავანმა. ალბათ ისევე არა, როგორც მერაბ კოსტავას დაბადება 26 მაისს დაემთხვა – ხოლო ადამიანს მართლაც არავინ კითხავს როდის სურს დაბადება. არა, და იმიტომ რომ იმ მომენტში თითოეული დღე დასწრებაზე იყო და კალენდარს მნიშვნელობა ქონდა. დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმი ორი წლის წინანდელ 9 აპრილს უნდა გაენათლებინა – განსაცდელის პირისპირ ეროვნული ერთიანობის და სიმტკიცის დემონსტრირების დღეს.

დროც აღარ ითმენდა – რაც ჩქარა დამოუკიდებლობის გამოცხადება, მით მალე საერთაშორისო აღიარება, იმ ეტაპზე წყალივით საჭირო. ამავე დროს მოწინააღმდეგე შინ თუ გარეთ გამალებით გეგმავდა დესტრუქციულ ნაბიჯებს. გვყავდა გულანთებულ პატრიოტთა მთელი არმია, სამოქალაქო საზოგადოება არ გვყავდა, ან საიდან უნდა გვყოლოდა, 70-წლოვანი არათავისუფლების შემდეგ?

და როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ვიყავით ახლადფეხადგმული ქვეყანა ნამდვილი ძალოვნების და მომზადებული სამხედროების გარეშე. და კიდეც რომ გვყოლოდა ასეთი შეიარაღებული ძალები, მათთვისაც უძნელესი იქნებოდა იმ მომენტის გადალახვა, რომ მათ წინაშე იარაღით ხელში ისევ “ქართველები” იდგებოდნენ: ანტისახელმწიფოებრივები, ალოგიკურები, ბრიყვები, მაგრამ ასეთები და მორჩა. ქართული სახელმწიფოს ტრაგედიაც ამაში იყო, თავდაპირველი ტრიუმფის შემდეგ.

ქარიშხლიანი შენი წარსული
აღსდგება, რომ კვლავ გაიღოს ხმები.
იცხოვრებ ქვეყნად, მაშინაც, როცა
სხეულით ქვეყნად აღარ იქნები! …
(გალაკტიონი)

კონსტანტინე გამსახურდია

2016 წლის 31 მარტი

Posted in 2016, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია – 77

Posted by iberiana on მარტი 31, 2016

სოსო  ჯაჯანიძე: ზვიად გამსახურდია –  77

ძმებო და დებო, ქართველო მამულიშვილებო, თანამემამულენო, ახლოვდება საქართველოს ქრისტიანულ-ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცის და ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე – 31 მარტი. მას 77 წელი შეუსრულდებოდა.

მართალია, ზვიად გამსახურდიას მკვლელობიდან თითქმის 23 წლის გასვლის შემდეგ მას მაყვედრებელი მტერშიც კი არ შემორჩა, მაგრამ, პარადოქსული ის გახლავთ, რომ ყოველგვარ კანონზომიერებას და საღ აზრს მიღმა, საქართველოში არსებობენ „პატრიოტი“ ადამიანები (ყოველ შემთხვევაში, „პატრიოტობის“ პრეტენზია გააჩნიათ), რომელნიც დღემდე მის უსამართლო კიცხვასა და შურით გაჯერებულ განქიქებაში არიან. მეტიც, მისი სახელის დისკრედიტაციის მიზნით ამზადებენ ე.წ. დოკუმენტურ ფილმებს და ტელე-გადაცემებს, რომელშიც ზვიად გამსახურდიას სულიერ ძმას და ერთგულ თანამებრძოლს მერაბ კოსტავას დადებით პიროვნებად და ეროვნული მოძრაობის ერთადერთ ღირსეულ თავკაცად წარმოაჩენენ, ხოლო ზვიად გამსახურდიას უარყოფით პიროვნებად და ეროვნულ მოძრაბაში დესტრუქციული როლის მქონე პიროვნებად. ამავე დროს, ცდილობენ ისე წარმოაჩინონ საქმე, თითქოს ზვიადსა და მერაბს შორის განხეთქილებას და ურთიერთშუღლს ჰქონდა ადგილი.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/gamsakhurdia-2/jajanidze/ 

Posted in 2016, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ცოტნე გამსახურდიას მიმართვა ხელისუფლებისადმი

Posted by iberiana on მარტი 29, 2016

ცოტნე გამსახურდიაცოტნე გამსახურდიას მიმართვა ხელისუფლებისადმი 

რამდენიმე დღეში – 31 მარტს შესრულდება ოცდახუთი წელი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებიდან, რომლის საფუძველზეც 1991 წლის 9 აპრილს მიღებული იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

მოახლოებული თარიღები ქმნის საბაბს და საფუძველს, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი და პირველი პრეზიდენტი, ბატონი ზვიად გამსახურდია და პატივი მივაგოთ ამ დიდი ადამიანის ხსოვნას.

ამავე დროს გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ ფართო საზოგადოებისათვის კვლავაც უცნობია ქვეყნის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების ნამდვილი გარემოებები და მიზეზები.

გასული წლის ზაფხულში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს შეუცვალა კვალიფიკაცია და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც გვაფიქრებინებს, რომ პროკურატურამ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები მკვლელობის ვერსიის დასადასტურებლად.

თუმცა, როგორც ჩანს, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან მეტი ძალისხმევის გამოჩენა იქნება საჭირო, რათა ბოლომდე მოეფინოს ნათელი ჩვენი ისტორიის ამ ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ფურცელს და დადგინდნენ მკვლელობის კონკრეტული დამკვეთები და შემსრულებლები.

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მთავარ პროკურორს, რათა, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, აუცილებელი პოლიტიკური ნება და მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ ამ საკითხის მიმართ, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა გააჩნია უახლოესი ისტორიის სწორად გაგებისა და აქედან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფოს მომავალი განვითარებისათვის.

Posted in 2016, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia, Gamsakhurdia | 1 Comment »

3000 -მდე ქართველი თურქულ პოლიციას დაუპირისპირდა

Posted by iberiana on თებერვალი 21, 2016

3000 -მდე ქართველი თურქულ პოლიციას დაუპირისპირდა (ვიდეო)

თურქეთში, ყოფილ სამხრეთ ბათუმის ოლქში, კერძოდ ართვინში, ქართველები თურქულ პოლიციას დაუპირისპირდნენ. 3000-მდე ქართველი ართვინის ცენტრისკენ გარღვევას ცდილობს, ქართველებმა ბარიკადები აღმართეს და საბურავებს წვავენ, თურქული პოლიცია მათ წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს. ქართველები ართვინში ტყის გაჩეხვას აპროტესტებენ, სადაც ტერიტორიას ოქროს საბადოს გასახსნელად ამზადებენ. რიზე–ერზრუმის ტრასები პარალიზებულია.
მდგომარეობის გამწვავება 17 თებერვალს დაიწყო, ქართველებმა გადაკეტეს გზები და მძიმე ტექნიკას არ უშვებენ ოქროს საბადოს ტერიტორიაზე.

წყარო: http://www.hurriyetdailynews.com/Default.aspx?pageID=238&nID=95464&NewsCatID=340

Posted in 2016, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ბაჩანა ბრეგვაძე

Posted by iberiana on თებერვალი 17, 2016

13 თებერვალს, 80 წლის ასაკში  გარდაიცვალა ქართული მთარგმნელობითი სკოლის მოკრძალებული, ჩუმი და ერთგული რაინდი – მწერალი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი, აკადემიკოსი ბაჩანა ბრეგვაძე, რომლის დამსახურებაა მრავალი მნიშვნელოვანი ნაწარმოების ქართულ ენაზე ამეტყველება.

იგი ავტორია წიგნებისა:: “ანტიკური ცივილიზაციის გვირგვინი”, “ბლეზ პასკალი”, “მარკუს ავრელიუსი”, “მიქელანჯელოს პოეზია”, “სოკრატე”, “ფსევდო-ლონგინე”, “არისტოტელეს პოეტიკა”, “ნიკოლო მაკიაველი”. “დანტეს ახალი ცხოვრება” (თ. ჩხენკელთან ერთად).

მისი მთავარი თარგმანებია: “ახალი აღთქმა”, ბ. პასკალის “აზრები”, მ. ავრელიუსის “ფიქრები”, სერვანტესის “დონ – კიხოტი”, ჰ. იბსენის “დრამები”, პ. ვალერის “სულის კრიზისი”, ნ. მაკიაველის “მთავარი”, ა. შტეკელის “შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია”, ნეტარი ავგუსტინის “აღსარებანი”, “იტალიური ზღაპრები”, ევრიპიდეს “მედეა”, ლ. პირანდელოს “ჰენრიხ IV”, ა. ბერგსონის “ცნობიერების უშუალო მონაცემები”, ს. ვივეკანანდას “ჯნანა იოგა”, ა. ეგზიუპერის “პატარა უფლისწული”, ჯ. ლეოპარდის “დიალოგები”, პლატონის “ადრეული დიალოგები”, “ფედონი”, “ნადიმი”, “იონი”, “დიდი პიპია”, “მენონი”, წმინდა ოთხთავი – “ოთხი სახარება” (მინიატურული გამოცემა), შ. დელის “ბიზანტიის იმპერიის ისტორია”, ა. შოპენჰაუერის “ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმები”, ორტეგა ი გასეტის “მასების ამბოხი”, “ხელოვნების დეჰუმანიზაცია” და სხვა…
დაჯილდოებულია ღირსების ორი ორდენით (1995 და 2005წ.), სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და დავით აღმაშენებლის პრემიები.
ბაჩანა ბრეგვაძე ლიტერატურული პრემია “საბას” ორგზის ლაურეატი იყო, 2007 წელს – საუკეთესო თარგმანის, ხოლო 2004 წელს – “ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის” ნომინაციაში.

 

Posted in 2016, კულტურა, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

,,ეკლის გვირგვინი”

Posted by iberiana on თებერვალი 15, 2016

კონსტანტინე გამსახურდია – როსტომ ჩხეიძის ახალი წიგნი ,,ეკლის გვირგვინი”

ბიოგრაფიული რომანი ზვიად გამსახურდიაზე

Posted in 2016, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

Историческое предательство грузин со стороны армян продолжается

Posted by iberiana on თებერვალი 7, 2016

markhulia

Гурам Мархулия –Историческое предательство грузин со стороны армян продолжается

В 1994 году во Франции под руководством Пьера Ламезо была издана книга: «Европейская Генеология» или «Атлас Западной Цивилизации» (Pierre Lamaison. Généalogie de l’Europe: de la Préhistoire au XXe siècle. Atlas de la Civilisation Occiddentale. Sous la Direction de Pierre Lamaison). И на 259-ой странице данной книги город Пицунда упомянут армянским городом, а также Христианский собор в Пицунде. Вообще в мире издают много книг, где древнейшие грузинские земли упомянуты как принадлежность Армении. На один взгляд, как будто ничего страшного в этом нет, и мы можем доказать историческую правду ссылаясь на соответственные источники, хотя дело обстоит совсем не так.

К примеру, изданные на французском языке исторические, геополитические, архитектурные и другие атласы и энциклопедии распространяются не только во Франции, но и в странах, где государственным языком является французский (Бельгия, Люксембург, Швейцария, т.н. «Французская Африка» и т.д.), и попадает в ВУЗ, библиотеки, министерства, что со временем и изменением поколений влияет на общее мнение и взгляды. Испанскоязычная литература совмещает почти всю Латинскую Америку, а англоязычная весь мир….

https://iberiana2.wordpress.com/armenia/markhulia-9/#2

Posted in 2016, Armenia, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

მორიგი პრიხვატიზაციის გეგმა

Posted by iberiana on თებერვალი 5, 2016

2სახელმწიფო ქონების განკერძოების თუ მორიგი პრიხვატიზაციის გეგმა?

2016 წლის 30 იანვარს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია „ბუნებრივი რესურსების მართვა“. კონფერენციის ორგანიზატორი –  თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი (ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია). ღონისძიების პარტნიორები – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (მინისტრი გიგლა აგულაშვილი), საზოგადოება 20/30 და ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი.  


კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ პრეზენტაცია „წიაღისეულის მართვა-პერსპექტივები და გამოწვევები

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა” შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა სახელმწიფო ქონების განკერძოების პილოტი  –  სადაც შეტანილია: 18 000 მიწის ნაკვეთი, 16 საბადო, 540 შენობა-ნაგებობა, 36 სახელმწიფო კომპანია.

მათი აზრით,  იმის გამო, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება არის ძალიან ბევრი (იწები, სასარგებლო წიაღი, სახელმწიფო კომპანიები, შენობა-ნაგებობები და ა.შ.), მისი განკერძოება ფულზე გაყიდვით პრაქტიკულად ვერ ხორციელდება. ამის მიზეზია ჩვენი მოქალაქეების დაბალი მსყიდველობითი უნარი და პროცესის გაწელვა დროში. ამიტომ ერთადერთ გზად მიჩნეულ იქნა ამ აქტივების უფასო პრივატიზება, რაც უზრუნველყოფს ამ ქონების სწრაფ, ეფექტიან და სამართლიან განკერძოებას, მათი ფასების ზრდას და კაპიტალის მოზიდვას.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/piloti/

Posted in 2016, ეკონომიკა, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

დასატბორად განწირული რაჭა

Posted by iberiana on თებერვალი 5, 2016

აი რატომ არის მიგდებული უწერა და შოვი?! რატომ იცლება რაჭა?! დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვთ ონის რაიონის დატბორვა! 

“ფერი” დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი ჰესის მშენებლობას იწყებს 

29.12.2015

"ფერი" დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი ჰესის მშენებლობას იწყებს

კომპანია „ფერი” მომავალ წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის „ონის კასკადის” მშენებლობას იწყებს. კომპანია „ფერის” აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანაშვილი რადიო „კომერსანტთან” აცხადებს, რომ მემორანდუმი სახელმწიფოსთან გაფორმებულია და სამშენებლო სამუშაოები სანებართვო პროცედურების დასრულების შემდეგ დაიწყება, სავარაუდოდ ეს მომავალი წლის ადრეულ შემოდგომაზე იქნება.

იორდანიშვილი ამბობს, რომ კომპანიამ ონის კასკადის ძველი პროექტი შეცვალა რაც მაღალი კაშხლის მშენებლობას გულისხმობდა,  ახალი პროექტით კი ჰესი მოდინების სისტემაზე იქნება. „ფერის” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ „ონის კასკადის” სიმძლავრე 180 მეგავატია, საინვესტიციო ღირებულება კი 330 მილიონი დოლარია. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა კი 2021 წელს იგეგმება. ლაშა იორდანაშვილის ინფორმაციითვე, რამდენიმე კვირაში „დარიალჰესის” ჰიდროელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში, დარიალის ჰესის სიმძლავრე 110 მეგავატია, საინვესტიციო ღირებულება კი 130 მილიონი დოლარი. (+ მოპარტახებული ხეობა და 11 დაღუპული)

კომპანია „ფერი” 1991 წელსაა დაფუძნებული. კომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია ენერგეტიკული  პროექტებზე.

http://commersant.ge/?m=5&news_id=30958&cat_id=11&lng=geo

Posted in 2016, ეკოლოგია, ენერგეტიკა, რაჭა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

2 თებერვლის აქციის ვიდეო

Posted by iberiana on თებერვალი 3, 2016

2016 წლის 2 თებერვალი.
აქცია თამარ მეფის ხიდთან – “ერთად გავიხსენოთ 1992 წლის 2 თებერვალი და პატივი მივაგოთ პუტჩისტების მიერ დახვრეტილ მამულიშვილებს. “

Posted in 2016, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

2016 წლის 2 თებერვლის აქცია და შეხვედრა

Posted by iberiana on თებერვალი 3, 2016

img_4516[1]2016 წლის 2 თებერვლს, ეროვნული მთავრობის მხარდამჭერები შეიკრიბნენ თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ, რათა პატივი მიეგოთ 1992 წლის 2 თებერვალს კრიმინალური ხუნტის მიერ დახვრეტილი მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის თავისუფლებას და მოითხოვდნენ ეროვნული კანონიერი ხელისუფლების აღდგენას.

მამა ნოდარმა (ქათამაძე) გადაიხადა დახვრეტილი მამულიშვილების სულის მოსახსენებელი  პანაშვიდი.

აქციაში მონაწილეობდა დაახლოებით 30 კაცი, მათ შორის იყვნენ საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატები  გურამ მაქაცარია და ნუგზარ შავთვალაძე, პოლიტიკური მოღვაწე გია მაისაშვილი და საქართველოს  პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე ზვიადის ძე გამსახურდია.

აქციის შემდეგ, მონაწილენი შეიკრიბნენ საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც გაიხსენეს  2 თებერვლის აქციის ამბები. გამოითქვა აზრი, რომ  2 თებერვლის ტრაგიკულ ადგილთან  დაიდგას მემორიალი.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/g_chutlashvili-2/#3

Posted in 2016, ეროვნული მოძრაობა, საამაყო ქართველები, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ზარქუა – ენერგეტიკის სამინისტროს

Posted by iberiana on იანვარი 31, 2016

vakhtang_zarkua

ენერგოეფექტურობის ფონდის ოფიციალური განცხადება
ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების თაობაზე

მცირე განმარტებას გავაკეთებ, თუ რამ გამოიწვია ამჟამინდელი ჩვენი აქტივობა. ჩვენ მსგავსი აქტივობა განვახორციელეთ ერთი წლის წინ. ამის შემდეგ, ენერგეტიკის სამინისტრო კოსმეტიკური ცვლილებებით დაკმაყოფილდა, ეცადა ამით გადაეგორებინა ჩვენი და დაინტერესებული საზოგადოების მოთხოვნები და ფაქტობრივად კი პრინციპული ხასიათის ცვლილებები პოლიტიკაში არ მომხდარა. მიმდინარე წლის 12 იანვარს ენერგეტიკის სამინისტროდან ელ-ფოსტით მივიღეთ პროექტი დოკუმენტისა „საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია, 2016–2025“ განსახილველად და შესაფასებლად. ენერგოეფექტურობის ფონდმა განიხილა ენერგეტიკის სამინისტროს თხოვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მიზანშეუწონლად მიიჩნია წარმოდგენილი დოკუმენტის დეტალური განხილვა და შენიშვნებისა და წინადადებების სამინისტროსთვის მომზადება. ობიექტური მიზეზები დაუფარავად და არგუმენტირებულად ახსნილია სამინისტროსადმი და პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილებში. ერთ-ერთი მიზეზთაგანი კი არის ის, რომ სამინისტროს მცდელობა მნიშვნელოვანი დოკუმენტის რეალური და ეფექტური განხილვის კი არა, ექსპერტების გადაბირების შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს. ამიტომ, პრევენციის მიზნით, ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, აგრეთვე, დამოუკიდებელ ექსპერტებს ვთხოვთ, ყურადღება გაამახვილონ ენერგეტიკის სამინისტროს ასეთ გაუმჭვირვალე და არაპროფესინალურ მცდელობაზე, რაც ჩვენი აზრით, სასიკეთო შედეგებს არ გამოიღებს…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/zarkua/

Posted in 2016, ენერგეტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »