Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘2017’ Category

სოდომი – დოკუმენტური ფილმი ჰომოსექსუალების შესახებ

Posted by iberiana on ნოემბერი 5, 2017

სოდომი – დოკუმენტური ფილმი ჰომოსექსუალების შესახებ

ფილმში მოთხრობილია LGBT თემის საქმიანობებისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის საფრთხეების შესახებ

https://iberiana.wordpress.com/sodom/zneoba/

 

Advertisements

Posted in 2017, ზნეობა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

მედიის წარმომადგენლებს

Posted by iberiana on ნოემბერი 2, 2017

ამირან ამირანაშვილიამირან ამირანაშვილი – მედიის წარმომადგენლებს

ტელევიზიების მფლობელებო, პროდიუსერებო და ჟურნალისტებო.
როდემდე უნდა უყურონ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ტელევიზორში კურტუმოს ქნევით მოსიარულე კაცებსა და ლესბოსელ ქალებს. პირველი ლედის აღფრთოვანებლ სახეს, ვიღაც იტალიიდან ჩამოთესლილი და მაღალ ქუსლებზე შემდგარ არარაობის დანახვაზე.

რატო უნდა უსმინონ ვიღაც, ვითომ ცნობილი სახეების აღსარებებს იმის თაობაზე თუ როგორ ავიწროვებდნენ თუ აფართოვებდნენ მათ 20 წლის წინ ვიღაც ბნელი გრუზინები.

რატო მიდის თქვენს ტელევიზიებში გააფთრებული გეი პროპაგანდა მუსიკით, სპორტით თუ შოუ პროგრამებით?

რას ერჩით ამ პატარა ქვეყანას, სადაც 3 მილიონი ვცხოვრობთ. ზოგიერთ ქვეყანაში 1 ქუჩაზე ცხოვრობს ამდენი.

რა არი თქვენი მიზანი?

გეტყვით. უბრალოდ იმდენი ტვინი არა გაქვთ რომ რაიმე საინტერესო შესთავაზოთ მაყურებელს. მაგას ცოდნა უნდა. მაგას კითხვა უნდა. ადვილია მოიწვიო ორი მოწინააღმდეგე მხარე და ერთმანეთს აგინებინო. ამას ტვინი არ ჭირდება, არც ანალიზი. ნანუკას შოუ, ჯაჯანიძის შოუ, ეკას შოუ, ჟუჟუნას შოუ, ფოთოლას შოუ – მოიწვევენ თუ სადმე ვინმე ვაგზლის ბოზი, გეი, და შევიწროებული ნახეს და მიდის მოთქმა გოდება, თუ რა საძაგლები ვართ ქართველები.მერე გიკვირთ თუ პატივს რატომ არ გვცემენ აქ ჩამოსული თურქი თუ არაბი.

ფული გაკეთებინებთ ამას ბიძიკო, ფული. აღარ გაძღა თქვენი მუცელი. ფულის გულისთვის თქვენ საკუთარ შვილებსაც კი უყოყმანოთ გაწირავთ. აუუუუ რა ნაძირალები ხართ თუ ატყობთ ვინც ამას აკეთებთ. გისურვებთ არ გამოგლეოდეთ ოჯახში გეი, ლეზბიანკა, შევიწროვებული და თქვენ მენახეთ სულ გაფართოებული.

1 ნოემბერი, 2017

ამირან ამირანაშვილი, რეჟისორი

Posted in 2017, ზნეობა, იდეოლოგია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | 1 Comment »

თემურ ქორიძე გარდაიცვალა

Posted by iberiana on ოქტომბერი 28, 2017

27 ოქტომბერს, 63 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ცნობილი ლიტერატორი და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი

თემურ ქორიძე

Posted in 2017, ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

რეფერენდუმი კატალონიაში

Posted by iberiana on ოქტომბერი 2, 2017

კატალონიის ადგილობრივმა მთავრობამ რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადა

ესპანეთის კატალონიის ავტონომიური ოლქის მთავრობამ შემდგარად გამოაცხადა დამოუკიდებლობის საკითხზე 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმი. Reuters-ის ინფორმაციით, ბარსელონაში დღეს, 2 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ადგილობრივი მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ხორდი ტურულმა განაცხადა, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 42,3%-მა და მათგან 90%-მა მხარი დაუჭირა ესპანეთის შემადგენლობიდან კატალონიის გასვლას. ავტონომიურ ოლქში სულ 5,3 მილიონი ამომრჩეველია. ადგილობრივი მთავრობის მეთაურის, კარლეს პუჩდემონის განცხადებით, კატალონიის მოსახლეობამ მოიპოვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს, რესპუბლიკის შექმნის უფლება. კარლეს პუჩდემონის თქმით, რეფერენდუმის შედეგებს უახლოეს ხანში გაუგზავნიან კატალონიის პარლამენტს, რათა მან იმოქმედოს რეფერენდუმის შესახებ კანონის შესაბამისად. ადგილობრივი პარლამენტის მიერ 6 სექტემბერს მიღებული კანონით, რომელიც ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა, კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხზე სხდომა უნდა ჩაატაროს რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 48 საათში. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ მადრიდი ლეგიტიმურად არ ცნობს კატალონიაში ჩატარებულ რეფერენდუმს. მარიანო რახოის თქმით, კატალონიელებს მოტყუებით აიძულეს უკანონო, ინსცენირებულ პლებისციტში მონაწილეობა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა რეფერენდუმს უწოდა დემოკრატიის არსის დაცინვა და 1 ოქტომბერს მომხდარი მასობრივი არეულობებისა და ძალადობის გამო, პასუხისმგებლობა დააკისრა კატალონიის ადგილობრივ მთავრობას. 1 ოქტომბერს, ესპანეთის პოლიციამ დახურა კატალონიის მხარეში რეფერენდუმისთვის გახსნილი ათობით უბანი.

ადგილობრივ ხელისუფალთა ინფორმაციით, პოლიციელებმა დაკეტეს 2300-დან 319 საარჩევნო უბანი. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაიხურა 92 უბანი. 1 ოქტომბერს, ბარსელონასა და კატალონიის მხარის სხვა ქალაქებში ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდნენ რეფერენდუმის მომხრეები და პოლიციელები. სამართალდამცავებმა ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, დემონსტრანტებმა კი პოლიციელებს ქვები დაუშინეს. კატალონიის ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, დაშავდა 844 ადამიანი. ესპანეთის შსს-ს ცნობით, დაშავებულია 12 პოლიციელი.

https://www.radiotavisupleba.ge/a/28768455.html

Posted in 2017, მსოფლიო, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ერაყის ქურთისტანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა

Posted by iberiana on სექტემბერი 26, 2017

ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის ოფიციალური გამოცხადების შემდეგ რეგიონში ახალი რეალობა იქმნება

 

ა.წ. 25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც  დაახლოებით 3,3 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა – ამომრჩეველთა 72,16%.

რეფერენდუმში ქურთების ავტონომიაში შემავალი ერბილის, სულეიმანიისა და დოჰუკის პროვინციების მოსახლეობასთან ერთად იმ ადამიანებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც კირკუკის, ნაინავისა და სალაჰადდინის პროვინციებში ცხოვრობენ.

გარდა ამისა, ონლაინ რეჟიმში საარჩევნო კომისიაში ხმები სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქურთებისგანაც შედიოდა.

ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბაღდადთან ერთად ანკარა და თეირანი გამოდიან. რეფერენდუმის წინააღმდეგია, ასევე, აშშ, ევროკავშირი და გაერო.

რაც შეეხება ისრაელს და საუდის არაბეთს, ისინი, სავარაუდოდ, ქურთებს დაუჭერენ მხარს.

თურქეთმა და ირანმა ერაყის ქურთისტანის საზღვართან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ამასთან, ირანმა ჩაკეტა საზღვარი, რომელიც ქურთისტანთან აკავშირებთ.

Posted in 2017, მსოფლიო, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

კონსტანტინე გამსახურდია: ამბობენ, პრეზიდენტს “პუტჩისტები” უნდა დაედუღებინაო, რა ადვილია, არა?!

Posted by iberiana on სექტემბერი 8, 2017

k. gamsakhurdiaკონსტანტინე გამსახურდია: ამბობენ, პრეზიდენტს “პუტჩისტები” უნდა დაედუღებინაო, რა ადვილია, არა?!

კიდევ ერთხელ უახლეს ისტორიაზე, იმიტომ, რომ მავანს ვერ შევაგნებინე, მავანს კი საერთოდ არ სურს გაიგოს საქმის ნამდვილი ვითარება. წერენ და ამბობენ: “პრეზიდენტი ვარდების სროლაზე ლაპარაკობდა, ჰუმანისტობდა და არ ალაგმა “პუტჩისტები”. უნდა დაედუღებინა, გაენადგურებინა, ამისთვის სრული ავტორიზება ქონდა. მოკლედ იგი პირდაპირ აგებს პასუხს.” გულშემატკივრისაგან განსხვავებით მოწინააღმდეგე ნიშნისმოგებით და ირონიით დაგვჩხავის ამ შინაარსის ტექსტს.

რა ადვილია, არა?

1. უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ბიმურზა აფრასიძე-დადეშქელიანი ადასტურებს, რომ 1991 წლის 21 დეკემბრის ღამეს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საპარლამენტო დელეგაცია ბიმურზა აფრასიძე-დადეშქელიანის, ალექსანდრე ქობულაშვილის და აკაკი გასვიანის შემადგენლობით გაგზავნა მანქანების ბარიერის მეორე მხარეს სიგუასთან მოლაპარაკებაზე, მოახლოებული სისხლისზღვის შესაჩერებლად. ოპოზიციის ყველა მთავარ მოთხოვნაზე უნდა დათანხმებულიყვნენ (ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, კოალიციური მთავრობის შექმნა და ა.შ.) სიგუამ ისინი ალოდინა საათები, ბოლოს დაღლილობა მოიმიზეზა და არ შეხვდა.

2. საქართველოს უბრალოდ არ ყავდა ორგანიზებული შეიარაღებული ძალა, რომელიც პუტჩისტებს ალაგმავდა. სსრკ-ს პირობებში, თუნდაც გორბაჩოვის დროს ამ ამოცანის გადაჭრა, ანუ რეალური არმიის შექმნა უმძიმესი იყო. არადა ეროვნულ ხელისუფლებას არმიის ნამდვილი მშენებლობისთვის ხელები ახლაღა ეხსნებოდა. მოხალისე ახალგაზრდები ბევრნი მოვიდნენ მთავრობის სასახლეში 22 დეკემბერს, როგორც კი დაიწყო სროლა, მოგვეცით იარაღიო. სამწუხაროდ, არც იარაღი იყო. მეორე მხარე კი რუსული იარაღით და ინტრუქტორებით იყო მომარაგებული. მათვე ეხმარებოდათ სპეცნაზი “ღამურა”. ააფეთქებდნენ ჩვენები “ბეტეერს” და მის სანაცვლოდ 2-3 ახალი ბეტეერი და ტანკი ჩნდებოდა. პრაქტიკულად ყველა სამხედრო ხელმძღვანელი გაეთიშა ბრძოლას:

– გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლოთი ქობალიამ ფეხში დავიჭერი, ვერ ვიომებო.
– შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომან გვენცაძემ დუნდულში დავიჭერი, ვერაფერს გავაწყობო.
– შს მინისტრმა დილარ ხაბულიანმა “დეზოდორი” შეისხა თვალებში და გაიშოტა, ჩემზე ქიმიური თავდასხმა განხორციელდაო; (ეს იგივე ხაბულიანია, ნაციონალურ მოძრაობაში რომ შევიდა მოგვიანებით.)
გია უჩავა, სამთავრობო შტაბის უფროსი პუტჩისტებს ყოველდღიურად ამარაგებდა ინფოებით.
ვანო ჭელიძემ, შინაგანი ჯარების სარდალმა დაშალა ჯარი და გაიქცა;
ბესო ქუთათელაძემ ტელეანძა გადასცა პუტჩისტებს და მათ მხარეზე გადავიდა.
ნოდარ გიორგაძე, ავღანელთა კავშირის ლიდერი თავიდან პრეზიდენტს შეხვდა, მერე კი საერთოდ გაერიდა ბრძოლას თავის შეიარაღებულ ჯგუფთან ერთად.
– პოლკოვნიკი თენგიზ ეპიტაშვილი პირდებოდა პრეზიდენტს, ჩემი ტანკებით ცხინვალის შემოგარენიდან დავიძრებიო, მაგრამ ეს ყველაფერი დაპირებად დარჩა. სულ რაღაც ორიოდე თვეში კი ეპიტაშვილი კადრებზე ჩანს, შევარდნაძეს რომ ხვდება თბილისის აეროპორტში.
– დარჩა თავდაცვის მინისტრი ჯონი ფირცხალაიშვილი, რომლის მთელი ამოცანა შემცირდა უზენაესის ეზოში მეგაფონით სიარულზე, რათა გაეფრთხილებინა იქ მყოფნი, ერთ ადგილას ნუ შეჯგუფდებითო. აი ესაა იმდროინდელი მოვლენების უმძიმესი სურათი. მაშ ვინღა ალაგმავდა გადამტრიალებლებს?

3. თავდაცვის სამინისტროს მოსკოვის პუტჩამდე არავინ არ ჩამოგაყალიბებინებდა, ეგრევე დაგვარტყამდნენ. ის კი არა, პუტჩის დროს პრეზიდენტს მტკიცება მოუწია გეკაჩეპე-ს წარმომადგენელთან, რომ ეს გვარდია კი არის, შინაგანი ჯარია. საუბარია იმ ჩანასახოვან ნაწილზე, რომელიც კიტოვანმა რკონში წაიყვანა. გენერალი შურავლიოვი კი დაბომბვით იმუქრებოდა. როგორც კი იტყოდი აგვისტომდე, რომ გვყავს არმია და სამინისტრო, ცენტრი ომს დაიწყებდა. და გინდაც 1991 წლის აპრილში გეთქვა, რომ გყავს არმია – იგივენაირად დაგარტყამდნენ. ან ვინმეს გონია, რომ ლანდსბერგისს ყავდა არმია მაგ დროს? მაშინ რა საჭირო იყო ხალხის მორიგეობა მთავრობის სასახლესთან ვილნიუსში?

ხელისუფლებამ ისევე დააფიქსირა პუტჩი, როგორც პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ხელმძღანელობამ ოკუპაცია. არის ეს მსგავსება მათ შორის.

ამიტომაც არ მიიღება ეგ საყვედური თუ ბრალდება.

8.09.2017

Posted in 1991, 2017 | Tagged: , , | Leave a Comment »

პაპასქირი – „უმეცრობის ფართი-ფურთი“

Posted by iberiana on აგვისტო 18, 2017

z.papaskiriზურაბ პაპასქირი – „უმეცრობის ფართი-ფურთი“

ანუ ცნობილი ფალსიფიკატორის მორიგი გამოხდომა

დღეს, რასაკვირველია, ძნელია ყოველმხრივ გაანალიზებულ იქნეს აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზები, მაგრამ ერთი რამ აქედანვე ცხადია: აფხაზური ნაციონალ-სეპარატისტული მოძრაობის ლიდერებმა ყველაფერი იღონეს, და მიაღწიეს კიდევაც იმას, რომ აფხაზს ქართველში დაენახა არა მოძმე და მოყვარე, არამედ მტერი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, „ართმევს“ მას სამშობლოს და, საერთოდ, ყოველგვარ ისტორიულ პერსპექტივას „უკარგავს“. რასაკვირველია, ეს ერთბაშად არ მომხდარა. ეგ არის შედეგი იმ აღვირახსნილი ანტიქართული პროპაგანდისა, რომელსაც ასე გამიზნულად და თანმიმდევრულად ეწეოდნენ აფხაზი ნაციონალ-სეპარატისტები უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში…

ჩვენმა საზოგადოებრიობამ კარგა ხანია იცის ი. ვორონოვის ანტიქართული პუბლიკაციების შესახებ. მისი აქტიურობა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ 70-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო, როდესაც მან აფხაზეთში არსებული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლები სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოაცილა ქართულ სამყაროს. …  მას მერე, რაც მეცნიერი ი. ვორონოვი პოლიტიკური „მოღვაწის“ მანტიითაც შეიმოსა, მისმა საქმიანობამ ამ მიმართულებით თვისობრივად ახალი სახე მიიღო და მთლიანად აფხაზური ნაციონალ-სეპარატისტული მოძრაობის პოლიტიკური კონიუნქტურის სამსახურში ჩადგა. ამის მკაფიო ნიმუში გახლავთ ი. ვორონოვის ე.წ. „ექსპრეს-ნარკვევი“: „აფხაზები – ვინ არიან ისინი?“…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/afxazeti/z-papaskiri/ 

 

Posted in 1992, 2017, Abkhazia, აფხაზეთი - Abkhazia, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

კოკოითი – „ოსეთის საზღვრები უნდა გადაიხედოს“. 2013

Posted by iberiana on აგვისტო 8, 2017

ამათი გამოსწორება არ იქნება!

17ba6becac3b2e5b5f5ac92f79dc1e8c[1]კოკოითი – „ოსეთის საზღვრები უნდა გადაიხედოს“

2013 წლის აგვისტოში ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა დე ფაქტო ლიდერმა ედუარდ კოკოითმა რუსულ ინტერნეტ–გამოცემა „expert.ru”-ს ინტერვიუ მისცა.
გთავაზობთ ამონარიდს:

– თავის დროზე თქვენ განაცხადეთ პრეტენზია ყაზბეგის რაიონში მდებარე კობის ქვაბულზე, თრუსოს ხეობაზე, რომელიც, როგორც განაცხადეთ, საქართველოს შემადგემლობაში 1920 წელს აღმოჩნდა. ხომ არ შეიცვალა თქვენი პოზიცია ამ საკითხში?

– დღესაც ვიმეორებ, რომ თრუსოს, გუდას ხეობები და კობის ქვაბული ჩვენი მიწებია. იქ ოსური სოფლები მდებარეობს, ოსური სიწმინდეებით, წინაპრების საფლავებით. ეს საკითხი ქვაკუთხედი უნდა გახდეს საქართველოსთან მოლაპარაკების პროცესში. ჩვენი პრეტენზიები ისტორიული დოკუმენტებით არის გამყარებული. სააკაშვილის მთავრობამ ეს სოფლები საძოვრებად და სამხედრო პოლიგონად აქცია. ოსებს დღეს არ შეუძლიათ ყაზბეგის რაიონის სოფლებში, საკუთარ სახლებში მოხვედრა. თავის დროზე, როდესაც მე წამოვწიე ეს საკითხი, მახსოვს ვაშინგტონის პირველი რეაქცია. მან მტკივნეულად აღიქვა ჩვენი გაცხადება. მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა დარეკა რუსეთის სააგარეო საქმეთა სამინისტროში და თქვა, „ოსები ტერიტორიულ პრეტინზიებს აცხადებენო“. დიახ, ჩვენ გვაქვს ეს პრეტენზიები და დღესაც ვადასტურებთ მათ! და დღეს, როდესაც საქართველო მსოფლიოს უცხადებს, თითქოს რუსეთი და სამხრეთ ოსეთი რუსი მესაზღვრეების მეშვეობით ცდილობენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 10 მეტრით გადაწევას, ეს არის ტყუილი, რადგან არავითარი ქართული ტერიტორია იქ არ არის! სამწუხაროდ, ცხინვალის რეგიონის რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია სამხრეთ ოსეთისგან. თუმცა ჩვენ არა მარტო ამაზე, არამედ ქართული მხარის მიერ მისაკუთრებულ თრუსოს ხეობის სოფლებზეც უნდა ვისაუბროთ. რატომ არ შეიძლება, დავაყენოთ ეს საკითხი და მსოფლიოს განვუცხადოთ, რომ საქართველომ მიისაკუთრა ჩვენი მიწები?! რუსეთის მთავრობას რომ 2008 წლის ომი ასეთ მოკლე დროში არ დაესრულებინა, მე მზად მყავდა ჯგუფი, რომელიც თრუსოს ხეობაში ყაზბეგამდე შესვლას და სამხრეთ ოსეთისთვის აღნიშნული მიწების ლენინგორთან ერთად დაბრუნებას გეგმავდა. თუმცა ამ ოპერაციის ჩასატარებლად დრო არ მეყო, დაახლოებით ორი დღე. დღეს ამ ტერიტორიებზე ქართული ლაბორატორიები, რადიოლოკაციური დანადგარებია განთავსებული. არადა, ეს ჩვენი მიწაა და მასზე მუშაობს ქართული სამხედრო ობიექტები ჩვენი ხალხისა და რუსეთის წინააღმდეგ!

– როგორ უნდა აღმოიფხვრეს ეს პრობლემა?

– მე ომისკენ არ მოვუწოდებ. ეს მოლაპარაკებების რეალური თემაა.საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები, რომ ჩვენმა ძმებმა და დებმა შეძლონ, თავისუფლად მივიდნენ საკუთარ სახლებში, რომ მათ სახლებს არავინ ესროლოს. ვფიქრობ, საქართველოში მოვა ისეთი მთავრობა, რომელიც შესძლებს, ნორმალური და ცივილური დიალოგი წარმართოს. იგივეს ვუსურვებ ამჟამინდელ მთავრობასაც, რომლის ინიციატივები ჯერ მხოლოდ სიტყვებად რჩება. მოხარული ვიქნებოდი, თუ ეს ინიციატივები კონტაქტის დამყარებას შეუწყობდა ხელს, ოღონდ თავდაპირველად – რუსეთის. ფედერაციასთან.

სრულად: http://soa.gov.ge/geo/kokoiti-osetis-sazghvrebi-unda-gadaixedos–1917/

 

 

Posted in 2008, 2017, სამაჩაბლო-Samachablo | Tagged: , , , | Leave a Comment »

ინდოელები კახეთში, კახელები კი “მახეში”

Posted by iberiana on ივლისი 26, 2017

ნიკოლოზ კენჭოშვილი – ინდოელები კახეთში – კახელები “მახეში”

ალ ჯაზირა – ინდური “შემოსევა” ქართულ მიწებზე

 

ინდოელები ქიზიყს შეესიენ!

2225.07.2017

თათა მურაჩაშვილი

ენ პი ეი) ის, რაც კახელების თავს ამჟამად ხდება, წესით მთელი საქართველოს საწუხარია. მართალია, ისინი ყველაფერს ხელისუფლებას, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, უმუშევრობას, გლეხის შრომის დაუფასებლობას აბრალებენ, მაგრამ მათაც არანაკლები წვლილი მიუძღვით იმ ყურით გაუგონარ ამბებში, რაც ქიზიყში, კონკრეტულად კი სიღნაღის რაიონში ხდება. ჩვენი რესპოდენტის ვინაობას, მისივე თხოვნით ინკოგნიტოდ ვტოვებთ.

რესპოდენტი: _ სიღნაღის რაიონი, ეს ულამაზესი კუთხე, რომლის “სავიზიტო ბარათიც” ალაზნის ველია, უცხოელებმა დაიპყრეს. ,,ქართველთა მარშებს“ თბილისში რომ აწყობენ, საქართველო მარტო დედაქალაქია? აქეთაც გამოიხედონ რა ხდება, ჩალმიანების შემოსევა გვაქვს.
_ ვინ არიან ჩალმიანები?

_ წნორში, ბოლო წლებში უამრავი ინდოელი დასახლდა. მხოლოდ რუსებზე რომ ვლაპარაკობთ და აქციებს ვუმართავთ საზღვართან, ამათაც ,,მცოცავი ოკუპაციით“ დავიპყრეს. ჯერ რამდენიმე ინდოელი ჩამოვიდა და წნორში იყიდა ბინა, მერე სხვები ჩამოიყვანეს და ასე გამრავლდნენ. ამათ ჩინელები მიემატნენ და მოიწყეს ცხოვრება ამ ბარაქიან მიწაზე. ჩვენი ხალხი მონებად აიყვანეს, ტყავს აძრობენ შრომით და კაპიკებს უხდიან. საშინელი მდგომარეობაა, ეს იცის ყველამ, მათ შორის ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეგენი არიან, ვინც არიან. წნორში, კომუნისტების დროს აშენდა ე.წ. „ზაგოზერნო“, იგივე ხორბლის გადამამუშავებელი დიდი საწარმო, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნოდა.მერე ის ვიღაც ქართველმა შეისყიდა. ინდოელები რომ ჩამოვიდნენ, თავიდან ამ საწარმოში დაიწყეს მუშაობა, ისწავლეს როგორი პრონციპით მუშაობდა და ბოლოს მთელი საწარმო იყიდეს. ახლა ,,ზაგოზერნო“ მათი საკუთრებაა. მერე სახნავ-სათესი მიწებიც შეისყიდეს, ქართულ მიწაზე მოყვანილი ხორბლისგან ფქვილს აკეთებენ და ყიდიან. წნორიდან ლაგოდეხამდე რაც სახნავ-სათესი მიწაა, უმეტესობა უკვე მათი საკუთრებაა. ასეულობით ჰექტარი აქვთ, კიდევ ყიდულობენ და ზრდიან ქონებას.

_ მხოლოდ ის ერთი ჯგუფი აკეთებს ამას, რომლებიც პირველად ჩამოვიდნენ?

_ არა, რას ამბობთ. უკვე იმდენი არიან, ერთი დიდი სოფელი გაივსება. ჩამოჰყავთ და ჩამოჰყავთ ინდოელები. ამბობენ, რაც ჩვენს ქვეყანაში 1 ჰექტარ მიწაში უნდა გადავიხადოთ, აქ 100 ჰექტარი მოგვდისო. სახლებსაც ყიდულობენ. წნორის გვერდით არის სოფელი საქობო. წნორში და საქობოში ათეულობით სახლი გაიყიდა ინდოელებზე. რომ იყიდიან სახლს, მერე ანგრევენ და როგორც თავად სურთ ისეთ სახლს იშენებენ. პირველ რიგში სამლოცველო ოთახს იწყობენ. გაწამებულები ჰყავთ მშენებლები, რა თქმა უნდა, ქართველები. ააშენებენ ესენი, იმათ არ მოეწონებათ და ისევ ანგრევინებენ. შენობებს გარედან საოცარ ფერებად ღებავენ. ერთ სახლში უამრავი ინდოელი ცხოვრობს. რამდენიმე ინდოელი ქალიც ჰყავთ ჩამოყვანილი, მაგრამ ძირითადად კაცები არიან. ალბათ, თქვენც მიხვდებოდით, მათ აქვთ გარკვეული გეგმა.
_ რა გეგმა?

_ საქართველოს, კერძოდ კახეთის დაპყრობა სურთ ბრძოლის გარეშე, რაშიც ხელისუფლებაც ეხმარებათ. ბანკში რომ მივდივართ და რიგია, ქართველები ვდგებით რიგში. ისინი რიგში არ დგებიან. რომ დაინახავენ ბანკის თანამშრომლები მაშინვე უთავისუფლებენ ადგილ ს და ურიგოდ ემსახურებიან. რამდენჯერმე ვიჩხუბეთ ამის გამო და ბანკის მესვეურებმა გვითხრეს, ,,ზემოდან“ გვაქვს ბრძანება მიღებული, ეს ხალხი რიგში არ უნდა ჩავაყენოთო. ჯიპებით დაიბღინძებიან ინდოელები კახეთში, როგორც ფეოდალები ისე ცხოვრობენ. რამდენჯერმე ავარია მოახდინეს, მაგრამ პატრულმა მაშინვე გაუშვა და მეორე ავტომანქანის მძღოლს დააბრალა ყველაფერი. რაც უნდა დააშავონ, არავინ ეუბნება რამეს და გათავხედებულები არიან.
ერთი წლის წინ, წნორში მაცხოვრებელი ინდოელი გარდაიცვალა დანარჩებმა მიცვალებული წაიღეს წნორის ცენტრში, გზაჯვარედინზე, პოლიციის შენობის წინ და იქ უნდოდათ დაეწვათ. იძახდნენ, რომ მათთან ასეთი წესია, სოფლის ცენტრში წვავენ გარდაცვლილს და აქაც მოინდომეს ამის გაკეთება. ხალხი გამოცვივდა, პატრული მოიყვანეს, ქვეყანა შეიყარა და ამჯერად არ მისცეს ამის უფლება. გარკვეული დროის შემდეგ, როცა უფრო მეტნი იქნებიან, ალბათ, ამასაც გააკეთებენ და ქართულ სოფლებსა და ქალაქებში, ცენტრში დაწვავენ თავის მიცვალებულებს.
_ ხალხი რატომ ყიდის უცხოელებზე ბინებს? მხოლოდ ხელისუფლებას რომ ადანაშაულებთ, ადგილობრივების დანაშაულს ამაში ვერ ხედავთ?
_ ძალიან უჭირს ხალხს. გლეხის შრომა დაფასებული არ არის ჩვენს ქვეყანაში. შრომობენ სულის ამოხდამდე, მერე ან სეტყვა ანადგურებს ყველაფერს, ანდაც ვერ ყიდიან მოწეულ პროდუქტს. ბობოლა ქართველებს უცხოეთიდან შემოაქვთ სუპერმარკეტებში ბოსტნეული, ხილი და იაფად ყიდიან. ადგილობრივი გლეხები კი იძულებულნი არიან იმაზე ნაკლებად გაყიდონ. ჯამში, დახარჯულ თანხასაც ვერ იღებენ. მოკლედ, იძულებულნი არიან გაყიდონ და წავიდნენ ქალაქში ლუკმაპურის საშოვნელად. კახეთში უამრავი სახლი იყიდება, რომ იტყვიან, ჩალის ფასად.
_ და რა ფასში იყიდება სახლები?
_ 1500 დოლარად იყიდეს ამას წინათ ინდოელებმა სოფელ საქობოში სახლი, გზის პირზე, რომელიც მაშინვე დაშალეს და ახალი ააშენეს.
_ რას მეუბნებით? რატომ ყიდიან ასე იაფად სახლებს კახელები?
_ ხომ გითხარით რატომაც ყიდიან. ჰოდა, ის უცხოტომელები სარგებლობენ ჩვენი ხალხის გასაჭირით. კანონიც არ უკრძალავთ მიწების ყიდვას და ყიდულობენ. მთავრობამ უნდა აკრძალოს ქართული მიწის გაყიდვა და ვეღარ იყიდიან.
_ მთავრობა თუ არ კრძალავს, გლეხებიც ვეღარ მოახერხებენ მათთვის მიწების მიყიდვას. ასეთი რამ როგორ შეიძლება, ჩვენ თუ არ გავუფრთხილდით ჩვენს სიმდიდრეს, ჩვენს ქვეყანას, უცხო რატომ გაუფრთხილდება?
_ რა ქნას ხალხმა, ზოგს ბანკის ვალი აქვს და იმის გამო, რომ გადაიხადოს, სულ არ დაკარგოს ყველაფერი და ღია ცისქვეშ არ დარჩეს, თავად ყიდის იაფად. ბანკს ვალს უსტუმრებს და ზოგჯერ თავადაც რჩება. ასეთებიც ხდება… ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს ეს პროცესი და უცხოელზე მიწა არავის გააყიდინოს. ზოგი ამბობს, ინვესტიციას დებენ უცხოელები ჩვენს ქვეყანაში, რას ერჩითო? რად გვინდა ისეთი ინვესტიცია, თუ ტეროტორიებს დავკარგავთ? გეუბნებით, ვკარგავთ, თან შუაგულ კახეთში. ბარაქიანი მიწა გვეცლება ხელიდან ქართველებს და ხმას ვერ ვიღებთ.
_ ხმას ვერ იღებთ კი არა, ხელს უწყობთ…
_ ჩვენი ბრალი არ არის. ყველაფერს ხალხს ნუ დააბრალებთ, ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ პასუხი. მათ უნდა მოვთხოვოთ კანონის მიღება, რომ აიკრძალოს უცხოელებზე მიწის გაყიდვა, სხვანაირად დავიღუპებით. ქართული მიწა ქართველებს აღარ გვექნება.

წყარო: ევრონიუსი

***

მიწათმოქმედების იაფფასიანი სამოთხე

გიორგი ჭეიშვილი

2

ინდოელთა რიცხვი კახეთი სულ უფრო და უფრო იზრდება, ინდოეთის მთავარ ქალაქებში კი აგენტები მიწებისა და საქართველოში ბიზნესის წარმოების რეკლამირებას ეწევიან.

საქართველოში არსებულ სასოფლო-სამეურნო მიწებს კომპანიები და ცალკეული პირები კლიენტებს სხვადასხვა ფასად ვებ-გვერდების (http://chandigarh.indialist.com, http://real-estate.vivastreet.co.in , http://www.clickindia.com, http://www.alibaba.com … ) მეშვეობითაც სთავაზობენ.

ერთ-ერთ განცხადებაში, ინდოელი აგენტი ფერმერებს საქართველოში ათასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთს სთავაზობს, თითო ჰექტარს კი, მათი მდებარეობის მიხედვით, 2500-დან 3000; სოფლებთან ახლომდებარე მიწებს კი 3500-დან 4500-მდე აშშ დოლარს აფასებს.

ამავე განცხადების მიხედვით, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ კომპანია კლიენტებს კონსულტაციას, ვიზითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც სთავაზობს. აქვე კომპანიებისა თუ მათი წარმომადგენლების საკონტაქტო ინფორმაციაა მითითებული – როგორც ინდოეთში.

***

111

მართლა ფლობენ თუ არა ინდოელები კახეთში დიდ მიწებს?!

ამ ბოლო დროს გაჩნდა სტატიები, სადაც შეშფოთებაა გამოთქმული ინდოელების კახეთში მომრავლებასთან დაკავშირებით, ასახელებენ მათ რაოდენობას – 2000-2500, ძირითადად კაცებს.

balrah

სტატიებში მოყვანილი ინფორმაციების გადასამოწმებლად რეესტრს მივმართეთ (https://naprweb.reestri.gov.ge/#/search). წნორში ამ ბოლო დროს  გაყიდული უძრავი ქონების პირველივე გვერდზე ვნახეთ ჩვენთვის უცხო სახელის პიროვნება  და დავინტერესდით, სადაური იყო და რა ქონება ჰქონდა შეძენილი,

მოლოდინმა გაგვაოცა. ინდოეთის მოქალაქე ბალრაჯ გარგის (პირადი ნომერი H8705074, 01994001386) სიღნაღის რაიონში მის სახელზე რიცხული ქონება რეესტრში 5 გვერდზეა განთავსებული.

2012 წელიდან მის ან მისი შპს-ეების სახელზე: შპს BHUMIN INTERNATIONAL (404405461), შპს საკ ოილ (440393049),  შპს ალფა ლენდზ (440389839),  რომლის 100% წილის მფლობელი თვითონაა, საკუთრებაშია ათეულობით ჰექტარი  მიწა და უძრავი ქონება.

ეს არის არასრული ჩამონათვალი ინდოეთის მოქალაქის ქონებისა საქართველოში:

ქ. წნორი რუსთაველის N17, ქ. წნორი, 9 აპრილის 2ა, ქ. წნორი დავით აღმაშენებლზე (3200 კვ.მ.), “ბროწლიანში”, წნორის ალაზნის მიწები (210000 კვ.მ.), წნორში (53700 და 14001 კვ,მ),  სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში (5000, 38900 და 50000 კვ.მ), ქვემო მაჩხაანში (16787 და 21409 კვ.მ), გზატკეცილი წნორი-სიღნაღი (600 კვ.მ.), 2014 წლანდე მის საკუთრებაში იყო  აგრეთვე სოფელ საქობოში (146883 კვ.მ)

ბალრაჯი სხვა ინდოელებსაც ეხმარება შპს-ების სახელზე უძრავი ქონების ყიდვაში, ქართველებს კი იპოთეკით “ეხმარება”.

ამჟამად ბალრაჯის ინტერესის სფეროა სიღნაღის რაიონის სოფელ ძველი ანაგის მიწები!

ეს არის მხოლოდ ერთ ადამიანზე მოპოვებული არასრული ინფორმაცია, როგორი მდგომარეობაა ზოგადად კახეთში და მთლიანად საქართველოში უცხოელებზე გაყიდული მიწების მხრივ,  რთული წარმოსადგენია.

Posted in 2017, საქართველო-Georgia | Tagged: , , | 21 Comments »

ტაო-კლარჯეთში უცნობი წარწერა აღმოაჩინეს

Posted by iberiana on ივლისი 20, 2017

a68916b[1]

“ის არაერთ საიდუმლოს მოჰფენს ნათელს”

ტაო-კლარჯეთში უცნობი წარწერა აღმოაჩინეს

1500481297_tao[1]

საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის ინფორმაციით, თურქეთის ტერიტორიაზე, სოფელ მერენესში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, უცნობ ასომთავრულ წარწერას მიაკვლიეს.

წარწერა სოფელში, წყლის არხის გაყვანის დროს, მიწაში 11 ივლისს იპოვეს. აქვე დასტურდება ეკლესიის ფრაგმენტები. შემორჩენილი ნაშთებიდან ჩანს, რომ ეკლესია ძალზე მასშტაბური იყო. ადგილობრივი მოსახლის სახლში ჩატანებულია ჯვრის ორნამენტიანი ქვა.

ასომთავრული წარწერის ტექსტი მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ამ რეგიონისა და აქ მოღვაწე პირების შესახებ. წარწერის პირველი ნაწილი გვაუწყებს, რომ 954 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს ერთ-ერთი ხელმწიფე, ბაგრატიონთა სახლის ტაოს შტოს წარმომადგენელი, ოპიზის მონასტრის სახელგანთქმულ ქტიტორულ რელიეფზე გამოსახული ისტორიული პირი – აშოტ II კურაპალატი, რომლის შესახებაც ცნობები რამდენიმე ქართულ წერილობით წყაროში მოიპოვება.

 სუმბატ დავითის-ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ გვამცნობს, რომ კურაპალატი აშოტ II 954 წელს უშვილოდ მიიცვალა: „გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა რ~ო~დ (174+780=954 წ.), და არა ესუა შვილი“.

წარწერის წაკითხვა და ისტორიულ-პალეგრაფიული ანალიზი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა თემო ჯოჯუამ ჩაატარა.

მერენესის მე-10 საუკუნის ასომთავრული წარწერის კვლევა გაგრძელდება და მეცნიერთა ვარაუდით, იგი ტაო-კლარჯეთის ისტორიის არაერთ სადავო თუ ბუნდოვან საკითხს მოჰფენს ნათელს. 

 
წარწერის ტექსტი:

„[გ(ა)რდ(აი)ც]ვალა აშ{ო}ტ | [კ(უ)რ(ა)პ(ა)ლ(ა)]ტი ქრ{ო}ნ{ი}კ{ო}ნსა | [რ]ჲიდ (174+780=954 წ.), თ(უეს)ა ი{ა}ნვ{ა}|რსა კე (25). ღ(მერთმა)ნ დ(ი)დ(ე)ბ(უ)ლ ყ|ვ{ე}ნ ს(უ)ლი მ(ა)თი. აღ(ე)შ(ე)ნა [წ(მიდა)ჲ] | ეკლ{ე}სი{ა}ჲ ჴ{ე}ლითა მ{ი}ქ{აე}ლ{ი}ს{ი}თ[ა], | ღ{უე}რკ{ე}ლ{ი}ს{ი}თა და თ{ო}მ{ა}სითა, | [-]რთვს{ი}თა (?), [-]მ[-]თრს{ი}თა (?), [ა(მე)ნ] (?)“.

17.07.2017

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=57490

 

Posted in 2017, საქართველო-Georgia, ტაო-კლარჯეთი | Tagged: | Leave a Comment »

ტყვია ქართულ სუნელებში

Posted by iberiana on ივლისი 2, 2017

IMG_7025_5957e7b063268[1]ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი: ქართულ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩენილია 2017 წელსაც

როგორც ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი On.ge-სთვის გამოგზავნილ წერილში წერს, ისინი საფრთხის შესახებ რეგულარულად აფრთხილებენ ქართული სუნელების პოტენციურ მომხმარებლებს.

უწყების ინფორმაციით, ისინი უკვე წლებია ამოწმებენ საქართველოში წარმოებულ, სხვადასხვა სახის სუნელს ტყვიის შემცველობაზე და დარღვევებს რეგულარულად პოულობენ. მათ შორის, “საგანგაშო ოდენობის” ტყვია აღმოჩნდა 2017 წელს შემოწმებულ სუნელებშიც. თუმცა, წერილში არ წერია, კონკრეტულად რომელი ბრენდის, ან რა სახით დაფასოებული სუნელებია შემოწმებული და საფრთხის შემცველი. ამის დაზუსტებას ჯანდაცვის დეპარტამენტი უახლოესი დღეებისთვის დაგვპირდა.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, მათ მიერ ერთ-ერთ ნიმუშში აღმოჩენილი ტყვიის საგანგაშო ოდენობა იყო 27 000 ppm (27 000 ერთეული მილიონზე) მაშინ, როცა, მაგალითად, ტკბილეულში ტყვიის დასაშვები, უსაფრთხო ზღვარია 0,1 ppm.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი გარკვევით ამბობს, რომ მათი გაფრთხილება, ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობაზე, ახლაც ძალაშია. თუმცა, მათ საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში ამის შესახებ ჯერ კიდევ 2011 და 2015 წლებში გააფრთხილეს და ინფორმაცია შემდგომი გამოძიებისთვის გაუგზავნეს ქართულ მხარეს. მათივე თქმით, 2015 წელს გამოქვეყნებული გაფრთხილება კი საქართველოს საკონსულოსთან თანამშრომლობით შეიქმნა, რათა გაეფრთხილებინათ ქართული სუნელების პოტენციური მომხმარებლები…

სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხი:

“სურსათის ეროვნული სააგენტო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. სააგენტო მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს და ლაბორატორიულ კვლევას.

დღეს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ, რაც არის 2015 წლის ინფორმაცია და არავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან”.

On.ge გააგრძელებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას და ყველა შესაძლო გზით შეეცდება მოიპოვოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა სახეობის სუნელს ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო მძიმე მეტალების შემცველობაზე, როგორია შემოწმების სიხშირე და შედეგები, ასევე, ბოლოს როდის ჩატარდა მსგავსი შემოწმება

https://on.ge

***

%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90

ცოტნე გამსახურდია

“ბავშვობიდან, არასდროს, არავის პირადი შური არ მქონია…

მშურდა და მშურს უცხოელების, მათი ქვეყნების, საზოგადოების განათლებულობის, განვითარების, ორგანიზებულობის, წესრიგის, პატიოსნების… მშურს ამერიკელების: აღმოაჩინეს ტყვია ქართველი ბავშვების სისხლში, განგაში ატეხეს, მივიდნენ მათ სახლებში, ყველაფერი შეამოწმეს და მიაკვლიეს მოწამლვის წყაროს. არ დაეზარათ, არ დაენანათ რესურსი ერის ჯანმრთელობისათვის! სისტემა საათივით აწყობილია!

… სახეში აფარებ ამ დოკუმენტებს, მოსალოდნელ ზიანს და საფრთხეს, საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივ უმოქმედობას, სიბრიყვეს, კორუფციას და მაინც გეუბნებიან – არაო! განა შეიძლება ასე ყოველ ნაბიჯზე ერი თვითგანადგურებისკენ ისწრაფოდეს?!…

“თქვენ გესმით რა ხდება?! საერთოდ დაგრჩათ ტვინში ნეირონები?! ამერიკის ხელისუფლება აფრთხილებს საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებს საშინელი საფრთხის, საწამლავის შესახებ ჩვენს პროდუქტებში და ჩვენ ამას გვიმალავენ!

ვინ აგებს ამაზე პასუხს?! ვინ ჩაატარა მოკვლევა ან გამოძიება? ვინ გამოიკვლია უხარისხო საწვავის შემოტანის საკითხი, ან ბიძინეს მეგობრების “არემჯი გოლდი” რომ ნახევარ სამხრეთ საქართველოს ველ-მინდვრებს და მდინარეებს წამლავს? სხვა კომპანიებზე და კატასტროფულ ეკოლოგიურ ვითარებაზე აღარ ვამბობ: აქ ხომ ბიზნესი და ხელისუფლება ერთ მაფიოზურ ქსელშია შეზრდილი!

როდემდე ავიტანოთ ეს ყველაფერი?!”

წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში

02.07.2017

Posted in 2017, ეკოლოგია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

უძველესი ყურძნის წიპწები

Posted by iberiana on ივნისი 6, 2017

imiri

უძველესი ყურძნის წიპწები აღმოჩენილია ქვემო ქართლში 

wipwebi[1]ქვემო ქართლში (სოფ. იმირი) არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს.

ექსპედიციის მონაწილეების ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად გამოვლენილია საცხოვრებელი ნაგებობები, სხვადასხვა შრომის იარაღები, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები და სხვა. აღმოჩენილი მასალის დამუშავება და პალეო-ბოტანიკური კვლევა კიდევ უფრო ნათელ სურათს შექმნის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მეღვინეობა-მევენახეობის კულტურის შესახებ.

2017 წელს ერთობლივ არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის სპეციალისტები.

http://www.interpressnews.ge/ge/regioni/436594-imiris-arqeologiur-dzeglze-eqspediciam-erththviani-samushaoebi-daasrula.html

Posted in 2017, არქეოლოგია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს

Posted by iberiana on მაისი 31, 2017

kobakhidze

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ ირაკლი კობახიძეს

კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციებისა და კერძო პირების

მიმართვა

კონსტიტუციური ცვლილებების დაგეგმილი საპარლამენტო განხილვების წინ, წარმოგიდგენთ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა მოსაზრებებს საქართველოს კონსტიტუციაში კულტურის საკითხებთან დაკავშირებით შემოთავაზებული ცვლილებების თაობაზე.

მივიჩნევთ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი არსებითად აუარესებს კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში კულტურის დარგის დაცვის მექანიზმებს, კერძოდ:

შემოთავაზებული პროექტით, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, იზრუნოს კულტურის განვითარებაზე, ეცლება ნორმატიული შინაარსი, ჩაუნაცვლებლად უქმდება მოქმედი რედაქციით დაცული მოქალაქის უფლება კულტურული გარემოთი სარგებლობაზე, ვიწროვდება კულტურის ცნება და ის მხოლოდ სახელოვნებო და აკადემიურ თავისუფლებამდე დაიყვანება.

  1. სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, იზრუნოს კულტურის განვითარებაზე, ეცლება ნორმატიული შინაარსი
  2. კულტურის დაცვის სხვა მექანიზმებთან ერთად უქმდება კულტურული გარემოთი სარგებლობის უფლება
  3. ვიწროვდება კულტურული ცხოვრების ფართოდ დაცული სფეროები

სრულად: https://sakdrisiblog.wordpress.com/2017/05/31/platporma/ 

Posted in 2017, კულტურული მემკვიდრეობა, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

26 მაისი

Posted by iberiana on მაისი 26, 2017

18670742_1377029325700096_5375266808413840152_n[1]

დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის დღეა!
პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებით, ზვიად გამსახურდიას ეროვნულმა ხელისუფლებამ და უზენაესმა საბჭომ განამტკიცა და განაძლიერა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რისი დანგრევისთვისაც, რუსეთის იმპერიას ტანკებისა და სრული სამხედრო ძალის გამოყენება დასჭირდა…

დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა!
მერაბისა და ზვიადის ვერაგული მკვლელობით დასრულდა ღირსეული ხანა და შეგვრჩა გადედლებული საქართველო.
ქალების მედროშეობის დროა!…

ლეილა ცომაია

26.05.2017

Posted in 2017, ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

9 აპრილიდან 9 აპრილამდე

Posted by iberiana on აპრილი 8, 2017

9 აპრი;ი

კონსტანტინე გამსახურდია – ჩვენს თვალწინ არნახული სისწრაფით ჩაიქროლა ისტორიამ 9 აპრილიდან 9 აპრილამდე

1989 წლის 9 აპრილი: ღამე, რომელმაც შეცვალა არამხოლოდ საქართველოს, არამედ გარკვეულწილად აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაც;
ღამე, როდესაც წარმოუდგენელი იყო უხეში, საზარელი ძალის წინაშე შიში, კუდის ამოძუება, საკუთარ პოზიციაზე უარის თქმა;
ღამე, როდესაც მოხდა უპრცედენტო დარბევა, რადგან მსოფლიოს ალბათ არ ახსოვს, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მომწამლავი გაზი გამოეყენებინოთ;
ღამე, როდესაც რუსთაველზე ჩაქრა შუქი და სანთლებიღა ეჭირათ მომიტინგეებს, ხოლო სულში ცოცხლდებოდა იოანეს სახარების სიტყვების განწყობა – “ნათელი იგი ბნელსა შინა სჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია;”
ღამე, როდესაც მერაბ კოსტავას ცნობილი სიტყვა ითქვა გადამწყვეტ მომენტში, დღესაც რომ ისეთივე ზემოქმედება აქვთ, როგორც მაშინ.

1991 წლის 9 აპრილი, დამოუკიდებლობის გამოცხადება ახალ რეფერენდუმის შედეგებზე და 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტზე დაყრდნობით; დროზე ადრე შეკვეცილი “გარდამავალი პერიოდი”, გამოცხადებული ნახევარი წლით ადრე, და ამას თავისი მიზეზები ქონდა: ეს იყო აგრესიული დამოკიდებულება კრემლისა ჩვენი პარლამენტის პრაქტიკულად ყველა დადგენილებაზე, დაუსრულებელი მუქარა, ასევე 17 მარტის გაყალბებული “რეფერენდუმი” სსრკ-ს შენარჩუნებაზე.

და ისევ ქვა, მთავრობის სასახლესთან, სანთლები, დაღუპულთა ხსოვნისთვის.

დამოუკიდებლობის გამოცხადება 9 აპრილს გავდა დავით აღმაშენებლის მისვლას ანისის აღებისას თურქთაგან მოკლული დედოფლის საფლავთან სიტყვებით “გიხაროდენ დედოფალო, რამეთუ ღმერთმა იხსნა შენი ტაძარი უსჯულოთაგან” – სამჯერ ჩასძახა თურმე.

ზვიად გამსახურდიას მიერ დამოუკიდებლობის აქტის წარდგენა იყო ფაუსტის სიტყვები: “შეჩერდი წამო, რა შვენიერი ხარ!”

ეს კიდევ მომაგონებდა დაჭრილი დიდოსტატი არსაკიძის ბიბლიური წარმომავლობის სიტყვებს, თითქმის დასრულებული სვეტიცხოვლის დანახვისას: “იქმენინ ნათელი”.

და ბოლოს, როგორ გამომაფხიზლებლად ჟღერდა სახალხო ეიფორიის ფონზე – კარგია ზეიმი, ოღონდ ნუ დაგვავიწყდება, რომ ნამდვილი ბრძოლა ახლა იწყებაო.

დიახ, ეს იყო 9 აპრილიდან 9 აპრილამდე.

კონსტანტინე გამსახურდია

8 აპრილი, 2017

Posted in 1989, 2017, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ცინიკური პასუხი პროკურატურისგან

Posted by iberiana on აპრილი 5, 2017

%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90ცოტნე გამსახურდია – ცინიკური პასუხი პროკურატურისგან

დღეს მივიღეთ მორიგი, უკვე ღიად ცინიკური პასუხი პროკურატურისგან: გამოძიება ამ ეტაპზე ვერ ხედავს მომხდარში დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ ოჯახის წევრებს ვერ გცნობთო.
შესაბამისად, არავითარი უფლებები ამჟამად მამაჩემის მკვლელობის საქმის ძიებისას ოჯახის წევრებს არ გვენიჭება, მათ შორის – არც საქმის მასალებს გაგვაცნობენ!

9 აპრილს, დღის ორ საათზე გთხოვთ მობრძანდეთ პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე. რომელიც შეეხება არამხოლოდ ამ დანაშაულს და მის მიჩმქალვას, არამედ არაფორმალური, მოღალატური მმართველობის პრობლემატიკას! გვეყოლება ძალზე საინტერესო გამომსვლელები, ძალზე საინტერესო მოხსენებებით…

ძალიან მინდა, რომ ეს აქციები არ იყოს მხოლოდ აქციებისთვის, არამედ საზოგადოების გათვითცნობიერებას და პროგრესს შეუწყოს ხელი, რაც ახალი სტილი იქნება დამოუკიდებელი საქართველოს საპროტესტო მოძრაობათა ისტორიაში.

დანარჩენს – ამ დღეებში დავწერ უფრო დეტალურად. გთხოვთ, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს და ასევე, გაავრცელოთ.

როგორც აქამდე თავად ვიდექი ყოველი თქვენგანის გვერდში მეც და ისიც, ვინც ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა. ნუ ჩამომართმევთ ქედმაღლობაში: მინიმუმ თხუთმეტი წელია ვამბობ, სხვის უფლებების დაცვა საკუთარის დაცვასაც ნიშნავს!

ცოტნე გამსახურდია

5 მარტი, 2017

Posted in 2017, საქართველო-Georgia, ცოტნე გამსახურდია | Tagged: | Leave a Comment »

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიას პრესკონფერენცია

Posted by iberiana on მარტი 28, 2017

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიას პრესკონფერენცია. 27 მარტი, 2017

I ნაწილი

II ნაწილი

Posted in 2017, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

ცოტნე გამსახურდიას მიმართვა

Posted by iberiana on მარტი 26, 2017

gamsaxurdiebi
ყოველი წლის მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში სული სიმძიმით მევსება… ტრაგიზმის, გამოუვალობის განცდით, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს შობას დაჰყვა თან – შინაური გარეწრებისა და ბოროტების იმპერიის მეცადინეობით. მოგეხსენებათ, 31 მარტი დამოუკიდებელი საქართველოს გამოცხადების საფუძვლის, დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და ამავე დროს, ამ დამოუკიდებლობის ძირითადი შემოქმედის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ადამიანის, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას მიაჯაჭვა მისი სიცოცხლე და ეს დღეც ორივეს დაბადების დღედ იქცა…

თუმც დამოუკიდებელ საქართველოს დიდხანს არ უცოცხლია, და არც მისი არსებობის მთავარ ინიციატორს. უკვე დაახლოებით 25 წელიწადია საქართველო მოჯადოებულ წრეზე დადის: ცხადად დანახული და დაწერილი ისტორიის, შეცდომებისა და სწორი ნაბიჯების შეფასების გარეშე. ხომ ნათქვამია: თუ გინდა, რომ ერს ღირსება დააკარგინო, მას პატრიოტები და თავდადებულები უნიათო და წარუმატებელ კაცუნებად უნდა დაუსახო, ხოლო მოღალატეები და გამყიდველები – გმირებად! განა ამის შემდეგ გასაკვირია, რომ ამდენი წელი გზა გვაქვს აბნეული?!

ზვიად გამსახურდიას სიკვდილსაც ჩემთვის ორი განზომილება აქვს: პიროვნული და სახელწიფოებრივი ტრაგედიისა.
1994 წელს იანვარში, როდესაც პირველკურსელ ყმაწვილს ჯერ მოკლული მამის ცხედრის ნახვა მქონდა სანატრელი და შემდეგ, როცა რამოდენიმე საფლავის გამოცვლის შემდეგ შევარდნაძის ბანდებმა რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად როგორც იქნა გადმოგვცეს უკვე დაახლოებით 40 დღის გარდაცვლილი… მახსოვს ის დღეები, როდესაც ვეხებოდი მის სხეულს, როდესაც ვერ წარმომედგინა მიწისთვის როგორ უნდა მიმებარებინა იგი…

სახელმწიფოებრივ ასპექტს რაც შეეხება: არაფერი, რაც მის სიკვდილსა და საქართველოს სახელმწიფოს განადგურებას შეეხება დღემდე არ არის ოფიციალურად დადგენილი. შევარდნაძის დროს, ბუნებრივია, ეს ყველაფერი მიჩქმალული და თაროზე შემოდებული იყო. ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ნგრევა, ათასობით ადამიანის განადგურება, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყნის ძარცვა და მის ხარჯზე ერთეულების გამდიდრება, რისეთის ჯარის გამოყენება კანონიერ ხელისუფლებასთან ბანდიტურ ბრძოლაში და პრეზიდენტის მკვლელობა არავის აინტერესებდა.

სააკაშვილის მმართველობის დროს ამ მიმართულებით გარკვეული,მაგრამ უმნიშვნელო ნაბიჯები გადაიდგა. შეიქმნა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზთა დამდგენი საპარლამენტო კომისია, თუმც მას არ მისცეს საგამოძიებო ფუნქციები. მიუხედავად ამისა, ამ კომისიამ სერიოზული მასალები და მტკიცებულებები მოიპოვა, რაც დღესაც ამ საქმის ტექსტთა ძირითად კორპუსს შეადგენს.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ეს საქმე მკვლელობის გამოძიების მუხლით გადააკვალიფიცირა და გარკვეული საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა. თუმც მალევე გამოჩნდა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკურად სასპეკულაციო თემა იყო და სინამდვილეში დღეს პროკურატურა და სუსი გულმოდგინედ მალავენ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ავტორებსა და შემსრულებლებს! მალავენ საკუთრივ რუსეთის, იმჟამინდელი შევარდნაძის (რომელნიც იგივე მოსკოვიდან იმართებოდნენ) სპეცსამსახურებისა და ბანდების მონაწილეობას და როლს ჩვენი ქვეყნის დაქცევა-განადგურებაში. საქმის მასალებში ცხადად ჩანს მომხდარი, მხოლოდ ეფექტური საგამოძიებო ქმედებებია განსახორციელებელი!მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობა და მინისტრი ვახტანგ გომელაური შეგნებულად აფარებენ ხელს შევარდნაძის მკვლელებსა და იდეურ მემკვიდრეებს. იმედია გასაგებია, ვისი დავალებით!

ამ ყველაფერზე ხვალ, 27 მარტს უფრო დეტალურად ვისაუბრებთ პრესკონფერენციაზე კონსტანტინე გამსახურდია და მე, ამ სიტყვების ავტორი. ამავე დროს, უახლოეს დღეებში დაგეგმილი მაქვს შეხვედრები საქართველოში აკრედიტებულ მეგობარი ქვეყნების ელჩებთან, რათა გავაცნო ვითარება და იმედი მაქვს დასაბუთებული მხარდაჭერისა.

გთხოვთ გაიაზროთ და გაავრცელოთ:

ყველა ადამიანსა და პოლიტიკურ ძალას, ვინც ადეკვატურად აფასებს პროცესებსა და გული შესტკივა ქვეყანაზე, სამართლიანობაზე, კანონიერებაზე გთხოვთ მობრძანდეთ რუსთაველზე, პარლამენტის წინ 31 მარტს, პარასკევს, დღის 4 საათზე.
ძალა ხალხშია, ერთად დავამთავროთ სიყალბე!

ცოტნე გამსახურდია

26.03.2017

Posted in 2017, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: | 1 Comment »

სისხლიანი 2 თებერვალი

Posted by iberiana on თებერვალი 2, 2017

გვახსოვდეს დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლები

ზუსტად 25 წლის უკან, 1992 წლის 2 თებერვალს რამოდენიმე ასეულმა იარაღიანმა ნაძირალამ სისხლში ჩაახრჩო დაახლოებით ორას ათასიანი მშვიდობიანი დემონსტრაცია. ადამიანები, რომელნიც საკუთარი კანონიერი არჩევანის დაცვას ცდილობდნენ და აპროტესტებდნენ სამხედრო გადატრიალებას. ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ დაეცვათ ქვეყანა იმ საშინელებისგან, რომელიც მას თურმე უნდა გაევლო… ათასობით სამშობლოზე მოფიქრალი ადამიანი, მოქალაქეები, რომლებიც “ზვიადისტებად” – ერთ ადამიანზე ფანატიკურად შეყვარებულ უგნურებად – შერაცხა მოსკოვის ტელევიზიამ და საკუთარი კეთილდღეობისთვის ყველაფრის მკადრებელმა “სვეტსკი” ბოზბანდამ. ბანდამ, რომელმაც ქვეყანა სისხლში ჩაახრჩო იმიტომ, რომ იმჟამინდელმა პრეზიდენტმა პრივილეგიები გამოაცალა…

იმ დღეს 180-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა და 20-ზე მეტი დაიღუპა. ამ ყველაფრის ავტორებისათვის დღეს არცერთ ხელისუფლებას პასუხი არ მოუთხოვია. მეტიც, არაერთი მათგანი დღემდე უზრუნველად დასეირნობს ამ ქალაქში და ხანდახან ჭკუასაც გვარიგებს ხოლმე…
მარადიული ხსოვნა იყოს…

ცოტნე გამსახურდია

2 თებერვალი, 2017

Posted in 2017, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »