Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘2019’ Category

მანანა გაბაშვილი – პატრიოტიზმი

Posted by iberiana on თებერვალი 29, 2020

manana gabashvili

მანანა გაბაშვილი
პატრიოტიზმი
(ისტორია და თანამედროვეობა)

პატრიოტიზმი, როგორც ცნობილია, გავრცელებული და მრავალი ხალხის ენებში დამკვიდრებული ტერმინია. ის ბერძნული სიტყვიდან _ პატრის მომდინარეობს და სამშობლოს, მამა-პაპეულ მიწა-წყალს უკავშირდება. პატრიოტის გაგება, რაც სამშობლოს მოყვარულს ნიშნავს, ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ გრძნობებს გამოხატავს. ..

მეცნიერებმა დაასაბუთეს, რომ ეს განცდა, უძველესი დროიდან მოყოლებული, გარკვეული ფორმით პირველყოფილ საზოგადოებასაც ახასიათებდა, რაც ჯიშის გადარჩენასა და შერჩევითობას უკავშირდებოდა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ იმ ტომს ჰქონდა სიცოცხლის გადარჩენის შანსი, რომელსაც თავისი ტომის არსებობის გასაგრძელებლად შეეძლო საკუთარი სიცოცხლის გაწირვა. ამდენად პატრიოტიზმს თვითგადარჩენისა და სიცოცხლის გაგრძელების ფუნქციაც გააჩნია, შესაბამისად ის შორსაა დამღუპველი კომფორმიზმისგან, რომელიც თვით ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც მოედო და საქართველოსთვის დღეს განსაკუთრებით აქტუალური და დამაფიქრებელია…

პატრიოტიზმის ისტორიაში თუ ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ მას ყველა ხალხისთვის ერთი საერთო ნიშანთვისება ახასითებს; ეს არის სიყვარული. ამდენად ჭეშმარიტი პატრიოტიზმი სხვადასხვა დროსა და ეპოქაში სიყვარულს ეფუძნება და პირველ რიგში ქვეყნის წინაშე ვალდებულებას, მასზე ზრუნვას, უანგარობას, ისტორიის, ენისა და კულტურის, ტრადიციების შენახვა-გაფრთხილებას, მისთვის სასახელო საქმეების კეთებას, საკუთარი ქვეყნის საუკეთესო კუთხით წარმოჩენას, საფრთხისა და საშიშროების შემთხვევაში კი სამშობლოს დაცვასა და თავდადებას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტი საკუთარ ინტერესებზე მაღლა სამშობლოს ინტერესებს აყენებს…

ცრუ პატრიოტები კი (რომლებმაც სამარცხვინოდ ეროვნული ხელისფლება დაამხეს) ამდენი წელია ქვეყანას სიძულვილით მართავენ, ურთიერთდაპირისპირებული, მტრულად განწყობილი ქართველებით, რაც საინფორმაციო საშუალებებითაც პიარდება და შუა საუკუნეებში რომ ეარსებათ საქართველო დღემდე ვერ მოაღწევდა…

ამიტომაც ჭეშმარიტი პატრიოტიზმისგან განსხვავებით, რომელიც სახელმწიფოს, მის ინსტიტუტების სტაბილურობისა და არსებობის გარანტია, ცრუ პატრიოტიზმი ქვეყნისთვის არანაკლებ საშიშია, ვიდრე ნებისმიერი შემოსეული მტერი

თუ რამდენად სახიფათოა ცრუ პატრიოტიზმი, ამას არაერთი ქვეყნისა და მათ შორის საქართველოს ისტორიაც გვაუწყებს, თუნდაც ხალხის მოტყუების გზით, ეროვნულობის ცრუ პროპაგანდით, ხელისუფლებაზე თავდასხმითა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებით. ამის მაგალითია 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგადაც ეროვნული ხელისუფლების ჭეშმარიტ პატრიოტიზმს ცრუ პატრიოტიზმი ჩაენაცვლა, ჭეშმარიტ დემოკრატიას ცრუ დემოკრატია და დემაგოგია, რის შედეგადაც ერში, დიდი მსხვერპლის ფასად, ტერიტორიები დაიკარგა და საქართველოს ისტორიაში პირველად, სხვადასხვა ქვეყანაში კატასტროფული მასშტაბის ქართული ემიგრაცია გაჩნდა, რაც დემოგრაფიული კრიზისის ერთ-ერთი მიზეზიცაა…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/manana-gabashvili-2/

 

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას საახალწლო მიმართვა. 1990 წლის 31 დეკემბერი

Posted by iberiana on იანვარი 1, 2020

ზვიად გამსახურდიას საახალწლო მიმართვა

1990 წლის 31 დეკემბერი

Posted in 2019, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ეს კრიმინალები, იმის ნაცვლად ინანიებდნენ, ათასგვარ სიბინძურეს ავრცელებენ

Posted by iberiana on დეკემბერი 31, 2019

tsotne

ეს კრიმინალები, იმის ნაცვლად ინანიებდნენ, ათასგვარ სიბინძურეს ავრცელებენ

ნეიტრალური მოწმეები ადასტურებენ, რომ ცოტნე ფაქტიურად არ სვამდა და ამ კრიმინალების წასვლიდან კიდევ 20 წუთი იმყოფებოდა სუფრაზე. სახლის კართან ჩაუსაფრდნენ და სწორედ ამ ტატო ღარიბაშვილმა ჯერ ყავარჯენი ჩაარტყა თავში ცოტნეს, მერე ასფალტის ნატეხს ურტყამდა თავში, რომელიც ხელიდან გააგდებინეს და მერე გულმკერდში ჩაარტყა დანა რამდენჯერმე ცოტნეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ასევე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ბრალდებულები გასამართლებულები არიან საფრანგეთსა და გერმანიაში ქურდობისთვის, მოიხადეს ერთწლიანი საპატიმრო სასჯელები 2013 და 2016 წლებში და დეპორტით გამოაძევეს.

ეს ყველაფერი საქმეში დევს და ვინაიდან მასალები მხოლოდ მათ გადაეცემათ და მე, როგორც დაზარალებულის ადვოკატს, კანონით მარტო გაცნობის უფლება მაქვს, გამოაქვეყნონ ბრალდებულების მხარემ სრულად ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები თუ სიმართლეს არ ვამბობ და არა ისე, შერჩევით, საკუთარი ვერსიის გასამყარებელ საკუთარ ჩვენებებს რომ აწვდიან საზოგადოებას.

ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ ცოტნეს და ეხლა რეპუტაციულად უნდათ მისი განადგურება. არ გამოვა ეგ ამბავი. ყველამ იცის ვინ ვინ არის და მოვა დრო, როდესაც თავად ცოტნე გასცემს ყველას სათანადო პასუხს.

ამირან გიგუაშვილი
ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი
31.12.2019

***

roman nadiraZe“ცოტნე გამსახურდიამ ტატო ღარიბაშვილს დაზიანება ყავარჯნით მიაყენა” – ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი

ცოტნე გამსახურდიას დაჭრისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ტატო ღარიბაშვილის ადვოკატის რომან ნადირაძის განცხადებით, ტატო ღარიბაშვილს ყავარჯნით დაზიანება ცოტნე გამსახურდიამ მიაყენა.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებამ ბრალი გადააკვალიფიცირა.

“მოხდა ჩხუბი, ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორც ცოტნე გამსახურდიას, ისე ტატო ღარიბაშვილს. ბრალდებამ ბრალი გადააკვალიფიცირა. ამოღებულია ტატო ღარიბაშვილის ყავარჯენი, მას ამ ყავარჯნით დაზიანება ცოტნე გამსახურდიამ მიაყენა. მოვითხოვეთ ექსპერტიზა და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა,” – განაცხადა ადვოკატმა…

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან, ცივი იარაღით დაჭრეს. საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

rustavi2.ge

 

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის გახსენება

Posted by iberiana on დეკემბერი 31, 2019

ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის გახსენება

2013 წლის 30 მარტს ტელევიზია „ობიექტივის” ეთერში, ია ბაგრატიონ-მუხრანელის გადაცემაში პროფესორებმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორებმა მანანა გაბაშვილმა და ბიძინა ჩოლოყაშვილმა ისაუბრეს ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობაზე. ნაწყვეტი გადაცემიდან

Posted in 2019, ეროვნული მთავრობის მტრები, ვიდეო, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

“გოგა ხაინდრავა პირადად იყო ჩართული მოსახლეობის ძარცვასა და ნაძარცვის აფხაზეთიდან გაზიდვაში”

Posted by iberiana on დეკემბერი 30, 2019

xaindrava.jpg

“გოგა ხაინდრავა პირადად იყო ჩართული მოსახლეობის ძარცვასა და ნაძარცვის აფხაზეთიდან გაზიდვაში” – ოფიცერი მზადაა სასამართლოში დაამტკიცოს

დეკემბერი 30, 2019
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ოფიცერი, დავით მარტიაშვილი მზადაა სასამართლოში დაამტკიცოს, რომ აფხაზეთში მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა პირადად იყო ჩართული მოსახლეობის ძარცვასა და ნაძარცვის აფხაზეთიდან გაზიდვაში…

დავით მარტიაშვილი: … აფხაზეთის ომის დროს გვარდიის მეშვიდე ბატალიონის მეთაურად ვმსახურობდი. დანამდვილებით ვიცი, რომ აფხაზეთში ნაყაჩაღარის 30% გოგა ხაინდრავასი იყო. საცოდაობაა, რომ საქართველოში დემოკრატია იმის სასწავლებელი გახდა, ვინც შეთავსებით ხან რეჟისორია, ხან მძარცველი, ხან სახელმწიფო მინისტრი. თუმცა, მე მზად ვარ ხაინდრავას მისი საქმიანობა შევახსენო 1992 წელს – აფხაზეთში, რაც ძალიან კარგად მახსოვს. ეს საქმიანობა მიმართული იყო სოხუმის ჩაბარებისკენ.

წყარო: gmtv.ge

Posted in 2019, ეროვნული მთავრობის მტრები, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

Артем Иванцов – Об алфавитах

Posted by iberiana on დეკემბერი 28, 2019

Артем Иванцов

Артем Иванцов – Об алфавитах

Английский хороший алфавит, но у него нет “ц”, нет “ж”, нет “дз”. Французский тоже хороший, но у него нет “дж”, нет “х”, нет “ц”. Есть “ц” у немцев, но зато у них совсем нету “ч”, и “ж” тоже нету, и “дз”. У испанцев в принципе нет “ш”, а также “з” есть только как буква, но не как звук. У португальцев же нету “ч”. И “ц” у них обоих тоже нету. У итальянцев есть “дз” (но не одной буквой!), но нет ни “ж”, ни “х”. Для “ш” тоже нет отдельной буквы. Фрикативная (украинская) “г” кроме украинцев есть только у чехов. Полугласная “w” во всей Европе есть только у англичан. У греков напрочь нет ни “ш”, ни “ч”. И “ц” отдельной буквой тоже нет. Украинцы имели очень большой алфавит. И с “дж”, и с “дз”, но не одной буквой. В иврите уже есть фрикативно-взрывные пары, но нет элементарной “ч”. И “дж” тоже нет. У турок есть много чего, но нет “ж” и “ц”. А арабов, в отличие от всех европейцев, есть гортанная “q”, но нет ни “ж”, ни “ц”. … Греческие “кси” и “пси” – это вообще плод больной фантазии давать буквы сочетаниям согласных. Хорошо, что на двух остановились.

А что же у грузинов? Есть ли у них “ш”, “ж”, “дз”, “дж”, “з”? Конечно. А есть ли у них, например, “ц” и “ч”? Да, по две каждой. Одна фрикативная, одна взрывная. А все ли в порядке у них с “к”? Да, все, их аж три. Фрикативная, взрывная и “арабская” гортанная. Да, и “х” у картвелов тоже три….

https://iberiana.wordpress.com/alphabet/ivantsov/

Posted in 2019, Asomtavruli, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

Posted by iberiana on დეკემბერი 28, 2019

gaprindashvili'ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 20 დეკემბერს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“, – აცხადებენ სუს-ში.

ამჟამად ვაჟა გაფრინდაშვილი გორის პოლიციაში იმყოფება.

1tv.ge

 ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი ემოციური კომენტარი (ვიდეო)

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

აშშ-ს დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას

Posted by iberiana on დეკემბერი 26, 2019

trump.jpg

“დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას”- ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს

26.12.201902212
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს 2020 ფისკალური წლისთვის.

კანონი მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით: გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელიც აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

აღსანიშნავია, რომ კანონი ასევე ითვალისწინებს საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უპრეცედენტო ზრდას, რომელიც 132 025 000 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს.

ფაქტები.ჯი

Posted in 2019, აფხაზეთი - Abkhazia, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

გიხაროდეთ, 2021 წლიდან “გვეშველება”!

Posted by iberiana on დეკემბერი 26, 2019

lakiaგურამ ლაკია – გიხაროდეთ, 2021 წლიდან “გვეშველება”!

მმართველი პარტიის მიერ დაპირებული ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის, სამუშაო ადგილების, დასაქმების, ეკონომიკური აღორძინების (სასწაულის რომელიც ევროპასაც გააკვირვებდა) ნაცვლად ბატონი ბიძინა უახლოესი 10 წლის განმავლობაში გვპირდება დაგვასაქმოს ევროპაში!

მიუხედავად იმისა,რომ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქეა გახიზნული ქვეყნიდან, მოდებულია მთელ დუნიას ოჯახისათვის ლუკმა პურის საშოვნელად, დასაქმებულები არიან შავ სამუშაოებზე, დამცირებას და დევნას განიცდიან ბატონი ბიძინა ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი დავრჩით საქართველოში და მას პრობლემებს ვუქმნით.

ვინც გაჯიუტდება და სამშობლოში დარჩება, მათაც არ დატოვებს დაუსაქმებლებს. მათ თურქები, არაბები,  სპარსები, ინდოელები და ჩინელები დაასაქმებენ.

საქართველოში დარჩენილი ჯიუტი მოქალაქეების ბედნიერებისათვის დე-ფაქტო ხელისუფლების ხელდასმული სახალხო დამცველი, გავლენის აგენტი ნინო ლომჯარიას დაჟინებული მოთხოვნით დე-ფაქტო ხელისუფლება დააკანონებს ქვეყანაში პროსტიტუციას, ნარკომანიას, სოდომისა და გომორის ცოდვებს, ერთსქესიანთა ქორწინებას.
ახლაგაზრდა გოგო-ბიჭები დასაქმდებიან ღამის კლუბებში და კაზინოებში…

უახლოეს 10 წელიწადში აღსრულდება მ.სააკაშვილის მიერ დაანონსებული-საქართველოს სინგაპურიზაცია, რაც ალენ დალესის დოქტრინის განხორციელებას ემსახურება ცალკე აღებულ ქვეყანაში, რომელიც უხვად ფინანსდება სოროსის ფონდის მიერ.

სოროსის ფონდი გაძევებული იქნა ევროპის ბევრი ქვეყნიდან,მათ შორის მისი წინაპრების სამშობლოდან – უნგრეთიდან.

დიდი ბრიტანეთი იმისათვის,რომ შეინარჩუნოს ქვეყნის ეროვნული სახელმწიფოებრიობა ტოვებს ევროკავშირს, რომელიც უხეშად ერევა დამოუკიდებელი ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკაში.

ჩვენ ვეტენებით!

ქართველები წავლენ ევროპაში,მაგრამ სამყარო სიცარიელეს ვერ იტანს!

ქართველთ მიწაზე (რაც გადაურჩება ჰიდრო-ელექტრო სადგურების მშენებლობას) დასახლდებიან უცხოტომელები, ანუ მოხდება ტერიტორიების მითვისება მშვიდობიანი გზით.

ჩვენ ევროპაში მაწანწალებად დავრჩებით და ბოშათა ცხოვრების წესებს ავითვისებთ,ჩვენ ხომ გენეტიკურად ნიჭიერები ვართ.

გაევროპულებულები ისტორიის სანაგვეზე მოვისვრით ეროვნების, სამშობლოს, რწმენის ცნებას,რასაც ევროპულობისათვის ჩვენგან მოითხოვს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ბატონი ჰერმან ვან რომპეი.

ჩვენ როგორც მონღოლთა ურდოში გვჩვევია-ლიბერასტების ავანგარდში ვიქნებით!
გვეძინოს მშვიდად! – სულ მალე გამოვიღვიძებთ ევროპის სანაგვეზე.

ევროპელებმა გენეტიკურად გამოიძიეს და მეცნიერულად დაამტკიცეს,რომ თეთრკანიანი ევროპელების წინაპრები კავკასიელები არიან.

ჩვენ კი მაშასადამე…

1991-1993წწ. ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით მოსული ხუნტის გახრწნის შედეგად დაგროვილი პოლიტიკური ნაგავი ორად გაიყო, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება.
ერთნი ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას!
მეორენი იბრძვიან ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად!
მიზანი ერთია – ძალაუფლება სჭირდებათ პირადი კეთილდღეობისათვის. სხვა მიზანი მათ არ გააჩნიათ.

დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელიც რჩება ხუნტის მემკვიდრედ აგრძელებს მცდელობას ქვეყნის სახელმწიფოებრიობა ააგოს კანონის უზენაესობის იგნორირებაზე, სიცრუის ტირაჟირებაზე და საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის სულიერ დეგრადაციაზე.

დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ყველა ინიციატივა-არალოგიკურია!

ხალხის დასაქმებას, ეკონომიკის აღორძინებას, თავდაცვას, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას ისინი მარიხუანის კულტივირებით, ევროპაში დასაქმებით, NATO-ს სამხედრო ბაზების შემოყვანით ქვეყნის ტერიტორიაზე აპირებენ.
ეს იგივეა, რომ სიკვდილმისჯილ ადამიანს სასიკვდილო ინექციის ორგანიზმში შეყვანის წინ მკლავი სპირტიანი ტამპონით დაუმუშავო!
ღმერთი ფარავდეს საქართველოს!

Posted in 2019, ეროვნული გვარდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

მეუფე შიო: აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ქვეყანაში

Posted by iberiana on დეკემბერი 24, 2019

მეუფე შიო: აზარტული თამაშები და მათი ხელშეწყობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ქვეყანაში, ის ანგრევს ადამიანის პიროვნებას, ოჯახებს, ახდენს დეგრადირებას

meype-shio.jpg

დეკემბერი 20, 2019
როგორც საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა, აზარტული თამაშების ხელშეწყობა ქვეყნის ერთ-ერთი პრობლემაა.

„აზარტული თამაშები და მათი ხელშეწყობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. შეიძლება ითქვას, სულიერი თვალსაზრისით ეს არის აბსოლუტური ბოროტება, ვინაიდან ეს ანგრევს ადამიანის პიროვნებას, ოჯახებს, ახდენს დეგრადირებას, ადამიანი ემონება ცოდვას, არის ცოდვის ტყვეობაში. ჩვენ უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რომ მოხდეს შეზღუდვა. საპატრიარქო მონაწილეობდა კანონპროექტის შექმნაში, რომელიც რეგულაციებს ითვალისწინებს იმედია, ასეთი შეხვედრა ხელს შეუწყობს ამ კანონის მიღებას“, – განაცხადა მეუფე შიომ საპატრიარქოში, სადაც თემაზე – „ახალგაზრდებში და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია”, მრგვალი მაგიდა გაიმართა.

alt-info.com

 

Posted in 2019, პრობლემა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ქართველი ემიგრანტის წუხილი

Posted by iberiana on დეკემბერი 23, 2019

skola

ქართველი ემიგრანტის წუხილი – “აქ მოზარდი პატარების მშობლიური ენის ცოდნა და სიყვარული ნულს დიდად არ სცილდება”

გუშინ ქართულ სათვისტომოს წინასაახალწლო საბავშვო კონცერტი ჰქონდა. მე დასასრულს მივედი, საჩუქრებს რომ ურიგებდნენ პატარებს, იმ დროს.
სცენაზე პატარა ქართველები ირეოდნენ.

უცებ გუნდური შეძახილები გაისმა: “სნეგურაჩკააა! სნეგურაჩკაა! სნეგურაჩკაა!”

ნუ, რა დამემართა?!

წარმოიდგინეთ, ხმაც ვერ გავიღე გამოთაყვანებისგან!…

ჩემთვის ძალზედ მტკივნეულია, აქ მოზარდი პატარების მშობლიური ენის ცოდნა და სიყვარული ნულს დიდად არ სცილდება, მათი მშობლების უმრავლესობას ხომ ეს საკითხი, ეს ტკივილი მზესუმზირის ჩენჩოდაც არ უღირთ!

მაშინ, როდესაც სხვა ერების წარმომადგენლების ოჯახებში მშობლიური ენის საკითხი სათანადო დონეზე დგას! მათი მეორე-მესამე თაობა უცხო მიწაზე მშობლიურ ენაზე ჟღურტულებს!

ჩვენი?!
ვაი, ჩვენი ცოდო!…

18 წლის უცხოეთში ცხოვრება და თანამემამულეებზე დაკვირვება ასეთ რამეს მათქმევინებს: ჩვენზედ ადვილი გადასაჯიშებელ-გადასაგვარებელი ხალხი არ დადის დედამიწის ზედაპირზე!

მაგრამ, გასაკვირი ისაა, რომ ცხოვრობენ, შრომობენ თუ საწვლობენ უცხო ქვეყანაში, მშობელთა უმრავლესობის გულები კვლავ ღიღინებენ “Калин, камалин, камалин, камоя”-ს!

მრავალი წელია სხვის ქვეყანაში ცხოვრობენ და გამართულად ერთ რთულ ქვეწყობილ წინადადებასაც ვერ მოაბამენ თავს. მიუხედავად იმისა რომ სარგებლობენ ამ ქვეყნის ყველა სოციალური სიკეთით, გული მაინც “ერთმორწმუნე” რუსეთისთვის უძგერთ!

აბა, გაბედე და შეეკამათე, იარლიყები მზადა აქვთ!

ან კიდევ რამდენმა ქართველმა მოზარდმა იცის აკაკის “სულიკო” ან “ციცინათელა“?!
ან კი სმენიათ?!

რა, ჰქნან, მშობლებს არ სცალიათ, შრომობენ!
“სნეგურაჩკასთვის” კი სცალიათ!

შვილებს არც ქართულ ნახატ ფილმებს აყურებინებენ, სამაგიეროდ “Ну погоди заяц” და “Мария и медведь”, გაგიხარიათ!
უხარიათ, ამაყობენ რუსულს სწავლობენო!

სამწუხარო და სავალალოა ფრიად!

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/s-a/ 

 

Posted in 2019, ემიგრანტები, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

პლატონ ხუციშვილი – 1991 წლის პუტჩის ქრონიკა

Posted by iberiana on დეკემბერი 22, 2019

22.12.jpg

პლატონ ხუციშვილი – 1991 წლის პუტჩის ქრონიკა

1991 წლის 21 დეკემბერს უზენაესი საბჭოს შენობას მოადგა მოღალატეთა ჯგუფი, რომელსაც დავალება ჰქონდათ კრემლიდან პირდაპირ კონფლიქტში შესულიყვნენ ეროვნულ ხელისუფლებასთან და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას არცერთ შეთავაზებას არ დათანხმებოდნენ.

yaryara

გია ყარყარაშვილი

კრემლისთვის ზვიად გამსახურდია საშიში იყო, კავკასის დაკარგვის საშიშროებას ჰქმნიდა. ამიტომაც მოღალატეები არაფერს თანხმდებოდნენ პრეზიდენტის შეთავაზებულს, არა და ისინი ხომ იმ მოთხოვნით მოვიდნენ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო. ბატონმა ზვიადმა ხან ვინ და ხან ვინ მიაგზავნა ეგრეთ წოდებულ ოპოზიციასთან, მერე თემურ ქორიძე გადავიდა მათთან და სიგუას და დანარჩენ ოპოზიციის ლიდერებს გადასცა ბატონი ზვიადის გზავნილი – შეექმნათ საინიციატივო ჯგუფი უზენაესი საბჭოდანაც შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი და ოპოზიციასთან ერთად შეიმუშავებდნენ სარჩევნო კანონს და ვადებს ახალი საპარლამენტო არჩევნების. სანამ ეს მოხდებოდა, თემურ ქორიძემ სიგუას შესთავაზა ზვიადი გელოდება, გადადი და მე აქ დავრჩები სანამ შენ არ დაბრუნდებიო. სიგუა და ეგრეთ წოდებული ოპოზიცია დროს აჭიანურებდნენ, გვაცალეთ დავილაპარაკებთ და ერთ საათში გეტყვით. და ასე მთელი დღის განმავლობაში. ნაღდად ყოველი შეთავაზების შემდეგ მოსკოვს ელაპარაკებოდნენ და შეთავაზებაზე ან გადადებას ითხოვდნენ ან ახალი მოთხოვნები მოდიოდა, რომელიც მიუღებელი და არა განხორციელებადი იყო.

3 საათსა და 30 წუთზე გია ყარყარაშვილი შეუერთდა მოღალატე ოპოზიციას. კარგად მახსოვს, ან რა დამავიწყებს, ირინა სარიშვილის ხმას – “ეროვნული გვარდია ჩვენს გვერდზე დგას”, ამ დროს რამხელა ღალატია კაცისგან, რომელსაც ეროვნულ გმირობაზე აქვს პრეტენზია და მას ფიცი ჰქონდა დადებული ერის და ღვთის წინაშე, რომ დაიცავდა სამშობლოს და ქართველ ერს შიდა და გარეშე მტრისაგან. 21 დეკემბერს ყარყარაშვილი დილის 11 საათზე უზენაეს საბჭოში მოვიდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან შეხვედრაზე. მან ბატონ ზვიადს იარაღი და ტყვია წამალი სთხოვა, სამაჩაბლოში მივდივართო. სამი დღის დაბრუნებული იყო, სურსათის, ტყვია-წამლის წასაღებად დავბრუნდიო. მთავარსარდალს პატაკი ჩაბარა ბატონმა ზვიადმაც დილარ ხაბულიანს დაურეკა და ბრძანება გასცა “თეთრი არწივის” ბატალიონი მოემარაგებინა. აქაც სჩანს პრეზიდენტის ზნეობა და პატიოსნება, 10 ათასიანი ოპოზიცია ყავს მომდგარი კიტოვანის შეიარაღებულ ბანდასთან ერთად (კიტოვანის ნათქვამი, რომ ბანდასთან ერთად 22 დეკემბერს შუა დღეს ჩამოვიდა თბილისის ზღვიდან, წინააღმდეგობაში მოდის)….

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/platon-khutsishvili/

 

Posted in 1991, 2019, ეროვნული გვარდია, ეროვნული მთავრობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

კახა კუკავა – ზუსტად 28 წლის წინ

Posted by iberiana on დეკემბერი 22, 2019

kakha kukavaკახა კუკავა – ზუსტად 28 წლის წინ თბილისში დამოუკიდებელი საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას ქვემეხები დაუშინეს

1. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ცდილობენ გააყალბონ ისტორია სხვადასხვა ტერმინებით, როგორიცაა მაგ. „სამოქალაქო ომი“ ან „გამსახურდიას შეცდომებმა ერი შუაზე გაყო“, რეალურად ამბოხებას ქონდა ორი ძირითადი მიზეზი:

– საგარეო (გადამწყვეტი) ფაქტორი: გამსახურდიამ უარი თქვა ელცინის ულტიმატუმზე: 22 დეკემბერს ალმა-ატაში ხელი მოეწერა დსთ-ს დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე.

– საშინაო ფაქტორი: გამსახურდია არ აღიარებდა წითელი ელიტის არცერთი პრივილეგირებულ ჯგუფის განსაკუთრებულ უფლებებს თანამდებობებზე, სახელმწიფო ქონებაზე, ბიუჯეტის ფლანგვაზე, „ვოლგებზე“, „პაეზდკებზე“, „დაჩებზე“ და ა.შ. ამ მიზეზით დაუპირისპირდნენ მას რაიკომის მდივნები, წითელი ინტელიგენცია და წითელი დირექტორები, კანონიერი ქურდები და მხედრიონი;

2. სახელმწიფო გადატრიალების შედეგი იყო არა მხოლოდ გამსახურდიას განდევნა, არამედ ქართული სახელმწიფოს თანმიმდევრული ნგრევა, რაც დღემდე გრძელდება, მ.შ:

– კანონიერების, სამართლიანობის, კონსტიტუციის უზენაესობის როგორც პრინციპის უგულებელყოფა;
– სახელმწიფო სტრუქტურები ხელში ჩაიგდო პრივილეგირებულმა ელიტამ, რომლებიც ინარჩუნებდნენ და ინარჩუნებენ გავლენას შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის რეჟიმის პირობებში;

– საქართველომ დაკარგა კონტროლი ჯერ ცხინვალის რეგიონში, შემდეგ – აფხაზეთზე;

– ათობით მილიარდის ღირებულების სახელმწიფო ქონება კაპიკებში (კუპონებში) ხელში ჩაიგდო რამდენიმე ათეულმა ოჯახმა (როგორც ახლა იტყვიან წარმატებულმა ბიზნესმენებმა);

– 1990-91 წლების შემდეგ აღარ ჩატარებულა არჩევნები სადაც გადამწყვეტი არ იქნებოდა ფული და ადმინისტრაციული რესურსები;

– 1992-1995 წლებში ჩატარდა უმაგალითო მასშტაბის მხეცური რეპრესიები, მომიტინგეთა ადგილზე დახვრეტები თბილისში, მთლიანი სოფლების გადაწვა სამეგრელოში, ცოცხალი ადამიანისთვის ხელის მოკვეთა ხობში და ა.შ. (ამ ფაქტების დიდი ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია);

3. სახელმწიფო გადატრიალების თემა დღემდე ტაბუირებულია მმართველი ელიტის და ე.წ. „ცენტრალური“ არხების თუ „სამოქალაქო“ სექტორის მიერ;

არ ჩატარებულა სახელმწიფო გადატრიალების გამოძიება არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში (ბოლო 2 მთავრობას/ პროკურატურას მივმართე პირადად, წერილობით, კანონით გათვალისწინებული ფორმალობების დაცვით, შესაბამისად 2007 და 2013 წლებში).

4. იმ პირობებში როდესაც ყველა მაროდიორი, რომელიც ესროდა თბილისს და სამეგრელოს ატარებს „ვეტერანის“ საპატიო მოწმობას, დღემდე არ არის აღიარებული ფიცის ერთგული გვარდიელების სტატუსი: არ არსებობს თბილისის და სამეგრელოს დაცვისას ბრძოლაში დაღუპულთა არცერთი მემორიალი (სოციალურ გარანტიებზე საუბარიც ზედმეტია);

5. მიმაჩნია, რომ როგორც 1921 წლის 25 თებერვლის შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადება, ასევე შეუძლებელია 1991 წლის 22 დეკემბრის სწორი შეფასების გარეშე თანამედროვე, დამოუკიდებელი, ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

ვნახოთ ქართული ტელევიზიები გაიხსენებენ თუ არა ამ თარიღს.

PS: დაინტერესებული საზოგადოებისთვის – რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან 22 დეკემბერს 15:00 საათზე გაიმართება საპროტესტო აქცია “დაისაჯონ დამნაშავეები.

კახა კუკავა
პარტია “თავისუფალი საქართველო”-ს თავმჯდომარე
22.12.2019

Posted in 1991, 2019, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | 2 Comments »

ეთერ მგალობლიშვილი: დღემდე გამოუძიებელია პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობა

Posted by iberiana on დეკემბერი 21, 2019

28 წელი სახელმწიფო გადატრიალებიდან

ეთერ მგალობლიშვილი: დღემდე გამოუძიებელია პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობა

ეთერ მგალობლიშვილი: არათუ დღემდე გამოუძიებელია პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობა და მისი მომხრეების წამების, დახვრეტისა და დევნის ფაქტები, არამედ ვხედავთ სრულ უმოქმედობას და იგნორირებას პროკურატურის მხრიდან;

Posted in 1991, 2019, ეროვნული მოძრაობა, ვიდეო, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , , | Leave a Comment »

ეროვნული გვარდიის პრესსამსახურის განცხადება

Posted by iberiana on დეკემბერი 20, 2019

zviadi da cotne

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის პრესსამსახურის  განცხადება 

ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასთან დაკავშირებით

სულით ხორცამდე შეგვძრა, ა. წ. 19 დეკემბერის საღამოს, ბ-ნ ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლის ხელყოფის მცდელობამ.

ვლოცულობთ უფლის წინაშე, რათა გადარჩეს იგი და კვლავ ღირსეულად განაგრძოს თავისი მოღვაწეობა სამშობლოს საკეთილდღეოდ!

სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით გაჟღენთილი დიდი კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის ბრძოლას სამშობლოს თავისუფლებისა და აყვავებისთვის, მტერმა დაუპირისპირა არნახული ტერორი, რომელიც დღესაც გრძელდება. მტერთან უთანასწორო ბრძოლაში მათ ყოველთვის გვერდში ედგათ ქართველი ერი! ჩვენ, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის წევრები, ყოველთვის მხარში ვედექით საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ, ბ-ნ ზვიად გამსახურდიას და მისი ბრწყინვალე ოჯახის წევრებს!

ახლაც, გამოვხატავთ რა უსაზღვრო ერთგულებას პრეზიდენტის ოჯახისადმი, ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ ეს ფაქტი არაა უბრალო კრიმინალური შემთხვევა და რომ ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია!

დიახ! ეს არის დე-ფაქტო ხელისუფლებაში თბილად მოკალათებული, ჩვენს ქვეყანაში „კრიმინალური სახელმწიფო გადატრიალების“ მომწყობი მთავარი ორგანიზატორების მიზანმიმართული იდეოლოგიური მუშაობის შედეგი, რათა ამით ხელი შეშლოდა დაწყებული ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის მძლავრი გაერთიანების ჩამოყალიბებას!

მოვითხოვთ, პირუთვნელად იქნას გამოძიებული ზემოაღნიშნული კრიმინალური ფაქტი და გამოვლენილი იქნან შესაძლო ორგანიზატორები!!!

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული
გვარდიის პრესსამსახური

20.12.2019

Posted in 2019, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წელი და 9 თვე მიუსაჯეს

Posted by iberiana on დეკემბერი 20, 2019

vaja gaprindashvili.jpgცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის დავით ასათიანის ინფორმაციით, ე.წ. ცხინვალის სასამართლომ ექიმს 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის დავით ასათიანის ინფორმაციით, ე.წ. ცხინვალის სასამართლომ ექიმს 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა.

წინა სხდომაზე, 13 დეკემბერს, დე ფაქტო მოსამართლემ, ფატიმა პარასტაევამ ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხეში თვეზე მეტია, რაც იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ექიმის გათავისუფლებისკენ საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ მოუწოდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო მთავარი საკითხი, რომელიც 10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისას განიხილეს. საქართველოსთან ერთად ეს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმაც მოითხოვეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავა.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ექიმს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

publika.ge

Posted in 2019, საამაყო ქართველები, სამაჩაბლო-Samachablo, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ქვეყნის დაქცევის დღე, 1991წ. 22 დეკემბერი

Posted by iberiana on დეკემბერი 19, 2019

22 დეკემბერს 15 საათზე პარლამენტის შენობასთან

მოვითხოვთ, დაისაჯონ დამნაშავეები!

შემოგვიერთდით!

28 წლის წინ საქართველოს მტრებმა ოკუპანტების დახმარებით დაამხეს დამოუკიდებელი საქართველოს კანონიერი მთავრობა, გაანადგურეს და გადაწვეს თბილისი, გაძარცვეს სამეგრელო, დახვრიტეს ათობით მშვიდობიანი მომიტინგე, დაააპატიმრეს და აწამეს ეროვნული მოძრაობის ასობით წევრი, ვერაგულად მოკლეს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

არცერთ მომდევნო მთავრობას არ დაუსჯია დამნაშავეები, ბევრი მათგანი კვლავაც სახელმწიფო სტრუქტურებში არიან მოკალათებული. ხუნტის არცერთი მსხვერპლი და დაზარალებული არ არის აღდგენილი კანონიერ უფლებებში.

22 დეკემბერს 15:00 ვიკრიბებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე და მოვითხოვთ – დაისაჯონ მკვლელები!!!

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

გაბაშვილების გახსენება

Posted by iberiana on დეკემბერი 13, 2019

გაბაშვილების დიდგვაროვანი ოჯახი და ვასილ გაბაშვილის მაქმანებიანი სასახლე

 

გადაცემაში მონაწილეობს მანანა გაბაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გაბაშვილების გვარის მკვლევარი.

ავტორი და პროდიუსერი: ბესიკ გამყრელიძე
ჟურნალისტი: შორენა ჭიაურელი.
ტვ ობიექტივის სიუჟეტი

Posted in 2019, გამოჩენილი ქართველები, კულტურული მემკვიდრეობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის საბჭოს მიმართვა უზენაესი საბჭოს დეპუტატებს

Posted by iberiana on დეკემბერი 8, 2019

drosha

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის საბჭოს
მიმართვა
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატებს

მოგმართავთ თქვენ, 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების შედეგად უმრავლესობით არჩეულ დეპუტატებს, საარჩევნო ბლოკი: „მრგვალი მაგიდა, თავისუფალი საქართველოდან“, რომლებიც 1990 წლის 15 დეკემბერს გაერთიანდნენ უზენაეს საბჭოში და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით ჩამოაყალიბეს დემოკრატიული ხელისუფლება…

თქვენს მიერ განხორციელებული ყველა საკანონმდებლო მოქმედება შეესაბამებოდა საერთაშორისო კანონმდებლობას, რაც აღიარებულია გაეროს მიერ და საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო მიღებულია გაეროში.

2005 წლის 11 მარტს დე-ფაქტო ხელისუფლების პარლამენტი იძულებული გახდა ეღიარებინა 1991-1992 წ.წ ხელისუფლების კანონიერება, მათ შორის კანონიერადაა ცნობილი კანონიერი რესპუბლიკის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალები, ანუ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდია.

1991-1992 ედუარდ შევარდნაძის მიერ შექმნილმა მეხუთე კოლონიამ, საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების, შეიარაღებული ძალებისა და კრიმინალური შეიარაღებული ბანდფორმირებების მეშვეობით მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ძალადობრივი გზით.

1992 წლის 13 მარტს ქალაქ გროზნოში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება და ამის შესახებ ამცნო მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლებებს, რაც დღესაც ძალაშია.

ბატონებო, თქვენ, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერები დღესაც წარმოადგენთ ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

თქვენ, დე-ფაქტო ხელისუფლება გიხდით პენსიას არა მოწყალებისათვის, არამედ გაჩუმებისათვის, ვინაიდან თქვენ ხართ კანონიერი ხელისუფლების კანონმდებელი ორგანოს წარმომადგენლები და არა ოპოზიცია.

თქვენ არაფერი გესაქმებათ დამნაშავეთა ხროვასთან, რომლებმაც გაერთიანებული ოპოზიცია დაირქვეს.

თქვენ უნდა მოსთხოვოთ დე-ფაქტო ხელისუფლებას ქვეყანაში აღადგინოს სამართლიანობა, რისთვისაც უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც თქვენ და კანონიერი ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლები პარიტეტული პრინციპით იქნებით წარმოდგენილი. ეს არის მშვიდობიანი გზა, კომპრომისი იმისა, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოვიდნენ სახელმწიფო მოღვაწენი…

სრულად: http://iberiana2.wordpress.com/segm/erovnuli-gvardia/

 

Posted in 2019, ეროვნული გვარდია, ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ქართველმა მოციგურავეებმა გრან პრის ფინალზე ისტორიული ოქრო მოიპოვეს

Posted by iberiana on დეკემბერი 8, 2019

 ქართველმა მოციგურავეებმა გრან პრის ფინალზე ისტორიული ოქრო მოიპოვეს

ქალაქ ტურინში ფიგურული სრიალის გრან პრის ფინალში ქართველმა წყვილმა, გიორგი რევიამ და მარია კოზაკოვამ ოქროს მედლები მოიპოვეს. უინიორების კატეგორიაში მათ ამერიკელ და რუს მეტოქეებს აჯობეს.

გრან პრის ფინალზე ეს საქართველოსთვის პირველი ოქროს მედალია.

on.ge

***

იტალიის ქალაქ ტურინის ყინულის ოლიმპიურ არენაზე აჟღერებული ქართული საცეკვაო მელოდია

Posted in 2019, ვიდეო, საქართველო-Georgia, სპორტი | Tagged: , , | Leave a Comment »

რამაზ პატარიძე – ქართული ანბანი

Posted by iberiana on დეკემბერი 8, 2019

რამაზ პატარიძე – ქართული ანბანი – ლექცია 1

რამაზ პატარიძე – ქართული ანბანი – ლექცია 2

რამაზ პატარიძე ქართული ანბანისა და ვეფხისტყაოსნის შესახებ – ლექცია 3

 

Posted in 2019, ანბანი, ვიდეო, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

მიხეილ ცაგარელი: “სანამ ნაციონალური მოძრაობა იარსებებს, საქართველო ვერ დაწყნარდება!”

Posted by iberiana on დეკემბერი 1, 2019

მიხეილ ცაგარელი თანამედროვე ქართულ პოლიტიკაზე

“სანამ ნაციონალური მოძრაობა იარსებებს, საქართველო ვერ დაწყნარდება!”
“სანამ კოჰაბიტაცია არსებობს, არაფერი არ გვეშველება!”
“საჭიროა ახალი სისხლი! ჩვენ გვყავს გადასარევი ადამიანები, რომლებსაც ამერიკაშიც აქვთ დამთავრებული, ბრწყინვალე ტვინები…, მოიზიდეთ, ააყვავებინეთ ქვეყანა, რად გინდათ ძველი მონსტრები?”…
“2021 წლიდან  იწყება ახალი 12 წლიანი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიკეთო ციკლი საქართველოსთვის… ნუ დავკარგავთ!”

 

მიხეილ ცაგარელი სტუმრად ანზორ ოდიშარიას საავტორო გადაცემა “საწუთრო”-ში (Anzor Odisharia)
რადიო საქართველოს ხმა Fm 107.9
10 ივლისი, 2019

Posted in 2019, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | 5 Comments »

დვალეთი ისეთივე ტკივილია საქართველოსი, როგორიც სხვა დაკარგული ტერიტორიები

Posted by iberiana on დეკემბერი 1, 2019

dvaleti

“დვალეთი ისეთივე ტკივილია საქართველოსი, როგორიც სხვა დაკარგული ტერიტორიები”

“დღეს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ოსები თავიანთ თავს “თუალს” (დვალს) უწოდებენ და იმ სოფლებში ცხოვრობენ, რომლებსაც ჟღერადობის შეცვლის მიუხედავად, ქართული სახელები ჰქვია”

ქართველებს მტრისგან მიტაცებულ მიწებს შორის დვალეთიც გვერიცხება. რატომ მივივიწყეთ და ამოვიგდეთ ცნობიერებიდან, ამის მიზეზის კვლევას დიდხანს მოვუნდებით. ფაქტი ის არის, რომ საქართველოს მთიანეთის ეს ნაწილი (3581 კვკმ ტერიტორია) რუსეთმა 1859 წელს ჩრდილო ოსეთს სათამაშოსავით აჩუქა. ერთ “მშვენიერ” დღეს, კერძოდ, 1859 წლის აპრილში, ქართველებმა გაიღვიძეს და დვალეთი უკვე გორის მაზრას აღარ ეკუთვნოდა, ის უკვე ოსების საკუთრება იყო. რატომ არ გამოხატა ამის გამო პროტესტი რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩამდგარმა მაშინდელმა ქართველობამ, უცნობია, თუმცა დვალეთის დაბრუნების საკითხის დაყენებას ქართველი ისტორიკოსები გასულ საუკუნეში შეეცადნენ. სავარაუდოდ, სტალინის იმედით: მაგალითად, პავლე ინგოროყვამ დვალეთის ტერიტორიები დეტალურად აღწერა, ივანე ჯავახიშვილმა კი პრესაშიც განაცხადა: “ბუნებრივი იქნება, რუსეთის მთავრობის შეცდომა შესწორდეს და დვალეთის, ანუ არდონის ქვაბ-ხეობა საქართველოს დაუბრუნდესო”! რასაკვირველია, ამ ამბებს შედეგი არ მოჰყოლია. დვალეთში კანტიკუნტად მცხოვრები დვალებიც გაოსდნენ. მათმა უმრავლესობამ ჯერ კიდევ ოსების სისხლიანი შემოსევისას შეაფარა თავი საქართველოს სხვა კუთხეებს. დვალთა შთამომავლების ნაწილში ისტორიული სამშობლოს მოგონება დღემდე ცოცხლობს. ისტორიის მეცნიერებათა პროფესორის როლანდ თოფჩიშვილის თქმით, დვალეთის შესახებ მისი წიგნის პრეზენტაციაზე დვალური გვარების არაერთი წარმომადგენელი მივიდა, მათ შორის, დვალები და დვალიშვილები. როგორი იყო დვალეთი და როგორ ცხოვრობდნენ დვალები, რომელთაც კავკასიური ლეგენდები “დევებადაც” კი მოიხსენიებენ, ამის შესახებ როლანდ თოფჩიშვილი გვესაუბრება.

– როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ქართველი მეცნიერები ელოდნენ, რომ საქართველოს სახელმწიფო დვალეთზე პრეტენზიას გამოთქვამდა, მაგრამ ჩვენი ისტორიული გულარხეინობის წყალობით, ოსებმა ტერიტორიებზე პრეტენზია აქეთ გამოხატეს და მიისაკუთრეს კიდეც. ვერასოდეს წარმოვიდგენ, რომ სამუდამოდ ასე იქნება, მაგრამ ამისთვის ბრძოლაა საჭირო. დვალეთის შესახებ არათუ ფართო საზოგადოებამ, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთავრობის დიდმა ნაწილმაც არაფერი იცის. ისტორიული მეხსიერების ასეთი დაქვეითება ცუდს მოასწავებს. დვალეთის დაპყრობაც იმის ნიმუშია, როგორ ნელ-ნელა შეიძლება დაგიპყროს მტერმა, თუ მას ნებაზე მიუშვებ. არადა, დვალეთი საქართველოს სახელმწიფოს ჩასახვიდან, ანუ მეფე ფარნავაზიდან მეფე ერეკლემდე საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. იქ მოურავებს საქართველოს მეფეები ნიშნავდნენ. დვალეთის ერთ-ერთი მოურავი გიორგი სააკაძეც გახლდათ, ბოლო მოურავი კი ვინმე ფავლენიშვილი, რომელიც დვალეთში ერეკლე მეფემ დანიშნა.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/samachablo/dvaleti/

Posted in 2019, დვალეთი, ისტორია-History, კავკასია-Caucasus, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

მავნე მობილურები

Posted by iberiana on ნოემბერი 28, 2019

♥ ჯანმრთელობა – Health

მავნე მობილურები

მობილური ტელეფონები – ნივთები, რომლებიც სახლში გვაქვს, ხელში გვიჭირავს და ყოველ ღამით საწოლთან გვიდევს; მიკრობების გამრავლების ხელშემწყობი და ტვინის კიბოს განვითარების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი; ახლავს ელექტრომაგნიტური გამოსხივება..

ტელეკომპანია “პულსი”. გადაცემა “საექიმო ქიმია”
წამყვანი: ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რამაზ გახოკიძე.

https://iberiana.wordpress.com/health/

Posted in 2019, ვიდეო, საქართველო-Georgia, ჯანმრთელობა | Tagged: , , | Leave a Comment »

გიორგობა ჰერეთში

Posted by iberiana on ნოემბერი 28, 2019

გიორგობა ჰერეთში 

ნიკა ლებანიძის მოგზაურობა საქართველოს ისტორიულ მხარეში

 

Posted in 2019, საქართველო-Georgia, ჰერეთი | Tagged: | Leave a Comment »

აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი

Posted by iberiana on ნოემბერი 27, 2019

მეუფე შიო: ღმერთი არასდროს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი

აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი; რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე საუბრობთ, როცა წელიწადში 40 ათასი აბორტი კეთდება? – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

პატრიარქის მოსაყდრის თქმით, ღმერთი არასდროს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„ჩვენ ხშირად გვესმის საუბარი აგრესიაზე, ძალადობაზე, ამას ვებრძვით, მაგრამ არც ერთი ე.წ. მებრძოლი ამის წინააღმდეგ არ ამბობს, რომ აბორტი ცუდია. აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი. რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე საუბრობთ, როცა წელიწადში 40 ათასი აბორტი კეთდება და ეს არაოფიციალურად? თუ მივამატებთ ამას ქიმიურ აბორტებს, ეს ადის ასობით ათასზე. სულიერად რომ შევხედოთ, ღმერთი არასდროს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი. სანამ ეს არ გამოსწორდება, ჩემი აზრით, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, არაფერი გამოსწორდება იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს ბავშვებს ვკლავთ ათობით და ასობით ათასს და ამას არ ვუწოდებთ აგრესიას, ვიცავთ ქალის უფლებას, ბავშვის უფლებას, მაგრამ არ ვიცავთ ბავშვის უფლებას რომ დაიბადოს, ამაზე ხმას არავინ იღებს. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი? კითხვა იბადება – ვის აწყობს ეს? იქ, როგორც ჩანს, ფული კეთდება და დიდი პარადიგმაა, მსოფლიო მიმართულებაა, რომ ამაზე არ იფიქრო, გვეუბნებიან, რომ ეს არ არის აგრესია, ამაზე არ გაბედო თქმა იმიტომ, რომ ქალის უფლებაა, დაკუწოს საკუთარი შვილი დანით. აქ კიდევ თუ შეეხო ქმარი ცოლს, რა თქმა უნდა, ესეც ამაზრზენია, ნებისმიერი ქმარი ცოლს თუ სცემს, ის არაკაცია, დასასჯელია, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ეს ვინც გააკეთა ის ნატურალური ფაშისტია? ნიუნბერგის პროცესზე ამის გამო ხოცავდნენ და ახრჩობდნენ ადამიანებს. ჩვენ ამას ვაკეთებთ და მერე გვინდა, რომ რაღაც გამოსწორდეს, აგრესია დაიძლიოს. როგორ უნდა დაიძლიოს? როცა მთელი ერი ამით სცოდავს პრაქტიკულად. ახლა მარხვის პერიოდია და თუ ჩვენ ამას სინანულით არ შევხედეთ, თუ ჩვენ, როგორც ერმა ეს არ გამოვასწორეთ, ამაზე არ ვიყვირეთ სკოლაშიც, უფროსკლასებშიც, საზოგადოებაშიც, არაფერი გამოვა, ჩემი აზრით“, – განაცხადა შეხვედრისას მეუფე შიომ.

09 მარტი 2018
imedinews.ge

***

დეკანოზი  თეოდორე გიგნაძე – ბაშვების მოკვდინების საშინელი ფაქტები

 

 

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი

Posted by iberiana on ნოემბერი 26, 2019

georgia-flag[1]

საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირის ყრილობის მოსამზადებელი საინიციატივო ჯგუფის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი წარმოადგენს 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მომპოვებელი პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდის ძირითად წევრ-ორგანიზაციას, რომელსაც 1990 წლის 28 ოქტომბრის საყოველთაო, მრავალპარტიული, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების შედეგად ორ ათეულზე მეტი დეპუტატი გაიყვანა უზენაეს საბჭოში….

დღეს, როდესაც ქართული სახელმწიფოს 20%-ი ოკუპირებულია, მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და რღვევა, იგნორირებულია 9 აპრილის მონაპოვარი, მიზანმიმართულად ხდება სახელმწიფოებრიობის მოშლა, ჩვენ იძულებული ვართ ჩვენს მიერ აღდგენილი ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად ყველა კონსტიტუციური ხერხი გამოვიყენოთ და ვიბრძოლოთ ლეგიტიმური ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობისთვის, ქვეყნის ოკუპაციისგან განთავისუფლებისთვის, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციისათვის, საერთაშორისო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დაკავებისათვის ..

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციამ მოგვცა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ევროვიზა, ევროკავშირის (ასოცირებული), გაეროს, ეუთოს წევრობა და მისი შემომქმედია ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, 9 აპრილის გმირები, ეროვნული მოძრაობა, მრგვალი მაგიდა, მისი ერთ-ერთი წევრი ორგანიზაცია საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო…

ჩვენ ვრჩებით რა მრგვალი მაგიდის პრინციპების, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას იდეების ერთგული, ყველა ეროვნულ ძალასთან ერთად ვიბრძოლებთ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისთვის, ქვეყნის დეოკუპაციისთვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, სამშობლოდან გადახვეწილი მილიონობით ჩვენი თანამოქალაქის დაბრუნებისთვის, ქართველი ერის ღირსების აღდგენისთვის, ადამიანების საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისათვის, მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ჩვენი საქართველოს მიერ ღირსეული ადგილის დაკავებისათვის…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/erovnuli-fronti/

 

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ახალი აღმოჩენა სათხის მონასტერში

Posted by iberiana on ნოემბერი 25, 2019

ახალი აღმოჩენა სათხის მონასტერში, რომელიც მიწის ქვეშ, არაერთ საიდუმლოს ინახავს

სათხე – XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – სამების დიდი დარბაზული ეკლესია.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია 35 სამარხი და იშვიათი ძვირფასი ნივთები.

Posted in 2019, არქეოლოგია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

სიმღერა, რომელიც კომუნისტებმა აკრძალეს

Posted by iberiana on ნოემბერი 21, 2019

სიმღერა “3000 წელზე მეტი”

სიმღერა “3000 წელზე მეტი” პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ქართველი ოფიცრების მიერაა შექმნილი. ისინი პოლონეთში ტყვედ იყვნენ ჩავარდნილნი, როდესაც შეიტყვეს, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ვინაიდან გერმანია საქართველოს მოკავშირე გახლდათ, ქართველები მათ “საპატიო ტყვეებად” გამოაცხადეს. სწორედ სამშობლოს დამოუკიდებლობის ახალმა ამბავმა შთააგონა ჯარისკაცებს, რომ შეექმნათ პატრიოტული სიმღერა ამ ამბის აღსანიშნავად.

სიხარული ქართველებს დიდხანს არ დასცალდათ. პირველ ქართულ რესპუბლიკას მხოლო 3 წლის სიცოცხლე ეწერა. ოკუპანტების კომუნისტურმა ხელისუფლებამ ეს სიმღერა აკრძალა. სიმღერა ქართველი ერის სამიათასწლოვან ისტორიაზე მიუღებელი იყო “დიდი რუსი ხალხის მიერ შექმნილი მძლე კავშირისათვის”. მხოლოდ ერთმა ქართველმა ლოტბარმა გაბედა და ეს სასწაულებრივად შემონახული სიმღერა 70-იან წლებში აღადგინა. ბენია მიქაძემ სიმღერა სამტრედიის ქართული ხალხური სიმღერის გუნდის რეპერტუარში შეიტანა.

“ქართველთ სისხლით შეღებილი დღესაც ვისლა არის მღვრიე” – ასე მღეროდნენ ამ სიმღერას გახარებული ქართველები პოლონეთის მიწაზე. ბენია მიქაძემ “ვისლა” მტკვრით შეცვალა, სიმღერაც ჩაწერა და დაარქივება მოასწრო. კომუნისტურმა ცენზურამ ეს სიმღერა სამტრედიის ანსამბლს მალევე აუკრძალა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ბენია მიქაძის ჩანაწერებიდან სიმღერა კვლავ აღადგინა ანჩისხატის მგალობელთა გუნდმა. სწორედ ანჩისხატელთა შესრულებით გახდა ის ცნობილი მთელს საქართველოში მე-20 საუკუნის ბოლოს.

“გვიმღერია, კიდეც ვიმღერთ, ჩვენს ტკბილ მრავალჟამიერსა”!

ვიდეო შექმნილია ფეისბუქ-ჯგუფის მიერ – “მეამაყება ქართველი რომ ვარ”

intermedia.ge

 

Posted in 2019, მამულიშვილებს, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ელენე კავლელაშვილი დავით გარეჯზე

Posted by iberiana on ნოემბერი 18, 2019

ხელოვნებათმცოდნე ელენე კავლელაშვილი დავით გარეჯზე

(ქალბატონ ელენეს პატრიარქის გადაწყვეტილებით სამთავროს მაყვლოვანში დაკრძალავენ)

ისტორიული ცნობები – დავით გარეჯი

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის მცველი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ელენე კავლელაშვილი.

ტვ “ობიექტივი”.  წამყვანი ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია

11.06.2019

იხ. აგრეთვე: თბილისის ომის დროს მთელი საგანძური საიდუმლოდ ისე გადავმალეთ, რომ მისთვის ვერავის მიეკვლია

Posted in 2019, ისტორია-History, კულტურული მემკვიდრეობა, საამაყო ქართველები, საგანძური, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს

Posted by iberiana on ნოემბერი 17, 2019

თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს❗️

ტელეკომპანია პულსი

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

,,საზღვარი ვიცი ფსოუზე და როკის გვირაბთანო“ – ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის პასუხი ოკუპანტებს

Posted by iberiana on ნოემბერი 16, 2019

gaprindashvili'.jpg,,საზღვარი ვიცი ფსოუზე და როკის გვირაბთანო“ – ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის პასუხი ოკუპანტებს

ოკუპანტების მიერ გატაცებული მამაკაცი ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილია
9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ე.წ საზღვრის გადაკვეთას ედავებიან, კვლავ რჩება პატიმრობაში.

ოჯახმა იცოდა, რომ ის საქმეებზე მიდიოდა, მაგრამ სახლიდან წასულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა რამდენიმე საათში მეუღლესთან დარეკა და მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ აკავებდნენ.

ცნობილი ექიმის დაკავების დეტალებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს.

,,როცა ვაჟა გაფრინდაშვილი (ექიმი) ოკუპანტებმა დააკავეს და ჰკითხეს სახელმწიფო საზღვარი რატომ დაარღვიეო? მან უპასუხა: რა საზღვარი? რის სახელმწიფო? სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთანო! მაგათი კანონით, თუ პირი შეგნებულად არღვევს ე.წ. საზღვარს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება.

ჰო, თარჯმანი მოითხოვა კიდევ, ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია, რუსულად არ დაგელაპარაკებითო! აი ასეთ მოქალაქეებზე დგას ქვეყანა”- წერს ლაშა ბერულავა

ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

fortuna.ge

Posted in 2019, საამაყო ქართველები, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

გვარდიის ვეტერანთა კავშირის მიმართვა ქართველ ერს

Posted by iberiana on ნოემბერი 15, 2019

25594241_307710489742042_1139383975062208318_n[1]

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის
მ ი მ ა რ თ ვ ა
ქართველ ერს

ძვირფასო მეგობრებო! ძმებო და დებო! მოგესალმებით ყველას და მოგილოცავთ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპის დაწყებას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წლის 14 ნოემბერს, ეროვნული ბიბლიოთეკაში!

მადლობა უზენაესი საბჭოს ყველა იმ დეპუტატს, ვინც გადალახა ყოველგვარი წინააღმდეგობა, უკან დატოვა საკუთარი ამბიცია, არ შეუშინდა შესაძლო ინტრიგებს (თქვენ წარმოიდგინეთ ფარულ მუქარასაც კი), არაფრად ჩააგდო თავისი ჯამრთელობა მოვიდა ამ დღეს და განაცხადა – დიახ ჩვენ ვალდებული ვართ მივყვეთ იმ გზას, იმ ამოცანას, რომელიც მოგვინიშნა თვით ბ-ნა ზვიად გამსახურდიამ 1990 წლის 14 ნოემბერს:

უზენაესი საბჭო „იქნება არა მხოლოდ უზენაესი საკანონმდებლო ორგანო ჩვენი ქვეყნისა, არამედ იქნება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი და კოორდინატორი და ამავე დროს ეროვნული დაუმორჩილებლობის განხორციელების ძირითადი სამართლებრივი ინსტიტუტი!“

დიახ ბატონებო კარგად გავიაზროთ და მტკიცედ გავითავისოთ – უზენაესი საბჭო ეს არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი და კორდინატორი!!! ჩვენ ყველა, ვინც თავს ვთვლით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლად, ჩვენი სიმპათიებისა თუ ანტიპათიების მიუხედავად ვალდებული ვართ გავერთიანდეთ უზენაესი საბჭოს ირგვლივ!!!

მოვუწოდებთ ყველას! დავძლიოთ ჩვენში არსებული უთანხმოებანი, თუ გაუგებრობანი გავერთიანდეთ უზენაესი საბჭოს ირგვლივ, რაც საწინდარი იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და გაბრწყინებისთვის ბრძოლაში!

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/gvardia-9/

 

Posted in 2019, ეროვნული გვარდია, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

საქართველოს სახელმწიფოს გეოპოლიტიკური რეალიზმი

Posted by iberiana on ნოემბერი 15, 2019

helsinkis-kavshiri“საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება“

საქართველოს სახელმწიფოს გეოპოლიტიკური რეალიზმი და სამართლებრივი ტენდენციები

უკვე რამდენი წელია დამცირებული დადის ქართველი კაცი და სიმწრისაგან აღარ იცის რა გზას დაადგეს. მინავლდა და სადაცაა მივიწყებას მიეცემა ჩვენი დიდი წინაპრების, წამებულების მიერ ნალოლიავები ღვთით ბოძებული გრძნობა ჭეშმარიტი ეროვნული თვითშეგნებისა და ცნობიერებისა.

თანასწორუფლებიანობის პრინციპებიდან და ქვეყნის საკუთარი გამგებლობის უფლებიდან გამომდინარე, ნამდვილი სახელმწიფო გარედან ჩარევის გარეშე თავადვე უნდა განსაზღვრავდეს თავის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას. ისტორიული პროცესების განვითარების დიალექტიკა კი, თავისთავად გვკარნახობს არსებულ წარმოდგენათა გარკვეული კორექტირების აუცილებლობას, რამეთუ, დღეს, ქვეყნის დაშლასთან, ეკონომიკის რღვევასთან, ხალხის გაღატაკებასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურის დაცემასთან ერთად, საქართველოს ემუქრება ყველაზე საშინელი საფრთხე – თავისი ეროვნული სახის დაკარგვა და უფრო მეტიც, ქართველი ერის, როგორც კულტურულ-ისტორიული ერთიანობის ფიზიკური გაქრობა. ჩვენი სააზროვნო არსენალიდან დღეს ბევრი რამ საჭიროებს აუცილებელ სამართლებრივ გამოსწორებას, სულიერ ფასეულობათა სასწრაფო და გადაუდებელ გადარჩევა-გადაფასებას, რაც მომავალში ქართველი ერის ისტორიული მეხსიერების, დროთა მიერ ტრაგიკულად დარღვეული კავშირისა და „ჩატეხილი ხიდების’’ გამთელების აუცილებელ წინაპირობად უნდა იქცეს.

დადგა გადარჩენის უკანასკნელ შესაძლებლობათა გამონახვა–გატარების აუცილებლობის გარდაუვალობა, ამისათვის ყველა საქმე, იქნება ეს მეურნეობრივი, წარმოებრივი, ცხოვრებისეული, სოციალური, ეკოლოგიური, პოლიტიკური თუ სხვა, უნდა ვაქციოთ საკუთარ საქმედ და გავხადოთ ერთიანი, განუყოფელი საქართველოს სახელმწიფოს, მისი ხალხის ინტერესების დამცველად, რათა აშენდეს ერთიანი ქართული სხეულით გასხივოსნებული სახელმწიფო…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/helsinkis-kavshiri/

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტი ჩააგდო

Posted by iberiana on ნოემბერი 14, 2019

Untitled.png

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტი ჩააგდო!

2020 წლის არჩევნები ჩატარდება 3%-ანი ბარიერით, ბლოკებით და შერეული სისტემით

 

დღეს პარლამენტმა უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებულ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტს კენჭი უყარა. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.

ვინ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი.

“შესაბამისად, პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება სამპროცენტიანი ბარიერით, ბლოკებით და შერეული სისტემით. ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა” – თქვა თალაკვაძემ.

Posted in 2019, არჩევნები, პარლამენტი, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ფილმი პროვოკაცია!

Posted by iberiana on ნოემბერი 9, 2019

tako shoshiashvili

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ფილმი პროვოკაცია!

როგორც ირკვევა, ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სპეციალურად გადაიღეს ქართულ ცეკვაზე, ქართველ ბიჭებზე, რათა უკიდურესად გაეღიზიანებინათ და შეურაცხეყოთ ქართველები. გამოუვიდათ კიდეც.

აი რას წერს ფილმის ერთერთი სცენარისტი თაკო შოშიაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

“დიდი აჟიოტაჟი მოყვა ამ ფილმს, რეალურად კი, ფილმში მოყოლილი ისტორია ქართული ყოველდღიურობაა და მეტი არაფერი. ვიცოდით რომ ჩოხებში ჩაცმული ბიჭების სექსი ცოტა გააღიზიანებდა მოსახლეობას, მაგრამ სადღაც ეგ გათვლაც გვქონდა. როდესაც ასეთი შინაარსის ფილმს აკეთებ მაქსიმალურად რადიკალური უნდა იყო, თორემ კაცების სექსით ვერც ევროპის ბაზარს და ვერც ჰოლივუდს ვერ გააოცებ. შესაბამისად, სცენარისტებმა წარმოიდგინეს ყველაზე წმინდა სამოსი ქართველებისთვის და სწორედ ამ სამოსში აქვთ ფილმის მთავარ გმირებს სექსი. არ მინდა წინასწარ ბევრი რამ მოვყვე, მაგრამ ერთ კადრში ჩანს ჩოხა, რომელსაც სპერმა აქვს. ეს არის ერთგვარი მინიშნება, რომ გმირებმა წარსულზე გაიმარჯვეს, ვინც კინოში ერკვევა მათთვის ეს ნამდვილი კინომოვლენაა, ხოლო იმ ჩამორჩენილი, გაუნათლებელი ხალხისთვის, რომლებიც ამ ფილმს აპროტესტებენ, უაზრო ფილმია.“

https://iberiana.wordpress.com/sodom/zneoba/#15

 ***
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – პრემიერას ბელგიაში 6 კაცი დაესწრო

11 ნოემბერი, 2019

სკანდალური ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ – პრემიერა ბელგიის ქალაქ კორტრიკშიც შედგა. „პრაიმტაიმი“ ბელგიური პრემიერის შესახებ ემიგრანტ ქალბატონს ესაუბრა.

„ფილმმა საქართველოში ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ გადავწყვიტე, მენახა. კინოთეატრ „ბუდასკოპს“ რამდენიმე დარბაზი აქვს და ერთ-ერთში ეს ფილმი გადიოდა. კინოთეატრთან ძალიან ბევრი ადამიანი დამხვდა, სალაროსთან რიგი იდგა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფილმის საყურებლად დარბაზში ვიყავით მხოლოდ ექვსნი, რადგან ფილმის მიმართ ინტერესი არ იყო. ამ დროს სხვა დარბაზები გატენილი იყო ხალხით.

ექვსი ადამიანიდან 2 ქართველი ვიყავით. ორ ტიპს გამოველაპარაკეთ და – საქართველოში ვართ ნამყოფი, იქაურობა ძალიან მოგვეწონა, ქართული კინო იშვიათად არის ეკრანებზე და დავინტერესდითო. კიდევ 2 ადამიანი რატომ დაინტერესდა ამ ფილმით, არ ვიცი. ბილეთი 9 ევრო ღირდა.

ფილმი გადიოდა ქართულ ენაზე და სუბტიტრები ჰქონდა ნიდერლანდულ და ფრანგულ ენებზე.

ერთ სცენაზე ძალიან „გავჭედე“: ეზოში, სადაც მოქმედება ხდებოდა, ქვევრი იდგა და იქვე შედგა შეყვარებული მამაკაცების წყვილის ეგზალტირებული აქტი. არა და, იქვე ქართული სუფრა იყო გაშლილი, თავისი „წინწყაროთი“, სადღეგრძელოებითა და ნამდვილი მამაპაპური ქეიფით. აი, აქ „გავჭედე“, რაღაცნაირად, შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და ავტირდი – აღნიშნა ბელგიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, მაია ჟორჟოლიანმა.

პრაიმტაიმი

Posted in 2019, ზნეობა, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

არა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას!

Posted by iberiana on ნოემბერი 8, 2019

 

74673259_2554296844666900_2284116363096096768_o
რატომ არ ჩაერთვნენ „სუხიშვილები“ ლგბტ პროპაგანდისტულ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” :

„ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი, კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვიდოდა. ჯერ ერთი, დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე – ქართულ ცეკვაში მამაკაცის როლი არის მამაკაცური და აქ მთავარი ტრადიციული დატვირთვაა.

ფილმის სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია. ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ – კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ქართულ ცეკვათა უმეტესობა საერთოდ ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა აგებული. ამიტომ რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდათ ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღოთ-მეთქი? მან მიპასუხა, მე ვარ გეი და ამიტომ მინდა მამაკაცების სიყვარულზე გადავიღო ფილმიო. ვუპასუხე, გასაგებია, გადაიღეთ, მაგრამ „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა ამ ფილმის გადაღება-მეთქი. უარი ვუთხარი და დავემშვიდობეთ.

მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი, ძლიერი და ტრადიციული. ეს ყველა ცეკვაში და მოძრაობაში ჩანს. მე არ მინდოდა ჩემი ანსამბლი გადაეღოთ ასეთ ფილმში, ეს იქნებოდა ხელოვნურად დადგმული ტყუილი და იმ კულტურის დაცინვა, რაზეც ვდგავართ.“ – ნინო სუხიშვილი.

primetime.ge

***

tsotne.jpgცოტნე გამსახურდია

არ მესმის, რატომ უნდა მოუნდეს ნორმალურ ადამიანს გადახრების გარეშე, ორი პიდარასტის ურთიერთობაზე კინოფილმის ყურება. ეს ლგბტ ლობის ზღაპრები, რომ დახუნძლავენ ყველა უნიჭობას სხვადასხვა ჯილდოებით, მოუმწიფებელ გონებზე და ბავშვებზე ზემოქმედებისთვის, ესეც არახალია. სწორედ ასე აფარებს ათასგვარი უნიჭო მჯღაბნელი და რეჟისორი ამ თემას თავს: გადაიღე, წერე ხურუშიანებზე და ჯილდოები და პრიზები გარანტირებული გაქვს! უზარმაზარი ლობი იბრძოლებს შენი წარმატებისთვის, როცა სხვანაირად – შენი ნიჭითა და ცოდნით თავად უნდა დაიცვა თავი მათგანვე, მათ შორის.

ასევე, სრულიად იაფფასიანი და სასაცილოა, ნაციონალური ქართული სამოსის, ჩოხის ჩართვა ამათი ხნაურის სცენებში. არ ვეთახმები კინოებში კომბლებით მივარდნას, მაგრამ ნამდვილად მეცოდება ის “პრადვინუტი” ბიდლო, ვინც იქ მივა ამ საცოდაობის საყურებლად.

8.11.2019

https://iberiana.wordpress.com/sodom/zneoba/

Posted in 2019, ზნეობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

უზენაესი საბჭოს წევრებსა და ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს

Posted by iberiana on ნოემბერი 7, 2019

shavtvaladzeუზენაესი საბჭოს წევრებსა და ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს

მეგობრებო, ძმებო, დებო, ძვირფასო თანამებრძოლებო!

ჩვენ, უზენაესი საბჭოს დეპუტატებს, ბედმა გვარგუნა ვყოფილიყავით თანამებრძოლნი, ეროვნული მოძრაობის პატრიარქის, ბ-ნ ზვიად გამსახურდიასი! გვქონდა პატივი მასთან ერთად, მისი თაოსნობით და უშუალო ხელმძღვანელობით, მოგვეპოვებინა უდიდესი გამარჯვება – ყოფილი სსსრ-ს სივრცეში პირველად ჩვენ ჩაგვეტარებინა მრავალპარტიული, უაღრესად დემოკრატიული, არჩევნები; საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩაგვეტარებინა რეფერენდუმი, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა, ეს კი გახდა საფუძველი იმისა, რომ საქართველო გახდა მსოფლიო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი!

ჩვენ ბევრი სასიკეთო გეგმები გვქონდა, მაგრამ მტერმა არ გვაცალა მათი განხორციელება, როდესაც ჩვენში მრავლად არსებული მოღალატის მეშვეობით შექმნა კრიმინალური ბანდები, სათანადოდ აღჭურვა იგი, დაეხმარა ცოცხალი ძალით და დაამხო კანონიერი ხელისუფლება – მოკლა რჩეული პრეზიდენტი.

მტერმა ეს ყოველივე არ გვაკმარა და იმისათვის რომ მაქსიმალურად გაახანგრძლივოს ძალით თავსმოხვეული მარიონეტული საოკუპაციო რეჟიმის არსებობა, უზენაესი საბჭოს წევრებს (ისევე როგორც ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებს) კიდევ ერთი გოლგოთა გამოგვატარა (პოლიტიკური და ეკონომიური რეპრესიები, დევნა, ემიგრაცია). შემდგომში კი ჭორების გავრცელების მეთოდის ეფექტური გამოყენებით გაგვათითოკაცა.

საჭიროა წინ აღვუდგეთ ყოველივე ამას, რათა მტერმა სულ უფრო მეტად არ გადააგვაროს ქართველი ერი! სამწუხაროდ ჩვენ დავივიწყეთ მთავარი, რომ ყოველი ჩვენგანი ცალკე აღებული (ლაპარაკი არაა ამბიციურ პიროვნებებზე) არავითარ ძალას არ წარმოვადგენთ, რომ ჩვენი ძალა ჩვენი ერთად ყოფნაა – უზენაესი საბჭოს როგორც უძლიერესი სამართლებრივი ბერკეტის არსებობა!!!

მოგიწოდებთ ყველას! დავძლიოთ ჩვენში არსებული გაუგებრობანი, უთანხმოებანი (თუ ასეთი არსებობს) შევიკრიბოთ ერთად, და გადავწყვიტოთ რა გზა ავირჩიოთ ჩვენს სამშობლოში კანონმემკვიდრეობის აღდგენისა და ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის ბრძოლაში.

მივმართავთ უზენაესი საბჭოს წევრებსა და ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს – შევკავშირდეთ! ჩვენ არ უნდა ვეძებოთ ჩვენი იდეების რეალიზაცია სხვადასხვა ფსევდო „პატრიოტულ პარტიებთან“ შეკავშირებით. გავითავისოთ, რომ დღეს საქართველოში სამართლებრივი თვალსაზრისით არ არსებობს უფრო ძლიერი ძალა ვიდრე უზენაესი საბჭო!!! შევკავშირდეთ ერთად, გვერდში დავიყენოთ დღეს არსებული კანონიერი სტრუქტურები და შევიმუშაოთ მოქმედების გეგმა.

ვიმეორებთ, ჩვენი პატრიოტული მიზნების განსახორციელებლად ჩვენ კი არ უნდა დავრბოდეთ აქეთ-იქით სხვადასხვა „პატრიოტულ“ მოძრაობებსა და პარტიებში, არამედ ისინი თავად უნდა ეძებდნენ გზებს ჩვენთან მოსასვლელად.

ამ საკითხების განსახილველად ა. წ. 14 ნოემბერს 16:30 საათზე, გთხოვთ, შევიკრიბოთ ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში, და მონაწილეობა მივიღოთ ამ დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში!

უზენაესი საბჭოს წევრი
ნუგზარ შავთვალაძე

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , | Leave a Comment »

უზენაესი საბჭოს წევრების განცხადება

Posted by iberiana on ნოემბერი 7, 2019

uzenaesi sabcho

უზენაესი საბჭოს წევრების
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

1990 წლის 28 ოქტომბერს, მოდერნიზებული რუსული იმპერიის (სსრკ-ს) სივრცეში, პირველად ჩატარდა ჭეშმარიტად თავისუფალი, უაღრესად დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნები!

მივმართავთ ამ არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ დეპუტატებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 1990 წლის 14 ნოემბერს გამართულ უზენაესი საბჭოს პირველ სესიაში, რათა ა. წ. 14 ნოემბერს 16:30 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში, მონაწილეობა მივიღოთ ამ დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში!

განსახილველი საკითხებია:
1. 1990 წლის 14 ნოემბერს უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე დასახული მიზნები და ამოცანები – მათი დადებითი შედეგები. საკითხების ბოლომდე არ შესრულების მიზეზები -ხელშემშლელი პირობები;
2. ჩვენი შესაძლო როლი და შესაძლებლობა საქართველოში დღეს არსებული სულიერი და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისათვის.

სასურველია ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლების მაქსიმალური მხარდაჭერა და მონაწილეობა ამ კონფერენციაში!

განმცხადებლები, უზენაესი საბჭოს წევრები:

ნუგზარ შავთვალაძე
გურამ მაქაცარია
ნუგზარ მგალობლიშვილი
ნემო ბურჭულაძე
ავთანდილ რცხილაძე
თემურ მჟავია
გურამ ისაკაძე
ფირუზ დიაკონიძე

Posted in 2019, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , | Leave a Comment »

Лидеры без детей

Posted by iberiana on ნოემბერი 6, 2019

Лидеры без детей

Сегодня мы доверили мир и наше будущее людям, которые, не имея детей, не испытывают никакого чувства по отношению к будущему.

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ჩიკაგოს ბალეტის ქართველი პრიმა-ბალერინა

Posted by iberiana on ნოემბერი 5, 2019

ვიქტორია ჯაიანი ჯოფრი-ბალეტის პრიმა-ბალერინა

ვიქტორია ჯაიანი ჯოფრი-ბალეტის პრიმა-ბალერინაა. მეუღლე თემურ სულუაშვილთან ერთად, ის ამერიკის ერთ-ერთ წამყვან დასში 17 წელია ცეკვავს. „გრაციოზული“, „მომაჯადოებელი“, „უზადო“… ამერიკული მედია მასზე ძირითადად აღმატებით ხარისხში წერს. ჟურნალისტი მაია ქვარცხავა ვიქტორიას გასაცნობად ჩიკაგოში ჩავიდა.

“ამერიკის ხმა”

Posted in 2019, კულტურა, საქართველო-Georgia, ქართველები უცხოეთში, ქართული გვარები | Tagged: , , , | Leave a Comment »

წყალტუბოს აღორძინება კარგია, ოღონდ კაზინოების გარეშე

Posted by iberiana on ნოემბერი 4, 2019

წყალტუბოს აღორძინება კარგია, ოღონდ კაზინოების გარეშე

tskaltubo

წყალტუბო, როგორც სამკურნალო პუნქტი, ჯერ კიდევ 12-13-ე საუკუნეებიდან ჩნდება ისტორიულ წყაროებში, მეოცე საუკუნეში კი ის ბალნეოლოგიურ კურორტად ჩამოყალიბდა, მეცნიერულად დასაბუთებული და ორიგინალური დაგეგმარებით გაშენდა 22 სანატორიუმი, 9 აბანო, 150-ზე მეტი სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი კულტურა.

საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების კვალი წყალტუბოსაც მწვავედ დაეტყო: გაიძარცვა და გაპარტახდა ყველა სანატორიუმის კომპლექსი. დღეისთვის კი მხოლოდ რამდენიმე მათგანშია განხორციელებული ინვესტიცია, სადაც სამკურნალოდ ჩასული ადამიანებისა და ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. წყალტუბოს პოტენციალის სრულად ათვისებისთვის შესანიშნავია საქართველოს ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის წინადადება. დარწმუნებული ვართ, ყველა სანატორიუმისა და აბანოს სრული რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს სამკურნალო ტურიზმის განვითარებას, რაც მთლიანად რეგიონისთვის ახალი სიცოცხლის მიმცემი იქნება.

თუმცა, მოსახლეობას, ალბათ, ახსოვს 2013 წლის 5 მარტს პარლამენტში შესული პეტიცია: „ჩვენ შემოვედით პეტიციით, რომ მოხდეს ამ სათამაშო ბიზნესის სრული აკრძალვა, თავის მავნე ჩვევებიდან გამომდინარე. თუმცა, სანამ სრული აკრძალვა მოხდებოდეს, მანამდე ჩვენ წარმოვადგინეთ რეგულაციები, სადაც არის მითითებული, რომ შემოღებული იქნას ასაკობრივი და ქონებრივი ცენზი, გადატანილი იყოს დასახლებული და რელიგიური და სასწავლო დაწესებულებიდან მოშორებით, არადასახლებულ ადგილებში”.

მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამის საპასუხოდ კი განაცხადა, რომ კაზინოებს დახურვა არ დაემუქრებოდა, არამედ მათი გადატანა მოხდებოდა სპეციალურ ადგილებში. ამის შესახებ კი ეკონომისტმა ირაკლი ლექვინაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ კაზინოების სპეციალურ რეგიონებში გატანას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ, ეს რეგიონი სხვა თანმდევი ტურისტული ინფრასტრუქტურით იქნება მოწყობილი:

“მაგალითად, წყალტუბოში ხელისუფლებამ, მცდელობის მიუხედავად, „ლას ვეგასი“ ვერ შექმნა.“ წყალტუბოს „ლას ვეგასად“ გადაქცევის იდეა ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციის” დროს გაუჩნდა მაშინდელ ხელისუფლებას, მიღებული იქნა საგადასახადო შეღავათები, მაგრამ მიუხედავად ამისა, წყალტუბოში სათამაშო ბიზნესი ვერ განვითარდა.“

ახლა კი, როცა წყალტუბოს სანატორიუმების სრული რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის განვითარება დასრულდება, ვხედავთ საფრთხეს, რომ პარალელურად აქ კაზინოების განთავსებაც დაიწყოს.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვთხოვთ, თუ თბილისიდან და დიდი ქალაქებიდან კაზინოების გადატანის გეგმის შემუშავებას დაიწყებთ, ამისთვის შეარჩიეთ საზღვრისპირა დაუსახლებელი ადგილები, იქ გააშენეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურაც. წყალტუბო იყო, არის და უნდა დარჩეს მსოფლიოში უნიკალურ ბალნეოლოგიურ კურორტად, რომელიც მოემსახურება მხოლოდ ადამიანების ფიზიკურ გამოჯანმრთელებას!

სამეფო კლუბის სახელით

ანა მიქაუტაძე

 

 

 

 

Posted in 2019, ეკონომიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | 1 Comment »

გიორგი გამსახურდია პოლონეთის პირველი კლასის დამოუკიდებლობის ორდენით დაჯილდოვდა

Posted by iberiana on ნოემბერი 3, 2019

giorgi gamsakhurdiaპოლონეთის პოლიციის პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ განსაკუთრებული დამსახურებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე პოლონეთში, გიორგი გამსახურდია პოლონეთის რესპუბლიკის პოლიციის პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ – რაფალ იანკოვსკიმ პირველი კლასის დამოუკიდებლობის ორდენით დააჯილდოვა.

გიორგი გამსახურდიას აღნიშნული ჯილდო პოლონეთის პოლიციის მიმართ განსაკუთრებული დამსახურებისა და პოლონეთის რესპუბლიკის პოლიციის პროფესიულ კავშირთან წარმატებული თანამშრომლობისთვის გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონიაზე რაფალ იანკოვსკიმ გიორგი გამსახურდიას წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობა მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაში.

უწყების ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია ვარშავის პოლიციის კომენდატურაში, მოსტოვსკის სასახლის თეთრ დარბაზში გაიმართა. გიორგი გამსახურდიასთან ერთად, მსგავსი ორდენებით დაჯილდოვდნენ ვარშავის პოლიციის მთავარი კომენდანტი, მისი მოადგილე, ვარშავის გარნიზონის კაპელანი, პოლონეთის რამდენიმე პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

ღონისძიებას პოლონეთის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელები და ტერიტორიული დანაყოფების უფროსები დაესწრნენ.

Posted in 2019, გამსახურდია, საამაყო ქართველები, საქართველო-Georgia | Tagged: , , | 1 Comment »

გურამ ქართველიშვილი – ისტორიული პარალელები

Posted by iberiana on ნოემბერი 3, 2019

გურამ ქართველიშვილი
ისტორიული პარალელები დავით აღმაშენებლისა და დღევანდელ საქართველოს შორის, და მათი ანალიზი

 

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/kartvelishvili/

Posted in 2019, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ილია II-ის პატრიარქობის პერიოდში განკვეთილი სასულიერო პირების საკითხის შესწავლას იწყებენ

Posted by iberiana on ნოემბერი 3, 2019

მეუფე პეტრეს ინიციატივით, ილია II-ის პატრიარქობის პერიოდში განკვეთილი სასულიერო პირების საკითხის შესწავლას იწყებენ

giorgobiani

მამა ვახტანგი (გიორგობიანი)
ფუსტელთა სკოლა-მუზეუმის დამაარსებელი

ნამდვილად აუცილებელია ამის გამოძიება!

რადგან რუსულ იმპერიულ ინტერესებზე 200 წელი გადაწყობილი ეკლესია, ცეცხლით და მახვილით ებრძვის ეროვნული საღვთო კულტურის იმ ისტორიულ მემკვიდრეობათა აღდგენის მცდელობას, რომელიც ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა და ჩვენმა ეროვნულმა წიაღმა მოუტანა დღემდე კაცობრიობას.

ამის სამაგალითოთ ედენას საკაცობრიო საწყისების ის საღვთო კულტურაც კმარა, რომლის გასაღებია ფუსტის უძველესი ქრისტიანული ტაძრები ისტორიულ ედენას მხარეში. და რომელიც აღვადგინე ისტორიული ედენას მხარის დღესასწაულად და რომელიც ეკლესიის მიერ “პუსტა-პუსტად” შეირაცხა და იგი ჩაანაცვლეს კომუნისტურ-ათესტური გამოგონილი ღონისძიებით.

როცა ეკლესია მღვდელს ეკლესიდან აგდებს და კრიმინალურ დევნას უწყებს ფუსტელთა სკოლა-მუზეუმის დაარსებისათვის და ეროვნული საღვთო კულტურის მეცნიერულ-საგანმანათლებლო მუშაობისთვის, იქ უკვე დიდზე დიდ ეროვნულ ეკლესიურ კატასტროფასთან და ღალატთან გვაქვს საქმე. რასაც აუცილებლად სჭირდება საფუძვლიანი განსჯა, მხილება და სამართლებრივი აღსრულება. რათა ერი დაუბრუნდეს თავის ნამდვილ საკაცობრიო საწყისების საღვთო კულტურის ისტორიულ მემკვიდრეობათა ფესვებს.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/iverieli/#4

 

Posted in 2019, იდეოლოგია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ინტერვიუ. 30.10.2019

Posted by iberiana on ოქტომბერი 31, 2019

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ისტორიული ინტერვიუ

ტვ ომედი. გადაცემა “პრაიმ შოუ”. 30 ოქტომბერი, 2019

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ქართველი აღარ გეყოლებათ, თუ სათამაშო ბიზნესს არ ალაგმავთ

Posted by iberiana on ოქტომბერი 30, 2019

ბატო ბიძინა, ქართველი აღარ გეყოლებათ, თუ სათამაშო ბიზნესს არ ალაგმავთ

japaridze

“ქვეყნის მართველს მივმართავ, ბატო ბიძინას! შესანიშნავია წყალტუბოს გაცოცხლება, მაგრამ წყალტუბოში დამსვენებელი ქართველი აღარ გეყოლებათ, თუ სათამაშო ბიზნესს არ ალაგმავთ, თუ მერიისგან გაპრავებულ ბეთების რეკლამებს არ გააუქმებთ. სანამ საჯარო რეესტრს არ მოსთხოვთ დარეგისტრირების გამჭირვალობის კუთხით, ვიდრე ჯანდაცვის უწყებებს არ მოსთხოვთ აღიარონ ლუდომანია ადიქციურ მძიმე დაავადებად და გაასაჯაროვონ მისი გრიფი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვამ მიანიჭა F63.0, ვიდრე შსს-ს არ მოსთხოვთ სტატისტიკას სუიციდის ფაქტების და ასევე ჩადენილი დანაშაულებების თამაშების საფუძლით დაფილტვრას, ვიდრე პარლამენტში დამაქცეველი „ბიზნესის“ ლობისტები ისხდებიან, ვიდრე სარეაბილიტაციო ცენტრი არ იქნება ქვეყანაში და უკვე მერამდენე ვიდრე, რომელიც ქვეყნის ყველა ინსტიტუციას მოიცავს.

კმარა! იფიქრეთ სარეაბილიტაციო ცენტრზე, სადაც სანდროს მსგავსი ახალგაზრდები იმკურნალებენ. ეს იქნება უდიდესი კეთილშობილური საქმე. უკვე 15 სუიციდის ფაქტია ორ თვეში”- ამბობს თამარ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური. სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე, რომელსაც ოთხი დღე ეძებდნენ ცხვარიჭამიას მიმდებარე ტერიტორიაზე იყო. სანდროს გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 26 ოქტომბერს გავრცელდა. დაკარგულის დედა ამბობდა, რომ შვილს ბოლოს, 25 ოქტომბერს, შუადღისას, ტელეფონით ესაუბრა. დედის თქმით, სანდრო აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული, რის გამოც ბოლო სატელეფონო საუბრისას, დედას ბოდიში მოუხადა.

https://www.primetime.ge

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

გრიგოლ რობაქიძე – 139

Posted by iberiana on ოქტომბერი 28, 2019

Grigol Robakudze

გრიგოლ რობაქიძე – 139

დღეს ქართველებს ორი ლამაზი თარიღი გვაქვს: 28 ოქტომბერი საქართველოს თავისუფლების ბალავრის ჩაყრის დღე და დიდი მამულიშვილის და ევროპული დონის ჭემოქმედის, გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღე!
გრიგოლ რობაქიძისა, რომელიც ამაყად უსწორებდა თვალს ევროპელ შემოქმედთ!

ნიკოლაუს ზომბარდტი წერს: „გრიგოლ რობაქიძე დასავლეთ ევროპასაც ზემოდან დასცქეროდა. მას ჰქონდა ევროპელების წინაშეც უპირატესობის გრძნობა, რადგან ქართველი ერი, რობაქიძის აზრით, უფრო ძველი და უფრო კეთილშობილი, თაურცოდნასთან უფრო ახლო მყოფი რასაა“. აქ გვახსენდება ერთი ეპიზოდი გრიგოლ რობაქიძის მოთხრობა „ენგადიდან“. კინოგადამღებთა ჯგუფი მიდის ხევსურეთში, მათ შორის, ერთი ქართული ენის მცოდნე, დედით ქართველი, მამით რუსი – გიორგი ვალუევი. ისინი გზაში ხვდებიან ხევსურ მგელიკა ალუდაურს, რომელსაც არ აკვირვებს არც ფოტოაპარატი და არც სხვა ტექნიკა. „მდგარიყო მის წინ ამ წამს ნაპოლეონი თუ გოეტჰე, ვერც ერთი მათგანი ვერ გამოიწვევდა მასში გაოცებას. ეჭვი არაა, იგი მათს წინაშე პატივისცემით დაიჭერდა თავს, მაგრამ, ამავე დროს, იგი დარწმუნებული იქნებოდა შინაგან, რომ სადღაც, ყოფითს ერთს არსებით მუხლში იგი მათზე მაღლა სდგას. ასეთი იყო შთაბეჭდილება, მისგან გამოწვეული. ხევსური იდგა ჩვენს წინაშე შინაგან ამაყი, ხოლო არა მედიდური“.

ნიკოს კაზანცაკი წერდა თავის რომან „ტოდა-რაბაში“: „ახლა გრიგოლ რობაქიძე წარმოდგენილი მყავს, ვით უძლიერესი სულიერი პიროვნება საქართველოსი. იგი დაახლოებით ორმოცი წლისაა. ყოველთვის ლამაზად ჩაცმული. ყურადღებას იპყრობს თავისი ფიცხელი მოძრაობით და თვალთა ცივი მზერით. მხოლოდ ფართო, თავდაჭერილი სიცილი, რომლის დროსაც მისი მშვენიერი კბილები მოსჩანან, გვიმხელს მის ვნებიანობას. გრძნობ, ხარ წინაშე იმ ადამიანისა, რომელიც თავის წმინდა გამტაცებელ ტემპერამენტს აშკარა მტკიცე ნებით იპყრობს“.

დღეს გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეა!

არ ეგების დავიწყება!

მას ორი ოცნება ჰქონდა მხოლოდ:

პირველი და უმთავრესი – საქართველოს თავისუფლება;

მეორე და მოკრძალებული:

ნატვრა-ანდერძი: … „ჩემმა მკითხველმა იცის, თუ როგორ მესახება მე მცხეთა… შედიხარ ტაძარში და ამჩნევ კუთხეში მარჯვნივ პაწია სალოცავს ძველისძველ აშენებულს. ტაძრის მშენებლებს იგი არ დაუნგრევიათ…

ჩემი ნატვრაა: როცა მე ამ ქვეყნად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში. სანთელს ანთებდეს ამ პაწია სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვთხოვ საქართველოს“.

აღსრულდეს უფლის ნებით დიდი გრიგოლის გულისნადები – სამშობლოს მკვდრეთით აღდგომა!

***

გრიგოლ რობაქიძე: კონსტანტინე გამსახურდია

“სამი თვის წინათ ერთი ამბავი მაცნობეს პარიზიდან. ოლია თავაძეს, ყოფილ წევრს საქ. მთავრობისა, ეამბნა, როცა ბერლინი, 1945 წელს საბჭოთა ჯართა მიერ ალყაშემორტყმული, ცეცხლის ქვეშ ნადგურდებოდა, მოვარდა ჩვენთან, მთავრობის სასახლეში, ერთი ჯგუფი მწერალთა კ. გამსახურდიას მეთაურობით – თხოვნით: რაიმე ზომები მიგვეღო გრ. რობაქიძის და მ.წერეთლის, რომელნიც მაშინ ბერლინში ეგულებოდათ, გადასარჩენადო. – მრავალი შერხევა განმიცდია ნეტარი წუთით, ხოლო ასეთი სიმძაფრით არა. ასეთი რამ მხოლოდ დიდი კარდჰუს სამშობლოში თუა შესაძლო. მრავალი ცრემლი დავღვარე, ცრემლი ნეტარების. ეხლაც შერხეული ვარ, ვიგონებ რა ამ ამბავს, გამოუცხადო მადლობა ამ მწერლებს? ეს ემსგავსებოდა – მადლობა გამომეთქვა მღვდელმთავრისადმი ზიარებისათვის. დეე, ეს “აქტი” დარჩეს წვეთად სამშობლოდან მოგვრილი ზედაშისა, რაიც ვიგემე მე სამუდამოდ გადმოხვეწილმა.”.

ა.ს.
28 ოქტომბერი, 2019

^^^

Grigol Robakudze - K. Gamsakhurdiaროგორც ცნობილია, ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე პოლიტიკური ემიგრანტის სტატუსით გერმანიაში ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ყოველმხრივ ცდილობდა მის ჩამოტყუებას, გრიგოლი სამშობლოში არ ბრუნდებოდა.

1940 წელს რობაქიძის ჩამოსაყვანად გერმანიაში კონსტანტინე გამსახურდია გაუშვეს, რომელიც ასევე, პოლიტიკურად არასაიმედოდ ითვლებოდა, მაგრამ დიდ ქართველ მწერალს უკვე პატარა ზვიადი ჰყავდა და მთავრობას გამსახურდიას ცოლ-შვილი, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავდა დატოვებული იმ შემთხვევისთვის, თუკი ის უკან დაბრუნებას არ მოისურვებდა. გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებულმა კონსტანტინე გამსახურდიამ ოფიციოზს განუცხადა: ყველანაირად ვეცადე, გრიგოლი დამერწმუნებინა, რომ უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ კატეგორიულ უარზეა. ასე მითხრა, მაგ წითელ ღორებს თავს არ მოვატყუებინებო…

გამსახურდიას მიერ ჩამოტანილი პასუხი მთავრობის მეთაურებს, რა თქმა უნდა, არ ეპიტნავათ, მაგრამ კონსტანტინესაც არაფერი უთხრეს და შეეშვნენ, მით უმეტეს, რომ „დიდოსტატის მარჯვენა“ უკვე ძალიან პოპულარული იყო.

წლების მერე, როცა გრიგოლ რობაქიძე გარდაიცვალა, შვეიცარიაში გამოქვეყნდა მისი ჩანაწერების ფრაგმენტები. ერთ-ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ: „ჩემთან კოწია იყო ჩამოსული, რომელიც საბჭოთა მთავრობამ ჩემს წასაყვანად გამოგზავნა. უკან დაბრუნება მინდოდა, მაგრამ კოწიამ მითხრა: არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდე, რადგან წითელი ღორები დაპატიმრებასა და გასამართლებას გიპირებენო…“

ნიკა ლაშაური

Posted in 2019, ემიგრანტები, საამაყო ქართველები, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

ტარიელ გელანტია (1951-2019)

Posted by iberiana on ოქტომბერი 25, 2019

ტარიელ გელანტია (1951-2019)

Tariel Gelantia.jpg

დღეს უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ უზენაესი საბჭოს დეპუტატს, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის აქტიურ მონაწილეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერს, ბატონ ტარიელ გელანტიას!

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს დიდი მამულიშვილის გარდაცვალებას!

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი ტარიელის უმწიკვლო სული!

საქართველო და ქართველი ერი არ დაივიწყებს ამ დიდ მამულიშვილს!

გურამ ლაკია
25 ოქტომბერი, 2019

Posted in 2019, ეროვნული გვარდია, ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

მარიხუანით მოწამლულებს შორის ბევრია გოგონა

Posted by iberiana on ოქტომბერი 25, 2019

“მარიხუანით მოწამლულებს შორის ბევრია გოგონა, რამდენიმე ფსიქიატრიულშიც გადავგზავნეთ”
თემურ კობიძე (მთავარი ტოქსიკოლოგი)

kobidzeთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, “კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძე, აცხადებს, რომ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, 17-დან 26 წლამდე ახალგაზრდებში გაიზარდა მარიხუანით ინტოქსიკაციის შემთხვევები. მათ შორის ბევრია გოგონა.

როგორც თემურ კობიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, სამედიცინო დაწესებულებებში შესულ, მარიხუანით მოწამლულ პაციენტებს ახასიათებთ შემდეგი სიმპტომები: ჰალუცინაციები, გულსისხლძარღვთა სისტემიდან გამოხატული რეაქციებით, გულის ფრიალით, ჰიპერტენზია, ფსიქიკური ცვლილებებით, ფსიქიკური აშლილობა, ჰალუცინაციები, რაც გადადის შემდგომ ფსიქომოტორულ აღგზნებაში. ასეთი პაციენტების მკურნალობაში საჭირო ხდება ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების ჩართვა.

“რამდენიმე ახალგაზრდა უკვე გადავგზავნეთ ფსიქიატრთან. მათგან 2 განაგრძობს მკურნალობას. დიდი ხანია განგაშია ასატეხი საერთოდ ნარკომანიისა და ტოქსიკომანიის გახშირებული ფაქტების გამო. მარიხუანის მოხმარება პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს გენოფონდს, ჩვენს ახალგაზრდობას. მათგან, ვინც მარიხუანას უწევენ პროპაგანდას, რატომღაც არავის სურს თავის შვილებზე გამოსცადონ მარიხუანის “სიკეთე”. მარიხუანის მოხმარება არის პირველი საფეხური ნარკომანიისკენ. საუბარია ძირითადად 17 წლიდან 25-26 წლამდე ახალგაზრდებზე. სრული მონაცემები საქართველოს მასშტაბით ჯერ არ მაქვს. თბილისის მასშტაბით არსებულ მდგომარეობაზე მოგახსენებთ გამოვდივარ კერძო პრაქტიკიდან, ჩემს მიერ ნანახი პაციენტებიდან”, – აცხადებს ტოქსიკოლოგი თემურ კობიძე.

მისივე თქმით, მარიხუანის პროპაგანდამ ითამაშა ის როლი, რომ მარიხუანის მოწევა თითქოს, გოგონებში კარგ ტონად ითვლება.

​”მანამდე სიგარეტის მოწევა ითვლებოდა თავის წარმოჩენის, თვითდაჯერების საშუალებად. პაციენტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც სიგარეტიც კი არ მოუწევიათ და მით უმეტეს, მარიხუანა არის მათთვის პირველი. მარიხუანის მოწევა განსხვავდება სიგარეტის მოწევისგან. არ არიან შეჩვეულნი. შემოსულ პაციენტებს შორის უმეტესობა ამბობს, რომ მოსწიეს მეგობრებთან. გოგონები, რომლებსაც არ აქვთ ეს მოწეული, ბიჭები სავარაუდოდ აწევინებენ გაზრდილ დოზას და იწამლებიან”, – აცხადებს თემურ კობიძე.

წყარო: mcm.ge

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , , | 2 Comments »

აღმოჩენა ნეკრესის ნაქალაქარში

Posted by iberiana on ოქტომბერი 16, 2019

აღმოჩენა ნეკრესის ნაქალაქარში


15.10.2019

მრავაწლიანი კვლევის შემდეგ ნეკრესის ნაქალაქარის ტერიტორიაზე უნიკალურ სამარხებს მიაგნეს.

აღმოჩენა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ადრე ქრისტიანული ხანის ტაძრებისთვის დამახასიათებელი სამარხების საქართველოში არსებობას ადასტურებს. სიძველეების და ახალი არტეფაქტების მიგნებით სპეციალისტებმა ყვარელში, მდინარე დურუჯთან მდებარე სატაძრო კომპლექსზე არაერთი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. სამარხების ზომებმა ექსპედიციის მონაწილეები დაარწმუნა, რომ საქართველოში რომის იმპერიის და ადრეული ბიზანტიის მსგავსი ბაზილიკები იგებოდა.

1tv.ge 

***

18222088_1320708078014205_3080848907241849302_n

 

ნოდარ ბახტაძე, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი:
“საქართველოში პირველად აქ დადასტურდა კატაკომბური გალერეა-დერეფანი, ღია სივრცეში მოწყობილი აკლდამებით, თანაც IV-V საუკუნეებისა.

სხვა უძველეს ქართულ ტაძრებშიც იქნებოდა მსგავსი სარდაფები – მარტო აქ ხომ არ გამოიყენებდნენ რომაული ქრისტიანული სამყაროსთვის ესოდენ დამახასიათებელ სამაროვნის ტიპს? უბრალოდ, საქართველოში ფაქტობრივად ახლა იდგამს ფეხს ქრისტიანული არქეოლოგია… წინ ურიცხვი საქმე გველის”.

Posted in 2019, არქეოლოგია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

Итальянцам вернули маму и папу

Posted by iberiana on ოქტომბერი 12, 2019

ITALY-GENOA-BRIDGE-COLLAPSE-ANNIVERSARY[1]Итальянцам вернули маму и папу: Власти покончили с “толерантными” родителем-1 и родителем-2

Власти Италии вернули в паспорта определения “мать” и “отец”, вычеркнув “толерантных” родителя-1 и родителя-2. “Это противоречит всем нашим многовековым устоям, и мы решили с этим покончить”, – сказал вице-премьер страны.

В Италии больше не будет родителя-1 и родителя-2, власти страны вернули определения “мать” и “отец” в официальные документы. Об этом сообщил лично вице-премьер и глава МИД Италии Маттео Сальвини.

“Сегодня я с радостью готов сообщить, что в Италии больше не будет родителя-1 и родителя-2. Это противоречит всем нашим многовековым устоям, и мы решили с этим покончить”, – сказал он.

Термины “родитель-1” и “родитель-2” были введены в 2016 году под лозунгами толерантности и прав гомосексуалистов. Нововведение вызвало возмущение многих итальянцев, но всё равно было принято либеральным правительством страны.

Избранное в прошлом году новое правительство взяло курс на возвращение к традиционным ценностям и защите интересов страны. Первым делом Италия отказалась принимать навязываемых ей Европой мигрантов, теперь же очередь дошла до вычищения либеральных нововведений из законодательства страны.

წყარო

Posted in 2019, საქართველო-Georgia, В мире | Tagged: , , | Leave a Comment »

მოსახლეობის ჩანაცვლება საფრანგეთში კრიტიკული პრობლემაა

Posted by iberiana on ოქტომბერი 7, 2019

mareshal-lepeniმოსახლეობის ჩანაცვლება საფრანგეთში კრიტიკული პრობლემაა, ჩვენი წინაპრების მიწაზე შეიძლება უმცირესობად ვიქცეთ – მარიონ მარეშალ-ლე პენი

საფრანგეთის პარლამენტის ყოფილი წევრი, მემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის დისშვილი მის მხარდამჭერებს მოსახლეობის „დიდი ჩანაცვლების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს.

მარიონ მარეშალ-ლე პენმა პარიზში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ მასობრივი დემოგრაფიული გამოწვევა – „დიდი ჩანაცვლება“ ამჟამად საფრანგეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრობლემაა.

„პირველი მთავარი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა არის „დიდი ჩანაცვლება“ – დემოგრაფიული კლება, რომელიც გვაიძულებს ჩვენი წინაპრების მიწაზე უმცირესობად ქცევის შესაძლებლობა გავაცნობიეროთ“, – განაცხადა მარიონ მარეშალ-ლე პენმა.

მისივე თქმით, დიდი ჩანაცვლების თანმდევი შედეგები იქნება მულტიკულტურული საზოგადოება, რომელსაც სურს იყოს „გაბზარული და მოძალადე“.

წყარო: breitbart.com/europe/2019 

alt-info.com 

 

Posted in 2019, მიგრანტები, მსოფლიო, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

დავით IV აღმაშენებლის მონეტა

Posted by iberiana on სექტემბერი 19, 2019

Tbilisi museum hosting first non-UK display of historic coin of Georgia’s Medieval king

david

დავით IV აღმაშენებლის მონეტა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში პირველად გამოიფინა ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა, რომელიც დავით IV აღმაშენებლის მიერ მოჭრილ მონეტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია.

მონეტას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. მისი წარწერა XI-XII საუკუნეების საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ხაზს ასახავს.

ავერსზე წარმოდგენილია დავით მეფის გამოსახულება ბიზანტიურ სამოსში; თავზე ადგას ჯვრით დამშვენებული გვირგვინი – სტემა, მარჯვენა ხელში გრძელბუნიანი ჯვარი უპყრია, მარცხენაში კი – ჯვრიანი სფერო. გამოსახულების თანმხლები ასომთავრული წარწერა მას მეფე დავითად მოიხსენიებს.

რევერსზე, მონეტის ცენტრში, თანაბარმკლავიანი ჯვრის გამოსახულებაა, რომელსაც გარშემო ქართული ასომთავრული წარწერა გასდევს: „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა.“

გამოფენა 2019 წლის 15 დეკემბრამდე გასტანს.

Posted in 2019, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ინგუშების დახმარებით როსტოვის ცენტრში ქართული ეკლესია შენდება

Posted by iberiana on სექტემბერი 19, 2019

70416529_523090495160648_4312304210663178240_n

ინგუშების დახმარებით როსტოვის ცენტრში ქართული ეკლესია შენდება

ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვაჟკაცობით ცნობილი რუსლან აუშევი ასეთ პოსტს აქვეყნებს:

,,ქალაქ დონის როსტოვში ქართველების დიდი დიასპორა ცხოვრობს, რომელთა რაოდენობა ათეულ ათასს აღწევს (ღმერთმა ქნას მილიონამდე გამრავლდნენ). როსტოველი ქართველების უხუცესებმა გადაწყვიტეს, ქალაქში ქართული მართმადიდებლური ეკლესია აეშენებინათ.

გააკეთეს ესკიზი, სამუშაო პროექტი, რომელიც უმოკლეს ვადებში არქიტექტორებმა წარმატებით განხორციელეს. მათ ეკლესიისთვის შეარჩიეს და გამოისყიდეს საუკეთესო ადგილი როსტოვის ცენტრში, ბოდრაიას ქუჩაზე. თუმცა ქალაქის ხელისუფლებამ პროექტი მხოლოდ იმ მიზეზით არ დაამტკიცა, რომ მიწის ფართობი ეკლესიის არქიტექტურული გადაწყვეტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქართველთა სამწუხაროდ, ეკლესიის ასაშენებლად ქალაქში ვერ მოიძებნა შესაფერისი თავისუფალი ფართობი, რადგანაც იგი საკმაოდ მჭიდროდ არის დასახლებული.
გამოსავალი იყო მხოლოდ ერთი – ეკლესია ქალაქგარეთ უნდა გადაეტანათ, თუმცა აქაც პრობლემა შეიქმნა, რადგან ქართული ეკლესიის მრევლის უმეტესი ნაწილი ასაკოვანი ადამიანები არიან. მათ კი ძალიან გაუჭირდებოდათ ქალაქგარეთ სიარული. ამ ყველაფერმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე მშენებლობის სპონსორებს თავისუფალი ფართობი, რადგანაც იგი საკმაოდ მჭიდროდ არის დასახლებული.

მოგვიანებით, ქართველებმა გაარკვიეს, რომ ქალაქის ცენტრში, ეკლესიისთვის თავდაპირველად მონიშნული ტერიტორიის მიმდებარედ, რამდენიმე ინგუშის ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც საჭირო მიჭის ნაკვეთებს ფლობდნენ. ინგუშებმა შეიტყვეს ქართველების პრობლემის შესახებ. შეიტყვეს ისიც, რომ ეკლესია არ შენდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად არ იყო მიწის საკმარისი ფართობი.

და მოხდა სასწაული – ინგუშების ყველა ოჯახმა ქართველთა დიასპორას საკუთარი მიწის ნაკვეთები უანგაროდ გადასცეს – აჩუქეს!
შედეგად: როსტოვის ცენტრში ქართული ეკლესია შენდება და სულ მალე მართლმადიდებლურ ტაძარში ქართველი მოძღვრები წირვა-ლოცვას აღავლენენ!

ასეც ხდება, როცა ადამიანებისთვის ყველა სხვა ღირებულებაზე მაღლა ჭეშმარიტი მეგობრობა დგას.

ეს კეთილშობილური საქციელი ნუ გაგაოცებთ – ეს არის ურთიერთპატივისცემა, რომელიც ქართველ და ინგუშ ხალხს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა. ქართველებმა ხომ საკუთარი ერთგულება და სიყვარული არაერთხელ დაუმტკიცეს ინგუშებს მათთვის უმძიმეს წლებში.
(1956 წელს, შუააზიის გადასახლებიდან დაბრუნებულ ინგუშებს ქართველებმა არამხოლოდ სახლ-კარი, არამედ პირუტყვი და ჭურჭელიც კი დაუტოვეს! – გ.გ.)

მე არ დავასახელებ იმ უნგუში ოჯახების გვარებს, ვინც უანგარო სიკეთე გაიღო – არ დავასახელებ, რადგან მათ ასე ისურვეს.

ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს ისინი, უფალმა აჩუქოს ღირსეული შთამომავლობა!“

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ალიკო ცინცაძე – ქართული კაბალა

Posted by iberiana on სექტემბერი 13, 2019

ქართული კაბალა და ქართული ჰემატრია

ალიკო ცინცაძის წიგნის “ქართული კაბალა”-ს პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში. 24.04.2019

 ავტორმა კაბალას მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კაბალას უდიდესი პოლიტიკური და მეცნიერული დატვირთვა აქვს. მისი თქმით, „ქართულ კაბალაზე“ მუშაობის პროცესში ყველაზე მთავარი ქართული ჰემატრიის აღმოჩენა იყო.

ქართული ჰემატრიის არსებობის დამტკიცებაზე 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, თავად წიგნის გამოცემა კი 1 წელიწადში მოხდა.

“დიდი იბერია მთელი თავისი მშვენიერებით ჩვენ წინაშეა და მე მას, ქართულ კაბალას, ვუბრუნებ საქართველოს”, – განაცხადა ალიკო ცინცაძემ.

მისივე თქმით, ქართული ჰემატრიით მტკიცდება, რომ ქართული ენა ქრისტეს ენაა და ქართველებს ბიბლიის შემქმნელი ხალხის ნიშნები აქვს.

“ქართული კაბალა ეს არის ცხოვრების წესი, ტრადიციები, მზისა და მთვარის მოძღვრება, სულის უკვდავების მოძღვრება, რომელიც დაფარვის მეთოდებს შეიცავს. დადგინდა, რომ ქართული კაბალა მსოფლიოს 6 ძირითადი რელიგიის ქრისტიანობის, ბუდიზმის, ინდუიზმის, იუდაიზმის, მუსულმანობისა და ზოროასტრიზმის საფუძველს წარმოადგენს”, – განმარტა წიგნის ავტორმა.

როგორც მან თქვა, ეს წიგნი უკვე დახლებზეა, თუმცა საზოგადოება მას ნაკლებად იცნობს.

“ქართულ საზოგადოებას ეს წიგნი ებრაულ კაბალაზე ჰგონია და ამიტომ არ იყიდება. ვფიქრობ, მოვიდა დრო ქართული კაბალა აღდგეს მთელი თავისი ბრწყინვალებით”, – აღნიშნა ალიკო ცინცაძემ წიგნის პრეზენტაციაზე.

პრეზენტაციის ბოლოს ავტორმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა და ქართული კაბალას მნიშვნელობაზე დამატებით განმარტებები გააკეთა.

pia.ge 

Posted in 2019, მეცნიერება, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

„რისკი ცალსახად არსებობს“ – ინტერვიუ ანდერს ფოგ რასმუსენთან

Posted by iberiana on სექტემბერი 11, 2019

e18390e1839ce18393e18394e183a0e183a1e18390

„რისკი ცალსახად არსებობს“ – ინტერვიუ ანდერს ფოგ რასმუსენთან

ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი 2009-2014 წლებში, ამბობს, რომ საქართველოს ნატოში სწრაფად გასაწევრიანებლად შეუძლია, დროებით უარი თქვას ალიანსის მეხუთე პუნქტის მის ოკუპირებულ რეგიონებზე გავრცელებაზე. რასმუსენმა გვითხრა, რომ რისკი ნამდვილად არსებობს, რუსეთმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შეჩერება კვლავაც სამხედრო აგრესიით სცადოს. თუმცა, ყოფილი გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ამ რისკის აწონ-დაწონვა მაინც ღირს. რასმუსენი იმასაც ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს მოუწევს ქვეყნის შიგნით საკითხზე კონსენსუსს მიაღწიოს. რასმუსენის განცხადებაზე გუშინდელმა გამოხმაურებებმაც ნათლად აჩვენა, რომ ყოფილი გენერალური მდივანი, ამ მხრივ, მართალს ამბობს.

რასმუსენის გუშინდელ გამოსვლას თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ქართულ მედიაში წინააღმდეგობრივი გამოხმაურება მოჰყვა. რასმუსენის სიტყვის არაზუსტ ქართულ ვერსიაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს გაწევრიანება ნებისმიერ ორგანიზაციაში მისი ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე „ისტორიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა“ იქნებოდა…

„ვაჟა თავბერიძე /„სამოქალაქო საქართველო“: კონფერენციას საკმაოდ დამაფიქრებელი სახელი შეურჩიეს – “Now What?” – და მინდა, თქვენც ამავე კითხვით მოგმართოთ: რას უნდა ველოდოთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით? სად ვართ და საით მივდივართ?

ანდერს ფოგ რასმუსენი: ვიტყოდი, რომ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს საქართველოს მთავრობისა და ხალხის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება: უღირს თუ არა საქართველოს გახდეს ნატოს წევრი, მაგრამ იმ დათქმით, რომ დროებით, ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლი, კოლექტიური თავდაცვის შესახებ, თქვენს დე-ფაქტო ოკუპირებულ რეგიონებზე არ გავრცელდეს. ეს გულისხმობს, რომ კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი გავრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღესდღეობით აკონტროლებს საქართველოს მთავრობა. ეს ბევრს შეიძლება ჩახლართულ საკითხად მოეჩვენოს, მაგრამ მსგავსი პრეცედენტი უკვე გვაქვს ნატოში – 1955 წელს აღმოსავლეთ გერმანიას (გდრ) ნატოში გაწევრების უფლება არ მიეცა, მაშინ როცა დასავლეთ გერმანია გახდა ნატოს წევრი. მეხუთე მუხლი არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე, სანამ გერმანია არ გაერთიანდა. ზუსტად იგივე შეიძლება გაკეთდეს საქართველოს შემთხვევაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან მიმართებაში. ვფიქრობ, ეს საკითხი დიდი კამათის საგანი გახდება საქართველოში, ამიტომ აჯობებს მსგავსი გადაწყვეტილება თვითონვე მიიღოთ, და თუ გადაწყვეტთ, რომ ეს გსურთ, მერე უნდა „მიხვიდეთ“ ნატოსთან და უთხრათ: „აი, ჩვენ მზად ვართ, ახლა რას იტყვით?“

Q: როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ნატოს პასუხი? იზიარებენ თქვენი ყოფილი კოლეგები თქვენს მიდგომას?

A: დღეს, არამგონია, დღეს კონსენსუსის გარანტიას ვერ მოგცემდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი პირველი ნაბიჯი ამ პროცესის დასაძვრელად. ამ შემთხვევაში, ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწევთ დაიწყონ უფრო რეალისტური დისკუსია იმაზე, ეთანხმებიან თუ არა ნატოში საქართველოს მიღებას, რადგან ფაქტია, რომ საქართველო ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს ამისთვის: თქვენ ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ხართ, დიდი წვლილი შეგაქვთ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და თქვენი სამხედროები საჭირო სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

Q: გააქარწყლებს თუ არა ეს თქვენი მოდელი იმ სკეპტიციზმს, რომელიც დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებს აქვთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით?

A: დაუყოვნებლივ არა, მაგრამ ვფიქრობ საჭიროა ამ ნაბიჯის გადადგმა იმისთვის, რომ ეს პროცესი, ასე ვთქვათ, გადავტვირთოთ. რადგან ახლა სკეპტიკოსებისთვის ძალიან ადვილია, ამ დისკუსიას თავი აარიდონ და უბრალოდ ხელი გაიშვირონ გადაუჭრელი ტერიტორიული კონფლიქტებისკენ, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმით, ეს პრობლემა, ასე ვთქვათ, განტოლებიდან გაქრება. შესაბამისად, ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწევთ იმაზე მსჯელობა, რომ საქართველო ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

Q: გერმანიის მაგალითი ახსენეთ. ზედმეტ სკეპტიციზმში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ გულწრფელად გჯერათ, რომ დასავლეთისთვის საქართველოსაც ის გეოპოლიტიკური წონა აქვს, რაც მაშინ გერმანიას ჰქონდა?

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/nato/

 

Posted in 2019, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე?

Posted by iberiana on სექტემბერი 11, 2019

ანდერს ფოგ რასმუსენი – უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს

ვფიქრობ, უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმე, ანდერს ფოგ რასმუსენმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„თუ საქართველო ნატო-ს მომავალი წევრი უნდა გახდეს, თქვენ უნდა განაგრძოთ რეფორმები დემოკრატიაში, რომელიც მოწოდებულია, იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ, გარანტირებული იყოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, უმცირესობების უფლებების დაცვა. ამ კურსზე უნდა დარჩეთ. მაგრამ მთავარი პრობლემაა ოკუპირებული ტერიტორიები. საქართველო ასრულებს აუცილებელ კრიტერიუმებს ნატო-ს წევრობისთვის, გარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისა. ასე რომ ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით?” – განაცხადა რასმუსენმა.

ამასთან, “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, როგორ ფიქრობს, რამდენადაა საქართველოს მთავრობა მზად ამის გასაკეთებლად, რასმუსენმა უპასუხა, რომ ეს არ იცის.

“არ ვიცი და რა თქმა უნდა, ეს შიგნით უნდა განიხილოთ ღრმად, რადგან ეს ასევე რისკიანი გზაა, მაგრამ ვფიქრობ, უნდა გავერიდოთ პუტინის დე ფაქტო ვეტოს. მან იცის, რომ ნატო და ევროკავშირი ნაკლებად მოინდომებენ ეს პრობლემები გადმოიტანონ ჩვენს ორგანიზაციებში. სწორედ ამიტომ აგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. მაგრამ თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი იქნება. მართალია, ნატო-ს წევრობა ერთ ნაბიჯზე არ იქნება, მაგრამ ყველაზე ცოტა, ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისგან ხელახლა იქნებოდა ნამდვილი საუბრის დაწყების საფუძველი წევრობაზე. ეს იქნება პირველი და რეალური ნაბიჯი იმ გადაწყვეტილების განსახორციელებლად, რაც ნატო-მ უკვე 2008 წელს მიიღო, რომ თქვენ გახდებით ნატო-ს წევრი, თუ აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებთ”, – განაცხადა რასმუსენმა.

გარდა ამისა, მანვე უპასუხა “ინტერპრესნიუსის” კითხვას, რას ეტყვის ადამიანებს, ვინც ამ შესაძლო გადაწყვეტილებას ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვად ჩათვლის. რასმუსენის თქმით, სწორედ ამიტომაა აღნიშნული არჩევანი სარისკო.

“რა თქმა უნდა, ეს რისკია. ამიტომ არის ეს საქართველოს განსახილველი და გადასაწყვეტი, თუ როგორ მოიქცეს. მაგრამ კითხვა მდგომარეობს იმაში, რა არის უფრო სარისკო – ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება საქართველოს სამომავლო წევრობაზე ნატო-ში”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” რასმუსენმა.

interpressnews.ge 

Posted in 2019, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

სერგი ჯანაშია: “ვინანიებ საჯაროდ”

Posted by iberiana on სექტემბერი 10, 2019

სერგი ჯანაშია: “ვინანიებ საჯაროდ”

69695354_497698674416667_1196577321729916928_nგაზეთი „საქართველოს“ ყოფილი რედაქტორის მოადგილემ, სერგი ჯანაშიამ „იმედის“ ეთერში გიორგი კალანდიას ფილმის „დახვრეტილი საქართველო“-ს ნახვის შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ვინანიებ საჯაროდ, თქვენს წინაშე, ამ დიდი აუდიტორიის წინაშე იმ ფაქტს, რომ მეც მიმიძღვის წვლილი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში, როგორც სახალხო ფრონტის გაზეთ”საქართველოს’ რედაქტორის მოდგილეს.
გაზეთ “საქართველოს” არცთუ ცოტა წვლილი მიუძღვის სამხედრო გადატრიალების იდეოლოგიურ მომზადებაში.

ახლახანს ვუყურე გიორგი კალანდიას ფილმს იმ მოვლენებზე და ძალიან მძიმედ იმოქმედა ჩემზე.

ადრეც მითქვამს, დამიწერია კიდეც, რომ მეც დამნაშავე ვარ და ჩემს წილ დანაშაულს ვგრძნობ -მეთქი, მაგრამ ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე პირველად ვამბობ ამას.

მართალია, იარაღი არ ამიღია ხელში და არ მიომია ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ იდეოლოგიური ომი ნაკლები ომი არაა.

მატერიალურად, არც სამსახურებრივი კარიერის თვალსაზრისით არაფერი სარგებელი მინახავს იმ პროცესებში მონაწილეობისაგან, მაგრამ ბევრმა ისარგებლა, ბევრმა ჯერ სამხედრო საბჭოში, მერე სხვადასხვა მოწვევის პარლამენტებში, სახელისუფლებო იერარქიის სხვადასხვა კიბეებზე პოვეს თავიანთი ადგილი და ზოგი მათგანი დღესაც ზის პარლამენტში სახელისუფლები კვოტითა თუ ოპოზიციური გუნდიდან.

ცალკე უნდა ითქვას მაშინდელი ინტელიგენციის როლზე. ამ ე.წ.ინტელიგენციის წარმომადგენლები არა მხოლოდ სიტყვით, იარაღით ხელშიც იბრძოდნენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ…

სახალხო ფრონტის ლიდერს, ნოდარ ნათაძეს, ეყო იმისი კაცობა, რომ საჯაროდ მოენანიებინა თავისი შეცდომა და დანაშაულიც.

დროა მას სხვებმაც მიბაძონ.

იმისი დროცაა დიდიხანია, დეტალურად გამოძიებულ იქნას ყველაფერი და დაისაჯონ დამნაშავეები- კიტოვანი, სიგუა, სხვები.. იოსელიანი წასულია იმქვეყნად, მაგრამ ბევრი მისი თანამებრძოლი, რომელიც ტყვიას უშენდა მომიტინგეებს, ცოცხალია…

ლამის ოცდაათი წელია გასული იმ ამბების მერე, მაგრამ მისი აჩრდილი თან სდევს საქართველოს და განვითარების საშუალებას არ აძლევს.

სანამ სამართლიანობა არ აღდგება და დასასჯელი არ დაისჯება, არაფერი გვეშველება. ეს ღმერთის რისხვაა ჩვენს თავს, რომ ზვიადის შემდეგ ყველა არჩეული თუ თავსმოხვეული მთავრობა ერთმანეთზე უარესია..

მინდა პატიება ვთხოვო ზვიადის სულს, იმ პუტჩის დროს დაღუპულ მისი თანამებრძოლების სულს, ყველა დახვრეტილი მომიტინგის სულს და რა თქმა უნდა, მათი ოჯახების, შვილების წინაშე ვიხრი ქედს და პატიებას ვთხოვ…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/mamulishvilebs/pitchi/

 

Posted in 2019, სამხედრო გადატრიალება, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ფერეიდნიდან საქართველომდე 1400 კმ ფეხით

Posted by iberiana on სექტემბერი 10, 2019

ფერეიდანელი ქართველები, რომლებმაც ფეხით 1400 კილომეტრი გამოიარეს, უკვე საქართველოში არიან

400 წლის წინ ირანში იძულებით გადასახლებული ქართველების სამი შთამომავალი – შაჰრამ ონიკაძე, ომიდ (ამირან) გოგონანი, ისმაილ რაჰიმი საქართველოში არიან. მათ უკვე გადმოკვეთეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“.

31 დღე ფერეიდანიდან თბილისამდე 1400 კმ ფეხით გამოიარეს.

აქცია, რომელიც ფერეიდანელმა ქართველებმა დიდგორობას მიუძღვნეს, 11 აგვისტოს დაიწყო.

ომიდ გოგონანი (ამირან გუგუნაშვილი): „გეფიცებით, საქართველოს სუნი მოდის ექა, ვსუნთქავ საქართველოს სუნსა და მევსების გული“.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე უკვე გაიმართა შეხვედრა. დღესვე, 18:00 საათზე, მათ რუსთავი უმასპინძლებს. მის: რუსთაველის 30 – „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“ (ქიმიკოსთა კულტურის სახლი);
თელავი – 14 სექტემბერს, მცხეთა – 16 სექტემბერს.
16 სექტემბერს, 12 საათზე, ფერეიდანელებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი უმასპინძლებს (ჭავჭავაძის 53 ა).

ფერეიდანელ ქართველებთან შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც იგეგმება:

  • შეხვედრა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული
  • სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან;
  • შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
  • შეხვედრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
  • შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
  • გასვლა დიდგორში (რადგანაც ეს აქცია მიეძღვნა დიდგორობას) და სხვ.

„ჩვენ დღეს ძალიან გვჭირდება ფუძეზე დაბრუნება და ეროვნული ერთიანობა“, – აღნიშნავს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, რომელიც არის ამ შეხვედრების ორგანიზატორი.

თამარ შაიშმელაშვილი

kvira.ge 

Posted in 2019, საქართველო-Georgia, ფერეიდანი | Tagged: | Leave a Comment »

მარიხუანა მძიმე ნარკოტიკია

Posted by iberiana on სექტემბერი 9, 2019

Marina Kacharava

„მარიხუანა მძიმე ნარკოტიკია და მისი მოხმარებისას პრაქტიკულად იშლება მეხსიერება“ – მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა „აზროვნების აკადემიაში“ მარიხუანას მოხმარების უკიდურესად მძიმე შედეგებზე საუბრობს:

„ამბობენ, რომ მარიხუანა ძალიან უსაფრთხოა, საყვარელია და განვითარების საშუალებაა. სინამდვილეში ეს გახლავთ ძალიან მძიმე ნარკოტიკი ხანგრძლივ მოქმედებით. ერთი შეხედვით ის შეიძლება ვიღაცისთვის უსაფრთხო იყოს, მაგრამ მის შემადგენლობაშია ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ეს არის შხამი და მას აქვს ძალიან დიდი განფენა თავის ტვინზე. მეტიც, ოპიატებს ბევრად ნაკლები აქვთ განფენა ტეტრაჰიდროკანაბინოლთან შედარებით. ეს იწვევს გუგების საშინლად გაფართოებას. ზოგადად, გუგა ფართოვდება დიდი შიშის დროს, მაგრამ მარიხუანას მიღებისას ის ფართოვდება ძალიან არაბუნებრივად. პრაქტიკულად იშლება მეხსიერება, აღარ ახსოვთ არც ბავშვობა და არც არაფერი. ეს არის წრეში მოხვედრილი არსება, რომელიც ვეღარ გამოდის ამ წრიდან. ქცევის კონტროლი თავის ტვინში არის შუბლის წილთან ახლოს, ის ჩვენი ქცევის მუხრუჭია და ის ადამიანს ძალიან სჭირდება. მარიხუანას დროს ეგ მოშლილი გაქვს და პიროვნება არ ხარ, ჩამოშლილი ხარ და შველასაც არ ითხოვ. ყველზე მთავარი, უკრიტიკობაა. შენ ხარ ავადო გეუბნება და მე ვარ კარგადო, ვერ აცნობიერებს, სანამ ფორთხვას არ დაიწყებს. თვლის, რომ მშვენივრად არის. მეხსიერების გარდა, მარიხუანა პოტენციაზე საშინლად მოქმედებს, ასევე კოორდინაციაზე, სიამოვნებაზე, მადლიერებაზე და რეალურად სურათს იგივეს იღებს. მაგალითად ფსიქოზი პირველივე მარიხუანას მოწევაზე მანიფისტირდება, ასეთ ადამიანებს ჩარჩენილებს ეძახიან და ბევრი გინახავთ, რომ აი მოწია და ასე დარჩა. დღე არ გავა, რომ ვიღაცა არ დავაწვინოთ ან ფსიქიატრიულში ან ნარკოლოგიურში.

რაც შეეხება სამედიცინო მარიხუანას, კანაბისი როგორც მედიკამენტი დარეგისტრირებული არ არის, ისრაელში მას იყენებენ ეპილეფსიის ან სიმსივნის დროს. მეტიც, სიმსივნის დროს მორფსაც იყენებენ, მაგრამ ის გაბუნდოვანებას იწვევს და ტკივილგამაყუჩებელია და არა სამკურნალო. ისრაელშიც მას უწერენ 50 ან 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მკაცრი ჩვენება. ეს არის ძალიან დიდი ლობი ნარკობიზნესის, რომლებსაც უნდათ, რომ კანაბისი გახადონ სამკურნალო საშუალება.

სრულად: iberiana.wordpress.com/health/no-drugs/

 

Posted in 2019, საქართველო-Georgia, ჯანმრთელობა | Tagged: , , | Leave a Comment »

დახვრეტილი საქართველო

Posted by iberiana on სექტემბერი 9, 2019

გიორგი კალანდიას დოკუმენტური ფილმი

“დახვრეტილი საქართველო”

Posted in 2019, ვიდეო, სამხედრო გადატრიალება, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ლევან ვასაძე – ჩვენი პოლიტიკური კულტურა

Posted by iberiana on სექტემბერი 2, 2019

Levan Vasadzeლევან ვასაძე – ჩვენი პოლიტიკური კულტურა

ნაწყვეტი ტელემიმართვიდან 

“…როდესაც მე ვფიქრობ _ რამ უნდა გადაგვარჩინოს, რამ უნდა შემოატრიალოს ჩვენს თავზე დატრიალებული წისქვილის ბორბალი, მე მეჩვენება, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა დავსვათ დიაგნოზი.

დიაგნოზი კი არის ასეთი _ ჩვენ ვკვდებით…
და სავსებით შესაძლებელია (ღმერთმა დაგვიფაროს), რომ ეს შეუქცევადი პროცესიც იყოს…

მე ეს არ მინდა!
მე ამის არ მჯერა!
მე ამის საწინააღმდეგოდ ვლოცულობ, ისევე, როგორც ყველა მორწმუნე ადამიანი.

პირველი გაჩერება ჩვენს გამოჯანმრთელებაში, უნდა იყოს _ ტოტალური სინანული, ტოტალური თვითკრიტიკა და ტოტალური შეზიზღება იმ მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენ, როგორც ერი, ვართ!

თუ ადამიანი ან ერი ნანობს გულწრფელად, მას მერე უკვე ეძლევა შანსი გადარჩენის.
კათარზისის, თვითგაწმენდის, გამოჯანმრთელების საწყისი, არის დიაგნოზი და მე ვშიშობ, რომ ჩვენი დიაგნოზი არის ტერმინალური, სასიკვდილო, სიკვდილის შიგნით ვართ უკვე…

…ორიენტირები საზოგადოების, არის იმდენად ხორცისეული ანუ მატერიალისტური, რომ არაფერი მასში მარადიული, იდეალისტური და სულიერი აღარაა.

მოდით, აქედან დავიწყოთ.
ჩავიხედოთ სარკეში და ვთქვათ, რომ კვაზიმოდო გავხდით ეს ულამაზესი ერი, რომელზეც უცხოელები საოცრებებს წერდნენ…

…ამ სასიკვდილო მდგომარეობაში მყოფი ქართველი ერისათვის, ახლა დგას გადამწყვეტი ხანა.
ან შევინანებთ იმას, როგორ სამარცხვინო მდგომარეობაშიც ვართ და დავინახავთ, რომ მთავრობები უბრალოდ ამის ანარეკლია და მაშინ დაიწყება ჩვენი გამოჯანსაღება ან არაფერი არ გვეშველება…

ეს არ ნიშნავს არც ერთი წამით, რომ ერთი იოტაც კი დავუთმოთ რომელიმე ხელისუფლებას, როცა ის მარადიულ საქართველოს ღალატობს.

ბოლო 30-მა წელიწადმა, ჩვენი ერი დასცა არა მხოლოდ ეკონომიკურად, ინტელექტუალურად და დემოგრაფიულად, არამედ პირველ რიგში სულიერად (მიუხედავად მარქსიზმის განადგურებისა).
ეს არის ფაქტი და მოდით, ეს ვაღიაროთ.

მოდით, შევინანოთ და თითოეულმა ჩვენთაგანმა, ჩემი ჩათვლით, ხვალიდან დავიწყოთ ახალი ცხოვრება _ უფრო სინდისიერი და უფრო თვითკრიტიკული.
და მაშინ შეიძლება რამე გვეშველოს.

რამდენად პესიმისტურიც არ უნდა იყოს ეს ჩემი მომართვა, მე მწამს, რომ თუ ჩვენ ღმერთს ვთხოვთ _ ღმერთო გვიშველე, ღმერთო მოგვეცი სინანულის განცდა, ღმერთო მოგვეცი განახლება, მაშინ უფალი შეისმენს.

იმიტომ, რომ ის არსებობს, მას ჩვენ ვეცოდებით და ვუყვარვართ.
ის განგვაახლებს ჩვენ!

მოდით ვილოცოთ, შევევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ მოგვცეს ცრემლი გულწრფელი სინანულისა.

მე შენდობას გთხოვთ თქვენ ყველაფრისათვის.
თუ რამე გაწყენინეთ, თუ რამე არასწორად ვთქვი ჩემს ერზე ზრუნვაში…

დავიწყოთ ახალი ცხოვრება.
იქნებ, რამე გვეშველოს.

მე ამისი მჯერა.”

27 აგვისტო, 2019

https://iberiana.wordpress.com/mamulishvilebs/levan_vasadze/

 

Posted in 2019, ვიდეო, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

საქართველოში აივ-ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Posted by iberiana on სექტემბერი 2, 2019

8d6b3e4ff519ec5ed6e6203e342e3f48_thumb[1]საქართველოში აივ-ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში აივ-ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სულ შიდსის ცენტრში დღეისათვის 7882 აივ-ინფიცირებული ადამიანია რეგისტრირებული. მათ შორის 5913 კაცი, 1969 კი ქალია. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4184 პაციენტს განუვითარდა, 1599 გარდაიცვალა.
არვ-მკურნალობას 4833 პაციენტი, მათ შორის 43 ბავშვი იტარებს.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 38.6% ნარკოტიკებისინექციური მომხმარებელია; 47.6% დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3% არიან კაცები, რომელთაც სექსი აქვთ კაცთან; 1.3% დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5% სისხლის რეციპიენტია; 0.7%-ის გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2906 შემთხვევა), შემდეგ სამეგრელოსა – 1113 და იმერეთში – 956. 877 შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში, აფხაზეთში – 516; კახეთში – 386, ქვემო ქართლში – 446, შიდა ქართლში – 284, გურიაში – 169, სამცხე-ჯავახეთში –102 და ა.შ.

დროული გამოვლენისა და მკურნალობის შემთხვევაში აივ-ინფიცირებული ადამიანები დიდხანს და სრულყოფილი ცხოვრებით ცხროვრობენ. ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. შიდსის ცენტრის ცხელი ხაზი: 2398018

primetime.ge

Posted in 2019, საქართველო-Georgia, ჯანმრთელობა | Tagged: , , | Leave a Comment »

აღმოჩენა აწყურში

Posted by iberiana on სექტემბერი 2, 2019

atskuri
აწყურში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ახლახანს აღმოჩენილი კანკელის ფრაგმენტი ღვთისმშობლის მიძინების სცენით.

აწყურის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი ისტორიკოსთა ვარაუდის მიხედვით, მეთერთმეტე საუკუნის ძეგლია, რომლის თავდაპირველი მშენებლობის შესახებ ისტორიული ცნობები არ შემორჩა. მიწისძვრით დანგრეული ეკლესია აღადგინეს სამცხის მმართველმა ათაბაგებმა, ჯაყელებმა – XIV-XV სს-ში. ტაძარი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით, ისტორიული მნიშვნელობითა და გამორჩეული მონუმენტურობით, ქართული საკულტო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია.

აღდგენითი სამუშაოების მრავალწლიანი პროექტი ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენას ითვალისწინებს და დასრულება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.

ამ ეტაპზე, რეგიონში მოპოვებული ქვის ფილებით, რომლითაც თავის დროზე ტაძარი აშენდა, კედლების გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. 57 მეტრის სიმაღლისა და 24 მეტრი სიგანის ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაგებობაა რეგიონში.

2015 წელს აწყურის კათედრალურ ტაძარში, არქეოლოგიური გათხრების დროს ტაძრის ინტერიერში ძველი შენობათა ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც ადრეულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და ეს ძველი შენობების ნაშთები სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს წარმოადგენდა.

აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გარეთ კი აღმოჩენილია ადრეული შუა საუკუნეების კარგად შემონახული, აქამდე უცნობი ეკლესიის ნაშთები, ასევე ასომთავრული წარწერა და მრავალი სახის დეკორატიული ნივთი, რომელიც, სავარაუდოდ, მეათე საუკუნეს მიეკუთვნება. პროექტის ბოლო ეტაპი, სწორედ აღმოჩენილი მნიშვნელოვანი არტეფაქტების ექსპონირებას ითვალისწინებს.

 

 

Posted in 2019, არქეოლოგია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ალაზნის ველზე ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები გამოვლინდა

Posted by iberiana on აგვისტო 26, 2019

This slideshow requires JavaScript.

ალაზნის ველზე ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები გამოვლინდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ალაზნის ველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მუშაობა დაასრულა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დაახლოებით ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები გამოვლინდა.

ალაზნის ველზე, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა გუნდმა, გეოფიზიკური დაზვერვების შედეგად, დაახლოებით 1 ჰექტარზე განფენილი, სავარაუდოდ, ნახანძრალი ნაგებობის ნაშთები დააფიქსირა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რთული გეგმარების ნაგებობა – სასახლის ცენტრალური ექვსსვეტიანი დარბაზი. 1,5 მეტრი სისქის კედლები ალიზის აგურითაა ნაგები. დარბაზის ხის სვეტები კირქვის ზარისებრი ფორმის ბაზისებს ეყრდნობა. ასევე, გამოვლინდა ალიზის აგურით ნაშენები კვადრატული პოდიუმი, რომელზეც, სავარაუდოდ, ტახტი ან საკურთხეველი უნდა მდგარიყო.

ბაზისების ზარისებრი ფორმა, ისევე როგორც ამავე ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი არქიტექტურული დეტალი – სავარაუდოდ კაპიტელის დეკორი, შესაძლებლობას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ეს ნაგებობა აქემენიდური ხანისაა და ქრისტეს შობამდე დაახლოებით V-IV საუკუნეებით უნდა დათარიღდეს. როგორც ცნობილია, ზარისებრი ბაზისების ფორმა შემუშავდა ძვ.წ. V საუკუნის დასაწყისში აქემენიანთა სპარსეთის იმპერიის ცენტრებში – სუზასა და პერსეპოლისში და ლოტოსის ორნამენტიც აქემენიდური ხელოვნებისთვისაა დამახასიათებელი. ამავე პერიოდს, ძვ.წ. V საუკუნეს, განეკუთვნება ახლადაღმოჩენილი ნაგებობიდან სულ ორიოდე კილომეტრში, 1994-1995 წლებში, გათხრილი ე.წ. გუმბათის სასახლე, რომლის ზარისებრი ბაზისები საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმშია გამოფენილი.

ახლადაღმოჩენილი სასახლის ნაშთები მიწის ზედაპირიდან სულ ორმოციოდე სანტიმეტრში მდებარეობს და გუთნით ხვნის შედეგად ძლიერაა დაზიანებული. ზარისებური ბაზისების კვეთილი დეკორი, როგორც ჩანს, ხანძრის შედეგად დაზიანდა და მხოლოდ რამდენიმე ბაზისის ქვედა ნაწილშია შემორჩენილი.

ქართულ-გერმანული საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელია – გერმანიის მხრიდან დოქტორი კაი კანიუტი (მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი), ქართული მხრიდან კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-კონსულტანტი იულონ გაგოშიძე. ექსპედიციაში ჩართული იყო გერმანელ გეოფიზიკოსთა ჯგუფი იორგ ფასბინდერის ხელმძღვანელობით; არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნხენის უნივერსიტეტის სტუდენტები.

museum.ge

Posted in 2019, არქეოლოგია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | 1 Comment »

გურამ ქართველიშვილი – ევროპული გზით პირდაპირ ღრმა აზიაში

Posted by iberiana on აგვისტო 21, 2019

 

kartvelishviliგურამ ქართველიშვილი – ევროპული გზით პირდაპირ ღრმა აზიაში

საქართველოში მალე დაიწყება მშენებლობის არნახული ბუმი და ქართველების დასაქმების საკითხიც გადაწყდება. ის კი არა, შეიძლება ემიგრაციის დიდმა ნაწილმაც იბრუნოს აქეთ პირი. ჩვენი შეუდარებელი ტოლერანტობის წყალობით სულ მალე დასრულდება ქართული მიწის გასხვისება აზიელებზე და ჭიანჭველას სიმრავლის მქონე ერები ამ ედემის ათვისებას შეუდგებიან. რაღა თქმა უნდა დიდძალი ფული დაიხარჯება არაბული, ირანული და თურქული ,,საქართველოების” ასაშენებლად და აბა ჰე გაფაციცდით ქართველებო — ეგებ გამორჩეთ რამეს.

ხოლო სიმართლე თუ გინდათ ასეთია: თითსაც არავინ გაგანძრევინებთ, რადგან ეს ხალხები თავის მუშახელიანა და ბარგი–ჯარხანიანა მოვლენ. მათ არავითარი მიწა არ ეყოფათ და ყველგან, მწვერვალებზეც კი დასახლდებიან. საქართველო ევროპული გზით პირდაპირ ღრმა აზიაში ამოყოფს თავს, ოღონდ უქართველებოდ.

რეალობა ასეთია და სადღეგრძელოების რა გითხრათ, ვეღარ ვძლებ სუფრებთან.
21.08.2019

სრყლად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/kartvelishvili/

 

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ცოტნე გამსახურდია გია ჭანტურიას შესახებ

Posted by iberiana on აგვისტო 19, 2019

chanturia.jpg

ცოტნე გამსახურდია: “როდის უჭერდა ჭანტურია დამოუკიდებლობას მხარს, ედეპეს რაზმები რომ ბალტინის ჯარებთან ერთად იბრძოდნენ სამეგრელოში ქართველების წინააღდეგ?!”

გია ჭანტურიაზე იყო სიუჟეტი (ტვ რუსთავი2), სადაც მისი ყოფილი დამქაშები ამბობდნენ, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდაო, კაცო, და ინსტიტუციების მშენებლობისთვისო…

როდემდე არ უნდა დაილიოს ამ ქვეყანაში იუდების მაქებარი? როდის ზრუნავდა გია ჭანტურია ინსტიტუციებზე და ქვეყნის აღმშენებლობაზე, კიტოვანს და ქვეყნის დამანგრევლებს რუსთაველზე რომ პოლიტიკურ მხარდაჭერას აძლევდა, თუ დაკითხვებზე ხალხს რომ აწამებდა და ფეხებში ესროდა სამშობლოზე შეყვარებულ ადამიანებს, რომელთა ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ ქვეყნის ნგრევა-ძარცვას და კანონიერი ხელისუფლებისთვის სროლას არ დაუჭირეს მხარი?! თუმც იუდა კაცი იყო ამათთან შედარებით!

როდის უჭერდა ჭანტურია დამოუკიდებლობას მხარს, ედეპეს რაზმები რომ ბალტინის ჯარებთან ერთად იბრძოდნენ სამეგრელოში ქართველების წინააღდეგ?!

მესმის, რომ ყველას ჰყავს შთამომავლები, ნაცნობ-მეგობრები, აგერ, ორი საათის წინ ვიღაც ახალგაზრდები ილია მეორეს ვიდეოზე ამტკიცებდნენ, ჯაბა იოსელიანი “მაგარი კაცი იყო”-ო. მაგრამ როდესაც გაქვს პრეტენზია პასუხისმგებლიან როლზე მედიაში ან პოლიტიკაში, რა უფლებით აპრავებ მოღალატეს, და გმობ, მაგალითად, გორის დეპუტატს ან სხვა ქოცს დღეს, რომელსაც ჭანტურიასნაირის მეათედი არ დაუშავებია ამ ქვეყნისთვის?! როდემდე ასეთი უპრინციპობა, ასეთი ათმაგი სტანდარტები?!

ხალხი, რომელმაც არ იცის მისი წარსული, ვერასდროს ააშენებს მომავალს. და ვხედავთ ყოველდღე, რომ ღალატი აქ არ ტეხავს, არაა სირცხვილი, არავინ შეიკავებს თავს მისგან, თან ცოტა მატერიალური ინტერესიც თუ მოსდევს… სწორედ ამიტომ, რომ მოღალატეს, ქვეყნის დამანგრეველს აქ არც მორალური შეფასება მისცემია და არც სამართლებრივი… ჰოდა, იმის იქეთაც წასულა ასეთი ქვე-ყანა!!!

ჰო, კიდევ, ილია ჭავჭავაძის მოძღვრება გადმოიტანა ჭანტურიამ პოლიტიკაშიო 😄 რომელი მოძღვრება, საქართველო – ქართველებისთვისო, ედეპეს პროგრამაში რომ ეწერათ? დიახ, ძვირფასებო, ნაძირალა ჭანტურია და სარიშვილი ზვიად გამსახურდიას აბრალებდნენ ამ ფრაზის ავტორობას, არადა, საკუთარი პარტიის საპროგრამო დოკუმენტში ეწერათ….

19.08.2019

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , | 2 Comments »

განცხადება 1991-93 წლების სახელმწიფო გადატრიალების გამოძიების შესახებ

Posted by iberiana on ივლისი 22, 2019

freegeorgia3განცხადება 1991-93 წლების სახელმწიფო გადატრიალების გამოძიების შესახებ

2019 წლის 17 ივლისს, პარტია „თავისუფალმა საქართველომ” სასტუმრო „ძველ თბილისში“ გამართა პრეზენტაცია 1992 წლის სამხედრო გადატრიალების საკითხზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: უზენაესი საბჭოს დეპუტატები, კანონიერი მთავრობის წევრები და ეროვნული მოძრაობის ვეტერანები.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით ბოლო დროინდელი მოვლენების კონტექსტში აუცილებელია მოხდეს ყველა იმ ფაქტის გამოძიება, რაც თან ახლდა 1992 წლის სამხედრო გადატრიალებას და თანმდევ პროცესებს, როგორიცაა: პოლიტიკური ნიშნით რეპრესიები, მშვიდობიანი მანიფესტაციების დახვრეტები, კანონიერი ხელისუფლების მომხრეების დევნისა და შევიწროების უპრეცენდენტო შემთხვევები.

შეუძლებელია ქვეყანაში ვისაუბროთ კანონიერებასა და სამართლიანობაზე რომელიმე კონკრეტულ მოვლენის კონტექსტში, თუ არ იქნება გამოძიებული ეს უმძიმესი დანაშაული, რომელთან შედარებითაც შემდგომი პერიოდის პოლიტიკური კონფლიქტები და უფლებადარღვევები ბევრად ლოკალურ ხასიათს ატარებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე პირები, მათი მხარდამჭერები და პოლიტიკური პარტნიორები დღესაც იკავებენ წამყვან პოზიციებს, როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში და ქმნიან პოლიტიკურ ამინდს საქართველოში. ადამიანები, რომლებიც რუსეთის დაზვერვის დავალებით ებრძოდნენ კანონიერ ხელისუფლებას და მოითხოვდნენ ზვიად გამსახურდიასაგან საქართველოს СНГ-თან მიერთებას, დღეს თავს პროდასავლურ ლიდერებად ასაღებენ.

კონფერენციის შემდეგ გაიმართა გენერალური პროკურორის სახელზე ერთობლივი მიმართვის ხელმოწერა. დოკუმენტი გენერალურ პროკურატურას უახლოეს დღეებში გადაეცემა.

იხილეთ განცხადება პროკურორის სახელზე ბმულზე: https://iberiana2.wordpress.com/segm/segm/

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, სამხედრო გადატრიალება, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ანა მიქაუტაძე – მდგრადი განვითარება “ქართულად”

Posted by iberiana on ივლისი 20, 2019

kazreti-choaturaანა მიქაუტაძე – მდგრადი განვითარება “ქართულად”

საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რაც ავალდებულებს ხელისუფლებას ეკონომიკა მართოს მდგრადი განვითარების პრინციპების უპირატესობის გათვალისწინებით და ხელი შეუწყოს მწვანე ეკონომიკის განვითარებასაც.

გიგანტური მეტეორის შეჯახებას გადავურჩებით და დედამიწაზე სიცოცხლეც გაგრძელდება, მაგრამ როგორი იქნება 50 ან 100 წლის შემდგომი საქართველო?

ალბათ, წინა და დღევანდელ მმართველებს ასე ჰგონიათ, რომ საქართველოს დიდი დრო აღარც უწერია და ამიტომაც ასე გამალებით ყიდიან ყველაფერ იმას, რაც საარსებოდ ესაჭიროება ადამიანს: სასოფლო-სამეურნეო მიწებს, წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებს, ტყეებს, მდინარეებს, სამრეწველო საწარმოებს, საკურორტო ზონებს და ა.შ.

საქართველო იქნება უკიდურესად გაჭირვებული სახელმწიფო, რომელსაც ამოწურული ექნება წიაღისეულის მარაგებიც, მის საკუთრებაში აღარ იქნება არც მდინარე, არც ერთი ელექტროსადგური, საწარმოები, სასოფლო-სამეურნეო მიწები და ტყეები. წიაღისეულის მოპოვებითი ლიცენზიის ვადის გასვლის შემდეგ ეს უცხოელი ინვესტორები, ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრით მილიარდებს იშოვნიან და სხვაგან წავლენ ტერიტორიების ასათვისებლად, აქ კი რეკულტივაციის იმედად დარჩენილ პირდაღებულ და ჩამოთლილ მთებს დაგვიტოვებენ. ოდესღაც მძიმე მრეწველობაში დასაქმებული მოსახლეობა კი მთავრობას პრეტენზიებით მიუბრუნდება და სამუშაო ადგილებსა და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას მოსთხოვს, მაგრამ გაკოტრებული სახელმწიფო მას ვერაფრით დაეხმარება. მთავრობა, რომელიც დაუსრულებლად ჰყიდის თავისი ქვეყნის ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებს, ჰგავს ქარაფშუტა ადამიანს, რომელიც დაუფიქრებლად ანიავებს წინაპრების მიერ შეძენილ უძრავ-მოძრავ ქონებას. საბოლოოდ კი ორივე ბანკროტია!

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/a_mikautadze/

Posted in 2019, ეკოლოგია, ეკონომიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების შესახებ

Posted by iberiana on ივლისი 19, 2019

უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ისტორიკოსი, მანანა გაბაშვილი 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების შესახებ

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა, სამხედრო გადატრიალება, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ზურაბ ხონელიძის სკანდალური განცხადება

Posted by iberiana on ივლისი 16, 2019

“მობილიზებული იყო ტექნიკა საქართველოში შემოსასვლელად”

სოხუმის სახელმწიო უნივერსიტეტში პროექტის პრეზენტაციაზე, სადაც  პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ წარადგინა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროექტი –  “კონფლიქტების დარეგულირების მათემატიკური მოდელები”, უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა. რექტორის თქმით, მას აქვს ინფორმაცია რუსეთის მხრიდან დაგეგმილი აგრესიის, უფრო სწორად სამხედრო თავდასხმის შესახებ. ზურაბ ხონელიძის განცხადებით:

„მოვიდა დრო ჩვენ ჩვენს შეცდომებზე ვისაუბროთ. დავანებოთ თავი, რომ სხვის შეცდომებზე ვერ ვსაწლობთ, ჩვენს შეცდომებზე ვისაუბროთ. აი, ვართ ზღვრამდე, მივედით. არ მინდა ვისაუბრო, მაგრამ დიდი საფრთხის წინაშე იდგა ქვეყანა, წარმოუდგენელი საფრთხის წინაშე, წარმოუდგენელი.

არ დაგიმალავთ და გეტყვით, ეს არ არის ჩემი დაკვირვების და ანალიზის შედეგი, ეს არის ფაქტი – მობილიზებული იყო ტექნიკა საქართველოში შემოსასვლელად, მაგრამ ეს ყველაფერი გადაარჩინა იმ 27-მა გემმა, რაც შავი ზღვის აკვადორიაში შემოვიდა – ამერიკის გემებმა. მე მქონდა საუბარი ერთ ძალიან საინტერესო ადამიანთან, არაქართველთან, რომელსაც შეიძლება ენდო და რომელიც არის  პირველწყარო. მან მითხრა რა საუბარი შედგა ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის. ის განცხადება, რომელიც გაკეთდა, გააკეთა პუტინმა, ნუ დავყოფთ ამას პირველ და მეორე ნაწილად, იმიტომ რომ პირველი ნაწილი მის ინტერესებს ემსახურებოდა და რა თქმა უნდა, მეორე ნაწილიც მის ინტერესებს ემსახურებოდა, მაგრამ… არ ვიცი, სხვა სიტყვებით როგორ უნდა ვთქვა – ვართ ჩიხში, ჩიხში, ჩიხში. ვაქციოთ ეს ჩიხი ახალი გზის დასაწყისად, ვართ გამოუვალ მდგომარეობაში, არის შენიღბული შესაძლებლობა და რაც უფრო მალე გავიაზრებთ, მით უკეთესი.

ყველაზე დიდი ძალა არის სიმართლე –  სი-მა-რთლე.  ჩვენ ვიცით რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს და ჩვენს გასაკეთებელს ვერ გააკეთებს და არ გააკეთებს არც ერთი, არც მტერი და არც მეგობარი და პოლიტიკაში მეგობრობა ცოტა განსხვავებული რამ არის, მას აქვს ერთი ფაქტორი –  ეს არის ინტერესი“.

progressnews.ge

Posted in 2019, ვიდეო, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ენდრიუ ანდერსენი – საქართველო და საერთაშორისო შეთანხმებები 1918 – 1921

Posted by iberiana on ივლისი 15, 2019

andersen
ენდრიუ ანდერსენი
საქართველო და საერთაშორისო
შეთანხმებები
1918 – 1921

წიგნის ავტორი ენდრიუ (ანდრეას) ანდერსენი – კანადელი ისტორიკოსი, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, ამჟამად მუშაობს კალგარის უნივერსიტეტის (კანადა) სამხედრო სტრატეგიული კვლევის ცენტრში.

ამ წიგნის ძირითადი მიზანია, გააცნოს როგორც კოლეგა-ისტორიკოსებს, ისე ფართო აუდიტორიას საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსსა და საზღვრებს არეგულირებდნენ რუსეთის იმპერიის დაცემასა და საბჭოთა კავშირის შექმნას შორის მთელი პერიოდის განმავლობაში.

წიგნში ასევე განხილულია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები და კონფლიქტები და ომები, რომლებსაც მითითებულ პერიოდში ადგილი ჰქონდათ როგორც საქართველოში, ისე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა ნაწილში. წიგნი ასევე მოიცავს მოკლე ექსკურსებს იმ ტერიტორიების ისტორიასა და ეთნოგრაფიაში, რომლებიც სადავოდ ითვლებოდნენ ზემოხსენებული ხელშეკრულებების მომზადებისა და დადების დროს. ნაჩვენები ტერიტორიებიდან ზოგიერთი ახლაც სადავოა.

ეს წიგნი შეიძლება იმ თანამედროვე კონფლიქტების დარეგულირების გასაღებადაც გამოდგეს, რომლებიც საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის სტაბილურობას ემუქრებიან.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/andersen/

Posted in 2019, ისტორია-History, საქართველო-Georgia, წიგნები | Tagged: , , | Leave a Comment »

როლანდ თოფჩიშვილი – ოსთა საქართველოში მიგრაციის გაყალბება. ვიდეო

Posted by iberiana on ივლისი 15, 2019

როლანდ თოფჩიშვილი ქართულ-ოსური ურთირთობებისა და ოსთა საქართველოში მიგრაციის გაყალბების შესახებ 

15.07.2019

როლანდ თოფჩიშვილი: ქართულ-ოსური ურთირთობებისა და ოსთა საქართველოში მიგრაციის გაყალბების გამო საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის მიერ მომზადებული სიუჟეტი. ყველა ქართველი ვალდებულია წინ აღუდგეს ისტორიის ქურდებსა და გამყალბებლებს. მომხდარმა შემთხვევამ – რუსეთის პრეზიდენტის მიერ ისტორიის გადაწერის მცდელობამ – იქნებ მეცნიერების ამ დარგის აღმავლობას შეუწყოს ხელი!

https://iberiana.wordpress.com/samachablo/

Posted in 2019, ვიდეო, ისტორია-History, სამაჩაბლო-Samachablo, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ყარსის ხელშეკრულება

Posted by iberiana on ივლისი 14, 2019

teimuraz gvantseladzeთეიმურაზ გვანცელაძე

14.07.2019

ზოგიერთი პოლიტოლოგი და ვაიპოლიტიკოსი ყარსის ხელშეკრულებით გვაშინებს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ იგი არ არის ლეგიტიმური დოკუმენტი, ვინაიდან მისი ხელისმომწერი საქართველოს სსრ, სომხეთის სსრ და აზერბაიჯანის სსრ წარმოადგენდნენ რუსეთის სფსრ-ი მიერ დაპყრობილი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე უკანონოდ შექმნილ მარიონეტულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს, ხოლო ამ სამი სსრ-ს “ხელისუფლება” არ ყოფილა მოსახლეობის მიერ კანონიერად არჩეული.

გთავაზობთ ამ ხელშეკრულების რუსულ და თურქულ ტექსტებს, რომლების არც ძირითად ტექსტში და არც სამ დანართში საერთოდ არაფერი წერია იმის შესახებ, თითქოს ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 100 წელი იყოს, როგორც ამას ცრუობენ ზემოთ ნახსენები პოლიტოლოგ-პოლიტიკოსები.

***

ყარსის ხელშეკრულება 1921 წლის 13 ოქტომბერს გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი რუსეთის, თურქეთის და ასევე სომხეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკებმა მოაწერეს. საქართველოს სსრ-ს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი შალვა ელიავამ და ალექსანდრე სვანიძემ მოაწერეს. ხელშეკრულება ხუთ ეგზემპლარად – რუსულ, თურქულ, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე გაფორმდა.

სამწუხაროდ, ამჟამად  ხელშეკრულების ორიგინალი ქართული ტექსტი ან სხვა ენებიდან აკადემიურად შესრულებული თარგმანი არ მოიპოვება…

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ მკითხველისთვის ინტერეს მოკლებული არ იქნება ხელშეკრულების რუსულ, თურქულ და ინგლისურენოვან ვერსიებს გაეცნოს.

Карский договор: https://iberiana.wordpress.com/iberiana/kars/

 

Posted in 2019, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ვიქტორ ბარანეცი – ქართველების მიმართ ჩვენ მოვიქეცით როგორც მეძავები

Posted by iberiana on ივლისი 14, 2019

v.b

“ქართველების მიმართ ჩვენ მოვიქეცით როგორც მეძავები”

ვიქტორ ბარანეცი (საბჭოთა და რუსეთის სამხედრო ჟურნალისტი) თავის მემუარებში “გენშტაბი საიდუმლოების გარეშე” (1999 წ.) წერს:
– 1996 წ. თებერვალში ე. შევარდნაძემ გამოთქვა უკმაყოფილება ჩვენი პოლიტიკის მიმართ:
“აფხაზეთში, ნახევარი მილიონი მოსახლეობიდან აფხაზები შეადგენდნენ მხოლოდ 17%. ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რომ მათ მოეხდინათ დანარჩენი ნაწილის გენოციდი და ეთნიკური წმენდა. ასე რომ რუსების დახმარება იყო უზარმაზარი – ფინანსური, სამხედრო, და თანამედროვე ტექნიკის მიწოდება”.

ამაზე მოსკოვი არ რეაგირებდა, რადგან არაფერი იყო სათქმელი, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. როსტოვის და მოსკოვის შტაბების არქივებში დღემდე მოიძებნება დოკუმენტები იმ მძლავრ სამხედრო დახმარებაზე, რომელიც ჩვენ აღმოვუჩინეთ აფხაზებს – ტანკები, თვითმფრინავები, შეიარაღება და ადამიანური რესურსები.

ერთი სიტყვით, ჩვენ როგორც მეძავები ისე ვიქცეოდით.

P.s. ბარანეცი ტიპიური საბჭოური მენტალობის იმპერიალისტია – აქ მის აღიარებას ვაქცევ ყურადღებას რო ეხმარებოდნენ აფსუა სეპარატისტებს.

gmas.ge

 

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

Э. Андерсен – «ТАЮЩАЯ ГРУЗИЯ»

Posted by iberiana on ივლისი 13, 2019

***

e-andersen

Э. Андерсен

«ТАЮЩАЯ ГРУЗИЯ»: ТЕРРИТОРИАЛЬНЫЕ ИЗМЕНЕНИЯ В ГОДЫ УСТАНОВЛЕНИЯ И ЗАКРЕПЛЕНИЯ СОВЕТСКОЙ ВЛАСТИ (1921-1922)

ВМЕСТО ВВЕДЕНИЯ:

Ни для кого не секрет, что распад коммунистических империй СССР и Югославии в начале 90х гг. 20 века сопровождался кровопролитными пограничными конфликтами и межэтническими войнами, многие из которых не окончены и сегодня. Структура и размер данного материала не позволяет писать о том, какие силы и с какой целью спровоцировали эти войны и конфликты. Об этом написано довольно много и будет написано больше. Мы также оставим «за полями» весь спектр пропагандистских аргументов и мифов, используемых для разжигания конфликтов в дополнение к силе современного оружия и не менее разрушительной силы подкупа и коррупции.

Здесь мы хотели-бы остановиться только на одном из аргументов «имперско-патриотической» пропаганды, исходящей из бывшей метрополии, согласно которому территория почти любого из новообразованных государств была сформирована усилиями и «подарками» метрополии. Если заставить массы признать данную точку зрения за факт, то открывается возможность «обоснования» территориального передела и «несостоятельности» требований сохранения территориальной целостности новых государств, развившихся из бывших «союзных республик». Для юридически образованных граждан очевидно, что смена режима или правительства в той или иной стране не является основанием для изменения ее территориии или отмены подписанных предыдущим правительством соглашений. Однако основная масса общественности не обладает юридической подготовкой, достаточной для понимания вышесказанного и вполне может принять идею перекройки границ новообразованного государства как легально обоснованную…

https://iberiana2.wordpress.com/georgia/e_andersen/

 

Posted in 2019, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

Causes of War – Prospects for Peace

Posted by iberiana on ივლისი 13, 2019

georgiaCauses of War – Prospects for Peace

Patriarchate of Georgian Orthodox Church

Konrad-Adenauer-Foundation

Tbilisi, 2009

On December 2-3, 2008 the Holy Synod of the Georgian Orthodox Church and the Konrad-Adenauer-Stiftung held a scientific conference on the theme: Causes of War – Prospects for Peace.

The main purpose of the conference was to show the essence of the existing conflicts in Georgia and to prepare objective scientific and information basis.

This book is a collection of conference reports and discussion materials that on the request of the editorial board has been presented in article format.

Publishers:
Metropolitan Ananya Japaridze
Katia Christina Plate
Bidzina Lebanidze
Nato Asatiani

Editorial board:
Archimandrite Adam (Akhaladze), Tamaz Beradze, Rozeta Gujejiani, Roland Topchishvili, Mariam Lordkipanidze, Lela Margiani, Tariel Putkaradze, Bezhan Khorava

https://iberiana.wordpress.com/caucasus/causes-of-war-prospects-for-peace/

 

Posted in 2009, 2019, Abkhazia, საქართველო-Georgia, წიგნები | Tagged: , | Leave a Comment »

Sergo Vardosanidze: Falsified history for political purposes?!

Posted by iberiana on ივლისი 12, 2019

***

vardisanidze2

Falsified history for political purposes?!

„Ossetia joined the Russian Empire in 1774…. Abkhazia did the same in 1810… There was no Georgia at the time“ – Vladimir Putin, President of Russian Federation. 9 July, 2019.

Falsified history for political purposes?!

As he says „in order to understand his position, you should understand the events from the past related to the Abkhazia and South Ossetia. These regions were historically independent countries and during 1918-1920 Georgia occupied Abkhazia and committed a genocide against Ossetian people. When the Russian Empire fell after World War I, Georgia made attempts to absorb Abkhazia; an independent country of Georgia was established, and, with help from German troops, it occupied Abkhazia in 1918. And what happened? They started a war. The result? It is well-known today. Russia had to acknowledge the independence of these republics and protect the Abkhazians and the South Ossetians“.

On the background of tensed situation between Georgia and Russia, the president of Russia, Vladimir Putin expressed his opinion and touched on the problem of cardinal problems from history of Georgia. His historical judgment was shallow and scientifically unsubstantiated. According to the texts obtained through the various sources of information channels the president of Russia thinks:

Georgia as a state did not exist, there was only Tbilisi Guberniya. This statement is so feeble that there is no use to answer it, but we have to. Until 1801, when the Russian empire abolished the kingdom of Kartl-kakheti and subsequently conquered whole Georgia, there were following Kingdoms and principalities: Kartl-Kakheti and Imereti, Samegrelo, Guria, Abkhazia and Svaneti principalities. In parallel with the conquest of historic territory of Georgia, Russia changed administrative division of Georgia several times…

See more: https://iberiana2.wordpress.com/russia/vardosanidze/

Posted in 2019, პოლიტიკა, პუტინი, რუსეთი-Russia, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

Ответ президенту России Владимиру Путину!

Posted by iberiana on ივლისი 12, 2019

tomaradze-putin

Звиад Томарадзе

Ответ президенту России Владимиру Путину!

Господин Президент! Прежде всего, я хотел бы отметить, что, несмотря на сложную ситуацию между Грузией и Россией, заявление грузинского журналиста Георгия Габуниа является недостойным поступком, не совместимым ни с поведением грузина, ни кавказца.

Я ознакомился с Вашим заявлением, где Вы представляете Грузию агрессором и устроителем геноцида по отношению к абхазам и осетинам грузин.

Напоминаем Вам сначала о том, что грузинам всегда была присуща толерантность, мы единственная страна, где преследования евреев не было в течение 26 веков. В подтверждение своих слов хочу напомнить Вам, что российские туристы, которые приезжали в Грузию после войны августа 2008 года, всегда чувствовали себя в безопасности и пользовались присущим грузинам гостеприимством.

Вы говорите, что Южная Осетия вошла вместе с Северной Осетией в состав Российской империи, как независимое государство, в 1774 году, а Абхазия в 1810 году и грузины устроили геноцид в Абхазии и Осетин. Это чистая ложь.

Если кто-то угнетал и проводил геноцид кавказских народов, то это была Российская империя. Еще в начале XIX века русский декабрист П. Пестель писал в «Русской правде» о мерах, которые российское правительство должно было провести на Кавказе, и делило народы Кавказа на непокорные и терпеливые племена. По его мнению, необходимо было переселить первых в центральные губернии Империи, а вторых ожидала постепенная ассимиляция и растворение среди поселенного на Кавказе русского населения. В 1859-1864 годах царизм начал насильственное выселение с родины непокорных кавказских народов. Этот процесс известен под названием мухаджирства. В 1859 году, после завоевания русскими Северо-Восточного Кавказа, чеченцы, дагестанцы и осетины двинулись в сторону Турции. Следующий процесс переселения включал в себя Западный Кавказ, где кульминация достигла к 1863-1864 гг. Племена западного Кавказа: черкесы, убыхи, абазы, кубанские ногайцы, карачаевцы переселились в Турцию. Процесс мухаджирства охватил и Абхазию. В 1867 году состоялось первое массовое переселение абхазов в Турцию. Мухаджирство стало одним из самых трагических событий в истории абхазского и других народов Кавказа. Абхазский историк Ш. Инал-Ифа писал: «Это не простой эпизод, а тяжелейшая национальная трагедия, которая поставила абхазский народ перед угрозой физического уничтожения». Да, Абхазия (1810 г.), как и другие грузинские княжества-государства, самостоятельно «вошла» в Российскую Империю, хотя и «вошла» как Грузинское княжество! Что же касается Южной Осетии, то такого термина вообще не существовало, и эта территория, которую Вы назвали Южной Осетией, в 1810 году не входила в нее вместе с Картлинско-Кахетинским царством, а была захвачена Российской Империей…

https://iberiana.wordpress.com/ruseti/z_tomaradze/#3

Posted in 2019, საქართველო-Georgia, Россия | Tagged: , , , , | Leave a Comment »

როინ მეტრეველი: ჭეშმარიტება ასეა

Posted by iberiana on ივლისი 10, 2019

news_103167[1]როინ მეტრეველი: ჭეშმარიტება ასეა

9 ივლისს ქ. ეკატერინბურგში რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ისტორიაში გაკეთებულ წიაღსვლებთან დაკავშირებით

დღეს, როცა საქართველო საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული სახელმწიფოა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის, ევროსაბჭოს წევრია და იღვწის ევროკავშირში შესვლისათვის, მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას, ესაა: ქვეყნის ეკონომიკის დაწინაურება, კულტურული წინსვლა, ადამიანის უფლებათა განუხრელი დაცვა და სხვ. საქართველოს სწრაფვა დასავლეთისკენ (ევროპა, აშშ) თვალნათელია. საქმე გვაქვს საქართველოს ამ გზაზე სვლის შეფერხებასთან.

ასეთ დროს აუცილებლად საჭიროა წარსულზე ფიქრი. ისტორია ზუსტი მეცნიერებაა და ვერავის აპატიებს იგი სიყალბეს. სამწუხაროდ ბოლო დროს ბევრს ვხვდებით ისტორიის გამყალბებლებს, რასაც ადამიანთა მოდგმის გზიდან აცდენა შეუძლია. ქართველ ერს საამაყო ისტორია აქვს და მისი გაყალბება არავის, რა რანგისაც არ უნდა იყოს იგი, არ ეპატიება.

გვინდა შევეხოთ 9 ივლისს ქ. ეკატერინბურგში რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ წიაღსვლებს საქართველოს ისტორიაში. სამწუხაროდ, მან არასწორად წარმოადგინა საქართველოს ისტორიის ცალკეული საკითხები, ურთიერთობები აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ანალოგიურ ფაქტებს ადრეც ჰქონდა ადგილი, რაზეც ჩვენ სათანადო რეაგირება გავაკეთეთ (იხ. რ. მეტრეველი, „აღუვსებელი საწყაული ანუ ამაოება ამაოებათა“, თბ., 2015).

აუცილებლად მიგვაჩნია, ამჯერადაც მივაწოდოთ საზოგადოებას რეალური ვითარება, მართებული ფაქტები საქართველოს ისტორიის იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელსაც ბატონი ვ. პუტინი შეეხო.

განსაკუთრებული საკითხია ე. წ. სამხრეთ ოსეთისა (სამაჩაბლო) და აფხაზეთის საკითხი რუსულ პოლიტიკაში. ამ ორი სეპარატისტული ერთეულის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მიერ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ორგანიზაციამ (ევროკავშირი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნატო და სხვ.) და თითქმის ყველა სახელმწიფომ დაგმო. განსაკუთრებულად გაუმართლებელი არის საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია რუსეთის მიერ. უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპები – მოხდა ადამიანის უფლებების ხელყოფა, დაიღუპა დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობა, დაანგრიეს სახლები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები. რუსეთის ხელისუფლება ცდილობს გაამართლოს თავისი საქციელი. საკუთარმა მოსახლეობამ ნაწილობრივ შესაძლოა კიდეც იწამა რუსეთის საქართველოში შეჭრის სამართლიანობა. ეს დიდი დამსახურებაა რუსული მასმედიისა, რომელიც ცალმხრივად აშუქებს მოვლენებს. ყალბდება ისტორია, რაშიც დიდი „ამაგი“ მიუძღვით, როგორც ზოგიერთ აფხაზ და ოს, ისე რუს ავტორებს.

რეალურად საქმე სხვაგვარადაა.

იხ. სრულად: https://iberiana.wordpress.com/ruseti/roin_metreveli/

Posted in 2019, ისტორია-History, კავკასია-Caucasus, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

Казахский писатель армянам: «Какие мы братья?”

Posted by iberiana on ივლისი 10, 2019

Казахский писатель Армянам: «Какие мы братья? Конь змее не товарищ» 

Известный казахский писатель Бекет Карашин написал на своей странице в Facebook статью под названием “У нас живут дашнаки?”, которая спустя несколько часов была заблокирована, однако впоследствии была восстановлена.

“В 1979 году мой брат Берекет был демобилизован из армии инвалидом, его избил целый взвод солдат-армян. Били жестоко, арматурами по голове, истоптали сапогами. Он так и не оправился и впоследствии скончался в больнице от последствий полученных побоев. Никто ничего не предпринял по поимке виновных. Дело-то происходило за пределами Казахстана. Тогда в стране торжествовал раздутый интернационализм, и никто не расценил этот случай как результат межнациональных отношений. Но меня постоянно сверлили вопросы, почему именно армяне, почему толпой на одного и почему так нечеловечески жестоко. Сначала ответы пришли из реальной жизни. В 1988 году в Армении произошло землетрясение. Города и селения превратились в руины. Весь Союз бросился на помощь этой республике. Не остался в стороне и Казахстан… Кроме продуктов питания и одежды из нашей Республики поставлялись юрты из Талдыкоргана. Наш личный состав Карагандинской ВШ МВД СССР разгребал завалы, вытаскивал выживших и трупы погибших. А в это время сами армяне мародерствовали: тащили уцелевшие вещи и драгоценности своих соседей. Наши соратники от поступков этих нелюдей просто ужасались. Часто повторяя древнюю казахскую пословицу “Бүлінген елден бүлік алма” (“Не грабь разрушенную страну”), наш личный состав ни о чем, кроме спасения людей, не думал. После этого я лично засомневался в наличии у этого народа сострадания, чистоты помыслов и благородства.

Подробнее читать тут: https://iberiana.wordpress.com/armenia-georgia/beket-karashin/

 

Posted in 2019, Armenia, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად ტომარაძე – პასუხი რუსეთის პრეზიდენტს

Posted by iberiana on ივლისი 10, 2019

tomaradze-putin

ზვიად ტომარაძე

პასუხი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს!

ბ–ნო პრეზიდენტო! პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული რთული მდგომარეობისა, ქართველი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მიერ მიერ გაკეთებული განცხადება არის უღირსი საქციელი, რომელიც არ შეეფერება არც ქართველი კაცის და არც კავკასიელის ქცევას.

გავეცანი თქვენს განცხადებას, სადაც თქვენ აგრესორად და გენოციდის მომწყობად გამოგყავთ ქართველები აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში.

თავდაპირველად შეგახსენებთ, რომ ქართველი კაცი ყოველთვის გამორჩეოდა ტოლერანტობით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა სადაც 26 საუკუნის მანძილზე არ მომხდარა ებრაელების დევნა. ჩემი სიტყვების დასტურად, ასევე მოგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტები ყოველთვის გრძნობდნენ თავს უსაფრთხოდ და სარგებლობდნენ ქართველებისთვის დამახასიათებელი სტუმარ–მასპინძლობით.

თქვენ ამბობთ, რომ რუსეთის იმპერიაში სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო შევიდა 1774 წელს ხოლო აფხაზეთი 1810 წელს და ქართველები გენოციდს უწყობდნენ აფხაზეთსა და ოსებს. რაც მტკნარი სიცრუეა.

თუ ვინმე ჩაგრავდა და გენოციდს უწყობდა კავკასიელ ხალხს ეს რუსეთის იმპერია იყო. ჯერ კიდევ XIX ს. დასაწყისში რუსი დეკაბრისტი პ. პესტელი „რუსსკაია პრავდაში“, იმ ღონისძიებების შესახებ წერდა, რაც რუსეთის ხელისუფლებას კავკასიაში უნდა გაეტარებინა, კავკასიელ ხალხებს ყოფდა დაუმორჩილებელ და დამყოლ ტომებად. მისი აზრით, აუცილებელი იყო პირველის გადასახლება იმპერიის შიდა გუბერნიებში, ხოლო მეორის თანდათანობითი ასიმილაცია და სრული გათქვეფა კავკასიაში ჩასახლებულ რუსულ მოსახლეობაში…

სრულად:  https://iberiana.wordpress.com/ruseti/z_tomaradze/

Posted in 2019, პოლიტიკა, პუტინი, რუსეთი-Russia, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ჯემალ გამახარია, თეიმურაზ გვანცელაძე – აფხაზეთი

Posted by iberiana on ივლისი 10, 2019

abkhazia

საქართველოს ისტორია

აფხაზეთი

ავტორიები: ჯემალ გამახარია, თეიმურაზ გვანცელაძე,

გამომცემლობა: ინტელექტი

2007

აფხაზეთი უძველესი დროიდან დღემდე

წიგნი წარმოადგენს პირველ განმაზოგადებელ მეცნიერულ ნაშრომს აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე უძველესი დროიდან დღემდე. მისი მეშვეობით მკითხველი გაეცნობა ქართველი და აფხაზი ისტორიკოსების შეხედულებებს სადავო საკითხებზე, რაც, თავის მხრივ, მკითხველს საშუალებას მისცემს დარწმუნდეს ამა თუ იმ დებულების სისწორეში. ნაშრომი შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამხმარე სახელმძღვანელოდ უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოს ისტორიის, პოლიტოლოგიის, გეოპოლიტიკის, კონფლიქტოლოგიის და სხვა კურსების შესწავლისას. იგი დაეხმარება პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში.

ასევე იხილეთ ელ-წი იგნსხვადასხვა ენებზე:

 

Posted in 2017, 2019, Abkhazia, აფხაზეთი - Abkhazia, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

The Ossetians in Georgia

Posted by iberiana on ივლისი 10, 2019

როლანდ თოფჩიშვილის   ნაშრომები ინგლისურ ენაზე

საქართველოში ოსთა მიგრაციისა და ქართულ-ოსური ურთიერთობების შესახებ

topchishvili

Roland Topchishvili – Ethnic Processes in Shida Karthli
(The Ossetians in Georgia)

https://iberiana.files.wordpress.com/2019/07/causes_of_war_tskhinvali.pdf

***

Roland Topchishvili – Georgian-Ossetian ethno-historical review. 2009

Issues of Ossetian Migration to Georgia. Ethnic History of Shida Kartli (Inner Kartli)

https://iberiana.files.wordpress.com/2019/07/inglisuri20osebis20texti1.pdf

 

Posted in 2009, 2019, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ქართული ცეკვა არის კაცური, ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია – ნინო სუხიშვილი

Posted by iberiana on ივლისი 6, 2019

03495fe0bd624206fe8be9dd3ca78c84_XL[1].jpg

ქართული ცეკვა არის კაცური, ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია – ნინო სუხიშვილი

ქართული ეროვნული ბალეტის – „სუხიშვილების“ ხელმძღვანელი სიცრუეს უწოდებს ქართულ-შვედური გეი დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორის, ლევან აკინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ნინო სუხიშვილი სხვა ცეკვის კომპანიებს დაუკავშირდა და მოცეკვავეებს ფილმში გამოჩენა აუკრძალა.

ნინო სუხიშვილი „პრაიმ ტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ რეჟისორს ფილმის გადაღება „სუხიშვილების“ ბაზაზე სურდა, რასაც არ დათანხმდა, რადგან „ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი“ არ ჰყოლიათ.

„ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი. ჩემს კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა, ჯერ ერთი დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე –

ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ – კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ბევრი ცეკვა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა. ამიტომ რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდა ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღო-მეთქი? მან მიპასუხა, მე ვარ გეი და ამიტომ მინდა მამაკაცების სიყვარულზე გადავიღო ფილმიო. ვუპასუხე, გასაგებია, გადაიღეთ, მაგრამ „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა ამ ფილმის გადაღება-მეთქი. უარი ვუთხარი და დავემშვიდობეთ. მე სხვა სტუდიის და ანსამბლის მოცეკვავეები რაში მეხება? მე რა ბერკეტები მაქვს, ვინმეს სადმე რამე ავუკრძალო? რაში მეხება სხვა მოცეკვავე? რა უფლება მაქვს დავბლოკო?“ – ამბობს ნინო სუხიშვილი.

კითხვაზე – მიაჩნია თუ არა, რომ გეი მოცეკვავე ქართული ცეკვის შეურაცხყოფაა, „სუხიშვილების ხელმძღანელმა უპასუხა: „მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი, მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებში ჩანს. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი“.

წარმოშობით ქართველმა რეჟისორმა ფილმთან დაკავშირებულ სირთულეებსა და საქართველოში ლგბტ თემის წარმომადგენლების მდგომარეობაზე გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ფილმს, რომელიც ქართული ტრადიციული ცეკვის ანსამბლის მოცეკვავეების – მერაბისა და ირაკლის სასიყვარულო ისტორიაზეა, მხარი არც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დაუჭირა და არც ნინო სუხიშვილმა.

„გადაღებების დაწყებამდე ჩვენ ასევე შევხვდით ნინო სუხიშვილს – ქართული ეროვნული ბალეტიდან და მისი რეაქცია იყო: „რატომ არ შეიძლება, რომ გოგონა შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი ადამიანები არ არიან“. მის დახმარებას ნამდვილად გამოვიყენებდით, მაგრამ მხარი არ დაგვიჭირა. მხოლოდ ეს არ არის. გავიგეთ, რომ მან მიმართა ცეკვის სხვა კომპანიებსაც და მოცეკვავეების ფილმში გამოჩენა აუკრძალა – უთხრა, რომ ვეღარასოდეს იცეკვებდნენ“, – განაცხადა რეჟისორმა The Guardian-თან ინტერვიუში.

reginfo.ge

Posted in 2019, ზნეობა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ნინო სუხიშვილი – “ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!”

Posted by iberiana on ივლისი 6, 2019

nino-suxishvili[1]

“ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!” – ნინო სუხიშვილმა გეი ფილმის მსახიობები დაბლოკა

გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმის, “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორი, ლევან აკინი, ამბობს, რომ “სუხიშვილების” ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა, ფილმს პრობლემები შეუქმნა. ამის შესახებ მან The Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა.

აკინის განცხადებით, ნინო სუხიშვილმა ცეკვის სტუდიებს მიმართა, ფილმში მონაწილე მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ცეკვის შესაძლებლობა აღარ ექნებოდათ.

“ფილმის გადაღებამდე ნინო სუხიშვილს შევხვდით და მისი რეაქცია იყო: “რატომ არ შეიძლება, რომ მას გოგონა შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!”. ჩვენ შეგვეძლო, გამოგვეყენებინა მისი დახმარება, მაგრამ მან მხარი არ დაგვიჭირა. მხოლოდ ეს არ იყო, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მან სხვა ცეკვის სტუდიებს მიმართა, ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასდროს იცეკვებდნენ”, — ამბობს აკინი და აღნიშნავს, რომ ეს ეფექტი გავრცელდა და მათ ფილმისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი დაკარგეს.

მეტრონომი

Posted in 2019, ზნეობა, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

“თავისუფალი საქართველო”-ს განცხადება

Posted by iberiana on ივლისი 2, 2019

berdzenishviliპარტია “თავისუფალი საქართველო”-ს განცხადება

კომედიად გადაიქცა საქართველოში ყველაფერი: КГБ-ს სტაჟიანი ვეტერანები პრო-დასავლურობას იჩემებენ და ჩვენ გვაბრალებენ პრო-რუსულობას.

ბერძენიშვილებს შევახსენებ, რომ მისი ლიდერის – სააკაშვილის მთავრობამ არა – მე, არამედ მათ პარტიას წაუყენა ბრალი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში და გამოუქვეყნა ჩანაწერები ყოველდღიურად რეპორტებს როგორ აბარებდნენ რუსეთის საელჩოს რომელიღაც კლერკს.

მანამდე 1992 წელს რუსეთის მიერ ინსპირირებული სახელმწიფო გადატრიალების დროს, ძმები ბერძენიშვილები ერთგულად იდგნენ გენერალ ბეპაევის და ადმირალ ბალტინის ბანაკში.

უახლოეს დღეებში მივმართავთ პროკურატურას: დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის ძიება რუსეთის სპეც-სამსახურების და სამხედრო შენაერთების საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის ყველა ფაქტზე, მ.ათ შორის: 1991-93 და 2007 წლის მოვლენებთან კავშირში, აგრეთვე 2020 წლის მოწვევის პარლამენტში შევიტანთ ინიციატივას ამავე მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

ვნახოთ აბა “პრო-პრო-პრო-დასავლური პარტიები” დაგვეთანხმებიან თუ არა

შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი საქართველო არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთგულია იმ საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსისა, რომელსაც სათავე დაუდო საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა – ზვიად გამსახურდიამ. პარტია დაფუძნდა 2010 წელს.

“თავისუფალი საქართველო” განსხვავდება ყველა დანარჩენი პარტიისაგან იმით, რომ ჩვენს გუნდში არ არის შევარდნაძის, სააკაშვილის ან ივანიშვილის რეჟიმის არცერთი ყოფილი მაღალჩინოსანი.

პარტიის ლიდერი – კახა კუკავა, იურისტი.
2.07.2019

Posted in 2019, ოპოზიცია, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ფაშინიანის „რევოლუციონერები“საქართველოს პარლამენტთან

Posted by iberiana on ივნისი 30, 2019

somxeti1-768x477[1]
როგორ აღმოჩნდნენ ფაშინიანის „რევოლუციონერები“საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე?

28 ივნისს დილიჟანში გაიმართა სომხეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო. შეხვედრაზე ბევრი ისაუბრეს მეგობრობასა და თანამშრომლობაზე, თუმცა აშკარად ჩანდა, რომ მამუკა ბახტაძეს სომხეთის პრემიერის ნიკოლა ფაშინიანის მიმართ კითხვები ჰქონდა. კერძოდ, რას აკეთებდნენ სომეხი „რევოლუციონერები“ 21 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან.

ქრონიკის კადრები საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რომ პარლამენტზე თავდასხმა პროფესიულ დონეზე მიმდინარეობდა. ნათელი იყო, რომ ხალხის მასაში იყვნენ პროვოკატორები, რომლებიც კოორდინირებულად თავს ესხმოდნენ პოლიციას: ერთი ნაწილი უკან იხევდა და მათ საქმეს სხვები აგრძელებდნენ. ამ მასაში მშვიდობიანი მომიტინგეები ნაკლებად ჩანდნენ.

რუსთაველის გამზირიდან სომეხი ბოევიკების ოპერატიული ევაკუაციის მიუხედავად, მინიმუმ ორი მათგანის ვინაობის დადგენა მოხერხდა.

ერთი სომხეთის სოროსის ფონდის წარმომადგენელი და პაშინიანის თანამებრძოლი მინას მინასიანია, რომელიც საქართველოში აშკარად ფაშინიანის მითითებით იმყოფებოდა. აქციის დაშლის შემდეგ მინასიანი სომხეთის საელჩოს ჩარევის შემდეგ, 25 ივნისს გაათავისუფლეს.

მეორე, დავით გრიგორიანი ფორმალურად, სომხეთის მოქალაქე გახლავთ, თუმცა რატომღაც აქციის დაშლის დროს, რეზინის ტყვიებით დაჭრილი გრიგორიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა.
„გრიგორიანმა თავის ტრამვა მიიღო, ჩაუტარდა ოპერაცია და ამჟამად ექიმები მის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ“ – იუწყება საქართველოში სომხეთის საელჩის პრეს-სამსახური.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომეხმა დიპლომატებმა დაჭრილი თანამემამულე საავადმყოფოში მოინახულეს. ცხადია, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა მინიმუმ, ორი სომეხი „რევოლუციონერი“ და საკუთარი ქვეყნის მითითებით მოქმედებდა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც დააკავეს ან დაზარალდნენ, თუმცა მათ გარდა იყვნენ სხვებიც, რომლებმაც ტერიტორია დაუბრკოლებლად დატოვეს და სავარაუდოდ, მათი რაოდენობა ორზე მეტი იქნებოდა. მომხდარი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ფაშინიანის სომხეთი საქართველოს პარლამენტის აღების მცდელობაში მონაწილეობდა, მაგრამ მთავარი კითხვაა – რატომ?

საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოში მიმდინარე არეულობა დაემთხვა ამერიკა-ირანის ურთიერთობების მკვეთრ გაუარესებას. პირდაპირ ითქვა, რომ ირანის დასაბომბად აფრენილი ამერიკული თვითმფრინავებისთვის სამხრეთი კავკასია საუკეთესო ბაზაა. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც თურქეთმა გასაგებად მიანიშნა, რომ ირანზე თავდასხმისთვის თავის ტერიტორიას არავის დაუთმობს.

სომხური „მაიდანის“ შემდეგ ხელისუფლებაში აშკარად პროამერიკული ძალები მოვიდნენ. ამის გარდა, სომხეთი ირანის უშუალო მეზობელია, თუმცა იმისთვის, რომ ირანზე თავდასხმისთვის ამერიკის ბაზად იქცეს, საჭიროა საქართველოზე „დერეფნის გაჭრის“ იმიტირება. ეს საშუალებას მისცემს ფაშინიანს სწრაფად გაწყვიტოს კავშირი რუსეთთან, კონტროლი დაამყაროს რუსულ სამხედრო ბაზებზე და გაწეული სამსახურისთვის ამერიკული მხარისგან ყარაბახის ოკუპაცის აღიარება მოითხოვოს.

სომხეთს ისიც ხელს აძლევს, რომ საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა, რადგან მეზობელ ქვეყანაში არეულობა სამცხე-ჯავახეთში საკუთარი ინტერესების განხორციელების კარგი შანსია.

kavkazplus.com „პროგრესნიუსი“-ს თარგმანი

 

Posted in 2019, კავკასია-Caucasus, საქართველო-Georgia, სომხეთი - Armenia | Tagged: , , | Leave a Comment »

უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა ლაგოდეხში

Posted by iberiana on ივნისი 29, 2019

This slideshow requires JavaScript.

უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა ლაგოდეხში

29 ივნისი, 2019
2 დღის წინ, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ქოჩალოს ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოების შედეგად უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა გამოვლინდა. ასომთავრული ტექსტი X საუკუნის ბოლოსაა შესრულებული და ეკლესიისთვის მიწების შეწირვის შესახებ ჰყვება. წარწერაში ჰერეთის მეფე ადარნასე და დედოფალი დინარია ხსენებული. დღემდე მხოლოდ ნარატიული წყაროებით ცნობილი მეფე-დედოფალის მოხსენიების გარდა, უნიკალური აღმოჩენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარწერაში აღნიშნული საქართველოს ისტორიისთვის ამ დრომდე უცნობი რამდენიმე მმართველის სახელი და ისტორიული ჰერეთის უცნობი ტოპონიმი განსაზღვრავს.

ქოჩალოს ეკლესია VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება და ორნავიან არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. ახლადგამოვლენილი წარწერის მიხედვით, მე-10 საუკუნის ბოლოსთვის ის მონასტერი უნდა ყოფილიყო. 1614-1617 წწ. კახეთში სპარსეთის შაჰის ~ აბას I ლაშქრობების შემდეგ ლაგოდეხი გაუდაბურდა, რამაც ისტორიული მეხსიერების გაქრობაც განაპირობა. სავარაუდოდ, ქოჩალოს ეკლესია ამ პერიოდიდანაა განადგურებული და უმოქმედო. ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის კატეგორია ეკლესიას 2006 წლიდან აქვს მინიჭებული.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/iberia-gusin-dres-xval/#18

Posted in 2019, არქეოლოგია, ასომთავრული, კულტურული მემკვიდრეობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით

Posted by iberiana on ივნისი 24, 2019

1561358920-e183a3e1839be183a0e18390e18395e1839ae18394e183a1e1839de18391e18390-e1839de183aae1839ce18394e18391e18390-e18398e18395e18390e1839ce18398e183a8e18395e18398e1839ae18398-e18391e183„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში

ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს.

თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი, 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა, კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში.

მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.

დღეს, ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა.

იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც.

უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა.

რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად გააჩნია „ქართულ ოცნებას“.

შუალედური არჩევნების შედეგებმა ყველა დაარწმუნა, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი, პრაქტიკულად უკონკურენტოა. ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს. ეს შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

და კიდევ ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას არის ის მზარდი, გლობალური თუ ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებას სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი;

ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავ