Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘Gamsakhurdia’ Category

ცოტნე გამსახურდიას მიმართვა ხელისუფლებისადმი

Posted by iberiana on მარტი 29, 2016

ცოტნე გამსახურდიაცოტნე გამსახურდიას მიმართვა ხელისუფლებისადმი 

რამდენიმე დღეში – 31 მარტს შესრულდება ოცდახუთი წელი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებიდან, რომლის საფუძველზეც 1991 წლის 9 აპრილს მიღებული იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

მოახლოებული თარიღები ქმნის საბაბს და საფუძველს, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი და პირველი პრეზიდენტი, ბატონი ზვიად გამსახურდია და პატივი მივაგოთ ამ დიდი ადამიანის ხსოვნას.

ამავე დროს გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ ფართო საზოგადოებისათვის კვლავაც უცნობია ქვეყნის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების ნამდვილი გარემოებები და მიზეზები.

გასული წლის ზაფხულში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს შეუცვალა კვალიფიკაცია და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც გვაფიქრებინებს, რომ პროკურატურამ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები მკვლელობის ვერსიის დასადასტურებლად.

თუმცა, როგორც ჩანს, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან მეტი ძალისხმევის გამოჩენა იქნება საჭირო, რათა ბოლომდე მოეფინოს ნათელი ჩვენი ისტორიის ამ ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ფურცელს და დადგინდნენ მკვლელობის კონკრეტული დამკვეთები და შემსრულებლები.

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მთავარ პროკურორს, რათა, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, აუცილებელი პოლიტიკური ნება და მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ ამ საკითხის მიმართ, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა გააჩნია უახლოესი ისტორიის სწორად გაგებისა და აქედან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფოს მომავალი განვითარებისათვის.

Posted in 2016, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia, Gamsakhurdia | 1 Comment »

ზვიად გამსახურდია -75

Posted by iberiana on მარტი 31, 2014

ზვიად გამსახურდია -75zviad-gamsakhursia

ის დღეს 75 წლის გახდებოდა…

რომ არა ეშმასა და მისი ქართველი წითელი ეშმაკუნების მიერ უკუღმა დატრიალებული საქართველოს ბედის ჩარხი…
ის დღეს მისივე შექმნილი თავისუფალი სამშობლოს მწიგნობართუხუცესი იქნებოდა და რამდენ რამეს დაგვიწერდა და შეგვიქმნიდა სულის საზრდოდ, საგზლად ერის უკვადვების ნარეკლიან ბილიკებზე სახეტიალოდ…
ჭარმაგი მოხუცი დღეს ჩვენი სამშობლოს ბედნიერებით იხარებდა…
საქართველოს ქერუბიმი ზვიად გამსახურდია…
აკი უთხრა მისი სულის ტყუპისცალმა მერაბმა:


„თვით ზეციერმა შეგარტყა ძალი,
გიპყრა მახვილი,რვალთა მლეწავი“…


მათ ქაჯებს ნესტანი გამოსტაცეს, ჩვენი ნესტანი – საქართველო გაგვინთავისუფლეს…
“მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე, ერთის მხრით, გული მტკივა, რომ შენი ბავშვობა თავდება. მეორეს მხრით, მიხარია, რომ შენ სადაცაა, ყველა ჩემს სურვილს გაიგებ და მალე მხარში ამომიდგები. ალბათ, შენთვის დამიწერია (თუ მითარგმნია) მე ჰომეროსის სიტყვები: “ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს”. ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი, დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა შეძლო, გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი. გზაში მე გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფიები. ყველანი უკვე სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსება იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეების მოლაშქრედ არ წარმომედგინა ჩემი თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი.
შენი მამიკო. 1955.”


პ.ს. ქართველი კაცი, მითუმეტეს ქართველი მეცნიერი, უპირველეს ყოვლისა უნდა ემსახურებოდეს თავის ერს და სამშობლოს, არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში ერის ინტერესებთან, უნდა იღწვოდეს მხოლოდ ერის ინტერესებიდან გამომდინარე და არ უნდა ემსახურებოდეს სხვა ათასნაირ “ჭეშმარიტებას”! მაშინ ხარ ბრძენკაციც და მხოლოდ ამას ჰქვია ერისკაცობაც, სხვას კი არაფერს!“
ამას წერდა ჯეელობაში გადასულ თავის პირმშოს საქართველოს სამსახურში გახარჯული დიდოსტატი, ღვთივკურთხეული ქართული სიტყვის დიდი ჭკადუ…
ატარა მთელი გულით, მთელი სხეულით მამის ტკივილები…
მთელი ცოდნა,სიბრძნე, შემოქმედება ერს მიუძღვნა…
თვისი ნებით ავიდა ეშაფოტზე და სამშობლოს საკურთხეველზე საკუთარი სიცოხლეც დასდო უშურველად…
ბოლომდის ჩაიღვენთ-ჩაიფერფლა ნათლმოსილი…
და ასე მიეახლა მამას…

Posted in 2014, გამსახურდია, Gamsakhurdia | Leave a Comment »

ზ. გამსახურდია ნობელის პრემიაზე

Posted by iberiana on იანვარი 10, 2012

Posted in ეროვნული მთავრობა, პოლიტიკა, Gamsakhurdia | Leave a Comment »

Гамсахурдиа про Джохара Дудаева

Posted by iberiana on დეკემბერი 6, 2011

Posted in გამსახურდია, პოლიტიკა, Chechnya, Gamsakhurdia | Leave a Comment »

Духовная миссия Грузии

Posted by iberiana on ნოემბერი 26, 2011

З. К. Гамсахурдия – Духовная миссия Грузии

Дорогие друзья!
В рамках одной лекции совершенно невозможно полностью осветить такую сложную тему, поэтому лекция будет носить более обзорный характер, в ней я упомяну лишь в общих чертах все то, о чем думали и над чем работали я и мои друзья в течение многих лет, а также я предложу Вам результаты некоторых исследований, проведенных как в Грузии, так и на

западе.
План лекции будет следующим: в первую очередь мы поговорим об этногенезисе грузин. Мне известно, что наших западных гостеи особенно интересует именно этот вопрос, и мы постараемся осветить именно такие моменты, которые, возможно, им неизвестны и мало освещены в современной западной науке. Кроме того, следует отметить, что в период многолетнего господства советской идеологической диктатуры, многое в истории грузинской культуры замалчивалось, искажалось и запрещалось строгим табу. На эти вопросы было наложено определенное научное табу, которое, к сожалению, продожается и сегодня, т.к. не так уж просто убрать последствия гипноза, явившегося результатом той недоброй эпохи. Многие вопросы искажены и узурпированы советской империалистической наукой, подчинены ее интересам. Под это влияние подпала, к сожалению, и грузинская наука. Я бы не хотел называть здесь имена конкретных ученых, они все еще не решаются развивать свои исследования в том направлении, которое могло бы пролить истинный свет на эти вопросы. У всей этой политики были большие и очень далеко идущие цели. Именно в связи с этим была организована большая кампания против грузинских ученых Иване Джавахишвили и Нико Марра…

 http://iberiana2.wordpress.com/segm/gamsakhurdia-2/mission/

Posted in იბერია, ისტორია-History, მეცნიერება, Gamsakhurdia | Leave a Comment »

Наказанная Грузия

Posted by iberiana on ივნისი 16, 2011

 Владлен Чертинов – Наказанная Грузия

Грузия расчленена. Грузия унижена. Грузия спит.

Грузины проиграли войну, потеряв 20 тысяч убитыми, потеряв богатейшую землю. На войне как на войне, но абхазская, может быть, из-за большого количества участвовавших в ней наемников-чужаков, которых можно сравнить, если прибегать к милицейской терминологии, с преступниками-«гастролерами», отличалась предельным ожесточением.

Человеческое горе — фактор не политический. Его невозможно до конца взвесить и просчитать. Горе 250 тысяч грузин, психически израненных, в одночасье лишившихся своих очагов, убегавших от смерти, никак не может вписаться в сценарий политиков, будь то Шеварднадзе, Ардзинба или кремлевские мудрецы.

https://iberiana.wordpress.com/afxazeti/nakazannaya-gruzia/

Posted in Abkhazia, ისტორია-History, პოლიტიკა, Gamsakhurdia | Leave a Comment »

კონსტანტინე გამსახურდია

Posted by iberiana on მაისი 15, 2011

 კონსტანტინე გამსახურდია  (1893-1975)

“ბრძენკაცი უნდა იყვე და შლეგად მოაჩვენო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არ ჰყავს ამქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს” – კონსტანტინე გამსახურდია.

დაიბადა  3/15 მაისს, 1893, სოფ. ძველ აბაშაში. 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“…

https://iberiana.wordpress.com/iberiana/vedreba/#5

Posted in ისტორია-History, საამაყო ქართველები, Gamsakhurdia | Leave a Comment »

У животных нет национальности

Posted by iberiana on აპრილი 30, 2011

 Звиад Гамсахурдиа: «У животных нет национальности»

Примечательно, что правительства наиболее могущественных стран Запада уже не считают нужным маскировать свои намерения, а открыто и цинично попирают волю другого народа
 
 
Когда  где–нибудь  в Африке народ сбрасывает очередного  диктатора вроде императора Бокассы, уличенного в каннибализме, то  правительства развитых стран Запада рассматривают это  как «покушение на основные права и свободы человека» и направляют на помощь диктатору войска ООН.

Но, вот когда в Грузии кучка воров в законе вооруженным путем захватывает власть и  свергает законного президента, – это мировым сообществом расценивается, как «свободное волеизъявление грузинского народа».

– Правительства, которые вы называете демократическими, на самом деле уже давно отошли от демократии. Демократия превратилась в пустое слово, которе произвольно используют для маскировки тех или иных политических интересов Запада…

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/letters/

Posted in იდეოლოგია, ისტორია-History, პოლიტიკა, საამაყო ქართველები, Gamsakhurdia | Leave a Comment »

Гамсахурдиа- Aвтобиография

Posted by iberiana on მარტი 31, 2011

Звиад Гамсахурдиа – ЗА НЕЗАВИСИМУЮ ГРУЗИЮ (автобиография)

Год моего рождения – 1939-ый был переломным для Грузии. Большевики, Сталин и его сатрапы – Орджоникидзе, Орахелашвили, Гогоберидзе, Мамулия и другие в 1921-м, 1924-м, в трагическом 1937-м, занялись глобальными проблемами державы, строительством тоталитарной тюрьмы. Затем последовала кровавая разборка и борьба за власть между коммунистическими палачами, вылившаяся в массовые “чистки”, вслледствие чего многие коммунистичекие лидеры пали от рук своих же собратьев по партии. Завершив чистку в Грузии и расправившись не только с противниками в партии, но и с грузинской интеллигенцией и аристократией, обер-палач Лаврентий Берия был переведен из Грузии в москву и заменил Ежова на посту шефа госбезопасности.

В репрессивной статистике кровавых арестов и убийств в Грузии наступило заметное послабление. Народ безмолствовал. Уничтожили полностью грузинское дворянство и кадровыхх офицеров, цвет интеллигенции – поэтов, музыкантов, дирижеров, ученых…

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/autobiography/

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, Gamsakhurdia | Leave a Comment »

Жирнов- Гамсахурдиа

Posted by iberiana on ნოემბერი 18, 2010

  Евгений Жирнов – “Издевательски отнеслись к З. Гамсахурдиа”

До начала 1970-х годов поэт, переводчик и критик Звиад Гамсахурдиа не был замечен среди активных диссидентов. Активным борцом с существующим строем он стал после того, как в 1972 году от занимаемой должности освободили первого секретаря грузинского ЦК Василия Мжаванадзе, и сменивший его Эдуард Шеварднадзе объявил о начале кампании по борьбе с коррупцией и теневой экономикой. Борьба эта приняла довольно странный характер. Отдельные уголовные дела по непонятным причинам прекращались, а должности, освобожденные одними коррупционерами, немедленно занимали другие. Как водится, многочисленные жалобы поверивших в искренность Шеварднадзе людей попадали под сукно, а письма в Москву возвращались для проверки тем, о ком в них говорилось.

Всем, кто был обижен, оставалось обращаться лишь к известным и уважаемым людям, в числе которых были Константин Гамсахурдиа и его сын. По просьбе ходатаев и собственной инициативе Звиад тоже писал в Москву, беседовал с Шеварднадзе, но результата не добился. Ничего не изменилось и после того, как в 1973-1974 годах он вместе с Коставой создал “Инициативную группу защиты прав человека в Грузии”. Грузинские власти не обращали на кучку интеллигентов-говорунов почти никакого внимания.

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/jirnov/

Posted in ეროვნული მოძრაობა, Gamsakhurdia | Leave a Comment »

Непокоримые народы

Posted by iberiana on ნოემბერი 18, 2010

Непокоримые народы!

Великий русский «демократ», декабрист Павел Пестель, еще в начале ХIХ века писал, что Россия правомочна разделить кавказских жителей на две группы — на покорных и на мятежных, первым из них выражая благосклонность, а вторым — непримиримость.

История наглядно показала, что во вторую группу безоговорочно подпадают лишь два кавказских народа: чеченцы — на севере кавказского хребта и грузины — на юге, в Закавказье. Об этом свидетельствует двухвековая перманентная борьба чеченцев и грузин против Российского самодержавия: начиная от Шейха Мансура и Царевича Александра и кончая Звиадом Гамсахурдиа и Джохаром Дудаевым!

https://iberiana.wordpress.com/caucasus/georgia-chechnya/

Posted in ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia, Кавказ, Gamsakhurdia | Leave a Comment »

ვისაც ზვიადი ცოცხალი ჰგონია – გონს მოდით

Posted by iberiana on სექტემბერი 25, 2010

გურამ შარაძე: მოვუწოდებ იმათ, ვისაც ზვიადი ცოცხალი ჰგონია – გონს მოდით, კიდევ ერთხელ ნუ კლავთ ზვიად გამსახურდიას!

“ილიასა და აკაკის დავუმატებდი გალაკტიონს, იმის შემდეგ საქართველოს მართლაც არ ახსოვს ასეთი გრანდიოზული მანიფესტაცია თბილისის ქუჩებში. ძალიან სიმბოლური იყო ზვიად გამსახურდიას დაკრძალვა ბზობა დღეს. როგორც მაცხოვარი ტრიუმფით შევიდა ამ დღეს იერუსალიმში, ასევე ტრიუმფით დაუბრუნდა საქართველოს მისი პირველი, დევნილი და წამებული პრეზიდენტი, რასაც ეს ხელისუფლება არ ელოდა ან ელოდა და ბევრს ეცადა, რომ ყველაფერი ასე არ ყოფილიყო, მაგრამ, არაფერი გამოუვიდა.

ვერ დავიჯერებ, რომ პრეზიდენტის ცხედარი რუსეთ-საქართველოს საზღვარს მაინც და მაინც შუა ღამეს მოადგა. ეს იყო შეგნებულად გაკეთებული, რომ ხალხი არ შეხვედროდა ზვიადს. ვთქვათ, რუსეთმა ჩაიდინა ავაზაკობა და შეგნებულად მოაყენა პირველი პრეზიდენტის ნეშტი შუა ღამეს ყაზბეგის საზღვარს. მაგრამ ყაზბეგში ხომ იყო ეკლესია. ერი და ბერი იხვეწებოდა, რომ ხუთი წუთით მაინც დავასვენოთ ეკლესიაშიო. მაგრამ რა გააკეთეს – შუაღამეს მოასვენეს და სასწრაფოდ თბილისისკენ ქნეს პირი. ან ვინ დახვდა სახელმწიფოს წარმომადგენელთაგან? მხოლოდ კეთილმოწყობის თუ დასუფთავების სამსახურის უფროსი. ნუთუ ვერ მოიძებნა საქართველოს სახელმწიფოს უფრო მაღალი რანგის წარმომადგენელი, რომ ზვიად გამსახურდიას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დახვედროდა?”

 https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/sharadze/

Posted in ეროვნული მოძრაობა, Gamsakhurdia | 1 Comment »

ЭКСКЛЮЗИВ! ПРЕЗИДЕНТ

Posted by iberiana on სექტემბერი 23, 2010

Владимир ВОЙНА – ЭКСКЛЮЗИВ! ПРЕЗИДЕНТ

 Новый год я встречал в Тбилиси, в гостях у друга, министра в первом правительстве независимой Грузии. Одного из тех, кто поставил свою подпись под историческим документом: «Актом о восстановлении государственной независимости Грузии». Для Грузии этот документ равен по значению «Декларации независимости США».

Днём мы вместе ходили в церковь Кашвети: там проходила панихида по первому Президенту независимой Грузии Звиаду Гамсахурдиа…

Всё было в его жизни: преследования, изгнание с любимой работы, поношения, клевета, тюрьма, вплоть до выпущенных в голову пуль. Москва подстрекала и снабжала оружием его врагов в Грузии, угрожала ему, провоцировала — и чужими руками свергла его с поста Президента, лишила жизни. Но не смогла отобрать у Грузии свободу, завоёванную движением, которое он возглавил. Сегодня Звиад Гамсахурдиа признан великим сыном Родины.

 https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/voina/

Posted in პოლიტიკა, საქართველო-Georgia, Gamsakhurdia | 2 Comments »

გზა თავისუფლებიდან დამოუკიდებლობამდე

Posted by iberiana on სექტემბერი 5, 2010

ზაირა მიქატაძე – გზა თავისუფლებიდან დამოუკიდებლობამდე
ანუ დისიდენტი პრეზიდენტის დავიწყებული მონაპოვარი

 “ქართველი ხალხისათვის დედასამშობლო დედინაცვლად გადაქცეულა. მტერნი “მოყვრულად” თავს ეხვევიან და მოითხოვენ გუნდრუკის კმევას. მათ უგალობენ ქებათა ქებას. ხალხი ძაძებში გახვეულა, 26 მაისი აკრძალული, შებოჭილია… მაგრამ 26 მაისი მაინც ანათებს. ის მუდამ ახალია, მუდამ სანატრელია, მუდამ ცხოველია, ის ჩვენი მომავალია. 26 მაისი არ მომკვდარა, არცა სძინავს. ის მოგვიწოდებს სიფხიზლისა და ბრძოლისაკენ. არ გვმართებს უიმედობა, განთიადი მოახლოებულია”.
 

ეს სიტყვები ნოე ჟორდანიამ პარიზში საქართველოს დამოუკიდებლობის დამხობიდან 20 წლის შემდეგ წარმოთქვა. ერთი წლის შემდეგ კოლხურ კოშკში ვაჟი გაჩნდა. კონსტანტინე გამსახურდიას შვილი შეეძინა. ალბათ იმ ხანად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ნოე ჟორდანიას სიტყვებს “26 მაისი არ მომკვდარა, არცა სძინავს. ის მოგვიწოდებს სიფხიზლისა და ბრძოლისაკენ”, დიდი კონსტანტინეს შვილი, ზვიად გამსახურდია გააცოცხლებდა. მამამაც სწორედ ეს უწინასწარმეტყველა 16 წლის ზვიადს:

  “… ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი, დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა შესძლო, გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი. გზაში მე გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფიები. ყველანი უკვე სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსება იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც ჩემი გამწარებული ცხოვრება რომ აიღო, მე რომ დიდი იდეებისათვის მოლაშქრედ არ წარმომედგინა ჩემი თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც, ასე თუ ისე, შევძელი. შენი მამიკო. 1955.”

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/tavisufleba/

Posted in ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა, Gamsakhurdia | Leave a Comment »

დილემა კაცობრიობის წინაშე

Posted by iberiana on ივლისი 31, 2010

ზვიად გამსახურდია – დილემა კაცობრიობის წინაშე

(სრულად)

არაერთგზის თქმულა და დაწერილა, რომ მე-20 საუკუნე თვისობრივად ახალი საუკუნეა, სხვა წინამორბედ საუკუნეებთან შედარებით. თვით ზედაპირული დაკვირვებითაც ცხადია, რომ იგი, ახალი ეპოქის, ახალი ერის დასაწყისია კაცობრიობის ისტორიაში. ამ ახალი ერის გარიჟრარჟზე საუკუნის, ეპოქის სულმა ახალი, სრულიად განსხვავებული მოთხოვნები წამოუყენა ერებსა და ადამიანებს. შეიცვალა არა მარტოოდენ გარეგანი სახე ჩვენი ცივილიზაციისა, არამედ ინტელექტუალური რელიეფი, კულტურის სპეციფიკა, შეიცვალა არამარტო აზროვნებისა და მეცნიერული თუ მხატვრული ძიებების მიმართულება, შეიცვალა ჩვენი ფსიქიკა, აღმოცენდა ახალი გაგება მოქალაქეობრივი თუ ინტელექტუალური სინდისისა.

უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ საცნაურია კაცობრიობის მანამდე არნახული დიფერენციაცია. რაც უფრო ვუახლოვდებით საუკუნის დასასრულს, მით უფრო იკვეთება საშინელი დილემა, რომელიც დგას დღევანდელი საზოგადოებრიობის თუ პიროვნების წინაშე. რა დილემაა ეს? იგი, ცხადია, უეცრად, თავისთავად არ აღმოცენებულა. მან განიცადა ევოლუცია, როგორც ყველაფერმა გასულ საუკუნეებში, განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში; მას მხოლოდ რჩეული გენიოსები აღიქვამდნენ და განიცდიდნენ მთელი სიმწვავით.

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/dilema-ge/

***

Звиад Гамсахурдиа – ЧЕЛОВЕЧЕСТВО  ПЕРЕД  ДИЛЕММОЙ

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/dilema/

Posted in იდეოლოგია, Gamsakhurdia | Leave a Comment »

კოლხური კოშკი

Posted by iberiana on მარტი 25, 2010

ვინ გაძარცვა და გაანადგურა კოლხური კოშკი?

  გურამ შარაძე: ჩემი აზრით კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები მთაწმინდზე უნდა დაიკრძალონ

თხუთმეტი წლის უკან ჩაიფერფლა დიდოსტატის სავანე… თხუთმეტი წლის უკან, თხუთმეტ მარტს წარსულად იქცა კონსტანტინეს კალმით მოხატული დავით მეფე, გიორგი მეფე, შორენა, პიპა… ლანდებთან ლაციცი დაიწყო ერმა… ნაძირალებმა ცეცხლი გაუხსნეს პირველი პრეზიდენტის საცხოვრისს და იავარქმნეს ისტორიული მნიშვნელობის ლიტერატურული მუზეუმი საქართველოს უპირველესი კლასიკოსისა… დევნილობაში მყოფმა ზვიად გამსახურდიამ ერთადერთს – გურამ შარაძეს მიანდო კოლხური კოშკის ბედი და ნდობა იჩქერიის რესპუბლიკის ნოტარიუსითაც დაუმოწმა. შემდეგ იყო ჯიხაშკარი და ხიბულა… და იდგა 1993 წლის 30 დეკემბერი. ტყვიადახლილი ერი მორიგ, სისხლიან ახალ წელს ხვდებოდა და ამ დროს, თურმე – ერის რჩეული პრეზიდენტი სისხლისგან იცლებოდა…  და მაშინ, არავინ იცოდა, რას უმზადებდა განგება ნაწამები და მარტვილი პრეტზიდენტის ძვლებს… სწორედ მაშინ უბოძა ხალხმა ნდობის მანდატი გურამ შარაძეს!

 კოლხური კოშკის ეზოში და გალის ქუჩის აღმართზე შეკრებილი ათასობით ნაწამები და დარბეული ადამიანი მისგან ელოდა ახალს… მას შემდეგ ბევრმა წელმა განვლო. ერის მკვლელთაგან ბევრი მიწამ მიიბარა. ბევრის სიკვდილი არც გაუგია ხალხს… ბევრი დაიმალა და დაავიწყდათ, რომ ისტორიას ვერსად დაემალებიან! ზვიად გამსახურდია კი მალე საქართველოში დაბრუნდება! დიდოსტატის კოლხურ კოშკსაც აღადგენს საქართველო! თუმცა, ბოლო დროს ატეხილ აჟიოტაჟში ბატონი გურამ შარაძე არ გარეულა. ცოტა გულნატკენიც მეჩვენა საუბრისას…

 https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/sharadze-2/

Posted in ეროვნული მოძრაობა, Gamsakhurdia | Leave a Comment »