Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ქისტების გამაჰმადიანება

 

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

 

ქისტების გამაჰმადიანება XX ს-ის საქართველოში

 

XIX-XX სს-ში საქართველოში რუსების ბატონობის დროს ქრისტიანული სარწმუნოება არა თუ განმტკიცდა მოსახლეობაში, როგორც მიიჩნევს ზოგიერთი რუსი მკვლევარი, არამედ აღმოიფხვრა კიდეც. ამის მაგალითად გამოდგება იქამდე საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში მყოფი ჩეჩენთა და ინგუშთა აღმსარებლობის მაგალითი.

 საქართველოს რელიგიის ისტორიის შთამბეჭდავი ფაქტია ის, რომ პანკისის ხეობაში XIX ს-ის დასაწყისში ჩასახლებული ქისტების გამაჰმადიანების პროცესი დასრულდა XX ს-ის 90-იან წლებში, ქისტები საქართველოს აღნიშნულ კუთხეში ჩასახლების დროს ქრისტიანები იყვნენ და ქართველი მთიელების მსგავსად ქრისტიანულ სარწმუნოებრივ წესებს აღასრულებდნენ. კერძოდ პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტების ერთი ნაწილის გამაჰმადიანება დაწყებულა საქართველოში რუსების ბატონობის დროს XIX ს. ბოლოს (ამავე დროს ქისტების უმთავრესი ნაწილი კვლავ ქრისტიანებად რჩებოდა), პროცესი გაღრმავებულა რუსთა მიერ საქართველოს მეორედ დაპყრობის შემდეგ XX ს. 20-იან წლებში, გამაჰმადიანებას სწრაფი სახე მიუღია II მსოფ. ომის შემდეგ და მოსახლეობის სრული გამაჰმადიანება დასრულებულა XX ს-ის 90-იან წლების დამდეგს.

პანკისელი ქისტებისა და საერთოდ ვაინახების ყოფა-ცხოვრების მკვლევარი ხვთისო მამისიმედაშვილი წერს: “მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იწყება ჯოყოლოს მოსახლეობის სწრაფი გამაჰმადიანება. მანამდე, როგორც თვითმხილველნი გადმოგვცემენ, სოფელში მეღორეობის ფერმაც კი ჰქონდათ. ჯოყოლოელთა გადასვლა მაჰმადიანურ რჯულზე დასრულდა XX ს-ის 90-იანი წლების დამდეგს. ამჟამად ისინი ისლამის მიმდევრები არიან” (ხვთისო მამისიმედაშვილი. “ვაინახები და ქართველი მთიელები”. თბილისი 1997. გვ. 27).

ქისტების პირველი ჯგუფი პანკისში გამოჩენილა 1826-28 წწ-ში. პანკისი ამჟამად ეწოდება მთელ ხეობას, მაგრამ ჩანს თავდაპირველად იგი ერთ-ერთი სოფლის სახელი ყოფილა, სადაც ისინი ზემოთ აღნიშნულ წლებში ჩასახლებულან დუი ციცხაშვილი-ხანგოშვილის წინამძღოლობით. დუის პატივსაცემად სოფელ პანკისისათვის დუისი უწოდებიათ. დუი ციცხაშვილ-ხანგოშვილი ავტორიტეტული პიროვნება ყოფილა, ქართული ენის შესანიშნავი მცოდნე, მეგობარი ადგილობრივ დიდებულებისა და უხუცესებისა. მისი მეთაურობით ქისტების ჩამოსახლება შეთანხმებული ყოფილა ხელისუფლებასთან, კერძოდ თიანეთის მაზრის გამგებლობასთან, რომელსაც იმ დროისათვის ექვემდებარებოდა თუშ-ფშავ-ხევსურეთი. უფრო მეტიც, ქისტების ჩამოსახლების დროს დუი ხანგოშვილს დიდად დახმარებიან ქართველი დიდებულები, კერძოდ, თავადები ჩოლოყაშვილი, ჯანდიერი და თუშეთის მოურავი ივანე ცისკარიშვილი. დუის გარშემო შემოკრებილან კახეთსა და მთიანეთში მცხოვრები ქისტებიც და საერთოდ, I ნაკადი წამოსულა არღუნის ხეობის მაისტის თემიდან. მაისტელი იყო დუი ხანგოშვილიც. ჩამოსახლების დროს ისინი ისეთივე ქრისტიანები ყოფილან, როგორც საზოგადოდ ქართველი მთიელები, ხევსურები, ფშავლები და სხვა მათი მეზობლები. ამას მიუთითებს ისიც, რომ პანკისელ ქისტებს თავიანთი მშობლიური ადგილებიდან თან “წამოუღიათ” სალოცავი ნიში, კერძოდ ჩამოტანილი აქვთ სალოცავი ნიში “მაისტიე წივ”, რაც დაახლოებით მაისტის ხატს აღნიშნავს (იქვე, გვ. 22). ასევე წარმოუდგენელია, კახეთ-მთიანეთის ადგილობრივ მმართველობას, ქართველ თავადებს და საერთოდ ქართულ მოსახლეობას XIX ს-ის 20-იან წლებში ხელი შეეწყოთ კახეთის ქრისტიანთა შორის მაჰმადიანთა ჩასახლებისათვის. საქმე ის იყო, რომ სწორედ აღნიშნულ დროს აღ. საქართველოს ქრისტიანებისათვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა ე.წ. “ლეკიანობა”, რომელშიც იგულისხმებოდა მაჰმადიანი მთიელების განუწყვეტელი ლაშქრობები და თარეში ქრისტიანულ სოფლებში. ასეთ პირობებში ქრისტიანები თავიანთ სოფლებსა და მამულებს არ დაუთმობდნენ მაჰმადიანებს. ქართველებს ჩამოსახლებული ქისტები ქართველი ხალხის ერთ-ერთ ეთნოჯგუფად მიაჩნდათ თუშთა და ხევსურთა მსგავსად. მართალია, ქისტებს ჰქონდათ თავიანთი სასაუბრო ენა, მაგრამ, როგორც ცნობილია, ასეთი ენა და მკვეთრად განსხვავებული დიალექტები ამჟამადაც გააჩნიათ ქართველ მთიელებს. ქისტების ამ პირველი ჯგუფის ქრისტიანობას მიუთითებს ისიც, რომ ქისტების მეორე ჯგუფი, რომელიც პანკისის ხეობაში ჩასახლდა 1854-55 წწ-ში, ნამდვილად ქრისტიანები იყვნენ. მეორე ჯგუფის ხელმძღვანელი ყოფილა ჯოყოლა ნაციშვილი-დარქიზანაშვილი. ჯოყოლაც ასევე დიდად ავტორიტეტული კაცი ყოფილა და ჰყოლია ქართველი ძმადნაფიცები. მათი და ზემოთაღნიშნულ თუშეთის მოურავ ივანე ცისკარიშვილის დახმარებით დუისის ჩრდილოეთით დაუარსებიათ სოფელი ჯოყოლო. მალე სოფლის ცენტრში ქისტებს აუშენებიათ ქრისტიანული ეკლესია, რომელშიც წირვა-ლოცვას აღასრულებდა ქისტი სამღვდელოება, რაც დიდად ნიშანდობლივია. ეს მიუთითებს, რომ ქისტები არა მხოლოდ ქრისტიანები იყვნენ, არამედ მათი წიაღიდან გამოსული ახალგაზრდები იღებდნენ შესაბამის სასულიერო განათლებას და მღვდლებად ხელდასხმის შემდგომ აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას ეკლესიებში.

ცხადია, ქისტი მღვდლები წირვა-ლოცვას აღასრულებდნენ ქართულ ენაზე, რადგანაც ეს ენა მათთვის წარმოადგენდა სალიტერატურო, კულტურის, საურთიერთობო და საღვთისმსახურო ენას. საერთოდ რუსების შემოსვლამდე ძვ. საქართველოში შავი ზღვიდან ვიდრე ალბანეთამდე (აზერბაიჯანამდე) ღვთისმსახურება აღესრულებოდა მხოლოდ და მხოლოდ ძვ. ქართულ ენაზე, ძველ ქართულ დამწერლობას ხუცურს უწოდებდნენ. განსაკუთრებითაა აღსანიშნავი ის, რომ ჯერ კიდევ მთაში ცხოვრებისას ქისტი ხუცესები მთის ჯვარ ხატებშიც აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას ხევსური და სხვა ქართველი მთიელების ხუცესთა მსგავსად, რაზედაც ქვემოთ გვექნება საუბარი.

ისმის კითხვა: რამ აიძულა ქისტები XIX ს-ში აყრილიყვნენ თავიანთი სამშობლო კუთხიდან და გადმოსახლებულიყვნენ რუსეთის სახელმწიფო მმართველობის ქვეშ მყოფ პანკისის მხარეში?! ამასთან დაკავშირებით ხ. მამისიმედაშვილი წერს: “ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მასალებზე დაყრდნობით ლეილა მარგოშვილი ასკვნის, რომ ვაინახების პანკისში ჩამოსახლების მიზეზი იყო მათი მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, მესისხლეობა და შამილის მიერ მაჰმადიანობის გასავრცელებლად ჩეჩნეთის მთიანეთში გატარებული მკაცრი ზომები. როგორც ცნობილია შამილი იქ ცეცხლითა და მახვილით ავრცელებდა ისლამს, ვინც უარს აცხადებდა ისლამის მიღებაზე განიცდიდა საშინელ დევნას და ეძებდა საიმედო თავშესაფარს” (იქვე, გვ. 24). მაშასადამე პანკისში ქისტების ჩამოსახლების მთავარი მიზეზი ყოფილა ის, რომ მათ არ სურდათ ისლამის მიღება და გამოქცეოდნენ მოძალადეებს, რომლებიც მათ ძალით ამაჰმადიანებდნენ.

აღსაღნიშნავია, რომ XVIII ს-მდე ქისტები საზოგადოდ ქრისტიანები იყვნენ, ხოლო XVIII ს-ში ნელ-ნელა ქრისტიანობის ადგილი დაუჭერია სუნიტური მიმართულების მაჰმადიანობას. იმ დროისათვის მაჰმადიანობა ფეხმოკიდებული ყოფილა მხოლოდ ქისტების ზოგიერთ ჯგუფში. ისინი კი შარიათის მიხედვით დადგენილ წესებთან ერთად არ ივიწყებდნენ მამა-პაპურ სარწმუნოებრივ და სხვა ქრისტიანულ ტრადიციებს. ასე რომ, ჩეჩნეთში და ინგუშეთში XIX ს-ის დასაწყისში ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებობდა ქრისტიანობა და მაჰმადიანობა. ამავე დროს მოსახლეობას აიძულებდნენ მიეღოთ მაჰმადიანობა. როგორც აღვნიშნეთ, ვისაც გამაჰმადიანების თავიდან აცილება სურდა, თავს აფარებდნენ საქართველოს და შესაძლოა სხვა ქრისტიანულ ქვეყნებსაც.

პანკისში ჩამოსახლების შემდგომ ქისტური მოსახლეობა დიდი ხნის მანძილზე ქრისტიანულ წესებს იცავდა, მაგრამ მათში თანდათანობით მაინც მოუკიდია ფეხი მაჰმადიანობას და XIX ს-ის მიწურულისათვის, კერძოდ 1898 წელს, დუისში დაუწყიათ მეჩეთის მშენებლობა, დაახლოებით 20 წლის შემდეგ მაჰმადიანური რელიგიის მოძალების შედეგად, კერძოდ 1921 წელს, ჯოყოლოს ეკლესიის მღვდელი იძულებული გამხდარა სამუდამოდ მიეტოვებინა სამსახური და თელავში გადასულიყო. ამის შემდეგაც მოსახლეობა კვლავ იცავდა ზოგიერთ ქრისტიანულ წესს და როგორც აღვნიშნეთ, მაჰმადიანურ რჯულზე მოსახლეობის საბოლოო გადასვლის პროცესი დასრულებულა XX ს-ის 90-იან წწ-ში.

თვითონ ისტორიულ ქისტეთში, ვაინახების ქვეყნის ნასოფლარებში ამჟამადაცაა შემორჩენილი უამრავი კოშკი, რომლებზეც ჯვრებია გამოსახული. ტყობაიერდისა და ალიბერდის ეკლესიებში დაცულია ქართული წარწერები. არქეოლოგთა და სხვათა მიერ გათხრილ სამარეებში მიცვალებულები დაკრძალულნი არიან ქრისტიანული წესით, თავით დასავლეთისაკენ, ერთ-ერთი ქრისტიანი ქისტისათვის წმიდა გიორგის მედალიონი-ხატიც ჩაუტანებიათ, გროზნოს მუზეუმში დაცულია უამრავი თლილი ქვა და ქვაჯვარი ქართული ასომთავრული ასო ნიშნებით. ქისტები ისტორიულად ქრისტიანები იყვნენ ათეულ საუკუნეთა მანძილზე (”აია” N2, 1997, გვ. ).

ანატორის ჯვარი” შატილიონებისა და ქისტების საერთო სალოცავია. ანატორის ჯვარში ბოლო დრომდე მოდიოდნენ ქისტები სალოცავად საკლავით, ქადა-პურითა და სანთლით. XX საუკუნის ოციან წლებში ანატორის ჯვარს ჰყოლია გამორჩეულად წმინდა და ჯვარ-ხატების კარგი მცოდნე ქისტი ხუცესი ბაგახა. ის მთისიქითა ქისტეთიდან მოდიოდა ანატორის ჯვარში სანთლით, საკლავითა და ბაჩაყურეებით (სამკაპა ან ოთხკაპა ქადის მსგავსი) ჯვარს ადიდებდა. შემდეგ ქისტები მოხარშულ ხორცსა და ბაჩაყურეებს ხალხს ჩამოურიგებდნენ. ხევსურ ბავშვებს განსაკუთრებით უხაროდათ ქისტების მოსვლა ანატორის ჯვარში. ბაგახა სანთელს რომ აანთებდა, ასე ლოცულობდა: _ “ნაქორინწა წეიმ ბარა”! _ გწყალობდეთ ანატორის ჯვარიო.

“ანატორის ჯვარი მტრედის სახით მოფრინდებოდა, აკლდამაზე დაჯდებოდა და ღუღუნს დაიწყებდა ხოლმე… მხოლოდ ბაგახას _ ქისტ ხუცესს შეეძლო ჯვრის ძალით აკლდამასთან ასვლა, ხოლო მტრედი მხარზე დააჯდებოდა მას და კლდეებზე დაატარებდა. მტრედი და დროშა, როგორც ანატორის ჯვრის სახე, ქისტ ხუცესს ხშირად ქისტ სოფლებშიც მიჰყავდა და იქ ხუცობდა”. როგორც მთხრობელმა ჩორეხ ჭინჭარაულმა მიამბო ქისტებს ხევსური ხუცესიც მიჰყავდათ თავიანთ სოფლებში: “ჩემ პაპა გიგიაც შატილის ხუცეს იყვის, მიჰყავდისთ ქისტეთჩი და ახუცვინებდიან ბანებზედ” (ხ. მამისიმედაშვილი, “ვაინახები და ქართველი მთიელები”, გვ. 21).

“როგორც გადმოცემიდან ირკვევა, ქისტები ანატორის ჯვრის უნჯი ყმანი ყოფილან” (იქვე, გვ. 22).

“ბალთაგორის წმინდა გიორგისა და მთის სხვა სალოცავებში მლოცველი ქისტი ისევე ლოცავდა და ესალმებოდა ხატში მისულ სხვა მლოცველს, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები” (იქვე, გვ. 22).

ცნობილ გმირ თორღვა ძაგანამდე ქისტების რჯული ისეთივე ყოფილა, როგორც სხვა ქართველი მთიელებისა, ე.ი. ქრისტიანული, ამიტომაც თორღვა საერთო გმირია.

“მუცოს სათემო სალოცავში, მთავარანგელოზის ჯვარში, ხონეს საათენგენოდ ახლაც მიდიან ქისტი ბორჩაშვილები ძღვნითა და საკლავით, ხოლო ხახმატის დღეობაზე პირაქეთ ხევსურეთში შეხვდებით ხევსურს, ფშაველს, ქისტს და სხვა. ისინი სანთლითა და საკლავით მფარველობას შესთხოვენ წმინდა სალოცავს” (იქვე, გვ. 23).

პანკისში, ამჟამად უკვე გამაჰმადიანებული ქისტების რელიგიური სიმღერა შესრულების სტილით ჯვარ-ხატებში აღვლენილ ფშაურ ფერხისაის ჰგავს. ქისტური რელიგიური სიმღერები თითქოსდა ალავერდის ე.წ. “მონების” იავნანას მელოდიას წააგავს.

“ქისტები, ისევე, როგორც კახელები და ქართველი მთიელები იხდიან კოლექტიურ საღვთოს” (იქვე, გვ. 31). ე.წ. წვიმის მოსაყვანი რიტუალი ამ ქისტებში ისეთივეა, როგორც საერთოდ ქართველებში (გუთნის წყალში გაყვანა, გაწუწვა და ძალით ბანაობა ერთ-ერთი მონაწილისა და სხვა). “რაიმე მნიშვნელოვანი ამბის აღსანიშნავად (ავადმყოფის განკურნება, ჯარისკაცის დაბრუნება, ხიფათისაგან თავის დაღწევა) აღმოსავლეთ საქართველოში იხდიან საღვთოს. ადუღებენ ლუდს, ხდიან არაყს, კლავენ საკლავს, აკეთებენ ხინკალს და სუფრის ხუცეს-ხევისბერს ამწყალობინებენ. ანთებენ სანთელს და ჭრიან სარიტუალო ქადებს. ანალოგიური ჩვეულება აქვთ ქისტებს”, ოღონდ ახლა ალკოჰოლიანი სასმელები აკრძალული აქვთ და ხუცესების მაგიერ მოლები ლოცულობენ (იქვე, გვ. 33).

ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში შეუნიშნავთ, რომ ახალი წლის შეხვედრის სარიტუალო წეს-ჩვეულება ქისტებში ისეთივეა, როგორც ქართველებში. ახალ წელს ქისტურად “ნიჯუა” ეწოდება. “ნიჯუა”-დან ხუთი კვირის შემდეგ იციან “ოღუაი”, რომელიც ქართულ “აღების” დღესასწაულს ემთხვევა, ამ დღეს კლავენ საუკეთესო საკლავს “ისევე, როგორც ქართველი მთიელები, ქისტებიც საკლავს სოფლის რჩეულ უხუცესს დაამწყალობინებენ და დააკვლევინებენ ხოლმე”. ქრისტიანული “აღება” ნიშნავს “ხორცის აღებას”, ხორცის საჭამადის გამორიცხვას კვების რაციონიდან დიდმარხვის წინა, მოსამზადებელ პერიოდში. კერძოდ დიდმარხვის დაწყებამდე ჯერ არის ხორციელის, შემდეგ კი ყველიერის კვირა. ხორციელის შვიდეულში შეიძლება ხორცის ჭამა, ამ დროს ცდილობენ ხორცის საუკეთესო საკვების მიღებას, რადგანაც ხორციელის კვირა დღიდან, როდესაც სუფრიდან აიღებენ ხორცს, მისი ჭამა უკვე აღარ შეიძლება აღდგომის გახსნილებამდე, ე.ი. თითქმის ორი თვე. “აღება” და მისი შემდგომი ყველიერიც, სახალხო დღესასწაულში გადაიზრდებოდა ხოლმე, ამ კვირეებში ხალხი ზეიმობდა და მხიარულობდა, კარგადაც იკვებებოდა, რადგანაც ყველიერის ბოლოდან აღდგომამდე, დიდმარხვის დროს, ხალხი უკვე გლოვასა და მწუხარებაში იყო, ემზადებოდნენ ზიარებისა და აღდგომის ღირსეულად შესახვედრად, ამბობდნენ “მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა”. როგორც აღვნიშნეთ ქისტური “ოღუაი” არის ქრისტიანული “აღების” დღესასწაული. ხორციელის კვირაში, ყოველი ოჯახი, როგორი ღარიბიც უნდა ყოფილიყო, ვალდებული იყო “ხორცზე კბილი დაედგა”. “ოღუაის ორი კვირის შემდეგ, ასევე შაბათ დღეს ქისტები იხდიან დღესასწაულს, რომელსაც სახელად ჰქვია “სინი” (იქვ. გვ. 33), ამ დროს ახსენებდნენ მიცვალებულებს “ძველსა თუ ახალს”, ვინც ახსოვდათ და მოაგონდებოდათ, რაც ყველაზე ნიშნეულია, ამ დღეს ქისტები მიცვალებულთა მოსაგონებლად იმ კერძს ამზადებდნენ, რომელსაც ქართველები “კორკოტს” ან “წანდილს” უწოდებენ, ქისტურად _ “ბაკლას”. დიდმარხვის პირველ შაბათს, ისევე როგორც სხვა მომდევნო შაბათ დღეებში, ქრისტიანები საგანგებოდ მოიხსენიებენ მიცვალებულებს, ე.წ. “მიცვალებულთა შაბათი”. ამზადებენ საკურთხს, კორკოტ-წანდილს (მოხარშულ მარცვალს), მღვდელს თუ საშუალება აქვს, ალოცვინებენ. ასევე ქისტი მლოცველი მიცვალებულის მოხსენიებისას “ამოიღებს ქვაბით მოხარშულ ბაკლას, ქვაბს გარს შემოატარებს რკინეულს რასმე სამჯერ, მოიხსენებს იმავე მიცვალებულებს, მერე ზემოდან გაშლილი ხელით სამჯერ ჯვარს გამოსახავს და შემდგომ შეექცევიან ბაკლას (მოხარშული სიმინდი, ლობიო, ხორბალი ერთმანეთში არეული)” (იქვე, გვ. 34).

ეს დღესასწაულები სცოდნიათ მხოლოდ პანკისელ ქისტებს. “ნიჯუა, ოღუაი და სინი” წააგავს ქართველი მთიელების რელიგიურ დღესასწაულებს. ლეილა მარგოშვილის ცნობით, ჩეჩნები და ინგუშები ამ დღეობებს არ იცნობენ. ამდენად მათ ისინი ან სავსებით დაივიწყეს, ანდა ქისტებმა იგი ქართველებისაგან შეითვისეს” (იქვ. გვ. 34). აქედან ჩანს, რომ პანკისში ჩამოსახლებისას ქისტებს გააჩნდათ ქრისტიანული საეკლესიო ჩვეულებები, მათ, როგორც ვთქვით, ჯოყოლოში თავიანთი ეკლესიაც ჰქონდათ და ქისტი სამღვდელოებაც ჰყავდათ. ამჟამადაც აღდგომას კვლავ დღესასწაულობენ, “აღდგომის დღესასწაულისათვის ჯოყოლოელი და სხვა სოფლელი ქისტები დღემდე საგანგებოდ ემზადებიან და მას განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან. დღეობა ორ-სამ დღეს გრძელდება, იკვლება საკლავი, ინთება სანთელი, ლოცულობენ სოფელსა და მის მიმდებარე ადგილებში მდებარე ქრისტიანულ ეკლესიასა და სხვა ნიშებში. სოფელში ამ დღეებში დიდი ლხინი და მხიარულებაა. გარდა წმინდა ადგილებზე სანთლების დანთებისა, ქისტებმა ქართველების მსგავსად შემოინახეს ხეებზე ნაჭრების მიბმის ტრადიცია. ქისტები სალოცავად ძღვნით ალავერდშიც მიდიან. ომალოში მცხოვრებ ქისტებს სოფლის სიახლოვეს სალოცავად აქვთ წმიდა გიორგის, თუშოლისა და კოპალას ნიშები. ბირკიანელები ლოცულობენ წმიდა გიორგის ეკლესიის ეზოში. თუშოლი, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, იგივე ღვთისმშობელია, ხოლო კოპალას ნიშის არსებობა ომალოში ფრიად საგულისხმოა. კოპალას სახელობის ჯვარ-ხატები გვხვდება ფშავ-ხევსურეთში” (იქვე, გვ. 34).

ქისტებსა და ქართველებს ერთნაირი ადათები ჰქონდათ “როგორც ხევსურეთში, ქისტებშიც პატარძალი მამამთილს სახელით ვერ მიმართავს … მართალია ქისტები მაჰმადიანური რწმენის აღმსარებლები არიან, მაგრამ მათ სუფრაზე, თითქმის ჩვეულებრივი მოვლენაა ღვინის სმა, თუმცა მთიელთა ტრადიციის შესაბამისად იქ მაინც არაყი სჭარბობს” (იქვე, გვ.37). ღვინის ზომიერი სმა ქრისტიანული ტრადიციაა. ქისტები ჩანს, არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ ქრისტიანული წესების მკაცრი დამცველებიც ყოფილან, ამას მიუთითებს ის, რომ ისინი დიდ მარხვის პირველ დღესა და უკანასკნელს, ე.ი. დიდ შაბათს, მშივრები ატარებდნენ, ვიდრე ვარსკვლავი არ ამოვიდოდა. ახლაც მორწმუნე ქრისტიანები სწორედ დიდმარხვის პირველ და ბოლო დღეებში მარხულობენ განსაკუთრებულად. ასეთივე მმარხველნი ყოფილან ხევსურებიც. ძველად ფშავ-ხევსურები კარგი ქრისტიანები იყვნენ თავიანთი ქრისტიანული სალოცავებით, სამღვდელოებითა და დღესასწაულებით, მაგრამ ბოლო საუკუნეებში, სამღვდელოების არ ყოლის გამო, ნასწავლი და ნაკურთხი სასულიერო პირების ადგილი დაიჭირეს ხალხისგან ამორჩეულმა წმიდა ცხოვრებით მცხოვრებმა პირებმა, რომელნიც ცდილობდნენ უცვლელად აღესრულებინათ ის სარწმუნოებრივი წესები, რაც მათ ახსოვდათ ძველი სამღვდელოებისგან. ხევსურთა ერთი ნაწილი უნდა ყოფილიყვნენ ქისტებიც, საერთო სალოცავ-ჯვარ-ხატებით, ჩვეულებებით, ტრადიციებით, საეკლესიო ტერმინოლოგიითა და ქართული ანბანით. ჩეჩნეთ-ინგუშეთში აღმოჩენილია არა მარტო ქართული წარწერები, არამედ ხელნაწერებიც. ინგუშეთში, ასას ხეობაში არსებობს ქრისტიანული ეკლესიები _ თხობა-ერდი, ალი-ერდი, თარგიმი, მაღარ-ერდი და სხვა. “1944 წლამდე მრავალი ინგუშის ოჯახში ინახებოდა ქართული სასულიერო წიგნები და მათი ფრაგმენტები… უფრთხილდებოდნენ მას, როგორც ძვირფას რელიქვიას და გადასცემდნენ თაობიდან თაობას (А.И. Шавхелишвили, Грузино-Чечено-Ингушские взаимоотношения, 1992.с.189, იქვე, გვ. 68).

ვაინახებში რელიგიის კულტთან დაკავშირებული და ზოგიერთი სხვა ტერმინი ქართულია, მაგალითად ჯვარი ვაინახურად არის “ჯარ”, მარხვა _ “მარხ”, კვირა _ “კირ”, სანთელი _ “სენთალ”, ორშაბათი _ “ორჩუათ”, პარასკევი _ “პერასკ”, შაბათი _ “შოთ”, ეკლესია _ “ქილს” და სხვა. შავხელიშვილის ცნობით “ჩეჩნეთში, ხილდიხაროს ხეობაში, მრავალი ქართულიდან მომდინარე ტოპონიმია”. ქართული კულტურის გავლენით წარმოქმნილი უნდა იყოს “ქერისტიე”, “ცაცხი”, “ჩამღა”, “მოზღარი” და “მეციხ”. ქართულად ქერისტიე ნიშნავს ქრისტიანს, ჩამღა _ ჩაღმას, ცაცხი _ ცაცხვს, მოზღარი _ მოძღვარს, მეციხს კი ქართულ მეციხოვნესთან უნდა ჰქონდეს კავშირი” (ხ. მამისიმედაშვილი, დასახ. ნაშრ. გვ. 7).

ქისტები, საერთოდ, ხალხური თქმულებებითა და გადმოცემებით, ისეთი ღრმა ქრისტიანები იყვნენ, რომ რომელ თემშიც არ უნდა მოხვედრილიყვნენ, ეკლესიებს აშენებდნენ, მაგ. ზეგარდის წმიდა გიორგი ქისტეთიდან მოსულ კაცს დაუარსებია (იქვე, გვ. 19). გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ეკლესიის მცველობა ქისტეთიდან მოსულ სუჯის შთამომავლებისათვის დაუვალებიათ საქართველოს მეფესა და პატრიარქს (”აია”, 1997, N2, გვ. 63).

“ქისტებსა და თუშებს შორის ნათელ მირონით ნათესაობა მოუდიოდათ. ფშავში ლაშარის გორაზე ქისტების საჯვარე არსებობს, ხევსურეთში, ანატორის ჯვარში ქისტი და ხევსური ხუცესი ერთად ხუცესობდა, ქისტების ამინდის “ღმერთებია” _ ოჩი (ქართულ ვაჩის შეესაბამება), ჰელი (ქართული წმ. ელია), დერგ ნანილგ _ თოვლის დედა საქართველოში მყინვარზე ბუდობს” (იქვ. გვ. 66). განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ქისტებს არა მარტო საერთო სარწმუნოება ჰქონდათ ქართველებთან, არამედ საერთო ისტორიაც, საერთო საისტორიო გმირები და წარსული ცხოვრება, ამის მაგალითი მრავალია. მაგალითად ცნობილი 300 არაგველი _ ვაინახებად მიაჩნიათ. “ქისტებში დღემდე პოპულარულია გადმოცემა, თითქოს ის სამასი არაგველი, რომელიც კრწანისის ველზე დაეცა, ვაინახები იყვნენ. ამ ლეგენდას ისინი ასაბუთებენ იმ გარემოებით, რომ ჩრდილოეთიდან კავკასიონზე გადმოსული ქისტი მეომრები არაგვის ხეობას უნდა ჩამოჰყოლოდნენ და ამიტომაც იწოდებოდნენ არაგველებად” (ხ. მამისიმედაშვილი, დასახ. ნაშრ. გვ. 8).

მეორე ასეთი მაგალითი ეხება საქართველოს ბედით დამწუხრებულ ლელთ ღუნიას “გადმოცემით ილია ჭავჭავაძის ლელთ-ღუნია მალხების (ქისტების) ჩამომავალი ჯღუნა ხულელაძე ყოფილა” (ჯ. კაკულია, ანისტორესია, “აია” 1997 N2, გვ.63). ამ გადმოცემაში ჩანს ქართველებთან საერთო ისტორიის მქონე ქისტები როგორ იყვნენ დაინტერესებულნი საქართველოს კეთილდღეობითა და მომავლით. მალხებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ისინი ვაინახების ერთერთი ეთნოჯგუფი ყოფილა. ვაინახი ხალხის ეთნოჯგუფები ერთი მოსაზრებით არიან: ღალღაი, ნოხჩი, ახი და მელხი (იქვ. გვ. 65). მეორე მოსაზრებით ვაინახი ხალხი ბინადრობდა თემებად. ცნობილია ითონხალის, ხილდიხაროს, იალხაროს, მაისტის, მელხისტის და სხვა თემები (ხ. მამისიმედაშვილი, დასახ. ნაშრ. გვ. 15). თითქმის ყველა თემი, გარკვეული კუთხით დაკავშირებულია ქართველებთან. მაგალითად, ითონხალეს ქისტური თემის დამაარსებელი ვინმე ითონი წარმოშობით ქართველი ყოფილა. მაშასადამე ამ თემს ქისტებად გადაქცეულ ქართველებად მიიჩნევდნენ (იხ. იქვე, გვ. 70. შენიშვნა 14. შავხელიშვილის ცნობა).

ხილდიხაროს თემში მრავალი ქართულიდან მომდინარე ტოპონიმია (იქვე გვ. 7).

ასეთ მაგალითებთან დაკავშირებით შემთხვევითი არ უნდა იყოს თვით ვაინახთა შორის გავრცელებული ასეთი სახის გადმოცემა: “ქისტეთში გავრცელებულია ლეგენდა, რომ პირველი ქისტის დედა ქართველი ქალი იყო” (ა. ნოზღაიძე, “ქისტები” გაზ. “ლაშარის გორა” 1996, 8 ნოემბერი).

ეს ლეგენდა არა მხოლოდ ეხმიანება, არამედ თითქოსდა ადასტურებს თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობას _ “ქისტნი, ღლიღვნი და ძურძუკნი პირველ იყვნეს ენითა ქართულითა მომზრახენი და ქრისტიანენი”. ქართულ და ჩეჩნურ ენებში დასტურდება უამრავი ლექსიკური ერთეული, რომელთაც საერთო ძირები მოეპოვებათ… საილუსტრაციოდ მოხმობილი მასალა მიუთითებს ქართული და ვაინახური ენების ერთგვარ ნათესაობაზე. სავარაუდოა, რომ ამ ხალხებს პრეისტორიულ ხანაში საერთო ენაც კი უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ხანგრძლივი დროის მანძილზე მოხდა საგრძნობი დიფერენციაცია. ამის გამო ქართული და ჩეჩნური ენები ერთმანეთს დაშორდნენ” (ხ. მამისიმედაშვილი, დასახ. ნაშრ. გვ. 68). თეიმურაზ ბატონიშვილი სწორი უნდა იყოს, ამ ენათა დაშორება არაა სავარაუდებელი მაინცდამაინც პრეისტორიულ ხანაში. დამოუკიდებელი ენის ჩამოყალიბებისათვის საკმარისია რამდენიმე ასეული წელიწადი, მითუმეტეს გარე სამყაროსაგან იზოლაციის დროს. უკრაინული და ველიკორუსული ენები, მიუხედავად მათი ერთმანეთთან მტკიცე კონტაქტისა და კულტურულ-სარწმუნოებრივ-საეკლესიო ურთიერთობისა, ერთმანეთს დაშორდნენ XIV საუკუნის შემდეგ და დამოუკიდებელ ენებად ჩამოყალიბდნენ რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში. ასევე სხვა ევროპული ენებიც. “თეიმურაზ ბატონიშვილი ძურძუკების ქვეშ გულისხმობს ჩეჩნებს, რომლებსაც ასევე “ნოხჩი” ეწოდებათ, ხოლო ღლიღვთა ქვეშ ღილღოს ანუ ინგუშებს, იგივე ღალღა. ქისტების ქვეშ შესაძლოა გულისხმობს ზემოთაღნიშნულ მელხებს და მაისტის თემს. ეს უკანასკნელი, როგორც ფიქრობენ, მუცოსთან იყო, მაისტელები იქედან კახეთში (პანკისში) გადასახლებულან (იხ. იქვე, გვ.23). ყველა ამათი საერთო სახელია, როგორც აღვნიშნეთ, ვაინახი. “ვეინახები ჩვენს მეზობლად ცხოვრობს _ წერს ა. ნოზღაიძე _ ცენტრალურ კავკასიაში თერგის შენაკადებთან არმხის, ასას, არღუნის, და შარო არღუნის ხეობებში… ვეინახები ჩვენი უახლოესი ნათესავია ენითაც და სისხლითაც. წააგავენ ქართველ მთიელებს. წეს-ჩვეულებით, ზნე-ხასიათით, სახლ-კარით, ჯამ-ჭურჭლით, ჩაცმა-დახურვით, ცეკვა-სიმღერით, სასმელ-საჭმელით, უფროს-უმცროსობით, მტერ-მოყვარეობით და სხვა” (”აია” 1997, N2. გვ. 65).

ნიშანდობლივი ცნობა: “ბამუტში (ჩეჩნეთი) ცხოვრობს შემდეგი გვარების მოსახლეობა: გახაურები, ფერზაულები, სიგაურები, მარშაულები, გაბადაურები, ხაიაურები, ქარსამაულები, სვიაკაურები… ისინი თავს მელხებად თვლიან, მელხისტის თემს კი პირიქითა ხევსურეთის მეზობლად მიუთითებენ” (იქვე, გვ. 65). “მალხებს დაბა გველეთში უცხოვრიათ, ძირითადად კი უთანკალესა და მაისტის რაიონებში, ხევსურეთის საზღვრებზე ყოფილან განლაგებული” (იქვე, გვ. 62). ძალზე ნიშანდობლივია ისიც, რომ ქისტების გვარები ქართული სახისაა. ქისტების გვარებია: ფარეულიძე, აჭიშვილი, ბორჩაშვილი, გაჩალიკაშვილი, ბაღაკაშვილი, ქავთარაშვილი, მარგოშვილი, ნაციშვილი, მუთოშვილი, კოტორაშვილი და სხვა. ენათესავებიან ქართველ კოჭლაშვილებს, ვეშაგურებს, ზაქაიძეებს, მარსაგიშვილებს, მუშტიშვილებს, ღანიშაშვილებს და სხვა.

თავის მხრივ “ჩეჩნეთ-ინგუშეთში ცხოვრობენ გავაინახებული ქართველები, მრავალი ვაინახი (დარჩიევი, ქარჩიევი და სხვა) თავის წინაპრებად ქართველებს აღიარებს (ხ. მამისიმედაშვილი, ვაინახები და ქართველი მთიელები, 1997, გვ. 19).

ასე რომ, ეთნოგრაფ-მკვლევართა დაკვირვებით, ქისტები საქართველოში XIX ს. დასაწყისში ჩამოსახლდნენ ვითარცა ქრისტიანები და ქრისტიანული წეს-ჩვეულებების ერთგული დამცველნი, XIX ს. ბოლოს მათში თანდათან გავრცელება იწყო მაჰმადიანობამ, XX ს. შუა წლებში, II მსოფლიო ომის შემდეგ კი მათი უმრავლესობა უკვე გამაჰმადიანებული იყო, სრული გამაჰმადიანება XX ს. 90-იან წლებში დასრულებულა.

 

43 Responses to “• ქისტების გამაჰმადიანება”

  1. საინტერესო სტატიაა. მელხების მითოლოგია, ანდრეზები, გვარების ისტორია და მათი მოკლე გვარებიც საინტერესოა. მელხი და მესხი გარეგნული და შინაგანი აგებულებითაც ერთმანეთს წააგავს. მელხი ქალები პურს რომ აცხობენ ჯვარს სვამენ, როგორც ლაზეთში. მელხების ლექსიკონიც (დიალექტი) საინტერესოა და ქართულთან უფრო ახლოსაა. საჭიროა ენათმეცნიერების ღრმა კვლევა მელხებთან დაკავშირებით (გვარების ისტორია). ასეთი კვლევა სამწუხაროდ არავის ჩაუტარებია პროფესიულ დონეზე. დაკარგული ქართველი ეთნიკური ჯგუფები ჩრდილოეთშიც ბევრია ისე როგორც სამხრეთში.
    პატივისცემით ხელოვნებათმცოდნე გიორგი გიგაური.

    Like

  2. ამ ტექსტს არავინ დაუჯეროს, რადგან ბევრი არასწორი რაგაც წერია… ქისტები ქრისტიანები კი არა, გამოგონილ რაგაცეებს სცემდნენ თაყვანს… თუ რამე დამატებითი კითხვა გექნებათ გიპასუხებთ… ფორუმზე მომწერეთ ფორუმ.ქისტი.რუ

    Like

  3. a.sanduxaZe said

    ბატონო სულხან, ამ “გამოგონილ რაღაცეებს” წარმართობა ჰქვია, ადრე ქრისტიანობამდის ბევრი ხალხი წარმართი იყო, ბევრი კავკასიელი ხალხი კავკასიაში ისლამის შემოსვლამდის ქრისტიანი იყო, ასე, რომ ამ ტექსტში არაფერი არ არის “არასწორი”.

    Like

    • ბადრი said

      არაზუსტი ინფორმაცია სტატიაში.ძაან ბევრი რამ არ შესაბამება სიმართლეს!
      დუი არ ყოფილა მაისტის თემიდან და არც მას უწარმოებია მოლაპარაკებები გადმოსახლებაში ეს იყო ჯოყოლა შამილის ყოფილი ნაიბი მაისტის თემიდან სოფ.ფუღოს მაცხოვრებელი..

      Like

  4. აქ წერია ქრისტიანები იყვნენო, ეს სწორია შენი აზრით? ზუსტადაც რომ წარმართები იყვნენ და მერე ისლამი მიიღეს! მე დარწმუნებით შემიძლია გითხრა რომ არასოდეს არ ყოფილან ქრისტიანები! (როგორც ტექსტშია ნახსენები)

    Like

    • მადინა ხაიაური said

      სულხან ბეხქ მა ბილლალაჰ, მაგრამ ვეი ქისტი ნახახ ქერისტანაშ ხილარ ხეძძა მასსარნა’. ჯუაყალ იურთერ ალბუთაშვილი ღეერ (ხაიაური) მათე მუაზღარ მა ხილლეი საერთოდ? 🙂 ისეც იყო და ესეც, უფრო ომალოში და ჯოყოლოში იყვნენ ქრისტიანები, დუისში – მუსლიმანები. სუნა’ იშთ ხეძძა, მაგრამ ეგ ეხლა აღარაფერსა წყვეტს, ისეც

      Like

    • Pshaveli said

      თუ ქრისტიანები არ ყოფილან ბათირაშვილის მამა, რატომაა ქრისტიანი?

      Like

    • ქეთი said

      ქრისტიანობის შემოსვლამდე ყველა წარმართი იყო.

      Like

  5. Marika said

    ძალიან საინტერესო სტატიაა. მე თვითონ ქისტი ვარ. ქისტებს ხშირად საქართველოში მცხოვრებ ჩეჩნებს ეძახიან და მართლებიც არიან.

    Like

  6. giorgi said

    ჩვენი აზრით, ვაინახური ,,მელხი” (მალხი), ქართული ,,მესხი”-ს მონათესავე იბერიულ-კავკასიური ენის მქონე სახელია. მას- ბას, და მს-ბს, გადასვლები ქართულ ენაში აჩვენებს მს-ბჟ მონაცვლეობას. მს ამოსავალია მზ, როგორც ბს ამოსავალია ბჟ. ეს კი აჩვენებს რომ ,,მს” ამოსულია ,,მზე” -დან, ისე როგორც ,,ბს” ამოსულია ,,ბჟა”-დან. მს(მზე) იგივეა რაც ვაინახურში მალ(მზე).
    ,,ხი” ქართულად ,,ხევი” (მომდინარე წყალი) ორივეგან ერთიდაიგივეა. მესხურ დედაბოძებზეც მზის სიმბოლო არსებობდა უძველესი დროიდან. ,,მზის ხეველი” (მალხი, მელხი) უძველესი სახელია და იქ ადგილობრივი უძველესი ურზე დაბოლოებიანი გვარებიც არის. იბერიულ-კავკასიური მონათესავე ხალხები მზის და (წინაქრისტიანული) ჯვრის საშუალებით ერთი ღმერთის მლოცველნი იყვნენ უძველესი დროიდან. სვანურშიც შემონახულია მზის საგალობლები. გ.გ. ბორჯღალიონი

    Like

  7. გიორგი, ვერ დაგეთანხმები… მელხები არ არიან მესხები, ჩეჩნების “თეიფებში” პირველად მელხები არიან ხოლმე მოხსენიებული, მე ამაზე მაქვს გამოქვეყნებული რამდენიმე სტატია…

    Like

  8. უბრალოდ ამ ტექსტის ავტორმა უნდა იცოდეს, რომ შეიძლება ხალხი შეცდომაში შეიყვანოს და ამიტომ კარგად გადაამოწმოს ხოლმე რასაც წერს….

    Like

  9. ,,მელხი” ,,მესხი” ნამდვილად არა და არც აღმინიშნავს ასეთი რაიმე, ვთქვი ,,მონათესავეა”- ო. თუ ნათესაობაში ეჭვი გეპარება ეგ თქვენი პრობლემაა.

    Like

  10. ბადრი said

    ჩრდილო კავკასიაში უპირველესი ქრისტიანები იყვნენ ქისტები და ამის დამადატურებელი ბევრი ფაქტია. ს.ბორძიკაშვილს ვურჩევ ისტორია დაკვირვებით წაიკითხოს. ჩეჩნეთის მთიანეთში ციხე-კოშკებს ჯვრები რომ აქვს გაკეთებული, ვისი აშენებულია ეს კოშკები? თუ არა მთიელი ჩეჩნების. გოლგოთიანი ჯვრები რატომაა გაკეთებული? ტყობაერდი და ალბიერდი ჩეჩნური სახელწოდებებია და ეკლესიები სხვამ აშენაა?. ,,მკვდართა ქალაქში”(ბამუტი) სამარხებში უძველესი წინაქრისტიანული განტოტვილი ჯვარ-სიმბოლოებია და ეს სიმბოლო არაფერს გეუბნება?

    თქვენ არც კი იცით რომ ,,ქისტი” სახელწოდება ქრიტიანობის გამო უფრო აღზევებულია, რადგან იგი უძველესი სახელია. არცერთი სახელწოდება არ წარმოიშვება ისე, რომ წინაპირობა ანუ მსგავსი ონომასტიკური ფონი არ ჰქონდეს.

    არსებობდნენ უძველესი ხალხები ,,მუშქები” ,,მუსკები” (მუსკა), ,,მესხი” ,,მოსხიკე”(ძვ.ბერძ.) და ურარტულ, ხეთურ-ლუვიურ, თაბალურ ისტორიულ წყაროებში (ძვ.წ.12-13ს.) აღწერილია მათი ქალაქები: აბარნანი, გურგუმი, დანოა, ხადუ, ქუესი, ალზინი, საფარი, იცალა, ქათმუხი, გორდიონი (ფრიგია), კელენი და სხვა. მათი მდინარე იყო ალზინი. მეფეები: აკიაკი, თუთხალია, კირუა, ქათე. კიმერიელების შემოსევის დროს მათი ბოლო ქვეყანა იყო ფრიგია და განადგურდა (ავტ. სეისი. კავენიაკი. ბასხოლიანი. ნ.ხაზარაძე, ი.ფლავიუსი).

    დღევანდელი ქისტების აღმნიშვნელად ძველ სომხურ ისტორიულ წყაროებში ჩანს ,,ქვესტი” (ღაფანციანი) და ესეც მიანიშნებს იმა,ს რომ ქისტი მუსკების ქალაქ ,,ქუესი”-დან მომდინარეა, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდგომ პირდაპირ დაერქვა ეს სახელი.

    მე სარწმუნოებით ჯვარისმსახური ორ, ჩემი წინაპარიც ესრ იყვ და ჩემ მომავალიც ესრ იქნების. ღვთის რწმენა ლამაზ იდეოლოგიებზე არასდროს გამიცვლავ. ქისტი წარმოშობითაც უძველეს მესხურ ძირთან ახლოს ას და ამიტომ ახლობლად მიაჩნავ ქართველ ერს. როგორც პედაგოგი კაცურად გეტყვი: ,,ბორძიკაშვილო ისტორიაში ნუ ბორძიკობ”!!
    პატივისცემით ბ. მარაისძე

    Like

    • ანნა said

      უამრავი მასალა არსებობს იმის შესახებ, რომ სიტყვა ქისტი ქრისტიანობიდან მომდინარეობს. ძველი დროის ფშავ-ხევსურები ასე.
      მოიხსენიებდნენ მთიელ ჩეჩნებს. უამრავი ისტორიული ფაქტი ადასტურებს, რომ მუსულმანებს აგრესიული, ძალადობრივი რელიგიაა სამწუხაროდ.

      Like

  11. jaba melkadze said

    ახლა რატომ გვეკამათება ეს ქისტი ბიჭი! ანთროპოლუგიურადაც, ლინგვისტიკურადაც და ისტორიულადაც ქართველები და ვაინახები ნათესავები არიან და ერთ მოდგმას განეკუთვნებიან, ხოლო რაც სეეხება მათ პირვანდელ სარწმუნოებას, ისედაც თვალნათელია, რომ ტყობაერდი და ალბიერდი იქ უცხო პლანეტელებს არ აუგიათ!

    Like

  12. კამათი არ შეიძლება? 🙂

    ბადრი, გეთანმხებით, თქვენი კომენტარის დასაწყისში მოყვანილი ცნობები საინტერესოა და გასათვალისწინებელი ქისტთა, ზოგადად ვაინახთა მუსულმანობამდელი რწმენის კვლევისას (ვგულისხმობ ჯვრის სიმბოლიკას, ეკლესიებს და ა.შ.), თუმცა შემდეგ საუბრობთ სომხური “ქვესტ”-ის მომდინარეობაზე მუშქური ქუესიდან. და იქვე უთითებთ, რომ ქრისტიანობის მიღების შემდეგ პირდაპირ დაერქვაო ეს სახელი (ალბათ გულისხმობთ ქისტებს და მათ სახელს).
    უფრო დამაჯერებლად ხომ ვერ განავრცობდით სახელ “ქისტი”-ს კავშირს “ქუეს”-თან, შესაბამისი წყაროების მოხმობით.

    Like

  13. badri said

    მუშქებთან უკავშირდება არა მარტო ფშავ-ხევსურ-თუშების ისტორიის ახლო წარსული (დუშეთი, თუშეთი,ინგუში,ფახუა, მელხი) არამედ მთიელი ინგუშ-ჩეჩნებიც. ჩეჩნეთში არღუნის აკალდამებშის სამარხებში აღმოჩენილი ფრიგიული ქუდების მსგავსი ქუდები და გადმოცემა რომ კოშკები ძველი ბერძნების აგებულია და სხვა ფაქტებიც. სიმბოლოებიც ფრიგიაში არსებობდა და ჩეჩნურ ენაში შენარჩუნებულია ბევრი სახელებიც, მათ შორის ქართული ,,კვირა” და ჩეჩნური ,,კირან” დე(კირა) . მუშქების ქალაქების სახელები და მეფეთა სახელები ქართულ-ვაინახურ ენებშია საძიებელი. საიდან მოვიდა ხევსურულ ლექსიკონში ძველ ბერძნულის მსგავსი სიტყვები: კურეტი, ხიჩონი, სერკვი, დრამა, სტილი, კულანი, ხორონი, ქოქომონი, აზღოტი, ზიკი, ქსუ, კაკურაზი და სხვა. ძველ ბერძნულის მსგავსი (და არა ბერძნული წარმოშობის) გასარკვევია სიმბოლოების წარმომავლობაც, რომელიც ნაწილი ჩეჩნეთის მთიანეთშიც შემომრჩალია. სიმბოლო-ნიშნების წარმომავლობა უფრო საიდუმლოებით მოცულია.აღმოჩნდა რომ უძველეს ,,კაბალას” სიმბოლოებიც ჰქონდა, აბრაამის დროიდან და ასეთი სიმბოლოები მსგავსია ხევსურეთის ნიშნებთან. მსგავსება 30 ნიშნების ერთეულებამდეა. საინტერესოა რომ ,,კაბალას” სიმბოლო-ნიშნები სემიტური დამწერლობის ნიშნებს არ გვანან და ხევსურეთში შემორჩენილი ღვთისმსახურება ძველ აღთქმასთან მსგავსია. ქალდეველთა ურიდან გამოვიდა აბრაამი და გამოიტანა იქაური წესები და რიტუალები. აქ უფრო უძველეს ჯვარმსახურებაზეა სასაუბრო, რომელიც ერთნაირად საკრალური და სალოცავი იყო, როგორც მთიელ ქართველებში ისე მთიელ ინგუშ-ჩეჩნებში (გუდანი, ხახმატი,კარატი,ლაშარი, ტყობაერდი,ალბიერდი იყო და არის კავკასიელთა საერთო სალოცავები). ქისტებიც არიან უძველესი მუშქების შთამომავლები, როგორც თუშები , რომელიც გარკვეული პერიოდით, სარმატული ენა-კილოკავის გარემოებაში ყოფნით ვაინახურად გარდაიქმნენ. ფრიგიული სიმღერის კილო შენარჩუნებულია აღმოსავლეთ მთიელ ქართველებში და მთიელ ინგუშ-ჩეჩნებში. ხმალი ,,გორდა” (ქართულად) და ჩეჩნურად ,,გურდა” უკავშირდება ფრიგიის დედაქალაქ ,,გორდიონს”. უამრავი მტკიცებულება რომ მუშქი-მესხები კავკასიაში და მცირე აზიაში ერთნაირად ცხოვრობდნენ. კიდევ ვამბობ რომ ჯვარისმსახურების კუთვნილებაა სიმბოლო-ნიშნები (გიორგის ტერმინით ,,ფარული ნიშნები”), რომელიც მთებშია უმეტესად შემორჩენილი და უფრო ძველია ვიდრე წარმოუდგენიათ ზოგიერთ მკვლევარებს. მუშქების ქალაქების და მდინარეების სახელები შეგიძლიათ იხილოთ ისტორიულ შრომებში ავტორები: სეისი, კავენიაკი, ბასხოლიანი, ხაზარაძე და სხვები. კავკასიაში ისეთი ღრმა წარსული იმალება და ინახება, რომ ამის გაგებაც კი ჭირს, ამოხსნაზე აღარაფერს ვამბობ. პატივისცემით ბ.მ.

    Like

    • bordziyn said

      erti friad saintereso msgavseba agmovachine somxebsa da kartvelebs shoris,ertic da meorec kvelafers icert chveniao…. 😀 me magalits mogikvan kartul enashi chechnuri sitkvebis, mag: xidi,xinkali da a.sh gramatikulad da kvelanairad chechnuri sitkvebia kolxa diaoxi amasac dagimtkiceb ro chechnuri sitkvebia… ver carmoidgent da xdeba xolme sxvebsac aqvt tavianti unikaluroba da kartvelebs gadmogebuli akvt es…. rato aris kvela kartulidan gadagebuli da rato ara pirikit/??? ar dafikrebulxart???

      Like

  14. badri said

    სანამ დღევანდელი ეროვნული სახელწოდებები გაჩნდებოდა მანამდე არსებობდა იბერიულ და კოლხური ხალხი. ამაზე ძველ ბერძნული ისტორიული წყაროებია. ვაინახური ენებიც იბერიული ენის ჩრდილოეთური განშტოებაა და არა ვიღაც უცხოები. ამიტომ მსგავსი ეტიმოლოგიები და ტოპონიმები ჩრდილოეთშიც არის და სამხრეთშიც (რა გასაკვირია). თოფჩიშვილის აღწერით ,,ჩეჩნეთის მთიანეთში ურ-ზე დაბოლოებული გვარები (სიგაური, ხაიაური, სასვიკაური და სხვა.) ქართული გვარებია”. ჩემი აზრით არასწორია, ასეთი გვარები ბასკებსაც აქვს (გაბური, ეჩიაური, ურიდია, ეჩებერია და სხვა) და რა, იქაც ქართულის გავლენითაა?. ურ-ზე და ია-ზე დაბოლოებული გვარები უძველესი იბერიული გვარებია და ჩეჩნეთის მთიანეთში შემორჩენილი გვარები ა დ გ ი ლ ო ბ რ ი ვ ი გ ვ ა რ ე ბ ი ა. ოფიციალური გვარი გვიანდელი წარმოშობისაა ,ხოლო, არსებობდა ხალხური ქვეგვარები (მამიშვილობის გვარი) საიდანაც წარმოიშვა ასეთი გვარები. ჩეჩნეთში შემორჩენილია ღოდობერიული დიალექტიც და ლექსიკონშიც ,,ბერ” -დაბადებასთან და დამბადებელსთან კავშირშია ( Бераш ден ца – მშობლიური სახლი, Бер деш – სამშობიარო სახლი. Нана – დედა, руско-Чеченский словар А. Т. Каласаев. А.Г. Мациев. 1978 М). ,,ბერი” – უძველესი ღვთაება რომ იყო ამას ადასტურებს ,,ბერიკაობის” თეატრალიზირებული ფორმა. ,,ბერიკაობა” იმართებოდა ხევსურეთის მთავარ სალოცავში გუდანის ზენა სამხვთო ჯვარში (ბაჩანა რაზიკაშვილი). ,,დელა”(დალი) – ღვთაებაა უძველესი და ქართულში და ვაინახურში ერთნაირად ახლობელია. მონათესავე ენებში მონათესავე ტერმინებია შემონახული და შენ, ჩემობა კი არა , ჩვენია ესენი. მტერსაც ეს უნდა ჩვენში უფრო განსხვავებულობა დაინახოს ვიდრე ნათესაურობა. რუსი მეცნიერის დიაკვანოვის მტკიცებით ქართულში და ვაინახურში ,,მსგავსი სიტყვები გეოგრაფიული ფაქტორით ასახსნელია”. შორეულ ბასკურ ენაში რომ არის შემორჩენილი ქართულის და ვაინახურის ენის მსგავსი სიტყვები, ესეც გეოგრაფიული ფაქტორით ასახსნელია?!!. დიაკვანოვის აბსურდული თეორია იბერიულ-კავკასიური კულტურის გასაბათილებლად უფრო გამოდგება დღეს. ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას საერთოდ კავკასიელი ხალხის საერთო კონსტიტუცია, რომელიც ადგილობრივი ხალხის ზნე-ჩვეულებებს, ენებს და ტრადიციებს გაითვალიწინებს და შეკრავს გარეშე მტრისგან თავდაცვისთვის. პატივისცემით ბ.მ.

    Like

  15. badri said

    რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში და ზოგიერთ სტატიაში ხშირად ჩნდებოდა და ჩნდება სტატიები, რომელიც ,,ამტკიცებდა” კავკასიელი ხალხის წარმოშობის სამხრეთიდან ემიგრირებულ ვერსიას. ასეთ ვერსიას ზოგჯერ ადგილობრივ ხალხთა წრეებიდანაც მოწონება და დასტური აქვს. მაგ: ვაინახი ხალხი თითქოს ურარტუდან და ხურიტებიდან მოდის. ასეთი ვერსია პოლიტიკურად გამიზნულია სხვა დასკვნების გასაკეთებლად რომ, ,,თქვენ ადგილობრივი ხალხი არ ხართ და მოსული მოსახლეობაა”. შეიძლება ნათესაურ კავშირებზე ისაუბროს ადამიანმა და არა ,,მოსულ” ეთნოსზე ან ერზე. იბერო-კავკასიელი ხალხი უხსოვარი დროიდან ცხოვრობდა და ცხოვრობს კავკასიაში. ამის დასტურია არქეოლოგიური აღმოჩენები (მტკვარ-არაქსის კულტურა ძვ.წ. 4-3-ე ათასწლეული და თრიალეთის კულტურა ძვ. წ. 2-ე ათასწლეული) და უცხოური ისტორიული წყაროები. ისეთი უძველესი ხალხი როგორიცაა შუმერები, რომელთა კულტურაში ( ენა, პიქტოგრაფიული დამწერლობის ნიშნები, მითოლოგოსები, არქეოლოგიური არტეფაქტები) ბევრი მსგავსებაა იბერო-კავკასიელ ხალხთა კულტურის ნიშნებთან, მათი ინფორმაციით შუმადინარეთში მოვიდნენ ჩრდილოეთიდან და მთებიდან. ენა ყველაზე კარგად ინახავს უძველეს ინფორმაციას და წინაინდოევროპული ენები სწორეთ იმ ჯგუფის ენებია, რომელიც აბორიგენი უძველესი კავკასიელი ხალხი საუბრობდა, საუბრობს და ისაუბრებს უკუნისამდე. პატივისცემით ბ.მ.

    Like

  16. რუსები დაინტერესებული იყვნენ ვეინახების გამაჰმადიანებით! რატომ? იმიტომ რომ:
    1. ქართველები და ნახები ვერ გავვერთიანებულიყავით და ერათად არ გვებრძოლა დამპყრობლებთან.
    2. თავად რუსებში გამართლებული იქნებოდა არა ქრისტიან ნახებთან არამედ ისლამისტებთან ბრძოლა.
    3. დასავლეთი რუსეთს ისლამისტებთან ბრძოლას არ დაუშლიდა.
    ამიტომ რუსებმა სუკის აგენტი ბასაევი ჯერ აფხაზეჩი გამოუშვეს, მერე შეაქმნევინეს ვაჰაბიტური მოძრაობა და დაღესტანში შეუშვეს, რითაც რუსეც ხელფეხი გაეხსნა მეორე ომის დასაწყებად.
    _14 ათასი წლის წინ დედამიწაზე ბოლო გამყინვარების შემდეგ დიდი კავკასია მთლიანად ყინულით იყო დაფარული და იქ არავინ არ ცხოვრობდა. დიდი კავკასიის დასახლება როგორც ჩანს მხოლოდ ოთხი ათასი წლის უკან დაიწყო საქართველოს ტერიტორიიდან და დიდი კავკასიის პირველი მოსახლეობა იყო კოლხურენოვანი (წანარები, დვალები, გელები-გეორგები და ა.შ.). არაქართული ელემენტის შემოჭრა ჩრდილო კავკასიაში დაიწყო IV საუკუნეში ჰუნების, ალანების და სხვა თათრული ტომების გამოჩენის შემდეგ. ამიტომ დღევანდელი ნახური ენა არის ძველი მეგრულის და ამ თათრული ენების შეზავებით მიღებული ახალი ენა.
    _საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადებასთან ერთად შეიქმნა ახალი საეკლესიო დამწერლობა (ასომთავრული) და ახალი საეკლესიო ენა (ძველქართული), რომელმაც თანდათანობით მთლიანად ჩაანაცვლა მეგრული ენა.
    _ქართული ქრისტიანობა წარმოადგენდა წარმართულ რწმენასთან ერთგვარ ნაზავს (განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში), ასეთივე ტიპის ქრისტიანობა გავრცელდა მთელს ჩრდილო კავქასიაში. “ვაინახებმა ქრისტიანობა საკმაოდ ადვილად მიიღეს, როგორც ჩანს მისი დოგმატები მძაფრად არ ეწინააღმდეგებოდა მათს უძველეს  წარმართულ წამოდგენებს. XI საუკუნისთვის ვაინახთა მთიანეთში იწყება მონასტრების მშენებლობა, ამ მონასტრებში შეაქვთ ძველქართულ ენაზე დაწერილი საეკლესიო წიგნები. ზოგიერთი უძველესი ნახური ეკლესიები დღემდეა შემორჩენილი. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია  ტყობა-ერდი ინგუშეთის ასას ხეობაში, ალბი-ერდი და თარგიმ-ი მთიან ინგუშეთში. ძველი ტაძრების ნანგრევები აგრეთვე არის ჩეჩნეთის მთიანეთში – გალანჩოჟას რაიონში, არღუნის ხეობაში და ა.შ. 1310 წლით დათარიღებული ძველი ქართული დოკუმენტი, კავკასიის მთიანეთის ტაძრების მოსანახულებლად ეპისკოპოს ექვთიმეს მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს, კერძოდ მან მოინახულა ,,ხუნძთა“ (ხუნძახელ ავართა) და ,,ნოხჩთა“ (ჩეჩნები) ტაძრები. ეს უკანასკნელი არაორაზროვნად, XIV საუკუნეში ნოხჩომახკხთა თემში ქრისტიანობის არსებობას ადასტურებს, რომელიც შემდგომში ჩეჩენი ხალხის ფორმირებისას ძირითად ბირთვს შეადგენდა. საქართველომ ქადაგება მხოლოდ 1638 წელს, თეიმურაზის მიერ ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მთებში სამხედრო ლაშქრობის დროს განაახლა, მაგრამ მაშინ მან ვაინახთა მხოლოდ მცირე ნაწილის მოქცევა შეძლო, რომელნიც მალევე წარმართობას დაუბრუნდნენ, თუმცა XVI-XVII საუკუნეების კოშკებში შესამჩნევია ქრისტიანული სიმბოლიკა: გამოიხატება ჯვარცმა, ჯვრები. თუმცა ჯვრის სიმბოლიკა გაცილებით უფრო ადრე არსებობდა ჩრდილო კავკასიაში. ი. ცისკაროვის მოწმობით (,,Записки о Тушетии“, 1848) ჩეჩნეთის მთიანეთში ერთ 100 წლის მოხუცს მისთვის მოუყოლია, რომ მის ბავშვობაში ჩეჩნები ჯერ კიდევ ლოცულობდნენ ეკლესიებში, რომელთა ნგრევაც XIX საუკუნეში ახალი დაწყებული ყოფილა, შემდეგ მთაში შემოვიდნენ ,,სპარსელები“ და ვაინახი მთიელები ისლამზე მოაქციეს. ამით ნათელი ხდება, რომ მელხისტინელნი, ან შარო-არღუნის ხეობის მცხოვრებნი XVIII საუკუნის დასაწყისსა და შუა პერიოდში ჯერ კიდევ ქრისტიანობას აღიარებდნენ. მაგრამ XVIII საუკუნის დასასრულისთვის მთიელნი უკვე ან წარმართები, ანდა მაჰმადიანები არიან- 1798 წელს ინგუშეთის მთებში ,,სახარების საქადაგებლად“ გაგზავნილი სტეფანე გავრილოვი 1799 წელს იქვე მოკლეს //უნდა ითქვას რომ გვიან შუა საუკუნეებში ქართველ მთიელებშიც შეიმჩნევა წარმართობის ერთგვარი აღორძინება რაც როგორც ჩანს საქართველოს საერთო დასუსტებასთან უნდა იყოს დაკავშირებული.”
    _ისლამი ჩრდილო კავკასიაში თავდაპირველად 15 საუკუნეში თემურ ლენგმა გაავრცელა ცეცხლითა და მახვილით. ამდენად ის აზრი რომ ჩეჩნებმა ისლამი მშვიდობიანად მიიღეს ტყუილია. ერთიმუჭა ქართველი ხალხი უთანასწორო ომში იყო ჩაბმული ორ უზარმაზარ იმპერიასთან, ოსმალეთის და ირანის იმპერიებთან. სამწუხაროდ გამუსულმანებული ჩრდილო კავკასიელები იმის მაგივრად რომ თანამოძმე ქართველებს დაგვხმარებოდნენ, პირიქით ქართველთა წინააღმდეგ იბრძოდნენ (იგივე გაიმეორეს ამასწინათ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში). სისხლისგან დაცლილი აღმოსავლეთ საქართველოს მეფე იძულებული გახდა რუსები შემოეშვა საქართველოში, რაც ამ გადასახედიდან შეცდომა იყო, დღეს კი ვხედავთ რომ რუსეთი ქრისტიანული კი არა ანტიქრისტიანული იმპერიაა, მაგრამ იმ პერიოდში ეს არ ვიცოდით და გადარჩენის სხვა გზაც არ ჩანდა. ამიტომ ჯერ ოსმალო-ირანელების და შემდგომ რუსების კავკასიაში შემოყვანისთვის ჩრდილოკავკასიელები უფრო ხართ დამნაშავეები ვიდრე ჩვენ ქართველები.
    ნახებმა უნდა აღიარონ ისტორია უარი თქვან რადიკალიზმზე და უნდა გავვერთიანდეთ.

    Like

    • Давид said

      панкисис хеобаши дгевандели кистебис териториазе цховробднен цоватушеби, ам териториазе рац кристианули салоцавебиа ашенебулиа тушебис миер, кистебис чамосахлебис шемдег умравлеоба нацили тушебис, алвнис териториебзе часахлда, нацили дарча да аиривнен кистебши, (исе амас мнишвнелоба ара аквс геноми ертиа). беври ицереба ром лекебис тарешисган тавис дасацавад чамоасахлао сакартвелос мтавробам, сисулелеа, аба “вигац” тушзе хом ар итквиан тависи сакутари адгили мисцао, митуметес пшав-хевсуреби цинаагмдегни иквнен мати дасахлебис. амхела сатарешо кахети кондат лекебс панкисис хеобис рамдениме оджахс есхмоднен тавс, исе верц габедавднен. да кидев кистебс укве мигебули кондат ислами чамосахлебамде. иване цискаришвилис дзмаднапици ико кисти пировнеба ромелсац сисхли евала тависианебтан, ман стхова цискаришвилс тавис гвариствис адгили. шемдег кидев даемата чамосахлеба нацили ваинахи томебиса. коментаребши рац шеехеба картул да ваинахур енебс, чеми азрит ваинахури арис дзиреули дгевандели картулиса, сакартвелос териториебис мдинареебис, беври адриндели дасахлебебис сахелеби ваинахур (цинаре картул)еназе ихснеба, картул енаши ситквебис цармошобис пудзе арис, цецхли, цкали, мица, хаери, ес квелапери ихснеба тушури енит(есеиги цинаре картулит), мзис да мтварис религиури ритуалебиц акедан гамомдинареобс, тавиставад асомтаврули анбаниц, дгевандели кристианули религиис ситквеби: сантели, самотхе, модзгвари, сахареба, сакдари. игиве салоцавеби:самеба, ломисис цминда гиорги, кашуети, алаверди, квирацховели. лашари, копала, магехис цминда гиорги, атасобит цлис цин сакартвелос териториазе мацховребели халхи ромелтац, спарси дампкроблис религиа ар мииго, мтас шеапарес тави, (дгевандели ваинахеби)гадамалес мзис религиа, гамравлднен мтебши, дгес картвелебс уцхоелебад миачниат, ара да намдвили цинаре картули геноми ег арис, русетис агцерис шедегад, кавкасиис омис дрос(200цели ар арис гасули) чечен-ингушетис мосахлеоба 103 000 сулс шеадгенда, русетис армиа итвлида 120 000, (петербургис архивеби), дгес ваинахеби 2 000 000 гадасцднен, 200 целши, саинтересоа 2 500 цлис цин рамденни икнебоднен? албат 2-3 атаси, ес моцмобс мати мзис религиис самархеби да сацховребели дзиреули адгилеби. ваинахеби дзвелад сакартвелос уцодебднен “кортли” ес итаргмнеба “мтавари цецхли”. хевсуребис цармошобазе, ром ебраелеби ариан, намдвилад гамиквирда, впикроб шецдома икнеба, шеидзлеба нацилма гакцеулма ебраелебма хевсуребс шеапарес тави, пховелта жлета пирвелад мириан мепис брдзанебит мохда, есеиги 1700 цлис цин, деда-цулианад хоцес, витом кристианобис гасаврцелеблад, аравитари кристес дарди ар кониат, мат абрешумис гзис контроли аинтересебдат, рогорме гаетехат самхрети да чрдилоети ваинахеби, шеидзлеба машин чаасахлес ебраелеби, меоре жлета лашагиоргис периодши. мхаргрдзелма гаилашкра, твитон ситква “хевсури”, чеми азрит гамомдинареобс “хеви”-цкали арис, “сури”- игиве -“сари”=мзис сули. “сари” дгевандели гагебит бодзи, маграм хевсуретши одесгац атаребднен ритуалс, магал бодзе антебднен цецхлс, ромелсац ецодебода “машхала” тушебши игиве квиа да итаргмнеба “гмертма гаачина цецхли”, ам ритуалс дгесац акетебен тушетши корцилши. ес нишнавс “сицоцхлис хес” есеиги гамравлебас, колхида игиве “кол” есац “чарчмул сарс” нишнавс тушурад, “хи да”- цкали арис, албат арис рагац саерто. дзвели религиури ритуалеби хевсуребс ерти да игиве аквт титкмис ваинахебтан(цинарекартвелебтан). хевсурул гваребши титкмис квелган арис “мзе” да “цецхли”, игиве рогорц картулши “швили”, швили нишнавс “шоба цецхли” , уцнаурад моечвенеба мат винц ар ицис тушури ена(цинаре картули). беври мегрули (рац ме агмовачине джерджеробит) ситквеби ерти да игиве азрс гамотквамен расац тушур енаши, магалитад:коли, квери, гаалебури,пара, абраги,джогори, нана, шара, вохор,комол-скуа, паргалала, кабалахи, кавари, саксови дазга “чихрихи”, курдзнис джиши:грехи, тороекучхи, тхуртхи, вазис джишис сахели джашбинехи, еклесиа “оциндали”.соплис сахелеби, сачочуо, сашургаио,лесадже, ледарсале, легогуе, ледзадзаме, лехаиндре, лесичине, одудале, сагдар, циламур. маграм рогорц амбобен: мецниереба боломде дарцмунебули ар арис мегрелеби намдвили штамомавлеби ариан колхебис ту ара. сомехс мхолод картвели уцодебс, мсоплио арменебс, маграм картвелма ар ицис рас нишнавс ес ситква, цинаре картули енас дамархулад ствлис, игиве албанети (азербаиджани) рас нишнавс, есени су ерти джисис халхи ико, дампкробелма ариа сисхли, рогорц персебма сакартвелоши азос, парнавазис, мирианис, штамомавлебма, мат моспес мзис религиа, моитанес керпеби, витом шеукмнес ахали дамцерлоба, ена, санам есени мовидоднен, икамде кондат ваинахебс(цинарекартвелебс)дамцерлобац енац, ес арис кацобриобис ена ромелсац дгес картули квиа амис шигнит дашипрули. имеретши удзвелеси дзеглебис сахелеби ар ициан рас нишнавс да саидан модис, гиндац ачарис териториеби авигот, гиндац сакартвелос сазгвребс гарет уамрави дасахелебеби. чечен-ингушс да умравлесоба картвелс ерти дзири аквс, ромели “картвели” мецниери ан мквлевариц амас уаркопс ис арис штамомавали персебис ан небисмиери дампкроблис. исе чеми азрит ибериа, ивериа, ичкериа, ерти да игивес нишнавс ам ситквебши мтавари дзири арис “мзе”, мзис религиис салоцавеби, самархеби, ту религиури ритуалеби, сакартвелошиц да чеченингушетшиц ерти да игивеа.

      Like

  17. joni said

    ხევსურებს რაც შეეხება ისინი ძველი ებრაელები არიან.და ჯვაროსნობა მათი ისეთივე სისულელეა როგორც ჩინელობა,თუ ხევსურები ურიები არ არიან მაშინ სად წავიდნენ მცხეთელი ურიები 1700 წლის წინ რომ განსახლდნენ მთიანეთისკენ?ამაზე პასუხების გაცემა არავის არ სურს,საერთოდ ხევსურეთის სახელწოდება რას ნიშნავს არც ამას არ აქცევენ ყურადღებას,არც იმას რომ ხევსურების დასახლების შესახებ გვაქვს ცნობები ფხოვის ტერტორიაზე და არა არიან ნამდვილად მკვიდრი ძველი მოსახლეობა,რამ გამოიწვია ფხოვის დაშლა არც ამაზე არავინ ხმას არ იღებს.თუ ფხოვის სახელწოდება ფშავს შემორჩა მაშინ რატომ არ შემორჩა ხევსურეთს ფხოვთან გაიგივებული სახელი?ან საერთოდ დღესაც ფხოვი რატომ არ ჰქვია თუ რაიმე მიზეზით არ დაიშალა იგი და თუ რაიმე მიზეზით არ ეწოდა ხევსურეთი? შეგიძლათ ვინმემ პასუხი დაწეროთ ნორმალურად?

    Like

    • iberiana said

      ამის დადგენა ეხლა ძნელი არ არის ხევსურები ებრაელები არიან თუ იბერიელები.

      Like

      • ჯიხვი said

        ტესტირებული ხევსურების, ისევე როგორც ფშავლების, მთიულების, თუშების, მოხევეებისა და გუდამაყრელების დიდი უმრავლესობა J2ab1 გენეტიკური მარკერის მატარებელია და შესაბამისად ნახურ კლასტერში ჯდება.
        ეს ადასტურებს მათი ქართიზაციის თეორიას.

        Like

      • iberiana said

        J2 სვანებსაც აქვთ

        Like

  18. aresi said

    ხევსურეთში დღემდეა შემორჩენილი ფხოვთან დაკავშირებული ტოპონიმები, მაგ: ,,ფხიტური” (უკენახო) , ,,ფხაჭეხო” (ლიქოკის ხეობა), ,,საფხავე” (კლდენი) და სხვა ,,ფხია” ნთან დაკავშირებული სახელწოდებებია. მობილური ასევე მთავრდება ,,ური”-ზე და ესეც ებრაულია?.

    Like

  19. joni said

    საქმე ასე მარტივად არაა და აგდებულად და ზერელად არ უნდა მივუდგეთ საქმეს,ვაჟა ფშაველას მამა პავლე რაზიკაშვილი დაბადებული იყო 1828 თუ 1830 წელს,მის ახალგაზრდობაშიც 1840-50-იან წლებში ბევრი იქნებოდა ერეკლეს მომსწრე ხალხი,თითქმის ნახევარი მოსახლეობა,შესაბამისად არაა მთლად უკუსაგდები მისი გადმოცემა ხევსურთა ებრაულობის შესახებ,რაც უფრო ვშორდებით წარსულს მით უფრო მეტად იკარგება ცნობიერება რომ აღარაფერი ვთქვათ მყარ ფაქტებზე,პავლე რაზიკაშვილს მყარი ფაქტებიც რომ არ ჰქონოდა ხევსურთა ებრაულობის შესახებ სულ მცირე ის ცნობიერება რომ ხევსურები ებრაელები იყვნენ სრულიად ნორმალურია,პავლეს დროს ხანშიშესულ ხალხს ყველას ეცოდინებოდა ხევსურთა ვინაობა 1700-იანებს ანუ,თვით ერეკლესაც ხევსურების მიმართ ჰქონდა სიმპატიური განწყობა.ამას რომ თავი დავანებოთ ის ხომ ფაქტია რომ ფხოვი გვიან შუა საუკუნეებში დაიშალა.”ფხოვის დაშლა”ცოტა პირობითი ნათქვამია,ფხოვის ცალკცალკე გაყოფა რაღაც დროში მოხდა,მაგრამ ახლაც ფხოვის სახელწოდებაც სრულიად მისაღები ფორმაა და გასაგებია.ის ფაქტი რომ ებრაელები ქართლში ჩვ.წ-მდე შემოვიდნენ და მერე მთელი საქართველოს მასშტაბით განსახლდნენ გასათვალისწინებელია.”მოქცევაი ქართლისაი”-ში წერია რომ როდესაც წმინდა ნინომ ქრისტიანობა იქადაგა ებრაული თემი მოიშალა და ებრაელები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიფანტნენ,კარგად წაიკითხეთ რომ ამას გვამცნობს ეს უძველესი რედაქცია: “ხოლო სახლი ელიოზისი იყო ქალაქსა შინა დასავალითსა, იყო კარსა მოგუეთისასა, მტკუარსა ზედა.
    და იყო მცირჱ ბაგინი, სამარხვოჲ მათი, რომელსა ზედა აღჰმართა წმიდამან ნინო ჯუარი ქრისტესი.
    და ერთი ერთსა ნათელ-სცემდა მუნ შინა ჴელითა იაკობ მღდელისაჲთა და პროსილა
    მთავარდიაკონისაჲთა, მთავართა შვილებსა, წიაღთა ქალაქისათა. და ერქუა ადგილსა მას მთავართა
    სანათლოჲ. და ფრიად დიდებულ იყო ადგილი იგი დღეთა ჩუენთა, რამეთუ დგა იგი ველსა თჳნიერ
    ნაშენებსა. და მათ დღეთა შემეშურვნეს ფრიად ჰურიანი მცხეთელნი ჩემ ზედა და დასცეს ხჱ იგი
    კილამოჲ, რომელი დგა კარსა ზედა ბაგინისასა, რომელი განაშუენებდა ადგილსა მას, რამეთუ
    გარდაერთხნეს რტონი მისნი ყოველსა მას სტოვასა ბაგინისასა და იწყეს სადაჲთ-ვე წარსლვად
    თჳნიერ ხოლო ბარაბეანთასა, რომელნი-ცა მოინათლნეს ორმეოც და ათი სული სახლისა მათისაჲ. და
    მკჳდრ იქმნეს მცხეთას შინა. და მიუბოძა მირეან მეფემან დაბაჲ ერთი, რომელსა ჰრქვან ციხე-დიდი, და
    იყვნეს დიდ წინაშე მეფისა და ქრისტეანეთასა მადლითა ნეტარისა ნინოჲსითა და მოძღურებითა
    მისითა” რა გასაკვირია ის რომ მთიანეთისკენაც განსახლებულიყვნენ ებრაელები?”სადაითვე იწყეს წარსვლად”ო ანუ სხვადასხვა ადგილებზე წავიდნენ მცხეთიდანო,ხევსურეთი ადგილის სახელწოდება კი არაა უფრო მეტად ეთნიკურობას აღნიშნავს. აი მაგალითად ასეთი ხევსურული ანდერძი”ხევსურეთის დასახლების კერად გუდანი ითვლება და თავდაპირველ ხევსურულ გვარებს ჭინჭარაული და არაბული წარმოადგენდაო,ხოლო დანარჩენი გვარები კი შედგებიან სხვადასხვა წარმოშობის მთიელებისგანო” ეხლა განვმარტოთ – რას ნიშნავს ხევსურეთის დასახლების კერად გუდანი ითვლება?-ეს ნიშნავს რომ ვიღაცა მოდის და სახლდება ამ ადგილზე,გუდანის დაარსება კი ხევსურეთის წარმოქმნასთანაა პირდაპირ კავშირში,ფხოველები თუ იყვნენ ხევსურები რატომ დაავიწყდათ თავიანთი ფხოველობა?მაგრამ ხევსურეთიდან ბევრი გვარებია წარმოშობით,ხევსურეთის ტერიტორიიდან ანუ რომლებიც ფხოველები არიან და დღეს ხევსურობენ სინამდვილეში კი არც ხევსურის მნიშვნელობა ესმით და არც ის იციან ვინ არიან – ხევსურები თუ ფხოველები,ხევსური და ფხოველი ეს არის ორი რადიკლაურად განსხვავებული ცნება,შეუძლებელია რომ ფხოველს თავისი ფხოველობა ხევსურად გადაეკეთებინა,გუდანის გარდა არცერთი სხვა სოფელი ხევსურულ დასახლებად არაა მიჩნეული ასეთი სოფლები კი ბევრა ხევსურეთში,უფრო მეტი კი ნასოფლარები,მაგალითად გვარების-გიგაურების,ზვიადაურების,თეთრაულებისა და წოწკოლაურების ფუძე ბლოდანაა და როგორ მოხდა რომ წოწკოლაური ფშაველია დანარჩენები კი არა,წიკლაურების თავდაპირველი საცხოვირისი კი ფშავია,ანუ ეს და სხვა გავრები ადგილობრივია “ფხოვურია” და არც ანდერძებით არიან ხევსურები,ხევსურეთში ლეკური,ვაინახური და სხვა წარმოშობის გვარებიცაა.რატომ ერთიდა იგივე გადმოცემა ხევსურების შესახებ რომ ხან ერთი ადგილიდან გაქცევია ბატონს ხან მეორე ადგილიდანო,ეს იმიტომ რომ ებრაელთა დაყმევების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ხდებოდა,და რატომ გამორიცხავთ იმას რომ ასეთ მებატონეს ან მსხვილ თავადაზნაურს გამოქცეოდა და აქ ფხოვის ტერიტორიაზე დასახლებულიყვნენ არავინ არ ამბობს რომ ხევსურეთში არაა ფარული ნიშნები,მაგრამ საქმე იმაშია რომ ხევსურეთში ან ხევსურეთიდან ბევრად მეტი გვარია წარმოშობილი ვიდრე ხევსურები არიან,არხოტი და მიღმახევი საერთოდ არაა ხევსურეთი,პირაქეთა ხევსურეთშიც გუდნაია თავდაპირველი დასახლების ადგილი ხევსურების დანარჩენი სოფლები და გვარები ადგილობრივი წარმოშობისაა,შესაბამისად ფარული ნიშნების არსებობა გასაკვირიცა იქნება რომ არ იყოს,ფხოველები აბა ვინ იყვნენ თუ არა წარმათები,თქვენ გგონიათ რომ ვინც დღეს ხევსურეთიდანაა და ვინც ხევსურეობს ყველა ხევსურია,ეს არის სრული სიცრუე,ხევსურები არიან გუდანელები და თითოოროლა გვარები აქაიქ გაფანტულები სხვადასხვა სოფლებში ძირითადად ფხოველების ნაფუძარებზე დასახლებულები,თვით გუდნაშიც ქისტები იდგნენ ხევსურთა მისვლამდე, დაკიდევ ბოლოს დავამატებ იმას რომ “ხევსურული ტალავარი” ფხოვური სტილია ზუსტადაც რომ წარმათული ნიშნებია სამოსზეც და ბევრ რამეზეც და ეს არცაა გასაკვირი.ისე სხვათაშორის გუდანელების ტანზე ეგ ტალავარი არ მინახავს ჩაცმული რომ ჰქონდეთ,ძირითადად ლიქოკისა და მიღმახევის მოსახლეობა იმკობს თავს ამით 🙂 ილია მეორის გამოსვლა თუ ნახეთ სადაც განაცხადა რომ ხევსურები ებრაელებთან არიან კავშირში.

    Like

    • გოგოჭურებზე რას გვეტყვი ჭკვის კოლოფო .ან საერთოდ ისტორია გაქ გადაშლილი საიდან მოთხარეთ ეგ ებრაელები ან ჯვაროსნები ისტორიას შენ და შენნაირი უცოდინრები ამახინჯებთ.

      1 ქრისტეშობამდე III საუკუნის II მეოთხედი, მცხეთაში საქართველოს სამეფო ტახტზე ზის საურმაგ, ძე
      დიდი ქართველი ხელმწიფის ფარნავაზისა, გამეფებისთანავე საურმაგს ქვეყნის შიგნითვე ქართველი ერისთავები ასჯანყებოდნენ, აჯანყების მოტივი ასეთი ყოფილა – ჩვენთვის, ერისთავებისთვის სასიკეთო არ
      არის, რომ ჩვენ ქართველები ჩვენსავე ნათესავ ქართველს ვემსახუროთო, ამას ის გვირჩევნია ვინმე უცხო მოვიდეს, ხარკი ვაძლიოთ და ისევ იმან იბატონოსო და გადაეწყვიტათ ქართველებს ქართველი მეფის მოკვლა.

      2 ამ გასაოცარ და გაუგონარ მამულიშვილურ განაზრახს საურმაგ მეფემაც შესატყვისი მამულიშვილობითა და
      პატრიოტობით უპასუხა, სასწრაფოდ ჩრდ კავკასიაში გადაფრინდა, იქიდან დურძუკები და ოსები გადმოიყვანა და ქართველებს მიუსია, მიუსია და ვერვინ წინ ვერ აღუდგამათ და მოსრნა განდგომილნი მისნი.

      3 ქვეყანა რომ ასე დააწყნარა საურმაგმა სამომავლოდაც დაამდაბლნა ქართლოსიანნი და მათ ნაცვლად აღამაღლა და დაიახლოვა უცხოელნი, «განმრავლებულნ ჰყვნა დურძუკნი ნათესავნი კავკასიისნი».

      4 ბოლოს საურმაგმა საკუთარ ნათესავ ქართველთაგან თავი რომ სამუდამოდ მშვიდად დაეგულებინა მთელი ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ნახევარი «ყოველთა კავკასიის ნათესავთა ნახევარნი საქართველოს სამანებს გადმოღმა გადმოიყვანა და დიდოეთ-მთიანეთიდან ეგრის-სვანეთამდე ქართულ მიწებზე დაასახლა მისანდობელად თვისად» და ამიერიდან მეფობდა მშვიდად მეფე საურმაგ სირცხვილითა სირცხვილისა დამთრგუნველი გვირგვინოსან-სირცხვილოსანი.

      Like

    • giorgi rgr said

      ამ ბოლო დროს გავრცელდა მოსაზრება ქართველთა მოსულობის შესახებ. გუმბა – სომეხთა მსტოვარი სოხუმში აქვეყნებს ნაშრომს და რუქას, სადაც საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ვაინახები და ადიღები სახლობენ(?) ეხლა ჩეჩნეთში დაიწყეს ხმამაღალი საუბრები , რომ ურარტები და ხეთები არიან და საერთოდ ქართველები არავინ ვართ (?) ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა და არაფერიაქვს ამას საერთო ისტორიასთან. აფსუებს მოჰყავთ ჯავახიშვილი, სადაც იგი წერსო, რომ ქართველებამდე აქ ვაინახები და ადიღები ცხოვრობდნენო. ასეთი მოსაზრებებს უნდა ვერიდთ, თორემ ეს ვარაუდები მერე ჩვენს საწინააღმდეგოდ გვიბრუნდება (რა თქმა იუნდა ზოგი აულის მეცნიერი ფრიათ ფანტაზიორობს) ასევე ხევსურებზე, შავშეთში არის გეოგრაფიული ადგილი , რომელსაც ხევწურეთი ეწოდება – სწორედ ხევწურეთი და არა ხევსურეთი, გვარებიც იგივე ნაირად აქვთ ნაწარმოები – გაბაიძე, მოსკაიძე და სხვა. ამათზეც ხომ არ იტყვით ებრაელობას? ისე ებრაელი არ არის გენეტიკური ერი – ის მოწოდების ერია, თორემ ურში, საიდანაც აბრამოი გამოვიდა მთელი ქალაქი დარჩა, ასევე ლოთის შტამომავალნი, და ესავისაც. ასე რომ ეს ფრიად სხვა საკითხია… ისე ებრაელები არ დარჩენილან ჩვენს მთაში, ისინი ჩრდილოეთში გადავიდნენ – ტატები და ოსების და ჩეჩნების ებრაელობა. ხევსურები ნამდვილი ქართველები არიან და იცინი პიიქეთაც სახლობდნენ და ავრცელებდნენ ქართულ ცხოვრების წესს. და მგონი ის კოშკები და ნიშნები მათი დახატულია და შექმნილია. ასევე საერთო სიტყვები ქართულია და კარგად იხსნება. შეიძლება ჩეჩნურმა ისესხა. არამგონია სახელმწიფოებრიობის ხალხი მთაში ადიოდეს სიტყვების სასესხებლად. ხიდი – იხსნება ქართულად გახიდვა არსობრივად ორიის კავშირს ნიშნავს, ხეობა – ხევა = გახევა-გახეული, წყალი მოგვიანებით, ცნობიერებით ნაწარმოები სიტყვაა, იგი იხსნება ბიბლიურად – წყ-ალ-ი რაც საწყისს , წყებას – სწობას ნიშნავს და მართლაც სიცოცხლე წყლიდან იწყება. და აქედან მრავალი ნაწარმოები სიტყვა. ქვაქვს სიტყვა სუელი , სუ-ელ-ი , ფს-ელ-ი, შე-სმ-ა=შე-სუ-ამ-ა ესეც წყლის სახელია და რარა აფხაზ-აფსუათა ფსუა. ადამიანი აზროვნებს სურათ – ხატებით და არა ანბანური წესით. ამიტომაა ქართული ენა საზეპურო… ვაინახური ცალი – ქართული ცალი – ცოლი = წყვილის ერთი ცალი. ცოლიც არსობრივად ამას ჰქვია, მარი ჩეჩნურად – ქართულად ქ-მარი . ქმარი = ქმნელს, შემოქმედს. ტყვე=ტყავი=წარტყვნა=შებოჭვა=მორჩილება. მმა-ხვ-ილ-ი = გალა-ხვ-ა = გლა-ხ-ა=გლე-ხ-ი და მრავალი სხვა. აი ასე უნდა აიხსნას სიტყვა და მრავალი სიტყვა, რომელიც ძირძველია (ძუელ=ძუალ)…

      Like

  20. ნინო said

    სტატიას ქვია “ქისტების გამაჰმადიანება” და მეგონა წავიკითხავდი ინფორმაციას ქისტების მუსლიმობის ისტორიაზე,. თუმცა წავიკითხე მხოლოდ მტკიცება იმის შესახებ რომ ქისტები არიან ქრისტიანები.

    Like

  21. TumiDishni said

    ტექსტში ნამდვილად არასწორი ფაქტებია მოყვანილი..

    Like

  22. sofia said

    ვინმემ შეგძლიათ მიტხრატ სად ვიპოვო ქოსტური ანბანი ან რა ენაზე საუბრობენ ქისტები რომ ვნახო სადმე?

    Like

  23. batlo said

    ხევსურების ებრაელობა მოხევეების მოგონილია სწორედ. სინამდვილეში კი თითონ მოხევეები არ არიან ადგილობრივები. დაბოლოება ” ური” თუკი ვინმეს ებრაელობის აღმნიშვნელი ჰგონია მაშინ ღუდუსაურთა გვარში მოიკითხონ პირველად ებრაელობა. ხევსური გვიანი შუა საუკუნეების ტერმინია და გეოგრაფიული სივრციდან წარმომავლობის აღმნიშვნელია. რადგან მთელი ხევსურეთი ხეობებია ამიტომაც ადგილობრიბვი მკვიდრები იწოდნენ ” ხევსურად” ანუ ხეობიდან, ხევებიდან. უცოდინარი მასწავლებლების საყურადღებოდ : ჩეჩნები და ინგუშები, ქისტები ხევსურებს თავის ენაზე უწოდებენ “ფხიებს”, ხოლო დაღესტნელები კი აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებს უწოდებენ “მოსქებს”. რაც შეეხება მოხევებს მათი ადრინდელი სახელია “წანარები”. შიოლაშვილები იგივე ღუდუშაურები არიან, რომლებიც შიოლა ღუდუშაურის მემკვიდრეები არიან. რაც შეეხება შიოლას მის პიროვნებას ყველა წყარო ნეგატიურ კონტექსში იხსენიებს, მათშორის მოხეურიც. მას განსაკუთრებით ცუდი დამოკიდებულებით იხსენიებენ ხევსურეთში რადგან მის სახელს უკავშრდება ღალატი. ხევსური მეომრების მზაკვრული შეტყუება დაამოჟლეტვა ღუდუშაურების ციხეში, ზაალ თუ ზურაბ არაგვის ერისთავის სასარგებლოდ. ენდნენ რა ხევსურები და იარაღის გარეშე შევიდნენ მასთან, მიიღეს რა მისი თხოვნა.

    Like

  24. თუში said

    შეცდომაა…ფარეულიძე არ არის ქისტური გვარი. შეცდომაში შეგყავთ მკითხველები.
    ავტორს: გამოიძიე ეხლა კარგად და შეასწორე.
    სადაც ერთი ტყუილია, იქ დანარჩენი თხზულების წაკითხვაც არ ღირდა.
    ძალით მეცენატები რა….

    Like

  25. ვლადიმერ სუჯაშვილი said

    გერგეტის წმინდა სამების მცველად, გიორგი ბრწყინვალეს მიერ დადგინებული ვინმე სუჯის, ქისტეთიდან გადმოხვეწილობა არ ნიშნავს ამ პიროვნების ეთნიკურად ქისტობას. მითუმეტეს, როცა ამავე გადმოცემაში ხაზგასმულია : ,,ქისტეთიდან გადმოხვეწილი ძველი ქართველი-კოლხი, ვინმე სუჯიო…” პირადად ქისტებისგანაც მომისმენია თუ როგორ ამბობენ ,,მარსაგაშვილების, ქუშაშვილების და სხვათა ქისტობას”, მაგრამ არამც და არამც სუჯაშვილებისას. ისტორიკოსებს კარგად მოეხსენება, მდინარე ივრის პირზე უძელესი დროიდან მცხოვრები სუჯთა ტომის შესახებ. სუჯეთი მირიან მეფის დროს ქართლის ერთ-ერთ საერისთავოდ გადაიქცა და ამ თემაზე საქართველოს ისტორიის ახალ ოთხ ტომეულშიცაა საუბარი. ქართლის ცხოვრებიდანაც ვიგებთ ამ ქართული ტომის შესახებ, სადაც საუბარია ნინოს მიერ კხოელთა და სოჯთა მონათვლის შესახებ. დავითის ისტორიკოსი წერს თუ როგორ მოაოხრეს ,,სუჯეთი და ივრის პირი კუხეთი თურქებმა და მას მერე ეს პოლიტიკური ერთეული აღარ იხსენიება. სავარაუდოდ ამ დროს უნდა მომხდარიყო ამ ხალხის მასიური მიგრაცია მთაში, კერწოდ ხევის ტერიტორიაზე. უცნობი ავტორისეული ნინოს ცხოვრება ვრცლად გვიამბობს კახეთ-ჰერეთის მოქცევისას, ვინმე სუჯი კახეთის დედოფლის შესახებ. პლატონ იოესელიანი თავის ნაშრომში (1843, რუსულად) სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გვიმხელს ამ პიროვნების სახელსაც და წერს- ,,სოფია(სუჯი) კახეთის დედოფალი”-ო. მოკლედ მოხევე სუჯაშვილებს აქვთ ლეგენდა-გადმოცემა , რომლის მიხედვითაც ხევში მცხოვრები სუჯაშვილები სუჯი დედოფლის ორი ვაჟიდან ერთ-ერთის შთამომავლები არიან. ეს ვაჟები მთაში ქრისტიანობის საქადაგებლად მიუვლენიათ მეოთხე საუკუნეში, როცა ქრისტიანობა ფეხს იდგამდა. მეუფე იობი ადასტურებს : იოსებ მოხევე გვარად სუჯაშვილი ყოფილაო, გერგეტშია ასევე ყუთარა სუჯაშვილის ნასაყდრალი, 1774 წლის აღწერის მიხედვითაც გერგეტში მცხოვრებ სუჯაშვილთაგან ხსენდება ,,მღდელი იაკობ”… გერგეტის სამების კლიტენი ბოლო დრომდე სუჯაშვილთა სახლებში ინახებოდა მორიგეობით… ამით იმის თქმა მინდა რომ სუჯაშვილთა სასულიერო ცხოვრება გერგეტსა და ბეთლემის გამოქვაბულში მხოლოდ ლეგენდებით არ შემოიფარგლება და ამ გადმოცემებს მყარი ფაქტობრივ-ისტორიული საფუძველი გააჩნია. ქისტების მიმართ არავითარი ანტიპათია არ გამაჩნია, უბრალოდ სამების მცველ სუჯის ქისტად მონათვლა უმართებულოა. გიორგი ბრწყინვალემ კარგად იცოდა თუ ვინ იყვნენ სუჯები, რა საქმე ებარათ მანამდეც და მან მხოლოდ და მხოლოდ ჟამთაგან დარღვეული ისტორიული სამართლიანობა აღადგინა. სუჯაშვილების ქისტობა ჯერ არსად თქმულა არც ოსობა, სომხობა და ასე შემდეგ 😉

    Like

  26. ვლადიმერ სუჯაშვილი said

    გერგეტის წმინდა სამების მცველად ქისტეთიდან მოსული სუჯის დადგინება არ ნიშნავს, რომ ეს პიროვნება, მაინცდამაინც ეთნიკურადაც ქისტი იყო. თანაც მოხმობილი ინფორმაცია აშკარად კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. იქ სადაც ეს ამბავია მოთხრობილი, ვკითხულობთ- ,,ქისტეთიდან გადმოხვეწილი ძველი ქართველი, კოლხი, ვინმე სუჯი”-ო (ჯ.კაკულია, ანისტორესია, მალხები). სუჯაშვილთა ,,ქიშტურ” წარმომავლობაზე თავად ქისტებიც კრინტს არ ძრავენ, განსხვავებით მარსაგიშვილებისა, ქუშაშვილებისა და აშ. სუჯაშვილთა ქისტობა, ოსობა, სომხობა და სხვა ჯერ არსად თქმულა. ისტორიკოსებს კარგად მოეხსენებათ მდინარე ივრის პირზე (ხაშმიდან მოდბის ტერიტორიის ჩათვლით) უხსოვარი დროიდან მოსახლე სუჯების ტომი. ამ იბერიულ-კავკასიური ტომის შესახებ ინტერნეტშიც საკმაო მასალაა განთავსებული. მირიან მეფის დროს სუჯეთი ქართლის ერთ-ერთ საერისთავოდ გადაიქცა(იხ. საქართველოს ისტორიის ახალი ოთხ ტომეული, ტ.2 ). უცნობი ავტორისეული ,,ნინოს ცხოვრება” (მე-13-ე საუკუნის ხელნაწერით შემორჩენილი) ვრცლად გვიამბობს წმინდა ნინოს შემწე სუჯი კახეთის დედოფალზე, ჰერეთ-კახეთის მოქცევისას. ,,ქართლის ცხოვრებაში” დაფიქსირებულია ცნობა წმინდა ნინოს მიერ ,,კხოელ და სოჯთა” მონათვლის შესახებ… მოკლედ ხელტ გვაქვს ზღვა ისტორიული მასალა. მოხევე სუჯაშვილებს რაც შეეხება, ლეგენდის მიხედვით ისინი სუჯი დედოფლის ორი ვაჟიდან ერთ-ერთის შთამომავლები არიან. ეს ძმები ქრისტიანობის საქადაგებლად მივლენილნი იყვნენ ხევის ტერიტორიაზე(ბეთლემის გამოქვაბულში). ქისტეთიდან მოსული სუჯიც არა ქისტი, არამედ სუჯი იყო( სუჯი ისეთივე აღმნიშვნელია ტომისა და გვარისა, როგორც: მესხი, ჰერი, კახი, კუხი და სხვ.) სუჯაშვილთა სასულიერო ცხოვრება ისტორიულადაც დასტურდება: ,,იოსებ მოხევე გვარად სუჯაშვილი, რომ ყოფილა”-ამას მეუფე იობიც ადასტურებს, 1774 წლის არაგვის ხეობის აღწერისას გერგეტში დაფიქსირებულია ,,მღდელი იაკობ სუჯაშვილი”, გერგეტშივეა ყუთარა სუჯაშვილის ნასაყდრალი… სუჯეთის პოლიტიკური ერთეული ,,დიდი თურობის” დროს ისპობა და ეს ამბავი დაფისირებულია დავითის ისტორიკოსის ცნობებში. სავარაუდოდ სუჯები მასიურად ამ დროს უნდა გადასახლებულიყვნენ მთაში. გარე კახეთი, მისი ჩრდილოეთი ისტორიულად სუჯეთად იწოდებოდა. მოკლედ გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა ჟამთაგან დარღვეული წეს-რიგი და სუჯების შთამომავალს ძველი პატივი-ვალდებულება აღუდგინა.

    Like

  27. Хадижа said

    https://www.kavkaz-uzel.eu/articles/172008/

    Like

დატოვე კომენტარი